You saved my life,შენ ჩემი ცხოვრება გადაარჩინე (2)
სამშაბათი ალბათ ფიქრობთ რომ ჩემნაირ გოგოს დაქალები არ ეყოლება,მეც კი მიკვირს მაგრამ საბედნიეროდ მყავს,ჩემი ორი არაბიოლოგიური და ნიცა და აილინი. ნიცასთან 9 წლიდან ვმეგობრობ,აილინთან 14 წლიდან ზოგადად,დეპრესია არ ნიშნავს იყო მოწყენილი ყოველთვის,ტიროდე ყოველთვის,ეს ფსიქოლოგიური დავაადებაა და არა “შეყვარებულის” მიტოვებით გამოწვეული სევდა. დეპრესია შინაგანი მდგომარეობაა და გარეგნულად ვერასოდეს შეამჩნევთ. ძნელია ისაუბრო შენს მდგომარეობაზე,ძნელია თქვა რომ დეპრესია გაქვს,გაიცინებენ ან უარესი,შეგიცოდებენ! ასე რომ ამაზე არავისთან ვსაუბრობ,ამის შესახებ იციან მხოლოდ ახლო მეგობრებმა. დღეს ნიცა,მისი შეყვარებული დათუნა,მისი ორი ძმაკაცი და აილინი რესტორანში გვპატიჟებენ,არ მინდა წასვლა მაგრამ ვიცი რომ ნუცასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ძალით,მაგრამ მაინც წავალ ნიცამ შავი,ტანზე მომდგარი კაბა გამოიღო,რომლის არსებობა თითქმის დამავიწყდა. ეს კაბა ჩემთვის დიდ სევდასთან იყო ასოცირებული,ამ კაბით ვუყურე მამაჩემის დაკრძალვას. ზუსტად 2 წლის წინ დავკარგე მამა და სიცოცხლის ხალისი. დედა? დედა გათხოვდა. იმ ნაბიჭვარ ახვლედიანს გაყვა. ცხოვრობენ ახლა ბედნიერად ძალიან,ძალიან შორს. კანადაში. დებილი კაცი. რაღა კანადა. მას შემდეგ დავივიწყე დედას არსებობა,ნათესავები არ მყავდა. მხოლოდ ბუბა,ჩემი მამიდაშვილი. 21 წლის სიმპათიური,თბილი ბიჭი. ამიტომ ვცხოვრობ სახლში მარტო,ასე მირჩევნია. იმ სახლში სადაც მამა არ არის მირჩევნია არავინ იყოს ჩემს გარდა,ფულს დედა მიგზავნის,ძალიან ცდილობს შემირიგოს მაგრამ არა. ვიცი უნამუსო საქციელია ფულს რომ ვართმევ მაგრამ დედაა და ეგეც აღარ გააკეთოს? შავ კაბას ვუყურებ და მთლიანი ტანი მეწვის,ყელში ბურთი მეჩხირება,ყურები მიბუგდება,მესმის მხოლოდ მამიდაჩემის განწირული ტირილი,იმ დღეს მამიდას ტირილი ალბათ ყველას ესმოდა თბილისში -ჩავიცვამ დღეს-ვთქვი მე და ვხედავდი გოგოების გაკვირვებულ სახეებს -ანუკა,ჩემო გოგო, ხომიცი რომ არაა საჭირო-მეუბნება ნუცა -ხო მე გათხოვებ ჩემსას რომელსაც გინდა-ამატებს აილინი -არა მე ეს მინდა-ვამბობ კატეგორიულად და გოგოებიც ხვდებიან რომ კამათს აზრი არ აქვს ჩავიცვი.ისევ ისე მქონდა,ისევ ისე მახრჩობდა როგორც მაშინ,ოღონდ ეს მაშინაც და ახლაც კაბის გამო არ ხდებოდა,მასთან დაკავშირებული შეგრძნებები იყო. მაკიაჟი არ გამიკეთებია,მომწონდა ჩემი ჭორფლები და ბუნებრივად ვარდისფერი ტუჩები. წითური არ ვარ,პირიქით შავი თმა და თვალები მაქვს მაგრამ ჭორფლი დაბადებიდანვე დედიდან გამომყვა,კიდევ მაქვს ლოყაზე ნაკეცები ღიმილისას,მაგრამ მათ ხშირად ვერ დაინახავთ. რესტორანში წავედით,დავსხედით და ვისაუბრეთ,უფრო სწორად ისაუბრეს. მე არ ვიყავი ლაპარაკის ხასიათზე და შიგადაშიგ 1-2 სიტყვას თუ გამომგლეჯდნენ.ჩვენი მაგიდის გვერდით სხვა მაგიდა იყო სულ ბიჭები ისხდნენ მაგრამ არც იცინოდნენ და არც ზედმეტი ისმოდა რამე. ნელი მუსიკა საკმაოდ ხმამაღლა ისმოდა. ვიღაც ძალიან სიმპათიური ბიჭი ნუცას სკამს მიუახლოვდა ნუცას მხარზე ხელი რბილად დაადო,ნუცას ჯერ შეეშინდა თუმცა რომ გაიხედა და მშვენიერი ყმაწვილი დაინახა უფრო გაკვირვებული სახე ჰქონდა,ბიჭი იღიმოდა მზერის სითბო მთლიანად ნუცაზე გადაჰქონდა,ზრდილობიანად სთხოვა მეცეკვეო,დათუნას სახე უნდა გენახათ! ვერ გავიგე მეცინა თუ დამემშვიდებინა,ერთიანად გაწითლდა,ყელზე ძარღვები დაებერა და ნელნელა წამოდგა,მერე რაც მოხდა აღარც მე მახსოვს,მახსოვს მხოლოდ მტირალი,ანერვიულებული ნუცა,რომელიც აილინს სკამზე დაესვა და აწყნარებდა,ნუცა არ წყნარდებოდა,უმატებდა და უმატებდა,მე არ ვიდექი მათთან,მათ გვერდით ვიდექი ვცდილობდი დათუნა გამომეთრია იმ ბრბოდან და წამეყვანა მაგრამ არც მისმენდა,ალბათ ვერც მხედავდა,არც ჩემი ესმოდა და ვერც ჩემ შეხებას გრძნობდა,ასეთი დათუნა პირველად ვნახე,თან რის გამო ცეკვის თხოვნის გამო? არა დარწმუნებული ვიყავი რომ მანამდე მათ შორის იყო ის,რასაც დათუნა მალავდა.თვალები ამიცრემლიანდა,თავზე ხელები მქონდა დაწყობილი და უბრალოდ ვერ ვაზროვნებდი.ნაცნობმა ხმამ და სურნელმა დამაბრუნა უკან,სამყაროში -ანუკა,ანუკაა შემომხედე-მეუბნება ლუკა ყიფიანი და ლოყებზე ხელებს მადებს -ლუკაა? -კაროჩე მომისმინე,დაჩი არი ჩემი ძმააკაცი და არ ვიცი რა ეტაკა ასე უბრალოდ არ იწყებს ჩხუბს,ამას მოვუვლი მე მარა გეხვეწები ნუცას და აილინს ხელი მოკიდე და წაიყვანე შენთან,არაფრის გამოძიება არ დაიწყო სახლში წადი,საღამოს ამოგივლით მე და ბიჭები და ყველაფერს გეტყვით,ნუცასაც დაველაპარაკები და ავუხსნი ყველაფერს ავუხსნი ყველაფერსო? არ გავს ეს ფრაზა ლუკა ყიფიანის ნათქვამს,სწრაფად ვეთანხმები ლუკას,მე არ მითქვამს მისთვის რომელია ჩემი სახლი,მაგრამვიცი არც სახლის გაგება გაუჭირდება, გოგოებთან გავრბივარ. -აილინ გთხოვ ჩემთან წავიდეთ და ყველაფერს აგვიხსნის ყიფიანი მოგვიანებით,ნურაფრის გეშინიათ ნუცა ძლივს დავითანხმეთ და აილინის მანქანაში ჩავსხედით,აილინი ყველაზე უფროსია 20 წლისაა,ნუცა 18ის,სასტავის ნაბოლარა ვარ იტოკში :დდ სახლში მივედით ნუცას ტირილში მიეძინა მე და აილინი ყავას ვსვამდით,როდესაც კარზე კაკუნი გავიგონე,კარები გავაღე და არ შევმცდარვარ.ლუკა და მისი რამდენიმე ძმაკაცი იყო მისაღებში დავსხედით,ნუცას ალბათ ხმაურზე გაეღვიძა და ჩვენთან მოვიდა -გამარჯობა ბიჭებო-მიესალმა ნუცა -მოკლედ,ნუცა,შენ შეწუხდი დაჩის ქმედებით? თავი შეურაცხყოფილად იგრძენი? -არა ბიჭებო,მართლა არაფერი გაუკეთებია დაჩის ცუდი არაფერი,უბრალოდ დათუნაა ზედმეტად ეჭვიანი და მართლა დიდი ბოდიში რომ ასე უბრალოდ ატეხა ჩხუბი,დაველაპარაკები აუცილებლად ახლა საუბარი ლუკამ დაიწყო -ესეიგი დაჩის გოგო არ შეუწუხებია და იმ ახვარმა ტყუილად დაიწყო ჩხუბი??? მაგ ნაბიჭვარს მოვუ... -ლუკა,გთხოვ!!!!! ლუკამ თვალებში შემომხედა თავი ოდნავ შესამჩნევად დამიქნია -ანუკა საცემია ეგ ბიჭი და იცემება კიდეც და მაგას ვერავინ გადამაფიქრებინებს,ძმაკაცი ცემა,არც მაგას მოხვედრია ნაკლები მარა ცემა მაგან დაუწყო ხოო?ვინმე ფიქრობს რო ჩვენი სასტავიდან ვიღაცას ეგრე უაზროდ ხელების ქნევა შერჩება? -ლუკა არამაგრამ... -მოდი ჩვენით მოვგვარდებით არ მესიამოვნა ეს ტონი და იგრძნო ლუკამ,არ ვიცი როგორ,მაგრამ იგრძნო -კაროჩე ანუკა მართლა მაგარი ანერვიულებული ვარ და იზვინი რაა -ყველა ვნერვიულობთ ტოო,თბილისი გვიკავია ხელით მარა ხალხის ცემა და კონფლიქტი მაინც არ გვევასება პროსტა ჩვენი ბრატის შეურაცხყოფა არ გაუვა არავის და თავზე ვერავინ დაგვაჯდება თქვა ლუკას ერთერთმა ძმაკაცმა დივანზე დადებული ჟაკეტი აიღო და ლუკას უთხრა -გავედით რაა ლუკამაც უნდა გავიდეთ გოგოებოო და გასასვლელისკენ წავიდნენ -გადით და დაგეწევით მალე უთხრა ბიჭებს და დამიდგა პირისპირ. -ანუკა -გისმენ -არაფერზე ინერვიულო გეხვეწები რა თორე მოვკვდები გეფიცები ძაან აფერისტული წინადადება მეჩვენა და გავიცინე ლუკაც სიცილით ამბობს -აი ვაბშე არაფერი არაა სასაცილო -არა საერთოდ-ვეუბნები -კაი წავედი რა უნდა მოვაგვაროთ ეს საქმე და შენ ძმაკაცს მაგრად დაერხევა -არ არის ძმაკაცი,არასდროს მომწონდა ყოველთვის ასეთი ეჭვიანი იყო -აჰაა ანუ ეჭვიანები არ გევასება,უნდა დაივასო რამენაირად,ვატყობ ერთი ეჭვიანის ატანა მოგიწევს კარგახანს ვხვდები ნამიოკს,თავის თავზე ამბობს იღიმის და ცოტა ხნით ჩერდება -გავედი,არაფერზე ინერვიულო ყველაფერი იქნება ძაან მაგრად მეუბნება სახეს მის ხელებში იქცევს და მთელი გულით მის თბილ,დიდ ტუჩებს შუბლზე მაკრობს მიდის... მაგრამ ისევ ვგრძნობ მის ტუჩებს ჩემს შუბლზე,ისევ ვგრძნობ მის სუნამოს ნუთუ ეს მართლა ის ბიჭია რომელიც არასდროს მომწონდა? ნუთუ ეს ის ბიჭია,გუშინ რომ გავიცანი ინგლისურზე? ასე მალე შევეჩვიე? რატომ არ მეუცნაურება? ალბათ ყველანი ერთად შევიშალეთ. კარს ვხურავ,ისევ მასზე ვფიქრობ დარწმუნებული ვარ ისიც ჩემზე ფიქრობს ხო,ეგრეა მესიჯიც კი მომივიდა “Anukaa,Shen xar yvelaze tkbili” ვინ იქნებოდა თუ არა ლუკა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.