შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთაწმინდის მთვარე {3}


27-11-2019, 06:59
ავტორი painter1
ნანახია 14 966

-ჩემო სიყვარულო! შენ მაინც მოიყვანე ცოლი.
-რა გინდა მამიდ, ხომ გყავს შვილიშვილები პირველი შვილისგან.
-შენი მინდა ვნახო!
-მოვიყვან მოვიყვან. - სიცილით წავიდა გასასვლელისკენ. პირველი მარიამი გაატარა და თვითონაც უკან გაჰყვა. - სად წავიდეთ აბა? - საჭესთან მოთავსდა თორნიკე, ეტყობოდა რომ ნერვიულობდა, თან თვალს აპარებდა სარკიდან მარიამისკენ.
-შენ სად გიყვარს სიარული მარიამო? - კესოს გვერდზე მჯდომს გადახედა ბურდულმა.
-არ ვიცი.
-სად ერთობით ხოლმე სასტავთან ერთად?
-ძირითადად ბარში ვართ.
-წავიდეთ ბარში. - მხარზე დაარტყა ხელი რამდენჯერმე თორნიკეს, მერე ტანზე მიკრულ კესოს დახედა. - ისევ ისეთი საყვარელი ხარ ტო… ვფიქრობდი გაიზრდებოდა, დაქალდებოდა და ვეღარ მოვეფერებითქო.
-ეგ შენთან არის ეგეთი თორე მე ლამის მცემოს ხოლმე. - უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები ლუკამ.
-შენ ნერვებს მიშლი და მაგიტომ…
-რატო გიშლი ტო? შენს შეყვარებულზე რომ ვღადაობ მაგრად იგრუზები და რა ჩემი ბრალია.
-შეყვარებული გყავს გოგო?
-ხო.
-ყველას შეყვარებული როგორ გყავთ… შენ გყავს მარიამ?
-არა.
-ვაა… მიკვირს. აუ ძმურად მაღაზიასთან გააჩერე რა, სიგარეტს ვიყიდი.
-კარგი. - წამსვე მიუხვდა განზრახვას თორნიკე და უახლოესი მაღაზიის წინ გააჩერა მანქანა.
-გამოგყვე გინდა? - თითქოს ზუსტად ამას ელოდებოდა ბურდულიც.
-თუ არ შეგცივდება წამო… ნახე თან რამხელა რიგია. - შუშის კარებთნ მდგომ ხალხს შეხედა და გულში გაიფიქრა ბედიც ამას ქვიაო. როგორც კი შიგნით შევიდნენ, მაშინვე სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა გიორგაძემ.
-მარიამოო… აქ რომ მოვწიო წინააღმდეგი ხომ არ ხარ? - უკან შებრუნდა მომღიმარი ლუკა.
-რომ გითხრა კიითქო ხომ არ გეწყინება?
-გასაყინად მიმეტებ გოგო?
-მოითმინე მაშინ. - მხრები აიჩეჩა უდარდელად.
-კარგი ხო, ისინი ჯერ მაინც ვერ გამოვლენ… შენ არ გინდა? - საჭესთან მჯომ მომღიმარ თორნიკეს გადახედა, თავის თავის უკვირდა ასე როგორ მსახიობობდა.
-არა, ცივა და მეზარება.
-კაი. - უცებ გადახტა მანქანიდან და სიგარეტს მოუკიდა.
-გათბობას ხომ არ ავუწიო?
-არა კარგად ვარ. - უხერხულად შეიშმუშნა.
-რამე გითხარი ზედმეტი მარიამ? თუ რატომ არ გევასები?
-საიდან მოიტანე რომ არ მევასები? - წამსვე გაუსწორა ცისფერ თვალებს თავისი ყავისფერები.
-გევასები? - სიცილით თქვა, სიჩქარეები გადართო, გაზს ფეხი დააჭირა და ბორბლების წუილით აიკლო იქაურობა.
-მე არ… რას აკეთებ? - მაშინვე წამოიყვირა მარიამმა და კარების სახელურს ჩაეჭიდა.
-გიტაცებ.
-შენ ნორმალური ხაარ? გააჩერე მანქანა!
-არა.
-თორნიკე საერთოდ არ მეცინება! სასწრაფოდ გააჩერე მანქანა თორემ გიჩივლებ! - გული ისე სწრაფად უცემდა შიშისგან ეგონა გაუსკდებოდა, ბოლო ხმაზე ყვიროდა, მაგრამ ლომიძეს რეაქცია არ ჰქონდა.
-მიყვარხარ მარიამ, ცოლად მომყავხარ და სხვა ყველაფერი ცოტა მკიდ.ია.
-ხომ არ გაგიჟდი შენ? რეებს მეუბნები თორნიკე! გააჩერე მანქანა! - შოკირებულმა ისევ კივილი განაგრძო, თან უკვე ცრემლები მოსდიოდა. - თოკა გთხოვ! არ მინდა! ვერ ვიქნები შენი ცოლი!
-შანსი არ გაქვს მარიამ! ნუ ყვირი ტყუილად.
-ვერ გიტან! არასდრს გავხდები შენი ცოლი!
-ვნახოთ ვნახოთ.
-ღმერთო მიშველე. - ტუჩები ერთმანეთს დააჭირა და თავის ხელში აყვანას შეეცადა. ყელში გაჩხერილი ბურთი ახრჩობდა, ბოლო ხმაზე ღრიალი უნდოდა. ვერც კი წარმოიდგენდა ასეთი რამ თუ დაემართებოდა. იმ დღეს წყევლიდა პირველად რომ მოევლიმა ამ სამყაროს, სძულდა თავისი ცხოვრება და ეს კაცი უარესად აძულებდა. პირველივე დღიდან იგრძნო თორნიკეს ყურადღება, მაშინვე მიხვდა რომ ამ კაცის გამოჩენა კარგს არაფერს მოუტანდა. ყოველთვის არიდებდა თავს, იშვიათად ესაუბრებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა თვალში არ მოხვედროდა. - თოკა… რომელი საუკუნეა, რა გატაცება, წამიყვანე სახლში გთხოვ.
-არ შემიძლია პატარავ.
-თავს მოვიკლავ იცოდე!
-კაი ტო… ეგრე არ გინდა ჩემი ცოლობა?
-არ ვხუმრობ თორნიკე! არ მინდა, არ მიყვარხარ, ვერ გიტან, ვერც ვერასდროს გიტანდი.. და მე… მე სხვა მიყვარს!
-ვინ? ზურა? - ზიზღით წარმოსთქვა ნადირაძის სახელი.
-ხო! გამიშვი! არ მინდა… ვერ ვიქნები შენთან! მაინც წამოვალ!
-ვერსად ვერ წახვალ! ნერვებს ნუ მომიშლი და ზურა მეორედ აღარ მიხსენო!
აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ ტირილს ვერ წყვეტდა, არ იციდა რა გაეკეთებინა, ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რა ხდებოდა მის თავს. გათხოვება იდეაშიც კი არ ჰქონია, ახლა კი რომ გაიგებდნენ ყველა გაგიჟდებოდა. ზურა არ უყვარდა, უბრალოდ ძალიან მოსწონდა. თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს მასთან ერთად ატარებდა. ისეთი მხიარული თბილი და კომუნიკაბელური იყო თავს ყოველთვის კარგად გრძნობდა.
მალე მივიდნენ დანიშნულ ადგილზე. უკანა კარი გაუღო თორნიკემ და თავით ანიშნა გადმოსულიყო, მაგრამ ადგილიდან არ იძროდა სამუშია.
-გადმოდი მარიამ!
-არ მინდა.
-ძალიან გთხოვ, ნუ მაიძულებ ძალის გამოყენებას ყველაფერზე, გადმოდი მანქანიდან და შევიდეთ სახლში, ან კიდე გადმოგიღებ და შეგიტან.
-არ შემეხო! - სწრაფად გადახტა მანქანიდან და ორ სართულიანი სახლისკენ დაიძრა. უცებ გააღო კარი ლომიძემ, შიგნით შევიდა, მალე გათბობა ჩართო და ბუხარიც ააგიზგიზა. მარიამი კი ერთ ადგილზე იდგა მობუზული. თორნიკემ რომ დაინახა ჩაეღიმა, ოთახიდან პლედი გამოიტანა და ზურგით მდგომს მხრებზე მოახვია. ჯერ შეცბა სამუშია, შემდეგ თითებით ჩაეჭიდა პლედს და ბუხარში ანთებულ ცელცხს მიუახლოვდა.
-ნუ გეშინია ჩემი მარიამ.
-სახლში მინდა თორნიკე, გთხოვ, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ.
-ვილაპარაკოთ, არაა პრობლემა. - სავარძელში ჩაჯდა და გაკვირვებულ მარიამს ქვევიდან ახედა. - აბა? რამდენი შვილი გინდა მარიამ?
-შენ საერთოდ ნორმალური თუ ხარ!
-კარგი რა მარიამ.
-საერთოდ არ გადარდებს მე რას ვგრძნობ? ეს ყველაფერი… ეს… ეს სისულელეა თორნიკე! არ გიყვარვარ, უბრალოდ ამოკვიატებაა და შენ მე მანადგურებ! რომ გიყვარდე ასე არ წამომიყვანდი! - ხმა აკანკალებული ძლივს უყრიდა სიტყვებს ერთმანეთს და ჯერ ისევ ვერ იჯერებდა მომხდარს. იმედს ებღაუჭებოდა, ფიქრობდა რომ ლაპარაკით რამეს გამოასწორებდა, დაარწმუნებდა ლომიძეს და ისიც უკან დააბრუნებდა. - არ შეგიძლია მომიტაცო… ღმერთო უცნაურიც კი მეჩვენება ეს სიტყვა ამ დროში.
-შევძელი ხომ ხედავ. - სიმშვიდეს ინარჩუნებდა შეძლებისდაგვარად, არ უნდოდა აფეთქება, იცოდა უკონტროლო გახდებოდა და ცდილობდა ღიმილში გაეტარებინა ყველაფერი.
-არც კი მიცნობ!
-იმაზე კარგად გიცნობ ვიდრე ის შენი ზურა.
-მოვითხოვ სახლში დამაბრუნო!
-მარიამ. - ერთი ამოიოხრა და ფეხზე წამოდგა. როგორც კი უკან გადადგა ნაბიჯი ქალმა ჩაეცინა, კედელთან მიიმწყვდია გოგო და ზევიდან დახედა. - ამჟამად ვერაფერს ვერ მოითხოვ, გადაწყვეტილება მივიღე, კარგია თუ ცუდი არ მაინტერესებს, მიყვარხარ და აღარასდროს მითხრა რომ ჩემი ამოკვიატება ხარ. რომ არ მიყვარდე ახლა არც აქ იქნებოდი და არც ინტერესს გამოვიჩენდი შენს მიმართ.
-არ მინდა შენი სიყვარული არა!
-ნუ ყვირი, მესმის ისედაც. - წელზე მოხვია ხელი, თან ლოყაზე მიეფერა.
-გამიშვი! ნუ მეხები! შემეშვი უბრალოდ!
-კიდევ ვერ გაიგე ხო? - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, ყბებზე მოუჭირა ხელი და სახე მის სახესთან ახლოს მისწია. - ნუ გამაბრაზებ, ნუ ცდი ჩემს მოთმინებას თორემ მერე საშინელი ვხდები და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. შეირგე ის რომ შენს მიმართ თბილ დამოკიდებულებას გამოვხატავ. ჩემი იქნები სულ და შენი გაშვება ან მომავალში გაყრა პერსპექტივაში არ ჯდება.
-არც შენი ვარ და არც შენი ცოლი გავხდები! - ზიზღით თქვა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია ლომიძეს, ზევიდან დასცქეროდა და იღიმოდა. შემდეგ მოულოდნელად დაეტადა ნანატრ ბაგეებს. მაშინვე გაუძალიანდა სამუშია, რომ ვერაფერს გახდა ტუჩზე უკბინა და თორნიკეც სიცილით მოშორდა. - ვერ გიტან! არასდროს შემიყვარდები და არ მოგცემ უფლებას მომეკარო!
-ვნახოთ. - მხრები აიჩეჩა უდარდელად.
იმ ღამეს არც ერთს სძინებია. თორნიკე სასმლით ხელში იჯდა ბუხრის წინ, მარიამი კი საწოლში მოკუნტული ტირილს ვერაფრით წყვეტდა.
სამი დღე იყვნენ მთაწმინდაზე, მარიამი არაფერს ჭამდა, ძალით ტენიდა ორ ლუკმას პირში თორნიკე. ისეთი მისუსტებული იყო გული ეკუმშებიდა. თვალები სულ ჩაშავებოდა ტირილისგან, მთელი დღე იწვა და თორნიკესაც არ ელაპრაკებოდა.
-მარიამ… ადექი მივდივართ.
-სად? - იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა თვალებში, რაც ნამდვილად არ გამოპარვია ლომიძეს.
-ჩემთან სახლში.
-არ მინდა.
-კარგი. - საწოლისკენ დაიძრა, უცებ აიტაცა ხელში და ფართხალის მიუხედავად მაინც დატოვა სახლი. მანქანაში ჩასვა, ღვედი შეუკრა და სწრაფად დაიკავა თავისი ადგილი. მთელი გზა ხმა არ ამოუღია, სახლშიც მალე მივიდნენ, სიარულის თავი არ ჰქონდა სამუშიას და ისევ თორნიკემ აიყვანა მეხუთე სართულზე.
უჭმელობისგან სიცხემ აუწია, ღებინებაც დაეწყო და თორნიკე უკვე გიჟს გავდა.
-მარიამ ჭამე გთხოვ.
-არ მინდა… მეძინება.
-პატარავ… - ღრმად ჩაისუნთქა მარიამის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი, შემდეგ თმაზე მოეფერა. - თუ შეჭამ ხვალ სახლში დაგაბრუნებ.
-მართლა? - წამსვე გამოხედა განათებული თვალებით.
-ჰო მართლა. - ჩაიღიმა, მაგრამ გულშიც ჩასწყდა რაღაც. - ოღონდ ჯერ ჭამე, ასეთს ვერ მიგიყვან.
-მადლობა! - კისერზე მოხვია სუსტი მკლავები და ლოყაზე ნაზად აკოცა. ჟრუნტელმა დაუარა თორნიკეს, თავლები მინაბა და ცხვირი მის ყელში ჩარგო.
-მოდი ჭამე. - უცებ გასწორდა, თავის ხელით აჭამა, შემდეგ სამზარეულოში გაიტანა გასარეცხი ჭურჭელი და მალევე უკან დაბრუნდა. უცებ გაიხადა ტანსაცმელი, საბანი გადასწია და საწოლში შეწვა.
-რას აკეთებ? - შეშინებული გახტა უკან ქალი.
-ვიძინებ. - უდარდელად ჩაილაპარაკა, წელზე მოხვია ხელი და თავისკენ მისწია.
-გამიშვი!
-მოისვენე მარიამ, ბოლო ღამეა და დამაძინე ნორმალურად ისედაც სამი დღეა წესიერად არ მძინებია. - შუბლზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ მის თმაში ჩარგო სახე და თვალები მინაბა.
-თორნიკე. - დამორცხვილმა ისევ სცადა მისი მწველი მკლავებიდან თავის დაღწევა, მაგრამ უფრო მეტად მიიკრა ლომიძემ სხეულზე.
-კაი რა, შემიწყალე, ხომ ხედავ არაფერს ვაკეთებ, დამაცადე შენით ტკბობა ცოტა ხნით. - მთლიანად თავის მკლავებში ჩამალა. მარიამსაც აღარაფერი უთქვამს, იმაზე ფიქრობდა რომ ხვალ სახლში დაბრუნდებოდა და უკვე აღარაფერი ადარდებდა. მთლიანად ათბობდა თორნიკესგან წამოსული სიმხურვალე, ისეთი ცხელი იყო ეგონდა გამათბობელს ეხუტებოდა. ცხვირი მიაბჯინა თორნიკეს ყელს, უფრო კომფორტულად მოთავსდა და იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა მელაძეს. მაინც სიამოვნებდა მისი ასეთი მდგომარეობა. ფიქრები გაფანტა, თავს მშვიდად გრძნობ, უკვე ენდობოდა თორნიკეს, თან ისე საყვარლად საუბრობდა ნელნელა უთბობდა გულს ქალს.

მეორე დღეს იმდენი აჭამა ძლივს დადიოდა მარიამი, ბედნიერი იყო სამუშია, რასაც თორნიკეზე ნამდვილად ვერ ვიტყვი.
-მარიამ… - გასასვლელისკენ წასულს ხელი ჩაკიდა, თავისკენ შეატრიალა და ჩამქვრალი ცისფერებით ზევიდან დახედა. - მაპატიე ეს დღეები.
-გაპატიებ. - ჩაიღიმა. თორნიკემ ვეღარ გაუძლო, კისერზე შეუცურა თითები და ტუჩებზე მოწყვეტით ნაზად აკოცა. ჟრუანტელი რომ იგრძნი თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს, შემდეგ ისევ შეეხო მარიამის რბილ ბაგეებს.
-თორნიკე. - მკერდზე ოდნავ მიაწვა ხელებით უხერხულად მდგომი სამუშია.
-ჯანდაბა მარიამ… რომ იცოდე როგორ მიყვარხარ პატარავ. - ზედ მარიამის ტუჩებზე ამოილაპარაკა, შემდეგ ისევ აკოცა. ვერ უშვებდა, უნდოდა სულ ასე ყოლოდა და ის გემრიელი ტუჩები სამუდამოდ მიესაკუთრებინა.
-თოკა ჩვენ უნდა…
-არავის მივცემ უფლებას შეგეხოს, თუ ჩემთან არ იქნები ვერც სხვასთან იქნები პატარავ. ვერ ავიტან სხვის გვერდზე რომ დაგინახო და ის ზურა რომ მოგიახლოვდეს მოვკლავ გეფიცები. - ცისფერი თვალები სულ ჩასწითლებოდა, მაგრამ უცნაურად მშვიდად საუბრობდა. ლოყაზე ჩამოსვლა არ დააცადა თვალის ჯებირებიდან გადმოღწეულ ეულ ცრემლს, წამსვე მოსწმინდა. კიდევ ერთხელ აკოცა, შემდეგ შუბლზე მიაკრო ტუჩები და გულში ჩაიკრა. გაუნძრევლად იდგა მარიამი, ლოყები შესწითლებოდა, თან აჩქარებულ გულისცემას ვერაფერს უხერხებდა. არ ესმოდა ასე რატომ მოქმედებდა ეს კაცი, დღემდე მის შეხებაზე უკურეაქციას გამოხატავდა, ახლა კი უბრალოდ გატრუნული იდგა და უკვე იმაშიც ეპარებოდა ეჭვი უნდოდა წასვლა თუ არა. მარიამის ურეაქციობის გამო სწრაფად მოშირდა ლომიძე, მერე კი ბინა დატოვა, მანქანით თავის სახლამდე მიიყვანა ხმის ამოუღებლად და შესასვლელ კარამდე მიჰყვა. შეატყო როგორ ნერვიულობდა ქალი და მარტო ვერ დატოვებდა. კარზე კაკუნის შემდეგ მარიამის დედაც გამოჩნდა, შვილის დანახვა დიდად არ გახარებია, მაგრამ სახლში მაინც შეატარა.
-ეს ვინ მოსულა. - ცინიკურად ჩაიცინა და ისე შეათვალიერა შვილი. - აქ რა გინდა? დაგლოცოთ?
-სახლში ვბრუნდები! - მტკიცედ განაცხადა მარიამმა, კაცმა კი მაშინვე ხარხარი მორთო.
-სამი ღამე იყავი ამ კაცთან და შენი აზრით სახლში მიგიღებ?
-რომელი საუკუნეა მამა?
-ნუ დამიწყებ ახლა უაზრო ლაპარაკს! დაეტიე ამ კაცთან, გაუჩინე შვილები და იცხოვრე ბედნიერად.
-ეს ჩემი სახლიც არის და აქ ვრჩები!
-და მერე რას იზავ? გაბოზდები დედაშენივით? - სიცილი განაგრძო კაცმა, იმ დროს ისეთი საზიზღარი სანახავი იყო თავი გვერდზე გაატრიალა მარიამმა. - სადაც გინდა წადი, მაგრამ აქ არ დარჩები!
-მამა… - თავი ვეღარ შეიკავა, ცრემლები გადმოსცვივდა და მავედრებელი მზერა სტყორცნა ცინიკურად მომზირალ კაცს. არ ესმოდა როგორ იყო ასეთი უგულო, რატომ არასდროს არ გამოუხატავს მის მიმართ სითბო. - საერთოდ არ გადარდებს როგორ ვარ ხო? - უფრო მეტად უმატა ტირილს, მერე თორნიკეს ხელი იგრძნო წელზე და ინსტიკტურად მის მკლავს დაეყრდნო.
-რომ ვდარდობ მაგიტომ გუშვებ. - ცინიკურად ჩაიცინა კაცმა.
-წადი შენიც! ვერ გიტანთ ვერცერთს თქვენი ამაზრზენობის გამო!
-წადი აქედან! - ხელი გაიშვირა კარისკენ ფეხზე წამომხტარმა.
-ისედაც მივდივარ! რა ჯანდაბა მინდოდა აქ რომ მოვდიოდი. - ხელი ჩაკიდა თორნიკეს და გასასვლელისკენ წავიდა. -მძულს ის რომ ჩემი მშობლები გქვიათ, არავის ვუსურვებ თქვენნაირი მშობლების ყოლას.
-ხოდა დღეიდან აღარ გყავს. - უდარდელად აიჩეჩა მხრები კაცმა.
-არც მინდა. - ზიზღით გამოსცრა და კარები გაიჯახუნა. როგორც კი მანქანაში ჩაჯდა მაშინვე ატირდა. - წავიდეთ აქედან. - სახეზე აიფარა ხელები და სლუკუნი განაგრძო. დაძაბულმა თორნიკემ სწრაფად მოსწყვიტა მანქანა ადგილიდან, როგორც კი იქაურობას გასცდა მარჯვნივ გადაიყვანა მანქანა, გააჩერა და მარიამს გადახედა.
-მარ…
-მეზიზღება ორივე… ყოველთვის მცხვენოდა ჩემი მშობლების, არანორმალური ოჯახი მქონდა და ბავშვობაში ხშირად დამცინოდნენ ამის გამო. პირველად ერთმა გოგომ მითხრა დედაშენი ბო.ზიაო, ვერასდროს ვიტანდი მაგ ბავშვს, ეს რომ მითხრა თმებით ვითრიე და ვუთხარი ბო.ზი დედაშენიათქო. იმის მერე ხშირად ვაკვირდებოდი მამაჩემის მეგობრებთან მყოფ დედას როგორ ეკეკლუცებიდა ყველას. 12 წლის ვიყავი რომ დავინახე როგორ კოცნიდა ვიღაც კაცს და იმის მერე გავხდი ჩაკეტილი. სათამაშოდ აღარ გავდიოდი გარეთ, რადგან ბავშვებს რომ დაეცინათ ვერ შევეწინააღმდეგებოდი. მამაჩემი ხშირად სცემდა დედას, მეც არაერთხელ მოვხედრილვარ ხელში სრულიად გალეშილს. ერთხელ ხელი ვკარი, ისეთი მთვრალი იყო წაბარბაცდა, ძირს დაგდებულ ჩემს სათამაშოს ფეხი დაადგა, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და მაგიდას ჩამოარტყა თავი. მეგონა მოვკალი და ყველაზე საშინელება ის იყო რომ რეაქცია არ მქონია. გარეთ გავედი სათამაშოდ და საღამოს დედაჩემი რომ მოვიდა იმან გამოუძახა სასწრაფოს. გამიმართლა, გონს რომ მოვიდა არაფერი ახსოვდა. ექიმმა დალევა აუკრძალა, ერთი კვირა არ სვავდა და ის იყო მთელ ცხოვრებაში ჩემთვის ყველაზე ბედნიერი ერთი კვირა. უჩვეულოდ თბილად მექცეოდა, სულ მეფერებოდა და ყოველ დღე ახალ თოჯინებს მყიდულობდა. შემდეგ ისევ დაიწყო დალევა და ისევ ყველაფერი აირია. ერთი ღამის შეცდომა ვარ, მიკვირდა რომ არ მომიშორა დედაჩემმა. მერე თვითონ მითხრა, მამაშენს რომ არ დაეძალებინა არ გაგაჩენდიო. მაშინ დედა შემძულდა, მაგრამ შემიყვარდა მამა. მეგონა ვუყვარდი და უბრალოდ გრძნობების გამოხატვა არ შეეძლო. ახლა კი ხომ ხედავ, ბო.ზი ცოლი ყავს სახლში, რატომ შეირყო საერთოდ. - შედარებით დაწყნარებულმა ამოილაპარაკა და თავი საზურგეს მიადო. ვერ იგებდა რატომ უყვებოდა ამ ყველაფერს თორნიკეს, მაგრამ შვება იგრძნო.
-მამაშენმა ხომ არ იცის რომ შენთვის ხელი არ დამიდია, ალბათ უნდა შენც არ დაგენგრეს ცხოვრება და ბედნიერად იცხოვრო.
-შენთან ვერ ვიცხოვრებ თორნიკე. - ისევ გადმოსცვივდა ცრემლები. - დავიშალოთ უბრალოდ და მივხედავ ჩემს თავს.
-მარტო არ დაგტოვებ ხომ იცი?
-არ მინდა შენთან.
-აბა სად წახვალ?
-კესოსთან.
-ორი კვირით სოფელში წავიდნენ მარინასთან.
-სხვა მეგობრებიც მყავს.
-ვინ? ზურა?
-თუნდაც!
-ნუ გამაგიჟებ ახლა და ნერვებს ნუ მომიშლი!
-შენ ხომ გამიშვი?
-მე სახლში გამოგიშვი და არა ვიღაც ზურასთან! სახლში არ მიგიღეს, ასე რომ ისევ ჩემთან ბრუნდები. - მანქანა დაძრა, გზაზე გადავიდა და სახლისკენ წავიდა.
-გამიჩერე მანქანა!
-მარიამ! ვერსად წახვალ, ნათესავებიც არ გყავს და რჩები ჩემთან… შენ თავს ვფიცავარ არაფერს დაგიშავებ, ვიღაც მძ.რეველა ხომ არ ვარ ტო. უბრალოდ მოვაწეროთ ხელი ამ დღეებში და იყავი ჩემი ცოლი. თან ნახე რა კარგი ხასიათი მაქვს როცა არ მაბრაზებ, არ მევასება ყვირილი და ჩხუბი. სიმპატიური ქმარი გყავარ კარგი ხასიათით, მეტი რა გინდა ტო.
-არგიცნობ! არ მინდა შენი ცოლობა.
-მეოთხე დღეა გიყურებ მარიამ, სულ ტირი, იქნებ სცადო გამიცნო და მოგინდეს ჩემი ცოლობა.
-არ მინდა!
-გეყოფა! - ოდნავ ხმამაღლა თქვა და სამუშიაც გაჩუმდა.
სახლში მივიდნენ, თორნიკემ მაშინვე პირასწმენდი მიაჩეჩა ხელში და აბაზანაში შეაგდო. თავი მოიწესრიგეო მიაძახა.
პირსაწმენდ შემოხვეული გამოვიდა აბაზანიდან, თორნიკემ როგორც კი დაინახა მაშინვე თვალები აენთო, მარიამი კი მაქსიმალურად ცდილობდა აწითლებული სახე დაემალა.
-ჩასაცმელი მჭირდება.
-ეს ჩაიცვი, მერე საყიდლებზე წავიდეთ და რაც გინდა იყოდე. თავისი მაიკა და სპორტული გაუწოდა. მართალია ორი ზომით დიდი ჰქონდა, მაგრამ თორნიკეს ძალიან ელამაზებოდა. - რა გადავწყვიტეთ?
-წასასვლელი არსად მაქვს. - უხერხულად შეიშმუშნა. - რომ ავეწყობი გაგეყრები.
-როგორც მეტყვი. - სიცილით მიუახლოვდა კედელთან ატუზულს. მთავარი იყო იქ დაიტოვა, გაშვებით კი არასდროს გაუშვებდა. - მალე ისე შეგიყვარდები შენ თვითონ აღარ წახვალ აქედან.
-გაიწიე. - მისი სიახლოვით დამფრთხალს გული აუჩქარდა, ხელი ჰკრა, მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრა ლომიძე.
-როგორი საყვარელი ხარ. - სველი თმა ყურს უკან გადაუწია, ჯერ თვალებში უყურებდა, შემდეგ ყბის ძვალზე აკოცა, მერე ყელზე მიაკრო ტუჩები.
-თოკა… არ გინდა გთხოვ.
-რა არ მინდა? რას ვაკეთებ ისეთს? - წარბაწეულმა შეხედა, თან მაიკის შიგნით ნაზ კანზე აატარა თითები.
-მომშორდი. - გულ აჩქარებული ძლივს დაუძვრა მკლავებიდან, სამზარეულოში შევიდა და ჩაისთვის წყალი დადგა.
-ჯანდაბა. - თავზე გადაისვა ხელი. ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ქალზე ძალადობა, არადა სისხლი უდუღდებოდა ოდნავ რომ ეხებოდა. თვითონაც უკან გაჰყვა “ცოლს” და კარადების თვალიერებაში გართულს შეხედა.
-სად არის ჩაი?
-ორჯერ გამოაღე უკვე მაგ კარადის კარები. დავიჯერო გაბნებ?
-რომელზე იძახი? - სახე აუწითლდა, მაგრამ უკან არ მიტრიალებულა.
-შენი პატარა ცხვირის პირდაპირ. - სიცილით უთხრა და მარიამმაც მაშინვე დაინახა რკინის ყუთი, რომელზეც გარკვევით ეწერა “ahmad tea”.
-ჩემი წიგნები მჭირდება, კესოსთან მაქვს.
-მოგიტან, თან რამე ჩასაცმელს გამოგიყოლებ.
-მადლობა.
-წავალ და იცოდე… მი კასა ეს სუ კასა. - ხელები გაშალა მომღიმარმა და მარიამსაც გაეცინა.
-გრასიას.
-ოჰო… ესპანური ვიცით?
-სერიალებიდან.
-გასაგებია… - საძინებელში შევიდა, სწრაფად მოემზადა და უკან დაბრუნდა. - მალე დავბრუდები და იმედია გაქცეული არ დამხვდები.
-სად გავიქცე?
-ნუ იგრუზები.
-თოკა.
-გისმენ.
-შეგიძლია ჩემი ტელეფონი დამიბრუნო?
-საძინებელში დევს.
-მადლობა.
-ჭკვიანად.
სახლი როგორც კი დატოვა ბურდულს გადაურეკა, მაგრამ არ პასუხობდა გუგა, ამიტომ პირდაპირ კომპანიაში დაადგა. ისე იყო აჟიტირებული ვინმესთვის რომ არ მოეყოლა გაგიჟდებოდა ალბათ.
-ანა… როგორ ბრძანდებით?
-შესანიშნავად… თავად? გავიგე ცოლი მოგიყვანია. გილოცავ!
-კარგი ამბები სწაფად ვრცელდება.
-როგორც ხედავ.
-სად არის?
-შეხვედრაზეა, გამოვა ხუთ წითში.
-ყავა შემომიტანე რა.
-კარგი. - კაბინეტისკენ წასულს გააყოლა თვალი, შემდეგ ტელეფონი მოიმარჯვა და ყავა შეუკვეთა. ემაილს ამოწმებდა ტელეფონში ბურდული რომ შევიდა და თოკამაც უცებ ამოსწია თავი.
-აქ რა გინდა ბიჭო?
-რომ გირეკავდი არ მიპასუხე… გამოიცანი რა მოხდა?
-გოგო გაგექცა?
-ნწ… თავის ნებით რჩება ჩემთან, ნუ იმ პონტში რომ წასასვლელი არსად არ აქვს.
-დაჯექი მოყევი. - როგორც კი გადაეხვია სავარძელში ჩაჯდა და ყურადღებით დააკვირდა სახე გაბადრულ ძმაკაცს. ყველფერი დაწვრილებით მოუყვა ბურდულს, შემდეგ ანას შემოტანილი ყავა მოსვა.
-ბოლობოლო რა ხდება?
-რამოდენიმე დღეში ხელს მოვაწერთ.
-გილოცავ ძმაო.
-ჯიგარი ხარ… წავედი ახლა, მამიდაჩემთან უნდა წავიდე და წიგნები წავუღო ქალბატონ.
-მიდი.
-ხვალ გნახავ. - სწრაფად გავიდა და კარიც გაიხურა. ჩუმათ იჯდა ერთ ადგილას ბურდული, ჯერ ისევ თორნიკეს მონაყოლზე ფიქრობდა, ფიქრი კი კარების დაუკითხავად გაღებამ შეაწყვეტინა.
-კარზე დაკაკუნება არ იცი ანა?
-უკაცრავად? - წარბები ასწია გაკვირვებულმა ქალმა.
-რა უკაცრავად გოგო? იქნებ რას ვაკეთებ რომ მივარდები კაბინეტში?! - უცებ წამოვარდა ფეხზე ნერვებ მოშლილი. ისედაც ყელში ჰქონდა ყველა მისი ქცევა. თითქოს ის იყო აქ ყველფრის მმართველი და ყველაფერს ის აკონტროლებდა.
-არამგონია სამსახურში ჰორმონებს იკმაყოფილებდე. - მხრები აიჩეჩა და საბუთები მაგიდაზე დაულაგა.
-კარგად მომისმინე! - ყელზე მოხვია თითები და კედელს ზურგით ააკრა. - რას და როგორ აკეთებდი მამაჩემის აქ ყოფნის დრის არ ვიცი, მაგრამ ახლა მე ვარ აქ! ახლა ჩემი წესები მოქმედებს და თუ ტრა.კის თამაშს არ შეეშვები აქედან დაახვევ გაიგე?
-ჩემი გაგდების უფლება არ გაქვს!
-შენ ხოარ უბერავ? თავი ვინ გგონია?
-მე უკვე წლებია აქ ვმუშაობ, ჩემი წყალობით არის ყველა თავის საქმეს რომ აკეთებს და ზარალს არასდროს იღებთ!
-ხოდა აკეთე შენი საქმე და იქ ნუ ერევი სადაც არაფერი გესაქმება! მეორედ აღარ დავინახო მსგავსი საქციელი, ეცადე თვალში ხშირად არ გამეჩხირო და ჩემთან საუბრის დროს ტონი შეარჩიე! - ერთიანად მოშორდა, საკიდიდან მანტო ჩამოხსნა და გასასვლელისკენ წავიდა. - უფროსი ვარ თუ ვინ ვარ ბლ.იად. - კარი გაიჯახუნა და შენობაც დატოვა. ნერვებ მოშლილი სწრაფად ატარებდა ავტომობილს, ინსტიქტურად მიდიოდა ნაცნობი კორპუსისკენ, ბოლოს იქვე გააჩერა და სწრაფად გადახტა მანქანიდან. ჩქარა აირბინა კიბეები და ერთ-ერთ კარზე დააკაკუნა. მალე გამოჩნდა ხალათში გახვეული ქალის სხეული, გაფართოვებული თვალებით რომ იდგა და ბურდულის შავებს უყრებდა. ბურდულმა კი დაუკითხავად შეაჭრა სახლში.
-უფრო თხელი ვერაფერი ჩაიცვი? - წამსვე შეუხსნა ხალათი, შიშველი მკერდის დანახვისას თვალები აემღვრა. დახურულ კარს ააკრა ზურგით და ტუჩებზე მოწყურებული დააცხრა. ევაც რომ აჰყვა ვნებაში წელზე შემოისვა, ქამარი შეიხსნა, საცვალი გადაუწია ქალს და იქვე დაეუფლა.
-გუგა რა… ჯანდაბა. - უცებ გახადა მაისური, შემდეგ თმაში შეცურებული თითებით უკან გადააწევინა თავი და ნიკაპზე უკბინა. ისე გააბრუა მისმა ტუჩების შეხებამ, მისმა სურნელმა და დაშორებული ბაგეებიდან ამომავალმა ჩუმმა ოხვრამ გონება გაეთიშა. გრძნობდა როგორ უახლოვდებოდა მწვერვალს და ბურდულს ტანზე უფრი მეტად ეკვროდა. ბოლოს კეფა მიადო კარებს, ისევ გრძნობდა ყელზე ჩავლებლულ კბილებს და სხეულში მოძრავ ორგანოს. მხარზე ჩამოადო შუბლი გუგამ, თითქოს ყველაფრისგან დაიცალა, მხოლოდ ევაზე ფიქრობდა იმ წუთებში, შემდეგ სწრაფად ჩამოსვა ქალი ძირს, შარვალი გაისწორა, სიგარეტი ამოიღო და მისაღებში შესულმა წამსვე გაუკიდა. სავარძელში მძიმედ ჩაეშვა, თვალები ცოტახანს დახუჭა ყველა აზრის გასაფანტად. ჯერ ისევ ღრმად სუნთქავდა, ერთად მოწოლილ უამრავ ფიქრს მაინც ვერაფერს უხერხებდა. მალე წვრილი თითების შეხება იგრძნო სახეზე, თვალი არ გაუხელია ისე მოხვია წელზე ხელი და კალთაში ჩაისვა. ცხვირის წვერი ყელზე გაუსვა, მისი სურნელი შეისუნთქა და იქვე აკოცა. - კარგად ხარ?
-არა. - მაჯაზე მოხვია თითები, მტევანზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ საღებავში ამოსვრილ თითებს დახედა. - ხატავდი?
-ჰო.
-რას? - სიგარეტი გააბოლა, ორი თითით ხალათი გვერდზე გადაუწია, წამსვე მოუშიშვლა მკერდი და ძუ.ძუს თავი თითებს შორის მოიქცია.
-ჩემს გრძნობებს. - ჯერ ისევ უხურდა ყველაფერი, სხეული ვნებისგან უთრთოდა და ქალის შემყურე ბურდულიც ვერ იშორებდა ღიმილს სახიდან.
-და რას გრძნობ ევა?
-შენ გგრძნობ.
-საინტერესოა. - კიდევ ერთი ნაპასი დაარტყა, თან მკერდზე ეფერებოდა.
-რა გჭირს, რა მოხდა ასეთი?
-ჩემი მდივანი ნაბოზ.არი ქალია, თავი ყველას უფროსი ჰგონია და თუ გადამეკეტა რომ ამოვარტყავ ტრა.კში წიხლს ჯერ კიდევ ვერ ხვდება.
-დიდი ხანია შენთან მუშაობს?
-მამაჩემთან მუშაობდა დაახლოვებით ათი წელი, მამაჩემი პენსიაზე გავიდა, მე ვარ ახლა იქ ყველაფერი, არ ვიცი ადრე როგორ იყო მაგრამ ტვინი მომეტ.ნა უკვე. - სავარძლის საზურგეს ჩამოსდო კეფა, მერე ისევ ევას შეხედა. - დასალევი გაქვს?
-ლუდი გინდა? - უცებ წამოხტა ბურდულის ფეხებიდან და სამზარეულოსკენ დაიძრა. პასუხი რომ არ გასცა გუგამ სიცილით გახედა. - რა? რომ ვხატავ ნელ-ნელა ვწრუპავ.
-საჭმელიც გექნება შენ. - უკან გაჰყვა აბაშიძეს სკამზე ჩამოჯდა, თან ევას მიწოდებული ლუდი მოიყუდა.
-მაქვს, გინდა?
-მინდა.
-გუგაა… მე არ ვიქნები შენი საყვარელი, დღეს გამონაკლისს ვუშვებთ, მაგრამ არ მინდა… ვერ ავიტან ასეთ ცხოვრებას. თავს არ დავიმცირებ, ზედმეტად მიყვარს ჩემი თავი იმისთვის რომ ვიღაცამ შენი საყვარელი მიწოდოს.
-ევა. - ღიმილით გააწყვეტინა საუბარი ბურდულმა, მაგრამ ისევ განაგრძო ლაპარაკი აბაშიძემ.
-მე არ ვიქნები ის ქალი ვისთანაც შენი სიბრაზის ჩასახშობად მიხვალ. ვერ ვიქნები შენი მორიგი ნაშა, საყვარელი თუ უბრალოდ ქალი ვისთანაც შენს მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებ.
-დარწმუნებული ხარ? - თვალს არ აშორებდა სამზარეულოში მოფუსფუსე ქალს.
-სრულიად. დღეს დარჩი თუ გინდა, მაგრამ ამის მერე ამისთვის ნუ მომადგები, გეყოლება შენ სხვებიც. - კატეგორიულად ჟღერდა ევას სიტყვები. მართალია სიგიჟემდე მოსწონდა ეს კაცი, მისი ალერსი აბრუებდა, ოდნავ შეხება და უკვე ფიქრებს უფანტავდა, მაგრამ ასე ვერ გააგრძელებდა. არაფერს ნანობდა, პირიქით, ალბათ ვერავინ შესძლებდა მისთვის ამ სიამოვნების მინიჭებას, უბრალოდ სხვანაირი ქალი იყო. ხშირად უთქვამს სხვაზე “ეს იმის საყვარელი არ არის?”, და კიდევ უამრავი მსგავსი წინადადება, რომლებიც არ უნდოდა თავის თავზე გაეგო. ომლეტი თეფშზე გადმოუღო და ბურდულს წინ დაუდო. ფიქრებიდან გამოიყვანა წელზე მოხვეულმა კაცის ხელმა, ვერც გაიაზრა ისე აღმოჩნდა გუგას მუხლებზე სახით კაცისკენ.
-იქნებ მხოლოდ სექსი არ მინდა. - მთლიანად მოაშორა ხალათი, სკამზე მიაგდო და ყელში აკოცა.
-იქნებ მითხრა რა გინდა?
-უბრალოდ შენთან მინდა… არ შეიძლება? აუცილებელია სახელი დავარქვათ ურთიერთობას? - ისევ ევას ყელში ჰქონდა სახე ჩარგული, კანზე ცხვირის წვერით ეხებოდა და ხანდახან გავარვარებულ ტუჩებს აკრობდა.
-არ შეიძლება… არ არის ეს ნორმალური. მე… მე შემიყვარდები და არ ვიცი გადაგიყვარებ თუ არა.
-მინდა რომ შეგიყვარდე. - უკანალზე მოუჭირა თითები და კბილები ყელზე ჩაარსო.
-ეგოისტობ. - თმებში წავლებული თითებით თავი უკან გადააწევინა და თვალებში ჩახედა.
-მჭირდები ევა. - მიშტერებული უყურებდა მწვანეებში, აკვირდებოდა რას მოიმოქმედებდა ქალი ამ დროს, რადგან ყოველ ჯერზე როცა თვალებში უყურებდა მაშინვე ნებდებოდა აბაშიძე.
-არ შემიძლია.
-მაგრამ გინდა. - ჭინკები აუთამაშდნენ თვალებში. ხელი საცვალში ჩაუცურა და სველი ადგილები დალაშქრა. ქვედა ტუჩზე იკბინა ქალის მინაბულ თვალებზე, ასე არასდროს უსიამოვნია სხვისი სიამოვნებით. - შემომხედე. - ყბებზე მოუჭირა თითები და სახე მის სახესთან ახლოს მისწია. მაშინვე დაემორჩილა ევა, ბურდულის შავებს გაუსწორა მზერა და იმ სიშავეში ჩაიკარგა. - რა გინდა ევა?
-მინდა რომ გაქრე.
-რატომ. - ცოტა დაიბნა კიდეც ბურდული, არ მოელოდა ასეთ პასუხს, მაგრამ უფრო აზარტში შევიდა.
-თავს დამაკარგვინებ ვგრძნობ.
-იქნებ უკვე დაკარგე ევა.
-ნუ მეძახი ასე. - კაცის ბაგეებს დაეტაკა, ვნებიანად დაუკოცნა, შემდეგ კი სწრაფად წამოდგა მისი კალთიდან, მოპირდაპირე სკამზე დაჯდა და ახურებული სხეულის დასაწყნარებლად ჭიქა წყალი ჩაცალა. - ჭამე.
-ანუ დღეს მთლიანად ჩემი ხარ.
-დღეს ისევ ადამი ხარ. - გაიღიმა, თან კბილი გაუაზრებლად გამოსდო ტუჩს და მკერდზე ხელი მოიჭირა.
-ძალით აკეთებ? - სხეული აეწვა, დასაწყნარებლად ლუდი მოსვა, მაგრამ იმან უარესად აუხურა ორგანიზმში ყველაფერი.
-ჩვევად მაქვს… მომწონს ჩემი სხეული.
-ნარცისი ქალი პირველად მყავს.
-ნარცისი რომ ვარ მაგიტომ არ “გყავარ”.
-ატრ.აკებ. - უცებ დაამთავრა ჭამა, ფეხზე წამოდგა და საპირფარეშიში გავიდა. იქიდან პირდაპირ ევას საძინებელში შევიდა, ნახატები მოათვალიერა და თავისი თავი რომ ამოიცნი გაეღიმა. მოცეკვავე წყვილს უყურებდა უკნიდან შიშველი სხეული რომ აეკრო. წვრილი თითები შიშველი მკერდის გავლით პრესზე ჩამოატარა, ქამარი შეუხსნა, ღილი და ელვა შესაკრავიც მიაყოლა და ხელი საცვლის ქვეშ ჩაუცურა, თან ზურგზე მიაკრო გავარვარებული ტუჩები.
-რომ არ ვიციდე მე ვარ ერთადერთი შენთვის გამოცდილი ქალი მეგონებოდი. - ქვედა ტუჩზე იკბინა, ხელი მოაშორებინა და ევასკენ შებრუნდა.
-ალბათ ჩემი ფანტაზიების სიდიდის დამსახურებაა, რომლებიც ყოველ წუთს ემატებიან გონებას. - საწოლზე დავარდნილმა ჭინკებ ათამაშებული თვალებით შეხედა ზევიდან მოქცეულ ბურდულს, ხვდებოდა რომ იწვევდა და ეს ყველაფერი საშინლად სიამოვნებდა.
-დაგერხა ევა. - თმებში წაავლო ხელი, თავი წამოაწევინა და ტუჩებზე დაეტაკა.
უკვე მეორე გათენებული ღამე იყო, უკვე მეორედ მისცა უფლება მთელი ღამით დამტკბარიყო გუგა თავის სხეულით. ვერ ეშვებიდა, თვითონაც ჰყვებოდა ყველა მის მოქმედებას და უკვე პიკს აღწევდა. ბოლოს ყველანაირი ძალა გამოსცლოდა, სხეული უხურდა და გუგას მკლავებში გახვეული ნელ-ნელა იმშვიდებდა აჩქარებულ გულისცემას.
***
იშვიათად ხედავდა მარიამს, მხოლოდ ძილის წინ სწავლაში გართულს თუ შეამჩნევდა და ხელსაც არ უშლიდა. სხვადასხვა საძინებლებში ეძინათ და მაქსიმალურად ცდილობდა მისთვის კომფორტი შეექმნა. მაინც ამჩნევდა როგორ შინაურდებიდა ნელნელა ქალი, მართალია თორნიკეს ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ როგორც სახლის დიასახლისი ისე იქცეოდა. თავისი კომფორტისთვის ალაგებდა სახლსაც და სამზარეულოსაც. იშვიათად თუ დაელაპარაკებოდა თორნიკეს, ისიც მხოლოდ მაშინ როცა ლომიძე იწყებდა საუბარს.
-ნაძვის ხეს არ ვდგავთ თორნიკე? - დოინჯ შემორტყმული ჩამოუდგა წინ დივანზე მჯდომ ნახევრად შიშველ ლომიძეს, რომელიც შუშის მაგიდაზე დადებულ ლეპტოპში საქმიანი სახით იყურებოდა.
-არ მაქვს ნაძვის ხე, მე დავდგები თუ გინდა და ნათურები შემომახვიე… პროსტა ნათურებიც არ მაქვს. - არ შეუხედავს ისე თქვა, რაღაცას წერდა გამწარებული. ჩაფიქრებულმა შეათვალიერა მარიამმა, გვერდზე მიუჯდა და მანაც განათებულ ეკრანს დაუწყო ცქერა. ორი წუთის მერე რომ შეამჩნია გვერდზე მჯდომი მარიამი გაკვირვებულმა გახედა. - რა?
-მაინტერესებს რას აკეთებ.
-როდის მერე ინტერესდები.
-ისეთი სახით უყურებ.. რამე ხდება? - დაბნეულმა თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო.
-არაფერი ისეთი… დღეს ახალი წლის ღამეა, ამიტომ ჩემი ცოლი მარტო რომ არ დავტოვო სახლიდან ვაკეთებ იმას რაც სამსახურში უნდა გამეკეთებინა. - ყბის ძვალზე აკოცა უცებ და ისევ წერა განაგრძო. შემდეგ გაჩერდა და რაღაც საბუთების მსგავსს კითხულობდა.
-ანუ შეგიძლია სახლიდან იმუშაო?
-კი პროსტა ტვინის ბურღვაა, იქ ეგრევე მოაწერ ფურცელზე ხელს, აქედან ჩალიჩი უნდა.
-ნაძვის ხე რომ მინდა?
-ხუთი წუთი დამაცადე და ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ რაც გინდა… ყავა გამიკეთე თუ არ გეზარება.
-კარგი.
-ოღონდ ორი კოვზი ჩაყარე.
-კარგი.
შაქრის ჩაყრა მაინც დაავიწყდა, მაგიდაზე დაუდო ფინჯანი ტელეფონზე ლაპარაკში გართულს, ტუჩების მოძრაობით ანიშნა ჩავიცმევო და თორნიკემაც თავი დაუქნია. ყავა რომ მოსვა ტუჩები გაუაზრებლად დაბრიცა, მაგრამ მაინც ნახევრამდე ჩაცალა, შემდეგ ტელეფონი გაუთიჩა ლუკას და ფეხზე წამოდგა.
-მარიამ!
-მოვდივარ!
-დღეს ბიჭები ამოვლენ, შენს მეგობრეს დაურეკე თუ გინდა და ისინიც ამოვიდნენ.
-შეიძლება?
-რას მეკითხები. - ქუდი თვითონ დააფარა გაუაზრებლად. მერე თვითონაც ჩაიცვა და სახლი მარიამთან ერთად დატოვა. - რა გვინდა?
-ნაძვის ხე, სათამაშოები, ნათურები… - ისეთი ბედნიერი ხმა ჰქონდა თორნიკესაც გაეღიმა.
-ახალი წელი გიყვარს?
-ვგიჟდები. ნოემბერში ვდგავდი ხოლმე ნაძვის ხეს.
-მერე გეთქვა და გვეყიდა აქამდე.
-მცხვენოდა. - მხრები აიჩეჩა და პირდაპირ მანქანაში ჩაჯდა. -თირნიკეე…
-რა გინდა? - სიცილით გააქნი თავი და მანქანა დაძრა.
-ეს ახალი წელი ხომ პირველია რაც შენს სახლში გადმოვცხოვრდი… ყველამ იცის რომ ცოლ-ქმარი ვართ, ჩემი კურსელები ელოდებიან ჩვენს სურათებს ინსტაგრამზე და ჩემი ხათრით ირმებიან წითელ მაიკას ჩაიცმევ?
-დაწყება მომეწონა, მაგრამ შანსი არ არის.
-რატომ?
-წითელია და მაგიტომ.
-და რა მოხდა.
-არ მევასება. გინახავს რამე წითელი სახლში?
-არა.
-ხოდა ვსო.
-და ნაძვის ხე?
-წითელი ნაძვის ხე არ ვიცი მე მარიამ.
-რატომ არ მოგწონს წითელი?
-კაიბიჭი ვარ. - მხრები აიჩეჩა, შემდეგ მომღიმარმა გადახედა გაკვირვებულ მარიამს.
-რა?
-ხო, პატარაობიდან ქურდებთან გავიზარდე. წითელი არაქურდულია.
-მე რატომ არ ვიცი?
-შენ არაფერი იცი ჩემზე მარიამ, იმის გარდა რომ თორნიკე ლომიძე ვარ და ბიზნესი მაქვს ჩემი. არ გაინტერესებს და ეგ მიტყდება მაგრად, მაგრამ დავი.კიდოთ. - გზისთვის არ მოუშორებია თვალი ისე ჩაილაპარაკა. აღარც მარიამს უთქვამს რამე. მიხვდა რომ საშინლად ექცეოდა თორნიკეს, ის კი ყველაფერს ატარებდა. მართალი იყო ლომიძე, არ იცოდა არაფერი მის შესახე. სამაგიეროდ ახლა გაუჩნდა ინტერესი, მოუნდა გაეგო ამბები თორნიკეს წარსულიდან.
მაღაზიებში სიარულის შემდეგ სახლში გაბედნიერებული მარიამით დაბრუნდა. ბავშვივით უხაროდა ახალი ნაძვის ხე და უამრავი სათამაშო რომელიც თვითონ აარჩია.
პროდუქტები სამზარეულოში გაიტანა, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა და მერე გავიდა მისაღებში, სადაც მარიამს უკვე გაეშალა ნაძვის ხის ნაწილები და ნელნელა აწყობდა.
-თორნიკეე! დახმარება მჭირდება!
-აქ ვარ რა გაყვირებს. - სიცილით მიუახლოვდა, მისი სიახლოვისგან კი მაშინვე შეცბა მარიამი. - რაში დაგეხმარო აბა?
-ამას ვერ ვუკეთებ.
-მომეცი. - ხელიდან ააცალა ტოტი და თვითონ განაგრძო ნაძვის ხის აწყობა. თორნიკეზე მაღალი იყო, მარიამი ვერ წვდებოდა თავში სათამაშოები რომ დაეკიდა და თორნიკეს აკიდინებდა მითითებით. საახალწლო სიმღერა ჩაერთო და ბედნიერი რთავდა უზარმაზარ ნაძვს. თორნიკეს საერთოდ არ ხიბლავდა ეს პროცესი, ბავშვობიდან ვერ იტანდა ნაძვის ხის აწყობას, მაგრამ ახლა განათებულ მარიამს რომ უყურებდა მისი ბედნიერებით თვითონაც ბედნიერდებოდა.
-ვარსკვლავი?
-მომეცი მივწვდები.
-მე მინდა რომ გავუკეთო.
-აგწევ და გაუკეთე. - ერთი ხელი წელზე მოხვია, მეორე ბარძაყზე და უცებ ასწია.
-ცოტა მარჯვნივ.
-ნუ ირხევი დამივარდები! ასე?
-წინ მიიწიე ცოტა… ფრთხილად თორემ წააქცევ ნაძვის ხეს! ვსო მოვრჩი დამსვი! - თორნიკეს ხელი რომელიც აწეული მაიკის გამო კანზე ეხებოდა სუნთქვას უკრავდა, კანს უწვავდა, ვეღარ აზროვნებდა და უნდოდა სასწრაფოდ მოშორებოდა.
-მოიცადე გოგო. - ფრთხილად დასვა ძირს, მაგრამ ხელი მაინც არ მოუშორებია წელიდან. ნელა გადაინაცვლა მუცელზე, თითები იქვე მიეფერა და ყელში აკოცა.
-თოკა…
-ძალიან ლამაზია. - კიდევ ერთხე აკოცა და მარიამმაც ამწვარი თვალები მინაბა. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და მკერდზე მოჭერილი თითების გამო ყრუ კვნესა წასკდა. განათებულ ვარსკვლავს უყურებდა და გრძნობდა როგორ ეწვოდა სხეული. უცებ შეატრიალა თავისკენ, კეფაზე მოკიდა ხელი და ტუჩებზე დაეტაკა. თავიდან გაუნძრევლად იდგა მარიამი, შემდეგ თვითონაც აყვა, თმებში შეუცურა გრძელი თითები, სხეულზე უფრო მჭიდროდ აეკრა და ტანში დავლილი ჟრუანტელიც იგრძნო.
-თორნიკე… - ძლივს მოსწყდა მის ტუჩებს და სახე აწითებულმა შუბლი მკერდზე მიადო. არ იცოდა რა დაემართა, მაგრამ ისე სასიამოვნოდ გრძნობდა თავს დიდი სიამოვნებით გაიმეორებდა იგივეს. უბრალოდ თავს არ ღალატობდა.
-ახალ ეტაპზე გადავედით პატარავ.
-მე უბრალოდ… ეს…
-წამოდი… სადღაც უნდა წაგიყვანო. - არაფერი არ მიულაგებია, პირდაპირ გასასვლელისკენ წაიყვანა, უცებ ჩააცვა და სახლიც დატოვა.
-სად მივდივართ?
-ახალი წელი მოდის, არ ვიცი შემდეგ წელს რა მოხდება, საით წავა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ მინდა ჩემი თავი გაგაცნო. არ ვიცი გაინტერესებს თუ არა, უბრალოდ მინდა იცოდე ყველაფერი ჩემზე და მერე გადაწყვიტო რა გინდა ჩემგან. მინდა გამიცნო ისეთი როგორიც რეალურად ვარ, რადგან იმდენად მიყვარხარ შენს წასვლს ვერ გავუძელბ, ვერც გაგიშვებ და ისღა დამრჩენია თავი შეგაყვარო.
-თორნიკე…
-ნუ მეძახი ასე, გონება მერევა და ვეღარ ვფიქრობ… ბავშვობიდან ვიცნობ გუგას, ლუკას და ალეკოს. ალეკო ჩვენი ძმაკაცი იყო, სახლში ერთადერთი სურათის ჩარჩო მაქვს, სადაც ჩვენ ოთხის ფიტო დევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ არ შეგიმჩნევია რადგან როგორც გითხარი არ გაინტერესებს არაფერი და არც ჩემს ნივთებს აქცევ ყურადღებას. - უხერხულად მჯდომ მარიამს გადახედა, შემდეგ ისევ გზას შეხედა. - სულ დვიჟენიებში ვიყავით, სულ ჩხუბი გვქონდა. რომ წამოვიზარდეთ კაიბიჭებს შევერიეთ, მერე ჩვენც ნელ-ნელა ყველაფერში გავერკვიეთ, გვყავდა უამრავი გოგო, მაშინ მაგრად ევასებოდათ გოგოებს ბაბულიკა ბიჭები. დავიწყეთ ქურდობა, ვაკეთებდით ყველა საქმეს რასაც გვავალებდნენ, 17 წლისები ვიყავით ოთხივე ერთად რომ გაგვიშვეს ძარცვაზე, ყველა გავიქეცით და მხოლოდ გუგა დარჩა, ეგეც იმიტომ რომ ჩვენ გადავერჩინეთ. ორი წელი იჯდა ციხეში, ამასობაში ალეკომ ვიღაც ბარში აგდებული გოგო დააორსულა, მაშინ მაგარი ბედნიერი იყო, მამა გავხდები ცხრამეტი წლის ასაკშიო. ცოლად არ მოუყვანია კატო, მაგრამ თავის სახლში ყავდა. გუგა რომ გამოვიდა ციხიდან ორი წლის შემდეგ, მაშინ მოანათლინა ბავშვი ლუკას, თან გუგას დაპირდა მეორე შვილს შენ მოგანათლინებო. ჩვეულებრივ ვაგრძეოებდით ურთიერთობას, არ უყვარდა კატო, მაგრამ პატივს სცემდა იმის გამო რომ ბავშვი არ დაუმალა და კიდევ იმიტომ რომ თავისი შვილის დედა იყო. სამაგიეროდ ჩვენ შევეჩვიეთ და ჩვენ შეგვიყვარდა კატო. ვუყურებდით როგორც ჩვენს რძალს, ალეკოც კარგად ექცეოდა, ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, გიჟი იყო ცოტა… ალბათ მეორე ბავშვსაც მალე გავაგორებო იცინოდა ხოლმე გიოს რომ ეფერებოდა. ისე მაგრად უყვარდა, ბავშვს რომ იჭერდა სულ სხვანაირი ხდებოდა. მერე გუგა და ალეკო რუსეთში გაუშვეს, დიდი ფული მიჰქონდათ ციხეში. საერთო ფული იყო, ინაწილებდნენ, ეხმარებოდნენ იმათ ცოლშვილს ვისი ქმრებიც რაიმე დავალების გამო ციხეში ისხდნენ, პოლიციელებს უხდიდნენ რომ იქ ყველაფერი თვითონ ეკონტროლებინათ. ყველაფერს რომ მორჩნენ უკან დაბრუნებას აპირებდნენ, მაგრამ ვერცერთი ვეღარ დაბრუნდა. - მანქანა საფლავებთან გააჩერა, სწრაფად გადავიდა და მარიამიც დაპროგრამებული აედევნა უკან. - ოცდასამი წლის იყო მაშინ, ვიღაც მთვრალმა სი.რმა რუსმა გულში ესროლა. არ ვიყავი იქ, არ ვიცი რა მოხდა, გუგა არ ლაპარაკობს და არც არასდროს მოყვება ამ ამბავს. ალეკოს მკვლელი გუგამ დაბრიდა იქვე, შემდეგ ექვსი წელი იჯდა ციხეში და შეწყალებით გამოუშვეს, თან მამამისმა აქედან ფული გადარიცხა, მაგრამ გუგამ არ იცის. - საფლავთან ორი სხეული დაინახა და მაშინვე მიხვდა ვინებიც იქნებოდნენ. - ჩემი კაციც აქ არის? - უცებ ჩაიმუხლა ბავშვის წინ და ლოყაზე აკოცა.
-თორნიკე! შემაშინე. - გულზე მიიდო ხელი კატომ.
-მაპატიე. - ლოყაზე აკოცა, კატომ კი მაშინვე მოხვია კისერზე მკლავები.
-სად დაიკარგე? რამდენი ხანია არ მოსულხარ.
-ვერ მოვახერხე… გაიცანი ჩემი ცოლი მარიამი, ეს კატოა და ამათი პატარა ბიჭი გიორგი.
-პატარა აღარ ვარ. - მამის საფლავზე სანთლის ანთებაში გართულმა წამსვე გამოხედა ლომიძეს.
-მაპატიე, ეს რა გაკადრე.
-სასიამოვნოა. - ხელი ჩამოართვა მარიამმა კატოს.
-ჩემთვისაც.
-აქ რა გინდა ამ დროს კატო?
-დღეს ალეკოსთან ერთად გადაღებულ სურათებს ათვალიერებდა გიო, აიკვიატა მამასთან წამიყვანეო და წამოვიყვანე… შენ რა გინდა აქ?
-მარიამი არ მყოლია და წამოვიყვანე.
-გასაგებია… გიო დე წავიდეთ, შეგცივდება.
-აუ კიდევ ცოტახანი რა, მარტო ხოარ იქნება?
-თორნიკე დარჩება, ჩვენ წავიდეთ და მერე კიდე მოვიდეთ.
-კარგი ხო. -ბურტყუნით აედევნა უკან კატოს, მარიამს ხელი დაუქნია და დედას გაჰყვა.
-რა გატირებს მარიამ? - მომღიმარმა ახედა თვალებ ამღვერულ ქალს.
-საშინელებაა… გუგა მეციდება ყველაზე მეტად… და ეს პატარა ბავშვი… რამხელაა?
-ათი წლის.
-სულ ოთხის იყო მამა რომ დაკარგა და მაინც როგორ უყვარს.
-ეგ ჩვენი დამსახურებაცაა.
-ვწუხვარ.. ოღონდ მართლა, და მაპატიე ამდენხანს ეს მომღიმარი ბიჭი რომ ვერ შევამჩნიე. - ალეკოს სურათს შეხედა და ცრემლები შეიმშრალა.
-ყველაზე საშინელება იყო ეს ექვსი წელი, ფაქტიურად ორი ძმაკაცი დავკარგეთ. ყველა შევიცვალეთ ამ ამბის შემდეგ და დღემდე ვერ დავიბრუნეთ საკუთარი თავები. გუგა, ახლა სრული სერიოზულობის განსახიერება რომ არის და იშვიათად იცინის, ამ ამბავამდე ყველაზე არანორმალური, გიჟი და ხისთავიანი იყო. ყველაფერს აკეთებდა გასართობად, ყველაფერს ხუმრობაში ატარებდა. არ არსებობდა გუგას გვერდზე ყოფილიყავი და მოგეწყინა. ლუკა უარესი იყო, ყველაფერზე ღადაობდა და ბევრჯერ მოხვედრია მაგის გამო, მაგრამ ეგეც შეიცვალა. გუგას დაბრუნების შემდეგ უფრო ხოდზე მოვედთ. ვცდილობ ყველანაირად რომ ჩემი თავი დავიბრუნო… ალეკოს სიკვდილის მერე ყველაფერს შევეშვით, ეგეც იმიტომ რო ხალისი აღარ გვქონდა არაფრის… ახლა კიდე შენი ტოლი ბიჭები კაიბიჭობენ და აშტერებენ გოგოებს. - სიგარეტს ეწეოდა, თან ქვაზე დახატულ ალეკოს სურათს უყურებდა. შემდეგ ხელების მოხვევა იგრძნო წელზე, თბილი ტუჩების შეხება ლოყაზე და მაშინვე გაუთბა გული. - ხშირად გხედავდი კესოსთან ერთად სურათებში, მაგრამ ყურადღება არ მომიქცევია არასდროს, იმიტომ რომ ჩემი თავის ძებნაში ვიყავი გართული და დღემდე ვერ ვიპოვე. უბრალოდ კესოს დაბადების დღეზე რომ გნახე… ისეთი ლამაზი იყავი გამოვშტერდი.
-არ გჭირდება შენი თავის ძებნა, ექვსი წელი ცოტა არ არის, ისედაც იცვლება ამ დროში ადამიანი, შეიძლება ისევ ისეთი ყოფილიყავი როგორიც იყავი, მაგრამ ცხოვრება დაუნდობელია, ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით. იყავი ის ვინც ახლა ხარ და ნუ ეცდები შენში რაიმეს შეცვლას. ვისაც უყვარხარ ყველას ისეთი ეყვარები როგორიც ხარ და ასეთს შეგიყვარებენ სხვებიც… მაგრამ მაინც მაინტერესებს ძველი თორნიკე, ვიდეოები გაქვს?
-მაქვს. - ჩაიღიმა, თან მოწყვეტით აკოცა. - დღეს რა ტკბილი ხარ.
-დღეს ახალი წლის ღამეა და ბედნიერი ვარ.
-წავიდეთ? შეგცივდა.
-წავიდეთ, ყუთები ასაღები მაქვს და სახლის მორთვაც არ დამიმთავრებია.
-კარგი. - ჩაიცინა, თან ხელი მოაშორა მარიამს. ვერ იგრბდა მის ქცევას, ასე ერთ დღეში როგორ შიძლებოდა შეცვლილიყო. ესმოდა რომ ახალი წელი უყვარდა და თავს ბედნიერად გრძნობდა. უხაროდა ლომიძეს, მაგრამ მაინც ეუცნაურებოდა მარიამის ქცევა.
-კატო რატომ არ მოიყვანა ცოლად?
-უსიყვარულოდ ვერ დავქორწინდებიო. - მხრები აიჩეჩა, მერე სანთლები დაანთეს და სახლში დაბრუნდნენ.

უკვე ათი საათი იყო თავზე რომ წამოადგნენ ბიჭები. საჩუქრებით შევიდნენ და მარიამმა ნაძვის ხის ქვეშ დაადებინა ყველაფერი. წითელი ვერა მაგრამ შავი ირმებიანი სვიტერი მაინც ჩააცვა თორნიკეს, თვითონ კი წითელი სვიტერით და თავზე დამაგრებული სანტებით დახვდა ბიჭებს.
-როგორ ბრწყინავ მარიამო! - უცებ დაატრიალა ლუკამ.
-ახალი წელი მიხარია.
-ეს სად ვარ ტო? თავი ზღაპრულ სახლში მგონია. - განათებული სახლი მოათვალიერა ლუკამ. მერე ძმაკაცის დანახვაზე ხარხარი მორთო. - აუ რა სახე გაქვს შე ჩემა… რა გიქნა შენმა ცოლმა ტო?
-რა გინდათ? ნათელი ფერები შემოვიტანე.
-კი… თან ძალიან ნათელი. - სავარძელში ჩაჯდა გუგა და მარიამს ახედა. - ლუდი გექნება.
-მოგიტან. - უცებ გაფარფატდა სამზარეულოში.
-რა სჭირს ამას?
-თურმე ახალი წელი და ასეთი რაღაცეები აბედნიერებს. - მხრები აიჩეჩა. - ნაძვის ხის აწყობის შემდეგ დაფრინავს.
-ნუ ჭორაობთ ჩემზე… მიხარია უბრალოდ ახალი წელი, ერთადერთი დღეა რომელიც მაბედნიერებს.
-არაფერს ვამბობთ. - ხელები ასწია ლუკამ.
მალე მარიამის მეგობრებიც მოვიდნენ, ყველა გააცნო ბიჭებს. ლუკამ მაშინვე ყველასთან გამონახა საერთო ენა, გუგა კი იშვიათად იღებდა ხმას. არც ეს გამოჰპარვია მარიამს, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ცოტახანში აივანზე გავიდა ბურდული, ტელეფონზე ესაუბრებოდა სესილიას მარიამიც უკან რომ გაჰყვა. სულ სხვანაირი ხმა ჰქონდა საუბრის დროს, უფრო თბილი და სიყვარულით გაჟღენთილი.
-რა ხდება მარიამო? - არც მიუხედავს უკან ისე იკითხა და სიგარეტი გააბოლა.
-ასე მხოლოდ შენ და ლუკა მეძახით. - აივნის მოაჯირს დაეყრდნო და გუგას გახედა. - არავის არასდროს დაუძახია, პირველმა შენ დამიძახე და დამამახსოვრდა.
-ის რას გეძახის?
-მარიამს გასაგიჟებლად. - ჩაიცინა და ბურდულის გაცინებაც შეძლო.
-რას გრძნობ მარიამო? - იკადრა შეხედვა და შავი სფეროები გაუსწორა მარიამს.
-არ ვიცი.
-ის ზურა გიყვარდა?
-არა… უბრალოდ დიდიხანია ვიცნიბ, მომწონდა და შეიძლება სიყვარულამდეც ვიყავი მისული, მაგრამ შენმა ძმაკაცმა არ დამაცადა.
-მერე?
-თორნიკეს სიყვარული მომწონს, ისე შევეჩვიე ვეღარ გადავეჩვევი ალბათ. მივხვდი რომ ცუდად ვექცეოდი და გადავწყვიტე დღეს თბილად მოქცევა მეცადა.
-თვითონ თორნიკე?
-შენთან რომ ვლაპარაკობ…
-ხომ იცი რომ არაფერს ვეტყვი.
-ვიცი… ვერ ვიტანდი თავიდან, ვადანაშაულებდი რომ ცხოვრება მომპარა.
-ეგ თავიდან. და ახლა?
-დღეს პირველად იყო სახლში, დღეს პირველად გავიგე თორნიკეზე რაღაცრაღაცები, პირველად ვაკოცე და… - ლოყებ აწითლებულმა დახარა თავი. გუგა კი გაღიმებული შესცქეროდა. - ასეთი არასდროს არაფერი მიგვრძვნია. ვგრძნობ ყველაფერს როგორ ედება, ახლა მინდა უკეთ გავიცნო. დღეს გავიგე რომ ყავა ორი კოვზით უყვარს, მე კიდე უშაქროს ვუკეთებდი, მაგრამ დღესაც დამავიწყდა შაქრის ჩაყრა და ისევ უშაქრო დალია. - აღარ იცოდა სად დაემალა აწითლებული სახე. ბოლოს შეძლო და ბურდულს გაუსწორა თვალი. მის ღიმილზე უფრო მეტად აწითლდა და თვითონაც გაეღიმა.
-ეგ არ უნდა გეთქვა, ჩემი ყბიდან ვერ ამოვა. - ხმამაღლა გაეცინა და მარიამიც აკისკისდა.
-საყვარელიაა.
-ასეთი არასდროს ყოფილა.
-შენ არავინ გიყვარს?
-საერთოდ არ ვიცი რა გრძნობაა ეგ…
-შენი აზრით რა არის სიყვარული გუგა?
-არ ვიცი... ალბათ როცა ადამიანი ჰაერივით გჭირდება, როცა თავს არასრულყოფილად გრძნობ მის გარეშე, როცა ვერ ძლებ და ყოველთვის გენატრება, გინდა სულ გვერდით გყავდეს. როდესაც უყურებ, ეხები, ეფერები და მაინც არ გყოფნის. ჩემი აზრით ეს ის გრძნობაა რომელიც უამრავ სისულელეს გაგაკეთებინებს. მე თუ ვინმე შემიყვარდა მთლიან ჩემს თავს მივუძღვნი. ყველაფერს გავაკეთებ მისთვის და მისი ბედნიერებისთვის მის ახლობლებსაც დავეხმარები.
-ბედნიერი იქნება ის ქალი ვინც შენ შეგიყვარდება. - მომღიმარმა გაუსწორა თვალი. - მე თურმე ვაწამებ შენს ძმაკაცს და ვერ ვხვდები.
-იმედი აქვს რომ შეიყვარებ. რომ მოინდომოს…
-არ ინდომებს. დღეს პირველად იყო სახლში მთელი დღე. სახლიდან გარბის, გონია რომ მაწუხებს.
-გაწუხებს?
-მნიშვნელობა არ აქვს.
-ალბათ ზუსტდ მაგის ყურებას გაურბის.
-რას შვრებით? - ხელები მუცელზე მოხვია მარიამს და ზერგზე აეკრა. - გაიყინე მარიამ.
-ვლაპარაკობთ. - ისევ მომღიმარ გუგას უყურებდა.
-შემოდით შიგნით.
-დღეს ძლაიან ხომ არ გათამამდი?
-შენი ხასიათით ვსარგებლობ. - ყელზე მიაკრო ტუჩზები, შემდეგ უცებ მოშორდა. - შემოდით ყინავს აქ ტო, გამეყინა ცოლი.
-როგორი საყვარელია. - ლოყები გაუწელა მარიამმა და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
-ეს პატარა ნახე რა. - ცალი წარბი ასწია ღიმილით. წელზე მოხვია ხელი და სახლში შეიყვანა.

ვგონებ ეს დიდი თავი გამოვიდა...
მაპატიეთ რომ გადავიკარგე. აღარ განმეორდება.
ველი შეფასებებს
მადლობა.



№1 სტუმარი სტუმარი სოფა

უფ ძლივს რამდენი ხანი ველოდებოდი???

 


№2  offline მოდერი painter1

სტუმარი სოფა
უფ ძლივს რამდენი ხანი ველოდებოდი???

:d ❤️

 


№3  offline წევრი Takk.22

მეორე ისტორია რომელსაც ვკითხუკობ შენი და უკვე შემიყვარდი ძალიან კარგად წერ, სხვა ისტორიის სახელი მითხარი რომელიმე შენის

 


№4 სტუმარი სტუმარი დარინა

ჩემი ლუკა დამაკლდა ამ თავშიი, გუგას პერსონაჟს ჯერჯერობით ვერაფერი გავუგე, მარიამი და თორნიკე ძალიან მომწონს საყვარელი წყვილია, აბა თავიდან თავს იკლავდა არ შეგიყვარებო და ამბები და რა ექნა თორნიკეს.

 


№5  offline მოდერი painter1

Takk.22
მეორე ისტორია რომელსაც ვკითხუკობ შენი და უკვე შემიყვარდი ძალიან კარგად წერ, სხვა ისტორიის სახელი მითხარი რომელიმე შენის

მიხარია რომ მოგწონს და აქტიურობ ჩემს ისტორიებს. ❤️ შენი შეხება ნახე ❤️

სტუმარი დარინა
ჩემი ლუკა დამაკლდა ამ თავშიი, გუგას პერსონაჟს ჯერჯერობით ვერაფერი გავუგე, მარიამი და თორნიკე ძალიან მომწონს საყვარელი წყვილია, აბა თავიდან თავს იკლავდა არ შეგიყვარებო და ამბები და რა ექნა თორნიკეს.

რავიცი მე ყველას ვუგებ და მიყვარს... ჩემები არიან მაინც :დ სიმართლე გითხრა ლუკასთან გეგმები ჯერ არ დამიწყია და არც კი ვიცი რას ვუზავ მაგ ბიჭს. :დ❤️

 


№6  offline წევრი sofo_sofia 13

აირაგავაკეთო ვგიჟდები მე ამ მოთხრობაზე

აირაგავაკეთო ვგიჟდები მე ამ მოთხრობაზე

 


№7 სტუმარი მერ

მიყვარს მე ეს ისტორია???

მიყვარს მე ეს ისტორია???

 


№8  offline მოდერი painter1

sofo_sofia 13
აირაგავაკეთო ვგიჟდები მე ამ მოთხრობაზე

აირაგავაკეთო ვგიჟდები მე ამ მოთხრობაზე

მიხარია:დ❤️

მერ
მიყვარს მე ეს ისტორია???

მიყვარს მე ეს ისტორია???

❤️❤️

 


№9 სტუმარი anna

როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ისტორიით დაგვიბრუნდი. მიხარია შენი ნიკის გამოჩენა და ყოველთვის მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

 


№10  offline მოდერი ენქეი

მალე დადე რაა❤️

 


№11  offline მოდერი painter1

anna
როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ისტორიით დაგვიბრუნდი. მიხარია შენი ნიკის გამოჩენა და ყოველთვის მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

მიხარია ამის მოსმენა ^^ მადლობა ❤️

მამასახლისი
მალე დადე რაა❤️

ხვალ დავდებ ❤️

 


№12  offline აქტიური მკითხველი grafo

მოკლედ, ამ "ვსვავ/ვდგავ"-ს ვერ გადაეჩვიე რაა.
პირსახოცი, ტანსაცმელი, მეილი...წერაშიც და საუბარშიც ესენი გამოიყენება დღესდღეობით :).

ამ ისტორიით მთელი ქურდული წარმოდგენა გადმოაყირავე, უბერავ შენებურად : D :D.
ევას კაი შემოლაწუნება უნდა. კაი დროს გაახსენდა რაღაცეები. არ სჭირდება გუგუნას ასეთი გაურკვეველი ქალი.

 


№13  offline წევრი Margo Tokyo

დაწყება მომეწონა, გრამატიკული შეცდომების მიუხედავად, მაგრამ...
რა ქურდული და არაქურდული კაი ბიჭობა?
სერიოზულად?
არ მჯერა რომ ეს “ქურდობა” ვინმეს მოსწონს:((((

 


№14  offline მოდერი painter1

grafo
მოკლედ, ამ "ვსვავ/ვდგავ"-ს ვერ გადაეჩვიე რაა.
პირსახოცი, ტანსაცმელი, მეილი...წერაშიც და საუბარშიც ესენი გამოიყენება დღესდღეობით :).

ამ ისტორიით მთელი ქურდული წარმოდგენა გადმოაყირავე, უბერავ შენებურად : D :D.
ევას კაი შემოლაწუნება უნდა. კაი დროს გაახსენდა რაღაცეები. არ სჭირდება გუგუნას ასეთი გაურკვეველი ქალი.

კარგიი დღეიდან აღარანაირი “ვსვავ” მორჩა :დდ
გუგას კიდე მოვაყვანინებ აზრზე ამ ქალს :დ

Margo Tokyo
დაწყება მომეწონა, გრამატიკული შეცდომების მიუხედავად, მაგრამ...
რა ქურდული და არაქურდული კაი ბიჭობა?
სერიოზულად?
არ მჯერა რომ ეს “ქურდობა” ვინმეს მოსწონს:((((

აი საერთოდ არ მომწონს ეს “ქურდობა” გეფიცები. უბრალოდ ვწერ და მომავალში სულ აღარ შეგხვდებათ ეგ სიტყვა. გავაგრძელებ ისე რომ ისევ მოგეწონოს ^^ <3

 


№15  offline წევრი sofo_sofia 13

აუ მე ყველანარიად მომწონს და ვგჟდები ამ მოთხრობაზე ერთისული მაქვს შემდეგ თავს როდის დადებ

 


№16  offline მოდერი painter1

sofo_sofia 13
აუ მე ყველანარიად მომწონს და ვგჟდები ამ მოთხრობაზე ერთისული მაქვს შემდეგ თავს როდის დადებ

მადლობა სოფიი ^^ ცოტახანში დავამატებ და დადებენ იმედია :დ <3

 


№17  offline წევრი TamoTi

ძალიან მომწონს.მიხარია რომ აღმოგაჩინე❤️❤️

 


№18  offline მოდერი painter1

Tamuna Gogaladze
ძალიან მომწონს.მიხარია რომ აღმოგაჩინე❤️❤️

მეც ძალიან მიხარია რომ ახალი მკითხველი შევიძინე ❤️

 


№19  offline წევრი sofi_sofiaa13

დედას გეფცები გული წამივა
--------------------
ფეფო

 


№20  offline წევრი sofi_sofiaa13

უკვე მე 3 თავი დავამთავრე და 1:37 ია ... რომ გავაგრძელო უეჭველად გადავათენებ
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent