შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლექსეით დავთვერი


23-03-2017, 11:06
ავტორი მაშო მაშო
ნანახია 1 232

ფიქრებში დამჩემდი ნისლიან სისხამზე,
სიზმრებშიც გეძებე ღრუბელთა თაღებში,
ტუჩის კუთხეში გაკრთა სინანული,
მომწყინდა წარსულის ტკივილზე თარეში.
მაგრამ ვერ ვერევი ფიქრთა ქარტეხილებს,
ტკივილის ფერი გახდა ღამეც შავნაბადა,
გულთან ისევ სახლობს იმედი გადარჩენის,
გულთან ისევ შენზე ფიქრი დაბანაკდა..
შუბლის დასასრულთან შენი დავიწყების
მცდელობების ნიშნად ჭაღარამ გამიღიმა,
ნაოჭიც დავითვალე, სულ რაღაც სამი ცალი,
სამი წლის სამ ჯილდოს ვუღიმი სარკიდან....
ამ უცნაური დღის დასაწყისს მოდი დავთვრები,
ვისკს ვეცეკვები ნაბიჯარეულ, ჩემებურ ტანგოს,
დავთვრები, მინდა უშენობა ვიგლოვო მარტში,
აპრილს დავხვდე და არ გაგიხსენებ მერე არასდროს,
ჯანდაბას მერე ჩემი წილი იასამანი,
მარტი წაიღებს შენს სახებას ჩემი მზერიდან
დაველოდები გადაფურჩქვნას ატმის კვირტების,
ატმის ყვავილებს შევიყვარებ უკვე დღეიდან!!!!!!!!!!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent