ბუმერანგი.მეორე ნაწილი 4 თავი.
რამდენიმე დღე სახლიდან არ გასულა,ფიქრობდა და რაც უფრო ღრმავდებოდა ფიქრებში,მით უფრო რწმუნდებოდა,რომ გვერდით ჰყავდა ადამიანი ვინც დაიცავდა. -ჩემო გოგო ასე ღრმად რაზე ჩაფიქრდი,აბა გისმენ მითხარი რა გაწუხებს,რა გტკივა,რა არ გასვენებს.თმებზე ხელი ჩამოუსვა ანამარიას,ანამარიამ შეხედა და უთხრა. -როგორი გრძნობა დაგრჩება როცა გაიგებ,რომ შენ იცნობ ადამიანს და წლების შემდეგ გაიგებ რომ ის სულ სხვა ადამიანია,ან ამბობ სინამდვილეში ვინც ხარ და არავინ გიჯერებს. -ისინი თავის მხრივ მართლები არიან შვილო,ვერ გაამტყუნებ მათ.მაგრამ შენ? შენ არ უნდა დანებდე და ძლიერი უნდა იყო,ცხოვრებას ქედი არ უნდა მოუდრიკო.იყავი ის ვინც ხარ,დაინახე შენი თავი მაგრამ სარკეში არა, გარეთ.იქ სადაც შენი წარსულის მოგონებები დღესაც ჯერ კიდევ ცოცხალია,იქ სადაც ჯერ კიდევ ახსოვთ წარსულის ტრაგიკული ისტორია.დამიჯერე არ იჩქარო,სულ მალე მოვა დრო რომ ყველა აგებს პასუხს შენს ტკივილზე ისე როგორც ჩემს ტკივილზე. -რა კარგია ჩემს გვერდით რომ ხარ. -მე სულ შენთან ვარ და ვიქნები,მაშინაც კი როცა დაიღლები და უძლურებისგან თავს დახრი და დანებდები,მხრებს ჩამოყრი.იცოდე მე ვიქნები შენს გვერდით ის ადამიანი ვინც შეგიყვირებს თავს აგაწევინებს და იმედსაც მოგცემს,უძლურს ძლიერს გაგხდი შვილო.შენ არ ხარ მშიშარა,შენ შენს სიმართლეს ეძებ და მე დარწმუნებული ვარ იპოვი მას. უსიცოცხლო დღეები, თითქოს უდაბნოდ გადაიქცა ნიკას გარშემო ყველაფერი.ნელა-ნელა იწრიტებოდა სასიცოცხლო ძალებისგან,ყველაფერმა ფერი დაკარგა და გაირინდა,რაც მისთვის ღირებული იყო დაკარგა და თითქოს ცხოვრებაც დაიკარგა მისთვის. -მაპატიე,მაპატიე რომ ვერ მივხვდი,მხოლოდ გვიან მიხვდა გული რომ იქ არ შემიხედავს სადაც უნდა შემეხედა.არასოდეს ჩამიხედია შენთვის თვალებში და არ მომიქცევია ყურადღება ისე რომ ჩემში ყველაფერი შეცვლილიყო.ჩუმად,ჩემს დაუკითხავად ჩასახლდა ჩემში გრძნობის პატარა წერტილი და ჩემს დაუკითხავად იზრდებოდა.მაპატიე ეს უყურადღებობა მალიბუ.ცრემლი მოიწმინდა,ფეხზე დადგა და მთვრალივით ფეხ არეული წავიდა.როგორ მივიდა ლაშას ბინის კართან ეს თავადაც ვერ გაიაზრა,უკან აღარ დაიხია და კარზე აკანკალებული ხელი დააკაკუნა,კარი ლაშამ გააღო და მის წინ მდგარ თვალებ დაწითლებულ ნიკას გაოცებულმა შეეკითხა. -ნიკა? -შეგაწუხებთ რომ შემოვიდე? -რას ამბობ ნიკა შემოდი,უბრალოდ ამ მდგომარეობაში რომ დაგინახე შემეშინდა,მაგრამ გასაგებია საიდან მოდიხარ. -ვინ არის ლაშა კარში რომ დააყენე.ლანამ გამოვიდა სამზარეულოდან ხელების მშრალებით და ნიკას რომ შეხედა ორივე ხელებით წავიდა მისკენ და ორივე ტირილით გადაეხვია ერთმანეთს. -არ მინდოდა თქვენი შეწუხება. -რას ამბობ,გთხოვ ეს მეორედ არ გაიმეორო.ნაჭამი ხარ? ჩვენც ახლა უნდა ვივახშმოთ. -არა,არა არაფერი არ მინდა,მხოლოდ რამდენიმე კითხვა მინდა შეგეკითხო ლანა მალიბუზე თუ შეძლებ მიპასუხო. -არ ვიცი რამდენად შევძლებ,მაგრამ გისმენ. -შენ იყავი ყველაზე ახლო მეგობარი მალიბუსი,ლანა მისი წარსულის შესახებ იცოდი რამე? -კი,მომიყვა ყველაფერი.ნიკამ ლაშას შეხედა და კითხა. -შენც იცოდი? -ახლახანს გავიგე მეც ყველაფერი. -ისიც გითხრა რომ რაღაც ვიდეო ჩანაწერი არსებობს ამ ისტორიაზე რაც მოგიყვა? -არა,ასეთი არაფერი აქვს ნათქვამი. -კარგი,ის თუ გითხრა რომ ის რუხვაძის ქალიშვილი არის. -რაააააა? გაგას შვილი? ნიკა,მალიბუ გაგას შვილია? თვალებ გაფართოვებული და გაოცებული უცქერდა ლანა ნიკას. -კი,მალიბუ გაგას შვილია და ეს გაგამ იცოდა. -აი ახსნაც აქ არის,ანდერძი ამიტომ დაწერა რუხვაძემ. თქვა ლაშამ და ნიკას შეხედა. -შენ ეს საიდან იცი,მალიბუს ამის შესახებ არაფერი არ უთქვამს,გეფიცები ნიკა მალიბუს ამის შესახებ იდეა არ ჰქონდა. -ლანა რამდენად კარგად იცნობდი მას,ეს რომ ცოდნოდა მალიბუს გეტყოდა? -ვფიქრობ მეტყოდა,მალიბუ ყველაფერს მიყვებოდა რადგან ჩვენ ერთმანეთში არ გვქონდა საიდუმლო. -იცოდი თორნიკეს შესახებ,რომ მასთან ერთად ისე მიდიოდა ჩემთვის არაფერი არ უთქვია? -ვიცოდი,კი თორნიკეზედაც ვიცოდი და წასვლის წინ აპირებდა შენთვის თქმას. -არ ვარ დარწმუნებული რომ მეტყოდა. -არ ვიცი,ვერ გიპასუხებ მეც დარწმუნებით. -ლანა არ მოვსულვარ აქ იმიტომ რამეში დაგადანაშაულო,ვეძებ ისეთ რამეს რომ ხელი ჩავჭიდო,ხავსს მოვეკიდო და ამიტომ გთხოვ გაიხსენე რამე ისეთი რამაც გაგაოცა,რასაც არ ელოდი მისგან. -არა,არა არაფერი არ მახსენდება ასეთი,მხოლოდ ეს ბოლო პერიოდი ძალიან შეიცვალა. -რას გულისხმობ შესვლაში. -ანერვიულებული იყო,ადვილად ეშლებოდა ნერვები და სულ ტელეფონს დაჰყურებდა,თითქოს მნიშვნელოვან ზარს ელოდა.ერთი ფიქრი ვიფიქრე,რომ რაღაცას მიმალავდა რადგან ზოგჯერ არეული იყო,ხანდახან ისე დამელაპარაკებოდა თითქოს ჩემს წინ სულ სხვა ადამიანი იჯდა და გამოხედვაც ეცვლებოდა. -ლანა გაიხსენე და უთხარი ნიკას ბოლოს რა გითხრა ტელეფონით რომ ისაუბრეთ. -ლაშა იმ წუთებს ნუ მახსენებ. -რა გითხრა,გაიხსენე ლანა იქბებ ეს მნიშვნელოვანია. -ანდერძი რომ მიიღო იმ დღეს, გახსნა და წაიკითხა პირველი მე დამირეკა,ტიროდა და შემეშინდა.როგორც იქნა დაწყნარდა და მითხრა,არ მოველოდი თვით დიდი რუხვაძისგან ანდერძის ჩემს სახელზე დაწერას და ახლა მივხდი,რომ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი.ლანა შევცდი,არ უნდა დავთანხმებულიყავი ამ შემოთავაზებას და ხელი არ უნდა მომეწერა.ეს ვეღარ გავიანგარიშე,ვეღარ გავთვალე ამას არ ველოდი.შემდეგ ხმა გაწყდა და მამაკაცის ხმაც გავიგონე. -,,ვერ გათვალე და სწორედ აქ დასრულდა შენი სიცოცხლე''.გასროლის ხმაც ამ სიტყვების შემდეგ გავიგონე,ლანა ხმით ატირდა და ლაშამ ნიკას შეხედა. -რას ფიქრობ,რას ეძებ რამეს გეუბნება ეს ბოლო საუბარი? -ყველაფერს ვეძებ, ლაშა ეს მნიშვნელოვანი საუბარია უნდა დავფიქრდე.ლანა დაფიქრდი და თუ რამეს გაიხსენებ დამირეკე. -დავფიქრდები,ახლა არ მახსენდება სხვა არაფერი. -კარგი,თუ რამე გაგახსენდეს მხოლოდ მე მითხარი.თუ დაგკითხავენ რა კითხვებსაც დაგისვამენ მხოლოდ იმ კითხვებზე უპასუხე. -კარგი,არის რამე ან ვინმე ვიზედაც ეჭვი გაქვს? -მე ვარ ეჭვმიტანილი. -რააააა, შეეენ? ეს ხომ შეუძლებელია ნიკა. -ზოგი თვლის,რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა.ნიკა ადგა დაემშვიდობა მეგობრებს და წავიდა,დააფიქრა ლანას ნათქვამმა რას ნიშნავდა მისი სიტყვები, ,,არ უნდა დავთანხმებულიყავი,ეს არ იყო გათვლილი და არ ველოდი''. იამ გაღიმებულმა შეაღო სახლის კარი,რამდენი დღეა მის სახეზე ღიმილი არავის დაუნახავს,თითქოს დავიწყებოდა მის გარშემო შექმნილი პრობლემები და სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა.გაგა კი ჩქარი ნაბიჯით შევიდა საავადმყოფოში და ხატია დაინახა კედელზე იყო თავმიდებული და ჩუმი ხმით ტიროდა.გაგამ მხარზე ხელი დაადო და აკანკალებული ხმით შეეკითხა. -როგორ არის,ექიმები რას ამბობენ. -ჯერ არაფერი არ ვიცით,ექიმი არ გამოსულა. -პოლიციას ვინ დაურეკა. -მე დავურეკე პოლიციასაც და სასწრაფოსაც. -რამდენი დროა გასული რაც ოპერაციაზეა. -თითქმის ერთი საათია,ჯერ კი არაფერი არ ვიცით.. -გამოვა და გვეტყვის რომ კარგად იქნება,დამშვიდდი. -დასრულდა,მოდის ექიმიც.თქვა ხატიამ და თავად წავიდა პირველი ექიმთან შესახვედრად. -როგორ არის ექიმო. -ნათესავი ხართ? -უცხო რომ ვიყო ერთი საათი აქ დაგელოდებოდით? მითხარით როგორ არის, მისი მეუღლე ვარ. -გამარჯობათ,ექიმო როგორ არის მე ძმა ვარ მისი გაგა რუხვაძე. -პირდაპირ გეტყვით ბატონო გაგა მდგომარეობა რთულია,ორგანიზმმა თუ გაუძლო და ეს ღამე გადაიტანა შემდეგ ვისაუბროთ იმედზე. -ასეთი რთულია მისი ჭრილობა? -სამჯერ ესროლეს მუცლის არეში,სამივე ტყვია ამოვიღეთ მაგრამ დაზიანებულია შინაგანი ორგანოები.ჰქონდა ასევე ფარული სისხლდენა რომელიც როგორც იქნა შევაჩერეთ,მაგრამ შესაძლებელია ისევ განმეორდეს. -გადაარჩინეთ,ყველაფერი გააკეთეთ და გადაარჩინეთ. -ჩვენი მოვალეობაც ეს არის,რაც შეგვეძლო გავაკეთეთ ახლა მხოლოდ ლოდინია საჭირო. -ერთადერთი ადგილი სადაც არ მიძებნიხარ ჩემი გულია,დიახ ჩემს გულში ერთი მყუდრო პაწაწინა ადგილია და თურმე იქ მყოლიხარ.ჩემში იყავი და ჩემში ჩუმად ცოცხლობდი.ვიპოვი,გეფიცები ვიპოვი იმას ვინც შენზე ხელი ასწია მალიბუ.დღეს პირველი მსხვერპლი შემოგეწირება და ასე გაგრძელდება მანამ,სანამ არ იტყვის თავად დამნაშავე რომ მას დაავალეს.ნიკამ სამი ყუთი პიცა იყიდა და გაბედულად მივიდა ნაცნობ მისამართზე,დაცვა არ იყო კართან და კარზე დააკაკუნა. -ვინ არის? -თქვენი შეკვეთა მოვიტანე. -შეკვეთა? მე არანაირი შეკვეთა არ მიმიცია. -როგორ არა,უკან წავიღო? კარი გაიღო და წელს ზემოთ შიშველი უზარმაზარი გოლიათი გამოვიდა და დადგა ნიკას წინ. -შეცდომაა მეგობარო. -შეცდომა ისაა რომ შენისთანა ნაბიჭვრები არსებობენ. -ვინ ხარ,ვინ გამოგაგზავნა. -მიქელამ. -მიქელამ? უფრო დაიბნა მამაკაცი. -დიახ მიქელამ გამომაგზავნა და მასთან წახვალ თუ არ იტყვით სიმართლეს. -რა სიმართლე უნდა ვთქვა,ვინ ხარ. -სიმართლე მინდა,ვინ მოკლა მალიბუ არჯევანიძე. -რატომ უნდა გითხრა.ირონიულად შეხედა გოლიათმა ნიკას. -იმიტომ რომ შეიძლება ფიზიკურად დიდი ხარ,და ვფიქრობ ძალიან ახალგაზრდა ხარ სიკვდილისთვის. -არა მეგობარო,მე არაფერს არ გეტყვი. -ესე იგი იცი,მაგრამ არ მეტყვი.მე მხოლოდ სახელი მინდა. -შეცდომით მისამართზე მოდი,ვიცი ვინც ხარ და ინფორმაციას პოლიციელებს არ ვაძლევ.პიცას დავიტოვებ,ეს კი მოტანის ფულია ხურდა დაიტოვე და გაქრი აქედან.მამაკაცმა პიცის ყუთები აიღო და სახლში შეიტანა,ფეხით კარის დაკეტვას შეეცადა,მაგრამ ნიკამ ხელით დაიკავა კარი და უცნობს დაუძახა. -შენ ესროლე მალიბუს და შენ ხარ მკვლელი. -არა,მე არ მომიკლსვს,მე ქალებს არ ვერჩი. -ვინ არის მკვლელი ან ვის გასცა ბრძანება მალიბუ მოეკლათ. -ამას ვერ გეტყვი,მომკლავენ. -მაშინ მიქელასთან მე გაგისტუმრებ.უთხრა და ორჯერ ესროლა უცნობს თან უთხრა. -ნელა-ნელა გიახლოვდებით,იმედია მთავარსაც მივაგნებ.პიცაში ფული გადახდილია და უნდა წავიღო.ნიკამ პიცის ყუთები უკან წაიღო,კარი გამოიკეტა და წამოვიდა პიცა კი განყოფილებაში მიიტანა და კომისართან და ლაშასთან ერთად მიირთვა. -ბატონო გაგა,ბატონო გაგა თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს.გაგამ თვალი გაახილა და ხატიას შეხედა, თითქოს დაავიწყდა სად იყო,მაგრამ ხატიას გვერდით მომღიმარ ექიმს რომ შეხედა ფეხზე წამოდგა. -მაპატიეთ ჩამძინებია. -არა უშავს,დამღლელი დღის შემდეგ ეს შესაძლებელია ყველას დაემართოს,მაგრამ თქვენი ლოდინიც ღირდა ლოდინად,ღამემ უპრობლემოდ ჩაიარა და საშიშროებამ დაგვტოვა,ახლა მხოლოდ ველოდებით გონზე როდის მოვა. -კარგია,მიხარია.თქვა გაგამ და წავიდა,არ შეიმჩნია სიხარული და საავადმყოფო დატოვა,თითქმის ქალაქი დატოვა და დაკლაკნილ გზატკეცილზე მიდის,გზას მიყვება მაგრამ არ იცის სად,გზას კი დასასრული არ უჩანს.მოულოდნელად გზის პირას გააჩერა,ირგვლივ მწვანე მდელოზე ფეხშიშველმა გაიარა და გულში დაგროვილ ცრემლს გასაქანი მისცა.მუხლებზე დაეცა და მთელი ხმით ატირდა. -ვგრძნობდი,ვიცოდი რომ არ დამტოვებდი.უშენოდ მარტოსული ვარ და შენც სიცოცხლე გწყუროდა.სადღაც ახლოში ჩემი ანამარიაც ცოცხალია,მთელი ჩემი შინაგანი არსებით ვგრძნობ,ყველგან ვეძებ უსასრულობაშიც და უკიდეგანოშიც მაგრამ კვალი არ არის.დავცარიელდი და ცარიელი სულის გამოცოცხლებას ვცდილობ და ვიცი რომ შევძლებ,მისი პოვნით ჩემი ცხოვრება ფერადი გახდება.სად ხარ შვილო,სად ხარ ჩემი სულის ნაწილო, უფალო გზა მიჩვენე სად ვეძებო ჩემი გოგონა. -ინდირა გუშინ მითხარი რომ გაგას შეხვდი და ისაუბრეთ,მისი ძმაც ნახე? -რა საქმე მქონდა მის ძმასთან,მისი სახელის გაგონებაც არ მინდა ალექსანდრე. -ინდირა სიმართლეს ამბობ,ზვიადი არ გინახავს? -არა არ მინახავს,რა მოხდა. -ვიღაცამ ესროლა და საავადმყოფოშია,ამბობენ რომ ძალიან რთულად არის,არ იციან იცოცხლებს თუ არა. -დიდი ხნის წინ უნდა ჩაძაღლებულიყო,ვიღაცამ დამასწრო და ის ვიღაც ალბად ის არის ვინც ძალიან,ძალიან გაამწარა და ჩემსავით ცხოვრება წაართვა. -მართალი ხარ. -მე მივდივარ და თქვენთან თხოვნა მაქვს. -გისმენ,თქვი. -სანამ ანალიზის პასუხი ხელთ არ მექნება,არ მინდა გაიგოს ვინმემ რაც მოხდა. -მეც გეთანხმები,ეს არავინ არ უნდა გაიგოს.თქვა იზაბელამ და ინდირას შეხედა. -ნიკოლოზს რა ვუთხრათ? იკითხა ალექსანდრემ. -ეს შენ მოიფიქრე,დარწმუნებული ვარ ისეთს რამეს მოიფიქრებ ნიკოლოზს დააჯერებ. -კარგი,მე დაველაპარაკები ნიკოლოზს. -ნიკოლოზს დაუძახეთ ჩემთან შემოვიდეს. -ნიკოლოზი აქ არის და უკან მოგყვება კომისარო. -აქ ხარ? ვერ შევნიშნე შენი მოსვლა. -გისმენ კომისარო რატომ მიხმობდი? -ნიკოლოზ თავი მტკივა უკვე ამ რუხვაძეებისგან. -წარმოიდგინე და უკვე მეც თქვენს დღეში ვარ უფროსო. -ნიკოლოზ მინდა რაღაც შეგეკითხო,იმედია შენ არ ესროლე ზვიადის და ამ საქმეში არ ხარ გარეული. -დამშვიდდები თუ გეტყვი რომ არათქო? მაგრამ უნდა ვაღიარო,ვინც ესროლა პირველი, ისე უნდა ესროლა რომ მოეკლა და ყველა დავისვენებდით და მეორე შურისძიება დააგვიანდა ვინც არის. -ნიკოლოზ..................... -კარგი,ჩუმად ვარ. -და კიდევ სხვა თემაა,შენთვის ნაცნობი.ჩვენც იქ ვიყავით,მაგრამ შენ პირველმა მიდი მალიბუს სისხლში დასვრილ სხეულთან და ჩვენება უნდა ჩამოგართვან. -ვიცი მთავარი ეჭვმიტანილი ვარ კომისარო,მაგრამ................... -ვიცი რომ შენ არანაირი კავშირში არ ხარ მალიბუს მკვლელობასთან,მაგრამ ეს ფორმალობაა ასეთი,პოლიციის საქმე. -ვიცი,ვიცი მე მზად ვარ. -კომისარო შეიძლება? -შემოდი რობაქიძე. -კომისარო კიდევ მკვლელობაა. -სად და ვინ არის.ფერი დაეკარგა კომისარს. -შალამბერიძე ამირანი მოკლული იპოვეს მის ბინაში. -ეს ისეთი თავზე ხელაღებული იყო,ვიღაცას თავი მოაბეზრა და მოიშორეს.წადი რობაქიძე შენ მიხედე მაგ საქმეს -გასაგებია.თქვა რობაქიძემ და გავიდა,მაგრამ კომისარმა ნიკას შეხედა და თავი გადააქნია,ნიკამ კი თვალი ჩაუკრა და ორივეს გაეცინა. -გამეცი პასუხი,გამეცი პასუხი აიღე ტყელეფონი.ზარი გადიოდა,მაგრამ პასუხს არავინ ცემდა,შემდეგ კი ხმოვანი შეტყობინება დაუტოვა. -სად ხარ,დამირეკე ჩემს ზარებს რომ ნახავ.ნათია ნერვიულობისაგან ადგილს ვერ პოულობდა და როგორეც იქნა ნაცნობი ნომერიც დაფიქსირდა. -გისმენ საყვარელო. -შალამბერიძე დღეს მისივე ბინაში მოკლეს,შენ სად დადიხარ. -ეს სიმართლეა? -სიმართლეა. -როდის გაიგე,დღეს მასთან ვიყავი. -კიდევ კარგი გამოასწარი იქედან,ტელევიზიამ გადმოსცა ახალ ამბებში. -კარგი გადმოგირეკავ,საქმეები მაქვს.თეთრი ხალათი გაიძრო და ჩქარი ნაბიჯით დატოვა საავადმყოფო,ერთ-ერთ ბარში მივიდა და ბარმენს შეხედა. -გაიგეთ ვინ ესროლა? -ვერა,კამერებმა არ დააფიქსირა და ბინაში როგორ შევიდა მკვლელი ვერ გავიგეთ. -ორი დღის წინ ნიკოლეიშვილი მოკლეს,ეს უკვე მეტის-მეტია. -მოთმინენა ბატონო ვალერი და გავიგებთ,ბირჟაზე გავალ საღამოს,იქ მყავს ხალხი. -პოლიციაზე ადრე მე უნდა გავიგო ჩემი ხალხი ვინ დახოცა და მე უნდა გავუსწორდე მათ. -დავალებული ვარ თქვენგან და თავს არ დავზოგავ,დამშვიდდი გავიგებთ ვინ გასცა ბრძანება და ვინ შეასრულა ბრძანება მასაც მივხედავთ. -იცი სადაც უნდა მნახო,შენს ზარს ველოდები ჯონი. -ვეცდები მალე გავიგო ყველაფერი და გეტყვით. -გელოდები. -სად წაგიყვანოთ ბატონო ვალერი. -საავადმყოფოში მიმიყვანე,მე დავრჩები და შენ თავისუფალი ხარ.მძღოლმა ექიმი საავადმყოფოში მიიყვანა და მოულოდნელად იქ ანამარიას შეხედა. -ანამარია? აქ რას აკეთებ,შვილო ავად ხარ? -არა,ვსეირნობ. -სეირნობ? საავადმყოფოში სეირნობ? თვალები გაუფართოვდა ვალერას და ანამარიას გაოცებულმა შეხედა. -არა,საავადმყოფოში ჩემს მკვლელს ვეძებ. -შენს მკვლელს? ანამარია............................. -ნუ მიყურებ გაოცებული,თითქოს არ იცი ის ვინც მალიბუ მოკლა ჩემი სიკვდილი ჰქონდა განზრახული,მაგრამ არ იცოდნენ რომ ის არ იყო ნამდვილი ანამარია ბიბილური. -ანამარია სახლში წადი ჩქარობ,ძალიან ჩქარობ და სიჩქარეში შეცდომას დაუშვებ. -უნდა ვნახო. -სახლში წადი,მესამედ არ გაგიმეორებ.უთხრა გაბრაზებულმა და საავადმყოფოში შევიდა. -რაზე ფიქრობ ლანა საყვარელო. -ლაშა იცი რაზე ვფიქრობ? თუ მალიბუ ჩემთან არ იყო ბოლომდე გახსნილი და მიმალავდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს,შენ როგორ ფიქრობ მალიბუს ეს შეეძლო გაეკეთებინა? -ნუ ფიქრობ ასეთებზე,მალიბუ შენ ყველაფერს გეუბნებოდა.დამშვიდდი,დაწყნარდი და რეალურ ცხოვრებას დაუბრუნდი.წამოდი ჩვენება უნდა მისცე დღეს,ხომ არ დაგავიწყდა. -არა,არ დამავიწყდა,წავიდეთ. -მალიბუ? თუ ანამარია აქ რას აკეთებ? ნიკა წინ გადაუდგა ანამარიას. -შენ თვითონ რას აკეთებ აქ. -მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ,მაგრამ შენ? ანამარიამ ახლოს მიიწია ნიკასთან და ყურში ჩასჩურჩულა. -ჩემს მკვლელს დავეძებ და გჯეროდეს,მას მე ვიპოვი შენზე ადრე. -საინტერესოა როგორ. -როგორც შენ პოლიციელო. -და შენ რა იცი მე როგორ და სად ვიპოვი მას. -იცოდე ყოველთვის ორ-სამ ნაბიჯში ვარ შენთან,მაგრამ ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ.ნიკას ჩაეცინა და თავი გააქნია. -სიმართლე გითხრა,მინდოდა შენი ნახვა. -რა დამთხვევაა,მეც მინდოდა შენი ნახვა რადგან საუბარი არ დაგვისრულებია. -მართლა? -მართლა,უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო. -რატომ? -მინდა შენი წარსულის ისტორია ბოლომდე მოვისმინო. -გამომყევი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ იმ მამაკაცის ბედი,რომელიც სულმოუთქმელად ელოდება წუთებს,როცა საყვარელი ქალის გვერდით იქნება და ერთი სუნთქვით ისუნთქებს ორი სხეული.მაგრამ არა,ის მხოლოდ ერთი ციცქნა ოთახის კუთხეში ზის და გონებაში დარჩენილი მოგონებებით ცხოვრობს.არ იცის კიდევ როდემდე მოუწევს აქ ყოფნა და ასე მდუმარედ ყოფნა.არც ის იცის გარეთ გამოვიდეს და რა ელოდება,ავის მომასწავებელი ფიქრები გულს ტკენდა თორნიკეს. -რატომ,რატომ უფალო,რატომ ასეთი მძიმე სასჯელი ხომ იცი რომ უდანშაულო ვარ და რატომ მიმრუდებ ცხოვრების გზას. ამდენ სიძულვილს ვეღარ ითმენს, გული ჩაგრული. მხოლოდ რაც ვიცი,დღეს ჩემშია რწმენა ქართული. მე ამით ვცოცხლობ,ამით ვსუნთქავ,ამით ვარსებობ შენ დამიფარე,ვიცი ქვეყნად ღმერთო არსებობ. რამდენი რამე მიფიქრია,ვიცი ვცდებოდი, რამდენი ცუდი მინახია და ვერ ვხვდებოდი. თურმე ეს იყო ჯოჯოხეთის ტანჯვა,წამება, გაჭირვების ჟამს მეხმარება წმინდა სამება. დღეს ცოცხალი ვარ და ვერ ვიტყვი როდის მოვკვდები, ორი გზა მოჩანს და არ ვიცი საით მოვხვდები. სხეული ჩემი დამითმია ეშმაკებისთვის, სული უკვდავი და ცოდვილი მხოლოდ ღმერთისთვის. მსურს ამ ფიქრებით დავასრულო სიტყვათა კონა, მე მხოლოდ ღმერთის წინაშე ვსარ,უბრალოდ მონა. ავტორი /ამიკო/. ფიქრები ციხის ზედამხედველმა შეაწყვეტინა და გაოცებულმა შეხედა. -ქართველიშვილი მნახველი გყავს.ხელებზე ბორკილები დაადო და წაიყვანა. -ძია რობერტი? -როგორ ხარ შვილო. -აქ რომ არ ვიყო და ეს უსამართლობა არ მკლავდეს უკეთესად ვიქნებოდი ძია რობერტი. -იმედს ნუ დაკარგავ შვილო,აუცილებლად დამტკიცდება შენი უდანაშაულობა.მე დარწმუნებული ვარ შენ არ ხარ დამნაშავე,შენ არ ხარ მკვლელი და არსებობს ვიღაც ვისაც შენი განადგურება უნდა. -მხოლოდ მალიბუს შეუძლია დაამტკიცოს სად ვიყავი იმ ღამით,მხოლოდ მას შეუძლია ჩემი უდანაშაულობა დაამტკიცოს,მაგრამ ეს შეუძლებელია.მე უკვე შევეგუე ჩემს ბედს და ველოდები რამდენს მომისჯიან.თქვენ მართალი ხართ,ვიღაცას უნდოდა ჩემი განადგურება და გამოუვიდა კიდეც,მაგრამ ვის. -შენ არ გქონდა მიზეზი გეგენავა მოგეკლა. -არც ვიცნობდი,მხოლოდ რამდენჯერმე მივესალმე ისიც მაშინ როცა ზვიადის გვერდით იყო. -არის რაღაც-რაღაცეები რაც შენ არ იცი შვილო. -როგორც? -გახსოვს იმ დამწვარი სახლის ნანგრევები რომ ნახე და ყიდვა გინდოდა. -კი მახსოვს,ის სახლი ხომ ქალმა დაწვა და იქ მამა და შვილიც დაიწვა ერთად. -ასე არ ყოფილა ეს ისტორია შვილო. -აბა რისთვის დაიჭირეს,ის ხომ მკვლელობისთვის გაასამართლეს. -კი მაგრამ ის უდანაშაულოა,როგორც შენ ხარ ახლა და ვერ ამტკიცებ შენს სიმართლეს,ვერც მან შეძლო დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა.ის სახლი ზვიადიმ დაწვა იმ გეგენავასთან და სხვა მეგობრებთან ერთად,მისი ცოდვა კი იმ უდანაშაულო ქალს დაუტოვა სასჯელის მოსახდელად.ბავშვი გადარჩა და თავშესაფარში გაიზარდა,გვარი და სახელი ალექსანდრემ შეუცვალა ნიკოლოზის გამზრდელმა მამამ. -ეს მალიბუ იყო? -მას ანამარია ჰქვიოდა და მალიბუ არჯევანიძე გახდა. -ანამარია ბიბილური იმ სახლში მოხდა ყველაფერი და გაგა მის წინაშე დამნაშავედ გრძნობს თავს. -ასეა,ამიტომ გადაწყვიტა მისი წილი მალიბუსთვის მიეცა. -მალიბუმ იცოდა? -არა,არაფერი არ იცოდა, რომ გაიგო იმ დღეს მოკლეს. -რუხვაძეებმა წაართვეს ბავშვობა და ეს არ იყო საკმარისი,მას სიცოცხლეც მათმა წაართვეს.საშინელებაა,მალიბუ გახდა მათი დანაშაულის მსხვერპლი.დაუჯერებელია, ძია რობერტი ეს ყველაფერი სიმართლეა თუ სიზმარში ვარ. -რეალური სიზმარია შვილო,სწორედ ისეა როგორც თქვი მათ ბინძურ დანაშაულს ემსხვერპლა მალიბუ. -საიდუმლოს ნელა-ნელა ვუახლოვდები,საიდუმლო რომელიც ჰგონიათ ასე ძალიან აქვთ დაცული.ნიკა მიყვებოdა უკან ანამარიას და ფიქრობდა.ისევ იმ ნანგრევებთან მივიდა,ისევ ის შავი კედლები დაინახა,კედლები რომლებიც ჯერ კიდევ ინახავდნენ საზარელი ისტორიის კადრებს.ისევ ის მოშიშვლებული ეზო და სახლის კუთხეებში ამოსული უზარმაზარი ბალახები. -აქედან,სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. -ეს მეც ვიცი,რომ აქედან დაიწყო ყველაფერი და აქ ამ კედლებში არის ის დიდი საიდუმლო რომელიც წლებია გაუხსნელი დევს ჩვენს თაროზე.. -მოულოდნელი იყო რამოდენიმე წლის შემდეგ მისი ზარი,მაგრამ ამ ზარმა ძალიან გამახარა.ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და ისევ დავიკარგეთ. -ბოლოს როდის ნახეთ ერთმანეთი. -თუ არ ვცდები სამი წლის წინ იყო. -ისევ აქ მოიყვანე? -შეხვედრა მთხოვა და ისევ შევხვდით,ვისაუბრეთ და მთხოვა აქ მოვსულიყავით,მოვედით მაგრამ უცნაურად იქცეოდა. -უცნაურობაში რას გულისხმობ. -უნდოდა გაეგო სად ვისი ოთახი იყო,სად ვიძინებდი მე და სად ჩემი მშობლები.სად დამმალა იმ ღამით მამამ,მხოლოდ არ ვუთხარი სად ვთამაშობდი.სახლის უკან ერთი ადგილი მქონდა და იქ ვთამაშობდი,იქ ჩემი საყვარელი თოჯინაც დავასაფლავე. -თოჯინა? -კი თოჯინა,თავი მოძვრა და მე ვიტირე მამას ვუთხარი ჩემი თოჯინა მოკვდათქო და მითხრა რომ როცა ადამიანები კვდებიან და უფალთან მიდიან დასაფლავება ხდება მათი.მე,მამამ და დედამ ჩემი თოჯინა დავასაფლავეთ. -გახსოვს სად დაასაფლავე? -მახსოვს,ვფიქრობ ისევ იქ იქნება.ნიკამ ანამარიასთან ერთად ის ადგილი გაჭირვებით ამოთხარა და გაოცებულმა შეხედა ანამარიას. -აქ არის,ჩემი თოჯინა ისევ აქ არის.თქვა ანამარიამ და აკანკალებული ხელით ამოიღო თოჯინა და ნიკას შეხედა. -ხედავ? წლები მომპარეს და წაიღეს,ჩემი ბავშვობის წლები აქ ამ ეზოში დარჩა,მაგრამ არის რაღაც რაც ვერ წაიღეს და ისევ ჩემად დარჩა. -ამ ადგილის შესახებ არავინ იცის? -მხოლოდ დედამ და მამამ,რატომღაც ეს ადგილი არ გავამხილე. -შემდეგ? რა მოხდა შემდეგ გააგრძელე. -შემდეგ უცნაურად დაიწყო საუბარი,ისტორია რაც ჩემგან მოსმენილი ჰქონდა ისე ყვებოდა რომ თითქოს მას გადახდა თავს და მითხრა,რომ აუცილებლად დაისჯებოდა დამნაშავე.ხანდახან არეულად საუბრობდა,არ მომეწონა და ვკითხე კიდევაც რა გჭირსთქო და მითხრა ,,ისინი აუცილებლად დაისჯებიან''.ვფიქრობ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა,უნდოდა ეს დაემალა მაგრამ ზოგჯერ ვერ ახერხებდა,არ გამოსდიოდა.ნიკას გაახსენდა ლანას სიტყვები. -,,ხანდახან ითიშებოდა და არეულიად საუბრობდა,თითქოს ჩემს წინ სხვა ადამიანი იყო და ვერ ვხვდებოდი რა ემართებოდა''. -მალიბუს მე ვიცნობდი და ჩემთან ცხოვრობდა,მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა.ის ძალიან გაწონასწორებული პიროვნება იყო,მაგრამ შენ? ვფიქრობ შენ მართლა გჭირდება ფსიქოლოგი.ანამარიამ შეხედა ნიკას და რამოდენიმე წუთი უცქირა,შემდეგ კი უთხრა. -გიჟი ვარ შენთან ერთად რომ ვარ და ჩემი წარსულის ტკივილზე შენთან ვლაპარაკობ.რატომ,გული შეგტკივა? არა,შენ რაღაც სხვას ეძებ,მაგრამ რასაც ან ვისაც ეძებ მე არ ვარ ის პიროვნება. -მოიცადე,მოიცადე ნუ გადაირიე მართლა მინდა სერიოზულად ვილაპარაკოთ. -დამღალე უკვე,მაგრამ ჩემს სიმართლეში მაშინ დარწმუნდები თუ იმ ვიდეო ჩანაწერს ნახავ,იმ ფირზე ყველაფერია იმ ღამის ასახული.უთხრა ანამარიამ და წავიდა,ნიკა კი დაფიქრებული დარჩა. -უკაცრავად ბატონი გაგას ნახვა მინდა. -ვინ კითხულობს ბატონ გაგას,რა გადავცე? -სტუმარი ვარ,ასე გადაეცით. უთხრა მამაკაცმა მოხდენილი ღიმილით. მდივანმა გაგას შიდა ტელეფონით აცნობა სტუმრის მისვლა და მისი თანხმობის შემდეგ შევიდა სტუმარი მითითებულ კარზე,კაბინეტში შესულს კი გაგა ფეხზე ადგომით შეეგება და ხელი ჩამოართვა სტუმარს. -მობრძანდით,აქ დაბრძანდით. -მადლობა მიღებისთვის ბატონო გაგა. -ვიცნობთ ერთმანეთს? მამაკაცი ჩაფიქრდა და თითქოს წუთიერად დაბრუნდა მისთვის არასასიამოვნო სამყაროში და გაიფიქრა, ,,განა შეიძლება წარსულის დავიწყება? ეს შეუძლებელია,მაგრამ თქვენ დაგვიწყებიათ თქვენივე წარსულის სიბინძურეები გაგა ბატონო''. მაგრამ გონს მოეგო და გაგას ღიმილით უთხრა. -არა,მე სულ რამდენიმე თვეა რაც საქართველოში ვარ და თვალს ვადევნებ პრესას,მედიას. -და.......................... -და როგორც გავიგე ნაცნობი წყაროებიდანაც,თქვენს კომპანიას პრობლემები აქვს,მინდა შემოთავაზება მოგცეთ. -როგორც? -როგორც სხვა ქვეყნებში მცხოვრები და ბიზნესში გამოცდილი რატი დოგანაძე გთავაზობთ ვიყიდო თქვენი აქციების სრული პაკეტი და კომპანია გადაარჩინოთ გაკოტრებას. -თქვენ ეს ყველაფერი საიდან იცით,ყველაფერი ხომ ჯერ ჯერობით საიდუმლოდ არის დაცული. -ისე როგორც თქვენი პირადი მდივნის ტრაგიკული სიკვდილი? გისამძიმრებთ,ან თქვენი ძმა რომ სიკვდილს ებრძვის ესეც საიდმლოა? გითანაგრძნობთ,ძნელია შეხედოთ ძმას ასეთ მდგომარეობაში,თუმცა ბევრგან მოვკარი ყური, ვინც ესროლა დააგვიანა კიდეც მისთვის ბოლო მოეღო.გაგა სახეზე წამოწითლდა და სტუმარს მკაცრი და მტკიცე ხმით უთხრა. -მადლობა თანაგრძნობისთვის, ჩემი მდივანის მიმართ პატივისცემის გამოჩენა მიღებულია.რაც შეეხება ჩემს ძმას,მისი ჯამრთელობა დღითი დღე უკეთესდება.რაო რა მითხარით,რამდენი წელია რაც წასული ხართ? -21 წელია რას საქართველო დავტოვე და წავედი. -მიზეზი? -მიზეზი ბევრი იყო,მაგრამ ერთ-ერთი იყო იძულება. -გაიძულეს ოჯახი და ახლობლები დაგეტოვა? უცნაურია,არა დამაჯერებლად საუბრობთ,თუ წასვლა არ გინდოდა რატომ წადით. -ვინც მაიძულა ის ჩემზე ბევრად ძლიერი იყო,ძალიან ძლიერი და მე კი ძალიან პატარა ადამიანი მასთან,ისე როგორც ქალბატონი ინდირა ვერულაშვილმა ვერ დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა და ვერ შეძლო შებრძოლებოდა უსამართლობას,მსხვერპლიც აღმოჩნდა იმ დანაშაულისათვის რომელიც მას არ ჩაუდენია.გაგა გაფითრდდა,ოფლმა დაასხა და რატის თვალს არ აშორებდა. -ვინ ხარ,აქ რისთვის მოსულხარ და რა გინდა. -გითხარი ვინ ვარ და რისთვის მოვედი,რატი დოგანაძე და მინდა თქვენი აქციების სრული პაკეტი მე ვიყიდო. -დარწმუნებული ხართ? -ისე როგორც არასოდეს,ახლა უარზე ხართ მაგრამ დაიმახსოვრეთ ამ კომპანიის აქციებს მე ვიყიდი.იფიქრეთ,მე ძალიან კარგი შემოთავაზება მაქვს,ნუ დაკარგავთ ჩემს ნდობას.რატი ფეხზე ადგა,გაგას დაემშვიდობა და წავიდა.უკვე კომპანიიდან გადიოდა და უნდა ამოესუნთქა ღრმად,რომ მისი სახელი შემოესმა. -ბატონო რატი თვალებს ვერ ვუჯერებ,ნუთუ ეს თქვენ ხართ? -ნათია..........შენ? ეს მართლა რომ სიურპრიზია,აქ ამ კომპანიაში არ ველოდი შენს ნახვას. -ისე როგორც მე,რა პატარაა ეს სამყარო მართლა გამიკვირდა აქ თქვენი ნახვა. -ბატონი გაგას თანაგრძნობა გამოვხატე და სამძიმარი ვუთხარი. -კი ნამდვილად საშინელება მოხდა,ძალიან ძნელია მამისათვის შვილის დაკარგვა. -ვერ გავიგე,შვილის? -დიახ,მალიბუ ბატონი გაგას ქალიშვილი იყო. -სამწუხაროა,ძალიან სამწუხარო.ნათია დარწმუნებული ხარ,რომ ეს გოგონა ბატონი გაგას შვილია? -მხოლოდ ანდერძი,ბატონი გაგა გარდაცლილ შვილს უტოვებდა მთელ მის ქონებას. -მაშ შვილი? კარგია,რომ მითხარი და მადლობა. -ჩემს კაბინეტში წამობრძანდით,ყავას მოვატანინებ. -არა,მადლობა სხვა დროს იყოს ახლა მეჩქარება.კომპანიიდან გამოსულ რატის უცხო ნომერმა დაურეკა. -გისმენთ. -ვერ გავიგე,შვილის? -დიახ,მალიბუ ბატონი გაგას ქალიშვილი იყო. -სამწუხაროა,ძალიან სამწუხარო.ნათია დარწმუნებული ხარ,რომ ეს გოგონა ბატონი გაგას შვილია? -მხოლოდ ანდერძი,ბატონი გაგა გარდაცლილ შვილს უტოვებდა მთელ მის ქონებას. -მაშ შვილი? კარგია,რომ მითხარი და მადლობა. -ჩემს კაბინეტში წამობრძანდით,ყავას მოვატანინებ. -არა,მადლობა სხვა დროს იყოს ახლა მეჩქარება.კომპანიიდან გამოსულ რატის უცხო ნომერმა დაურეკა. -გისმენთ. -გამარჯობა რატი ია ვარ,ხელს ხომ არ გიშლით. -არა,არა თავისუფალი ვარ.როგორ ხართ ქალბატონო ია. -მადლობა,მინდოდა ყავაზე დამეპატიჟებინე და პირველი ნაბიჯიც დაფიქრების გარეშე გადმოვდგი. -ვერც კი წარმოიდგენთ თქვენმა ზარმა როგორ გამახარა,სად ხართ მითხარი და მოვალ. -არსად არ ვარ გასული,სახლში ვარ თუ აქ მოხვალთ.............. -მისამართი მომწერე,უკვე გზაში ვარ.იამ გათიშა თუ არა ტელეფონი რატის მისამართი გაუგზავნა და შემდეგ ლოდინში რამდენჯერმე გააღო კარი და გარეთ გაიხედა,რატი კი მთელი სხეულით ცახცახებდა. -წლებია ამ წუთებს ველოდები ჩემო თოჯინა,ჩემი თვალები,სული ყოველთვის ფეხ და ფეხ შენ დაგყვებოდა,მაგრამ ახლოს ვერ მოგიახლოვდი,ვერც ხმა ვერ მოგაწვდინე.შენს გარეშე უძნელესი წლები გავიარე და ყველაფერმაც აზრი დაკარგა.ერთ საათში რატი იას სახლის კართან იდგა,გაუკვირდა გაგას სახლის მისამართი რომ არ უთხრა,მაგრამ შეიმჩნია და კარზე ზარი მისცა,კარი ფატიმ გაუღო და ღიმილი შეაგება სტუმარს,რატის კი ამ ღიმილმა მუხლები აუკანკალა. -როგორ ხარ პრინცესავ. -კარგად ვარ,გმადლობთ.შემობრძანდით, დედა გელოდებათ. -ჩემი შვილი გულში გაიფიქრა და თვალი მოავლო მისთვის ნაცნობ კედლებს და ჩაეღიმა.-ისევ ისევ არის ყველაფერი,როგორც 21 წლის წინ. -დაბრძანდით. -როგორ ხარ,ხომ უკეთ ხარ. -ბევრად უკეთესად ვარ,მადლობა. -დაივიწყე ცუდი მოგონებები შვილო და მხოლოდ წინ გაიხედე, წინ ხომ ლამაზი მომავალი გელოდება ფერადი ფერებით.იაც მიუახლოვდა მათ და ფატიმ ღიმილით თქვა. -დედაც მოვიდა. -გამარჯობა რატი. -გამარჯობა ია. -თუ წინააღმდეგი არ ხართ,ყავა აქ მივირთვათ. -არა,რატომ? სად უნდა წავიდე ამაზე უკეთეს ადგილზე,დიდი სიამოვნებით დავთმობ ჩემი ძვირფასი დროიდან რამოდენიმე საათს თქვენთვის. -კარგია,მაშინ აქეთ მობრძანდით და ყავასაც მოგვართმევენ,როგორ ყავას მიირთმევთ? -ოდნავ შაქრით.უთხრა რატიმ და იას შეხედა,თითქოს შეამჩნია იას ფერი ეცვალა,იგრძნო რომ რაღაც გაახსენდა წარსულიდან და შუბლზე ხელი მოისვა და სამზარეულოში გავიდა,გულში კი ფიქრები ერთმანეთში აირია. -ვინ ხარ რატი და რატომ ვგრძნობ რომ ძალიან ახლოს გიცნობ.დამშვიდდა და ყავაც თავად გაიტანა ტკბილთან ერთად. -რაღაც მინდა გკითხოთ. -პირველ რიგში მოდი დაძაბულობა მოვიხსნათ და თავისუფლად ვიყოთ,ახლა კი გისმენ,რა გაინტერესებს ია. -კარგი გეთანხმები,რატომ წადი საქართველოდან. -ეს ჩემი სურვილი არ ყოფილა. -ეს როგორ. -მაიძულეს,რთული იყო წასვლა მაგრამ უნდა წავსულიყავი,ეს აუცილებელი იყო. -ვერ გავიგე. -საყვარელ ადამიანს,უფრო სწორად საყვარელ ქალს ჩემი აქ ყოფნით საფრთხეს ვუქმნიდი.იამ აირია და ანერვიულდა,მისმა ხელებმა ცახცახი დაიწყო და გული სულ სხვაგვარად აძგერდა. -რომ დაბრუნდი,ის ქალი ნახე? -არა,არ მინახავს. -რატომ? -ის ჩემი აღარ არის,ის უკვე სხვისია.ბევრი რამ დავთმე მის გამო,უამრავ სხვადასხვა ადამიანებთან მქონდა შეხება,მაგრამ მის გარეშე დარჩენილს უდიდესი სიცარიელე დამრჩა.მეგობრებიც მყავს,ახლობლებიც მაგრამ იმ წლებს ვეღარასოდეს დავიბრუნებ. -არ დაქორწინდით,მის შემდეგ სხვა არ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში? ხომ შეგეძლოთ ახალი ცხოვრება დაგეწყოთ და სხვა შეგყვარებოდა. -როცა ერთისთვის გაივსო სიყვარულით გული,სხვისი ადგილი იმ გულში აღარ არის.მე მხოლოდ ყველა იმ ამაოდ დაკარგულ წამებს ვნანობ,რომლებიც მის გარეშე გავატარე. -მაგრამ ის ხომ ახლა სხვისია,თქვენი აღარ არის,სხვას ეკუთნის.გაუკვირდა ფატის და რატის შეხედა. -მერე რა,მე მისი ბედნიერებითაც ბედნიერი ვარ თუნდაც შორიდან ვუცქირო მას. -შესაძლებელია არც ის არის ბედნიერი.თქვა იამ ჩაფიქრებულმა და შემდეგ ყავა მოსვა. -ია მომიყევი შენზე,როგორ უძღვები მარტო თავშესაფარს მე მინდა მოგეხმარო და თავშესაფარი ერთად გავაძლიეროთ.პასუხი ახლა თუ გაგიჭირდება,დაფიქრდი და........... -გაგიკვირდება,მაგრამ თანახმა ვარ.რატი გაბედნიერდა და უნდოდა იასთვის ხელი მოეხვია,მაგრამ ჯერ ადრე იყო თავის გამომჟღავნება. -ძალიან კარგი,ძალიან გამახარე.რამდენი ბავშვია თავშესაფარში? -100 ბავშვია,ყველა დიდ-პატარა. -გპირდები,რომ არ ინანებ ამ წუთებს. ფანტასტიკური დილა გათენდა,თბილი მზე და ცა უღრუბლო.მოემზადა და კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში,მის ოდნავ ლამაზად გამობერილ მუცელს ხელი დაუსვა დიდი უსაზღვრო სიყვარულით და სახლიდან გავიდა.სულ ცოტა ხანში კი გახარებული მიდიოდა ქუჩაში,ყვავილები იყიდა და მეგობრის სანახავად წავიდა. -მოვედი მალიბუ მე აქ ვარ,იცი რატომ მოვედი? არ მითხრა რომ დაკავებული ხარ და ჩემთან ერთად ვერ წამოხვალ.გაგიკვირდა? ხომ გითხარი როცა სამსახურს ვიპოვი ერთად ავღნიშნოთთქო ან უბრალოდ სადმე მდინარის პირას გავისეირნოთ,ორივე ერთად ჩამოვჯდეთ დიდ ქვაზე და მოვუსმინოთ ჭირიჭინების ჭრიჭინს,წყლის ხმაურს,ქარის ბზუილს.წავიდეთ მალიბუ ორივემ ახლად აბიბინებულ ბალახზე გავწვეთ,ტელეფონები გავთიშოთ და ვერც ნიკა და ვერც ლაშა ვერ გვიპოვის.წავიდეთ დაო თუ გაწვიმდება,მე თანახმა ვარ შენთან ერთად წვიმაშიდაც ფეხშიშველმა ვიარო და შემდეგ ერთად დავითვალოთ ციარტყელას ულამაზესი ფერები.ცხოვრება რთულია მეგობარო,ერთდროულად ტკბილიც და მწარეც,ის კეთილიც არის და ბოროტიც.დიახ ბოროტი,რადგან მან მე შენი თავი წამართვა და ახლა ჩემგან ძალიან შორს ხარ.ნაბიჯების ხმა მოესმა და უკან მიიხედა,მის უკან კი ცრემლებით სავსე ქალბატონი იდგა. -იცნობდით მალიბუს? -ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო,მიჭირს დაჯერება რომ ის ჩემთან ერთად აღარ არის. -დიდი იმედი მაქვს მოიძებნება ის ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. -მეც დიდი იმედი მაქვს გამოძიება სიმართლეს დაადგენს. -დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე არის,ეს დღე ორივეს ერთად უნდა აღგვენიშნა,მაგრამ დღეს მარტო ვარ მალიბუს გარეშე.მაპატიეთ,უნდა წავიდე.ლანა ტირილით წავიდა და სახლში მისულს ლაშა იქ დახვდა,ელოდებოდა ლანას მაგრამ მის დაწითლებულ თვალებს რომ შეხედა,მიხვდა ლანა პირველად სადაც მივიდა,ხელი მოკიდა და მის გვერდით დაისვა. -საყვარელო,ვიცი რომ ჩემზე მეტად გიჭირს,ჩემზე მეტად განიცდი მაგრამ ცხოვრება გრძელდება. -ნოდარ სად ხარ,სად დადიხარ იცი რამდენი ხანია რაც გელოდები? დამშვიდდი და მითხარი რა მოხდა,რამ ან ვინ გაგაბრაზა ასე ძალიან. -იცი ვინ იყო აქ მოსული? -ვინ მოვიდა. -რატი დოგანაძე. -ვინ? -ბეზუხა,ეს მისი ზედმეტსახელია. -აქ რა უნდოდა,რატომ მოვიდა. -გაგასთან ვიყავიო,ისაუბრეს და იცი რა მითხრა? თითქოს გული ეტკინა გაგას მდივანი რომ მოკლეს და მისი სამძიმრის სათქმელად მოვიდა. -იქნებ მართლაც ასეა. -რომ ვუთხარი ის მისი მდივანი კი არა,გაგას ქალიშვილი არისთქო თვალები გაუფართოვდა,მეც ისე მოვიქეცი რომ თითქოს დავიჯერე მისი გაოცება. -რატომ გაგიკვირდა შენც,საიდან უნდა იცოდეს რატიმ სიმართლე. ნოდარ გამოფხიზლდი,რატიმ ისიც იცის რა ხდება ქალაქის ბოლოში. -შენ იცნობ მას,მე არ ვიცნობ და არც შემიძლია რამე ვთქვა. -რომ ვიცნობ მეც იმიტომ ვამბობ,განა მართლა თანადგომისათვის და სამძიმრის სათქმელად მოვიდა? დარწმუნებული ვარ გაგას და რატის შორის რაღაც არის მომხდარი წლების წინ. -რატომ იხედები უკან ასე შორს,რა უნდა მომხდარიყო მათ შორის რა სასწაული ხარ. -არ ვიცი,მაგრამ გავარკვევ. -ნუ ვარდები პანიკაში და დაწყნარდი. -ნოდარ უნდა გავიგო რატომ მოვიდა. -როგორ გაიგებ რატომ მოვიდა ან სხვა მიზეზი რა უნდა ჰქონდეს დოგანაძეს გაგასთან. -გავიგებ,რომ შემდეგში სიურპრიზი არ იყოს არც ჩემთვის და არც შენთვის. -რაც გინდა გააკეთე,ზოგჯერ საერთოდ არ მესმის შენი.გაბრაზებულმა შეხედა ნათიას და კაბინეტიდან დატოვა. -რა უყურადღებო ხარ,საერთოდ არ იცნობ ადამიანებს.ჩაილაპარაკა და თავადაც გაბრაზებულმა საერთოდ დატოვა კომპანია. -კომისარო,შეიძლება? -მოდი,მოდი ლაერტი ეს დღეები შენთვის ვეღარ მოვიცალე,როგორაა რუხვაძის საქმე. -სერიოზულად არის კომისარო,ჯერ ისევ რეამინაციაშია. -ჯანდაბა,ჯერ ისევ ბურუსშია ეს საქმე. -გააკეთე ყველაფერი რაც კი შეიძლება გაკეთდეს.მეორე საქმეზე რა ხდება,ცოლია ვაშაკიძის მკვლელი თუ საყვარელი. -აქ რთულადაა საქმე კომისარო,მკვლელია ის ვინც ძალიან კარგად იცის ქიმია რომ საწამლავი შეექმნა. -რომელია ქიმიკოსი. -ცოლია კომისარო. -წადი,მარიამი წაიყვანე და დაკითხე ანდრეა ვაშაკიძის ცოლი.ლაერტი ადგა და მარიამი მოძებნა,ისინი ერთად წავიდნენ კლინიკაში და მათ ღიმილით შეეგებათ თეთრხალათიანი ლამაზი ქალბატონი. -გელოდებოდით პოლიციელო. -ჰოდა ჩვენც აქ ვართ,გისმენთ ქალბატონო ლალი. -იმ ღამით მორიგე ვიყავი,დილით მოვედი რომ ჩვენს განქორწინებაზე დაგველაპარაკა,მაგრამ ის უკვე უგრძნობ მდგომარეობაში დამხვდა და პოლიციას დავურეკე. -თქვენი მეუღლე სად გაიცანით და როგორ. -ხუთი წლის წინ გავიცანით ერთმანეთი და ერთ თვეში დავქორწინდით.კლინიკაში გავიცანით ერთმანეთი და კლინიკაში დავშორდით ერთმანეთს. -გასაგებია,ის ხომ დაქორწინებული იყო. -დაქორწინებული იყო,მაგრამ ისინი გაყრის პროცესში იყო და ერთად აღარ ცხოვრობდნენ,მათ არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. -ქალბატონო ლალი თქვენი მეუღლე არის მოწამლული,ძალიან იშვიათი საწამლავით. -თქვენ გგონიათ რადგან მე ქიმიკოსი ვარ,ეს მე გავაკეთე? -ეს თქვენ თავად თქვით,ჩვენ არ გადანაშაულებთ. -მომისმინეთ,ჩემი მეუღლე მე მძულდა,მართლა მძულდა,მაგრამ არც ისეთი ცივსისხლიანი ვარ მე ის მომეკლა. -მადლობა რომ დრო დაგვითმეთ.უთხრა ლაერტიმ და მარიამს თვალით ანიშნა წასვლის დრო არისო,,გარეთ გამოსულმა კი შეხედა და უთხრა. -მისი ყოფილი ცოლი უნდა ვნახოთ და დავკითხოთ. -მეც ეს მინდოდა მეთქვა უფროსო. -ვიცით სად უნდა ვნახოთ? -ვიცი,მუსიკის მასწავლებელია მაქვს მისამართი სადაც ასწავლის,წავედით? -წავიდეთ.მარიამმა მისამართი უთხრა ლაერტის და წავიდნენ,კითხვა-კითხვით მიაგნეს ვისაც ეძებდნენ და ორივე სახტად დარჩა,როცა მათ წინ ძალიან მოწესრიგებული და ულამაზესი ქალბატონი წარსდგა. -მობრძანდით,მითხრეს რომ მე მელოდებით,ალბად პოლიციიდან ხართ. -დიახ,რამდენიმე კითხვაზე გვჭირდება პასუხი თუ არ შეგაწუხებთ. -ვიცი,რა თქმა უნდა კითხვები ბევრი დაგროვდა,გისმენთ. -რა იყო ქალბატონო ნანა თქვენი ოჯახის დანგრევის მიზეზი. -რა არა ბატონო პოლიციელო ვინ,ვინ იყო ის ქალი,ვინც ჩვენს შორის ჩადგა და ჩვენს შორის ბზარი გააჩინა,შემდეგ კი სულ ერთ თვეში ნამსხვრევებად იქცა ჩვენი ურთიერთობა. -სანამ ბზარი გაჩნდებოდა, როგორი იყო თქვენი ურთიერთობა. -ძალიან თბილი,ძალიან მოსიყვარე და ყურადღებიანი მამა და მეუღლე იყო ანდრეა და ასე ვიყავით 17 წელი,ჩვენი ყველას შურდა და ბზარიც 17 წლის შემდეგ გაჩნდა.სამი წელი ვიბრძოლე ჩემი ოჯახი შემენარჩუნებინა,მაგრამ ვეღარ შევძელი,ჩვენს შორის სხვა ჩადგა და მეც ძალა გამომეცალა ბრძოლით,დავნებდი. -თქვენი აზრით ვის შეეძლო მოეკლა ბატონი ანდრეა. -ეს მან გააკეთა,ანდრეა მან მოკლა რომ მისი ქონების მართვა შეძლებოდა. -ვინ,ვისზე ამბობთ. -მის ცოლზე,ანდრეა მან მოკლა. -რატომ ხართ დარწმუნებული თქვენს სიტყვებში. -ბოლო რამდენიმე თვეა მე და ანდრეა ვხვდებოდით ერთმანეთს,მაპატიეთ ის ჩემი პირველი მამაკაცი და ჩემი შვილის მამაა და ვერ შევძელი მისი გადაყვარება. -გასაგებია,არ გამტყუნებთ. -ყოველ შეხვედრაზე ის მის შეცდომაზე მესაუბრებოდა,მის ტკივილზე ტიროდა და ძალიან ნანობდა მის შეცდომას. -გთხოვდათ უკან დაბრუნებას? -არა,მან იცოდა ჩემი ხასიათი და რომ ეთხოვა იცოდა მე აღარ დაუბრუნდებოდი.ის უბრალოდ ჩემთან საუბრით შვებას გრძნობდა,მეტი არაფერი ხდებოდა ზედმეტი ჩვენს შორის,მხოლოდ ვსაუბრობდით და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა.ერთ დღესაც შევხვდით და მითხრა ,,შენ ხომ ძალიან გიყვარდა ჩვენი დაჩა,ამ საბუთებს მხოლოს შენი ხელმოწერა უნდა და ის შენი იქნება''. -დათანხმდით? -არა,შენგან არაფერი მინდა და არც ვითხოვ არაფერს. ეს იყო ჩემი პასუხი -ნანა დაჯინებით მთხოვს ლალი მას მივცე ის დაჩა,მაგრამ მე მინდა შენ გქონდეს რადგან ქორწინების პირველი პერიოდი იქ ვცხოვრობდით,ჩვენმა გოგონამაც ფეხი იქ აიდგა და ჩვენი ბედნიერი წლები იქ გავატარეთ,ვიცი რომ ჩვენს ამ ბედნიერ მოგონებებს შენ სათუთად ინახავ,მინდა ის დაჩაც შენი იყოს. -მოაწერეთ ხელი? -არა,ჯერ კიდევ ჩანთით ვატარებ იმ საბუთებს,აქ მაქვს მისგან ხელმოწერილიც და ბეჭედ-დასმულიც.ნანამ ჩანთიდან ამოიღო მნიშვნელოვანი საბუთი და ლაერტის გადასცა,ლაერტიმ თვალი გადაავლო და მარიამს გაუწოდა. -თქვენ ღირსეულად მოიქეცით,ეს ქაღალდი ძალიან ბევრს ნიშნავს. -ბატონო პოლიციელო,ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე ის უნდა დაისაჯოს. -რა თქმა უნდა დამნაშავე დაისჯება,თქვენი შვილები? -ჩვენ ერთი გოგონა გვყავს,ჩემი ელენე ის ამერიკაშია,მამამ გაამგზავრა სასწავლებლად,ისიც ქიმიკოსია მამის კვალს გაყვა.გუშინ გაიგო მამის გარდაცვალება და ამ დღეებში ველოდები,ის ბრუნდება და კლინიკასაც ის ჩაუდგება სათავეში. -ქალბატონო ნანა იცით რამე ისეთი რაც თქვენში ეჭვს იწვევდა? -არ მინდა ვინმეს ხელი დავადო,მაგრამ ეჭვი მართლა მაქვს. -ვინ არის ის ადამიანი. -ალბად გაგეცინებათ,მაგრამ ის ქალბატონი ლალის ყოფილი მეუღლეა. -ყოფილი მეუღლე? -დიახ,გაგიკვირდათ ხომ? ისინი არც არასდროს დაშორებულან ერთმანეთს,ეს მათი თამაში იყო,უბრალოდ თამაში გაიწელა და ანდრეასთან ლალის ყოფნა 5 წელი გაგრძელდა. -როგორ თამაში,ვერაფერი გავიგე.გინდათ თქვათ,რომ ეს მათი წინასწარ შედგენილი გეგმა იყო,რომ ანდრეა ვაშაკიძის ქონება ხელში ჩაეგდოთ და მდიდრები გამხდარიყვნენ? ნანამ ლაერტის შეხედა და უთხრა. -აი ახლა მსჯელობთ სწორად პოლიციელო. -საინტერესოა ამ საქმის განხილვა,ჩვენი დრო ამოიწურა ჩვენ ისევ გეახლებით. -მე მხოლოდ სიმართლის დადგენას ვითხოვ და მეტს არაფერს. -სიმართლე დადგინდება,აუცილებლად.შეიძლება ეს საბუთი თან წავიღო,რომ გამოძიებას დავურთოთ? -რა თქმა უნდა,წაიღეთ.ლაერტი და მარიამი ქალბატონ ნანას დაემშვიდობა და დაფიქრებულები დასხდნენ მანქანაში. -უფროსო,როგორ უნდა ვიპოვოთ ლალის ყოფილი მეუღლე? -ვიპოვით.ორივე განყოფილებაში დაბრუნდა და ლაერტიმ კომისარს ყველაფერი აცნობა. -საინტერესოა,ვიცით ვინ არის ქალბატონი ლალის მეუღლე და რას საქმიანობს? -ჯერ არა,მაგრამ გავიგებთ. -კარგი,გაიგეთ და დაკითხეთ.ლაერტი ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. -მივიყვანთ ბოლომდე კომისარო,იმედი გქონდეთ.სულ რამდენიმე წუთში იცოდა ლაერტიმ და მარამმა ვის ეძებდნენ და სად უნდა მოეძებნათ. -ვიპოვეთ მარიამ. -ვინ არის? -ვიღაც მერაბი ლეკვიაშვილი გაკოტრებული ბიზნესმენი,მაგრამ აქ მიჩვენებს,სულ რაღაც თვეების წინ ისევ აიდგა ფეხი და თავისი გაკოტრებული ბიზნესი ვალებიდან დაიხსნა. -საიდან და როგორ? -სწორედ ეს არის გასარკვევი,მზად ხარ წავიდეთ და ვინახულოთ? -წავიდეთ,მე მზად ვარ.ისევ ერთად გავიდნენ და ადვილად მიაგნეს ის სამედიცინო ცენტრი,სადაც მერაბ ლეკვიაშვილი მთავარი გამგე და მმართველი იყო. -ბატონო მერაბ თქვენ გკითხულობენ. -ვინ არის? იკითხა მერაბიმ მედიდურად და მის კაბინეტში შესულმა ლაერტიმ მისი პირადობა აჩვენა,მაგრამ რატომღაც მერაბი დაიბნა და ფერიც კი დაეკარგა. -გაქვთ თუ არა ურთიერთობა თქვენს ყოფილ მეუღლესთან. -როგორც თქვით ის ჩემი ყოფილია და ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს უკვე წლებია. -ჩვენ კი სულ სხვა ინფორმაცია გვაქვს ბატონო მერაბი. -ეს ტყუილია,ვიღაც ცილს გვდებს. -ეს თქვენი პირადი საქმეა,რომელიც ჩვენ საერთოდ არ გვეხება,მაგრამ საინტერესოა გაკოტრებული ბიზნესი როგორ დაიბრუნეთ და ააღორძინეთ.სულ რაღაც 3 თვის წინ დაიბრუნეთ უკან თქვენი კლინიკა. -ერთგული მეგობრები მყავს და მომეხმარნენ. -მეც მინდა მყავდეს ასეთი მეგობრები.თქვა მარიამმა და ლაერტის შეხედა,რომელმაც ჩაიღიმა.ლაერტიმ აღარ მოისურვა კითხვების დასმა,რადგან მერაბის აშკარად ეტყობოდა რომ ტყუოდა და თან შიშისაგან ცახცახებდა.კლინიკიდან გამოსული არ იყვნენ რომ მერაბიმ ტელეფონზე გადარეკა,ლაერტის უნდოდა შებრუნებულიყო,მაგრამ კომისარმა დაურეკა. -გისმენთ კომისარო. -ახლავეს განყოფილებაში დაბრუნდით.ლაერტიმ მარიამს შეხედა და ორივე განყოფილებაში დაბრუნდა,იქ მისულებს კი კომისარმა სიურპრიზი დაახვედრა. -რა მოხდა კომისარო. -ქალბატონი ლალის თითის ანაბეჭდებია ყველგან,ეს რას ნიშნავს? ქმარი მან მოწამლა, შემდეგ მიატოვა და წავიდა. -ისევ უნდა დავკითხოთ. -აუცილებლად,მაგრამ აქ უნდა მოიყვანოთ,მის დაკითხვას მეც დავესწრები.ლაერტი რამდენიმე მუშაკთან ერთად წავიდა და ქალბატონი განყოფილებაში მიიყვანა. -თქვენ არასწორად იქცევით,შემიძლია გიჩივლოთ. -ჯერ ჩვენს კითხვებს უნდა უპასუხო და შემდეგ უფლება გაქვთ გვიჩივლო.უთხრა ლაშამ და კომისარის კაბინეტში შეიყვანა დაკავებული. -კომისარო რა ხდება,არ დაგაკმაყოფილათ სამსახურში ყველას თვალწინ რომ დამამცირეთ და ახლა ისიც გაბედეთ აქ მომიყვანეთ? -ჩვენ ჩვენს საქმეს ვასრულებთ,სიმართლის დადგენას ვდილობთ იმ სიმართლის რომელიც მხოლოდ თქვენ იცით. -რა სიმართლე ვიცი,მე არაფერი ვიცი რაც ვიცოდი გიპასუხეთ. -თქვენს წინააღმდეგ ძალიან ბევრი სამხილია ქალბატონო ლალი. -როგორც? -როგორც,გუშინ ჯერ კიდევ არავინ არ იცოდა თქვენი მეუღლის გარდაცვალების შესახებ,რომ თქვენ შეეცადეთ თქვენს სახელზე გადაიფორმოთ მისი უძრავი ქონებიდან ერთ-ერთი სახლი,რომელიც უკვე გაცემულია ბატონი ანდრეას ყოფილ მეუღლეზე. -ვისზეეეეეე? თავი ვერ შეკავა ლალიმ და ხმა ვერ გააკონტროლა,ფეხზე წამოხტა და მთელი ხმით იყვირა. -ეს სახლი თქვენმა მეუღლეს სიკვდილამდე 6 თვით ადრე გაუფორმა ქალბატონ ნანას. -შეუძლებელია,ეს შეცდომაა. -არანაირი შეცდომა არ არის,ჩვენ ეს გადავამოწმეთ.ასევე ვიპოვეთ წერილი ბატონ ანდრეას მაგიდაზე,რომ ის თქვენ გემშვიდობებოდათ. -წერილი? ანდრეამ წერილი დაწერა და დამემშვიდობა? ყალბი ცრემლი მოერია ლალის. -დიახ,ჩვენ ვიპოვეთ წერილი,მაგრამ ის წერილი არ დაუწერია ანდრეას. -არა? აბა ვინ დაწერა წერილი,იქ ვინ შევიდოდა. -სწორედ ესაა გასარკვევი,ვინ შევიდა მის კაბინეტში თუ არა თქვენ.თქვენ შეგეძლოთ დაუკითხავად იქ შესვლა,წერილიც თქვენ დაწერეთ,რადგან ექსპერტიზამ დაამტკიცა ეს თქვენი ხელწერა. -თქვენ კარგად ხართ? არ ვიცი ვინ გააკეთა ეს,მაგრამ ახლა ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ. -თქვენ დღეს თქვენი მეუღლის ანგარიშიდან ძალიან დიდი თანხა მოხსენით. -დიახ,დასაფლავებას ხარჯები აქვს და მეც თანხა ამიტომ მოვხსენი. -კომისარო შეიძლება? -შემოდი თეონა რა გვაქვს ახალი შვილო. -ეს იმ ჭიქის ანალიზია კომისარო,რომელიც გარდაცვლილის მაგიდიდან ავიღეთ.ბატონმა ანდრეამ წყალი ამ ჭიქიდან დალია,კომისარო ის მოწამლეს,წყალი მოწამლული იყო. -შეუძლებელია.თქვა ლალიმ და კომისარს შეხედა. -ყველაფერი შესაძლებელია ქალბატონო ლალი რადგან ჭიქაზე თქვენი თითის ანაბეჭდია. -და რას ცდილობთ მითხრათ. -სულ მალე გეტყვით,დღეს თავისუფალი ხართ.ლალიმ განყოფილება დატოვა,ლაერტიმ ჯგუფი შეკრიბა და ლალის ბინასთან წაიყვანა,შეუმჩნევლად იდგა პოლიცია სიბნელეში,თითქმის შუა ღამე გადავიდა და ლალის სახლთან მათთვის ნაცნობი პიროვნება მივიდა,ლალიმ რაღაც წამალი მისცა მერაბის და მალე გამოისტუმრა თავად კი ჩანთების ჩალაგება დაიწყო,მერაბი გზაში წაიქცა და კანკალი დაიწყო,პოლიციამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა უგრძნობ მდგომარეობაში,მაგრამ ის ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს. -კომისარო ლეკვიაშვილი გარდაიცვალა. -დააკავეთ ის ქალი ახლავეს,არ გაგექცეთ.პოლიციამ სწორედ ბინის კართან მიუსწრო ლალის და განყოფილებაში გადაიყვანეს. -მეუღლე და ყოფილი მეუღლე,რა დაგიშავა ამ ხალხმა ქალბატონო ლალი. -არ მინდოდა მერაბის მოკვლა,ის უნდა შეწუხებულიყო და მე სახლიდან გასვლას შევძლებდი.მაპატიეთ,გთხოვთ მაპატიეთ არ მინდოდა მისი მოკვლა. -სასამართლომ გაპატიოს,ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ.დანაშაული დაუსჯელი არასოდეს რჩება,ამიტომ უნდა დაისაჯოთ.უთხრა ლალის კომისარმა და რკინის გისოსებს მიღმა დატოვა ატირებული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.