შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეპყრობილი(დასასრული)


9-12-2019, 18:58
ავტორი Anni Kesarelli
ნანახია 1 390

რა არის სიყვარული? სიყვარული ფართო მცნებაა, რომელიც ყველას სხვაგვარად ესმის და სხვაგვარად შეიგრძნობს. ამბობენ თუ ნამდვილად გიყვარს მას სიტყვებით ვერ გადმოცემო, ალბათ მრთალია რადგან ჩემი აზრით როდესაც გიყვარს ამ გრძნობას ვერ გადმოცემ და სხვას ვერ აღუწერ იმ განცდებს რომელსაც სიყვრული განიჭებს.

არსებობს რამოდენიმე სიყვარულის ფორმა: სიყვარული რომელიც მშობლების მიმართ გვაქვს, სიყვარული რომელიც მშობლებს ბავშვების მიმართ აქვთ, სიყვარული რომელსაც ერთი ადამიანი მეორეს მიმართ გრძნობს, რომელიც ძალიან ლამაზი და ენით აღუწერელია.
იმ სიყვარულს რომელსაც ღმერთი ადამიანებს ჩუქნის ხშირათ ისინი არ აფასებენ და აძლევენ იმის საშუალებას, რომ გაქრნენ მათი ცხოვრებიდან და დაუტოვოთ ძალიან დიდი ნაკვალევი, რომელსაც მთელი ცხოვრების გნმავლობაში ვერავინ და ვერაფერი ვერ წაშლის.

სიყვარული ტკივილის გარეშე არ არსებობს. თუ ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ტკივილს ვერ შეიგრძნობს, ის ვერც სიყვარულს შეიგრძნობს. როდესაც გიყვარს ესეიგი გტკივა, თუ გტკივა ესეიგი გიყვარს....

ადამიანი თავის მეორე ნახევარს მხოლოდ მაშინ აფასებს, როდესაც მას კარგავს და გრძნობს, რომ ის მის გვერდზე აღარ იქნება და მის ქცევებს აღარ აიტანს...

-მენატრები, ნეტა ჩემთან იყო.


2 წლით ადრე...
-სანდრო!-რეგისტრაცია გავლილ და თვითფრინავში ჩასაჯდომად გამზადებულ სანდროს რაც შემეძლო ხმამაღლა დაუძახე და მისკენ გავიქეცი, ბარგი ძირს დაყარა და ჩემსკენ წამოვიდა.
-არ გათხოვდი!-ამოიჩურჩულა და მისი ცხელი ტუჩებით შემეხო ლოყაზე, ძლიერად მეხუტებოდა და ღრმად სუნთქავდა. ახლა მივხვდი რომ ჩემს გადაწყვეტილებას არასდროს ვინანებ ის ხომ მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარული იყო მე მის გარეშე არაფერი ვიყავი ის კი ჩემს გარეშე ჩვენ ვიყავით მზე და მთვარე, როგორც მთვარის შუქია უძლური მზის გარეშე ზუსტად ასე ვიყავით მეც და სანდროც ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო, უერთმანეთოდ ძალადაკარგულები ვიყავით, ახლა კი ერთად ვართ შუა აეტოპორტში ერთმანეთს ვეხუტებით და არაფერი არ გვაინტერესებს.

28 აგვისტო.

დღეს ის დღეა როდესაც უკვე მეორედ ჩავიცვი საქორწინო კაბა, წინქზე როდესაც თეთრ კაბას ვიცვამდი ამას მართლა იძულებით ვაკეთებდი, მაგრამ ახლა... ახლა ეს მომენტი უბრალოდ ძალიან მაბედნიერებს, მინდა ეს დღე უსასრულოდ გაგრძელდეს ეს ხომ დღეა როდესაც მე და სანდრო სამუდამოდ დავუკავშირებთ ჩვენს ცხოვრებას ერთმანეთს, ჯერ კიდეც შოკში ვიყავი მიუხედავად იმისა რომ 10 თვე გავიდა, მქინც არ მჯეროდა რომ მე და სანდრო საბოლოოოდ ერთად ვიქნებოდით და ხელს არაფერი შეგვიშლიდა. ქორწილის მზადებაში გართულ მშობლებს, ნათესავებს და ჩვენს მეგობრებს დაავიწყდათ რომ მომზადება მჭირდებოდა, ქეთის ვთხოვე მომწყდარიყო თავის საქქმეს და დედაჩემთან ერთად დამხმარებოდა.

და აი მეც... მაცვია თეთრი გაშლილი კაბა ზუსტად ისეთი როგორიც წარმომედგინა, ულამაზესი ვარცხნილობა და მაკიაჟი მაქვს, ერთი რამ მაკლია... ღიმილი სახეზე რომელიც რატომღაც წაშლილიყო ჩემი სახიდან, ცრემლი უნებურად გადმომივარდა თვალიდან და ჩემს ლოყაზე ცვარივით ჩამოედინა. სარკის წინ ვიჯექი და ჩემს მომტირალ სახეს მივჩერებოდი. 25 წლის მანძილზე ყოველთვის ერთ რამე ვნატრობდი, ბედნიერი მომენტები ხშირი ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ 18 წელია უკვე მამა ჩემს გვერდით არ არის, როგორ მინდოდა ამ დღრს ჩემთან ერთად ყოფილიყო და ჩემი სიხარული მისთ ის გამეზიარებინა. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება და არის კიდევაც. ირაკლი დამპირდა დაკურთხევლამდე მე მიგაცილებო, ამ თემაზე მასთან ბევრჯერ მიტირია, და ყოველთვის ამ სიტყვებით მამშვიდებდა. 20 წელია მე და ირაკლი განუყრელი მეგობრები ვართ ირაკლი მამაჩემმა გამაცნო და მისი გარდაცვალების შემდეგ ირაკლიმ იმაზე დიდი როლი დაიმკვიდრა ჩემს ცხოვრებაში ვიდრე მანამდე ქონდა. ის იყო ჩემი ანტიდეპრესანტი რთულ მომენტებში და უფროსი ძმა რომელიც არ მყავდა. და დღეს ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს მომენტს ის შეასრულებს და ერთადერთი რაც ღიმილს მგვრის სახეზე ესაა. 4 საათი მოვიდა საქორწილო ფორმებში გალამაზებულ მანქანაში ჩავჯექი და ეკლესიისკენ დაიძრა. ეკლესიის კარებთან მდგომს ჩემთან ახლოს ირაკლი მოვიდა ხელი მომკიდა და ნელი ნაბიჯებით შეცაბიჯეთ კარებში. დავინახე სმოკინგში გამოწყობილი სანდრო, ახლა იმაზე სიმპატიური მეჩვენებოდა ვიდრე აქამდე ყოფილა.
-მზად ხარ?-ჩუმად ჩურჩულით მეკითხება ირაკლი და ნაბიჯს უნელებს.
-მზად ვარ.- ხელს მიშვებს ირაკლი და სანდროს აბარებს ჩემს თავს, აი მეც მის გვერდით ვდგავარ და ბედნიერი სახით ვუყურებ თვალებში. მღვდელმა დაიწყო საუბარუ და ყველა ფეხზე წამოდგა.
-დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის რომ გავხდეთ მომსწრე ალექსანდრე ბერიძისა და ანი ონიანის ბედნიერების. ალექსანდრე ბერიძე ხარ თუ არა თანახმა დაუკავშირო შენი ბედი ანი ონაიანს, გახდეს იგი შენი ცოლი და იყო მის გვერდით ჭირსა და ლხინში სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ?
-თანახმა ვარ!-გაისმა ტაში და ყველას სახეზე ღიმილი გაჩნდა.
ტანში ჟრუანტელმა დამიარა რპდესაც ვიცოდი მღვდელი ახლა იგივეს მე მკითხავდა და უკვე პასუხი მზად მქონდა.
-ანი ონაინ ხარ თუ არა თანახმა გახდე ალექსანდრე ბერიძის ცოლი და იყო მის გვერდით ჭირსა და ლხინში სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ?
-თანახმა ვარ!-ახლა უფრო დიდი ტაშის ხმები იყო და ჩემი ნათესავები დედაჩემს ულოცავდნენ, სანდროს დედ-მამა გვიყურებდა და ამაყობდა ჩვენით.
-ჩემ მიერ მონიჭებული უფლებით ცოლ-ქმრად გაცხადებთ. შეგიძლიათ აკოცოთ პატარძალს.-მიმართა მღვდელმა სანდროს.
სანდრომ ხელში ამიყვანა და ჩემს ბაგეებს ახლა სრულუფლებიანად დაეწაფა. იყო სიცილი, იყო ბედნიერი სახეები უამრავი მოლოცვა და საჩუქარი, ულევი ლამაზი მომენტი, პირველო ულამაზესი და დაუვიწყარი ღამე.

ქორწილიდან 2 წელი გავიდა, ახალი წელი ახალი გასული იყო როცა გავიგეთ რომ 8 კვირის ორსული ვიყავი, ამ ამბავმა ყველა ძალიან გაახარა, განსაკუთრებული სიხარული იგრძნობოდა სანდროს მშობლებიდან, ბავშვის გაჩენამდე არაფერს არ მაკლებდნენ ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, ჩვეულებრივი ორსული ვიყავი, სულ ვწუწუნებდი სულ რაღაცას ვითხოვდი ირაკლის და სანდროა ჩემი წუწუნით ძალიან ვღლი და ხანდახან უნდათ მომკლან, მაგრამ ეს აკრძალულია, უკვე 9 თვის ფეხმძიმე ვარ და სექტემბრის 20 25 რიცხვისთვის ველოდები ჩემს პატარას.

საღამოს 8 საათი იყო როდესაც სანდრო სამსახურიდან დაბრუნდა და სასტუმრო ოთახში დივანზე მჯფომს მომიახლოვდა, შუბლზე მაკოცა და გვერდზე დაჯდა.
-ძალიან დავიღალე, ძალიან... იქნებ ხვალ დასვენების დღე ავიღო და პიკნიკზე წავიდეთ ტბასთან?
-კარგი აზრია თანაც მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე ჰაერის გამოცვლა კარგი აზრია.
-ჰოდა ამიტომაც წაგიყვან მსოფლიოში საუკეთესო ადგილას.
-იქნებ ირაკლის და ქეთისაც ვუთხრათ?
-როგორც გინდა, მე შხაპს მივიღებ და შევჭამ თორემ მოვკვდები.

სანდრო შხაპის მისაღებად გავისტუმრე მე კი ვიჯექი და ფულმს ვუყურებდი ის მალე გავიდა დრო რომ უკვე 10 საათი იყო, რადგან სანდრო დაღლილი იყო და მეც ორსულობის გამო ადრე ვიძინებდი დავწექით და დაგვეძინა.

მეორე დღეს 12 საათი იყო როდესაც მანქანაში ჩავჯექით და პიკნიკზე ტბასთან წავედით. ტბის ჰაერმა ჩემზე საოცრად იმოქმედა თითქოს უფრო მშვიდად ვიყავი ძალიან კარგად ვერთობოდით.
-მალე აქ ჩვენთან ერთად პატარა ბიჭიც ირბენს.-ვთქვი და ყველას ჩემს გაბერილ უზარმაზარ მუცელზე მივანიშნე.
-სახელი მოიფიქრეთ?
-კი ქეთ... საბა.
-საბა... ლამაზია პროსტა მწყინს.
-რატო ირაკლი?-აღელვებით ვკითხე ირაკლის.
-ირაკლი სჯობს.
ამაზე ყველას გაგვეცინა და სანდრომ ირაკლის უთხრა.
-გპირდები მეორეს აუცილებლად ირაკლის დავარქმევთ.
-ხო გპირდებით.
ტბის პირას ვსეირნობდით მე და ქეთი თან ვიხსენებდით გასულ წლებს.
-გახსოვს რა ხდებოდა 2 წლის წინ ამ დროს ან საერთოდაც 5 წლის წინ?
-ძალიან არეული იყო, რას წარმოვიდგენდი ასეთი ბედნიერი თუ ვიქნებოდი, არ წარმომედგინა ნამდვილად.
ძალიან უბრალო მომენტი იყო, ვსაუბრობდით მე და ქეთი ტბის პირას ვსეირნობდით ხის ძირში სანდრო და ირაკლი ბურთს ფეხით აგორებდნენ. ძალიან უბრალო მომენტი იყო, მაგრამ უცბად კენჭები რომლებიც ტბის პირას ეყარა ალაგ ალაგ ცუდი განლაგება ქონდათ, ჩემი დაუდევრობის და წინდუახედავობის გამო ფეხი ამისრიალდა და ტბაში გადვვარდი, რაც გავიგონე იყო ქეთის კივილი შემდეგ გონება დავკარგე.

-------------
ირაკლისთან ერთად ბურთს ვთამაშობდი როცა ქეთის კივილი გავიგე.
-სანდრო! ანი სანდრო ანნნი.
-რა ანი სადაა ანი?-აღელვრბულმა ძლივს ამოვღერხღე და ტბაში გადავხტი უკვე თითქმის ფსკერზე დასული ჩემი მეუღლე მაღლა ავიყცანე და ირაკლის დახმარება ვსთხოვე. დროულად მოვასწარით მანქანაში ჩაჯდომა და სასწრაფოში წასვლა, უახლოეს ემერჯენსში შევიყვანეთ ანი და გარეთ ველოდებოდით. არვიცი რამე რომ მოსვლოდა ანის ან ბავშვს თავს მოვიკლავდი. 10 წუთიც არ იყო გასული ექიმი გამოვიდა.
-სასწრაფოდ უნდა ვამშობიაროთ ადრეა მაგრამ ამას თუ არ ვიზავთ ან დედას დავკარგავთ ან ბავშვს.
ამ სიტყვების გაგონებაზე თქვზარდაცემულმა დირექტორს პიჯაჯში ვწვდი და ვუყვიროდი.
-ორივე გადაარჩინეთ თორე ცოცხლად დაგმარხავთ ყველას.
-დაწყნარდი სანდროო-აცრემლებული ქეთი ჩამეხუტა და ორივე ვტიროდით.
სააათობით გაგრძელდა ეს პროცესი და ბავშვის ტირილი გაისმა, გულხე მომეშვა და ქეთის მომღიმარმა გავხედეთ, ექთანი გამოვიდა.
-როგორ არიან?-კითხვა დამიიგნორა და გაიქცა.

მალე ექთანს ექიმი მოყვა ბავშვი ინკუპატორში გადატავდათ. ულამაზესი იყო საბა ჩვენი საბა.
-როგორ არიან?
-ბავშვი სრულიად ჯანმრთელია, ძალიან ლამაზი ბიჭია.
-და ანი?-მღელვარე ხმით ვკითხეთ ექიმს მე და ირაკლიმ. ექიმი წუთობით ჩუმად იყო ბოლოს კი ირაკლის მისკენ ხელით გაიწია ქეთიმ გააჩერა და ჩაეხუტა, რა გრძნობა მქონდა იმ წამს ვერ ავღწერ, მხოლოდ ჩამუხვლა და ტირილი შევძელი. ვერ ვიჯერრებ რომ ანი დავკარგე უბრალოდ მიჭირს ამის დაჯერება, მე მარტო მეუღლე კიარა ჩემი ცხოვრება დავკარგე, სიცოცხლე წამართვეს ექიმებმა ვერ შეძლეს გადაერჩინათ ჩემი ანი. მე უდისცოცხლოდ ჩემი შვილი კი უდედოდ დატოვეს.

პარასკევს ანი საბოლოოდ დავკარგე მისი საფლავის ქვაზე მის სურათს რომ ვუყურებდი გულზე ისარი მერსობოდა, ტკივილი მკლავდა და არ ვიცოდი რა მექნა. ანის გარეშე ისევ სადღაც სიბნელეში დავიკარგებოდი და მეორე მხრივ იმას ვდარდობდი როგორ გამეზარდა ჩემი პატარა უანისოდ მასთან ერთად იმდენ გეგმას ვადგენდით.

დასაფლავებიდან ყოველ კვირა დღეს საბასთან ერთად გავდიოდი საფლავზე ჩემი თოთო უდანაშაულო საბა ჯერ 40 დღისაცა რ იყო დედა ისე დაკარგა. ხელში მეჭირა და ანის საფლავთან ვიჯექით მე დავპირდი ორივეს რომ იმას რასაც ანი ნატრობდა ყოველთვის შევასრულებდი და საბა სისე გავზრდიდი როგორც მას სურდა.
-მენატრები ანი, მენატრები და ძალიან მაკლოხარ!-გულშუ ვიხუტებ ჩემს პატარას და თვალიდან ცრემლი მოდის და არ წყდება.

ესც ჩვენი ისტორიის დასასრული, ეს ისტორია თავიდან რომ დავწერე უბრალო დასასრული ქონდა. ამიტომაც გადავწყვიტე ყველა ზღაპრის კეთილი დასასრული ტრაგიკულად ვაქციო რავიცი აბა. მოკლედ ჩემი თხოვნაა დაწეროთ კომენტარებში როგორი წარმოგედგინათ გარეგნულად (ქეთი, ნია(მოთხრობის დასაწყისში სანდროს პირველი შეყვარრბული, ანის დაქალი), ანი, ირაკლი, სანდრო) ამიღწეროთ. მადლობა რომ მომყევუთ ბოლომდე.



№1  offline წევრი ნაამა

ვაიმეე არ ვიცი რას გიზავ რა გამიკეთე გოგო ეს... უკვე მესამედ ვიტირე გამოგონილი ამბის გამო პირვლეი იასნია ჰარი პოტერი იყო ბლექი რომ მოკლეს მეორედ რომელღაცა ისტორიაზე რომელიც ამა საიტზე იდო ახლა ამაზე... დედა ეს უნოდა ჩემს სუსტ გულს.. არა ვაღიარებ ეგ ცუდი დასასრულები ძალაინ მომწონს მართლა კარგი დასასრული ჰქონდა... უბრალოდ ანი არ მემეტებოდა. ❤️

 


№2  offline წევრი Anni Kesarelli

არჩვაძე
ვაიმეე არ ვიცი რას გიზავ რა გამიკეთე გოგო ეს... უკვე მესამედ ვიტირე გამოგონილი ამბის გამო პირვლეი იასნია ჰარი პოტერი იყო ბლექი რომ მოკლეს მეორედ რომელღაცა ისტორიაზე რომელიც ამა საიტზე იდო ახლა ამაზე... დედა ეს უნოდა ჩემს სუსტ გულს.. არა ვაღიარებ ეგ ცუდი დასასრულები ძალაინ მომწონს მართლა კარგი დასასრული ჰქონდა... უბრალოდ ანი არ მემეტებოდა. ❤️

არცარავის ემეტებოდა ზუსტად ვიცი
--------------------
ა.კესარელი

 


№3  offline წევრი kekeladze

აუურატოო!მოგკლაააააააააააავ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent