შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური ელფერი


29-11-2019, 00:03
ავტორი CRAZY GIRL 2
ნანახია 1 411

შორეული, გაუგებარი , ძალიან ჩუმი ხმა. თითქოს ვაკიუმში იყვნენ. ირგვლივ უზარმაზარი თეთრი ხეები, ყველაფერი თეთრი. ძალიან პატარა, ნამცეცა თოვლის ფიფქები. ერთი ტოტიდან მეორეზე გადამფრენი შავი ბეღურები, მობუზულები, ერთგულები. ნაცრისფერი ცა. შავი ლაქები თოვლიან თეთრ მიწაზე.და მხოლოდ ორნი. სვანები, ანუ ერთმანეთზე ჯიუტები.გოგონა მანქანასთან იდგა , ხელები მხრებზე მოეხვია და უყურებდა ბიჭს როგორ მოჰყავდა წაბლისფერი ცხენი, შუბლთან თეთრი ლაქით. არ აღიარებდა, თუმცა აშკარად მოსწონდა, რაღაც შინაგანად ხიბლავდა. მაინც შეკრული წარბებით გაჰყურებდა როგორ მოდიოდა თბილად ჩაცმული ცისფერთვალება, შავწვერიანი ბიჭი, თოვლს განზე ფანტავდა და უახლოვდებოდა გოგოს.
- ხომ გითხარი არ გადმოსულიყავი, გაიყინები - წარბშეკრული, მაგრამ მაინც თბილი მზერით დაუდგა წინ და ქურთუკის ბოლო ღილი შეუკრა.
- ასე თუ დარდობ სახლში დამაბრუნე - მაინც რაღაცნაირად მოსწონდა ის ცისფერი თვალები.
ბიჭმა თაავი გააქნია უარის ნიშნად და ეშმაკური ღიმილით ცხენს მიუახლოვდა.
- წამოხვალ თუ დარჩები?
- ამითი უნდა წავიდეთ? - წარბაწეულმა გაიშვირა საჩვენებელი თითი ცხენისკენ.
- კარგი დარჩი.
ბიჭი ლაგამით ხელში იმ გზას გაუყვა, საიდანაც რამოდენიმე წუთის წინ მოვიდა .
გოგომ ერთწამს გაიფიქრა მანქანაში ჩავჯდები და ქალაქში დავბრუნდებიო , მერე გაახსენდა ტარება რომ არ იცოდა და ისევ ბიჭს მიუბრუნდა.
- დამელოდე … ჯანდაბა თოვლი ფეხსაცმელში ჩამეყარა. ჰეი დამელოდე - მეთქი!
- თავიდანვე რომ არ გეჯიუტა არ დაგისველდებოდა ფეხები.
- შენ რომ არ მოგეყვანე აქ არც გავიყინებოდი ! - წარბშეკრული წამის მეასედში ცხენზე შეჯდა.
ბიჭს გაეღიმა და ისევ გზას გაუყვა.
ირგვლივ მხოლოდ თოვლის შრაშუნის ხმა ისმოდა. გზაზე მხოლოდ ერთი პატარა ნაკვალევი იყო, მიუყვებოდნენ მას და ტყეში უფრო დაა უფრო ღრმად შედიოდნენ.
- სად მივდივართ? - ინტერესით მიმოიხედა თუმცა ირგვლივ მხოლოდ ხეები იყო.
ბიჭს ხმა არ გაუცია, თუმცა გოგოს ესმოდაა მისი ღრმა ხშირი სუნთქვა , ცოტა უხერხულად იგრძნო თავი , თვითონ ცხენზე მშვიდად იჯდა, ის კი თოვლში მძიმედ დააბიჯებდა.
- ცხენი ორივეს ვერ გაგვიძლებს? - არ უნდოდა რომ მასზე ზრუნვა გამოემჟღავნებინა , ან რაიმე მსგავსი, მაგრამ მაინც ვეღარ გაჩუმდა.უკვე სრცხვენოდა.
- არ არის საჭირო - იყო მოკლე პასუხი, ხმაში ჩანდა როგორი დაღლილი იყო.
- ბექა…
- გისმენ.
- უკან შემომიჯექი.
- არ არის მეთქი საჭირო.
- სწრაფად ,შემოჯექი - მისი ხმა უცნაურად ჯღერდა, ბიჭმა დაბნეულად ახედა და როცა დაინახა გოგოს შეშინებული თვალები როგორ დააცეცებდნენ იქეთ-აქეთ, მანაც მიმოიხედა. ხეებს შორის ნაცრისფერი მგლები დასეირნობდნენ. სწრაფად მიბრუნდა და ცხენზე შემოჯდა.
- სწრაფად.
- დამშვიდდი - ბიჭის მყარი ხმა მარჯვენა ყურთან გაიგონა და მისდაუნებურად ოდნავ დამშვიდდა.
ბიჭი ცხენს მიაჭენებდა, უკან კი ორი მგელი ყეფით მისდევდა. თეთრი კბილები თოვლის მიუხედავად, ყველაზე მკვეთრი იყო იქ არსებულ ფერთა შორის. ბიჭი ცხენს გიჟივით მიაქროლებდა და შიგადაშიგ უკან იხედებოდა, რომ ენახა მგლები ეწეოდნენ თუ ვერა. დიდი მანძილის გარბენის შემდეგ ტყის განაპირას, ფერდობზე, ქვისგან აშენებული ქოხი გამოჩნდა, შემოღობილი ეზოთი. ბიჭმა ცხენი გაუჩერებლად გადაახტუნა ღობეზე, წამებში ქოხის უკნიდან უზარმაზარი ძაღლი გამოჩნდა და მგელბს გამოუდგა. ლამის ორი მგლისხელა ძაღლმა მგლები შეაშინა და უკან გააქცია. ცხენი კი აფორიაქებული სცემედა ფლოქვებს, ბიჭი კი ცდილობდა დაემშვიდებინა. ძაღლი მგელბს გაეკიდა. რამოდენიმე წუთი და ყველაფერი მიწყნარდა, ირგვლივ სიმშვიდე იყო. მხოლოდ ცხენის და ორი ადამიანის ღრმა დაღლილი სუნთქვა ისმოდა. ბიჭს ჯერ კიდევ ძლიერად შემოეხვია ცალი ხელი გოგოსთვის წელზე და სხეულზე იკრავდა. რამოდენიმე წუთი სუნთქვის დარეგულირება მოუხდათ. ბიჭი მალე გამოფხიზლდა, ცხენიდან ჩამოხტა და გოგოს დაეხმარა ჩამოსვლაში. წამით ერთმანეთს გაუსწორეს მზერა თუმცა სწრაფად მოშორდნენ ერთმანეთს.
- ცხენს მივაბამ, შენ შეგიძლია შეხვიდე. - ქოხზე ანიშნა, ცხენთან ერთად მიბრუნდა და ეზო მოხდენილი ნაბიჯებით გადაკვეთა.
ქოხისკენ გასწია. ფეხსაცმელში წყალი ედგა და გრძნობდა ყოველ ნაბიჯზე როგორ იწურებოდა წყალი. ორი საფეხური აიარა და კარები ნელა შეაღო, გარედან ქოხი მოვლილს არ ჰგავდა, თუმცა შეიგნით არაუშავდა. მარჯვნივ ძველებური, მაგრამ უვნებელი დივანი იდგა , მის წინ სამფეხიანი მაგიდა. მარცხნივ ერთი ძველი ზამბარიანი საწოლი იდგა, ზედ პლედებით. მოპირდაპირე კუთხეში კი შეშის ღუმელი, გვერდზე დაჩეხილი, ერთმანეთზე აკურატურად დაწყობილი შეშა იდო, გოგო მიხვდა წინასწარ მოემზადებინა აქაურობა ბექას. შუა ოთახში იდგა ბექამ რომ შემოაღო კარები, ქუდი მოიხადა და მხრებიდან თოვლი დაიფერთხა.
- თავზე თოვლი გადევს - ღიმილით მიუახლოვდა შუაში მდგომს და ფრთხილად მოაშორა თოვლი. ერთმანეთის სიახლოვეს მთელი გულით გრნობდნენ, და წამით ისიც კი გაიფიქრა გოგომ ნეტა ეს წამი გაჩერდესო.თუმცა მალე მოეგო გონს და ბიჭს მოშორდა.
- ცეცხლს დაანთებ თუ მე დავანთო?
- დავანთებ, შენ მანამდე მეორე ოთახში გადი, კარადაში თბილი ტანსაცმელი დევს და გამოიცვალე, ასე გაიყინები.
მეორე ოთახში გავიდა და მიმოათვალიერა. აქაც ერთი საწოლი იდგა, გვერდზე თაროებით , მოპირდაპირე მხარეს კარადა, კარზე მიმაგრებული უჩარჩო სარკით. ტანსაცმელი სწრაფად გამოიცვალა და სველი ტანსაცმლით ხელში დაბრუნდა. ღუმელთან ახლოს სკამზე დააწყო და დივანზე პლედით თბილად მოთავსდა. ბექამ ამასობაში ცეცხლი დაანთო და მეორე ოთახში გავიდა გამოსაცვლელად.
- ჩანთაში ქადები და სასმელი დევს. - დაიბარა და კარი მიხურა.
ფანჯარაში გაჰყურებდა, უფრო მსხვილად ცვიოდა თოვლი ციდან, ძალიან მალე ოთახში დათბა, მინა ორთქლმა დაფარა და გამოსახულება დაბურა. ბიჭი არ გამოსულა. მზერა ჩანთაზე გადაიტანა, არ უნდოდა მის გარეშე ჩამძვრალიყო ჩანთაში მაგრამ ძალიან შიოდა, თან იქ ქადები იდო.
ნელა წამოდგა და ფეხაკრებით მიუახლოვდა ჩანთას. ელვა გახსნა და საჭმლის შეკვრა ამოაძვრინა. ქადებთან ერთად ბევრი სხვა სასუსნავიც იდო. ისევ დივანს დაუბრუნდა კონტეინერით ხელში , ფეხები აიკეცა, კომფორტულად მოთავსდა , კი გაიფიქრა გავათბობ ღუმელშიო, მაგრამ მიხვდა მაგდენს ვეღარ მოუთმენდა და პირდაპირ დაიწყო ჭამა. მხოლოდ ახლა მიხვდა როგორ შიოდა. კარების ხმა გაიგო და შავი ზედა-ქვედით გამოჩნდა ბექა. მაშინვე გაიფიქრა ეს შავი სვიტრი როგორ უხდებაო მის კუნთებს, არ შეიმჩნია და ისევ საჭმელს მიუბრუნდა.
გვერდზე მიუჯდა და ერთი ქადა ააცალა. რაღაც დრო ხმა არცერთს ამოუღია. სესილიმ კონტეინერი მაგიდაზე დადო. ფეხები დივნის სახელურზე გადო, გაწვა და თავი ბექას კალთაზე ჩამოდო. ერთი ბუნდოვან ფანჯარას მიშტერებოდა, მეორე კედლის ერთ წერტილს და არცერთი იღებდა ხმას.გარედან ძაღლის ყეფა ისმოდა.
- ნანობ რომ წამომყევი? - სესილის მშვიდ სახეს მაოვლო თვალი ბექამ.
- მხოლოდ მაშინ როცა გამოტოვებული დაბადების დღის წვეულება მახსენდება.
ბექას ხმა არ ამოუღია, მაინც ეწყინა, თუმცა მიხვდა რომ გულწრფელი პასუხი სჯობდა სხვა ყველაფერს.
- მაგრამ ახლა ამ სიმშვიდეში ყოფნა მირჩევნია კლუბის ხმაურს.
სესილის თვალები დაეხუჭა, ბექა კი მის სახეს ათვალიერებდა. მოსწონდა ყავისფერი გამოყვანილი წარბები, გამოკვეთილი ყბის ძვალი და ვარდისფერი ტუჩები, მის გემოზეც გაიფიქრა თუმცა მალე მოიშორა ეს ფიქრები , თავი დივნის საზურგეზე გადადო და თვალები დახუჭა.
რამოდენიმე წუთში სესილი წამოვარდა და ბექას კალთაზე გადააჯდა,გრძელი ყავისფერი თმები ხელის მოხდენილი მოძრაობით გადაიყარა უკან , ხელები წელზე მოხვია და თავი მხარზე ჩამოადო. მის სურნელს გრძნობდა და ეს სიამოვნებდა, თუმცა ნაკლებად იმჩნევდა.
- ხელები მაგრად შემომხვიე .
ზურგზე მართლა იგრძნო ბექას ძლიერი მკლავები. სესილიმ შეამჩნია როგორ ჩუმად ჩაისუნთქა მან მისი თმის სურნელი, გაეღიმა თუმცა არაფერი უთქვამს.
გარეთ თოვდა, მხოლოდ თოვის ხმა ისმოდა, ჩუმი მაგრამ მაინც ხმაურიანი.ციოდა, შიგადაშიგ ყინულივით ცივი ქარი დაუბერავდა. პატარა ქოხში კი სითბო იყო, მაგრამ... არა იმდენად ძლიერი,როგორიც იქ მყოფთა გულებში.



№1 სტუმარი ნი

გაგრძელება ხომ ექნება..?

 


№2  offline წევრი დარინა

ვგიჟდები სვანეთზე და სვანურ ისტორიებზე, კარგად დაიწყე და იმედია კარგი ისტორია გამოვაა.

 


№3  offline წევრი CRAZY GIRL 2

ძალიან მიხარია რომ როგორ ისტორიის დასაწყისი მოგეწონათ მაგრამ გაგრძელება არ იქნება .
ან იქნება... relaxed მოკლედ არ ვიცი, თავიდან ვფიქრობდი არ გამეგრძელებინა, ახლა ვფიქრობ გავაგრძელო. ცოტა დრო მომეცით გადავწყვეტ wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent