სიყვარული და მემკვიდრეობა. ნაწილი 2
დიდი ხნის შემდეგ ნაუცბათევად შემომეწერა,რა გამოვიდა თქვენ შეაფასეთ.. მანამდე კი გეტყვით რომ თითოეული მათგანი მიყვარხართ და მათბობთ,ვინც ჩემს შემოქმედებას კითხულობს... სიყვარული და მემკვიდრეობა. 2ნაწილი. -აქ რას აკეთებ?-ჰკითხა გაოცებულმა ბიჭმა სტუმარს და მოზრდილ წვერზე ხელი მოისვა. -არ შემომიშვებ?-რაღაცნაირი სევდიანი ხმით ჩაილაპარა მან და სიგარეტის ნამწვავი მანქანის ფანჯრიდან მოისროლა. -უცნაურია შენი ჩამოსვლა.მანქანა ეზოში შემოიყვანე,ვეჭვობ საუბარი დიდხანს გაგვიგრძელდება. რკინის ჭიშკარი გამოაღო და სტუმარს გზა დაუთმო.მერე აივანზე ბავშვით ხელში გადმომდგარ,ორსულ ცოლს გახედა და თვალებით ანიშნა წარმოდგენა არ მაქვს აქ რა უნდაო. -ვიცი რომ გაკვირვებული ხარ ჩემი სტუმრობით..გაკვირვებული და გაოცებული,მაგრამ თუ მომისმენ, ყველაფერს აგიხსნი.შენი და შენი ცოლის გარდა ვერავინ დამეხმარება,- უთხრა უკვე მანქანიდან გადმოსულმა. -სახლში შევიდეთ,ნინა სუფრა გაშალე,- გასძახა ცოლს. -ბავშვს თუ დამიჭერ ცოტა ხანს, აუცილებლად,-ღიმილით უპასუხა მანაც და სამი წლის ანასტასია მიაწოდა. -მოდი მამა ჩემთან,-ხელში აიყვანა გუგამ ქალიშვილი და კაბინეტისკენ გაუძღვა მომსვლელს. -ძალიან საყვარელია,დედას ჰგავს, მაგრამ შენი თვალები აქვს,-გაუღიმა და სკამზე ჩამოჯდა. -ყველა ამას იძახის,-გაეცინა გუგას. -მეორესაც ელოდებით უკვე.. -ხო, უცებ გადის დრო… -ბედნიერი ადამიანისთვის კი,ისე არა.საშინლად იწელება… -შენ არ ხარ ბედნიერი?-გაუკვირდა გულწრფელად გუგას. -უნდა ვიყო?ამ ქვეყნად ყველაზე დიდი არაკაცი ვარ და ახლა იმისთვის ვიღებ სამაგიეროს ცხოვრებისგან,რაც დავიმსახურე,მაგრამ მაინც...ყველაზე დიდ ნაძირალასაც აქვს სიყვარულის უფლება,იმისთვის რომ ბედნიერი იყოს.. -გეთანხმები მაგაში,სიყვარულის უფლება ყველას აქვს..ანუ როგორც მივხვდი საქმე სიყვარულს ეხება, მაგრამ მე რა შუაში ვარ. -ერთი გოგოა,ანკა...ანკა ხუციშვილი… ნინას ჯგუფელი და ძველი მეგობარია და როგორც გავიგე დღემდე მეგობრობენ… -აა,ანკა..კი ვიცი,ვიცნობ.საშინლად იმპულსური და ფიცხია..-გაეცინა გუგას. -და არანორმალურად ლამაზი,ჭკვიანი, კეთილი, ჭკუიდან გადამიყვანა… -ეს რას მოვესწარი,სიყვარულისგან გადარეული სანდრო ახალკაცი დახმარებას მე მთხოვს,მის ყველაზე დიდ მტერს… -მე დიდი ხანია უარი ვთქვი შენს მტრობაზე და მგონი დავამტკიცე კიდეც… -და მაინც რა მოხდა მაშინ?რატომ გადაიფიქრე შურისძიება? -იმიტომ რომ ყველაფერს მივხვდი….-უპასუხა და ყველაფრის მოყოლა თავიდან დაიწყო… ****** ფული და ქონება არასოდეს აკლდა. ფუფუნებაში გაიზარდა ,ერთადერთ მემკვიდრეს ცივ ნიავს არ აკარებდნენ მშობლები.ამან ეგოისტ და ხარბ ადამიანად ჩამოაყალიბა.ფიქრობდა რასაც ისურვებდა შეეძლო ყველაფერი მისი გამხდარიყო. იმიტომ კი არა რომ სამართლიანად ეკუთვნოდა,არამედ იმიტომ რომ დაიმსახურა. საშინლად აუტანელი და ტირანი იყო. ქალების მუსუსი,მხოლოდ მათ გამოყენებაზე ფიქრობდა.ერთი ღამეც საკმარისი იყო, მერე კი მიეტოვებინა ისე რომ არ ენანა.მათი ცრემლიანი თვალებიც კი არ მოქმედებდა. ამაყი იყო და შურიანიც.სწორედ ამ ამბიციების გამო მოხდა მისი პირველი შეტაკება გუგა ნუცუბიძესთან.ვერ აიტანა,რომ გოგო რომელიც სერიოზულად პირველად მოეწონა,ცხვირწინ აახია,როგორც ის ამბობდა. იმდენი ქნა დანელიების ოჯახში მათი კომპანიის მეწილედ შევიდა და დაუახლოვდა.მერე გოგოს გულიც მოიგო,მითუმეტეს რომ მამის პირდაპირ დავალებას ასრულებდა თათა და ზეგავლენის ქვეშაც ადვილად მოაქცია. საყვარლები გახდნენ,დიდი დარტყმა მიაყენეს ნუცუბიძეს და მისი ოჯახის ბიზნესს. ალბათ ხელშიც ჩაიგდებდნენ რომ არა ის საბედისწერო საღამო,როცა გუგას კომპანიის დირექტორად ოფიციალურად ასახელებდნენ წვეულებაზე. მაშინ აეხილა თვალი და მიხვდა რომ ის კი არ იყენებდა დანელიებს,არამედ მათი სათამაშო თოჯინა იყო და როლის საუკეთესო შემსრულებელი… შემთხვევით შეესწრო თათას და გუგას საუბარს,გაიაზრა გოგო ისევ ნუცუბიძით იყო შეპყრობილი,მის მიმართ სიყვარული კი მოჩვენებითი და კარგად თამაშობდა.. ის საღამო ისე დასრულდა როგორც დაგეგმილი იყო,მერე კი გვიანობამდე სვავდა საკუთარ კაბინეტში,იქამდე სანამ არ გაითიშა. გონს რომ მოვიდა თავი სტკიოდა, მაგრამ გუშინდელი მაინც ახსოვდა. ბევრი ფიქრის შემდეგ ტელეფონში ნომერი მოიძია და აკრიფა. -ალო,ვატო გამარჯობა,სანდრო ვარ…. სანდრო ახალკაცი..სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ,მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და ეს შეხვედრა საიდუმლოდ უნდა დარჩეს...სადაც შენ მეტყვი...კარგი, საღამოს მანდ ვიქნები,მხოლოდ მე და შენ,მეტი არავინ… პირველად ცხოვრებაში მოუწესრიგებელი გავიდა სახლიდან. სახეზე აშკარად ეტყობოდა სასმლის და უძილობის კვალი… მის წინ იჯდა და ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მის მონაყოლს ვატო ვეფხვაძე… -ნუ მიყურებ ასე,-უთხრა და კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა. -აბა როგორ უნდა გიყურო?მირეკავ მოულოდნელად და ისეთ რაღაცას მეუბნები,რომ… -კი არ გეუბნები,გთავაზობ ჩემს დახმარებას რომ გაანადგურო დანელიები და შენმა ძმაკაცმა შური იძიოს. -ამით შენ რა სარგებელი? -სანაცვლოდ არაფერს არ ველი, უბრალოდ მივხვდი რომ მაგრად მიყენებენ და თავი ამ ქვეყნად ყველაზე დიდ ყ...დ ვიგრძენი… ვატოს ჩაეცინა.. -ალბათ გეგმაც გაქვს მოფიქრებული -რა თქმა უნდა.ყველაფერი მოვიფიქრე. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ კი აქედან წავალ და აღარ დავბრუნდები ალბათ. -ეგ ერთხელ უკვე მოვისმინე სხვა ადამიანისგან,მაგრამ დაბრუნდა.. -ვინ იცის.-სევდიანად ჩაილაპარაკა სანდრომ,მნიშვნელოვანი საბუთებით სავსე საქაღალდე წინ დაუდო, წამოდგა,ვატოს დაემშვიდობა და იქაურობა დატოვა.. ერთ კვირაში კი ის მოხდა რასაც არავინ ელოდა,არავინ მისი და ვატოს გარდა…. მადლობის გადახდასაც არ დაელოდა, ისე დატოვა კომპანიის სათაო ოფისი, მანქანაში ჩაჯდა და უბრალოდ გზას გაუყვა… ასე უბრალო ბოდიალში და ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლით რომ დაიღალა და შვება ვერ იგრძნო გაჩერდა.გაჩერდა დედულეთში და კახეთში დაიდო ბინა.. წლების შემდეგ შეაღო წლების განმავლობაში გამოკეტილი კარი ახალი ცხოვრების დასაწყებად. მტვრიან და მოუწესრიგებელ სახლში სიმარტოვის სუნი იგრძნობოდა. ყოველი შემთხვევისთვის ნაყიდ სასმელის ბოთლს თავსახური მოხსნა, სარკეს თვალი გაუსწორა და ჩაეცინა. -ახალ სანდრიკას და ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს...თვალი ჩაუკრა საკუთარ გამოსახულებას და გაეცინა… ******** რამდენიმე წლის შემდეგ… -ბატონო სანდრო,გეყოფათ მუშაობა, შევისვენოთ.-დაუძახა შუახნის,თმაში ჭაღარა შეპარულმა მამაკაცმა. -ამ რიგსაც მოვრჩები და მერე შევისვენებ,-უპასუხა და ყურძნის მოზრდილ მტევანს სათლში ჩაუძახა. მერე ოფლიანი შუბლი მოიწმინდა და ყურძნის კრეფა განაგრძო. მისი დაქირავებული მუშები კი ჩრდილში ისხდნენ შუადღის შესვენებაზე და სადილობდნენ,თან სიცილ-კისკისში იყვნენ.ცოტა ასაკოვნები მხიარულ ისტორიებს და კახურ შაირებს ყვებოდნენ.ერთმა ფანდურიც აამღერა და დანარჩენები აიყოლია. გაეცინა სანდროს მათ გართობაზე და შეშურდა,შეშურდა თეთრი შურით,რომ შეეძლოთ ყველაფრის მიუხედავად ასეთები ყოფილიყვნენ,დროის მცირე მონაკვეთში მაინც დაევიწყებინათ ყოველდღიური ყოფითი პრობლემები. თავი მიანება საქმიანობას და მათ შეუერთდა. -რამე მიირთვი შვილო,ცოდო ხარ,ორ ლუკმას შეიკიკნები და მორჩები.ასე დააავადმყოფდები. -ესეც მყოფნის გია ძია.-უპასუხა სიცილით. -ესეც გადაიღე,-ხაშლამის მოზრდილი ნაჭრები მიაწოდა გიას მეუღლემ ლალიმ. -არ მინდა,-დაიმანჭა ბიჭი. -ახლა მეწყინება.- -კარგით,-ერთი ნაჭერი გადმოიღო, ტყემალი მოასხა ზემოდან და მადიანად შეექცა. -აი თუ არ გინდოდა,-გაეცინა ქალს. -გია ძია,რამდენ ხანში მოვრჩებით ამის დაკრეფას? -რამდენიმე დღე დაგვჭირდება. -უპასუხა სანდროს კაცმა. -შვილო მე ხვალ რომ ვერ მოვიდე ხომ არ გაბრაზდები? -თუ მშვიდობა გაქვთ არ არის პრობლემა. -ჩვენი ქალიშვილი ჩამოდის მეგობრებთან ერთად და მინდა გავუმასპინძლდე. -კარგი ლალი დეიდა,რამე ხომ არ გჭირდებათ?დაგეხმარებით.ფული…- გადაუჩურჩულა მერე. -არა შვილო,სახლში გვაქვს ყველაფერი.უბრალოდ დრო მინდა რომ მათ დავხდე… -ხვალ თავისუფალი ხართ მოკლედ, -უთხრა და ჭამა დაასრულა. მერე ადგა და საქმიანობა განაგრძო. მუშებმაც დაასრულეს სადილი და მას შეუერთდნენ. საღამოს მოკრეფილი ყურძენი დააბინავეს და სახლებში წავიდნენ. არც თუ ისე დიდი ქარხანა ჰქონდა სანდრო ახალკაცს.ამ საქმიანობას მეორე წელია ხელი მიჰყო და მეორე მოსავალს იღებდა,მაგრამ ღვინოს წელს პირველად უშვებდა და განსაკუთრებულად ემზადებოდა თითოეულ ნაბიჯს წონიდა. დაუფიქრებლად არაფერს აკეთებდა. ეს სანდრო არაფრით არ ჰგავდა იმ სანდროს წლების უკან რომ იცნობდა ყველა.აქ თითქმის არავინ იცნობდა, არ ჰყავდა მეგობარი,ის კი არა დამლაპარაკებელიც არ ჰყავდა. აქ მიხვდა როგორ ფუჭად გაფლანგა თავისი ცხოვრების ოცდაცხრა წელი, როგორი მარტოსული ადამიანი იყო, როგორი საცოდავი,რადგან როცა დასჭირდა ერთი მეგობარიც კი ვერ აღმოაჩინა გვერდით…. მთელი დღე მუშაობისგან ისე იყო დაღლილი,რომ შხაპის მიღების შემდეგ პირდაპირ მისაღებ ოთახში დაეძინა,ტელევიზორის ყურებისას.. თუმცა დილით მაღვიძარას დაასწრო, მზე ახალი ამოსული იყო.ორიოდე ლუკმა შეჭამა და პირდაპირ ვენახში გასწია.მუშები უკვე მოსულიყვნენ და მას ელოდებოდნენ.მისი მანქანა რომ დაინახეს მაშინვე წამოიშალნენ ფეხზე და მხიარულად მიესალმნენ. ისიც მიესალმა და სამუშაოს შეუდგნენ. ჩვეული კახური იუმორი და გადაძახილები არღვევდა გარემოს, ის ნაკლებად ერთვებოდა მაგრამ, ჩუმად ეღიმებოდა. შუადღე იყო როცა მობილურმა დაურეკა.უცნაურად ეჩვენა ეს ზარი. რაც აქ ჩამოვიდა მშობლების გარდა, თითქმის არავინ ურეკავდა. -ალო..დიახ,მე ვარ..ვინ?...დიახ,რა თქმა უნდა,გამახსენდით..დღეს?კი ბატონო..აქ ჩამოხვალთ?..კარგით, შეხვედრის ადგილს შეტყობინებით გამოგიგზავნით.. ნახვამდის… ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და გიას დაუძახა. -გია ძია,სად შეიძლება მნიშვნელოვანი სტუმრები დავპატიჟო? -სიღნარში ერთი მშვიდი და წყნარი რესტორანია,მოიცადე გავიხსენო რა ჰქვია…-კეფა მოიქექა კაცმა,-ჰო ისა,შემოირბინე,არა კაცო „ შემოიხედე გენაცვალე“. ხოდა მანდ წადი,არ შეგარცხვენენ,მეპატრონე ჩვენი სოფლიდანაა.უთხარი გიამ გამომგზავნაო და სხვანაირად მოგხედავს. -დიდი მადლობა. -შვილო,მერიდება,მაგრამ მაინც უნდა გკითხო. -მკითხე.. -ამდენი ხანია არავინ ჩამოსულა შენთან და არავის მოუკითხავს,ახლა ვის ელოდები?ოჯახის წევრები, მეგობრები თუ შეყვარებული? -არც ერთი,საქმესთან დაკავშირებით ჩამოდიან,ღვინის დაყენების სპეციალისტები და ექსპერტები. გიას გაეცინა. -შვილო აგერ არ ვართ?საუკუნეებია კახელები ამ საქმიანობას ვეწევით და ამით ვართ ცნობილები. -ვიცი,მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა, ისეთი ღვინო უნდა გამოვუშვათ რომ მსოფლიომ ილაპარაკოს.ამისთვის კი თქვენც დამეხმარებით და ისინიც. -შენს გვერდით მიგულე შვილო… მხარზე ხელი დაჰკრა მეგობრულად და საქმეს დაუბრუნდა.. საღამოს სოლიდურად გამოწყობილი ახალკაცი რესტორანში მაგიდას უჯდა და სტუმრებს ელოდა… სუფრა დიდებული გააწყვეს.ადგილიც კარგი იყო,მაგრამ ერთი პრობლემა წარმოიშვა მოულოდნელად. საპირისპირო მაგიდას ახალგაზრდები უსხდნენ და ხმაურობდნენ.ნერვიულად აათამაშა თითები მაგიდაზე.სტუმრები წუთი წუთზე მოვიდოდნენ. -დაურეკე რაა,სად არის რატომ აგვიანებს?-არ ასვენებდა ერთი გოგონა მეორეს და ხშირად იყურებოდა კარებისკენ.აშკარად ყველა იმ ერთს ელოდა.ხშირად ახსენებდნენ მის სახელს და რატომღაც ისიც დაინტერესდა ვინ იყო ასეთი,რომ ამდენი ხალხი მის გარეშე არაფერს აკეთებდა,ისხდნენ გაშლილ სუფრასთან და ელოდნენ… როგორც იქნაო,დაიყვირა ყველამ ერთად და მანაც შემოსასვლელი კარისკენ გაიხედა.ასეთი რამ ცხოვრებაში არ დამართნია,ასე ცხოვრებაში არ შექანებია გული ქალის დანახვაზე.არც თათა დანელიაზე,მიუხედავად იმისა,რომ დანახვისთანავე მოეწონა ისიც.ეს რაღაც სხვა იყო.უფრო სწორად გოგო იყო სხვანაირი.მისმა შემოსვლამ დარბაზში სიხალისე,სილაღე და განსაკუთრებული მხიარულება შემოიტანა.წამებში შეათვალიერა და გაშიფრა თავიდან ბოლომდე. გრძელი შავი თმა წელამდე სწვდებოდა, უსაშველოდ ლამაზი მწვანე თვალები იმზირებოდა ნუშის ფორმის ჭრილიდან,ოდნავ მოგრძო სახე,სწორი,პატარა ცხვირი და საშუალო სისქის,წითლად შეღებილი ტუჩები.სხეულზე რუჯი და ყვითელი კაბა განსაკუთრებულ ელფერს სძენდა და ხაზს უსვამდა მისი სხეულის იდეალურ ფორმებს.. -ჯანდაბა,იდეალურია,-გაიფიქრა, თითქოს გოგომ მისი ფიქრები ამოიცნოო, მისკენ გამოიხედა და მათი მზერა ერთმანეთს გადააწყდა. უნებურად გაუღიმა გოგომ და მერე ისევ მეგობრებს მიუბრუნდა.ყველას ჩამოუარა,სათითაოდ გადაკოცნა, მოიკითხა,დაგვიანების მიზეზიც ახსნა და თავის კუთვნილ ადგილას ჩამოჯდა,თამადამ მოისვა გვერდით,პირდაპირ სანდროს უყურებდა,მანაც შეამჩნია საპირისპირო მაგიდიდან უცხო მამაკაცის მზერა და კეკლუცობა დაიწყო.მსუბუქი ფლირტი ყოველთვის უყვარდა,ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მამაკაცი ამისთვის ღირდა. სანდრო ახალკაცი კი ნამდვილად იყო,ის ვინც ანკა ხუციშვილის გიჟურ ხასიათს დააოკებდა… -რატომ ხართ ასე?არ სვავთ?არ ჭამთ?- იკითხა ხმამაღლა და სუფრას გადახედა. -შენ გელოდებოდით საყვარელო, -უპასუხა თამადამ. -სახლში შევყოვნდი,კაბა დამესვარა და სანამ ახალი ავარჩიე….მოკლედ ეს რა მოსატანია ახლა,ჰე აბა ჩამოასხით სასმელი,კახეთში ხართ,ღვინის სამშობლოში.ყველაფერი ნატურალურია,ჯანსაღი. -როგორც ყოველთვის ფორმაში ხარ,-გაეცინა თამადას. -როდის არ ვყოფილვარ გეგი? -ყოველთვის,-ომახიანად უპასუხა მანაც. -კარგია რომ ჩამოხვედით,როგორ მიხარია აქ რომ ხართ,რამდენი წელი გავიდა რაც უნივერსიტეტი დავამთავრეთ,როგორც იქნა მოვახერხეთ და შევიკრიბეთ.-ჩაერთო ტატო. -ხო მაგრამ ყველა მაინც არ ვართ,-უპასუხა მარიმ.-ნინა გვაკლია,ეგ მოღალატე.-გაეცინა. -რას ვიზავთ ეპატიება,ორსულობის მეორე თვეშია და მძიმე ორსულობა აქვს,ექიმმა წოლითი რეჟიმი და სუფთა ჰაერი გამოუწერა…-დაამატა ნათიამ. -რაც იმ ნუცუბიძეს გაჰყვა ცოლად,მას მერე ნაკლებად გვნახულობს.. ნაცნობი სახელი და გვარის გაგონებაზე ყურები ცქვიტა,მაგრამ კარგად ვერ მიუგდო ყური,რადგან მისი სტუმრებიც მოვიდნენ…. -დაკავებულია გოგო,იმ სოფელს ვერ მოეშვა და ბავშვებს ისევ ასწავლის.- -დიდ საქმეს აკეთებს,-ჩაერთო გიგა. -ქალბატონო შენ რამე სამსახური მოძებნე?-მიუბრუნდა გეგი ანკას. -კი,მეც ვიპოვე როგორც იქნა,ჩემი სოფლის სკოლაში მასწავლებლის ადგილი განთავისუფლდა და ჩემი განცხადება მიიღეს,შემდეგი კვირიდან მუშაობას შევუდგები. -ეს გოგოები სულ გასოფლელდნენ, მიბაძა ნინას..-გეგის ნათქვამზე ყველას სიცილი აუტყდა.. მერე ტრადიციული ქეიფი და დროსტარება დაიწყეს. იქით სანდრო აწარმოებდა მოლაპარაკებებს.კი უშლიდა ხელს მუსიკა,მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად დასრულდა.დროდადრო გოგოსკენ აპარებდა თვალს.ისიც ალბათ მიხვდა ამას და რამდენჯერმე მომხიბვლელად გაუღიმა.ისიც შეამჩნია იმ ბიჭმა მიმტანს რომ მოუხმო,რაღაც უჩურჩულა და თან მისკენ გაიხედა. რამდენიმე წუთი იყო გასული,მაშინვე მიხვდა რაც დაავალა, როგორც კი ის მიმტანი დაინახა მათი სუფრისკენ მიმავალი. ურიკაზე ულამაზესად გაფორმებული ხილის ასორტი,ტკბილეულის ნაკრები, შამპანური და წითელი ვარდები ელაგა. -ეს თქვენ ჩვენგან,-თქვა მიმტანმა და სუფრაზე დალაგება დაიწყო,-ეს კი თქვენ,-ყვავილები მიაწოდა ანკას. -ეს...ეს...არ შემიძლია,ვერ ავიღებ, -დაიბნა გოგო და ეცადა მზერა იქით არ გაქცეოდა,საითაც ის ბიჭი ეგულებოდა. -რა ხდება ანკა,რესტორნის მეპატრონე მოხიბლე?-გაეცინა გეგის. -მოიცადე ერთი წუთით.-გააჩერა გიგამ.-როცა ჩვენ აქ ვართ, გოგოებთან ერთად,რა უფლებით აკეთებს ამას? ვინც ეს დაგავალათ აქ მოიყვანეთ? -წამოიფოფრა ბიჭი და საჩხუბრად მოემზადა. -გიგა,არ დაიწყო ახლა,ვიცნობ მეპატრონეს,ჩვენი კარგი ნაცნობია,- უცებ იცრუა გოგომ,ბიჭებმაც დაამშვიდეს უკვე შეზარხოშებული მეგობარი. -მოდით ვიცეკვოთ,-იდეა წამოაყენა მარიმ სიატუაციის განსამუხტად. -ძველი დრო გავიხსენოთ, გახსოვთ სტუდენტობისას რა დღეში ვიყავით? -რა თქმა უნდა,სადაც მივდიოდით ყველგან ყურადღებას ვიქცევდით.- გაიხსენა წარსული ტატომ. -ხოდა ახლაც გავაკეთოთ იგივე,-თქვა ანკამ და წამოდგა.ყვავილები მაგიდაზე დააწყო და მაინც მოასწრო წამით ბიჭისკენ გახედვა,მანაც გაუღიმა და სავსე ჭიქიდან სასმელი მოსვა.მერე დარბაზში ქართული ტრადიციული მუსიკა აჟღერდა და ერთმანეთის მიყოლებით იცვლებოდნენ ახალგაზრდები სცენაზე.ანკა რომ გავიდა ერთი ამბავი ატყდა,საოცრად ცეკვავდა,გედივით დანარნარებდა და ისე ასრულებდა აჭარულის ილეთებს.მერე უცებ დაისი ჩაირთო და ტატოსთან ერთად წყვილში განაგრძო ცეკვა.პირდაპირ ბედნიერება და სიხარული ირეკლებოდა მის სახეზე მისი ღიმილით,მისი თვალებიდან.. დაატყვევა ყველა სტუმარი ვინც იქ იყო,მათ შორის სანდროც… ცეკვა რომ დაასრულა და იქით გაიხედა,ის აღარ დახვდა, რაღაცნაირად გულისწყვეტა იგრძნო,ალბათ გულის სიღრმეში იგრძნო რომ მისთვის ცეკვავდა.სიცხე მოიმიზეზა და გარეთ გავიდა. ერთმანეთს შეატოვა მოცეკვავე წყვილები… შემოდგომის გრილი ჰაერი ესიამოვნა. მოაჯირს დაეყრდნო ორივე ხელით და ღრმად ჩაისუნთქა. მერე სიბნელეს გაუსწორა თვალი. უცებ აღმოაჩინა რომ მარტო არ იყო,მეტიც რაღაც ჰკითხეს.თავი გვერდზე მოაბრუნა და ჰოი საოცრებავ… -არ მეგონა ერთმანეთს თუ ვიცნობით? -ჩაეცინა მას და სიგარეტს მოუკიდა. -ვერ მივხვდი,-დაიბნა გოგო. -თქვენს ნათქვამს ვგულისხმობ… რამდენიმე წუთის უკან იცრუეთ.. -თქვენს გამო არა,ჩემი მეგობრისთვის. არ მინდოდა შარში გახვეულიყო,თქვენც შემეცოდეთ. -შარში ნამდვილად აღმოჩნდებოდა, რომ არ გაგეჩერებინათ.ვეჭვობ ახლა საავადმყოფოში იქნებოდა და შესაცოდი ის იქნებოდა. ცეკვასაც კი ვერ შესძლებდა. მითუმეტეს თქვენთან.დიდი ხანია გეპრანჭებათ? თუ შეყვარებულებიც ხართ? -როგორი ცნობისმოყვარე, ამპარტავანი და უტაქტო ხართ. რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. -ეს ადრე იყო,ახლა ვფიქრობ ასეთი აღარ ვარ. -არ გეტყობათ.საიდან მოიტანეთ რომ მას მე მოვწონვარ? -ასე რომ არ იყოს ჩიტო,ასეთი რეაქცია არ ექნებოდა დანარჩენებისგან განსხვავებით, რომლებმაც ჩვეულებრივად მიიღეს ეს საჩუქარი,-ღიმილით უპასუხა ბიჭმა. -შემდეგში მსგავსი სისულელეები აღარც თქვათ და აღარც ჩაიდინოთ, -გაგულისებულმა უპასუხა გოგომ და ზურგი შეაქცია,წასასვლელად მოემზადა. -შემდეგში არც თქვენ იცრუოთ.. -კიდევ გიმეორებთ,ეს თქვენს გადასარჩენად ვთქვი-მობრუნდა და წინ აესვეტა. -მე არ მჭირდება არავის დაცვა, საკუთარ თავს როგორმე დავიცავ.და კიდევ არც რესტორნის მეპატრონე ვარ,როგორც თქვი,ეს ჯერჯერობით არ შედის ჩემს გეგმებში. -აჰაა,გავიგე,-დოინჯი შემოირტყა გოგომ.-ეს გინდოდა აღგენიშნა ხომ? გინდოდა გეგრძნობინებინა რომ ფული გაქვს და ყველაფრის უფლება გაქვს.უფლება გაქვს რაც მოგესურვება ის გააკეთო,სადაც გინდა და როცა გინდა,ხალხს ზემოდან გადმოხედო?-უცებ პირზე ხელის აფარება იგრძნო. -არა,სადაც მინდა და როცა მინდა კი არა,ვისთვის მინდა,გასაგებია? ახლა კი წავედი,კიდევ შევხვდებით ცრუპენტელა,-ხელი გაუშვა,გვერდი აუარა და დინჯი ნაბიჯებით ჩაუყვა კიბეს. -ეს რაა კომპლიმენტის ახალი სახეა?-მიაძახა გაბრაზებულმა. -როგორც გინდა ისე ჩათვალე, -უპასუხა, ისე რომ არ მოუხედავს. -არანორმალური,გიჟი,-ბრაზობდა და თავის დამორჩილებას ცდილობდა, მაგრამ ვაი რომ არ გამოსდიოდა. უკვე ერთი სული ჰქონდა საღამო დასრულებულიყო და სახლში წასულიყვნენ,ყველანი მასთან რჩებოდნენ და გვიანიც იყო უკვე,დედა მანამდე დაელოდებოდა სანამ ყველას არ დააბინავებდა. ეცოდებოდა,მაგრამ ვერ უთხრა მაინც წავიდეთო.. საბოლოოდ შუაღამე იყო ხუციშვილების სახლში სტუმრები რომ დაბინავდნენ და ფანჯრებში სინათლე ჩაქრა… მეორე დღესაც დარჩნენ,ამჯერად სახლში იქეიფეს და იმხიარულეს, მერე კახეთი დაათვლიერეს,საღამოს ეზოში მწვადი შეწვეს,დილით ყველამ მადლობა გადაუხადა მასპინძლებს,და სახლში წამოვიდნენ.ანკა სოფელში დარჩა. დედისერთა იყო,ცოტა ეგოისტიც და გათამამებულიც.მაგრამ უზრდელი არასდროს ყოფილა.მშობლებს სულ ეხმარებოდა და არასოდეს თაკილობდა შრომას.იცოდა,რის ფასად უჯდებოდათ მის მშობლებს ის რომ მას ესწავლა და განათლება მიეღო.მასაც ამის გამო მორიდება და რიდი ჰქონდა.უფასებდა...თითით საჩვენებელი იყო ბავშვობიდანვე. სწავლითაც გამოირჩეოდა და სილამაზითაც.ბევრს მოსწონდა და უყვარათ კიდეც,ის კი უკარება იყო.თავს იმით იმართლებდა რომ მის გულს არავის სიყვარული არ ეკარებოდა.ღრმად სწამდა,სადღაც იყო ის ერთადერთი ადამიანი,ვინც უფალმა მისთვის შექმნა და მას იპოვნიდა.აი როცა შეხვდებოდნენ აუცილებლად მიხვდებოდა და იგრძნობდა,რომ ის ის იყო.ამიტომ ელოდა,ელოდა ანკა და ცხოვრებია დინებას მიჰყვებოდა... მეგობრების და თანაკურსელების წასვლის შემდეგ,როგორც იქნა დაისვენა.გვიანობამდე ეძინა და რომ არა დედა,მთელი დღე ძილს გააგრძელებდა ალბათ.მისმა ყვირილმა სწრაფად გამოაფხიზლა და პიჟამოებით გაიქცა იქ,საიდანაც ხმა ისმოდა.დედა მიწაზე იჯდა და ვერ დგებოდა.მაშინვე მივარდა, ფრთხილად წამოაყენა,მხარქვეშ ამოუდგა და სახლში შეიყვანა. საწოლზე წამოაწვინა. -რა დაგემართა დედა?ძალიან გტკივა? -ფეხი წამოვკარი ქვას და დავეცი,ჩემი ბრუციანი თვალებით ვერ დავინახე, ვჩქარობდი და რა გამოვიდა. -ავიშვიშდა ქალი. -რა დროს შენი სიბერეა.ნეტავ მოტეხილი ხომ არ არის? -არა მგონია,ალბათ ვიღრძე.მოდი დამიზილე,მერე მაგრად გადამიხვიე და საქმეზე წავალ. -რას ამბობ დედა?სად უნდა წახვიდე? -ჩვენი უფროსი ვინცაა,მას ვეხმარები, დღეს მისი სახლი უნდა დამელაგებინა. -დავურეკავთ და ავუხსნით ყველაფერს. გაიგებს და არ გაბრაზდება. -ვიცი შვილო,კარგი ადამიანია და არ გაბრაზდება,მაგრამ ისიც ცოდოა,დიდი ხანია არ ვყოფილვარ,ეს დღეები დავეთხოვე სტუმრების გამო, დასვენება გაიწელა. -დაწექი ადამიანო,-ძალით დააბრუნა უკან საწოლზე ანკამ დედა.-ადგეს და თვითონ დალაგოს ან ცოლს სთხოვოს. -ცოლი არ ჰყავს. უნდა წავიდე, -ჯიუტობდა ქალი. -კარგი მაშინ მე წავალ,შენ კი სახლში დარჩები. -შენ?შენ როგორ უნდა დაალაგო?რა იცი რა უნდა გააკეთო? -რას ქვია რა ვიცი?ახლა მეწყინება დედა.ესეგი მე უსაქმური ვარ და სახლის საქმის გაკეთება არ შემიძლია? -როგორ არა,მაგრამ... -ხოდა გადაწყდა,მივდივარ.შენ არ ადგე იცოდე..-გააფრთხილა დედა და თავის საძინებელში გაუჩინარდა. სწრაფად მოწესრიგდა და უკან დაბრუნდა. -ასე ჩაცმული მიდიხარ? -მერე რაა,ხომ მითხარი დღე სახლში არ იქნებაო?მეც მის მოსვლამდე ყველაფერს მოვასწრებ… ხელი დაუქნია და სულ არ გაუგია დედის დაძახებული მის ოთახში არ შეხვიდეო. სახლი სადაც დედამ გააგზავნა,შორს არ იყო.მალე მივიდა,ეზოში მეზობლის ქალი დახვდა,ალაგებდა და დეკორატიულ ყვავილებს უვლიდა. ანკა რომ დაინახა,გაუხარდა,მოიკითხა და სახლში შეუძღვა,მოკლედ აუხსნა სად რა იყო,საიდან უნდა აეღო საჭირო ნივთები და რა უნდა გაეკეთებინა,თუმცა გოგოს ამის ახსნა ნამდვილად არ გასჭრივებია,მალევე გაერკვა სიტუაციაში.მარტო რომ დარჩა,თმა კოსად შეიკრა, ყურსასმენები მოირგო,მუსიკა ჩართო და დალაგებას შეუდგა.მართალია სახლი ორსართულიანი იყო,მაგრამ არც ისე ბევრი საქმე იყო.ერთმანეთის მიყოლებით დაალაგა ოთახები,ჯერ პირველ სართულზე,მერე მეორეზეც ავიდა.აქ მხოლოდ ორი ოთახი იყო და დიდი დახურული ვერანდა საზაფხულოდ მოწყობილი.მტვრის გადასაწმენდად ტილო მოიმარჯვა და მარჯვნივ მდებარე ოთახის კარი შეაღო.უცებ ერთ ადგილზე გაშრა. პირდაპირ მდგომი მაგიდიდან ის ბიჭი უყურებდა,რესტორანში რომ ნახა. -ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა,-გაიმეორა რამდენჯერმე და თვალები დახუჭა და გაახილა,არ ეჩვენებოდა,ნამდვილად ის იყო. -ძალიან კარგი,-გაეცინა მერე,-აბა ვნახოთ ვინ ხარ და რას მალავ..- სათითაოდ აღებდა უჯრებს და ქექავდა,მაგრამ საინტერესო არაფერი იყო.უწესრიგოდ მიყრილი ტანსაცმელი,საცვლებიც კი შეხვდა, ჭუჭყიანი წინდები..დაიჯღანა… უეცრად საშინელი ხმა მოესმა, და იმ წუთას უჯრიდან ამოღებული ფოტოსურათი ხელიდან გაუვარდა. -მაგას თავი გაანებე,არ გაბედო..ვინ მოგცა აქ შემოსვლის უფლება?-იყვირა ბიჭმა და მისმა ხმამ ანკას ყურებამდეც მიაღწია.შეშინებულს გაუვარდა ხელიდან სურათები და იატაკზე მიმოიფანტა… ცდილობდა მალე მოესწრო ყველაფერი,რომ ქალაქიდან ჩამოსული ექსპერტებისთვის,უკვე მზად დაეხვედრებინა ყურძენი.ამ სიჩქარეში ფეხი აუსრიალდა, და პირდაპირ რკინის ზედაპირზე დაეცა, ერთი მაგრად შეიკურთხა და მინდორში წამოჯდა,მაისური აიწია, დიდი ჭრილობა იყო,მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა.გიას ჩააბარა ყველაფერი და სახლში წავიდა. გზაში უფრო ასტკივდა და აეწვა.მაისური რომ ეხებოდა,სული უმწარდებოდა. პირდაპირ თავისი ოთახისკენ წავიდა. წყალს გადავივლებ და დავწვებიო, მაგრამ ვინ დააცადა,ჯერ ეგონა ლალი ალაგებს ოთახსო,მაგრამ მერე თვითონვე უარყო ეს აზრი.ქალი ამდენი ხნის განმავლობაში იქ არ შესულა.ღია კარიდან ვიღაც მოჩანდა,მღეროდა და ცეკვასაც აყოლებდა.სულ დაავიწყდა ტკივილიც და ყველაფერი როცა იქ მყოფი დაინახა.კარის ჩარჩოს მიეყრდნო და მის ყურებაში გაერთო.თან ბრაზდებოდა თან ერთობოდა მისი ყურებით.ფიქრობდა აქ რა უნდაო და ისიც ვერ მოეფიქრებინა რამე ეთქვა. მერე უცებ ძალიან პირადულს რომ შეეხო, თავი ვეღარ მოთოკა და იღრიალა... -მაგას თავი დაანებე,ვინ მოგცა ამის უფლება?-თვითონაც გაუკვირდა ასეთი რეაქციის,მაგრამ უკვე ნათქვამს და გაკეთებულს უკან ვეღარ დააბრუნებდა… -მე..მე ..მაპატიეთ,ბოდიში. -ჩაილუღლუღა დაბნეულმა და თავი დახარა ერთ ადგილზე გაშეშებულმა. -აქ რას აკეთებ?-ჰკითხა ოდნავ რბილი ხმით. -ლალის მაგივრად მოვედი.თვითონ ცუდად იყო. -მერე არ გითხრა,რომ ამ ოთახში არ უნდა შემოსულიყავი?-დაიქუხა უცებ. -არა,არ უთქვამს..უფრო სწორად რაღაც მითხრა და არ მოვუსმინე,- თითებს დაუწყო წვალება… -უნდა მოგეს….-სიტყვა ვერ დაამთავრა,ტკივილმა თავი შეახსენა და ცალი ხელით კარის სახელურს დაეყრნო,რომ არ დაცემულიყო.წამში გაჩნდა მასთან,მხარქვეშ ამოუდგა.. -კარგად ხართ?-ჰკითხა და ქვემოდან ახედა ერთი თავით მაღალ ბიჭს. -არა,არ ვარ კარგად,ჯანდაბა, მაინცდამაინც შენი დასახმარებელი გავხდი.საწოლისკენ წამიყვანე.. -ასეთ მდგომარეობაშიც კი მბრძანებლობ,-ირონიულად ჩაეცინა გოგოს, -ისე ნუ იქცევი თითქოს,დიდი ხანია ვიცნობდეთ ერთმანეთს და არაფერი დაგეშავებინოს,პასუხს მაინც მოგთხოვ ამისთვის. -უჟმური,ხეპრე,უმადური,-საწოლზე დააჯინა გოგომ,ზურგი შეაქცია და წასასვლად მოემზადა.-დახმარება მინდოდა,რაც გინდა ის გიქნია,- მიაძახა და მარტო დატოვა. -არ მოვკვდები,არ გაგახარებ,-მიაძახა სანდრომ. -ჰმ,არ მოკვდება ბიჭი,არადა ფეხზე ძლივს იდგა.არა ანკა,შენ ასეთი არ ხარ,ვერ მიატოვებ ადამიანს ასეთ მდგომარეობაში.რამე რომ მოუვიდეს? წადი,არაფერი მოუვა,არა,არ წახვიდე, ცოდოა,ვერ აპატიებ საკუთარ თავს მერე,-მასში ორი ანკა ებრძოდა ერთმანეთს,ბოლოს პირველმა აჯობა, პირველად დახმარების ყუთი აიღო და მეორე სართულოს კიბეს აუყვა. -ამის დედაც,-პერანგი აიწია და შეიკურთხა,როცა ჭრილობა დაინახა.-ეს მინდოდა ახლა,თან რამხელაა, -ახია შენზე,გაგეხილა თვალები, -მოესმა ვიღაცის ხმა. გოგო უკან დაბრუნებულიყო. -ისევ აქ ხარ? -ვერ ვაპატიებ ჩემს თავს ასე რომ დაგტოვო,რამე რომ მოგივიდეს,მერე როგორ გავერთო?-თვალი ჩაუკრა და წინ ჩამოუჯდა. -ხუმრობს კიდეც...ღმერთო მომეცი მოთმინება. -ხო,სწორად გაიგე,ორჯერ შეგხვდი და ორივეჯერ კარგად გავერთე შენით,ვერ ვიტყვი უარს ამ სიამოვნებაზე,-ყუთი გახსნა და ბინტი ამოიღო.სანდრომ ხელი დაუჭირა და მკაცრად უთხრა. -ფრთხილად იყავი იცოდე,საკუთარმა თამაშმა არ დაგწვას. -მიყვარს ცეცხლთან თამაში.-ხელი გამოსტაცა გოგომ,-მიდი აიწიე, მაისური უნდა გაიხადო,ვერ ვხედავ ისე. -შენ ეს არ დაგაკომპლექსებს? -თვალები აუთამაშა ეშმაკურად ბიჭმა. -ჰეი,ვაჟკაცო,ოცდამეერთე საუკუნეა, თავისუფალი ურთოერთობები და რამე..-თითები დაატკაცუნა გოგომ. -და შენ რომ ასეთი არ ხარ?ნუ ცდილობ თავი მაგარ და მამაც გოგოდ მომაჩვენო,--ორივე ხელი დაუჭირა,წამოიწია და თვალებში ჩაცქერდა.მერე ტკივილმა შეახსენა თავი და დაიკვნესა,ძალაგამოცლილმა გაუშვა ხელი,უკან მიწვა საწოლზე. -ნუ მეწინააღმდეგები და რასაც გეუბნები ის გააკეთე.-გაუბრაზდა გოგო, მაისურს კიდეებში მოჰკიდა ხელი და გააძრო.თვალს არ აცილებდა სანდრო, გოგოს რეაქცია არ ჰქონია, მხოლოდ ჭრილობას უყურებდა.უფრო სწორად ჰქონდა,მაგრამ არ შეიმჩნია, თავი ხელში აიყვანა.აბა როგორ შეიძლებოდა რეაქცია არ ჰქონოდა მის ნავარჯიშევ და დაკუნთულ სხეულზე. სტერილური ბინტი სპეციალურ ხსნარში დაასველა და ჭრილობას ნელა დაუსვა.დაეწვა ბიჭს და დაიკვნესა.ხელი დაუჭირა -იცი მაინც რას აკეთებ? -კი,ეს ბევრჯერ მაქვს გაკეთებული… ცხოველებზე,-დაამატა მერე. -აჰაა,მეტის ღირსი ვარ რაა...ვის ვანდე თავი..-მე ცხოველი ვარ?-აუწია ხმას. -დიდად არ განსხვავდები,აბა ამხელა კუნთები და ასეთი სიმაღლე, ნორმალურ ადამიანებს არ აქვთ,- აუღელვებლად უპასუხა გოგომ,- მოიცადე მოვიფიქრო რა დაგიძახო. გორილა,ჰო,ნამდვილად შესაფერისია. -რა ჩემი ბრალია კარგი გენეტიკა რომ მაქვს და ამას ჩემმა მშობლებმაც შეუწყვეს ხელი,ბავშვობიდან ვთამაშობდი კალათბურთს.. -მერე იქაც მიხვდნენ რომ შენნაირი ცხოველების ადგილი ზოოპარკშია და გამოგიშვეს,-სიცილი ატეხა ანკამ -ღმერთო რა დაგიშავე?რომელი ცოდვისთვის მსჯი ასე? -ეგ არ ვიცი,რა ცოდვები გაქვს,მაგრამ ცოტა რომ არ იქნება ვიცი.-გაუცინა გოგომ და დოლბანდი გადაუჭირა. -დღეს დაისვენეთ,ხვალ კი მაინც აჯობებს რომ ექიმთან წახვიდეთ და ანახოთ.-წამოდგა გოგო და წასასვლელად მოემზადა.კარში იდგა, როცა ბიჭმა დააწია. -ასე დამეხმარე და სიმართლე გითხრა გამამხიარულე კიდეც,მე კი შენი სახელი არ ვიცი.. -ანკა,ანკა მქვია,-ჩაილაპარაკა და ისე უპასუხა უკან არ მიბრუნებულა, ოთახიდან გავიდა -მე სანდრო მქვია,-დაადევნა ბიჭმა. -თავს გაუფრთხილდით ბატონო სანდრო,-სადღაც შორიდან მოისმა მისი ხმა და გადაკისკისებაც მოჰყვა.ბიჭმა ამოიოხრა და გამაყუჩებელს წაეტანა,რომ იქნებ ამ ტკივილს გაევლო.რომ არ უშველა და ძილიც არ მიეკარა, საგულდაგულოდ გადამალულ ძილის წამალს დასწვდა და ერთის მაგივრად ორი აბი დალია.. **** -არ მომიყვები ვინ არის? -თვითონაც არ ვიცი და შენ რა გითხრა,-გაეცინა ანკას. -კარგად გიცნობ და ვიცი რომ ის უბრალო ვიღაც არ არის,რადგან შენ მისით დაინტერესდი, -გაეცინა ნინას. -არ მჯერა.ტიპმა ჭკუიდან გადამიყვანა. -აღიარე რომ მოგეწონა. -ნუ მისი სითავხედე ნაკლებად, მაგრამ საჩუქრები ნამდვილად… -გიპოვიათ ერთმანეთი და ეგაა, არც შენ ხარ ნაკლები. -ახლა გაგებუტები და გაგითიშავ. -ეწყინა ანკას. -არა,გთხოვ,დამაცადე ცოტა ხანა გავერთო,-სული მოითქვა ნინამ.-ანკა ხუციშვილი ორი დღის გაცნობილ მამაკაცს ასე მოეხიბლოს პირველად ვხედავ. -არ ვიცნობ ადამიანო,არაა.. -ვეჭვობ წინ დიდი ამბები გველოდება. -არაფერი არ გველოდება..შენს მდგომარეობას ვითვალისწინებ, თორემ აქამდე ამდენს არ მოგითმენდი. -ვიცი მეგობარო ვიცი… -შენს მეგობარს რა აქვს სათქმელი? თითქოს ის ნაკლები იყო .-ეკრანზე გუგას სახე გამოჩნდა,ცოლს მიუცუცქდა გვერდით. -აჰაა,ეგეც მე ვარ,-დაემანჭა გოგო ნინას. -ისე როდის უნდა გაგვაცნო ჩვენ? -ვინ? -ის ბიჭი.. -მეც არ ვიცნობ და თქვენ როგორ გაგაცნოთ?-აიჩეჩა მხრები. -ბავშვი ტირის ანკა,წავალ მივხედავ, მერე შეგეხმიანები, ან შენ დამირეკე, მაინტერესებს თქვენი ამბავი ძალიან,- მიაყარა ნინამ და ნაჩქარევად დაემშვიდობა. ანკას ძილი არ მიეკარა, თვითონაც ვერ მიხვდა ისე მოაკითხა იმ ბიჭზე ფიქრებმა და გვიანობამდე დაძინების საშუალება არ მისცა. ******* დილა ჩვეულებისამებრ დაიწყო. დედის ცუდად ყოფნის გამო, ადრიანად გაიღვიძა.საქონელს, ფრინველებს და სახლის საქმეებს მიხედა და მერე სახლში დაბრუნდა,წყალი გადაივლო, გამოიცვალა და დედას საჭმელი მიართვა საწოლში. -რატომ შეწუხდი დედა გენაცვალოს?ავდგებოდი. -შენი ადგომა არ შეიძლება, ფეხს უნდა გაუფრთხილდე. -არაფერი მომივა,თან იმ ბიჭს უნდა მივეხმაროთ ყურძნის დაკრეფაში. ისედაც ვერ ასწრებს.მოდი ფეხი დამიზილე და კარგად გადამიხვიე. -დაწექი,სად მიდიხარ?- ძალით დააბრუნა უკან.-გადამრევ შენ მე. -უნდა წავიდე შვილო.. -მე წავალ,შენ აქ იყავი და გამოჯანმრთელდი… -შენ როგორ წახვალ?ან როგორ შეძლებ? -როგორ და ჩვეულებრივად. პირველად ხომ არ ვაკეთებ?დედა სულ ერთი და იგივეს რატომ იმეორებ? -ძალიან არ გადაიღალო იცოდე. -არა დედა,არ დავიღლები, -მიაძახა და უკვე ოთახიდან გადიოდა.ინტუიციით გრძნობდა სადაც მიდიოდა,მაგრამ იმედი გაუცრუვდა,ის იქ არ იყო და საერთოდ არ ჩანდა. -როგორ ვიფიქრე რომ მოვიდოდა, იმხელა ჭრილობის გადამკიდეო, -გაიფიქრა და თანასოფლელ მუშებს მიესალმა.მერე ცარიელ სათლს დასტაცა ხელი და ვენახის ერთ-ერთ რიგში ჩადგა… მთელი დღე არ მოშორებია იმ ბიჭზე ფიქრები და ხშირად გაჰყურებდა გზას,მაგრამ ის არ ჩანდა...უნებურად ნერვიულობამ აიტანა.საქმეს რომ მორჩა, ყველას დაემშვიდობა და სახლისკენ წავიდა,ოღონდ თავისი არა - იმ ბიჭის.. ძილის წამალმა თავისი ქნა და გვიან,მაგრამ მაინც ჩაეძინა.მეორე დღეს შუადღემდე ეძინა რომ გაეღვიძა საწოლიდან ვერ ადგა.აკანკალებდა, აშკარად სიცხე ჰქონდა.საღამომდე იწრიალა,მერე იგრძნო,რომ კიდევ უფრო მეტად უწევდა და გონებას კარგავდა. აზრზე რომ მოვიდა საწოლის კიდესთან ანკა დაინახა,ცივ საფენებს ადებდა შუბლზე,გარეთ კი ბნელოდა.. -დიდი ხანია აქ ხარ? -დაიჩურჩულა -დიდი ხანია ასეთ დღეში ხარ? რატომ არავის დაუძახე? მეგობრებს, მშობლებს, მეზობლებს…-უსაყვედურა გოგომ. -მეგობარი აღარ დამრჩა, მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობენ,მეზობლის შეწუხება კი არ მინდოდა,-უნებურად წარმოსთქვა სანდრომ.გოგომ მის ხმაში სევდა შეამჩნია. -ასე არ შეიძლება,ყველა ადამიანს ჰყავს მეგობარი და კეთილისმსურველი. -მე არ შევდივარ ამ ადამიანების სიაში. -კარგი გავითვალისწინებ და შემდეგში აღარ შევიწუხებ თავს და აღარც ვინერვიულებ,იცი როგორ შემაშინე,-საყვედურით უთხრა გოგომ და თერმომეტრი მიაჩეჩა სიცხის გასაზომად. -შენ ჩემს გამო ინერვიულე? -ხელი დაუჭირა და შეაჩერა წასასვლელად გამზადებული გოგო. -ხო,შემეშინდა,გონს ძლივს მოგიყვანე. -ნუ გეშინია,ასე ადვილად არ მოვკვდები. ისე მიხარია რომ ასეთი მოკლე დროის ნაცნობობის მიუხედავად უკვე რომ გავშინაურდით… -ახლა წავალ ცხელ წვნიანს მოგიტან, უნდა ჭამო,მერე კი ექიმთან წავიდეთ. -ექიმი არ მინდა. -ჭირვეული ბავშვივით იქცევი. ნემსის ხომ არ გეშინია? -გაეცინა გოგოს. -ამას ვის გადავეყარე, ვერაფერი გავუგე,-ჩაიბურტყუნა ბიჭმა.-ხან მეჩხუბება,ხან ჩემზე ზრუნავს. -რას ბუტბუტებ.მესმის..-გასძახა ანკამ -ამის გარეშე ვერაფერი მითქვამს,- გაფიქრებაც ვერ მოასწრო რომ ლანგრით ხელში გამოჩნდა გოგო, ზემოდან ცხელი წვნიანი იდო თეფშით და ახალგამოწორული წვენი, ფერით ვერ გაარჩია.წინ დაუდო მუხლებზე და ჭამეო უთხრა. -არ მშია. -მართლა პატარა ბავშვივით იქცევი.- გაუბრაზდა გოგო.-შენ შეიძლება არ გინდა,მაგრამ ორგანიზმს უნდა,თანაც მერე წამალი უნდა დააყოლო. -ეს შენ მოამზადე?მეშინია საწამლავი არ გქონდეს გარეული . -ჰა ჰა ჰააა.-ჩაეცინა ირონოულად გოგოს.-ხუმრობ?ესეიგი კარგად ხარ. -კარგი,კარგი,არ გაბრაზდე,შევჭამ, მაგრამ მითხარი ეს მართლა შენ მოამზადე? -კი,მე მოვამზადე.დედა მიკეთებდა ხოლმე როცა ავად ვხდებოდი და მინდა გითხრა რომ ძალიან კარგი ეფექტი აქვს. -სუნიც..და გემოც..-დაამატა როცა გასინჯა. სანამ სანდრო ჭამდა,ანკა ჩუმად იჯდა და უყურებდა,მერე გამოართვა ცარიელი და სამზარეულოში გაიტანა. ისევ მასთან დაბრუნდა,წამალი დაალევინა. -ახლა შეგიძლია წახვიდე.დიდი მადლობა. -მაგდებ?ესაა შენი მასპინძლობა?- გაეცინა გოგოს. -ანკა….მომისმინე.ბოლო წლების განმავლობაში შენ ამ სახლში ჩემი პირველი სტუმარი ხარ.იმის მიუხედავად რომ გამაბრაზე და ნერვები მომიშალე,მაინც მადლობელი ვარ შენი,მაგრამ უნდა წახვიდე.სახლში გელოდებიან.არ არის ლამაზი გასათხოვარი გოგოს და ახალგაზრდა ბიჭის ღამით ერთ სახლში დარჩენა,ეს სოფელია და ყველა სხვანაირად გაიგებს. ადრინდელი სანდრო რომ ვიყო,ამაზე ხელსაყრელი მომენტი არ მექნებოდა და ამით ვისარგებლებდი,მაგრამ ახლა სხვა ვარ და უნდა წახვიდე.-უნებურად წამოსცდა ბიჭს. -ესეგი მაგდებ ხო?-გაეცინა გოგოს -არა,მოვალეობისგან განთავისუფლებ,-გაუღიმა.-დიდი მადლობა რომ ჩემზე იზრუნე და ჩემს გამო ინერვიულე.. -რომ გამოჯანმრთელდები,ასე თბილად აღარ მოგექცევი. -კარგი,მერე გავასწოროთ ანგარიში. -თავს გაუფრთხილდი და წამალი აუცილებლად დალიე,ხვალ კი ისევ მოვალ. -არ არის საჭირო ჩემს გამო… -შენს გამო არა,დედაჩემის გამო მოვდივარ.დაეცა და ფეხი იტკინა,ასე რომ ის ჯერჯერობით დაკისრებულ მოვალეობას ვერ შეასრულებს.მის მაგივრად მე ვმუშაობ. -არაა,მოიცადე შენ ლალი დეიდას ქალიშვილი ხარ?-გაოცებისგან პირი დააღო სანდრომ -ზუსტად,-თავი დაუქნია გოგომ. -ახლა როგორ არის? -რამდენიმე დღეში ადგება.მანამდე კი მის საქმეებს მე შევასრულებ.. -სახლში რომ მიხვალ აუცილებლად მომიკითხე.. -გადავცემ.წავედი ღამე მშვიდობისა, ხვალ ცოცხალი დამხვდი იცოდე,-უკვე გასულმა კარში ხელახლა შემოყო თავი და გაუღიმა. -კარგი,-თავი დაუქნია ბიჭმა და ხელი დაუქნია. რაღაცნაირი იყო იმ ღამეს.სულ სხვანაირად იგრძნო თავი.იმდენად განსხვავებულად,რომ ეგონა ცაში გაფრინდებოდა.რა იყო სასიხარულო ან გასაფრენი?შეიძლება არც არაფერი,მაგრამ გოგოს ისე ესაუბრებოდა,თითქოს დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ,მითუმეტეს ზრუნვაც კი არ დაუკლია და სრულიად უანგაროდ,სიკეთით გააკეთა ეს. ვიღაცამ პირველად მასზე გულწრფელად იზრუნა.თავბედს იწყევლიდა,როცა დაეცა და ამხელა ჭრილობა მიიღო,ახლა კი ამის გამო ბედნიერი იყო… როდის ჩაეძინა არ ახსოვს,მთელი ღამე იმას ფიქრობდა ნეტავ ახლა ის რას აკეთებს,სახლში როგორ მივიდა ან ხომ არ ეჩხუბნენო.მაგრამ რამდენადაც მის მშობლებს იცნობდა, ეს გამორიცხული იყო.. სამაგიეროდ დილით რომ გაეღვიძა, თავი არც თუ ისე კარგად იგრძნო, როგორც ჩანს ჭრილობა უმიზეზდებოდა. გამაყუჩებელი დალია და ცოტა რომ გადაუარა ადგა. თავბრუ დაეხვა და ძლივს შეიკავა თავი რომ არ დაცემულიყო.ხმამაღლა შეიკურთა და ინატრა ნეტავ მალე გამოჩნდეს ანკაო.. გოგოს კი ჯერჯერობით არ ეცალა ბიჭისთვის.მთელი ღამე იწრიალა საწოლში და ძლივს დაიძინა, განვლილ დღეზე და სანდროზე ფიქრობდა.იქნებ ნინა მართალიაო,-გაიფიქრა რამდენჯერმე, მაგრამ მერე ისევ თვითონვე უარყო ეს აზრები.თავზე ბალიში წაიფარა,რომ როგორმე დასძინებოდა.გვიან ჩაეძინა მასაც და დილით ადრე ადგომა გაუჭირდა.მამამ გააღვიძა. სწრაფად მოწესრიგდა და მასთან ერთად მიხედა დილის საქმეებს.დედა ჯოხის დახმარებით გადაადგილდებოდა. საუზმე მოამზადა და ერთად ისაუზმეს. ერთი სული ჰქონდა დაესრულებინა და მერე სანდროსთან წასულიყო. ძალიან აინტერესებდა მისი მდგომარეობა. ყველაფერი რომ მოითავა და სახლიც მიალაგა,დედას სთხოვა ცოტა ხანს გავალ და მალე დავბრუნდებიო.მამა უკვე დიდი ხანია წასულიყო. დაუკითხავად შევიდა სახლში და ისევე დაუკითხავად ააკითხა ოთახში. დაუძახა,მაგრამ პასუხი არ გაუცია ბიჭს და შეშინდა,წამში აირბინა კიბეები და კარი სწრაფად შეაღო. საწოლში არ დახვდა.კიდევ დაუძახა, ისევ არაფერიისი მოძებნა დაიწყო, სააბაზანოში გონდაკარგულს გადააწყდა და მოულოდნელობისგან იყვირა.მასთან ჩაიმუხლა,თავი მუხლებზე დაიდო და ონკანი მოუშვა, ხელი დაისველა,სახეზე მოუსვა,გონს ვერ მოიყვანა,საშინლად ცხელი იყო. სასწრაფოს ნომერი აკრიფა..მარტო არ დაუტოვებია. დაგვიანებულ ბრიგადას ეზოს კართან დახვდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს… ნერვიულად სცემდა ბოლთას წინ და უკან დადიოდა და საავადმყოფოს მოსაცდელში.ერთ საათზე მეტი იყო გასული,რაც სანდრო საოპერაციოში შეიყვანეს,მას კი ეჩვენებოდა რომ საუკუნე გავიდა.ბოლოს როგორც იქნა გამოჩნდა ექიმიც.. -როგორ არის?-მაშინვე ჰკითხა,არც დააცადა დაწყება. -საბედნიეროდ მიუსწარით,თქვენ რომ არა,თამამად შემიძლია ვთქვა რომ ის ამას ყურადღებას არ მიაქცევდა და ასე დატოვებდა.არადა ინფექცია იყო შეჭრილი და სეფსისი იწყებოდა. -ასე რთულად არის საქმე?არაფერი ეტყობოდა.თან ჭრილობაც დავუმუშავე და ანტიბიოტიკიც დავალევინე.- შეწუხდა ანკა. -სწორედ ამან გადაარჩინა.მაგრამ თქვენ ვერ შეძელით ისე დამუშავება, როგორც საჭიროა,თუმცა მინდა გითხრათ ცუდად არ გამოგივიდათ. -გაეცინა ექიმს. -არაუშავს,ცოტა ხანს აქ მოუწევს დარჩენა,მაგრამ კარგად იქნება თქვენი მეუღლე. -ის ჩემი მეუღლე არაა,ჩემი…-ანკა დაიბნა,შესაბამისი სტატუსი ვერ მოუძებნა ბიჭს და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.-შეიძლება ვნახო? -კი,შეიძლება,მაგრამ ცოტა ხანში, ექთანი დაგიძახებთ… როგორც კი მარტო დარჩა, რაღაცნაირად მარტო დარჩა და გული აუჩუყდა,უნებურად ცრემლი მოადგა,ასე იყო ბავშვობიდან, იმდენად გულჩვილი იყო,რომ ყველაფერზე ეტირებოდა და ყველაზე ნერვიულობდა… სანდროს როცა გაეღვიძა,ყველაფერი ეუცნაურა და ვერ მიხვდა სად იყო,ან აქ ვინ მოიყვანა.მერე იქაურობას თვალი მოავლო და საპიროსპირო მხარეს მჯდომი ანკა დაინახა,სახე ხელებში ჩაერგო და სლუკუნებდა. ჩაეღიმა და ხმადაბლა უთხრა -პირველად ჩემს ცხოვრებაში ვიღაც ჩემთვის ტირის. გოგომ მაღლა აიხედა,ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა და ბიჭთან მიიჭრა. -კარგად ხარ?ხომ არაფერი გტკივა?- შიში შეპარვოდა ხმაში. -კარგად ვარ,კარგად.არაფერი არ მტკივა. -არანორმალური ხარ,-იფეთქა გოგომ და ქარიშხალი დაატეხა თავს ბიჭს. -რაზე ფიქრობდი?ცუდად თუ იყავი რატომ არ დამირეკე?კარგი ჩემი ნომერკ არ იცოდი,დედასთან ან მამასთან დაგერეკა.ან თავიდანვე რატომ არ გამომყევი ექიმთან?ვერც კი წარმოიდგენ რა დამემართა როცა იქ გონდაკარგული დაგინახე.ეს გულისწასვლები შენი ჰობია თუ ჩემი გულისგასახეთქად აკეთებ ამ ყველაფერს? -დამშვიდდი გთხოვ,ახლა კარგად ვარ, მთავარი ესაა.. -მამშვიდებს კიდეც.შენ იცი მაინც რას ნიშნავს სიცოცხლე?რამდენად მშვენიერია ის? -სიმართლე გითხრა?არა,არ ვიცი… ჩემთვის ის ყოველთვის კაპიკი იყო.. -ასეთი რა გადაგხდა,რომ არაფრის ხალისი არ გაქვს და საკუთარ თავს ასე იტანჯავ?-კამათით დაღლილი სკამზე ჩამოჯდა და მას მიაჩერდა. -ეს ცოტა რთული თემაა. -გასაგებია,მაგრამ არაფერი და არავინ არ ღირს იმად,რომ არ ზრუნავდე საკუთარ თავზე. -როცა გვერდით არავინ გეყოლება, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე იქნები და ვიღაცეები ამით ისარგებლებენ, მათ სათამაშოდ გაქცევენ მაშინ მიხვდები ამას. -ეს ვიღაცეების კი არა,შენი ბრალია, შენ ხარ სუსტი და შენ აძლევ მათ უფლებას რომ გამოგიყენონ.იქნებ იმანაც ამიტომ გძლია,რომ დანებებოდი ამ ჭრილობას და სასიკვდილო მდგომარეობამდე მიეყვანე? -შეიძლება...ალბათ კი. -პატარაობიდანვე უცნაურ ადამიანად მთვლიდა ყველა.საერთო ენას ბავშვებთან ვერ ვპოლობდი და მარტო ყოფნას და თამაშს ვამჯობინებდი. ერთხელ მამამ ეზოში ჭის გაკეთება გადაწყვიტა და დაიწყო მისი ამოთხრა მეზობელ მამაკაცებთან ერთად.მე იქვე შორიახლოს ვთამაშობდი.როცა ისინი შესვენებაზე გავიდნენ,ჭასთან მივედი და ჩავიხედე,მიწა ჩაინგრა და ჩამიყოლა,დაყვირებაც ვერ მოვასწარი.მაშინ შვიდი წლის ვიყავი. როცა უკან მობრუნდნენ და ასეთ მდგომარეობაში დამინახეს,ატყდა ერთი-ამბავი.ყველას მკვდარი ვგონებივარ.ექიმებიც კი შოკში იყვნენ, რამდენიმე წუთიანი სიკვდილის შემდეგ ჩემმა გულმა ფეთქვა დაიწყო,ტვინში კი რა ცვლილებები იქნებოდა არავინ იცოდა. ერთი წელი კომაში ვიყავი. მაშინ სიზმარი ვნახე.გვირაბს მივადექი.ორად იყოფოდა,ერთი ნაწილი ბნელი იყო,მეორე ჩაბნელებული.იქ ვიღაც იჯდა, თეთრებში ჩაცმული.მითხრა:-აქ რამ მოგიყვანა შვილო? -შენთან მოვედი,-ვუპასუხე. -ჯერ ადრეა შენი აქ მოსვლა უკან დაბრუნდი. შენ გრძელი გზა გაქვს გასავლელი.შენ მნიშვნელოვანი როლი გექნება შესასრულებელი, ბევრი ადამიანის ბედი უნდა შეცვალო.ბევრ ადამიანს ცხოვრების სწორი გზა უნდა დაანახო და ის ერთიც იპოვო ვინც ამაში დაგეხმარება.ხელი მკრა და გამეღვიძა,ჯერ ვერ მივხვდი სად ვიყავი და რატომ დარბოდნენ ექიმები აქეთ-იქით.მერე დედის გაფერმკრთალებული და დაბერებული სახეც დავინახე.ბავშვი ვიყავი,მაგრამ მაშინ მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია სიცოცხლე,რატომ უნდა გიყვარდეს ის და რატომ არ უნდა გაფლანგო ფუჭად..-ანკამ მოყოლა დაასრულა და წყალი მოსვა,გამშრალი ტუჩები დაისველა. -რატომ? -იმიტომ რომ თუ ერთი ადამიანისთვის მაინც ხარ მნიშვნელოვანი,ესეგი მიზეზი გაქვს ცხოვრების.თუ გინდა და მოინდომებ იცხოვრებ,თუ გინდა და მოინდომებ შეიყვარებ,პატივს სცემ და პატივს გცემენ.თუ მოინდომებ და გულწრფელად გინდა, ყველაფერს გააკეთებ,თუ არადა არაფერიც არ გამოვა.იძულებით არც შენ გააკეთებ არაფერს და არც სხვა.ყველაფერი აი აქედან,-გულზე ხელი დაიდო ანკამ,-აი აქედან უნდა მოდიოდეს. -არც კი ვიცი რა ვთქვა.შენ მე ახლა სერიოზულად დამაფიქრე ყველაფერზე. -ახლა მე წავალ,უკვე გვიანია. სახლში არ გამიფრთხილებია არავინ და ინერვიულებენ ჩემზე.-წამოდგა გოგო. -დიდი მადლობა ანკა ყველაფრისთვის. -არაფერია,მე იგივეს გავაკეთებდი ყველასთვის,ვინც არ უნდა ყოფილიყო. -მიხარია რომ გაგიცანი..-გაიღიმა ბიჭმა. -მეც.-კარში შემობრუნდა გოგო და გაუღიმა,-არავისთვის მითქვამს,ის რაც შენ მოგიყევი და არც შენ უთხრა არავის კარგი? -კარგი,გპირდები საიდუმლოს შეგინახავ. პალატაში მარტო დარჩენილი სხვანაირად ჩააფიქრდა ცხოვრებაზე, კარგად გაანალიზა ის ფაქტი,რომ მიუხედევად იმისა რომ,ძველი ცხოვრებით აღარ ცხოვრობს, მაინც არ აკეთებს იმას,რაც ანკამ იგულისხმა და მაინც ვერ დააღწია თავი წარსულის აჩრდილებს. რომ მაინც მხოლოდ საკუთარი თავისთვის იყო და ისიც მოჩვენებითი იყო,თითქოს ფული და კარგი ცხოვრება არ ადარდებდა.სულ გოგოს სიტყვები ესმოდა.მიუხედავად იმისა რომ ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღე იყო გასული,რაც მას შეხვდა, მაინც მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა მის ცხოვრებაში და მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა მასში. რამდენიმე დღე საავადმყოფოში მოუწია დარჩენა და ამ დღეების განმავლობაში საოცრად მოუნდა მისი ნახვა,მასთან საუბარი ან თუნდაც ნუ ილაპარაკებდნენ,არაფერი ეთქვათ. მთავარია მის გვერდით ყოფილიყო.. ასე თუ გააგრძელებდა და მასთან ხშირი კონტაქტი ექნებოდა,შეძლებდა თათა დანელიას სახის წაშლას მისი მეხსიერებიდან.. ამაზე ფიქრი და ამისგან თავის დაღწევა კი ზუსტად იცოდა მისი შვება იქნებოდა,რომ ღამით მშვიდად დაეძინა და კოშმარებისგან თავი დაეღწია… მაგრამ განგებ თუ შემთხვევით გოგო არ ჩანდა,აღარ მოსულა იმ დღის შემდეგ მის სანახავად და შეეშინდა, შეეშინდა რომ მას დაკარგავდა... **** ვეღარ მოიცალა ანკამ სანდროს მოსანახულებლად რომ წასულიყო, არც ნომერი იცოდა რომ დაერეკა,თან ერიდებოდა კიდეც. სახლის საქმეებს სკოლაც დაემატა. რამდენიმე დღეში უკვე მუშაობას იწყებდა და ძალიან ნერვიულობდა, ვაითუ ვერ გავუგო ბავშვებსო ან არ მიმიღონო… დედასაც ვერ ტოვებდა და როგორც კი თავისუფალ დროს ნახავდა,მის მაგივრად მიდიოდა ვენახებში ყურძნის საკრეფად.. თანასოფლელებს უხაროდათ მისი იქ მისვლა,სხვანაირ მხიარულებას და ენერგიას მიიტანდა ხოლმე გოგო და დრო ისე გადიოდა ვერ იგებდნენ.. მუშაობის დაწყებამდე ორი დღით ადრე მამამ დაუძახა საღამოს ვახშამს რომ მორჩნენ,ტელევიზორის წინ ჩამოსხდნენ.ინტერესით მიაჩერდა მშობლებს. -შვილო,ვიცი რომ უარს გვეტყვი და შეიძლება გაბრაზდე კიდეც,მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ.-დაიწყო მამამ,-არ ვიცი როგორი მშობლები ვართ შენთვის,რადგან ბევრი რამე გაკლია ელემენტარული,მაგრამ ვცდილობდით მაინც რომ უდარდელად და სხვა ბავშვებზე ნაკლებად არ გეცხოვრა. არაფერზე დაგწყვეტოდა გული. -მამა,რატომ დაიწყე ეს ლაპარაკი?- გააწყვეტინა გოგომ -ჩემო გოგო,მოგვისმინე ცოტა ხანს კარგი და არ გაგვაწყვეტინო,არც გაბრაზდე ისე შენ რომ იცი ხოლმე.- ღიმილით სთხოვა დედამ. -გისმენთ ყურადღებით,სხვათაშორის ახლა თავი პატარა ბავშვი მგონია. -შენ ჩვენთვის სულ პატარა იქნები, მაგრამ სინამდვილეში დიდი გოგო ხარ,უკვე პროფესია გაქვს, მუშაობას იწყებ,შენი და ჩვენი ოცნება ერთდროულად სრულდება. ჩვენ პატარა საჩუქარი გვინდა გაგიკეთოთ, მაგრამ გთხოვ უარი არ თქვა,-მამამ ანკას წინ კონვერტი დაუდო. -ეს რა არის? -ფულია,დიდი ხანია ვაგროვებთ,იმ დღისთვის ვინახავდით,როცა შენ დამოუკიდებელი ცხოვრების გზას დაადგებოდი და მუშაობას დაიწყებდი. -დედა.კარგით რაა,ახლა ამეტირება.- გული აუჩუყდა გოგოს. -გვინდოდა მანქანა გვეყიდა შენთვის, მაგრამ უმჯობესია თვითონ გადაწყვიტო რაში გამოიყენებ მას.-უთხრა მამამ -რადგან ზეგ მუშაობას იწყებ, ვიფიქრე შესაბამისი ტანსაცნელი დაგჭირდება, რომელიც შენ არ გაქვს,მაგ მოკლე შორტების და დახეული ჯინსების გარდა არაფერი გაგაჩნია,გთხოვ წადი ნორმალური რაღაცეები იყიდე,-გაეცინა დედას. ანკა მშობლებს შუაში ჩაუჯდა,ორივეს მოეხვია,მერე მორიგეობით დაუკოცნა ლოყები და ცრემლების შეკავება სცადა,რაც არ გამოუვიდა და ხმამაღლა აღრიალდა ბედნიერებისგან. -როგორ მიყვარხართ და როგორ მაბედნიერებთ… მეორე დღეს სოფლის ავტობუსით წამოვიდა თბილისში.ფული იმაზე მეტი იყო,ვიდრე სჭირდებოდა და წარმოიდგენდა.ამიტომ მხოლოდ ნაწილი წაიღო.მთელი დღე დაბოდიალობდა მაღაზიებში,საჭირო ნივთებს არჩევდა,ნელ-ნელა იზრდებოდა ჩანთების რიცხვი. მშობლებიც არ დავიწყებია და მათაც უყიდა საჩუქრები. ოქტომბრის პირველ ორშაბათს კი იმ სკოლის კარი შეაღო,მისთვის რომ კარგად ნაცბობი იყო და სადაც თერთმეტი წელი ისწავლა.. დილიდანვე ნერვიულობდა, დაძაბულობისგან გვიან ჩაეძინა და ამის კვალი ახლა ნათელი იყო, თვალების უპეები ჩაშავებოდა. მაკიაჟით ყველაფერი მოაგვარა.აი ტანსაცმელზე კი ბევრი იწვალა. ბოლოს ისევ კლასიკური შავი შარვალი,თეთრი, წვრილ ბრეტელებიანი ზედა შეარჩია, შავი ფერის კოსტიუმი მოიცვა, საშუალო სიმაღლის ქუსლებზე შედგა,თმა შეისწორა,ჩანთა აიღო და ოთახიდან გავიდა. -რა ლამაზი ხარ დედი,-ცრემლი მოერია ლალის მის დანახვაზე. -წავედი დეე მაგვიანდება, კომპლიმენტები სხვა დროს მითხარი, -ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და სახლიდან გავიდა. ქუჩა უკვე ახმაურებულიყო. მოსწავლეები სკოლისკენ იჩქაროდნენ. უცებ არავის მიუქცევია ყურადღება მისთვის.სკოლა არც ისე ახლოს იყო.სოფლოს ცენტრამდე საკმაო მანძილი იყო,მაგრამ მოეჩვენა რომ ძალიან სწრაფად გაიარა. ცხრა საათზე დირექტორის კაბინეტის კარზე დააკაკუნა. -მოდი ჩემო გოგო,რა ლამაზი ხარ.-გადაკოცნა მისმა ყოფილმა დირექტორმა. -დიდი მადლობა ქალბატონო ნანა. -ხომ არ ნერვიულობ?-გაეცინა ქალს და სკამზე დაჯდომა შესთავაზა. -სიმართლე გითხრათ,ცოტას კი,-ჩანთა მუხლებზე დაიდო და სახელურებს დაუწყო წვალება. -თავიდან მეც ასე ვიყავი.ახლაც ისე ნათლად მახსოვს ის დღე, როცა პირველად შემოვდგი ამ სკოლაში ფეხი. ნერვიულობისგან ვკანკალებდი და მეგონა რომ ხმას ვერ ამოვიღებდი, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. -სხვანაირი შეგრძნება ყოფილა. ახლა უკვე სრულად ვაანალიზებ რამდენად დიდი დავალება მაქვს და რამხელა პასუხისმგებლობა.-უპასუხა ანკამ. ცოტა ხანს ისაუბრეს,რაღაც საკითხები გაარკვიეს,მერე სამასწავლებლოში წაიყვანა, მყოფილ და ახალ მასწავლებლებთან შეხვედრა ანკასთვის უხერხული იყო, მორიდებით უყურებდა მათ და ისმენდა დარიგებებს. სოფლის სიდიდის გამო სკოლაც საკმაოდ დიდი იყო და ბავშვების ნაკლებობას არ განიცდიდა. უმეტესობას ვერც კი სცნობდა გოგო. მხოლოდ მისი უბნის ბავშვებს. დასაწყისისთვის სამი კლასი მისცეს. დამწყებისთვის ესეც ბევრიაო,-უპასუხა დირექტორმა,- მომავალ წელს ჩვენს მეორე მასწავლებელს პენსიაზე გასვლა უწევს და მთლიან კლასებს შენ აიყვან. იმედია,მანამდე შეეგუები ამ ყველაფერს და მიხვდები რომ ერთი შეხედვით სულაც არაა მარტივი ეს ყველაფერი,-უკანასკნელი დარიგებები მისცა დირექტორმა და მერე პირველი საკლასო ოთახის კლასი შეაღო.მესამე კლასელები სიხარულით შეხვდნენ ახალ მასწავლებელს მიესალმნენ და ერთდროულად წამოდგა ყველა ფეხზე. -დასხედით ბავშვებო,მინდა ახალი მასწავლებელი გაგაცნოთ.დღეიდან ინგლისურს ანა მასწავლებელი გასწავლით, ახლა დაგტოვებთ, გაკვეთილი რომ დასრულდება,ჩემთან შემოდი და მომდევნო კლასში წავიდეთ.. ანკამ ჟურნალი გამოართვა და მაგიდასთან დაიკავა ადგილი. -ბავშვებო,მოდით ჯერ სიას ამოვიკითხავ,ვეცდები სათითაოდ გაგიცნოთ და დაგიმახსოვროთ,მერე კი ცოტა ვისაუბროთ.კარგით? -კარგი,-უპასუხა ყველამ ერთად. მიყოლებით კითხულობდა სიას. სულ თხუთმეტნი იყვნენ.ერთი აკლდა,მაგრამ იმ დღეს არ მოუკითხავს. ზოგადად ესაუბრა ბავშვებს,სახალისო ისტორიები მოუყვა,თავისი მოსწავლეობის ამბები გაიხსენა,უნდოდა ერთმანეთს შესჩვეოდნენ და ერთმანეთთან გახსნილები ყოფილიყვნენ,ეს მომავალში ორივე მხარეს დაეხმარებოდა… დრო შეუჩნევლად გავიდა. კვირის ბოლოს მეორე გაკვეთილი ჰქონდათ და დავალება მისცა,პატარა მოკლე თემით მოეყოლათ ზაფხულის არდადაგების შესახებ… მომდევნო კლასი უფრო დიდები იყვნენ.აქ უფრო მეტი ოცი მოსწავლეე.მეექვსე კლასელები და გააზრებულად და დიდი ადამიანებივით ისაუბრა მათთან. ინგლისურადაც ელაპარაკა, მათი დონე ზოგადად შეაფასა, საშუალოზე, ოდნავ მეტი იყო და გაეხარდა, რომ ამდენი რამე იცოდნენ. მათაც იგივე დავალება მისცა,რაც მესამე კლასელებს,ოღონდ უფრო ვრცლად უნდა მოეყოლათ. ბოლოს მერვე კლასი იყო,გარდატეხის ასაკში მყოფი მოსწავლეებიდან უმეტესობა ბიჭი იყო და მათთან ცოტა გაუჭირდა,ვერ აჩერებდა და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ახალგაზრდა მასწავლებლისთვის. თავი ხელში აიყვანა და კორექტულად მისცა შენიშვნა.ჯერ ასე იყოს, ნელ-ნელა ამათაც დავიმორჩილებო. საბოლოოდ ენერგია გამოცლილი გამოვიდა სკოლიდან. არა ფიზიკურად, არამედ სულიერად იყო დაღლილი. ფეხით გაუყვა ქუჩას ჩაფიქრებული. იმაზე ფიქრობდა,რა მოეხერხებინა უფროსი მოსწავლეებისთვის. არაუშავს,ერთად ვისწავლით ყველაფერსო, გაიფიქრა. უეცრად მანქანა წამოეწია და გვერდით გაუჩერა. მოიხედა.ჩაწეული ფანჯრიდან სანდრო უყურებდა.სათვალე მოიხსნა ბიჭმა და მიესალმა. -გამარჯობა. -გაგიმარჯოს. -როგორ ხარ? -კარგად,ვხედავ შენც კარგად ხარ. -კი,კარგად ვარ,შენი დამსახურებით.მალე გამომწერეს. დაჯექი წაგიყვან, საით მიდიხარ? -სახლში,მაგრამ აქვეა,იყოს ფეხით მივალ,ახლა ეს ძალიან მჭირდება. -რამე პრობლემა ხომ არ გაქვს?- შეშფოთდა ბიჭი. -არა,არა,კარგად ვარ მართლა. უბრალოდ დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღე იყო და ცოტა ვინერვიულე. -აჰაა,გასაგებია,გილოცავ.ასე ხომ არ ვიდგებით,მოდი დაჯექი,სადმე გავიდეთ, მომიყევი როგორ ჩაიარა ამ დღემ. -სანდრო,უხერხულია,რას იფიქრებს ხალხი.-აქეთ-იქით მიმოიხედა გოგომ. მოშორებით სოფლის ბირჟაზე, მოხუცები შეამჩნია,ალბათ მოსავალზე საუბრობდნენ.საპირისპირო მხარეს, სკოლიდან მომავალი ბავშვები. -რა არის უხერხული?-გაუკვირდა ბიჭს. -ახლა მარტო ჩემზე არ უნდა ვიფიქრო.ახლა ჩემი რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია.მე ჩემი მოსწავლეებისთვის მაგალითი უნდა გავხდე და გთხოვ ნუ დამაძალებ. -სახლში რომ მიგიყვანო,ამით რამე დაშავდება? -ჩვენ ვიცით რომ არა,მაგრამ მათ არაფერი იციან და ხალხს რომ საჭორაო თემა მიეცეს არ მინდა. როგორი სხვანაირი იყო, როგორი თავშეკავებული და სერიოზული.ამან კიდევ უფრო მეტად დააფიქრა მასზე და მიხვდა,რომ ანკა ხუციშვილი მის ცხოვრებაში შემთხვევით არ შემოსულა,ოღონდ რომელი კეთილი საქმისთვის გამოუგზავნა უფალმა,ამას ვერ მიხვდა. -კარგი,როგორც გინდა,- დასთანხმდა მერე,მაშინ წავალ სახლში, დავისვენებ.მშობლები მომიკითხე. -გამოჯანმრთელებას გისურვებ ,-გაუღიმა გოგომ. -მადლობა,დედასაც იგივეს ვუსურვებ. -შენც დიდი მადლობა,მალე ისიც დაბრუნდება სამსახურში,უკვე დადის დამოუკიდებლად,ჯოხის დახმარების გარეშე. -მიხარია…მიხარია რომ ყველაფერი კარგად გაქვთ.-რაღაცნაირად უპასუხა ბიჭმა,რაც ანკას არ გამოჰპარვია და მაშინვე უპასუხა. -ახლა უნდა წავიდე,მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვილაპარაკებთ კიდევ ერთხელ იმაზე,რაც შენ გადაგხდა და რის გამოც ხმაში სევდა გეპარება. -ვერაფერს გამოგაპარებ ხო? -ვერა,-თავი გააქნია გოგომ, დაემშვიდობა და მხიარულად გაუყვა ქუჩას.სანდრო იქამდე იყო გაჩერებული და უყურებდა, სანამ თავის ქუჩაზე არ მიუხვია და თვალს არ მიეფარა,მერე დაძრა მანქანა და სახლისკენ წავიდა. არასდროს აქცევდა ყურადღებას ცარიელ სახლს, იმას რომ ხმის გამცემი არ ჰყავდა,მარტოობაში ერთგვარ შვებასაც კი გრძნობდა, მარტო რომ იყო შეეძლო რაც უნდა ის ეკეთებინა,ახლა კი რატომღაც ეს სიჩუმე აუტანელი გახდა მისთვის,აღარ ანიჭებდა სიამოვნებას წიგნის კითხვა, ტელევიზორის ყურება, რამე საინტერესო ფილმის ცქერა, ახლა რატომღაც დამლაპარაკებელი და თავისი დარდების, ტკივილის და სიხარულის გამზიარებელი უნდოდა გვერდით ჰყოლოდა. ანკა ხუციშვილის გამოჩენის შემდეგ სრულად გაიაზრა რას გულისხმობდნენ,იმ ფრაზაში,რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება შეხვდე ადამიანს,რომელის გაცნობის შემდეგ,ის აღარასდროს იქნები,რაც მანამდე იყავი. ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა მას,მაგრამ მაინც განსაკუთრებული იყო.. ***** მეორე დღეს ისვენებდა და დედის მაგივრად ვენახში წასვლა გადაწყვიტა.დილის საქმეები რომ მოაგვარა,სამუშაო ტანსაცმელი ჩაიცვა და იქით წავიდა.მნიშვნელობა არ მიუნიჭებია იმისთვის, მოვიდოდა თუ არა სანდრო დღეს,მაგრამ თვალებით მაინც ეძებდა რაღაცნაირად. თანასოფლელებს მხიარულად მიესალმა და რიგში ჩადგა, ყურძნის კრეფა დაიწყო,თან ხმადაბლა ღიღინებდა, რაღაცნაირად დღეს ძველი ქართული სიმღერა აეკვიატა და აღარ მოშორდა.. სანდრომ თვალებს არ დაუჯერა, მუშებში მომუშავე ანკა რომ დაინახა. ჯერ შორიდან უყურა,მერე კი თავზე წამოადგა. -აქ ნამდვილად არ გელოდი. გოგო უნებურად ადგილზე შეხტა და შეშინებულმა მოიხედა. -შენ ხარ? -ვინმე სხვას ელოდი? -არა,საერთოდ არ ველოდი არავის.. -როგორ ახერხებ რომ ყველაგან იყო? -არ ვიცი.ამას მიჩვეული ვარ პრინციპში.ბავშვობიდან ვაკეთებ ამ ყველაფერს, მართალია ამ მასშტაბის ვენახები არ აქვს მამაჩემს, მაგრამ არც ნაკლებია.. -ჩემს მშობლებს ჩემთვის ამდენი რამე რომ ესწავლებინათ,ასეთ მწარე დარტყმას არ მივიღებდი ცხოვრებისგან. -ცხოვრებისგან თუ ქალისგან? -ეშმაკურად შეაპარა გოგომ,თან ყურძნის კრეფა განაგრძო. -საიდან მიხვდი? -შენს თვალებში სხვადასხვანაირი სევდა დავინახე, ასეთი მზერა მხოლოდ საყვარელი ქალისგან მიღებული ღალატისას შეიძლება დაინახო. -ღალატი?.ღალატი ნაკლებად. საკითხავია ვინ რას ჩათვლის ღალატად ან ვინ ვის უღალატა ჩვენს შემთხვევაში.მე იმედგაცრუება უფრო მეტკინა მისგან… -მოიცადე,ანუ შენ უღალატე? -მეც.ოღონდ ისე არა როგორც შენ გგონია. -იცი,ახლა არაა ამის დრო,არ ვიცი როგორი რეაქცია ექნება ჩემს უფროსს იმაზე რომ სამუშაო საათებში მამაკაცს ველაპარაკები,მაგრამ საღამოს შეიძლება სადმე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ გულწრფელად,- მისი გამხიარულება სცადა ანკამ. -მართლა?-თვალები გაუბრწყინდა სანდროს. -კი,მართლა არ გეხუმრები, ადგილს მე შევარჩევ.მომეცი შენი ტელეფონი. მომეციი, -ხელი გაუშალა გოგომ.ბიჭმა მოაწოდა. -აი ეს ჩემი ნომერია,საღამოს შენს ზარს დაველოდები. -უცნაური ადამიანი ხარ.. -არც არასოდეს მსურდა ნორმალური ვყოფილიყავი. -გაეცინა ანკას და საქმეს მიუბრუნდა. ფრთაშესხმული გაფრინდა ქარხანაში ახალკაცი.ამას ნამდვილად არ ელოდა და რომ ეცადა ალბათ უარსაც მიღებდა გოგოსგან.ახლა კი პირიქით მოხდა და ეს ძალიან კარგი იყო. ძლივს მოითავა საქმეები ქარხანაში. გიას მის არყოფნაში ყველაფერი მოეგვარებინა, მოკრეფილი ყურძენი დაებინავებინა და დაწურვაც დაეწყოთ.ქალაქიდან ჩამოსულ ექსპერტებთან ერთად მუშაობდა და ერთმანეთს იმ პატარა საიდუმლოებებსაც კი უზიარებდნენ, რაც ღვინის დაყენებისთვის იყო საჭირო. რაღაცნაირად შერცხვა მასთან შეხვედრა და თვალის გასწორება. დიდხანს არ ულაპარაკია, ორიოდე სიტყვით უთხრა აქაურობას შენ გაბარებ, უფროსად გნიშნავო და იქიდან გამოვიდა. -შენ სად მიდიხარ?-კართან დაეწია კაცი. -ღვინის დაყენების არაფერი გამეგება და მირჩევნია ვენახში ყურძენი ვკრიფო,-გაეცინა ბიჭს და ზურგი შეაქცია. -შვილო..-შეაჩერა კაცმა.-ხომ უნდა ისწავლო?იქნებ დარჩე და გვიყურო. -დღეს არა,მერე იყოს.- -როგორც გინდა.რა უცნაურები ხართ ეს ქალაქიდან ჩამოსული ახალგაზრდები,-ჩაილაპარაკა კაცმა და უკან შებრუნდა. **** თავს იკავებდა ანკასთან რომ დაერეკა,ტელეფონი მაგიდაზე იდო და უყურებდა.თითქოს რაღაცას აშავებდა, თითქოს დანაშაულზე დაიჭირეს და ამისთვის მკაცრად დაისჯებოდა. ბოლოს ყველაფერს სძლია, ყველა ფიქრი უკუაგდო და ნომერი აკრიფა… უკვე აღარ ელოდა ანკა და დასაძინებლად მიდიოდა,მისი ტელეფონი რომ ახმაურდა. საძინებელ ოთახში განმარტოვდა და იქიდან უპასუხა. -როგორ ხარ?-ჰკითხა ბიჭმა. -მე კარგად,მაგრამ შენ ეტყობა ცუდად ხარ.დიდი დრო დაგჭირდა დასარეკად. -ნუ მთლად კარგად არ ვარ.. -აი,მიგიხვდი.-გაიცინა გოგომ. -ანუ დღეს საღამოს ჩვენი შეხვედრა არ გამოვა. -არაა,-უარი სტკიცა გოგომ.ბ-ახლა ჩემებს ვერაფრით ავუხსნი რატომ გავედი ამ დროს გარეთ. -ვიცი...არც გეუბნები მაგას..შენ ძალიან კარგი მშობლები გყავს და ვერ ვაკადრებ იმას,რომ მათ არაჩვეულებრივ ქალიშვილზე ვინმემ ცუდად ილაპარაკოს. -რა გჭირს? -რა უნდა მჭირდეს?-გაუკვირდა ბიჭს. -ახლა კიდევ უფრო სხვა ხარ, ჩემზე და ჩემს ოჯახზე ზრუნავ. -რატომღაც თქვენზე ახლობელი არავინ გამაჩნია ამ ქვეყნად. ბედის ირონიაა. -ხანდახან შემთხვევით გამოჩენილი ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ.. -ხანდახან და გამიხარდება თუ თქვენ ამ გამონაკლისთა სიაში შეხვალთ.. -სანდრო… -გისმენ… -უნდა დავიძინო,ხომ არ გეწყინება? -არა,ისიც გამიხარდა რომ მიპასუხე და რამდენიმე წუთი დამითმე. -ღამე მშვიდობისა. -ღამე მშვიდობისა. -სანდროო.-სანამ გათიშავდა,კიდევ ერთხელ გააჩერა ანკამ.-ხანდახან სულ არ არის საჭირო დიდხანს ფიქრი,სწრაფად უნდა მიიღო გადაწყვეტილება. -გავითვალიწინებ.-გაეცინა ბიჭს საკუთარ უსუსურობაზე და ტელეფონი გათიშა. ***** მთელი კვირა გავიდა,ისე რომ აღარც ერთმანეთს შეხვედრიან და არც დაურეკავთ.ორივე თავისი საქმით იყო დაკავებული. სანდროს საქმე მოემატა ქარხანაშიც და ვენახებშიც და სულ იქ ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს, მაგრამ მაინც როგორც კი თავისუფალ დროს გამინახავდა,მაშინვე ანკაზე ფიქრობდა.. პირველი კვირის ბოლოს, მოსწავლეებისგან დავალება ჩაიბარა და გაუხარდა რომ უმეტესობამ წარმატებით შეასრულა ის.ამით მათი დონე განსაზღვრა და შეაფასა. მომდევნო კვირის დასაწყისში კი პირველ სირთულეს შეეჯახა და მაშინვე მიხვდა რომ არც ისე მარტივი იყო მასწავლებლობა და ბავშვებთან კონტაქტი. გაკვეთილს ატარებდა მესამე კლასთან.ახალი დაწყებული იყო და სიას კითხულობდა. მოულოდნელად კარი გაიღო და საცოდავად ატუზული მოსწავლე გამოჩნდა. -ბოდიში მასწავლებელო, დამაგვიანდა,-თავჩაღუნულმა უთხრა. -მოდი ჩემთან და მითხარი შენ ვინ ხარ.-გაუღიმა ანკამ. ბავშვმა პირი გააღო რაღაცის სათქმელად,მაგრამ ერთ-ერთმა მოსწავლემ დაასწრო. -მასწავლებელო,მაგას ახლოს არ მიეკაროთ,ჭუჭყიანი ტანსაცმე აცვია და სუნი აქვს.რაზეც მთელ კლასს გაეცინა.ბავშვმა იმდენად ვერაფერი მოიფიქრა,რომ ადგილზე გაშეშდა. -რა დღეში ხართ?მკაცრად მიმართა მოსწვლეებს ანკამ.-აბა ეხლა შეწყვიტეთ სიცილი და სიჩუმე იყოს. ამას არ ელოდნენ და ყველა გაისუსა,ბიჭუნას თვალებში კი ცრემლი შენიშნა. -მოდი ჩემთან და მითხარი ვინ ხარ.-თბილად სთხოვა გოგომ -მე ნიკა ვარ. -აჰა,ახლა მივხვდი ვინც ხარ.ის დაკარგული მოსწავლე ხარ, რომელმაც ორი გაკვეთილი გააცდინა. -სპეციალურად არ მინდოდა. -უცებ წამოისროლა ბავშვმა, იმის შიშით რომ არ დაესაჯათ. -კარგი,დამშვიდდი,მე ხომ არაფერს გეუბნები,მიხარია შენი გაცნობა.შენს ადგილზე დაჯექი. ბავშვი ყველაზე ბოლოს, ცარიელ ადგილზე დაჯდა. -ნიკა,-იცი დავალება რა გვქონდა? -კი ვიცი. -არ ეცოდინება მასწავლებელო,მერე ქუჩაში ვინ იმათხოვრებს.-ისევ წამოისროლა იმ ბავშვმა.ანკას ელდა ეცა ამის გაგონებაზე. -მე არ…. -ნიკა მოიცადე..-გააჩერა გოგომ,- დათუნა ახლავე ადექი და გარეთ გადი. -რატომ მასწავლებელო? -იმიტომ რომ მშობელი მოიყვანო. -მათ არ სცალიათ,მუშაობენ. -ახლავე ადგები და გახვალ,ჩემს გაკვეთილზე მაშინ დაიშვები, როცა მშობელს დაველაპარაკები. -ამის უფლება არ გაქვთ… -დათუნა უზრდელობ უკვე. -კარგი,ბურტყუნით გავიდა ბიჭი.-ვინც იგივეს გაიმეორებს და კლასელს დაამცირებს, მსგავსი რამ ელოდება.ასე რომ დაფიქრდით სანამ რამეს გააკეთებთ.გასაგებია? -გასაგებია მასწავლებელო,-უპასუხა ყველამ ერთად. -ძალიან კარგი,ახლა კი ნიკა გისმენ, მოყევი გაკვეთილი. ბავშვმა ჯერ მორიდებით დაიწყო,მერე კი კი უფრო გათამამდა,როცა დაინახა რომ მასწავლებელი კმაყოფილი იყო მისით. -ყოჩაღ ნიკა,შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ და ძალიან კარგად შეასრულე დავალება,ათ ქულას გიწერ. -მადლობა მასწავლებელო. -ბავშვის თვალებში იმხელა სიხარული ამოიკითხა,გული თვითონაც სიხარულით აევსო. ზარი რომ დაირეკა,ბავშვები წამოხტნენ და სწრაფად გაიქცნენ საკლასო ოთახიდან, ბოლოს ნიკა დარჩა. -მოდი ჩემთან,-დაუძახა ანკამ.ბავშვმა შეშინებულმა შეხედა.გოგომ კალთაში ჩაისვა,მაგრამ ბიჭუნა შეიშმუშნა და იუხერხულა. -მე ხო ძველი ტანსაცმელი მაცვია, დაისვრებით მასწავლებელო,- ძლივს გასაგონად უპასუხა და თავი ჩაღუნა შერცხვენილმა. -არაუშავს პატარა,შენ მაგაზე არ იდარდო.მთავარია სული გქონდეს სუფთა.-გაუღიმა -ვერ გავიგე მასწავლებელო. -რომ გაიზრდები მიხვდები რას ვგულისხმობ.ახლა კი მითხარი რატომ აცდენ გაკვეთილებს?ნუ გეშინია ამისთვის არ დაგსჯი. -მე...მეე..დედას ვეხმარები მასწავლებელო..-კიდევ რაღაც უნდა ეთქვა,მაგრამ შერცხვა, კალთიდან ჩამოხტა და კლასიდან გაიქცა. ბავშვის ქცევამ ჩააფიქრა ანკა და გული დასწყდა რომ ასეთ პატარა ასაკში კლასელებისგან ვითომ ერთი შეხედვით უწყინარი,სინამდვილეში კი დიდი ტკივილი იგრძნო. გულდამძიმებულმა ჩაატარა დანარჩენი ორი გაკვეთილი და სახლშიც უხასიათოდ დაბრუნდა. არც ისე მარტივი იქნებოდა ეს ყველაფერი პირველად სწორედ ახლა მიხვდა. ფიქრობდა რა გაეკეთებინა და რა მოეხერხებინა.ლეპტოპი გახსნა და სხვადასხვა სტატიები წაიკითა ბავშვების და ბავშვთა ასაკში ბულინგის შესახებ.მერე ერთ ფილმს უყურა,ყოველთვის ძალიან მოსწონდა ეს ფილმი, რომელიც იმ მასწავლებელზეა, რომელმაც ბავშვში ფარული ნიჭი აღმოაჩინა და განავითარა.. გვიან დაიძინა.მეორე დღეს სკოლაში არ მიდიოდა და შეეძლო მშვიდად ყოფილიყო,გვიანობამდე დაეძინა. მომდევნო დღეს კიდევ ერთი უსიამოვნება ელოდა,იმ ბავშვის მშობელთან,რომელიც თანაკლასელის დაცინვის გამო კლასიდან გაუშვა. დირექტორმა თავისთან დაიბარა,იქ მასზე ოდნავ უფროსი ახალგაზრდა ქალი დახვდა.ორივეს მიესალმა და გაუღიმა,რატომღაც ეგონა რომ მოსწავლის მშობელიც დადებითად იქნებოდა განწყობილი,სინამდვილეში კი მისალმებაც არ ჰქონდა დამთავრებული,რომ ქალმა იფეთქა. -როგორ უტიფრად იცინის და მესალმება. -ვერ გავიგე..-დაიბნა გოგო. -ანა,მოდი დაჯექი.-მშვიდად უთხრა დირექტორმა,სიტუაციის დაძაბვას მოერიდა. --დიახ,ახლავე,-სკამზე ჩამოჯდა გოგო. -ანა,ეს ქალბატონი ამბობს რომ მისი შვილი გაკვეთილიდან გაუშვით.რა ხდება? -დიახ,არ ვუარყოფ,ნამდვილად ასე იყო.-დაუქნია თავი -მოიცა შენ რა მართლა დაარტყი ბავშვს? -ეს სისულელე საიდან მოიტანეთ? -ესეგი შენ იძახი რომ ჩემმა შვილმა ტყუილი მითხრა?-აენთო ქალი -ქალბატონო ერთი წუთით მომისმინეთ,მე არ ვიცი რა გითხრათ თქვენმა შვილმა, მაგრამ ის რომ გაკვეთილიდან გავუშვი მართალია და თქვენი მოყვანა ვთხოვე.რაც შეეხება იმას,რომ მას, დავარტყი, მსგავსი არაფერი ყოფილა. -ვინ მიიღო სკოლაში შენნაირი არაპროფესიონალი,სამინისტროში საჩივარს შევიტან,რომ გაგანთავისუფლონ. -ქალბატონო იქნებ არ იყოს საჭირო, ჩვენ გავარკვიოთ, -სიტუაციის განეიტრალება სცადა დირექტორმა. -ერთი წუთით მოიცადეთ,თქვენ არ ჩაერიოთ ქალბატონო ნანა, მომისმინეთ ქალბატონო,ჯერ ერთი ზრდილობა და პატივისცემით მოპყრობა არ გაწყენდათ არც თქვენ,შენობით კი არა თქვენობით უნდა მომმართოთ. მეორეც მე ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ და კარგად ვიცი ჩემი საქმე,ისიც თუ რატომ გავუშვი თქვენი შვილი გაკვეთილიდან,მესამე სადაც გინდა იქ იჩივლეთ, იმიტომ რომ დამნაშავე თქვენი შვილია და სანამ მე დამადანაშაულებთ, ჰკითხეთ მას რატომ დაისაჯა, მერე კი მოდით და მელაპარაკეთ ზრდილობაზე და ნორმალურად ქცევაზე. -ჭკუას მარიგებ? -მე არა,გვიანია უკვე,ეს თავის დროზე უნდა გაეკეთებინათ. -ამ შეურაწყოფას მართლა არ მოვითმენ,-არ ცხრებოდა ქალი და ყვირილზე გადავიდა. -დამშვიდდით,-უკვე დირექტორიც ანერვიულდა -მაგისთვის პასუხს მოგთხოვ, იმისთვისაც ჩემი შვილი რომ გაუშვი გაკვეთილიდან,რამე რომ მოსვლოდა -ეჭვი მეპარება თქვენს შვილს რამე მოსვლოდა.ერთს გეტყვით და დავასრულებ,მერე კი რაც გინდა ის ქენი.სანამ თქვენი შვილი ნორმალურ მოქცევას არ ისწავლის და თანაკლასელების დამცირებას არ შეეშვება,ჩემს გაკვეთილზე არ დაიშვება,სადაც გინდა იქ გადაიყვანეთ და სადაც გინდა იქ იჩივლეთ.ჰო კიდევ მის ტყუილებს ნუ აყვებით,თორემ დაზარალდებით. გააფთრებული გავარდა ქალი კაბინეტიდან მუქარით და ლანძღვით. -ამან რა შვილი უნდა გაზარდოს?-მიაყოლა ანკამ. -არ იყო საჭირო მისი ასე გაღიზიანება.ეს ქალი პირველად არ ქმნის მსგავს პრობლემას. -თუ რამე პრობლემა შეიქმება პასუხს თვითონ ვაგებ, მე მოვაგვარებ,-უთხრა ანკამ და უხმოდ გავიდა ისიც. ზარი დაირეკა და კლასში შევიდა.მოსწავლეებს მიესალმა, ყველა ფეხზე წამოდგა, დათოს გარდა.მაშინვე შეამჩნია, მაგრამ არაფერი უთქვამს, დასხედითო მიმართა ბავშვებს და სია ამოიკითხა. -დღეს სანამ გაკვეთილს დავიწყებ და გამოვიკითხავ, ცოტა გადახვევას გავაკეთებ და ვისაუბრებთ ისეთ საკითხზე, რასაც ჰქვია მეგობრობა.აბა ვინ მეტყვის რა არის მეგობრობა და რას ნიშნავს მეგობარი. კლასში სიჩუმე ჩამოვარდა. -კარგი მოდი მე დავიწყებ და მერე თქვენ გააგრძელეთ. მეგობრები ხართ თქვენ ყველა ერთმანეთის,ზოგთან უფრო მეტად ხართ კარგად,ადვილად გესმით ერთმანეთის,ზოგთან ნაკლებად,მაგრამ მაინც მეგობრები ხართ.. -მასწავლებელო ესეგი მე რომ თათიასთან კარგად ვარ და ერთად ვთამაშობთ სულ,ჩვენ მეგობრები ვართ? -დიახ მარიამ,თქვენ ხართ მეგობრები,ისევე როგორც შენ და ტასო,შენ და გიორგი,შენ და დათო,ისევე როგორც შენ და ნიკა,ისევე როგორც ნიკა და დათო.-ეს ბოლო ორი სპეციალურად დაასახელა. მათი რეაქცია აინტერესებდა. -მე არ ვარ მისი მეგობარი. -მაშინვე გასცა პასუხი დათომ. -რატომ? -იმიტომ რომ…- ბავშვი დაიბნა, -იმიტომ რომ მას ცუდად აცვია და ქუჩაში დადის. -მერე რაა?ის ამით შენ რამეს გიშავებს? -არა. -აბა რატომ დასცინით თანაკლასელს? პასუხი ვერავინ გასცა. -დაიმახსოვრეთ ბავშვებო, ნამდვილი მეგობარია ის,ვინც ყოველთვის შენთანაა და გვერდით გიდგას,იმის მიუხედავად რა გაცვია,სად ცხოვრობ და როგორი სოციალური მდგომარეობა გაგვაჩნია. -მასწავლებელო სოციალური მდგომარეობა რა არის?-ჰკითხა ტასომ -რა არის და ზოგს ლამაზი სახლი აქვს და ზოგს დანგრეული,-ბავშვური წარმოსახვით უპასუხა ნიკამ -სწორია,დაახლოებით ამას ნიშნავს, მაგრამ ამას რომ გაიზრდებით,მერე უკეთ გაიგებთ.მოკლედ თქვენი საშინაო დავალება იქნება დაწეროთ თემა ჩემი საუკეთესო მეგობარი. თუ ვერ მოახერხებთ,მაშინ შემდეგ გაკვეთილზე ერთად დავწეროთ აქ ჩემი დახმარებით,კარგით? -დიახ მასწავლებელო,ყველამ ერთხმად უპასუხა,დათოს გარდა. ვითომ მოდრიკა ბიჭი მაგრამ მაინც მთელი გაკვეთილი არ ისვენებდა და ხელის შეშლას ცდილობდა.არ მიაქცია ყურადღება და დაელოდა მოვლენების განვითარებას, ეს თითისტოლა ბავშვი წყობიდან ვერ გამომიყვანსო გაიფიქრა, სიმშვიდე შეინარჩუნა და გაკვეთილი ჩაიბარა ყველა მოსწავლისაგან. მალე ზარი დაირეკა და ბავშვები ჟრიამულით გავარდნენ დერეფანში სათამაშოდ.საკლასო ჟურნალი აიღო და სამასწავლებლოში შევიდა -აბა რაო იმ ქალბატონმა? -ჰკითხა მათემატიკის მასწავლებელმა ინგამ და ყავის ჭიქა მიაწოდა. -ისეთი არაფერი,პრეტენზია აქვს რატომ გავუშვი მისი შვილი გარეთ გაკვეთილიდან. -ეგ თითქმის ყველა მასწავლებელთან ასე მოიქცა,უზრდელი შვილი ჰყავს.. -და საშინელი მატყუარა,მაგრამ ამ საქმეს მივხედავ,ასე არ დავტოვებ, აუცილებლად მოვახდევინებ ბოდიშს, სულ რომ დიპლომი ჩამომართვან. -ოჰოო,მგონი შეხვდა მისნაირი, -გაეცინა სასწავლო ნაწილს, რომელიც იმ წუთას შემოვიდა, ჟურნალი მაგიდაზე დადო და წყალი დაისხა გრაფინიდან. -არა,მართლა არავის მივცემ უფლებას ის საცოდავი ბავშვი დაამცირონ და აბუჩად აიგდონ. -ეგ ბავშვი ცალკე თემაა, საცოდავი მამამ მიატოვა ოთხი შვილი,სახლი გაუყიდა და წავიდა.ქუჩაში დატოვა საწ....ბი.მერე კს ქალი მშობლებისეულ სახლში დაბრუნდა,რომიც საცხოვრებლად ფაქტიურად არ გამოდგება.დედამისი რას არ აკეთებს,რომ ელემენტარული მაინც უყიდოს,მეზობლებიც ეხმარებიან ხანდახან. ტანსაცმელს, საჭმელს აძლევენ,მაგრამ რაც ყველაზე მთავარია სახლი არ აქვთ ნორმალური.ჭერი თავზე ენგრევათ.- სინანულით ყვებოდა სასწავლო ნაწილი. -ჩვენც დავეხმარეთ,სკოლა უფასოდ აძლევა წიგნებს,მაგრამ ამ საცოდავ სოფელში განა რამდენის საშუალება აქვს ხალხს,რომ უზრუნველყოს ისინი?საკუთარ თავებს ძლივს ინახავენ,-დაამატა ქართულის მასწავლებელმა. -თანაც სახელმწიფომ დახმარება მოუხსნა. -რატომ?-გაუკვირდა გოგოს. -მეზობლებმა ტელევიზორი უყიდეს და ტელევიზია შეუყვანეა.აი ამიტომ. განუცხადეს,ამის საშუალება თუ გაქვთ ესეგი თავსაც შეინახავთ, სხვა უფრო გაჭირვებულებიც არსებობენო. -არა,წარმოუდგენელია,ასე როგორ შეიძლება? უტიფრები. როგორ შეიძლება განსაზღვრო ვის მეტად უჭირს და ვის ნაკლებად. გულდამძიმებული გამოვიდა სამასწავლებლოდან,მომდევნო გაკვეთილი ძლივს ჩაატარა,სულ მოსმენილზე ფიქრობდა და ნიკას ოჯახზე,უნდოდა როგორმე დახმარებოდა მათ. როგორც კი გაკვეთილები დაასრულა, მაშინვე სკოლიდან გამოვიდა,გზას ფეხით გაუყვა, არავის არ დამშვიდობებია. რაღაც უნდა გაეკეთებინა,რაღაც უნდა მოემოქმედებინა. ისე იყო ჩაფიქრებული არც კი გაუგია, როგორ ეძახდა სანდრო,სანამ ცხვირწინ არ გაუჩერა მანქანა. -რა დაგემართა? -არაფერი. -როგორ არაფერი?რამდენი ხანია გეძახი.რეაქცია არ გქონია. -რაღაც მოხდა. -კარგად ხარ?-მაშინვე ანერვიულდა ბიჭი. -მე კი,სხვა არა. -გინდა ვილაპარაკოთ? -მინდა.-არაფრისთვის აღარ მიუქცევია ყურადღება,მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა. -სად წავიდეთ? -სადაც გინდა,მთავარია წავიდე, თორემ სული მეხუთება. -მართლა კარგად ხარ?- -არა,არ ვარ კარგად, -აღრიალებას არაფერი უკლდა, -წადი გთხოვ. სანდრომ მანქანა დაქოქა და სოფლიდან გავიდნენ,მერე ცენტრალური გზიდან ოდნავ გადაუხვია და გააჩერა. -გადმოდი. -სად ვართ?-ახლაღა იკითხა გოგომ. -ნუ გეშინია,არაფერს დაგიშავებ,- გაეცინა ბიჭს,-იქ რომ მივალთ, მადლობასაც მეტყვი. გოგომ ჩანთა მანქანაში დატოვა და სანდროს გაჰვცა უკან. რამდენიმე წუთის შემდეგ ულამაზესი ხედი გადაიშალა მის წინ,უზარმაზარ ხეებს შორის პატარა,კამკამა მდინარე მოჩუხჩუხებდა,მისი ხმა ტყეში შემორჩენილ,მხიარულად მოჭიკჭიკე ჩიტებს ერწყმოდა და ერთგვარ ჰარმონიას ქმნიდა. შემოდგომის პირი იყო,ხეები კი იმდენად ათასფერად შეფერილიყვნენ,რომ ხატვა რომ შესძლებოდა მისი დახატვა გაუჭირდებოდა -რა ლამაზია სანდრო. -მეც ხშირად მოვდივარ აქ,როცა ფიქრი მინდა.შემთხვევით აღმოვაჩინე ეს ადგილი.მინდა გითხრა ძალიან მშველის. -სპეციალურად წამოღებული პლედი მიწაზე დააფინა და დასხდნენ.სიჩუმე ჩამოვარდა. ასე უბრალოდ უყურებდნენ და ტკბებოდნენ ამ სილამაზით. -აბა მომიყვები რა მოხდა? -ერთი მოსწავლე მყავს-ნიკა. -დაიწყო მოყოლა ანკამ…. -მდაა,ძალიან საინტერესო შემთხვევაა,-ჩაილაპარაკა სანდრომ,როცა ყველაფერი მოისმინა. -მხოლოდ საინტერესო? -ნაწყენმა შეხედა ანკამ. - რთულიც...მაგრამ დახმარება ხომ შეგვიძლია? -ხოდა მეც მაგაზე ვფიქრობ, გამოსავალი ვერ ვიპოვე. -მეტიჩარა,-ცხვირის წვერზე ხელი დაჰკრა სანდრომ.-ამ პატარა ცხვირს, ყოველთვის სხვის საქმეში რატომ ჰყოფ?-გაეცინა. -სანდო მე არ მეცინება.. -კარგი,კარგი.-ხელები ასწია ბიჭმა.-მერე დავეხმაროთ ამ ოჯახს. -რომ ვერ მოვიფიქრე როგორ? -ხანდახან,როცა მარტო ვერ ახერხებ ამას,სხვასაც უნდა სთხოვო დახმარება. -დამეხმარები?-თვალები გაუბრწყინდა გოგოს. -დაგეხმარები.-თავი დაუქნია. -მაშინ ადექი წავიდეთ,-წამოდგა ფეხზე და ხელები დაუჭირა,რომ წამოეყენებინა. -მოიცადე,ასე არ შეიძლება დაუფიქრებად მათთან ვერ მიხვალ და ვერაფერს გავაკეთებთ,ჯერ დავგეგმოთ და მოვიფიქროთ ყველაფერი. -მართალი ხარ..ასე დაუგეგმავად არაფერი გამოვა.-ჩამოუჯდა ისევ გვერდით. -როგორი გული გაქვს,როგორი კეთილი ხარ. -არ შემიძლია მშვიდად ვიჯდე,როცა ადამიანის ბედი წყდება და შემიძლია მისი მომავალი შევცვალო.- -ანკა.. -ჰოო.-დაიჩურჩულა გოგომ -რატომ არ შემხვდი აქამდე? იქნებ ჩემი ცხოვრებაც შეგეცვალა.-სახეზე ხელი ჩამოუსვა ნაზად,გოგო შეკრთა და უკან გაიწია უნებურად. -გვიანი არასდროსაა, ყველაფერს ეშველება, ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისაკენ ან უარესობისაკენ. ჩვენც შევიცვლებით იმდენ ადამიანთან მოგვიწევს შეხვედრა, მთავარია ჩვენი ნამდვილი სახე არ დავკარგოთ . -როგორ გავიგო რომელია ადამიანის ნამდვილი სახე? -ეს გეტყვის,-გულზე ხელი დაადო გოგომ და გაუღიმა. -ერთ დროს ამან მომატყუა. -სევდიანად უპასუხა ბიჭმა. -ნამდვილი არ იყო და ამიტომ. თუ გული თანხმობას გეუბნება, გონება მას წინააღმდეგობას უწევს,ერთმანეთს ეჯიბრებიან, საბოლოოდ კი რომელიღაცა რჩება გამარჯვებული. იშვიათია გულის ძახილის და გონების თანხვედრა,მაგრამ თუ ერთმანეთს გაუგეს,ესეგი ის ერთადერთი გიპოვნია. - შენ ასეთი დიდი სიყვარულის გჯერა? -მე სიყვარულის მარადიულობის მჯერა.რომ არ არსებობდეს საუკუნეების განმავლობაში არ ილაპარაკებდნენ ამაზე და არც პოეტები დაწერდნენ დიდებულ ლექსებს მასზე...ის ფილმებიც, რომლებიც ასეთ დიდ სიყვარულზე მოგვითხრობენ, რეალობიდანაა აღებული,ვერ დავიჯერებ რომ გამოგონილი იყოს ეს ყველაფერი. -მე კი საერთოდ შენ მგონიხარ გამოგონილი,-გაეცინა ბიჭს. -ხედავ,როცა რაღაცას გეგმავ,ის არასოდეს გამოდის,დაუგეგმავი კი ყველაფერი ლამაზია.იმ დღეს შეხვედრა დავგეგმეთ და არ გამოგვივიდა,ახლა კი მოულოდნელად აქ აღმოვჩნდით და ეს ძალიან კარგია,- გაუღიმა ანკამ. -ახლა შევამჩნიე როცა იცინი თვალებში ვარსკვლავები გენთება. -შენც..თამამად უპასუხა გოგომ. -ანკა… -ჰოო.. -უნდა მაპატიო.. -რა?-გაკვირვებულმა შეხედა ბიჭს. -ის რასაც ახლა გავაკეთებ და ან მომავალში. -რა უნდა გააკეთო?-თვალებში ჩახედა გოგომ.მათი სახეები იმდენად ახლოს იყო,იმდენად რომ ერთმანეთს ალბათ ცხვირის წვერებითაც შეეხებოდნენ. -აი ეს…-მოულოდნელად სახე დაუჭირა ბიჭმა და ნაზად აკოცა ტუჩებზე.დაიბნა ანკა და თვალები დააჭყიტა.ვერ გაიაზრა უცებ,მაგრამ რაღაც სასიამოვნო იგრძნო,მუცელში პატარა წერტილიდან რომ წარმოიშვა და მთელ სხეულში გაუფატა.გონებას რომ მიაღწია,ხელი ჰკრა ბიჭს, წამოხტა და გზისკენ გამოიქცა -ამის დედაც,მაინც გავაფუჭე ყველაფერი, -შეიგინა და უკან გაეკიდა. -ანკა მოიცადე,გთხოვ მოიცადე, დავილაპარაკოთ,არ მინდოდა,- მანქანასთან დაეწია, რომ ჯდებოდა,მკლავში ჩაჰკიდა ხელი,თავისკენ მოატრიალა და მანქანას ააკრა. -მოიცადე,-სული მოითქვა ბიჭმა,ხელებით წასასვლელი გზა ჩაუღობა და თვალებში ჩააცქერდა. -არაფერს გეუბნები,უბრალოდ სახლში წამიყვანე. -არა,ვიცი ნაწყენი ხარ,გეწყინა რომ პირველი კოცნა დაუკითხავად მოგპარე,მაგრამ გთხოვ მაპატიე,დაუფიქრებლად მომივიდა, თავი ვერ შევიკავე. -ნუ მიხსნი,უბრალოდ სახლში წამიყვანე..ჰო,კიდევ სანამ ჩემთან მიმართებაში რამეს გააკეთებ,კარგად დაფიქრდი. იმიტომ რომ სხვა დროს ასე მარტივად არ გაპატიებ და არც იმ გოგოების სიას შევუერთდები, შენ რომ გყავდა.. -აი ეგ საიდან მოიტანე რომ ამას ვფიქრობ ამ გავაკეთებ?-ეწყინა ბიჭს. -გამატარე,-მკაცრი იყო გოგო,ხელით გვერდზე გასწია, კარი გამოაღო და მანქანაში ჩაჯდა,გაბუტული.სანდროს ჭკუა გადაეკეტა მის გაბუტულ ტუჩებზე და ძლივს შეიკავა თავი,რომ ისევ არ ეკოცნა.ეს ის შემთხვევა იყო როცა გონება და გული ერთობლივ თანხვედრაში იყვნენ ანკასთან დაკავშირებით.. სახლამდე ხმა აღარ ამოუღიათ.უკვე დაბნელებული იყო და გოგოს იმის აღარ ეშინოდა რომ ვინმე დაინახავდა.დაუმშვიდობებლად გადავიდა მანქანიდან და უკანმოუხედავად შეაღო რკინის ჭიშკარი.სანდროსაც არ ამოუღია ხმა,უბრალოდ თვალი გააყოლა მის სხეულს და საკუთარ თავზე გაბრაზებულმა კიდევ ერთხელ შეიგინა.მერე სწრაფად დაძრა მანქანა ადგილიდან და სახლისკენ წავიდა.გზად სასმელი და საკვები იყიდა,იცოდა სახლში არაფერი ექნებოდა… მაგრამ შეცდა.პარკებით დატვირთულმა შეაღო სამზარეულოს კარი და იქ მოღიღინე და მოფუსფუსე ლალი დახვდა. -მოხვედი შვილო? დააგვიანე.-გაუღიმა ქალმა და სკამი გამოუწია რომ დამჯდარიყო. -აქ რას აკეთებთ?თქვენ ხომ ფეხი იტკინეთ.მე გია ძიას ვუთხარი რომ დაგესვენათ. -უკვე კარგად ვარ,თანაც შენ მეცოდებოდი,ამდენი ხანი წავედი.ვიცი შენი ამბავი. ნახევრად მშიერი იქნებოდი. -ქალის მზრუნველმა ტონზე ბიჭს შერცხვა და თვალებში ვეღარ შეხედა.თითქოს ჰაერი დაიხუთა და გარეთ გასვლა მოიმიზეზა ცხელაო.მაგრამ მან არ გაუშვა. სკამზე ძალით დასვა.უცებ გაუშალა სუფრა,ცხელი წვნიანი წინ დაუდგა და ჭამეო ანიშნა. მერე ფანჯარა გამოაღო რომ ცოტა განიავებულიყო სამზარეულო.სხვა გზა არ ჰქონდა სანდროს ჭამას შეუდგა. -დიდებული ხელი გაქვთ ლალი დეიდა.არაფერი შეედრება თქვენს გაკეთებულ კერძებს. -აი ხედავ,მაძღარი კუჭი რომ გაქვს,ხასიათიც გამოგისწორდა- გაუცინა ქალმა. -დიდი მადლობა.მართლა ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი.ახლა მე წავალ, ცოტას წავიმუშავებ,თქვენ კი შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ. გვიანია უკვე. -მივალაგებ და წავალ.. -კარგი,ღამე მშვიდობისა. -დაემშვიდობა ბიჭი და საკუთარ კაბინეტში ავიდა, მუშაობა უნდოდა,მაგრამ მაინც ანკაზე ფიქრებმა წაართვა გონება… **** ლეპტოპი ჩაერთო და წინ და უკან დააბოტებდა ოთახში. ეკრანზე კი ნინას სახე ჩანდა. -დაჯდები და მომიყვები რა მოხდა?თუ გავთიშო?-გაუბრაზდა ბოლოს მიქელაძე. -არა,გეფიცები მოვკლავ,იმ ბიჭს მოვკლავ. -ამჯერად რა დააშავა? -მაკოცა.აი წარმოიდგენ,მე რაღაც სერიოზულზე ველაპარაკებოდი,ის კი მეცა და მაკოცა.-აენთო ისევ. -მერე რა მოხდა თუ გაკოცა?ეს ხომ უბრალოდ კოცნა იყო, რატომ ბრაზდები?თუ შენც აკოცე…-ეშმაკურად აუელვარდა თვალები მიქელაძეს -რას მეუბნები ახლა?რომ მე ეს მინდოდა და მესიამოვნა? -ეკრანის წინ გაჩერდა ანკა და ნინას მიაჩერდა -იქნებ ასეც იყო.შენ ჩემზე უკეთ უნდა იცოდე რა იგრძენი.. -არ ვიცი რა ვიგრძენი.. -შენ შტერი ხარ?იმას ვერ მივხვდი მოგეწონა თუ არა.. -არ ვიცი… -ესეგი მოგეწონა და ამიტომ ხარ აღშფოთებული.ისევ იმ აზრზე ხარ,რაზეც სტუდენტობის დროს? -არა,ახლა უფრო შემეცვალა აზროვნება.იმაზე გავბრაზდი რომ მითხრა დაუფიქრებლად მომივიდაო.წარმოიდგინე იმას მიხვდა რომ პირველი კოცნა მომპარა და დაუფიქრებლად მომივიდაო..-აენთო ისევ. -მაკოცა და მერე ბოდიშებს მიხდიდა. -ერთი ეგ ბიჭი გამაცნო რაა, ძეგლი უნდა დავუდგა,რომ მოგარჯულა,-ატეხა სიცილი ნინამ. -მე კიდევ გუგას დავუდგავ ძეგლს,რომ შენ დაგიმორჩილა. -რაღაც არა მგონია ეგ ეგრე იყოს, -საყვარელო,ანასტასია დავბანე და პამპერსიც გამოვუცვალე, ახლა დავაძინებ,-მოისმა გუგას ხმა. -აი გესმის…-არ ჩერდებოდა ნინა.-დარწმუნებული ხარ რომ დამიმორჩილა? -კარგი,კარგი,წავედი ეხლა,უნდა დავიძინო,ხვალ ადრე უნდა ავდგე, მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს. -ნაჩქარევად გაუთიშა ანკამ და საწოლში შეწვა,თუმცა ძილი არ მიეკარა,ამაოდ წრიალებდა საწოლში. უკვე გვიანი იყო,ტელეფონმა რომ დაიწკაპუნა.გახსნა. -გძინავს?-სწერდა სანდრო. პასუხი არ გასცა.ისევ დაიწკაპუნა. -ვიცი არ გძინავს,შენი ოთახის ფანჯარაში სინათლე ანთია. წამოდგა და ჩააქრო გაბრაზებულმა.პასუხი ისეც არ გასცა. -გეფიცები,თუ არ დამელაპარაკები და არ მეტყვი რომ მაპატიე,შენს ოთახში შემოვალ. -ვერ შემოხვალ.-ვეღარ მოითმინა და მისწერა პასუხი. რამდენიმე წამი არ იყო გასული,რომ ფანჯრის მინაზე ვიღაცამ მიუკაკუნა. ფარდა გადასწია და კინაღამ იკივლა. იქ არც მეტი არც ნაკლები სანდრო ახალკაცი დაინახა. -აქ რა ჯანდაბას აკეთებ? -მკაცრად ჰკითხა გოგომ. -გითხარი პასუხს თუ არ გამცემდი,მოვიდოდი და მოვედი.სანამ პასუხს არ გამცემ არ წავალ და სულ არ მაინტერესებს ვინ გაიგებს ან რა მომივა. -რა გინდა ადამიანო რაა? -ჩურჩულზე გადავიდა გოგო. -ის რომ მაპატიო და დამელაპარაკო. მინდა ისევ ძველებურად ვიყოთ ერთმანეთთან.შენ აქ ჩემი ერთადერთი მეგობარი იყავი.მერე ის..სისულელე მოხდა.უფრო სწორად დავაშავე და არ მინდა ამის გამო დაგკარგო.. -მაგაზე იქამდე უნდა გეფიქრა სანამ რამეს ჩაიდენდი. -ესეგი არ შემირიგდები? -შენ მართლა ნანობ იმას რაც გააკეთე?-სევდიანად ჰკითხა გოგომ. -ჰო.-გულუბრყვილოდ დაუქნია თავი სანდრომ. -ჰოდა კარგად ბრძანდებოდე.არ გპატიობ,-ცხვირწინ მიუხურა ფანჯარა და სქელი ფარდა ჩამოაფარა. -ვერ გავიგე ეწყინა თუ ესიამოვნა. რატომ არ მირიგდება.-მხრები აიჩეჩა სანდრომ.-ახლა ამაზე უნდა ვიფიქრო და ვიმტვიო გონება.ვინმე მაინც მყავდეს მრჩეველი…-მიდიოდა და ფიქრობდა სახლისკენ მიმავალ გზაზე. *** გუშინდელს გავლენა არ მოუხდენია იმაზე რომ დილით ამდგარიყო და გამგეობაში წასულიყო მისი მოსწავლის ოჯახის ამბების გასაგებად. სოციალურ სააგენტოში ყველაფერი განუმარტეს რატომ მოხდა მათთვის დახმარების შეწყვეტა. -ეს რა სისულელე მიზეზია. დავიჯერო ოცდამეერთე საუკუნეში ტელევიზორი ოჯახში იყოს და ამის გამო ვერ მიიღოს დახმარება სახელმწიფოსგან? ეს ხომ დიდი ხანია ფუფუნების საგნად აღარ ითვლება? -აღშფოთდა გოგო -რა ვქნა გოგონა,სახელმწიფო აგენტმა ასე გადაწყვიტა.-აუხსნა შუახნის სათვალიანმა ქალბატონმა. -თქვენ ხომ უფროსი ხართ? იქნებ რამე შეცვალოთ?იქნებ რამე გააკეთოთ? მოდი წავიდეთ მათთან სახლში და ყველაფერი თავიდან ავღწეროთ..იცით მაინც ის ბავშვი რა ნიჭიერია?რას აკეთებს მისი ოჯახის დასახმარებლად?ბავშვმა ამ ასაკში უნდა ისწავლოს, ბავშვივით იცხოვროს და არა ქუჩაში იდგეს და რაღაცეები გაყიდოს. -გოგონა მაშინ ბავშვთა დაცვის სააგენტოს მიმართეთ და ბავშვებზე სახელმწიფო იზრუნებს.მაგრამ ის ქალი არ შვება,არ ატანს ბავშვებს ბავშვთა სახლში... -როგორ შეგიძლიათ ასე მშვიდად უყუროთ ამ ყველაფერს? -იცით რამდენი გვყავს ასეთი ოჯახი დასახმარებელი? -მესმის,მაგრამ ხომ შეიძლება მათაც დავეხმაროთ. -მაცდენთ უკვე,ასე რომ მიბრძანდით და სხვა შემოუშვით. -ამას ასე არ დავტოვებ,თქვენს გულცივობას ასე არ დავტოვებ,-მკაცრად უთხრა გოგომ და კარი გამოიჯახუნა… განერვიულებული წამოვიდა იქიდან.ვერ გადაეწყვიტა რა ექნა.ბოლოს სახლში მობრუნდა, მშობლების ნაჩუქარი ფულიდან რაღაც ნაწილი აიღო და ისევ გავიდა. თელავში გაჰყვა მიკროავტობუსს. მაღაზიებში საკვები პროდუქტები, ბავშვებისთვის საჭირო ნივთები და რამდენიმე სათამაშო იყიდა. ძლივს გამოიტანა გარეთ და ტაქსის მოლოდინში გზის პირას დადგა… რამდენიმე წუთი იყო გასული,რომ ფეხებთან მანქანამ დაუმუხრუჭა და მაშინვე მიხვდა ვინც იყო. თელავში იუსტიციის სახლში საქმეებზე წასულმა შორიდანვე შეამჩნია ნაცნობი სახე და თვალებს არ დაუჯერა,ქუჩაში იდგა გამვლელ მანქანება ხელს უქნევდა,მაგრამ არავინ უჩერებდა.ყველანაირი საქმე გადადო და პირდაპირ მისკენ დაძრა მანქანა.წინ გაუჩერა და ფანჯარას ჩაუწია. -შუადღე მშვიდობისა ლამაზო,- გაუღიმა. -არ მინდა ვიფიქრო რომ უკან დამდევ?-უხეშად უპასუხა გოგომ. -არა ჩიტო,ამჯერად სხვა საქმეებზე ვიყავი,შემთვევით შეგხვდი. -ოჰ,დავიჯერე… -შენი ნებაა,არადა ვიფიქრე დავეხმარები-თქო. -ვიცი მე შენი დახმარება.. -მოდი ეგ ყველაფერი დროებით დავივიწყოთ,სხვა დროს ვილაპარაკოთ,ახლა კი უბრალოდ ნება მომეცი დაგეხმარო. -კარგი,-დაეთანხმა მცირე ხნიანი გაჯიუტების შემდეგ გოგო.სანდრო მანქანიდან გადავიდა,საბარგულს ახადა და ყველაფერი იქ მოათავსა. მერე ანკასთან ერთად ჩაჯდა და გზას დაადგნენ,მხოლოდ მისამართი უთხრა გოგომ,გზაში ჩუმად იყო,ხმა არამოუღია. სანამ არ მივიდნენ. რამდენჯერმე ბიჭმა საუბრის დაწყება სცადა,მაგრამ უარი რომ მიიღო, გაჩუმდა ისიც. ადგილზე რომ მივიდნენ და სახლი დაინახა,მიხვდა რაც ხდებოდა და ვისთანაც იყვნენ. -რატომ არ მითხარი აქ თუ მოვდიოდით?მეც ვიყიდდი რაღაცეებს. -შენ სხვა დროს უყიდე.-უპასუხა და ღვედი შეიხსნა. უცხო მანქანის დანახვაზე,ეზოში მოთამაშე ბავშვები სახლში შეცვივდნენ,თუ ამას სახლი ერქვა, მხოლოდ ნიკა გაჩერდა შუა ეზოში და ჭიშკრისკენ იყურებოდა. -რაო ნიკა არ გველოდი?მიგვიღებ?- მხიარულად შეაღო კარი ანკამ სათამაშოებით ხელში და ბავშვისკენ დაიძრა.მის თვალებში აქამდე უცნობი სხივები დაინახა.ბედნიერებისგან აუციმციმდა და ადგილიდან ვერ იძვროდა ბავშვი.მერე მის უკან შეშინებული სამი წყვილი თვალი გამოჩნდა გაოცებული სახეებით. -ამ ქალბატონებს არ გაგვაცნობ? -მიუახლოვდა ანკა და ცხვირის წვერზე მსუბუქად უჩქმიტა. -მასწავლებელო აქ რას აკეთებთ?-შერცხენილმა ამოილუღლუღა ბავშვმა და თავი ჩაღუნა. -შენთან მოვედით ვაჟკაც,-ხელი გაუწოდა სანდრომ ჩამოსართმევად. ბავშვმა ტანსაცმელზე გაისვა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოართვა ხელი.-სანდრო. -ნიკა,-უპასუხა ისევე მორიდებით, როგორც ხელი ჩამოართვა -ნიკა ვინ არის დეე?-სახლის კარში ახალგაზრდა,მაგრად დარდისგან და შრომიგან ნაადრევად დაბერებული ქალი გამოჩნდა. -გამარჯობათ ქალბატონო… -დედა ეს ჩემი მასწავლებელია ანა. მასწავლებელი ეს დედაჩემია. -ნინო..ნინო მქვია.მობრძანდით სახლში შემოდით,ხო მშვიდობაა? ნიკამ რამე დააშავა სკოლაში? -შეშინებულმა იკითხა ქალმა. -არა ქალბატონო,ჩვენ თქვენს დასახმარებლად მოვედით.სად შეიძლება ეს ყველაფერი დავაწყოთ? -ჰკითხა სანდრომ. -არ იყო საჭირო ასე დახარჯვა,- შეწუხდა ქალი -ეს მხოლოდ მცირედია,რაც შეიძლება ერთმანეთს გავუკეთოთ..-უპასუხა ანკამ -აქეთ მობრძანდით,-ქალმა გზა დაუთმო და ვითომ სამზარეულო დაანახა,რომელიც სინამდვილეში სულაც არ იყო სამზარეულო.სახლის კედელს ფიცრები მოეშენებინათ რომ წვიმას და ქარს არ შემოეღწია,მაგრამ აბა ქარს რა დაიჭერდა?ანკამ წარმოიდგინა რომ ბავშვები აქ ჭამდნენ საჭმელს,აქ საუზმობდნენ, სადილობდნენ,ვახშმობდნენ და გული მოუკვდა. ერთი მორყეული მაგიდა იდგა, სანდროს მოერიდა იმის თქმა რომ ამდენ პროდუქტს შეიძლება ვერ გაეძლო და წაქცეულიყო და ფრთხილად დააწყო პროდუქტები ზემოდან.მისდა გასაკვირად გაუძლო,მაგიდამაც გაუძლო,ისევე როგორც ეს ქალი უძლებდა ასეთ ყოფას. ბავშვები უკვე სათამაშოებით იყვნენ გართულები.ნიკასაც სძლია ბავშვურმა სურვილებმა და მანქანებს ჩაუჯდა დებთან ერთად.უფროსები კი აივანზე ისხდნენ და სუბრობდნენ,უფრო სწორად ანკა და ნინო,სანდრო მოშორებით იჯდა და ბავშვებს უყურებდა.ყველაზე უმცროსი, რომელიც ორი წლის იყო,რაღაც საღამაშო აიჩემა და ვერაფრით მოეხერხებინა მისი აწყობა.მალე ალბათ ატირდებოდა.ბიჭი მის წინ ჩამოჯდა და ერთად დაიწყეს თამაში. ანკას გაეღიმა ბავშვებში ჩამჯდარ და მოთამაშე სანდროზე. -ქალბატონო ნინო,არც კი ვიცი რა ვთქვა,არც ცუდად მინდა გამომივიდეს, მაგრამ ძალიან მეცოდებით.თქვენი ამბავი რომ გავიგე,მას შემდეგ ჩემს თავს არ ვეკუთვნი,სულ თქვენზე ვფიქრობ. -ეჰ,ჩემო კარგო,უკვე მივეჩვიე ასეთ ყოფას.-აუცრემლიანდა თვალები ქალს. -თქვენი მეუღლე სად არის? -მეუღლე?ჰმ.-ირონიულად ჩაეცინა ქალს,-არ ვიცი.ყველაზე პატარა რომ შემეძინა,მაშინ გაუჩინარდა. სამშობიაროდანაც არ გამოვუყვანივართ,მეზობლებმა მიშველეს. -კი მაგრამ არავინ გყავთ? -მე არა,ნიკა ორი წლის იყო მშობლები რომ გარდამეცვალნენ, დედმამიშვილები არც ერთს ჰყავდა, მათ ნათესავებს კი არავის არ ვუნდოდი?ან რაში დავჭირდებოდი, როცა არაფერი აღარ გამაჩნდა. -მეუღლის მშობლები?ნათესავები? -არც მას ჰყავს მშობლები,დედამთილი შარშან გარდამეცვალა.მას შემდეგ უფრო გამიჭირდა.სხვა თუ არაფერი ბავშვებს მინახავდა და მშვიდად მივდიოდი სამუშაოდ. -როგორ ახერხებდი მუშაობას?სად მუშაობ? -ხან სად,ხან სად,ახლა ნიკა მეხმარება,როცა ის იტოვებს ბავშვებს, მე ვმუშაობ,ვენახებშიც კი გავდივარ, ვბარავ,ვთოხნი,ფიზიკურად მუშაობასაც არ ვერიდები..მაგრამ ოთხი შვილის შენახვა კი იცით რამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული?რამდენჯერ დამიძინია მშიერს,რომ მათ შეხვედროდათ საჭმელი და ისინი არ ყოფილიყვნენ მშივრები.-უკვე ცრემლი წამოუვიდა ქალს. -დამშვიდდით კარგი?მე დაგეხმარებით, გპირდებით ყველაფერს გავაკეთებ,რომ თქვენს და თქვენს შვილებს ელემენტარული არ მოგაკლდეთ.იცით როგორი ნიჭიერი შვილი გყავთ?საოცრად აზროვნებს. -ვიცი,სულ წიგნი უჭირავს ხელში,დედა ენაცვალოს,ცდილობს დამეხმაროს. ნაადრევად გაზარდა ცხოვრებამ, ბავშვობას ართმევს. -ქალბატონო ნინო,არ ვიცი ეხლა ეს რამდენად იმედის მომცემად გეჩვენებათ,მაგრამ გპირდებით ყველაფერი კარგად იქნება.-გაუღიმა ანკამ და მისი შრომისგან დამჭკნარი ხელები თავის ხელებში მოიქცია. მერე ბავშვებს გახედა,რომ ცრემლები შეეკავებინა. -კარგი ბიჭი ჩანს,-უთხრა ქალმა.-კარგი წყვილი გამოვა თქვენგან. -ასე არაა,-უარყო გოგომ.-ჩვენ უბრალოდ კარგი ნაცნობები ვართ. -მერე რაა,ყველაფერი აქედან იწყება. უბრალო ნაცნობობა შეიძლება გადაიზარდოს სიყვარულში,აი დიდი სიყვარულიდან სიძულვილამდე კი ერთი ნაბიჯია.ასე რომ დააფასე ის რაც გაქვს ცხოვრებაში,თუნდაც ეს ვიღაცეებისთვის უმნიშვნელო იყოს.. -ნინო შენ დიდებული ადამიანი ხარ. იცი რატომ?ყველაფრის მიუხედავად ფეხზე მყარად დგახარ და მათთვის ყველაფერს აკეთებ.მე ალბათ ამდენს ვერ შევძლებდი.. -შეძლებდი,შეძლებ და ამაზე მეტსაც გააკეთებ,აი ნახავ ოდესმე ამ დღეს გაიხსენებ და მეც გაგახსენდები. გვიან წამოვიდნენ იქიდან. ბავშვებთან ერთად ითამაშეს, იმხიარულეს,გაერთნენ,ეზო კეთილის მსურველი მეზობლებით გაივსო, მათგანაც გაიგეს რაღაცეები. გააკრვიეს რომ მათი სახლი ნინოს ქმარმა გაყიდა,ფული წაიღო და წავიდა. ეს სახლი კი ნინოს მშობლების იყო და მას მერე რაც სახლიდან გაასახლეს აქ გადმივიდნენ საცხოვრევლად.თუმცა რამდენად იცხოვრებოდა აქ ეს უკვე სხვა საქმე იყო… უკანა გზაზე ორივე დუმდა.სანდროც კი,რომელსაც ასე უყვარდა ანკასთან საუბარი...ორივე დათრგუნული იყო. ალბათ ორივე იმაზე ფიქრობდა როგორ ეპოვა გამოსავალი მათ დასახმარებლად. ვეღარ მოითმინა ახალკაცმა,მანქანა გზის პირას გააჩერა,საჭეზე დააწყო ხელები და ზემოდან შუბლი დაადო. -რატომ გავჩერდით?-ჰკითხა ანკამ. -მოიცადე ცოტა ხანს,უნდა ვისუნთქო, თორემ ვიგუდები.იმ ბავშვების ცოდვით აღარ ვარ.გავნადგურდი.- ისე უპასუხა რომ არც აუხედია.გოგომ ზურგზე მოუსვა ხელი გასამხნევებლად. -ყველაფერი კარგად იქნება. -წარმოიდგინე..-თავი გვერდით მოატრიალა და სევდიანი თვალებით შეხედა.-წარმოიდგინე მე რაზე ვდარდობდი,რისთვის ვიტანჯებოდი, რომ ვიღაცამ ვერ გამიგო და ვერ შემიყვარა,თურმე ამაზე უარესებიც ხდება.როგორი ბრმა და უმადური ვყოფილვარ. -შენ კი არა,ადამიანები ვართ ბრმები. მხოლოდ ის გვგონია ტანჯვა,რაც ჩვენს თავს ხდება,სინამდვილეში კი იმაზე უარესები ხდება,იმაზე ცუდადაა ხალხი,ვიდრე წარმოგვიდგენია.. -იცი რა მითხრა იმ პატარა გოგონამ? ხანდახან ისე მშია,მუცელი მტკივდება და დედას არ ვეუბნები რომ მერე იტირებს,ხან კი ისეთი გამხმარი პური გვაქვს საჭმელად,რომ ვკბიჩავ, კბილები მტკივდებაო.გული მომიკვდა.ხალხს უბრალოდ საჭმელიც კი არ აქვს…- თვალები აუცრემლიანდა სანდროს. -ხოდა მოდი ისე გავაკეთოთ რომ ამ პატარებს მუცელი არასოდეს ასტკივდეთ შიმშილისგან და ელემენტარული მაინც ჰქონდეთ…- გაამხნევა გოგომ კიდევ ერთხელ. -ნეტავ ამქვეყნად შენნაირი ადამიანები ბევრნი იყვნენ.მაშინ ჩვენნაირ სულმდაბალ და გამდიდრების მანიით შეპყრობილ ადამიანებსაც ეშველებოდათ და ქვეყანასაც.. -რაღაც ყოველთვის შეგვიძლია გავაკეთოთ,გვიანი არასდროსაა… ****** დღეები დღეებს ისე მიეწყო, ისე სწრაფად ენაცვლებოდა დასვენების დღე სამუშაოს,რომ ლამის თვე გავიდა. იმ დღის შემდეგ ანკამ ნიკას სახლში ვეღარ მოახერხა მისვლა,სამაგიეროდ ბავშვისგან იგებდა,რომ მათი მოტანილი საკვები პროდუქტები ჯერ კიდევ ჰქონდათ და სათამაშოებითაც კარგად თამაშობდნენ მისი დები.. გოგო თან სკოლაში დადიოდა,თან იმ საქმეს აგვარებდა,როგორმე ოჯახს დახმარება მიეღო.. პარალელურად სოფელში და რაიონში ხმა გაავრცელა,რომ გაჭირვებული და უსახლკარო ოჯახის დასახმარებლად აგროვებდა ნივთებს და საკვებ პროდუქტებს..დახმარების მსურველი ბევრი აღმოჩნდა...რატომღაც იმის შემდეგ სანდროს აღარ შეხმიანებია, რაღაცნაირად გადაავიწყდა ბიჭიც და ბოლოს მათ შორის მომხდარიც,ისიც ნაწყენი და გაბუტული რომ იყო მასზე.. ერთ გაკვეთილზე ნიკას წამოსცდა რაღაც და მაშინვე მიაქცია ყურადღება. -მასწავლებელო,წუხელ გარეთ ხომ ძალიან წვიმდა? -დიახ ნიკა,ალბათ თქვენს სახლშიც. -არაუშავს მასწავლებელო,მალე ახალი სახლი გვექნება და იქ აღარ იწვიმებს. -რას ამბობ ნიკა?-გაუკვირდა გოგოს. -არ იცით?რამდენიმე დღეა მუშები მოვიდნენ და ჩვენს ეზოში სახლის აშენება დაიწყეს.. -მე არაფერი ვიცოდი,მაგრამ არაუშავს,ეტყობა ვიღაც გამოჩნდა,ვისაც გულწრფელად უნდა თქვენი დახმარება. ბავშვმა იცოდა ვინ იყო ის,ვინც სახლის მშენებლობა დაიწყო,მაგრამ ხმა არ ამოუღია,სანდროს დაჰპირდა საიდუმლოდ შევინახავ და ანა მასწავლებელს არ ვეტყვიო.. სანამ ანკა ამ საქმეებს აგვარებდა, მანამდე ბიჭი სულ სხვა საქმით დაკავდა. პირველად თავის ცხოვრებაში ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო,რომელიც მას კი არ ეხებოდა,არამედ სხვას და ამ საქმიდან სარგებელს სულ არ ელოდა.მანამდე მსგავსი რამ არასოდეს გაუკეთებია,უანგაროდ არავის დახმარებია.. კი უკვირდა გოგო რომ არ დაუკავშირდა ან არ შეხვდა,მაგრამ ყურადღება აღარ მიაქცია,იფიქრა, იქნებ ამ ეტაპზე ასე ჯობდესო…. ძლივს დაასრულა გაკვეთილები. ძალიან გაიწელა ეს დრო. მოუთმენლობას შეეპყრო ხუციშვილი, ინტერესით კვდებოდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის კეთილის მსურველი,ვინც სახლის მშენებლობა დაიწყო,რადგან ეს საკმაოდ დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული.. რაღაცეები იყიდა ბავშვებისთვის, ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა...ძლივს გადაიტანა ყველაფერი და კარში შეგებებულ ნინოს მიაწოდა.. -აი,მასწავლებელო,ჩვენი სახლი...- გოგომ იქით გაიხედა,სადაც ნიკა მიუთითებდა და თვალები შუბლზე აუვიდა.სანდრო ახალკაცი,მუშებთან ერთად ახალი სახლის მშენებლობაზე მუშაობდა,საძირკველი უკვე ჩაესხათ, კედლები ამოეყვანათ და ახლა სახურავს აფარებდნენ. ბიჭი კი შეუსვენებლად მუშაობდა… ანკას გოგონები შემოეხვივნენ მუხლებზე და ერთად უყვებოდნენ ბოლო პერიოდის ამბებს. -არც კი ვიცი რა გითხრათ.-ცრემლებს ვერ იკავებდა ნინო.-ბავშვები საბავშვო ბაღში მივიყვანე და იმ ბიჭმა თავის მეგობართან დამასაქმა. მართალია ხელფასი ბევრი არ არის, მაგრამ ამითაც კმაყოფილი ვარ.აბა მე სწავლა განათლება არ მიმიღია და დალაგებაზე უარს ვერ ვიტყვი,ეს ყველაზე კარგად გამომდის.. ბედნიერმა გახედა გოგომ სანდროს, რომელსაც სულ არ გაუგია მისი მოსვლა. -მიხარია თუ ასეა.ეს არ ვიცოდი, დიდი სიუპრიზი აღმოჩნდა ჩემთვისაც. ეს ყველაფერი სახლში შეიტანე და მას არ უთხრა რომ ვიყავი კარგი? -მხოლოდ ამას გთხოვ. -უცნაური თხოვნაა,მაგრამ კარგი,- უპასუხა ქალმა,პარკები გამოართვა და ძლივს შეათრია სახლში… ანკა კი ჩუმად წამოვიდა იქიდან, თვითონაც არ იცოდა რატომ არ დაენახა სანდროს ან რატომ აარიდა მასთან შეხვედრას თავი..იქნებ იმიტომ რომ,ამ მოკლე დროის განმავლობაში ბიჭი მის გონებას და გულს დაპატრონებოდა?! იქნებ შეეშინდა იმ გრძნობის,რაც მის ცხოვრებაში ახალი და უცნობი იყო.. ფიქრებში გართულმა ვერ შეამჩნია როგორ მიიყვანა ფეხებმა სანდროს სახლში.რომ გამოერკვა უკვე ეზოსთან იდგა.დაუფიქრებლად შეაღო რკინის ჭიშკარი და შიგნით შევიდა….. ნიკას სახლიდან წამოსვლის შემდეგ ვერ მოისვენა,საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრდა,წარსულს გადახედა და სინდისი აეწვა,სინდისი აეწვა იმის გამო რომ ამდენი ხნის განმავლობაში, ამდენი ფული გაფლანგა თათას გულის მოგებაში,მისი და საკუთარი თავის სიამოვნებაში,ისეთ სიამოვნებაში,რომელიც სრულიად უსარგებლო იყო.არაფრის მომცემი და არაფრის მომტანი.. ახლაც რაა.ახალი ქარხნის გახსნას და ღვინის გამოშვებას აპირებდა,ფული ჰქონდა და კიდევ მოუტანდა ეს საქმე მოგებას მაგრამ რა იქნებოდა მერე? ამით მას რააა?არაფერი,ისევ ის სანდრო იქნებოდა,ისევ ისე იცხოვრებდა.მაგრამ იმ ბავშვების დაეხმარება შეეძლო,იმ ბავშვების მომავლის შეცვლა შეეძლო. ვერც ანკას და ვერც სახელმწიფოს ვერ დაელოდებოდა.დღესვე შეეძლო რაღაცის გაკეთება.მობილური აიღო, ძველი ნაცნობის ნომერი მოიძია და დაელოდა როდის უპასუხებდა. -ალო,ვატო გამარჯობა,სანდრო ვარ… კარგად,შენ როგორ ხარ?..ვიცი დაგპირდი აღარასოდეს დაგირეკავ და შეგაწუხებ-თქო,მაგრამ ახლა უბრალოდ სხვა გზა არ არის,საქმე მე არ მეხება...მოკლედ ერთი ქალია...არ არ იფიქრო რომ ის ჩემი.-სიტყვა გააწყვეტინა ბიჭს..-ოთხი შვილის დედაა,მარტოხელა,ძალიან უჭირს… მისთვის სამუშაოს ვეძებ,მე მისი შესაფერისი არაფერი არ მაქვს..ხომ ვერ დამეხმარები?..კახეთში...ისე არ უნდა დახმარების მიღება,ამბობს რომ ვიმუშავებო…-კარგი,დაგელოდები, ოღონდ მალე რაა გთხოვ….მე არა მიშავს,კარგად ვარ...ხომ იცი რომ არავის არ უნდა უთხრა სად ვარ და რას ვსაქმიანობ,მარტო შენ იცი… ერთ დღეს ჩამოდი,დავსხდეთ და ვილაპარაკოთ...დავლიოთ,ახალ ღვინოს გამოვუშვებ მალე და შემიფასე...დაგელოდები...აბა,ღამე მშვიდობისა.. ტელეფონი მაგიდაზე დადო და სასმელი მოიყუდა.უცნაური ყოფილა მართლაც ცხოვრება.ხანდახან,ის ადამიანები ვინც შენი მტერია, მოყვარედ იქცევა.ასე იყო ახლაც.ახლო მეგობარი არა,მაგრამ მეგობრად მიიჩნევდა ვატო ვეფხვაძეს. იმ ამბების შემდეგ ერთადერთი იყო ვინც ურეკავდა და მის ამბებს კითხულობდა… მეორე დღეს ბანკიდან დანაზოგის ნაწილი გამოიტანა და პირდაპიდ სამშენებლო მასალების საყიდლად წავიდა,მუშებიც დაიქირავა და შუადღის შემდეგ ნინოს სახლს მიადგა. -რა ხდება ბატონო სანდრო?- გაკვირვებული იყურებოდა ქალი.. -ახალი სახლი გექნებათ,ოღონდ ახლა უარი არ მითხრათ და არ დაიწყოთ ვერ მივიღებ ამ დახმარებასო. ბავშვებისთვის,ისინი იმსახურებენ თბილ საწოლს.თავზე რომ არ აწვიმდეთ და არ ათოვდეთ.. -არც კი ვიცი რა ვთქვა,-ატირდა ქალი..- ნამდვილად უფალმა გამომიგზავნა თქვენი თავი. -გმირობაა ოთხი შვილის დედობა, თქვენ გმირი ხართ და ამითვის ყოველივე საუკეთესოს იმსახურებთ… მეორედ დღეს კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი უთხრა ნინოს. პირდაპირ ახარა სამსახურს იწყებო და სულ არ მიუქცევია ყურადღება ქალის უარისთვის.ბავშვები ნიკასთან დატოვა და დაუბარა. -მქონდეს იმედი რომ როცა დავბრუნდები კარგად დამხვდებით? -ყურადღებას არ მოვაკლებ,-უპასუხა ბავშვმა და დიდი კაცივით ჩამოართვა ხელი სანდროს. -დედა სამსახურში მიმყავს გასაუბრებაზე,რომ დავბრუნდები საჩუქრები ჩემზე იყოს,მითხარი რა გინდა? რატომღაც ეგონა რომ რამე სათამაშოს ეტყოდა,მან კი წიგნები დააბარა, -სკოლაში არ იყო და ვერ მომცეს, გაკვეთილებს ვერ ვმეცადინეობ. -კარგი,ყველაფერი გექნება.-აკოცა თავზე და ნინოს მანქანის კარი გაუღო. ვატო ვეფხვაძემ მისი მეგობრის პატარა საადვოკატო ფირმაში, დამლაგებლად დაასაქმა და ქალმაც არ იუკადრისა.საქმე ძირითადად შუადღემდე ექნებოდა,მერე თავისუფალი იქნებოდა და შეეძლო შვილებისთვისაც მიეხედა.. უკანა გზაზე ნიკას შეპირებული ნივთები უყიდა,სათამაშოებიც არ დაავიწყდა. ბავშვების გაბრწყინებულ თვალებზე მეტად არაფერი გახარებია იმ დღეს,ყველაზე პატარა გაოცებისგან აცეცებდა აქეთ-იქით,თითქოს ვინმე წაართმევდა და ვერ იჯერებდა რომ ეს ყველაფერი მისი იყო… მაშინ პირველად და ყველაზე ნათლად გაანალიზა ის სიტყვები რომ იმ ქვეყნად არავის არაფერი მიაქვს, მხოლოდ ოთხი ფიცარი მიგყვება. მთელი ცხოვრების განმავლობაში ნაგროვები ქონება კი ვის დარჩება არავინ არ იცის.ახლა მიხვდა სიკეთის არსს და ახლა ჩასწვდა ბოლომდე ანკას ნათქვამ სიტყვებს… უკან ისე გამობრუნდა ბავშვებს არ შეუმჩნევიათ,მხოლოდ ნინომ დაინახა და დაუძახა ჩვენთან ერთად ივახშმეთო.უარი უთხრა.ახლა მარტო დარჩენა ძალიან უნდოდა… მერე უკვე სახლის მშენებლობა დაიწყეს,მუშებს თავზე ადგა,მათთან ერთად მუშაობდა და აჩქარებდა კიდეც.მალევე ჩაასხეს საძირკველი. რომ გაშრა კედლების ამოყვანაც დაიწყეს..ერთი ის უკვირდა მთელი დროის განმავლობაში ანკა რომ არ გამოჩნდა.რაღაცნაირად მოენატრა გოგო და მოენატრა მასთან საუბარი. ან იქნებ კარგიც იყო რომ არ ჩანდა? არ უნდოდა მას ჰგონებოდა რომ ამას მისი გულის მოსაგებად აკეთებდა, ამას უბრალოდ აკეთებდა. იმისთვის რომ ბედისგან დაჩაგრულ ბავშვებს ბავშვობა და სილაღე არ დაეკარგათ. იმ საღამოსაც გვიან დაბრუნდა სახლში.მშენებლობიდან ქარხანაში გაიარა.გიას ყველაფერი მოეგვარებინა.ყურძენი მთლიანად დაეკრიფათ,დაეწურათ და ახლა კასრებში ინახებოდა,სპეციალური დუღილის პროცესი მიმდინარეობდა. კმაყოფილი დარჩა ანგარიშით. ბუღალტერს მუშებისთვის ანაზღაურებაც გადაეხადა.. მძიმედ აათრია ფეხები სახლში, თხელი ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა და უეცრად რაღაც უცნაური მოხდა. ნორმალურად არ იყო ოთახში შესული და აზრზე მოსული.როცა გაიაზრა რა მოხდა.დაბნეულობისგან გაშეშდა და ინსტიქტურად შემოხვია წელზე ხელები. ანკა იყო.მისი სუნამოს სურნელი ცხვირის ნესტოებში უღიტინებდა და თავბრუს ახვევდა. -მადლობა,მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა რომ მათ დაეხმარე,- ეჩურჩულებოდა გახარებული გოგო. თავის კონტროლი უჭირდა. დიდხანს არ ყოფილან ასე.სანდრომ ხელები გააშვებინა,ოდნავ მოშორდა,მაგრამ მის წინ იდგა. -მე მეგონა არ მელაპარაკებოდი და გაბუტული იყავი?-გაუღიმა ბიჭმა. -ვიყავი..მაგრამ რაც ის ამბავი გავიგე…. -ხომ იცი ამას იმიტომ არ ვაკეთებ რომ შენს თვალში კარგი ადამიანი გამოვჩნდე. -ვიცი,ვიცი.არაფერი თქვა.ამას იმიტომ აკეთებ,რომ უბრალოდ მათი დახმარება გინდა და მე არაფერ შუაში ვარ.თან ვინ თქვა რომ კარგი არ ხარ? შენ ძალიან კარგი და კეთილი ხარ. -ასე ნუ მაქებ...-გაეცინა ბიჭს,- ყველაფრის დასაწყისი შენ ხარ.. -ვერ გავიგე.-დაიბნა ანკა. - შენ დამანახე რამდენად ბრმა და უმადური ვყოფილვარ.რომ ცხოვრებაში უბრალოდ ლამაზი,მზიანი დილის გათენება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმდიდრე და იმაზე ფიქრი, კიდევ როგორ იშოვო,იმაზე მეტი, ვიდრე გაქვს. სახეზე ჩამოყრილი თმა ყურზე გადაუწია ცალი ხელით და გაუღიმა. გაწითლდა გოგო, თავი დახარა.ისევ ბიჭმა იხსნა სიტუაციიდან. -ჩემთან ნუ წითლდები ასე რაა ძალიან გთხოვ.თავისუფლად მოიქეცი.- ახალკაცის ღიმილმა თავბრუ დაახვია გოგოს და უარესად დაიბნა. -რაც მინდოდა გითხარი,ახლა წავალ კარგი.-გვერდი უნდა აევლო, ერთმანეთს მხრებითაც კი შეეხნენ. ადგილიდან არ განძრეულა ბიჭი, მხოლოდ მარცხენა ხელი გასწია განზე,წელზე შემოხვია და შეაჩერა. -მთელი დღე ამისთვის მელოდე? რამდენიმე წუთის გამო?-არც კი მიუხედავს,ისე ჰკითხა. -ხანდახან ეს რამდენიმე წუთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში,ხანდახან სწორედ ამისთვის ღირს ცხოვრება. -ანკა ხუციშვილო გეფიცები ჭკუიდან გადაგყავარ,რა გამიკეთე ასეთი,რომ გონებიდან ვერ გიგდებ და ყველაფერს ისე ვაკეთებ,როგორც შენ ისურვებდი ან გენდომებოდა?-მისკენ მოაბრუნა და თვალებში ჩახედა ბიჭმა. -არაფერი,მე ვერაფერს გავაკეთებ,შენ თუ არ გენდომება.-უპასუხა გოგომ და დამშვიდება სცადა. -გთხოვ დარჩი,სულ ცოტა ხანს დარჩი, თუნდაც არაფერი თქვა,არაფერი გააკეთო,არაფერი მოიმოქმედო. უბრალოდ იჯექი,იჯექი რომ გიყურო და შენით დავტკბე.რომ ამ მარტოობას ერთხელ მაინც ვუთხრა მარტო აღარ ვარ,არ ვარ,ვერ მაჯობებ.. ბიჭი იმდენად განადგურებული ეჩვენა იმ წუთას,თვითონაც ადგილს მიეყინა. ხელი გააპარა და მის თითებში ახლართა საკუთარი პაწაწინა თითები. სანდრომ მეორე ხელი მოხვია და მიიხუტა.ასე იდგნენ,გოგო კი მის გულისცემას ისმენდა.. ***** ყველაფერი სხვანაირად იყო.აი,ისე, ორივემ რომ იცოდა გულის სიღრმეში მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობდნენ, ვერ ამბობდნენ იმიტომ,რომ ეშინოდათ.დროის ეშინოდათ.თითქოს ვერ იჯერებდნენ რომ მათი ნაცნობობის ასეთ მოკლე დროში არ შეიძლებოდა ასეთი ღრმა გრძნობები გაჩენილიყო.არადა გრძნობებიც იყო და უფრო მეტიც.იმდენად მიეჯაჭვნენ ერთმანეთს,რომ ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ. ეშინოდა ახალკაცს იმის რომ გოგო არ დაეკარგა.უფრთხილდებოდა და სათუთად ექცეოდა.თითქოს ფაიფურის თოჯინა ყოფიყო.ვერ იჯერებდა რომ ყველაფერი მარტივად იყო.რომ ასე ადვილი იქნებოდა ბედნიერების და საყვარელი ადამიანის პოვნა.. არადა ყველაფერი მართლაც ასეა ცხოვრებაში.ყველაფერ ნამდვილს ბრძოლა არ სჭირდება.გულწრფელი გრძნობები უბრძოლველად მოდის.. ********* ნოემბერში სიღნაღში საშემოდგომო ფესტივალის ჩატარება დაიგეგმა. მონაწილეობა უნდა მიეღოთ ყველას, ვისაც სურვილი ექნებოდა. განსაკუთრებით სკოლები აქტიურობდნენ ხოლმე ასეთ დროს. სპეციალურად მოწყობილ დახლებზე რამე ორიგინალურის წარმოდგენა ხდებოდა,შემოდგომასთან დაკავშირებული. ანკაც ჩაერთო სამზადისში თავის მოსწავლეებთან ერთად. განსაკუთრებით ნიკა და დათო დაასაქმა და მათ დაავალა ერთად მოეფიქრებინათ რამე.ბავშვები მარტო დატოვა კლასში და დაელოდა რა მოხდებოდა.არადა მთელი თვე ცდილობდა დათუნა მასწავლებელი გაებრაზებინა.ანკა ჯიუტად ითმენდა და თბილად ექცეოდა.ბავშვი ნელ-ნელა მოლბა.ახლაც ჯერ შორიდან უბღვერდნენ ერთმანეთს, მერე ანკამ რომ უთხრა ორივეს დაგსჯით,თუ რამეს არ მოიფიქრებთო, ახლოს მიუჯდნენ ერთმანეთს.მეტი გოგოს აღარ დაუნახავს,გარედან ხმაური მოისმა და კლასიდან გავიდა. დერეფანში დათოს დედა იდგა უცხო პირებთან ერთად და მათ გაცხარებით უხსნიდა როგორი არაპროფესიონალი პერსონალი მუშაობდა აქ.საცოდავად ატუზულიყვნენ დირექტორი და სასწავლო ნაწილი.მათკენ ჯიუტად დაიძრა და სულ არ მიაქცია ყურადღება დირექტორის სიტყვებს არ ჩაერიოო. -მოგესალმებით ბატონებო. -აი,მობრძანდა,ეს ქალბატონია ჩემს შვილს გაკვეთილიდან რომ უშვებს და ფიზიკურ შეურაწყოფას აყენებს ,-გააფთრდა ქალი მის დანახვაზე. -ერთი წუთით გაჩუმდით და მომისმინეთ.მერე კი,როგორც გინდათ ისე მოიქეცით,თქვენ გამოიტანეთ დასკვნები ბატონებო.-იმდენად მკაცრად უპასუხა ანკამ,თვითონაც გაუკვირდა.- მე გახლავართ ინგლისურის მასწავლებელი ანა ხუციშვილი.მე და ამ ქალბატონის ვაჟს ნამდვილად მოგვივიდაპატარა გაუგებრობა,იმიტომ რომ ბავშვმა უბრალოდ ძალიან დაამცირა და შეაურაწყოფა მიაყენა საკუთარ თანაკლასელს,რომელიც მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს და სკოლაში ძლივს დადის.მე ის გავანთავსუფლე გაკვეთილიდან იმ მარტივი მიზეზის გამო რომ დედა მოეყვანა სკოლაში და მას დავლაპარაკებოდი.მაგრამ ბავშვმა ტყუილი უთხრა,იმიტომ რომ დედის შეეშინდა და იფიქრა დამსჯისო.მე მას დავლაპარაკე,ავუხსენი რა შედეგი შეიძლება მოეტანა ამას და მანაც გაიგო.თუმცა ეს მე კი არა,დედამისს უნდა ესწავლებინა რომ სხვისი შეურაწყოფა და დამცირება არ შეიძლება.თუ მე დამნაშავე ვარ, კი ბატონო ვაგებ პასუხს.ჩაუტარეთ ბავშვს ექსპერტიზა და დადგინდება მართლა დავარტყი თუ არა მას,ეს მარტივია,მაგრამ მანამდე წამობრძანდით და ნახეთ რა შედეგი გამოიღო ჩემმა საუბარმა. თითქმის ძალით წაიყვანა საკლასო ოთახისკენ ყველა,ჩუმად შეიხედეს დახურულ კარში და დაინახეს როგორ თამაშობდნენ და მხიარულობდნენ დათო და ნიკა. -ბოდიში არ მჭირდება,უბრალოდ ნუ ჩაერევით ჩემს საქმეში და მაცადეთ თქვენი შვილის ადამიანად აღზრდა, -უპასუხა ქალს და ცხვირწინ მიუხურა კარი… მას შემდეგ ყველაფერი დამშვიდდა და მოგვარდა.ყველა ანკას უხდიდა მადლობას,რომ ამ ქალბატონს ჭკუა ასწავლა და სკოლამ დაისვენა მისგან… ასეა,როცა ჭკუა და სიმშვიდის შენარჩინების უნარი გაქვს.მოითმინა და მოიგო კიდეც… ფესტივალის დღეს ძალიან ნერვიულობდა.დილიდანვე დაიწყო მზადება.ვინაიდან ოფიციალური პირებიც იქნებოდნენ და დღე კონცერტით დასრულდებოდა გადაწყვიტა რამე ძალიან ლამაზი ჩაეცვა.თანაც დიდი ხანი იყო რაც სანდრო არ ენახა და იმედი ჰქონდა რომ ნახავდა.იმ დღის მერე ერთი-ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და მათი საუბარი რამდენიმე წუთიანი აღმოჩნდა.საქმეების გამო ორივე ნაკლებად იცლიდა ერთმანეთისთვის. უფრო სწორად ბიჭი არიდებდა თავს. გაურბოდა,რატომ თვითონაც არ იცოდა,არადა ხომ იცოდა რომ სხეულიც,გონებაც და გულიც მასთან ყოფნას სთხოვდა. ამას ისიც დაემატა,რომ სახლის მშენებლობასთან ერთად ღვინის დამზადების პროცესი დასრულებულიყო და უკვე შეეძლოთ ბოთლებში ჩამოსხმა.ეტიკეტების დასამზადებლად თბილისში მოუწია წამოსვლა და რამდენიმე დღე დარჩენა.სწორედ იმ დღეს დაბრუნდა უკან,როცა ფესტივალი იმართებოდა. ესეც მაშინ გაიგო,როცა მუშებს მიაკითხა და სახლის მდგომარეობით დაინტერესდა.ნიკა ვერ დაინახა ბავშვებთან და ნინომ უთხრა ანამ წაიყვანა გამოფენაზეო. ვერ მოისვენა და სიღნაღში წავიდა.ან რა მოასვენებდა,როცა გოგო საოცრად ენატრებოდა.მისი დანახვა ახლა ქვეყანას ერჩივნა.. მთავარი ქუჩა გადაეკეტათ და ძირითადი ღონისძიებებიც იქ იყო დაგეგმილი.ორივე მხარეს დახლები იყო გამწკრივებული,ზემოდან კი სხვადასხვა ნამუშევრები მოეთავსებინათ ნახატები, გამოძერწილი ქანდაკებები, ნაქარგები,თექისგან გაკეთებული სხვადასვა სათამაშოები და ნივთები, ზოგს შემოდგომის ნობათი გამოეტანა. საზეიმოდ მოწყობილ ქუჩაზე მრავლად დააბიჯებდნენ ახალგაზრდები,ზოგი ჯგუფურად,ზოგი მეწყვილესთან ერთად,ზოგიც მარტო. სხვადასხვა ასაკის ხალხს შეხვდებოდით აქ. მუსიკაც ისმოდა ხალხური საკრავებზე უკრავდნენ მუსიკალური ჯგუფები ძირითადად… ფეხით გაუყვა ქუჩას.ინტერესით ათვალიერებდა ყველაფერს და თან ანკას ეძებდა ხალხში. ნახევარი რომ გაიარა და იმედი გადაეწურა,სწორედ მაშინ შენიშნა ნიკა და ანკას სხვა მოსწავლეები.იდგენენ დახლთან მორიგი მყიდველის მოლოდინში და იღიმოდნენ.ხალხი კი მრავლად იყო მათ დახლთან შეკრებილი.ანკა ვერ შენიშნა,სამაგიეროდ ყურადღება მიაქცია მყიდველებს შორის ჩამდგარ ელეგანტურად გამოწყობილ გოგოს, მისგან ზურგით იდგა და ლაპარაკობდა.ის არ იქნებაო, გაიფიქრა რადგან ანკას მსგავსი ჩაცმულობა არასოდეს ჰყვარებია და ალბათ არც ჩაიცმევსო ფიქრობდა, მაგრამ მოულოდნელად გოგომ მოიხედა და სანდრო ადგილზე გაშეშდა.ის უბრალოდ საოცრება იყო. პირველად აღიარა რომ მსგავსი სილამაზის და ელეგნტურობის ქალი არსად უნახავს. შავი მაღალწელიანი ქვედაბოლო ეცვა მუხლს ოდნავ ცდებოდა,მარჯვენა მხარეს შეხსნილი, საიდანაც გარუჯული კანი უჩანდა. ჭრილი იქ მთავრდებოდა,სადაც საჭირო იყო. ზემოდან თეთრი,მხრებზე გადაწეული პერანგი ეცვა და ბოლოკაბაში ჩაეტანებინა.შუაზე გაყოფილი თმა უკან ლამაზად შეეკრა,წინ რამდენიმე გრძელი კულული ჩამოეგო,ზომიერი მაკიაჟი კი მისი სახის ლამაზ ნაკვთებს უფრო მეტად აჩენდა,მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი კიდევ უფრო ლამაზ ტანს. ხელში ყურძნის მტევანი ეჭირა და ტურისტს სთავაზობდა ღიმილით თან უხსნიდა რატომ უნდა ეყიდა მათგან.. გამბედაობა მოიკრიბა და როცა ხალხი შეცოტავდა,მიაუახლოვდა. -მოგესალმებით,მე რას შემომთავაზებთ?-უთხრა ხმამაღლა. -სანდრო..-თვალები გაუბრწყინდა ნიკას და ბიჭს მუხლებზე მიეხვია. -როგორ ხარ ვაჟკაც?-ხელი გაუწოდა და მანაც კაცურად ჩამოართვა. -კარგად,შენ როგორ ხარ? -მეც კარგად. -ეს არის ის უცხო ძია,მე რომ გეუბნებოდით,ძალიან კარგი და კეთილია.თან მეთამაშება ხოლმე,-მიუბრუნდა ბავშვებს და სანდრო წარუდგინა. -ასეც არ შეიძლება,ასე ნუ მაქებ,- -ბავშვისთვის ახლა შენ ყველაფერი ხარ,-უპასუხა ანკამ. სანდრო გვერდით მიუდგა და ისე მოახერხა რომ საუბარი შესძლებოდათ.მაგრამ არ დასცალდათ,მხოლოდ უბრალო მოკითხვებით შემოიფარგლნენ.ხალხი მრავლად იყო და ყურადღების მიქცევა იყო საჭირო. -დარჩები?-შესთავაზა ანკამ. -აქ?რა გავაკეთო? -ის რასაც მე გავაკეთებ. -არაა ეს ჩემი საქმე,არ შემიძლია. -აქამდე მეგონა არც მე შემეძლო, თურმე შემძლებია.-გაუცინა გოგომ. -და რა გავაკეთო? -უბრალოდ იდექი და მიხვდები..თან საღამოს აქ კონცერტი იქნება და შეგვიძლია ვიცეკვოთ და გავერთოთ, ბავშვებს მშობლები წაიყვანენ.. -ამაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი.-გაეცინა ბიჭს….. დარჩენილი დრო ეხმარებოდა ანკას და ბავშვებს. მხიარულებაში გაიყვანეს დღე. საღამოს გაყიდული ნივთებიდან და პროდუქტებიდან შემოსული თანხა გოგომ მთლიანად ბავშვებს გაუნაწილა. ბედნიერები იყვნენ იმით რომ მათი შრომა დაფასდა. განუყრელები იყვნენ დათო და ნიკა.ის კი არა ბიჭმა თავისი წილი ფულიც მას მისცა შენ უფრო გჭირდება,მე დედა და მამა კიდევ მომცემენო. კმაყოფილი იყო ამით ანკა,იმას მიაღწია ბავშვებში რაც უნდოდა, რადგან ყველამ დათოს მიბაძა და თანაკლასელს მთლიანად მისცეს თავისი წილი. საღამოს კონცერტი დაიწყო, რომელიც მრავალფეროვანი ნომრებით იყო დატვირთული. ანკამ დახლი აალაგა და ნივთები გაატანა სპეციალურ ადგილზე.მერე კი ბიჭს მიუბრუნდა: -მოკლედ ასე,მე თავისუფალი ვარ,აბა რას ვაკეთებთ?-გაუღიმა გოგომ -ვიცეკვოთ.-ხელი გაუწოდა ბიჭმა. -აქ?-შეხედა გაკვირვებულმა. -დიახ,ახლა და აქ.რამე პრობლემაა? შეხედე ყველა ცეკვავს,ღამეა, სიბნელეა, მხოლოდ ლამპიონებია და კიდევ ეს განათებები. -და ჩვენთვის არავის სცალია.-გაიცინა გოგომ და მის გამოწვდილ ხელს ხელი მიაგება.ბიჭმა წელზე შემოხვია ცალი ხელი და სხეულზე აიკრა. მეორე ხელი თავის ხელში მოიქცია და ნაზად ააყოლეს სხეულები მშვიდ მუსიკას. მისმა სურნელმა ცხვირის ნესტოებში შეუღიტინა ბიჭს და თავბრუ დაახვია. უყურებდა და უბრალოდ ტკბებოდა მისით.თითქოს მისი სახის ყველა ნაკვთს ზეპირად სწავლობდა და იმახსოვრებდა.სხვანაირად ციმციმებდა გოგოს თვალები. ღამის განათების სხივები ირეკლებოდა მის თვალებში და სულ სხვანაირად ციმციმებდა. -რამდენი რამე მინდა გითხრა და ვერაფერს გეუბნები.ლაპარაკის უნარი წამერთვა.-დაარღვია სიჩუმე სანდრომ. -მითხარი,ყველაფერი მითხარი.გულში სათქმელი არ დაიტოვო..მოგისმენ.. -და მერე შენც რომ მოიწყინო და ცუდ ხასიათზე დაგაყენო? -დავიჯერო ახლა ასე ხარ?მე კიდევ მეგონა რომ მშვენიერ განწყობაზე იყავი.. -ახლა მართლა კარგ განწყობაზე ვარ, ასე დიდი ხანია არ ვყოფილვარ.ჩემზე სასწაულად მოქმედებ.საოცრება ხარ.აი წეღანაც,რომ დაგინახე, ადგილიდან ვერ დავიძარი ისეთი ლამაზი იყავი და ისე კარგად გამოიყურებოდი… -ახლა ნუ გამაწითლე.არ ვთვლი თავს ასე კარგ ადამიანად. -კარგში მხოლოდ კარგს არ ვგულისხმობ..შენ უბრალოდ საოცარი ხარ.საოცრად ლამაზი,კეთილი, მიმზიდველი. -კარგი რა სანდრო,-გაუღიმა გოგომ და ხელები გაუშვა,მუსიკა მორჩენილიყო. -თუ გინდა სახლში წაგიყვან? -ცოტა გავიაროთ.თორემ შემცივდა. - შემოდგომის მიწურულია და ასე ჩაცმა შეიძლება?-უსაყვედურა ბიჭმა.- სოფელში საღამოობით ძალიან ცივა.-თავისი ქურთუკი გაიხადა და მხრებზე მოახურა გოგოს. -შენ არ შეგცივდება თუ მამაკაცი ხარ და ჯენტლმენობ? -სწორედაც რომ მამაკაცი ვარ და ქალს პატივისცემა და დაფასება უნდა, რაზეც აქამდე ნაკლებად ვფიქრობდი და საკუთარი თავი ყველაზე მეტად მიყვარდა.ახლა შენ,შენი გამოჩენით ყველაფერი შეცვალე,მე შემცვალე, თავდაყირა დამიყენე ცხოვრება. დაუკითხავად ჩაერიე და შემოხვედი ჩემს არეულ ცხოვრებაში.ნერვები მომიშალე,ბოლომდე გამინადგურე, მერე კი ასე უბრალოდ დამამშვიდე და სწორ კალაპოტში ჩამაყენე. -მაშინ წავალ შენი ცხოვრებიდან,თუ არ მოგწონს.-ნაწყენი მიბრუნდა გოგო და ზურგი შეაქცია. -არც კი გაბედო.-მკლავში ჩაჰკიდა ხელი და მოაბრუნა.-ძლივს გიპოვე და არსად გაგიშვებ.ვერასდროს მომიშორებ. -ასე გადაჭრით ნუ ამბობ ამას.სხვა რომ შემიყვარდეს?-უკვე თამაშზე გადავიდა გოგო. -იმ სხვას მუხლებს დავუხვრიტავ..-არ ესიამოვნა სანდროს ამის მოსმენა და წამში იქცა იმ ძველ ბიჭად. -რატომ მისაკუთრებ,როცა არც კი იცი მე რას ვგრძნობ ან რას განვიცდი?- ეწყინა გოგოს ხმას რომ აუწია ბიჭმა -ვიცი,შენი თვალები და შენი გამოხედვა ამბობს ყველაფერს..- სახეზე მოუსვა ხელი და მოეფერა. -ამ სილამაზეს ვერავის ვერ დავუთმობ,-გაუღიმა,ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა.მერე სახლში მიიყვანა,გოგო ჩუმად იყო,მხოლოდ უყურებდა და მისით ტკბებოდა, ახლა ის სწავლობდა სანდროს სახის ნაკვთებს და გონებაში იბეჭდავდა.. ამ დღის მერე კიდევ უფრო დაახლოვდნენ.უკვე ხვდებოდნენ რომ მათი მეგობრობა საზღვრებს გასცდენოდა.განსაკუთრებით ნიკას და მისი ოჯახის დახმარების სურვილმა დაახლოვა ერთმანეთს.ანკა სკოლაში ასწავლიდა,თავისუფალ დროს კი საკვებს,საჭირო ნივთებს და ტანსაცმელს აგროვებდა და მათთან მიჰქონდა.ხან ნინოს ეხმარებოდა საღამოს მუშებისთვის ვახშმის მომზადებაში. როცა ეცალა ანკას თან მიჰყვებოდა სანდროც.ხშირად ხედავდნენ ერთად მოსეირნე წყვილს,მალე ჭორებიც გაჩნდა მათ შესახებ.ოღონდ კარგთან ერთად უარყოფითიც.. ერთხელ მაღაზიიდან შემთხვევით გამოსული სანდრო ამის მომსწრე გახდა,თავი ვერ შეიკავა და შეკრებილ ახალგაზრდებს შეუტია. -რაო ბიჭებო?რამე პრობლემა გაქვთ? -არა,-შეწყვიტეს უცებ ლაპარაკი. -ესეგი მე ვერ გავიგე სწორად?- გაიმკაცრა ხმა -რა გაიგე?-ჰკითხა ყველაზე მაღალმა. -რამე გაქვს ჩემი და ანკას მეგობრობის საწინააღმდეგო?- მეგობრობას ხაზი გაუსვა. -ვითომ მარტო მეგობრები ხართ?- ჰკითხა იმ მაღალმა,ისეთი ტონით,რომ გააღიზიანა უარესად.ვეღარ მოითმინა ბიჭმა და პირდაპირ სახეში უთავაზა შეკრული მუშტი. -ეს იმიტომ,რომ არასწორი დასკვნებისგან თავი შეიკავო. იმანაც არ დაუთმო და ერთმანეთს შეებნენ.ძლიერი იყო ახალკაცი, ათლეტური აღნაგობა ჰქონდა,მაგრამ არც ისე რომ სამ კაცს მორეოდა,თუმცა არც დაუკლია.მაღაზიიდან გამოსულ ანკას ეს სურათი რომ გადაეშალა თვალწინ,ვერ დაიჯერა,მერე უცებ სანდროს მივარდა,გაშველება სცადა. შემთხვევით მოქნეული მუშტის მსხვერპლი გახდა და მიწაზე დაეცა. ტკივილიგან წამოიყვირა,რამაც იმოქმედა და სანდრო გაჩერდა,მაშინვე ანკასთან დაიცუცქა და წამოაჯინა.გამვლელებმა კი ის ბიჭები დააშოშმინეს. -საიდანაც ჩამოეთრიე,იქ წადი. მოინდომა ვაჟკაცობა.-დაუყვირა იმან,ვისაც პირველს მოხვდა და შეიგინა. -ოხ,მე მართლა შენი…-ისევ გაიწია სანდრომ მისკენ,მაგრამ მკლავში ხელის ძლიერი მოკიდება იგრძნო. გოგო სუსტი თითები და თვალები გაჩერებას სთხოვდნენ. -ასე არ შეიძლება შვილო, ახლაგაზრდები ხართ,რამ გაგამხეცათ? დარიგება სცადა მოხუცმა პაპამ. -მან დაიწყო.. -გიცნობ და ვიცი ტყუილად არ დაიწყებდა. -მას იცავ და ამართლებ?-ახლა მას მიუბრუნდა ბიჭი.სანდრომ დრო იხელთა,ანკა წამოაყენა და იქაურობას გაერიდნენ.მანქანაში ჩასვა და პირდაპირ სახლში წაიყვანა.. დუმდა გოგონა,რატომღაც ხმას არ იღებდა,რაც ბიჭს ძალიან უკვირდა. აი როგორც კი კარი შეაღო მაშინვე დაატეხა რისხვა ახალკაცს -რა დაგემართა ერთი მითხარი? პატარა ბიჭი ხარ და მუშტების ქნევა მოგინდა?-სანდრო გაშრა. -მე რაში მადანაშაულებ?-გაუკვირდა გულწრფელად. -რატომ იჩხუბე? -იმიტომ რომ არავის აქვს უფლება შენზე რამე ცუდი თქვას. -და რა თქვეს ადამიანო რაა?იქნებ მეც ასე მეფიქრა,მსგავსი ურთიერთობა რომ დამენახა წყვილს შორის? -ანკა მომისმინე..მკლავებში ჩაჰკიდა ხელი.-ჩვენ წყვილი არ ვართ.შენ მითხარი მეგობრები ვიყოთო და მეც პატივი ვეცი შენს გადაწყვეტილებას, თუმცა ის რომ სულ ერთად ვართ, არავის აძლევს უფლებას რამე იფიქროს.რამე არასწორად იფიქროს გესმის?ამას ვერ ავიტან,ვერ გაკადრებ ვერც შენ და ვერც შენს ოჯახს,ამიტომ გადაწყვიტე ან გახდები ჩემი შეყვარებული ოფიციალურად ან არადა საერთოდ აღარ შევხვდებით.. მკაცრად ჟღერდა მისი სიტყვები და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. -ასე მარტივად?-დაიწუწუნა გოგომ და შველის თვალებით ახედა ქვემოდან. -აბა როგორ გინდა? -სიყვარულიც კი არ აგიხსნია? -მოიკვნიტა ტუჩები დაბნეულობისგან. -ჯანდაბა,ნუ მიკეთებ ამას.მეტი აღარ შემიძლია..-კეფაში მოჰკიდა ხელი და მის ტუჩებს დააცხრა.ხელებში ჩაადნა გოგო სანთელივით,მაგრამ ნატკენმა ტუჩმა შეახსენა თავი და დაიკვნესა. მოშორდა ბიჭი,სახეზე მოკიდა ორივე ხელი და თვალებში ჩააშტერდა. -ვერ გეტყვი რომ მიყვარხარ,იმიტომ რომ ორ თვეში შეყვარება შეუძლებლად მეჩვენება.შენც რომ მითხრა არ დაგიჯერებ.სამაგიეროდ ის ვიცი რომ შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ, ჩემი მომავალი და იქ აუცილებლად იქნება ის,რასაც შენ ასე ელოდები.. რამეთუ დღეს ჩემი გულიც და გონებაც შენითაა შეპყრობილი… - სანდრო ახალკაცო,რა გამიკეთე ასეთი,რომ ჭკუიდან გადამიყვანე,- საყვარლად უპასუხა გოგომ და წელზე შემოხვია ხელები. ბიჭმა თავის მკლავებში მოიქცია და ცხვირი მის თმაში ჩარგო. -ცოტა დრო მომეცი,რომ მშობლებს შევაპარო ეს ამბავი. -მე ვეტყვი..მამაშენმა მთხოვა ახალ წელს ჩვენთან შეხვდიო და დავემორჩილები მას.მივიღებ მოპატიჟებას. -მოვემზადები,მაგრამ რომ მეშინია? -რისი? -ამ სიგიჟის..-გაეღიმა გოგოს -სიგიჟე ისაა,რომ ასე დაგტოვო.- გაეღიმა სანდროსაც.- შენს თავს წამართმევენ,ისეთი კარგი ხარ.. -ოღონდ დაქორწინებას არ ვიფიქრებთ ხო ჯერ? -ჯერ არა,მაგის დროც მოვა,ჯერ ადრეა.-ისევ ჩაეხუტა,მერე ცხვირი მის თმაში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა ეს თავბრუ დამხვევი სურნელი… ******** -არ მჯერა,რა ვქნა ვერ დავიჯერებ სანამ არ გნახავთ ერთად.ფოტო მაინც მაჩვენე?-ეკრანიდან ისევ ნინა მიქელაძე იმზირებოდა უკვე წამოზრდილი მუცლით.. -ფოტო?-ახლა დაფიქრდა გოგო.-არ მაქვს. -როგორ თუ არ გაქვს? -აი ასე მარტივად.არ მაქვს,ჯერ ერთად არ გადაგვიღია.. -როცა გექნება აუცილებლად უნდა მაჩვენო,ველოდები მომავალი სიძის ფოტოს,რომ შევაფასო.-გაეცინა ნინას. -ჩამოდით ჩემთან და გაიცნობთ. -აბა როგორ?მართალია ტოქსიკოზმა ცოტა გადამიარა,მაგრამ ისევ წოლითი რეჟიმი მაქვს.. -შენ რომ გიყურებ,გათხოვების და დაორსულების სურვილი მიქრება. -როცა გათხოვდები ამაზე სასიამოვნო არაფერი მოგეჩვენება დამიჯერე. -გარყვნილო… -კარგი,მიდი ეხლა მომიყევი რა ხდება იმ ბავშვთან დაკავშირებით? -სახლის მშენებლობა დასრულდა. ნივთების შეგროვება დავიწყეთ.ნეტავ ნახო რამდენ ადამიანს აქვს მათი დახმარების სურვილი.არც კი ვიცი მათ მადლობა როგორ გადავუხადო. -მადლობა შენ გეკუთვნის ჩემო კარგო. ამდენი რამის გაკეთება ბევრს არ შეუძლია. -ეტყობა მემკვიდრეობით მერგო ადამიანების დახმარების სურვილი და სიყვარული.ხომ იცი ბაბუაჩემი მღვდელი იყო და იმ პერიოდში როცა ეს აკრძალული იყო და დანაშაულად ითვლებოდა,ჩუმად რამდენ რამეს აკეთებდა? -ვიცი,საბედნიეროდ ყველაფერი ვიცი.. -მაგრამ სანდროც რომ ძალიან გეხმარება ეგეც დასაფასებელია..ისე საიდან აქვს ამდენი ფული არ გიკითხავს? -საკუთარი ბიზნესი აქვს.. -ჰა ჰა,-გულიანად გადაიკისკისა ნინამ. -აი ჩავარდი ჩემს ხელში.გახსოვს როგორ მაბრაზებდი გუგაზე რომ გიყვებოდი ხოლმე. -აი რომ მცოდნოდა წინ ეს მელოდა, გეფიცები ხმას არ ამოვიღებდი. საუბარი გუგას ხმამ გააწყევეტინათ. -წავედი ეხლა,უჩემოდ ვერ ძლებს. ხვალ დაგირეკავ.მაინტერესებს როგორ მოაგვარეთ ეგ საქმე.. -დროებით ნინა.-დაემშვიდობა და ლეპტოპი დახურა.სამაგიეროდ ტელეფონმა დარეკა.კომფორტულად მოთავსდა საწოლში და უპასუხა. -რას შვები? -დავწექი,შენ? -ეხლა მოვედი სახლში..მთელი დღე ვერ შეგეხმიანე,მაპატიე ძალიან ვიყავი დატვირთული. -არაუშავს,აბა სულ ჩემთან და ჩემი პრობლემებით ხომ არ იქნები დაკავებული? -დაიმახსოვრე ანკა,შენ ხარ ჩემთვის ნომერ პირველი,სხვა ყველა დანარჩენი მეორე ხარისხოვანია. -ასეც არაა საჭირო ჩემი გათამამება, -გადაიკისკისა გოგომ. -არის,საჭიროა,საყვარელი ქალი ხელისგულზე უნდა ატარო და ძალიან უნდა გაუფრთხილდე. -ისევ წარსულიდან გამომდინარე ამბობ მაგას,მე კი ნერვები მეშლება ამ ყველაფერზე. -რაზე? -შენს დაფარულ წარსულზე. -დაფარული არაფერია,უბრალოდ ვერ მოვახერხეთ ამაზე საუბარი რატომღაც. -თუ შენ არ გინდა? -მე არ მინდა წარსულის გახსენება, მართალი ხარ.მაგრამ ის რომ შენ ასე გაწუხებს ეს ყველაფერი,უკვე პრობლემაა და ამაზე უახლოეს დღეებში აუცილებლად ვილაპარაკებთ. -სანდრო…-რაღაც უნდა ეთქვა გოგოს, მაგრამ გაჩუმდა. -რაა?მითხარი რისი თქმა გინდოდა? -არაფრის.. -ანკააა….-გაიმკაცრა ხმა ბიჭმა. -მომენატრე,-საყვარლად უთხრა გოგომ.ეს საკმარისი აღმოჩნდა ბიჭისთვის,რომ დაღლილობის მიუხედავად საწოლიდან წამომდგარიყო და თხუთმეტ წუთში მასთან გაჩენილიყო.საიდუმლო შესასვლელიდან შევიდა და გაბუტულ გოგოს ფანჯარაზე მიუკაკუნა. რომელსაც ვერ გაეგო რატომ გაუთიშა ბიჭმა უცებ ტელეფონი. მის დანახვაზე სახე გაებადრა და გაუცნობიერებლად მოეხვია კისერზე. -ასე გადამაგდებ,-გაეცინა სანდროს. -შემოდი,-უთხრა გოგომ და მეორე ფანჯარაც გამოაღო რომ შემოსვლა არ გაძნელებოდა. -არა,არ შეიძლება,შენს მშობლებს ჯერ ისევ ღვიძავთ და შემთხვევით რომ შემოვიდნენ წარმოდგენაც არ მინდა რა შეიძლება მოხდეს. -დაგმალავ.. -ანკაა..-მკაცრად უთხრა ბიჭმა.- მითხარი მომენატრეო და გნახე, მთავარი ესაა ახლა წავალ.. -ასე მალე?-მოიღუშა გოგო. -ხვალ არაფერი დაგეგმო,შენთვის სიუპრიზი მაქვს,ოღონდ თბილად ჩაიცვი. -მართლა?სად მივდივართ? -სიუპრიზია-თქო,ხომ გითხარი?ნუ ხარ ცნობისმოყვარე.-ცხვირზე მსუბუქად დაჰკრა ხელი და დაემშვიდობა.. ინტერესით კვდებოდა გოგო რა შეიძლება ეს ყოფილიყო,მაგრამ აბა რას გამოიცნობდა?რა ედო გულში სანდრო ახალკაცს… შუადღისთვის მიაკითხა ბიჭმა. გიას და ლალის მიესალმა,თბილად მოიკითხა ორივე.სანამ ანკა მოემზადა,ისინი ქვემოთ ისხდნენ, შეშის ღუმელთან და საუბრობდნენ. სანდრომ მოკლედ აუხსნა ყველაფერი და მათაც გაიგეს. -შვილო,შენთან ერთად ყველგან გამოვუშვებ,-უპასუხა გიამ. -მადლობა რომ ასე მენდობით, გპირდებით გავუფრთხილდები და ხვალ დაგიბრუნებთ უვნებელს.- გაეცინა ბიჭს. -ანკა შვილო,სანდრო მოვიდა,დაუძახა დედამ.მივდივარო გაისმა მისი ხმა და კიბეზე გოგო გამოჩნდა. -დედი ფრთხილად იყავით კარგი? სანამ დედა შვილს არიგებდა,მანამდე გიამ დრო იხელთა და სანდროს გადაუჩურჩულა. -ნუ გგონიათ რომ გამომაპარებ რას გრძნობ მის მიმართ,წინააღმდეგი არ ვარ ხომ ხედავ?მაგრამ გაფრთხილებ მის თვალზე ცრემლს თუ შევნიშნავ ან რამეს დაუშავებ,გეფიცები ისეთ დღეში ჩაგაგდებ ვერავინ და ვერაფერი გიშველის . -მაგას სიკვდილი მირჩევნია. -სიკვდილი არ გაბედო,იცოდე იქაც ჩამოგყვები და უკან დაგაბრუნებ, რადგან ვიცი ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ბოლომდე შენი ერთგული დარჩება და ასე დარდსა და ტკივილში გაატრებს ცხოვრებას. -მოვედი,-შეანათა ორივეს ღიმილიანი თვალები ანკამ. -მშვიდობიანი მგზავრობა,-უთხრა მამამ და თვითონვე გაუღო მანქანის კარი. -ამათ ჰგონიათ რამეს გამოგვაპარებენ, -გაეცინა ლალის. -თითქოს ჩვენ არ ვყოფილვართ მათი ასაკის. -კარგი,წამოდი სახლში შევიდეთ, საჭმელი მაჭამე და მერე ისევ უკან უნდა დავბრუნდე… -მოკლედ ამ ბიჭმა ყველაფერი შენ გადმოგაბარა იმ ქარხანაში. -ბუზღუნით გაჰყვა უკან ქალი. -კარგი ქალო,ხო ხედავ სიძეობას გვიპირებს და ამაზე უარს ხომ არ ვეტყვი.-გაეცინა გიას და სახლში შევიდა. ******** თვალებზე ხელები ააფარა და ისე წაიყვანა დანიშნულების ადგილისკენ. წინასწარ შეარჩია ეს ადგილი.წინა დღეებში ეძებდა,უნდოდა რაღაც დასამახსოვრებელი ყოფილიყო და მიაგნო კიდეც კოტეჯებს ტყეში ტბის პირას.წინასწარ მოამზადა ყველაფერი,ორიგინალურად მოაწყო. თვალები გაუფართოვდა ანკას როცა ეს სილამაზე დაინახა.პატარა ხის კოტეჯი ვერანდით,რომელიც ტბას გადაჰყურებდა. -მეხუმრები?გეხვეწები მიჩქმიტე და მითხარი რომ სიზმარში არ ვარ. -არ ხარ,ეს სინამდვილეა,მართალია ცოტა ცივა,მაგრამ ამაზეც ვიზრუნე, პლედები და ცოტაოდენი სასმელი გაგვათბობს,-გაეცინა ბიჭა და მხარზე მოხვია ხელი.ანკა კნუტივით მიეხუტა. -ამას ვერც წარმოვიდგენდი.. -ვერც მე.გეფიცები მსგავსი რაღაც პირველად გავაკეთე.აქამდე სისულელედ მიმაჩნდა ეს ყველაფერი. -ახლა რა შეიცვალა? -ახლა ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდი შენ და ეს ყველაფერს ცვლის. -ესეგი დღეს გულახდილობის საღამო გვაქვს? -ასე გამოდის...წამოდი ჯერ ქვემოთ გავისეირნოთ ტბისკენ.მერე ცოტა მოსაღამოვდება და შენს სიუპრიზსაც უფრო კარგად დაინახავ. -რატომ არ მეუბნები არაფერს? -მოითმინე.ნუ ხარ ცნობისმოყვარე. ხელჩაკიდებულები გაუყვნენ ტბისკენ ჩამავალ ბილიკს. -აქამდე რატომ არ გაგიკეთებია მსგავსი რამე?-ჰკითხა გოგომ. -არ ვიცი.არ ყოფილა ამის საჭიროება. -რატომ?რამდენადაც ვიცი იყო შენს ცხოვრებაში სერიოზული ურთიერთობა. -მასთან არ მჭირდებოდა.თავიდან ყველაფერი უბრალო საქმიანი გარიგება იყო,მერე მე შემიყვარდა, მეგონა მასაც ვუყვარდი,მაგრამ აღმოჩნდა რომ უბრალოდ შურისძიებისთვის ვუნდოდი და მის მარიონეტად ვიქეცი…-სევდა შეერია ხმაში სანდროს და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა ანკას. -მერე რა მოხდა? -მერე შემთხვევით შევესწარი მისი და მისი ყოფილი საქმროს საუბარს და მივხვდი ვინ ვიყავი მე მისთვის და საერთოდ და მაშინ გადავწყვიტე მე დამესწრო და მე მეძია შური. არაკაცურად და სულმდაბალი ადამიანივით მოვიქეცი,გავანადგურე, მიწასთან გავასწორე,იატაკზე ხოხავდა და ისე იყო გამწარებული. მაგრამ ბოდიშს მაინც არ იხდიდა. მაინც არ ითხოვა პატიება,მაინც ვერ მიხვდა ან არ მიხვდა თავის დანაშაულს.ისევ ის ამაყი თათა იყო.. -არც კი ვიცი რა ვთქვა ან რა გითხრა, ისიც მეცოდება,შენც და ის ვისაც ტკივილისთვის იმეტებდა.-ხელი მოუჭირა ანკამ ხელზე,მასაც ისევე სტკიოდა სანდროს ტკივილი,როგორც ბიჭს.ხვდებოდა რომ ადვილი არ იყო მისთვის ამ ყველაფრის გახსენება და მოყოლა. -ამ ყველაფრის მერე თუ იგრძენი შვება?შურისძიებამ გიშველა? -არა,უარესად გამხადა,საერთოდ არ მომეშვა,მერე ვფიქრობდი იქნებ უკეთესიც ყოფილიყო რომ წავსულიყავი და ისე მიმეტოვებინა, თითქოს არაფერი ვიცოდი.არაფერი გამეკეთებინა. -ახლა ბევრი იქნებ და რატომ იქნება. მაგრამ სამაგიეროდ აქ არ ჩამოხვიდოდი…. -მართალი ხარ,არ ჩამოვიდოდი და შენ არ გაგიცნობდი..-გაეცინა და ისევ მკერდზე მიიხუტა. -ძალიან იტანჯებოდი?-საყვარლად ჰკითხა გოგომ. -ამ ყველაფრის მერე ერთადერთი რასაც შენგან ვითხოვ იცი რა იქნება? არ შეგეცოდო და შენს თვალებში სიბრალული არ დავინახო… -კარგი,გპირდები არ შემეცოდები და არც შემებრალები.შენს თავს დააბრალე,-გაეცინა. -ასე მკაცრადაც არა,ცოტა დამინდე.- თმა აუჩეჩა საყვარლად. -მეგობრები? -მეგობრები არ დამრჩნენ.ყველამ გამამატყუნა.აღმოჩნდა რომ სინამდვილეში ყველა თვალთმაქცობდა. -ასე მარტივად წავიდნენ? -ჩვენი მდიდრების სამყაროში ყველაფერი სხვანაირადაა, ყველაფერი მარტივია. სანამ რამე შეცდომას დაუშვებ და ისე იქცევი როგორც მათ უნდათ, შენთან არიან,თუ მათი ნების საწინააღმდეგოდ წახვალ მორჩა,ყველაფერი დაკარგული გაქვს. -სულ არ მინდა მდიდარი ვიყო, მთავარია ელემენტარული მქონდეს და სხვა ყველა დანარჩენს ეშველება. -როდის როგორ...მზე ჩადის,წამოდი დავბრუნდეთ,წინ ყველაზე მთავარი გველოდება. -რას მიმალავ? -ოო,კარგი რაა,ცოტაც მოითმინე… უკანა გზაზეც ხელჩაკიდებულები დაბრუნდნენ.აი სახლს რომ მიუახლოვდნენ ანკამ მოულოდნელობისგან შეჰყვირა. ფერადი განათებებით მორთულ, დახურულ ვერანდაზე მაგიდა ორ კაცზე გაეწყოთ, სანთები ენთო, წითელი ვარდების ფურცლებით მოეფინათ მთელი ბილიკი და ვერანდა.ნაზი მელოდია ჟღერდა.გოგო ხმას ვერ იღებდა. გაიღიმა სანდრომ და მაგიდისკენ წაიყვანა.რაც უფრო უახლოვდებოდნენ,მით უფრო ნათლად არჩევდა გოგო მაგიდაზე დადებულ ტორტს და მასზე ანთებულ ორ სანთელს,რომელიც მის ასაკს მიუთითებდა.. -საიდან გაიგე?-აღფრთოვანებული იყო გოგო და სიტყვებს ძლივს პოულობდა. -ვინც მაინტერესებს და ჩემს გულშია, მასზე ყველანაირი ინფორმაციით ვინტერესდები…შენს ოცდამეექვსე დაბადების დღეს გილოცავ.-გაუღიმა ბიჭმა და ტორტი აიღო ხელში.-მიდი სურვილი ჩაიფიქრე და სანთლები ჩააქრე. -ოღონდ არ მკითხო რა ჩავიფიქრე. -კარგი,არ გკითხავ. ანკამ თვალები დახუჭა,რამდენიმე წამს იფიქრა,მერე გაახილა და ერთი შებერვით ჩაქრო.სანდრომ ტორტი უკან დააბრუნა.მუსიკას აუწია და უკან დაბრუნდა გოგოსთან. -ნებას მომცემ იუბილართან ცეკვა შევასრულო?-გაუწოდა ხელი. ანკამ თავი დაუქნია და ხელი ჩაჰკიდა. ნაზად ააყოლეს სხეულები მელოდიას, რომლის ჰანგები ირგვლივ იფანტებოდა და ღამის სიჩუმეს არღვევდა… -ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ.-დაიჩურჩულა ანკამ. -არც მე.ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ რომ ჩემი სულის მეორე ნახევარი ვიპოვე.-გაუღიმა ბიჭმა, დაიხარა და ნაზად აკოცა ტუჩებში… ის საღამო ორივესთვის დაუვიწყარი იყო.ერთად ივახშმეს,მერე შესცივდათ და ოთახში გადაინაცვლეს.სანდრომ ბუხარი დაანთო. წინ მიუსხდნენ, ღვინოს სვავდნენ და ერთმანეთს დიდხანს უყვებოდნენ ძველ ამბებს… ანკას რომ ჩაეძინა,ბიჭმა საძინებელში დააწვინა,თბილად დააფარა,თვითონ უკან დაბრუნდა და დივანზე მიწვა.ანკა ხუციშვილის უდარდელ ძილს სდარაჯობდა,მერე კი ბუნებამ თავისი გაიტანა და მასაც მიეძინა… ადრე ადგომას მიჩვეული იყო და დილით პირველს ანკას გაეღვიძა. ოთახს მოავლო თვალი და საწოლში გაიზმორა.ბუნდოვნად ახსოვდა როგორ მოხვდა აქ.ისიც ძლივს გაიხსენა შუბლზე რომ აკოცა სანდრომ და ძილი ნებისა უსურვა.ფრთხილად ადგა და ოთახიდან გამოვიდა. მისაღებში,დინავზე მძინარე სანდრო დაინახა,მშვიდად და თანაბრად სუნთქავდა,მაგრამ საცოდავად მოკუნტულიყო.აბა ამხელა კაცს ეს თითისტოლა დივანი ეყოფოდა? ჩუმად მიუახლოვდა,მის წინ ჩაიცუცქა და დაკვირვება დაუწყო.მძინარეც კი საყვარელი იყო.ეტყობა იგრძნი ბიჭმა დაჟინებული მზერა და შეიშმუშნა, ნელა გაახილა თვალები. -დილა მშვიდობისა. -ყველაზე ლამაზი დილა მაქვს,-გაეღიმა. -რატომ? -თვალებს ვხედავ და შენ გხედავ.ამაზე ბედნიერება რა უნდა იყოს.. -ოო,კარგი რაა…-აბუზღუნდა გოგო… -რა კარგი?ხომ იცი რომ არასდროს მომბეზრდება შენთვის იმის თქმა თუ რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის. -ადექი,ადექი.რამდენ ხანს გძინავს. ასე აპირებ შენ ბიზნესმენობას?- გაეცინა გოგოს და თბილი პლედი გადახადა. -ვარ უკვე,თან არ დაგავიწყდეს ამისთვის ხალხი მყავს დაქირავებული. -ადექი მართლა,დღეს ნიკას ოჯახი ახალ სახლში გადადის,იქაც მისასვლელები ვართ.-ხელები ჩაჰკიდა გოგომ და მისი წამოყენება სცადა,მაგრამ სანდრომ თავისკენ დაქაჩა და მკლავებში მოიმწყვდია. -ჯერ კოცნა,-უთხრა და ტუჩებში ნაზად აკოცა. -შენ ძალიან გათამამდი,-გაეცინა გოგოს,როცა მისგან განთავისუფლდა. -რა ვქნა არ მყოფნი.გეფიცები სულ შენთან მინდა,შენს გვერდით..-უპასუხა სანდრომ და წამოდგა,პლედი მოკეცა, იქვე დადო კუთხეში.ანკა პატარა სამზარეულოში შევიდა და გაზქურაზე წყალი შემოდგა ჩაიდნით. -რომ გადაგივლის ეს ყველაფერი მერე რა იქნება?-თავი გამოყო სამზარეულოდან და ჰკითხა. -არ გადამივლის.მე შენს შეყვარებას ვგეგმავ.. -რა უცნაური ადამიანი ხარ. შეყვარებული დამარქვი ისე რომ არ გიყვარვარ… -შენ გიყვარვარ?-გამომცდელად ჰკითხა და წინ აესვეტა სანდრო.გოგომ ხმა ვერ ამოიღო და თავი დახარა. -მითხარი.-ნიკაპში მოჰკიდა ხელი და თავი ააწევინა. -მარტივი ადამიანი არასდროს ვყოფილვარ და არც ჩვეულებრივად იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი.ამიტომ რა გასაკვირია რომ სიყვარულიც განსხვავებული მქონდეს,-უპასუხა და გაეცინა.. -ჩემი გოგო.-ბედნიერებისგან გაუღიმა ბიჭმაც და ჩაეხუტა… ******** იქიდან პირდაპირ ნიკას სახლში წავიდნენ.ხალხმრავლობა იყო ეზოში. სახლის მშენებლობა დასრულებულიყო და ახალსახლობას აღნიშნავდნენ.ახალ წელს უკვე ახალ სახლში შეხვდებოდნენ.იმდენი კეთილისმსურველი იყო,ანკას გული სიხარულით აევსო და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ატირებულიყო.. -ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა ხომ იცი?ზურგიდან მიეპარა სანდრო, წელზე შემოხვია ხელები და ყურში ჩასჩურჩულა.გოგოს ეკალმა დააყარა. -ვიცი,-უპასუხა და მის ხელებს თავისი შემოაჭდო.-მაგრამ შენს გარეშე არაფერი გამომივიდოდა,-მობრუნდა და კისერზე შემოხვია მერე მკლავები. -იცი ახლა ვხვდები იმ სიზმრის არსს.. -რას მიხვდი აბა? -მაშინ მითხრეს რომ ის ერთადერთი ადამიანი უნდა იპოვო,ვინც დაგეხმარება ყველაფერშიო.მგონი ეს შენზე იყო ნათქვამი… -მერე ხომ მიპოვე?აქ ვარ და მზად ვარ გვერდით დაგიდგე ყოველთვის, ყველაფერში და ყველგან… -საყვარელი ხარ.. -შენ უფრო...მითხარი რამე დაგრჩა კიდევ გასაკეთებელი?რამე ოცნება გაქვს? -რამე რომ წამომცდეს,ვიცი მაშინვე მის გაკეთებას შეეცდები,რადაც არ უნდა დაგიჯდეს,მაგრამ მე არაფერი მინდა,მხოლოდ ის მინდა რომ ჩემს გვერდით იყო.იმიტომ რომ იმდენად არარეალურად მეჩვენები,მეშინია ეს ყველაფერი სიზმარი არ იყოს. -ნუ გეშინია,სიზმარში არ ხარ და ეს ყველაფერიც რეალურია.-ღიმილით უპასუხა სანდრომ და შიგნით შეიხედა ფანჯრიდან კარგად ჩანდა როგორ მხიარულობდნენ ბავშვები და როგორი ბედნიერი იყო ნინო. მეზობლის ქალებში ჩამჯდარიყო და ჭორაობით ირთობდნენ თავს. -ხომ არ წავიდეთ?-ჰკითხა სანდრომ. -წავიდეთ,ჩვენ ჩვენი მოვალეობა უკვე მოვიხადეთ..-გაუცინა გოგომ,მკლავი გამოსდო ბიჭის გამოწვდილ ხელს და პატარა კიბეს ჩაუყვნენ. დეკემბრის სიცივეს ვერ გრძნობდნენ.ერთმანეთით და სიყვარულით სავსე თვალებით თბებოდნენ.გარეთ ზამთრისთვის უჩვეულო ღამე იდგა.. -ისეთი ღამეა,ალბათ მოთოვს.თბილა.. -ნეტავ,ახალ წელს თოვლი ძალიან მოუხდება.იცი არასდროს მოსულა ჩვენთან ახალ წელს თოვლი.. -სამწუხაროა,აი მე კი რამდენჯერმე ახალ წელს ისეთ ადგილზე შევხვდი სადაც ძალიან დიდი თოვლი იყო… -ბედნიერი ყოფილხარ თუ ეს გინახავს.. -არა,ბედნიერი ახლა ვარ…აქ და შენს გვერდით.-ღიმილით გადახედა ბიჭმა.- ეს ყოფილა ბედნიერება… -მართლა ბედნიერი ხარ? -ძალიან.შენ მაბედნიერებ,შენი არსებობა უზომოდ მაბედნიერებს… ხანდახან მგონია რომ ამქვეყნიური არ ხარ.შენს გვერდით ვარ და იმას ვფიქრობ ხომ არ გაქრები.. -არ გავქრები,სულ შენს გვერდით ვიქნები. -რაც არ უნდა მოხდეს? -გააჩნია რა უნდა მოხდეს.. -რომ გიღალატო? -მაგას არ იზავ...ან თუ იზავ არა მგონია მე გამაგებინო.მაგ საკითხში გამოუცდელი ვარ.. -და მაინც რომ გაიგო?მაპატიებ? -არ ვიცი რას ვიზავ.თან სიმართლე გითხრა ესე კონკრეტულად ვერ გეტყვი რას ვერ გაპატიებ.ალბათ ღალატზე მეტად ჩემს გაცრუებულ იმედებს და დამსხვრეულ ოცნებებს არ გაპატიებ. ბედნიერი რომ არ ვიყოთ ამას არ გაპატიებ.. -ანკა,-გააჩერა ბიჭმა და თავისკენ მიატრიალა. -მენდობი? -კი. -მაშინ კიდევ ერთ ადგილზე უნდა წაგიყვანო და წამომყვები? -მშობლებს უნდა დაველაპარაკო,- ბედნიერებისგან ანთებული თვალები ჰქონდა ბიჭს. -კარგი,იყოს მაშინ ასე.ოღონდ გთხოვ ისე არ ქნა,რომ გათხოვების გარეშე დაქვრივდე.-გაეცინა ბიჭს…. ******** დიდი სიჩქარით მიმავალმა მანქანამ სვლა შეანელა და ცენტრალური გზიდან გადაუხვია.წყნარი მუსიკა ისმოდა სალონში დაბალ ხმაზე.ანკა ენას არ აჩერებდა.ბოლოს ბანერს რომ მოჰკრა თვალი მოულოდნელობისგან იყვირა. -სერიოზულად? -კიი,გუდაურში შევხვდებით ახალ წელს..-გაუცინა ბიჭმა,მისი ხელი აიღო და ხელის ზურგზე აკოცა.. -არ მჯერა,არ მჯერა… აღფრთოვანებული იყო გოგო. -დაიჯერე,სხვათაშორის ამინდის პროგნოზი გადავამოწმე და ამბობენ ამაღამ მოთოვსო… -ხედავ,ისედაც ამდენი თოვლია,ამაზეც თანახმა ვარ.-თოვლით დაფარულ უზარმაზარ მთებს კიდევ ერთხელ ახედა ფანჯრებიდან ანკამ. - დიდი დროა დანიშნულების ადგილამდე.ასე რომ შენი აღფრთოვანება ჯერ კიდევ ადრეა. -კი მაგრამ სანდრო,-უცებ მოიღუშა გოგო.-მე რომ არ ვიცოდი აქ თუ მოვდიოდით,შესაფერისი ტანსაცმელი არ წამომიღია. -მე ყველაფერზე ვიზრუნე.მაგაზე არ იდარდო. -არ მინდა ასე დაიხარჯო. -ანკა პირველად ცხოვრებაში რაღაცას ისე ვაკეთებ,სანაცვლოდ არაფერს მოველი,პირველად ცხოვრებაში ქალის გაბედნიერება მინდა,ისე რომ მისგან სანაცვლოდ სექ….ს არ ველოდები.პირველად ჩემს ცხოვრებაში მინდა ისეთი სიგიჟეების ჩადენა შენთან ერთად რომ თავი ადამიანად ვიგრძნო და შენც გაგაბედნიერო.ასე რომ ნუ მეუბნები მაგას რომ ზედმეტად ვიხარჯები .პირველად ჩემს ცხოვრებაში ფული იმდენად უმნიშვნელო გახდა,რომ ამაზე საერთოდ აღარ ვფიქრობ. -არც კი ვიცი რა ვთქვა. -ნურაფერს ნუ იტყვი,უბრალოდ მენდე. არ გაგიცრუებ იმედებს… სასტუმრომდე ხმა არ ამოუღიათ.ანკა ხედებით ტკბებოდა და ფოტოებს იღებდა.სანდრო მისი ყურებით იყო დაკავებული და გზასაც არ აშორებდა თვალს.ერთ საათში საკმაოდ მოზრდილი სასტუმროს წინ გაჩერდა და ღვედი შეიხსნა. -მოვედით. -აქ უნდა დავრჩეთ?ეს ხომ ძალიან… -ახლა იტყვი ძვირიაო.-გააწყვეტინა სიცილით ბიჭმა და გადავიდა.მანქანას მოუარა,საბარგულს ახადა და ჩემოდნები გადმოალაგა.ანკაც უკან მიჰყვა. -შენ მართლა მომზადებულხარ. დაბინავებას რამდენიმე წუთი დასჭირდა.ორი ნომერი ჰქონდა აღებული გვერდიგვერდ რაზეც კიდევ უფრო მეტად გაოცდა ანკა.აქ რომ მოდიოდა ფიქრობდა რომ ერთად მოუწევდათ დარჩენა და შინაგანად რაღაცნაირად დაძაბული იყო. ფსიქოლოგიურად ემზადებოდა იმისთვის რაც შეიძლებოდა მომხდარიყო,მიტუმეტეს პატარა გოგო არ იყო და არც ისეთი სოფლელი და მიუხვედრელი რომ ოცდამეერთე საუკუნისა და თავისუფალი ურთიერთობებისთვის ფეხი ვერ აეწყო. მაგრამ მაშინვე გაუქრა ეს განცდა,როგორც კი სანდრომ ოთახის გასაღები მიაჩეჩა ხელში და მისი ჩემოდანი შიგნით შედგა. -მოწესრიგდი,დაისვენე და მერე ქვემოთ დაგელოდები ვჭამოთ რამე. მანამდე მე საქმეებზე დავრეკავ. -კარგი,-თავი დაუქნია გოგომ.სანდრომ ლოყაზე აკოცა და კარი გაიხურა. ანკამ ოთახს მოავლო თვალი.პატარა, მყუდრო ოთახში ყველაფერი იდეალური და გემოვნებიანი იყო. ფეხზე გაიხადა,ქურთუკი გაიძრო და საწოლზე წამოწვა.ტელეფონი აიღო და დარეკა.მალევე უპასუხეს მესენჯერში. -დამდეგს გილოცავ მეგობარო.- შესძახა ომახიანად. -მეც გილოცავ..რა ხდება?სად ხარ?ვერ ვიცანი შენი ოთახი. -გუდაურში ვარ სანდროსთან ერთად. -მეხუმრები? -არა,მართლა აქ ვარ. -როგორ გაგიშვეს შენმა მშობლებმა? -მოვატყუე.. -არანორმალურო… -ვიცი,ძალიან მცხვენია,მაგრამ გთხოვ თუ რამეა შენც იცოდე რომ თქვენთან ვარ სტუმრად.. -შარში მხვევ და ტყუილის თქმას მაიძულებ ამ ორსულ ქალს. -შენ რა მეგობარი ხარ?ჩემი ბედნიერება არ გინდა.-მისი სუსტი წერტილი იცოდა და მიზანში მოარტყა.ნინას გული აუჩუყდა. -კარგი,მაგრამ ერთი პირობით მანდედან რომ ჩამოხვალთ მართლა მესტუმრები მაგ ვიღაც სანდროსთან ერთად... -გპირდები.-თანხმობა განუცხადა ანკამ.-წავედი,მირეკავს,ეტყობა მელოდება. -გაიქეცი შენს რომეოსთან,რას ვეღირსე ამას,შენ მეუბნები რომ შეყვარებული ხარ.ახლა რაღა მომკლავს. -გაჩუმდი შენ და სიკვდილზე ნუ ლაპარაკობ,რამდენჯერ გითხარით რომ ხუმრობითაც არ უნდა ახსენოთ ეგ სიტყვა,-გაუბრაზდა ანკა მეგობარს. -ნუ მებუტები და წადი ახლა, გელოდება შენი პრინცი.. ანკამ გამოიცვალა და ქვემოთ, პირველ სართულზე სასტუმროს რესტორანში ჩავიდა,სადაც სანდრო ელოდა. -ყოველ შენს დანახვაზე რაღაც მემართება,ყოველ დღე შენში ახალ ანკას ვხედავ,ყველანაირ ფორმაში, ყველანაირ სიტუაციაში საოცარი ხარ.- ხელები ჩაჰკიდა სანდრომ და ღიმილით მიანათა ბედნიერებისგან ანთებული თვალები მის წინ მჯდომს. -არადა ჩვეულებრივი ვარ.ისე უბრალოდ და სადად გამოვეწყვე.-გაეცინა გოგოს. -შენ ჩვეულებრივი არ ხარ.შენ არაჩვეულებრივი ხარ. -კარგი,გვეყო კომპლიმენტები და ახლა უბრალოდ რამე მივირთვათ, ძალიან მშია.-გოგომ ცხელი კერძით სავსე თეფში წინ მიიწია და მადიანად შეექცა. -ვგიჟდები ერთ რამეზე.ასეთი მადის გამო ასეთი იდეალური ტანი როგორ გაქვს,-სიცილით უთხრა ბიჭმა და თვითონაც შეექცა. -როგორი დაკვირვებული თვალი გაქვს. -ყველაფერს ვამჩნევ რაც საყვარელ ადამიანს ეხება. -ვიცი,ვიციდა მზად ხარ ყველაფერი გააკეთო ჩემო ბედნიერებისთვის.. -რა თქმა უნდა...ხოდა მალე მოვრჩეთ ჭამას და გავისეირნოთ,საღამოს კი ახალ წელს შევეგებოთ,გავიგე აქვე ახლოს კონცერტი იმართებაო. -სიმართლე გითხრა სიმშვიდეში შეხვედრა მირჩევნია.მაგრამ თუ უკვე დაგეგმე ყველაფერი… -არც ეგ არის პრობლემა.. ჭამას მორჩნენ და გარეთ გამოვიდნენ.იმდენად იყვნენ ერთმანეთით შეპყრობილები და იმდენად სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა ბიჭი,სულ არ დაუნახავს როგორი მტრული მზერით უყურებდა შორიახლოს მდებარე მაგიდიდან ორი წყვილი თვალი… -ყველაფერს დავიჯერებდი,მაგრამ სანდრო ახალკაცი ვინმეს ასე უყურებდეს ამას ნაკლებად. -გაჩუმდი,-შეუღრინა მეორემ.-ამას ვანანებ.ასე არ დავტოვებ.როგორც იქნა ამდენი წლის მერე შევხვდი და გავიგე მისი სუსტი წერტილი.. -ხომ არ გშურს რომ შენთვის ასე არასოდეს შემოუხედავს? -ამაზე მეტადაც შემოუხედავს. დარწმუნებული ვარ ისევ ფიქრობს და ვახსოვარ.აბა ამ გოგოს აქ რატომ ჩამოიყვანდა,სადაც ჩვენ ვისვენებდით ხოლმე? -დაივიწყე,აღარ იოცნებო ამაზე. იცოდე ისევ ისე დაიტანჯები. -არა,ამდენი წელი ველოდებოდი ჩემს დროს,როგორც იქნა ეს დღეც დადგა. ჰგონიათ იმ კაპიკებით დავკმაყოფილდები იდიოტი ბიძაჩემი რომ მიხდის?არა,არა და არა. -შეცდომას უშვებ თათა.იქნებ უბრალოდ დაივიწყო ყველაფერი. -იქნებ და უბრალოდ მას შემდეგ აღარ არის ჩემს ცხოვრებაში,როცა მამაჩემი დაიჭირეს,როცა ჩემი ძმა წამალზე შეჯდა და ფეხებზე დამიკიდა,და მაშინ,როცა დედაჩემი ვიღაც ფულიან ბიძიას გაეკიდა ლონდონში. -ერთადერთი მეგობარი დაგრჩი, გთხოვ ნუ გამაკეთებინებ იმას,რისი გაკეთებაც არ მინდა. -როგორც გინდა ისე მოიქეცი,მე უკან არაფერზე დავიხევ.-თათა მაგიდიდან წამოდგა და იქაურობა დატოვა. გარეთ გამოვიდა,ცივი ჰაერი ჩაისუნთქა და შურისძიების გეგმის დასახვას შეუდგა გონებაში… ********* იმდენად ლამაზი იყო ეს ყველაფერი. იმდენად არარეალურად ეჩვენებოდა, თავი სიზმარში ეგონა.ახალი წლის ღამეს,ოცადერთმეტ დეკემბერს, რესტორნის ვერანდაზე იდგა მარტო ბიჭთან ერთად,ულამაზეს ფეიერვერკს უყურებდა და რაც ყველაზე მთავარია თოვდა.სანდროს სხეულზე აკრული თვალს ვერ სწყევტდა ამ სილამაზეს და ულამაზეს,გრძელმკლავიან წითელ კაბაში საზეიმოდ გამოწყობილი,სულ ვერ გრძნობდა გუდაურის ცივი ღამის ყინვას. ყველაფერი,რომ დასრულდა, დარბაზში დაბრუნდნენ.ხალხიც დაბრუნებულიყო უკან და უკვე დამდგარ ახალ წელს ზეიმობდნენ. მუსიკალური რეპერტუარიც ძირითადად საახალწლო სიმღერებით შემოიფარგლებოდა. სანდრო მუსიკოსებთან მივიდა,მუსიკა შეუკვეთა და უკან დაბრუნდა გოგოსთან.მალე დარბაზში ანკას საყვარელი სიმღერა აჟღერდა -ეს საიდან გაიგე?-გაოცებული იყურებოდა გოგო. -ერთხელ წამოგცდა.ვიცეკვოთ?-ხელი გაუწოდა გოგოს.გაუღიმა და უკან გაჰყვა.მოცეკვავე წყვილებს შეუერთდნენ.ორივე დუმდა.ორივე მხოლოდ ერთმანეთით ტკბებოდა. -იცი პირველად რო ვიგრძენი შენს მიმართ? -რა? -გაბრაზება.საშინლად გავბრაზდი. ამდენი ხალხი რესტორანში შენ გელოდა,უშენოდ არაფერს აკეთებდა, ასე უბრალოდ ისხდნენ და გელოდნენ, შენ კი აგვიანებდი. -ჩემი ბრალი არ იყო.-თავის მართლება სცადა გოგომ.-კაბაზე ყავა გადავისხი გამოსვლის წინ და სანამ ახალი ავარჩიე.. -გასაგებია,მაგრამ მე ხომ ეს არ ვიცოდი და თანაც არაპუნქტუალურ ხალხს ყველაზე მეტად ვერ ვიტან. -ვერც მე…კიდევ რა იგრძენი შეგიძლია მითხრა? -რა და რომ შემოხვედი,ისეთი მხიარული,ისეთი ლაღი იყავი, იმდენად განსხვავებული, როგორც კი დაგინახე,მაშინვე სხვა განზომილებაში გადავედი. -ესეგი დანახვისთანავე მოგეწონე? -ასე გამოდის. -ისე მოგეწონე როგორც სხვა ქალები მოგწონს ხოლმე თუ… -სხვა ქალები მომწონდა შენს გაცნობამდე და მომწონდა სხვანაირად.შენნაირად არავინ მომწონებია და არც ის მიგრძვნია დანახვისთანავე არავის მიმართ რაც შენ მაგრძნობინე...აღიარე რომ შენც შემამჩნიე. -ვაღიარებ რომ როგორც კი შემოვედი, პირველი შენ დაგინახე და მერე ჩემი მეგობრები.მიუხედავად იმისა რომ ისინი უფრო ახლოს ისხდნენ,ვიდრე შენ. -ყოველთვის ვიცოდი რომ ჩემი მომხიბვლელი გარეგნობა ოდესღაც გამომადგებოდა,-გაიცინა სანდრომ. -ნარცისიზმისკენ ხარ მიდრეკილი,- მხარზე უჩქმიტა გოგომ. -ხელიც როგორ ენასავით მწარე გაქვს,-მტკივნეული ადგილი დაიზილა ბიჭმა. -ნეტავ სად დაინახე ჩემი ენამწარეობა?-გაიბუსხა გოგო. -როგორ არა,ხარ.შენთან ურთიერთობისას სიტყვებს და ქცევებს განსაკუთრებით ვარჩევ.მეშინია რამე ისეთი არ ვთქვა ან არ გავაკეთო,რომ დაგკარგო მერე.აი მაშინაც,პირველად რომ გაკოცე,როგორ გამებუტე და მეჩხუბე არ გახსოვს? -ისიც კი არ იცი რატომ გეჩხუბე და გავბრაზდი.არ დაინტერესებულხარ. -ახლა მითხარი. -იმიტომ რომ შეცდომად ჩათვალე და ბოდიში მომიხადე.მე მომწონდი. ალბათ ამაზე ვოცნებობდი კიდეც,შენ კი თავს იდანაშაულებდი რომ ეს არ უნდა მომხდარიყო.. -სერიოზულად?-გაეცინა ბიჭს. -კი,მართლა ამიტომ გაგებუტე. -მე კიდევ პირიქით მეგონა.ამიტომ ვიქცეოდი ასე და ამიტომ ვიხევდი უკან. -სანდრო,უბრალოდ იყავი ის ვინც ხარ და სულ არ გინდა ჩემთან არც თამაში და არც არაფერი.-გააჩერა ანკამ. ორივე ხელი დაუჭირა, თითისწვებზე აიწია და ლოყაზე აკოცა.--მადლობა ყველაფრისთვის,მადლობა იმისთვის რომ ერთი პატარა ოცნება ამისრულე.. -ეს დასაწყისია ჩემო პატარა-მოეხვია ბიჭი და გულში ჩაიკრა.. ******** მეორე დღეს თერთმეტი ხდებოდა ანკას რომ მიაკითხა ნომერში.ისევ ეძინა და მას მოუწია გაღვიძება.თუმცა ეცოდებოდა,ისე საყვარლად ეძინა გოგოს,უბრალოდ საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და უყურებდა. ალბათ მანაც იგრძნო ეს მზერა,შეიშმუშნა საწოლში, გაიზმორა და თვალები გაახილა. სანდრო რომ დაინახა მომღიმარი სახით გაუკვირდა და იუხერხულა, მაგრამ მაინც გაუღიმა. -ყველაზე ლამაზი ხარ. -იმ ქალებიდან ვისაც შენს გვერდით გაუღვიძია? -და რომ ჰკითხო სულ არ არის ეჭვიანი.-გაეცინა ბიჭს.-არა,იმ ქალებიდან ვინც კი არსებობს დედამიწის ზურგზე. -ასეთი და ამდენი კომპლიმენტიც არ შეიძლება. -ადექი,ხომ არ დაგავიწყდა დღეს რამდენი გეგმა გვაქვს? -მე არა,შენ გაქვს,მე აქ ყოფნა მირჩევნია სასტუმროში ბუხართან თბილად ჯდომა და ფილმის ყურება. -ეგ საღამოს…ხო,ჩემოდანში კომბინიზონი და სპეციალური ფეხსაცმელია,ის ჩაიცვი,იმედია არ შევმცდარვარ ზომაში.ათ წუთში ქვემოთ გელოდები,-შუბლზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. -მგონი ვგიჟდები,ასეთი სიყვარული განა შესაძლებელია?-ჩაილაპარაკა და საწოლიდან ადგა ათი წუთი დასჭირდა მართლაც მოსამზადებლად.საყვარელ ადამიანთან შესახვედრად წამებიც კი იწელება,ჩქარობდა,უნდოდა რაც შეიძლება მალე მისულიყო ბიჭთან. ფოიეში მჯდარ სანდროს კიბიდან მოჰკრა თვალი,ჩუმად მიეპარა ზურგიდან და თვალებზე ააფარა ხელი. -შენს სურნელს ყველა ქალში გამოვარჩევ,იმიტომ რომ სისადავის სურნელი გაქვს,-მისი ხელები მოიშორა ბიჭმა და ქვემოდან ახედა გოგოს. -ეგ რამე ახალია ალბათ.. -ეს სპეციალურად შენთვისაა შექმნილი.შენ შექმენი ის.-უთხრა და წამოდგა.-აბა დამენახე. -კარგად მაქვს ყველაფერი. -თუ მზად ხარ წავიდეთ.. -წავიდეთ… მთელი დღე ერთად გაატარეს. ისეირეს,ილაპარაკეს უამრავ თემაზე.იცნეს და იმხიარულეს იგუნდავეს,ციგებით ისრიალეს. მერე სანდრო თხილამურებზე დადგა.ანკასთვისაც უნდოდა ესწავლებინა,მაგრამ შეეშინდა გოგოს,კაფეში დაჯდა ცხელი ყავის დასალევად და სანდრო მარტო წავიდა.თუმცა ანკას გარეშე მალე მობეზრდა და უკან დაბრუნდნენ სასტუმროში. -გამოვიცვლი,მერე ქვემოთ ვჭამოთ რამე და ფილმს ვუყუროთ. მალე მოვალ.-უთხრა სანდრომ და ნომერში გაუჩინარდა. ვერ ისვენებდა ბიჭი. უნდოდა რაღაც ისეთი გაეკეთებინა, რაც ანკას კიდევ უფრო მეტად გაუხარდებოდა და ეს ორი დღე არასოდეს დაავიწყდებოდა. სასტუმროს პერსონალს მოელაპარაკა ამისთვის.ისინიც სიამოვნებით დასთანხმდნენ ამაზე.მხოლოდ დაღამება იყო საჭირო. წყალი გადაივლო.გამოიცვალა და ქვემოთ ჩავიდა.ეგონა დაასწრებდა გოგოს,არადა ის უკვე იქ დახვდა. არაფერი და არავინაა იმ ქალზე ლამაზი,რომელიც გიყვარს,რომელიც სამყაროს გირჩევნია,რომელის არსებობა უბრალოდ გაბედნიერებს. რომელისთვისაც სიცოცხლესაც გაიღებ.. მისკენ დაიძრა და გვერდით მიუჯდა.. -შეგცივდა? -ცოტა,-დაიმანჭა გოგო. -მოდი ჩაგეხუტო,გაგათბობ.-მასთან ახლოს მიიწია ბიჭი. -იცი,არ მშია,ასე ყოფნა მირჩევნია, -მის მკლავებში გარინდულმა ამოხედა ქვემოდან. -ხოდა მაშინ ვიყოთ ასე.-უთხრა ბიჭმა და უფრო მაგრად მოეხვია. -სანდრო რაღაც უნდა გკითხო.ხომ არ გაბრაზდები? -მკითხე,არ გავბრაზდები. -ის ფოტოები ისევ გაქვს შენახული? -რა ფოტოები? -აი მაშინ შენს საძინებელში რომ ვნახე. -არა,ისინი მაშინ გადავყარე,როცა საავადმყოფოდან სახლში დავბრუნდი. -რატომ? -მივხვდი რომ ჩემს ცხოვრებაში ცუდი პერიოდი დასრულდა.რომ ის ფოტოები წარსულთან დამაკავშირებელი რგოლი იყო.მე კი ამ რგოლის სამუდამოდ გაწყვეტა გადავწყვიტე.იმედი,იმისა რომ ის მოვიდოდა,სამუდამოდ დავკარგე. დავკარგე იმიტომ რომ მოხვედი შენ.. -მაგრამ იმედის გარეშე როგორ შეიძლება? -იმედი კი არა, შენ მჭირდები..-გაეცინა ბიჭს და სახეში შეხედა:-ერთი წუთი დამჭირდა იმისთვის რომ შემემჩნიე, ერთი კვირა იმისთვის რომ მივმხვდარიყავი რა არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ.ერთი თვე იმისთვის რომ მომწონებოდი და ახლა მზად ვარ მთელი ცხოვრება გიყურო შენ და დავბერდე შენთან ერთად… -არანორმალური ხარ გეფიცები, -გაეცინა გოგოს და მისი ხელები ხელებში მოიქცია -იმდენად ვიყავი დაღლილი ცხოვრებით,მხოლოდ ერთი ადამიანის ნახვას ვნატრობდი,იმ ადამიანის ვინც გამიგებდა,ვინც ჩემს ტკივილს გაიგებდა,რომელიც მიმიღებდა ისეთს როგორიც ვარ და რომელიც არასოდეს დაიღლებოდა ჩემით. -ყველანაირი თანაგრძნობა, ყველანაირი გამხნევება,ყველანაირი გვერდში დგომა სისულელეა,თუ ადამიანს გაღიმება არ უნდა. მისთვის ყველაფერი ნაცრისფერია.მაგრამ ტკივილს ერთი საოცარი რამ ახასიათებს,ერთხელაც მიხვდები,რომ ყველაფერს გაუძელი,ყველაფერი გადაიტანე და სულში ყვავილები იწყებს ამოსვლას. სანდრომ მომხიბვლელად გაუღიმა -იცი იმ ღამეს რესტორანში ის საჩუქარი რატომ გამოგიგზავნე? -რატომ? -მაშინ უკვე ვიცოდი რომ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანი გახდებოდი. -არა,მაშინ უბრალოდ გინდოდა ჩემი ყურადღება მიგექცია. -ხომ მივიქციე? -გამოგივიდა კი.მაშინ ისე დამაბნიე, იმ ღამეს თვალი ვერ მოვხუჭე. -აი გამოტყდი როგორც იქნა.მე კი მინდა ერთ რამეში გამოგიტყდე შენ ხარ იმის მიზეზი რომ ხვალინდელი დღის გათენების აღარ მეშინია.რომ ყოველ ღამით დარდს სასმელში აღარ ვკლავ… -მოდი რადგან გულახდილობის საღამოა,ერთ დიდ საიდუმლოს გაგიმხელ. -გისმენ -მიყვარხარ სანდრო.და რაც დრო გადის,უფრო მეტად მიყვარდები,დღეს გუშინდელზე მეტად მიყვარხარ და ხვალ დღევანდელზე მეტად მეყვარები.- ერთი ამოსუნთქვით მიაყარა ანკამ სათქმელი და თავი ჩაღუნა.ბიჭმა გაიღიმა,მაგრამ ვერაფერი უთხრა,უბრალოდ გულში ჩაიხუტა ძლიერად..იმ წამს ელოდა, როცა საღამოს მის სიუპრიზს ნახავდა გოგო.მერე ყველაფერს მიხვდებოდა.. ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. პარტნიორის ზარი მაშინვე ამოიცნო და უპასუხა. -დიახ...ახლა? ჩემს მეილზე გადმოაგზავნეთ და ვნახავ.პასუხსაც მალე დაგიბრუნებთ...კარგით,ერთ საათში ყველაფერს მოვაგვარებ. -ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა და ანკას შეხედა. -ცოტა ხანს მარტო უნდა დაგტოვო, მაგრამ გპირდები საქმეს რომ მოვრჩები ფილმს ერთად ვუყურებთ. ხომ არ გეწყინება? -არა,არ მეწყინება.ოთახში ავალ და მეგობრებს დავურეკავ,ახალ წელს მივულოცავ,სახლშიც დავრეკავ.. -კარგი,ჩემო პატარა,წამოდი ოთახამდე მიგაცილებ… ******* ბედნიერი იყო.იმდენად ბედნიერი რომ ამ ბედნიერების ეშინოდა. საქმეს გულს ვერ უდებდა სულ ანკა და მისი ნათქვამი ახსენდებოდა.გაეღიმებოდა ფიქრებში წასულს და გული სიხარულით ევსებოდა.მართალია პირველს მას უნდა ეთქვა და ის უნდა გამოტყდომოდა გრძნობებში,მაგრამ არაუშავს.ამის შემდეგ ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც მას უნდოდა… ერთი სული ჰქონდა დროზე მორჩენილიყო ამ ყველაფერს,რომ მერე სიუპრიზისთვისაც მიეხედა.ნეტავ ახლა რას აკეთებსო გაიფიქრა და უკანსკნელი საბუთიც გადააგზავნა.მერე ადგა და ოთახიდან გამოვიდა.იმდენად იყო ანკას სიუპრიზით შეპყრობილი,ყურადღება არ მიუქცევია როგორ შეიპარა მის ოთახში გოგონა.. ანკამ მოიწყინა.ყველასთან დარეკვა მოასწრო,ყველას მიულოცა.ყველაზე დიდხანს მაინც ნინას ელაპარაკა. აქაურ ამბებს მოუყვა. აღფრთოვანებული იყო იმით რაც მის თავს ბოლო ორ დღეში გადახდა… კარზე რომ დაუკაკუნეს სასწრაფოდ დაემშვიდობა გოგოს და კარი გააღო. სანდროს ელოდა.მის მაგივრად კი იქ ვიღაც უცხო გოგო დახვდა. -გამარჯობათ.-მიესალმა,-მგონი ოთახი შეგეშალათ.. -არა პატარა,-.ანკას რაღაცნაირად არ ესიამოვნა მისი ეს ირონიანარევი ხმა და ღიმილი. -ვინ ბრძანდებით?მე თქვენ არ გიცნობთ. -სამაგიეროდ მე გიცნობთ და ეს სრულებით საკმარისია -რა გინდათ ჩემგან? -მინდა რომ აქედან წახვიდე.არა უფრო სწორად წაეთრე იმ ბინძურ სოფელში და სანდრო ახალკაცს თავი დაანებო.. -აჰაა გასაგებია.-გაეციმა ანკას.-შენ თათა ხარ ხომ? -ესეგი მოგიყვა ხო ჩემზე?თავი შეგაცოდა,გითხრა რომ მე ურჩხული ვარ.ის თუ გითხრა რომ ამ ურჩხულზე დღესაც გიჟდება.აბა ისე აქ რატომ ჩამოგიყვანდა?იმ სასტუმროში სადაც ხშირად ვისვენებდით ჩვენ? -არ მჯერა შენი მატყუებ.-თვალები აუცრემლიანდა გოგოს. -არ გატყუებ.შეგიძლია ახლა მის ოთახში შეხვიდე და საკუთარი თვალით ნახო რას აკეთებდა ის ბოლო ერთი საათის განმავლობაში. მაინც წასძლია სულმა.მაინც გაება მის მახეში,ხელი ჰკრა გოგოს და გვერდით მდებარე ნომრის კარი შეაღო.არეული საწოლი,უწესრიგოდ მიყრილი ტანსაცმელი.სააბაზანოდან წყლოს ხმა ისმოდა.ერჩივნა იქვე გამსკდარიყო მიწა და ჩაეტანა.ატირებული გამოვარდა გარეთ. -წაეთრიე.თავი დაგვანებე.მოგვშორდი პატარა ჩიტო.-ხელი ჰკრა და დერეფანში უბიძგა.ჭკუას გადასული ანკა ლიფტსაც არ დალოდებია, კიბეზე თავქუდმოგლეჯილი დაეშვა. მაშინ როცა სანდრო ახალკაცი მისთვის სერენადას მღეროდა მომღერლებთან ერთად და თოვლზე ცეცხლით დაუწერა „ანკა მიყვარხარ“.გოგო უკვე გზაზე გასულიყო და თხელი მაისურით შუა გზაზე.მინუსებში გადასულ ყინვაში გზას ფეხით მიუყვებოდა თვალცრემლიანი. ფეხი უსრიალებდა. რამდენჯერმე კინაღამ დაეცა. მაგრამ არაფერი ადარდებდა.არაფერს აქცევდა ყურადღებას.იმის გარდა რომ სანდრომ მოატყუა.პირველად ენდო ბიჭს და იმანაც ასე გასწირა.არადა როგორ იმედი ჰქონდა.როგორ სჯეროდა რომ შეიცვალა. სულში უფრო მეტად სციოდა.უფრო მეტად გაჰყინვოდა. სიკვდილს ნატრობდა.ა ხლა ნამდვილად შვება იქნებოდა მისთვის.. სიმღერა დასასრულს უახლოვდებოდა.გოგო რომ არ ჩანდა, გაუკვირდა.ნუთუ დაეძინა ან ვერ გაიგოო.გაიფიქრა და ხნამაღლა დაუძახა სახელი.არავინ გამოეხმაურა. ისევ დაუძახა.ცეცხლი ჩაქრა.იმედიც რო ანკა ნამდვილად იქ იყო.უკვე უნდა წასულიყო რომ აივანზე ვიღაცის ლანდი გამოჩნდა და თვალები სუბლზე აუვიდა -გაფრინდა შენი ჩიტი.--ხელი დაუქნია გოგომ. -შენი დედაც.-შეიგინა ხმამაღლა.-რა გააკეთე?რა უთხარი?-უღრიალა. -ის რაც იყო ჩვენს შორის...უბრალოდ წარსული გავიხსენე.მან კი დაიჯერა. -მოგკლავ...ეხლა თუ მას ვერ ვიპოვი მოგკლავ თათა დანელია,-უღრიალა ქვემოდან და ადგილს მოსწყდა. სასტუმროში აღარ იყო გოგო.ნივთები აქ დაეტოვებინა.ქურთუკიც კი არ ჩაეცვა ისე წასულიყო.დაცვამ უთხრა გზაზე გავიდა,შეჩერება ვცადეთ მაგრამ არ გამოგვივიდაო.მანქანა მოაყვანინა,ჩაჯდა და გზას დაადგა. მთავარი გზიდან ახლოს იყვნენ და ფიქრობდა რომ შორს ვერ წავიდოდა. -ანკა,სად ხარ?სად წახვედი ამ ყინვაში და ამ თოვლში ასე შიშველი.- ნერვიულობდა და დაძაბული ჩაჰფრენოდა საჭეს ხელებით. როგორ იქნა დაინახა.გაბმული სიგნალი მისცა.გოგო არ გაჩერებულა. საერთოდ არ მოუხედავს უკან.სველი ტანსაცმელი ტანზე მიჰკვროდა და კანკალებდა.გაუსწორდა, ფანჯარას ჩაუწია და დაუძახა.არ შეჩერებულა და არც მისკენ მოუხედავს.იცოდა სანდრომ მისი ხასიათი.იცოდა რამდენად ჯიუტი იყო და აღარ დაუწყია ხვეწნა.მანქანით გზა გადაუჭრა.გადავიდა და პირისპირ აესვეტა. -სად მიდიხარ? -იქ სადაც შენ და შენი წყეული საყვარლები არ იქნებით.სადაც გულს არავინ მატკენს,სადაც სიყვარული უფასდებათ.-თავი ვერ შეიკავა და გულში ნაგროვებმა ბოღმამ თუ ტკივილმა ამოხეთქა. -მანქანაში ჩაჯექი,სასტუმროში ვილაპარაკოთ.-მშვიდად უთხრა სანდრომ -არა,შენთან ერთად არსად არ წამოვალ. -წამოხვალ.თუ არადა ძალით წაგიყვან. -ვერ წამიყვან.. -ნუ ცდი ჩემს მოთმინებას.. -გახსოვს რა გითხარი ჯერ კიდევ აქ ჩამოსვლამდე?იმედები არ გამიცრუო, თორემ არასდროს გაპატიებ-თქო? -მახსოვს და ძალიან კარგადაც ვიცი რაც ნიშნავს ეგ.რას გრძნობ ახლა, მაგრამ გთხოვ დამიჯერე მართლა დამთხვევაა,არაფერი არ ყოფილა ჩემსა და თათას შორის. გეფიცები, -ხელები ჩაჰკიდა მხრებში და თავისკენ მისწია. -გამიშვი,არ შემეხო შენი ბინძური ხელებით.შენს ბინძურ ცხოვრებასთან ნუ დამაკავშირებ.. -ასე ხომ?-უკვე სანდრომაც დაკარგა მოთმინება.-ამის დედას შე...ი. ცხოვრებაში პირველად გენდე, ცხოვრებაში პირველად მივიღე ადამიანი ჩემად,ისე რომ მისგან არაფერს ველოდი ნდობისა და სიყვარულის გარდა -მერე რომელი არ გქონდა?-ყვიროდა ანკაც. -არ მენდე,ბოლონდე არ მენდე.არ დაიჯერე ჩემი,ცხოვრებაში პირველად მინდოდა ბედნიერი გამეხადე. პირველად მინდოდა რომ შენთვის სამყარო მეჩუქებინა.ბედნიერი ყოფილიყავი.. -ხომ ხედავ შენი წარსული არ გვანებებს თავს,როგორც არ უნდა მოვინდომოთ.არ გაძლევს ბედნიერების უფლებას.და მოდი იმაზეც ნუ ვიკამათებთ ვინ რა გააკეთა პირველად.-ხელები გააშვებინა გოგომ.-პირველად მოვატყუე მშობლები,შენთან რომ წამოვსულიყავი.პირველი გამოგიტყდი სიყვარულიში.გითხარი მიყვარხარ-მეთქი და უპასუხოდ დამტოვე,არაფერი გითქვამს.მაშინვე საყვარელთან გაიქეცი.. -ნუ ამბობ იმას რაც არ იცი.გთხოვ ანკა,-უკვე ხვეწნაზე გადავიდა ბიჭი.-გთხოვ უბრალოდ დამიჯერე,მე შენთვის ბევრი რამე გავაკეთე.იმიტომ არ გიპასუხე რომ სიუპრიზი მქონდა შენთვის… -გეყოფა.მორჩი,აღარ მინდა ამდენი სიუპრიზები,ისედაც საკმარისი იყო.. -მობრუნდა და წასვლა დააპირა, მაგრამ ბიჭის ღრიალმა ადგილს მიაყინა. -მანქანაში ჩაჯექი ანკა. ასეთი სანდრო არასდროს ენახა. ასეთი ჭკუიდან გადასული და გაცხოველებული.ჩასისხლიანებული თვალებით უყურებდა და ალბათ გადაყლაპავდა კიდეც რომ შესძლებოდა.საცოდავად მოიბუზა და უკან უკან დაიწყო სვლა.ჯერ ნელა მერე ნაბიჯებს აუჩქარა და მალე უკვე სირბილზე გადავიდა. -რა გითხარი?ამის დედაც...რა გააკეთე იდიოტო?ხეპრე?-საკუთარ თავზე ბრაზობდა სანდრო.რომ მიხვდა გოგო არ დაბრუნდებოდა და პირიქით უფრო შორს გაიქცეოდა. უკან აედევნა გზიდან გადასულ ანკას. -სად მიდიხარ?-უყვიროდა და უკან მისდევდა.მალე თვალთახედვიდან გაუქრა.შიში შეეპარა ამ სიბნეში და სიცივეში რომ დავკარგოო და სირბილს მოუმატა.ისევ გამოჩნდა ანკას ლანდი. -სანდრო,მიშველე..-დაუძახა გოგომ და მისი ხმაც მიწყდა… ასეთი შიში არასდროს უგრძვნია. ახლა იმაზეც თანახმა იყო რომ მისგან შორს ყოფილიყო,ოღონდაც ეპოვა და ოღონდაც კარგად ყოფილიყო.ცოტა ხანს დააცდიდა და მერე რადაც არ უნდა დაჯდომოდა შეირიგებდა… ორმოში იპოვა გოგო.არც ისე ღრმა იყო,მაგრამ თოვლში ხელები უსრიალებდა და ვერ ამოდიოდა. ტელეფონით გაანათა და დაინახა სადაც იყო. -მოვედი ჩემო ლამაზო,ჩემო საყვარელო.აქ ვარ.ამოგიყვან. ხელი მომეცი.. ერთიანად დასველებულიყო და კანკალებდა.ხმას ვერ იღებდა ანკა. სანდრომ ხელში აიყვანა,გულზე მიიხუტა და ასე წავიდა მანქანისკენ. -ხომ გითხარი ნუ გარბიხარ-თქო?ახლა ასეთ დღეში ხომ არ იქნებოდი?რომ გაცივდე და ავად გახდე რა ვქნა?-პატარა ბავშვივით ტუქსავდა ბიჭი.ანკა კი სხეულზე ეკვროდა და ხმას ვერ იღებდა… გათბობა ბოლომდე ჩართო მანქანაში,მაგრამ მაინც ვერ გათბა კარგად.ისევ ისე კანკალებდა.მისი ხელი ხელში მოიქცია და აკოცა. -ახლავე,ახლავე მივალთ სასტუმროში, ცხელი წყლით იბანავებ, მერე თბილ საწოლში ჩაგაწვენ,ცხელ ჩაის მოგიტან და გათბები.- მზრუნველად ელაპარაკებოდა ბიჭი.-მაგრამ შენ ჩაის ვერ იტან.არ გიყვარს, არაუშავს, რამე ცხელს მოგიტან.-ლაპარაკობდა ბიჭი და ანკას გაბრაზებულ სახეს სულ არ აქცევდა ყურადღებას…. ხელი ძლიერად ჰქონდა ჩაკიდებული. არ უშვებდა,ეშინოდა ისევ არ გაქცეულიყო. პირდაპირ სააბაზანოში შეიყვანა გოგო და წყალი მოუშვა. -თუ გინდა სულ არ გამცე ხმა,მაგრამ აქედან მაინც არ წავალ და არც შენ გაგიშვებ.ოთახში დაგელოდები. -უთხრა და კარი გაიხურა.. სხვა გზა არ ჰქონდა ანკას.სველი ტანსაცმელი გაიხადა. დიდხანს იდგა ცხელი შხაპის ქვეშ. სანდროს მოთმინება გამოელია. მაგრამ მაინც ელოდა.რომ გამოვიდა ისევ კანკალებდა.უხმოდ აიღო ტანსაცმელი და ისევ სააბაზანოში გაუჩინარდა.. ამასობაში სანდრომ საჭმელი და ცხელი წვნიანი შეუკვეთა.. -ხმას საერთოდ არ გამცემ?-ჰკითხა ანკას,რომელიც უკვე საბოლოოდ მორჩა სააბაზანოში საქმიანობას. -არა.. -კარგი,როგორც გინდა.მაგრამ იცოდე მე არ მოგეშვები.თავს არ დაგანებებ. შენზე ჯიუტი ვარ ანკა ხუციშვილო. -ვნახოთ..-ირონიულად გაუღიმა გოგომ და საწოლში შეწვა. -ისევ გცივა?ვერ გათბი? -ვერა. -სიცხე გაქვს.ჯანდაბა ანკა.-შუბლზე ხელი დაადო ბიჭმა,-ძალიან ცხელი ხარ. -თავი დამანებე,შემეშვი,იმაზე მეტი აღარაფერი მომივა რაც დამიშავე. -უხეშად მოიშორა გოგომ. -მორჩი,-ხმას აუწია ბიჭმა.-ნუ მეუბნები რომ წავიდე და თავი დაგანებო,როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ. -ნუ გეცოდები,გესმის ნუ გეცოდები. -არ მეცოდები,შენზე მზრუნავ.-სადღაც დარეკა და რაღაც მითითებები მისცა. ანკას არ გაუგია რაზე ილაპარაკა ბიჭმა.რამდენიმე წუთით ნომრიდანაც გაუჩინარდა.უკან წამლებით დაბრუნდა. -არ დავლევ.. -ბავშვივით ნუ იქცევი. -ეს სიტუაცია მახსოვს,ოღონდ ცოტა შებრუნებული.. ბიჭს ჩაეღიმა.იმედი კიდევ ჰქონდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. -მაშინ პატარა ბავშვივით დამტუქსე და ყველაფერი გამაკეთებინე რაც გინდოდა. -მაშინ შემეცოდე… -და მაინც მაშინ ყველაფერი გაცილებით უკეთესი და კარგი იყო, ვიდრე ახლაა. -იმიტომ რომ,ადამიანს ხელს რომ ჩაკიდებ და ეტყვი მიყვარხარ, ყველაზე დიდი ბოროტებაა მას უღალატო და ბოლოს ხელიც გაუშვა. -მე შენთვის ხელი არ გამიშვია -კი,როგორ არა,ნახევარ საათში მიღალატე. -გეყოფა,ასე არ ყოფილა.მოდი სულ არ თქვა არაფერი, რადგან მართლა ძალიან მეწყინება,აქამდე ვცდილობდი თავის შეკავებას,თუ არ გაჩუმდები,მართლა ძალიან გაწყენინებ. -მეტს ვეღარ მაწყენინებ. სანდროს აღარაფერი უთქვამს. თითქმის ძალით აჭამა საჭმელი და ასევე ძალით დაალევინა წამალი. მალე ანკას ჩაეძინა.ბიჭი მის საწოლთან იჯდა.არ მოშორებია. შუაღამისას ანკას სიცხემ აუწია და ბოდვა დაიწყო.სახეზე ოფლი ასხავდა. ძალიან შეეშინდა,სიცხე. გაუზომა. ორმოცდაერთამდე იყო. ნაცნობ ექიმთან დარეკა.შუბლზე ცივ საფენებს ხშირად უცვლიდა მისი დანიშნულებით და წამალიც დაალევინა.ბოლოს კანკალმა რომ აღარ გაუარა,საწოლში ჩაწვა, ძლიერად ჩაეხუტა და ზემოდან საბანი მიიფარა… მერე ბუნებამ თავისი გაიტანა და მასაც მიეძინა… დილით მასზე ჩახუტებულს გაეღვიძა ანკას.მისი განიერი მკლავები ძლიერად იხუტებდნენ.ოდნავ გაამოძრავა თავი და ქვემოდან ახედა. როგორი იდეალური იყო და როგორი საოცრად სიმპატიური,მაგრამ იმ ნათქვამს ვერაფრით ივიწყებდა.. მასში ორი ანკა ებრძოდა ერთმანეთს. ხოლო როცა უკვე სანდროსაც გაეღვიძა ამაყმა ანკამ გაიმარჯვა შეყვარებულ ანკაზე და ბიჭს პირდაპირ მიახალა. -სახლში წამიყვანე. -დილა მშვიდობისა…-გაეღიმა ბიჭს,მაგრამ ანკას შეკრულ შუბლს რომ შეხედა,მიხვდა ისევ გაბრაზებული იყო. -მშვიდობიანი დილა არ არის.. -მე კი სულ მცირე ერთ მადლობას მაინც ველოდი. -რისთვის? -შენზე რომ ვინერვიულე და ვიზრუნე. -არავინ გეხვეწებოდა. -კარგი,ამჯერად გითმობ,შენი ნივთები აიღე,სახლში მივდივართ.მაგრამ ერთი რამე იცოდე რამდენი დროც არ უნდა გავიდეს,რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გააკეთო, ვერასდროს, ვერასდროს მომიშორებ.არ დაგთმობ. -არ ვბრაზობ,იმის გამო რომ მიღალატე,იმიტომ ვარ ასე,რომ აღარ შემიძლია მჯეროდეს შენი,აღარ შემიძლია გენდო.ხოლო იმ ურთიერთობაში სადაც ნდობა არაა, მარტო სიყვარული ვერაფერს გახდება. -სისულელეს ამბობ.არ იცი რა მოხდა სინამდვილეში,სად ვიყავი მე და ამიტომ ლაპარაკობ ასე. მინდა ისევ მისმენდე,მინდა ისევ გჯეროდეს ჩემი,მინდა ისევ ჩემი პატარა იყო.. შენს სიჯიუტეს დავამარცხებ.. -ვნახოთ,-უპასუხა ანკამ და ჩემოდნის ჩალაგება დაიწყო… მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოუღიათ. მხოლოდ ერთხელ სცადა სანდრომ საუბრის დაწყება მაგრამ ანკამ ხმა რომ არ გასცა გაჩუმდა.. საღამოს უკვე სოფელში იყვნენ. თავის პატარა ჩანთა უკანა სავარძლიდან დაუხმარებლად აიღო გოგომ და ისევ უხმოდ მიუჯახუნა კარები.. -ანკა..-დაუძახა სანდრომ ჩაწეული ფანჯრიდან. -რა?-მობრუნდა გოგო მისკენ. აი ახლა ვეტყვი რომ მიყვარსო იფიქრა სანდრომ,მაგრამ ტელეფონმა დაურეკა და სიტყვა შუა გზაზე გაუწყდა -რა გინდა სანდრო?ცივა გავიყინე.. -დღეს ბედობაა.შენ მე დამებედე და მე შენ.ასე რომ რაც არ უნდა გააკეთო, როგორც არ უნდა მოიქცე,არ შეგეშვები.არ მოგცემ ჩემგან წასვლის უფლებას…. -რაც გინდა ის ქენი.მე შენთან ყველაფერი დავასრულე.ამ გულიდანაც ამოგიგდებ.-უპასუხა გოგომ და სახლის კარი შეაღო.. -რა გინდა?-გაბრაზებულმა უპასუხა ტელეფონს.-რააა?როგორ მოხდა? მოვდივარ ახლავე..გაბრაზებულმა ჩაიდო ჯიბეში ტელეფონი და ხმამაღლა შეიგინა. -ეს ღვინო რომ გაფუჭდეს,გაკოტრებას ვერაფერი გადამარჩენს,-იღრიალა და ქარხნის გზას დაადგა… ****** -და მერე ყველაფერი გადაარჩინე, მაგრამ მასთან აღარ მისულხარ ხომ?-ჰკითხა გუგამ სანდროს და მორიგი ჭიქა ვისკი მოიყუდა. -როგორ არა,რამდენიმე დღე დამჭირდა საქმეებისთვის,ღვინის ახალი კოლექციაც გამოვუშვით. პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა, საქმეები ისევ კარგად წავიდა. სამაგიეროდ.. -სამაგიეროდ ანკა დავკარგე.მართლა ჯიუტი აღმოჩნდა.არ შემირიგდა. არაფერმა არ გაჭრა.არც ხვეწნა-მუდარამ,არც საჩუქრებმა და სიუპრიზებმა.არაფერმა.ბოლო დღეები კი საერთოდ არ ჩანს.სად წავიდა არავინ არ იცის. -ეჰ,რა გითხრა აბა,რით განუგეშო.. -სხვა გზა არ დამრჩა,აქ ჩამოვედი.ისევ შენ და ნინა თუ მიშველით. -არც ჩემი ცოლი იყო ნაკლები.იმანაც კარგად მაწვალა და მაწამებს.მაგრამ ასეთი ჯიუტიც არ ყოფილა. -გაწვალებ ხო?-თავს წამოადგა გოგო და საყვარლად ააფახულა თვალები. -ხო.მაგრამ,ვიცი რომ ეს სიყვარულით მოგდის.-გაიღიმა გუგამ და წელზე შემოხვია ხელი. -იცი ჩემი სუსტი წერტილი.-მანაც გაუღიმა და მერე სანდროს დაასო მტრული მზერა.-ესეგი შენ ხარ ის ბიჭი,ვისზეც ის მელაპარაკებოდა, აღფრთოვანებით მიყვებოდა როგორ უყვარხარ… -მართლა უყვარხარ ბიჭო?ასეთი რა გააკეთე რომ ასე შეუყვარდი? -არ ვიცი მართლა.ჩემნაირი საშინელი ადამიანი ასეთ სიყვარულს და ასეთ გოგოს არ იმსახურებდა,გასაგებია ვიცი წარსულში უამრავი შეცდომა დავუშვი.არაკაცურად მოგექეცი. საშინელი რაღაცეები ჩავიდინე, მაგრამ შევიცვალე, ადამიანები მართლა იცვლებიან. მართლა ხდება მათი გამოსწორება და სწორ გზაზე დაყენება.მე ეს მან მასწავლა.მან მასწავლა რომ კეთილი უნდა იყო, სიკეთე უნდა აკეთო და ადამიანები გაახარო,თუ ამის უნარი შეგწევს… იცით,იმ დღის შემდეგ,რაც მაშინ შენს კომპანიაში მოხდა, არავინ აღარ დამრჩა გვერდით.მარტოსული ვიყავი,სულიერადაც და ისეც.მხოლოდ ანკამ მიმიღო ისეთი,როგორიც ვარ. ჩემი შეცდომებით,ჩემი მძიმე წარსულით.პირველად ვამტკიცებ და ვიფიცები,რომ მართლა არ მიღალატია.თათა დანელია ჩემს ცხოვრებაში წლების უკან დასრულდა. სანდრომ საუბარი დაასრულა.ალბათ სასმლის ბრალი უფრო იყო მისი ასეთი გულახდილობა.ნინა გულაჩუყებული იჯდა და თვალცრემლიანი უყურებდა.მისი შემხედვარე გუგას გაეცინა. -ამაღამ აქ დარჩი,გამოიძინე, დამშვიდდი,ხვალ რამეს მოვიფიქრებთ,-უთხრა ნუცუბიძემ. -არა,უკვე მოვიფიქრე.ამაღამ დარჩები,ხვალ კი იქ წახვალ,სადაც ის ქალბატონია.დაელაპარაკები და აქ ჩამოიყვან,თუ არა და გეფიცები ხმას არასოდეს გაგცემ.-მკაცრად უთხრა ნინამ -თუ ჩემი ცოლი იმუქრება,იცოდე ეს მართლა საშიშია… მართალი აღმოჩნდა,როცა იფიქრა რომ ნინა დაეხმარებოდა.იმედი მიეცა ბიჭს და ფრთაშესხმულს არ ეძინებოდა იმ ღამეს, თუმცა ბუნებამაც თავისი ქნა და გამთენიისას მაინც ძილმა წაიღო… -რატომ ეხმარები?-ჰკითხა გუგამ ცოლს,როცა დასაძინებლად დაწვნენ.. -იმიტომ რომ ვიცი იმასაც უყვარს და ამ უაზრო და გიჟური სიამაყის თუ სიჯიუტის გამო ბედნიერებაზე უარს ამბობს. -ან იქნებ თათას სახელი რომ გაიგე ამ ისტორიაში ამიტომ? -როგორც ჩანს ერთადერთი ვინც არ შეიცვალა ის არის.ისევ ისე იქცევა. ამიტომ მომიწევს მისთვის ჭკუის სწავლება. -აღარ გინდა გთხოვ.არ ჩაერიო.- შეეცოდა გუგას გოგო. -ამჯერად შემეშვი,ყველაფერი ისე იქნება,როგორც მე მინდა. -ზედმეტი არ მოგივიდეს. -გააფრთხილა გუგამ ცოლი და ჩაეხუტა.-ნუ აიძულებ,რომ ისევ იმ გზით გააგრძელოს სიარული. -ჯერ ამათ მივხედო.მერე მაგას მივხედავ. -ისე რას წარმოვიდგენდი,სანდრო ახალკაცი თუ მოკეთედ მომევლინებოდა და ჩემს ოჯახში შემოვუშვებდი.-ჩაეღიმა გუგას. -შენ ისიც არ იცი რომ ვატო ეძმაკაცება უკვე დიდი ხანია. -რაა?თქვენ ბევრ რამეს მიმალავთ? -არც ისე.თვითონ უნდოდა ასე,რომ შენ არაფერი გცოდნოდა.მითუმეტეს იმ საბუთების ამბავი,რისი დახმარებითაც ორივემ კომპანიები შევინარჩუნეთ.ასე რომ ახლა დახუჭე თვალები და მე და შენი შვილი დაგვაძინე...ნინამ გვერდი იცვალა საწოლში და ძილი ამოუშვა. ****** ერთ კვირაზე მეტი იყო გასული,რაც გუდაურში წამოვიდა დასასვენებლად. მშობლების ნაჩუქარი ფულიდან ნაწილი ისევ შემონახული ჰქონდა. ფიქრობდა განსაკუთრებულ დროს დავხარჯავო.ეს დრო მაშინ დადგა,როცა სკოლაში საზაფხულო არდადაგები დაიწყო,მას კი ერთი სული ჰქონდა სოფლიდან გაქცეულიყო. მშობლები საქმის კურსში ჩააყენა, რომ დასასვენებლად მიდიოდა,სად ეს არ უთხრა.ბოლო პერიოდში ისინი სანდროს მეკავშირეები გამხდარიყვნენ. მართალია სიმართლე ბოლომდე არ იცოდნენ და რომ გაეგოთ შეიძლება ბიჭი გაემტყუნებინათ,მაგრამ ამ ეტაპზე ასე იყო. ერთი სული ჰქონდა წასულიყო და ამ ადგილს გარიდებოდა,ერთი სული ჰქონდა ცოტა ხანს ბიჭისგან შორს ყოფილიყო,რადგამ მისი დანახვისას ჭკუიდან გადადიოდა,ისე უნდოდა მისი ჩახუტება და მისი კოცნა.მისი სხეულის თითოეულ ნაწილს ენატრებოდა ბიჭი. რამდენჯერ უფიქრია ვაპატიებ და დავივიწყებ ამ ყველაფერსო,მაგრამ სიამაყეს და იმ სიტყვებს ვერაფერს უხერხებდა,რაც იმ ღამეს თათა დანელიამ უთხრა… ყველაფერი იყო აქ, რაც დასვენებისთვის იყო საჭირო- .სუფთა ჰაერი,სიმშვიდე,სიწყნარე. ფიქრისთვის ბევრი დრო ჰქონდა.. ადმინისტრატორს დაუახლოვდა ძალიან.მისი ასაკის გოგონა იყო. თავისუფალ დროს მასთან ერთად იყო და ერთმანეთს ეჭორავებოდნენ, თავის ამბებს უყვებოდნენ…. ერთ საღამოს,როცა ხალხის ნაკლებობას განიცდიდა სასტუმრო,ვერანდაზე დასხდნენ ჩაის დასალევად და მორიგი ამბების მოსაყოლად.პლედები მოიხურეს, ცხეი ყავა ჩამოასხეს და ის იყო,ჭორაობა უნდა დაეწყოთ,რომ ქვემოთ გოგო და ბიჭი დაინახეს.ბიჭი სიყვარულს უხსნიდა.გოგო უღიმოდა, მერე მოეხვია და მანაც იგივე გაიმეორა.ანკას თვალები აუცრემლიანდა. -კაი რა გატირებს?-გაეცინა მის თანამოსუბრეს. -ისევ გამახსენდა.ვერ ვივიწყებ.არ შემიძია გულიდან და გონებიდან გავუშვა. -დარწმუნებული ვარ თქვენც ყველაფერს გაარკვევთ და შერიგდებით.შენ რომ გიყურებ ერთი წყვილი მახსენდება.მოიცადე ახლა მოგიყვები,მაგარი ამბები დატრიალდა იმ დღეს სასტუმროში.- ანკას გამხიარულება სცადა გოგომ. -აბა,მიდი გისმენ.-მოსასმენად მოემზადა ხუციშვილი. -ერთი მუდმივი კლიენტი გვყავს, ალბათ ვიაიპი კლიენტების სიაში შედის.ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან საცოლესთან ერთად,განსაკუთრებით ზამთარში.ეს გოგო დიდად არ მოგვწონდა.რაღაცნაირი ამაყი და ამპარტავანი იყო.სულ ცდილობდა პერსონალი დაემცირებინა.მერე წლები გავიდა და აღარ გამოჩენილან. უფრო სწორად ბიჭი.გოგო ერთი-ორჯერ იყო მარტო, დაქალთან ერთად.აღმოჩნდა რომ დაშორებულან. არ დაგიმალავ და გამიხარდა კიდეც. ამ ზამთარს,ახალ წელს ყველას გასაკვირად ის ბიჭიც ჩამოვიდა სხვა გოგოსთან ერთად.ცალ-ცალკე ნომრებში დაბინავდნენ.როგორც მითხრეს ახალი შეყვარებული იყო ის გოგო.ხოდა შემთხვევითობის წყალობით ის ყოფილიც აქ იყო იმ დროს.საწყალი გოგო ისეთ დღეში ჩააგდო.იმ ბიჭს სიყვარული უნდა აეხსნა იმ ღამეს,მთელი საატუმროს პერსონალი ფეხზე დააყენა, მომღერლები მოიყვანა,ცეცხლი დაუნთო თოვლზე და დაუწერა ანკა მიყვარხარო.-უცებ გოგომ სიტყვა შუაზე გაწყვიტა.-მოიცადე ნუთუ ის შენი….არაა,ვერ დავიჯერებ,ის ბიჭი იყო სანდრო.. -რა გააკეთა იმ გოგომ?- ცრემლმორეულმა ჰკითხა ანკამ. იმედით სავსე ჰქონდა თვალები, თითქოს ელოდა რომ იმას ეტყოდა რასაც ფიქრობდა. -მოატყუა რომ ვითომ იმ ბიჭთან იწვა. ანკამ წამოიყვირა და აღრიალდა.-ის მართალი იყო და არ დავუჯერე.. წამოხტა,უსიტყვოდ დატოვა გოგო და ნომერში გაიქცა. ტიროდა. არა ამას ტირილი არ ერქვა,ბღაოდა სიმწრისგან. ბღალოდა იმისგან რომ ასე ადვილად გაება მახეში და არ დაუჯერა.საწოლზე ოთხად მოკუნტული იწვა და ნერვიულობისგან კანკალებდა.ცხოვრებაში პირველად ბრაზობდა საკუთარ თავზე.მარტო სიბრაზე კი არ იყო,გაცოფებულიც კი იყო. სანდროს მონატრება ძლიერად იგრძნო.იმდენად ძლიერად რომ შინაგანად დაანგრია და გაანადგურა. იმის გაფიქრებამ რომ ეს ყველაფერი ამაო იყო და ტყუილად დაიტანჯა, არაფრის გამო დატანჯა ბიჭიც, უარესად აგრძნობინა თავი… ერთი სული ჰქონდა გათენებულიყო და მასთან მისულიყო,მაგრამ რას ეტყოდა?უარი რომ ეთქვა?ახლა მას რომ ეკრა ხელი?არადა ღირსი ნამდვილად იქნებოდა..ახლა უარესად შეეშინდა მისი დაკარგვის…. უეცრად მის სმენას გარედან უცნაური ხმები მისწვდა.ვიღაცეები სერენადას მღეროდნენ. -რა ბედნიერია ვისაც ასე უმღერიანო,-გაიფიქრა და საწოლში გვერდი იცვალა.მისი სახელი მოესმა.ჯერ ეგონა მეჩვენებაო.მერე უფრო ნათელი გახდა.არ ცდებოდა. ნამდვილად ის იყო.წამოფრინდა საწოლიდან და აივანზე გავარდა.იქ ნანახმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მიწაზე ცეცხლით ეწერა „ ანკა მიყვარხარ“,წითელი ვარდებით ხელში იდგა სანდრო,ხელში კიდევ რაღაც ეჭირა,ზემოდან ვერ დაინახა კარგად, მის უკან მომღერლების ჯგუფი გამწკრივებულიყო და მის საყვარელ სიმღერას მღეროდნენ.ანკას გული შეუფრთხიალდა,საგულედან ამოხტომას ლამობდა.ხვალამდე დაცდა არ მოუწევდა.ის ნამდვილად იქ იყო ქვემოთ.სიმღერა რომ დაასრულეს,სიჩუმე ჩამოვარდა. მერე კი ჰაერში სანდროს სიტყვებმა გაიჟღერა. -ვიცი რაც არ უნდა ვთქვა,აზრი არ ექნება,მაინც არ დაიჯერებ და ამაოც იქნება ამდენი ახსნა.რომ შემეძლოს წარსულში დაბრუნება,იგივე შეცდომებს არ გავიმეორებდი,რაც ჩავიდინე,საერთოდ ამოვშლიდი დროს ჩემი ცხოვრებიდან,იქამდე სანამ შენ შეგხვდებოდი,იქამდე სანამ შენ მასწავლიდი სიყვარულს,იქამდე სანამ შენ ამ უდიდესი გრძნობის სასწაულს შემაგრძნობინებდი.იქამდე,სანამ ეს გული შენთვის ძგერას დაიწყებდა და ჩემი სამყაროს მამოძრავებელი ძალა გახდებოდი. არავინ და არაფერი არსებობს ჩემთვის,ეს კარგად იცი. ეს სამყარო არაფერია ჩემთვის,იმიტომ რომ შენ ხარ ჩემო სამყარო,ჩემი ბედნიერება და ჩემი მომავალი.მე უშენოდ არავინ და არაფერი არ ვარ… შენ დაიბადე იმისთვის,რომ ჩემნაირი არანორმალური ადამიანი ნორმალურ ცხოვრების გზაზე დაგეყენებინა.შენ დაიბადე და გადარჩი ჩემთვის. ცხოვრების მიზანი დამანახე.მაგრამ ახლა თუ ისევ ხელს მკრავ,თუ ისევ მიმატოვებ და წახვალ,თუ არ შემირიგდები,უფსკრულში მჩეხავ. ხედავ ცხოვრებაში რაც არასოდეს მილაპარაკია და ქალისთვის არ მითქვამს,რაც არ გამიკეთებია, შენთვის ვაკეთებ.იმიტომ რომ მიყვარხარ.სიგიჟემდე,ტკივილამდე მიყვარხარ.გულიც და გონებაც შენითაა მოცული,გთხოვ არ მკრა ხელი და არ მითხრა წადიო.იმიტომ რომ მე შენთან ერთად მთელი ცხოვრების გატარება მინდა,შენთან ერთად დაბერება მინდა.ერთხელ გითხარი სადაც არ უნდა წახვიდე,ყველგან გიპოვი თქო,ხოდა დაიჯერე ეს.ყველგან მოგაგნებ. სანდრომ შეისვენა.თითქოს გოგოს აკვირდებოდა და მის რეაქციას ელოდა.ხედავდა,რომ ტიროდა და ამაზე უარესად გაბრაზდა.მე რა კაცი ვარ მის თვალებზე ისევ ცრემლიაო. -ისევ ტირიხარ?-დაუძახა ქვემოდან. -ამჯერად ეს ბედნიერების ცრემლებია.-სლუკუნით უპასუხა ანკამ და თვალები მოიწმინდა. -ანკა ხუციშვილო,მართალია ეს ცეცხლი ჩაქრა,მაგრამ ჩემს გულში შენი სიყვარული არასდროს ჩაქრება. ცოლად გამომყვები? შერიგებას ელოდა,მაგრამ ამას არა. უკან შევარდა ოთახში და კიბეზე დაეშვა.იმედგადაწურული იდგა ბიჭი. მხრები ჩამოყარა,ძირს დაუშვა ყვავილები და კოლოფიც ჯიბეში შეინახა.მაგრამ თვალს არ აშორებდა აივანს,სადაც ანკა გაუჩინარდა. რამდენიმე წამში მისკენ მომავალი გოგო დაინახა.სასტუმროს შესასვლელიდან გამოვიდა.მისკენ გამოიქცა ხელებგაშლილი და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ზედ შეაფრინდა სხეულზე.თავი ვერ შეიმაგრა სანდრომ და დაეცა ,ზემოდან კი გოგო დაჰყვა. გადაიკისკისა ანკამ და სანდროსთვის იმ წუთას სამყაროში წამი გაჩერდა. -გამოგყვები,ხოო გამოგყვები,იმიტომ რომ ამ ქვეყნად ყველაზე და და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. მაპატიე,მე სულელს რომ არ დაგიჯერე და ამდენი გაწვალე,-ცრემლით ჰქონდა ავსებული თვალები. -ჩემი პატარა,სულელი გოგო ხარ. ჩემი ცხოვრების აზრი და გთხოვ ასე არასოდეს აღარ მომექცე,თორემ მეტს ნამდვილად ვერ გავუძლებ და ვერ გადავიტან… უყურებდა სანდრო და ხმას ვერ იღებდა. -რა გჭირს?ასე რატომ მიყურებ? -უთქმელი სიტყვები მახრჩობდნენ. როგორც კი გავიგე სად იყავი,მაშინვე შენთან გამოვიქეცი.მინდოდა მეთქვა ყველაფერი,რაც გულში მქონდა დაგროვებული.რაც მაწუხებდა. ყველა ის სიტყვა,მეთქვა,რაც გულს შიგნიდან მისერავდა. -მერე.. -მერე არაფერი,დაგინახე და ყველაფერი დამავიწყდა. -სინამდვილეში ყველაფერი მითხარი რაც საჭირო იყო,რაც უნდა გეთქვა გავიგე,რასაც გრძნობ ვიგრძენი. რაც ყველაზე მთავარია შენმა გულმა ჩემი გული იპოვა.- წამოდგნენ. თითზე უსიტყვოდ წამოაცვა ბეჭედი სანდრომ და შეყვარებული წყვილი სასტუმროსკენ დაიძრა. -მოვკლავ ნინას.მხოლოდ მან იცოდა აქ რომ ვიყავი. -ნინას შეეშვი.ისედაც ვერ არის კარგად. -მოიცა რატომ?რა დაემართა? -შეშფოთდა გოგო და ტელეფონი ამოიღო დასარეკად. -არ არის ამის დრო.-გამოსტაცა სანდრომ.-მშობიარობს და ვერ გიპასუხებს.ჩვენ კი მგონია დროა ჩვენს მემკვიდრეზე ვიზრუნოთ.-წელზე მოხვია ხელები და ნომრის კარს ზურგით მიაწვა.მის ტუჩებს წაეტანა -ამას არ მაპატიებს რომ არ დავურეკე და არ მოვიკითხე.-თავის განთავისუფლება სცადა მან. -მე კი იმას არ მაპატიებს,აქედან რომ გაგიშვა,-კისერში აკოცა ბიჭმა და ცალი ხელით კარი გადაკეტა. -ჯანდაბა შენს თავს სანდრო ახალკაცო.-გადაიკისკისა გოგომ და თავი უკან გადააგდო,სიამოვნებისგან კვნესა აღმოხდა და ბიჭთან ერთად გადაეშვა ამ მორევში.. ***** ქორწილი სექტემბერში ჰქონდათ. ზუსტად იმ რიცხვში და იმ დღეს,როცა პირველად ანკა დაინახა რესტორანში. არ დააცადა ახალკაცმა და იქიდანვე დარეკა ანკას მშობლებთან გავიპარეთ და აქედან რომ ჩამოვალთ ქორწილი გვექნებაო. მანამდე მთელი თვენახევარი მთაში გაატარეს. გადარიეს გია და ლალი.ასე როგორ შეიძლება,ჩამოდით დაგლოცოთ და მერე წადითო. შვილმა განუცხადა,ბედნიერი ვარ მანდედან დაგვლოცეთო. სანდრომ დაამატა, ფული ბუღალტერს გამოართვი და ორგანიზება გაუკეთე ყველაფერს,არ დაინანო არაფერი.იქიდან აძლევდნენ რჩევებს რა სურდათ და რა უნდა გაეკეთებინა. -შენი მხრიდან ვინ იქნებიან სტუმრები შვილო?ჰკითხა გიამ,როცა რაოდენობას არკვევდა. -თითქმის არავინ.ალბათ ჩემი მშობლები.გუგა და ნინა.ვატო და ზურა მეუღლეებით.ყველაზე მთავარი ჩემთვის თქვენ ხართ და ამ სოფლის ხალხი.ვინც გინდათ ის დაპატიჟეთ.- უპასუხა სანდრომ და ტელეფონი გათიშა.მძინარე ანკას გადახედა და ბედნიერს ჩაეღიმა. -შენი სიყვარული ჩემი მემკიდრეობაა.- ჩაიჩურჩულა და გოგოს ჩაეხუტა. -სიგიჟემდე მიყვარხარ. -მესმის იცოდე და მეც მიყვარხარ.- თვალები არ გაუხელია,ისე უპასუხა გოგომ. ******* საქორწინო კაბაში გამოწყობილი რომ დაინახა კიდევ ერთხელ დამუნჯდა.მისთვის ყველა და ყველაფერი გაქრა.იყო მხოლოდ ანკა და იყო მხოლოდ ის.ნუცუბიძეს რომ არ მიეკრა ხელი ნუ გამოშტერდიო,ასე იქნებოდა დიდხანს.. მერე იყო ტრადიციული ქართული ქორწილი არც მეტი არც ნაკლები სეფაში.მთელი სოფელი მხიარულობდა და აღნიშნავდა მათ ბედნიერებას. ცეკვიაგან გადაღლილი იჯდა სუფრასთან და უკვე შემთვრალ მეუღლეს თვალს ვერ აშორებდა,რომელიც მორიგ სადღეგრძელოს სვავდა სიმამრთან ერთად.. -აბა,არ მოვიდა დრო?-მიუჯდა გვერდით მეჯვარე. -ეჰ,ნინა,რომ იცოდე როგორ ვნერვიულობ. -რაღა განერვიულებს გოგო?წადი ახლა გარეთ და მეც გუგას ვეტყვი გამოიყვანოს. ჩუმად გაიპარა ანკა და გარეთ მანქანასთან შეჩერდა.მალე ხელიხელგადახვეული გუგა და სანდრო გამოჩნდნენ. -მაინც ვერ გავიგე რატომ გამომიყვანე?ჯერ არ დასრულებულა ქორწილი. -დასრულდა. მიდი ანკა გელოდება, -უპასუხა ბიჭმა და მანქანისკენ ანიშნა. მერე ისე გაუჩინარდა,ვერც კი მოასწრლ აზრზე მოსვლა.სანდრომ ჰალსტუხი მოიხსნა და ანკასკენ დაიძრა.უსიტყვოდ მოეხვია და გულში ჩაიხუტა.გოგომ მოიშორა და თვალებში ჩახედა. -ასე რატომ მიყურებ?-გაუკვირდა ბიჭს. გოგომ მისი ხელი ხელებში მოიქცია, მუცელზე მიიდო და უთხრა. -მინდა ჩვენს პატარას შენი თვალები და შენი სახე ჰქონდეს. ყბა ჩამოუვარდა ახალკაცს და როცა უკვე ბოლომდე გაიზრა რა ხდებოდა და რა უთხრა გოგომ,მუხლებზე დაეშვა,წელზე შემოხვია ხელები,თავი მუცელზე მოადო,თითქოს უკვე ჩასახული ბავშვის გულისცემა მოისმინა და თვალცრემლიანმა აკოცა. მერე ცოლს მიანათა ანთებული თვალები და უთხრა. -მიყვარხართ. -ჩვენც გვიყვარხარ მამიკო.-გაიცინა ანკამ და ხელები შემოხვია ახლა უკვწ ოფიციალურ ქმარს… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.