შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქორწილო კაბა (14თავი)


24-11-2019, 18:16
ავტორი ნეაკო
ნანახია 5 703

ლუკას სიტყვები ჩამესნოდ ყურში გაუჩერებლად, მხოლოდ ეს რამდენიმე სიტყვა, რომელმაც ერთ წამში გამანადგურა, საბოლოოდ მომიღო ბოლო და დაასრულა ჩემთვის სიტყვა ოჯახი, დედა და მამა, კიდევ ვერ ვიჯერებდი, ბოლომდე ვერ ვიაზრებდი ამ ყველაფერს, ვერ ვიჯერებდი რომ სიცრუეში გაგვზარდეს, ამდენი წელი გვატყუებდნენ ასე უტიფრად!
ძალიან ცუდად გავხდი, ძალა გამომეცალა და ჩავიკეცე, თვალთ დამიბნელდა და რამდენიმე წამს სრულ წყვდიადში ვიყავი, გონს ლუკას ხმამ მომიყვანა
-როგორ ვცდილობდი რომ მისი სიყვარული და კეთილგანწყობა დამემსახურებინა... მაგრამ ვერ ვეღირსე , ერთხელ არ მომფერებია, ერთხელ არ უთქვამს თბილი სიტყვა, მხოლოდ ზიზღს და სიძულვილს იმეტებდა ჩემდვის, სულ ვფიქრობდი რატომ? რა დავუშავე ასეთი? რით დავიმსახურე ამდენი ბოღმა და ზიზღი? ნუთუ მამას ვძულვარ? რამდენჯერ ვკითხე საკუთარ თავს მაგრამ ვერ ვუშვებდი ამ ფაქტს, იმიტომ რომ მამებს შვილები არ სძულთ, ასე უბრალოდ არ იზიზღებენ...
-გეყოფა-ამოიხავლა თათიამ და მიწაზე დაემხო
-შენ მე ბავშვობა წამართვი, ყველაფერი წამართვი! - იყვირა ლუკამ -სიტყვა მამა შემაძულე, მასწავლე ოჯახის ზიზღი, საკუთარი თავის ზიზღი, და მეტი არაფერი...
-გაჩერდი-ამოიყვირა მისავათებულმა თათიამ
-გავჩერდები, გავჩუმდები სამუდამოდ გავჩუმდები რადგან სათქმელი აღარაფერია, დღეს ჩემთვის შენც იმ მიწისქვეშ დაიმარხე! -ლუკას სიტყვებზე გამაჟრიალა და ფეხზე წამოვდექი, მამას საფლავისკენ გავიხედე და გული საშინლად მეტკინა, ისე ძლიერ მეტკინა რომ სუნთქვა შემეკრა, შემოვბრუნდი და წამოვედი, თან ღრმად ვსუნთქავდი, მაგრამ მაინც არ მყოფნიდა ჰაერი, მეგონა ყელში ხელი წამიჭირეს და მახრჩობდნენ, შავი თავსაბურავი მოვიხსენი და იქვე დავაგდე, გზა განვაგრძე და მოძალებულ ცრემლებს ასე რომ მახრჩობდა გასაქანი მივეცი და მოთქმით ავღრიალდი, მაგრამ არ მიშველა ცრემლების წვიმამ, მაინც ისევ ისე მწარედ მტკიოდა გული, დაღმართი რომ ჩავიარე ტრასაზე გავედი და სირბილით მივიწევდი წინ, მინდოდა გავქცეოდი ამ ტკივილს, იმედგაცრუებას, სასოწარკვეთას, ტყუილს ამ ზიზღს, იქამდე მივრბოდი სანამ ძალაგამოცლილი ლამის მიწაზე არ დავეცი,თავი შევიმაგრე იმდენად რომ გავსწორდი წვალებით და ნელა განვაგრძე წინ სვლა
-საყვარელთან ერთად მოხვედი-თორნიკეს ხმამ გამაშეშა და გვერძე მივბრუნდი, როცა ძალა მოვიკრიბე - უტიფრად აქაც ის ნაბიჭ. მოიყვანე -თორნიკე სახეალეწილი მომიახლოვდა, მე ცრემლებმორეული დაბნეული, ვადევნებდი თვალს მის თითოეულ მოძრაობას -მაინც არ ეშვები იმ ნაბიჭ. არა? -ისეთი მიყვირა რომ ადგილზე შევხტი მოულოდნელობისგან
-რას ბოდავ იდიოტო-ვუყვირე გაღიზიანებულმა, მანკი მაჯებში ხელი წამავლო და უხეშად დამაჯანჯღარა
-ერთხელ ჩემიც გახდი-მითხრა ზიზღნარევი ღიმილით და ხელები გამიშვა, მე სიმწრისგან ცრემლები გადმომცვივდა, მაგრამ მისი ჭრელი გაბოროტებული თვალებისთვის თვალი არ მომიშორებია, ასე ვიდექით და შევყურებდით ერთმანეთს, ზიზღით და სიძულვილით სავსე თვალებით, ბოლოს ხელი მოვიქნიე და მთელი ძალით სახეში გავარტყი, ირონიული ღიმილი სახეზე შეეყინა და მრისხანებისგან სახეალეწილმა ის ხელი დამიჭირა რომელიც დავარტყი
-არ გაბედო და ახლოს აღარ გამეკარო-ვუყვირე ბოლო ხმაზე ხელი გამოვგლიჯე და გზა გავაგრძელე, ეს ბოლო წვეთი იყო, ბოლო ტკივილი რისი ატანაც შემეძლო, ბოლო იმედ გაცრუება რისი გადატანაც შემეძლო და უგონოდ დავეცი მიწაზე.
მაკა საავადმყოფოდან დაბნეული გამოვიდა, კიდევ ერთხელ გადახედა ფურცლებს და ეხოსკოპიის სურათს, ცრემლები მოაწვა და ატირდა კიდეც უმალ, მანქანაში ჩაჯდა და იქამდე ტიროდა სანამ გული არ იჯერა ტირილით, ფურცლები ჩანთაში ჩაყუნჭა და მანქანა დაქოქა თუმცა მიხვდა რომ მანქანის ტარების თავი არ ქონდა და ჩააქრო, გადმოვიდა და დაკეტა, ტრასაზე გავიდა და ტაქსი გააჩერა, სახლში მისული საწოლზე პირქვე დაემხო და ატირდა ისევ, ვერ იჯერებდა რომ ორმოცდაექვსი წლის ქალი ორსულად იყო, ვერ იჯერებდა რომ ასეთი რამ დაემართა, ახლა სანდროს რაუნდა უთხრას? ან აკაკის რა რეაქცია ექნება? ძლივს დაახწია ქმარს თავი, გაშორდნენე ძლივს და სწორედ ახლა დარჩა ორსულად, სწორედ ახლა როცა მითქმამოთქმა ატყდა მათ დაშორებაზე, და აკაკი ძლივს მოიშირა თავიდან.
თვალები გავახილე და სანდროს დანახვამ გამახარა რატომღაც
-რა დამემართა? სად ვართ?
-საავადმყოფოში
-შენ რა გჭირს?
-თორნიკემ და მე წავაყარეთ
-გამიკვირდა ძალიან-მოვიღუშე და სანდროს გავუსწორე მზერა -დაგვინახე რომ ვჩხუბობდით?
-უკან მოგყვებოდი და რათქმაუნდა დავინახე
-სულ?
-სულ! არ დაგელაპარაკე რადგან ვიფიქრე რომ მარტოყოფნა გერჩია
-ყოველთვის გესმის ჩემი
-სამწუხაროდ შენ არ გესმის ჩემი, არცერთი წამით
-მესმის-თვალი ავაროდე მის დაჟინებულ მზერას
-კიარ გესმის, გინდა რომ გესმოდეს, მაგრამ მაინც არ გესმის! -ჩამომიყალიბა და ორივეს გაგვეცინა
-რა გადარეული ხარ
-შენ გამაგიჟე
-რო გაგიცანი უკვე გიჟი იყავი თუ გახსოვს
-მარიამ რა მწარე ხარ, შაქრიანი წყალი უმდა დაგალევინო -სწორედ ამდროს ექთანი შემოვიდა -უკაცრავად ქალბატონო შაქრიანი წყალი თუ შეიძლება რომ მოგვიტანოთ? -გაოცებით შემოგვხედა და გავიდა
-სანდრო ხომ გითხარი გიჟი ხართქო
-უნდა დაგატკბო-მითხრა სიცილით და ექთანს ჭიქა გამოართვა.
სანდროს თერაპიამ მიშველა და ცოტა გამომიყვანა მდგომარეობიდან, საღამოს გამწერეს და სანდრომ მიმიყვანა სახლში
-ძალიან დაგღალე ჩემი პრობლემებით
-სისულელეს ნუ ამბობ
-მადლობა რომ ჩემს გვერდით იყავი-აშკარად გაახარა ჩემმა ნათქვამმა, მაგრამ სცადა ემოციის დაფარვა
-იცოდე რომ სულ შენს გვერდით ვიქნები, არასოდე მიგატოვებ, რო გამაგდო მაინც
-ვიცი და მიხარია- ვუთხარი გულწრფელად
-მარიამ ნუთუ ამას შენ ამბობ? თვით ჩემი რისხვა
-კაი მორჩი-გავუღიმე და გადავედი მანქანიდან
-მარიამ რაღაც მინდა გითხრა-შეყოყმანდა და მე ცოტა დავიბენი
-რამოხდა?
-ჩემ ტელეფონს დაგიტოვებ კარგი? უბრალოდ გათხოვებ
-არა არაა საჭირო
-გთხოვ უბრალოდ გქონდეს სანამ იყიდი და დამიბრუნე მერე-საყვარლად გამიღიმა და მე შუბლი შევუკარი -გათხოვებ არ გჩუქნი ნუ მერვიულობ-მე კარგახნის ყოყმანის მერე გამოწვდილი ტელეფონი გამოვართვი
-თუ რეკვით შემაწუხებ იცოდე ფანჯრიდან ვისვრი-ვუთხარი მკაცრად
-მარიამ უნდა დაგელია ის შაქრიანი წყალი-მითხრა დანანებით და მე გამეცინა , კარი მივუჯახუნე და სადარბაზოსკენ წამოვედი თუმცა გულმა არ მომითმინა და უკან მივტრიალდი, ვუყურებდი მანქანას როგორ ატრიალებდა, და რომ მოაბრუნა ფანჯარა ჩამოსწია და ღიმილით გამომხედა, შეხვედრამდე უჟმურო მომაძახა და ადგილს მოწყვიტა ემ ელი.
სახში ავედი კარი დავკეტე და საწოლზე დავემხე პირქვე, ისევ მომაწვა ის ტკივილი და ცრემლები გადმომცვივდა, ჩემი გონება ისევ ლუკამ წაიღო, ჩემმა სულელმა და გაწამებულმა ძმამ, ჩემმა გადარეულმა და დატანჯულმა ლუკამ, ყველაფერი ამომიტივტივდა გონებაში, ყველაფერი რისი გადატანაც მას მოუწია და გული მომიკვდა, მახსოვს ბანკეტზე რომ არ უშვებდა მამა და მახსოვს პირველად იტირა დიდმა ჩემთან, ჩემს მუხლებზე, ისეთი გულდაწყვეტილი იყო, ისეთი გულნატკენი იყო, მამამ კი მხოლოდ იმიტომ დასაჯა რომ მანქანის ფარი გაბზარა, რამდენი ვეხვეწეთ და ფული არ მისცა ლუკას რომ ბანკეტზე წასულიყო, გული მომიკვდა ამის გახსენებაზე და ცრემლებად დავიღვარე, მერე გამეღიმა როცა ლომბარდი გამახსწნდა, სადაც ბებოს ნაჩუქარი ბეჭედი ჩავაბარე და სამასნახევარი ლუკას ჩავუყუნჭე, ვუთხრი რესტორანზე და ზმანზე როგორმე გაქაჩე მეთქი ამ ფულით, მახსოვს როგორ დაწყდა გული, როგორ არ მართმევდა, როგორ მოეძალა გკივილისგან ცრემლები, მაგრამ ვაიძულე წასულიყო... მამას მოვატყუეთ რო ძმაკაცი დაეხმარა. ის ბეჭედი კი ლომბარდიდან დაიხსნა და მომიტანა ოთხითვის მერე, კონსულტანტათ იმუშავა ჩემგამო მაღაზიაში... ამის გახსენებამ სულ გამომიყვანა მდგომარეობიდან და გიჟივით წამოვვარდი შავები გავიხადე და მაკრატლით დავხიე შარვალიც და ზედაც, ნაკუწაბათ ვაქციე, მერე ჩავიცვი ფერადი კაბა და გადავწყვიტე თათია მენახა, ავტობუსით წავედი, მერე კიდევ სხვაზე გადავჯექი და მივადექი ბოლოსდაბოლოს ნაცნობ გაჩერებას, სადარბაზოს წინ გავჩერდი და ავიხედე მაღლა, შუქი რომ ენთო გამიხარდა და კიბეები ავირბინე კარზე მოუთმენლად დავაბრახუნე და იქამდე ვურტყი ხელები სანამ დეიდაჩემმა არ გააღო
-აქ რას აკეთებ?-მკითხა უტიფრად
-ეს ჩემი სახლიცაა თუ გახსოვს ძვირფასო დეიდა-მივმართე აგრესიულად რვა წლით უფროს დეიდას და თათიას ძებნა დავიწყე ოთახებში -სადაა შენი და? -წინ დავუდექი და ვკითხე თავხედურად
-რაგინდა? -თათიას ხმამ ნაწილებათ დამშალა თითქოს, ისევ ის სიამაყე, ისევ ის ამპარტავნება, ისევ ის უხეშობა, ისევ ის თავდაჯერებულობა
-მინდა გავიგო ვინაა ლუკას მამა, სადაა და რატომ გვაცხოვრეთ ამ ბინძურ ტყუილებში
-და მამაშენი ვინაა ის არ გაინტერესებს?-ჩამყვირა ყურში ზედმეტად გაღიზიანებულმა დეიდაჩემმა
-ლიზა მოკეტე-დაუყვირა თათიამ -გადი აქედან-უკივლა ბოლოს თათიამ გაკაპასებულ ლიზას
-მიდი ყველაფერი მომიყევი მე არაფერი აღარ გამიკვირდება, არც გული მეტკინება
-მარიამ ასე ნუ იქცევი-ხელი წამოიღო ჩემსკენ
-არ გაბედო და არ შემეხო-ვუყვირე მწყობრიდან გამოსულმა
-მარიმ ლიზას ყოველთვის შურდა შენი ხოიცი
-ძალიან კარგად ვიცნობ შენ გაბოროტებულ დას-ვუთხარი ზიზღით
-შენ ჩვენი შვილი ხარ, თუ გინდა დეენემის ტესტი გააკეთე, ეს ასეა
-ვიცი რომ ვარ, ეჭვიც არ მეპარება, სამწუხაროდ-ვუთხარი წარბშეყრილმა
-საიდან იცი?
-უკვე ჩავატარე
-რას ბოდავ გოგო-იმხელაზე მიღრიალა რომ ადგილზე შევხტი
-იმას რას გესმის
-მგონი სულ გაგიჟდი გოგო ეს როგორ გააკეთე, ან რატომ ან როდის
-სკოლა რომ დავამთავრე მაშინ, რადგან ეჭვი მეპარებოდა რომ საერთოდ თქვენი შვილი ვიყავი
-ახლა დაწყნარდი?
-მართალი რომ გითხრა პასუხმა დიდად არ გამაბედნიერა
-იდიოტი და სულელი ხარ, არანორმალური
-ლუკას მამა ვინაა?
-შენ ვინ ხარ რომ პასუხს მთხოვ?
-მე გთხოვ პასუხებს და შენ მიპასუხებ აუცილებლად!-ლუკას ცივმა ხმამ გაკვეთა დამძიმებული ჰაერი და ორივე მისკენ მივბრუნდით დაბნეულები
-ლუკა
-ყველაფერს მომიყვები მერეკი სამუდამოდ დავივიწყებ შენს არსებობას
-ასე იოლია? ასე იოლია არა უარის თქმა დედაზე, იცით მე რა გადავიტანე? იცით რის გამოვლა მომიხდა? იციგ როგორ მოვედი აქამდე?
-ხოდა მოგვიყევი გვინდა ვიცოდეთ- ვუთხარი ზიზღით
-ლუკას მამა-თათია გაჩუმდა და სიცილი დაიწყო გიჟივით, მე და ლუკამ გაოცებულებმა შევხედეთ ერთმანეთს, მერე ტირილი აუვარდა და ისტერიული ტირილი იქამდე ვერ შეწყვიტა სანამ სრულად არ ამოწურა ყველა მოწოლილი ემოცია -უნივერსიტეტიში გავიცანი გოგა და შემიყვარდა დანახვის წამიდან, მასაც შევუყვარდი და მალევე გამომიტყდა... ჩემს კლასელს ვუყვარდი ბავშვობიდან და არ მეშვებოდა...-ხმა ჩაუწყდა და სავარელში ჩაჯდა -მედა გოგა რომ დავინიშნეთ მან... მან... -თათია სულ გაფითრდა თვალები მილულა და გონება დაკარგა.
-საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა-გვიხსნიდა დამრუშკული ექიმი მე და ლუკას-ინფარქტი
გადაიტანა, ახლა სტაბილურად მძიმე მდგომარეობაა მაგრამ შესაძლოა მდგომარეობა დამძიმდეს...
ლუკა ძალიან იყო აღელვებული, მეც ძალიან ცუდად ვიყავი
-დარწმუნებული ხარ რომ გინდა სიმართლე გაიგო? -ვკითხე კიბეებზე მჯდომს
-არვიცი
-დედა ამ ამბის გახსენებამ გაანადგურა
-დედა გახდა უკვე? -ამომხედა გაბრაზებულმა და ფეხზე წამოვარდა
-ლუკა გაჩერდი გთხოვ არ წახვიდე
-ახლა შენთვისაც ძალადობის ნაყოფი ვარ, საზიზღარი ძმა -მომხედა ერთი და ეზო სირბილით გადაჭრა, ცხვირი ამეწვა და მოწოლილ ცრემლებს უფლება მივეცი გადმომცვენოდა.
ლუკა დაიკარგა, ვერსად მივაგენი მის კვალს და ორი დღის მერე პოლიციას მივმართე, თათია ისევ მძიმედ იყო და რეანიმაციაში იწვა, სანდრომ თავისი ხალხი ჩარია და სამი დღის მერე ოპოვეს ქობულეთის მიტოვებულ ძველ შენობაში წამალგაკეთებული უგონოდმყოფი



№1  offline წევრი Takk.22

როფის დადებ სანდრო მარიამის წყვილს ველი

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კომენტარძალუაბ მომეწოონა ეს მოთხრობა გაგძელება ექნება და როდის?

 


№3  offline მოდერი ნეაკო

Takk.22
როფის დადებ სანდრო მარიამის წყვილს ველი

სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებ 3/4 დღის ინტერვალით ვდებ ხოლმე ახალ თავს

სტუმარი ნესტანი
კომენტარძალუაბ მომეწოონა ეს მოთხრობა გაგძელება ექნება და როდის?

აუცილებლა
სტუმარი ნესტანი
კომენტარძალუაბ მომეწოონა ეს მოთხრობა გაგძელება ექნება და როდის?

აუცილებლად გაგრძელდება, ახალი თავებს რამდენიმე დღის ინტერვალით ვდებ ხოლმე

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

Კიდევ დარჩა რამე რც ამ გოგოს არ გადაუტანია. Მგონი ყველა უნდა დაკარგოს და მხოლოდ სანდრო დარჩეს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent