შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენელებული გულისცემა (13 თავი)


8-12-2019, 12:12
ავტორი naattii
ნანახია 2 398

-ნახევარ მილიონიანი კონტრაქტი, ვაიმეეე ხვდები თეუშ რა მაგარია?_სიცილისგან იკეცებოდა საბა.
-თუ კიდევ ერთხელ დამიძახებ მაგ იდიოტობას და გეფიცები შენ ვეღარ მოესწრები მაგ კონტრაქტს.
-ქალბატონებო და ბატონებო, კეთილი იყოოს მისტერ ჯმუხის უკან დაბრუნება, ორი დღეა არ გინახავს და აკუმულატორი დაგიჯდა ხუმრობის?_არ ეშვებოდა საბა.
-დაცვას ელაპარაკე?
-ველაპარაკე_თვალები გადაატრიალა ბიჭმა -სახლშია და ჯერ არსად წასულაო.
-ეგ ორი საათის წინ იყო.
-ვაიმე ადამიანო აბა უთვალთვალე ან დაარიგე დაცვა ყოველი 15 წუთი ჩაგაბარონ, რა დესპოტი გახდი_წარბები შეეკრა საბას.
ვეღარ მოახერხა პასუხის დაბრუნება მძღოლი რომ მოტრიალდა.
-ბატონებო, სტუმრები გვყავს_უკანა ფანჯრისკენ გაახედა და გამოჩნდა კიდევაც ორი შავი ჯიპი.
-ასეც ვიცოდი, ისედაც დიდხანს გვალოდინეს_გარემო მოათვალიერა თეოდორემ და ხელში უკვე დასავლეთი შერჩა, რიკოთს გადმოსულიყვნენ და ალბათ ნახევარ საათში თერჯოლაშიც შევიდოდნენ.
-რა უნდა ვქნათ?_იარაღი ამოიღო საბამ.
-პასუხი ხელში გიჭირავს, გადატენვა დაგჭირდება მხოლოდ_თავისი მოიმარჯვა უფროსმა და მინა ჩამოსწია.
რამდენიმე წუთის მანძილზე ისმოდა გასროლის ხმები, ორი მანქანა ებრძოდა ერთმანეთს, მესამე კი წინ გაძრომასა და გზის ჩაკეტვას აპირებდა. ვერ მოახერხებდნენ ძმების მძღოლს მომავალი მანქანისთვის გზის დათმობა რომ არ დაჭირვებოდა.
-ჯანდაბა, მოეჭიდეთ რამეს ახლა დავეჯახებით_სიმწრით ამოთქვა და მთელი ძალით შეასკდა წინ მდგომ მანქანას. უკნიდანაც იგრძნეს მოჯახება, როგორც ჩანს ვერც მეორე მანქანას მოუსწრია დატორმუზება და ბიჭები შუაში მოყოლილები საკმაოდ დაიჟეჟენ. ძლივს მოახერხეს გადმოსვლა და დაცვას დაელოდნენ როდის მოახლოვდებოდნენ. ვერ მოასწრეს, რამდენიმე წუთით ჩამორჩენილიყო მანქანა, ან ამაზეც თავდამსხმელებს ეზრუნათ და დაცვა გამქრალიყო.
-საბა ფრთხილად_ასვალტზე დავარდნილი თეოდორე ძმის მხარეს ათვალიერებდა და იარაღ შემართული ნიღბიანი პირველივე გასროლით წააქცია.
-დიდი ხანია არ მივარჯიშია_ღვარძლით ჩაილაპარაკა საბამ, მანქანის წინა კარს ამოეფარა და მაშინვე ტყვიების წვიმა გაუშვა იარაღიდან, ორი თავდამსხმელი წაიქცა, თუმცა თავადაც იგრძნო ძლიერი ტკივილი, წინ დამხვედრი მანქანიდან მიმატებოდნენ ნიღბიანები და ორივე მხრიდან უტევდნენ, მძღოლმაც მოიცილა ერთი, თუმცა ამჯერად თეოდორეს მოხვდა გვერდში და ჩაიკეცა.
-შენი აზრით რას აკეთებ_მაშინვე გვერდით ამოუდგა საბა და თავადაც დაჭრილი ფეხით ძლივს შეათრია მანქანის უკანა სავარძელზე.
-გათავისუფლებ_ტკივილისგან თვალები ეხუჭებოდა ბიჭს.
-და თინიას მარტო ტოვებ? ხვდები მაინც რას უზამენ ჩვენ თუ არ ვიქნებით?
-ფეხებს ვერ მო*ამენ_გაბრაზებულმა ისევ იარაღს სტაცა ხელი და წელში მოხრილმა დაიწყო ისევ სროლა.
-ვაჟააა, შენ ყოფილხარ ლომიი, აბა ჩვენ ვართ ახლა ხალხიი?_სრულიად უვნებელ მძღოლს გადასძახა საბა და ვერც კი იგრძნო ისე მოეპარა უკნიდან იარაღიანი. მხოლოდ თეოდორეს ღრიალზე მიხვდა რაღაც რიგზე რომ ვერ იყო.
-საბაააა_ბოლო ხმაზე დაიღრიალა ბიჭმა, დავიწყებული ტკივილით წამოიწია და პირდაპირ თავში დაუმიზნა მის უკან მდგომს. გაისროლა, თუმცა ზუსტად ვერა, დაჭრილმა თავდამსხმელმა ხელი გვერდით გასწია და თავზე გადაუტარა 9 კალიბრიანი, ერთი ყურთან მოხვდა, მეორე კი პირდაპირ კუჭის თავზე იგრძნო და გონებაც დაებინდა.
მომხდარისგან გაკვირვებული საბა ხმა ჩავარდნილი უყურებდა მომხდარს, შემდეგ დაინახა როგორ მოადგა ადგილსკიდევ ერთი მათიანების ჯიპი, ძმის სახელის ყვირილით ზემოდან გადაემფხო მის სხეულს და დაფარვას ეცადა, გაიგონა მძღოლიც როგორ შეძვრა გინებით წინ და მანქანის „ნოხზე“ მოიკუნტა. გაიგონა ტყვიების ხმა, იგრძნო წვა მკლავში, თუმცა აღარაფერს ქონდა მნიშვნელობა, საშველი არსაიდან ჩანდა, მხოლოდ მათი ჩამორჩენილი მანქანა თუ უშველიდათ.
უშველათ. არამარტო დაცვის მანქანამ, სირენის ხმა მოესმა შორიდან და ყიფიანების შეძახილებიც მისწვდა ყურს. ისევ დაიწყო ორმხრივი ომი, ამჯერად თვითონ უსაფრთხოდ იყვნენ და ვაჟამ დახმარება გადაწყვიტა. სულ მალე გაბრიელის ყვირილიც გაიგონა როგორ ეძახდა მის ძმას და თეოდორეზე გადაწოლილს სულ გამოეცალა ენერგია.

საკმაოდ ძლიერი ნჯღრევა იგრძნო თინიამ და წინ მდგომ გოგოს გახედა.
-თინია ექიმო გული უჩერდება_მკაცრი ხმით უყვიროდა ნათია ექთანი და წამები დაჭირდა ქალს გამოსაფხიზლებლად.
-დამატარეთ_მკაცრად გაისმა სერიოზული ხმა და დასისხლიანებულ სხეულს დახედა. -სასწრაფოდ სისხლი მოითხოვეთ, საოპერაციო მზად დაგვხვდეს მივდივართ, ნათია, შენ დამჭირდები, გელა და ზვიადი მინდა_გზადაგზა სცემდა ბრძანებებს და თან საოპერაციოსკენ მიაგორებდა თეოდორეს საწოლს.
-თინია, იქნებ სხვ შეგვეშვა, შენ ახლა ცოტა ...... მმმმ ...აღელვებული ხარ_სწორი სიტყვების შერჩევას ეცადა კაბინეტიდან გამოსული დირექტორი.
-მე საავადმყოფოს რეანიმაციის უფროსი და ნეირო-ქირურგი ვარ, თქვენი აზრით ვის უნდა მივცე საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის უფლება? თუ ვინმეს იპოვით, ვინც ჩემზე მოტივირებული იქნება კი ბატონო, ტყვიამ თავთან და ხერხემალთან ჩაუარა, ის ჩემი პაციენტია_ცრემლი ძალაუნებურად ჩამოუვარდა და იგრძნო როგორ გათავისუფლდა გორგოლაჭებიანი ლოგინი კაცის ხელისგან.
-თინიააა, გთხოვ_საბას ღრიალი ესმოდა მისაღებიდან, თუმცა ყურადღებას აღარ აქცევდა, აღარავის აქცევდა, აღარაფერს აქცევდა. ასე სწრაფად არასდროს მომზადებულა, არც საოპერაციო ფორმა ჩაუსვამს, მაშინვე შიგნით შევარდა და სხეულთან დაიკავა ადგილი. თვალები დახუჭა მაგრამ არ უშველა, თეოდორეს გათეთრებული სახე მისთვის იმ წამს ყველაფერი იყო.
-სახე დაუფარეთ_ჩურჩულივით გაისმა საოპერაციოში და ყველამ გაკვირვებულმა გახედა ექიმს. -სახე დაუფარეთ_უკვე დაიყვირა და თვალები დახუჭა. უკვე რამდენიმე წამში მშვიდად შეუდგა თავისი პროფესიის შესრულებას.
სამი საათი გადიოდა რაც იქ იდგა,ახლა ეს სხეული მისთვის უკვე ჩვეულებრივ პაციენტს ეკუთვნოდა, რომელიც უნდა გადარჩენილიყო, სხვა გზა არ იყო, სხვა არანაირი ვარიანტი გამოდგებოდა, უნდა გადარჩენილიყო და მორჩა. კიდევ ერთი საათიც და ოპერაცია დასრულდა, თავში გავლილი ტყვია სერიოზულად აფიქრებდა თინიას და საერთოდ არ ახარებდა. ზედაპირულად არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა ტვინს, თუმცა ეს რეალურად მხოლოდ მაშინ გამოჩნდებოდა, როცა თეოდორე გაიღვიძებდა, მანამდე კი მოსვენება არც ერთ მის ოჯახის წევრს არ ეწერა.
საოპერაციო დატოვა და საბას ძებნა დაიწყო. ბიჭისთვის იმდენი დამამშვიდებელი გაეკეთებინათ ფეხზე ვერ დგებოდა. თვალებს ძალით ახელდა და ძმის მდგომარეობის გაგებას ელოდა.
-ვერაფრით დავაძინეთ, ადგომა უნდოდა და ორმაგი დოზა აქვს გაკეთებული, ახლა მისი ფეხისთვის წონა აუცილებელია_ისტორია გადასცა ექთანმა და პალატა დატოვა.
წამიერად გამოხედა საბამ თინიას დაძაბულ სახეს და თვალებზე აიფარა საღი ხელი. -ესეიგი ცოცხალია, მაგრამ რაღაც რიგზე არ არის.
-საიდან დაასკვენი?
-თინია, ოთხი თვეა ერთად ვცხოვრობთ, არც ისე ცოტაა ადამიანის და მისი ხასიათების გასაცნობად_ამოიხვნეშა ბიჭმა.
-თავის ტრავმა არ მომწონს, ზედაპირულად არაფერი სჩანს, თითქოს ტვინს არც შეხებია, მაგრამ ზოგი რამ რენტგენში არ ჩანს, აქ კი ისეთი აპარატურა არ გვაქვს ყველაფერი დეტალებში დავუთვალიერო_გულახდილად ამოილაპარაკა თინიამ.
-წავიყვანოთ გერმანიაში, შვეიცარიაში, სადაც გინდა, შენ უფრო იცი რომელ კლინიკაში, რამდენიმე საათის წინ ნახევარ მილიონიანი ორი კონტრაქტი გავაფორმეთ, არ გვიჭირს, მისი ჯამრთელობა მთავარია, ამის დედაც მოვ****** რატომ ვერ ვდგები_ახვანცალებულმა დაარტყა საწოლს ხელი, თუმცა ფეხები ბოლომდე მაინც ვერ იგრძნო.
-შემთხვევით ფეხიდან ტყვია ხომ არ ამოგიღეს და მიტო ხომ არ გჭირდება წოლა?_წარბი აუწია გოგომ.
-მაგ იაფფასიან ხუმრობებს ასწავლი ჩემ ძმასაც_თავი გადააქნია საბამ და გაღიმებულ თინიას ახედა როგორ წამში დაუნაღვლიანდა თვალები. -გთხოვ,ეტლით ვიმოძრავებ ოღონდ აქ ნუ დამტოვებ_მუდარანარევი ხმით მიმართა სარძლოს და მანაც თავი დაუქნია რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ. საბა გააგორიალა და სასწრაფოს მისაღებში გავიდა დასახმარებლად, ყოველ მოცლილ წამს თეოდორეს ოთახის ღილაკს ამოწმებდა, თუმცა ჯერ ყველაფერი მშვიდად იყო. ახლა მთავარი იყო ეს ყველა დაშავებული ნაბი*ვარი გადაერჩინა, რომ პასუხი ეგოთ საკუთარი უმსგავსო საქციელისთვის.
ღამის ორი იქნებოდა მისაღებში ახალგაზრდა, ქერა ქალი რომ შემოვარდა, აცრემლებული უჭერდა გადაკიდებულ ჩანთას ხელს და მიმღებში მჯდომი გოგონასკენ მირბოდა, წუთის დაშორებით შემოყვა უკან არანაკლებ აღელვებული შავგვრემანი ქალი და ნაცნობი კაციც.
-იოანე, იოანე ყიფიანის ნახვა გვინდა_ცრემლები ხელს უშლიდა ლაპარაკში.
-ასეთი არავინ გვყავს_თანაგრძნობით ახედა გოგონამ კომპიუტერში ძებნის შემდეგ.
-როგორ თუ არავინ? ის ჩემი ქმარია და გვითხრეს აქ იქნებოდა, როგორ თუ არავინ_სიტყვები ერთმანეთში ერეოდა ნერვიულობისგან და ძლივს მოიფიქრა უკან მობრუნება. -გაბრიელ, აქ არ არისო, რას ნიშნავს არარის, ღმერთო იქნებ......_უკვე მოთქმით ტიროდა ნენე.
-გამარჯობათ, თქვენ გამომძიებელი ხართ არა? ყიფიანი თუარ ვცდები_ნაცნობ სახეს მიუახლოვდა თინია.
-თინია ექიმო, როგორ მიხარია თქვენი ნახვა, იქნებ დაგვეხმაროთ? სასწრაფოთი გადმოიყვანეს და გვითხრეს აქ გვეკითხა მისი ისტორია_თვალები ჩაწითლებოდა გაბრიელსაც.
-ახლავე გავიგებ_მაშინვე დაუქნია თავი და გაიგონეს კიდევაც აკივლებული სასწრაფოს მანქანის ხმა.
-ალბათ მოიყვანეს_ოჯახს გადახედა და სასწრაფოს მისაღებში გავარდა, მალევე დაინახა საკაცეზე დაწვენილი იგივე აღნაგობის მამაკაცი, მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად რთული იყო, სასუნთქ აპარატზე ყავდათ დროებით შეერთებული და სასწრაფოდ გადაყავდათ საოპერაციოში.
მოწყენილი გავიდა მომლოდინეებთან, ამ პროცეს ვერ იტანდა, ვერ ეგუებოდა ხალხის თვალში როგორ ქრებოდა სხივი და იმ წუთებში საკუთარი თავიც სძულდა და პროფესიაც. მოკლედ აუხსნა ოჯახის წევრებს ვითარება, თუმცა ქერა ქალმა ისევ შეაწყვეტინა:
-მაპატიეთ, მაგრამ ეს ტერმინები ჩემთვის სრულიად გაუგებარია, უბრალოდ მითხარით რომ გადარჩება.
-მისი მდგომარეობა ამ წუთას დამაკმაყოფილებელია, მთავარია ოპერაციამ კარგად ჩიაროს, მაპატიეთ, ვწუხვარ ვერაფრით დაგეხმარებით, ისეთ ადგილას აქვს ტყვია ჩემს კომპეტენციაში არ შედის, აქ კარგი ექიმები გვყავს, ყველაფერი კარგად იქნება_თანაგრძნობით გაუღიმა ატირებულ გოგოს და გაბრიელს თავი დაუკრა. ისევ მიმღებში გადაინაცვლა და რამდენიმე საათი იქნებოდა გასული გამოძახება რომ მიიღო. მაშინვე გაიქცა და ეტლში მჯდომი, ნახევრად ჩაძინებული საბა გააღვიძა.
-რა ხდება?_შეშინებული შესწორდა ბიჭი.
-თეოდორემ გაიღვიძა_გახარებულმა გააგორიალა ლიფტისკენ და რეანიმაციისკენ წაიყვანა.
სპეციალურ ტანსაცმელში გამოწყობილები შევიდნენ პალატაში სწორედ მაშინ, როდესაც თეოდორემ თავზე მდგომ ექთანს ახედა და სრულიად უადგილო კითხვა დაუსვა:
-აქ რა მინდა? თქვენ ვინ ხართ? რა მოხდა?
იგრძნო თინიამ, სწორედ ამ წუთებში იგრძნო თინიამ რას გულისხმობდნენ ფრაზაში მოულოდნელობისგან გავშეშდიო.
-ბატონო თეოდორე თქვენ საავადმყოფოში ხართ, თავს დაგესხნენ_მიუახლოვდა ექიმი.
-არ მახსოვს_ძლივს ამოიხვნეშა და მხოლოდ შემდეგ გადახედა გაშეშებულ დამსწრეებს. კარგად შეათვალიერა ორივე და მზერა ქალზე შეაჩერა.
-თინი_ღიმილიანი სახით ნათქვამი ერთი სიტყვა და ამოოხვრას გატნეული მთელი ნერვიულობა, ერთი სიტყვა და ღიმილიანი მომავალი, მხოლოდ ერთი სიტყვა და აღდგენილი მომავლის სურვილი. მაშინვე მიუახლოვდა ექიმი პაციენტის საწოლს და ფრთხილად მოეხვია მილებში გახვეულს.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიააააან ძალიაააან მაგარი იყოო..
ბოლოს ლამის გული გამისკდა..
იმედია ახლა მაინც დაიწყევა ამათი სიამ-ტკვილობა :დ
ძალიან ამაღელვებელი და ემოციური თავი იყო..
ველი ახალ თავს ^-^

 


№2 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაიმეე ამოვუსუნთქეეე :)) იმედია ჩემს ტყუპისცალსაც არაფერი დაემართება და გადარჩება :))

 


№3  offline წევრი sofo_sofia 13

ვაიმეე კიდევ კარგი ახსოვსსს იმედია მალე დაიდება შემდეგი თავი როგორ განვითარდება მოვლენები ვაიმეე >3

 


№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

აუუუ რატო გვანერვიულეეეეებ

 


№5  offline წევრი წერო:)

უძალიანესუმაგრესად კარგი იყო ახლა იოანეც გადამირნეთ და საბოლოოდ დავმშვიდდები დდ♡♡♡

 


№6  offline მოდერი naattii

ანი ანი
ძალიააააან ძალიაააან მაგარი იყოო..
ბოლოს ლამის გული გამისკდა..
იმედია ახლა მაინც დაიწყევა ამათი სიამ-ტკვილობა :დ
ძალიან ამაღელვებელი და ემოციური თავი იყო..
ველი ახალ თავს ^-^

ვნახოთ ვნახოოთ :D
სტუმარი gvantsa
ვაიმეე ამოვუსუნთქეეე :)) იმედია ჩემს ტყუპისცალსაც არაფერი დაემართება და გადარჩება :))

ყველაფერი წინ არის ❤️
sofo_sofia 13
ვაიმეე კიდევ კარგი ახსოვსსს იმედია მალე დაიდება შემდეგი თავი როგორ განვითარდება მოვლენები ვაიმეე >3

ვნახოთ რას მოვიფიქრებ ჯერ კიდევ :D
Anuki96
აუუუ რატო გვანერვიულეეეეებ

ძალით არ მინდა :(
ვეცდები :D

 


№7 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Yochag tinias ro aiyvan tavi xelshi, mixaria ro gadarcha chveni teodore, imedia gartulebebi ar moyveba da kargad iqneba. Ioanec gafagvircheba imedi maqvs☺️ warmatebebi da agar dagvigviano.

 


ნათი, რატომ გვანერვიულებ? ჯერ იყო თეოდორე, ახლა იოანე :( იმედია იოც მარტივად გამოძვრება.
ბოლოს თინია რომ იცნო თეოშკამ ერთი ღრმა ამოსუნთქვა გავაკეთე, ისე გამიხარდა თინიას პროგნოზი, რომ არ გამართლდა :)
ასე აღარ გვანერვიულო რა.

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა მაგარი იყო ავნერვიულდი მაგასაც ბანალური ამნეზია ექნებოდა მეგონა მაგრამ გადავჩით, საინტერესოა ველი მოუთმენლად გაგრძელებას????

 


№10  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

რა კარგია თეოდორე რომ გონს მოვიდა, აუ გაბრიელს იმედია ცუდი არაფერი დაემართება. მოკლედ ამ თავში კარგად დავიზაფრე, თუმცა იმედია ყველაფერი კარგა დიქნება ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ქეთი

რა გემრიელი გოგო ხარ შენ:)) პერსონაჟებიც გემრიელები გყავს:))

 


№12 სტუმარი likuna

ნათიი მალე დადე რა... უკვე მენატრებიან ესენიი??

 


№13 სტუმარი სტუმარი Nata

როდის დადებ შემდეგს?

 


№14  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუ დღეს იქნება შემდეგი,

 


№15  offline მოდერი naattii

მაპატიეთ რომ ვერ გპასუხობთ. დღეს ვერანაირად ვერ იქნება ერთი სიტყვაც არ დამიწერია, ყოველდღე ვეღარ ვახერხებ. ხვალ საღამოს იქნება ❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი ნესტანი

გელოდებით როდის დადებთ ახალს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent