შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუმერანგი.მეორე ნაწილი-1 თავი.


11-12-2019, 06:43
ავტორი zia-maria
ნანახია 3 718

    იდგა და გრძნობებთან ჭიდილი უჭირდა,რადგან ის ყველაფერი რაც მის ირგვლივ ხდებოდა ეგონა სიზმარი იყო,ცუდი სიზმარი. ტიროდა,მაგრამ უცრემლო იყო მისი ტირილი,რადგან მამაკაცური ღირსება გრძნობების გამოხატვის ნებას არ აძლევდა.ვერ შეძლო,ვერ დაიტია გულში ცრემლების ზღვა და გულიდან ამოხეთქა ტკივილმა.
-რატომ,რატომ მოხდა ეს და ვინ გითხრა რომ შენ უნდა შეგეწყვიტა ამქვეყნიური არსებობა,ჩემზე არ იფიქრე და არც იცი ჩემს გარშემო როგორი დიდი სიცარიელე დამიტოვე.რატომ,მალიბუ რატომ ან ვინ გაგიმეტა,შენზე ხელი ვინ აღმართა.გეფიცები ყველაფერს გავარკვევ,ვერ მოვისვენებ სანამ შენს მკვლელს არ ვიპოვი.

-ხელი გამიშვით,მე არაფერი არ დამიშავებია.
-ნუ გაგვიძალიანდებით, ბატონო თორნიკე ჩვენ ჩვენს დავალებას ვასრულებთ.
-რატომ მაკავებთ,ბრალს რაში მდებთ.
-ყველაფერს განყოფილებაში გაიგებთ.თორნიკეს ბორკილები დაადეს და განყოფილებაში მიიყვანეს,ნიკოლოზი კი მალიბუს უკვე გაცივებულ სხეულს ეხვეოდა და ყველას უჭირდა მასთან მიახლოვება.კომისარი ზაზა,ლაშა,გოგიტა იდგნენ თავდახრილები და ცდილობდნენ ცრემლი დაემალათ,მაგრამ არცერთს არ შეეძლო ეს გაეკეთებინა,ლაშამ ვეღარ გაუძლო ნიკას ტანჯვას და მხარზე ხელი დაადო,ნიკამ ხელზე ხელი დაადო ლაშას ახედა და უთხრა.
-რა გინდა მითხრა,რას მეტყვი რომ ყველაფერი კარგად იქნება? რომ ისევ შევიკრიბებით ერთად და ისევ გავაგრძელებთ მხიარულ დღეებს? ლაშა მეგობარო...............
-ნიკა მუდამ შენს გვერდით ვარ,მალიბუ წავიდა,მაგრამ ის მუდამ შენში იქნება,ჩვენში იქნება.ახლა ყველაზე მეტად,როგორც არასდროს ძლიერი უნდა იყო რადგან შევძლოთ და სიმართლე ვიპოვოთ,მალიბუს მკვლელს ვიპოვით და ის სასტიკად დაისჯება,მხოლოდ გთხოვ ძალა მოიკრიბო.ოთახში სამარისებული სიჩუმე დადგა და ეს სიჩუმე კომისარის ტელეფონის ხმამ დაარღვია,კომისარმა ტელეფონს დახედა და უპასუხა.
-გისმენთ.უეცრად ნიკას შეხედა,შემდეგ ლაშას უთხრა.
-ლაშა შენ აქ იყავი,მე და ლაერტი წავალთ.
-ისევ მკვლელობა მოხდა?
-არა,ქართველიშვილი აიყვანეს და უნდა დაიკითხოს.ლაშამ თავი დაუქნია კომისარს და კომისარმა ნიკას შეხედა,ნიკა კი ისევ ისე იჯდა და მხოლოდ ერთ წერტილს უცქერდა,კომისარმა მიუახლოვდა და უთხრა.
-არ არის ის ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანი ვინც ხელი მალიბუზე ასწია,ჩვენ ვიპოვით დამნაშავეს,აუცილებლად ვიპოვით ნიკა.ნიკას თავზე აკოცა და სახლიდან გავიდა,გასვლამდე კი ლაერტის შეხედა და თვალით ანიშნა მას გაჰყოლოდა.ლაერტიმ კი ლაშას ანიშნა მეც მივდივარო და კომისარს ამოუდგა გვერდით.
-კომისარო განყოფილებაში ვბრუნდებით?
-განყოფილებაში მივდივართ,ქართველიშვილი დააკავეს და შენ უნდა მიხედო მას.დაძაბული შევიდა თავის კაბინეტში და იქ მომლოდინე თორნიკეს შეხედა,თორნიკე ფეხზე წამოდგა და კომისარს უთხრა.
-კომისარო გეფიცებით არაფერი არ დამიშავებია,რატომ მომიყვანეს აქ,ამიხსენით ბრალი რაში მედება.
-ჩვენ არაფერი არ გვაქვს ასახსნელი,ახსნას თქვენაგ ველოდებით თუ რატომ ხარ ეჭვმიტანილი მკვლელობაში.
-მკვლელობაში? ვის მკვლელობაში,ვინ მოვკალი კომისარო.
-გეგენავა გოგიტა.
-გეგენავა? მე არ ვიცნობ ასეთს არავის,ეს შეცდომაა.
-ის კარგად გიცნობდა და სიკვდილამდე შეტყობინება მოგვივიდა,რომ მის სიკვდილში შენ ხარ დამნაშავე.
-მე? მე ვარ დამნაშავე? გაოცებული უცქერდა თორნიკე კომისარს და კომისარიც დაეჭვდა თორნიკეს ასეთ გაოცებაზე,მისი თვალები სულ სხვა რამეს ამბობდნენ,მაგრამ ერთ-ერთმა პოლიციელმა დაასწრო კომისარს თორნიკეს შეხედა და უთხრა.
-შენ რა,გაგიკვირდა? თორნიკეს სიბრაზე მოერია და პოლიციელს უყვირა.
-შენ სრულ ჭკუაზე ხარ? ადამიანის მკვლელობა მბრალდება და ხომ არ ელოდები შემეშინდა და ვაღიარებ ამ სიცრუეს,ან იქნებ გინდათ და ასე გაწყობთ რომ ვაღიარო დანაშაული რომელიც მე არ ჩამიდენია.ჩემი ადვოკატი მინდა,ერთ სიტყვას არ გეტყვით მის გარეშე.
-ლოგიკურად მსჯელობ დაგჭირდება ადვოკატი,რადგან ვფიქრობ თუ მოწმე არ გყავს და ვერ დაამტკიცებ წუხელ სად იყავი,წლები მოგიწევს ოთხ კედელში ყოფნა.გაიყვანეთ და ერთი ზარის უფლება მიეცით.თორნიკეს ისევ შეუკრეს ხელები და გაიყვანეს,კარებში გასვლისას კი კომისართან ერთ-ერთი პოლიციელი მივიდა და უთხრა.
-კომისარო,ახლახანს გვაცნობეს რომ მალიბუ არჯევანიძეს საავადმყოფოში გადაყვანა არ მოხერხდა,ის ადგილზე გარდაიცვალა.ზაზამ ორივე ხელებში თავი ჩარგო და იმ წუთში მხოლოდ და მხოლოდ ნიკა იყო მის გონებაში,თორნიკემ გაიგონს თუ არა მალიბუს შესახებ,უეცრად შემოტრიალდა და კომისარს კითხა.
-რაააა? რა თქვით? კომისარმა კი პოლიციელს შეხედა და ჩამწყდარი ხმით კითხა.
-დარწმუნებული ხარ დიტო?
-დარწმუნებული ვარ კომისარო,მალიბუ არჯევანიძე გარდაცვლილია.
-მალიბუ,მალიბუ არჯევანიძე მკვადრია? კომისარო ეს სიმართლეა? როგორ,როდის,რატომ.კომისარმა თორნიკეს არაფერი უპასუხა და დიტოს შეხედა თვალცრემლიანმა.
-ნიკოლოზი,დიტო ნიკოლოზი სად არის.მეც იქ ვიყავი,მაგრამ დამირეკეს და აქეთ წამოვედი იმ იმედით,რომ ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული მალიბუს სიკვდილში კიდევ მქონდა იმედი.
-მაგრამ უკვე აღარც ეს იმედია კომისარო.
-კომისარო მითხარით რა მოხდა,როგორ მოკვდა მალიბუ.ადამიანის სახე არ ჰქონდა თორნიკეს და კომისარის თვალებში ეძებდა მის კითხვებზე პასუხს.
-მოკლეს.
-მოლკეს? ეს როგორ,მალიბუმ ვის რა დაუშავა.
-ერთი საათის წინ ნიკოლოზის სახლს თავს დაესხნენ და მალიბუს ესროლეს,ერთხელ გაისროლეს,მაგრამ ის ერთი გასროლაც სასიკვდილო აღმოჩნდა.
-ერთი საათის წინ ჩვენ უნდა წავსულიყავით,ჩვენ აქედან მივდიოდით და თქვენი ბრალია,თქვენ შემაჩერეთ და თქვენ მოკალით მალიბუ.მკვლელებო,გამიშვით უკანასკნელად უნდა ვნახო.ყვიროდა თორნიკე და რადგან გაკავებული ჰყავდათ რასაც კი ფეხით მიწვდა ყველაფერი გაანადგურა.
-გაიყვანეთ,აქედან მოაშორეთ ეს მხეცი.იყვირა კომისარმა და როცა ყველაფერი ჩაწყნარდა სავარძელში ჩაესვენა.
-რა ხდება,სად მიდიოდა მალიბუ და რატომ მიდიოდა თორნიკესთან ერთად.დავიჯერო მართალს ამბობს? ნიკოლოზ იცოდი შენ ეს ყველაფერი და არაფერი არ მითხარი?

