შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენელებული გულისცემა (8 თავი)


28-11-2019, 16:51
ავტორი naattii
ნანახია 2 448

ცხოვრებაში პირველად იგრძნო თინიამ ამგვარი შიში. ცხოვრების დაკარგვის შიში, მისი სამსახურის, მოწოდების დაკარგვის შიში. ფაქტი იყო გამტაცებლები არ ხუმრობდნენ, იმაშიც დარწმუნებული იყო საჭიროების შემთხვევაში თვალის დაუხამხამებლად რომ მოკლავდნენ. ცრემლებს ვეღარ მოერია და გამწარებულ გულზე ხმით ატირდა. შიშმა უფრო აიტანა მორიგი კარის ჭრიალი რომ მოსწვდა ყურს.
-კარგი რა, გეკადრება ახალგაზრდა ქალს ამდენი ტირილი? თვალები დაგისივდება და მასეთი ლამაზი აღარ იქნები_ ირონიულად ჩაიკრა თვალი ერთ-ერთმა გამტაცებელმა და წყლის ბოთლი დააკავებინა შეკრულ ხელში.
-იქნებ მიხვდე, რომ ასე ვერ დავლევ_მაინც უტეხად ახედა ცრემლიანი თვალებით კაცს.
-შენს ადგილას ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი_ჩაშავებული თვალებით გამოხედა, მაგრად დაუსვა გადაკრულ სკოჩზე დანა და წამოაკივლა თინიას გაჭრილ ხელებზე.
-იდიოტო, შეგეძლო ვენა გადაგეჭრა.
-შენ რამე ხომ არ გეშლება? ლოყებზე მოუჭირა ქალს ხელი და სახე მიუახლოვა.-მგონი გავიწყდება რა მდგომარეობაშიც ხარ, ისე ნუ გაჯიუტდები თავი რომ მომაწონო და უფროსის ბრძანება დავიკიდო_თვალი ჩაუკრა გაშეშებულ ექიმს. გაჩუმება არჩია თინიამ როგორც კი კაცის ხარბი მზერა დაინახა. თვალებ დახუჭული დაელოდა ოთახში მარტო როდის დარჩებოდა და როგორც კი კარის გახურვის ხმა გაიგონა, ნაცადი ხერხით გადაწყვიტა გულის მოოხება. თავადაც ვერ მიხვდა დახუჭული თვალების ფონზე რატომ ამოუტივტივდა თეოდორეს განრისხებული მზერა.


დივანზე იჯდა საბა და ვეღარც უყურებდა უკვე მერამდენე წრეს ასრულებდა თეოდორე, ირაკლი ჯოხს ათამაშებდა და გვერდიდან აკვირდებოდა ძმებს.
-რა უნდა ვქნათ_როგორც იქნა სიჩუმე დაარღვია საბამ.
-არ ვიცი, ვეღარ ვფიქრობ, ერთ მხარეს თინიაა, სრულიად უდანაშაულო, მაგრამ მეორე მხარეს ბავშვებითა და ქალებით სავსე სოფლები_თავი გადააქნია თეოდორემ.
-მისი აზრი ყველასთვის ნათელია, რასაკვირველია უფლებას არ მოგვცემდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე დავტოვებთ.
-რა თქმა უნდა არა,_ წარბები შეკრა თეოდორემ.- და საერთოდ ასე მარტივად როგორ ლაპარაკობ? მეგონა ვერ დაგაკავებდი.
-და რა ვქნა იოანე? კივილ წივილით ვირბინო? ჩვენ გამო ადამიანე გაიტაცეს და მეტი აღარაფერია სათქმელი. მის სანაცვლოდ კი ბომბებს გვთხოვენ. ოს ჩვენი საყვარელი ადამიანია, სამაგიეროდ ბომბებით ათასობით ადამიანი მოკვდება. იოლი არჩევანია არა?_ღრიალში გადავიდა საბა.
-გყოფათ, გასაგებია ნერვიულობთ, მაგრამ ამის გამო ერთმანეთი არ უნდა დახოცოთ. რაღაც მოვიფიქრე._სიტყვით გამოვიდა ირაკლი - ის ბიჭები ვინც დავიქირავეთ მუშაობენ, იმ იდიოტსაც ეძებენ, მაგრამ საქმე მარტო ამაში არაა, მის დასაჭერად დახმარება დაგვჭირდება, ვინმე სანდო გამომძიებელი და უკვე ვიცი ვინც_ ტაში შემოკრა და მობილური მოიმარჯვა.
არ დასცალდა, სანამ ნომერს აკრეფდა დაცვამ მათი დაქირავებული ბიჭები შემოიყვანეს, გაღიმებული სახეებით იქვე გაშალეს კომპიუტერები და ძმებს მიუბრუნდნენ.
-გაგვიმართლა, იმ ადგილას სადაც მანქანა იდგა საავადმყოფოს კამერასთან სასწრაფოს მანქანა ეფარებოდა, ჩვენ კი მისი სისტემა გავტეხეთ და აღმოჩნდა, რომ ახლა უკვე ოთხივეს სახე ვიცით_სახე გაბადრულმა მოაბრუნა ბიჭებისკენ ეკრანი და ვიდეო ჩართო.
ჩანდა როგორ გამოვიდა თინია მიმღებიდან, როგორ სწრაფად მიირბინა მანქანასთან, როგორ მოეჭიდა სისხლიანი ხელები მაჯებზე და როგორ შეაძვრინეს წამიერად მანქანაში.
-ნაბი*ვრებიიიი_ბოლო ხმაზე დაიღრიალა თეოდორემ და დივანზე დადებული ნივთები ძირს გადმოყარა, საბა გაშეშებული იჯდა და თვალსაც არ ახამხამებდა, ირაკლი უკვე ასრულებდა მობილურზე საუბარს.
-ახლავე დავურეკავ, თანახმა ვარ, მივცემ რაც უნდა_აჩქარებულმა დაიწყო საბამ მობილურის ძებნა.
-არა_მოგუდული ხმა ჰქონდა თეოდორეს.
-რაა? _სახე მოექცა საბა.
-მე გითხარი არა, რამაზს თავისას არ გავატანინებ, ვინაობა ვიცით, კიდევ გვაქვს დრო, მანამდე ვიპოვით სანამ რამეს დაუშავებენ.
-სანდო გამომძიებელი გზაშია_მობილური გადადო ირაკლიმ.
-ერთ-ერთის მობილური ვიპოვე_ხმამაღლა დაიყვირა კომპიუტერთან მჯდომმა სათვალიანმა.
-ოღონდ ჩართული იყოს_ხელები აიფარა საბამ სახეზე და დაძაბულობა მოემატა. თეოდორეს სიტყვა კარის ხმამ შეაწყვეტინა.
-გამარჯობათ, უფროსი გამომძიებელი დაჩი თაბაგარი_ხელი ჩამოართვა კაცმა შეხვედრილ ირაკლის.
-მობრძანდით, ირაკლი თოდორე და საბა_მოკლედ გააცნო თავი დასაჯდომად მიუთითა, -მოსაყოლი ბევრია, თქვენ კი სანდო ადამიანის სახელი გაქვთ უწყებაში.
-დიახ, ვცდილობ წინ არაფერი დამიდგეს როცა საქმე სამართალს ეხება, ფული და ნათესაობა ჩემთვის არ არსებობს_წყალი მოსვა დაჩიმ მოწოდებული ჭიქიდან.
-მაშინ მოსაყოლი მართლაც ბევრია_წინ დაუჯდა თეოდორე და დაბალი ხმით დაიწყო.
-საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი იარაღების კომპანიის პაკეტს ვფლობთ, 52% გვეკუთვნის რაც გადამწყვეტ სიტყვას ნიშნავს, ყოველთვის ვცდილობდით ჩვენი დამზადებული საქართველოსთვის მიგვიყიდა, თუმცა მთავრობის თანხმობით საზღვარგარეთაც ვდებდით კონტრაქტებს, ამ მხრივ სრულიად სუფთა ვართ.
-თუმცა, რამდენიმე თვის წინ ხელში საკმაოდ ახალი იარაღის დასამზადებელი მასალა ჩაგვივარდა_საბამ გააგრძელა მოყოლა, -გეცოდინებათ შავ ბაზარზე რამდენი რამის შეძენა შეიძლება და უკმაყოფილო არავინ დავრჩენილვართ. ეს ბომბის დასამზადებელია, ორი მათგანი მთელი სოფლის გასანადგურებლად სრულიად საკმარისია. რამდენიმე დავამზადეთ საჩვენებლად რომ გვქონოდა და მთავრობამდე იმ კაცს წარვუდგინეთ ვინც თავდაცვის სამინისტროში მიღებულ მოთხოვნებს ახარისხებს. აღმოჩნდა, რომ ეს პიროვნება მთლად საქართველოს მხარეს არ ყოფილა_ხმამაღლა ამოიხვნეშა საბამ.
-იდეა და ბომბები თავისთვის მოეწონა, როგორც ჩანს მის უფროსებს ავღანეთის რამდენიმე სოფლებთან პრობლემა აქვს და მათი მოგვარების იაფი და მარტივი ხერხი იპოვეს, შედეგად, მათი მიზანი სოფლები განადგურდება, თავად მშრალად გამოძვრებიან, ყველაფერი ჯერ ჩვენ, შემდეგ ჩვენს ქვეყანას დაბრალდება და სავარაუდოდ ომიც კი შეიძლება დაიწყოს.რასაკვირველია პასუხად მკაცრი უარი მიიღეს, თუმცა არ ჩერდებიან, მუქარებს გვიგზავნიან და გვაშანტაჟებენ._საბოლოოდ ირაკლიმ დაასრულა თხრობა და ჩაფიქრებულ დაჩის გახედეს.
-გასაგებია, მარტივი საქმე ნამდვილად არ ჩანს, ისე არც თქვენ გავხართ ასეთ ხალხს.
-ვიცით, საშიშ საქმეში ვართ ჩართული, ვცდილობთ ხალხთან ახლოს ვიყოთ და ჩვენი დაცვით არავინ შევაწუხოთ, თრემ ერთი მანქანა უკან ყოველთვის დაგვყვება_მხრები აიჩეჩ საბამ.
-დამატებითი კითხვები მექნება და შემდეგ მეც სასწრაფოდ დავიწყებ მუშაობს.
კიდევ რამდენიმე დეტალი გაარკვიეს, გეგმები დააწყვეს, რაღაცეებზე შეთანხმდნენ და ბოლოსდაბოლოს დაჩიმ სახლი დატოვა. დაინახეს როგორ ამოიღო ტელეფონი დაჩიმ და მხოლოდ ის გაიგონეს როგორ მოიწვია კაცმა სამუშაოსთვის ტყუპები. თინია არც ერთს უხსენებია, არავის უნდოდა ექიმი ამ საქმეში გაერია, ლამის იყო უმოქმედობისგან ისევ დაჩისთვის დაერეკა ერთ-ერთმა ჰაკერმა რომ დაიყვირა.
-ადგილმდებარეობა მაქვს.


ლამის სიკვდილს ჩახედეს ძმებმა თვალებში ისეთი სიჩქარით მიჰქროდა თეოდორეს მანქანა. ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, გზაშივე მოამზადა იარაღი საბამ, თეოდორესი მის მხარეს გადადო, უკან დაცვის ორი წევრი და კიდევ 6 ადამიანი უკანა მანქანით მოყავდათ დასახმარებლად. კიდევ რამდენიმე წუთი და ადგილზე იყვნენ. ხმაურიან შესვლას წყნარი არჩიეს და უჩუმრად მიიპარნენ კარებთან.


აღარ დაუცდია თეოდორეს, მალევე შეაღო კარი და უამრავი კარის დანახვაზე ამოიხვნეშ, ბიჭები სხვადასხვა მხარეს დააგზავნა და თვითონ საბასთან ერთად მეორე სართლს გაუყვა, მალევე შემოესმათ ერთ-ერთი კარიდან კივილ ნარევი ტირილის ხმა.
-არ მეგონა იმ ვითომ მაგარ ბიჭს ასეთი მხდალი საცოლე თუ ეყოლებოდა, ისე სანამ წაგიყვანებენ ჩვენც რომ ვისიამოვნოთ?_ამაზრზენი ხმა მოესმათ და მთელ სხეულში გააცივა თეოდორეს.
-მისი საცოლე არ ვარ, თქვენგან დასაცავად გამოიგონა, არ ვარ მისი საცოლე მხოლოდ რიგითი უბრალო ექიმი ვარ გთხოვთ_გულამოსკვნილი ტიროდა თინია.
ზუსტად გაიგონა მისი სიტყვები თეოდორემ და თვალებშ მზერა მთლიანად შეეცვალა, თუმცა ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო, დატენილი იარაღი მოიმარჯვა, წიხლი კრა რკინის კარს და ცივი ღიმილით გადახედა შეკრებილებს.
-იმედია წვეულებას ცუდ დროს არ ვუერთდები!



№1 სტუმარი ანა❤️

????????აუუუ რაიყო ეეესს.... ზუსტად დადებიდან სამ წუთში ვნახე და ოთახში ჩავიკითხე ????????????და ისეთ ადგილზე გამიწყვიტე ჩემსტიქიაში რო შევედიი????????????საინტერესო ე ინტრიგნული თავი იყოო და კიდე მინდა მალე????????????

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

უფ,რა დაძაბული თავი იყო.მიხარია რომ თინიას მიაგნეს და მიხარია რომ თეოდორემ სიმართლე გაიგო.ველი შემდწგს მოუთმენლად.

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

აუუუუუ აუუუ ღმერთო რა მაგარი იყოოო..
სახე გაბადრული და ამავე დროს დაძაბული ვკითხულობდი..
ბოლო მომენტი ძალიან მაგარი იყოოოოო..
ძლივს გაიგო თეოდორემ.. ნეტა აწი რაა მოიმოქმედებს..
აუ იმედია ხვალ მოახერხებ... ისეთ მომენტზე გაჩერდი ვეღარ მოვითმენ ზეგამდე ალბათ...

 


ასეთ დროს შეწყვეტა იქნებოდა? რა მოითმენს ახლა შემდეგ თავამდე?
მიხარია თეოდორომ სიმართლე რომ გაიგო, მართალია ჯობდა სხვანაირად გაეგო მაგრამ ეგ არაფერი :დ
ჩემი უბერებელი გამომძიებელი დაბრუნდა❤
ზედმეტად საშიში ბიზნესი აქვთ ბიჭებს და ასე მშრალად ვერ გამოვლენ მგონი :(
თინია მეცოდება, როგორ დატანჯეს, მაგრამ მაინც როგორი ძლიერი და ამაყი გოგოა❤
რადგან იპოვეს აწი ყველაფერი მოგვარდება❤
შემდეგს ველი❤

 


№5  offline წევრი sofo_sofia 13

ვაიმე ვგიიიიჟდები ასეთ დროს ნუ წყვიტავ ხოლმე თორე ინტრიგას ტოვებ და ვგიჟდებით ხალხიი ვაიმე ცოტა მალე დადე ხოლმე და სიგრძე გაზარდეე

 


№6  offline მოდერი naattii

უღრმესი მადლობა თქვენ ასეთი სითბოსთვის, შეფასებებისტვის და მოლოდინისთვის. როგორ ვახერხებ ისე ვწერ და ვდებ, იმედია გესმით ჩემიც ❤️

 


№7  offline აქტიური მკითხველი Anuki96

naattii
უღრმესი მადლობა თქვენ ასეთი სითბოსთვის, შეფასებებისტვის და მოლოდინისთვის. როგორ ვახერხებ ისე ვწერ და ვდებ, იმედია გესმით ჩემიც ❤️

მესმის მაგრამ მაინც არ მყოფნის მომკალი თუ გინდა :დ

 


№8  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ვატყობ თინია გამტაცრბლებს კი გადაურჩება აი თეოდორეს შეიძლება ვერა :დდ

 


№9 სტუმარი სტუმარი Kristi

Ai dachis da tyupebs velodi da gamochnden togorc iqnaa.❤.

 


№10  offline წევრი წერო:)

ოოუ მაიი გაად რა სერიოზნი თავი იყოო დდდდ
ამ ინტრიგებს ხო ვერ ავუდივარ რაა დდდ

 


№11 სტუმარი სტუმარი თაკო

ვაიმე ვგიიიიჟდები და ამავდროულად არ მეყოოო ისე ჩამითრიაა, ველი მალეე????????????

 


№12 სტუმარი სტუმარი ლიკა

ანუუუ)) დაჩის და ბიჭების გამოჩენამ გაასწორა)) თინია არც მენერვიულებოდა , ვიცოდი მიაგნებდნენ აი ვიღაცებს კი დაერხათ))

 


№13 სტუმარი ნი

დღეს დადებ ახალთავს?

 


№14  offline მოდერი naattii

უღრმესი მადლობა თქვენ, მაპატიეთ რომ სათითაოდ ვერ გპასუხობთ, საოცრად მათბობთ თქვენი თითოეული სიტყვით, ახალი თავი ხვალ იქნება, ცოტა დიდია და მანამდე ვერ მოვახერხებ დასრულებას ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent