შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგარეტის ნამწვავი


22-09-2017, 20:17
ავტორი Meri_Emi
ნანახია 1 369

სავსე მაქვს ფილტვები. მოწამლული, ჩახუთულია ყველაფერი. გამოკეტილია დარაბები და საფერფლეშიც კიდევ აგდია სიგარეტის ნამწვავი. ფანჯრის რაფაზე უსულოდაა დაცემული შავი პეპელა. თასმაც ისევ კიდია ჭაღზე და ისეც ირწევა აქეთ-იქით. თავი მაქვს მიყრდნობილი რბილ საგანზე და თითოეული წერტილი მტკივა, თითოეული წერტილი კვნესის. ფეხის გულს ოდნავ ვახებ თუ არა იატაკს ფიზიკურადაც ინაცვლებს ჩემში სიცივე, თითქოს სულში მისი არსებობა მაკლდეს. ფარდაც ქანაობს დრო და დრო. ყველა ფერი ერწყმის ერთმანეთს ჩემს მყუდრო ოთახში, ყველაფერი ერთდროულად მენგრევა თავზე. ოდნავ ვიწევი და ყვირილისთვის ვემზადები, მაგრამ იმედი არ მაქვს რომ ვინმე გაიგებს, მე კიდევ მინდა ვინმეს ეტკინოს ჩემი ტკივილი, მინდა ვინმემ განიცადოს ჩემი ტანჯვა, მინდა მათი განწირული კივილით ჩავიხშო ეს უარყოფითი ემოციები, მინდა სულ მთლად უსიცოცხლო გავხადო ჩემი სხეული, მინდა კიდევ იფრინოს ამ უსულო პეპელამ. ფეხებს ნელა ვადგამ იატაკზე, ისიც მაშინვე ჭრაჭუნს იწყებს, თითქოს გრძნობს რომ მალე დავტოვებ, მალე დატოვებს ჩემი ოდნავ შემორჩენილი სითბო და მემშვიდობება, ჭრაჭუნით ცდილობს შემაკავოს. ფანჯრის რაფაზე ვდგები, ჩემი ორივე გაყინული თითები ვისკის ჭიქაზე მაქვს შემოჭდობილი და ვცდილობ კანკალი შევიჩერო. სიბნელეა ირგვლივ, ქვემოთაც არაფერი ჩანს, მაგრამ მაინც მაქვს იმედი რომ ვინმე დაინახავს ჩემს ნატანჯ სხეულს, რომ ვინმე დაინახავს როგორ უსიცოცხლოდ დაეცემა ჩემი სხეული ცოცხალ დედამიწაზე. ფანჯარას ვხსნი, მაშინვე მეცემა სახეზე გრილი ნიავი, მეც დაჰიპნოზებულივით ვიწევი კიდევ უფრო წინ. ჯერ ფეხის თითები ჩერდება ჰაერში, მერე ფეხის გულიც ინაცვლებს და მალე მხოლოდ მილიმეტრებითღა ვდგავარ ფანჯრის რაფაზე. ადამიანები ისევ არ ჩანან, თითქოს ახლაც კი უნდათ რომ ხელი შემიშალონ, მაგრამ მე არ ვნებდები. რამდენიმე წამში ჩემი ყვირილი მეფდება, უკვე ხავილისგან ყელი მეწვის და ვხედავ კიდეც როგორ ქუჩდება ეზოში ხალხი, როგორ წივიან ადამიანები .ოთახში ვიხედები, ისევ ირწევა თასმა ჭაღზე და მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ,რომ საფერფლეში მხოლოდ ერთი სიგარეტის ნამწვავია, მეორის ჩემი ფილტვებში შეშვება ვერ მოვასწარი, უფრო ვერ დავიბინძურე სხეული, ვერ დავაგემოვნე კიდევ ერთი სასიკვდილო ღერი. მზერას ისევ ეზოში მდგარ ჭიანჭველებად ქცეულ ადამიანებზე ვაჩერებ და რამდენიმე წამში ვუახლოვდები მათ, რამდენიმე წამში ვიჭრები ჰაერში და ბრწყინდება კიდეც მზე, რომელიც ასე ძლიერ ჰგავს სიგარეტის ბინძურ ნამწვს.
უსიცოცხლო სხეული ენარცხება ცოცხალ დედამიწას.თასმა აღარ ქანაობს ჭაღზე, სიგარეტის ღერი კი ბოლომდე იწვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent