შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Du gehörst nur mir(შენ მხოლოდ ჩემი ხარ)(5)


30-10-2019, 22:08
ავტორი Kathara
ნანახია 1 585

Du gehörst nur mir(5)
შენ მხოლოდ ჩემი ხარ

თითქმის უკვე მისულები ვიყავით თბილისში როცა ტელეფონი გამახსენდა, რათქმაუნდა აფეთქებული იყო, მარიამს მგონი მილიონჯერ ქონდა დანარეკი.
-აუფეთქებიათ ტელეფონი ალბათ აინტერესებს როგორ ვარ.-ტელეფონზე ნომერი ავკრიბე და მარის დავურეკე.
-გოგი სად ჯანდაბაში ხარ? იცი აქ რა აბმებია?-გაცოფებული მიკიოდა ტელეფონში.
-გოგო რა გაკივლებს ლუკასთან ერთად ვარ და მალე მოვალ, შენ სად ხარ შენთან მოვდივარ.
-კიდე რა მაკივლებს ხომ, ასე უცებ გაუჩინარდი და არც კი კითხულობ აქ რა ხდება.-კიდევ უფრო გაცოფებული მელაპარაკებოდა.
-რა მოხდა ასეთი?-უკვე მეც დავიძაბე.
-შენი ძმა საავადმყოფოშია, გუშინ ვიღაცეებმა სცემეს და ძაან ცუდათა, დროზე მოდი აქ.-მკაცრად მიბრძანა, მე კიდე აღარაფერი აღარ მესმოდა, მთლიანად გავშეშდი, ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, მარტო ჩემი ძმის სახე მედგა თვალწინ.
-ეკატერინე რა დაგემართა, ხმა გამეცი.-ლუკას ხმამ გამომაფხიზლა და ცრმელებმა თავისით გაიკვლიეს გზა.
-ლუკა ჩემი ძმა საავადმყოფოშია, კვდება გესმის.-სიტყვები ძლივს წარმოვთქვი, ლაპარაკი აღარ შემეძლო, მთლიანად პარალიზებური ვიყავი.
-გთხოვ დროზე წამიყვანე სავაადმყოფოში.-ძლივს მოვახერხე აზრე მოსვლა.
მთელი გზა გაშეშებული ვიჯექი ის 15 წუთი მთელ საუკუნედ გაიწელა, თვალწინ წარმომიდგა თუ როგორ სჭირდებოდა მას ჩემი დახმარება მე კიდე ბედნიერი ვიყავი, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, მოულოდნელად კი თავში ერთმა აზრმა გამიელვა:
-შენ გააკეთე ხომ ეს, გზაში სწორედ ამაზე ელაპარაკებოდი შენს ხალხს.-ბოლო ხმაზე ვუკიოდი ლუკას.
-მომისმინო კატო, ყველაფერს აგიხსნი, გთხოვ დამშვიდი.-არც კი უარყო.
-კიდე მე უნდა დავმშვიდე ხო, ან საერთოდ რას ამიხსნი ჩემი ძმის მოკვლა გონდოდა და კიდე რამის ახსნას აპირებ?-კიდევ უფრო შევუტიე, არ ვიცოდი ეს ამდენი გამბედაობა საიდან იყო.
-კატო დამშვიდი და მომისმინე ყველაფერს აგიხსნი, ლაპარაკის საშვალება მომეცი.-მანაც ტონს აუწია ერთი თვალით გზას უყურებდა მეორე თვალით კი მე.
-არაფრია მოსმენა არ მინდა, ჩემი საყვარელი ადამიანი მასეთი ცხოველი არ იქნება, აი ხომ გითხარი ჩვენი ირთიერთობა დაუშვებელიათქო, ეს ყველაფერი კი შენი ბრალია, ისეთ არ ხარ როგორიც საჭიროა, გაუწონასწორებელი ნაძირალა ხარ...
-გოგო მასე ნუ ლაპარაკობ გაიგე, ისეთი ვარ როგორიც საჭიროა და მანამდე რომ გეთქვა შენი ძმა იყო არაფერი არ მოხდებოდა, შენთან მოკარების უფლებას არცერთ ნაძირალას არ მივცემ და ისე მოვიქეცი როგორც საჭიროდ ჩავთვალე.-ბოლო ხმაზე მიღრიალებდა.
-რამის თქმა არც კი დამაცადე ამიტომ ყველაფერში დამნაშავე შენ ხარ, თავს ნუღარ იმართლებ თორემ უფრო მაცოფებ.-ამის თქმა იყო და მანქნა გაჩერდა, დანიშნულების ადგილას მივედი.
-ლუკა მისმინე, ახლა აქედან წადი და საერთოდ აღარ მინდა შენი ნახვა, მინდა ჩემგან შორს იყო და ყველაფერი დაივიწყე რაც გუშინ მოხდა, ჩემ ძმას კი რამე რომ დაემართოს ჩათვლაე შენი საყვარელი ადამიანი შენი პირველი მტერი გახდება.-ვერ ვაანალიზებდი თუ რას ვფიქრობდი.
-კატო რამდენიმე დღეს მოგცემ, შემდეგ კი მინდა ნორმალურად დავილაპარაკოთ.-მშვიდი სახით შემომხედა.
-არა შენი ნახვა აღარ მინდა, გზაზე აღარ გადამეღობო, ჩემს დავიწყებას მალე შეძლებ, ახლა კი წადი, მშვიდობით.-მანქანის კარი გავაღე, გადასვლას ვაპირებდი როცა ლუკამ თავისკენ მიმატრიალა და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს დაუკავშირა, ტანში სასიამოვნოდ გამცრა, მეც ვერ შევეწინააღმდეგე, მალევე ერთმანეთს მოვშოდით, შუბლი ერთმანეთს მივადეთ ლუკამ კი ყურში ჩამჩურჩულა:
-შენს დათმობას არ ვაპირებ, რამდენიმე დღეში კი ისევე დავილაპარაკებთ და შენც უფრო დალაგდები, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები იცოდე, ძალიან მიყვარხარ, ამ დღეების განმავლობაში კი ყურადღებას არ მოგაკლებ.-მისი ყოველი სიტყვა ისეთი თბილი იყო, მაგრამ ისეთი გაცოფებული ვიყავი რომ მაინც მაღიზიანებდა, მალევე მოვშორდი და ლუკაც გაუჩინარდა.

