შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის წითელი სონატა ( ნაწ. I )


24-11-2019, 23:22
ავტორი Moonlight17
ნანახია 5 438

ბანალურად რომ ითქვას, ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე. თითქოს ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავ გონებაში, მაგრამ მაინც ისეთი რაღაც მოხდება, რაზეც არც კი გაგიფიქრია. ვერც კი წარმოიდგენდი, ან უბრალოდ არც კი ისურვებდი და იოცნებებდი. ასეთია ცხოვრება, ზოგჯერ ლაღი და ფერადი, ზოგჯერ კი - დაუნდობელი, ჯოჯოხეთი.

პირველი ნაბიჯი
***

"ჩემები უკვე წავიდნენ, სად ხარ?!"

ტელეფონი აზუზუნდა.მუხლებზე დაგდებული, ხელში ავიღე და მოსული შეტყობინება სწრაფად გავხსენი. ჩემი ლილუ მწერდა.
მოსაუბრე პერსონას გავხედე, რომელიც ხელებს დიდი ენთუზიაზმით იქნევდა და განათებულ კედელზე ასახული გამოსახულებების ახსნას ცდილობდა. ბავშვებსაც გადავხედე, ზოგს სკამზე ეძინა, ზოგიც ისეთი ინტერესით უსმენდა, თვალებს ვერ ვუჯერებდი. თემა მართლაც საინტერესო იყო, მომავალი პროფესიის ასარჩევად დაფიქრება ნამდვილად მართებს ადამიანს. მივხვდი, როგორც მინიმუმ მომდევნო ერთი საათი დაშლას არ აპირებდნენ. სკამზე მიკიდულ ჯინსის თხელ ქურთუკს ხელი დავავლე და გარეთ შეუმჩნევლად გავედი. სექტემბრის კვალობაზე, საკმაოდ სუსხი ქარი ქროდა და თმებსაც გვარიანად მიწეწავდა.
"გამოვედი და მოვდივარ. ჩაი გამიკეთე, ვიყინები"
ტელეფონი საბოლოოდ გამეთიშა. არაუშავს. ყოველ შემთხვევაში იმაზე ნერვიულობაში არ ამომხდებოდა სული, თუ რამდენ შაქარს ჩამიყრიდა. ისედაც იცოდა. 2 და მორჩა.
მე და ლილუ დებივით გაგვზარდეს ჩვენმა დედებმა. ფაქტიურად ორი დედა გვყავდა, ვინაინად ცხოვრებამ არცერთს გვარგუნა იმ სითბოს დაგემოვნება, რასაც მამის სითბო ჰქვია. ფეხის ადგმიდან ერთად წამოსულები, შემდეგ ბაღში და ახლა უკვე სკოლას ვამთავრებდით. 17 წელმა ისე მალე ჩაიქროლა, როგორც დედაჩემი იტყოდა ხოლმე, აზრზეც ვერ მოვასწარი მოსვლა.
ფიქრებში გართულმა, პირველივე ავტობუსსში დავიკავე ადგილი. თავი ფანჯარას გადაღლილმა მივადე.მეძინებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ტრანსპორტში ძილი მეზიზღებოდა, ამიტომაც ვცდილობდი თვალებით რაიმე ისეთი მეპოვა, რასაც თვალიერებას დავუწყებდი მომდემნო ათი წუთი.
ღამე მაგისტრალი განსაკუთრებით ლამაზი იყო. შემოდგომის სიო კი მეტისმეტად მკაცრი მეჩვენებოდა, ამიტომაც ფანჯარა დავხურე.
გარშემო კაციშვილის ჭაჭანება არიყო. ტრაფარეტი წითელი მანათობელი ციფრებით 11 საათს ამცნობდა. არც უნდა გამკვირვებოდა, რადგან ვერის ბოლო დილითაც არ გამოირჩევა ხალხმრავლობით. ქოშინით წინ და წინ მივიწევდი. სიბნელის შიში?
რათქმაუნდა არ მქონდა . მიჩვეული ვიყავი გვიანობით ლილუსთან წაბოდიალებას, ამას თითქმის 12 წლიდან დამოუკიდებლად ვაკეთებდი.
- ესეც ასე. - ჩემთვის ჩავილაპარაკე, როდესაც ლილუს კერძო სახლიდან გამოსული მოყვითალო სინათლეები შევნიშნე. თამამად ავაჩქარე ნაბიჯები ნახევრად ჩაბნელებულ ქუჩაზე, მაგრამ იმ სითამამეს რა ვუთხარი?! ტყუილად არ მეუბნება დაქალი "ხელებში ფაფა გიჭირავსო.."
მსუბუქი შეჯახების გამო ქურთუკი ხელიდან გამივარდა. დაბნეულობისგან გავბრუვდი და გავბუჟდი. რომ გავაანალიზე რა ხდებოდა, უცნობი ხესავით იდგა. ალბათ ცოტა ნასვამი რომ ვყოფილიყავი, ასეც ჩავთვლიდი. მაგრამ ამოძრავდა. დაიხარა და ჩემი ქურთუკი ხელში აიღო.
"ოღონდ ახლა არ გაიქცე..." გონებაში რამდენჯერმე გავიმეორე. ტელეფონი ქურთუკში მედო და ამას ვერანაირი ძვირადღირებული სხვა ტექნიკა შემიცვლიდა.
წელში გასწორდა.ჩემზე თითქმის ორი თავით მაღალი იყო, მუქი ფერის თმა ვერცხლისფრად ირეკლებოდა მთვარის შუქზე, რასაც ხელს ქუჩის განათების არაფუნქციონირება უწყობდა. ნაკვთებს ბუნდოვნად ვარჩევდი, მაგრამ დანამდვილებით შემეძლო თქმა, რომ არაფერი დაეწუნებოდა.
დამფრთხალმა რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა, როდესაც ორივეს უკნიდან სტვენა მოგვესმა. თავი საშინელებათა ფილმში მეგონებოდა, რომ არა ნაცნობი სახე. სანამ მიქაძეს ვინაობაში ვრწმუნდებოდი, უცნობმა ქურთუკი ხელში მომაჩეჩა და ისე აორთქლდა, თითქოს არც არასდროს გამოჩენილა. სტვენის პატრონი კი უფრო და უფრო მომიახლოვდა.
- იოანე. - მშვიდად ამოვილაპარაკე და გადავეხვიე, როდესაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ის იყო.
- მარიამ. - თავი მისალმებით დამიკრა და გამიღიმა - ასე გვიან მიდიხარ?
- ოჰ, ეგ მე უნდა გკითხო. ლილუ ამდენხანს რომ მარტო დამიტოვე - გავეჯავრე და გავუცინე.
- პირველად ხომ არაა, არა? - მხრები აიჩეჩა და კარზე უცხოსავით დააკაკუნა. მის ზედმეტად თავაზიან ფორმებზე, ყოველთვის ვღიზიანდებოდი. თვალები ავატრიალე და კარები ჩემს მეორე სახლში დაუყოვნებლივ შევაღე.შემოსასვლელში მაშინვე გაკრეჭილი ლილუ შეგვეგება და ცხელი ჩაი ხელში მომაჩეჩა. წყვილი ცოტახნით მარტო დავტოვე და მისაღებში გავედი. კედები ფეხების ერთმანეთზე შემორტყმით გავიხადე და თბილ ფლოსტებში მოვთავსდი.
რათქმაუნდა, თავს ისე ვგრძნობდი როგორც საკუთარ სახლში. საშინლად დაღლილს. ცოტახანში გვრიტებიც შემომიერთდნენ.
- რა იყო გოგო, იმ კურსებზე ათენებ და აღამებ?! - შემიბღვირა დაქალმა.
- რა ვქნა, ხომ იცი მჭირდება.
- ხო.. - მიქაძესგან ეს 'ხოო' დაქალებს გაგვიკვირდა და ორივემ ერთნაირი მზერები გავცვალეთ. იოანემ წარბები აათამაშა, ტუჩები მსუბუქად დაისველა და გადმომხედა. მიუხედავად მისი უაზრო ჟესტებისა, მაინც ისე მიყვარდა როგორც საკუთარი ოჯახის წევრი.
- იცი ლილუ, ჩვენს რიჟა გოგოს სატრფო ყავს - მისმა სიცილმა მთელი ოთახი მოიცვა. მოულოდნელობისგან ყბა მომეღრიცა.
- რეებს მიედ-მოედები, იო?! - გაკვირვებულმა ვკითხე.
- გგონია არ დამინახავს ის ბიჭი შენს ქურთუქთან ერთად? - თვალები ავატრიალე და თავქვეშ ორივე ხელი ამოვიდე. მივხვდი, რომ წუთების წინ მომხდარზე ამახვილებდა ყურადღებას.
- ჩემი სატრფო კი არა, ვიღაც მანიაკი იყო. მემგონი შენ რომ არ გამოჩენილიყავი ჩემ ტელეფონს სამუდამოდ დავემშვიდობებოდი. - სრული სერიოზულობით ვუთხარი და გახსენებაზე ჯიბიდან მობილური ამოვიღე. სატენს გადავწვდი და შევაერთე.
- შენ არ ხარ საღ გონებაზე, ხო?- ხელი აიქნია მიქაძემ და ახარხარდა. ლილუ გაკვირვებული სახით შემოგვყურებდა ორივეს. ზედ ეწერა არაფრის აზრზე რომ არ იყო. - მანიაკს შენი აზრით ტექნიკა იზიდავს? –
მოკლედ რომ ვთქვა მაგარი დამცინა. შემდეგ ლილუსაც განვუმარტე სიტუაცია და არც მან დამაკლო.
- მიდი ახლა, კარგად გამოეწყე და გავდივართ.
- ამ შუა ღამეს სად გადიხარ ლილუ? - მოვიბუზე და ფეხები სავარძელზე შემოვიკეცე.
- კლუბში მივდივართ.
ყურებამდე გამეკრიჭა.ამის გარდა ყველაფრის გაგება მინდოდა. მსგავსი ადგილები საჩემო ნამდვილად არიყო. ყოველთვის 'ვიჩაგრებოდი'. ცხოვრებაში მგონი სულ 3ჯერ ვარ კლუბში ნამყოფი, ისიც ლილუს წავუთრევივარ ძალით და ორ საათში დიდი ხვეწნა-მუდარის შედეგად სახლში ვბრუნდებოდით. სანამ ხმას ამოვიღებდი,მიქაძემ დამასწრო:
- ამას თავისი თავისთვის ვერ მიუხედავს და უნდა გაყვე რა. მე ბიჭებთან საქმეები მაქვს, ამღამ არ მცალია.
- რათქმაუნდა, გავყვები.
ვეტყოდი მერედა არგაუშვათქო,სახლში მშვიდად დავრჩებით და დავიძინებთქო... მაგრამ შემდეგ ლილუს აცრემლებულ, ცისფერ თვალებს რა გაუძლებდა.
ნახევარ საათში ლილუს გარდეროფში ჩემი შესაფერისი ტანსაცმელიც ვიპოვე. შავი ქვედაბოლო და იისფერი ოდნავ ამოღებული ზედა ავარჩიე. რასაც ლილუზე ვერ ვიტყოდი. როგორც ყოველთვის, ახლაც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.
იოანეს მისი დანახვისას თვალები შუბლზე აუვიდა და თავს დავდებ, მეც და ლილუმაც საკმაოდ კარგად გავიგონეთ დიდი ნერწყვი როგორ ძალდატანებით გადააგორა ყელში. უსიტყვოდ დაუტოვა ლოყაზე მსუბუქი კოცნა და კლუბის წინ დაგვტოვა.
- იქნებ მივბრუნდეთ - სახე უხერხულად დავმანჭე,როდესაც დაცვის კაცი დაბღვერილი მომაშტერდა. ეს ყველაფერი ასაკის გამო ხდებოდა. ასაკთან შედარებით პატარას შეხედულება მქონდა ყოველთვის და ამაში სიმაღლეც ხელს მიწყობდა...
- ოო წამოდი რა! - ხელი მომკიდა ლილუმ და წინ წამიყვანა. ლილუს დიდის შეხედულება ჰქონდა, ასე რომ პრობლემები არ შეგვქმნია დაცვაზე და ადვილად შევედით.
მაშინვე ყურები დამიგუბდა. წნევის ცვალებადობა, ან უბრალოდ ძალიან ხმამაღალი მუსიკა ჩემს ბარაბანებს ზედმეტად არ ესიამოვნათ.
- მოგწონს? - ხმამაღლა მიყვირა ლილუმ რომ ხმა მოეწვდინა. თავი დავუქნიე. ნამდვილად არ ვაპირებდი დაქალისთვის სიამოვნების ჩაშხამებას. ღიმილ აკრული ბარის დახლთან გავყევი და სტანდარტულად შემაღლებულ სკამზე ძლივძლივობით დავჯექი.
- ერთი მარტინი- ბარმენს ვუთხარი და ღრმად ამოვისუნთქე, იმის იმედად, რომ პირადობის მოწმობას არ მომთხოვდა. დალევა და ცოტა ხნით რეალობას მოწყვეტა ნამდვილად მესაჭიროებოდა.
- not bad - ყურში ჩამჩურჩულა ქალმა და ნარინჯისფერი კოქტეილი ხმაურიანად მოწრუპა.
ბარმენმა არ დააყოვნა და ყინულებით გატენილი სასმლით სავსე ჭიქა ცხვირწინ დამიდო. ხელი მოვხვიე და თითებით შევიგრძენი ის სიცივე, რასაც რამდენიმე წამში უკვე კუჭში გადავუშვებდი და შემდეგ, სისხლს თავისუფლად შეუერთდებოდა მიღებული ალკოჰოლი.
- მადამ.. - ვიფიქრე მომესმა, რადგანაც გამიკვირდა. დავიჯერო ვიღაც არისტოკრატულადაც საუბრობს 21-ე საუკუნის ბარში? შავი თმები აჩეჩვოდა. ლოყები ჩავარდნოდა და დიდი მწვანე თვალები ჩემკენ მოეპყრო. წამით ლილუს გავხედე. ის კი წინსვლის ნიშნად დამებღვირა. ისევ უცნობს მივუტრიალდი და გავუღიმე. ვინაიდან სათქმელი ნამდვილად არაფერი მქონდა. უხერხულად მოვსვი საკუთარი სასმელი და მსუბუქად ჩავახველე, იმ იმედით რომ ალკოჰოლის პირველივე ყლუპი ლოყებს არ ამიჭახლისფერებდა.
- იცეკვებ? - ხელი გამომიწოდა. დაქალისკენსკენ გახედვას ვაპირებდი, თუმცა იგივე ჟესტს გამიმეორებდა. ჭიქას ხელი გავუშვი და სველი ხელი შეუმჩნევლად შევიწმინდე მოკლე ქვედაბოლოზე.
- იცით.. მე არ მეხერხება ცეკვა.. - მორცხვად ვუთხარი. ეს უდიდესი ტყუილი იყო, მაგრამ კლუბში ყველას თანდასწრებით უცნობთან ცეკვა ჩემთვისაც კი მეტისმეტი იყო.
- რათქმაუნდა ეხერხება! - თავი გადმოწია ლილუმ და უცნობს გაუღიმა. ვიფიქრე, ახლა ლილუს თხოვს ცეკვას თქო, მაგრამ შევცდი.
უცნობი დაჟინებით ისევ ჩემს თვალებში იკარგებოდა. რაღა მექნა. სკამიდან მსუბუქად ჩამოვხტი და ხელი გამოწვდილ ხელზე დავადე.საშინლად არ მესიამოვნა გაყინულ ხელზე მისი გავარვარებული სხეულის ტემპერატურის შეგრძნება. ცოტა არ იყოს უხეშად გამიყვანა ცენტრისკენ და საკუთარ სხეულს გაუაზრებლად ამაკრო.
-შეღებილი გაქვს? - იმდენად ახლოს მოსწია თავი ჩემს ყურთან, ვერ მივხვდი ამას იმიტომ მეუბნებოდა, რომ გარკვევით გამეგო მისი სიტყვები, თუ ჩემს თმას ყნოსავდა.
-არა... - ძალიან ხმადაბლა ამოვილაპარაკე. დარწმუნებული არც ვიყავი, გაიგო თუ არა და მსუბუქად ვკარი ხელი. თუმცა მან ისევ მისკენ მიმიზიდა. ნასვამი ნამდვილად არ ვიყავი და ზედმეტად თავდაჯერებული უნდა ვყოფილიყავი ახლა, იმისთვის რომ მისთვის ფიზიკური წინააღმდეგობა გამეწია.ოდნავი დისტანციით ერთ ადგილას მოძრაობა განვარგრძეთ. არ გამომპარვია ნელ-ნელა სახეს როგორ აახლოვებდა და ვერც გავიაზრე იმდენად სწრაფად შეეხო მისი სველი ტუჩები ჩემს კისერს. ეს არ მსიამოვნებდა. ზედმეტად ამაზრზენი იყო ჩემთვის. ტაომ წამებში დამაყარა.
- ვფიქრობ საკამრისია - მისი მოშორება ვცადე, თუმცა გააფთრებული უფრო და უფრო მაგრად მიჭერდა ხელს.
- მეცეკვე, ლამაზო. - ჩემს ყურთან იმდენად ბოხი ხმით ჩაიჩურჩულა. მინდოდა თვალები დამეხუჭა და ეს ყველაფერი ერთი უბრალო კოშმარი აღმოჩენილიყო. სად იყო ლილუ?!
- არმინდა! - აღარაფერი უთქვამს, ბინძური სახე უფრო ახლოს მოსწია და უკან დახევის ყველანაირი შანსი გამიქრო.
- გაჩერდი არგესმის? - რაც შემეძლო ხმამაღლა დავუყურე და სხეულიც ჩემსას მოსწყდა. უფრო სწორად გამოგლიჯეს.
- ვერ გაიგე რათქვა?! დაახვიე ახლა აქედან! - ბიჭის ხმაში მძვინვარება იგრძნობოდა. კაპიუშონი წამოეფარებინა. მისი სახის დანახვა მინდოდა, მაგრამ არ გამომდიოდა. არანაირი მოსალმება, გამოხედვა, უბრალოდ ხალხში გაერია და გაქრა. მადლობაც კი ვერ მოვუხადე. გულამოვარდნილი ერთ ადგილას ვიდექი და მკერდზე მიდებული ხელით ისე ვცდილობდი საკუთარი თავის დამშვიდებას, თითქოს ამით რაიმეს შევძლებდი. მწვანეთვალებას, რომელიც მე მეცეკვებოდა ხალხი მიესია და ცხვირიდან წამოსულ სისხლს წმენდდა. ლილუ მაშინვე ჩემთან მოვიდა და ქანდაკებასავით მდგარი გარეთ გამიყვანა.
- ვინ იყო ის?
- სად იყავი ლილუ?! - ბრაზმორეულმა ვკითხე დაქალს. ღრმად ამოვისუნთქე, სანაცვლოდ კი მისი გაოცებული, დაბნეული სახე მივიღე. ვარდისფერი, უზომოდ სავსე ტუჩები შუაზე გაეპო და ცოტა აკლდა, რომ ტირილი დაეწყო. - რომელი ვინ იყო? - გაბრაზებულმა ვიკითხე. თვალი ავარიდე და ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე. ეს ჩემი და ლილუს საიდუმლო იყო. კოლოფი გავუწოდე თუმცა უარის ნიშნად თავი გამიქნია. მხრები ავიჩეჩე და ერთი ღერი ტუჩებ შუა მოვიქციე, ჩავიკუზე და მოვუკიდე. ლილუ ჩემს გვერდით ბარდიულზე ჩამოჯდა და ნერვიულად ამოძრავდა.
- იოანეს დავურეკავ და წაგვიყვანს.
- მოვრჩები და მერე რა.. და არ უთხრა რაც მოხდა.
- როგორ თუ არ ვუთხრა?
- არა და მორჩა, ლილუ!
- კარგი ხო.. და ვინ იყო?
- გგონია მე ვიცი? - ანერვიულებული ვიყავი. გამწარებული ვეწეოდი. არვიცი ეს მწვანეთვალებამ გამოიწვია თუ აგრესიულმა უცნობმა, ან საერთოდაც იმ ფაქტმა რომ ყველაზე უხამსო სიტუაციაში ერთადერთი დაქალი გვერდით არ მყავდა, მაგრამ სრულ ჭკუაზე ნამდვილად არ ვიყავი.


***
დამძიმებული ქუქუთოები ძილშიც კი მაწუხებდა. სხეული ნერვებისგან ერთიანად მქონდა დაძაბული და ვცდილობდი, ოდნავი შვება ძილში მაინც მეპოვა.
- ადექი მარიამ, დავაგვიანებთ - ხელს ზურგზე მსუბუქად მირტყავდა ლილუ. ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფმა ამოვილუღლუღე:
- მოიცა, სად გექჩარება რა...
12 წელია ამ ადამიანს ვიცნობ და მისგან წესიერი გაღვიძება ნამდვილად არ მახსოვს.პატარაობაშიც, რამდენჯერაც ერთმანეთთან ვრჩებოდით სულ ან ყვირილით ან ხელის რტყმით მაღვიძებდა.
- სკოლა მარიამ, სკოლა!
მობუზულმა, საბანი მთელი ძალით მივიკარი თხელ მაისურზე და თავი უკმაყოფილოდ წამოვწიე. ლილუს ასეთივე სახით გავხედე.
- შანსი არაა - გადავბრუნდი და რბილ ბალიშზე თავი მსუბუქად დავდე. აღარაფერი უთქვამს, მაგრამ ვიგრძენი როგორ წამოდგა. ვიცოდი, სკოლაში უჩემოდ არ წავიდოდა და ისიც ზუსტად ვიცოდი ვის სანახავადაც გავიდოდა.
იოანე რათქმაუნდა.
რაღა დამაძინებდა. ჩემმა გიჟმა დაქალმა ფაქტიურად ძილის ანგელოზები თავისი ხმით დამიფრთხო. ნახევარ საათში ლოგინიდან წამოვფრინდი და იქაურობა მივალაგ-მოვალაგე.
ვერის ქუჩები ფეხით ჩავიარე. კარგი ამინდი იყო და ტრანსპორტში დახუთვას ნამდვილად სეირნობა მერჩივნა. სექტემბრის გრილი ნიავი და ნაადრევი ფოთოლცვენ. ულამაზესი იყო ყველაფერი.
მთელი დღე უაზროდ, სახლში ვიწექი. ნაშუადღევს სანდრომ დამირეკა, გამომიარე და ვიმეცადინოთო. ჩემდა გასაკვირად ერთადერთ ძმაკაცს უარი ვუთხარი და გათიშულმა გვერდი ვიცვალე. წიგნებში ჩაფლულს აღარაფერი მახსოვდა.
საერთოდაც ვისი გამოგონილიაეს გამოცდები?!
- გამოდი საჭმელი მზადაა - კარები შემომიღო ნათიამ და გამიღიმა. საპასუხოდ მეც გავუღიმე. საწოლზე მიგდებული წიგნი დავხურე და ნელა წამოვიზლაზნე.
ვახშამზე ჩემი საყვარელი სერველადი იყო. დედაჩემმა იცოდა, ამაზე უარს არასდროს ვამბობდი. და არც არასდროს ცდებოდა.
- სკოლაში როგორ მიდის ამბები?
გამიღიმა დედაჩემმა და მიმიკური ნაოჭები დაუფარავად მომაპყრო.
მხრები ავიჩეჩე:
- რა ვიცი დედა, ჯერ მხოლოდ ორი დღეა დაიწყო.
- იცი, სულ იმაზე ვნერვიულობდი, რომ შენი ნაადრევად სკოლაში შეყვანა, დიდი შეცდომა იქნებოდა. ახლა კი, რომ გიყურებ ვხვდები, საერთოდ არ მაქვს სანერვიულო.
თავისუფალი ხელით ლოყაზე მსუბუქად მომეფერა და და თმა გადამიწია. პატარა კნუტივით გავინაბე და თვალებაციმციმებულმა დედას ხელი დავუკოცნე. მისი არ იყოს და ზოგჯერ, მეც კი ვფიქრობდი რომ ჩემი ერთი წლით ადრე სკოლაში შესვლა დიდი შეცდომა იყო, თუმცა...
- სანერვიულო არაფერია, დედა.
- ხო მართლა, დილით ლილუმ დარეკა, შენს შვილს ტელეფონი რატომ აქვს გამორთულიო და შენს მაგივრად მე წამეჭორავა.
დაქალის ქცევაზე როგორ ცყოველთვის თვალები ავატრიალე და უკვე ცარიელი თეფში მსუბუქად ჩავდგი ნიჟარაში.
- რაო მაგ გიჟმა, რა უნდოდა?
- ანასტასიას თავისი კლანჭები გამოუჩენია და ამჯერად შენი დაკაწვრა მოინდომა.
- რას ამბობ?! - დაბღვერილი შევტრიალდი დედაჩემისკენ და ხელები გადავაჯვარედინე. ანასტასია სკოლის ‘ლამაზმანი’ სახელგანთქმული გოგონა იყო, ამავდროულად ჩემი კლასელი. დედამისი როგორც ყველას მოეხსენებოდა დიდად ცრურწმენების მოყვარული ქალი ყოფილა. სკოლაში ხმებიც კი დადის, იმის შესახებ, რომ პირველი კლასის პირველ დღეს, ანასტასია სკოლაში ნატურალური ქვების ყელსაბამით მოიყვანა, რადგან მისი გოგონასთავის თვალი არავის დაედგა. დედამისის წყალობით, დაწყებითი კლასებიდან მოყოლებული ზემოთ ხსენებული ჩემი კლასელი ანასტასია ჩემს თმებზე გაგიჟებული იყო. მეათე კლასში ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მომაყენა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ცრურწმენული დაჟინებით წითური თმა მხოლოდ ალქაჯებს ჰქონდათ. რას მთხოვდა? ჩემი ალქაჯური ძალების გამოვლინებას, რომელიც ჩემდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ გამაჩნდა.
- მელიასავით შეპარულა სამასწავლებლოში და შენს გრაფაში არასახარბიელო ნიშნები ჩაუწერია.
- მეკაიფები, ხო?.. - ვიგრძენი შუბლის ძარღვი როგორ დამეჭიმა და მზად ვიყავი, ახლა რომ წინ მდგომოდა ანასტასია, შუაზე გამეგლიჯა.
- დამშვიდდი, მარიამ. ფაქტზე წაასრეს და საკადრის სასჯელსაც მიიღებს. უბრალოდ, კარგად ვიხალისე. - შეპარვით გაეღიმა დედაჩემს. იმ ყველაფრის წარმოდგენისას კი, თუ როგორ ალაგებდა ყოველდღე ანასტასია სკოლას, სიცილში ავყევი ნათიას.

მეორე დილას სკოლაში არ წავსულვარ.ვინაიდან და რადგანაც, ყველას მოეხსენება როგორი დიდი უაზრობა და დროის კარგვაა ბოლო კლასში სკოლაში სიარული. ლილუს გადავურეკე. ბედნიერებას ხმითაც კი ასხივებდა. უკვე მივხვდი რომ იოანესთან იყო და ხელის შეშლა არ მინდოდა:
- 6ისკენ მოვალ - საბოლოოდ ვუთხარი. იოანეს დაბადებისდღისთვის საჩუქარი მქონდა საყიდელი, თუმცა ამაზე არ ვნერვიულობდი. მისი გემოვნება ასე თუ ისე ვიცოდი. მთელი დღე ტელევიზორს ვუყურებდი. დედა სამუშაოდ იყო წასული. ნაშუადღევს ჩავთვლიმე კიდეც. რომ გამომეღვიძა 5 ხდებოდა. გაბრუებული წამოვდექი ტელეფონს ხელი დავავლე და ბლოკი მოვხსენი. დაფარული ნომრისგან 2 ზარი. გამიკვირდა. თუმცა, დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ოთახში შევედი და გარდეროფი გამოვაღე. ბევრი არ მიფიქრია შავი ჯინსი და თხელი გრძელმკლავიანი მაისური ჩავიცვი.
იოანე ჩემგან უფრო ახლოს ცხოვრობდა ვიდრე ლილუ, ამიტომაც, გზად მიქაძეს საყვარელ ტანსაცმლის მაღაზიაში შევიარე და თვეების წინ რომ პერანგზე შტერდებოდა ხოლმე, ზუსტად ის ვუყიდე. ზღურბლზე მისულს სანამ ვინმე კარს გამიღებდა ხმაური და ჟრიამული უკვე მესმოდა. ძალაუნებურად გაღიმებული ვიდექი და საკუთარ ტერფებს დავყურებდი.
- შემოდი - გაკრეჭილმა ლილუმ ხელი დამავლო და შიგნით ლამის ხტუნვა-ხტუნვით შემიყვანა. იოანე მისაღებში ხუთიოდე ბიჭთან ერთად იჯდა. გარშემო სიგარეტის ბოლი ტრიალებდა, რამაც ნიკოტინი უარესად მომანდომა.მიქაძე ჩემს დანახვაზე წამოდგა და ღიმილით გადამეხვია. საჩუქარი ხელში მივაჩეჩე და გავუცინე .
- გაიზარდე მიქაძე!
- ხო, უსაჩუქროდ არ შემოგიშვებდი. - მარგალიტივით ჩამწკრივებული კბილები გამოაჩინა, შუბლზე მსუბუქად მაკოცა, ლილუს ხელი გადახვია და ბიჭებისკენ გაგვიძღვა.
- ბიჭებო, გაიცანით მარიამი. მარიამ, დათო, ირაკლი, ნიკა, ლაშა და ოთო. - უხერხულად გავიღიმე და თავი დავუკარი. თითქმის ყველას სახელი დავიმახსოვრე.
- ხო და კიდევ ერთი შემოგვიერთდება - სასხვათაშორისოდ გადმოგვძახა და ისევ ბიჭებში ჩაჯდა.
- ეგ ლაწირაკი რა პუნქტუალურია რა. - გადაიხარხარა ერთერთმა.
- აბიტურებზე დარბის საცოდავი - თქვა იოანემ და ხელი ჩაიქნია. არაყი ჭიქებში ჩამოასხა და გოგონებს მოგვაწოდა. - თქვენ ბევრს არ დალევთ. - ლილუმ და მე ერთნაირი სახეები მივიღეთ. დაქალი რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა დავასწარი.
- ოჰ ბატონო მიქაძე, ახლა თქვენობითაც ხომ არ მოგმართო?!
- შენ და შენი უკბილო იუმორი რაა, მარიამ.
ჩვენი ხმამაღალი სიცილი შამპანიურის საცობის გამაყრუებელმა ხმამ გადაფარა. შემოსასვლელში გაკრეჭილი ბიჭი იდგა შამპანიურით ხელში, რომელსაც ოქროსფერი სითხე მაჯაზე მადისაღმძვრელად ჩამოსდიოდა.
- ჰე ახლა, ჭიქები მომაშველეთ თორემ დაიღვარა ნახევარი - სიცილით თქვა და შამპანიურზე მიანიშნა.
ბიჭები სიცილ ხარხარით მივარდნენ.
- არც ისე დააგვიანდა, გავხართ. - მხრები მკახედ აიჩეჩა დაქალმა და მაგიდას მიუბრუნდა. თეფშზე მაიონეზში შეკმაზული თევზი ედო და ტუჩებს ისე აცმაცუნებდა, ერთი სული ჰქონდა მუცელში როდის გადაუშვებდა.
- ავალიანი, შე დაკარგულო - გადაეხვია იოანე ბიჭს.
- მიქაძე შე ბებერო - არც მეორემ არ დააკლო და ზურგზე მეგობრულად დაუტყაპუნა ხელი.
- იცნობ? -ხმადაბლა ვკითხე ლილუს, ისე რომ წარმოდგენისთვის თვალი არ მომიშორებია.
- მაგას? - წარბები ისე აზიდა, შუბლზე სამი ნაოჭი გამოუჩნდა. თავი უხერხულად დავუქნიე, ამჯერად მზერა მის წყლისფერ თვალებზე გადავიტანე და მხრები ავიჩეჩე. თვალები ააბრიალა და თავისი გემრიელი კერძის ჭამა განაგრძო. როგორც მივხვდი, ახლად შემოერთებული ბიჭი, დიდად კარგი რეპუტაციით ლილუს თვალში არ სარგებლობდა. მე პირადად, წინასწარი დასკვნებისგან თავს ვიკავებდი, რადგან რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, წიგნის ყდით და მით უმეტეს მონათხრობით, შიგთავსი არ უნდა შეაფასო.
- მოდი აქეთ მოდი - უთხრა იოანემ და ჩვენსკენ მოიყვანა.
- ესეიგი.. ლილუს უკვე იცნობ. ეს კიდევ, მისი გიჟი დაქალი, მარიამია - სიცილით უთხრა იოანემ ავალიანს. ბიჭმა სახე დაასერიოზულა და თვალები ჭყიტა.
- ა..ან..ანდრეა - ცოტა გაფითრებული სახე ჰქონდა, საბოლოოდ კი გამიღიმა და ხელის ჩამოსართმევად მარცხენა ხელი გამომიწოდა. ცოტა გამიკვირდა და ალბათ შემატყო კიდეც - ცაცია ვარ და.. - მის ნათქვამზე გამეღიმა და მეც მარცხენა ხელი ჩამოვართვი. სუფრა უკვე შევსებულიყო. იოანემ გვერძე ჩაწევა მთხოვა და ახალშემოერთებული გვერძე მომისვა. ლილუმ ქათმის თეთრი ხორცი გადმოიღო და ისე გემრიელად ჩაკბიჩა მეც მომანდომა. თუმცა ჯერჯერობით სალათს ვარჩევდი. სალათი ანდრეასკენ იდო.
- შეგიძლია მომაწოდო? - სალათზე ვანიშნე. დაბნეული, თვალებში ჩამაშტერდა. ის ის იყო ვიფიქრე, ჩემი ხმა ვერ გაიგო და გავუმეორებ მეთქი, რომ ფეხზე წამოდგა.
- ახლავე - მითხრა და სალათს გადაწვდა.
- მადლობ.. - ვუთხარი და ცოტა გადავიღე.
სანამ პირველ ლუკმას გადავუშვებდი მუცელში, ლილუს ხმამ გამომაფხიზლა.
- რა ჩორტებს გიგდებს ტასო შენ - ნასვამზე გონება გაეხსნა დაქალს.
- ო რავიცი რა. ხომ იცი, ყველაფერში შეცილება უყვარს.
- კი მაგრამ, ნიშნებშიც? - გამეცინა. - შენ და ნათიას კარგად წაგიჭორავიათ. - თვალები ავატრიალე.
- ნუ ეჭვიანობ, რიჟიკ. დედაშენი დედაჩემივით მიყვარს და გიკვირს რომ არ წავეჭორავებოდი?
- იმაზე უფრო ვეჭვიანობ, რომ ჩემზე მეტად გიყვარს. - ენა პატარაზე გამოვუყავი და თვალები მოვუჭუტე. ერთდროულად ავხარხარდით ორივე.
- დიდი იმედი მაქვს, ანასტასიას ცრუმორწმუნე მშობელი არსად გადაგვეყრება, თორემ საწყალი ქალი შენს დანახვაზე ჯვარს ჰაერში სამჯერ სწევს და მინიმუმ ხუთჯერ კოცნის. - სიცილს ვერ წყვეტდა ლილუ.
- კარგი გეყოფა. - ხმადაბალი სიცილით ვუთხარი და იდაყვი მსუბუქად გავკარი. კიდევ რაღაცის დამატებას აპირებდა, მაგრამ მეც და მასაც თვალები ერთდროულად გაგვიფართოვდა. როგორც ჩანს ვიღაც 'გამტყვრალმა' სასმელი ზედ გადამაქცია.
- აუ ჩემიკაი ბოდიში რა.. არმინდოდა, ხომ ხვდები.. - დაიწყო ავალიანმა, თან ხელებით მიხსნიდა.ნასვამი, ოდნავ სასაცილოდაც კი გამოიყურებოდა. ჩაცლილი ჭიქა ისევ ცალ ხელში ეჭირა და იმის აზრზეც ვერ მოდიოდა, რომ ხელი უნდა გაეშვა.
- არაუშავს, არაფერია. ეს არ მომკლავს - მის დამშვიდებას ვეცადე და მსუბუქად გავუღიმე. ფეხზე წამოვდექი და საპირფარეშოში სწრაფად გავედი. დასვრილი ადგილი წყლით დავიბანე და ცოტახნით აივანზე გასვლა გადავწყვიტე. იოანეს სახლში რაც ნამდვილად მომწონდა, აივანი იყო. მშვიდი და კომფორტული. იქვე დადგმულ ხის სკამზე მოვკალათდი და თვალები დავხუჭე.ვფიქრობდი ყველაფერზე, განსაკუთრებით ჩემს ბავშვობაზე მიყვარდა ხოლმე ფიქრი. წარმოდგენა არ მქონდა რატომ, მაგრამ საკუთარი ცხოვრება იდეალურად მეჩვენებოდა. რეალურად, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდიოდა. სკოლაშიც საუკეთესო ნიშნები მქონდა, რაც შემდგომ უნივერსიტეტში ჩაბარების პერსპექტივას უფრო მიღრმავებდა. ვოცნებობდი ჟურნალისტობაზე, ალბათ ათასჯერ მაინც მაქვს ნანახი ჩემი ბავშვობის ვიდეოები, რომელსაც დედაჩემი გულმოდგინედ მიღებდა ხოლმე, როგორ ვმსახიობობდი კამერის წინ ჟურნალისტის მორგებული როლით. ერთ ადგილს გაშტერებული, გაღიმებული ვიჯექი, როდესაც იდელია კარების ხმამ დამირღვია. ავალიანი. ეს ბიჭი საშინლად მეცნობოდა, მაგრამ აზრზე ვერ მოვდიოდი საიდან. სასმლის სუნი ერთიანად მოიტანა, რაზეც შევიშმუშნე. ისედაც ბარბაცით დადიოდა და ეტყობოდა, როგორც იყო.
კარგი ხანი წინ გაშეშებული მედგა. ალბათ ისიც სიმშვიდით ტკბებათქო, ვიფიქრე, მაგრამ როდესაც ზედმეტად გაიწელა მისი ხესავით დგომა, ხმა ამოვიღე და ვეცადე, ეს უხერხული სიჩუმე, რომელიც ტკბილი აღანაირად იყო, რამით დამერღვია.
-აბა?..
- შენი ხილვის ბედნიერებამ.. დ..დდამბლა დამცა...- უსწრაფესად, რობოტივით ალაპარაკდა და თავი ჩემსკენ მოაბრუნა. გაკვირვებულს, ტუჩები შუაზე გამეპო, თუმცა ვერაფერი ვუთხარი. ნებართვა არ აუღია, ისე ჩამომიჯდა გვერძე და ახლა პროფილიდან დამიწყო ყურება.
- შავი თვალები გქონია..- მითხრა ჩუმი ხმით - ღამისფერი...
გამეღიმა და ღიმილითვე გავხედე. უცებ დენმა რედდარტყმულივით დამიარა სხეულში იმდენად ახლოს იყო ჩემთან.
- ნაცრისფერი.. - ვუთხარი მისი თვალის ფერის აღსანიშნავად და ოდნავ გვერდით გავიწიე.
მასაც გაეღიმა და თავი თანხმობის ნიშნად მსუბუქად დამიქნია.
- აბა, ერთ ღერს ჩემთვის გაიმეტებ? - მითხრა უცებ.
- რა? - გამიკვირდა.
- სიგარეტი.
- აა.. არ ვეწევი.
- ვიცი, რომ კი. - გაკვირვებული ვიყავი. ეს ჩემი და ლილუს გარდა არავინ იცოდა. იოანემაც კი არა. რა გაეწყობოდა, ბავშვურად გაჯიქებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ჯიბიდან "კენტი" 8 ნომერი ამოვიღე და გავუწოდე.
- ერთად მოვწიოთ, ნუ მოგერიდება..- ისე მშვიდად და თავდაჯერებულად საუბრობდა, მეც კი მაჯერებდა საკუთარ სიმშვიდეში. რომელიც ამ მომენტისთვის, საერთოდ არ გამაჩნდა.
ერთი ღერი ამოვიღე და მოვუკიდე. პირველად ვეწეოდი ბიჭთან ერთად და თავს უხერხულად ვგრძნობდი. ღრმა ნაპასი ძალაუნებურად ჩავუშვი ფილტვებში და მას გავხედე. უცვლელად მიღიმოდა.
- ისე, შენ და სიგარეტი? ვერ წარმოვიდგენდი.. - ღიმილით აგრძელებდა საუბარს.
მეორე ნაპასი...
- ერთმანეთს შევხვედრილვართ? - შეპარვით ვკითხე და მის ნაკვთებს უფრო კარგად დავაკვირდი.
- ნუ გეშინია, შენ საიდუმლოს არ გავთქვამ.
გამაგიჟა ამ ბიჭმა, ან რა იცოდა საიდუმლოდ რომ ვინახავდი. ტაომ ერთიანად დამაყარა სხეულზე მოულოდნელობისგან.
- ალბათ, გინდა მკითხო საიდან ვიცი.- ისევ, მისი სიმშვიდე მაღიზიანებდა. ვაანალიზებდი, რომ ჩემს სიმშვიდეს სრულიად არღვევდა, რაც ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა, არასოდეს! უნდა მოვშორებოდი. ზოგადად, ყოველთვის გავრბოდი რაიმე ნეგატიური გრძნობისგან, როდესაც ჩემთან მოახლოებას ცდილობდა. ზუსტად ამიტომაც ვერიდებოდი ყოველთვის პანაშვიდებზე და გასვენებებში სირარულს. ხალხის მუხტი, დადებითი იყო ეს თუ უარყოფითი, ყოველთვის მოქმედებდა ჩემზე. ანდრეას კი, გაურკვეველი სახის მუხტს ჩემი მცირედი გამოცდილება, ვერ უძლებდა.
- შეწყვიტე!
- საწყენად არ მითქვამს. - თავი მოისაწყლა. თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე. სიგარეტი ჩავაქვრე და სწრაფი ნაბიჯებით დავბრუნდი სუფრისკენ,
- საით იყავი? - მკითხა ლილუმ და იოანეს მკლავებიდან დაღწევას ეცადა.
- მოსაწევად- ვუთხარი ჩუმად და შემოსასვლელისკენ გავიხედე. ნაცრისფერთვალება გვიახლოვდება.. ღმერთო ჩემო რა სისულელეებს ვლაპარაკობ.
- შეიძლება?- სკამი გამოწია და ლეკვური თვალებით შემომხედა. არაფერი მითქვამს თითქოს არც გამიგონია. ჩემი დუმილი ანდრეამ დადებით პასუხად მიიღო და ჩამოჯდა.
არც ახლა ვიხედებოდი მისკენ. ლილუ? ლილუს ყველაფერი რომ ჩაივლიდა, შემდეგ მოვახსენებდი.
- ყველას დიდი მადლობა, რომ გახსოვართ, არ მივიწყებთ და ყოველ წელს მიხალისებთ-დაიწყო შეზარხოშებულმა მიქაძემ, რაზზეც გოგონებმა ღიმილი ვერ დავმალეთ. ნამდვილი, ხანში შესული კაცივით საუბრობდა.- მარიამ შენი პერანგი გავისინჯე.
- მართლა? - პატარა ბავშვივით გავიბადრე.
- ხო, რასაც ჰქვია დააკვდა ზედ- გააჯავრა ირაკლიმ, რამაც ავალიანიც აიყოლია.
- თქვენ მოგისწრიათ ერთმანების გაცნობა ხო? - წარბის აწევით გადმომხედა იოანემ და ანდრეას თვალი ჩაუკრა.
- შეძლებისდაგვარად. - უხერხულად დაუკრა თავი ანდრეამ. ბიჭები მალევე წამოიშალნენ, იოანეც ფეხზე წამოდგა. ერთი სული მქონდა სახლი დაცლილიყო და მე და ლილუ ერთ გზაზე აღმოვჩენილიყავით რომ ავალიანის ფენომენობაზე ყველაფერი მეამბო.
- მარიამ შენ რითი წახვალ? - შემომხედა იოანემ.
- მე და ლილუ ერთად ვაპირებდით წასვლას- მხრები ავიჩეჩე და ჯინსის ქურთუკი მოვიცვი.
- ერთი ღამით ლილუს მოგტაცებ რა- დამემანჭა იოანე და ლილუს ნაზად აკოცა. ლილუს თვალები არაფერს მეუბნებიდნენ მაგრამ ამ წყვილს ახლა შუაში ხომ არ ჩავუხტებოდი.
- კაი რა პრობლემაა, ფეხით გავისეირნებ - გავუცინე ორივეს და სახელურს ხელი ჩავჭიდე.
- რა ფეხიით ტოო..- წამოიძახა ირაკლიმ
- ნუ კარგი ტაქსით.- გაკვირვებულმა შემდეგი იდეა წამოვჭერი.
- რა ტაქსი ტოო ეე..- სიტყვა გამაწყვეტინა დათომ.
გაკვირვებული ვიდექი შემდეგი იდეის მოლოდინში სანამ ავალიანი ამოიღებდა მის ხავერდოვან ხმას და ერთ ადგილას გამაშეშებდა
- მე წავიყვან- მისმა ნათქვამმა ყველა გააკვირვა და სამარისებრი სიჩუმე ჩამოვარდა- მანქანით ვარ - დაამატა შემდეგ. ყველას ისევ იგივე სახე ჰქონდა მხოლოდ იოანე იყურებოდა ბედნიერად.
- მშვენიერია- ამოიბურტყუნა ბოლოს და ლილუ უფრო მჭიდროდ მიიხუტა.
დაქალს უცბად დავემშვიდობე და გარეთ უხმოდ გავედი. ანდრეასთვის ხმა არ გამიცია. უბრალოდ ველოდი როდის გამიძღვებოდა მანქანისკენ.
- წამო.
მითხრა ჩვეულებრივად. უკან ისევ უხმოდ გავყევი. როცა მივხვდი მისი მანქანა რომელი იყო ახლა თავდაჯერებით გადავდგამდი ნაბიჯებს. უკანა კარი გავაღე რამაც ავალიანის უცნაური მზერა გამოიწვია.
- სერიოზულად?- თავი მსუბუქად დავუქნიე
- უცნაურო... - ჩაიბურტყუნა თავისთვის და თვითონაც ჩაჯდა. სიგარეტს მოუკიდა. ჩამეცინა და ფანჯარას თავი მივადე. ვითიშებოდი უკვე ისე მეძინებოდა…
- ხამი კი არ ვარ. უბრალოდ მანქანაში დამრჩა- მითხრა სიგარეტზე და სარკიდან გამომხედა. არაფერი მიპასუხია. არც მქონდა რამე სათქმელი, სიგარეტის ღერებე ნაკლებად ვდარდობდი... მანქანას უდავოდ კარგად და უსაფრთხოდ ატარებდა.
ერთადერთი რაზეც მეფიქრებოდა ლილუ და იოანე იყო.
- ბუტიაც ყოფილხარ- მის ხმაში ოდნავი სითბო იგრძნობოდა.
- სულაც არა.
- მიბრაზდები?
- რა? - ვერ გავიგე, ჩემთვის ზედმეტი გამოცანებით საუბრობდა.
- იცი.. რაც. - მანქანა გაჩერდა. ჩემი კორპუსის წინ ვიყავით. იმის კითხვას თუ საიდან იცოდა ჩემი მისამართი აზრი აღარ ჰქონდა.
- მადლობა, რომ მომიყვანე- მანქანიდან გადავედი. ის ჯერ კიდევ უძრავად ღია ფანჯრიდან შემომყურებდა. თითქოს რაღაცას ელოდებოდა. მივტრიალდი და სადარბაზოსკენ წავედი, თუმცა სანამ მთლიანად მივეფარებოდი არეალს, ხმა მაინც დამაწია:
- ღამე მშვიდობის, მარიამ.

ახალი შეგრძნებები

დილას ტელეფონის გამაყრუებელი ხმა მაღვიძებს, რომელიც დაახლოებით 20 წამი გრძელდება. ძილს ვერადა ვერ მოვერიე და ხელი საბნიდან მხოლოდ მაშინ ამოვწიე, როდესაც რეკვა შეწყდა. ნახევრად გახელილი თვალებით გადავუსვი სენსორზე თითი. ლილუ მირეკავდა.
საათს შევხედე, 7 ხდებოდა.
-სერიოზულა ლილუ? შენ ხომ ძილი გიყვარს? - ჩემთვის ამოვიბურტყუნე.
ტელეფონი თავის ადგილას დავაბრუნე და ძილი გავაგრძელე.
სიტყვებით ვერ ავღწერ როგორი უაზრო სიზმრები მესიზმრებოდა. ეს ერსაათიანი ძილიც არ შემერგო. გამოფხიზლებული ნელნელა ვხედავდი ლილუ როგორ მანჯღრევდა რომ გამეღვიძა. თვალები მოვისრისე და დაბღვერილი წამოვჯექი საწოლზე. სახე მანამ არ გამისწორდა სანამ მისას არ შევხედე.
- რა გჭირს გოგო?
- გირეკავდი. - სახეზე ყველანაირი ემოცია დაურბოდა. ხმა მშვიდი ჰქონდა.
- ხო ვიცი. მეძინა სხვათაშორის - ისევ დავებღვირე და საწოლიდან ავდექი.
- ჩაის დალევ? - კითხვით შევუბრუნდი და სამზარეულოში გავედი. უკან გამომყვა. რომ შევხედე თავი დამიქნია და სკამზე მოწყვეტით დაეშვა.
ორ წუთში ჩაიც ადუღდა და ლიმონიანი მაგიდაზე დავუდგი. თვალს არ ვაშორებდი როგორ ნელა და აუჩქარებლად სვამდა.
- ჰე ახლა, იტყვი რამოხდა?
- წუხელ იოანესთან დავრჩი - უცებ მომაყარა და ისევ თვალებში შემომხედა.
- ხო ვიცი, მერე? ოღონდაც არ მითხრა რომ იჩხუბეთ - თვალები ავატრიალე და ჭიქა გასარეცხად მივიტანე ნიჟარასთან.
- იოანესთან ვიწექი მარიამ. - სეროზული, მშვიდი ხმით მითხრა. ჭიქა ნიჟარაში ჩამივარდა და მისკენ შევტრიალდი.
- არა რაა ლილუ, მაგრად ხუმრობ ხოლმე - სიცილით ვუთხარი და მისკენ წავედი. სახე ისევ არ ეცვლებოდა. მეც დავსერიოზულდი. დივანზე ჩამოვჯექი და ყველაფერი გავაანალიზე. ვუყურებდი ჩემს დაქალს რომელსაც თვალები ნელ-ნელა ცრემლებით ებერებოდა.
პირი გავაღე რომ რაიმე მეთქვა, რაც ანუგეშებდა. მაგრამ ისევ დავკუმე. ვერაფერს ვამბობდი. მხოლოდ შევხედე და წარბები ავუწიე დაბნეულმა.
- ოღონდაც რამე მითხარი - თვალები გადაატრიალა და ხელებს დააყრნო თავი.
- მაგარია - ისევ გამეცინა. რა მაცინებდა, მეთვითონაც არ ვიცოდი.
- რა არის გოგო მაგარი, რა მასხარაობის ხასიათზე ხარ - გაცინებით ვერა, მაგრამ ღიმილით შემომიბრუნა პასუხი.
- ნუ.. უკვე 18ის ხარ და შენით იღებ გადაწყვეტილებებს. - გავამხნევე და ხელი მხარზე დავადე. სიმართლე გითხრათ ურთიერთობებში ასეთ რაღაცეებში ვერ ვერკვეოდი, მაგრამ იოანესაც ვიცნობდი და ამას ხომ 5 თითვით. სიყვარული იყო და მეტი არაფერი.
- სიყვარულია ყველაფერი - ჩემი აზრების შელამაზებული ვარიანტი ვუთხარი და გავუღუმე.
ხმას არ იღებდა. უაზროდ მიშტერებოდა კედელს.
- ჰე ახლა, ასე აპირებ ჯდომას?- დავებღვირე და ხელი ავუქნიე ცხვირწინ.
- რომ წამოვედი,ეძინა. ისეთი ბავშური და მშვიდი სახე ჰქონდა მარიამ....რაღაც სხვანაირი იყო. აქამდეც მინებია მასთან ერთად თუმცა, ეს ღამე განსაკუთრებული აღმოჩნდა. - გაეცინა და მეც ავხარხარდი.
- ანუ ფილმებში რომაა სექსის შემდეგ გოგო იპარება, მასე მოიქეცი? - უკვე სიცილისგან მუცელი მტკიოდა.
- დაახლოებით - იდაყვი მსუბუქად გამკრა. - დღეს რას აპირებ? უბრალოდ შენთან რომ არ მოვსულიყავი და ვინმესთვის ემოციები არ გამეზიარებინა, მოვკვდებოდი, ან იქვე, მის მკლავებში ავქვითინდებოდი.
- სკოლიდან დამირეკეს უნდა მივიდე აუცილებლად და ორ საათში წამოვალ ალბათ რა. ხო, შენ თუ გინდა აქ დარჩი. და რომ იცოდე, სატირალი არაფერი გაქვს, ბედნიერი ხარ. ხომ მოგეწონა არა?
- რომ არ მომწონებოდა, მაშინ გენახა შენ ჩემი ისტერიკა.
- ოხ გამეზარდა გოგო - დავცინე და გარდიროფიდან შავი ჯინსი გამოვიღე. თან ველაპარაკებოდი, თან ნელ-ნელა თავს ვიწესრიეგბდი.
- ისე, არ ვიცოდი როგორ შეეგუებოდი. - უკვე სახლიდან გავიდოდი, რომ შემაჩერა.
- რა სულელიხარ. მე შენს არჩევანს სულ პატივს ვცემ - თვალი ჩავუკარი და სახლიდან გამოვედი.გზაში ლილუს სიტუაციაზე მეფიქრებოდა. ვხვდებოდი რამდენად ცვლიდა სიყვარული ადამიანს და მეღიმებოდა.ალბათ ოდესმე მეც შევიგრნობდი ზემოთ ხსენებულს და მაშინ უფრო გავიგებდი დაქალის ემოციურ აშლილობებს.
სკოლასთან სანდრიკა შემხვდა. ქუჩის მეორე ბოლოდან მიქნევდა ხელს. მის ამ ქცევაზე გამეღიმა და მივუახლოვდი. მივესალმე და გადავკოცნე როგორც ყოველთვის. კიბეებს ერთად ავუყევით და კლასსშიც ერთად შევედით:
- ტასოსთან რა ამბებში ხარ შენ? - წარბები ავუწიე .
- მოგისწვრიათ გოგოებს ჭორაობა. ჰორმონების დამშვიდებაში მეხმარება. - უკვე მივხვდი რასაც გულისხმობდა. თვალები ავატრიალე, აღარაფერი მითქვამს და ჩემს ადგილას დავჯექი. .
- დღეს ლილუ არაა და გადმოჯდები თუ.... ტასუნასთან? - დავეჯღანე საბოლოოდ კი გამეცინა. სანდრიკაც ახარხრდა და თავისი კალამი ჩემ გვერძე გადმოდო. (სხვა არაფერი გააჩნდა დღეს)
გაკვეთილი უაზროდ დაიწყო. ვინც მეთორმეტეშია მიხვდება, რა სისულელეა ამდროს სკოლაში სიარული. თუმცა როცა გავალდებულებენ...
მასწავლებელი იულიუს კეისარზე უკვე თხრობას ასრულებდა, როდესაც კარი გაიღო. ამ კარების ჭრიალი ყოველთვის მაღიზიანებდა და არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი. თუმცა გამონაკლისი ნამდვილად იყო, როდესაც ჩემი ცხოვრება თინეიჯერული ფილმის გადასაღებ მოედანს დაემსგავსა. სადაც, ყველაფერი ემთხვევა და ხშირ შემთხვევაში ეს მაყურებელს ფინალსაც ადვილად ახვედრებს ხოლმე. მაგრამ....
- ესეც ჩვენი ახალბედა - ამოილაპარაკა სანდრიკამ და საღეჭი რეზინის ღეჭვით გაიხედა კარებისკენ. თავი უცებ ამოვწიე და ავალიანის 'ნაცრისფერებს' შევეჩეხე მაშინვე, რომელიც უკვე ჩემსკენ იყო მომართული.
- არ არსებობს - ამოვილაპარაკე შოკირებულმა და წინ ჩამოყრილი თმა ცალი ხელით სწრაფად შევისწორე.
- ვა, იცნობ? - გაკვირვებულმა შემომხედა სანდრიკამ, თან წარბებს მაცდურად ათამაშებდა. სანამ პასუხს დავუბრუნებდი, ავალიანი უკვე ჩვენს უკან ჯდებოდა. წამით სუნთქვა შემეკვრა. მინდოდა გამეხედა, მეკითხა აქ რა ჯანდაბას აკეთებდა და ესეც ჩემს გასაღიზიანებლად იყო, თუ არა. მაგრამ ამას არაფრის დიდებით არ ვიზამდი.
ჯაჭვლიანს უბრალოდ თავი დავუქნიე, იმის განსამარტად რომ ვიცნობდი და ღრმად ამოვისუნთქე.
გაკვეთილი საშინლად გაიწელა. მაგიდაზე კალმის წრიულად კაკუნს ვერაფრით ვწყვეტდი, თან ვცდილობდი ის უარყოფითი ენერგია რომელიც უკნიდან მოდიოდა, როგორმე მასწავლებლის უაზრო დიალოგით გამენეიტრალებინა.
- ასე ნერვიულობ? - გაკვირვებულმა გავხედე, რომელიც კალმით მერხზე რაღაცეებს ხატავდა. ღმერთო რა პატარა ბავშვია...
- რათქმაუნდა იულიუსს ვგულისხმობ - გაეცინა. კალამი მერხზე დადო, წელში გასწორდა და თვალი თვალში გამიყარა. - ანერვიულებული ისმენ მის ისტორიას, ნეტავ მოკვდება თუ არა?
- ეს ხომ საუკუნეების წინ იყო, რათქმაუნდა მოკვდება ძმაო. - გამოესარჩლა სანდრიკა ღიმილ- სიცილით.
- ძმაო?! - წარბები აზიდა ავალიანმა.თითქოს მის მაგივრად ვიგრენი, კისერე ძარღვების დაჭიმვა. რა სჭირდა?!
- ვიცი რომ მოკვდება, გვეყო. - ვუთხარი ორივეს და მერხისკენ შევბრუნდი. ეს გამოსვლა მათ შორის ნამდვილად თეთრი დროშის სასწრაფოდ აფრიალებას გავდა. ჯაჭვლიანს ისევე კარგად ვიცნობდი, როგორც ლილუს და ზუსტად ვიცოდი, არავის მიმართ გააჩნდა დედამიწაზე მტრული დამოკიდებულება. ავალიანის თვალებში კი ანთებული, აგიზგიზებული ცეცხლის გარდა ვერაფერი დავინახე. მოწყურებულ ცხოველს გავდა, რომელიც საბაბს ეძებდა, ოღონდაც კბილი რამისთვის გამოეკრა და სანახაობა დაედგა. რამდენი წლის იყო საერთოდ?!
ზარი დაირეკა თუარა მერხიდან წამოვდექი და გარეთ გასვლა დავაპირე, მაგრამ ავალიანის შესაძლებლობები ვერ გავთვალე.ღიმილით წინ გადამიდგა.
- გამარჯობა .
- სალამი ანდრეას. - მივესალმე და გვერდის ავლა დავაპირე, ისე რომ მისთვის არც კი შემიხედავს.
- ანდრია როგორხარ? - წინ ჩამიხტა ტასო და ანდრეას თვალები აუჟუჟუნა.
- პირველ რიგში ანდრეა და არა ანდრია. და მადლობ, კარგად. - გაუღიმა და თავის ადგილს დაუბრუნდა. დერეფანში აღარ გავსულვარ. კარებს თავი მივადე და ხელები გადავაჯვარედინე. თვალს ანდრეასკენ ვაპარებდი, რომელიც სანდრიკას ღიმილით ელაპარაკეობოდა. შემდეგ, ჯაჭვლიანმა სიგარეტი სთხოვა, ავალიანმა ჯიბიდან ამოიღო და გაუწოდა, თან მე გამომხედა. რატომ ვერ მივხვდი. თვალი ჩამიკრა და ისევ სანდროს მიუბრუნდა. თვალი ავარიდე და ჩემს ადგილას დავჯექი. ტელეფონი მიბზუოდა, უცხო ნომერი იყო.

- გიმენთ.
- მარიამ, შენ ხარ?
- კი.. რომელი ხარ?
- დათო ვარ, იოანეს დაბადების დღიდან გემახსოვრები.
- ა, ხო ხო. - გამეღიმა. ვიგრძენი, ავალიანი როგორ მომშტერებოდა. ყურადღება არ მივაქციე და ფანჯრისკენ გავიხედე.
- ხოდა მარიამ,მე და იოანეს პატარა საქმე გვაქვს შენთან. 1ისთვის სკვერთან თუ შეგვხვდები?
- კარგი, რატომაც არა. დროებით - სიამოვნებით დავთანხმდი. რადგან იოანე იყო ნახსენები, უკვე ვხვდებოდი რომ საუბარი ლილუზე ჩამოვარდებოდა. მათ უცაბედი ვნებების გამოღვიძებაზე და ძალაუნებურად ღიმილი გამეზარდა. როგორცვე ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე, ავალიანი გვერძე მომისკუპდა.
- მორჩი?
- რას? - ვერ გავიაზრე, რას მეკითხებოდა. თვალებით ტელეფონზე მანიშნა. თავი დავუქნიე.
- ხო. ახლა კლასელები ვართ. - მითხრა ისე თითქოს არ მცოდნოდა.
- მეც მასე ვფიქრობ. საერთოდ, რამდენი წლის ხარ? - გამეცინა.
-18. - თავი მსუბუქად დავაქნიე. მე თუ ნაადრევად ვიყავი სკოლაში შესული, ვიღაცას აშკარად დაუგვიანია, თუმცა, რა ვიცოდი საერთოდ როდის ჰქონდა დაბადებისდღე.
- გუშინ ბევრი მომივიდა.
- არაუშავს, ბევრი ვის არ დაულევია - არ დავაცადე წინადადების დასრულება. თავი ჩახარა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
სკოლის შემდეგ, ავალიანს თავი ავარიდე და ისე მივედი სკვერამდე. დათო ხის სკამზე იჯდა. შორიდანვე დამინახა თუ არა, ფეხზე წამოდგა. მეგობრულად მივესალმეთ ერთმანეთს. უხერხულობის განსამუხტად, გარშემო მიქაძეს ძებნა დავიწყე.
- ა ხო, იოანეს ნუ ეძებ, მოსვლა ვერ მოახერხა. აქვე. კაფეში შევიდეთ და ვისაუბროთ - თავი დავუქნიე.ნაცნობი კაფის ბოლოში, ყველაზე მყუდრო ადგილას დავსხედით. ყავა შეუკვეთა ორისთვის. ელეგანტური იყო და მეგობრული. რაც მთავარია უცნაური არა, ავალიანისგან განსხვავებით..
ვიცი, რომ ახლა ანდრეაზე არ უნდა მეფიქრა. ამის არანირი საბაბი არ მქონდა მაგრამ მთავარია, აქ დათო იყო ახლა.
- ხოდა, შენ ხომ ლილუს დაქალი ხარ არა? - მშვიდად დაიწყო, თან ყავაში ერთი კოვზი ჩაქარი ჩაიყარა.
- კი. - მშვიდად ვუთხარი და მეც მას მივბაძე.
- დილას იოანე თავს არ გავდა ტო..
- რატომ, რა მოხდა? - თავი როგორც შემეძლო ისე მოვიკატუნე. დაბადებიდან საშინელი მატყუარა ვიყავი, მაგრამ უცხო თვალი იშვიათად თუ ამჩნეევდა ხოლმე ამას.
- რადგან იკითხე, ანუ არ იცი. არადა მეგონა გეცოდინებოდა და მეტყოდი მაინც - გაეღიმა და ყავა მოსვა. დაახლოებით ვხვდებოდი რაზეც საუბრობდა, მაგრამ ლილუს ამასთან ჩავუშვებდი? არანაირად!
- იოანე არაფერს ამბობს, მგონი იჩხუბეს ტო. - იოანეს საქციელზეჩამეღიმა და თავი ჩავხარე.
- არ იჩხუბებდნენ, დამიჯერე.
- რამე მოხდა? - მკითხა გაკვირვებულმა.
- არა არაფერი.
ცოტახნით ორივე დავდუმდით, ცხელ ყავას მუცელში ვუშვებდი და ვთბებოდი. ჩვენს შორის უხერხული სიჩუმე მიმტანმა დაარღვია, რომელმაც ანგარიში მოიტანა. რათქმაუნდა დათომ გადაიხადა და მიმტანს უთხრა ხურდა ფული დაიტოვეო.
- ანუ, იმდღეს ავალიანმა წაგიყვანა, ხო?
- ხო, მასე გამოვიდა.
გაეცინა.
- რა მოხდა? - კითხვა შევუბრუნე.
- თავის მანქანაში ძმაკაცებსაც კი ხვეწნა გვიწევს რომ ჩაგვისვას - ისევ იცინოდა, ოღონდ რაღაცნაირად. გულში გამეღიმა. რატომ მეც კი არ ვიცი, მაგრამ ჩემს ბავშვურობას ყურადღება არ მივაქციე და საათს დავხედე.
- უნდა წავიდე ლილუ მელოდება სახლში.
- რათქმაუნდა. დროებით - გამიღიმა დათომ. ავდექი და კაფედან გამოვედი.
სახლში უცბად, ჩქარი ნაბიჯებით ავირბინე, თან ტელეფონში შეტყობინებებს ვამოწმებდი. სადაც ლილუს მილიონჯერ მაინც ჰქონდა მოწერილი.

- აქ ვარ, აქ - მთელი ხმით დავუძახე, როდესაც სახლის კარები შევაღე. დაკრეჭილი შემომეგება, თან ხელში ხილის ასორტი ეჭირა. წარბები ავუწიე და პოდნოსიდან ვაშლის პატარა ნაჭერი ავაცალე. სამზარეულოში შევედი და სკამზე მსუბუქად დავეშვი.
- ნათია არ მოსულა? - თავი უარის ნიშნად გამიქნია.
- რაო აბა, რახდებოდა სკოლაში?
- შენ რა კარგ ხასიათზე ხარ. - უკვე ვხვდებოდი რომ მდგომარეობიდან გამოსულიყო.
- ხო.. დავფიქრდი და მთავარია მიყვარს. ეგაა ჩემთვის მთავარი. მართლა.
- რომ ვამბობ, ჭკვიანი ხართქო, ზუსტია რა - თვალი ჩავუკარი და ხილის შემდეგი ნაჭერი ავიღე.
- აბა სკოლამ რაო?
- ახლა ისეთ რაღაცას გეტყვი პირიდან ეგ ქლიავი გადმოგვარდება და სულ დაქლიავდები.
- გამოგრიცხეს?
- იოანეს ძმაკაცი გახოვს? ანდრეა
- ხო მეთორმეტე კლასელი. - დასაზუსტებლად მომეშველა ლილუ...
- ჩვენი ახალი კლასელია....
- ვაუ გვეღირსა!! - ტაში შემოკრა ლილუმ და თვითონაც სკამზე ჩამოჯდა. მოულოდნელობისგან ოდნავ შევხტი კიდეც და ალბათ, სახეზეც ყველაფერი მეწერა.
- რა გვეღირსა კაცო?!
- სიმპატიური კლასელი მარიამ - სიხარულით ლაპარაკობდა. იოანეს არ ვუხსენებდი ახლა თორემ ხელში რომ ფორთოხალი ეჭირა, იმასაც მე მესროდა. კარებზე კაკუნის ხმა გაისმა.
- მიდი გააღე რა, ნათია მოვიდოდა - ვუთხარი ხვეწნით.
- მაგრად მეზარება. - ისე გამომხედა,მივხვდი ადგომას არ აპირებდა მომდევნო ერთი საათი მინიმუმ. სკამიდან წამოვიზლაზნე და სიცილითვე გავაღე. ალბათ იმ მომენტში გაქვავებულ ქანდაკებას დავემსგავსე, რომელიც მითოლოგიურად მედუზამ გააშეშა. ჩემს წინ ავალიანი იდგა,
უარაფრო გამომეტყველება ჰქონდა.
- ოჰ ეს ვინ გამოჩენილა - მომესმა ლილუს ხმა. მაშინვე გავიწიე და გზა გავანთავისუფლე. საუბარი დაიწყეს, მაგრამ ვერ ვუსმენდი. ალბათ იმის გასაანალიზებლად დრო მჭირდებოდა, რომ ამ ადამიანს რომელიც უკვე ჩემს სახლში იმყოფებოდა, ჩემი ერთადერთი მეგობარი კარგად იცნობდა.
"ლილუ მჭირდები!!" დავიყვირე საკუთარ თავში და დაქალს იმ იმედით შევხედე, რომ მანუგეშებდა. მაგრამ ანდრეას სიცილ კისკისით ესაუბრებოდა.
ზოგჯერ, ნერვებსაც კი მიშლიდა მისი ასეთი სტუმართმოყვარეობა.
- ყავას გაგიკეთებ - უთხრა ლილუმ და სამზარეულოში გავიდა. გონზე მხოლოდ მაშინ მოვედი როდესაც ანდრეამ კარები მიკეტა და მსუბუქად მიეყრდნო ზემოდან დამცქეროდა, თითქოს რაიმეს ელოდა.მისალმებას?!
რამდენიმე ნაბიჯი ჩემამდე და ახლა რამდენიმე სანდიმეტრიღა აშორებდა.
- გამარჯობა - ვუთხარი ხმადაბლა.
არც შეტოკებულა, არანაირი მიმიკა,
ნერვებმა მიმტყუნა. ამოვიხვნეშე, ოდნავ ხმამაღლა.
"უზნეო" - გავიფიქრე გონებაში და საკუთარ თავს დავცინე ფიქრების გამო. მისთვის აღარ შემიხედავს, ისე მივტრიალდი და ლილუსკენ დავიძარი. მესმოდა უკნიდან მძიმე ნაბიჯების ხმა როგორ დამყვებოდა, და არც შევმცარვარ, მხარზე ხელი დამადო, მომატრიალა. ნელ-ნელა დაიხარა და ლოყაზე სველი კოცნა დამიტოვა.
რაღაცნაირად დამბურძგლა, გამაჟრიალა, სახე ოდნავ გასწია და ყურში თბილად ჩამჩურჩულა:
- გაგიმარჯოს, მარიამ.
საკუთარ ტაოდაყრილ მკლავებზე თითები სწრაფად ჩამოვისვი. ასეთი რეაქცია მის ოდნავ ამოსულ წვერს დავაბრალე, ძალ-ღონე მოვიკრიბე და გამოვეცალე. ლილუს გვერძე მივუდექი. თუმცა იმის ძალას ვეღარ ვპოულობდი, ჩემს სახეზე გამოწვეული ღიმილი რომ დამემალა.
- აბა რამ შეგაწუხა ავალიანი. - მივუტრიალდი საბოლოოდ. თითქოს გაუკვირდა და წარბები ამიწია. წყნარად, აუღელვებლად ჩამოჯდა.
- რა ვიცი, აქვე ვიყავი და შემოგიარეთ - გაგვიცინა დაქალებს.
- იოანემ თუ გამოგგზავნა შეგიძლია წახვიდე - ცხელი ყავა მაგიდაზე დაუდო ლილუმ. ავალიანი ახარხარდა.
- მარიამი გაკვეთილების შემდეგ გაქრა, შევამოწმე ხომ არ მოიტაცესთქო. - სიცილს უფრო და უფრო უმატებდა. მინდოდა მეყვირა მისთვის, მაგრამ ამის ნაცვლად აჭარხლებული ვიდექი და მის ქათქათა, სწორ კბილებს ვუყურებდი. ლილუს გავხედე, უაზრო მზერა ანდრეასთვის მიეპყრო.
- დაჯექით ქალბატონებო, ფეხზე რატომ დგახართ - მოგვიგო დიდხნიანი სიცილის შემდეგ. მე და ლილუმ ერთმანეთს შევხედეთ და მაგიდას წრიულად მოვუჯექით. აშკარად სიტუაციას ახლა ის მართავდა.
- მარიამი სახლშია, ამის გაგება გინდოდა?!
- როგორც ვიცი, დაქალები ერთმანეთს არ უმალავენ არაფერს.
თვალები ავატრიალე და ამოვიხვნეშე. ლილუს უცვლელი გამომეტყველება ჰქონდა. მგონი მიხვდა, როგორ ცდილობდა ავალიანი ჩვენს ერთმანეთზე გადაკიდებას და სახეზე უეცარი ღიმილი მოედო. ზოგადად, ლილუ იყო ადამიანი, რომელიც ემოციებს უსწრაფესად იცვლიდა და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავრენს პოულობდა, ოღონდ როგორ და რა სახით, ეგ იყო ხოლმე ყველაზე საინტერესო. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.
- ბანკეტზე წამოხვალ? - უცებ მიახალა დაქალმა. თვალები გადმომცვივდა. ავალიანს ეს არ გამოპარვია და მსუბუქად ჩაიცინა.
- რა ვიცი, ალბათ - მხრები აიჩეჩა ავალიანმა.
- ხო, მაგ საქმეებს მე ვაგვარებ და მომმართე თუ გადაწყვეტ - აუჟუჟუნა თვალები ლილუმ.
- შენ ყველაფრის მომგვარება გეხერხება, ლილს - მისი სიცილი ჭურჭელს აზანზარებდა. ბოლო ყლუპი მოსვა და ტუჩები მსუბუქად გაილოკა.
არვიცოდი მის ყოველ ქმედებას ასე ზედმიწევნით რატომ ვაკვირდებოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს თავში ჩაქუჩს ან რაიმე ბლაგვ საგანს მირახუნებდნენ.
- რას გულისხმობ? - ჩავერიე მათ საუბარში.
- გუშინ იოანესთან დარჩი, ხო? - კითხვით გადავიდა ისევ ლილუსკენ, ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს. ლილუს სახიდან ფერი გადაუვიდა. ახლა ერთადერთი შუამავალი მე ვიყავი, და სასწრაფოდ რაიმე უნდა მომემოქმედა.
- მერე? - მკვახედ უპასუხა ლილუმ.
- არაფერი.. ისე. - მსუბუქად გაიცინა და ლილუ თავიდან ფეხებამდე აათვალიერა.
- რა გინდა ავალიანი?! - ამოასხა ლილუს …
- რა და თქვენი კარგად ყოფნა. ეღირსა ბიჭს - ლილუ ბოლო სიტყვებზე ფეხზე წამოხტა და გასასვლელისკენ წავიდა. ანდრეას შევხედე რომელიც კმაყოფილი სახით შემომყურებდა .
- შენი გარყვნილი ფანტაზიები შენთვის შეინახე - ხელი ჰაერში ავუწიე, იმის ნიშნით რომ გაჩერებულიყო, თორემ ხომ ვხვდებოდი, კიდევ რამეს იტყოდა და ჩემს დარტყმას ვერც ასცდებოდა.
ლილუს წამოვეწიე.
- ლაწირაკია!! - ამოიხვნეშა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და ცდილობდა ერთი ცრემლიც კი არ გამოვარდნოდა.
- დაწყნარდი, მე მოვაგვარებ. - ვუთხარი და მხარზე ხელი დავადე. თავი მსუბუქად დამიქნია .
- წავალ ცოტას დავისვენებ.
- არ იფიქრო ავალიანზე, გთხოვ.
დაქალს გამოვემშვიდობე თუარა, ანდეასკენ წავედი. ახლა ხილს მიირთმევდა.
- მეტისმეტი ხომ არ მოგდის?!
- მე მეუბნები? - ისე მითხრა, თითქოს დამნაშავე არაფერში ყოფილიყო.
მასთან კამათს აზრი აღარ ჰქონდა. ისე იქცეოდა, თითქოს მე ვყოფილიყავი მის სახლში და არა პირიქით.
ფანჯარასთან მივედი და გამოვაღე. მისთვის არ შემიხედავს ისე წამოვჯექი რაფაზე და სიგარეტს მოვუკიდე. ნერვების დამშვიდება ნამდვილად არ მაწყენდა. მეგობრის გულის ტკენას, ორი დღის გაცნობილ ბიჭს არ შევარჩენდი!
გაოცებულმა ამომხედა. ჯერ თვალებში, შემდეგ სიგარეტს შეხედა. პირი გააღო, შემდეგ ისევ დამუწა...
- რამის თქმა თუ გინდა, მითხარი. - ვუთხარი უემოციოდ.
- მოწევა კლავს. - ჩამეცინა, თვითონ კი წარბიც არ შეხრია.
- ამას ვინ მეუბნება - გადავიხარხარე და კიდევ ერთი ნაფასი დავარტყი.
- ვინ და ანდრეა ავალიანი.
- რომელიც ინტენსიური მწეველია? - თითქოს წინადადების დასრულებაში მივეშველე.
- მე თავს ვანებებ.- მითხრა დამაჯერებლად. წარბები ავუწიე და წინ ჩამოყრილი თმა ცალი ხელით უკან გადავიწიე. - ნუ.. ვარჯიში დავიწყე და თავს ვანებებ. - მითხრა და ვაშლი ჩაკბიჩა.
"მარიაჟი" ამომძახა ქვეცნობიერმა, რომელიც კისკისით ლამის გაგუდულიყო.
სიგარეტს რომ მოვრჩი, საფერფლეში ჩავაქვრე და ავალიანს თვალებში ჩავაშტერდი.
- ლილუსგან რაგინდა?
- ლილუ.. ლილუ.. თამამი გოგოა.
- თუ ღმერთი გწამს, ნუ მასწავლი ლილუ როგორია!
- დამშვიდდი მარიამ, მე ანგელოზების მხარეს ვარ - თვალები ავატრიალე, მასთან დავას აზრი არ ჰქონდა, მაინც თავისას ამბობდა.
- იოანემ გითხრა?
- მითხრა.
თავი ხელებში ჩავრგე და ღრმად ამოვიხვნეშე.
- მოდი კლასელური კომპანია გამიწიე და არსად არაფერი წამოგცდეს. - ვუთხარი რაც შემეძლო სერიოზულად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, არავის არ ეტყოდა და ზოგადადაც, არ ჰგავდა ჭორიკანა ბიჭს.
- რაზე არაფერი წამომცდეს? ლილუზე, თუ დათოსთან რომ პაემნებზე დადიხარ?
თვალები ვჭყიტე.
- რას ვშვრები?!
- გაგიბაზრებ - კმაყოფილმა მითხრა და საზურგეს თავდაჯერებული ღიმილით მიეყრდნო.
- რას იზამ?!
- ზედმეტ კითხვებს ხომ არ სვამ, მარიამ?
- არანაირად, დათო მეგობარია.
- რომელიც გუშინ გაიცანი და უკვე შეხვედრაზე დათანხმდი.
- ღმერთო!! შენც გუშინ გაგიცანი და უკვე ჩემს სახლში ზიხარ. - ვერ გავიაზრე, ისე გადავედი ყვირილზე.
- პრივილეგია! - ხმამაღლა, ღიმილით ამოილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. მეც მას მივყვევი, ინსტიქტურად.
- ჯობია წახვიდე. - ვუთხარი ხმადაბლა.
- მაგას ვაპირებდი. არაფერს ვიტყვი, დამშვიდდი. - ხელები ჰაერში ამიწია, თითქოს მნებდებაო.
- დიდად მადლობელი დაგრჩები - ვუთხარი გაღიზიანებულმა.
- ერთი პირობით ...
ვიგრძენი სახიდან ფერი როგორ გადამივიდა.
- სურვილი მექნება შენთან - თვალი ჩამიკრა და გასასვლელისკენ წავიდა. ბავშვივით დავედევნე.
- ანდრეა მისმინე, იოანეს მეგობარი ხარ. ის კი ჩემთვის თითქმის მეორე ძმასავითაა. გუშინ გაგიცანი და უკვე დაძაბული ურთიერთობა გვაქვს. მოდი ბავშვურობის გარეშე ერთმანეთს გავუგოთ.
- იცი...მოდი, სურვილს სხვა დროს გეტყვი. - მითხრა გაბრწყინებულმა და ღიმილით კარი სწრაფად გაიხურა.
***
მალევე მოვწესრიგდი, სახლში დარჩენა არ მინდოდა. აივანზე გავვარდი და სიგარეტს მოვუკიდე. ვგრძნობდი კვამლისგან თვალები როგორ მეწვოდა. ასე ცხოვრებაში არ ავფორიაქებულვარ.
გამოჩნდა. გამოჩნდა და რა? ყველას ცხოვრებაში უფათურებს ხელებს. თავგზა არეულმა დაზეპირებული ნომერი ტელეფონზე ავკრიფე და დავრეკე.
-მარიამ. - გაისმა დედას თბილი ხმა.
- გაგახსენდა შვილი? - ტონი იმაზე მკაცრი მქონდა ვიდრე წარმოვიდგენდი. ქვედა ტუჩზე ვიკბინე ძალაუნებურად.ვხვდებოდი რომ ჯავრი საკუთარ დედაზე არუნდა მეყარა.
- ამ სამსახურის გადამკიდე ხომ იცი დე.. საღამოს ადრე მოვალ, სახლში დამხვდი და ერთად ვივახშმოთ. - მითხრა თბილად. გამეღიმა და სიხარულით დავთანხმდი.
პირველივე ავტობუსსში ავედი და ლილუს სახლთან ჩამოვედი. არ დამიკაკუნებია, ისე შევაღე კარები და დივანზე წამოწოლილი იოანე დავლანდე.
- ოხ, მორიგდით ბავშვები? - იოანეს ხმა არ გაუცინა. მუბუქად გამიღიმა და თავით სამზარეულოსკენ მანიშნა. კარები მივკეტე თუ არა, მიქაძეს თავი დავუქნიე და სამზარეულოში გავედი.
ლილუს თმა კოსად აეწია,ნიჟარას დაყრდნობოდა და არა და არ ინძრეოდა. მივუახლოვდი, მხარზე ხელი დავადე და შემოვატრიალე. მაშინვე მომეხვია და ატირდა.
ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ნუგეშის მიზნით მაგრად მივიკარი და ზუგზე ხელს ვუსმევდი. ცოტახანში გავწიე და თვალებში შევხედე.
- რა მოხდა?
- ვერ მიგებს - ხელით მანიშნა მისაღებისკენ (იოანესკენ).
- დაწყნარდი, გაგიგებს აბა რას იზამს.
- შეიძლება, მაგრამ საჭიროა ძმაკაცებში ამაზე საუბარი?!
აღარაფერი მითქვამს, სკამზე ჩამოვსვი, ხელსახოცი მივეცი და იოანესკენ გავედი. უხერხულად მივიწიე მისკენ და პირდაპირ დავუჯექი.
- ეჰ იო.. - ამოვიხვნეშე და უაზროდ გავიხედე ფანჯარაში.
- რა? ავალიანმა ენა ვერ გააჩერა?! - კბილებში გამოსცრა. "ავალიანის" გაგონებისას ჩამაცია, თუმცა არ შევიმჩნიე და მიქაძეს გავხედე.
- მაგას მე დაველაპარაკე, აღარაფერს იტყვის.
- მე მაინც უნდა დაველაპარაკო, ამღამ ჩემთან დავიტოვებ - თვალები მოისრისა და საზურგეს მიეყრდნო.
-კარგად გიცნობ იოანე, და იცი რომ ძალიანაც მიყვარხარ. ლილუს გული არ ატკინო რა.. - ჩემ სიტყვებზე გაეღიმა და თავი გამიქნია. ზედმეტ არაფრის თქმას ვაპირებდი, არ მინდოდა მათ ურთიერთობაში ჩავრეულიყავი. თავით ვანიშე ლილუსკენ გასულიყო. ისიც მორჩილად ადგა და გავიდა.
ღიმილი სახეზე დამრჩენოდა, ვხვდებოდი რომ ახლა, ამ სახლში ზედმეტი ვიყავი. ასე რომ დაუმშვიდობებლად წამოვედი. ისედაც ვიცოდი დაქალი ყველაფერს მეტყოდა საბოლოოდ.
სახლში მისულმა, მაშინვე საათს შევხედე. სადაც იყო ნათია მოვიდოდა.
შეძლებისდაგვარად მაგიდა გავშალე, მისი საყვარელი პომიდვრის სალათი მოვამზადე და შუაგულში დავდე.
მალე, დაქანცულმა შემოაღო კარები და გულში ჩამიკრა. მჭირდებოდა, ეს ის იყო რაც ნამდვილად მჭირდებოდა.
ერთმანეთი რომ, მოვისიყვარულეთ, სუფრას მივუსხედით. დედა გემრიელად შეექცეოდა საჭმელს. მე კი გაღიმებული შევყურებდი.
- აბა მარიამ. მომიყევი რა ხდება სკოლაში.
- რა ვიცი, იშვიათად დავდივარ. - ვუთხარი და პირი მოვკუმე.
- აბიტურები?
- მანდ იცოცხლე. - ამაზე ორივეს გაგვეცინა.
დაახლოებით 3 წუთიანი დუმილი ჩადგა ჩვენს შორის. ნათია ისევ ჭამას განაგრძობდა.
- დედა.. - ვუთხარი ხმადაბლა.
- რაიყო ძვირფასო. - მზრუნველი ხმით მიპასუხა.
ღრმად ამოვისუნთქე, თვალები დავხუჭე და სიტყვები ერთი მეორეს მივაბი.
- ერთი ბიჭია..- საერთოდ რატომ დავიწყე. მაგრამ არც ის ვიცოდი, რას ვგრძნობდი. შფოთვა, დიდი შფოთვა. ალიაქოთი. ორჯერ მყავდა ნანახი და ჩემში თითქმის ყველა აუხსნელ ემოციას იწვევდა. უბრალოდ ეს ყველაფერი გარეთ უნდა გამომეშვა. ვინმეს უნდა დავლაპარაკებოდი. ლილუს საკუთარი პრობლემები გააჩნდა, თანაც ანდრეასთან არც თუ ისე სახარბიელო დამოკიდებულება შეექმნა. სანდროსთან ნამდვილად არ მინდოდა მამრობით სქესზე საუბარი, რადგან საზიზღარი ხუმრობები ახასიათებდა. ერთადერთ და ყველაზე კარგ ვარიანტად დედაჩემი დამრჩენოდა, რომელიც ყოველთვის მისმენდა და არასდროს მკიცხავდა.
ნათია დადუმდა, გაშტერებული შემომყურებდა. არ ვიცოდი, ჩემი სიტყვები მენანა, თუ არა. მის სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ ვკითხულობდი. ბოლოს როგორც იქნა, ხმა ამოიღო და ღიმილი დააყოლა.
- ძლივს ბიჭი მოგეწონა, ვინ არის ასეთი განსაკუთრებული?
მომეწონა?! მისი სიტყვები გონებაში სამჯერ მაინც გავიმეორე. არა. ეს არეულობა მოწონება არიყო მაგრამ ენას კბილი დავაჭირე. წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიანი ორდღიანი ისტორიის მოყოლა დამჭირდებოდა.
გულზე მომეშვა, და მიხაროდა ის ფაქტი, რომ დედაჩემი მიგებდა, არ იყო ძველი ყაიდის ქალი, ყოველთვის გვერდში მედგა.
- განსაკუთრებული არაა, ანდრეა ჰქვია და არც მომწონს. უბრალოდ გამოჩნდა და ყველაფერი შეცვალა. - მეტის თქმას არც ვაპირებდი, არც არაფერი იყო სათქმელი ჩემი და ანდრეას უცნაურ ურთიერთობაში.
ჩემდა საბედნიეროდ ნათიას მეტი კითხვები აღარ დაუსვამს.
- ხვალ ბათუმში მივდივარ, მივლინებაში. - მითხრა, როდესაც ჭამა დაასრულა. სახიდან ფერი წამივიდა, ვერ ვიტანდი, დედაჩემი რომ მტოვებდა ხოლმე. სახეზე შემატყო, მოვიდა და ჩამეხუტა.
- 2 კვირაში ჩამოვალ, ვერანირად ვერ ვეტყვი უფროსს უარს. - ახსნას შეეცადა, ხელი გავაშვებინე, ტუჩებთან ახლოს მივიტანე და მის დანაოჭებულ, მაგრამ ნაზ კანს რბილად ვაკოცე.
- არაუშავს დე, პატარა ხომ აღარ ვარ.
- იცოდე, კარგად იკვებე, თავი არ მოიმშიო. - მითხრა ბოლოს დატუქსვით.
მე, როგორც ყოველთვის ახლაც ღიმილით შემოვიფარგლე და საკუთარ ოთახში შევიკეტე.

ჩვეულად არეული ოთახი ოდნავ მივალაგე, წიგნს ხელი მოვკიდე და საწოლზე მოვკალათდი. ვკითხულობდი, მაგრამ ვერაფერს ვიგებდი. აზრი არ ჰქონდა ამ ყველაფერს.
თვალები ავატრიალე და წიგნი გვერძე გადავდე. მეთვითონაც ვიცოდი, რაზეც გული არ მიმდიოდა იმას ახლა ვერ გავაკეთებდი. ლეპტოპი ჩავრთე და სოციალურ ქსელს გადავავლე თვალი.
მაშინვე ხასიათი წამიხდა. პირველივე ანდრეას და ტასოს ფოტო გამომეჭიმა. ჩამეცინა, მინდოდა რაიმე ცინიკური დამეწერა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე.
თავად ავალიანს მეგობრობის მოთხოვნა ჰქონდა გამოგზავნილი.
დავამატო.. არდავამატო.. ვფიქრობდი, რა მინდოდა არც მე ვიცოდი, საბოლოოდ ესეც გაურკვევლად დავტოვე და 5 წუთის ჩართული ლეპტოპი ისევ გავთიშე.

წამოვდექი, ტელეფონი მოვძებნე და სანდრიკას გადავურეკე.
- სანდრიიკ საით ხარ? - ვუთხარი მაშინვე, როგორც კი მიპასუხა.
- რავი სად ვიქნები, ქუჩაში როგორც ყოველთვის.
- მიდი რა, შემომიარე.
- სიამოვნებით მაგრამ..ძმაკაცი რომ ‘წამოვიღო’ პრობლემაა? - ამაზე გამეცინა.
- წამოიღე, წამოიღე - ვუთხარი სიცილნარევი ხმით.
- მაქსიმუმ 20 წუთში მანდ ვართ. - მითხრა და გამითიშა. ტელეფონი საწოლზე მივაგდე და დედაჩემს ოთახიდანვე გავძახე
- დეე, სანდრო მოდის.
რაღაც პასუხი მომიბრუნა, მაგრამ კარგად ვერ გავიგონე და აღარც ჩავძიებივარ.
***
სანდრო მალევე მოვიდა, მისი ძმაკაცი საყვარელი აღმოჩნდა. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა და მე და ჯაჭვლიანს რაღაცეების გარკვევაშიც დაგვეხმარა.
- ის ახალბედა დაგევასა?
მჟავედ იკითხა ბოლოს სანდრიკამ.
- ანდრეა?
- ხო ანდრეა.
მისიძმაკაცი დუმდა, არცერთს არ გვაქცევდა ყურადღებას და წიგნებს ფურცლავდა. არ იყო ეს დალაგებული.
- რავი ცუდი ბიჭიც არაა.
- კარგი რა, რამდენი აქვს დაშავებული მაგას შენ არიცი.
- და შენ საიდან იცი?!
- ბევრი ნაცნობი მყავს. ჯერ მაგის სახლი უნდა ნახო. იმხელაა დაიკარგები.
გამეცინა, სანდრიკას თეატრალური აღწერის ნიჭი მხიბლავდა.
- დიდი სახლის ქონა დამნაშავედ აქცევს ადამიანს?- გულიანად ჩამეცინა.
- ამას წინათ ჩემი ნიკოლოზის დამ რომ თავი მოიკლა გახსოვს?
ნიკუშა სანდროს ბიძაშვილი იყო. მისმა დამ რამდენიმე წლის წინ თავი მოიკლა და სასამართლომაც ეს ამბავი ჩვეულებრივ სუიციდს მიაწერა და მალე დახურა.უკვე შევშინდი. არმინდოდა ეს ანდრეასთან დამეკავშირებინა.
- მახსოვს.
ვუთხარი ხმის კანკალით
- მაგ ავალიანის გამო მოუკლავს.
- ახლა გაჩერდი, შენ ისედაც იცი რომ ნუცას სუიციდისკენ ჰქონდა მიდრეკილება.
გასაგები იყო ის ფაქტი რომ ანდრეა გულზე დიდად არ ეხატებოდა, მაგრამ ეს ყველაფრის ავალიანისთვის დაბრალება რა უბედურებაა!!
- კარგი,შენც მართალიხარ. მაგრამ მაინც არ მომწონს.
- კაი სანდრიკ გეყოფა ქალივით ჭორაობა.
მკაცრად ვუთხარი. მეტი არაფერი გვილაპარაკია, მალევე დამტოვეს ბიჭებმა და ისევ წიგნებს დავუბრუნდი.
ტელეფონს გამუდმებით ვამოწმებდი მაინტერესებდა ლილუს ამბები, მაგრამ არადა არ ჩანდა.

დილას ნათიას ოთახში დავადექი, ორი პატარა ჩემოდანი ჰქონდა და გამოტანაში დავეხმარე.
- მარიამ ვნერვიულობ. - მითხრა და სადგურში მატარებლების განრიგს შეხედა.
- კაი დედა, რა განერვიულებს პირველად ხომ არ გგზავნიან არა?
- სამსახურზე კიარა შენზე ვნერვიულობ.
-დაწყნარდი, დილა საღამოს გაგაგონებ ხმას.
გამეცინა. დედაჩემი ზედმეტად მზრუნველი ქალი იყო. უყვარდა ზედ გადაყოლა და საკუთარი თავის მრცხვენოდა. მადლიერებას ჩემი ურეაქციო რეფლექსებით ვერანაირად გამოვხატავდი.
10 წუთში მატარებელიც მოვიდა და დედა ცოტა ოდენი ცრემლებით გავაცილე.
***
პირველ დღეს ლილუ დავიტოვე და მთელი ღამე მისი და იოანეს ურთიერთობის განკიცხვას მოვუნდით..
მეორე დღეს სანდრიკასთან და ლილუსთან ერთად კინოში წავედით. ჯაჭვლიანის ძმაკაცმა.იკამ მომაცილა სახლამდე და მთელი გზა გრამატიკის წესებს მამეორებინებდა. ჭკუის კოლოფია ეს ადამიანი.
მესამე დღეს დათომ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, ისევ!
- კარგი დათო შეგხვდები.
- ძალიან გამახარებ მარიამ.
ძალიან თბილი ხმით მელაპარაკა, უარი ვერაფრით ვუთხარი. სარკესთან დავდექი და საკუთარ თავს შევხედე. სახლში საოცარი სიჩუმე იყო და დინამიკებში Arctic Monkeys ავაჟღერე. გარდეროფი გამოვხსენი და უაზროდ შეყრილ ტანსახმელს თვალი მოვავლე. ჩვეულებრივი გრძელმკლავიანი, მუხლებამდე კაბა ავარჩიე და თმა ზემოთ ავიწიე.
ვიცოდი, რომ უკვე გასვლის დრო მქონდა. კარები გულმოდგინედ ჩავკეტე და ქუჩას ნელი ნაბიჯებით ჩავუყევი.ფიქრებში ლამის დანიშნულების ადგილს გავცდი.
- გამიხარდა რომ მოხვედი. - მითხრა დათომ და გადამკოცნა.
- მაინც საქმე არაფერი მქონდა.
დავუმოწმე ღიმილით და ნაცნობ კაფეში დავსხედით.მაგრამ ეს თავის გამართლებას უფრო ჰგავდა.
თავის ბავშვობაზე მომიყვა, როგორ გაიცნეს მან და იოანემ ერთმანეთი. სხვა მისი მეგობრებიც ახსენა, თუმცა გამაკვკრვა იმ ფაქტმა რომ ავალიანი არ უხსენებია.მინდოდა, როგორმე ანდრეაზე მეტი გამეგო, იმ ამბავზეც რაზეც სანდრიკამ ძალიან ცუდი ეჭვებით ამავსო, მაგრამ რა გაეწყობოდა,თითქმის ყოველ წინადადებაზე ინსტიქტურად ვუქნევდი თავს.
ბევრი ვილაპარაკეთ თუ ცოტა, შემოგვაღამდა და სახლში წასვლის დროც დადგა.
- სახლში რითი მიდიხარ?
- ფეხით.
- როგორც შევატყე, არ გიყვარს ტრანსპორტი.
- მართალი ხარ- გამეცინა და მის გაბადრულ სახეს შევხედე
- აბა... დროებით. - მითხრა ბოლოს, როდესაც გზაჯვარედინზე მივედით.
თითქოს არაფერი, მაგრამ საშინლად დაღლილი ვგრძნობდი თავს. მაფიქრებდა დათოც, ცუდი ბიჭი ნამდვილად არ იყო მაგრამ მის მიმართ სიმპათიებიც არ მქონდა.
როგორ ჩნდება გრძნობა? ეს რაღაც არა ბუნებრივს გავს და არა რეალურს. ვერ დააძალებ ადამიანი საკუთარ თავს რაიმე გიყვარდეს, ან ვინმე. მარტივ მაგალითად რომ ავიღოთ დათო. მაგრამ არაფერი გამოვიდოდა.მის გვერდითაც კი იმაზე ვფიქრობდი როგორ გამეგო ავალიანზე რაიმე, რაც ახალ საფიქრალს გამიჩენდა. და ურთიერთობა?!
უგრძნობი და უინტერესო ურთიერთობა უბრალო დროის კარგვაა ამ ცხოვრებაში.
სახლში მისულმა მაშინვე წყალი გადავივლე და ლოგინში შევწექი...

დღეები გადიოდა. ლილუს სიყვარულის ისტორიები. სანდროსთან მეცადინეობები.დათოს გამუდმებითი ტელეფონის ზარები. იოანესთან ერთად ლუდის დალევა, გვიანობით დედასთან თბილი საუბარი.
ყველასთან კარგად ვიყავი, ყველასთან. ჩემი ახალი კლასელი, იოანეს მეგობარი და ფენომენი ადამიანი კი, არ ჩანდა. მეზიზღებოდა საკუთარი ქცევები როდესაც ტელეფონს ვიღებდი, იმის მიზნით რომ მენახა, მომწერა თუ არა. დამირეკა თუ არა.რათქმაუნდა მან პირდაპირი გაგებით ჩემი ტრლეფონის ნომერიც არ იცოდა, თუმცა არც ამას გამოვრიცხავდი იოანესთან გატარებული საღამოს შემდეგ. დაზუსტებით ვერ ავხსნი ამ ფაქტს ამდენ ინტერესს რატომ იჩენდა ჩემში და ისევ მის ფენომენობას ვაბრალებდი.
წამით გავიფიქრე კიდეც, რამე ხომ არ დაემართათქო, მაგრამ იოანესგან ვიგებდი რომ დღის ნახევარს სავარჯიშო დარბაზში ატარებდა.
ერთხელაც ლილუ მომიჯდა და სევდიანად დამიწყო საუბარი.
- ისევ იჩხუბეთ? - ვკითხე პასუხის მოლოდინში.
- არა, ჩვენს შორის ყველაფერია, მარიამ.ვნება, სიყვარული, ურთიერთგაგება. უბრალოდ მეშინია ეს ყველაფერი ძალიან მალე, როგორც ცხოვრებას ჩვევია ხოლმე, თავზე არ ჩამომენგრეს. შენ რაგჭირს?
- ისედაც იცი. - თითქოს პირი ამომიკერეს, სიტყვებს ერთმანეთზეც ძლივს ვაბამდი.
- არა, მითხარი! - როცა მის ცისფერ თვალებს მიბრიალებდა, აქ ყველანაირი თავის შეკავება მთავრდებოდა.
- ანდრეა მჭირს.
- გიყვარს?
- რა სისულელეა! - გულწრფელად გამეცინა- უბრალოდ უცნაურია.
- ხო გეთანხმები მაგაში.- დამემოწმა ლილუ.
მადლობა ღმერთს, მეტი არაფერი უკითხავს. არა, ანდრეა მართლაც არ მიყვარდა. უბრალოდ ასე გაუჩინარება? მისგან ცოტაარიყოს მეუცხოვა.
დედაჩემიც მეკლდა. უკვე 10 დღე იყო გასული მისი წასვლიდან და ჭკუიდან ვიწეოდი ნელ ნელა.ამდენი ხანი მარტო სახლში არასდროს დავრჩენილვარ, ჩემთვის უცხო იყო.
- ეფექტური გამოჩენები უყვარს- უცბად გამომაფხიზლა ფიქრებიდან დაქალმა.
- ვის?
- იცი ვისაც. - ეშმაკურად გამიღიმა.

იმ ღამეს, ჩემდა გასაკვირად ტკბილად ჩამეძინა.
დილას ენერგიით სავსემ გავიღვიძე.თავში მშვენიერმა და ამავდროულად საშინელმა იდეამ გამიელვა. სავარჯიშო დარბაზში დავაპირე წასვლა, იქ სადაც ანდრეა მეგულებოდა. ღმერთო რას ვაკეთებდი, თუმცა ფორმაში ჩადგომა ნამდვილად არ მაწყენდა. ელასტიური შარვალი და შავი სავარჯიშო მაისური გადავიცვი. სანდროს გადავურეკე, რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა, აშკარად ეძინა.
-გაგაღვიძე- ჩემითვე ვუთხარი.
- დიახ მარიამ, გამაღვიძე.
მის ხმაზე გამეცინა.
- დარბაზის ბარათი კიდევ გაქვს შენ?
- კი უჯრაში მიგდია, რახდება?
- დღეს მათხოვე, საღამოს დაგიბრუნებ- ვუთხარი დაბნეულმა.
- სულ შენი იყოს, მაინც არ ვიყენებ.
- გამოგივლი.
ყურსასმენები მოვიმარჯვე და სახლიდან გავედი. სანდროს გავუარე, ბარათი გამოვართვი და სპორტ დარბაზშიც მალევე გავჩნდი.იქაურობას თვალი მოვავლე. ვისაც ვეძებდი იქ არ იყო. იმედგაცრუებამ სხეულში უსიამოვნოდ დამიარა, რა გაეწყობოდა სარბენ ბილიკთან მივედი და სირბილი დავიწყე. დროს ასე მაინც გავიყვანდი. საათს ვაკონტროლებდი, 20წუთი გასულიყო. აპარატი გამოვრთე და აივანზე გავედი.
წამით ჩემს გარშემო ყველაფერი გაქრა, გათეთრდა. მაინც ვგრძნობდი დაჭიმულ კუნთებს როგორ ვამოძრავებდი. თვალები დავხუჭე და ისევ გავახილე. ახლა სრული სიშავე იყო. ვერ გამეგო რახდებოდა. ჩემი მუსიკა სადღაც გაგქრა და რაღაც იდუმალ მთვარისფერ გამოსხივებად იქცა...ყურში მიწუოდა. ბოლოს ჰაერი ვიგრძენი, მოზღვავებული ჰაერი. თვალები კიდვ ერთხელ დავახამხამე და ცისფერი ცის ფონზე შავი ანარეკლი დავლანდე. შემდეგ უკვე მისი ხელები ლოყებზე ვიგრძენი.
საბოლოოდ კი ხმა, ხმა რომელიც დიდიხანი არ გამეგო:
- მარიამ, შემომხედე!

პირველი შეგრძნებები

***
- გაიწიეთ, ჰაერი სჭირდება.
მომესმა ხმა. თვალები ისევ დამეხუჭა, ვერ ვმოძრაობდი, მტკიოდა. სხეულის თითოეული ნაწილი მტკიოდა. საბოლოოდ ხმებიც ბუნდოვანი გახდა და ყველაფერი სიჩუმემ მოიცვა.
თითქოს ქუხილი იყო, თითქოს საშინლად წვიმდა. ყურებში საშინელი ხმები მესმოდა.
- თვალების გახელა არ გინდა ზარმაცო ქალბატონო?!
ეს ხმა...რომელიც უარესად მაბრუებდა.
თვალები გავახილე.
ან რაიცოდა რომ მეღვიძა? მეთვითონაც არ ვიცოდი.
საკუთარ სახლში ვიყავი, საკუთარ საწოლზე.
ანდრეას ყურადღება დიდად არ მივაქციე და წამოვჯექი.
- ვა, დაკარგული გამოჩნდა. - რაც შემეძლო ცივად ვუთხარი, თუმცა იმის კითხვის ინტერესიც მკლავდა, თუ რა მომივიდა.
- დაკარგული მეძახე და სახლამდე მე მოგიტანე.
- მომიტანე? რა კორეკტულიხარ!

აჰა! დაიწყო ჩემი ნერვების აშლა. რას ვნატრულობდი საერთოდ!
- ვარჯიშს იწყებ კარგი, გასაგებია, მაგრამ თავი კიარ უნდა მოიკლა.
ახლა წყნარი ტონი ჰქონდა.
ამჟავებული სახით გავხედე,
- მგონი მზის დარტყმა მიიღე. - მითხრა ბოლოს ფხუკუნით.
- არაუშავს, გადავიტან. -ვუთხარი და აჩეჩილი თმა შევისწორე.
- წყალი ხომ არ გინდა,ან რამე?
- რა მომიტან?
-არა, ადგები და აიღებ. -ხელები გადააჯვარედინა და გადაიხარხარა.
-უზნეო.
მივაძახე და ბარბაცით სამზარეულოში გავედი. მაგიდას დავეყრდენი, მინდოდა ყველაფრისთვის პასუხი მომეთხოვა, მაგრამ უბრალოდ ამის საშვალებას არ მაძლევდა.
- ანდრეა!
- გისმენ.
- სერიოზულად ცუდად ვარ. - ვუთხარი და სკამზე ჩამოვჯექი. სახე შეეცვალა, თითქოს შეცბა.
- მეე, მე რა გავაკეთო?
- სიგარეტი მომაწევინე.
ამაზე სახე შეეცვალა.
- თავი დავანებე.
- აფერისტო. - ვუთხარი და წამოვდექი, რომ ოთახში დავბრუნებულიყავი. ჩემი თვალთმაქცობა იქეთ იყოს და მართლაც მეხვეოდა თავბრუ. კედელს მივეყრდენი. გამოსახულებები დიდდებოდა, პატარავდებოდა.
ახლა მინდოდა მართლა საშველად დამეძახა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა.
***
თვალებს ვახელ, ვწევარ და ანდრეა ქორივით დამცქერის ზემოდან. თავს სუსტად ვგრძნობდი…
- მოუსვენარო, ცოტაც და რომ არ გამოფხიზლებულიყავი საავადმყოფოში გაგაქანებდი.
- არ ხარ ვალდებული.
ხმა აღარ ამოუღია და ერთი ღერი გამომიწოდა.
- აიღე თუ ეს დაგამშვიდებს. მაგრამ იცოდე, ეს უარესს გიზამს. უეჭველია მზემ დაგარტყა და გულს აგირევს, გამოგფიტავს. მომსვლია და ვიცი.
ეს ყველაფერი ისე მითხრა, თვალები გამიშტერდა სიგარეტზე, რომელსაც ხელით მაწვდიდა. თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე.
- კარგი გოგო ხარ. - გაეღიმა და ღერი ჯიბეში დააბრუნა.
- ადგომა მინდა და ვერ ვდგები.
ვუთხარი სრული სერუოზულობით. არაფერი უთქვამს, მაშინვე წელზე წამავლო ხელი და წამომაყენა.
- ახლა საით?
- აივანზე გამიყვანე, ჰაერი მინდა.
ხმა არ ამოუღია ისე დამეხმარა იქამდე მისვლაში. სარკეში საკუთარ ანარეკლს შევხედე, საფერთქელთან ოდნავ შესიებული მქონდა.
-მგონი პეპელა რომ დამეჯახოს, ისიც დამილურჯდება.- ჩემთვის ჩავილაპარაკე მას კი ჩაეცინა.
- მიყვარს აივნები.
გამეცინა, პატარა ბავშვივით იქცეოდა.
- რა აივნები ანდრეა, არქიტექტურა გიზიდავს?
- ნოსტალგია.
გაიღიმა და ჰორიზონტს გახედა. ტაომ დამაყარა. ერთი თვის წინანდელი გამახსენდა. იოანეს დაბადებისდღე და დიდებული ანდრეა. არაფერი მითქვამს. ჩუმად ვიჯექი და უაზროდ მოღუშულ ხეებს შევყურებდი.
რამდენჯმე წუთი გავიდა, მაგრამ ის უცვლელად მიყურებდა.უკვე საშინლად ავნერვიულდი, ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა. ორჯერ გავხედე და გავუღიმე რაზეც იგივე მიმიკით მიპასუხა.მაგრამ ჩემი ყურება არ შეუწყვიტავს.
-გცივა?- მკითხა და ვიგრძენი როგორ შეეხო მისი თბილი და ძლიერი ხელები ჩემს გაყინულ პატარა თითებს.დავიბენი, წამიერად ისიც კი დამავიწყდა რა მკითხა. ვერ ვახერხებდი პასუხის გაცემას, თუმცა ძალა მოვიკრიბე .
- კი..შეგიძლია წახვიდე.
ვუთხარი რამდენიმე წუთის შემდეგ.
- მაგდებ?
- არხარ ვალდებული აქ იყო, არც კიმიცნობ წესიერად.
ჩაეცინა.
- იმაზე კარგად გიცნობ, ვიდრე შენ ფიქრობ, მარიამ.
- ხოო? აბა დამიმტკიცე.
- დრო გავა და დაგიმტკიცებ.
თავდაჯერებულმა მითხრა. მეც აღარ შევდავებივარ. ალბათ, გამკეთებელი იყო.
- შენზე არაფერი მსმენია.
- მე შენზე ვიცი ბევრი. ეს საკმარისია.- მითხრა აუღელვებლად.
- ცოტა ეჭვი მეპარება.
ჩაეცინა.
- კარგი, მკითხე რაც გაინტერესებს.
მოსაფიქრებლად ცოტა დრო მქონდა. პირველი რაც მომივიდა თავში ის ვკითხე.
-სად გაქრი?
- რა?
- თითქმის ორი კვირა აორთქლდი.
- ეგ შენ ვერ მხედავდი . ჩაიცინა.
თვალები ავაბრიალე.ასე ვიყავით კარგი ხანი. რამდენიმე საათიც კი გავიდა ალბათ. მასთან გავიხსენი, საკუთარ ბავშვობას ვუყვებოდი. როგორ გადმომაგდო ლილუმ ხიდან და ამაზე როგორ გავუბრაზდი. ისიც მოვყევი, იოანე რომ გავიცანი როგორი დაბალი იყო და ერთ წელიწადში უკვე თავ აწეული რომ ვუყურებდი.
- არაფერს იტყვი?- ვკითხე ცოტახნის შენდეგ სიცილით.
- განაგრძე- ღიმილით მითხრა და მოაჯირს დაეყრდნო. მიყურებდა და ეწეოდა. მიყურებდა, თითქოს აქამდე გოგო არ ჰყავდა ნანახი. ვერ ვხვდებოდი ჩემში რას ხედავდა, რა აინტერესებდა. წამით ვფიქრობდი რომ ყველაფერი მოჩვენებითი იყო და ფანტაზიას მიმყოლი გოგონა ვიყავი.
მახსოვს მისი თვალები,ნაცრისფერი, მთვარესავით რომ შემომნათოდა,მზერა რომელიც საუბრის უნარს ნელნელა მიკარგავდა,თვალს ვარიდებდი რადგან ვიცოდი,რომ საშიშია მისი დიდხანს ყურება საშიშია არა იმიტომ რომ შემიყვარდება, არა,აქ სიყვარული არაფერ შუაშია მხოლოდ იმაზე ვნერვიულობ,რომ როდესაც ასე მიყურებდა ვეღარ ვფიქრობდი ვეღარაფერზე.სულელი გოგოსავით ვიჯექი და სრულ იდიოტობებზე ვლაპარაკობდი.ის კი ჩუმად იდგა და ვერ ვხვდები რატომ?რატომ მალაპარაკებს მე იდიოტივით და უცბად მხოლოდ ორ სიტყვას ამბობს:
-უნდა გაკოცო.





დავბრუნდით, კიდევ ერთხელ!



№1 სტუმარი კუსა

გამოჩნდიიიი???? განა მჯერა! წავედი წავიკითხოოო

 


№2  offline მოდერი Moonlight17

კუსა
გამოჩნდიიიი???? განა მჯერა! წავედი წავიკითხოოო

როგორ გამახარე ❤️

 


№3  offline წევრი Hickie

ოხ ოხ ანდრეააა
გული მიგრძნობს სულ უნდა არიოს ჩვენი წითური გოგონა.
გამიხარდა შენი აღზევება, მუნლაით ❤️

 


№4  offline მოდერი Moonlight17

Hickie
ოხ ოხ ანდრეააა
გული მიგრძნობს სულ უნდა არიოს ჩვენი წითური გოგონა.
გამიხარდა შენი აღზევება, მუნლაით ❤️

ერთგულო არსებავ, მე შენი დანახვა გამიხარდა ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ლინდა

აუუუუ როგორ გამიხარდა??

 


№6 სტუმარი likuna

ძაან მიყვარს ეს ისტორია❤

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

დაბრუნდი!
გამიხარდა რომელია!!
ახლა მე დაგტოვებთ მთელ სამყაროს გავთიშავ და არავინ შემაწუხოთ ცოტახნით
ჩაო კაკაო
ჰოდა რასვამბობდი
ხოიცი როგორც გყვარობ?
ჰოდა თუარიცი აწი იცოდე !
ლავ იუ სოუსოუსოუ მაჩ!
ჩემო ,,შიქოლადის აჯიკავ” ♥️♥️♥️♥️

 


№8  offline მოდერი Moonlight17

ტკბილიწიწაკა
დაბრუნდი!
გამიხარდა რომელია!!
ახლა მე დაგტოვებთ მთელ სამყაროს გავთიშავ და არავინ შემაწუხოთ ცოტახნით
ჩაო კაკაო
ჰოდა რასვამბობდი
ხოიცი როგორც გყვარობ?
ჰოდა თუარიცი აწი იცოდე !
ლავ იუ სოუსოუსოუ მაჩ!
ჩემო ,,შიქოლადის აჯიკავ” ♥️♥️♥️♥️

როგორი გიჟიხარ :დ ❤️ როგორ მომენატრა შენი გიჟი კომენტარები და შენც თავისთავად ❤️❤️

სტუმარი ლინდა
აუუუუ როგორ გამიხარდა??

likuna
ძაან მიყვარს ეს ისტორია❤

მადლობთ გოგონებო ❤️

 


№9 სტუმარი Uhuu

Ra magari istoria daabrunee...

 


№10  offline მოდერი Moonlight17

Uhuu
Ra magari istoria daabrunee...

კი ბატონო ❤️

 


№11  offline წევრი Margo Tokyo

ვაიჰ,
ამდენი ხნის შემდეგ ვკითხულობ ისტორიას და ისიც ასეთ საყვარლობას.
მიხარია, რომ მოლოდინი გამიმართლა:)))
მოცულობა კარგია, სიტუაციაც საინტერესოდ და არამონოტორულად ვითარდება, რაც ძალიან მომეწონა. ცოტა გრამატიკული შეცდომები იყო, ცოტა სინტაქსური, მაგრამ არაუშავს, მიუხედავად ამისა, გამაღიზიანებლად არ მხვდებოდა.
დადებამდე თვალს თუ გადაავლებ, გამოსწორდება ეს პრობლემაც.
ნუ, ეს ისე ჩავურთე.
ახლა რაც შეეხება შინაარსს.
მოკლედ, ნამდვილად კარგი, განსხვვებული და complicated არის, ანუ აწეწილი :დდ მიყვარს ასეთი სტილის ისტორიები. თუმცა, აი როგორ გითხრა, ცოტა ექშენი აკლია, ცოტა მარილი, თითქოს მშრალია... მაგრამ არა ბოლომდე, აი ძალიან ცოტათი. პერსონაჟის ემოციების გადმოცემა რომ სცადო, ამ პრობლემასაც მალევე გადაჭრი, იმიტომ რომ რაც ყველაზე მთავარია, წერის სტილი, გაქვს.
სიმართლე გითხრა, იოანეს სექსის თემაზე ლაპარაკს ვერ მივხვდი, რა საჭირო იყო, რაღაც წარმოდგენა “დამეკარგასავით”, მაგრამ ავალიანი საინტერესო პიროვნება ჩანს.
მე როგორც მკითხველს, ერთადერთი სათხოვარი რაც მაქვს, არის ის, რომ რაც შეიძლება გაშალო მათი ურთიერთობა, სითამამე, დიალოგები, სიტუაციები, დიდ საქმეს გააკეთებს ამ ისტორიაში, იმიტომ რომ ასეთი სტილია, მოუხდება და “დააკვდება”.
დანარჩენი შენი საქმეა.
იმედია, ასეთი შთაბეჭდილებებით გავაგრძელებ ბოლომდე.:)))❤️

 


№12  offline მოდერი Moonlight17

Margo Tokyo
ვაიჰ,
ამდენი ხნის შემდეგ ვკითხულობ ისტორიას და ისიც ასეთ საყვარლობას.
მიხარია, რომ მოლოდინი გამიმართლა:)))
მოცულობა კარგია, სიტუაციაც საინტერესოდ და არამონოტორულად ვითარდება, რაც ძალიან მომეწონა. ცოტა გრამატიკული შეცდომები იყო, ცოტა სინტაქსური, მაგრამ არაუშავს, მიუხედავად ამისა, გამაღიზიანებლად არ მხვდებოდა.
დადებამდე თვალს თუ გადაავლებ, გამოსწორდება ეს პრობლემაც.
ნუ, ეს ისე ჩავურთე.
ახლა რაც შეეხება შინაარსს.
მოკლედ, ნამდვილად კარგი, განსხვვებული და complicated არის, ანუ აწეწილი :დდ მიყვარს ასეთი სტილის ისტორიები. თუმცა, აი როგორ გითხრა, ცოტა ექშენი აკლია, ცოტა მარილი, თითქოს მშრალია... მაგრამ არა ბოლომდე, აი ძალიან ცოტათი. პერსონაჟის ემოციების გადმოცემა რომ სცადო, ამ პრობლემასაც მალევე გადაჭრი, იმიტომ რომ რაც ყველაზე მთავარია, წერის სტილი, გაქვს.
სიმართლე გითხრა, იოანეს სექსის თემაზე ლაპარაკს ვერ მივხვდი, რა საჭირო იყო, რაღაც წარმოდგენა “დამეკარგასავით”, მაგრამ ავალიანი საინტერესო პიროვნება ჩანს.
მე როგორც მკითხველს, ერთადერთი სათხოვარი რაც მაქვს, არის ის, რომ რაც შეიძლება გაშალო მათი ურთიერთობა, სითამამე, დიალოგები, სიტუაციები, დიდ საქმეს გააკეთებს ამ ისტორიაში, იმიტომ რომ ასეთი სტილია, მოუხდება და “დააკვდება”.
დანარჩენი შენი საქმეა.
იმედია, ასეთი შთაბეჭდილებებით გავაგრძელებ ბოლომდე.:)))❤️



მადლობა ასეთი რჩევებისთვის ❤️ იმის მიხედვით, რომ თინეიჯერული ისტორიაა, ცოტა მშრალად წამოვიწყე, მართალია. ნელ-ნელა ყველაფერი ვითარდება გპირდები.
პ.ს თუ ექშენი გიზიდავს, გავკადნიერდები დაჩემს წინა ისტორიას გირჩევ ❤️

 


№13 სტუმარი ასდ

ეს ძველი ისტორიიაა?ადრე ხოარ გედი?თითქოს მეცნობა?

 


№14  offline წევრი კირა

აუ, ეს წაკითხული მაქვს და როგორ ძალიან მომეწონა და შეცვალე ?

 


№15  offline მოდერი Moonlight17

ასდ
ეს ძველი ისტორიიაა?ადრე ხოარ გედი?თითქოს მეცნობა?

კი ადრე მედო ❤️ მაგრამ ეს ოდნავ შეცვლილი, ‘დარედაქტირებული’ ვერსიაა
კირა
აუ, ეს წაკითხული მაქვს და როგორ ძალიან მომეწონა და შეცვალე ?

 


№16  offline წევრი ნინნია

როდის დაიდება შემდეგი? წაკითხულიმაქვს მახსოვს მეგონა სრულად დადებდი

 


№17  offline მოდერი Moonlight17

ნინნია
როდის დაიდება შემდეგი? წაკითხულიმაქვს მახსოვს მეგონა სრულად დადებდი

დღეს საღამოს ან ხვალ დღისით დაიდება

 


№18 სტუმარი Lind

ეს ასაკთან შეუფერებელი ქცევები, არ იყო საინტერესო, სკოლის მოსწავლეები რომლებიც კლუბში ერთობიან.. რავიცი ასაკთან შესაფერისი სიტუაციები აჯობებდა. ისე სიუჟეტი კარგი აქვს და საინტერესო ისტორიაცაა ❤️

 


№19  offline წევრი sofo_sofia13

უკვე აღარ მახსოვს მერამდენედ ვკითულობბ

 


№20  offline წევრი sofi_sofiaa13

ღმერთო ძალიან ცუდად ვარ
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent