სიცოცხლობანა (სრულად)
√შეიძლება! როდესაც ადამიანი ქვეყანას ევლინება ბედის ვარსკვლავი მისთვის განკუთვნილ სცენას დანათის. ფარდები უზარმაზარი სცენიდან კუთხეში იკუჭება. სამყარო ადგილს უთმობს თითოეულს შექმნან/შეასრულონ განკუთვნილი როლები... მაგრამ... და როდის იხურება ფარდები?! * ოთხი თვის წინ, შეხვედრის პირველი დღე. რამდენი სევდიანი ამინდებია ზამთრის თვეებში-ფიქრობდა კედელს მიყრდნობილი ახალგაზრდა ქალბატონი. მარტო მყოფს საათის ხმა ღლიდა. სუსტ თითებს თმებში ხლართავდა და ეჩვენებოდა რომ საკუთარი თავიც ასეთ გაუალ აბლაბუდაში ჰყავდა გახლართული სამყაროს. ბავშვობაში ერთხელ მეზობელმა უთხრა რომ მისი სახელი რომელიღაც ენაზე "იღბალ დაკარგულს"ნიშნავდა. რაც უფრო მატებდა დრო წლებს მით უფრო გრძნობდა ამ ფრაზოს სიცხადეს საკუთარ თავზე, თითქოს როგორღაც ცარიელ, არჩევან წართმეულ ადამიანად შერაცხეს დაბადებიდან. მაგრამდა რისთვის? -ვერასდროს ამოხსნა. ოთახის ჩაკეტილმა სული შეუხუთა, გარინდებული სიწყნარე თრგუნვას გვრიდა. კედელს გაეცალა. განუყრელი მეგობრები საღებავები და ფურცლები აკრიფა და ღია ცას მისცა თავი. ნაბიჯებ ქვეშ შრაშუნი გაჰქონდა სიცივე მიწებებულ ასფალტს... მალე მიაღწია ამოჩემებულ ადგილს. წინ გაიშალა სახატავ დაფაზე თეთრი ფურცელი, ცივ თითებს შორის მოიქცია შავი ფანქარი, მაძებარი თვალებით გაჰყირებდა ჰაერს და ცდილობდა ჰაერში საბნად გაწოლილი სიცივის დანახვას, შემდეგ რომ ფურცელზე აესახა ეს გამყინველი. აზრებს ვერ იჭერდა, რადგან უამრავ მოსიარულე ადამიანს აცილებდა მზერით, შეჰყურებდა:ხელჩაკიდებულებს, მარტოდმარტო მიმავალთ, ღიმილიან მოხუცებს, ახალგაზრდებს უაზრო თვალებით ნაბიჯებ არეულებს, გადაღლილებს, წარბშეკრულებს, ცხვირ აბზუებულებს, ქურქიანებს, გაქექილ ტანისამოსიანებს და მათი შემყურე გაორებულ გრძნობა აღძრული ფიქრობდა-ცხოვრებავ ყველას მაინც ერთნაირად დაასრულებ! -ხატვა შეგიძლია? -მოესმა მომავალი ხმა. ჰაერს გაჰყვა სახით იმ მხარისკენ საიდანაც წამოვიდა მოძახილი. თავდაჯერებული გამომეტყველება შეახვედრა კითხვის ავტორს -შენ როგორ გგონია? -მინდა რომ დამხატო -პორტრეტებზე არ ვმუშაობ -ესეიგი არ შეგიძლია! ცოტა ხნით ჯიუტი მზერა შეაგება ორთავემ ერთიმეორეს, შემდეგ კი უთხრა: -ჩამოჯექი, ერთად ვნახავთ რა გამოვა! იმავ წამს დაიკავა ბიჭმა სათანადო ადგილი. ხელები მუხლებზე დაილაგა. გამომწვევი მზერით იცქირებოდა მოპირდაპირედ. ახალგაზრდა ქალს თითები უთრთოდა. ჯერ ფურცელს დახედავდა, შემდეგ წინ მჯდომს, კონცენტრირება უჭირდა. ნელი სიო ბიჭის ქერა თმებს ეთამაშებოდა, ამინდიც ჩემს წინააღმდეგ არისო გულში ჩურჩულებდა მხატვარი ქალი. დაიწყო... მომნუსხველი სითბო ჩამოწვა ზამთრის იმ ცივ წამს! -შეეშვი თმებს, ხელი სახეს გიფარავს და შესწავლილი დეტადები მეკარგება-ცოტათი განაწყენებით გასძახა დასახატ ობიექტს -ხელის შეშლა არც მიფიქრია-გულუბრყვილო ღიმილით გამოეპასუხა და თან დააყოლა-იქნებ მოსულიყავი, ახლოდან შეგევლო თვალი გაგიმარტივდებოდა. ურიგოდ არ ეჩვენა შეთავაზება. ბიჭისკენ წავიდა. სახით მისკენ გადაიხარა, თვალებში დაჟინებული მზერით ჩაჰყურებდა, უნდოდა მათი გზით ამ უცნობი ერთი შეხედვით თავხედი ახალგაზრდის სულის კუნჭულში გაეღწია, შემდეგ კი ნაკვთებში ჩაექსოვა დანახული... მოულოდნელად ისე სწრაფად წამოიწია ტანით ქალისკენ დააფრთხო, თავად კი გამაღიზიანებელი ღიმილით უთხრა: -სწრაფად მხატვარო, გავიყინებით -არასერიოზულობა რომ მოიცილო მეც საქმეს გამიადვილებდი ამ სიტყვებმა თითქოს მოცელესო, სახე შეეკრა. უცნაური იყო მაგრამ თითქოს უხილავი ხილბანდი ჩამოსძვრა სახიდან და გასაკვირი იერი შერჩა და წამოვიდა მისგან გაუცხოვების, ღელვის, მარტოობის მაგვარი სხივები თვალებიდან.. ფურცელზე ხაზები გაჩნდა:ქარისგან აბურდული თმები, თითქოსდა უშეში თუმცა მომხიბვლელი ნაკვთები, ხშირი წამწამები, ღრმა ლურჯი თვალები არეული შეგრძნებებით ამღვრეული, წარბის გასწვრივ ამოსვირინგებული ინიციალები, ზედა ტუჩთან პატარა შავი ხალი -დავსულე! -თავი არ აუწევია ისე თქვა, თითქოს უმისამართოდ ბიჭმა ქვედა ტუჩი კბილებში მოიქცია, საკუთარი პორტრეტის წინ ჩაიმუხლა, მონუსხული შეყურებდა ნამუშევარს, მერე მსუბუქად ჩაიღიმა ქალს მოუტრიალდა და უთხრა: -გამოვიდა! გვერდით მიუჯდა მხატვარს. ქარი თმებში თავის ნებაზე მიუშვა, გახედა გვერდით მჯდომს მარცხენა ხელზე ჩასჭიდა თავისი ხელი -სულ გაგყინვია -ისედაც ყოველთვის ცივი მაქვს ხელები -... ლურჯი საღებავი ცხვირზე მოგცხებია -ჰო შენი თვალების ფერმა ჩემს სახესაც დააჩინეს კვალი უცნაურად გახედა ქალს... მერე ხელის მტევანზე გააგრძელა დაჟინებით ყურება -ბევრი გიყვირია! -უკაცრავად? -ლამის შეიცხადა ქალმა -ეს ნაკაწრები... ნაკაწრები სენს კანზე ხმამაღალი დაძახილი იყო ალბათ არავის რომ არ ესმოდა ისეთი... თავი ჩახარა, მძიმედ გადყლაპა ყელში მოწოლილი ბურთივით გძნობა, სახე ბიჭისკენ მისკენ მიაბრუნა -მე ამათ ფრჩხილების მინაწერებს ვეძახი, ერთგვარი სიმბოლოები ჩემთვის. მე მათი გზით საკუთარი თავის გადაკითხვა შემიძლია. თითები მოხვია ხელის მტევანზე, თითქოს თავადაც გრძნობდა მის საწუხარს -გარბიხარ! -არსებობს ადამიანი რომელიც ერთხელ მაინც არ გაქცევია საკუთარ თავს? ბედნიერია თუ კი არსებობს -გაქცევით ვერასდროს იპოვნი შენს მე-ს -არმინდა გაკვირვებით გახედა ქალს ისე რომ ხელი არ უშვია ხელისთვის: -რატომ დავეხეტებით ამდენი დაღლილი, დაბმეული, არეული ადამიანები? -იქნებ ზედმეტდ სერიოზულად აღვიქვამთ სიცოცხლეს, იქნებ წვრილმანებში დასანახ ბედნიერებას ვერ ვხედავთ, იქნებ არა საკუთარი ცხოვრებით არამედ სხვების ცხოვრებით ვცხოვრიბთ, იქნებ ყალბები ვართ საუბრის დროსაც -ჰოდა ამ სიტყვების შემდეგ არ მიგაჩნია რომ გაქცევა საკუთარი თავისგან დანაშაულია? -... -სიცოცხლობანა! აი რა ჰქვია ჩვენს არსებობას ქალმა ცივი თითები მსუბუქად შეახო წარბთან, ჩურჩულით უთხრა: -საინტერესოდ გამოიყურება ეს ლურჯი ფერის ინიციალები -ადრე როცა ბავშვი ვიყავი ყოველი დღის ბოლოს ვინიშნავდი რამდენიმე სიტყვით იმ წვრილმანს რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნდა, ასე ვთქვათ ფაქტად რომელიც არ მინდოდა მიკარგულიყო და ვეღარასდროს გამეხსენებინა. ეს ინიციალები ასე იშიფრება "სამახსოვრო მომენტი" იმ ბავშვური ახირების საპატივცემულოდ-მსუბუქი ღიმილი დაეფინა-მე ბევრი ლამაზი, ცოტათი სევდიანი სამახსოვრო წამები მქონდა ჩანიშნული. გონებას ახსოვს, თვალებმა კადრებად იხილეს, ეს წარწერა ჩემივე თვალების ფერი ბევრ ნანახს გულისხმობს. -სა მა ხსო ვრო მო მე ნტე ბი -დამარცვლა ქალმა, უნებურად მბზინავი ცრემლები გაუკრთა თვალის ჭრილთან. თითქოს დაგარგულ, სამახსოვრო მომენტებს დაუწყო ძიება -რატომ იწყებ ტირილს? -არ ვიცი, ხანდახან ალბათ უმიზეზოდაც ვტირით! -უმიზეზოდ არაფერი და განსაკუთრებით ტირილი არ შეიძლება, ცრემლებს ახსნა ყოველთვის აქვს. არსებობს უსახელო ცრემლები, იმ წამს რომ გვავიწყდება სახელი დავარქვათ -რას ნიშნავს უსახელო ცრემლი? -ჩემს გვერდით ობოლი ბიჭი ცხოვრობდა, ბებია ზრდიდა. მეზობლად მცხოვრები ბავშვები საჩუქრებით ხელში მშობლებმა მასთან წაგვიყვანეს, მარტოდ რომ არ ეგრძნო თავი. სახლი ჩვენმა მხიარულებამ აავსო. უცებ ბიჭი წამოდგა, ვერავინ შენიშნა ის მხოლოდ მე გავაყოლე თვალი, სარკმელთან მივიდა, ხელისგულები რაფას დააბჟინა და მომლოდინე თვალებით გაყურებდამინებს იქეთ გზას... მერე ატირდა, ჩუმად უხმოდ. ვხედავდი მას და მეც გადმომიგორდა ცრემლები, მე ვიცოდი მიზეზი რისგამოც ტიროდა ის მაგრამ სახელს ვერ ვარქმევდი ჩემსას, ეს ისეთმა უცნაურა ემოციის ბიძგმა წარმოშვა დღემდე არ ვიცი სახელი მისი! ღრმად ამოიოხრა ქალმა... მერე კი დუმილის შემდეგ თქვა: -ახლა რომ ისევ წერდე სამახსოვრო მომენტების დღიურს, მეც დავიმსახურებდი შენს ფურცლებზე ყოფნას დღევანდელი დღის სახსოვრად? -დღევანდელი დღის და შენს სახსოვრად მშვენიერი ჩანაწერი მიმაქვს-თქვა და ხელი ნახატისკენ გაიწოდა. -მითხარი ყველაზე მეტად რა გღლის? ჰკითხა ქალმა -ფიქრები მღლიან -ერთი შეხედვით არ გავდი მხრებზე სევდა მოკიდებულ ადამიანს -ბევრიც რომ აკვირდე ადამიანს მაინც ისეთი გამოჩნდება როგორადაც შეინიღბავს თავს, სანამ თავად არ წაგიძღვება თავისი ბნელი კუნჭულებისკენ... ცოტახნით ჩუმად ვისხდეთ შემდეგ კი წავიდეთ, ტუჩები გილურჯდება სიცივისაგან -ცოტახნით ვისხდეთ და ჰო წავიდეთ... გრძნობდა ბიჭი რომ ქალის სულში განსაკუთრებული სინაზე ცოცხლობდა. ისეთი ძლიერი, მძაფრი სურვილი დაეუფლა მოფრთხილებოდა მის ამ ხობლს, გაფრთხილებოდა სრულიად უცნობ ქალს, ქალს რომელმაც ისეთი ემოციით დაიტანა იმისი სახე ფურცელზე როგორიც სინამდვილეში ღიმილის საბურველს მიღმა ცხოვრობდა მასში ღიმილის საბურველს მიღმა... სამყარომ ერთმანეთს შეახვედრა ორი მარტოსული, რომლებიც იმ წამს გვერდიგვერდ ისხდნენ და პირველად გრძნობდნენ უცნობ სიმშვიდეს. რომელმა რომელი იპოვა-ვინ იცის, მთავარი იყო აღარ დაეკარგათ ერთმანეთი, მოვლენილ სასწულს ხომ სწორი დანახვა სჭირდება... *ოთხი თვის შემდეგ, შეხვედრის ბოლო დღე. რა ჯანდაბა გვემართება ადამიანებს. რა ემართება ჩვენს რეალურ მისწრაფებებს. რას ვუშვებით ნამდვილ მე-ს. კარს მომდგარ ბედნიერებას ზღურბლGან რატომ ვაბრკოლებთ... საზიზღრობაა...! -ესეიგი უნდა წახვიდე? -მომლოდინე საბრალო მზერით გახედა შორიახლოს მდგომს -არ მაქვს უფლება თავი ვიმართლო, მაგრამ ჩვენ ორივემ ვიცოდით რომ ასე მოხდებოდა! -თუ ღმერთი გწამს, მე ხომ შენი მჯეროდა, მე მჯეროდა რომ შენ შენს რეალურ მხარეს არ დაივიწყებდი... მე ხომ ვიცი ის შენთვის მეორე ხარისხოვანია -გთხოვ! ის ჩემი საცოლეა, ვეღარაფერს შევცვლი-თვალები კიდევ უფრო ჩაეკარგა იატაკში -საცოლე? უკანასკნელი ნაძირალას მსგავსად იქცევი. გარდა იმისა რომ შენთვის "ხელსაყრელი"ქალია სხვა რაიმე ღირებული გკავშირებს მასთან?... შენ იყიდები, მე კი ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ასე შევცდებოდი შენში. გახსოვს ის დღე როცა პირველად შევხვდით... იმ დღეს რომ ვინმეს ეთქვა შენზე ეა ბიჭი შემდეგში ასე მოგექცევაო ბოროტ ადამიანად ჩავთვლიდი... წადი! -როგორი გულუბრყვილო ხმით წარმოთქვა ბოლო სიტყვები -... იქნებ.. ჩვენ შეგვიძლია... ქალმა ბრაზით ანთებული თვალებიდან სისხლის გამყინველი მზერა დააშტერა და მიახალა: -როგორც არ უნდა მიჭირდეს შენთან განშორება მე საკუთარ თავს ვერ დავკარგავ, არასდროს გაბედო და მითხრა ვიყო შენთან მის ზურგს უკან. შენთვის შეიძლება არაფერი მაგრამ ჩემი შენდამი გრძნობა წმინდა იყო და ვერ ამოვსვრი ამ სიბინძურით!... შენში ასე როგორ შევცდი -შემიძულებ! როგორ არ მინდა, მაგრამ ვიცი რომ შემიძულებ-თავაუწევლად მიმქრალი სიტყვებით წარმოსთქვა ქალის მისამართით. -შენ კარგა ხანია აღარ იქცევი ისე როგპრც გინდა... მაგრამ სიძულვილით ასე მარტივად არ ხდება ღირებული გრძნობის ჩანაცვლება, ამ შემთხვევაში ჩემდა სამწუხაროდ. ვიცი აწი დარდი შემჭამს... აი აქ კი-მარცხენა ხელი გულზე მიიბჟინა-ეს ტკივილის შეგრძნება სულ უფრო სიმძიმით გაიჟღინთება, არა შენ არ დაგადანაშაულებ, ეს ჩემი ბრალია არ უნდა მიმეცა საკუთარი თავისთვის უფლება მინდობა ესწავლა. მამაკაცმა შუბლზე ჩამოყრილი ქერა თმებიდან ახედა ქალს, ლურჯი თვალები ტალღებს მოასწავებდა, სახეზე ხელი ჩამოისვა, ნაბიჯები გადადგა, ქალის ხმამ შეაყოვნა -ბედნიერებას გისურვებ ცხოვრებობანას თამაშშკ! გაიყინა ზღურბლთან, დაბრკოლდა, როგორ ბრძოლობდა საკუთარ თავთან... და მაინც გაიხურა კარი! *დაიწყო წუთები რომლებსაც უაზრომა ჰქვიათ! -სადამდე? მარტო ოთახში დარჩენილმა თავს სისუსტის უფლება არ მისცა. ჩამოშლილი გრძელი, დატალღული შავი თმები ცალ მხარეს გადმოიყარა. ჩაიდანი გაზქურაზე მოათავსა და გაემართა აივნისაკენ, რომელსაც სუსტად შემორჩენილი მზის სხივები ევლებოდა. ქალის ნაბიჯებით გაღრჭიალდა ხის იატაკი, მსუბუქი ტანის რხევით ჩაეშვა დროისაგან მოძველებულ ჩალისფერ სავარძელში. ყველაფერს ეხებოდა იმისი ფიქრები ოღონდ კი ცოტახნის წინ მომხდარზე არ ეფიქრა. ისიც სიძლიერეა სიძლიერეს რომ ვცდილობთ. სრულიად მოეშვა. სუსტი მკლავები სახელურებზე გადაკიდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს თავისი პატარა ხის სახლიანად ბრუნავდა დედამიწასთან ერთად. უნდოდა დრო გაეყინა და თავადაც შეჩერებულიყო. გონებით სხვაგან მყოფი სავარძელს არწევდა და ისიც მარცვლავდა ამ გულისწამღებ ღრჭიალს, რაღაც ისეთს უხეში საკრავის მაგვარ ხმას გამოსცემდა ეს ჩალისფერი... იქნებ ქალის ხასიათის მსგავს!... მოპირდაპირედ აღმართულ უცხო ჯიშის ხეს უყურებდა, ტუჩის კუთხეში მსუბუქი ღიმილი გაეპარა. დაიჭირა იმ წამებში მოწყვეტილი ფოთლის სურათი და ისე უცნაურად აიტანა სურვილმა გაეგონა, შეესმინა თუ რა ხმა გამოსცა მოწყვეტილმა ფოთოლმა, როგორი იყო მიწასთან შეხებისას ხმა იმისი! ფიქრობდა "მსუბუქია თუმცა შეუძლია ჰაერის გასერვა. ასე მსუბუქად აცვივა ფაქტები ჩვენს შინაგანს იმათი ხმა კი კარგად გაისმის სულში"... ჩაიდანი ოთახიდან გულის გამაწვრილებლად აქვითინდა, როგორ მოჰგავდა გამალებული სითხის ლავა ქალის აზრების დუღილს! ჩაიდანი დაბლა გადმოდგა, აივანს დაუბრუნდა, ჩაეშვა ისევ ჩალისფერში და ცისკენ თავაღრეცილი ფრინველის თვალთვალს განაგრძნობდა, შეშურდა მისი, უნდოდა თავადაც ასეთი ლაღი ყოფილიყო, დედამიწიდან შორს, ღრუბლებთან ახლოს... სავარძელი კვლავ აგრძელებდა რწევას... თითქოს აქაოდა საათის ისრებს აჯავრებდა ჩხაკუნში-მას დრო გაჰყავდა დროისთვის, სამყაროსთვის... ამ სავარძელს კი ბეჭებზე თმებდაყრილი ქალისთვის, მისივე ფიქრებიათვის. ცა გადასერა ვერტმფრენმა. ღრუბლიდან ღრუბლებამდე თათრი სიწმინდისფერი ხაზი შეატოვა ცისფერს-საკუთარი ანაბეჭდი, სიმბოლო დაუტოვა. იმისა რომ წუთების წინ იქ მაღლა ჩაიარა. ხაზზე შემყურე ქალმა მარცხენა საკუთარ ხელსს ჩამოხედა,გულდასმით აკვირდებოდა, სავარძლის ღრჭიალში შერწყმული აზრთა ნაკადი კი იმარცვლებოდა ფიქრების ზღვაში... შინაგანში ჩაილაპარაკა "არიან კი ეს სიმბოლოები საუკეთესოები საკუთარ თავს საკუთარი ფრჩხილებით რომ ვუსახსოვრე, ეს წვრილი, აბურდული, დატოტვილი ნაკაწრების ქსელი... შეხორცებულებს რომ თითქოს ტკივილის მოყენება არ შეუძლიათ, შეხედვის დროს აღძრული გახსენება ტკივილი არ არის განა? -არის! და შეუძლიათ რადგან ისინი სევდაგამჯდარმა თითებმა გაუჩინეს სხეულს" მარცხენა მუშტი შეკრა, სუსტი ძარღვები საბრალოდ გამოიბურცნენ ბადედ გადაკრულ შრამის ხაზებში. გონებაში მათ იმ ადგილებს და გზებს ადარებდა შეხედვის დროს რომ გახსენებენ განვლილ დღეების კადრებს, გულისწყვეტად რომ ღვრიან ხასიათში წარსულის დღეებს. მშვიდად სუნთქავდა, ამოიწურა ირგვლის კადრები. ჩაფიქრდა და გულისწყვეტა იგრძნო ტყუილ უბრალოდ ნათქვამ ძვირფას სიტყვებზე, მცდარ დაპირებებზე, საკუთარი თავი საწყლად ეჩვენებოდა, უსარგებლოდ მიგდებულ ნივთად. დასაწყისი გაზაფხულის უღრუბლო ცაზე ნათელია... ლურჯი ნათელი... მერე ბზარები ჩნდება, გაუცხოვება საშინელებაა. როცა იმედგაცრუებას იგემებ გგონია რომ ყოველთვის ასე იქნება და თუ ამ ყველაფერს წარსულის უიმედობები, რაღაცნაირი უფორმო ცხოვრება კვებავს-ადამიანი განწირულია გადაჩეხვისთვის. დღის ნათელი და ლურჯი ცა ფერს კარგავდნენ, ცის გადაშლილზე სახეს იმუქებდა მთვარე. ხატვის მიმართ ზიზღი რომ არ ეგრძნო აუცილებლად ასახავდა აი წამის მომნუსხველ ღამეს, მაგრამ წამების მიმართაც ზიზღი იგრძნო... სიომ სარაფნის ბოლოზე წაუპოტინა გარეთ მჯდომს. სავარძელი კვლავ დაუღალავად აგრძელებდა რწევას... შემოიპარა ბინდი. ვერცხლისფერმა მთვარემ აივანი ააბრჭყვიალა. ასცქეროდა ქალი იმხანად გამონათებულ, მიმობნეულ ვარსკვლავებს და როგორც არასდროს ისე მარტოდ იგრძნო თავი, ისეთი შეგრძნება აღეძრა თითქოს გაქცეულ მატარებელში იჯდა და იმისი ვიწრო ფანჯრიდან ადევნებდა თვალს ღამის ცას... და აი, მთელი დღის საათების მანძილზე რასაც გაურბოდა ერთიანად იმძლავრეს, ასე არაა განა ღამესთან ერთან ინთებიან ხელნაკრავი შეგრძნებები... და ქალშიც თბილად ფუთფუთებდა იმის ნდომის სურვილი რომ იმ წამებში ხის იატაკი "ვიღაცის" ნაბიჯებით აჭრიალებულიყო, უნდოდა ნაცნობი ხელების სითბო ეგრძნო შეცივებულ მხრებზე, ისე სურდა უკვე მონატრებად ქცეული სახისთვის თვალის შევლება რომ ინსტიქტურად დაიწყო თვალების ცეცება... სახლის გვერდით გაფენილმა ტბის სურათმა მიიქცია მისი ყურადღება მთვარის შუქს მომხიბვლელად რომ ირეკლავდა, წყლისკენ წავისა. სავარძელმა მისუსტებულად განაგრძო რწევა. ქალს კოჭებზე წამოზრდილმა ბალახებმა გაუთამაშეს. ტბის წინ მუხლებით ჩაიჩოქა. სახეზე ცრემლნარევი ღიმილი აუტოკდა, როგორი ცარიელი იყო შინაგანად, მარტოდმარტო. ცის არეკლილ სურათს წყალში შეჰყურებდა, გვერდულად გადააწვა ბალახებს, სულ მთლად ახლოს ნაპირის ზოლთან. იმ ჩიტივით გრძნობდა თავს ლურჯთან ახლოს, თავისუფლად მძიმედ! ფიქრობდა"აწი ყველა დღეს ეყოფა სითავხედე და საყვარელ სახეს ამომიტივტივებს ხოლმეო". თითები წყალში შეაცურა, ცა წყალში შეტოკდა, ნაოჭები დაეტყო ზედაპირს, რკალისებრი რგოლები გაცვივდნენ, ვარსკვლავები ახმაურდა "მინაწერებს ფრჩხილებით" ვერ შლიდა სივრცე... კაბის კალთა გაიჟღინთა ტბის წყლის წაკბენებით. მაინც რა საშინელებაა უიმედოდ ყოფნა, რად იკარგება ხოლმე ასე ან რატომ, ასე ღრმად როგორ იძირება ფსკერზე... და ეს დაგვიანებები, გვიან მოსული სინანულები, ადამიანები პოულობენ ერთმანეთს და მერე კარგავენ რა შეიძლება ეწოდოს ამას... ქალი სულ უფრო გრძნობდა როგორ ეპარებოდა კანის სითბოს სიცივე წყლის... სახლის კედელს ავტომობილის ფარებმა დაანათეს! და მაინც როდის იხურება სცენაზე ფარდები? იქნებ ჩვენი არსებობის რომელიმე ეტაპზეც ხდება ეს და მერე ბმელ ადგილას, ჩამქრალ სცენაზე უგულშემატკივროდ დავეხეტებით მარტოდ მარტო... სულიერ სიმარტოვეში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.