შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეპყრობილი (11)


5-12-2019, 14:48
ავტორი Anni Kesarelli
ნანახია 1 113

30 ოქტომბერი 11:08

-სწრაფად სწრაფად ფატა მოიტანეთ.-ყვირიან დედაჩემი და ქეთი რომელიც სარკის წინ მდგომს კაბის მოსინჯვაში მეხმარებიან. დედაჩემი ძალიან ჩქარობს ქეთი კი ისე ზოზინებს გეგონება დროს წელავს ან ეზარებაო. აკვირდება ჩემს უსიცოცხლო სახეს და წყლიან თვალებს. მხოლოდ ის თუ მიხვდება ვართუარა ბედნიერი ჩემი გადაწყვეტილებით, და თუ მის ხასიათს გავითვალისწინებთ კარგად შეძლო ამოეკითხა ჩემ სახეზე ეს ყველაფერი.
და აი ეს დღეც დადგა ჩემი ქორწილი, მე ვთხოვდები და არც მჯერა. სამუდამოდ ვუკავშირებ ჩემს ცხოვრებას გიგის, რომლის მიმართაც რაღაც გრძნობა მაქვს მაგრამ ბოლომდე ვერ ვერკვევი. სარკის წინ მდგომ ჩემ თავს ვუყურებ, ათასჯერ ვაკვირდები თეთრ კაბას რომელიც მაცვია და რაღაც საშინელი გრძნობა მეუფლება. დილიდან თავს ისე ვგრძნობ თითქოს ძალიან დიდ დანაშაულს ჩავდივარ, ქეთი რამდენჯერაც მარტო ვრჩებით ერთი და იგივე კითხვას მისვავს, "დარწმუნებული ხარ? რადგან დრო კიდევ გაქვს." მას შემდეგ რაც სანდრო დაბრუნდა ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო ირაკლისთან და ქეთისთან, არვიცი რატომ მაგრამ თვლიან რომ გიგისთან ბედნიერი ვერ ვიქნები მაშინ როცა ბიჭი რომელიც ჩემი სამყაროა ახლოსაა. არ მინდა გიგის გული ეტკინოს, მან არიცის სანდრო რომ დაბრუნდა და ვისურვებდი ქორწილამდე არც გაიგოს. კაბის ყოველ ნაკეცა ვისწორებ, ღრმა დეკოლტეთი ღია ზურგით და მააქმანებით მორთულ გაშვებულ კაბა ჩემს კანის ფერს საოცრად უხდებოდა. ახლა მხოლოდ ვარცხნილობაზე ვფიქრობდი, როგორ გამეკეთებინა ჩემი შავი სქელი თმა ისე რომ ამ კაბას ზედ დაკვდომოდა.
-ანი ჩვენ წავალთ რესტორანს დავხედავთ შენ სალონში წადი და როცა მოხვალ 2 ისთვის კაბას ჩაგაცვამთ და მოგხედავთ.
-კარგი დედა.
თეთრი საქორწინო კაბა გავიხადე და საწოლზე გავშალე. დივანზე დავჯექი და ვფიქრობდი, ვფიქრობდი ძალიან ბევრს, იმაზეც ვფიქრობდი რას დაუკავშირდებოდა ჩემი ფიქრები გათხოვების შემდეგ. და თუ ძალიან გაინტერესებთ ვფიქრობდი სანდროზე, ის და მე ჯერ კიდევ ჩვენ ვიყავით მე ის მიყვარდა მას მე ვუყვარდი და რაც ყველაზე მთავარია ეს ორივემ ვიცოდით. თვალები აცრემლიანებული მქონდა დილიდან ვერ ვიშრობდი ცრემლს რომელსაც არ ვაძლევდი უფლებას ჩემს სახეზე გადმოსულიყო. ბევრი იფიქრებდა ბედნიერების ცრემლიაო მაგრამ ახლა ასე ნამდდვულად არ იყო.
-შეიძლება პატარძალო?-კარებთან იდგა სანდრო და მიყურებდა, შემდეგ კი გახედა კაბას რომელიც საწოლს მთლიანად იკავებდა.
-ძალიან ლამაზია, დარწმუნებული ვარ მასში შენც არაჩვეულებრივი ხარ.
-მადლობა-ძაალიან დარცხვენილი ვარ და თვალებში ვერ ვუყურებ, ის კი მიახლოვდება და ჩემს წინ დგება.
-ანუ თხოვდები...
-კი
-არ ცვლი გადაწყვეტილებას რაც არ უნდა იყოს.
-ნუ იფიქრებ იმას რომ არ მიყვარხარ..
-ვიცი... ვიცი ამას აკეთებ იმიტომ რომ გინდა ბედნიერი იყო, მაგრამ შენ ჩემთანაც ბედნიერი იქნები.
-კი ვიცი... მაგრამ ყოველი შენ მიერ მოყენებული ტკივილი კარგად მახსოვს დ ავერ ვივიწყებ რა მწარე იყოს ეს.
-ანი...
-სანდრო! გთხოვ ნუ ამირევ გონებას, თუ გიყვარვარ თუ მართლა გიყვარვარ, მომეცი უფლება ვიცხოვრო უშენოდ და ვიყო ბედნიერი.
-მე? მე რა მეშველება? როგორ გავუძლო იმ მომენტებს როდესაც შენ და შენს ქმარს დაგინახავთ ერთად? მერე მე ვიქნები უბედური და შენც ეს გინდა.
-რეეებს ბოდავ?
-მაშინ ასე არ მომექცეოდი, შეიძლება რაღაც დროს მართლა დამნაშავე ვიყავი და შენ უდანაშაულო, მაგრამ იცოდე რომ ჩემს ცხოვრებას ახლა შენ რევ. პოზიციები გავცვალეთ ახლა გულს შენ მტკენ.
-და როგორ ფიქრობ მე გული არ მტკივა?
-და ჰო თუ გტკივა ჩემი მეტად უნდა გესმოდეთ-სანდრომ ცალი თვალით გახედა ჩემს საქორწინო კაბას.-მაგრამ რაღა აზრი აქვს ლაპარაკს შენ ეს გინდა და არ აღიარებ.
-დიახ მინდა. ბედნიერი უნდა ვიყო და სასწრაფოდ დატოვე აქაურობა. გაეთრიე და აღარასდროს მოხვიდე ჩემთან.
-არ მოვალ. გპირდები არ მოვალ. ნახვამდის ანი, იცოდე რომ მე ყოველთვის მიყვარხარ.
-ეგ აღარ გაიმეორო.
-ჰო შენ უკვე თითქმის გათხოვილი ქალი ხარ.
ტირილი დავიწყე და სახეში გავარტყი.
-ნუ იქცევი ასე.
-როგორ ვიქცევი?
-ამისთვის მოხვედი? რომ აგენერვიულებინე ქორწილამდე რამდენიმე საათით ადრე?
-მიყვარხარ.
-არა არ გიყვარვარ.
-რომ არ მიყვარდე ჩემს უბედურებაზე შენი ბედნიერების აგების უფლებას არ მოგცემდი. ახლა კი მოიწმინდე ცრემლები, და მე წავალ გპირდები არ დაგენახები აღარასდროს.
ეს იყო სანდროს ბოლო სიტყვები და მან ჩემი ოთახი დატოვა. კედლთან ჩავიმუხლე და ცრემლებისგან ვიცლებოდი. ახლა ერთმანეთს გული ორივემ ვატკინეთ ორივემ დავამახინჯეთ ერთამენთის ცხოვრება ჩვენი ერთად ყოფნით. ის ფიქრობდა რომ აღარ მიყვარდა მაშინ როცა სიცოცხლეს მერჩივნა.

13:35
თეთრი გრძელი კაბა ახლა ჩემს ტანს ამშვენებდა. ულამაზესი ვარცხნილობა და მაკიაჟი, აცრემლიანებული და ტკივილით სავსე გული. ყველაფერი იმ წამს ჩემს მდგომარეობას აღწერდა. ყველა ხედავდა როგორ მიხაროდა ქორწილი ქეთის და ირაკლის გარდა რომლებიც მიყურებდნენ და ხედავდნენ როგორ არ მინდოდა საკურთხევლის წინ დგომა და ფიცის დადება. ყველა ჩემს სახლში იყო გიგის და მისი ოჯახის გარდა, ველოდებოდით დროს რომ ეკლესიაში წავსულიყავით და ჯვარი დაგვეწერა. დედაჩემი და ჩემი ნათესავები სიძის ოჯახში წავიდნენ დავრჩით მე ქეთი ირაკლი და მარიამი ცოტახანში კი გიორგი შემოგვიერთდა.
-ვიცი რომ არ გინდა! შენ გგონია შენს მაკიაჟის მიღმა აწითლებულ თვალებს ვერ ვხედავ?
-სანდრო იყო აქ მოსული.
-მერე რა თქვა?-გიორგიმ მხარზე ხელი დამადო და თვალებში შემომხედა, თითქოს ცდილობდა ჩემგან კიარა ჩემი თვალებისგან გაეგო სანდროს სიტყვები.
-ბევრი რამ, ბოლოს კი დამემშვიდობა და მითხრა გპირდები წავალო. ბედნიერების უფლებას მოგცემ და შენს ცხოვრებას სამუდამოდ დავტოვებო.
-სად მიდის?-ქეთიმ გაფართოებული თვალებით იკითხა და ფეხზე წამოდგა.
-ამბობს რომ ათენში დაბრუნდება.
გიორგის ავხედე რომელმაც ჩემს ცრემლაინ თვალებს შეხედა დამნაშავის სახით.
-მაპატიე, მას მეც ველაპარაკე სრულიად შეცვლილია, მას ისე ტკივა, ძალიაბ განიცდის ანი. ვერ გაუძლებს ამას ამიტომ მიდის ისევ.
-როდის?
გიორგიმ თვალიდან ცრემლი მომწერა და თავი გააქნია.
-მალე.
-ანი გაიხადე საქორწილო კააბა.-ირაკლი ფეხზე დგება და ჩემსკენ მოდის.
-რა?
-არ მოგცემ უფლებას მთელი ცხოვრება იძულებით იცხოვრო. გამოიცვალე და აეროპორტში მივდივართ.
-რა? არა!

ყველა მანქანაში ვიჯექით მე ქეთი ირაკლი მარიამი და გიორგი, მივდიოდით და თან ვასიგნალებდით, არ ვიცი იმ წამს ვიყავი ბედნიერი? ვერ გეტყვით. დანაშაულს გრძნობას მქონდა რომ ერთის გაბედნიერებით მეორეს ვაუბედურებდი და ორივეთი ჩემ თქვს ვაყენებდი ზიანს. მაანქანა გაჩერდა და ირაკლიმ კარები გამიღო, გადმოვედი მანქანიდან და შენობაში შევედი ირაკლისთან ერთად, ირგვლივ უამრავი ხალხი იყო, ყველა ერთამნეთს ელაპარაკებოდა და ცენტრში იყო ის ადამიანი ვინც მელოდებოდა მაგრამ არ იმჩნევდა. სახეზე ეტყობოდა როგორ უნდოდა მალე მივსულიყავი. და ის მიდის.
-სანდრო!



№1 სტუმარი სტუმარი ანა

გელოდებიი მალეე დადეე

 


№2  offline წევრი sofo_sofia 13

ახლა მოვკვდები რადროს გაწყვიტე ვაიმეე

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკუნა

მალე დადე რაა ძაან მომწონს???

 


№4  offline წევრი ნაამა

ახლა გაწყვეტა იქნებოდა? აუუუ მალე დადე რა თორე მოვკვდი ინტერესით ????

 


№5  offline წევრი Dayydreeamerrr

Memainc argecodebi? Rasmaintrigeb kaloooo

 


№6  offline წევრი kekeladze

მაგარიააძააან.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent