ერთადერთი 10
რადგან აკოს და ირაკლის დასვენება უნდოდათ ქეიფი არ გამოდიოდა მაგრამ ბიჭებმა თქვეს რომ 8 საათამდე უნდა ეძინათ მერე კი თბილისისკენ დავიძვრებოდით და ხვალ კლუბში უნდა ავღნიშნავთ . გოგოებმა ჩვენ ჩვენი ჩემოდანები ჩავალაგეთ და რადგან ბიჭებს ძინავთ მათიც ჩვენ უნდა ჩავალაგოთ - მე გიორგის ჩემოდანს მივხედავ - ნუ შენ ვინ დაგასწრებს ლიკა - ღიმილით ვუთხარი ცალ წარბ აწეულ ლიკას . - მოკეტე - ლიკამ "მომაკეტინა" - ლიზი შენ ირაკლის ჩემოდანს მიხედე ელენე შენ აკოსას ნინი შენ კი გაბრიელისას მიხედავ - გასცა გოგომ ბრძანება . ლიკას გვერდზე დავუდექი და ვუჩურჩულე მე მაგ იდიოტს რატომ უნდა ჩავულაგოთქო. - რატო დაა აკოს ელენე მოსწონს და ლიზის მგონი ჩვენი ირაკლი მოეწონა - კისკისით მითხრა ლიკამ . - აუუ - ბუზღუნით ავედი გაბრიელის ოთახთან გავჩერდი და საათს დავაკვირდი ჯერ 6 იყო კარი ჩუმად შევაღე. გაბრიელს ისე ტკბილად ეძინა რომ მისი შეჭმა მოგინდებოდა ამ ფიქრებიდან კი გაბრიელის სერიოზულმა და ირონიულმა ხმამ გამომიყვანა. - კიდე დიდხანს უნდა მიყურო? - ვაიმე ახლა ამას ვცემ გავიფიქრე და სხვა მიმართულებით გავიხედე. - შენ არ გიყურებ უბრალოდ თვალი გამიშეშდა - წავიბუტბუტე გაბრიელის გასაგონად - ჰმ კი აბა რა - წაიჩურჩულა გაბრიელმა და ისევ მე შემომხედა. - დაა აქ რა გინდა მოგენატრე? - ირონიულად მითხრა და მისი ღიმილიც არ გამოპარვია. - ჰმ კი მომენატრე ისე მომენატრე რომ ვეღარ მოვითმინე და ოთახში ამოგივარდი - მეც არ დავაკელი ირონია. - მერე მანდ რას დგახარ მოდი ჩამეხუტე - საყვარლად თქვა და ხელები გაშალა , ცოტა და მართლა ჩავეხუტებოდი მარა სიამაყეს რა ვუთხარი - იდიოტი - წავიბუტბუტე- კარგი რადგან გღვიძავს შენითაც ჩაილაგებ ტანსაცმელს - ღიმილით ვუთხარი და გასვლას ვაპირებდი მაგრამ გაბრიელმა მომაძახა. - არა არ წახვიდე მე შხაპი უნდა მივიღო და ჩალაგებას ვერ ვასწრებ და მიდი რა ჩამილაგე - უცბათ წამოხტა გაბრიელი და სააბაზანოში გავიდა . ჩემოდანი გამოვიტანე და ჩალაგება დავიწყე ნახევარსაათში კარის ხმა გავიგე უკან მივტრიალდი და "ვიღაცის" ძლიერ მკერდს შევეჯახე . - ნინი თუ ჩახუტება გინდოდა გეთქვა - ისევ ირონიული გაბრიელი . მოვშორდი და შევუბღვირე. - ახლა თავს გაგიტეხავ - გაბრაზებულმა სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე . - მოდი გამიტეხე - ღიმილით მითხრა და კედელთან მიმიმწყვდია მაისური არ ეცვა მხოლოდ და კინაღამ დავდნი მისი დაკუნთული სხეულის ყურადღებით ქვევით შავი სპორტული შარვალი ეცვა და ისეთი სიმპატიური იყო რომ ცოტა და მკლავებში ჩავუვარდებოდი , ისე ახლოს იყო რომ სულ მალე ჩემს ბაგეებს შეეხებოდა . ძალა ძლივს მოვიკრიბე გაბრიელის მკლავებიდან გავთავისუფლდი და კარისკენ გავიქეცი . - და მერე მეუბნები არ გაგირბივარო - გაბრიელმა გამომძახა და ჩაიცინა. უკვე 8 საათია და მანქანებში გადავნაწილდით მე და ელენე აკოს ჩავუჯექთ ლიზი გაბრიელს და ლიკა გიოს ირაკლი კი მარტო იყო მერე გამახსენდა ლიკამ რომ მითხრა აკოს ელენე მოსწონსო ამიტომ ირაკლისთან გადავჯექი მთელი გზა მე და ირაკლი ვმღეროდით ( ნუ ირაკლი მღეროდა მე ვყროყინებდი) თბილისში ჩავედით გოგოები ჩემთან რჩებიან და ამიტომ 24 საათიან მაღაზიაში შევედით და ძაან ბევრი სასუსნავი ვიყიდეთ სახში ავედით პიჟამოებით ძილი არ მიყვარს მაგრამ რადგან გოგოები ჩემთან რჩებოდნენ მომიწია პიჟამას ჩაცმა დედაჩემს გაუხარდა სულ მეუბნებოდა პიჟამას გარეშე ნუ გძინავსო . ფილმები ჩავრთეთ და ღამის 3 საათზე ყველა გათიშულები ვეგდეთ . დილით უფრო სწორედ შუადღეს 3 საათზე აგვყარა ლიკამ აეთრიეთ კაბები ვიყიდოთ საღამოსთვისო . 4 საათიანი ძებნის შემდეგ ყველამ ვიპოვეთ კაბები და სალაროსთან მივედით , მე კანისფერი მოკლე კაბა და კანისფერი მაღლები ავირჩიე ლიკამ შავი გრძელი ნაჭრის კაბა აირჩია მთელი ზურგი ამოჭრილი იყო ლიზიმაც იგივე ოღონდ წითელი ფეხზე ორივემ შავი მაღლები აირჩიეს ელენემ მოკლე თეთრი კაბა და თეთრი მაღლები აირჩია. სახლში 6 საათზე მივედით ბიჭებმა 8 ზე მანდ ვიქნებითო და გამზადებაც დავიწყეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.