Du gehörst nur mir(შენ მხოლოდ ჩემი ხარ)(11)
შენ მხოლოდ ჩემი ხარ(11) -აუუ გული მერევა გააჩერე გთხოვ მანქანა.-ძლივს ამოღი ხმა მარიამა. როგორც კი მანქნა გაჩერდა ძირს გადახტა, მეც გადავყევი ბიჭებს ვაიძულე მანქნაში დარჩენილიყვნენ. -მარი რა დაგემართა უკეთ ხარ?-მარიამის წინ ჩავიცუცქე. -კი კი კარგად ვარ, ალბათ დილით კარგად რომ არ ვჭამე მაგის ბრალია. -კაი რა მარ რამდენი ხანია გიცნობ, დილაზე საერთოდ არ ჭამდი ხოლმე მაგრამ არაფერი არ გემართებოდა. -ხო რავიცი.-ვეღარ შემეწინააღმდეგა. -კაი მოდი ახლა მანქნაში ჩავჯდეთ და რომ მივალთ იქ ვილაპარაკოთ მშვიდად. -კაი.-მანქანისკენ წავედით,დამჯდარი არ ვიყავით მაშინვე კითხვები მომაყარეს. -რა ხდება? -არაფერი სანდრო დამშვიდი, უბრალოდ ყავა მოუვიდა ზედმეტი.-სულ ჩვეულებრივად ვიცრუე თუმა ძალიან კარგად ვიცოდი რაც ხდებოდა, თავს და ბოლოს მომავალი ექიმი ვიყავი. -დარწმუნებული ხარ?-ეჭვის თვალით შემომხედა სანდრომ. -შენ რა მომავალ ექიმს არ ენდობი?-ისე ვლაპარაკობდი მეც მჯეროდა უკვე ჩემი სიტყვების. -კაი ბიჭო მიდი დაქოქე მანქანა რა დაკითხვა მომიწყეთ აქ?-თორნიკე მე მგავდა მოუთმენლობით, თუ მე ვგავდი ანუ როგორც არის. -ხო მიდი მართლა წავიდეთ თორე მიგვასწერებ სხვები და ტუილად უნდა გავყინოთ.-ლუკამაც გამოყო თავი. -თქვენ რომ არ გეთქვათ ისევ აქ ვაპირებდი ყოფნას, არა საერთოდ აქ უნდა ვყოფილიყავით მთელი ღამე.-სანდრომ ვითომ გაიღადავა. -როგორ მიყვარს ბიჭი რო ღადაობს.-მარიმ გადახედა სანდროს და დაეჭყანა. როგორც იქნა მივაღწიეთ სახლამდე. მანქნაიდან გადავდიოდი როცა ჩემა ტელეფონა განუწყვეტლივ დაიწყო რეკვა. -ე გოგო უპასუხე, მაგ ტელეფონს თავი ამტკივდა.-გაიღიზიანებულმა თორნიკემ შემომხედა. -მაცადე რა ვერ ვპოულობ, მგონი სავარძლის ქვეშ აგდია.-არც მე დავაკელი. ძლივს მივაგენი, არც კი დამიხედავს ეკრანისთვის ის ვუპასუხე. -როგორ ხარ ქალბატონო ეკატერინე.-ნაცნობი ხმა ჩამესმა ყურში. -არ არსებობს.-ბოლო ხმაზე ვიყვირე, ყველა გაშტერებული მიყურებდა. -რა მოხდა გოგო რა ჯანდაბა გაყვირებს.-კარებიდან მიკიოდა მარი. -გოგოო, ხორგუუ და ანიაა.-არ დავაყოვნე პასუხი. -ომგ, არ არსებობს.-მასაც ჩემნაირი რექცია ქონდა, ტელეფონიდან კი მათი სიცილის ხმა მესმოდა. -მომსმინეთ გოგო ახლა, დღეს ჩამოვედით და სასტავი ვაპირებთ შეკრებას თქვენ რას იზავთ, პროსტა ადგილი ვერ შევარჩიეთ.-ბოლო ხმაზე მიკიოდა ხორგუანი -გოგო წყნეთში ავედით ახლა ჩვენ, ყველა აქ ამოდით და მაგრად ვიგრიალოთ.-ტელეფონი გამომგლიჯა ხელიდან მარიმ და მოკლედ აუხსნა ყველაფერი, რათქმაუნდა დათანხმდნენ. -გააღე გოგო კარები გავიყინე.-ხელიდან გასაღები გამოგლიჯა ხელიდან თორნიკემ და პირდაპირ ბუხრისკენ დაიძრა. -ლუკა შეშა არ გაქვს? -კი ბიჭო გარეთ არის სახლის უკან. -მიდი რა ძმურად შემოიტანე.-მდივანზე გადაწოლილ სანდროს შეხედა. -კაი რა ამ ყინვაში მეზარება გასვლა. -ვატყობ მთელი დღე მასე ყინვაში მოგიწევს ყოფნა თუ არ შემოტან. -აუუ გადი და შენ თვითონ შემოიტანე. -რა ზანტი ხარ, შენი შვილი რომ რამეს გთხოვს ხოლმე მასე აუსრულე ხოლმე და ძაან ეყვარები. -რა დროს შვილია ჯერ, ხო კარგად ხარ.-ამის გაგონებაზე თითქოს მარისთვია მეხი ჩამოვარდა, ისე საშინლად ჩაესმა ეს სიტყვები, ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადაყლაპა და კატო ანიშნა ოთხაში წაყოლოდა. -კაი ბიჭები ჩვენ ცოტა ხანს მეორე სართულზე ავალთ თქენ კიდე მიხედეთ აქაურობას.-მარის ხელი მოვკიდე და კიბებზე ავუყევით გზას. -როგორც გვიბრძანებთ თქვენო უდიდებულესობავ.-ირინულიად გამიღიმა ლუკამ, მე არაფერი არ მითქვამს, ოთახში შევაჭერით პირდაპირ. -ხმა ამოიღე მარი, რა ხდება გამაგებინე, რასაც ვფიქრობ მართალია? -არ ვიცი კატო, ეს ბოლო დღეებია გული მერევა და თავბრუ მეხვევა, ტესტის გაკეთების ძალიან შემეშინდა, ხომ ხედავ სანდრომ რა თქვა ჯერ რა დროს ბავშვიაო.- ეს თქვა და ცრემლებმა ერთმანეთის მიყოლებით იწყეს დენა. -კაი დამშვიდი, მოდი ახლა გოგოებს დავურეკავ ტესტი წამოიღონ გირჩევნია გული დაიმშვიდო, სანდროს კი ჩემი აზრით ძალიან გაუხარდება ეს ამბავი.-ვეცადე დამემშვიდებინა და სიტყვაცია განმემუხტა. თავი დამიქნია და ისევ გაგრძელა ტირილი. -კაი მოდი ახლა ტოცა ხანს დაისვენე მე ჩავალ და ბიჭებს ვეტყვი რომ გადაღლილი ხარ და საღამოსთვის ცოტა დასვენება გჭირდება, რაც მთავარია აღარ იტირო. -კაი.-საწოლზე დავაწვინე, ოთახიდან გავედი და სააბაზანოში შევედი, ხორგუს ჩუმად დავურეკე და ჩუმად ავუხსენი ყველაფერი. -მარიამი სად არის?-გაკვირვებული მზერა მესროლა ალექსანდრემ. -გადაღლილია და საღამომდე დასვენება უნდა, ასე მითხრა არავინ შემაწუხოსო. -რას ქვია არავინ შემაწუხოსო ხომ კარგად არის. -სანდრო შენ რა ვერ გაიგე რა გითხარი, დასვენება სჭირდება, ამიტომ სჯობს დაწყნარდე და ზედმეტი პანკები არ არის საჭირო.-გაღიზიანებულმა ვუპასუხე და მგონი ცუდად გამომივიდა. -კაი დამშვიდი მგონი ისეთი არაფერი არ მიკითხავს, ახლა კი ავალ და ვნახავ მინდა ჩემი თვალით დავრწმუნდე რომ კარგადაა.-გვერდი ამიარა და ზევით წამევში იყო, შეჩერება ვერ მოვახერხე. -ჩემი გოგო როგორ არის?-თავი შეყო ოთახში სანდრომ, ეცადა არ შეემჩნია ღელვა არ უნდოდა ზედმეტი კითხვები დაესვა. -სანდრო მარტო ყოფნა მინდა,გთხოვ წადი რა.-ჩამწყდარი ხმით უპასუხა. -ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავ იცი რა მემართება, თანაც მიზეზსაც არ მეუბნები, ძალიან ვღელავ შენზე.-გვერძე მიუწვა და უკნიდან შემოხვი ხელები. -სანდრო რაღაც უნდა გკითხო? -გისმენ. -კიდევ გიყვარვარ? -მაგას კითხვა ჭირდება? დღითი დღე უფრო და უფრო მიყვარდები. -შენი დაკარგვის მეშინია, იქნებ ერთ დღესაც მიხვდე რომ აღარ გიყვარვარ და მიმატოვო. -კაი ტო რა ნუ სულელობ, შენს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, შენგამ შორს რომ ვარ სუნთქვა მიჭირს, იცი საერთოდ ამ ბოლო დროს რაზე ვფიქრობ? -რაზე? -უკვე რამდენი ხანია ერთად ვართ, იქნებ და ეს ყველაფერი ფორმალური გავხადოთ? -მართლა?-გაკვირებული გადმობრუნდა მარი. -ხო რა იყო რა გიკვირს, სახლიც გვაქვს უკვე და ახლო მომავალში ქორწილიც აუცილებლად უნდა გვქნოდეს.-ცხვირზე აკოცა და გულში ჩაიკრა.-სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. -მე კიდე შენ.-ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყი თუმცა გულში მაინც აწუხებდა ის კითხა შვილი ადრე იყო თუ არა. -კაი მოდი ახლა დაისვენე მე კიდე გავალ. -კაი. უკვე შეკრებას იწყებდნენ, ნელ-ნელა ემატებოდათ და ემატებოდათ, ბოლოს კი ნანატრი სტუმრებიდ დროც დგებოდა, კატო ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა, ერთი სული ქონდა როდის ნახავდა ამდენი ხნის უნახაბ დაქალებს, მალე მარიც შეურთდა ბავშვებს, შედარებით უკეთ გამოიყურებოდა და აი გაისმა კარზე ზარის ხმაც, კატო წამებში უკვე კარებთან იყო. -აააა როგორ მომენტრეთ, არ მჯერაა რომ აქ ხართ.-ბოლო ხმაზე ყვიროდა, არც ხორგუმ და ანიმ დააკლეს, მარიც მათი ხმის გაგონებაზე გახარებული გაიქცა კარებისკენ. -აუუ როგორ მომენატრეთ.-ხორგუ ვერ მალავდა თავის ემოციებს. სულ დამავიწყდა მეთქვა ვინ იყვნენ ხორგუ ანუ მარიამ ხორგუანი და ანი ანუ ანი თაბუაშვილი. ანი კატოს ბავშობიდან იცნობდა, როგორც მარიამს, ხოლო ხორგუ ანის დაქალი იყო და აქედან გამომდინარე იცნობდა კატოს და მარიამს, ანი თავისი ტანჯული სიყვარულით გამორჩეულია, დაახლოებით 1წელი უყვარდა თავისი მეგობარი(გიორგი) გიორგისაც უყვარდა პროსტა ძაან ბაბნიკი ტიპი იყო და ვერ გადაეწყვიტა რა უნდოდა, თუმცა როგორც იქნა გაერკვა თავის გრძნობებში და ახლა კი 4 წელი უსრულდებათ რაც ერთად არიან. რაც შეეხება ხორგუს , ის გამორჩეულია თავისი სილამაზით თუმცა რად გინდა ტვინი არ აქვს( ანუ ცოტა შეიძლება ქონდეს:დდდ) მის სასიყვარულო ისტორიას რაც შეეხება ძალიან დამღლელია, მისი შეყვარებულის ადგილზე რომ ვყოფილიყავი ალბათ ტრილიონ მილიონჯერ მეყოლებოდა მოკლული, მარა ცოტნემ გაუძლო მაინც და ამ წელს აქვთ ქორწილი, ასეთი ისტორია გააჩნია ორივეს ახლა კი დავუბრუნდეთ ახლანელ რეალობას. -კატო მოგიტანე რაც მთხოვე და სად წავიღო.-ყურში ჩამჩურჩულა ხორგუმ. -დაიცა მარის მოვიყვან და მეორე სართულზე ავიდეთ. ჩემი მოლოდინები გამართლა, მარი ორსულად იყო, ყველა დავიბენით არ ვიცოდით თუ რა უნდა გვექნა მარა ბოლოს მე გამოვიჩინე გამბედაობა, სანდროს დავუძახე, მარი ძალიან გამიბრაზდა მარა უკვე აზრი აღარ ქონდა. -რაზე დამიძახეთ?-ოთახში გაკვირვებული შემოვიდა. -მოდი მარტო დაგტოვებთ, სჯობს მარიმ გითხრას.-გოგოებს ხელი მოვკიდე და წამოვიყვანე. -სანდრო ახლა კარგად მომისმინე, არ ვიცი როგორი რეაქცია გექნება, მაგრამ ეს აუცილებად უნდა იცოდე. -რა ხდება იტყვი ახლა? -ორსულად ვარ.-თავი დახარა მარიმ და ძლივს წარმოთქვა ეს ორი სიტყვა. -მეღადავები, რა მაგრია, აუ ჩემი მამა გავხვდები, ვაიმე არ მჯერა, აქამდე რატომ არ მითხარი.-მოულოდნელად ხელში აიტაცა და დაატრიალა. -მეც დღეს გავიგე, თანაც არ ვიცოდი როგორ რეაქცია გექნებოდა, იქნებ და ჯერ არ გინდა შვილო რო გყავდეს? -მარი ჩემო ცხოვრებავ ახლა კარგად მომისმინე, ამ სიტყვებით ისე გამაბედნიერე ვერც კი წარმოიდგენ, თანაც მალე დავქორწინდრბით, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მთელ სამყაროში.-ამ სიტყვების გაგონებისას მარი ისეთი ბედნიერი იყო, ამას ალბათ ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა. -ბავშვებო მალე მამა გავხდები.-გახარებული ჩავიდა პირველ სართულზე სანდრო. -ღადაობ ტო, გილოცავთ.-ყველამ ცალ-ცალკე მიულოცა მარისაც და სანდროსაც, იმ საღამოს ბევრი ვიცინეთ, ძველი ამბები გავიხსენეთ, ისეთი ბენდიერი ჩემი ცხოვრების მანძილზე არასდროს არ ვყოფილვარ, სამუდამოდ მემახსოვრება ეს დღე, ერთი რამის თქმა სულ დამავიწყდა, ჩემი ძმის სიყვარული გავიცანით, ძალიან კარგი გოგოა, არ ვიცი ჩემა ძმამა რით დაიმსახურა, ლიზა ქვია, როგორც მომავალ რძალს ისე ვუყურებ, ძალიან საყვარელი და ლამაზია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.