-მიპასუხე,გთხოვ მიპასუხე ლაშა სად ხარ.ლანა ლაშას ურეკავდა,მაგრამ ვერ შეძლო მასთან დაკავშირება,აღარ დაელოდა ლაშას და სახლიდან გიჟივით გამოვიდა,სულ სირბილით მივიდა ნიკოლოზის სახლთან და ფეხები მოეკვეთა როცა იქ მივიდა,გული ყელში ჰქონდა მიბჯენილი და ტირილნარევი ხმით იკითხა.
-აქ რა ხდება,რატომ არის ეს ხალხი შეკრებილი.
-ტრაგედია,შვილო ტრაგედია მოხდა.უთხრა ტირილით ხანში შესულმა ქალმა და ცრემლები მოიწმინდა.
-უნდა შევიდე,იქ უნდა შევიდე.
-შეუძლებელია,იქ ვერ შეხვალთ.
-გამიშვით იქ ჩემი მეგობარია,რატომ არ მიშვებთ რა მოხდა.ლანამ ტირილით გაარღვია ცნობისმოყვარეთა ბრბო და იქვე კედელზე თავმიდებულ ალექსანდრესთან მივიდა.
-ძია ალექსანდრე რა მოხდა,სად არის მალიბუ.ალექსანდრემ ტირილისგან დაწითლებული თვალები შეანათა ლანას და უთხრა.
-ლანა შვილო შენც მოხვედი? ვწუხვარ,ვწუხვარ რომ ვერ დავიცავი მალიბუ ის აღარ არის ჩვენს გვერდით.
-არა,არა არ მჯერა მე ხომ სულ ცოტა ხნის წინ მას ტელეფონზე ვესაუბრე.
-ლანა? ...........
-ლაშა გირეკავდი და რომ არ მიპასუხე წამოვედი.
-არ ინერევიულო შენს მდგომარეობაში ეს საშიშია,გთხოვ თავს გაუფრთხილდი.
-ლაშა მე გავიგონე,სროლის ხმა გავიგონე ტელეფონში.დამირეკა და მითხრა,რომ მან ანდერძი მიიღო,გაგა რუხვაძის ანდერძი და სროლის ხმაც გაისმა.
-ლანა ეს ყველაფერი პოლიციას უნდა მოუყვე საყვარელო და ჩვენება უნდა მისცე აუცილებლად.
-ქალბატონო,ჩემი კოლეგა მართალს გეუბნებათ ჩვენება უნდა მისცეთ,თუ რამ იცით ამ თემის შესახებ.
-ნიკა,ნიკა უნდა ვნახო,სად არის ნიკა.ლანა ლაშას ხელიდან დაუსხლტდა და პოლიციასაც გაექცა,სახლში შევიდა და იქ ნიკა მუხლებზე დამხობილი ნახა სადაც მალიბუს სისხლი შედედებოდა იატაკს.
-ღმერთო ეს სიმართლეა? მუხლებზე დაეცა თავადაც ნიკას გვერდით და ხმით მოთქვამდა,მეგობარს ეძახდა მაგრამ მალიბუს აღარ ესმოდა საუკეთესო მეგობრის ხმა.
-აქ არ შეიძლება თქვენი ყოფნა,აქედან უნდა გახვიდეთ.ლანასთან პოლიციელი მივიდა და შეეცადა გაეყვანა გარეთ,მაგრამ შეუბრუნდა ლანამ და პოლიციელს ხელი გაარტყა.
-სად მიშვებთ,სად უნდა წავიდე ვერ ხედავთ ჩემი მეგობარი რა დღეში არის?
-აქედან უნდა გავიდეთ საყვარელო,პოლიციას უნდა დავაცადოთ თავისი საქმე შეასრულოს.დაწყნარი,გთხოვ პატარაზე იფიქრე საყვარელო.
-გესმის რას მთხოვს? აქედან წავიდე,ლაშა ჩემი მალიბუ აღარ არის მან დამტოვა და წავიდა,შორს წავიდა ძალიან შორს იქ საიდანაც არავინ არ ბრუნდება.რატომ,რატომ მოხდა ეს ვის შეუძლია რომ მითხრას.
-ვიპოვით,აუცილებლად ვიპოვით მალიბუს მკვლელს.
-ალექსანდრე ეს სიმართლეა? ალექსანდრეს წინ თვალცრემლიანი რობერტი იდგა და სახე უცახცახებდა.
-ძალიან ვფრთხილობდი,მინდოდა სულ ჩემს გვერდით ყოფილიყო მაგრამ მაინც ვერ დავიცავი,ვერ შევძელი რობერტი მალიბუს დაცვა და ის მოკლეს.
-ვის,ვის შეეძლო გაეკეთებინა ეს ალექსანდრე.
-ყველაფერი გაირკვევა,ყველაფერს მისი დრო აქვს.
    ზოგჯერ სევდიანი,ზოგჯერ ცრემლიანი,ზოგჯერ სიცოცხლით და ბედნიერებით სავსეა ეს თვალები,მაგრამ ახლა ჩამქრალია და არანაირი ბედნიერი სხივი არ ჩანს იმ ორ სფეროში გადა ტკივილისა,უზარმაზარ ტკივილს დაედო ბინა ნიკას თვალებში.თვალები არასოდეს ტყუის,სხეულის ეს ორი სფერო ზოგჯერ ადამიანის ენაზე მეტსაც კი ამბობენ, სადაც სიტყვები უძლურია,იქ თვალები გაცილებით მეტის მთქმელია.ნიკას თვალები ისეთი ღრმა და მრავლისმეტყველია მისი ამოცნობა შეუძლებელია,მხოლოდ ალექსანდრეს შეეძლო წაეკითხა იქ დაგროვილი ტკივილი.
-გტკივა,რა გითხრა დამშვიდდი და გაივლისთქო? არა, ეს ტყუილი ნუგეშია შვილო.
-კითხულობ თუ მტკივა? ჩემში ტკივილი დღითი-დღე გაუსაძლისი ხდება მამა.
-ვიცი შვილო,განა არ ვიცი? ის რაც არ ვიცი და მაწვალებს,მინდა შენგან გავიგო.
-გისმენ მამა,რა გაინტერესებს.
-ნიკა შენ მალიბუ გიყვარდა შვილო.
-არ ვიცი,მაგრამ ახლა მივხვდი მისი დაკარგვით რამხელა სიცარიელეა ჩემში,სიცარიელე რომელიც არასოდეს არ შემიმჩნევია.
-ვხვდებოდი,მაგრამ ჩემს თავს ვინუგეშებდი შენ ხომ ის დად მიიღე და როგორც საკუთარი და ისე გყავდა გვერდით,მაგრამ ახალგაზრდა მამაკაცის სხეული დაუოკებელია შვილო,შენ როგორც შეგეძლო უკან იხევდი,გული კი წინ მიიწევდა რომელსაც შენ აკავებდი.
-ხედავ როგორ ლამაზად დაგვათენდა თავზე?
-ვხედავ და თავი სიზმარში მგონია.
-არა,ეს სიზმარი არ არის,ეს რეალობაა.ნახე ნელა ნელა მზეც ამოდის,გაქვს ნანახი მზის ამოსვლა?
-არა,პირველად ვხვდები და მიხარია,რომ ეს შენთან ერთად მოხდა თორნიკე.თორნიკე კუთხეში იჯდა და მის მოგონებებში ჩაძირულიყო,რომელიც წინა ღამით მალიბუსთან გაატარა.
-ქართველიშვილო,ადვოკატი მოვიდა თქვენი.
-რაც გინდათ გააკეთეთ,აღარაფერი არ მაინტერესებს ჩემთვის დასრულდა უკვე სიცოცხლე.
-ეს როგორ გავიგო,არ გინდა შენს ადვოკატს შეხვდე და დაელაპარაკო?
-კომისარო რა ვერ გაიგეთ,ჩემი სიცოცხლე დასრულდათქო და გინდათ გაიგოთ როგორ? ის მალიბუმ თან წაიღო იქ სადაც წავიდა.
-კომისარო ბოდიში რომ შემოვედი დაუკაკუნებლად,მაგრამ თვითმკვლელობის მცდელობაა ზარი შემოვიდა.
-სად,როდის.იკითხა ზაზამ და ფეხზე წამოდგა.
-საბურთალოზე,ცნობილი ბიზნესმენის შვილმა გაგა რუხვაძის ქალიშვილმა თვითმკვლელობა სცადა.
-ახლა როგორ არის,გადარჩა და ცოცხალია?
-საბედნიეროდ გადარჩა,ცოცხალია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.კომისარი ლაერტისთან ერთად წავიდა საავადმყოფოში.
-ყველაფერი ერთად უნდა მოხდეს.ჩაილაპარაკა და საავადმყოფოს შენობაში შევიდა,ია დაინახა და მორიდებულად მიესალმა.
-გილოცავთ ქალბატონო ია შვილის გადარჩენას.
-გმადლობთ კომისარო,საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
-როგორ არის,შეგვიძლია ვნახოთ და გავესაუბროთ?
-ჯერ კიდევ სუსტად არის,მაგრამ თუ შეძლებს საუბარს მის მდგომარეობაში თავად ნახეთ.ია კომისართან ერთად შევიდა ფატის პალატაში და შეხედა სახეზე გათეთრებული,ფერდაკარგული ფატი იწვა და თვალებში ცრემლი ჰქონდა.კომისარი მიუახლოვდა და მშვიდად შეეკითხა.
-როგორ ხარ,თავს როგორ გრძნობთ.
-ცუდად ვარ კომისარო,სიცოცხლე არ მინდა.
-რატომ შვილო,რატომ გინდა ეს ლამაზი სიცოცხლე მოსპო ის ხომ ღმერთმა გაჩუქა.
-კომისარო თორნიკე უდანაშაულოა, ის მკვლელი არ არის.
-ეს თორნიკეს გამო გააკეთე? ფატიმ თვალი აარიდა კომისარს,გვერძე გაიხედა და აღარაფერი აღარ თქვა,მიხვდა ზაზა რომ ფატის თორნიკე სიგიჟემდე უყვარდა.აღარ შეაწუხა,აღარ დაუსვა კითხვები და უხმოდ გავიდა პალატიდან.
-ასეა კომისარო ვსუნთქავთ,ვცხოვრობთ,ვიღიმით,გვტკივა კიდევაც და ერთ დღეს,სულ უბრალო დღეს,დღე რომელიც არავის არ აქვს დაგეგმილი და არ აქვს მონიშნული კალენდარზე,ზოგს უმართლებს და გადარჩება და ზოგი კი უდიდეს ტკივილს დატოვებს ახლობლების გულებში.გულის ფეთქვა ისე სწრაფად შეწყდება, რომ გააზრებასაც ვერ მოვასწრებთ.დღეს სიცარიელე მოვიდა ჩემთან და ჩემს გვერდით ჭირისუფალივით დადგა შავი პირბადით,შევხედე თუ არა სული შემეხუთა სიმარტოვისგან,თითქოს ვიგრძენი სიმარტოვემ ჩემი წილი ჰაერიც წამართვა,მაგრამ ბედმა გამიღიმა,რომ ჩემი შვილი ისევ სუნთქავს,მადლობა უფალს ამის გამო.
-თქვენს შვილს.....................
-ჩემს შვილს უსაზღვროდ და უანგაროდ უყვარს თორნიკე და ის დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში.
-და თქვენ?
-მეც ვითვალისწინებ ჩემი შვილის აზრს,რადგან თორნიკეს წლებია ვიცნობ,ის არ არის დამნაშავე გთხოვთ გაანთავისუფლოთ.
-თქვენს აზრს გავითვალისწინებთ,ახლა კი დაგტოვებთ უფალი თქვენთან.იამ დაემშვიდობა კომისარს და ისევ შვილის პალატაში შევიდა.
-რატომ,დედა ასე რატომ მოხდა.
-ყველაფერს მისი დრო აქვს,გაირკვევა შვილო.
-მე ხომ მას შორიდან ვუცქირო ამაზედაც თანახმა ვარ,ახლა კი ვეღარც შორიდან ვეღარ შევხედავ,ვერც მის ხმას ვერ გავიგონებ.დედა ჩემი მომავალი თორნიკეს გარეშე არ მინდა,მე სიყვარული მინდა ეს განა ასე ძნელია? ადამიანი ხომ იმიტომ იბადება უფალი მას მის კუთვნილ მისიას აკისრებს,მაგრამ მე თორნიკეს გარეშე რა მისია უნდა შევასრულო,რისთვის გავჩნდი მხოლოდ იმიტომ რომ უსიყვარულოდ დავიტანჯო?
-დამშვიდდი და გთხოვ ეცადო დაისვენო.
უბედურებით მიყენებულ ტკივილთან გამკლავება თვით მდიდრებსაც კი უჭირთ,თვით დიდი გაგა რუხვაძე თავის კაბინეტში ჩაკეტილიყო და ფიქრებს მისცემოდა,კარებზე ფრთხილმა კაკუნმა გამოაფხიზლა და თავი ასწია.
-ვინ არის.იკითხა ჩახლეჩილი ხმით და კარს შეხედა.
-ბატონო გაგა უცხო სტუმარი გყავთ.მოესმა მისი ადვოკატის ნოდარის ხმა და გაგაც ფეხზე წამოდგა.
-გისმენთ.გაგას წინ ულამაზესი და ელეგანტური ქალბატონი იდგა.
-გამარჯობათ,კომპანიაში დიდი ქაოსია ბატონო გაგა.
-თქვენ ვინ ხართ კომპანიის ქაოსი რომ გაღელვებთ.
-მე თქვენი ახალი თანამშრომელი ვარ.
-თანამშრომელი? და მე რატომ არ ვიცი ახალი თანამშრომლის შესახებ.
-ნათია კამლაძე კომპანიის ეკონომიურ მდგომსრეობას განიხილავს,ხომ ვილაპარაკეთ ამ საკითხზე.უთხრა ნოდარიმ გაგას და გაოცებულ ნათიას ანიშნა დამშვიდებულიყო.
-კარგი,ამომივარდა თავიდან მაგრამ ქაოსი კომპანიაში ეს რა მხრივ იგულისხმეთ ქალბატონო?
-ბატონო გაგა თორნიკე ქართველიშვილი მკვლელობაზე არის დაკავებული,ის ხომ კომპანიის დირქტორია და ძნელი გასაგები არ არის ჩვენს კომპანიას პრესტიჟი რომ შეელახოს.
-დამშვიდდით,ყველაფერი გაირკვევა, დარწმუნებული ვარ თორნიკე მკვლელი არ არის ის უდანაშაულოა,მას არ ჩაუდენია ეს მკვლელობა.
-მესმის თქვენიც,არ გინდათ ბრალი დასდოთ იმ ადამიანს ვისაც კომპანია ანდეთ,მაგრამ ხალხი აზუზუნდა ბატონო გაგა.
-ვიცი,მგლებივით დგას ზოგ-ზოგიერთები სადარაჯოზე.
-და ჩვენ როგორ მოვიქცეთ,რა ვთქვათ თორნიკე რატომ დააკევეს,აქვს ან უფრო სწორად რომ ვთქვათ,ჰქონდა რამე საერთო თქვენს პირად მდივანთან?
-ქალბატონო ნათია ის არ იყო ჩემი მდივანი,ის ჩემი ქალიშვილი იყო.
-რააააა? ფეხზე წამოხტა ნათია და ნოდარს შეხედა,რომელიც გაოცებული უცქერდა გაგას,გაგამ კი ორივეს აარიდა თვალი და იმ წუთში აწკრიალებულ ტელეფონს ზედმეტად მშვიდად უპასუხა.
-გისმენთ.
-ბატონო გაგა ბოდიში რომ გაწუხებთ,მაგრამ მინდა გავიგო როგორ არის ფატი.
-ფატი? რა დაემართა ფატის შვილო.
-არ იცოდით? მაშინ უკეთესი იქნება ქალბატონ იას დაელაპარაკოთ.
-მითხარი რა დაემართა ფატის.
-ფატიმ თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.გაგამ გულზე მიიდო ხელი და ფერიც დაეკარგა,ნოდარიმ ხელი შეაშველა და წყალიც დაუსხა,გაგამ წამალი ამოიღო გულის ჯიბიდან და დალია,შემდეგ ფეხზე წამოდგა და სიტყვის უქმელად დატოვა კაბინეტი.

-სად იყავი აქამდე,დაგაგვიანდა.
-დამაგვიანდა? პირველად რომ მოვედი არ ისურვე ჩემთან შეხვედრა.
-ვიცი და ბოდიშს გიხდი,შევცდი მაშინ.
-კარგი დაივიწყე,ცუდი ამბით მოვედი თორნიკე.
-რა მოხდა,კიდევ რამე ცუდი მოხდა?
-ცუდს გადავრჩით,ფატიმ თვითმკვლელობა სცადა შენი ამბავი რომ გაიგო.
-თვითმკვლელობა? ახლა როგორაა,გადარჩა და ცოცხალია ხომ?
-კი,საბედნიეროდ ცოცხალია.
-როგორც კი აქედან გახვალ,მასთან წადი და გაიგე როგორ არის.
-ის გადარჩა და კარგად არის,ახლა შენს თავზე უნდა იფიქრო.
-ფატი საავადმყოფოში,მალიბუ მკვდარი,მე აქ ვარ ჩაკეტილი,ღმერთო არ მჯერა ეს ყველაფერი ჩემს თავს თუ ხდება.
-შევეცდები თანდებში ჩავდგე და გირაოთი გამოგიყვანო,თუ ეს შესაძლებელია.
-ვფიქრობ და ვერ ვხვდები ვის შეეძლო ეს ჩემთვის გაეკეთებინა,ვინ დგას ამ ყველაფრის უკან ვასო.
-საიდან უნდა ვიცოდე, თორნიკე მე ის მაინტერესებს შენ საიდან და როგორ მოხვდი ამ ისტორიაში.
-აზრზე არ ვარ საიდან და როგორ მოვხვდი ამ ისტორიაში ან ვინ გამრია,მაგრამ რაღაც უნდა გააკეთო.ჩემი ტვინი გაიყინა და არ რეაგირებს.
-სიმართლე მითხარი,თორნიკე იცნობდი მოკლულს?
-ვის მალიბუს?
-არა,არა გეგენავას,გოგიტა გეგენავას.
-აზრზე არ ვარ ვინ არის,არ გჯერა ჩემი?
-სად იყავი იმ ღამით როცა მკვლელობა მოხდა,გაქვს რამე ხელჩასჭიდი? მაგრამ რას გეკითხები, ახლა როგორც ხარ რა უნდა მიპასუხო.
-არ ვიცი რა გიპასუხო და არც ის ვიცი რა ვიფიქრო.
-შენს თავზე იფიქრე პირველ რიგში,შენ მკვლელობაში გადანაშაულებენ,თუ შენს სიმართლეს ვერ დაამტკიცებ,თორნიკე შეეგუე იმ აზრს რომ შენი აქედან გამოყვანა გამიჭირდება და თუ 20 წელი შეგიფარდეს მკვლელობისთვის,მე პირადად გამარჯვებულად ჩავთვლი ამ სასამართლოს.
-შენ მგონი გიყიდეს,რადგან ცდილობ აქ ცოცხლად დამმარხო.
-თორნიკე მომისმინე..............
-ვასო შენ სრულ ჭკუაზე ხარ? რა 20 წელი,აქ 20 დღეც რომ გავჩერდე ესეც უსამართლობაა,გააკეთე რამე გესმის?
-მხოლოდ შენი გულწრფელობა და ვინმე ვინც შენს უდანაშაულობას დაამტკიცებს, თუნდაც ერთი ადამიანი.
-არ მყავს მოწმე ეს ძალიან რთულია გაიგო?
-გამიჭირდება, თორნიკე ძალიან გამიჭირდება.
-უნდა შეძლო და დაამტკიცო ჩემი უდანაშაულობა, ვასო ეს უნდა შეძლო და უნდა დაამტკიცო.

-ნიკა როგორ ხარ შვილო.
-როგორ ვარ? თუ ვარსებობ ჯერ ეს იკითხე მამა.
-ჩვენც ცუდად ვართ შვილო,ჩვენც გვტკივა იზაბელამ ჯერაც ვერ გაიაზრა რა მოხდა,მალიბუ სად არისო სულ მას კითხულობს.
-არავინმა იცის და ვერავინ გაიგებს რა ტკივილი გამოვიარე,ახლაც მესმის მისი ჩუმი ქვითინის ხმა,შევაღე მისი საძინების კარი მაგრამ იქ სიცარიელე დამხვდა.ვიცოდი,მამა ვიცოდი მის სიცოცხლეს საფრთე რომ ემუქრებოდა,სულ შიშში ვიყავი და სულ ვკითხულობდი სახლში მივიდა თუ მიმეკითხა იქ სადაც იყო და წამეყვანა.არავინ იცის და ვერც ვერავინ ხვდებოდა როგორი რთული იყო მისგან შორს ყოფნა,ვერ გავუფრთხილდი,ვერ დავიცავი და მაინც წამართვეს მამა,მალიბუმ სუნთქვა ჩემს ხელებში შეწყვიტა,მისი მუდარით სავსე გამოხედვა და საბოლოო ცრემლი მის თვალებში,როგორ უნდა დავივიწყო.,ეს როგორ შევძლო.
-არ შეწყდება ასეთი დანაშაულებები მანამ,სანამ გაუფასურებულია ადამიანის სიცოცხლე.მზის შუქი არ უნდა ნახოს დამნაშავემ,სამუდამოდ უნდა გამოიკეტოს იმ კედლებში გამომწყვდეულები რადგან ასეთები ადამიანები არ არიან,ასეთები ადამიანის ფორმაში მყოფი ცხოველები არიან.8-10-12 წელი სასჯელი არ არის,უნდა გამკაცრდეს სასჯელი და უნდა დაისაჯოს ყველა ვინც ასე კლავს ხალხს და დაისაჯოს ძალიან დიდი სიმკაცრით.
-მე და შენ ვერ გავასწორებთ კუზიან დედამიწას მამა.
-მართალი ხარ შვილო,მე და შენ უძლურები ვართ.

თმა გათეთრდა ჯერ და შემდეგ ნელა-ნელა გაცვივდა,ჯერაც ვერ მიხვდა თითქმის 60 წელს მიღწეულმა ცხოვრების დამღლელი გზა უდაბნოზედაც რომ გადის.თავიდან ყველაფერი იოლი იყო,მაგრამ წყალი და საგზალი რომ გამოილია უდაბნოში სწორედ აქ დაიწყო სირთულეები.რამდენჯერ მოუნდა ცხოვრების გზის უკან დაბრუნება,მაგრამ ეს ხომ ყველასთვის შეუძლებელია და ვერც მან ვერ შეძლო.ორივე ხელებით ჩაფრენოდა საჭეს და გზის უსასრულობას თვალმოჭუტული გასცქერის,ცდილობს გათვალოს კიდევ რამდენი წუთის სავალია საავადმყოფომდე.როგორც იქნა მიაღწია,მანქანა დააყენა და ჩქარი ნაბიჯით შევიდა საავადმყოფოში,გაიხედ-გამოიხედა და ია დაინახა.
-როგორ არის ბავშვი ია.
-გაინტერესებს როგორ არის ჩემი შვილი?
-ჩვენი შვილი,ნუ დაგავიწყდება რომ მე ის როგორც ჩემი შვილი ისე გავზარდე.
-სამწუხაროდ ასეა,მაგრამ ის მხოლოდ ჩემი შვილია.....................იამ თვალი მოავლო იქვე მდგარ პაციენტების ახლობლებს,ხმას დაუწია,მაგრამ მთელი სიბრაზით უთხრა გაგას.
-შენ,შენ მოკალი ორივე,ახლა მოდი აქ და კითხულობ როგორ არის შენი შვილი? არ გრცხვენია? რა გააკეთე,გესმის რა გააკეთე?
-მე არაფერი არ გამიკეთებია,გეკითხები როგორ არის ფატი.ხმა გაგასაც მკაცრი გაუხდა.
-თქვენი შვილი კარგად არის,ჯერ სუსტად გრძნობს თავს,მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა და გილოცავთ.
-ექიმო მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება? ექიმმა იას შეხედა,თვალებში ჩააშტერდა და უთხრა.
-არა,მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.იას ეს თვალები ეცნო,თითქოს თხოვდნენ რომ ისინი გაეხსენებინა,მაგრამ ვერ გაიხსენა,ვერ ამოიკითხა და ვერ ჩაწვდა იმ თვალების სიღრმეში ჩამჯდარ ტკივილს.ექიმმა გაგას თავი დაუკრა,იას ხელი ჩამოართვა და ხელზე ხელი მოუჭირა,მისი უჩვეულო ხმით კი უთხრა.
-რატი დოგანაძე და მე ამ ღამით აქ ვარ,თუ დაგჭირდეთ დამიძახეთ.ექიმი გაერიდა ორივეს და იქვე ახლო მდებარე კაბინეტში შევიდა,კართან დადგა და იას უსმენდა.
-ყველაფერს ვიტყვი,ყველა ყველაფერს გაიგებს ხვდები რა მოხდება? გესმის მაინც რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს? ახლაც უნდა ხვდებოდე,რომ აქაც ზედმეტი ხარ და აქედან უნდა წახვიდე.წადი,შენი შეხედვაც კი არ მინდა.შესანიშნავად ხვდებოდა იას მდგომარეობას გაგა მის გაუსაძლისობას,ამიტომ ვერ აკონტროლებდა ხმის ტემპს.თითოეული ადამიანის სახე ხომ ცოცხალი ქვაა,ზოგიერთი ძალიან ნატიფი და მგრძნობიარე ვართ და სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთნება ია მან ხომ იმედები გაუცრუა მას,დანებდა თავი დახარა და ნელი ნაბიჯით დატოვა საავადმყოფო თავის ცრემლებთან ერთად.კიდევ ერთხელ განიცადა ძლიერი ტკივილი და იმედგაცრუება,განიცადა შიში დაცემის და სასოწარკვეთის.თეთრხალათიანმა მამაკაცმა ყავის ფინჯანი აიღო და ფანჯარასთან მივიდა,ყავა მოსვა და სიამოვნებისგან თვალები დახუჭა,შემდეგ კი გაიხედა და ჩაეღიმა მხრებჩამოვარდნილ გაგას რომ შეხედა.
-წავიდა? მოესმა მეგობრის ხმა და ღიმილით უთხრა.
-წავიდა,მაგრამ როგორ წავიდა ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი.
-ახლა რას აპირებ,ისევ ექიმის როლში გამოეხცადები?
-ჯერ-ჯერობით კი,მაგრამ შემდეგ შემცვლი.
-და შენ სად გაქრები.
-არსად,მეც აქ ვიქნები.
-არ გინდა სიმართლე რომ უთხრა?
-ვეტყვი,მაგრამ ჯერ არა.
-კარგი,როგორც შენ გინდა ბატონო ექიმო.ორივეს ჩეცინა,ლანა კი იმ დღიდან ცუდად გრძნობდა თავს,ლაშა სამსახურიდან სახლში მიიჩქაროდა და ლანაზე ზრუნავდა,მხოლოდ წუხდა რომ ნიკას გვერდით ვერ დადგა ბოლომდე.
-დამშვიდდი,გთხოვ დამშვიდდი რამე დაგემართება და მერე უფრო გეტკინება.
-ვერ ვიჯერებ,არ მჯერა ის ხომ ძალიან ბედნიერი იყო.
-ლანა იცოდე გავბრაზდები.
-ეს ანდერძი რომ არა,ის ცოცხალი იქნებოდა.
-რა ანდერძი და მე რატომ არაფერი არ ვიცი ამ ანდერძის შესახებ.
-შესაძლებელია ის ანდერძი მის წარსულს უკავშირდებოდეს?
-რა წარსული ჰქონდა მალიბუს ასეთი,რომ თვით კომპანიის მფლობელი უტოვებს სრული აქციების პაკეტს და მთელ მის სიმდიდრეს აძლევს მის უბრალო მდივანს,შენ ეს უცნაურად არ გეჩვენება?
-არ ვიცი,მხოლოდ ვიცი რომ მალიბუს ცხოვრების ისტორია ძალიან ტრაგიკული და სევდიანია.
-დამშვიდდი და დრო გაქვს ყველაფერი წყნარად ამიხსნა,მხოლოდ შენ დამშვიდდი და დაწყნარდი,მოდი ჩემთან.ლაშამ ხელები გაშალა და ლანა მის მკლავებში დამალა.ნიკა ჯერ კიდევ სისხლიანი პერანგით იდგა და შეშლილი თვალებით შორს უსასრულობას გასცქეროდა,სიმწარე სულმოუთქმელად გადაკრული ალკოგოლივით ედება სხეულს და გულიც ეკუმშება,ეჭვები ხელებზე ხელბორკილს ადებს და სიკვდილის ცივი სუნთქვა ცდილობს დაგაჯეროს,რომ სიცოცხლე ჩაქრა და ის აღარ არსებობს.არა ნიკა არ უნდა დაეცე,არც მაშინ როცა სიკვდილი საკუთარი ოთახის შუაგულში ობობასავით გააბავს ქსელებს.ნუ,ნუ დაიჯერებ,სიცოცხლე დასრულდა რადგან ნამდვილი სიცოცხლე მხოლოდ სიკვდილის შემდეგ იწყება.ნუ მოკლავ რწმენას,რადგან ეს ცხოვრება აჩრდილია,ანარეკლია ნამდვილი სიცოცხლის სადაც არ არის ცრემლი და გოდება.სადაც ყველა ტკივილი ყუჩდება და ყველას მძიმე ტვირთი მსუბუქი ხდება.
-კარი გამიღე რობერტი მე დავბრუნდი.
-ინდირა? ინდირა შენ დაბრუნდი?
-დავბრუნდი და ამჯერად იმიტომ დავბრუნდი რომ რუხვაძეების ყველა ბინძური საქმე სამზეოზე გამოვიტანო,ჩემი ტკივილი უნდა გამოვამზეურო,ტკივილი რომელსაც 22 წელია სიბნელეში და სინესტეშია.
-არა,ჯერ არა ინდირა გთხოვ,ჯერ დრო არ არის.ინდირას ალექსანდრე გადაუდგა.
-რას ველოდო ალექსანდრე,შვილი ისე მომიკლეს ვერ მოვასწარი მეთქვა რომ მე მისი დედა ვარ.

-კომისარო რადგან ჯერ კიდევ აქ ხართ,შეიძლება შემოვიდე?
-შემოდი,შემოდი.
-ეს ნახეთ,ეს ვიპოვეთ იქ სადაც მალიბუ არჯევანიძე მოკლეს.
-ეს რა არის.კომისარმა დიდი კონვერტი აიღო ხელში და გახსნა.
-რა ხდება კომისარო,ვის შეეძლო მოეკლა ეს გოგონა.
-ეს რა არის დიტო ეს ხომ რუხვაძის ანდერძია.
-დიახ,რუხვაძის ანდერძია და ლოგიკურია მკვლელიც აქედან მოდიოდეს.
-ღმერთო რას აღარ გაიგონებ.თქვა კომისარმა.

-ალბად არ არსებობს იმაზე მეტი სულიერი დაძაბუობა,ვიდრე ის ტკივილი როცა ხედავ საყვარელი ადამიანი ხელში გაკვდება და ვერ შველი.შეუძლებელია ამაზე მეტად გატეხო ადამიანი სულიერად,ვიდრე წაართვა მას ის ვინც ძალიან უყვარს.ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის ვინც მალიბუ არჯევანიძე მოკლა.
-ვიპოვით,აუცილებლად ვიპოვით.უპასუხა მოკლე თმიანმა ქერა გოგონამ მამაკაცს.
-მოემზადე,დღეს დასაფლავებაა,შენი დასაფლავება.გოგონა უხმოდ შებრუნდა და სულ ცოტა ხანში შავებში ჩაცმული გავიდა უცნობ მამაკაცთან ერთად.ორივე სასაფლაოზე მივიდა და ხალხის მასას შეუერთდა,უეცრად ცამ დაიგრუხუნა და საშინელი წვიმა წამოვიდა,ნიკა იდგა წვიმაში და არც უცდია წვიმას მორიდებოდა,ხალხი გაიფანტა და მხოლოდ ის დარჩა და წვიმისაგან დასველებულ მიწას ზემოდან დაჰყურებდა.გოგონამ ქოლგა გაშალა და ნიკასთან მივიდა,ნიკამ შეხედა უცნობ გოგონას და უთხრა.
-ვინ ხარ და აქ რა გინდა.
-მეც ისე მტკივა მალიბუ როგორც შენ.
-ვიცნობთ ერთმანეთს?
-არა,არ ვიცნობთ მაგრამ გავიცნოთ ერთმანეთი,შენ ნიკოლოზი ხარ ვიცი,მე კი ანამარია ბიბილური ვარ.ნიკამ გაოცებულმა შეხედა გოგონას,რომელიც უკვე ნიკას გვერდით აღარ იდგა და მანქანით მიდიოდა ისიც მის ფიქრებში ჩაძირული.


მაპატიეთ ამ ისტორიის დაგვიანება,მაგრამ დაპირება შევასრულე.ვიცი რომ ძალიან დამაგვიანდა და თავს არ ვიმართლებ,მაგრამ სერიოზული პრობლემები მაქვს ჯამრთელობის მხრივ.ისტორია დასრულებულია,შეძლებისდაგვარად მოგაწოდებთ,არ მინდა გალოდინოთ,მადლობა ყველას და უნდა ვაღიარო,რომ ძალიან მომენატრა ჩემი საყვარელი ადგილი.იმედი მაქვს ამოვწურე ყველა ის აზრი რაც დარჩა გაურკვეველი პირველ ნაწილში.მიყვარხართ ჩემო ტკბილო და თბილო მეგობრებო.



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

ქალბატონო მზია, გამარჯობათჯერ სათაური წავიკითხე, მერე ავტორი და გამიხარდა, ეხლა წავიკითხავ და ისევ დავბრუნდები, მადლობა, მადლობა .... როგორ ველოდი

 


№2 სტუმარი ნინო კვირიკაშვილი

მადლობა მზია ამ ლამაზი რომანისტვის მართალია სევდიანი და გულის ტკუვულით სავსე დასასრულია..მაინც საოცრად ლამაზი..შინარსობრივად საკმაოდ საინტერესო და კარგად წასაკითხი რომანია..გაიხარე ..კიდევ ბევჯერ გაგეხარებინოს შენი მკითხველის გული..ჯანმრთელობას
გისურვებ და ბედნიერ დამდეგ ახალწელს გილოცავ..მიყვარხარ ❤❤❤❤????????????????????????⛪⛪

 


№3 სტუმარი Nini kvirikashvili

ნინო კვირიკაშვილი
მადლობა მზია ამ ლამაზი რომანისტვის მართალია სევდიანი და გულის ტკუვულით სავსე დასასრულია..მაინც საოცრად ლამაზი..შინარსობრივად საკმაოდ საინტერესო და კარგად წასაკითხი რომანია..გაიხარე ..კიდევ ბევჯერ გაგეხარებინოს შენი მკითხველის გული..ჯანმრთელობას
გისურვებ და ბედნიერ დამდეგ ახალწელს გილოცავ..მიყვარხარ ❤❤❤❤????????????????????????⛪⛪

ნინო კვირიკაშვილი
მადლობა მზია ამ ლამაზი რომანისტვის მართალია სევდიანი და გულის ტკუვულით სავსე დასასრულია..მაინც საოცრად ლამაზი..შინარსობრივად საკმაოდ საინტერესო და კარგად წასაკითხი რომანია..გაიხარე ..კიდევ ბევჯერ გაგეხარებინოს შენი მკითხველის გული..ჯანმრთელობას
გისურვებ და ბედნიერ დამდეგ ახალწელს გილოცავ..მიყვარხარ ❤❤❤❤????????????????????????⛪⛪

 


№4 სტუმარი სტუმარი salome

sauketeso xartmixaria rom dabrundit

 


№5 სტუმარი სტუმარი მაყვალა

უფალს ვთხოვ რომ კარგათ იყო ვილოცებ და სანთლებსაც დავანთებ მადლობა ჩემო კარგო მოთმინებად ღირდა ძალიან კარგია მაგრამ მალიბუს სიკვდილს ნამდვილად არ ველოდი გაკოცე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent