მარტო
ბევრს დავდიოდი ცხოვრების გზაზე, ბედნიერების ძებნაში ვიყავ, არ მიცხოვრია აწმყოთი არა, სულ მომავალის ჭვრეტაში ვიყავ. ფიქრები ჩემი ნაწილი იყო, მხოლოდ ოცნებით ვცხოვრობდი ქვეყნად, სულ, მუდამ ბრძოლა მიწევდა იმის, რომ შემეცვალა ჩემი ცხოვრება. ვცდილობდი მაგრამ ამაო იყო, არ გამოვიდა აქ არაფერი, რად დავიბადე ასეთი, რათა რომ ვერ ვარ ქვეყნად მე ბედნიერი. იქნებ ეს მხოლოდ ჩემი ბრალია, სათანადოდ ვერ ვცდილობდი ალბათ, ვიყავ სულ მარტო და სიახლოვეს სრულიად ვერავის ვუშვებდი, მაგრამ დადგა დრო როცა მე შევიცვალე, ჩემ ცხოვრებამაც პირი იცვალა, გავიგე რა არს ცხოვრების აზრი, ჩემი ცხოვრება მთლად შეიცვალა. ვიყავ გახსნილი, თავისუფალი მხიარული და სიცოცხლით სავსე, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა მერე რადგანაც გავხდი მე ისევ ასე. ბედნიერება უკან წავიდა მხიარულებაც გამიქრა თითქოს, თუმცა არ ვიცი რა არს მიზეზი რომ კარგად ყოფნა სანატრელ იყო. გარშემო ხალხი მე მრავლად მყავდა, მაგრამ მე მაინც თავს მარტო ვგრძნობდი, თუმცა ერთი რამ ვიცოდი კარგად: კარგი ცხოვრება თვითონ არ მოდის. ბრძოლა მომიწევს ისევ და ისევ, და ამ ბრძოლაში მარტო ვარ ახლა საკუთარ თავს მე თვით უნდა ვსძლიო, არ შევაწუხებ არავის არა. და მე მომავლის იმედს ვიტოვებ, ვიცი რომ ღმერთი არა გამწირავს, ვიცი რომ დიდი მაქვს მომავალი, და რომ ცხოვრება კვლავაც კარგია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.