შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო'სული {დასასრული}


1-12-2019, 17:49
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 8 533

კიტა მენაბდემ ოცდათექვსმეტი წელი იცხოვრა სამყაროში რომელმაც ბევრჯერ დააჩოქა , დაამცირა, ატკინა , წაართვა მაგრამ მაინც მყარად იდგა ფეხზე, თავს არ ხრიდა , არ ნებდებოდა და მიიღო კიდეც ნანატრი თავისუფლება. ოცდამეთექვსმეტე დაბადების დღეზე დაიწყო ახალი ცხოვრების წიგნის წერა. გადაწყვეტილი ჰქონდა გამანადგურებელი არსებობის შეწყვეტა და კვლავ აქტიური ცხოვრების დაწყება . კარგად იცოდა რომ თავიდან ვერ დაიბადებოდა, ვერც წარსულს დააბრუნებდა ან გააქრობდა მხოლოდ გაგრძელების შანსი ჰქონდა და სწორედ მომავლისთვის უნდა დაეწყო ახალი ბრძოლა. ბრძოლა ომში რომელსაც გამარჯვებულიც და დამარცხებულიც ერთი ჰყავდა , ადამიანი .
ცხოვრებით ტკბობა უნდა დაეწყო ყოველი ნათელი ფერის დანახვითა და შეგრძნებით, მათგან ბედნიერების შექმნასაც შესძლებდა თუ მოინდომებდა . მოინდდომებდა კიი? ამდენად ძლიერ სურდა საკუთარი სულიდან სიბნელის განდევნა თუ უბრალოდ ჩაერთვებოდა ჩვეულებრივი მოკვდავის ყოველდღიურ ყოფაში და დაემსგავსებოდა რიგით ნაცრისფერ ადამიანს.
ნებისმიერი გეგმა შეეძლო დაესახა და შეესრულებინა. იქ, ციხეში გამოკეტილიც კი უქმად არ იჯდა და ახლა მთელი სამყარო იყო მის წინ . ჰქონდა ისევ მიზანი ? რას ფიქრობდა ვინ იცის ან კი რა სჭირდებოდა გარდა იმისა რომ ყოველი დღით მიეღო სიამოვნება . რაღაც ახალი გაეგო, გაეკეთებინა და შეეგრძნო დანაკლისის ასანაზღაურებლად. რა სჭირდებოდა სხვა, რა აკლდა ცხოვრებაში , ჰყავდა მეგობრები და დედა. ნაცნობები , თანამშრომლები ადამიანები რომლებიც პატივს სცემდნენ . ჰქონდა სამუშაო , საქმე რომელიც მოსწონდა სწავლობდა ახალს და აკეთებდა იმას რაც შესანიშნავად გამოსდიოდა. ყოველ დღეს ენერგიულად იწყებდა, ჰქონდა გეგმებიც და გაუთვალისწინებელი, სპონტანური მოქმედებებიც. ბიჭებთან ერთად არ იწყენდა, ყოველ დღე რაღაც ახალს აკეთებდნენ არ ჩერდებოდა , საკუთარ თავს ფიქრის საშუალებას ართმევდა , იჯერებდა რომ ყველაფერი ჰქონდა რისი მოპოვებაც შეიძლებოდა . ყველაფერი დაკარგული წლებისა და სიყვარულის გარდა... დიახ, სიყვარული იყო ის რისი მიღებაც ისევ შეეძლო . გრძნობა რომელსაც ვერ ერეოდა, დაუმარცხებელი გახდა და ყოველი არგუმენტი, განცდილი ტკივილი, ბრაზი, დავიწყების სურვილი უძლური იყო მის წინაშე.
თავისუფლება დაიბრუნა, შური იძია, საზოგადოების ნაწილი გახდა, სიმშვიდეც მოიპოვა და შემდეგ გადაინაცვლა პირველ ადგილზე არულმა გრძნობებმა . ემოციებმა და განცდებმა რომელთაც ერთი სახელი ჰქონდათ „ანო“ , არ გააჩნდა ჩარჩოები, საზრვრები და იყო სრულიად უკონტროლო . ვერ ხვდებოდა რა იქნებოდა მომავალში , არც უნდოდა ამაზე ფიქრი.
საკუთარი დაბადებისდღე დედას მიულოცა პირველად. თავად ძველი ეიფორია აღარ ჰქონდა , სამსახურშიც წავიდა და მთელი დღე იღებდა მილოცვებს თანამშრომლებისგან . საღამომდე რამდენიმე საქმე ჰქონდა და მათ მოსაგვარებლად იყო გვიან კი ბიჭებმა დაურეკეს და ასე აღმოჩნდა რესტორანში , წვეულებაზე სადაც საკმაოდ ბევრი სტუმარი იყო. ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ გვიან მისულს არც კი ახსოვდა ბოლოს ასე როდის აღნიშნეს მისი დაბადებისდღე . კოკოსთან მიღწევაც ვერ შეძლო დიდხანს, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაიგდო ხელში უკვე შემთვრალი და ყურებამდე გაღიმებული ბიჭი
_დაგვიბერდი მამიკოო... აწ უკვე 36 წლის ხარ
_რატომ არ მითხარი წვეულების შესახებ
_პირველ დაბადებისდღეს ხვდები თავისუფლებაში და გგონია ისე გავატარებდი? თანაც ყველას ევასები, ქალებს განსაკუთრებით... არავინაა ისეთი ვისაც არ უხარია შენი დაბადებისდღე. მომდევნო წლებში გავაუმჯობესებ გართობის ხარისხს ... კესარია დაბრუნდეს იქნებ და მოვიშორო ეს პიჯაკი , დავიმხობ მერე თავზე ყველაფერს
_დაგვითვრა ბავშვი ... დაავიწყდება მალე აქ მისი პარტნიორებიც რომ არიან და აცანცარდება
_აუუ მოსეე შენ ვაფშე ჩუ რა ... ამ დღეს როგორ არ სვამ . მე კიტას ადგილას გავბრაზდებოდი, მაგრამ ოქროს გული აქვს მამიკოს
_მამიკოს როდემდე უნდა მეძახდეს
_წლების მატებასთან ერთად ... მალე ბაბუსაც დაგიძახებ _თვალი ჩაუკრა და მერე წავიდა.
სტუმრები ერთობოდნენ, აშკარად მოსწონდათ შექმნილი სიტუაცია . კიტა მხოლოდ სასმელის დაგემოვნებას სჯერდებოდა, ცეკვაზე არც კი უფიქრია სამაგიეროდ ნიკუშა და კოკო ავლენდნენ მონაცემებს
_შენ რა გჭირს _ ხალხს უყურებდა და თან მოსეს მიმართა _არ უარყო იცოდე
_გამთენიისას მივფრინავ ... მეყო ლოდინი, მისი სურვილების ასრულება და ყველაფერზე დათანხმება. ან ცოლად გამომყვება ან სამუდამოდ დამკარგავს... მოკლედ იქედან ან ერთად დავბრუნდებით ან რომელიმეს მკვდარს ჩამოგვიყვანენ
_როგორც იქნა ... ჩემი დაბადებისდღეც სიმბოლური თარიღი გახდა . დაბრუნებას ნუ იჩქარებთ ბარემ თაფლობის თვეც მიაყოლეთ , ნათლული არ მყავს და ბავშვებზე ვგიჟდები
_ამხელა კაცი როგორ აცერცეტდდები ხოლმე _ გაეცინა , მაგრამ თვალებიც გაუბრწყინდა _ გავხდები ბანალური კაცი და შევწყვეტ მის უთავბოლო პარპაშს ... ბავშვს რაც შეეხება ჩემი ნება რომ ყოფილიყო თინეიჯერი შვილი მეყოლებოდა ახლა და მის პრობლემებზე მომიწევდა დარდი , შეყვარებულზე და შეცვლილ ხასიათზე
_ეჭვი მაქვს ბევრს თუ ილაპარაკებ გაბრაზდები და წასვლას გადაიფიქრებ ... ამ ბრაზმა და ჯიუტობამ დაგაკარგვინათ ამდენი წელი. ამაზე იფიქრე და ყველა დაშვებულ შეცდომას რომ გაიხსენებ მერე მეც მეყოლება ნათლული
_კოკოს შე ეტყვი
_გგონია წინააღმდეგი იქნება?
_არა , უბრალოდ მეც ვიპარები და ყველას თუ ვეტყვი რაღა გამოვა
_და მე რატომ მეუბნები _ღიმილს ვერ იშორებდა
_იმ გიჟმა იქ რომ მომკლას ხომ უნდა მიპოვნოს ვინმემ _ორივეს ერთ ხმაში ეცინებოდა. ბიჭები ისევ ცეკვავდნენ , დროც გადიოდა და ახალი დღეც იწყებოდა. მოსე რესტორნიდან აეროპორტში წავიდა, სტუმრებიც დაიშალნენ. ყველა ბედნიერი , ღიმილიანი სახით ემშვიდობებოდა . კოკო და ნიკუშა საერთოდ გაქრნენ თვალთახედვიდან , ისევ მარტო დარჩა . მანქანასთან იდგა მობილურის ვიბრაცია რომ იგრძნო და ეკრანის დანახვამდე შეეკრა სუნთქვა. ელოდა ? ხო ალბათ ყოველ წამს ელოდა , წინა ღამის შემდეგ წარმოიდგენდა რაიმე ფორმით მის გამოჩენას . ეკრანს დაჰყურებდა , ნაცნობი ნომერი ორის ოცდახუთ წუთზე გამოჩნდა . არ პასუხობდა, უნდოდა , საშინლად უნდოდა მისი სევდაშეპარული, ნაზი ხმის მოსმენა , მაგრამ მობილური უკან დააბრუნა , მანქანაში ჩაჯდა და სახლში წავიდა. ზარი აღარ განმეორებულა, კიტას კი წამში გაუქრა მთელი დღის ემოციები. ყველა ფერი რაც კი დილიდან დაინახა და იგრძნო , ყველაფერი უფერული იყო ანოს ერთ უპასუხო ზართან შედარებით. მისი ხმა რომ გაეგო , რომ მოესმინა მისი სუნთქვა და წარმოედგინა მისი სახე საუბრის დროს იგრძნობდა ტკივილშერეულ ბედნიერებას . ყველაზე უცხოს, სხვა'ფერ ბედნიერებას. ხელიდან გაუშვა შანსი , უარი თქვა ერთადერთ სურვილზე რომელიიც იმ დღეს ჰქონდა.
ეზოში მიაბიჯებდა, სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია და სანთებელას ეძებდა. ყველა საჩუქარი მანქანაში დატოვა, არც კი გახსენებია მათი არსებობა მხოლოდ სახლში შესვლა და ნანას მშვიდი ძილის ნახვა უშველიდა , სხვა არაფერი.
_ოცის რომ გახდი მეც ვიყავი შენს მეგობრებთან ერთად . იმდენი ვინმე იყო , იმდენი გოგო ირეოდა შენს ირგვლივ მოსვლაც ვერ მოვახერხე. ვბრაზობდი, არ მინდოდა მათ ნაკოცნ ლოყაზე შეხება. საერთოდ ვერ ვიტანდი როცა ვინმესთან ერთად გხედაავდი შენ კი მარტო მხოლოდ მაშინ იყავი ჩვენთან, სახლში რომ მოჰყვებოდი მიშოს... იმ ღამით რამდენჯერმე შემომხედე, სულ მიღიმოდი და გული მიჩერდებოდა , ისე მინდოდა მეც ღიმილით მეპასუხა, მაგრამ ყინულივით ვქვავდებოდი , თვალს ვერ გაშორებდი . სულელი ვიყავი , ზოგჯერ მეგონა რომ ასე მოვკვდებოდი ... გამიღიმებდი და ვერ გავუძლებდი შენ ბრჭყვიალა თვალებს _ მისი ხმა ესმოდა, ისე შორეული ჩანდა , იმდენად სუსტი რომ ძლივს ერეოდა ღამის სიცივეს. კიტას ისევ სიგარეტის ღერი ეჭირა ხელში რომელიც ნელ_ნელა იწვოდა. ანო კი ჩუმად აგრძელებდა საუბარს. სადღაც უკან ,ახლოს იდგა , მაგრამ არც ისე ახლოს მისი სინთქვა რომ ეგრძნო _უკვე გვიანი იყო, ჩემთვის გვიანი და სახლში წასვლას ვაპირებდი უცებ რომ მოხვედი . ჩემ წინ დადექი , სახეზე ჩამოშლილი თმა გადამიწიე და ლოყაზე ხანგრძლივად მაკოცე. მეგონა დავიწვებოდი , შენი ხმა არეულად მესმოდა არ მახსოვს რა გითხარი მერე მიშო მოვიდა ხელი მომხვია და წამიყვანა
_ანია , მადლობა რომ მოხვედი _ მენაბდის წინ იდგა თევდორაძე. კიტა წლების წინ ნათქვამს იმეორებდა და სულ სხვა , სევდიანი, ტკივილით სავსე მზერით უყურებდა ანოს. ის პატარა , მორცხვი გოგო უკვე ქალი იყო , მაგრამ ისევ ისეთი სუსტი და არეული ჩანდა. ამღვრეული თვალებით უმზერდა და მთელი სხეული უთრთოდა
_გილოცავ , კიტა დასაწყისს _ ჩუმად უთხრა, იმდენად ხმადაბლა რომ ტუჩების მოძრაობით გაიგო ბოლო სიტყვა მენაბდემ. შემდეგ ლოყაზე შეეხო მისი გაყინული თითები , ყელზე გადაინაცვლეს და ბოლოს ტუჩთან ახლოს შეეხო მისი ათრთოლებული , ყინულივით ცივი ბაგეები _ მაპატიე ... ყველა უკან გადადგმული ნაბიჯი ... ყველა მზერა რომელიც მოგარიდე . ყველაზე წმინდას გაფიცებ კიტა _ მენაბდის ყურთან ჩურჩულებდა და მთელი გრძნობით ეხვეოდა ადგილზე გაშეშებულ კაცს
_გაპატიებ , დავივიწყებ ყველა ტკივილს და იცოდე წამსვე დასრულდები . იქნებ უკვე დასრულდი კიდეც _ ყველა გრძნობას მოერია, ის სითბოც დათმო სხეულში რომ ვრცელდებოდა, სიამოვნებაც რომელსაც განიცდიდა ... ანო დათმო , თავისი ანია მოიშორა და სრულიად მარტო დატოვა
_კიტა ... გთხოვ ასე არ
_ნუ მთხოვ... უფლება არ გაქვს !
_გრძნობებს უფლება არ სჭირდებათ , კიტა ...
_გრძნობებს _ მიდიოდა , ისევ შეჩერდა წამით გაუსწორა მზერა და გაიცინა _ შენ არაფერი იცი გრძნობებზე ... შენ უბრალოდ სინდისი გაწუხებს და თუ ეს გჭირდება დამშვიდდი . არ ვაპირებ თქვენზე შურისძიებას . მორჩა ანო , მორჩაა
სახლში შევიდა. თავადაც არ იცოდა რა ერქვა ამ ქცევას, რაღაც თამაშს ჰგავდა გაბუტული ბავშვის ქცევას, მაგრამ სხვაგვარად როგორ იქნებოდა როდესაც ვერაფერს ხვდებოდა წინასწარ. ანოს ყოველი გამოჩენა მოულოდნელი იყო , მისი ყველა ნაბიჯი ემოციებით იყო განპირობებული და ამის დაგეგმვა არ შეიძლებოოდა.
ფანჯრიდან ხედავდა ქუჩაში მიმავალ ქალს , ისე მიაბიჯებდა თითქოს მალე გონებას დაკარგავდა . წამით შეჩერდა , სახლისკენ შებრუნდა და იქეთ გაიხედა საიდანაც კიტა უყურებდა. ვერ ხედავდა, მაგრამ იცოდა რომ სადღაც იქ იდგა , მის მზერას გრძნობდა . წავიდა, სხვა გზა არ ჰქონდა ისევ უნდა დაეტოვებინა და წასულიყო.
სალომესთან მივიდა, გვიანი იყო , მაგრამ მაინც მის კართან იდგა და ელოდა როდის გამოჩნდებოდა არეული თმებითა და შეწუხებული სახით . ძილი გაუტეხა, ხასიათი გაუფუჭა , მაგრამ ანოს სახე რომ დაინახა წამსვე დაავიწყდა შეწყვეტილი სიზმარი ხელი ჩაკიდა და საძინებლისკენ წაიყვანა. პატარა ბავშვივით იწვა საწოლში და სალომეს უყვებოდა განცდილს
_დავაგვიანე... მე , მე ყველაფერი დავასრულე და უნდა შევეშვა . ვიცი, უფლება მართლა არ მაქვს , მაგრამ ვერ ვფიქრობ ისე მივდივარ.ყველა გრძნობა ერთად მახსენებს თავს , ვერ ვერევი... ასე მგონია რომ იმ წლებში დაგროვილი მონატრება ახლა მოვიდა. ხო, მე ის ვერ დავივიწყე , ვერ ჩავანაცვლე, ვერ გავაქრე და ყველა ემოცია ახლა ერთად მამძიმებს. საკუთარი ცოდვები მახსენებენ თავს
_შენ იტანჯებოდი...აქამდეც სულარეული ცხოვრობდი და ახლა მისი დაბრუნებით ყველაფერი სააშკარაოზე გამოვიდა. ადრე ვერ ვხვდებოდი რატომ არავის უღებდი გულის კარს... ხო , ისინი გიჟდებოდნენ შენც მათთან თითქოს კარგად იყავი, მაგრამ სულ ვერაფერს გრძნობდი . ახლა ვხვდები რატომ ასრულებდი ყველაფერს, თავს ისჯიდი, ებრძოდი და ტკენდი . არავის ენდობოდი , არც საკუთარ თავზე ფიქრობდი_თმაზე ეფერებოდა და თვალები ემღვრეოდა მისი მდგომარეობის დანახვისას
_მინდა ყველაფერი გაქრეს... მინდა დავსრულდე. ვერ ვუძლებ , ვეღარ ვუძლებ სალომე . სამსახურიდან წამოვედი , შვებულება ვითხოვე , გუშინ ისე გავითიშე სულ ცოტაც და პაციენტს დავკარგავდი. არაფერი მინდა, სულ არაფერი
_ასე ნუ ამბობ გთხოვ ... ვიცი , მე ვიცი რომ ის ყველაფერს გრძნობს. ვეღარ გაუძლებს შენს ტკივილს და გაპატიებს . მერე თავიდან დაიწყებთ, იმ წერტილიდან გააგრძელებთ ... ერთმანეთს გაიცნობთ ისეთს როგორიც ახლა ხართ, მერე ... მერე ერთად იქნებით შენ და ის
_ერთად ვიქნებით ? შეიძლება მაპატიოს ... ხო , მაპატიებს , მაგრამ ჩვენ აღარ ვიქნებით . ეს ანო არ შეუყვარდება ... მას სულ სხვა ანო უყვარდა და მე ? მე ხომ არ ვიცი როგორ შეცვალა ჩემი კიტა ამ წლებმა
_არ იცი, მაგრამ ხომ ოსევ გრძნობ როდესაც ახლოსაა
_პირველად რომ შევხვდი ისე მივხედე მის ჭრილობას როგორც ვიღაც უცხოს... ვერ ვიცანი , მხოლოდ უცნაურად ვგრძნობდი თავს გაღვიძების შემდეგ რომ მიყურებდა თითქოს წლების შემდეგ სული ამიფორიაქდა ... ვერ მივხვდი ვინ იყო...მანაცვერ მიცნო . ალბათ იმ დღესვე ყველაფერი ნათელი იყო _წამოჯდა, სახეზე ხელები ჩამოისვა და შემდეგ წამოდგა _ მე უნდა წავიდე და გთხოვ არაფერი მითხრა . მარტო მინდა ვიყო ... მიყვარხარ. ამ დღეებში თუ არ დაგირეკავთ არ მოხვიდეთ , ლინდასაც უთხარი დრო რომ მოვა თვითონ გესტუმრებით
_ანო გთხოვ ... არ გინდა რა . დარჩი, მე ხმას არ ამოვიღებ აქ იყავი რა. მიშოს გაფიცებ ანო
_დაიძინე , სალო ... მე აქ არ ვყოფილვარ
აღარ უსმენდა, მისი სული მოსვენებას ვერ პოულიბდა. იქაც არ იყო სიმშვიდე, არსად იყო ის რაც სჭირდებოდა. თავზე დაათენდა, კიდევ ერთხელ დაამარცხა სიბნელე სინათლემ , მაგრამ ანოსთან ისევ ვერ აღწევდნენ მზის სხივები.
.............
რამდენიმე დღე სახლში მარტომ გაატარა . აივანზე იჯდა ხოლმე პლედში გახვეული , ყავის ფინჯნით ხელში რომლის დალევაც ავიწყდებოდა. არაფერი ჰქონდა ფიქრების გარდა, სამსახურსაც შეეშვა და ეს უკვე დანებებას ჰგავდა. კიტას გარდა არაფერი აინტერესებდა, უამრავი წინააღმდეგობის, დანაშაულის, ბარიერის მიუხედავად მაინც არ უნდოდა დანებება. ამჯერად არ შეეძლო მისი მარტივად დაკარგვა, სულ ბოლო ნაბიჯი ჰქო და დარჩენილი ეს უკანასკნელი იყო საკუთარი მდგომარეობის გამოხატვისთვის . უყურებდა ყუთს რომელშიც ფოტოები ეწყო , სურათები საწოლზე დააწყო , კიდევ ერთხელ დააკვირდა ნაცნობ სახეებს და თვალები დახუჭა
_არ შეიძლება რომ ვცდებოდე... ახლა ნამდვილად ყველაფერს ვხედავ და ვგრძნობ. გავუძლებ , გეფიცები ოღონდ შენც ეცადე გამიგო _ კიტას ფოტოს ესაუბრებოდა. შემდეგ ყუთი აიღო და სახლი დატოვა.
..................
ემოციურად გადაღლილი იყო , სამუშაო დღეებიც საკმაოდ გრძელდებოდა რთული საქმე ჰქონდათ და დროში ვერ ეტეოდნენ. კოკოს რომ უთხრა წყვილის შესახებ ბიჭი სულ აირია და მისი საქმეების ნაწილიც კიტას მოსაგვარებელი იყო. ყველაფერს უმკლავდებოდა , საქმის დამსახურებით ფიქრებსაც ერეოდა .
სახლში გვიან დაბრუნდა, ნანას უკვე ეძინა . წიგნის კითხვის დროს ჩასძინებოდა. ფრთხილად მოაშორა სათვალე, წიგნიც აიღო და საბანი გაუსწორა. შევერცხლილ თმაზე თითები შეახო და მის გვერდით ცარიელ ადგილს სევდიანი მზერა შეავლო.
ოთახში რომ შევიდა გონებაში მეორე დღის გეგმებს აწყობდა, თან საშინლად ეძინებოდა , მაგრამ იმ ღამით ძილი არ ეწერა . საწოლზე ყუთი დახვდა. ძველი ქაღალდის ყუთი რომელიც კიტას არ ეკუთვნოდა . ინტერესმა სძლია და მალევე გახსნა . გახუნებული ფურცლების დანახვისას გულმა არეულად განაგრძო მუშაობა. ფრთხილად შეეხო წერილებს და მაშინვე იგრძნო სიძველის სურნელი . ფურცლებს ფორმაც კი შეცვლილი ჰქონდათ . არ იცოდა იქ რა დახვდებოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა თუ ვის ეკუთვნოდა ისინი უბრალოდ სავარძელს მიეყრდნო და პირველი წერილის კითხვა დაიწყო
„მომენატრე კიტა
ექვს თვეზე მეტი გავიდაო ამბობენ მე კი ისევ ვერ მოვდივარ გონს.
მგონია რომ შენ და მიშო სადღაც შორს გადაიკარგეთ. ყველა დატოვეთ და დასასვენებლად წახვედით. ზღვაზე ისვენებთ, ისე როგორც გჩვევიათ ხოლმე და ... არა , არა მიშო შენთან არ არის !
შენ ... შენ მიშო მოკალი
მეც მომკალი კიტა
შენი ანოც არ დაინდე კიტა
არა , არ მინდა რომ ასე ვიცხოვრო . არ მინდა ცხოვრება სადაც შენ მიშოს კლავ , მიშოსთან ერთად მეგობრობას , ნდობას, მე და შენ გვკლავ კიტა
მენატრები
იცი როგორ მენატრები?
მინდა მოხვიდეთ, უცებ შემოაღოთ სახლის კარი გიორგის მანქანა სთხოვოთ და მერე ისევ გაიქცეთ . წასვლამდე გაჩერდე, წამით შემომხედო, გამიღიმო და მერე მიშოს გაჰყვე
მინდა , მინდა სიზმარი იყოს ...ცუდი სიზმარი სადაც ყველაფერი ისევ ძველებურადაა
მე , შენ და მიშო
შენ , მიშო და მეგობრობა
მე, შენ და ჩემი ოცნებები
ეს ყველაფერი ზღაპარია...ოცნებაა და მეტი არაფერი
შენ მიშო მოკალი მიშო მოკალი მიშო მოკალი და მეზიზღები კიტა მენაბდე „
გახუნებულ ფურცლებზე ჩანდა ცრემლების კვალი . წლების წინ დაღვრილი წმინდა ცრემლების კვალი ახლა კი მენაბდეს ემღვრეოდა მზერა . ხედავდა , ცხადად ხედავდა თავის მაგიდასთან მჯდომ ანოს ცრემლიანი , დაბინდული თვალებით რომ წერდა სიტყვებს და მისი გულისცემაც ესმოდა. გული ტკიოდა, ანო ტკიოდა და შემდეგ ის სიტყვები რასაც თევდორაძე წერდა.
„მეზიზღები-თქო გითხარი , მაგრამ არ შემიძლია
არ შემიძლია კიტა
ისევ არ მინდა რეალობის დანახვა
ისევ მინდა გავიქცე, მაგრამ ძალა არ მაქვს. ვერ ვეწინააღმდეგები განაჩენს.
მე მიშოს საფლავზე დავდივარ ყოველდღე და მის უსულო სხეულს ვერ ვივიწყებ , უმიშოობას ვერ ვაქრობ გესმის?
არა შენ არ გესმის
შენ არაფერი გესმის
შენ მოხვედი , ფიქრები ამირიე , სულ ერთი ღამით დამიტოვე ოცნება და შემდეგ მიშო მოკალი
შენ ამ წერილებსაც ვერასდროს ნახავ
შენ მე შეგიძულებ და მერე დამავიწყდები
ხო , დაგივიწყებ და მერე ... მერე რა იქნება რომ დამავიწყდები ? ვინ იქნება ანო შენ გარეშე , შენზე ოცნებების გარეშე
და თუ შენ შეგეძლო მიშოს გულში დანის ჩარტყმა ეს იმას ნიშნავს რომ არ არსებობს ამ წყეულ სამყაროში არაფერი წმინდა . არც მეგობრობა, არც სიყვარული , არც ნდობა არაფერია კიტა ...ყველაფერი ერთი დიდი ფარსია . წყეული ილუზიაა რომელიც უკვე გაქრა ისე როგორც ყველა ოცნება და ოცნებაში მე და შენ
შეგიძულებ !
არა , არ შემიძლია
დაგივიწყებ ... ხო დაგივიწყებ თუნდაც ანოც გაქრეს შენთან და მიშოსთან ერთად „

„არ ვიცი ისევ რატომ ვწერ
დაგივიწყე , თითქმის
დღეს ზამთრის პირველი დღეა და მე ვერ ვისვენებ. საშინელი შეგრძნება მაქვს თითქოს გულში დანა ჩამარტყეს და მალე მეც მოვკვდები.
ჩვეულებრივი დღე იყო ,ისევ ვიყავით მე და დედა მიშოს საფლავზე. ლამარა ისევ ცუდად გახდა, ისევ დიდი და მძიმეა შენი დანაშაული .
ცუდად ვარ ალბათ იმიტომ რომ სიზმარში გნახე სისხლისგან იცლებოდი და მეტკინა
არ მინდოდა , მაგრამ ძალიან მეტკინა . ისე ძლიერ რომ არ ჩერდება ,სულ უფრო იმატებს ტკივილი
მიშო მენატრება ... ისიც და საკუთარი თავიც
ესეც გაივლის ვიცი
მე შევძლებ ახალი ანოს ცხოვრებით ცხოვრებას
შევიყვარებ ახალ ანოს და წარსულში დაგტოვებ
ამ წერილებს კი დავწვავ , მაგრამ დღეს არა იქნებ ხვალ ან იქნებ წლების შემდეგ
მე ვერ გიმეტებ, შენ კი გაგვიმეტე „
თვალები დაებინდა, ფურცელს ხელი გაუშვა და თითები სახეზე აიფარა. როგორ შეიძლებოდა ამდენი წლის შემდეგ ეგრძნო ის რაც არასდროს ჰქონია. ანო მისი არასდროს ყოფილა , მხოლოდ გრძნობა იყო რომლის განვითარებას საშუალება არ ჰქონდა. ის დრო რომელიც მასთან უნდა გაეტარებინა ციხის კედლებშ დაიკარგა. ახლა რატომ იყო ეს წერილები მასთან, რატომ ახლა და არა იქ , ციხეში . მაშინ ხომ ისევ მოინდომებდა ანოსთვის სიმართლის დამტკიცებას, ხომ ყველა გზას გამოიყენებდა . თევდორაძემ დაივიწყა, ბოლოს შეძლო და საკუთარ თავსაც კი მოერია . კიტაც ხომ არ ფიქრობდა მასზე , მაგრამ არა მას ანო არასდროს დაუვიწყებია. ამით განსხვავდებოდნენ მენაბდე და თევდორაძე , ერთი დავიწყებით ებრძოდა ტკივილს მეორე კი ყველაფერს იმახსოვრებდა .
-რატომ არ დაწვი -ხმა იმდენად ჰქონდა გამტყდარი დამალვას არც ცდილობდა. მობილური ყურთან ახლოს მიიტანა და მისი სუნთქვა იგრძნო
-პირველი რომ ჩავაგდე ცეცხლში წამსვე ვინანე, ვეცადე , მაგრამ ვერ გადავარჩინე დანარჩენები გადავმალე
-ზედმეტად გვიან გაიხსენე საკუთარი თავისთვის დამალული ყუთი ,რომელიც შენს უკანასკნელ ემოციებს ინახავდა
-უკანასკნელი არ ყოფილა-ხედავდა , იმ წამს ანოს სევდიან მზერას ხედავდა. მის შეჩერებულ გულისცემასაც გრძნობდა . ტკიოდა ანოს , მაგრამ მაინც არ ინდობდა
-შენ აღარ ხარ ის ანო მე რომ ბოლოს ქუჩაში, ღამით ვესაუბრე ... მე შენ არ გიცნობ და დავიწყებულ მოგონებებში ქექვას შეეშვი !
-მე ...-ანო საუბრის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ კიტამ დაასრულა. მობილური ჯიბეში ჩაიდო, ყუთი მაგიდაზე დატოვა და სიგარეტის ღერით ხელში აივანს მიაშურა. დიდხანს იდგა და ეწეოდა, ვერც სიცივეს გრძნობდა არც ნაბიჯების ხმა ესმოდა მანამ სანამ ნანამ პლედი არ მოახურა
-ვერ იძინებ დედი?
-ის ყუთი შენ დადე ოთახში დედა?
-ეზოში დამხვდა და ვიფიქრე შენთვის იყო
-მატყუებ დე - ზემოდან დახედა და გაეღიმა- რატომ მატყუებ
-სკოლიდან რომ დავბრუნდი მანქანაში დავინახე. სახლს უყურებდა , ისეთი სევდიანი იყო გული მომიკვდა. ბოლოს წლების წინ ვნახე შვილო , კლინიკაში ვერც კი ვიცანი ხომ გახსოვს. ის სულ ანგელოზივით იყო ... ახლა რომ დავინახე იმ პატარა გოგოს ჰგავდა მიშოს სიკვდილის შემდეგ რომ მოვიდა ჩემთან
-შენთან ? როდის მოვიდა დედა... მე რატომ არ ვიცი
-დამაფიცა არავის უთხრაო ... მთელი წელი იყო გასული შენი დაპატიმრებიდან რომ მოვიდა. მოჩვენებასავით იყო , მითხრა ჩაგეხუტებით და წავალო . ხო ზუსტად ასე მითხრა და მომეხვია, ისე მეხვეოდა თითქოს რაღაც ნაცნობს ეძებდა . არაფერი მითხრათო , აქ არ ვყოფილვარო წასვლამდე თქვა და ისე გაქრა როგორც მოვიდა
-რატომ გახსოვს ეს ამბავი დედა...
-იმიტომ რომ მაშინ დავინახე როგორი არეული იყო მისი გონება ... მარტო იყო , სულ მარტო და შენ გეძებდა. ხო , ხო ნუ იცინი შენ გეძებდა თორემ ჩემი ჩახუტება რაში სჭირდებოდა, შორიდან ვიცნობდი
ანო კი ისევ სიბნელეში იჯდა, სახლში რომელიც სულს უხუთავდა. მარტო იყო, იმდენად მძიმე სიჩუმე სუფევდა ირგვლივ ჭკუიდან გადაჰყავდა ქალი. სახე ელებში ჩამალა და ცრემლებს გასაქანი მისცა. ვინ იცის მერამდენედ ტიროდა , ისევ იმ ბავშვს დაემსგავსა ადრე რომ იყო , მაშინ მიშო რომ დაკარგა
-ასე ნუ მიყურებ. არაფერი მინდა გავიგო თევდორაძეებზე . მე შენ არ ვარ დედა, არ შემიძლია დავიწყება და მიტევება . მათზე შური მხოლოდ იმიტომ არ ვიძიე რომ არ მინდა მიახლოებაც კი ...არაფერი მინდა მათგან დედა და გთხოვ გაითვალისწინე
-მშობლების გამო შვილებმა პასუხი არ უნდა აგონ ...
-ყველა თავისი ცოდვების გამო აგებს პასუხს
-16 წლის იყო მაშინ
-შემდეგ იყო ოცის, ოცდახუთის, ოცდაათისაც იყო დედა ახლა საერთოდ 32 წლის ქალია , მაგრამ სანამ სანამ თავისი ყურით არ გაიგო სიმართლე და იმ წყეულ სასამართლოში განაჩენი არ გამოიტანეს ეჭვიც არ შეუტანია - თითქოს თავიდან განიცადა ყველაფერი. ბრაზით აივსო, სიგარეტის დარჩენილი ნაწილი მოიშორა და რკინის მოაჯირს თითებით ჩააფრინდა-დამივიწყა, გამაქრო , უჩემოდ მშვიდად განაგრძო ცხოვრებით ტკბობა და ახლა ვერ ვხვდები რა უნდა . არც შენი მესმის დედა რატომ არ ცდილობ რომ ჩემგან შორს იყოს
-ერთადერთი ქალი რომელიც ასე გაღელვებს? ამდენად გიფორიაქებს გაყინულ სულს? სულ რომ მაწამებდეს მაინც არ მენდომება შენგან შორს რომ იყოს
-ერთადერთი იმიტომაა რომ 15 წელი ციხეში გავატარე ასობით, ათასობით კაცთან ერთად ... ჯერ კიდევ არ ვარ მოხუცი დაველოდები ნამდვილ სიყვარულს . ქალები არ დალეულან სამყაროში !- ბრაზით ჩაილაპარაკა და ნანასაც ზურგი აქცია
-როცა ხორცით არ გიყვარს, როცა სული მიიწევს მისკენ წინ ვერავინ და ვერაფერი გადაეღობება გრძნობებს . ვერ ჩაანაცვლებ, ვერც შეცვლი და ვერც დაივიწყებ მას ვინც სულმა აირჩია - კართან მისული შეაჩერა. ერთხანს იატაკს ჰაყურებდა , დედის სიტყვები ისევ ტრიალებდნენ გონებაში
-მხოლოდ სულის სიმშვიდე ვერ მოგცემს მშვიდი ცხოვრების გარანტს. ცხოვრებაში სულის გადარჩენაზე უნდა იფიქრო მხოლოდ , მისი შევსება და ფერებით ავსება ისეთი ადამიანების ხვედრია ღმერთმა უდარდელი ცხოვრება რომ მიანიჭათ . ჩემნაირებისთვის არაა დედა, მე და ჩემი სული ახლა მხოლოდ გადარჩენისთვის ვიბრძვით - არ შეუხედავს, იცოდა მის ამღვრეულ თვალებს ვერ გაუძლებდა. გულის ტკივილი არ უყუჩდებოდა, სულის სიმძიმეს ფიზიკური ტკივილიც ერთვოდა თან და მენაბდეს მდგომარეობას ურთულებდა.

ის ღამე თეთრად გაათენა, დადიოდა სიგარეტის ღერით ხელში და ისევ ციხეში გამოკეტილივით გრძNობდა თავს, ამჯერად გრძNობების ტყვე გახდა. გამოსავალს ვერ პოულობდა, ფიქრობდა ყველაფერზე , უამრავ გზას ხედავდა თევდორაძისგან შორს ყოფნისთვის ყველა მიზეზი ჰქონდა, მასთან მისასვლელად მხოლოდ ერთი და ის ერთი მიზეზი ამოძრავებდა მთელს მის არსებას.
ყუთი რომ დახურა და უკან დაუბრუნა ტკივილი გაუორმაგდა, შორიდან ხედავდა ანოს . წარბშეუხრელად უყურებდა კედელთან ჩაკეცილს , გაყინულ ხელებში რომ მოექცია ყუთი და ცრემლებსაც ხედავდა , შორს იყო სრულიად სხვა კორპუსის სახურავზე მდგომი ხედავდა ფანჯრიდან დანახულ ტკივილს , საკუთარ თავსაც იწამებდა თევდორაძესთან ერთად თავადაც ნაწილებად იშლებოდა.
ანომ წერილებს შორის კიტას ხელნაწერიც რომ ნახა შემდეგ ყველაფერი ამოტრიალდა, საბოლოოდ დაიმსხვრა ანო თევდორაძის უგრძნობი, გაყინული არსება
„შენ არ გესმოდა !
შენ მომკალი!
შენ მოკალი ანო და კიტა !
შენ , მხოლოდ შენ და არავინ სხვამ!
შენ არ დამინახე. არ იგრძენი ჩემი ტკივილი, შენ მე იქ დამტოვე ... მომკალი და დამივიწყე.
გილოცავ , შეძელი და გამაქრე
შენ მე დამივიწყე , კიტა მენაბდე მოკალი ...
შენი კიტა მკვდარია ქალბატონო ანო
ალბათ იმ პირველ წერილთან ერთად ჩაიფერფლა . ან იქნებ მაშინ ჩემს ანოს რომ ებრძოდი და დაამარცხე
მე და შენ დაწყებამდე დავსრულდით ქალბატონო ანო ! „
გრძნობდა როგორ გაეყინა სხეული თევდორაძეს, მის შეჩერებულ სუნთქვას და შენელებულ გულისცემას უსმენდა. შორს იყო, გამოსახულებაც კი ბუნდოვანი გახდა, მაგრამ მაინც ანოს ტკივილს გრძნობდა და კიდევ ერთხელ იგრძნო საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი ზიზღი.
ანო კიოდა, წლების შემდეგ ისევ ისე უშვებდა ემოციებს. ტკივილმა მუხლებზე დასცა, ძალა აღარ ჰქონდა ვერ ერეოდა საკუთარ თავს , ფურცელზე ამოკითხული სიტყვები უკვე ყურში ჩაესმოდა და ყელზე მარწუხივით ეხვეოდა. დიდხანს ყვიროდა სიტყვებს რომლებსაც კიტა ვერ იგებდა, შემდეგ ძალა გამოეცალა და ხალიჩაზე დაწვა. ფურცლები იქვე იყო მიმოფანტული , ტკივილს დანებებული ცრემლიანი თვალებით უყურებდა სივრცეს .
მენაბდემ დატოვა, მანქანაში ჩაჯდა და დიდი სიჩქარით გაეცალა იქაურობას. თითქოს შორს წასვლა უშველიდა, გარბოდა , მაგრამ აზრი არ ჰქონდა. საჭეს თითებს უჭერდა და შემდეგ მუშტები დაუშინა. ისევ ხედავდა განადგურებულ თევდორაძეს და ყველაფერი კარგავდა აზრს. იქნებ არც ჰქონდა აზრი მის ცხოვრებას ანოს გარეშე, მაგრამ არა ანო მისი არ იყო ვერ გახადა თავისი ... მანამ დაკარგა სანამ ხელს ჩაჰკიდებდა.
სრულიად არეული დადიოდა ქალაქის ქუჩებში მობილურის ხმა რომ გაიგო. რამდენიმე გამოტოვებული ზარი იყო კოკოსგან და მალევე უპასუხა
-ცოცხალი ხარ? რამდენი ხანია გირეკავ შენ ხო არ გარეკე ბიჭო ... რამდენჯერ უნდა გითხრა ტელეფონი ახლოს გქონდეს მაქსიმუმ მესამე ზარზე მიპასუხეთქო
-შვილო , კოკო რა გინდა?
-სად ხარ ?
-სიცარიელეში
-ჩემთან მოდი რა ... მოდი , დავლიოთ და ვილაპარაკოთ. ან მოვწიოთ და ისე ვილაპარაკოთ- ხმა შეეცვალა ბიჭსაც. ხვდებოდა კიტა რომ ცუდად იყო და განსაკუთრებულად ღელავდა ბოლო დროს
-მეგონდა მე ჩამაბარეს შენი თავი და ახლა რა როლებს ვცვლით პატარავ?
-ძმობას გაფიცებ ჩემთან წამოდი ან მითხარი სად ხარ და მე მოვალ
-მოვალ ... - მიმართულება შეიცვალა და კოკოსთან გადაინაცვლა. ჩუმად შევიდა , დივანზე დაჯდა და თვალები დახუჭა. კოკომ უკვე კარგად იცოდა ამ დროს ჩუმად რომ უნდა ყოფილიყო და საკუთარ ხასიათსაც კი ივიწყებდა კიტას გამო. ჭიქა გაავსო მხოლოდ , სიგარეტს მოუკიდა და მის პირდაპირ სავარძელში დაჯდა . დიდხანს იყო ჩუმად, ჭიქა დაცალა და ისევ დახუჭა თვალები
-როდის ჩამოვლენ იცი?
-ხვალ...ასე რომ დახვდე კესარიას მოგკლავს
-მერე შენც არ უთხრა რომ დ.ნძრეული მაქვს და მე ნიღაბს მოვირგებ . თუმცა არ მჭირდება რომ ჩამოვლენ ისედაც გავბედნიერდები
-მაგრამ სხვისი ბედნიერებით მიღებული სიხარული საკმარისი არ არის , როგორც არ უნდა გიყვარდეს მაინც
-მომესწრო ბიჭი- ჩაიცინა და წამით შეხედა- საქმიანი კაცი გახდი და გეშველა ხომ ხედავ ... ან ჩემმა მუდმივმა სევდამ იმდენად დაგძაბა რომ ასეთი გახდი
-ბოდავ
-ეგ ვიცი ... გული რომ მერევა იმ არსებაზე რადაც ვიქეცი ეგ თუ იცი კოკო? - წამოიწია, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და თითებში მოქცეულ ჭიქას დააკვირდა- ამ წყეულ სასმელსაც ვერ ვიტანდი , ამის გარეშეც ვერთობოდი ...ისეც თავისუფალი ვიყავი და დარდიც არ მქონდა გასაქრობად. ახლა ისეთი საცოდავი გავხდი ,რომ ვითიშები ფიქრების დასაპაუზებლად - ჭიქაში მოძრავ სითხეს შეხედა და მერე უცებ ისროლა კედლის მიმართულებით - მე მძულს სასმელში ჩამხრჩვალი ფიქრები
-კარგი , მაშინ მე დავლევ და შენ თვითგვემა განაგრძე იმ ცოდვების გამო რომელიც არ ჩაგიდენია... გაუკეთებელი დანაშაულების გამო, შეუძლებელი საქმეების გამო რომელიც ვერ გააკეთე იმიტომ რომ ადამიანის ძალებს აღემატებოდა...კიდევ რის გამო იდანაშაულებ თავს შემახსენე და მე დავლევ, მაგრად მიყვარს ეს წყეული ვისკი
-მთელი არსება მთხოვს ანოსთან მისვლას და ყველაფრის დავიწყებას, უსიტყვოდ...უთქმელად მის პატიებას . ახლა ისე მინდა მივიდე , ჩემ გამო დაღვრილი თითო წვეთი ცრემლის გამო ვთხოვო პატიება და მერე ...
-რა ჩაიდინე პატიების თხოვნა რომ გჭირდებოდეს ... კიტა რა გააკეთე
-დავადანაშაულე ...
-ანო? ანოს რა დანაშაული აქვს
-არაფერი... შენ ვერ გაიგებ. ვერავინ გაიგებს , მხოლოდ მე და მან ვიცით . იმ ტკივილისთვის გავიმეტე, რომელსაც ჩემს გარდა ვერავინ გაუქრობს - კოკოს ჭიქა აიღო და გაავსო- მე გამიმარჯოს, საცოდავ , მშიშარა კაცს ვისაც ეშინია ერთადერთი ნათელი გრძNობის რომელიც გააჩნია თავის ბნელ ცხოვრებაში
-ასეთს ვერ გცნობ ... ვერც გიტან ასეთს და საერთოდ არც გეთანხმები. შენ სუსტი არ ხარ და არც მშიშარა . დღემდე არ ვიცი , ვერ ხვდები თქვენს შორის მაშინ რა ხდებოდა ალბათ ვერც გავიგებ არ შემიძლია ეს სიყვარული რა გავაკეთო ჩემთვის ქალი ვნებაა , სიამოვნებაა და ბედნიერება
-ჩემთვის კი „ანია“- ჩუმად თქვა და ისევ დახუჭა თვალები -შენ რომ შეიყვარებ , გეფიცები ერთი შეცდომის დაშვების უფლებასაც არ მოგცემ ...
-და შენ ? შენ და ანო?
-მე და ანო ... მე და ანო - იღიმოდა და სიგარეტის ღერს თითებსშორის ათამაშებდა -მე და ანო დავსრულდით
-რომ დასრულებულიყო ახლა ასე არ იქნებოდი... დრო გქონდა მთელი 15 წელი ამ დასასრულის გასააზრებლად და გადასახარშად , მაგრამ ისევ გრძნობ. ვერ შორდები, ვერც პატიობ და ვერც ივიწყებ . გონს მოდი
კოკოს ხმა ესმოდა , მაგრამ ისევ ანოს ხედავდა. ხალიჩაზე მოკეცილ მის სხეულს, სუსტს, უძლურს და სულიერად გატეხილს . ვეღარ უძლებდა , ძალა აღარ ჰქონდა მის ტკივილს ვერ აიტანდა ,მაგრამ მასთან ყოფნის გზასაც ვერ ხედავდა.
-მივდივარ - ფეხზე წამოდგა და კოკოს სულ აურია თავგზა- ნანას მიმიხედე ... არ ინერვიულოს. დაგიკავშირდება როგორც კი შეძლებს-თქო უთხარი
-სად მიდიხარ ... კიტა ნუ გამაგიჟებ . არ გინდა რა , ამდენი წელი რა აღარ გადაიტანე ... სიყვარულს ვერ უძლებ?
-სად მივდივარ ... სადღაც შორს , იქ სადაც მარტო დავრჩებით მე და ჩემი ფიქრები
ანო ისევ ისე იწვა, მზერას არ აშორებდა ფურცელს და ვერაფერს გრძნობდა სულის ტკივილის გარდა. კიტა კი მიდიოდა , გარბოდა ყველასგან და ყველაფრისგან


მოკლედ "მარტო'სულის დასასრული არის ასეთი და სათაურის შესაბამისად მარტოსულად დასრულდა
უკაცრავად ვისაც იმედები გაგიცრუეთ შესაძლოა მოხდეს ისე რომ გავაგრძელო კიდევ , მაგრამ მოლოდინის რეჟიმში ნუ იქნებით
გმადლობთ ყველას ვინც კითხულობდით <3
ცუდი მწერალი გავხდი ვიცი, მაგრამ ვიმედოვნებ წარსულის გამო მაპატიებთ



პირველი ვარ ❤ წავედი წავიკითხო❤

 


№2  offline წევრი Anansio

ლამის მოვკვდიი...ამეტირაა...მარიაამ არ ვიცი რა ვთქვაა,ემოციებში ვარ. ორი სულ’არეული ადამიანიი და მეეე დაშოკილი... არაა ანო და კიტა არ იმსახურებენ დამთავრებაა.ახლა უნდა დაიწყონ!არააა არააა გთხოოვ ოღონდ არ დაასრულო ანო და კიტა...ძაან სასოწარკვეთილი ვარ.როგორი ემოციური და მძიმე იყოო... ვერ ვაზროვნებ...ვტირიი...გელოდები ოქროსხელება მარიაამ! ანო იმსახურებს პატიებას,ადამიანია თავისი სისუსტეებით,როგორც კიტა.გთხოოვ ! გელიი!!❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი ვიპნი

გული მეტკინა :(

 


№4 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

დავიწყე...

მაგრამ მოვალ როცა დაგეწევი, ისე კი აქ ვარ. ჯერ მხოლოდ 4 თავი წავიკითხე და მხოლოდ ერთ რამეს ვგრძნობ.

აფეთქებას

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ენ ბლექი
დავიწყე...

მაგრამ მოვალ როცა დაგეწევი, ისე კი აქ ვარ. ჯერ მხოლოდ 4 თავი წავიკითხე და მხოლოდ ერთ რამეს ვგრძნობ.

აფეთქებას

არ გელოდი ჯერ
გამიკვირდა

 


№6 სტუმარი სტუმარი No one special...just a random g

აი როგორ მესმის კიტასი... როგორ ზუსტად ვიცი რა გრძნობაა... თითები რომ გიკანკალებს ისე გინდა შეხება, სული რომ გელევა... მაგრამ ვერ რა, მაინც ვერ... მატირე მარიამ და ჭრილობები ახლიდან გაიხსნა...

 


№7  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

მეცოდება ანო, თუმცა კიტასიც მესმის, ძალიან ძალიან ემოციური თავი იყო. სხვანაირად ალბათ ვერც იქნებოდა... სასწაულად წერ, ყველა ახლა მოთხრობაში გეტყობა რომ იზრდები ძალიან.

 


№8 სტუმარი Baron

ეს რა იყო მარიამ?!
სული წაიღო.

 


№9  offline წევრი tamuna.s

აფსოლუტურად ვეთანხმები კიტას.ზოგჯერ სიყვარული საკმარისი არ არის ამდენი იმედგაცრუების და ტკივილის დასავიწყებლად. მაშინ თუ პატარა იყო იმის მერე ხომ გაიზარდა, ნუთუ ერთხელ მაინც არ გაუჩნდა სურვილი რომ თუნდაც ერთხელ ენახა და მის თვალებში ჩაეხედა, ეკითხა რა მოხდა და რატომ. მაგრამ ანომ უბრალოდ დაივიწყა და ცხოვრება განაგრძო. ეხლა კი მე მაინც მგონია რომ ანო ასეთ მდგომარეობაში სიყვარულის გამო კიარა სინდისის ქენჯნის და სინანულის გამოა. ყველას თავისი აზრი აქვთ, მაგრამ ჩემთვის ანო და კიტა დაწყებამდე დასრულდნენ. კიტა ბედნიერებას იმსახურებს, ოღონდ იმ ადამიანთან ერთად ვისაც უპირობოდ ეყვარება და ჭირშიც და ლხინშიც მის გვერდით იქნება. ვინც კიტას თვალებში ამოიკითხავს მის სიმართლეს და არ დასჭირდება მტკიცებულებები და მოსამართლის ბეჭედი.

 


№10 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ ვინერვიულე ანოს წილი და კიტასიც.როგორ დაძაბული ვკითხულობდი სანამ ბოლომდე ჩავედი.და მაინც ვფიქრობ რომ გარბის კიტა და სიყვარულს გაურბის ეს ნახა გამოსავალი მისიც მესმის კარგად საკუთარ თავს უნდა გადააბიჯოს რომ აპატიოს და თან ანოსიც მესმის ის დაიჯერა რაც დაანახეს.არვიცი არ მემეტება არცერთი დასატანჯად არცერთი მეცოდებიან ორივე ასე ცალკე.ისე ვინერვიულე ისე ვიდარდე და მაინც მეგონა რომ კიტა გადადგამდა ამ ნაბიჯს თუმცა შევცდი.ველოდები შემდეგს ძალიან ემოციური იყო ეს თავი.

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიამი

თავის ვიკავებდი დამეწერა ჩემი ემოციები. დიდხანს არ შემოვდიოდი საიტზე ვიცოდი არ წერდი... შემოვედი და მე-5 თავი დამხვდა ახალი ისტორიის. როგორი ვეცი ვერ გეტყვი... ყველა წავიკითხე და რასაც ვფიქრობდი იყო ის თუ სად გაქრა ძველი მარიამი და რა დაემართა. მძიმე ისტორია გამოდის და მგონია რომ შენი სულიერი მდგონარეობის ბრალია. რაღაც ძალიან გაწუხებს ალბათ. რაც ძალიან მიყვარდა შენს ისტორიებში ის მუხტი აკლია, ის სიმსუბუქე და სიყვარული. აქ უზომოდ დიდი ტკივილია და მაშინებს. ახლა კომენტარს ვწერ იმიტომ რომ ამ თავით თითქოს დაბრუნდი. შენებურია რაღაცნაირად ტკბილი და დამაფიქრებელი. მინდა კარგად იყო და სითბოთი აგვავსო. ❤

 


№12  offline წევრი crete20

გული გამიჩერდა ეს რა იყოოო??
ორივე რომ მეცოდება რა ვქნა და კიტას რომ ვამართლებ მაგაზე რა ვქნააა??? საყვარელიიი!!
შე არაჩვეულებეივო როგორ გამიხარდა ეს თავი

 


№13 სტუმარი სტუმარი ქეთი

პირველად არვიცი რა დავწერო...:((((
მეც მოვკვდი და სადღაც ერთ წერტილში გავიყინე და იმედია შემდეგი თავი ცოტას გამომაფხიზლებს :(((((გული და სული მეტკინა ზუსტად ისე როგორც მათ ტკივათ და ცრემლები თავისით მოდიან :(((((არვიცი მართლა არ ვიცი რას ვწერ და რა მინდა დავწერო :((ძალიან ემოციური იყო ჩემთვის :((((ძალიან მაგარი ადამიანი ხარ ეს ვიცი და შენი მჯერა :))

 


№14  offline წევრი whidout name

ისევ შოკში ვარ ისევ ემოციების ქვეშ არ ვიცი რა ვთქვა მართლა.საოცრებაა ყველაზე განსხვავებულია სხვა განხზომილებაა სხვა გალაკტიკაა,სხვა სამყაროა სხვა ცხოვრება და ჩვენგან პარალელურია ნამდვიი გრძნობებით ეოციებით და განცდებით სავსე ადამიანების სამყარო.არ ვიცი რა ვთქვა მართლაზოგადად არ მიყვარს ხომლე ჩემი აზრის გამოხატვა მირჩებნია ჩრდილში ვიყო მაგრამ თქვენი ისტორიები მართლაც სასწაულია არაჩვეულებრივი და ყველაზე გამორჩეული.
საშინლად ემოცური თავი იყო იმ წამიდან როცა კითხვა დავიწყე ვერვწყნარდები მართლა ოღონდ ახლაც მომდის ცრემლები ზოგიერთი მომენტის გახსნებისას.არადა ასეთი ემოციურიც მართლა არ ვარ,ჩემი თავის მეც მიკვირს.სასწაულია პირდაპირ.
იმედია კიტა საბოლოოდ იპოვის სულის სიმშვიდეს და დაუბრუნდება ძველ ცხოვრებას მართალია შეცვლილს სხვაფერს მაგრამ მაინც ძველს.იმედია მიხვდება კიტა რიმ ანიას გარეშე არ შეუძლია და დაბრუნდება მასთან ჯერ კიდვ არ დაწყებული მათეული ურთიერთობის გასაგრძელებლად.იმედია იპოვის სულის ნაწილს და შეავსებს თავის სიცარიელეს,გააფერადებს და გაასხვაფერებს ყველაფერს.ახლა ვხვდები ყველაზე მეტად კიტას ტკივა ყბელაზე მეტად ის განიცდის და მაზოხისტურად იტანჯავს თავს ჩემტვის სრულიად გაუგებარი მიზეზის გამო.ან შესაძლოა გასაგები რაღაც მომენტში.არ ვიცი დაბნეული ვარ.იმედია შეზლებს სულის ნაწილის პოვნას მის პატიებას და ანოს გაბედნიერებასაც დანარჩენი ნამდვილად არაა ჩემზე დამოკიდებული,თუმცა არც ამ დრომდე ყოფილა.
ძალიან მაგარი ისტორიაა ველოდები შემდეგ თვს მოუთმენლად რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს

 


№15 სტუმარი ana.

ვაიმე ეს რა იყო.. რამდენი ვიტირე რომ იცოდე წერილებმა საერთოდ ბოლო მომიღო.
ვხვდები რომ პატიება ძალიან რთულია ყველანაირად მართალია კიტა მაგრამ ანოსაც აქვს თავისი სიმართლე, ანოს არ ვადანაშაულებ არავინ იცის მსგავს მდგომარეობაში როგორ მოიქცეოდა. თვითონ კიტაც რო აღმოჩენილიყო ანოს მდგომარეობაში როგორ მოიქცეოდა?
ანო და კიტა რომელი უფრო მეცოდება ვეღარ ვხვდები. ორივეს ცხოვრება ჯოჯოხეთია და ერთმანეთის გარეშე მჯერა რომ ბოლომდე ესე დარჩევა, ორივეს საბოლოოდ დაენგრევა ცხვრება..
მჯერა და ძაააააალიააან მინდა კიტამ როგორმე იპოვს გზა ანოს საპატიებლად, მართალია წარსულს ვერ დავიწყებს, ვერცერთი ვერ დაივიწყებს თუმცა იმსახურებენ ბედნიერებას <3
საოცარი თავი იყო, ძალიან სევდიანი, და ძალიანზე მაგარი გოგო ხარ <3
გელოდები მოუთმენლად

 


№16  offline წევრი აბაშიძე

მარიამ.

სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი მომენტებს.
გეფიცები!

გულის გამაჩერებელი თავი იყო.

გულის გამაჩერებელი სიტყვებით.
ფრაზებით.
მონოლოგებით.
დიალოგებით.
ყველაფრით.
ყველაფრით.

ასეთიც მიყვარხარ.
უცნაურია.
მაგრამ სავსეა.
მავსებს.
ემოცოციებით მავსებს.

მატირებს.
მაღიმებს.

ვბრაზდები.
მიხარია.

რა კარგი ხარ ხვდები?
შენი თითოეული სიტყვით მარიამ.

არ ვიცი ამის იქეთ რა ვთქვა.
აზრებს ვერ ვალაგებ.
მართლა.

იმხელა ტკივილია.
ორივეში.

ანო მეტს რას იზამს?
როგორც დაწერე მარიამ.
ყველაფერი გააკეთა?
მგონი და.
რაღა შეუძლია?
მეტად რაღა ატკენს?
მეტად როგორ.
ანიას კი არა მეც მეტკინა ის სიტყვები.
წერილიდან.

კიტა.
მესმის მისი.
თან არ მესმის.
რთულია გასაგებია.
სხვა ანო შეუყვარდა.
სხვა.
მაგრამ.
ახალი ანო გაიცნო?
არ გაიცნო!
დაუკვირდა?
შეიცნო?
იქნებ ის არის კვლავ.
იქნებ ანიაა.

როგორ დასრულდა.
არ დასრულდა.
ვერ დასრულდა.
ვერ დასრულდება.

ეს ორი.

ოხ ეს ორი.

იცი პირველივე თავიდან რაზე მეფიქრება.
ფოტოზე.
ფოტოზე რომელიც თავებს ამშვენებს მარიამ.
ნიღაბი და ანო.
იმ ნიღაბს მოიხსნის.
და დარჩება ხო კიტასთან.
ანია დარჩება.

ვაიმე.
გავუტიე.
ძალიან.

ეტყობა ხო ჩემს კომენტარს რა დამმართა ამ თავმა.
გავგიჟდი.

შემდეგამდე.

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

აბაშიძე
მარიამ.

სუნთქვაშეკრული ვკითხულობდი მომენტებს.
გეფიცები!

გულის გამაჩერებელი თავი იყო.

გულის გამაჩერებელი სიტყვებით.
ფრაზებით.
მონოლოგებით.
დიალოგებით.
ყველაფრით.
ყველაფრით.

ასეთიც მიყვარხარ.
უცნაურია.
მაგრამ სავსეა.
მავსებს.
ემოცოციებით მავსებს.

მატირებს.
მაღიმებს.

ვბრაზდები.
მიხარია.

რა კარგი ხარ ხვდები?
შენი თითოეული სიტყვით მარიამ.

არ ვიცი ამის იქეთ რა ვთქვა.
აზრებს ვერ ვალაგებ.
მართლა.

იმხელა ტკივილია.
ორივეში.

ანო მეტს რას იზამს?
როგორც დაწერე მარიამ.
ყველაფერი გააკეთა?
მგონი და.
რაღა შეუძლია?
მეტად რაღა ატკენს?
მეტად როგორ.
ანიას კი არა მეც მეტკინა ის სიტყვები.
წერილიდან.

კიტა.
მესმის მისი.
თან არ მესმის.
რთულია გასაგებია.
სხვა ანო შეუყვარდა.
სხვა.
მაგრამ.
ახალი ანო გაიცნო?
არ გაიცნო!
დაუკვირდა?
შეიცნო?
იქნებ ის არის კვლავ.
იქნებ ანიაა.

როგორ დასრულდა.
არ დასრულდა.
ვერ დასრულდა.
ვერ დასრულდება.

ეს ორი.

ოხ ეს ორი.

იცი პირველივე თავიდან რაზე მეფიქრება.
ფოტოზე.
ფოტოზე რომელიც თავებს ამშვენებს მარიამ.
ნიღაბი და ანო.
იმ ნიღაბს მოიხსნის.
და დარჩება ხო კიტასთან.
ანია დარჩება.

ვაიმე.
გავუტიე.
ძალიან.

ეტყობა ხო ჩემს კომენტარს რა დამმართა ამ თავმა.
გავგიჟდი.

შემდეგამდე.


შენ კომენტარებს ცალკე ვგრძნობ
ისტორიის შემდეგ რომ ვკითხულობ
კიდე სხვანაირად ვხედავ რაღაცებს
არ ვიცი როგორ ხდება ეს მაგრამ ასეა
მადლობა
შემდეგამდე ქეთ

 


№18 სტუმარი სტუმარი მარიკა

არ ვიცი რა გითხრა მარიამ,, ზე ემოციური ისტორიაა შენ კი არა შენი ყველა მკითხველი გამოგვფიტა მგონი. უბრალოდ გელოდები.

 


№19 სტუმარი სტუმარი მაკო

ხოო,ეს მართლაც რა იყო.სულიც წაიღო და გულიც.შენზე რა უნდა ვთქვა,ყველაზე მაგარი გოგო ხარ.მწერლად დაბადებული.

 


№20 სტუმარი საიმონს

არ მესმის 16 წლის ბავშვს რაში ადანაშაულებს კიტა.
მერე რა რომ გაიზარდა, მაშინ ბავშვი იყო და ძმა საყვარელმა კაცმა მოუკლა.
დაიჯერა და ასაკთან ერთად აღარ უცდია კიტას ნახვა იმიტომ რომ რთულია 2 წელში მიხვიდე და ადამიანს უთხრა ახლა 18 წლის ვარ და აღარ მჯერა რომ მიშო შენ მოკალიო.
ასე ძალიან უთავმოყვარეო ადამიანად გამოყვანა ანოსი ცოტა მაბრაზებს .
კიტას თავმოყვარეობა ელახბოდეს და ანოს აწერდეს ეხლა :)

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მარიკა
არ ვიცი რა გითხრა მარიამ,, ზე ემოციური ისტორიაა შენ კი არა შენი ყველა მკითხველი გამოგვფიტა მგონი. უბრალოდ გელოდები.

მადლობა ❤❤❤❤❤
ვიმედოვნებ დიდხანს ლოდინიარ დაგჭირდებათ მეც მალე დავწერ და გავთავისუფლდები ჩემი გმირების სიმშვიდით

სტუმარი მაკო
ხოო,ეს მართლაც რა იყო.სულიც წაიღო და გულიც.შენზე რა უნდა ვთქვა,ყველაზე მაგარი გოგო ხარ.მწერლად დაბადებული.

ვაიმე ძალიან დიდი მადლობა
არ ვიცი რამდენად დავიბადე მწერლობისთვის , მაგრამ გამახარა ამ სიტყვებმა ♡♡♡♡♡♡

საიმონს
არ მესმის 16 წლის ბავშვს რაში ადანაშაულებს კიტა.
მერე რა რომ გაიზარდა, მაშინ ბავშვი იყო და ძმა საყვარელმა კაცმა მოუკლა.
დაიჯერა და ასაკთან ერთად აღარ უცდია კიტას ნახვა იმიტომ რომ რთულია 2 წელში მიხვიდე და ადამიანს უთხრა ახლა 18 წლის ვარ და აღარ მჯერა რომ მიშო შენ მოკალიო.
ასე ძალიან უთავმოყვარეო ადამიანად გამოყვანა ანოსი ცოტა მაბრაზებს .
კიტას თავმოყვარეობა ელახბოდეს და ანოს აწერდეს ეხლა :)

როგორ მიხარია მოკლედ სხვადასხვა დამოკიდებულება ანოსა და კიტას მიმართ ამით ვხედავ რომ მრავალფერი მკითხველი მყავს და ძალიან კმაყოფილი ვარ. მე ორივე მიყვარს ორივესი მესმის დაჟე გურამი რომ მოვკალი ისოც კი მეტკინა ასე მეგონა მამამისი მე ვიყავი და მე დავტიროდი . ასე რო მე სულ ვცდილობ გამოვიდე მწერლის ტყავიდან და შევხედო ყველანაირი რაკურსით გმირებს , მაგრამ ისინი მაინც თავის ხასიათში ჯდებიან ... კიტას ბევრჯერ უთქვამს შენ არაფერი დააშავეო ახლაც თუ დააკვირდით კოკოსთან დიალოგისას თქვა ანოს არაფერი დაუშავებია ... სხვა ვერ გაიგებს მხოლოდ მე და მან ვიცითო .
მოკლედ რთული ასახსნელია , რთული დასაწეროა და :უბრლოდ ვნახოთ რა გამომივა

 


№22 სტუმარი სტუმარი Magdalina

Saotsari gogo xar????madloba emotsiebistvis????

 


№23 სტუმარი ucnobi

არა ანო არ იმსახურებს კიტას, ღირსია რაც ემართება, თვმთონ ანომ დაამთავრა ყველაფერი და რას ითხოვს?! კიტა ციხეში იყო გამოკეტილი და თვითონ ცხოვრებას აგრძელებდა, ერთხელ მაინც მისულიყო და ენახა თუ ძალიან უყვარლა, მაგრამ მისი გრძნობა ნამდვილი არ ისო, ეხლა კი დამსახურებულად ისჯება

 


№24 სტუმარი dina

ანოს ასეთი მოთქმა გოდების არ მესმის. ადამიანი ან გიყვარს ან არა. წლების მანძილზე როდესაც შენი საყვარელი ადამიანი არ გახსენდება, არ გრძნობ სიყყვარულს და მონატრებას და ეს ყველაფერი 15 წლის მანძილზე გრძელდება და გაგრძელდებოდა სამუდამოდ, კიტას თავისი უდანაშაულობა რომ ვერ დაემტკიცებინა. ეხლა უცბათ რატომ გაგიჟდა კიტას სიყვარულით ვითომ. შეიძლება მკვლელად მიგაჩნდეს და ვერ პატიობდე, მაგრამ მაინც გიყვარდეს. კატოს კი როცა უნდა უყვარს და როცა არ უნდა შეუძლია ეს სიყვარული ჯანდაბაში გაუშვას? გრძნობა ან არის ან არა. წლების მანძილზე თუ არ გიგრძვნია მისი სიყვარული და მონატრება, მაშინაც კი როდესაც სხვა კაცების მკლავებში ნებივრობდი. ეხლა რაღამ გადარია. შეეშვან ერთხელ და სამუდამოს თევდორაძეები კიტას, მისთვის ამ ოჯახს უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ

 


№25 სტუმარი ლიამი

ღმერთო, რა ადვილია 15 წლის თავგზა არეული , ძმა და სულმოკლული გოგოს დადანაშაულება.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ზოგჯერ რამხელა ცხოველია ადამიანი.
მარიამ, შენს ნიჭიერებაზე საუბარიც ზედმეტია.
გელოდები.

 


№26 სტუმარი ლილი

დავიწყებ იმით რომ უგზოუკვლოდ, უკიდეგანოდ ნიჭიერი გოგო ხარ. ამდენი ემოციის მოტანა როგორ შეგიძლია , არ ვიცი. კიტა და ანო.. იცი რა არის, ორივეს ამბავს აქვს გამართლება და მეორე მხრივ გამტყუვნებაც. ამიტომ არის ამდენი აზრთა სხვადასხვაობა რომ გამოიწვია ამ თავმა. ჩემი რჩევა იქნება რომ არავის აზრს არ მოუსმინო და მხოლოდ შენს გულსა და გონებას მიენდო, რადგან შენზე უკეთ არავინ იცნობს შენს გმირებს.

 


№27 სტუმარი Tiko tikuna

რამდენი ვიტირე???❤ მარიამ.ესენი ერანეთის გარეშე არ დატოვო გთხოვ.??❤❤ შენ კი ყველაზე დიდი საოცრება ხარ საოცრებათა შორის?❤❤

 


№28 სტუმარი სტუმარი ლიკა

ანუუუ))) ემოციების ზღვა )) ვერაფერს გეტყვი ეხლა შენ ყველაზე მეტად "გაჭედილი" ხარ))) კიტაც ხარ და ანოც, ვერ პატიობ და ყველაზე მეტად ის გინდა რომ გაპატიონ))) მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ მიჩნდება კითხვა , ვინც მთელი გულით გიყვარს და ვისაც მთელი გულით უყვარხარ, მას თუ არა, მაშინ სხვას ვის უნდა აპატიო? )) ვისაც არა ადარდებ, ის სულ ფეხებზე დაიკი'დებს შენს პატიებას და ისე უფუნქციოდ დაგრჩება ეგ ადამიანური გრძნობა , გონზე მოსვლასაც ვერ მოასწრებ))

 


№29  offline წევრი კირა

ვკითხულობ რათქმა უნდა და კომენტარს არ ვწერდი.. მაგრამ აშკარად გავიბერე ემოციებისგან, როგორც ავტორს მარიამ ხომ შეიძლება კეთილი გახდე და ამ ორის შორით ასე ტანჯვას ბოლო მოუღო, მკითხველსაც გვტკივა ამ ორის სულის ტკივილი:(( კიტა ცოტა მოარჯულე რაა, მოუხადა ბოდიში ანომ, მეტი რაღა ქნას... ეს ისტორიაც ემოციურად მძიმე გამოვიდა,თუმცა ძალიან კარგი.. ისე რაღაც სიუჟეტით ცოტათი შენს ,, დაკარგულ დროს,, წააგავს და შენ რომ კარგი გოგო ხარ ეს უკვე იცი:)

 


№30 სტუმარი სტუმარი ირინკა

მართლაც ემოციების ზღვა დააყენე!!❤❤
უმაგრესზე უმაგრესი გოგონა ხარ შენ!!❤❤
კიტას კიდევ გადაეცი ჩემს გოგოს ნუ მინერვიულებს ამდენს!!❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent