შეპყრობილი(7)
-სანდრო!-ვეძახდი მაგრამ მიდიოდა, მანქანა ჩაკეტა და ვერ გადავდიოდი. რა ხდებოდა არ ვიცოდი. ჯანდაბა... დაახლოები 20 წუთის შემდეგ გამოჩნდა სანდრო და მანქანაში ჩაჯდა. ღმერთო ჩემა ტუჩი გამსკდარი ქონდა ხელებიდან სისხლი მოდიოდა თვალი ჩალურჯებული იყო. -ვაიმმმეე... რა გჭირს?-ოდნავ აცრემლიანებული თვალებით და აღელვებული ტონით ვკითხე სანდროს და მანქანიდან გადავედი, მოვუარე და მის ფეხებთან ჩავიმუხლე, ხელებიდან ჩემი შარფით სიახლი მოვწმინე, შემდეგ ტუჩიდან, თან ვტიროდი. -რა გატიირებს?-ძალიან სუსტი ხმით მკითხა. -რამე რომ მოგივიდეს, მოვკვდები.... -რა.... -ვერ გადავიტან. -რაა... -სანდრო...- მისკენ მიმიზიდა და ჩამიხუტა, მეკვროდა მთელი ძალით, მის მკერდზე თავი მედო და მესმოდა მისი გულისცემა, ძალიან აჩქარებული ქონდა, მე ისევ ვტიროდი, და ვუჭერდი ხელებს ზურგზე. -საჭესთან მს დავჯდები... და იცოდე ზედმეტების გარეშე დღეს ჩემთან რჩები. -არაა... პრობლემები არ გინდა დედაშენთან. -კარგი.. მაშინ მე ვრჩები შენთან. სანდრომ თვალები გადაატრიალა და ალმაცერად გამომხედა. -რატომ ხარ ასეთი დაუმორჩილებელი?! -სხვანაირი რომ ვიყო გეყვარებოდი? არ გინდა ახლა ყველანაირი მეყვარებოდიო. -არა მაგას არ გეტყვი, შენში რაც მიზიდავს ეგ სიფსიხეა. სახეზე ვეფერებოდი, საკოცნელად მოიწია და სახეში გავარტყი... ისე ეტკინა მისი ხმა საშინლად ჟღერდა. -ეს რისთვის? -მეორედ რომ არ მანერვიულო. სანდრო სახლში მივიყვანე. საწოლში დავაწვინე და ჭრილობები დავუმუშავე. საწოლში დავწექი მის გვერდით, ზურგზე მეკვროდა და ყელში ნაზად მეამბორებოდა. -დღეს არა...-ჩურჩულით ვუთხარი და მის ბაგეებს მოვეფერე. -როცა შენ მოისურვებ... მიყვარხარ ანი. -მეც მიყვარხარ სანდრო. ამ სიტყვების შემდეგ ჩვენი ბაგეები კვლსვ შეერწყა ერთმანეთს და ეს კოცნა კარგა ხანს გსგრძელდა, მასთან ჩახუტებულს გამეღვიძა, ადგომა და სახლში წასვლა მინდოდა და მეჩქარებოდა მაგრამ, ისე საყვარლად ეძინა როგორ უნდა გამეღვიძებინა? მის მძინარე სახეს ვუყურებდი, როცა მასთან ახლოს მიმიზიდა და მაკოცა. -როგორ შეგიძლია მძინარეს მიყურო და არ მოგინდეს ჩემი კოცნა? -იდიოტო... სახლში უნდა წავიდე. -ნწ, ვინ გიშვებს? -სააანდროოო! -უნდა მთხოვო. -გთხოვ!-წუწუნით ვუთხარი და მისი მკლავებიდან დაღწევა ვცადე. -ამმ... ყრუ ხარ? -სანდროოოო.... სანდრო კვლავ ვნებიანად დსეწაფა ჩემს ტუჩებს და გამათავისუფლა. -დამირეკე მომაძახა კარების ზღურბლთან მდგომს და თვალი ჩამიკრა. სახლში მისულს არც გამხსენებია რომ სანდროსთვის დამერეკა. -ანი მოხვედი?-დედაჩემმა სამზარეულოდან დამიძახა და მანიშნა თვალებით აქეთ შემოდიო. -რამოხდა?-ჩურჩულით ვკითხე და სასტუმრო ოთახისკენ გავაპარე თვალი. -მირანდა და მისი შვილი გიგი არიან სტუმრად, თბილისში გადმოსულან და გვესტუნრნენ. -წავალ მივესალმები. მირანდა დედაჩემის სტუდენტობის მეგობარი იყო, გიგი 19 წლის საკმაოდ შესააშური აღნაგობის და ხმია პატრონი იყო. -გამარჯობაა -ვაიმე როგორი გაზრდილი ხარ- პირზე ხელები აიფარა მირანდამ და ჩამეხუტა. -პრივეტ ანი... -გიგიიი...-გადავკოცნე და დივანზე დავსხედით- როგორ ხართ? ლაპრაკი ყავის დალევამდე გაგრძელდა. საღამოს გიგი ჩემს მეგობრებთან ერთად დავპატიჟე გასასეირნებლად წამოსულიყო, წამომყვა კიდეც, როცა პარკში მივედით, ირაკლიც ქეთიც მარიამიც და სხვა ბავშვებიც იქ იყვნენ თვალს მარტო სანდრო და გიორგი მომაკლდა, გიორგი სანდროს ბავშვობის ძმაკაცია. გიგი ბავშვებს გავაცანი და სანდროს მოკითხვა დავიწყე. -რავი მოვიდა და ეგ და გიორგი სადღაც წავიდნენ. -სად? -არ უთქვამთ. -გიგი აქ დარჩი მე მალე მოვალ. - ანი სად მიდიხარ.-ქეთი გამომეკიდა და გამაჩერა. -მოვალ და მოგიყვები ყველაფერს. -ანი!. -ქეთი, ვიცი ჩემი საქმე, გიგის ყურადღება მიაქციე გთხოვ. იმ ადგილას წავედი სადაც გუშინ ვიყავით, უცნაურ შენობებს ჩავუყევი და სანდროს ხმა გავიგე. -ილაპარაკე შე ნაბი//ვარო. ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა, იმ სანახაობაზე ცუდად გავხდი. ბიჭი სკამზე მიბმული იყო და ურტყავდნენ, გავიქეცი და სანდრო უკან მომყვებოდა. -ანი-შორიდან დაქანცული ხმით ყვიროდა სანდრო. -რა გინდა?-გავჩერდი და მივუბრუნდი. -აქ რას აკეთებ?-ყვირილით მეკითხებოდა და თან ხელს მიჭერდა მკლავზე -მტკივა.. -აქ რას აკეთებთქო -შენ გამოგყევი, ეს რას აკეთებ სანდრო... კვლავ ავტირდი. -მე შენ გაგაფრთხილე... კარგი მხარეები არ გამაჩნიათქო. -მაგრამ... -არანაირი მაგრამ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან თუ არ მოგწონს. -სანდრო... -დროზე!. წამოვედი და უკან არც მიმიხედავს თავში სულ სანდროს ნათქვამი სიტყვები მიტრიალებდა და ცრემლების ზღვა ჩემი თავლებიდან ჩემს მაისურე ეცემოდა. ვიცი პატარაა მაგრამ ვეცდები შემდეგში დიდი დავწერო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.