-გოგო სად ხარ ამდენ ხანს?-ჩემს დანახვაზე მარიამი პირდაპირ საყვედურებით წამოვიდა მაგრამ როცა ჩემი დაწითლებული სახე დაინახა მიხვდა რომ ახლა ამის დრო არ იყო.
-მარი მითხარი როგორ არის თორნიკე რას ამბობენ ექიმები?-ცრემლები ვეღარ შევიკავე და ნიკაბი ამიცახცახდა.
-უკეთ არის, ნეკნები ცოტა აქვს დამტვრეულო და ბევრი სისხლი დაკარგა მაგრამ ვიღაცას მიუსწრია თორემ ახლა ცოცხალი იქნებოდა თუ არა ღმერთმა იცის.
დერეფანში სანდრო და მისი რამდენიმე ძმაკაცი გამოჩნა.
-კატიუშა როგორ ხარ? ლუკა სადაა?
-მაგის სახელი არ მიხსენოთ, არ ვიცი შეგიძლია დაურეკო და გაიგო, მისი დანახვაც კი არ მინდა.-უხეშად ვუთხარი.
-ერთად არ იყავით გუშინ, ასე უცებ რა გეტაკათ.-გაკვირვებულებმა შემომხედეს.
-ნერა არ ვყოფილიყავი , ახლა კი მაგაზე საუბარი არ მსურს, თორნიკეს ნახვა შემიძლია?-მარიამ მივუტრიალდი და ბიჭების რეაქცია დავაიგნორე.
-კი, ოღონდ ახლა გონზე არ არის თუ გინდა მაინც ნახე.
-ჩემებმა იციან რამე?
-არა და არ ღირს მგონი მათი ანერვიულება.
-ხო მართალი ხარ.-ეს ვუთხარი და პალატაში შევედი.

ერთმა კვირამაც ჩაიარა ლუკას გარეშე, მაგრამ ყველანაირად თორნიკესკენ ვიყავი გადართული, უკვე სახლშიც გაგვწერეს მაგრამ სანაკ კარგად არ გახდებოდა მარიამთან ვრჩებოდით ხოლმე, ჩვენმა მშობლებმა კი არაფერი არ იცოდნენ, თორნიკე ისევ გერმანიაში ეგონათ,მეც ზოგჯერ სახკში ვრჩებოდი ხოლმე რომ არაფერი იეჭვათ.
-კატო შენ და ის ბიჭი რას შვებით.
-ძამიკო რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ლუკა აღარ არსებობს ჩემს ვხოვრებაში.
-მე ვიცი რატომაც ამბობ მასე და შენი საყვარელი ადამიანი რომ არ იყოს ხომ იცი რასაც ვუზავდი.
-არავისგან დაცვა არ მჭირდება და ჩემით მივხედავ თავს, უვრალოდ ახლა შენ უნდა იყო კარგად მეტი არაფერი აღარ მაინტერსებს.
-არა ისე რა გინდა კაი ბიჭია, ძალიან უყვარხარ და მე მის მხარეს ვარ.
-შენ ბიჭო სულ გაუფრინე? რა მხარეს ხარ? ამ საერთოდ რა იცი როგორი ადამიანია?-გაკვირვებულმა გადავდე ტელეფონი გვერდით.
-რამდენიმე დღის წინ იყო აქ, ვილაპარაკეთ ბოდიშიც მომიხადა, ისიც მითხრა თუ როგორ უყვარხარ, ახლა კი შენ უნდა ნახო და გაარკვიოთ ყველაფერი.-ისე მშვიდად მელაპარაკებოდა ვითომც თავისი ბავშვობის ძმაკაცზე მიყვებოდა.
-შენ შვილო სულ გარეკეე? ექიმთან კიდევ უნდა წაგიყვანო, თავზე უნდა გადავაღებიო, ხომ არაფერი გჭირს.-გაცოფებულმა შევხედე.
-ნუ ბრაზდები კაწერინა,ხომ იცი შენთვის კარგი მინდა.
-კარგი თუ გინდა ჩემთვის ლუკას მოკვლაში უნდა მეხმარებოდე არა თუ მასთან შერიგებაში.
-მომისმინე ახლა გოგო მეც მასე მოვიქცეოდი მის ადგილას არ ვამტყუვნებ ახლა კი რაც გინდა ის თქვი.
-რომ მომკვდარიყავი მერე მე რაღა უნდა მექნა, ეს ყველაფერი ჩემ გამო დაგემართა, ყველაფერი ჩემი ბრალია, იმ იდიოტს არ უნდა გადავყროდი, ყველაფერში მე ვარ დამნაშავე.-ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
-კაი დამშვიდი ჩემო გოგო.-გვერძე მომიჯდა და გულში ჩამიკრო, მაგრამ ვინ მაცადა ბედნიერება, კარებზე ზარის ხმა გაისმა.
-მოვდივარ.-კარებისკენ გავაშურე.-შენ აქ რა ჯანდაბა გინდა?-გაკვირვებისგან არ ვიცოდი რას ვამბობდი.

ვიცი დავაგვიანე დადება მაგრამ სკოლის გამო ვერ ვახერხებ ახალი თავის დაწერას,იმედია მოგეწონებათ, თვალის გადავლებას ვერ ვასწერბ, მადლობა ყველას წინასწარ:)



№1 სტუმარი სტუმარი ანნა

საშვალება არა, რა.

 


№2  offline წევრი Kathara

სტუმარი ანნა
საშვალება არა, რა.
საშვალება არა რა? ვერ მიგიხვდი :დდ

 


№3 სტუმარი სტუმარი ელეონორა

მედეამ რო ნახოს საშვალებას წერ ჩამოგამხობს ამ მოთხრობას :) საღოლ კაია

 


№4  offline წევრი Kathara

სტუმარი ელეონორა
მედეამ რო ნახოს საშვალებას წერ ჩამოგამხობს ამ მოთხრობას :) საღოლ კაია

მიხარია თუ მოგეწონა, მედეა ამას ვერ ნახავს:დ

 


№5 სტუმარი სტუმარი დიანა

ფეისბუქზე მინდა დადება შეიძლება?

 


№6  offline წევრი Kathara

სტუმარი დიანა
ფეისბუქზე მინდა დადება შეიძლება?

რავი დადე:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent