შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქორწილო კაბა (15 თავი)


28-11-2019, 11:40
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 474

ლუკა ძალიან ცუდად იყო, ექიმებმა ძლივს გამოგლიჯეს სიკვდილს ხელიდან, მეც ძალიან ცუდად ვიყავი, მესმოდა მისი და გული საშინლად მტკიოდა, ვერ ვადანაშაულებდი ვერაფერში, რადგან წარმომიდგენია რა ძნელია გააცნობიერო ის, რომ ძალადობის ნაყოფი ხარ და არავის არ უყვარხარ ამიტომ, რა საშინელი შეგრძნებაა, თან რომ იცი ვერასდროს რომ ვერაფერს გამოასწორებ! მე ლუკას გონს მოსვლას ველოდი რომ პოლიცია დამადგა თავს და ადგილზე დამკითხეს მერეკი გამომიცხადეს რომ როგორცკი აზრზე მოვა შენი ძმა მოვალთო, მე თავი ძლივს შევიკავე რომ ორივე არ ვიფრინე იქიდან, ესღა მაკლდა, ახლა იმაზე ვიფიქრო რა მოხდა იქ და საიდან მოიტანა ამ ჩერჩეტმა ეს რაღაც უცხო ნარკოტიკი, ვინ მისცა და საერთოდ ვისთან იყო ეს დღეები ან რას აკეთებდა... თავი ლამის გამისკდა ფიქრისგან, ძალიან ფავიღალე ამდენი პრობლემებით რომელიც უფრო მეტი და მეტი ჩნდება და გამოუსწორებელი... მოკლეთ ძალიან რომ მომაწვა ყველა ემოცია გიჟივით ავტირდი და საავადმყოფოდან წამოვედი, უკვე ვეღარ შევძელი ამ ყველაფრის ატანა, ინსტიქტურად იქ წავედი სადაც თათია იწვა, უკითხავად შევედი პალატაში და დეიდაჩემი ვიფრინე იქედან, გაჯიუტდა მაგრამ თათია მიხვდა რომ არ გავჩერდებოდი და დაითხოვა მოვლელი.
-ლუკა როგორაა? -მკითხა დაღვრემილი სახით
-შენი აზრით როგორ უნდა იყოს?
-თქვენ სიმართლის გაგება გინდოდათ
-რა საშინელი ადამიანი ხარ, ვერხვდები რამხელა ტკივილი მიაყენე?
-ის ვთქვი რაც იყო
-ტყუი! -ვუკივლე ისეთი ხმით რომ შეხტა მოულოდნელობისგან მწოლიარე
-ტონს დაუწიე-მიბრძანა გაკაპასებულმა
-მითხარი ვინაა მამამისი
-ეს შენ არ გეხება
-მე მეხება იმიტომ რომ მე მიყვარს ლუკა და მინდა რომ ამ ჭაობიდან ამოვათრიო რომელშიც შენ ძირავ!-ვუყვირე აღელვებულმა და მივვარდი მწოლიარე თათიას -ვიცი რომ არანაირი ანფარქტი არ გადაგიტანია -ეს რომ ვუთხარი გაფითრდა, საერთოდ წაეშალა სახე და აილეწა
-რას რას ...ბოდავ-ამოიჩურჩულა დაბნეულმა
-ექიმთან შევედი და შენი ტომიგრაფიის და ანალიზების პასუხები მოვთხოვე
-მერე მოგცა?- დაინტერესდა ფრიად და მკვლელი მზერა მესროლა
-რაუნდა მოეცა? არ არსებობს არანაირი ანალიზები თურმე
-საიდან მოიტანე-ჯიუტად კიდევ იცავდა თავს
-დავემუქრე გუჩივლებთქო, დედაჩემს სათანადოდ არ მკურნალობთქო და მაგიტო მიმალავ საბუთებსთქო და ასთორმეტი რომ ავკრიფე გამათიშინა და ყველაფერი მომიყვა, მომიყვა რომ გოგას მეგობარია და ფული მიეცი ამ სპექტაკლისთვის, საერთოდ ვერ გავიგე რა ადამიანი ხარ რა დედა ხარ
-თქვენი დაცვა მინდოდა-ასლუკუმდა და ცრემლებად დაიღვარა
-ლუკა შენი შვილია? თუ ეგეც ტყუილია?
-ჩემი შვილია-ამოიტირა და სახეზე ხელები აიფარა
-ძალიან არ გაგვიმართლა რომ შენი შვილები ვართ, სამწუხაროა რომ მშობლების არჩევის უფლება არ აქვთ შვილებს-და მოვტრიალდი ამ სიტყვებზე
-არც შვილების არჩევის უფლება აქვთ-მომაძახა გაბრაზებულმა
-შვილი უნდა აღზარდო ადამიანად, აი დედას კი ვეღარ აღზრდი სამწუხაროდ
-ერთ დღეს მიხვდები რომ მე მხოლოდ იმიტომ მოვიქეცი ასე რომ თქვენი დაცვა მინდოდა
-ჩვენი თუ საკუთარი თავის-არ მივტრიალებულვარ ისე ვუთხარი და გამოვედი. ძალიან ვიყავი აღელვებული იმის გამო რომ ტყუილში გამოვიჭირე, თან ასეთ საშინელ ტყუილში, შესაბამისად ლუკას მამაც არ იქნებოდა მოძალადე და ეს მხოლოდ იმიტომ მოიგონა რომ კითხვები აღარ დაგვესვა მისთვის, და არ დავინტერესებულიყავით მოძალადის ვინაობით, მაგრამ ის ვერ გათვალა რომ ლუკა ბიჭია და თან ამდენი რამის მერე მისთვის ეს მძიმე დარტყმა იქნებოდა და უბრალოდ ვერ აიტანდა ამას, ვერ გათვალა ეს თათიამ და არ ელოდა აშკარად ლუკას ასეთ რეაქციას. ძალინ დავიღალე ამდენი ტყუილებით და იმედგაცრუებით, მითუმეტეს ოჯახის წევრებისგან, ახლა ის უნდა გამერკვია რა მოხდა წარსულში, და ვისი შვილია ლუკა. სადაა მამამისი და რატომ დამალა თათიამ მისგან ლუკა. პირველად დამარტყა თავში რომ შეიძლება ლუკას მამა საშიში ვინმეა და მართლაც დამალა თათიამ მისგან...ჯანდაბა ყველაფერი ამერია თავში, ძალიან ავღელდი ამაზე ფიქრში, ძალიან გავნერვიულდი, ვინიცის იქნებ მართლა რაღაც ისეთია რაც შეიძლება ეპტიოს კიდეც მას, მაგრამ თავისი საქციელით ლუკას რომ გული ატკინა ძალიან და ამ დონემდე დაიყვანა ვერ გააცნობიერა,იმაზე ფიქრში როგორ დაემალა ჩვენთვის წარსული მოიგონა ისეთი ტყუილი რამაც ლუკა გაანადგურა, შელახა მისი ღირსება და თავმოყვარეობა და ამიტომაცაა ახლა ამ დღეში.
მაკა ძალიან დაბნეული იყო, სანდროს ლაპარაკს ყურს არ უგდებდა, სულ ფიქრებში იყო და ათასჯერ ამეორებინებდა უკვე ნათქვამს
-დედა რა გჭირს?
-რაა?-ფიქრები სანდროს ხმამ გაუფანტა
-რა გჭირს ეს დღეებითქო
-არაფერი შვილო
-რა არაფერი ძაან დაბნეული და დამფრთხალი ჩანხარ
-უბრალოდ გადავიღალე
-აკაკი ხოარ
-არა რაც წამოვედით იქედან დაკიდებული ვყავარ
-შენ ეგრე გეგონოს, მაგის ფინიები სულ უკან დამდევენ, ალბათ შენც... -სანდრო ჩაფიქრდა -ალბათ კიარა შენც უეჭველი, ხოიცი რა ტიპია -მაკა სულ გადაფითრდა და მაშინვე ფეხზე წამოვარდა
-ჯანდაბა-ვეღარ გააკონტროლა ემოციები
-რა მოხდა?-სანდროც წამოვარდა სავარძლიდან
-არაფერი
-დედა-სანდროს მოთმინების ძაფი გაუწყდა და დედას მკლავში ხელი წაავლო, თავისკენ მიატრიალა სახეალეწილი ქალი
-სანდრო გამიშვი
-დედა რამე ხომარ დაგიშავეს
-არა არა-უთხრა აჩქარებით თათიამ
-აბა რა ხდება?
-სანდრო მომეშვი-თათიამ ხელი გააშვებინა და თავის საძინებელში შევარდა, მალე ჩამთით და მანტოთი ხელში გამოვარდა
-დედა?-სანდრო კართან დაეწია მიმავალ ქალს -რა გემართება?
-მალე მოვალ საქმე მაქ-უთხრა აჩქარებით
-დედა?-სანდრომ წარბები შეჭმუხნა
-სნდრო მალე მოვალთქო-კარი გააღო და გაიჯახუნა მაკამ
-ქალებიიიიიი-დაიყვირა გაბრაზებულმა სანდრომ და მისაღებში შევიდა, დივანზე წამოწვა და ტელეფონის ეკრანი გაანათა, მარიამის მომღიმარი სახის დანახვამ გაუფანტა ბრაზი და გაეღიმა ,,ნეტა ახლა რაზე ფიქრობ მარიამ? იმედი იმ სირ. არა, თუ კიდე ფიქრობ მასზე შეიძლება მართლა მოვკლა, ჯანდაბა" -წამოვარდა დივნიდან, თავისი თავი თავად გააღიზიანა და ახლა ემოციებისგან ლამის აფეთქდეს, ჯერ ვისკი გამოიღო უნდა მოეყუდა მაგრამ ,, უნდა გნახო თორე მოვკვდები" ისევ ტელეფონს დახედა საიდანაც მარიამი ისევ უღიმოდა, ბოთლი დადო და შემოსასვლეში გავიდა, მანტო მოიცვა და გავარდავისე რომ სახლი კარიც არ დაუკეტია, კიბეები გიჟივით ჩაირბინა და სადარბაზოდან არ გასულმა მანქანა გააღო, საჭეს სწრაფად მიუჯდა და დაქოქა თავის ემ ელი, მაგრამ მალევე ჩაუქრა და გაბრაზებულმა საჭეს ურტყა ხელები იქამდე სანამ ბრაზმა არ გაიარა
-შენი დედაც-შეიგინა და გადმოვიდა კარი ისე მიაჯახუნა ლამის მოარყია, ასე მიატოვა და მიწისქვეშა ავტოფარეხში ჩავიდა, მამას გამოგზავნილი შავი პრადო რომელსაც ზემოდან სახურავზე ედო გასაღები და ბანტი ჯერ ისევ , შეათვალიერა უკმაყოფილო სახით ,,მომიწევს შენი დატესტვა" გაიფიქრა ბანტი მოხსნა იქვე მიაგდო და საჭეს მიუჯდა.
მე სახლში მისვლა არ მინდოდა, რადგან ვიცოდი რომ ვერ გავუძლებდი ემოციების აფეთქებას მარტო და კაფეში შევედი, ყავა შევუკვეთე და ჭიქა ხელში რომ ავიღე ტელეფონის ზარმა გამაშეშა, ტელეფონს დავხედე და ნომერი ვიცანი, ჭიქა დავდე და სწრაფად ვუპასუხე
-გისმენ სანდრო
-მარიამ რას შვრები? საავადმყოფოში ხარ ისევ?
-არა წამოვედი
-ლუკა როგორაა?
-უკეთ მაგრამ ჯერ გონს არ მოსულა
-სად ხარ შენ?-მის კითხვაზე გამეცინა
-რა მნიშვნელობა აქვს?-ვუთხარი მკაცრად
-შენი ნახვა მინდა-მითხრა ყოყმანით
-კიდევ რა გინდა?
-მარიამ ნუ მაწვალებ-გაბრაზდა აშკარად
-მე გაწვალებ?
-მარიამ საქმე მაქვს უსერიოზულესი-ლამის დავიჯერე ისეთი ტონით მითხრა
-არ მჯერა
-მომენატრე ძაან-მითხრა კარგახნის სიჩუმის მერე, მე ძალიან დამაბნია მისმა სიტყვებმა და ხმას ვეღარ ვიღებდი, ძალიან იმოქმედა ჩემზე მისმა გულწრფელობამ
-ნუ სულელობ-ვუთხარი როცა აზრები მოვიკრიბე
-შენი აზრით ეს სისულელეა? -მითხრა გაბრაზებული ტონით
-სანდრო შემეშვი-გავუთიშე რადგან პასუხი არ მქონდა მის კითხვაზე, რადგან ვიცოდი რომ სისულელე არ იყო, სანდროს სიახლოვე ყოველთვის ძალას მმატებდა, თავს დაცულად ვგრძნობდი მასთან, მაგრამ როგორცკი იმ ზღვარს გადააბიჯებდა სულ ვირეოდი, სულ მეშინოდა მისი გრძნობების გამოხატვის, სულ ვიბნეოდი და ახლაც ასე დამემართა. ჯერ ისევ აფორიაქებული ვიყავი რომ სანდრო დავლანდე კაფეში, მეგონა მომეჩვენა აფორიაქებულს მაგრამ ჩემს მაგიდასთან ჩემს წინ რომ დაჯდა მივხვდი არ მელანდებოდა, აი ახლა კი ნამდვილად ავირიე
-უშაქრო ყავა თუ შეიძლება-გასძახა მიმავალ მიმტანს და მე მომაჩერდა, მე დაბნეული და დაფეთებული დაძაბული მზერით თვალს ვადევნებდი მის თვითოეულ მოძრაობას და ხმას ვერ ვიღებდი გაკვირვებისგან
-როგორ ხარ?-მკითხა ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს
-ცუდად-ვიპასუხე კარგახნიანი დუმილის მერე
-გეტყობა-მიყურებდა დამრუშკული
-როგორ მიპოვე
-მარტივად-მომიჭრა და მოტანილი ყავა მოსვა
-ახლა არავის ნახვა არ მინდოდა
-მესმის-მითხრა მშვიდი ტონით და ყავა მოსვა ისევ, მე ისევ დაძაბულ მზერას არ ვაშორებდი
-სანდრო-მისმა ასეთმა საქციელმა გამაღიზიანა, რადგან როცა ასე იქცეოდა ვიცოდი რომ ცდილობდა ბრაზის დახშობას
-მარიამ?-შემომხედ ინტერესით
-სანდრო ვიცი რომ გეწყინა
-მარიამ ჯავახიშვილო შენგან უარესებიც მიმიღია
-გთხოვ ასე ნუ იქცევი
-როგორ?
-გეტყობა რომ გაბრაზებული ხარ
-მერე რა რომ ვარ
-არ მინდოდა შენი წყენინება, უბრალოდ როცა რამე ისეთს მეუბნები...-სიტყვებს ვეძებდი რომ ამეხსნა ჩემი მდგომარეობა
-რაც სიყვარულს და მონატრებას ეხება გეზიზღები, მაგრამ მეგობრად გამოვდგები
-სამდრო-მისმა სიტყვებმა ჯერ მასვე ატკინა გული მერე მეც -არ ასე არაა, უბრალოდ ახლა ძალიან ცუდად ვარ, მართლა,
-ჩემი სიყვარული მაინც ზედმეტია -მე ხელი მივიდე სახეზე ამით ჩემი აზრების დაფარვა მინდოდა თითქოს, სიჩუმე ჩამოწვა და სანდრო წამოვარდა ფეხზე, მაგიდაზე ფული დაყარა და წავიდა, მე ჩანთა ავიღე და გავეკიდე, გარეთ უკვე ბნელოდა და საშინლად წვიმად
-სანდრო-ჩემს დაძახებაზე გაჩერდა, მე მივუახლოვდი და წინ დავუდექი -ნუ მაჩქარებ, ნუ მაძალებ, ნუ მაბნევ, უფლება მომეცი დაგიახლოვდე და შეგეჩვიო, რადგან ჩემს ცხოვრებაში ხარ ესეიგი ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდა-სანდრო დიდხანს მიყურებდა თვალებში დაბნეული ჩანდა -შეიძლება ოდესმე მეც შეგიყვარო შეიძლება არა, მაგრამ ეს დღეს არ მოხდება არც ხვალ, თუ არ შეგიყვარებ გეტყვი და თავად გადაწყვიტე მომკლავ თუ წახვალ
-მარიამ გინდა გამაგიჟო გოგო?-ლამის მიყვირა გაოცებულმა
-უბრალოდ დრო მჭირდება რომ გავერკვე რა ადგილი გიკავია ჩემს ცხოვრებში, ხელს არ გკრავ ხომ ხედავ-არვიცი რატომ ვუთხარი ეს ყველაფერი, იქნებ იმიტომ რომ მისი დაკარგვის შემეშინდა, ან იმიტომ რომ ახლა ძალიან მჭირდებოდა ვიღაც ვისაც დავეყრდნობოდი, ან ვეყვარებოდი, ან დამეხმარებოდა...
სახლში მიმიყვანა, მთელი გზა ჩუმად ვიყავით, სანდროც მიხვდებოდა რომ ეს ყველაფერი იმიტომ ვითხარი რომ მისი დაკარგვის შემეშინდა
-მარიამ-მანქანიდან გადასვლისას შემომხედა როგორციქნა, მე ინტერესით ველოდი რას მეტყოდა -იცოდე რომ ჩვენი მეგობრობა არ შედგება -მისმა პირდაპირობამ ძალიან ამაფორიაქა -ვერც იმას შევძლებ რომ უსასრულოდ დაველოდო ჩვენი სიახლოვის გარდაქმნას რაღაც უფრო ღრმა ურთიერთობაში -პირდაპირ მიყურებდა თვალებში დაჟინებული და მწველი მზერით -ვერც იმას შევძლებ რომ ჩემს გვერდით მყოფს გიყურო როგორც უბრალოდ ახლობელს და გრძნობები დავიოკო რადგან შენს გვერდით ძალიან მიჭირს გრძნობების მართვა, ძალიან მიჭირს თვითკონტროლის შენარჩუნება -მე თვალი ავარიდე რადგან ვერ ვუძლებდი მის მზერას -მე დაგელოდები, დაველოდები იმ წამებს როცა შენი სურვილით მოხვალ ჩემამდე, მაგრამ იცოდე რომ ეს მტანჯველი მოლოდინია და ძალიან რთული, რადან ძნელია იყო ახლოს იმდენად ახლოს რომ შეგიძლია შეეხო და თან იმდენად შორს რომ არ გაქ უფლება შეეხო რომ არ დაანგრიო ყველაფერი -სანდრო გაჩუმდა რადგან ძლა აღარ ეყო, უბრალოდ ვეღარ შეძლო გრძნობა მორეულმა რამის თქმა, მე სრულიად ამერია ყველაფერი თავში და უსიტყვოდ გადავედი მანქანიდან, სანდრო იქამდე არ წავიდა სანამ სადარბაზოში არ შევედი, ისე ვიყავი დაბნეული ,აღელვებული და აფორიაქებული რომ კიბეებზე ვერ ავედი და სანამ ემოციების ტალღამ არ გადაიარა ვერ შევძელი სხეულის მართვა.
მაკა ცერმლებად იღვრებოდა, აკაკი კი აქეთიქით გადიგამოდიოდა
-ეს როგორ დამიმალე? როგორ გაბედე?
-რაუნდა მექნა?
-მაკა შენ ჩემს შვილს ატარებ მუცლით, არ მითხარი დამომალე და დღეს ექიმთან წახვედი რომ მისი მოშორების გზა გენახათ
-მე არ შემიძლია ახლა გავაჩინო ეს ბავშვი
-მაკა რას ბოდავ? შვილზე უარს ვერ იტყვი
-ჩვენს შესახებ რას აღარ წერდნენე რა სკნდალი ატყდა რომ წამოვედით სახლიდან და ახლა რა ვქნა? რა ვთქვა? ან სანდროს რა ვუთხრა?
-ვალდებული არ ხარ ხალხს აბარო ანგარიში
-შენ არ გესმის
-მაკა ამ ბავშვს გააჩენ და ჩვენ ერთად ვიქნებით და გავზრდოთ
-არა გესმის არა!-ტიროდა მაკა -შენ მე არ გიყვარვარ, აღარ მინდა ის გამოვიარო რაც ოცდახუთი წელი მაწამე
-მაკა მორჩი სისულელეებს ბავშვი აქ მთავარი
-არ შეგირიგდები! -უყვირა მაკამ და პალატიდან გავარდა.
ლუკა გონს მოვიდა და დაკითხეს მაშინვე თუმცა სანდროს ადვოკატმა წინასწარ დაარიგა რა ეთქვა და თავიც დაიძვრინა, განაცხადა რომ მთვრალმა ქობულეთში ჩააკითხა შეყვარებულს იქ ვიღაცეებმა ცემეს და გაქურდეს, მერე გაიღვიძა იქ მიტოვებულ შენობაში ბარათი წაართვეს და ფული მოუხსნეს ანგარიშიდან როცა კოდი ცემით ათქმევინეს, მერე იფიქრეს ხუთიათასი რომ ეჯდა ბარათზე მდიდარი იყო და ნარკოტიკი გაუკეთეს იმ იმედით რომ ეს ფულიანი იყიდიდა დამათაც უყიდიდა ხოლმე, ახწერა სამი სრულიად მოგონილი კაცი და ორდღეში შეეშვა პოლიცია.
მარიამი ისე იყო გახარებული რომ ლუკამ თავი დაიძვრინა რომ სანდროს ჩაეხუტა როცა საავადმუოფოში მათ სანახავად მივიდა
-ანუ გამოძვარა ამ სიტვაციიდან?
-კი შენი წყალობით-ვიღიმოდი აღფრთოვანებული
-მიხარია, ახლა რას აპირებთ?
-ლუკას სახლი ვუქირავე
-მერე რით გდაიხდით?-გაუკვირდა სანდროს
-თათიამ მომცა ფული მერე დაუბრუნებს ლუკა
-დათანხმდი? -შეიცხადა სანდრომ
-სხვა რა გზაა-დაიმრუშკა ლუკა
-მასთან ცხოვრებას ასე ურჩევნია.
ლუკა ძლივს დავარწმუნე რომ დედამ სისულელე მოგვიყვა და მამამისი მოძალადე არაა და თათიამ მოიგონა ეს ამბავი იმიტომ რომ მეტი კითხვა არ გავჩენოდა



№1 სტუმარი დან

მარიამი დიდი ეგოისტია, არ უნდა ქალბატონს სანდროს დაკარგვა და გულს ტკენს, ყველაზე მეტად სანდრო მეცოდება ამ ისტორიაშიი, მარიამი არ იმსახურებს სანდროსნაირ ადამიანს, ყველა გასაჭირის დროს გვერდით უფგას.

 


№2 სტუმარი სტუმარი Nina

Gadavjerdi amdeni tragediit

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა გაგძელება როდის იქნება

 


№4  offline მოდერი ნეაკო

დან
მარიამი დიდი ეგოისტია, არ უნდა ქალბატონს სანდროს დაკარგვა და გულს ტკენს, ყველაზე მეტად სანდრო მეცოდება ამ ისტორიაშიი, მარიამი არ იმსახურებს სანდროსნაირ ადამიანს, ყველა გასაჭირის დროს გვერდით უფგას.

მარიამი დაბნეულია, თან უნდა მასთან ყოფნა ვერ ბედავს რომ საბოლოოდ მასთან იყოს

სტუმარი Nina
Gadavjerdi amdeni tragediit

ვეცდები ძალიან არ დაგტვირთოთ აწი მძიმე ემოციებით

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა გაგძელება როდის იქნება

სამი დღის მერე ალბათ, უფრო ადრე ვერ მოვახერხებ რომ დავწერო სამწუხაროდ

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

ნეაკო რას მერჩი :დ რატო დამტანჯეე??? დადეე გადავირიეეე

 


№6  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნინი
ნეაკო რას მერჩი :დ რატო დამტანჯეე??? დადეე გადავირიეეე

მიხარია რომ ასე ძალიან მოგწონთ, მართლა ვერ მიხერხდება უფრო ხშირად ატვირთვა სამწუხაროდ

 


№7  offline წევრი ნინიჩკა88

მესმის აღარ დაგაჩქარებ :*

 


№8  offline მოდერი ნეაკო

ნინიჩკა88
მესმის აღარ დაგაჩქარებ :*

მესმის რომ გაინტერესებთ მოვლენების განვითარება, მაგრამ ვერ ვახერხებ ფიზიკურად რომ უფრო ხშირად ავტვირთო

 


№9 სტუმარი ana

რამდენი ხანია მოთხრობა ასე არ მომწონებიაა heart_eyes ძაან კარგად წერ, მაგრამ ერთს გთხოვ ძალიან, აი მთელი გულით რაა kissing_heart
მარიამი გამოასწორე ცოტათი, ძაან უხეში და ეგოისტია, სანდრო მეცოდება ძალიან sweat
და მარიამი და სანდრო ერთად დატოვე რაა, აი ზე წყვილი იქნებაა <3
მიყვარს მარიამიც, სანდროც და შენცც kissing_heart
მალე დადებ იმედიაა წარმატებები smile kissing_closed_eyes

 


№10  offline მოდერი ნეაკო

ana
რამდენი ხანია მოთხრობა ასე არ მომწონებიაა heart_eyes ძაან კარგად წერ, მაგრამ ერთს გთხოვ ძალიან, აი მთელი გულით რაა kissing_heart
მარიამი გამოასწორე ცოტათი, ძაან უხეში და ეგოისტია, სანდრო მეცოდება ძალიან sweat
და მარიამი და სანდრო ერთად დატოვე რაა, აი ზე წყვილი იქნებაა <3
მიყვარს მარიამიც, სანდროც და შენცც kissing_heart
მალე დადებ იმედიაა წარმატებები smile kissing_closed_eyes

მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის, მიხარია რომ ასე ძალიან მოგწონთ, ვნახოთ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის, მარიამს დიდი ამბები ელოდება ჯერ კიდევ

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

Მომდევნო თავშივრამე გამოსწორდეს თორე გავგიჟდებიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent