შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''კლინიკა'' ( ნაწილი 1 )


20-11-2019, 22:49
ნანახია 850

ხუთი წლის ასაკში დავკარგე მამა. მაშინ კარგად არ შემეძლო დანაკარგის გააზრება. მართალია , ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმ დროიდან მოყოლებული, დღემდე არც თუ ისე სახარბიელოდ მაქვს და დაღი დაესვა ჩემი ცხოვრების გარკვეულ ნაწილს, რომელიც ვერასდროს ამოისუნთქებს , თუმცა ,მაინც , შეიძლება ითქვას, რომ პატარა ვიყავი და მნიშვნელოვანს ვერ ვიაზრებდი. ვერ ვიაზრებდი სრული სიზუსტით პრობლემის არსს. ასაკი იყო ერთადერთი მიზეზი, იმისა , რის გამოც მაშინ მხოლოდ იმაზე ვდარდობდი ,რომ მისი ჩახუტება, თამაში და მზრუნველობა წარსულს ბარდებოდა. ვდარდობდი და მოვთქვამდი იმის გამო,რომ ‘’მამიკო’’ ძილის წინ საძინებელში არ შემომაკითხავდა, დილით საბავშვო ბაღში წასყვანად კოცნით არ გამაღვიძებდა და შუა დღეს ჩემთან ერთად წიგნებს არ წაიკითხავდა. ახლა კი ,ჩვიდმეტი წლის ასაკში, უფრო მეტის გადატანა მიწევს. ახლა უფრო მენატრება, ვიდრე მაშინ მენატრებოდა. მომავალში იმაზე მეტად მომენატრება, ვიდრე დღეს მენატრება და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად. ამ ტკივილს მივეჩვევი, მაგრამ თავს ვერასდროს დავაღწევ.
მინდა ამ დაუსრულებელ ტკივილს სახელი დავარქვა. რატომ? იმიტომ ,რომ მე და ტკივილი მთელ დროს ერთად ვატარებთ. ფაქტობრივად, ჩემი თანამგზავრია. ძალიან შევეწყვეთ ერთმანეთს. მგონია რომ ცოცხალი არსეება,რომელიც არც ფიქრობს ჩემგან წასვლას. ამიტომ მგონია,რომ ჩემს ტკივილსაც უნდა ჰქონდეს სახელი, რომ მივმართო. მაგალითად, როცა გაუსაძლის ვითარებაში ვარ და მისგან თავის დასაღწევად მაღაზიაში სასმელის საყიდლად შევდივარ და სექციებს შორის დავიარები , მინდა მივტრიალდე და ვკითხო : ‘’ ტკივილო, დღეს რა დავლიოთ, რით მიგაყუჩო? რომელი სასმელი გაიძულებს ცოტა ხნით ჩემს მარტო დატოვებას? ‘’ უხერხულია, მუდმივად ჩემთან არის, არასდროს მტოვებს და სავსებით ნორმალურია ,რომ სახელი სჭირდება. იქნებ მამაჩემის სახელი დავარქვა? მაგრამ არა ! იქნებ დედაჩემის აურაცხელი რაოდენობის საყვარლებისგან ამოვირჩიო ერთ-ერთი, ყველაზე საძულველი სუბიექტი და მისი სახელი ვუბოძო ჩემს განუყრელ მეგობარს? მაგალითად, იმ ადვოკატის,რომელმაც დედაჩემთან მესამე ვიზიტის შემდეგ ,როდესაც ჩემი საძინებლიდან სააბაზანოსკენ მიმავალი ნახევრად შიშველს გადავეყარე . გუშინდელი დღესავით მახსოვს როგორ გადაიტანა მზერა ჩემი ჩაშავებული თვალებიდან ჩემი მკერდისკენ, შემდეგ ფეხებისკენ და როგორ გადაუსვა ენა თავის ტუჩებს, აღზნებული ავადმყოფივით , ისე თითქოს მზად იყო იმ წამსვე უკან საძინებელში შევეთრიე , რათა ჩემი სხეული თავიდან ბოლომდე შეეგრძნო, რა თქმა უნდა, ძალდატანებით. მართალია .ეს იმ დღეს არა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მაინც მოხდა. დედაჩემს ალბათ მადლობა უნდა გადავუხადო მაღაზიიდან დროზე ადრე რომ დაბრუნდა სახლში და საქმე ბოლომდე არ მიაყვანინა, და შემდეგ ამის გამო მასთან ურთიერთობა რომ გაწყვიტა. მაგრამ როცა მახსენდება მისი სიტყვები , თუ როგორი ძუკნა ვარ, მისი საყვარლების წართმევას,რომ ვცდილობ, მაშინვე მიქრება მადლიერების განცდა.
ტკივილო, დაგარქვა მისი სახელი? თუმცა შენც კი არ იმსახურებ ამას. შენ ხომ ძალით არ დაპატრონებიხარ ჩემს ცოხვრებას. მამაჩემის სიკვდილმა განაპირობა შენი ჩემთან სამუდამოდ დარჩენა. ამიტომ ჯობს ვიმეგობროთ. და რადგან შენ გარდა სხვა მეგობარი არ მყავს, ისევ შენ გაგიზიარებ ჩემს ფიქრებს. ფიქრებს, რომლებიც მამაჩემის , დედაჩემის და ჩემი ერთფეროვანი ცხოვრების შესახებ, გაცვეთილი ნაჭრის მსგავსად ჰაერში ფრიალებს. ტკივილო, იცი მამაჩემი ჩემს სიზმრებში ხშირად ცოცხლდება, ამიტომ მიყვარს ძილი . ვიცი,რომ ის მოვა ,როგორც კი თვალებს დავხუჭავ. და ზუსტად ამ მიზეზის გამო არ მიყვარს თვალების გახელა.
მამა, ჰკივის ჩემში ისევ შენი მონატრება. ცხოვრებაში დავშორდით და სიზმრად მაინც, სიზმარად მაინც არ დაგკარგო მეშინი. არ ვიცოდი ესე თუ გამიძნელდებოდა.არ ვიცოდი თორემ არ გაგიშვებდი, ჩაგეხუტებოდი ისე, რომ გეგრძნო როგორ ცემს ჩემი გული/რომ იცოდე როგორ მენატრები, აუცილებლად დაბრუნდებოდი. ეს რომ იცოდე აუცილებლად მონახავდი ჩემთან დასაბრუნებელ გზას. შენი ხმა, ხმა რომელიც მიყვარს, მიყვარს მთელი გულით, და რომელიც ტკივილამდე მენატრება ახლა, მენატრება შენი ღიმილიანი სახე, რომელიც ყველას უღიმოდა ,არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა უშენობა, მეგონა უბრალოდ მომენატრებოდი თუმცა ეს ამაო ილუზიები ყოფილა. აი, ზუსტად ეხლა ვგრძნობ რას ნიშნავს მონატრება, გულწრფელი მონატრება, რომელიც პარადოქსულად დაიარება ჩემს სხეულში. და თუ შენ ვერ ხედავ უკან დასაბრუნებელ გზას, მე ვიპოვი შენთან მომავალს და ამ ტკივილნარევ ლაბირინთს თავს დავაღწევ, ჩაგეხუტები და მეორედ ჩემი მიტოვების უფლებას აღარ მოგცემ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent