შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენელებული გულისცემა (12 თავი)


6-12-2019, 10:54
ავტორი naattii
ნანახია 2 417

არც შემდეგ დღეს გამოჩენილან ძმები, ლამის ტელევიზორში შეძვრა თინია მოწყენილობისგან, თუმცა ორი საათიც და გადაარჩინეს. საავადმყოფოში სასწრაფოდ გამოიძახეს და ისიც ჩვეულებრივზე დიდი სიხარულით მოემზადა წასასვლელად.
მძიმე ღამე აღმოჩნდა, ისევ ავარია, ისევ ნასვამი და მოსაწევით გაბრუებული ახალგაზრდები და სულ ტყუილად გაუბედურებული უდანაშაულო ოჯახები.
-ნეტა შემეძლოს ჩვენი მთავრობა მომაგვანინა აქ და ორი დღე მეიძულებინა დაკვირვება. ამათ კიდევ მოსაწევის ლეგალურად დაშვება უნდოდათ?_ცრემლებ მომდგარმა გაიშვირა ხელი ატირებული მშობლებისკენ.
-ყველაფერი ხდება ამ ქვეყნად და ყველაზე საშინელება ისაა, რომ ადამიანი იმდენად დიდი ცხოველია საკუთარი შვილის სიკვდილს არათუ ეგუება ცხოვრების გაგრძელებაც ისე უწევს თითქოს არაფერი მომხდარა. აი რა არის საშინელება_მოწყენილი ხმით ჩაილაპარაკა თინიამ და საოცრად მოუნდა დედის ხმა გაეგონა. ცოტა მოერიდა საათს რომ დახედა, მაგრამ მაინც გაბედა აეკრიბა ასე ნაცნობი ნომერი.
-ხომ კარგად ხარ დედიკო?_მესამე ზარზე გაისმა დალის ხმა.
-კი დე, კარგად ვარ, უბრალოდ...._ საშინლად მოუნდა ტირილი.
-მძიმე ღამეა დედი?
-ძალიან.
- არ ინერვიულო შვილო, ხომ იცი ამქვეყნად ყველანაირი უბედურება, უსამართლობა და მთელი პანდორას ყუთი არსებობს. ჩვენ კი როცა შეგვიძლია ვცდილობთ ან ავირიდოთ ეს უბედურებები, ან ვერ ვახერხებთ და დროებით გვერთმევა ბედნიერება. დრო ყველაფრის მკურნალია დე, ყველაფერს გაჩვევს. ერთ დღესაც აუცილებლად იქნები ისეთი ბედნიერი, რომ შეიძლება დღის გათენება შეგეშინდეს რამე არ წამერთვესო, ღმერთი თავის ნაჩუქარს არასდროს წაგართმევს დე, თუ წაგართვა ესეიგი უკეთესი აქვს შენთვის განსაზღვრული.
-რა უკეთესი უნდა ქონდეს იმ მშობლისთვის შვილი რომ წაართვა? _ტირილის ნოტებმა გაიჟღერა თინიას ხმაში.
-მაქ უკეთესი მხოლოდ ის არის, რომ ახლა მისი შვილი ანგელოზებთან ბევრად უფრო ბედნიერია ვიდრე ამ დაწყევლილ წუთისოფელში.



შუბლ შეკრული იჯდა საბა და თეოდორე სათათბიროში და კალამით მოკაკუნე უფროს ძმას ბურღავდა მზერით, ის კი თითქოს არც იმჩნევდა.
-დამემართა თეოდორე ნერვოზი_სწრაფად დაიტაცა ხელებში გაჩრილი კალამი და ოთახის ბოლოში მოისროლა.
-იმკურნალე_წარბიც არ შეუხრია ბიჭს ისე აიღო მეორე ფანქარი.
-ხუმრობს, თეოდორე ხეცურიანი ხუმრობს და ამ სიტუაციაში არხეინადაა. ჩემი ბრალია ის გოგო რომ ჩაგისახლე ახლა ცვლილებებსაც უნდა შევეგუო_საფეთქლები დაიზილა მძიმედ.
-თინია ჩასახლებული არ არის, თინია ჩვენთან ცხოვრობს და ოჯახის წევრია_ამჯერად კი შეკრა წარბები თეოდორემ.
-სიყვარული რომ აშტერებდა გამიგია, მაგრამ ხისთავიანსაც თუ ხდიდაა ნაღდად ვერ ვიფიქრებდი_ხელები გაშალა ბიჭმა.
-საბა რა გინდა?_ამოიხვნეშა თეოდორემ.
-ასე მშვიდად როგორ ხარ?
-და რა გინდა რომ ვქნა?
-რამე მოვიფიქროთ ადამიანო, მათ თინია გაიტაცეს, გვაშინებდნენ, გვაშანტაჟებდნენ, თავს დაგვესხნენ და არაფერი გამოუვიდათ, ახლა კი ნახაზებით მივდივართ ამხელა გზაზე და ეს ყველამ იცის. თავს რომ დაგვესხან?
-მზად დავხვდებით_მსუბუქად გაუღიმა თეოდორემ და თვალი ჩაუკრა. ლეპტოპით ხელში დატოვა სათათბირო და მაგიდისკენ წავიდა.
-ღიმილი და თვალის ჩაკვრა როდისღა ისწავლე?
-შენ ის უნდა ნახო როგორ ვცეკვავ_უკვე კარებთან მყოფმა გამოსძახა და თითქოს ზურგზე იგრძნო საბას გაფართოებული თვალები თითქმის როგორ გადმოუცვივდა ბუდეებიდან.



მშვიდი ღამე იყო რეანიმაციაში, მადლობა ღმერთს ბევრი პაციენტი არ ყავდათ, თინიაც მშვიდად იჯდა კაბინეტში და რძიან ყავას მიირთმევდა. ფრთხილად მოუკაკუნეს კარზე და მობრძანდის შემდეგ შემოაღეს.
-მოდი ნათი
-მეგონა გეძინათ, შეიძლება რაღაც გთხოვოთ?_მორიდებით მიმართა უფროს.
-რა თქმა უნდა.
-იცით სადოქტოროს დაცვა მაქვს ერთ თვეში და .....
-გასაგებია_მაშინვე გაეღიმა გოგოს ნათიას ნერვიულობაზე. -ჩემი იმედი გქონდეს, ყველანაირად შენს გვერდით ვიქნები.
-უღრმესი მადლობა, რომ იცოდეთ როგორ მერიდებოდა_ამოისუნთქა ექთანმა.
-მოდი ასე შევთანხმდეთ, თუ 95 ან მეტ ქულას აიღებ თავად დაველაპარაკები დირექტორს ექიმის თანაშემწედ დაგნიშნოს, თუ არადა მე აგიყვან საკუთარი ხარჯებით.
-ღმერთოოო, მადლობააა_მაშინვე მოეხვია ნათია და ბედნიერმა დატოვა ოთახი.
რამდენიმე წუთში ყავის დალევას ასრულებდა თინია მიმღებიდან რომ დაურეკეს.
-სტუმრები გყავთ, ხომ არ გეძინათ?
-არა არა, შემოუშვი_წარბები აწია ისე გაუკვირდა და ეს გრძნობა გაუორმაგდა კარში თეოდორე და მოცინარი საბა რომ დაინახა. როგორ უნელდებოდა გულისცემა ამ ბიჭის სახეს რომ უყურებდა.
-აქ რა გინდათ?
-ისე შემოგიარეთ.
-ღამის სამზე?_წარბებ აწეული მზერა მიაპყრო თეოდორეს, რომელიც უკვე დივანზე მოკალათებულიყო.
-ხო რა მოხდა? აქვე შეხვედრა გვქონდა.
-ღმერთო ჩემოოო, უთხარი რომ მოგენატრა და მორჩააა_ამოიღმუვლა საბამ და საფეთქლები დაიზილა.
-რა დღეში ხარ საბა, იცი რა კარგი ნევროპათოლოგი გვყავს ააქ?_თანაგრძნობით გადმოხედა თინიამ
-შენი გაფუჭებულია ეს_ხელი დაიქნია ქალის მიმართულებით და წყვილის ხითხითი არაფრად ჩააგდო.
კიდევ ცოტა ხანს ისაუბრეს, თინია და თეოდორე საბას აწვალებდნენ და ბიჭიც გაქცევაზე იყო უკვე, ორივეს ერთად ნელნელა ვეღარ უძლებდა. ხელები ასწია და მომღიმარ თეოდორეს ეზოში დაგელოდებიო გამოსძახა.
-მართლა შეხვედრა გაქვთ ასე გვიან?
-ხო თინი, ამ დღეებში თბილისში მოგვიწევს წასვლა, სანამ გეგმას შევიმუშავებთ საგიჟე იქნება_ხმა დაურბილდა ქალის სახელის თქმისას.
-ფრთხილად იყავი, კარგი?_თვალები აუხამხამა მანაც და ლოყაზე კოცნით დაემშვიდობა ბიჭს.
-შენც_ღიმილი დაუბრუნა მანაც და დატოვეს საავადმყოფოს შენობა.


-სადაა წასაღები ქაღალდები? _სამუშაოზე დახრილ ძმას შეუვარდა საბა.
-არ არის.
-ჰა? როგორ არ არის? თეოდორე ერთ საათში გავდივართ, სამაიმუნოდ არ გვცალია, ხომ უნდა ჩავდო ყალიბებში?
-არ დაგჭირდება, ყველამ იცის რომ ქაღალდის სახით მიგვაქ, ჩვენ კი სულ სხვანაირად წავიღებთ_ჯიბიდან კალამი ამოიღო და სანამ საბა პირს გააღებდა რამის სათქმელად მანამდე მოხსნა თავი, საიდანაც უკვე მეხსიერების ბარათის შესაერთებელი ჩანდა.
-მაქ როგორ გადაიტანე?
-დავასკანერე_მხრები აიჩეჩა თეოდორემ.
-მადლობთ მაგდენს მივხვდი, იმხელა ფურცლები როგორ გააკეთეთქო,
-ცალცალკე დაასკანერა პროგრამისტმა და მერე ავაწყვეთ.
-და ეს ყველაფერი მე რატომ ვერ მოვიფიქრე_გაოცებულმა აიქნია ხელები.
-იმიტომ, რომ ზედმეტად იყავი დაკავებული ჩემთვის გეძახებინა სიყვარულისგან გამოპრუტუნებული მოხუცი_არც აუწევია თავი ნახაზებიდან ისე უპასუხა ძმას.
-ვერ ვიტან ხუმარა თეოდორეს, თინიას ვაგდებ, მეტად შეცვლა აღარაა საჭირო.
წამებში მიიღო პასუხად ძმის დაბღვერილი მზერა და ხელები აღაპყრო: -დაბრუნდა, მადლობა ღმერთს.
-ეს შენ გინდოდა, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო_ნიშნის მოგებით გაუღიმა და კარისკენ მიანიშნა ხელს მიშლიო.

თინიას მაშინ დაურეკეს, როცა ქალაქში ჩავიდნენ, შემდეგ კი გაქრნენ, მთელი დღე და ღამე აღარ გამოჩენილან, ნერვიულობისგან უკვე თითებს იჭამდა ექიმი, მაგრამ ჯიუტად არც არვინ პასუხობდა და შემდეგ საერთოდ გაითიშა ტელეფონები. აშკარა იყო რაღაცმომხდარიყო და ისიც აშკარა იყო ეს მომხდარი კარგი რომ არ იქნებოდა.
უკვე თენდებოდა. თინია ტელეფონ ჩაბღუჯული იჯდა მისაღებში და არც კი უფიქრია დაძინება, მონატრების, ნერვიულობისა და უსუსურობის შეგრნება კისერში უჭერდა და თითქოს სუნთქვის საშუალებასაც არ აძლევდა. კიდევ ერთისაათიც და თინიამ რაღაც განსხვავებული იგრძნო, დაცვა აფორიაქებული დადიოდა, რამდენიმე ბიჭი კიდევ დამატებით მოსულიყვნენ. კარის ზარზე უნდა გასულიყო ისინი რომ შემოეშვა და საავადმყოფოს ნომერიც დაფიქსირდა მობილრზე. სასწრაფოდ იძახებდნენ და ვიღაცის საქმე ისევ ცუდად იყო. ალბათ კიდევ ერთ ოჯახს დაატყდა თავს განსაცდელი. მაშინვე მოიცვა მოსაცმელი და გულის უცნაური ბაგაბუით სახლის ჩუსტებით გავიდა ეზოში. უსიტყვოდ დაქოქა დაცვამ მანქანა და ცოტა მოგვიანებით შეამჩნია უკნიდან მოყოლილი კიდევ ორი მანქანა. ამდენი დაცვა არასდროს დაჭირვებიათ. აშკარად რაღაცაში იყო საქმე. ყველაფერს მაშინ მიხვდა საავადმყოფოში რომ შევიდა. არეულობა, შიში,ქაოსი, ტკივინი, ნერვიულობა-ერთმანეთში არეულიყო და მიმღებში დაბუდებულიყო.
სწორედ იმ წამებში ჩახედა თინიამ ცხოვრებასაც და განვლილ წლებსაც თვალებში, ლამის სიკვდილი იატრა ტკივილამდე ნაცნობი სხეული რომ დაინახა პაციენტად. გულისცემას შენელებულიც აღარ ერქვა თეოდორეს სისხლიანი სხეულის დანახვისას.
-თინია ექიმო, გული უჩედება, თინია ექიმო_ამაოდ ცდილობდა მის გამოფხიზლებას ნათია.
ესმოდა როგორ ცდილობდა გვერდით ოთახში შეყვანილი დაჭრილი საბა წამოდგომას, ესმოდა როგორ ეძახდნენ, ესმოდა, რომ ორ წუთში თეოდრეს გული ორჯერ გაუჩერდა. იცოდა მხოლოდ წამები ქონდა.... იცოდა.... თუმცა.....
თინია ექიმი ცხოვრებაში პირველად გახადა უძლური სიყვარულმა და ცხოვრებაში პირველად წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა....



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვაიმე თავიდან როგორი სახალისო იყო და რამდენი ვიცინეეე... ცრემლები მსდიოდა იმ დონემდე მიმიყვანა :დ :დ
საბა არის საოცრება..
"-ღიმილი და თვალის ჩაკვრა როდისღა ისწავლე?
-შენ ის უნდა ნახო როგორ ვცეკვავ_უკვე კარებთან მყოფმა გამოსძახა და თითქოს ზურგზე იგრძნო საბას გაფართოებული თვალები თითქმის როგორ გადმოუცვივდა ბუდეებიდან." :დ :დ
ბოლოში კიდე ლამის ვიტირეეე.
თეოდორე რო მოკვდეს გავგიჟდები..
ახლა გამოშტერების დროააააა..
გამოფხიზლდეს რა..
მალე დადე შემდეგი

 


№2  offline წევრი sofo_sofia 13

ვაიმე ეხლა თეოდორე რამო თუმოუვიდაგავაფრენ :დდ მართლა რადროს ეს იყო

 


№3  offline მოდერი naattii

ანი ანი
ვაიმე თავიდან როგორი სახალისო იყო და რამდენი ვიცინეეე... ცრემლები მსდიოდა იმ დონემდე მიმიყვანა :დ :დ
საბა არის საოცრება..
"-ღიმილი და თვალის ჩაკვრა როდისღა ისწავლე?
-შენ ის უნდა ნახო როგორ ვცეკვავ_უკვე კარებთან მყოფმა გამოსძახა და თითქოს ზურგზე იგრძნო საბას გაფართოებული თვალები თითქმის როგორ გადმოუცვივდა ბუდეებიდან." :დ :დ
ბოლოში კიდე ლამის ვიტირეეე.
თეოდორე რო მოკვდეს გავგიჟდები..
ახლა გამოშტერების დროააააა..
გამოფხიზლდეს რა..
მალე დადე შემდეგი

მეც ვიცინე წერისას :D ყველანაირად ვეცდები მალე იყოს ❤️
sofo_sofia 13
ვაიმე ეხლა თეოდორე რამო თუმოუვიდაგავაფრენ :დდ მართლა რადროს ეს იყო

ჯწრ არ გადამიწყვეტია მისი ბედი, ფიქრის პროცესში ვარ :D

 


№4 სტუმარი სტუმარი gvantsa

აი სიტყვები არ მყოფნის ისეთი მაგარი იუმორი და დიალოგებია ,საბა არის სასწაული და აღადავებული თეოდორე ბრილიანტი :)) ბოლოშიი ვიტირე ლამის :( მჯერა გადარჩებაა :))

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

naattii
ანი ანი
ვაიმე თავიდან როგორი სახალისო იყო და რამდენი ვიცინეეე... ცრემლები მსდიოდა იმ დონემდე მიმიყვანა :დ :დ
საბა არის საოცრება..
"-ღიმილი და თვალის ჩაკვრა როდისღა ისწავლე?
-შენ ის უნდა ნახო როგორ ვცეკვავ_უკვე კარებთან მყოფმა გამოსძახა და თითქოს ზურგზე იგრძნო საბას გაფართოებული თვალები თითქმის როგორ გადმოუცვივდა ბუდეებიდან." :დ :დ
ბოლოში კიდე ლამის ვიტირეეე.
თეოდორე რო მოკვდეს გავგიჟდები..
ახლა გამოშტერების დროააააა..
გამოფხიზლდეს რა..
მალე დადე შემდეგი

მეც ვიცინე წერისას :D ყველანაირად ვეცდები მალე იყოს ❤️
sofo_sofia 13
ვაიმე ეხლა თეოდორე რამო თუმოუვიდაგავაფრენ :დდ მართლა რადროს ეს იყო

ჯწრ არ გადამიწყვეტია მისი ბედი, ფიქრის პროცესში ვარ :D

არ დაგვღუპოო ოღონდაც :'( :'(

 


№6 სტუმარი სტუმარი Sana

ინტრიგანი ხარ ავტორო????????თან მაგარი????????ისეთ დროს შეწყვიტე როდესაც თვალებ გაფართოებული ვკითხულობდი და ნერვიულობისგან 5 ღერი სიგარეტი მოვწიე????????რას გვერჩი ????????

 


№7  offline მოდერი naattii

სტუმარი gvantsa
აი სიტყვები არ მყოფნის ისეთი მაგარი იუმორი და დიალოგებია ,საბა არის სასწაული და აღადავებული თეოდორე ბრილიანტი :)) ბოლოშიი ვიტირე ლამის :( მჯერა გადარჩებაა :))

დიდი მადლობა ❤️
ანი ანი
naattii
ანი ანი
ვაიმე თავიდან როგორი სახალისო იყო და რამდენი ვიცინეეე... ცრემლები მსდიოდა იმ დონემდე მიმიყვანა :დ :დ
საბა არის საოცრება..
"-ღიმილი და თვალის ჩაკვრა როდისღა ისწავლე?
-შენ ის უნდა ნახო როგორ ვცეკვავ_უკვე კარებთან მყოფმა გამოსძახა და თითქოს ზურგზე იგრძნო საბას გაფართოებული თვალები თითქმის როგორ გადმოუცვივდა ბუდეებიდან." :დ :დ
ბოლოში კიდე ლამის ვიტირეეე.
თეოდორე რო მოკვდეს გავგიჟდები..
ახლა გამოშტერების დროააააა..
გამოფხიზლდეს რა..
მალე დადე შემდეგი

მეც ვიცინე წერისას :D ყველანაირად ვეცდები მალე იყოს ❤️
sofo_sofia 13
ვაიმე ეხლა თეოდორე რამო თუმოუვიდაგავაფრენ :დდ მართლა რადროს ეს იყო

ჯწრ არ გადამიწყვეტია მისი ბედი, ფიქრის პროცესში ვარ :D

არ დაგვღუპოო ოღონდაც :'( :'(

დაღუპვა და დრამები ჩემი საქმე არაა :D

 


№8  offline წევრი naniko mindia

Sicilit daviwye da tirilshi davamtavre armokla torem ver gadamirchebi :d saswauli gogo xar veli shemdeg tavs ❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№9  offline მოდერი naattii

სტუმარი Sana
ინტრიგანი ხარ ავტორო????????თან მაგარი????????ისეთ დროს შეწყვიტე როდესაც თვალებ გაფართოებული ვკითხულობდი და ნერვიულობისგან 5 ღერი სიგარეტი მოვწიე????????რას გვერჩი ????????

ინტრიგანი თუარ ხარ არც არავინ წაიკითხავს და დაელოდება შემდეგ თავს :D
naniko mindia
Sicilit daviwye da tirilshi davamtavre armokla torem ver gadamirchebi :d saswauli gogo xar veli shemdeg tavs ❤️❤️❤️

დიდი მადლობაა ❤️

 


№10 სტუმარი დომენიკ

აუუუ რამდენს ვხალისობ ხოლმე. ვგიჟდები შენს იუმორზე და ვიცი თეოდორე კარგად იქნება???

 


№11  offline წევრი წერო:)

არა არა არა და არაააა თეოდორე არ მომიკლათ ჩემს ცოდვაში არ ჩადგათ ფეხი ნუ გადამრევთ!დდდ
გამოფხიზლდი თინიკოოოო რა დროს გამოშტერებაა!!
ინტრიგაში რატომ მტოვებ სულლ?
არ დააგვიანო რაა...♡♡

 


№12 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Daiwyo intrigebi da dadzabulobebi☺️ magrad momwons da veli yovel dge, saba martla magari vigacaa ra, mtavari gmirebic momwons mara Saba sxvas mainc ra????warmatebebi

 


№13  offline წევრი რუსკიმარუსია

თეოდოროს კი არა მე შემინელდა ბოლოს გულისცემა და ლამის განვუტევე სული :( რა არის ნათი ეს? თან ეს ჩვენი ექიმიც რომ გაითიშა? თინია მოდი ქალო აზრზე ნუ დაგვღუპავ ამდენ ხალხს :( არ კი ვიცი რომ არაფერს დამართებ თეოდორეს მაგრამ მაინც :)
როგორ მომეწონა თეოდორეს დაძახებული "თინი" ????
საბა ვის ეღადავენოდა? :) ხოდა ახლა თეოდორეს დროა :)

 


№14  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

თეოდორეს დაჭრა ვერაა კარგი ამბავი, თინია რა ცოდოა, იმედია ამ დარტყმასაც გაიძლებენ :)

 


№15 სტუმარი A

გთხოვ მალე დადე რა ახალი თავი. მთელი დღეა ველოდები სიახლეს. საბა და თეოდორე მალე უნდა გამოკეთდნენ და ფეხზე დადგნენ....

 


№16 სტუმარი სტუმარი თეკო

აუუუუ.მმალე დადე გთხოვ ჩემი თეოდორე ვაიმეეე

 


№17  offline მოდერი naattii

უღრმესი მადლობა ყველას, საერთოდ არ მაქვს დრო და აქამდე ვერ დავდე, მაპატიეთ სათითაოდ ვერ გპასუხობთ, უმეტესი ნაწილი თავის დაწერილი მაწვს, ან ამაღამ დავდებ ან ხვალ დილით ❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი ნესტანი

არა რა მოუთმენლად ველოდები თევდორეს გამოღვიძებას რა დროს სიკვდილია ცოდოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent