სამი დღე (2 თავი)
შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო რომ გაეღვიძა. ვიღაცას ეზრუნა მასზე და ხასხასა წითელი, რბილი და თბილი პლედი გადაეფარებინა. ოთახს თვალუ მოავლო და გაიზმორა. მარტო იყო.წამით სიმშვიდე იგრძნო. მაგრამ როგორც კი გაახსენდა აქ რისთვისაც იყო გული მოეწურა. ერთხანს იწრიალა. საშინლად სწყუროდა. მითუმეტეს დედისგან მემკვიდრეობად რგებული დიაბეტის ფონზე ძალიან უჭირდა წყურვილთან გამკლავება. სამზარეულო არ იცოდა საით იყო. დაცვამ კი უთხრა თუ რამე დაგჭირდეს დამიძახეო მაგრამ შეწუხებას მოერიდა. მითუმეტეს არ იცოდა იქნებ ისიც ერთ-ერთი მათგანი იტო, ვისაც უნდა ფეხქვეშ გაეთელა მისი ღირსება. ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა თუ, ასე გაწირავდა კაცი, რომელიც უყვარდა... რომელსაც უყვარდა. იმდენი რამე გააკეთა ცაროს სიყვარულის მოსაპოვებლად. იმდენი იბრძოლა... ახლა კი, მაშინ, როცა მიზანთან ასე ახლოს იყო. როცა მისი უნდა რქმეოდა ასე გაწირა. წყურვილმა ძალიან, რომ შეაწუხა წამოდგა. ნელა წავიდა კარისკენ. მაგრამ შუამდეც არ მისულა, რომ ჩაიკეცა. ხმაურზე სანდრო შემოვარდა ოთახში. იატაკზე გაშოტილი ცაროს ნახვისას იფიქრა თავს მავოდებსო. მაგრამ ახლოს რომ მივიდა გოგოს მოკუნჩხულმა ხელებმა და ტუჩებთან თეთრმა სითხემ თავზარი დასცა. - ლაშაა! - იღრიალა ინსტიქტურად.- სასწრაფო გამოიძახე სწრაფად. - თავად ხელში აიტაცა უგონო გოგო და ოთახში სიარულს მოყვა. იმდენიც ვერ მოიფიქრა საწოლზე დაეწვინა. ან იქნებ არ ეთმობოდა კიდეც... რატომღაც იფიქრა, რომ სცადა და ეს აზრი აგიჟებდა. - ლეო ძნელაძე ამისთვის სასტიკად დაგსჯი. შენ თუ საკუთარი განავალი არ გაჭამო კაცობა წამიხდეს. - გამოსცრა კბილებში და ლაშაც შემოუძღვა სასწრაფოს "ბრიგადას" . - ბატონო დააწვინეთ ავადმყოფი. როგორ შეიძლება ხელით რომ დაატარებთ. იქნებ საერთოდ არ შეიძლება მისი განძრევა. - კარებიდანვე აქოთქოთდა წითელლოყება ზედმეტად ჩაპუტკუნებული ექიმი. - დიაბეტი აქვს? - პასუხად სანდრომ მხოლოდ მხრები აიჩეჩა. - თამარ გლუკოზა მინახე აბა საყვარელო.- მიმართა ექთანს. რომელმაც 2 წუთში შეშფოთებულმა აპარატი შეაბრუნა ექიმისკენ. - 418-ია ლალი ექიმო. - ინსულინი შეუყვანე სასწრაფოდ. -მერე სანდროს მიუბრუნდა - წესით ამის უფლება არ გვაქვს. სტაციონარში უნდა მოხდეს ინექციის შეყვანა, მაგრამ გადაჭედილია იქაურობა და დიდხანს მოცდაც არ შეიძლება ამ მდგომარეობაში. ახლა გონს მოვა მაგრამ აუცილებლად ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ. ისე კარგია სოდიანი წყალი "ნაბეღლავი", "ბორჯომი" და ასე შემდეგ. რაც მთავარია მაქსიმალურად მოარიდეთ სტრესს. - სანდრო ყურადღებით ისმენდა მითითებებს. ექიმს კვების რაციონის შედგენაც სთხოვა და მისი წინააღმდეგობის მიუხედავად გულუხვადაც დააჯილდოვა. ცარო გონს მოვიდა, მაგრამ სახის ნაკვთებზე და კიდურებზე დაბუჟებას ჯერაც გრძნობდა. გააზრებაც ვერ მოასწრო მის თავს რა ხდებოდა სანდრო წაადგა თავს კოვზითა და თეფშით ხელში. - უნდა ჭამო. უცხიმო ხაჭოა. - არ მშია. - არ მიკითხავს. აუცილებლად უნდა მიირთვა. ექიმმა ასე თქვა. - მოგვიანებით შევჭამ. ახლა ხელები აბუჟებული მაქვს და ვერ შევძლებ. - როცა მიხვდა ბიჭს ვერ მოიშორებდა სიმართლე უთხრა. - მერედა ჭამას ხელები რად უნდა. პირი გამიღე და მე გაჭმევ. - ცარომ გაოცებულმა დააღო პირი და კოვზმაც მისამართი იპოვა. - ახლა ეს მიირთვი ცოტახანში ბიჭები ჭყინტ ყველს და წიწილას მოგიტანენ და ბულიონი მოვხარშოთ. -ასე რატომ მექცევი? -ვეღარ გაუძლო ცარომ. - ასე როგორ? - აი ასე... ვალდებული არა ხარ ჩემზე იზრუნო. - პრობლემაა რამე? - რა თქმა უნდა პრობლემა არ არის მაგრამ.... სხვა სიტუაციას ველოდი. - სხვა სიტუაციას არა? იქნებ უკმაყოფილოც ხარ იმის გამო, რომ ის ვერ მიიღე რისთვისაც მოხვედი? -ისევ ბრაზმა მოიცვა ბიჭი. - გაჩუმდი გთხოვ. - თავი დახარა ცარომ. - არა. ჩემამდე ვერ დადის ასეთ წინადადებას როგორ დათანხმდი? მომინდომა გოგომ "გრუპავოი". იქნებ შენი ჰობი სექსია და ამიტომაც არ იყო პრობლემა? - ზიზღით გამოსცარა ბიჭმა. - გაჩუმდი! გაჩუმდი გთხოვ.მე არ ვიცოდი... ჩემთვის არ უთქვამს რომ ასე იქნებოდა. მეგონა... მე... - რა გეგონა? მოტყუებით ხარ აქ? - მე მითხრა... მეგონა რომ მხოლოდ შენთან მომიწევდა 3 დღის გატარება. - ესეიგი ჩემთან არა? და შენც დათანხმდი. - იმხელა ხმაზე ხარხარებდა ბიჭი კედლები ზანზარებდნენ. - მითხრა, რომ მოკლავდნენ. რომ მხოლოდ ასე გაფარჩებოდა. მისი სიცოცხლისთვის ჩემს თავს გაავაბიჯე და დავთანხმდი. მაგრამ არა იმას რა სიტუაციაც აქ დამხვდა. როგორ ვიფიქრებდი ასე თუ გამიმეტებდა. ეს... მე... მე არავისთან ვყოფილვარ აქამდე. კოცნითავ არ მიკოცნია ლეოსთვისაც კი... - ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა და გახევებულ სანდროს მიანათა აბრჭყვიალებული თვალები. - ღადაობ ხომ? დავუშვათ ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც მან გითხრა. მერე? მერე რას აპირებდი? - ცხოვრებას ლეოსგან შორს... თუკი შევძლებდი ოდესმე იმ სამი დღის დავიწყებას ალბათ, წლების შემდეგ ახალ ცხოვრებას დავიწყებდი. - სანდრომ ვეღარ გაუძლო მარჯვენა ხელი კეფასთან თმებში შეუცურა. მარცხენა ხელი წელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა. ერთხანს თვალებში უყურა, თითქოს თანხმობას ელოდა. მერე ფრთხილად შეეხო მის ტუჩებს. კოცნიდა ნაზად. ნება-ნება. კოცნიდა თავდავიწყებით. თვალებ მინავლურად. ცაროს მთელს სხეულში ჟრუანტელი უვლიდა. იმდენად გადაეშვა ვნების მორევში, რომ ძუძუსთავები კვნესით იხვეწებოდნენ მოფერებას. თავადაც ჰყვებოდა გამოუცდელი ბაგეებით და მთელი ძალით ხვევდა ხელებს კისერზე რაც მეტად ახელებდა ბიჭს. ხანგრძლივი ალერსის შემდეგ მოწყდნენ ერთმანეთს. სანდრომ თვალებზე აკოცა და უთქმელად გავიდა ოთახიდან. *** - შე სი*ო. ავადმყოფი გოგო მოიყვანე? რა გქონდა გეგმაში. რომ შემოგვაკვდებოდა და შენ სუფთად გამოხვიდოდი? - ყვიროდა სანდრო და წიხლებს ურტყამდა მიწაზე დაგდებულ ლეოს. - როგორ არის? - ძლივს ამოიზმუვლა ლეომ. - შე არაკაცო კითხულობ კიდეც? გაითიშა. გესმის გაითიშა. სამაგიეროდ რაც მან დაგვაკლო შენ აანაზღაურებ. შენი უკანალით მოემსახურები ბიჭებს, რომ გულდაწყვეტილები არ დარჩნენ. - სანდრო გაჩერდი. ნუ იზამ ამას... - ვითომ რატომ? ერთი მიზეზი მაინც მითხარი რატომ? - კაცობას ნუ წამართმევ. ამის გამო ცაროც კი გავწირე რომელიც მიყვარს გაიგე? - იღრიალა ხმის ჩახლეჩვამდე ძნელაძემ. - კაცობას არა? - ხარხარებდა ნაკაშიძე. გიყვარს ხომ? - კიდევ ერთხელ უთავაზა ძლიერი წიხლი. - კარგი. გარიგებას გთავაზობ. ხვალ შუადღემდე მოისაქმებ და თავადვე მიირთმევ... და ყველაზე მთავარი ცარო ადამიასგან თავს შორს დაიჭერ. იცოდე ერთხელ მაინც დაგინახო მის სიახლოვეს. ერთხელ მაინც დაურეკო იცოდე მთელი თვით გამოგამწყვდევ აქ და სულის ამოხდამდე ჳა**მინებ შენს თავს ბიჭებს. - ღმერთმა დაგწყევლოს სანდრო ნაკაშიძე... გაგანადგურებ თუ აქედან გავაღწიე. - რამის ტ*აკი რომ გქონოდა საცოლეს არ მომიყვანდი გასა**მად. - მიუგდო ბოლო სიტყვა და სარდაფიდან გავიდა. - თვალი არ მოაცილოთ. დამჯერი ბიჭია და ვიცი, რაც დავუბარე იზამს. თქვენ კი ესმოვლენა კამერაზე აღბეჭდეთ და ვაიბერზე გამომიგზავნეთ. - გასცა ბრძანება სანდრომ. - უფროსო მართლა გგონიათ რომ იზამს? -დარწმუნებული ვარ. - ბოროტად გაიცინა სანდრომ და მანქანისკენ წავიდა. - უფროსო გოგოს რას უპირებთ? - შეჰბედა ერთ-ერთმა და მაშინვე ინანა როცა სანდროს გაცეცხლებულ სახეს წააწყდა. - არ გაბედოთ რამე ცუდის გაფიქრებაც. წარმოდგენაშიც კი გიკრძალავთ მისი სახელის ხსენებას. თორემ არ დაგინდობთ. - იღრიალა და მანქანაში მძღოლის მხაეს ჩაჯდა. ლაშამ ძლივს მოასწრო მანქანაში ჩახტომა. იმდენად სწრაფად დაქოქა და მთელი ძალით მიაწვა გაზის პედალს სანდრო. - ნუ ღელავ უფროსო რძალზე ვინ რას გაივლებს გულში. - რძალზე? როდის აქეთაა ლეოს ქალი ჩვენი რძალი? - "ლეოს ქალი" ისე ცუდად მოხვდა ყურს გაუაზრებლა დაარტყა მთელი ძალით მოქნეული მუშტი საჭეს. - ლეო არც მიგულისხმია. - თვალი აარიდა ლაშამ. 12 წელი გაატარა სანდროს გვერდით და მეგობრობდა მასთან. ამიტომა აძლევდა თავს უფლებას პირადულ თემებზე ესაუბრა ბიჭთან. - აბა ვის გულისხმობდი? - შენ უფროსო. არც იფიქრო გააპროტესტო. ვხედავ რაც ხდება შენს თავს. ჩემზე კარგად არავინ გიცნობს და ვხედავ რა შარშიც ხარ. - სანდრომ არაფერი უპასუხა. თითქოს თვითონაც ახლა დაფიქრდა რატომ აგიჟებდა და სისხლს უდუღებდა ცარო ადამია. *** ცარო ღიმილშეპარული იჯდა საწოლზე. თვალი ერთ წერტილზე გაეშტერებინა და სანდროს შეხების ყოველი წარმოდგენისას თავიდან უვლიდა ჟრუანტელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.