შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხევსურული ღამეები - სრულად +18


7-12-2019, 15:42
ავტორი GEGI გეგი
ნანახია 8 416

-დილა მშვიდობის- გული სიხარულით მაქვს სავსე და ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, საყვერელი ხანშიშესული ქალი მესალმება და მიღიმის.
-შატილამდე ერთი ბილეთი- ღიმილითვე ვუბრუნებ პასუხუხს და საფულეში ვიქექები
-ოცი ლარი- მიმარცვლის უდარდელად
-მადლობა- ვართმევ ჩეკს, რომელზეც რიცხვი ერთია დატანილი, პირველი ვარ? ყოჩაღ.
ე.წ „მარშუტკას“ რომ ვუყურებ გული მიჩქარდება, მერე რა რომ ცოტა მონჯღრეულია. მძღოლთან მივდივარ, უზარმაზარ ჩანთებს უკან ვდებ და მხოლოდ ტელეფონს, წყალს და ფულს ვიტოვებ.
-სად დავჯდე?- ვუღიმი კაცს, სადაცაა პირი გამეხევა
-აქ გოგონი- ამ სიტყვას ვერ ვიტან, ჩემ ადგილს ვიკავებ და უამრავი ენა მესმის, გერმანული, ინგლისური, პოლონური, მეტიჩარა რომ დაიბადები, ფეხზე ვდგები და ვყვირი
-Welcome To Georgia
ამათაც მეტი რა უნდათ, იკრიჭებიან სხვა სადარდებელი არ აქვთ ღიმილს ღიმილითვე მიბრუნებენ. ფული ხომ მოხსენი ბარათიდან? კი, კი, მოვხსენი, იმედია დამიხურდავებენ რომ რამე. შემოდგომა, ყვითელი მთები და მივდივართ, გული ამოვარდნაზე მაქვს.
-ჰო ციცო- სიცილით ჯდება ჩემ გვერდით ქალი
-ჰო- აგრძელებს- მუცოში მივდივარ, არ იჭერს იქ ტელეფონი და დავისვენებ, ხო, იხარე ციცო მიყვარხარ შენ კი იცი, არა, არა, მიდი ჩემი გოგო.
დამთავრდა და გამეღიმა, უხ, რა კარგია ცხოვრებათქო გავიფიქრე და მერე გადავიფიქრე
-ნათიკო რას შვები ჩემი გოგო? ხო, მუცოში მივდივარ და არ იჭერს ტელეფონი, ხო ჩემი გოგო, კი, კი. წაუყვანია ის, იმას უთქვია რომ არ მოსულა, მარა ლევანს ცოდნია რომ წასულა.
-
-დამალა აბა რა ქნა.
-ხო
აღარ გავაგრძელებ, ლამის ხომ გამჭყლიტა, ხო იქაქანა და ყურსასმენები გავიკეთე, ჟივნალის წყალსაცავი ულამაზესია, გული მიჩქარდება. მაგრამ გზა ფუჭდება და ისე მანჯღრევს ეს მანქანა რომ ნაღები რომ წამომეღო კარაქს გავაკეთებდი, დათვიჯვრის უღელტეხილი, აუ ასწვალს რომ ვიწყებთ გული ისევ საგულედან ამოხტეს ლამისაა, მაგრამ იმხელა გზა არის და ისეთ სიმაღლეზე ავდივართ, რომ ვიხედები სად ვარ ლამის გული მიმდის, მაგრამ ხედები იმდენად სასწაულია რომ ყველაფერს ფარავს, ამასაც აქვს თავის ხიბლი, გაწი-გამოწიე ათი კაცი ვართ.
-ბატონო თქვენ როდის ბრუნდებით უკან?- ვეკითხები მძღოლს
-ხვალე თორმეტზე.
-გასაგებია, თქვენი ნომერი მაქვს და თუ რამე დაგირეკავთ.
-მე კიდევ კვირის ბოლოს წამოვალ და წავალ უკან, მერე გზები ფუჭდება და ბოლო რეისი იქნება.
-არა, ერთი კვირა არ ვაპირებ დარჩენას.- ვის აინტერესებდა.
-ხალხიც აღარ დადის, ეშინია გზის, ახლა კი გაგვიმართლა კაი გზა არის, მარა აქა ცხენი თუ ამოვა აწი, თორე არაფერი ეშველება ამ გაზას.
-ხომ აკეთებენ?- გავხედე უზარმაზარ მანქანებს
-ესენი რომ მორჩებიან, ამ გზას რა გაასწორებს, სულ მოდის და მოდის მთა.
ხედებს ხედბი ცვლის, ერთმანეთზე უკეთესია. ღმერთო რა კარგია. დათვივრის უღელტეხილზე გაჩერება გავაქვს, უნდა დაილოცო რომ ახვალო და ჯიბიდან პატარა ბოთლი ამომაქვს, სუვენირია ჭაჭის, მაგრამ ჭაჭა ხოა, მადლობას ვუხდი ღრემღთს და რაც შემიძლია ვილოცები, თან ვიმალები და მთლიან ბოთლს ვცლი, მთლიანი ბოთლი ერთი ჭიქა იქნება, სურათებს ვიღებ და მანქანაც გზას აგრძელებს. შატილში წამოსვლა ჩემი ოცნებაა და ის მისტიკა, სიყვარული, ურთიერთგაგება და პატივისცემა რომ შეიგრძნო, მარტოც უნდა წახვიდე. მოხვდი, საცოდავი ხალხი ვართ, ოც ლარად შატილში შეგიძლია წახვიდე და არ ვარ აქამდე ნამყოფი, ისე მიხარია ჩემ გვერდით მჯდომი ქალიც მიყვარდება და მინდა რომ სახეში ვეცე და გავჭყლიტო, საგანგებოდ შერჩეულ სიმღერებს ვუსმენ, ხევსურული და ოხ, რომ დამიარა ჟრუანტელმა მანამდე არ გავჩერდი სანამ გზამ არ შემაშინა. გუროს ნაწვეთრამდე სანამ ჩავედით ლამის გული შემიწუხდა ისეთი გზა იყო, მაგრამ შატილი არა და არ ჩნდებოდა, გული ამოვარდნაზე მქონდა, ცოტა ადრე გავიღვიძე და მეძინებოდა, მაგრამ ახლა ძლის დრო არ იყო, მჩქეფარე, ქვებზე მონავარდე მდინარეს ვუმზერ და ვიცი რომ აქ კარგი თევზიც ბუდობს, ბუდობს რა არის, რაც ქვია. ხო და ინტერნეტში სანამ წამოვიდოდი ყველაფერი გადავქექე და რაღაც წარმოდგენა მქონდა, მოვუხვიეთ, ხიდზე გადავედით და გამოჩნდა, იმხელაზე ვიყვირე ის ქალი გავაღვიძე, მაგრამ იმსახურებდა, სურათები ფანჯრიდან გადავიღე, არიქა თითქოს გვერდი უნდა ამევლო და ვერ ვნახავდი, დიდ ბანერთან ჩამოვედით, ციოდა, მაგრამ ყველაფერი მაქვს ჩანთაში, ხო და ვერ შემაშინებს ცივი ქარებითქო, ვთქვი და ჩემ რიგს დაველოდე, ტურისტები მიღიმია, რა აცინებთ არ ვიცი, მაგრამ მეც კარგად მაქვს საქმე, ხო და ჩემი ჩანთები ზურგზე მოვიკიდე და თვალები ლამის გამცვივდა, რა მძიმეა ასეთს არ ველოდი, გავუძლებთქო ვთქვი, მაგრამ უკან რომ გადამქაჩა მანდ მივხდი რომ ჩემი საქმე კარგად არ იყო, რა უნდა მექნა, ტურისტებმა იმხელა ჩანთები მოიგდეს ზურგზე მეც რომ შევჯდომოდი ზედ ვერ გაიგებდნენ, ხო და მივაძახე ჩემ თავს აბა შენ იცითქო და წავედი, შატილი ვნახო ჯერ თუ დავბინავდე და მერე გამოვუარო, სურათები გადავიღე, მუსიკა ჩავრთე და ბარგიც თითქოს შემსუბუქდა.
ზედაპირულად ვნახე კოშკები, გადავირიე გავგიჟდი აქ საიდან მოვხდი და როგორ ცხოვრობდა ხალხითქო, აივანზე გავედი და გარშემო მთებს თვალი მოვავლე, ვერ გავიგე ასეთ სილამაზეში ეს ხალხი რამ მოკლა, შუადღე ახლოვდებოდა, მუცოში დაბანაკება მქონდა გადაწყვეტილი და აბა ჰე და აბა ჰოთქო, რომ მომაწვა ჩემი ჩანთები ზურგზე კისრისტეხვით ჩამოვედი იქედან, კიდევ კარგი ჯოხი მქონდა თორემ გადავეშვებოდი მდინარეში, რამდენიმე დღე მაქვს კიდე და გნახავთქო, მივაძახე შატილს, რეალურად მუცოს სიდიადე უფრო მიზიდავს და მომწონს, უფრო მაღალი და უცხოა, გზას დავადექი, ნიშანს გავყევი, სხვა გზა არც იყო, რომ დამიბერა გვერდებში კი გამაკანკალა მაგრამ ჩანთა მიცავდა, გავიჭირვე მიდი შენ შეძლებთქო შევუძახე თავს და სიმღერები ჩავრთე, სულ ცეკვა ცეკვით წავედი, არც არავინ მისმენდა არც არავინ მიყურებდა ხო და გავშალე ხელები და შევეგებე ჩემ ქვეყანას, გამარჯობა ჩემო სამშობლოთქო, გადავიღე ზურათები, გადავგზავნე, გავაფრთხილე ჩავედითქო და სპილენძისფერ კლდეებს თვალი მოვავლე, ტყე ლამაზი და ნაკლებად საშიში იყო, ფერებად შეფენილი ხეები კი ამაყად დამცქეროდნენ თავზე, სად ვარ, ულამაზესია, ყველა ფერი აქაა, არც მგელის მეშინია არც დათვის და არც არაფრის, ანატორის აკლდამები, რომ დავინახე გული ამიჩქარდა, ეს არის სოფელი რომელსაც ჟამი შეყრია, ხო და დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი რომ არ ჰქყოლიათ თავიანთი ფეხით მიდიოდნენ თურმე აქ, ფულები ეყარა, ვერ მივხდი რატომ, შევიხედე, გული შემეკუმშა დავსევდიანდი, დავჯექი და ქარმა გამომაფხიზლა. ცას რომ გავხედე სადღა იყო ლურჯი, სულ შავი და ნაცრისფერი გამხდარიყო, არიქა დამერხათქო და ფეხზე წამოხვდტი, წყაროებს გვერდი ჩავუარე, ნაყიდი წყალი გადავღვარე და იმით ავავსე, მესიამოვნა, კიდევ წავიღიღინე და ღიმილი შემახმა სახეზე, იმხელა წვეთი დამეცა წკაპუნმა ყურსასმენებში შემოაღწია, ფეხს ავუჩქარე, მუცომდე თორმეტი კილომეტრია, შტერი რომ იქნები ქალი, მექირავა ცხენი, მაგრამ ცხენზე ვერ ვჯდები იქნებ გადმოვარდე და ვერ გავრისკავდი, მარჯვე გოგოო კი ითქმის ჩემზე, მაგრამ ნამეტანია. დასცხოო ამაზეა ნათქვამი, წვეთები წვეთებს მისდევდა თითქოს რბოლა ჰქოდათ გამართულიო, ქუდი წამოვიხურე მაგრამ რათ გინდა, ჩანთა კიდევ კარგი წყალს არ ატარებდა, გადავრჩი, ხეებს თავი შევაფარე და რომ დაიჭეხა, ისე შეხვტი ხეს მივარტყი თავი, კაცი შვილი არსად იყო, წვიმის ხმები, ქარი, ფოთლების შრიალი, ტოტების ხმა, მერე ვიფირე დათვი რომ მომადგეს და ეს მარწვივით გოგო რომ გადამყლაპოს რაღა ვქნათქო და საგულდაგულოდ გადანახული დანა ამოვიღე, კარავი გავშალო, ვითომ გავრისკო, ღმერთო რა კარავი დასველდა ყველაფერი ცეცხლსაც ვერ დავანთებ, ქალი და პატიოსანი ტყეში როგორ წამოვა მარტო, აჰა შენი მისტიკათქო, შოკოლადო ბარისაო, გავხსენი და ისე დავიწყე ღეჭვა თითქოს ამ ტყიდან გამოქცეული ვიყავი, არ ჩერდება, გადავირიე, ჩემ ჯინაზე დაიწყო წვიმა, გადაიღე რა იქნებათქო ვიძახდი, მაგრამ არა, თქვენ გაიგონეთ ჩემი ხმა? ისე არ გაუგია ამ წვიმასაც, მთებამდე არაფერი ჩანდა, მოდიოდა ნიაღვარი, ფეხებში წყალი შემივიდა, მე შტერმა იმდენიც ვერ მოვტვინე რომ ჩანთა მომეხსნა, ხო და ასე გაშტერებული ვიდექი, ერთი საათი იწვიმა, ჩანთა და ტანსაცმელი დამძიმდა. ჭყაპუნით წავედი, მაგრამ მაინც არ ჩავიშხამე და განწყობა სევინარჩუნე, მთებს გავხედე, შევხტი და ისევ ცეკვა დავიწყე, ნისლი ჩამოწვა და არიქა მგლებითქო ცოტა კი შევდექი, მაგრამ გზა გავაგრძელე, მოიცა ახლა მე კარავში ვაპირებ დარჩენას? არ გეტკინათ არაფერი, აღარ მინდა მისტიკა, სასტუმროში დავრჩები, რაღაც კაკუნი გაისმა, ესღა მაკლდა, სეტყვა, ფეხის გადადგმა ვერ მოვასწარი რომ დამალურჯა ლამის, ატყდა ისეთი ხმაური ძაღლი პატრონს არ გააგდებდა გარეთ, რა გემუცოება ქალო, შემცივდა, სადღაა ჩემი რომანტიკა და მისტიკა? ვაი ჩემო თავოთქო, საბედნიეროდ გაჩერდა, ხო და ასე გორაობით გავაგრძელე გზა, მდინარე ისე ქხდა რომ სულ დამეკარგა წარმოდგენა მასზე, ის ოხრავდა ლამის იყო ამოხტა და შემჭამა. ქალი სუსტი არ არის, ქალი ძლიერია შენ ამას იმსახურებ, კარ მოგონებად დაგრჩებათქო. რომანტიული ფილმები ჩემზე მეტად გეყვარებდათ ხო და ასე გამოჭენდა ის დედის რძით გაზრდილი ნისლიდა, ჯერ შავმა გაიელვა, მერე წითელმა, ცხენი ბზინავდა, წვიმისგან, შავი თვალები შემომანათა და ჯობდა ზემოთ არ ამეხედა, ახოვანი ჩემთვის დაბადებული ყმაწვილი მიზმედრა ხევსურულ სამოსში გამოწყობილი, ფაფახიც კი ეხურა შავი, სისხლისფერი წითელი ტუჩები დაეშორებინა და იმ შავი თვალებით მიმზერდა რომელმაც ყველაფერი დამავიწყა, მეხი რომ დამცემოდა მის სანახავად კიდევ ავდგებოდი, ესენი მეგონა გადაშენდნენ და აქ რა უნდათქო გავიფიქრე, შემომხედა შევხედე. ბორტოტი არ ვარ, მაგრამ კი გავიფირქე გამდმოვარდეს და სანაყი ქვასავით დამეცეს და მის ქვეშ მომიქციოს ხო იქნება მადლითქო, მაგრამ წარბებშეკრული მიმზედრა.
-გამარჯობა- გავუღიმე- აქაური ხარა?- არიქა შემოხტი შენც ცხენზეთქო კი გავიფიქრე, მაგრამ არ იყო ცუდი იდეა, ან ფილმს იღებენ და რომელიღაც მოდელი ჩამოათრიეს გადაღებებისთვის, თორემ ასე თვლებითგაწყობილსამოსიანი კაცები მარტო დღესაწაულებზე დადიამ.
-მერე?- მკითხა ხავედროვანი ხმით და ლამის დავდნი
-გკითხეთ უფრალოდ, მცომდე შორია?
-კი- დამიქნია თავი და ისე მიყურებდა მეგონა ახლა ჩამოხტება და თავს მომაჭრისთქო, კი შემეშინდა ვიღაც სოფლის გიჟი არ იყოსთქო.
-კარგია.- უფალო შემიწყალე, რანაირად მიყურებს
-რაი?- კიდევ უფრო კუშტად შეკრა წარბები
-ხევსურეთი.- დავუქნიე თავი- ცხენს ხომ არ აქირავებთ?
-არა.
-საით?
-მუცოსკენ- აუ ამას კილოც აქვს რაღაც უცნაური, ისე გავაღე პირი თავის ცხენიანად ჩახტებოდა შიგნით.
-მიჭირს სიარული.- ვაი ჩემო თავო
-დიდ ჩანთები გაქვს.
-აბა- გავეკრიჭე- თმა უკან გადავიწიე და ყელი მიუშვირე, რომ დამეტაკოს და მიმაკრას ამ კლდეს კი ვიქნები ღირსი ახლა.
-ალბათ გაინტერესებთ რა მინდა ამ გაუთხოვარ ქალს მარტო ამ მთებში არა?- ვაი რა მეშველება
-არა- გამაყვეტინე
-ხომ არ გამიყოლებთ.
-რატო?- შემაყვეტინა უხეშად
-მარტო ვარ წვიმს, მძიმე ჩანთები მაქვს.
-ქალაქიდან მოხველ?
-დიახ.
ცხცენს შეუძახა და წავიდა. დამტოვა, სადაა მთის კულტურა ქალის პატივიცემა? ჩანთა ტალახში გაბრაზებულმა დავაგდე და სველი სვიტერი გავიხადე, მერე მშრალი ამოვიღე და პირდაპირ მთებშივე გადავიცვი, ტელეფონს დავხედე, არ იჭერდა, დამერხა, ცუდ დღეში ვარ, ან მგელი შემჭამს ან ტურა, დათვიც შეიძლება, ეკრანი რომ ჩაქრა და ჩემი სახე არეკლა შიშისგან გავწიე თავი უკან, სახეზე მაკიაჟის კვალი არ იყოთქო ვერ ვიტყვი, მაგრამ სასოწარკვეთილ ნამტირალებ ქალს ვგავდი, რას შემომისვამდა ცხენზე, ქალის უნდახავიც რომ იყო მადლობა უნდა ვთქვა რომ ზედაც შემომხედა. გზა კანკალით გავაგრძელე, მთაშიც დაბნელდა და თვალებშიც, უეჭველი გავცივდები, მაგრამ ეს ვინ იყო? ეს რა იყო, მოჩვენება, რაღაც მომატყუა თორემ აქ ასეთს ვინ დატოვებდა, სისულელეა, მე ვიცი რომ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობები აქვთ, ასე ვინ იცვამს, მოგზავნილია ვიღაც ხმაც დაიყენა, მაგრამ კარგი კი იყო.
მიტოვებული სალი კდლით ნაგები შენობა გამოჩნდა, არიქა მეშველათქო, ვიცი რომ მთაში მიტოვებული სახლები დაკეტილი არაა, ჩემნაირ გაჭირვებულს რომ დაეხმარონ, მაგრამ მთის შუაგულამდე რა ავა, სხვა გამოსავალი არ მაქვს, გავრისკე, შევერკინე და რამდენ ნაბიჯსაც გადავდგამდი იმდენი ფეხი ცურავდა და უკან მოვდიოდი, შესაფერისი ფეხსაცმელი მეცვა, მაგრამ რათ გინდა, ვერ ავედი. სველ მიწაზე დავჯდექი და ტირილი მომინდა, კარავისთვის შესაფერისი ადგილი უნდა მენახა, მაგრამ უნცა ვცადო, კარავი რომ დაგლიჯოს ნადირმა, ხელები ფეხები, ცხვირი, ყველაფერი გამოვიყენე, ახლა ისეთ დღეში ვარ დათვიც აღარ მომეკარება, მივაღწიე და კიც მივუახლოვდი რომ ქვემოდან მომაძახა.
-ფეხ არ მიადგა მაგ ადგილს- ისეთი მჭექარე ხმა იყო გავშეშდი
-რა?- ის იდგა ქვემოთ და ისევ წარბებშეკრული მიყურებდა
-გავიყინე
-ხატს ასვლა ქალის ვის გაუგია?
-ვერ გავიგე, რა?
-უკან ჩამოდი- იღრიალა ბიჭმა
მერე შენობას გავხედე და შორიდანაც კარგად ჩანდა დამწვარი სანთლის კვალი.
-ხატი გაგიწყრება- არ ჩუმდებოდა ბიჭი
შემეშინდა, მწამდა ასეთების და ნელი ნაბიჯებით წამოვედი, მერე აღარ მაქხოსვს, ისე დავასკდი მის ცხენთან, მერე ჩანთა დამაწვა და ტალახში ცხვირი ჩავყავი. ჩამოხტა ცხენიდან, ხელი გამომიწოდა და ტალახიანი წამწამები რომ ერთმანეთს დავაშორე და მის ხელს გავხედე მივხდი რომ აქ ნაჯაფი კაცის ხელი არ იყო, ისეთი წვრილი და გრძელი თითები ჰქონდა ცოტა შემშურდა.
-ვიქნები ცოტახანს- წელი მტკივა
-კარგადა ხარ?
-არა, მაგრამ ვიქნები.
-ხატს ასვლა როგორ გაბედე?- ჩაინურტყუნდა ბიჭმა
ახედე და ისეთი სიმპათიური იყო, ლამის ვიყვირე ძროხა მომაწველინე ბიჭოთქო, მაგრამ მერე ზანდად ავდექი, არ მინდოდა ხელი ჩემ გამო დაესვარა.?
-კარავს გავშლი.- ვთქვი და ძაღლივით გავაქნიე ტანი ტალახების მოსაშირებლად.
-ნადირ არის აქ.
-შენ ახლა მართლა ასე გაცვია და აქაური ხარ თუ რამეს მიმალავ.
-რაი?- ისევ წარბები შეკრა
-რა რაი, იმერელი ხარ?
-აქედან ვარ.
-ასე რატო გაცვია, დროში მოგზაურობ.
-ეს ჩვენი ადათია.
-გაჩერდი თუ კაცი ხარ- ვუთხარხარი გაბრაზებულმა მაგრამ მერე დავდნი ისე მიყურებდა და ისე უხდებოდა ეს ჯვრებიანი ზედა.- რატო არ შეიძლება ავიდე იქ?
-ქალ არ ადის და მხოლოდ ხატობას მივალთ საკლავით.- მიპასუხა მშვიდათ
-კარავი სად გავშალო რომ არაფერმა შემჭამოს?
-არ შეგჭამენ აწი- ღიმიმილი გაუკრთა და გულმა ბაგა ბუგი დაიყწო
-რატომ?
-ტალახიან ხარ, სუნს ვერ აიღებენ.
მეჩათლახება თუ რა უნდა? ახლა მე შევკარი წარბები.
-მივხედავ ჩემ თავს.
ცხენზე ისე შემოხტა, ერთი ფეხი რომ აიქნია ჰაერში კიდევ გაძვრა ტალახი და ისიც მე მომხვდა, ისევ ისევ მიმზერდა, უხეშად, უცნაურად, ცივად მაგრამ ნამეტანი მამაკაცური იყო. ხატს გავხედე, ვილოცე და უფალს გადარჩენა ვთხოვე, კარავი გზასთან ახლოს გავშალე, გამოცდილება მაქვს, უფრო სწორად სამასჯერ ავაწყობინე მაღაზიაში. ხო და შუქი არ გავაჩახჩახე კიდე, ტანსაცმელი გამოვიცვალე, ისე მესიამოვნა მშრალი სამოსი რომ გავინაბე და ჩაი არ გავაკეთე რო?
მეამა, ღმერთმა შემარგოს, ფილმი ჩავთე ტელეფონში, მაგრამ სიცვივემ ამიტანა, ვერაფრით გავთბი, ვკანკალებ მეორე ზედაც ჩავირცვი, დაღამდა, ვერაფრით დავმშვიდდი, მერე სინანულის გრძნობამ შემიპყრო, მარტო რა ჯანდაბამ წამომიყვანა აქთქო, ნაომარივით დაღლილს ჩამეძინა, შუაღამით სიცივემ და წვიმამ გამაღვიძა, თვალები გავაფართოვე, სანათი ისევ ანათებდა და გული ამიჩქარდა, უსიამოვნო შეგრძნება მქონდა.
-აქა ხარ?- გაისმა ქალის ხმა, თითქოს ვუღაც ჩურჩულებსო, კარავის კიდეს ავეკარი
-აქ ხარ?- გამიმეორა ხმა
ლოცვა დავიწყე, ჯვარს ვემთხვიე და პირჯვარი გადავიწერე, კატის კნავილი გაისმა, გული ამომივარდა და ყელში მომაწვა, მერე მამლის ყივილი, მერე კი ქალის კივილი მოყვა, წვიმა დაიწყო, ქარმა დაუბერა და სანათი შეირხა
-ღმერთო მიშველე- დავადე თავი მუხლებს და ტუჩები ისე მოვიჭამე რომ სისხლის გემო ვიგრძენი
-ეეეო ნანო, ეეო ნანო, დაიძინებს პატარაიო- გასმა ქალის სიმღერა.
-ღმერთო მიშველე- ვიკივლე და წვიმამ ჩემი ხმა შთანთქა
კარავს რაღავ მოუახლოვდა, ჯვარს ხელი ძლიერად მოვუჭირე და დავინახე ელვაშესაკრავი, როგორ მოძრაობდა, სიბნელე და მერე ბიჭის სახე, შავი გაფართოვებული თვალები და მისი გრძელი თითები.
-წამოდ
-რა?
-ადექ- ღრიალებს ბიჭი
-რა ხდება შენ იყავი?
-ბნელების ღამე- ჩაიბურტყუნა ბიჭმა- უპასუხე ვინმეს?
-არა- გავაქნიე ისტერიულად თავი
-კარგია, გამოდი
ბიჭს უკან გავყევი
-ნივთები
ბიჭი ტალახში და წვიმაში მიმათრევს
-ად- თქვა და ცხენთან მიმიყვანა
-არ ვიცი ჯდომა, არასოდეს ვმჯდარვარ
-ად მეთქი- თქვა ბიჭმა და მხარზე დავეყრდენი, უნაგირზე დავჯექი და თავად მოხდენილად მომიჯდა უკან, ზურგით მომეყრდნო და ჩემ ყურთან იღრიალა
-გასწი


*წყვდიადში მივქრივართ, მაგრამ ხელები სულ დაბუჟებული მაქვს და ვერაფერს ვხედავ, რკინის უნაგირს ძლიერად ვებღაუჭები და ცხენის ფლოქვების თქარული შემზარავად მესმის, მერე წვიმის ხმა, სადღაც გაიელვა დაიჭექა და ბიჭმა ცხენს კიდევ შემოუძახა, რა ჯანდაბას ვაკეთებ ან რა ხდება ვერ ვხდვდები, მაგრამ მხსნელად მომევლინა და ახლა ჩემ ზურგს უკან ზის და მკერდით ზურგზე მეკვრის თავს ხრის და ლამის მხარზე მადებს ნიკაპს.
-გასწი- შეუძახა ცხენს და ჟრუანტელმა დამიარა, ცხენი არ ჩერდებოდა, სად მივდივართ ისიც არ ვიცი, ხელი გამეყინა, ვეღარ ვსუნთქავ, ძლიერი წვიმაა და სულ დავსველდი.
სიბნელეში ქალის სილუეტი გამოკრთა, აკვანი ხელში ეჭირა, მასაც ხევსურული ფორმა ეცვა და განხვავება მხოლოდ ის იყო რომ თეთრი თვალები ჰქონდა, გვიმზერდა, საიდან დავინახე ვერ მივხვდი, მაგრამ სიბნელეში ჩანდა, ჩავუქროლეთ და ისევ თვალს მაყოლებდა.
-არ უყურო- გამოცრა ბიჭმა და წინ სწრაფადვე გავიხედე
-ეს რა იყო?
-მაძახურ გაშინებს.
-რა?
-მაძახურა.- ისე თქვა თითქოს ვიცოდე რა ჯანდაბა იყო ეს, ვეღარ ვსუნთქავ, გონება მებინდება და წამიერად სადღაც ვიკარგები, ძლიერად მხვევს წელზე ხელს და სხეულზე მიკრავს, ისე ამოვისუნთე თითქოს წყალში ჩავყვინთე, სახე სულ სველი მაქვს და მცივა, მივქრივართ, მდინარის ხმა ძლიერდება, მერე ცხენი სვლას ანელებს და წყალში დგება, უცნაურად იქცევა.
-ნუ გეშინია, დადექ- შეუძახა ბიჭმა, მაგრამ ცხენი ადგილიდან არ დაძრულა
-რაი?- შეეკითხა ვაჟი და გავაცნობიერე რომ ადიდებულ მდინარეში ვიდექით
წყლის ხმა განელდა, ვაჟმა ცხენის სადავეს მოქაჩა და მერე ისეთი ხმა გაისმა თითქოს მთელი მდინარე თავზე გვემხობოდა. წლიდან რაღაც ამოდის, ცენს და ჩემ ფეხებს ეხვევა.
-ღმერთოოო- ვღრიალებ და ბიჭი თბილ ხელს სახეზე მაფარებს, წითელთმიანი ქალი ჩვენ წინ დგება და ცივ უსახურ სახეს გვანათებს.
-საით?- დაისისინა ქალმა
-სიმურ დამეხსენი- ჩაიდუდღუნა ვაჟმა და ისევ დავკარგე გონება, მერე მახსოვს წყალი, ძლიერი დინება, ცხენის განწირული ჭიხვინი და ტკივილი, ფეხი მივარტყი ლოდს და გონზემოსული სიპ ქვას ჩავეჭიდე.
-ქალავ?- გაისმა ღრიალი მდინარეში
-აქ ვარ- ვიღრიალე
ისევ ის შემზარავი ხმა, წლის ხმა, რომელიც არასოდეს მსმენია, ქვას ისე ჩავეჭიდე მეგონა ხელში შემომემტვრეოდა.
-მამკიდე ხელია- მოცურდა ჩემთან ბიჭი
-რა ჯანდაბა ხდება?
-სიმურ, წლის მცველი
-რა სიმური, რა წლის მცველი კარგად ხარ?
-წამოდ- თქვა და მხარში ხელი მომკიდა და სადღაც ნაპირზე გადამათრია, ვახველებ, პირიდან ბინძურ წყალს ვღრი და ისევ მიჭირს სუნქვა, ვკანკალებ.
-ადექ- ღრიალებს ბიჭი
-რა ხდება?
-ცხენს ადი- ისე მიღრიალა რომ ცხენზე მის დაუხმარებლად ავედი, ისევ უკან მომიჯდა ცხენი პატარა ბილიკს გაუყვა, არაფერი ჩანდა, წყლის ხმა ისევ მესმოდა, მაგრამ სადღაც მივდიოდით, სულ კლდეები იყო, ქარი ძლიერად ქროდა და შემოდგომის ცივ წვეთებს გაბრაზებული მახეთქებდა სახეზე.
-მცივა- ვოხრავ და ხელები მიკანკალებს, ვეღარ ვეჭიდები უნაგირს და ისევ ბიჭი მიჭერს.
-მალე მივალთ- ამბობს უდარდელათ. ცხენი კიდევ უფრო უმატებს სიჩქარეს და თვალს მხოლოდ ქვის კედლებში ვახელ, ტანზე რაღაც უსიამოვნო მაგრამ თბილი ნაჭერი მეკვრის, არ არსებობს, ნაბადია. რა სისულელეა ესეც შეჩვენებულია თავს ვყოფ და ჩემ სხეულს ვუყურებ, ნახევრად შიშველი ვარ, ბიჭი კი წელზემოთ შიშველი ზის და ცეცხლის დანთებას ცდილობს.
-ამიხსნი რა ხდება?- თავს ვწევ და ფ მკრთალ შუქზეც კი ჩანს რომ ფეხი სულ გაწითლებული მაქვს და სისხლიც შემხმარია. კბილს კბილს ძლიერად ვაჭერ და ვღრიალებ. ბიჭი დინჯად ტრიალდება ჩემკენ და წარბებშეკრული მიყურებს.
-ვინ ხარ?
-ხევსური.
-სისულელეა, შენსავით არავინ დადის ამ საუკუნეში, თან ესეთი რამ როგორ შეიძლება მოხდეს.
-სად ახვედ იქა, რაი გინდოდა?- ფეხზე წმოდგა და თავისი სრულყოფილი სხეულით თავზე დამადგა
-რა?
-რა გინდოდა ხატში?
-რამე დავაშავე?- აღმომხდა და კედელს ავეკარი
-ბნელ ღამეებია, აქ არ უნდა იყვე, მარტუა.
-თარგმნე.
-საშიშია.
-რას ლაპარაკობ, რა არსებები არიან? ფილმს იღებთ და გადაწყვიტეთ გაერთოდ თუ რა ხდება?
სახლს თვალს ვავლებ და თანამედროვეობის ნასახიც არსად ჩანს, შუაცეცხლზე ისეთი ქვაბი კიდია, მუზეუმსაც რომ შეუშურდება, ყველგან ცხოველის რქები, ხმლები, ტანსაცმელი და ორნამენტებიანი ჭურჭელია.
-რა გქვია?- ვკითხე გულაჩქარებულმა
-ხახბო.
-ა, რა სახელია, ხევსურულია?
ისე მიბრუნდა თითქოს არც აინტერესებსო.
-არვის უპასუხო თუ სამჯერ არა დაგიძახებს.
-რას გულისხმობ?
-მაძახურ მხოლოდ ორჯერ იტყვის შენ სახელს, მეტჯერ ვეღარ, ადრე ხევსურები სამჯერ ეძახდნენ მასპინძელს. გარეთ შეშისთვინ გავალ.
-აქ ვერ დამტოვებ.- ვიკრავ ნაბადს სხეულზე.
-აქვე გავდივარ.
-სიმართლე მითხარი, მეხუმრები თუ რატომ გაცვია ასე?
-არ შეიძლება ქართულ სამოსი მიყვარდეს?
თავს ვაქნევ და ბიჭი გარეთ გადის, სხეული მიხურს, პირი გამიშრა, ნაბადის კბენა არ მომწონს, მაგრამ ვიტან, ამან გამხადა ტანსაცმელი თუ რა ხდება. კარის ხმა რომ მესმის ვხტები და შეშით დახუნძლულ კაცს ვუყურებ.
-ასე იყავი გარეთ?- ვკითხე გაოცებულმა
-როგორა?
-აი წელზემოთ შიშველი.
-აგრე გამოდის- ხმაურით ყრის შეშას შუაცეცხლთან, ნერწყვს ხმაურით ვყლაპავ და ტანზე მიკრულ მტვერს ხელით იშორებს, ახლა ამის დროა?
-შენ გამხადე?- ყბა მითამაშებს და სხეული მითთრთის. მცივა თუ ეს მაგიჟებს?
-მერე?- გამომხედა მკაცრად
-არაფერი- ისეთი სახე ჰქონდა ვიფიქრე კედელზე არ ამაკრასთქო, შავი თმა ჰქონდა, წვერივით შავი, მაგრამ სხეული სპორტდარბაზია გამოყვანილი, აუცილებლად.
-რატომ მატყუებ?- მცდება პირიდან სიტყვები
-რასა?
-იმასა რომა აი ეგრე...- გავჩუმდი
-რა?
-არაფერი- თავი ხელებში ჩავრგე
-რა არსებები იყვნენ?
-მაძახურა და წლის მცველ სიმური- ისე მელაპარაკება თითქოს თავის ძმაკაცებს მაცნობსო
-აქ სულ მარტო ხარ?
-კი.
-სულ?
ისევ გამომხედა და გავჩუმდი, ისევ ჩაიცვა, ცოტა გულზე მომეშვა და წვიმაც დაიწყო, ცეცხლი დაანთო და სითბომ ჩემამდეც მოაღწია.
-ხახბო- გაისმა ხმა და ნაბადში კანკალით ჩავძვერი
ბიჭმა გამომხედა, მერე წყალი დაასხა ცეცხლის ნაწილს, ნახშირი შიშველი ხელით აიღო და ჩემ წინ წრე კედლიდან კელდამდე გააკეთა
-რას აკეთებ?
-ხახბო!-გაისმა ისევ ხმა
ბიჭმა გრძელი თითი ტუჩებთან მიიტანა და გავჩუმდი, გარეთ გავიდა, წვიმის ხმაში დაიკარგა მისი ხმაც და რამდენიმე წუთში დაბრუნდა, სველი იყო, გამომხედა ისევ ნაბადში ჩავიმალე
-დაიძინე, გრძელ ღამეა- თქვა და კიბეებს აუყვა
ვკანკალებ, პირი გამიშრა ხმის ამოღების თავიც არ მაქვს, ვერაფერს ვამბობ, ცეცხლი კი უწყინრად გიზგიზებს, მოიცადე, შიშით ვხტები საწოლიდან, ორჯერ დაუძახა, ორჯერ. თავად თქვა სამჯერ სანამ არ დაგიძახებენ გარეთ არ გაიხედოო, რაღაც ხდება, ფეხზწე ვხტები, ნელა, ჩუმი ნაბიჯებით მივდივარ კარამდე და ჩემ მშრალ ტანსაცმელს ვიცვამ, კარს ვაღებ და სველ ბალახზე ვაბიჯებ, გარეთ უზარმაზარი თეთრი ძაღლი წევს, ნაბადში გახვეულს რომ მხედავს ფეხზე ხტება და ჩემკენ მოდის, ისაა რომ უნდა მომწვდეს და ჯაჭვი აკავებს, ნაბადშემოხვეული სიბნელეში უმისამართოთ გავრბივარ, არ ვიცი სად, მაგრამ ბიჭი რაღაცას მატყუებს. მივდივარ, უკან ვიხედები, კოშკიდან ისევ კმოჩანს სინათლე, მერე კარი იღება და ბიჭი გამორბის, ნაბადს ვიშორებ და მთელი სისწრაფით ვეშვები ბილიკზე, რაღაც მომსდევს, ძაღლია, ღმერთო მიშველე, ვოხრავ და ფეხი საშინლად მკივდება, თეთრი უზარმაზარი ნაგაზი მეწევა და ჯინსში ფეხს მწარედ მავლებს ძირს ვეხეთქები. ძაღლი ახლა ჩემ ფეხსაცმელს ებჟაუჭებდა და მხდის, წამოდგომას ვახერხებ, ვერაფერს ვხედავ, შიშველი ფეხით გავრბივარ, მალე ბიჭი ახლოს იქნება, კლდეზე ფეხი მიცურავს და ქიმზე ვჩერდები, წინ უფსკრულია, ბილიკზე კი ბიჭი.
-რა გინდა?- ვღრიალებ
ბიჭი ჩემთან მოდის, ხელს მკიდებს და ტომარასავით მხარზე მიგდებს, ისედაც უკუნეთი სიბნელეა, მაგრა კიდევ უფრო ბნელდება.

*

თვალს ვახელ, ისევ სიბნელე, ჩემი სუნთქვა სახეზევე მეცემა და ვხვდები რომ ნაბადი მახურავს, ვიღაც ლაპარაკობს, დაყვირება მინდა, მაგრამ ვერ ვყვირი, უნცაური შეგრძნება მეუფლება, თითქოს მიჭირს საუბრის გარჩევა, მაგრამ ეს ალბათ ნაბადის გამოა.
-ქალ გიშოვია დავინახ, როგორ მირბოდა გზაშია- გაისმა კაცის ხმა
-შენ რა საქმე გაქვს ჩემ ქალთან, რისთვის მოხვედი კარშია?
-არაფერს ვავნებ მიჩვენე, როგორი ქალ გყავს სახლშია.
-ვერ გამაცურებ კარს გადი, ის ჩემ ძღვენ არის.
-ტყულად ირჯებ ხომ იცი, მაინც ვერ ჩამოცილდები.
-რას დაეხეტებ ტყე-ტყესა, რა გინდა დროზე ამოსთქვი.
ხმები მესმის, მერე მოგუდული ხმა და კარის, გავიდა, ის ვიღაც გავიდა, მტკივა, ფეხი მტკივა, ნაბიჯების ხმა მესმის და ჩემკენ მოდის, სინათლეში ბიჭის შავ თვალებს ვაწყდები, რომელიც დამყურებს და არაფრს ამბობს, ვხავი, ხმა არ მაქვს, ნაბადს მაძრობს და შარვლის შეხსნას იწყებს.
-არ გინდა- ვკივი ბოლო ხმაზე, თუმცა შემხარი შარვალი მტკივნეულად მშორდება სხეულზე და თვალი ცრემლით მევსება, ვკანკალებ, მის წინ შარვლისგარეშე ვდგავარ, ხარბად ათვალიერებს ჩემ სხეულს და მერე ფეხს იიღებს, ძაღლის ნაკბენს და დაჟეჟილობას ამოწმებს და თავს აქნევს.
-რაი გინდოდა?- ჩაიბურტყუნსა და მკაცრად დამხედა
-რას აკეთებ? - ფეხები დავმალე
-გწამლობ.
პრზე ხელს ვიფარებ და კბილებს ძლიერად ვაჭერ ერთმანეთზე, ბიჭი სველ ფოთლებს მადებს და ტკივილიც მაშინვე ცხრება, ნაბადს მახურავს, მხოლოდ თავი მიჩანს.
-რა გინდა ჩემგან?- ძვლივს ამოვთქვი და სახეზე ცხელი ცრემლებიც გადმოგორდა და ყელში არასასიამოვნოდ მომედო.
ბიჭი ცეცხლთან დაჯდა და ქვაბს ამოურია
-მიპასუხე- გამიკრთა ხმაშ მუდარა
-რომ არ გაქცეულიყავ ახლა შენზედა არ ინდადირებნენ, ახლა კი შენ თავსა წამართმევენ.
ვრწმუნდები რომ ეს ბიჭი არანორმალურია, რაღაც არაამქვეყნიური სამყაროდან, ამიტომ არის ამდენად უჩვეულო და ლამაზი, მაგრამ რა ლამაზი, ღმერთო ნუ გამიკეთებ ამას.
-ხავიწ გინდა?- მკითხა უდარდელად
-არა, რა ჯანდაბაა.
ბიჭი თეფშზე ყვითელ მასას დებს და ორთქლიანი კერძით ჩემთან მოდის
-ჭამე- თქვა მკაცრად
-არ მინდა- ჩემ ხმას ვერ ვცნობ
-ჭამე!- იღრიალა და თვალები ლამის გადმოუცვივდა, კისერი დაეძარღვა და დაბნეული ჩანდა.
-არა- გავუწნიე თავი, ბიჭმა ხის კოვზით ცხელი მასა აიღო და ხელები ყბებზე მომიჭირა
-განა შენზედა ვზრუნავ, ლამაზ უნდა იყვე- თქვა და ცხელი მასა პირში ჩამტენა
გადმოვაფურთხე, საშინლად ცხელი და ცხიმიანი იყო
-რაი?- მკითხა გაოცებულმა
ბოლო ძალას ვიკრებ და ვკივი, ან მე მგონია ასე
-რა დაგიშავე გეკითხები, თუ ჩემთან დაწოლა გინდა აქ რას მომათრიე რატომ მტანჯავ ასე?
-შეჭამე!- გაიმეორა
-ცხელია, ჩემი არ გესმის?- ვღრიალებ და პირში დამწვრობისგან არასასიამოვნო შეგრძნებები მაქვს.
ბიჭი ახლა თითქოს სევდიანი შავი თვალებით მიყურეს, კოვზს მასაში დებს, იღებს და გაციებას ელოდება.
-ჭამე
ზიზიღით და უხმოდ ვჭამ საჭმელს და რაღაც უცნობ გემოებს ვგრძნობ, ზედმედატ ნოყიერია, წყალი მინდა და ვთხოვ, მოაქვს.
-რა გინდა გამაგებინე, შენ გგონია ასე შეგრჩება ეს ყველაფერი, გგონია არ მომძებნიან, გგონია რომ ამ დროში ასე მარტივად იკარგებიან ადამიანები, რა ცხოველი ხარ, რამ გადაგრია, რა გინდა?- ჩემ ხმას ვერ ვცნობ, ძაღლი ყმუილს იწყებს და მერე ყეფს.
-უკვე ნიშან დაგადე- თქვა ჩურჩულით და პატარა სარკმლისკენ გაიხედა.
-როკაპ გსმენია?- მკითხა ბიჭმა
-რა ჯანდაბაა?
-ავ სულების ბატონი, მთასა ზის შენთან შეხვედრა სწადია
-რას ბოდავ?
-რამეი ისთ ნახე რომა როკაფ ხსნებაი, ყოველ ათხუთჯერ წელიწადს და პატივსა მიაგებენ, როკაფ თვითონვე მონახავს თავის კაცს.
-რა?- ტანში ჟრუანტელი მოვლის და ნაბადიდან თავს ვყოფ
-რომ არ გაქცეულიყავ, საქმეიც გადაიდებოდა, მაგრამა გაიქეც რარუამ გნახა და ახლა გულს შენ თავ წართმევა აქვს განზარხულ.
-სისულელეა- ამოვიოხრე- სისულელე, რას მიზამენ?
-რარუა კარსა შემოდი- ისე იღრიალა ბიჭმა რომ შეხვტი
კარი გაიღო და ხანშიშესული ქალი ხევსურულ ფორმაში შემოვიდა
-რაი?- თქვა ქალმა და თვალებგაფართოვებულმა გამომხედა, ისე მიყურებდა თითქოს ადამიანი არ ვიყავი, ქალი ხახბოს ფეხებთან დაეცა და მუხლებზე შემოეხვია, რამდენჯერმე აკოცა და თქვა
-გავედრებ მამეც ეს ქალი.
-რას როშავ მამწყდი თავიდან- ხელით მოიშორა ვაჟმა ქალი, კედელს ავეკარი
-ქალწულიც არის?
-შენ რა იც?
-დამითმე გთხოვ.- ნაწნავი ჩამოუგორდა მხარზე
-ვერა დაგითმობ, კარს რას დამდგარხარ რა გინდა, რად დაადგ ძღვენსა თვალია?
-მაშინ ვახარებ რომა მისთვის ქალ გამოჩნდა, იქნბ ასე მაინც მავიგო მის გული.
-სიტყვა არ დაგცდეს გაფრთხილებ!- გამოცრა კბილებიდან ვაჟმა
-გავედრებ.
-შენსას არ იშლი?- მკაცრად თქვა ბიჭმა
-რას ამბობ, მხოლოდ ამს გთხოვ ხახბო, განა სხვა რამეს?
-არა სთქვა!
-შენ ვერ დამიშლი- ფეხზე წამოდგა ქალი და ვაჟს ქვემოდან ახედა, ხელები შეართა და მერე ჩემკენ გამოიხედა, ცივი შემზარავი თვალები მომაპყრო და გაშეშდა,
ბიჭმაც მე გამომხედა, ვიგრძენი შიში და სევდა, მერე თავი გააქნია და ქალს სახეზე ხელი მოუჭირა.
-დაბნელდეს ციურ ვარსკვლავი, შენთვის მნათობი ღამეა, თვალ თეთრი ბუდით აგევსოს, როგორ დღეს ბაცი მთვარეა, ვეღა იუბნოს შენ ენამ საქმენი საგმირონია, ენა გადაგცდეს ხახაში, წინ მოუბარი მყრალია, ვერცა სთქვა მტყუან მართალი, ვერც თვალთ იხილო ჭალაო. გწყევლი და დამიყწვლიხარ ვეღარ მიხილო თვალთაო.
პირი გამიშრა, ვაჟმა ხელი ქალის სახეს მოაშორა და მხოლოდ სითეთრე ჩანდა, დაღებულ პირში კი ამოტრიალებული ენა, ქალი ისევ მის წინ დაემხრო და ხელები მუდარის ნიშნად შეაერთა.
-ახლა ძაღლს- თქვა ვაჟმა და სახლიდან გავიდა, ქალი ხელით გაათრია და ძაღლმაც დაიყეფა.
-ხმას გაყევ- იღრიალა ვაჟმა, კედელს ავეკარი და მის დაბრუნებას დაველოდე, მაგრამ ისეთი სახით შემოდის რომ მეშინია, ნაბადში ვიკეცები და ვკანკალებ.
-შენ გამო დავწყევლე ნახე რი ქნა შენ უბარდრუკ საქციელმა?
ვაჟმა ხელები თმებში შეიცურა და გამომხედა.
-ვერა გამცემს!- იღრიალა და მაგიდაზე ხელი დაარტყა, შვხტი.
-რაი?- მომიტრიალდა და შავი თვალები მომანათა
-გამაგებინე რა ხდება.- ვერაფრით ვიმშვიდებ სხეულს
-ხმა!- მოვიდა ჩემთან და მომაშტერდა-რაი გქვია, სახელ რა გაქვს?
-ნინი
-გულ უნდა ამოგაცალონ, როკაპისთვინა მთაზედა.
-რას ბოდავ, რა სისულელეა, გაგიგებენ, ადამიანები არ ხართ.?
-შავები ყველაფრეს მააწყობენ, ისე რომ არაცა ეჭ ქვონდეს არავის.
-გემუდარები არ გნდა- არ ვიცი საიდან მაქვს ამდენი ძალა მაგრამ მის წინ მეც მუხლებზე ვდგები და სახეზე ხელებს ვიფარებ- გემუდარები ეს არ ქნა, რა სულები, რა კუდიანები.
ბიჭი ჩემ წინ უმუხლება ყელზე ხელს მიჭერს და თვალბში მაშტერდება, ღრმად სუნთქავს, ოხრავს და თავს აქნევს, ისე ძლიერად მიჭერს ყელში ხელს რომ ცოტაც და მიწას ავცდები, საშინლად მტკივა, ხედლბზე ხელით ვებღაუჭები და პირს ვაღებ, ბიჭი ისევ მიყურებს მერე კი თითქოს უჩინარდება.
-თმას შემჭრი?
ხელზე ფრხილებს ვარჭობ და უმისამართოდ ვიქნევ ფეხებს, ხელს მიშვებს და მოწვეტით ვეცემი იატაკზე, სუნთქვა მიჭირს, თვალებში მიბნელდება და ჰაერს ხარბად ვსუნთქავ
ბიჭი ორნამენტებიან ზედატანს იძრობს და შუაცეცხლთან ჯდება
-აქ მოდი- ამბობს მშვიდად
ფეხზე ვდგები, კანკალით მივდივარ მასთან
-უჯრას მაკრატელ დევს, ამაიღე და აქ მოდი
ჩემი შანსია, ახლა ჩემი დროა, თუმცა ხელებს ვერ ვიმორჩილებ, მაკრატელს ვიღებ და მერე მას ვუყურებ, ის კი შავი თვალებით და წარბებშეკრული მომშტერებია.
-რას მაკეთებინებ?- ჩემი ხმა მე თვითონ ძვლივს მესმის
-თმა შემჭერ, იცი?
-არა
-დაამოკლე!
-წყალს დავლევ- ვიხრები და დოქს ვიღებ, პირზე ვიყუდებ და ნახევარს სხეულზე ვიღვრი, ასეთი შეშინებული და დაბნეული არასოდეს ვყოფილვარ, წყალი სხეულს მიგრილებს და მასთან მივდივარ, მის ზურგთან ვდგები და მაკრატელს ვშლი, უნდა დავარტყა, მაგრამ როგორ და სად, ისე რომ სიარული გაუჭირდეს, ძაღლი აუშვა, მაგრამ ქალს გაყვა, ვერ გადავიტან, ნახევრად შიშველი ვარ, ვკოჭლობ, გადავწვიტე რომ ფეხში ჩავარტყა რომ სიარული გაუჭირდეს.
-ამდენ ხანს რაის უდგახარ?- იღრიალა და შევხტი, მაკრატელი ხელიდან გამივარდა და მის ასაღებად დავიხარე, როდესც ხელი მოვკიდე მის ფეხს გავხედე და წამიერად თვალში დამიბნელდა, მისი ფეხისკენ მთელი სისწრაფით გავიქნიე, მაგრამ ხელი დამიჭირა, ისე ძლიერად მიჭერს რომ მაკრატელი ისევ ხელიდან მივარდება, საშინლად მტკივა და მის წინ ვიმუხლები.
-მტკივა, გემუდარები- გებღაუჭები მის ხელს, შავი მრისხანე თვალები დამყურებს და გაპობილი ტუჩებიდან თბილ ჰაერს უშვებს, ოხრავს და ხელს მიშვებს.
-თმის მნიშვნელ იცი?
თავი დავუქნიე
-მაშ ფეხთან რა გინდა?
-მაპატიე- ვკნესი და ფეხზე ვდგები, შავ თმებში თითებს ვუცურებ და ამ დროსაც კი შემიძლია მის მხრებს თვალი შევავლო, სრულყოფილებაა, მერე მის მხრებზე თმის გუნდა იყრება და იშლება, როგორ ვჭრი არ ვიცი, მაგრამ თმას ვუმოკლებ და არამიწიერად უხდება, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი ასეთი ბოროტი იყოს.
-მხარს ხელი დამისვი- ოხრავს
ხელისკანკალით ზურგზე დაყრილ თმას ვაშორებ და პირი მიშრება, რაღაც შელოცვას მიკეთებს, თორემ ასეთ დროს როგორ შეიძლება რომ ადამიანმა სხვა რამეზე იფირქროს.
-ხევსურები წიგნებშიც მამაკაცურები, რაღაც არამიწიერად ვაჟკაცები არაიან, სხვანაირები წარმომედგინა- ვიხრავ და სვიტერს ქვემოთ ვიქაჩავ
-იცი ცოლ თუ არ ემორჩილებოდა ან ხელს აწევდა მასზე რას უკეთებნენ?- ტრიალდება და წრაბებს ზემოთ წევს
თავს ვაქნევ
-ცემდნენ კიდევაც, მაგრამ აქაურ ქალებმა მორჩილება იცოდნენ, შენა ქალაქიდან მოხველ ეგ არ გეცოდინება, ფეხს რომ ჩამარტყამდ მერე რას იზამდი?
ზემოდან დამყურებს, ისევ ქვემოთ ვქაჩავ სვიტერს, გულმკერდიდან დაყრილ თმას იშორებს და ინტერესით მაკვირდება. ვკანკალებ, მცივა, მგონი მცივა.
-წავიდოდი- ვბურტყუნებ.
-სად?- შავ წვერში ღიმილი გაუკრთა
-შატილში და ვინმეს დახმარებას ვთხოვდი
-მდინარეს როგორ გადახვალ?
-არ ვიცი- თავი გავაქნიე, ამოიოხრა და ნაბადისკენ მიმითითა თვალებით.
-რა?
-დაწექ, მალე გათენდება.
-ადამიანი ხარ?- მივდივარ ნაბადთან
-მერე?
-არამგონია- ვაქნევ თავს და ჩემ ნაბადში ვწვები
-ისევა ენა გისწრებს წინა.- იმუხლება შუაცეცხლთან ნახშირს იღებს და მერე უჯრიდან დანა ამოაქვს, ჩემთან მოდის
-არ გინდა- ვკანკალებ და ნაბადიდან ამოსვლა მინდა, კედელს ვეკვრი და თვალები ცრემლით მევსება- გონებას ვკარგავ, მაგრამ ბიჭი ნახშირს იღებს და შუბლთან მოაქვს
-დადექ- თქვა და ნაბადში საწყის პოზიციას ვუბრუნდები, ნახევრად შიშველი, წარმოუდგენლად სიმპათიურია, რა ჯანდაბა მემართება, სქელი ტუჩები ეპობა და ლაპარაკს იწყებს.
-გულო დადეგ ალაგასა.
შაგილოცავ რისასაო?
გულისტკივილისასაო.
გულო, რამ შაგაშინაო? –
დედამ შაგაშინაო,
მამამ შაგაშინაო,
კარის მეზობელმაო,
რჯულიანმა,
ურჯულომაო?
ცის ქუხილმა,
ცის ელვამა,
წყალმა აღვარებულმაო?
ქვამა გამოგორებულმა,
ხემა მოტეხილმაო?
ქვა გაგორდება – ჭალას ჩადგება,
წყალი მიდგება-მოდგება,
თავის ნადგომზე დადგება.
პირიქითელი იყოს
შენი შამშინებელი,
პირაქათელი იყოს,
თმაშავი იყოს,
თვალშავი იყოს,
თვალცხვრისფერი.
თეთრი ქორი ქანდარასა,
დედალ დაჯდა ბუდესაო.
გულო, გულის ალაგსაო,
დადეგ თავის ალაგსაო.
ლოცვა ჩემი,
რგება – ხვთისი.
ცულის პირით მონაჭერი
ცულსამც ტარად ეეგება.
ჩემი ლოცვა.
ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის და გული ამოვარნაზე მაქვს, დანას იღებს და უკვე არც იმის მეშინია, შუბლზე ხელით მეხება და მაჟრიალებს.
-დაიძინე- ამბობს და მშორდება, სამყაროს ვეთიშები და სადღაც უსიზმარო ძილში მივდივარ.

თვალს რომ ვახელ მიმქრალ ცეცხლს ვუყურებ, ფეხი აღარ მტივა, შემხმარ ფოთლებს ვუყურებ და ნელი მოძრაობით ვწევ, ტკივილი და სიწითლე სადღაც გამქრალა და თითქოს შეუმჩნეველი კვალიც დამრჩენია, ფეხზე ვდგები, ბინძურ შარვალს ვიცვამ, მაგრამ მაინც მსიამოვნებს, სახლს თვალს ვავლებ და კართან მივდივარ, ჩაკეტილია, ისევ პანიკა მიცავს და ბიჭის მოძებნას ვიწყებ, ზედა სართულზე ასვლა დავაპირე თუ არა კარი გაიღო შევხტი და ბიჭმა გაოცებულმა გამომცედა.
-სით მიხვალ?
ჩემი ჩანთები, ახლა მხოლოდ ეს მაინტერესებდა, ქვემოთ ვბრუნდები და ჩანთებისკენ გავრბივარ, ბიჭი მკლავში ხელს მავლებს და მაჩერებს
-სად მიდიოდი?
-უბრალოდ ნახვა მინდოდა.
-აქ სამ სართულია, ძირისთვალი, შუათვალი და ზედათვვალი, ძისითვალს ცხოველებ არიან, დედკაცებისთვინაა, შუათვალს კერაა, ზედათვალ კაცისაა, ზედათვალ კაცურური საწყისია, დედაკაცი კი მიწის საწყისია, ზედათვალს ქალს არ დაედგომება.
-სულ არ მაინტერესებს- ვოხრავ და ჩემი ხმა დამბრუნებია. ჩანთებს უკან ისე წევს თითქოს ცარიელი იყოს, მე კიდევ ამათ გამო გზაში შემომაღამდა.
-არ შეიძლება ჩემი ჩანთა ავიღო?- ვეკითხები და მიყურებს
-რა?- ვუმეორებ კითხვას
ჩანთებს იქვე ტოვებს და ყველაფერი აქაა, ჩემი ტანსაცმელი და პირველი მას ვიღებ
-სად შეიძლება გამოვიცვალო?- ვიღებ თეთრ ნაქსოვ კაბას
-აქა
-რა?
-გადი
შუაცეცხლთან ადგილს იკავებს და ზედაც არ მიყურებს, სუფთა თეთრეულს ვიცვამ და კაბას ზემოდა, სვეხლი ხელსაქმენდით, ფეხზე ჭუჭს ვიშორებ და მერე ფეხსაცმელს და წინდებს ვიცვამ. საოცრად კომფორტულია, ვოხრავ და თვალებს ვხუჭავ.
-ხინკალ მოხვევა იცი?
-კი და ძროხასაც დაგიკლავ
ისეთი სახით გამომხედა ჩემი თავი ამ სამყაროში ყველაზე საწყალი ქალი მეგონა, ასეც იყო ალბათ.
-უკვე ღამდება უნდა ჭამო, თორემა გონება წაგერთმევა.
-რომელი საათია?
-უკვე საღამო დგას.
-ამდენ ხანს მეძინა?- იმის გაცნობიერება რომ უკვე ყველაფერი თავიდან იწყება ჭკუიდან მშლის.
-კარგ შელოცვა მცოდნია. ხინკალ გააკეთე.
-არ ვიცი, შენი ცოლი კი არ ვარ.
-გასწავლი.
-შენ თვითონ გააკეთე.
ხელი ისე დამიქნია რომ დებილივით წინ წავედი.
-ფქვილ, ხორცი, ბალახები და მარილ, მეტ არაფერ უქნა.
-არასდროს მომიხვევია.
-ახლა მაახვიე.
-არ ვიცი.
-აბა რა ქალ ხარ?- ამათვალიერა, ისევ ზიზღით და დაბნეული მათვალიერებდა
-მიმინე- მეძაბება სხეული და ფქვილიან ჯამს ვიღებ და იატაკზე ვანარცხებ- ცხოვრებაში ასე არასოდეს შემშინებია, კუდიანები და დედაბრები დამსდევენ, მეუბნები რომ სადღაც მთაზე ვიღაც მელის და ახლა კიდევ ღამდება, რამდენი კილომეტრით ვარ დაშორებული სახლს ვინ იცის, მარტო ტყეში არაადამიანთან ვარ სახლში და ეგ მთხოვს ახლა ხინკალი მოუხვიო, იმ კუდიანებსაც წაუღიხარ, მე თავი დამანებე, შენ არ გემსახურები, იქ არ ახვიდე, აქ არ ახვიდე, იქ ქალ არ ედგომება, იქ არ გახვიდე, მოგჭამენ, შეგჭამენ, შენ მე მთხოვ ხინკალი გაგიკეთო?
-კი- დამიქნია თავი, ამდენი რისთვის ვილაპარაკე, თითებს თმებში ვიცურებ და დაყრილ ფქვილს ვუყურებ.
-აიღე, კერა მოასუფთავე.
-შენი მსახური არ ვარ.
-მერე ხინკალ მაახვიე- თქვა უდარდელად და ცეცხლზე ქვაბი ჩამოკიდა, რაღაც საუკუნის წინანდელი სპინელძის დოქით წყალი ჩაასხა და ისევ გამომხედა.
ჯამის ნამტვრევები ავიღე, დაჟინებით მაშტერდება და ისე მეშინია რომ მართლა ცხოვრებაში პირველად ვიწყებ ცომის მოზელას.
-საფუარი არ გაქვს?
-რათ გინდა?- მკითხა და წარბები შეკრა
-თუ კაცი ხარ სულ ნუ მიბღვერ და თუ გინდა გავაკეთო, თუ გავაკეთე მითხარი.
-მე არ მითქვამს რომა ეგა ჭირდების.
-აი დარდი.
ცომს რომ დავხედე მივხდი რომ ხინკლის გარდა ყველაფრის გაკეთება შემეძლო.
-არ გამომდის- ვამბობ- რატომ მაკეთებინებ ამას?
-სტუმარ მოდის.
-ვერ გავაკეთებ და მითუმეტეს ვერ მოვახვევ, ძალიან რთულია- ვკივი და ცომს ხელს ვურტუამ, ისე სწტაფად მოდის ჩემთან და ისე ვიძაბები რომ ცოს ძლიერად ვუჭერ ხელს და თითები მეფარეფება ამ რაღაც მასით, დანას მაგიდაზე ურტყამს და ვხტები, ჩემ თითებშორისაა.
-მაშ თითებ არა გჭირდება
-რა?- ვკანკალებ
-არა გამოდგის?
-ვეცდები- ვუქნევ თავს, შავი თვალებით მათვალიერებს და ცომს ისე ვზელ რომ თითქოს მთელი ცხოვრება ამის მეტი არაფერი მიკეთებია.
-ეგ კაბა შენ მაქსოვე?- შეშლილია
-ხო და შვივლიშვილებსაც მოუქსოვე წინდები კიდევ- ვტირი და მკლავით ცრემლებს ვიწმენდ
ცომს ვასვენებ.
-როგორ მოვჭრა?
მინის ჭიქას ხმაურით დებს მაგიდაზე, ცომს ვაჭრი და იმ გუნდებსაც ვაბრტყელებ. ხორცის შეზავება მინდა, მაგრამ ესეც არ ვიცი, რომ დავგუგლო, სად ვარ რას ვაკეთებ, რა მინდა, მთელ ჯავრს ხინკალზე ვაფრქვევ და ყველაფაერს ისე ვაბრტყელებ რომ ჩემი თავის მიკვირს. თლილ თითებს დაკეპილ ხორცში ურევს და ხორცის შეზავებას იწყებს, გაოცებული ვუყურებ, მერე კი ჯამს ისე მიგდებს თითქოს ცხოველი ვიყო, მასას გაბრყელებულ ცომში ვდებ და ხელებს ვერ ვიმორჩილებ. მიმსგავსებულ ფორმას ვაძლევ.
-ჩვენთან ეგეთ ხინკალ არ იციან- ჩაიბურდღუნა თავისთვის
-რა?
-სხვანაირ არის.
-მეტი მე არ ვიცი, მეტი კი არა ესეც- სურვილი მიჩნდება რომ ის ხინკალი გავუქანო ის წარბები რომ გახსნას.
-თავ მოაცალე.
-შენ თუ იცი შენ გააკეთე.
-თავ მოაცალე.
ხინკალს ე.წ კუჭს ვაცლი და რაღაც ბორჯღალოს ვიღებ, მოხვევას ვაგრძელებ, რამდენიმე გაიხსნა, მაგრამ არ შევიმჩნია, ქვაბში ჩავყარე და დაღილმა სარკმლისკენ გავიხედე, უკვე ღამე იყო, ისევ ციოდა. ხელები ჯამში დავიბანე და შევიმშრალე.
-ახლა, ნახშირ წრეს ჩადგებ, ხმას არ ამაიღებ, რომც შეგეშინდეს, არ გადმოხვიდ რაც არ უნდ დაინახვოს შენმა თოლებმა.
მე დებილს ხინკლის ჭამის იმედი მქონდა
ბიჭი საგულდაგულოდ გადამაულულ ნახშირს იღებს კუთხეში პატარა წრეს კრავს და მეც იქ ვჯდები, ძაღლი აყეფდა, ქვაბიდან წყალი გადმოვიდა და ხმაურით დაეცა ცეხლს ბიჭმა გრელი საჩვენებელი თითი ტუჩზე მიიდო, თავი დავუქნიე. კარს აღებს და წითელთმიანი ქალი შემოდის ვაჟს უჩვეულო ცეცხლისფერი თვალებით უყურებს და მერე სახლს თვალს ავლებს
-მშვიდობით მახველ- თავი დაუკრა ბიჭმა
-დამხვდით მშვიდობით- ქალს ისეთი ხმა ჰქონდა რომ გამაჟრიალა
-რარუასთვინ შეულოცნიათ.- ბასრი კბილები გამოაჩინა ქალმა- ვიღაც გვმტრობს.
-რას ამბობ?- გაოცა ბიჭმა
-თვალთ ვერას ხედაბს ვერ უბნობს
-ვინ იყო ვერა გაიგეთ?
-ვერ- მიაშტერდა ქალი ვაჟს
-დაბრძან ხინკალ გვიმზადებია შენთვინა
-ქალ საით გყავს? გიპოვნია.- გაიღიმა ქალმა და ქვაბს ჩახედა, მდუღარე წყალში ხელი ჩაჰყო და პირდაპირ ამოიღო ხინკალი
-აგრეა- თავი დაუქნია ქალს ვაჟმა
-მაშ როდის მამცემ?
-დრო მოვა.
-როკაპ მელის.
-ყრილობაი ჯერ არ იქნება, ორ დღის მერეა
-მაშ იმ ღამითვე გამატან?
ვაჟმა თავი დაუქნია, ქალმა ისევ მოავლო სახლს თვალი
-ლამაზ არი?- დაინტერესდა ქალი და ბიჭმაც პირდაპირ ხელი ჩაჰყო ქვაბში
-კი, თეთრია
-გულ როგორი აქვს?
-მამაცი
ქალმა პირი გააღო და თვალები გააშტერა ვაჟისკენ
-ჩემგან რას ითხოვ რა გინდა?
-სულ იხსენ ჩემი როკაპთან.
-როკაპ ცუდ საქმეს არა გავალებს, რაი გინდა?
-თავისუფლებ მინდა.
-შენ წინაპრების სულეთის ღმერთან მშვიდად ვერ იქნებიან. კაცს ცუდ საქმესა არ შეჰყრის, როკაპი ხომ იცი.
-ვიც, მაგრამა არ მინდა.
ქალმა ხინკალი ამოიღო და დაყნოსა
-მან მაახვია?- გაეპო ტუჩები და წვრილი კბილებიც ისევ გამოჩნდა
-აგრეა.
-სუნ კარგ აქვს.
-მე ქალსა მოგცემ შენ ჩემ სულ შაავედრე როკაპს თავისუფლებისთვინა.
-აგრე იყოს. - თავი დაუქნია ქალმა
-ნიშან დაადე?- წამის მერე კითხა ქალს ვაჟმა
-კი
პირზე ხელი ავიფარე და სუნთქვა შემეკრა
-მაშ სიტყვა მეთქმის შენზედა. -ქალი ფეხზე წამოდგა, გამხდარ სხეულზე თეთრი კაბა ეცვა.
-კრებასა მოხვალ?- მიუტრიალდა ქალი
-კი
-რარუას ამბავს თუ გაიგებ შამატყობინე- თქვა ქალმა დაიხარა და კარიდან გავიდა
ვაჟმა ქალი რომ გააცილა და სახლში დაბრუნდა ჩემკენ გამოიხედა, წირიდან გამოვედი და მასთან მივარდი
-რას მიპირებ, ამ ქალს უნდა მიცე ჩემი თავი?- ვკივი და პირზე ხელს მაფარებს, თვალებს აფართოვებს და ძალა მეცლება
-აგრეა, მაგრამ შეიძლებ გადარჩე, ახლა კიდევ თუ იყვირებ ოცოდ არ ვიცი რას გიზამ, გულს შენი სიკვდილ არ მიდევს, ჩემი სულისა ხსნა მინდა.
-როგორ გადავრჩე?- ვოხრავ როდესაც პირზე ხელს მაშორებს.
-სარეცელ გაიყავ ჩემთანა.

*
-ეგ რაღაა?- ვეკითხები და ძირს ვეცემი
-ადექ- თქვა მშვიდი ხმით
-რა გაგიყო ვერ გავიგე.
-სარეცელ- ჩაიდუდღუნა
-რა ენაზე ლაპარაკობ, რა არის?
-რაზედაც წევხარ.
ტანში ჟუანტელი მივლის ეს კიდევ უემოციო სახით დამყურებს თავზე და მთავაზობს მასთან დავწვე?
-შენთან სექსს მთავაზობ?- აღმომხდა გაოცებულს, ბიჭმა ისეთი სახე მიიღო თითქოს შევაგინე
-ქალწულ ხარ?
ღმერთო მიშველე, პირზე ხელს ვიფარებ და ვკანკალებ.
-კითხვა დაგისვი- მიმეორებს ისე თითქოს ხაჭაპურზე ვლაპარაკობდეთ
-კი- თავი დავუქნიე
-მაშ მათთვის სასურველი ხარ, ხინკალ რომ ჭამა ის მიხვდა, ის დიაციც მაშინა.
-არა- თავი გავუქნიე და ფეხზე წამოვდექი- ამას ვერ ვიზამ
-მაშ შენი გული მათ მიეც მე დამანებე თავია.
-ეს დებილობა იმიტომ დადგი რომ ჩემთან დაწოლა გინდოდა?- ბიჭმა ისე იუკადრისა და გამომხედა თითქოს მიუცხოვა.
-ჩემ მე უკვე გითხარი, დანარჩენ შენვე იფიქრე- შუაცეცხლს მიუჯდა
-ნაცარქექიასავით რომ დამჯდარხარ სულ მანდ მომხედე აქეთ- ვკივი და ისე მიყურებს მგონია კედელზე ამაკრავს, მაგრამ არ ვნებდები- იმ ალქაჯისთვის ხინკალი რატომ გამაკეთებინე?
-თუ გული გწყდება შენც ჭამე, კიდევ არის დარჩენილ.
-ხინკალზე არ გელაპარაკები- ღმერთო მიშველე
-მაშ რა გინა.
-შენთან რატომ უნდა დავწვე?- ამის წარმოდგენაზეც კი სხეული მეჭიმება
-რომ გადარჩე.
-შენ გგონია შენთან სექსია ჩემი ხსნაა?
-არა მგონია აგრეა, მათთვის უწმინდურ გახდები.
-ისეც არ ვარ საოცრება.
-რად მიყვირი?- ისევ წარბები შეკრა
-ამ არსებებს ყველა ხედავს ახლა აქ ვინცაა?- ვკითხე ჩურჩულით
-რასა გულისხმობ?
-იმას რომ მე ვხედავ ამ ყველაფერს მარტო?
-კი- თავი დამიქნია და ისევ გამაჟრჟოლ- ნიშან გადევს.
ნაბადზე ვჯდები და ისტერიულად ვიწყებ ქანაობას, გაშლილი თმა სახეზე მეფარება და ტუჩებს გაუაზრებლად ვიჭამ. ეს არარეალურია, ეს არარეალურია, ეს არარეალურია, ეს არ არსებობს, თვალებს ძლიერად ვხუჭავ და ისევ ვახელ, ისევ მიყურებს როგორც შეშლის, ისევ იმ შავი თვალებით, ფაფახი დუხურავს, რათ უნდა შუაცეცხლთან ფაფახი, რა ფაფახი ვიღაც გულის ამოცლას მიპირებს. რა გავაკეთო, რა გავაკეთო?
-შენთან რომ დავწვე აღარაფერს მიზამენ?- პირში ვიტაკე თითები და ცხოვრებაში პირველად მოვიკვნიტე ფრჩხილი
-ჩემთან დაწოლის აზრმა დიდად აგირია.- გაუკრთა ღიმილი წვერში
-რა?-ხმაურით ჩაყლაპე ნერწვი
-შეიძლებ გადარჩე, შეიძლებ არა, თუ იქვე არ მოგკლეს, მე რა ვიც.
-ადამიანი ვარ, ვსუნთქავ, ცხოვრება მინდა, მინდა რომ ძლიერი წარმატებული ქალი ვიყო, ასე უდარდელად ჩემ სიცოცლეზე როგორ ლაპარაკობ?
-ჩემ სული, შენ გულის სიწმინდეზეა დამოკიდებული, ახლა შენვე იმსჯელე მაწყობს მე შენი წაბილწვა?
ნაქსოვ კაბაში თითებს ვუყრი და თავს ვაქნევ, ტუჩებს ისევ ვიკვნეტ, ისევ სისხლის გემოს ვგრძნობ. რომ გადავრჩე, რომ ვერ გადავრჩე. ქალწულების მსხვერპლშეწირვაზე მეც მსმენია, მაგრამ რას ვაკეთებ სად ვარ, ყველა იმ კაცს ვწყევლი ვისაც ჩემთან დაწოლის შესაძლებლობა ჰქონდა და არ გამოყენა. მომკლავენ, ის წითელთმიანი ქალი რეალური იყო, ის არსებებიც სიზმარი არ არის, კაბას სანამ დავხევ თითებს ვათავისუფლებ, ხელები გამეყინა, ვკანკალებ, პირი მიშრება და ბიჭის მხრებს ვიყურებ, ასე რთულიც არ უნდა იყოს, ცდა ბედის მონახევრეა.
-თანა ხმა ვარ- ძვლივს ამოვატრიალე ენა გამშრალ პირში, ბიჭმა დინჯად გამომხედა და ისევ შეკრა წარბები.
-ახლა?- მკითხა ჩურჩულით
დებილია, ღმერთო გადამარჩინე, ისე ვქანაობ თავბრუ მეხვევა.
-კარგი- თქვა და ფეხზე წამოდგა, იმედია არ შემოვაკვდები, ძალიან მაღალი, ახოვანი და სიმპათიურია, შე შტერო ქალი ამ ტყიურს შეუნახე შენი თავი, დედის რძით გაზრდილია, ისეთი ლამაზია, მაგრამ ისეთი ვაჟკაცურია ამას ძუძუც არ ექნება ნაჭამი, მილოცავს თუ რას აკეთებს არ ვიცი, მაგრამ სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. მთლიანი ყურადღება ბიჭზე გადამაქვს და ხევსურული ფორმით ჩემ წინ ბიჭი დგას, ამას ყველაზე აღვირახსნილი ქალიც ვერ წამოიდგენს ალბათ.
-გაიხად- ამბობს ბიჭი
-ა? ასე პირდაპირ?
-აბა შენ საამებლად გინდა?- ისევ წარბებს კრავს, სახე უმკაცრდება და ხევსურული ფორმაც იკარგება, წელზემოთ შიშველი დგას ჩემ წინ და უკვე ხელების გამოძრავებაც მიჭირს.
-ქალთან არასოდეს ყოფილხარ?- ახლა ამის დროა, ვერ ვსუნთავ, პირში ერთი ადგილიც არ მაქვს სველი, ნერწვყვს ხმაურით ვყლაპავ და მრცხვენია. ბიჭს ღიმილით ეფინება სახე და ამ ტყიდან რომ წამოვიდეს რეკლამებში იმდენ ფულს გააკეთებს ათ თაობას ეყოფა. ყელში ხელს მკიდებს და მის წინ მაყენებს, ქვემოთ ვიყურები, კაბა რომელიც სქელი და ნაქოვია ჩემი სხეულის რიტმს ყვება, გული მიკანკალებს, ყელში ამოხტება სადაცაა, უაზროდ ,დაჟინებული მიყურებს.
-ნინი- ამბობს ჩემ სახელს და ისე ვეკიდები მის ხელზე როგორც თავწაწვეტილი გაგუდული ქათამი, მეორე ხელით კაბას ზემოთ სწევს დ აქ უკვე მართლა ბნელდება ყველაფერი, ეს იდიოტური ქუდი მაინც მოეხადა, თვალებზე ცხვრის ბეწვი ეყრება და მისი გამომეტყველების გარჩევაც კი მიჭირს, ხელს მუხლიდან ზემოთ აცურებს და ცხვირს ცხვირზე მადებს, ფაფახი, ფაფახი მედება თვალებში ვეღარაფერს ვხდედავ, სიშავე, მისი სუნთქვა ტუჩებთან და მისი ხელი ჩემ ყელზე, ფეხზე მეორე ხელი.
-რაი?- მეკითხება ოხვრით
სულები კუდიანები და ყველაფერი ქრება, ტუჩებზე ტუჩებით მეხება და უკან მწევს, ისევ მისი სახე.
-არ გაიხდი?- ხელს მიშვებს და მოწყვეტით ვეცემი ჩემ ნაბადზე, ჩემ ყველაზე ბინძურ ფიქრებშიც ვერ წამოვიდგენდი ასეთ პირველ ღამეს, ხინკალი მოვახვიე და ახლა ხევსურთან მაქვს, სიგიჟეა.
კაბას ზემოთ ვიწევ და თვალებს ვხუჭავ
-გაახილ თოლები- ამბობს მშვიდი ხმით
თვალები ვჭყიტე
-ლამაზია
ვეღარაფერს ვამბობ, ისე მაქვს სხეული თითქოს ცივ ყალში ჩამაგდეს და ახლა ნაბადზე ვარ გაწოლილი.
ზემოდან მექცევა და ჯიუტად მიყურებს თვალებში მაშტერდება და ეს დასაწვავი ფაფახის წვერები ახლა ჩემ წამწამებს ეხება.
-მეორეც.
-რა მეორე?- ვერ ვხდები თავს ვწევ და მინდა რომ მაკოცოს თუ რას ვაკეთებ
-ეგეც- ეხება ჩემ საცვალს თითებით და ისევ ვხუჭავ თვალებს
-გაახილ- ამბობს და ვემორჩილები
ხელები კანკალით მიმაქვს ჩემ საცვალთან და ქვემოთ გაჭირვებით ვქაჩავ, ზედ ვზივატ ტანს ზემოთ ვწევ და მის სხეულს ვეხები, საცვალს ვიძრობ და ბიჭსაც სახე ეცვლება. თბილი ხელების შეხებას ვგრძნობ, მულზე მადებს და ფეხს მაშლევინბს, კბილს, კბილს ძლიერად ვაჭერ ეს კიდევ მიყურებს, არა გონებას დავკარგავ და ეგ იქნება.
-რაი?- მეკითხება და ისევ შავ წვერში ჩნდება თეთრი ღიმილი
ჯანდაბაი, ჯანდაბა ჩემ ბედს, ჰაერს ღრმად ვუშვებ პირდან და ფაფახის ბოლოები მოძრაობს
-არ გავქრებ, სულ ნუ მიბერავ.
თავს ისტერიულად ვაკანკალებ და ისევ ყბებში მკიდებს ხელს, ვჩერდები.
-სისხლ მოგდის- ამბობს და მიყურებს
-უკვე?
ისევ ეცინება, არამიწირი კაცია
-ტუჩიდან
ცერა თითით მეხება ტუჩზე და მწმენდს, ამან ახლა ჩემზე იზრუნდა თუ რა გააკეთა.
-რად კანკალებ?- მკითხა და უკვე ნერვები მეშლება, მეტს ვერ გავუძლებ, კისერზე ხელს მხვევს და თავს მაწევინებს
-ჩემი გაგუდვა თუ გინდა გამგუდე და მორჩი
-ლამაზ ყელ გაქვს.
თვალებს ვხუჭავ და ისევ მისი ხმა
-გაახილ- თვალს ვახელ
-დაასრულე- მუდარა მიკრთება ხმაში
-შენ მზადა ხარ?- ოხრავს ჩემ ტუჩებდათ და ცერა თითს ყელზე მაჭერს, მხოლოდ თავის დაქნევით ვიფაქგლები
-მე ჯერა არა, ეგ კაბა გმოსავს, ჩემ ხომ გესმის?
კაბის ბოლოებს ქაჩავს და მკერდამდე ადგის, სქელი ნაჭერი ახლა ჩემ ყელთან ჩერდება და თითები ქვემოთ მიცურავს, არა, ამას ეს... არა, პირს ვაღებ და თითების შეხებას საშოზე ვგრძნობ, სუნთქვა მეკვრის და პირდაღებული ვუყურებ, სხეულში ერთიანად მივლის სიმხურვალე და სიცივე სადღაც უჩინარდება. რამენიმე გამოძრავება და თავს ვერ ვიკავებ, ფეხებს ვკარვ და ხელს ვებღაუჭები.
-რას იქმ?- მეკითხება ოხვრით და ფეხებს ისევ ვადუნევ, ახლა ხელების დამორჩილება მიჭირს, მის ხელს ვეხები და ძლიერად ვუჭერ, არცერთი წარბის შეხრა, არცერთი ზედმეტი მოძრაობა, არც ტუჩების, ასე დაჟინებული მომშტერებია და მეს მის მოძრაობებს ვყვები, რას ვაკეთებ, სადღაც სრულიად სხვა სამყარიში მივდივარ, ის ისაა რომ მწვერვალებს ვიპყრობ რომ ამბობს.
-მზად ვარ- მესმის მისი ხმა და ისე ვეშვები ამ სამყაროში, როგორც ძილში რომ ადამიანები ვარდებიან, რომ უნდა დაეცე და გეღვიძება.
ღრმად ვსუნთქავ, ქვემოთ ქაჩავს ჩემ სხეულს და ისევ თვალებში მიყურებს, ხელების მოძრაობით ვხვდები რომ შარვალს იხსნის, ვერ გავუძლებ, ვერ გავუძლებ, ვიმეორებ გონებაში და ისევ დაიჭექა, ისევ გაიელვა და წვიმა წამოვიდა.
-გარეთაც სველდება გარემო- ოხრავს, ისევ ყელში მავლებს ხელს, თვალს თვალში მიყრის და ხმაურთან ერთად ჩემ სამყაროში შემოდის, ტუჩზე ვიკბინე, ისევ სისხლის გემო, ისევ მისი ხმა
-სისლ მოგდის- ამბობს და ველოდები როდის მომაშორებს სისხლს, მაგრამ ახლა ტუჩებით მეხება და სამყაროს ვეთიშები, ტკივილი, გაუგებრობა, შიში, ახალი შეგრძნებები, ისევ ტკივილი და მისი შავი თვალები. სადაცაა გული წამივა, ამას აქ ყოფნის და ტყიურობის არაფერი ეტყობა, წელზე ხელს მხვევს და მისკენ ისევ მიზიდავს. ჩემ ტუჩებს წყდება და მოძრაობასთან ერთად რაღაც შელოცვას იწყებს, ჩუმი, სასიამოვნო ხმით და ოხვრით
– ბედო ბედნიერო,
სახემშვენიერო,
სად იყავ,
საით მაჰბრძანდებოდიო?

იეთი შეგრძნება მივლის თითქოს თმაზე მეთამაშებიან

– ზღვის გაღმითაითაო,
ცხრა მთის იქითაითაო,
მოვდიოდიო,
ზღვას მოვჩქვეფდიო,
გორს მოვტეხდიო.
ვიმალებოდიო
ცხენის ნატერფალშიაო,
ხარის ნაჩლიქარშიაო.
არ მამდის კაცის კივილიო,
მამლის ყივილიო.
მოვდიოდიო.
ვაჟკაცსაო
სისქის ბარკალს ვამტვრევდიო,
ბუღა კამეჩს
კისერს ვამტვრევდიო.
სისხლსა ვსვამდი,
ძვალსა ვფქვავდი,
გულზე ვემბოდი შხამასავითაო.
ბედო ბედნიერო,
სახემშვენიერო,
რა არი შენი წამალიო?
შელოცვას ასრულებს თუ არა, სადღაც ტკივილი ქრება, არამიწიერ შეხებას ვგრძობ, ყოველი მისი შეხება ისეთი სასიამოვნოა, რომ ვერც წარმომიგდენია თუ სხვა რამის განცდა შემიძლია ამაზე უკეთესის, თავს ვერ ვიკავებ და ვკნესი, თვალებს ვხუჭავ, მაგრამ მაშინვე ვახელ, ყელზე ვეხვევი, მინდა რომ მის ტუჩებს მივწდე, მაგრამ უკან იხევს, ყოველი მოძრაობა სადღაც სხვა სამყაროში მიმაქანებს და თავისკენ მითრევს, შავი, ყველაზე შავი თვალები რაც კი ოდესმე მინახავს, უემოციო სახე, წამიერი ჩაღიმება, წვიმის ხმა, ელვა, ჭექა-ქუხული და ის-ისაა რომ მგონია ცაში ღრუბლემა ომი დაიწყესთქო და სამყაროს ვეთიშები.

ნაბადში მძინავს, თავი მის მერდზე მაქვს და გარეთ ისევ წვიმს, თვალს ვახელ თუ არა წამოდგომა მინდა, მთლიანად შიშველი ვარ და ფეხით მის ფეხს ვეხები, კბილებს ძლიერად ვაჭერ ერთმანეთს და სირცხვილისგან მცხელა, მაგრამ რომ გავხედე კანკალმა ამიტანა.-ეგრეცა არ ცივა- უზარმაზარ წამწამებს აშორებს ერთმანეთს და შავ სამყაროს ჩემკენ მართავს, ოღონდ ეს სამყარო არც ისეთი შავი მეცვენება როფორიც უწინ.
ადგომა მინდა, ისევ კისერზე მხვევს ხელს
-სად მიხვალ, ღამემდე კიდევ შორია- მის მკლავზე შემოხვეულ ჩემ ხელს რომ ვუყურებ ჩემ უსუსურობაში ვწმუნდები, მაგრამ ცოცხალი თავით არ მინდა ხელი გაუშვა. ჩემკენ ტრიალდება და დაჟინებული მომშტერებია.
-თბილად ჩაიცვ, გზას რომ გავალთ არაფერ თქვა, სიტყვა არ დაცდეს არაფერ, თუ გკითხოს ვინმემ რამეი, არაფერ უპასუხო და არ მოაღ ეგა პირია, არც თოლებში უცქირო არვის, არც შეხედო.
-რატომ?- ვკითხე გაკვირვებულმა
-ასეა წესი
-რომ არა
ყველში ხელს მიშერს და სუნთქვა მეკვრის
-მოკვდები- ამბობს და ხელს მიშვებს
-სად მივდივართ?
-მთას ყრილობაა
-რა?
-შენთვის რა მნიშვნელ აქვს, არ ილაპარაკო, არცა ვინმეს შეხედო.
-ადექი უნდა ჩავიცვა- ვამბობ და სადაცაა კედელს ავეკრობი
ეცინება და კიდევ უფრო უჩეულო ხდება, პირს ვაღებ და დებილი ბავშვივით მივშტერებივარ.ნაბადის სათავეს იღებს და წევს, ნერწვს ვყლაპავ, ჩემ სხეულს წამიერად თვალს ავლებს და სანამ ფეხზე ადგება თვალებს ვხუჭავ, თუ გავახილო, რა უნახავობაა, გულისცემა ყურებთან ინაცვლებს.
-მორცხვ ქალავ, თოლებ გაახილ- ამბობს ოხვრით
თვალებს ვახელ და უკვე შარვალი აცვია, ცოტა დავმშვიდდი, ჩემ კაბას ვირებ და ვიცვამ, ისევ ძველ ფორმას ვუბრუნდები, თმებში თითებს ვიცურებ და დავარცხნის იმიტაციას ვაკეთებ. მიყურებს, ისევ უთქმელად მიყურებს, ჩამქრალი შუაცეცხლიდან ნახშირს კრეფს და პატარა ხურჯინისმაგვარ ქისაში თუ რაც ქვია, ყრის.
-დღე რატომ ვერ ვიღვიძებ.
-ღამის ქალ გახდი- მითხრა ისე თითქოს ჩემ ადამიანობას გაუსვა ხაზიო-ნაბად დაფერთხე, გაწმინდე, დღეს დაჭირდება უთუოდ.


შავ ცხენზე ვჯდები, თავად ნაბადი რომელიც ვითომ მე დამჭირდებოდა მხრებზე ახურავს და ჩემ უკან მოხდენილად ჯდება
-თმა რად გაიშალ, ახლა სახეში მეცემა- ამბობს ოხვრით და ვიმორცხვებ, ნაბადის ბოლებს მხრებზე მადებს და ცხენს რაღაცას ეძახის.
სიბნელეში მივდივართ, გული ამოვარდნაზე მაქვს, ჩემ ყურთან მშვიდად სუნთაქვს და მდინარესთან ერთ ცხენს ვხედავ, ზედ მანატობელი ბურთივით ადამიანის სიულეტია
ის ისაა რომ კითხვა უნდა დამცდეს ამბობს.
-აქ შენ ბედს ბედის მწერლები განაგებენ, ბედის მწერლები მგებრებს ეუბნებიან რომ ადამიაის წასვლის დროა ამ სამყაროდან, მგებრები ცხენებით მოდიან და მიჰყავთ, თუ გაინტერესებს ვისი ცხენია გეყვი რომ შენი.- სხეული მეჭიმება- მაგრამ შეიძლება შენმა ბედის მწერალმა შენი ბედი შეცვალოს, იშვიათად ხდება მაგრამ მაინც
მინდა ვთქვა რომ ის სიცოცხლეს დამპირდა მაგრამ პირზე ხელს მაფარებს. შავი ცხენი თეთრ სილუეტთან ერთად უკან მომდევს.
-გითხარ არ უყურო, მთას მივდივართ, კრებაზე უკან დაჯექ, ხმა არ ამოიღო.
ხეებს შორის სიწითლემ გაიელვა, ის ქალი ჩვენთან რომ იყო სტუმრად.
-მშვიდობით მოხველ- ჩაიცინა ქალმა
-მშვიდობით დამხდ
-ეს ჩემ ქალია?
-აგრეა- გადასძახა ბიჭმა
-როგორ თეთრია
-ჯერ ვერ დაგითმობ,
-რატომა
-პირობ პირობის სანაცვლოდ.- ამბობს ბიჭი და მთელი სხეული მეჭიმება
-სამ ფერი კაბა მოუტან, ლურჯი, წითელი თეთრია- უბიდან გამოაქვს ქალს თხელი კაბები.
ბიჭი ცხენს რაღაცას ეძახის და წინ გადის
-ეს სამფერ კაბაა, მაგით მოსავენ მიცვალებულებს, ილოც ეს სამ კაბა ვერ ჩაიცვა, ილოც ოღონდ გულშია- ჩურჩულებს ჩემ ყურში ბიჭი და უკან ჩემი მგებარი და წითელთმიანი ქალი მოდის.

*

ბნელია, ვერ ვხვდები ღამეს თვალი შევაჩვიე თუ ესენი ანათებენ და ამიტომ ვხედავ, ტყეებში ისევ ხმა გაისმა, ვიღაც გვიერთდება, თვალს ვაპარებ და ბიჭი თავს მატრიალებინებს.
-სიკვდილ თუ გინდა ამოსთქვი, მე რაღას მტანჯავ მითხარი?
ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ
-არვის შეხედო თოლებში, სიტყვა არ დაგცდეს არცერთი- ამატებს მშვიდი ხმით და უკვე მგონია რომ საუბარი დამავიწყდა.
-მოხვედ რარუა აქა ხარ?- გაისმა წითელთმიანი ქალის ხმა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ხელი უნდაგირს ძლიერად მოვუჭირე და ცხენიც მოტრიალდა, უზარმაზარ ქვებიან მთაზე დავიწყეთ ასვლა, ბიჭმა თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა და ყურთან ჩაიბურტყუნა
-ვერ მიცნობს თოლი არ არ აქვს, ენა არ უდგას პირშია.
უხმო პრიცესია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა მთის სიმაღლესთან ერთად სიცივე საგრძნობლად მატულობს და წვიმა ცრის, ხელები მეყინება, ვკანკალებ, ბიჭი ნაბადს მჭიდროდ მაკრავს ხელზე და ერთ ხელს მეორე ხელზე მადებს, თბილია, მსიამოვნებს და ვინაბები, უკან კიდევ რამდენიმე ალქაჯი თუ ადამიანი შემოგვიერთდა, თავისთვის საუბრობენ და მათი ხმის გარჩევა მიჭირს, ვერ ვხდები რა მოხდება და ახლა რატომ ვენდობი ამ ბიჭს, ვჩერდებით. პირველი ცხენიდან ის ჩადის, სხეულში სისხლი მიმოქცევას ანელებს, გულისცემა ყურებში მეცმის და სხეული მიბუჟდება, ვლოცულობ რომ გონება არ დავკარგო, მაგრამ იქნებ ამ მდგომარეობაში ეს საუკეთესო გამოსავალი იყოს რომ ყველაფერი ისე მოხდეს რომ არ ვნახო, ბიჭი ხელს მკიდებს და რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ, ქვაზე ჯდება, სადღაც ცეცხლი გიზგიზებს, მალულად თვალს ვავლებ გარემოს და ვხედავ რომ ეს არსებები წრეზე სხდებიან, ბიჭი ხელს ძლიერად მიჭერს და თავს ხრის, ფეხზე ვდგავარ, მანიშნებს რომ მის უკან დავდბე, ზურგთან ვინაცვლებ და ხელებს ნაბადზე გათმობის მიზნით შეუმჩნევლად ვადებ. რარუა, ქალი რომელსაც რაღაც შელოცვა წაუკითხა ბიჭმა კოცონითან ახლოს დგას და ხელებს ისტერიულად იქნევს, მოხუც ქალს თმები გაუშლია.
-რაის თქმა გინდა ქალაუ, იქნებ გვანიშნო ხელითა- გაისმა წითელთმიანი ქალის ხმა
ხანშიშესული ქალი შედგა, სახეზე ხელი აიფარა და შელოცვის იმიტაცია გააკეთა
-თქვენ შორის ვიღაც ისეთ არს, ვიც ქალს შელოცვა უკითხა, თვალთ დაუბნლა მზე, მთვარე ენა ჩაუგდო პირშია, იქნებ თქვა ვინ გააკეთა ხელით გვანიშნო მაინცა.
ნაბადს ისე ძლიერად ჩაბებღაუჭე რომ ბიჭს მხრებიდან ჩამოუცურდა, ვიგრძენი როგორ დაეჭიმა სხეული, ქალმა წრეზე დაიწყო სიარული, წითელთმიანმა ქალმა ხელი ჩაჭიდა და ვიღაც ქალთან მიიყვანა, მასაც ბაცი ფერის თვალები ჰქონდა, ის აქ იჯდა რომ მოვედით, ქალი ქალს სახეზე შეეხო და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. მერე ერთ კაცთან მივიდა, ხანშიშესული, ისიც მთის ფორმით იჯდა და ქალს წარბებშეკრულმა გახედა, ქალმა წვერს რომ ხელი შეახო, გაშეშდა, მერე თმა მოუსინჯა და მოკლედშეჭრილი თმა რომ იგრძნო მოშორდა.
-მაშ კაცია?- ჩაისისინა წითელთმიანმა ქალმა
კიდევ ერთი კაცის დრო მოვიდა, მასაც შეეხო, ისევ თავი გააქნია, კიდევ ერთი კაცი და შემდეგი უკვე ჩვენ ვიყავით.
წითელთმიანმა ქალმა წამიერად თვალები მომაპყრო და თავი მაშინვე დავხარე, ხახბოს ფაფახს დავხედე და ხახბომ ქუდი მოიხადა, ქალს სახე მიუშვირა. ქალი ჩირივით დანაიჭებული ჭუჭყიანი გრძელი ფრთხილებით ხახბოს სახეს შეეხო, მერე თმას და მახოლოდ მაშინ ამოვისუნთქე როდესაც უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
-ახლა მნიშვნელი საქმე გვაქვს, უთუოდ დავსჯით იმ კაცსა- გაამხნევა ქალი წითელთმიანმა და თავის ადგილზე დასვა, ქალმა ზეცას პიაპყრო თვალები და თავის ადგილი დაიკავა, ცოტა გულზე მომეშვა, ხახბომ ქალს გახედა და რაღაც ჩაიბურტყუნა.
-ბნელი ღამეა და ძმებო, მადლობას გწირავთ მოსვლისთვის, დღეს ბაცი მთვარე ამოვა გადარეკს ღრუბლებს სამხრეთით.- ქალმა ამაყად გადაიწია თმა მხრებზე და ისევ გამომხედა
-ერთი ამბავი გავიგე- თქვა მოხუცმა ქალმა და გამქრალი ტუჩებიდან ერთი კბილი გამოაჩინა- ვიცი ბნელ ღამე რომ მოდის, უკუნეთ დაგება ქვეყნადა, მაგრამ რას ამბობს ბატონი ჩვენ სულზე თავის დებასა?
-ეგ თავად მასვე რომ ჰკითხო არც ეგ იქნება ურიგო, მოდი ეგ საქმე გადავდოთ- ქალი ჩერდება და აგრძელებს- ვისი მგებარი მოვიდა დღეს ღამით ახლა მთაზედა?- თვალი მიაპყრო რაღაც წერტილს წითელთმიანმა ქალმა და ცხენზე ამხედრებული ფიგურაც გამოჩნდა, ყველანი ფეხზე წამოდგნენ, თავი დაუკრეს და მგებარი წრისგან მოშორებით დადგა, დავინახე როგორ შეკრა მუშტები ბიჭმა, ჩემი მგებარი ჩემს უკან იყო.
-უჩვეულ ამბავი არის, უთუოდ რაღაც მომხდარა- თქვა ქალმა და მგებართან მივიდა, თავი დაუკრა და განაგრძო- გვანიშნე ვისი მგებარ ხარ, მის ზურგთან დადექ ვაჟკაცო.
ცხენი ადგილიდან დაიძრა, და დავინახე როგორ წამოვიდა ჩვენკენ, პირი გავაღე და ცივი ჰაერი ხარბად შევუშვი, მგებარი ჩემი მგებარის გვერდით დადგა.
-ხახბო?- გაიოცა ქალმა და ცეცხლისფერი თვალები ვაჟს მიაპყრო- რად განარისხე ბედს მწერი, რა ჩაიდინე ასეთი?
დარუა ფეხზე წამოდგა, წითელთმიანი ქალის წინ ფეხებზე დაეცა და რაღაც ანიშნა, ღმერთო ხახბოზე ანიშნებს, ყვირილი მინდა, მაგრამ ვერ ყვირი, ყველას ყურადღება დარუაზე გადააქვს.
-სმენა დაჰკარგო დღეს ღამით, ვეღ გესმოდეს ამბავი, გჰრექს ყურთ მდინარის ხმაი, ადამიანის ტკბილ ხმაი- ვეღარაფერი გავიგე, რატომ არ ეშინია, შელოცვა დასრულა თუ არა ხახბომ ქალმა ყურებზე ხელი მიიჭირა და მიწაზე აფართხალდა, მერე ხელს უმისამართოდ იშვერდა.
-ვინ იყო, ქალავ გვითხარი, ვინ დაგიბნელა მზე-მთვარე?- იკივლა ქალმა და რომ დაიღალა ქალის ცქერით, ხახბოსთან მოვიდა.
-შენ მგებარ მოვიდ შავ ბიჭო, რად დაპატიჟე მთაშია?
-არ ვიცი რაზედ მოვიდა, არცა თქვენ წინა წავსულვარ, მიტომ ხომ არა რომ ჩემ გულს, ადამიან სულ ცხებია?
-არასდროს მუსულ მგებარი ახლა ამ მთასა ღამესა, უთუოდ რაღაცას მალავ, არ დაეფარვის ღამესა.
-თქვენ წინ ვერ წავალ ხომ იცით, თქვენ ძღვენ მე მიდგას მხარს უკან, თქვენი მორჩილი ვიყავი, გემსახურებით წლებია.
ქალმა ხახბოს სახეს თეთრი ხელი შეახო და ყბებზე მოუჭირა
-გავიგებთ ხახბო, გავიგებთ, არ დაეფარვის ღამესა.- თქვა ქალმა და ბიჭს მოშორდა, მუხლები მეკეცება და დაჯდომა მინდა, ცივმა ქარმა დაუბრეა, გავიყინე, მაგრამ ქარს ცეცხლის სითბო ჩემამდე მოჰქონდა და წამიერად მითბობდა სხეულს.
-ხახბოს სულისა მგებარი ამოსულ მაღლა მთაშია, მგებარო მშვიდობით მოხველ, მშვიდობით წახვალ ბარშია, ბედის მწერალმა რა გითხრა იქნებ გვანიშნო თვალითა.
მეგაბარს გავხედე, ადგილიდან არ იძვროდა და ცხენიც მიწას დაშტერებოდა, შავ თვალში ცეცხლი ირეკლებოდა.
-მოსხადენ დღესვე მოხდება, უკვე ვიც მგებართ ამბავი- გაიღიმა ქალმა და ბასრმა კბილებმაც გაიელვა- მის უკან ქალი რომა დგას, ჩემთვისა მოუყვანია, წმინდა გული აქვს მართალი, მის გულ სწორადა ცნებია, დღეს მის მგებარიც მოსულა, უკან ზურგს უდგას მხარშია, სამფერი კაბა მოუტან ჩემ გულს მის გული სწადია.
წრეზე გაოცებული შეძახილები გაისმა, ყველამ დიდი ალბათობით მე გამომხედა.
-გითხარ იმ ღამეს შეგწირავ, როგორც იქნება წესია, რად ჩქარობ დღესა რა გინდა, პირობა გიცვალ გულითა, ჩემ სულ სხნა სთოხვე როგორც ვთქვი, ქალის გულს მოგცემ ხელითა.
წითელმთიანმა ქალმა წარბები შეკრა და ვაჟს გახედა.
-რა ფიქრი გიდევს გულს მითხარ, რას ამბობ ახლა მითხარი, შენ ძღევნის გული დღეს მინდა, საფფერ კაბა მაქვს უბეში, ასრულდეს ყველაფერ წესით, ისე როგოცრა წესია, საეჭვოდ დადუმებულა შენი ძღვენ, შესა მხარაზედა, ხელს გიჭერს, ნაბადს გიმაგრებს არცა შიში აქვს გულადა, რას მალავ შავთვალა ვაჟო, წრეში ჩადექი მოდია.
ხახბო დინჯად წამოდგა და წრისკენ წავიდა, თავი დავხარე, ვერაფერი დავინახე, თითები ერთმანეთში გახლართე და მეგონა ძირს დავეცემოდი. წითელთმიანმა ქალმა ვაჟის გულს ხელი შეახო, თვალები უფრო ააელვა და კიბელბიდან გამოცრა.
-გულო მითხარი რას ფიქრობ, გულო რა გიდევს გულშია, ვაჟის ფიქრები მამეცი და არასა გავნებ ხელითა, მამეცი, გახსენ შენ კარი. ფიქრი მოუშვი ჩემამდე, რა უდევს შენსა ბატონსა, რას მალავს ღამეს მთვლემარეს.
ბიჭი ქალის გულზე მეკრა და ხარივით დაიბღავლა. თვალები აატრიალა და ჰაერში აიწია, პირზე ხელი ავიფარე და ტუჩზე ვიკბინე.
ქალი დაჟინებით მიშტერებოდა ვაჟს და პირს აღებდა, უზარმაზარი ენა წინ გამოწია და დაიკივლა
-რაისა ავნე ამ ქალსა, მითხარ რა გქონდა გულშია, იცოდე ამ ღამ გაშეშებ ისე როგორც წესია.
-გულო მომეცი ფიქრები, გულო რა გიდევს გულშია.- ქალმა ისე დაიკივლა რომ ყურებზე ხელი ავიფარე.
-ცუდ განზრახ გქონია ვაჟ გულსა, სხვას არას უშვებ ჩემამდე, გაშეშდი როგორც კლდის ქვაი, ვერას იუბნებ დღე ღამე, შენი წამალის საშოვნად არავინ წავა მთაშია, გაჩვენებ გწყევლი სულს გართმევ, მგებარი მოგგებებია, ლარდიხაშ დღეხამ ალაგმან, ხარდე სიმ დელახურშაი- ქალმა ვაჟის გულს ხელი მოაშორა და მიწაზე მოწყვეტით დაეცა
-არა- ვიკივლე და ყველამ მე შემომხედა
სხეულში სიმხურვალემ და ჟრუანტელმა დამიარა, მერე ავკანკალდი ქალი ისე მიყურებდა რომ მეგონა ჩემი ცხოვრება დასრულდა.
-უგულო ქალ მოუყვანია - იღიალა წითელმა ქალმა- მიტომა იყო ჩუმადა, მის ხმას მის სული წამოყვა, მიტომ არ ამბობს ამბასა.
ქალი ყელში მწვდა და თვალებში თვალები გამიყარა, მაშინვე დავხუჭე და ძრს დამაგდო, ნაბადთან დაგდებულ ქისას გავხედე და გამახსენდა რომ ნახშირი იდო, ქისას ვწვდი და ნახშირი ქალს შევაყარე, სხეულზე შავი ნახშირი ცეცხლივით ალიცლიცდა და ისე მოედო მის სხეულს თითქოს იწვისო, წრე გავაკეთე, მაშინვე, რაც შემეძლო და შინგინთ ჩავდექი.
-ვერა ჩააღწევ დღეს მთიდან, კლდე სალი არის იცოდე.
კრება დიაშალა, მეგბრები ადგილზე რჩებოდნენ, წივილ კივილით დაეშვნენ მთიდან ალქაჯები და კოცონიც მინელდა. ვუყურებდი ბიჭის უსულო სხეულს რომელიც ცას უყურებდა და წვიმა წამოვიდა. ცამ გაიელვა და ვაჟის ცხენი მასთან მივიდა, დაიფუტუნა დაუმუხლა და გულზე თავი დაადგო, ერთი საათის მერე წრიდან გამოვედი, ვაჟთან მივედი, არ სუნთქავდა, სახეზე ხელი მივადე და ვერაფერი ვიგრძენი, თვალები გაშეშებოდა და სადღაც იყურებოდა, ტირილი დავიწყე, ცხენს გავხედე და მერე მგებრებს, მგებრები მთიდან დაეშვნენ.
-მანიშნეთ რა გავაკეთო?- ვიკივლე და ბიჭის მგებარი მოტრიალდა. კლის თავზე მანიშნა და ქიმზე გამჭირვალე ორქოსფერი ჯიხვი გამოჩნდა, ოთხი ყურით და ოთხი რქით, შეხტა და მერე გაუჩინარდა. თავი რომ მოვატრიალე მგებრები არსად იყვნენ, მთავარია არ მოკვდა, მაგრამ ეს ჯიხვი რას უნდა ნიშნავდეს, ცხენს გავხედე.
-დაიმუხლე გთხოვ.
ცენმა გამომხედა და ფლოქვები აათქარუნა
-დაწეი- ვუკივკე და ცხენი უკან წავიდა
-დაწექ- ვღრიალებ და ცხენი ჩემ წინ წვება, ბიჭს ხელს ვკიდევ და ძალიან მძიმეა, გაჭირვებით ვსვამ ცხენზე და ისეთი მძიმეა რომ თავის შემაგრებაც კი უჭირს, ცხენს სადავეს ვხსნი, თოკით ბიჭის სხეულს ვამაგრებ და ცხენს ვუყურებ.
-სახლის გზა მაჩვენე.
ცხენზე ვჯდები და ბიჭის თავს ვიჭერ, ცხენი მთიდან ჩადის, დარჩენილ ნახშირს ვიღებ და ხელს ვუჭეს, ვლოცულობ, ქვემოთ ვეშვებით, სიარული ცხენსაც უჭირს წვიმა კი გადაღებას არ აპირებს, მთიდან რომ ჩავდივართ მდინარის ხმას ქალის განწირული კივილი ერთვის და ვჩერდებით, ცხენი შეშდება, წინა ფეხებზე დგება, წლის მცველი ხმა ვიცანი და შორიდან მდინარიდან ქალის სხეული ამოდის, ბიჭს შორიდან უყურებს და ამბობს.
-რაი მოხდა?- კივის ქალი და ვაჟს ნაღვლიანი თვალებით უყურებს და ნახშირს ხელს ისევ ვუჭერ.
-მგებრებ დავინახე- თქვა ქალმა- რა ხსნა გიჩვენეს მითხარი?
-ოთხყურა, ოთხრქიანი ჯიხვი- ამოვიკვნესე და ბიჭს ძლიერად მოვხიე ხელი
-ცენიდან ჩამოდ, ხმალ მოხსენ და მესამე მთას წადი, სანამდის ცაზე მზე მოვა, მისი ხნსა მხოლოდ იქ არის.
-მარტო ვერ დავტოვებ.
-მის ცხენ მიხედავს ვაჟკაცსა, არ ჩამოვაგდებ ზურგიდან- გაისმა ქალის ხმა და მთებმაც თითქოს გამიმეორეს მისი სიტყვები
-რატომ უნდა გენდო?
ქალმა დაიღრიალა და მდინარე შედგა, მერე წყლის დიდი მასა ჰაერში აღმართა და თვალები გააფართოვა.
-სიმურ ქალს შენ სული რომ სურდეს, ახლავ მოგიღებს ბოლოსა, გითხარ მესამე მთას წადი, მოძებნე ჯიხვი ოთყურა, სისხლში განბანე სხეული, გულზე წაუსვი ბევრია.
ცხენიდან ჩამოვედი, სიმურმა უკან დაიხია და გზა სირბილით მესამე მთისკენ გავაგრძელე, ხელიდან ნახშირი არ გამიშვია, ერთი საათი ვიარე, ძალა გამომეცალა, მიწაზე დავეცი, მაგრამ მერე მოზღვავებული ენერგია ვიგრძენი და კლდეზე ცოცვით ავედი, პატარა ბილიკი გამოჩნდა, ჩემ წინ კი რაღაცამ კაკუნით გადაირბინა, ჯიხვები. ღამე ვხედავ, რა მემართება? ჩემი ხელები კლდეს ეკრობა და წინ მთელი სისწრაფით ცხოველივით მივიწევ, გამოქვაბულები, დიდი უზარმაზარი მთა, წინ უფკრული და ჯიხვებს ვუყურებ, ხმაური მესმის, რაღაც მიახლოვდება, უკან ვიყურები და თეთრკაბიანი და ქერა ქალი ჩემკენ ობობასაცვით მოცოცავს და მერე ჰაერში ხტება და ჩემ ხელებთან ჩერდება.
-ქალ სანადიროდ მოსულა, შუღამითა მთებშია- გადაიკისკისა ქალმა და არამიწერად ლამაზი ყელი და თვალები გამოაჩინა.
ქალი თვალებში დაჟინებით მომაჟტერდა და თქვა
-ჩემ ჯიხვებისთვის მოხვედი რა გინდა დროზე ამოთქვი.
-ოხყურა, ოთხრქიან ჯიხვს ვეძებ.
-რათ გინდა?- გამიღიმა ქალმა და ჩამოჯდა
-ვაჟი დაწყევლა და მისმა მგებარმა მანიშნა.
-რას მომცემს ქალი სანაცვლოდ?
-რას ითხოვთ?- რა მემართება მეც ალქაჯი ვხდები.
-მონადირენ რომ მოდიან სხეულსაც მიზიარებენ, მყვარობენ, მაგრამ შენ რას მიცემ დალის სანაცვლოდ?
-დალის?
-ნადირთ ქალი ვარ- გამიღიმა ქალმა და სუნთქვა შემეკრა.

*
ქალის სახეს დავაკვირდი, თითქოს ასეთი სილამაზე არსად მენახა და ვრწმუნდები რომ არც მინახავს. თმაზე ხელს უდარდელად ისვამს და ჩემს პასუხს ელოდება.
-მე არაფერი მაქვს ის რაც თქვენ გამოგადგებათ და არც ის მაქვს რაც თქვენ არ გაქვთ.
ქალმა გაიღიმა და უზადო თეთრი კბილები გამოაჩინა. თლილი თითები სახესთან მომიტანა და მშვიდი საოცარი ხმით თქვა.
-გულს გაქვს- ნიკაბზე საოცრად რბილი თითები შემეხო
-რა?- ამოვიოხრე და მის სახეს თვალს ვერ ვწყვეტ
-სიყვარულ- თვალები ცეცხლისფრად აუგიზგიზდა ქალს
-არა.
-დაფიქრდ, ის ვაჟი რატომ გაქვს გულში მყარადა.
-მე ის არ მიყვარს- ამოვიოხრე
-მაშინ დამითმე.
უსიამოვნების გრძნობამ მომიცვა, ნერწვი ხმაურით ჩავყლაპე, ქალმა ხელი გაიშვირა და თვალიც მის ხელს გავაყოლე, ოთხყურა და ოთხრქიანი ჯიხვი მიმზერდა და ყბებს ათამაშებდა.
-მაშ ისხენ სანამ მზე მოვა, ამოგორდება მთაშია.
-არ შემიძლია- მცდება დაუფიქრებელი სიტყვები პირიდან
-პირობა პირობის სანაცვლოდ, ისე როგორცა წესია.
-არ ვიცი მის მიმართ რას ვგრძნობ- ჩავიბურტყუნე
-კიდევ?- რაღაც შელოცვას მიკეთებს ყველაფრის თქმა მინდა
-არ ვიცი- ვამბობ და მის ხელზე ვეკიდები
-დამითმე- ამბობს და ჯიხვი გვიახლოვდება, ჩემთან თავი მოაქვს და მყნოსავს
-არ ვიცი.
-წყლის დედასაც მის სიყვარულ უდევს გულში, შენ გგონია რომ გაუმკლავდები?
-არ ვიცი- ისევ იგივეს ვიმეორებ
-მაშ მითხარ რატომ დაგითმო ჩემი ოთყურა ჯიხვია.
-რომ წყევლა მოვხსნა.
-თუ ასე იწვება, ეს ღამეები გაივლის შენ წახვალ შენთვის სახლშია, თუ გაიღვიძებს შენ თავსა არავის მიცემს ნებითა.
-შენც ქალი ხარ და მეც- ვიწყებ მშვიდი ხმით- უნდა გამიგო, როგოც ქალს გთხოვ დახმარებას, როგოც მეგობარს.
დალიმ წარბები შეკრა
-რადგან ასეა, სწორ უბნობ, გაყევი ჯიხვსა ბარში.
სალიმ ჯიხვის რქას ხელი დაადო და ხელი გამომიწოდა
-დიბილობ შამომფიცე- მითხრა მშვიდი ხმით
-ვფიცავ-დალმა გადაიკისკისა და თქვა
- გაყევ ვალად გრჩება
ჯიხვი დაღმართზე დაეშვა და უკან სირბილით გავეკიდე, დალი სინათლის სისწრაფით ქვემოთ დაეშვა და მომაძახა
-რცა გონს მოვა აქ მოვა, მის მხნსელი მევე ვიქნები.
ჯიხვი სალ კლდეებზე დახტოდა, რამდენჯერმე დავეცი მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი, უცნაური არსება მირბოდა, არ ვიცი გათენებამდე რამდენი ხანია დარჩენილი, მაგრამ უნდა ვიჩქარო. ბარში ჩავედით, მდინარე ადიდებული იყო და საშინლად ღელავდა, წყალში შევედი, შემცივდა, მაგრამ ჯიხვი დამელოდა, რქებზე ჩავეჭიდე და ნაპირზე გამომიყვანა, ნაცნობი სახლი გამოჩნდა, ცხენი კარებში იწვა, ხახბოც იქვე იყო, თავი ცხენის მხარზე ჰქონდა და ცხენმა რომ დამინახა წამოდგომა სცადა.
-იწექი- გავუღიმე ცხენს და ჯიხვი იქვე დაწვა მე მომაშტერდა, სხეული ცხენს მოვხსენი და სახლში გაჭირვებით შევათრიე, მაშინვე ხელში რაც მომყვა ყველაფერი ზედ დავაყარე, გაშეშებული იყო ქანდაკებასავით, უზადო ფერადი ქანდაკება, ცვილის ფიგურას ჰგავდა, საოცრად შესრულებულს, ახლა რა უნდა გავაკეთო? არა, ჯიხვი უნდა დავკლა, ის იდიოტი გარეთ დგას და მელოდება, კარზე რამდენჯერმე რაღაცამ დააბრახუნა, შევკრთი და მერე ხმა გავიგე, ჯიხვი იყო და ცოტა გულზე მომეშვა, სულის გამყინავად დაიბღავლა და კარი გავაღე, მთის თავებიდან ცეცხლისფერი სინათლე იწვერებოდა, უჯრასთან მივდივარ, დანას ვიღევ და ისტერიული ტირილი მივარდება, მერე ბიჭს ვუყურებ, მერე ისევ ჯიხვს, ჯამს ვიღებ და ცხოველთან მივდივარ, მიყურებს, თავს ხრის და რქებში ხელებს ვავლებ, თავს ვაწვინებ და ერთი ხელის მოსმით ფართხალით ეცემა ცხოველი იატაკზე, არცერთი წვეთის დაკარგვა არ მინდა მთლიანად სისხლიანი ვარ, უზარმაზარი ჯამი გავავსე, ჯიხვი კი მოძრაობას არ წვეტს, მერე იატაკიდან კისერმოჭრილი ცხოველი დგება და ბღავის, ვკივი და ბიჭთან მივდივარ, ცხოველი მიყურებს, ვლოცულობ, ბიჭს ტანზე ვხდი და საცვლებისამარა ვტოვებ, მთლიანად სისხლში ვავლებ, ჯიხვი ჩემთან მოდის და წითელ სხეულს დაყურებს, ისევ ბღავის და სულისგამყინავად ხრიალებს, კბილებს აჩენს და ენას ატრიალებს.
-ნუ აკეთებ ამას- ვაქნევ სისხლიან ხელებს და ვაცნობიერებ რომ თავმოჭრილ ცხოველს ველაპარაკები
ცხოველი მზერას ჩემსკენ ატრიალებს და უცნაური ხმების გამოცემას იწყებს, ვხვდები რომ ჭუჭელი მოძრაობას იწყებს, შუაცეცხლზე დაკიდებული ქვაბი ჰაერში ჯაჭვთან ერთად იწყებს ტრიალს და ქვაბი კედელს ეხეთქება, ძაღლი ყმუილს იწყებს, ტანში ჟრუანტელი მივლის, ხახბოს სხეულისკენ თვალს ვაპარებ და მთელი სხეული უთრთის, კანკალებს და ის ისაა საწოლიდან უნდა გადმოვარდეს რომ მკალვებში ხელებს ვუჭერ, მაგრამ გამომდის, ჯიხვი ისევ ბღავის, მამლების ყივილი იწყება, საშინელი ხმებია, ჰაერში ჩემ ჩანთებდან ერთად სახლში მდგარი ყველა ნივთია, მხოლოდ მე, ჯიხვი და ხახბოს საწოლი, ვხედვავ რომ ქვაბი ჩემკენ მოფრინავს, კივილით თავს ვხრი და კედელს ენარცხება, ვლოცულობ, მაგრამ არაფერი გამომდის, ჯიხვი თავს ხრის, კედელს რქეებით ენარცხება და ისევ ვკივი, სისხლიან ხეელებს პირზე ვიფარებ და მლაშე გემოს ვგრძნობ, ვკანკალებ, ჯიხვი იგივე მოძრაობას აკეთებს, კისერი სანახევროდ სცილდება თავს, მერე კიდევ და საბოლოოდ ჯიხვი იატაკზე ვარდება, ფეხებს ამოძრავებდ და კვდება, ახლა მხოლოდ ძაღლი ყმუის, ხახბოს სხეულიც მშვიდდება, საშინელი სანახავია, სულ წითელი და სისხლიანი, გარეთ გავდივარ და ძაღლს ვუყურებ,
-გაჩუმდი გთხოვ- ვკივი და ძაღლი მე მიყურებს და იგივეს აკეთებს, საშინლად ვბრაზდები, მთის წვერზე ცეხლისფერი კვალიც არ არის, ისევ უკუნეთი სიბნელეა, კარს ვხურავ და კედელს ვეკვრი ხახბოს სხეული ჰაერშია დაკიდებული, ისევ ვკივი და კარს ვეკვრი, თუმცა აკაკუნებენ ურდულს კარში ვუყრი და იატაკზე ფორხვით საწოლის ქვემოთ მივდივარ, ნივთები ისევ მოძრაობენ, საწოლის ქვეშ ვარ და ვკანკალებ, მხოლოდ გადარჩენა მინდა, ჯიხვის დაჭილი თავი ჩემგან მორებით დევს და ვგრძნობ რომ მიყურებს, ვუყურებ მის გაყინულ თვალებს, თეთრი ხელი მისი რქებისკენ მიდის და ჯიხვის თავიც უჩინარდება, პირზე ხელს ვიფარებ, ჯერ ენა ვარდება მერე კი ჯიხვისთავუ, ორნამენტებიანი გადასაფარებელი ირხევა, ჯერ წითელი თმა ჩნდება მერე ქალის ცეცხლისფერი თვალები, მისი სახე, მისი თვალები და კივის, საწოლის ქვემოდან ჩემგან დამოუკიდებლად მთელი სისწრაფით გამოვდივარ და კედელს ვენარცხები, თვალს ვახელ, ამოსუნთქვა მიჭირს და ჩემ წინ ჰაერში წითელთმიანი ალქაჯი დგას, მიყურებს და ჰაერში ლივლივებს, უჩეულოდ დიდი პირი აქვს, ჩემსკენ მოიწევს, ვკივი და ყელში ხელს მავლებს, წამიერად გონებას ვკარგავ და დალის სახეს ვხედავ, მიცინის და მერე მისი მშვიდი ხმა მესმის.
-თმა
დალი ქრება და ჰაერში მოლივლივე დანას ვხედავ, მაშინვე ვიღებ და ისევ დალი ბრუნდება
-მოჭერ
ქალის თამას ხელს ვკიდებ და თამს ერთი ხელისმოსმით ვაჭრი, ქალი ღრიალით ეცემა იატაკზე და იკლაკნება
-ბნელ ქალი- თქვა წითელთმიანმა ალქაჯმა და მისი თმა ჩემ ხელში იყო, დავხედე და ახლა უზარმაზარი, შავი თმის ნაგლეჯი მქონდა ხელში, ქალმა კივილით მოისვა თავზე ხელი და ფოთხვით წავიდა გასასვლელისაკენ
-მოკალ- თქვა დალის ხმამ- კიდევ მოჭერი
მასთან მივარდი და დარჩენილი თმაც შევაჭერი, ქალმა ჩემკენ გამოიხედა, თვალებიდან თითქოს გაუქრაო და კატასავით დაიწყო კნავილი, ხელები დაუგრძელდა, მერე ჩმკენ წამოიღო და მხრებზე მომხვია, ახლა მის დამჭკნარ სახესთან ჩემი სახე მიიტანა პირი დააღო და განწირული, შეშინებული ცხოველივით დიღმუვლა, უზარმაზარი ხელები მხრებიდან მომაშორა და კარიდან გაუჩინარდა.
ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა, ხახბო თავის საწოლში, სიმშვიდე, მზის სხივები და ძილი მომერია, მხოლოდ მაშინ ვახელ თვალებს როცა ღამეა, ძაღლი ისევ ყმუის, ხახბო კი ისევ საწოლზე წევს, სუნთქავს, ახლა სულ სხვანაირია, სქელ შავ წამწამებს ათთროლებს და გული ყელში მიხტება, მასთან მივდივარ და ტირილით მის ხელს ვიჭერ, ბიჭი შავ თვალებს ახელს და საწოლზე ჯდება.
-კარგად ხარ?- ვეკითხები და მიდა რომ გადავეხვიო, ისტერიულად ვტირი, თავს ვერ ვიკავებ და თვალებიდან ნიაღვარი ჩამომდის.
ბიჭი მე მიყურებს, მერე თავის ხელებს
-რა გინდა?- ვეკითხები და ფეხზე დგება, კედელს ეყრდნობა და ღღმად სუნთქავს
-მითხარი.
ისევ თავს აქნვს და ღრიალით იმუხლება.
-დალი- ოხრავს
-რა?
-დალი- ოხრავს ბიჭი და სევდიანი სახით მიყურებს
-რა?- ჟრუანტელი მივლის
-სად არის?
-ვინ.
-დალი- ფეხზე დგება და გასასვლელისკენ მიდის
-გთხოვ აქ არ დამტოვო- ვღრიალებ და უკან მივყვები
-ნადირთ ქალი- იმეორებს ოხვრით და მთებს უყურებს, მერე მუხლებზე დგება და ისევ ღიალებს.
-სიტყვა შეასრულე- ჩამესმის ქალის ხმა

*

გაოგნებული ვუყურებ ხახბოს სხეულს და თვალებს, გული მეწურება, მეც მასთან ერთად მინდა ყვირილი მაგრამ არ გამომდის, ის ისევ მთებს გაყურებს და დალის ხმა მოერდება, ბიჭს უხმობს, ნახევრად შიშველია და ნელი ნაბიჯებით მიუყვება მთისკენ გზას, გული გამალებით მიცემს.
-არ წახვიდე- ვიღრიალე, მაგრამ ზედაც არ შემომხედა, საერთოდ არაფერი მითხრა, გზას გაუყვა და სიბნელეში გაუჩინარდა. უძლური ვარ, ამ ყველაფრის მიმართ უძლური ვარ, სახლში შევდივარ, შუაცეცხლთან ვჯდები და მოთქმით ვტირი, თუმცა სხვა რაღაც მინდა, მაგრამ ვერ ვხვდები რა. მშია, არაადამიანურად მშია, სახლში კი მხოლოდ გასამზადებელი პროდუტებია, მხოლოდ ჯიხვი არის იატაკზე დაგდებული, მისი თავი და თითქოს მისკენ მიზიდავს, დანას ვიღებ, მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობ და ჯიხვის ტანს ვიღებ, ერთი ხელის მოსმით ვჭრი შუაზე და კეცებს ნკვერჩხალში ვყრი, დანარჩენ ნაწილებს ვყრი და უზარმაზარ ხორცს ვათლი, პატარა კუბებად ვჭრი და შიშხინით ეცემა კეცებზე, მარილს ვპოულობ და სახლი არამიწიერად გემრიელი ხორცის სუნით იჟღინთება, ველოდები როდის შეიწვება, მაგრამ მოთმინება აღარ მყოფნის, ცხელ ნაჭრებს პირში ვიყრი და ხმაურით ვჭამ, მთლიანი კეცი შევჭამე რომელიც ორ კაცსაც კი დაანაყრებდა, მუცელი მეტკინა, მაგრამ თვალები ჰაერში გავაშეშე და მთელ სხეულში მოზღვავებული ენერგია ვიგრძენი.
-მოხვედი?- გაისმა დალის ხმა და გადაიკისკისა
მაგიჟებს, მიწვევს და თუ ასეა ასე იყოს, შავტარიან დანას ვიღებ და სიბნელეში სირბილით მივდივარ, საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ, მდინარესთან რომ ჩავდივარ სიმური წყალში წევს და მოთქვამს.
-დალის ჰყავს- თქვა მან
მდინარეში შევდივარ და რომ არა ის ენერგია, რაც ახლა მაქვს ამ ყველაფერს ვერ გაუმკლავდებოდი, ლოდი ფეხზე მომხვდა, ჩავიმულხე და გვერძე გადავაგდე, ნაპირზე რომ გავედი სიმური მიყურებს და ამბობს
-რა იგემე ასეთ?
-შენი საქმე არ არის- მივაძახე და სირბილით წავედი მესამე მთისკენ, სადაც დალის ის ჰყავდა ვის გამოც ამდენი სისულელე გავაკეთე, კლდეზე ფეხი დავგდი თუ არა მეორე ქიმზე გადავხტი, რა მემართება, ხელებს ვშლი და ვკეცავ, თვალებიდან თითქოს ენერგიას ვასხივებ, დალის კვნესა მესმის, ფეხს ვუჩქარებ და წინ მივიწევ, ობობასავით მივცოცავ კლდეზე, ფეხი მისრიალებს, მაგრამ გამოსავალს ვპოულობ, ვერ ვჩერდები, არცერთი ზედმეტი ამოსუნთქვა არ გამიკეთებია, არც დაღლა მიგრძვნია ამის გამო, უკუნეთი სიბნელეა, მაგრამ რაღაც ძალა გზას მიჩვენებს, ქვაბულებთან მივდივარ, ჯიხვი ჩემ წინ გადარბის და მერე მაშტერდება, მეორე ჯიხვიც მასთან ჩნდება და ისე მიყურებენ თითქოს მე ცხოველი ვიყო, შავტარიან დანას ხელს ძლიერად ვუჭერ და მთის წვერზე, უზარმაზარ გამოქვაბულთან მივდივარ, ვხედავ მის კედლებს, სიცივეა, მაგრამ არ მაწუხებს, გამალებით მიცემს გული, არა იმიტომ რომ მეშინია არამედ იმიტომ რომ არ მინდა ის ვნახო, რაც მგონია, ხახბოს სხეულზე შემოხვეული დალი, ამას ვერ გავუძლებ, დალის კისკისი ექოდ ისმის ქვაბულში და ხმს მივყვები, დაკლაკნილი ქალი ზურგით დგას და ხახბოს კალთაში უზრის, უზარმაზარი, უზადო თმა ზურგზე დაყრია, ფეხს ვადგამ, მაგრამ ხმა საერთოდ არ ისმის, შეუმჩეველი ვარ, ხელზე ვიხედბი, მაგრამ ვგრძნობ რომ ვარსებობ, უბრალოდ ფრთხილი ვარ, ბიჭის სიყვარულით და ვნებით ანთებულ თვალებს რომ ვხედავ თავს ვერ ვიკავებ და დალის თმებში ხელს ვავლებ, ქალი კივილით შორდება ვაჟს თმის ნაწილს ვაჭრი და ის ემართება რაც წითელთმიან ქალს, იკლანკნება და თმის მეორე ნაწილს ხელს არ ვუშვებ.
-ალქაჯებს თმაში ძალა გაქვთ- ვამბობ
-რას იქმ?- განწირული კივის დალი
-მე შენთვის მისი თავი არ დამითმია.
-არ გინდა- მუდარით მთხოვს ხახბო და წარბებს ზემოთ სწევს
-იცი რა გავაკეთე რომ მისი სხეული ქვემოთ ჩამომეთრია, წყევლა მომეხსნა, გადამერჩინა?
-არ გაბედ თმის მოჭრა- დალის თითქოს ანათებს და ქრება
-რატომ წამართვი?- ვკივი და ვხვდები რომ ადამიანი არ ვარ
-პირობ იყო.
-შენ რა გგონია რომ ჩამოვათრიე, გავათავისუფლე წყევლისგან და იმით გავიხარებდი რომ სადღაც მთებში ის არსებობს და შენ მის სხეულზე იკლაკნები.
-არ გინდა!- ღრიალებს ქალი და თვალები უელავს
-რატომ არ მილოცავ, რატომ არაფერს აკეთებ?- ვეკითხები
-არ მაქვს ძალაი, მაგრამ დრო მოვა,
-დამიბრუნე მისი გული,
დალი არაფერს ამბობს
-მიდი, ან კიდევ შეგჭრი თმას და არ იარსებებ, შესაბამისად ვერავის შეიყვარებს.
დალი დამფრთხალი ცხოველივით მიყურებს, მერე ხახბოსკენ წევს თავს და რაღაცას ბურტყუნებს. ხახბო ფეხზე დგება და ქვაბულიდან გადის.
-რომ წავიდე რას გააკეთებ?- ვეკითხები
-მინდა რომ მოგკლა.
-მაშინ კიდევ მოგაჭრი თმას რომ ძალის აღსადგენად დრო დაგჭირდეს.- ვამბობ და თმის მეორე ნაწილს ვაჭრი და ციმციმი წყდება, სასოწარკვთილი დალი ღრიალით ეცემა ქვაბულში და ტირილს იწყებს, ჯიხვები უმიისამართოდ დახტიან, ქვაბულიდან გავდივარ და გასასვლელში ასვეტებულ ხახბოს სხეულს ვხედავ.
-წამოდი- ვამბობ და ხელს ვკიდებ
ხახბო დაფეთებული მიყურებს
-მოხსენი შენი წყევლა?- ვუკივი დალის
-დრო უნდა სახლში მისვლამდე
მე ალქაჯებს თმა შევჭერი, დალის დავამარცხე და ახლა ამ ბიჭის გვერდით ვარ, რას ვაკეთებ.
-დალი- ოხრავს ხახბო
-კიდევ ერთხელ ახსენებ მის სახელს და ზედ მიგაკლავ- ხელს ისე ძლიერად უჭრე რომ წარბებს კარავს
კლიდან ვეშვებით, ბრაზი და ენერგია მიპყრობს, მდინარესთან ისე სიმური წევს და მოთქვამს, ჩვენ დანახვაზე წყლიდან ამოდის და ხახბოს უყურებს.
-მოხვედი?- თვალებს აფართოვებს ქალი
-შენ რაღა ჯანდაბა გინდა?- ვღრიალებ და დანას ხელს ვუჭერ- რას გადაეკიდეთ ამას?
-მე მიგასწავლე.
-ახლა შენთანაც ვალში ვარ?- რა ხმაზე ვსაუბრობ- საქმე მე გავაკეთე, შენ კი ეგდე მაგ ბინძურ წყალში და შენც თუ მომიახლოვდები შენც დაგაცლი მაგ თმებს.
მაცდურად ქალმა, მდინარიდან გადავედით და გზაზე ხელჩაკიდებული უზარმაზარი ბიჭი მიმყავს, ბავშვივითაა, მომყვება და ხმას არ იღებს, მეცინება, ისტერიული სიცილი მივარდება და ვჯდები, ხახბო წარბებშეკრული მიყურებს და მერე სიცილს ტირილი ცვლის, სახლში რომ მივდივართ, კიდევ ვერ მშვიდდები, ცეცხლში შეშებს ვყრი და პატარა ქვაბით წყალი შემომაქვს, სხეული სულ ჭუჭყიანი აქვს და სისხლის კვალიც შერჩენია, მე ვიზე ვზრუნავ რას ვგავარ დალისთან კი არა ძროხაში გამცვლის კაცი.
ბიჭი შუაცეცხლთან დგას
-დაჯექი- ვამბობ, როდესაც წყლის თავზე ორთქლი ჩნდება
-რას იქმ ქალავ?
-ოხ, მოხვედი აზრზე?- ვეკითხები გაოცებული და წყალს ქვაბიდან ვიღებ და სახეში ვასხამ, ბიჭმა ღრმად ამოისუნთქა და სახეზე თლილი თითები მოსვა, წვერების ბოლოებზე გამჭირვალე წვეთები ალიცლიცდა და აქ უკვე დამცხა.
-იცი შენ გამო რამდენი რამე გავაკეთე რომ ახლა აქ მჯდარიყავი?- ვეკითხები და წყალს ახლა ტანზე ვასხმამ
-იცი?- ვღრიალებ და კიდევ ვიღებ წყალს, დასჯილი ბავშვივით მიყურებს და წარბებს კარავს
-გახსნი ეგ წარბი- ვღრიალებ და წყალს სახეში ვასხამ
ბიჭი ახლა წარბებს ზემოთ სწევს და გაოცებული მიყურებს.
-რა?- ვკივი და წლის ამოსაღებად ისევ ხელი მიმაქვს, ბიჭი ხელში ხელს მავლებს და თავსიკენ მწევს, მის სახეს ვეხები, მიყურებს და ამბობს
-ქალს არ შეშვენის ასეთი, უგნური ქცევა და სიტყვა.
-ჩვენთან ფემინიზმი მძვინვარებს და თქვენთან ალქაჯები- ვოხარვ- მაგრამ არ მაქვს გარანტია რომ ფემინიზმის მნიშვნელობა იცოდე.
-ქალ კაცზე ვერ იბატონებს- ოხრავს ჩემ ტუჩებთან, წამია საჭირო და ადგილებს ვცვლით, ახლა მე ვზივარ სკამზე, წყალს სახეში მასხამს, მერე კიდევ, კიდევ და ამოსუნთქვაც კი მიჭის. ყელში ხელს მავლებს და ძლიერად მიჭერს, ვკანკალებ, არ ვიცი შიშია თუ ვნება, მაგრამ მომწონს, კბილს კბილს ძლიერად აჭერს ერთმანეთზე და სუნთქვა მიჭირს, მის ტუჩებს ვუყურებ, ის კი ჩემ ჩუჭყიან სხეულს, კაბას, რომელიც რამდენიმე დღეა არ გამომიცვლია.
-რაი?- მეკითხება ისე რომ კბილებს ერთმანეთს არ აშორებს
-მე შენ არ გემორჩილები, ჩვენთან ასეთი წესია- ვოხრავ და ხელებს ძლიერად ვუჭერ ხელებზე, ეცინება და ლამისაა გონება დავკარგო.
-ყველა ალქაჯი შენ გეტრფის რა ხარ ასეთი საოცარი?- ვიკლაკნები მის ხელზე და გათავისუფლებას ვცილობ.
-ვერა მხედავ?- მეკითხება და სახიდან შერჩენილი წვეთები ჩამოდის
-მე.
-რაი?
-მძულს ეგ კითხვა.
-აქ ქალ ვერ იბატონებს- ამბობს ისევ და ყელზე ხელს ისევ ძლიერად მიჭერს
-არა, ბატონობს, დავინახეე როგორ გაიქეცი ტირილით მთაზე, როგორ გაგიჭირდა მასთან განშორება და ახლა რა გინდა რომ მე მიმტკიცო რომ ქალი არაფერია, რომ არა მე ისევ გაშტერებული და გაშეშებული ეგდებოდი იმ საწოლზე და წითელთმიანი ქალი თავს მოგაჭამდა დიდი ალბათობით, ახლა შენ გადაწვიტე ვინ არის შენთან ვალში.
-მე შენთვის რა გავაკეთე, მგონი არ გახსოვს ქალაუ.
-კი, მახოვს ჩემთან დაწექი და ქალწულობა წამართვი, ბევრი იტანჯე, დავინახე როგორ ოხრავდი ჩემ სხეულზე, მადლობას გიხდი, ბევრი იტანჯე.
ისევ წყალს მასხამს
-ასე უნდა ვიწუწაოთ დღეს ღამით?
-სხვა რა გიდევს გულში?- მეკითხება და ისვ წარბებს კრავს, აქ უკვე მიგებს, ნერწვს გაჭირვებით ვყლაპავ და თვალებს ვხრი.
-მამხედე აქეთ, ლამაზ თოლი გაქვს.
-მე თუ დალის?- ვკითხე და ცალყბად ისე გამიღიმა მეგონა რომ ლუქსბრენდის სარეკლამო რგოლს ვუყურებდი.
-კაბა გაიხად ჩანთებში, ბევრი სამოსი გქონია.- ამბობს და ხარბად მათვალიერებს
ფეხზე ვდგები და კანკალით კაბას ვიხდი. მოულოდნელად ისევ წყალს მასხამს, ამჯერად ძალიან ცხელია.
-ტანზე ტალახი გაკვრია, მოიშორ შენი ხელითა.
-ამის უფლებას მომცემ?
წარბებს ისევ კრავს.
-ვიფირქებ- ამბობს და ისე მათვალიერებს მგონია შესაწვავი ცხოველი ვარ და ჩემი შეჭმა გადაწვიტა
-დალისთან რა მოხდა?- ვეკითხები
-არ მახოვს, ფიქრი არ მედო თავშია.
-ეგ უკეთესად ვიცი შენზე.
-ასე ნუ უბნობ ქალაუ.
-რა არ მოგწონს ერთი?- ვეკითხები და პირზე ხელს ძლიერად მიჭერს
-ჩუმად!- ცრის კბილებიდან და ხელს მაშორებს და ცერა თითს ტუჩებზე მისვამს
-ესენი სად ისწავლე, აქ სხვა ქალებიც არიან?
-ალქაჯები.
-ალქაჯებმა გაგწვრთნეს?
-ალქაჯებ დაუმორჩილებლები არიან, შენ მათზე უფრო.
-რა პატივია- გამეცინა
-რად არ ჩუმდები?
-რატომ უნდა გავჩუმდე?- ვეკითხებბი გაბრაზებული
-მგონ ჩემი გული გზწადია, მითხარ რა გიდევს გულშია.
გონებას დავკარგავ სადაცაა, ისე მიყურებს, მაგრამ მგონია რომ შემოვაკვდები, მაგრამ იყოს ასე.
სკამზე ჯდება და თითით მანიშნებს რომ მივიდე.
-ბოდიში?- ვწევ წარბებს ზემოთ
-აქ მოდი?
-კალთაში ჩაგიჯდე და ზღაპარი უნდა მიამბო?
-არა გაჩვენებ.- მიღიმის და ეცნინება
ხელში ხელს მავლებს და კალთაში მისვამს
-რაი?
-ჯანდაბაი- ვოხრავ და ფეხებს მაწევინებს
-როდესაც ალქაჯ ხარ და ბატონობას მიჩვეულ, შენვე ბატონობ ყველაეშია, მაგრამ როდესაც აქაურ კაც ქალ არ ემორჩილება, მის ბუნება ამას ითხოვს- ყელზე თავს მადებს, თმებზე ხელებით ვეხები
-ისინიც ასე იცევიან და ამ დროს- ორივე ხელს თმაზე მაშვებინებს და ზურს უკან მიაქვს, ცალი ხელით იჭერს ორივე ხელს და თავს ზემოთ ვწევ.
-უნდ დაიმორჩილო, ეს მათთვსიც უცხო საქმეა, მათაც მოსწონთ, მაგრამა არვინ ამბობს ამას.
-ერთ განსხვავებაა, ეს არ აქვთ- ამბობს და ბიუსჰალტერს ხლელს ავლებს, თავს ვწევ და ვოხრავ, მკერდის თავზებზე თბილს სუნთქვას ვგრძნობ, მერე წვერის შეხება, ტუჩები და ენა, მშორდება.
-როდესაც მათ რამე აბრაზებთ, უამრავ წყევლას ამბობენ, უცოდველ ადამიანებ რომ იხსნა, ეს უნდა გააკეთო- პიზე ხელს მაფარებს და მკერდს უბრუნდება, კბილები მკერდისთავებს იქცევს და თვალებს ვხუჭავ.
მკრდის თავებზე ენის შეხებას ვგრძნობ და მაშინვე ძალა მეცლება, ცხვირით ვსუნთქავ, ყვირილი მინდა მაგრამ ვერ ვყვირი, მშორდება.
-თუ ალქაჯს არ გინდა შემოაკვდე ამ დროსა, უნდა დაიმორჩილო.- ოხრავს- უნდ იგრძნოს შენ ხარ მთავარი.
-შელოცვას უკითხავ რომ ხელ გაუშეშდეს, რადგან შეიძლებ რომ შამოაკვდე- ოხრავს და ხელზე ხელს მიშვებს, ვერ ვამოძრავებ, უკან მაქვს, ისევ შეერთებული და პირზეც ხელს მიშვებს
-ხელებს ვერ ვგრძნოვ- ვოხრავ და თავზე დავყურებ
-აგრეც უნდ იყვეს- ამბობს და სხეულზე ხელს მისვამს, მკერდის თავებს წამიერად ეხება და ქვემოთ აცურებს ხელს.
-მათ მოსწონთ ხელში რომ აგყავს, ისე როგორცა დედოფალ- უკან ვიხრები და ჩემი თმები იატაკზე იღვრება მინდა ხელი შევაშველო რომ არ დავეცე, მაგრამ ტანს მის მუხლებზე ვდებ, სხეულს მაწევინებს და ფეხები ახლა მის მხრებზე მაქვს.
-კიდევ რა გაინტერესებს, ახლა შენ მითხარ ქალაუ- მეკითხება და ოხრავს.
-შემდეგ რა ხდება?- ვეკითხები, არა ეს არ ეცოდინება ვფიქრობ და საცვალს ქვემოთ ქაჩავს.
-გაინტერესებს?- მეკითხება და სხეული მეჭიმება
-კი
-შენ სიტყვებს ამბობ, ისინი დამუჯდებიან წყევლითა.
-ეს არ ქნა- ვოხრავ
-რაი?- მეკითხება და ფეხებს შორის რაღაცას ბურტყუნებს, ენა მიბუჟდება და მინდ ვიკივლო, მაგრამ ვერაფერს ვამბობ, შიში მიცავს.
-სიამოვნებ და ბრაზი, ერთმანეთსა ჰგავს გქმენია? ორივე დროსა შეიძლებ იუბნო ისეთ რამ რაც სხვას ავნებს.
ამბობს ბაგებზე მისი წვერის და ტუჩების შეხებას ვგრძნობ, მხოლოდ ღრმას ვსუნთქავ, მინდა ვიყვირო, მაგრამ არაფერი გამომდის, კბილს კბილს ძლიერად ვაჭერ და ვგრძნობ ენის შეხებას რომელიც ჩემ სხეულს იპყრობს, წამიერად სამყაროს ვეთიშები, თავს ზემოთ ვწევ და ისევ მის მუხლზე ვაბრუნებ, ცეცხლს ვუყურებ, მგონია რომ უნდა ჩქარეს, მაგრამ ალის სიდიდე მატულობს და ჩემის ხეულის ტემპერატურას ჰყვება. მინდა ვთქვა, მაგრამ არ ვიცი რა, ვერ ვერაფერს ვამობ, თავს ვატრიალებ და მუხლებზე ტუჩებით ვეხეები, სიამოვნება იმატებს, პირს ვაღებ და კბილებს მუხლებზე ვუჭერ, მხოლოდ ეს ჩემიძლია.
-ალქაჯ გახდი- თქვა ზღვარზე დამტოვა.
-ქალს მას მოსწონს მასზე ძლიერი.
-მინდა ვუთხრა რომ სისულელეს ამბობს, მაგრამ არ გამომდის,
წელზე ხელს მხვევს და ახლა მის კალთას ვბრუნდები, რა კალთა შიშველია, შეხებაც კი გონებას მაკარგვინებს და თავს მის მხარზე ვდებ.
-როდესაც ქალ ძლიერ არის, ბატონობას მიჩვეულ ის ისევ გაიბრძოლებს- ვგრძობ რომ მისი ასო შემოდის, კბილებით ვეხები მის ყელს და მეშინია არაფერი ვატკინო, ტანს ვწევ და მოძრაობას ვიწყებ, ხელები მეჭიმება, მტივა.
-თავად ცდილობს, რომ გააკეთოს ის რასაც მიჩვეულია და ბუნებ ითხოვს- ოხრავს ჩემ ყელთან- მაგრამა, შენ ამის უფლება არ უნდა მისცე, უნდ იგრძნოს რომ ის ყველაზე ძლიერ არ არის- ამბობს და მხრებზე ხელს მადებს, მოძრაობას ვწვეტ და მიდნა ვიღრიალო.
-მხოლოდ მაშინ უნდა განაგრძოს, როცა შენ მისცემ ნებასა- ამბობს და ყელში მკოცნის, ახლა მართლა მთელი არსით მინდა დავწყევლო და ვაგინო, მაგრამ არ გამომდის.
-გინდ გააგრძელო?- მეკითხება და ყელში ძლიერად მკოცნის, ძალას ვკარგავ, მთელი არსებით ვგრძნობ, თავს ისტერიულად ვუქნევ და თალებიდან ცრემლები მომდის.
-გინდა?- მეკითხებდა და ჩემ ხელს სახეში იქცევს
თავს ვუქნევ, ტუჩებს ვერ ვიმორჩილებ
-შენა?- მეკითხება და თვალებში დაჟინებით მომშტერებია
ისევ თავს ვუქნევ და ცალი ხელით ისევ მხარზე მაწვება
-მე მსურს ესა?- მეკითხება ისევ და მიღიმის
მინდა ვიღრიალო რომ გაჩერდეს, მაგრამ არ შემიძლია. დაახლოებით ერი წუთი მიყურებს, მერე მიღიმის და მხარზე ხელს მიშვებს, მოძრაობას ვიწყებ სკამის კიდეებს ხელით ეხება და თავს უკან წევს, მის კისერს ვუყურებ მინდა შევეხო მაგრამ ხელები უკან მაქვს, არ შემიძლია, შავი მრისხანე თვალები ბრუნდება და უცნაურად უელავს.
-ყოველ წამს ჭირდება ალქაჯს შეხსენება რომ კაც არის მთავარ, ადამიანთა მსგავსად, ზემდეტ თავისუფლება რყვნის ყველას- ამბობს და ისევ მხარზე მადებს ხელს და ვჩერდები.
თავს უკან ვწევ და თვალებიდან ცრემლი მომდის, თავს ვუქნევ და მხარზე დადებულ ხელს ვურურებ.
-ეს მანამ უნა გააკეთო, სანამ არ მიხვდებ რომ სხვა მასზე ძლიერ არს, მამწონს შენ ყელი- ამბობს და მხრიდან ხელი ყელზე გადააქვს, თავისუფლებას ვგრძნობ თუ არა ისევ მოძრაობას ვიწყებ, ფეხისწვერებით იატაკს ვეხები და უკვე ყველა კუნთი მეჭიმება, ჩვენ კავშირს ვუყურებ და ზღვარზე ვარ, ამას ამჩნევს და თავს მაწევინებს.
-რას უცქერ?- მართლა მრცხვენია, მიღიმის და უკვე გამოძრავებისაც მრცხვენია, მაგრამ ჩემი სხეული ამას ითხოვს.
-უკვე დიდ ხანია აქა ხარ- ამბობს- თუ კაცმა დაგასწრო მთავარ სიამეს ვეღარ იგრძნობ, უნდა იჩქარო.
მოძრაობას ვაგრძელებ და თეთრი კბილებიც ჩნდება, ახლა ვრწმუნდები რატომ გიჟდება ყველა ალქაჯი ამაზე და ზღავრზე ვარ, მერე ბნელდება და მის სხეულზე ვეცემი.
-კაცს თუ არ დაუსრულებია?- ჩურჩულებს ჩემ ყუთან და ახლა თავად იწყებს მოძრაობას, ყველაფერი ბრუნდება, არაფრის ძალა არ მაქვს, მაგრამ მის ტუჩებს ჩემ ყელზე ვგრძნობ და მერე უცნაურად ოხრავს, ასრულებს და წელზე ხელს ისე ძლიერად მიჭერს რომ საკუთარ სიძლიერეში ისევ მარწმუნებს.
-ასეთ დროს ალქაჯებსაც ძალა ეცლებათ, ისევ როგორც შენ, ხელს მგრძნობლობა ბრუნდება, ენა მოძრაობას იწყებს და ხვდება რომ კაც ისევ აქვს ძალა- ამთავრებს თუ არა სიტყვებს ხელები წინ ისე გამომაქვს რომ ტკივილისგან ტუჩებს ვიჭამ.
-ახლა?- ჩრჩულებს ჩემ თმებთან
თმებში ხელს მავლებს და თავს უკან მაწევინებს
-ვინ არის შენზე ძლიერი?
-შენ- ვამბობ და მინდა რომ ტუჩებში ვაკოცო
-კარგია
-მაგრამ ალქაჯებიც ბატონობენ შენზე, გიმორჩილებენ- ვოხრავ და საშინლად მიზიდავს.
წარბბს კრავს და იცინის.
-როგორც ჩანს ჯერ ვერ გაიგე.- ამბობს და ტუჩები უცნაურად ებრიცება- თუ გაუმაძღარ ალქაჯ ხარ?


*-გემუდარები მაკოცე- კბილს კბილზე ვაჭერ და ისევ ვუყურებ, თავს მისკენ ვწევ, მაგრამ ჩემი თმა უჭირავს და ამის შესაძლებლობას არ მაძლევს, ისე მათვალიერებს, თითქოს ჩემ დამახსოვრებას და ამოცნობას ცდილობდეს.
-გითხარ რომ ლამაზ თოლებ გაქვს?- მეკითხება და არამიწიერი ღიმილით მასაჩუქრებს
-კი- ყვირილი მინდა
-ყელიც რომ ლამაზ გაქვს?- მეკითხება და ყელზე ხელს მისვამს
-ეგეც მითხარი- ძალა მეცლება
-თითებ რომ ლამაზ გაქვს- მეუბნება და ჩემ ხელს ხელში იღებს და ტუჩებთან მიაქვს.
-ბაგენიც ლამაზ გქონია.
-ხო?- ვეკითხები და ისევ ვწევ თავს მისკენ.
-ხო- ცალყბად მიღიმის და მხრებზე ხელებს ვაწყობ.
-იგეთ ლამაზ, რომ ამბორს ითხოვს.
-აბა მე რაზე გელაპარაკები?
-მე არ მესმის შენი ენაი.
-არც ისე რთულია.
ტუჩები ჩემ ტუჩებთან მოაქვს და მთელი გრძნობით ვკოცნი, კისერზე ხელს ვხვევ და გაჩერებაც კი მიჭირს.
-უნდ დაბრუნდე- წყდება ჩემ ტუჩებს.
-რა?- ვოხრავ.
-შენებ გეძენენ ალბათ უკვე.
-მათ იციან რომ მუცოში ვარ და აქ ტელეფონი არ იჭერს.
-ხვალ კვირაა, უნდა დაბრუნდე.
ისე გავიდა ეს დღეები რომ ვერც გავაცნობიერე როგორ გავიდა დრო. შავ ნაღვლიან თვალებს ვუყურებ და მგონია რომ ამ თვალებს ვერასოდეს დავტოვებ.
-რაი?- მეკითხება და მიღიმის
-არ შემიძლია.
-აქ ვერ დარჩები.
-ეს არარეალურია?- ვეკითხები და სახეზე ხელს ვუსვამ, უზარმაზარ წამწამებს აერთებს და შავი სამყაროც სადღაც ქრება.
-თუ დაიჯერებ რეალურია. -ოხრავს და ხელზე მკოცნის
-რას გულისხმობ, სიზმარში ვარ?
ეცინება
-არა, სიზმარ არ არის.
-შენ გინდა რომ დავბრუნდე?
-შენთვინა კი, ჩემთვინა არა.
-რას ბოდავ, თარგმნე.
-მე არა მინდა დაბრუნდე, მაგრამ აქ ვეღარ დარჩები.
-მერე რა მოხდება?- თვალებს ახელს და ყელზე ხელს მისვამს.
-ლამაზ ყელი გაქვს გითხარი?
-კი- ვბრაზობ- რა მოხდება, შენ რა ბედი გეწევა?
-ჩემ ბედს ნუ ჩივი ქალაუ- წარბებს კრავს და თითები წარბებიკენ მიმაქვს და ვუბღვერ
-გახსენი
-რათა?
-ძალიან მკაცრი ხარ ასე, მე არ მინდა წასვლა.
-უნდ წახვიდე, სხვა გზა არ გრჩება, მალე უკან ვეღარ წახვალ, ან ფეხთ მოგიწევს სიარულ.
-ვერ დაგტოვებ.
-რათა?
-არ ვიცი.
-გულს ჩაგივარდი?
ვიბნევი და ნერწვს ვყპალავ.
-მითხარი რა მოხდება მერე?
-ალქაჯებ არ მაისვენებენ, მაგრამ ეს კვირა რომ გავა, ბარში ვეღარა ჩამოვლენ, სიმურ წყლის დინებს გაყვება, აგრე იქნება სხვა წლამდე.
-შენ?
-მე აქ ვიცხოვრებ ისევა, როგორ ვცხოვრობდი უწინა.
-ვთქვათ და ქალი მოგინდეს, მერე რას იზამ?- შტერი თინეიჯერივით ვლაპარაკაობ.
-იქნებ არ მამინდეს- მიღიმის
-ეგ როგორ?
-ეგრე.
-მატყუებ.
-შეიძლება- ეცინება და თვალებში მიყურებს.
-შენ რომ იგემე უკვე სიამე, თავს როგორ გაუმკლავდები?
-ვნახოთ- ტუჩებს ვბრეც
-იცოდე იმ კაცს დავწყევლი ვიც შენ ტანს გაეკარება.
-ჩვენთან ცოტა სხვანაირად იქცევიან კაცები, თუ გინდა გამომყევი და ისე დმიცავი.
-რა?
-ხო წამოდი შენც, მიატოვე ყველაფერი და წამოდი.
-სოფელს ჯერ ვერა გავცდები.
-რატომ?
მრები აიჩეჩა.
-ეს არარეალურია ხომ?
-თუ იწრმუნებ არა.
-აქ დარჩენა მინდა- მწყდება დაუფიქრებელი სიტყვები
-ვერა დარჩები, წასვლა მოგწყურდება და ვერსად გახვალ.
-მოცია შენ რომ წასვლა მოგინდეს.
-წავალ
-ხო და წამოდი.
-ვერ ვიზამ, აქ არის ჩემი ადგილი.
-ამ მთებში სულ მარტომ რა უნდა აკეთო?
-მოვიფიქრ რამესა, მალე გათენდება, უნდა წახვიდე.
-არა- ვკანკალებ და კისერზე ვეხვევი- ვერსად წავალ, შენთან დავრჩები.
-დაფიქრდი ამაზე და თუ დაბრუნება მოგინდება, უკან დაბრუნდი. - ბურტყუნებს ჩემ ყელთან და მოცნის.- თავ გზაი ამირივ ქალაუ.
-ახლაი ამბავი, არ გამიშვა.
-წეს ასეთია, ვერ დარჩებ.
-როგორ მოგძებნო ახლა სად ვართ?
-რომ წახვალ უკან ვერა დაბრუნდები, მე მოვალ, როცა ჩამოხვალ.
-რა?
-მზე უკვე ამოდის.- ოხრავს და სხეულიდან მიშორებს.
-ამ ღამით სად წავიდე?
-გაგიმარტივებ გზას- გამიღიმა
-არა, ამას ვერ გამიკეთებ
-წადი.
-რას აკეთებ?- ფეხზე დგება და თავზე დამყურებს.
-თენდება- ოხრავს და შუბლზე მკოცნის, ტირილს ვიწყებ
-არ მინდა არსად წასვლა.
-წადი.
-არ მემშვიდობები?
-გაცილებ- მიღიმის და თავის ულამაზეს ფორმას იცვამს, მეც ჩემი სუფთა სამოსი აქომაქვს და ტირილით ვიცვამ.
-არ მინდა წამოსვლა- აღმომხდა და ჩანთებთან ჩავიკეცე.
-მზე ამოდის, უნდ იჩქარო- მოდის და ნაბადს მახურავს მხრებზე, გარეთ გავდივართ, ჩანთები გამოაქვს და ცხენს ეძახის, პირველი მე ვჯდები და ვტირი, ზურგს უკან მიჯდება. თმაში ცხვირით მეფლობა და ცხენიც მიდის.
-გითხარ რომ შენ თმას კარს სურნელ აქვს?
-არა- ვეღარ ვლაპარაკობ
სიბნელეში მივდივართ, ცხენი სვლას უჩქარებს და სადღაც მივქრივართ, მდინარის ხმა ისმის.
-მამენატრები ქალაუ, გულს ჩამივარდი მგონია.
-არ წამიყვანო, დამაბრუნე- ვტრიალდები და სახეზე ხელს ვუსვამ
-არ იქნებ კარგი შენთვინა.
-რომ მოგკლან?
-ძლიერ ვარ.- ბურტყუნებს ამაყად
-მეტიჩარა ხარ.- მეცინება და ტუჩებს ვეხები.
-რაი?- ეცინება თვითონაც
-ჯანდაბაი- ვურტყამ მკერზე ხელს და ვეკვრი
-ძირს არ ჩავარდე.
მხრებზე ხელს ვხვევ და მდინარეს ვუახლოვდებით.
-არ მოიხედო უკან, არ მოიხედო უკან!- ბურტყუნებს
-რა?- თავს ვწევ
-ერთხელ დამიჯერე, შენთვინ, მე არაფერ მამივა.
-რაზე ლაპარაკობ?
-არ მოიხედო უკან- ბურტყუნებს- დამპირდი
-რაზე ამბობ?
-პირობა მამეც.
-არაფერ მამივა, უკან არ მოიხედო, დაბრუნებ ახლა არ მაინდომო, მაიცნ არ გამოგივა.
-რა ხდება?- ჟრუანტელი მივლის.
-პირობ მამეც, თუ კიდევ გსურს ჩემი ნახვაი.
-კარგი- ვბურტყუნებ.
-წინ მიბრუნდ- ამბობს და ისევ თვმში მეფლობა- მამენატრება შენ თოლებ- ოხრავს და მდინარის ხმა ძლიერდება, წითელთმიანი სიმური წყლიდან ამოდის.
უნაგირს ხელს ძლიერად ვუჭერ, მერე სიმური სადღაც სხვა ადგილისკენ მიიწევს, ზურგში სიცივეს ვგრძნობ და ხელი უკან მიმაქვს, ცხენი სწრაფად კვეთს მდინარეს მაგრამ ხახბო ჩემ ზურგს უკან არ არის. ვკივი, ტირისლ ვუწვებ და ცხენი ფეხს უჩქარებს.
-არ მაიხედო- ჩამესმის მისი ხმა
ცხენი თითქოს ჰაერში იწევს და სიბნელეს კვეთს, მცივა, მივქრივარ, მივდივარ, სად არ ვიცი, რა მოუვიდა ხახბოს, სად წავიდა. არ მიიხედო უკან, არ მიიხედო უკან, ისევ სიჩქარე, ქარი, სიცივე და თვალებს ვხუჭავ, სიჩქარე ნელდება და მგონია ცხენიდან უნდა გადავარდე, თვალებს ვახელ და ჩემ წინ მბჟუტავ ფანარს ვუყურებ, კარავში ვარ.

*
კარავიდან ვხტები, ელვას ვხსნი და სუფთა ჰაერზე გავდივარ, თვალს ვავლებ ცეცხლისფრად აელვარებულ მთებს და სუნთქვა მიჭირს, სახეზე ხელს ვიფარებ, მუხლებზე ვდგები და ვყვირი, ჩემ თავს ვერ ვცნო, სხეულზე ხელს ისტერიულად ვისვამ და ადებულ მდინარეს ვუყურებ, მგონია რომ სულს სხვაგან ვიყავი და სულ სხვაგან დავბრუნდი, რა მოხდა, სად გაქრა, რატომ გაქრა სიმურთან ერთად, სად წავიდა, რატომ დამტოვა, ერთი საათი ვერ ვმოძრაობ, ფეხზე რომ ვდგები, ფეხები მტივა, კარავის დაშლა არ მინდა, მიჭირს, მგონია რომ ეს კარავი იყო გზა იმ თავგადასავლებში სადაც მოვხვდი, რა გავაკეთო, რატომ შევიყვარე ის ბნელი ადგილი სადაც ამდენი ხანი ვიყავი, სადაც ამდენი ტკივილი და შიში განვიცადე, მან მითხრა რომ როგორც არ უნდა მომენდომებინა ვუკან ახლა ვეღარ დავბრუნდებოდი, კარავი დავშალე და ჩანთაში ჩავდე, ატრირებული, დასჯილი ბავშვივით გავუყევი ყვითელი ფოთლებით სავსე გზას და გული მეწურება, ვეღარც ჩანთების სიმძიმეს ვგრძნობ, უკან ვიხედები და სრული სიცარიელეა, მხოლოდ ფერადი მთები და ყველაფერი ისეთი რეალურია რომ აღქმა მიჭირს, რამდენჯერმე დავეცი, ისევ მქონდა შეგრძნება რომ მეხებოდა, ხელს ყელზე ვისვამ და მგონია რომ ამით მის შეხებას დავიმახსოვრებ, დღეები გახდა საკმარისი, არამიწიერად ლამაზი ადამიანის შესაყვარებლად, სად იყო ახლა, რა გაუკეთა წყლის მცველმა, შატილის ზემოთ ტაძარში შევდივარ და მუხლებზე ვეცემი, პირჯვარს ვიწერ და ლოცვას ვიწყებ, მშვიდდები, პატარა სტიქაროსნები მიყურებენ და ცოცხით ხელში ელოდებიან როდის დავამთავრებ ლოცვას რომ საქმე გააგრძელონ, მანქანის ხმა მესმის, შარილის მიკროავტობუსი ჩამოდგა და ნაცნობი მძრღოლიც გამოჩნდა. შეშინებულმა შემომხედა, ჩანთები მოვიხსენი და იქვე დავაგდე.
-დამეხმარებით?
-კარგად ხარ შვილო?
-არა.
-რა გჭირს?
-არაფერი, არ ჩადოთ ჯერ საფულე მაქვს შიგნით.
ტურისტების გაბმულ დიალოგს ვუსმენ და ნერვები მეშლება, ფეხებს ვკეც და მუხლებზე ნიკაპს ვდებ, ისტერიულად ვკანკალებ და უზარმაზარ მთებს ვუყურებ, რომელიც ისედაც ფერადია, მაგრამ ცეცხლისფერი მზე ისევ აფერადებს. მუხლებს კბილებს ვაჭერ და მსიამოვნებს რომ საკუთარ თავს ტკივილს ვაყენებ, თავს ვაქნევ და გამოფხიზლება არ მინდა, არ მომწონს, მზე არ მომწონს რომ ყველაფერი ნათელია. არ მინდა, არ მინდა რომ წავიდე, ჩავდივარ, ძირს ვჯდები და არ ვიცი საიდან მაქვს ძალა რომ ამდენი ვიტირო, ტურისტები გაოცებულები მიყურებენ, მაგრამ არავის, არავის შეუძლია რომ დამამშვიდოს.
ტელეფონზე წარმოუდგენელი რაოდენობის შეტყობინება მომდის, „რას შვრები?“ „აბა რა ხდება?“ ერთ ტექსტს ვაკოპირებ და ყველასთან იგივეს ვგზავნი.
დაიძრა, ჩემი ადგილი დავიკავე და გამოვემშვიდობე მთებს და იმაზე მეტი ვნახე, ვიდრე ოდესმე ვინმე სხვამ ამ მთებში, ცივილიზაციასთან დაბრუნება ყველაზე რთული აღმოჩნდა, საქმეს რობოტივით ვაკეთებ, ყველგან ხევსურეთის ფოტოებით ავაჭრელე ყველაფერი, ტელეფონი, სოციალური ქსელები, მეტიც ჩუმად ხევსურული ფორმაც კი ვიყიდე, ოღონდ კაცის, არ იყო ისეთი ლამაზი, როგორიც მას ეცვა, მაგრამ რაღაც იმ დანაკლის მივსებდა, საშინელებაა, საშინელება, ვერც მიწერ, არა და ამ დროში ყველაფერს ხომ სოციალური ქსელებით ვაკეთებ. ცივი ზამთარი იყო, მთელი ეს დრო იმის დაგეგვმას მოვანდომე როგორ და როდის წავსულიყავი უკან, ზაფხულის პირველი თვე დადგა, ჩვენთან რომ დაცხა პირველივე მიკროავტობუსს წავყევი შატილში, პირველივე ჩავედი, არაფერისთვის, საერთოდ არაფრისთვის შემიხედავს, პირდაპირ იმ ადგილებისკენ წავედი, ისევ გავშალე კარავი, ისევ დაღამდა, გული ყელთან ინაცვლებს. ვერ ვიძინებ, ვერაფერს ვაკეთებ, მაგრამ, იმედი მაქვს, არ ვიცი არ ვიცი რა გავაკეთო, არ მაქვს იმედი რომ პირველივე ცდაზე გამოჩნდება, თუმცა რომ თენდება გული მწყდება, ერთი კვირა დავრჩი ისევ ისევ არაფერი, ერთი თვის შემდეგ დავბრუნდი და მოღრუბლული ცა რომ დავინახე გული სიხარულით ამევსო, ისევ გავშალე კარავი და ამ დროსი განმავლობაში ყველა გავაფრთხილე რომ არ მოეწერათ და არ დაერეკათ, დაღამდა, წვიმდა, ისევ ბჟუტავდა სინათლე, მაგრამ არაფერი, საერთოდ, გული კი გამალებით მიცემს, დაღლილობისგან მეძინება და შუაღამით ქარი მაღვიძებს. კარავის თავზე სინათლე ქანაობს, ქარის ხმებში უჩვეულო ხმებს ვეძებ, მაგრამ არარეალური არაფერია, არაფერი, მერე ისევ ხმები ერთვის წვიმას, ჩურჩული, სიცილი, მამლის ყივილი და კარავის ელვას ვუყურებ, არაფერი ხდება, არაფერი, ხელებს ძლიერად ვმუშტავ, სხეული მიშეშდება, კბილს კბილზე ვაჭერ და ვკანკალებ, მერე პირში საშინელ სიმშრალეს და ენის დაბუჟებას ვგრძობ, ხელემი მტკივა და მეშიმება, გამოძრავებაც კი მიჭირს, უცნაური ხმები მესმის, თითქოს ვიღაც ჩურჩულებს, მინდა ხახბოს სახელი ვთქვა მაგრამ არ გამომდის, ფანარი ციმციმებს, მიდნა ხელით შევეხო, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობ, ხელებს ვერ ვამოძრავებ, მხოლოდ კარვის შემოსასვლელ ელვას ვუყურებ, გულისცემა, წვიმა და წვიმის ხმა ძლიერდება, ელვაშესაკრავი ზემოთ ადის, ის არის, ის მოვიდა, მინდა ვიყვირო, მაგრამ არ გამომდის, ხმას ვერ ვიღებ, ფეხებს ვიქნევ, ელვაშესაკრავი ბოლომდე ისხსნება და ქარი კარავში იჭრება, წვიმის წვეთები სახეზე მეცემა, შემოსასვლელი, სიბნელე, ხმები, ენას ვერ ვამოძრავებ, პირს ვაღებ, რღმას ვსუნთქვა, ხელებს ვერ ვგრძნობ, სიბნელეში კი წითელი თვლები და ორნამენტები, ჯერ თლილი თითები ჩნდება და მერე მაცდური შავი თვალები რომელსაც სანახევროდ ფარავს ფაფახი, ჩემსკენ მოდის, ოთხზე ხელს ფეზე მავლებს და თავისკენ მქაჩავს, მიდა ვიყვირო, ხელები მოხვდიო და ჩავეხუტო, მინდა დავუძახო რომ მენატრება, მაგრამ არ გამოდის. ყელში ხელს მავლებს, თავს მაწევინებს და ანთებული თვალებით მომტერებია. ველოდები ჩემი თვალების შეფასებას, მაგრამ არაფერს ამბობს, მხოლდო ჩუმად ოხრავს, მინდა ტუჩებს მივწვდე, მაგრამ არ შემიძლია, ხელს მკიდებს და ხელში ავყავარ, სიბნელეში მივდივართ, ვკანკალებ, წვიმს, ზურგზე ტომარასავით მიკიდებს და რაღაცას ბურტყუნებს. მერე ვსწორდები, მის სახესთან ჩემი სახე მიმაქვს და მის სუნთქვას ვგრძობ, შავ წვერში თეთრმა კბილებმა გაიელვა, მესმის ის რაც ყველაზე მეტად მენატრებოდა ამ დროის განმავლობაში.

თავისკენ მქაჩავს, მიდა ვიყვირო, ხელები მოხვდიო და ჩავეხუტო, მინდა დავუძახო რომ მენატრება, მაგრამ არ გამოდის. ყელში ხელს მავლებს, თავს მაწევინებს და ანთებული თვალებით მომტერებია. ველოდები ჩემი თვალების შეფასებას, მაგრამ არაფერს ამბობს, მხოლდო ჩუმად ოხრავს, მინდა ტუჩებს მივწვდე, მაგრამ არ შემიძლია, ხელს მკიდებს და ხელში ავყავარ, სიბნელეში მივდივართ, ვკანკალებ, წვიმს, ზურგზე ტომარასავით მიკიდებს და რაღაცას ბურტყუნებს. მერე ვსწორდები, მის სახესთან ჩემი სახე მიმაქვს და მის სუნთქვას ვგრძობ, შავ წვერში თეთრმა კბილებმა გაიელვა, მესმის ის რაც ყველაზე მეტად მენატრებოდა ამ დროის განმავლობაში.



№1  offline წევრი წერო:)

აუუჰ ჯენიფერ ლოპესის პაპიზე სიცილით გავიგუდეე დდდ
ამ გოგოში ჩემს თავს ვხედავ დდდ აი ზუუსტადდ ვაფრენ ესპანეთსე და ესპანურის სწავლა მაქვს გადაწყვეტილი დქ ჩემი ოთახის სარკეში რომ ვიხედები თავს ვარწმუნებ ესპანელს ვგავართქო დდდდ
მეც ვაპირებ ესპანეთში წასვლას bowtie
და მე ვიყო ჭრიჭო ახლა რომ ისტორიას ვწერ ესპანეთში თ არ ხდებოდეს მოქმედება უბრალოდ ჯერ არ ვდებ დდდ უნდა დავასრულო დდდ
აუუუ ძაან დამაინტრიგე
წარმატებები და ახლაი თავი არ დააგვიანო დდ heart_eyes

ეეე....მოიცა ის ისტორია სად გაქრა?ესპანეთზე...?

 


№2 სტუმარი სტუმარი Masho

ძალიან გაბრაზებული ვარ შენზე! ჯერ იყოდა ჭინკობისთვე წლების წინ დადე და გაგრძელებაც დაანოსე ახლაც დადე იგივე და ისევ იგივენაირად.. ახლა კიდე გიჟის გიჟური სიყვარული შეატოვე შუა გზაზე (( განსაკუთრებულად,რომ მომწონს შენი ისტორიები მაგიტო ვკითზულობ სულ მაგრამ ძაან მწყინს ეს სიტუაცია

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

ჯერ ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება,სულ გელოდი,ძალიან კარგად წერ და მომწონს შენი ისტორიები.საოცარი იუმოორი,ეს მისტიკა ხო დაუჯერებელი,ამდენი ფანტაზია საიდან გაქვს ❓ბრავო..,

 


ამ ისტორიის დასასრული მეწყინა
ვგიჟდები შენს ისტორიებზე იუმორით გაჟღენთილი როა მომწონს რაღაცნაირად

 


№5  offline წევრი LI_BE

ესპანური ცეცხლი ისტორია სად გააქრე?! unamused

 


№6 სტუმარი აქტიური ბებერი მკითხველი

მართლა მაგარია... არაორდინალური... ვკითხულობ ისტორიებს, კომენტარებს იშვიათად ვწერ... მოსაწონზე მეტი ერქვა ამ ისტორიას...

 


№7 სტუმარი ლიამი

კიდევ ერთხელ სიამოვნებით წავიკითხე.
ზღვა სიამოვნება მივიღე.
ბოლო ისტორიას ველოდები.

 


№8  offline წევრი Lu Miki

ბოლო ისტორია როდის დასრულდება ? დაიწყებ კარგად მიაყრი და ყველაზე საინტერესო მომენტებში წყვეტ ყიველთვის.
--------------------
θεόνα

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent