მზის შვილი
თეთრ კაბას დაუკითხავად დაატარებდა ქარი . ალაგ სისხლის და ტალახის კვალი დამჩნეოდა უწინ თოვლივით თეთრ კაბას. ვერაფერს გრძნობდა.. ვერც სიცივეს,რომელიც სათითაოდ უყინავდა ყველა ძვალს,ვერც წვიმის წვეთებს,წვეთებს რომლებსაც მისი ცრემლები შეეფარებინათ. მართლაც მალავდა წვიმა ცრემლებს,თუმცა მას ვერ აქრობდა. წონასწორობას ძლივს იცავდა, ქარი მის ნებაზე დაატარებდა. დაატარებდა სიკვდილს და სიცოცხლეს შორის. კლდის პირას იდგა. იმ დროსაც კი ისეთი ლამაზი იყო ნებისმიერ მომაკვდავს სჯობდა. შავი თმები ხან სახეზე ეხვეოდა, ხანაც ყელზე. მას კი არაფერი აინტერესებდა. ვერ უძლებდა ანდენ ღალატს, ამდენ ტკივილს და სიყალბეს. თითქოს სამყარო აუმხედრდა და ბედნიების ერთ პატარა მიზეზსაც კი არ აძლევდა. კლდის პირას იდგა ფეხშიშველი. მასში იმდენი ტკივილი იყო ვერ შეძლებდა ამის გაქრობას. წვიმდა და მის კანზე წვეთები იკვალავდნენ გზას. იმ წამსაც კი ანგელოზს გავდა. ანგელოზს რომელიც მიატოვეს, რომელსაც ვერავინ ამჩნევდა და რომელიც გატყდა. მილიარდობით ფიქრები ტრიალებდა მის თავში. ვეღარ უძლებდა. თითქოს ტკივილი შიგნიდან შთანთქავს მის არსებას. დაიღალა იმედგაცრუებით, ტკივილით, შიშით. მას ვერავინ ამჩნევდა. სიკვდილი ისაკუთრებს მის სულს,მთელ მის არსს. კიდევ ერთი ნაბიჯი, ერთი დაწყევლილი ნაბიჯიც და სამუდამოდ დატოვებს მისი სული სხეულს. ხმები ესმის, რომ ეს არ გააკეთოს, რომ ცხოვრება განაგრძოს, რომ არ დანებდეს, შემდეგ ირგვლივ იხედება. მხოლოდ ის და სიცარიელეა. იმდენად მტკივნეული იყო ეს სიჩუმე. ის დანებდა, რადგან ბრძოლის მიზეზი არავინ მისცა.დანებდა რადგან მარტო იყო, გატეხილი და შინაგანად ცარიელი. თითოს მთელს მის გრძნობებს ერთად ჩაავლეს ხელი და სულიდან ამოაცალეს.და ბოლოს მან გადადგა ეს წყეული ბოლო ნაბიჯიც. მისი სხეული შეუერთდა ქარს და წვიმას. იმ წვიმიან დღეს ის მზესთან ერთად ჩაეშვა კლდიდან. მზეს შეუერთდა. მან დატოვა ცრემლები ადამინების სახეზე, თუმცა განა რამე? ისეთივე მოჩვენებითი იყო ეს ცრემლებიც როგორც ყველაფერი. დრო გადიოდა და მის სახელს თითქმის აღარავინ ახსენებდა. არავის ახსოვდა. მხოლოდ მოგონებები დარჩა, ბოლოს კი ისიც გაიცრიცა და გაქრა.იმ დღის შემდეგ მზე ყოველდღე ანათებდა დედამიწას. თუმცა არასდროს არავის უხაროდა მისი დანახვა. იმდენად ცხელი იყო, რომ ყველაფერს და ყველას აოხრებდა. თითქოს მისი ტკივილი გაიზიარა და ახლა ხალხს ურიგებსო.თითქოს ყველას თავის გაცემულ ტკივილს უბრუნებს უკან. მაგრამ ის აღარ იყო და ამას ვერაფერი შეცვლიდა,ვერაფერი გამოასწორებდა. ეს ბოლო იყო.. და საერთოდ როდის არის ბოლო? როცა სხეული სულს შორდება?თუ როცა შენგან აღარაფერი რჩება. როცა უფერულდები? როცა სარკეში შენი არსების ნაცვლად სიცარიელეს ხედავ? და მაინც ბოლოს ყველაფერი აზრს კარგავს. ბოლოს აღმოვაჩენთ რომ სრულიად მარტო ვართ. რომ ყველაფერი მოჩვენებითი და დროებითია.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.