მთაწმინდის მთვარე {9}
მწველმა მზერამ დაუფრთხო ძილი სამუშიას. ნელა გაახილა თვალები და საწოლის მოპირდაპირედ მდგომ ქმარს წააწყდა. ცისფერი პერანგის ღილებს იკრავდა და მომღიმარი შესცქეროდა ‘მძინარე’ მარიამს. -დილამშვიდობისა. - როგორც კი მისი ყავისფერები დაინახა სწრაფად მიუახლოვდა და ტუჩებზე აკოცა. -როგორ გიხდება ეს პერანგი… შენი თვალების ფერია. - გაუაზრებლად ჩაიბურტყუნა და ხელები კისერზე მოხვია. -მართლა? - ლოყაზე მიაწება ტუჩები, შემდეგ ყბის ძვალზე, იქიდან კი ყელზე გადავიდა. -ჰო. - თორნიკეს კოცნებით გაბრუებულმა თვალები მინაბა, ცოტაც და კრუტუნს დაიწყებდა ისე სიამოვნებდა მისი შეხება. - რომელი საათია… სად მიდიხარ. - როგორც კი სიცარიელე იგრძნო მაშინვე მოეგო გონს, საჩვენებელ თითზე ჩაეჭიდა და თავისკენ მოქაჩა. -შეხვედრა მაქვს, გუშინ რაზე გამებუტე არ გახსოვს? - თავი რომ აღარ დაანება მარიამმა საწოლზე ჩამოჯდა, იდაყვით დაეყრდნო ბალიშს და დაბღვერილს სახეზე მიეფერა. -არ წახვიდე. -უკვე ბავშვივით იქცევი მარიამ… - თვალები უბრწყინავდა მისი ყურებისას. გრძნობდა როგორ ედებოდა სხეულში სითბო და სიყვარული, რომელიც ენერგიით ავსებდა. -შენი ბრალია ეგ. -რა? - ცერი ტუჩებზე გადაატარა, მარიამმა რომ აკოცა გაეცინა, შემდეგ კისერზე მოხვია ხელი და არაფრის თქმა არ დააცადა ისე დაუკოცნა ტუჩები. -ინსტიქტურად ვიქცევი ეგრე, ძალით არ მინდა… მაბრმავებ შენი სიყვარულით და მეც უაზროდ ვმოქმედებ. - თორნიკესკენ მიიწია, მის ყელში ჩარგო სახე და ქმრის სურნელი ღრმად შეისუნთქა. - ნუ იცინი! სერიოზულად თოკა, შენთან რომ ვარ თავი პატარა გოგო მგონია! რომ მიახლოვდები ვშეშდები, ველოდები როდის გადამისმევ თავზე ხელს და როდის მაკოცებ. - ყელში მიაწება ტუჩები, თორნიკე კი უარესად ახარხარდა. - ღმერთო რეებს მალაპარაკებს! - იგრძნო როგორ აუწითლდა სახე, ნიკაპზე აკოცა, შემდეგ ტუჩებზე გადაინაცვლა. -ადექი, ჩაიცვი და გაგიყვან უნივერსიტეტში. - ქალის ალერსით გაბრუებულს საწოლიდან ადგომა აღარ უნდოდა. პირველად იყო მარიამი ასეთი, წამით არ შორდებოდა და თორნიკესაც სურვილს უღრმავებდა. -თოკაა… -რა უნდა ჩემს ქალბატონს? - უცებ დააწვინა ზურგზე, ზევიდან მოქცეულმა პენუარის ბოლოები მკერდამდე აუწია, შიშველ სხეულზე აატარა ხელის გული, საცვლის შიგნიდან უკანალზე მოუჭირა და ტუჩზე ჩავლებულ კბილებზე გაეცინა. მერე წვრილი თითების შეხება იგრძნო მუცელზე, სხეული დაეჭიმა და სანამ თავშეკავებულობა ისევ გააჩნდა პერანგის შიგნით შემძვრალი თითები სწრაფად მოიშორა. -თოკა კარგი რა… -რა გინდა გოგო? - იცინოდა, თან ყელს უკოცნიდა. - შენ გეშინოდა შენზე არ მეძალადა და აქეთ ძალადობ ჩემზე უკვე მარიამ! -საშინელი კაცი ხარ! ძალით აკეთებ ხო? რომ გამაგიჟო და შენი სურვილით შევიშალო. -ხედავ უკვე როგორ ავჭიკჭიკდით? - ცხვირის წვერზე აკოცა, შემდეგ მთლიანად მოშორდა, ფეხზე წამოდგა და პერანგი გაისწორა. - ხანდახან სწორად ხვდები რაღაცებს. - თვალი ჩაუკრა, მერე კი კარადასთან მისულმა ტანსაცმელი გადმოულაგა მარიამს. - მიდი მალე, მოწესრიგდი, მე ყავას გაგიკეთებ. -არ დაგაგვიანდება? -არა. -რომელი საათია? -ცხრის ნახევარი. -ჯანდაბა მე დამაგვიანდება! - უცებ წამოფრინდა ფეხზე, არც კი გაუპროტესტებია თორნიკეს გამოღებული ტანსაცმელი, სწრაფად ჩაიცვა და აბაზანაში შევარდა. - ათის ნახევარზე მაქვს ლექცია! -მოასწრებ ნუ ნერვიულობ. - დახურულ კარს იქით მყოფს მიაძახა და სამზარეულოში შევიდა. სანამ მარიამი მოწესრიგდა ყავაც გათბა, სწრაფად გამოცალა ფინჯნიდან თორნიკეს მომზადებული გემრიელი ყავა და ლომიძესთან ერთად გაიხურა ბინის კარი. -ჯანდაბა ვერ მოვასწრებ და მომკლავს ის დეგენერატი კაცი! -მარიამ! - უცებ ჩაავლო მხრებში ხელები და თავისკე შეატრიალა. - დამღალე უკვე პატარავ, ნახევარი საათია ბურტყუნით დადიხარ. ღრმად ჩაისუნთე, ამოისუნთქე და დამშვიდდი. თუ ეგ არ გშველის მითხარი. - ტუჩებზე აკოცა მაზად, იგრძნო როგორ მოუდუნდა სხეული ქალს და მალე მოშორდა. - წავედით? -ჰო. - ლოყებ შეფარკლულმა თავი დახარა და მანქანამდე ჩუმად გაჰყვა ქმარს. როგორც შეძლო ისე სწრაფად მიიყვანა, ნახევრამდე მიასწრო და მარიამმაც ინსტიქტირად სწრაფად აკოცა ტუჩებზე, მერე კი მანქანიდან გადახტა. მთელი დღე არ შეხმიანებია მარიამს, უკვე ენატრებოდა მისი ქოთქოთიც კი, მაგრამ მის ზარს ელოდა. უკვე ვეღარაფერზე ფიქრობდა, ხშირად ამოწმებდა ტელეფონს, შემდეგ ეკრანზე მარიამის სახეც გამოისახა და სახე გაბრწყინებულმა ლამის მაშინვე უპასუხა. ხუთი წამის შემდეგ გადაუსვა სენსორს ხელი ჩაახველა და ტელეფონი ყურზე მიიდო. -როგორ ხარ პატარა? -არ დამიჯერებ რომ გითხრა. - მარიამის ჩაცინება გაიგო და თვითონაც გაეღიმა. -მითხარი აბა. - გაუაზრებლად იკბინა ტუჩზე და სავარძელში ნახევრად ჩაწვა. -მომენატრე. -მართალი ხარ, არ მჯერა. - ბედნიერებით ავსებულმა ყურებამდე გაიღიმა. იცოდა ახლა როგორი სახეც ექნებოდა მიღებული და ცოტაღა აკლდა არ ახარხარებულიყო. საკუთარ თავს უფრო დასცინოდა მარიამთან თავს რომ ვერ აკონტროლებდა. -საერთოდ მსგავს პასუხს არ სცემენ საყვარელ ქალს. -ხოო? და როგორ პასუხს სცემენ? -არაფერს არ პასუხიბენ, თიშავენ ტელეფონს და ქალთან მიდიან. -როგორ გამიბლატავდი პატარავ. -ლექციებს მოვრჩი და გოგოები ელენესთან ავდივართ. -მარტო გოგოები? -კი. -წამოსვლას რომ დააპირებ დამირეკე და წამოგიყვან. -ჩემით მოვალ… -მარიამ! -რაა? დამაცადე ფრენა და ნუ შემავიწროვებ. -რითი პატარა? სახლში მე რომ წამოგიყვანო მაგით? -დიდი ხანია მეტროთი არ გიმგზავრია? -ძალიან დიდი. -ხოდა წავიდეთ ამ დღეებში ერთად… წავედი და მე თვითონ მოვალ სახლში. -არ დაიგვიანო. -შეგჭამ. - კისკისით უთხრა და მაშინვე გაუთიშა. გაოცებული დაჰყურებდა ტელეფონს, მერე თვითონაც გაეცინა, სახეზე ჩამოისვა ხელი სახის დასალაგებლად და კაბინეტიდან გავიდა. ღამის ათი საათიც მოსულიყო, მისაღებში ტელევიზორის წინ იჯდა და ფეხს ნერვიულად ათამაშებდა. ინსტაგრამზე ხშირად ამოწმებდა გოგოების ‘სთორებს’, უყურებდა როგორ ერთობოდა მარიამი და მონატრებას უფრო მეტად გრძნობდა. უნდოდა წასულიყო და სახლში წამოეყვანა, მაგრამ თავს ეგოისტობის უფლებას არ აძლებდა. არ ჩაუშლიდა გართობას და სახლშიც არ გამოკეტავდა მაშინ როცა თავის მეგობრები თავზე იმხობდნენ ელენეს ბინას. ბოლო სთორის დადების შემდეგ ორი საათი იყო გასული, ორი საათის განმავლობაში კი ათჯერ შეამოწმა ინსტაგრამი. ერთ-ორ უცხო ბიჭსაც მოჰკრა თვალი, მაგრამ ცუდი ფიქრები სხვა სურათებმა გაუფანტა, რომლებში სამივეს თავის გოგოები ეხვეოდნენ. ნერვიულობდა, უნდოდა დაერეკა, მაგრამ მარიამის უხერხულ სიტუაციაში ჩაყენებაც არ სურდა. ბოლოს რომ ვეღარაფერი მოიფიქრა შეტყობინება გაუგზავნა. “რას შვრები პატარა?” როგორც კი გააგზვნა კიდევ ერთხელ გადაიკითხა და გონებაში ისევ თავის თავს დასცინა. უკვე ათი წუთი იყო გასული, მარიამის პასუხი კი ისევ არ ჩანდა, უკვე ნერვებზე იჯდა, ცოტაღა აკლდა არ წამოფრენილიყო და ელენესთან არ წასულიყო. შემდეგ ლიკას სთორი ნახა, დაინახა მოცეკვავე მარიამს როგორ ეცეკვებოდა ზურა ნადირაძე და ტვინში სისხლმა აასხა. სუნთქვა შეეკრა და გულში თითქოს რაღაც ჩასწყდა. ყბებ დაჭიმული უკვე მესამედ უყურებდა იგივე ვიდეოს. “ვერთობი! მალე მოვალ არ დაიძინო.” მარიამის შეტყობინება სწრაფად გახსნა და უარესად მოეშალა ნერვები. “ახლავე წამოდი, ან მოვალ და წამოგიყვან.” სწრაფად დაუბრუნა პასუხი, ტელეფონი იქვე მიაგდო, პერანგის ღილები შეიხსნა და მაგიდაზე მოთავსებული ვისკის ჭიქას ხელი დაავლო. შეტყობინებები მოდიოდა, ტელეფონის ეკრანი არ ქვრებოდა, მაგრამ თორნიკე ჯიუტად არ ნახულობდა. ბოლოს შეწყვიტა წერა მარიამმა და ლომიძეც მიხვდა რომ ცოლი სახლში ბრუნდებოდა. არც შემცდარა, ათ წუთში ბინის კარი გაიღო, ორ წუთში კი ფეხშიშველი მარიამიც გამოჩნდა, ყურებამდე იღიმოდა და წარბშეკრული ქმრისკენ მიიწევდა. -ასე სწრაფად როგორ მოხვედი? - მთლიანად შეათვალიერა ბარბაცით მოსიარულე ქალი, თვალები სულ არეოდა და უმიზეზოდ იღიმოდა. -მანქანით მომიყვანეს. - შეეცადა თორნიკეს არ შეემჩნია რვა ჭიქა არაყი, მაგრამ ლომიძეს რას გამოაპრებდა. -ვინ მოგიყვანა? - ისე საყვარლად უყურებდა მარიამი გაბრაზებაც კი ავიწყდებოდა, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა არ გასცინებოდა მის ქცევებზე. -ელენეს შეყვარებულმა. - მძიმედ ჩაეშვა სავარძეში, შემდეგ თორნიკესკენ გადაიხარა და ყელში აკოცა. მარიამმაც წარბები შეკრა ლომიძე რომ მოშორდა. - რა გჭირს? -იცი ყველაზე მეტად რას ვერ ვიტან მარიამ? -რას? - ფეხზე წამომდგარს ქვევიდან ახედა. გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, თითქოს ძალიან მშვიდად იყო, მაგრამ გრძნობდა სამუშია ქმრის შიგნით დატრიალებულ ალიაქოთს. მაშინვე მიხვდა ყველაფერს, მიხვდა რომ ბიჭების იქ ყოფნის შესახებ გაიგო და სხეული დაეძაბა. -ტყუილს… ყველაზე მეტად ტყუილს ვერ ვიტან, მითუმეტეს როცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი ადამიანი მატყუებს… ყველაზე მეტად მისგან მწყინს და ნდობას ვკარგავ. - მშვიდად ჩაილაპარაკა, შემდეგ ჭიქაში ვისკი ჩამოასხა, შუშის მაგიდაზე ჩამოჯდა და აფორიაქებულ მარიამს თვალი გაუსწორა. -თოკაა… მე მართლა არ ვიცოდი… მერე მოვიდნენ ისინი. -კარგია რომ ხვდები მაინც და თავს არ იშტერებ. - მარიამისკენ გადაიხარა, ყბებზე მოკიდა თითები და თავისკენ მიაწევინა სახე, ისიც ამღვეული თვალებით შესცქეროდა ცისფერებში და ვეღარაფერს ამბობდა. - მეორედ რომ დავინახო ის სი.ი შენთან ახლოს, თავს წავაცლი! - ბრაზისგან ყბებ დაჭიმული თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. - კიდევ ერთხელ შეგეხება და ხელებს დავამტვრევ გაიგე?! მოვა? მოშორდი, გაეცალე და საერთოდ მაგასთან ერთად ერთ ჭერქვეს ხუთ წუთზე მეტი არ გაჩერდე! -ზედმეტი მოგდის! - სწრაფად მოაშორებინა ხელი წამებში გამოფხიზლებულმა მარიამმა, ფეხზე წამოდგა და ზევიდან დახედა ლომიძეს. - ეგ უკვე ზედმეტია… ამაზე არც კი შემეკამათო! - წასასვლელად შეტრიალდა, მაგრამ თორნიკემ მკლავში წაავლო ხელი და ისევ სავარძელზე დააბრუნა. -დაჯექი არ რომ გელაპარაკები! -რა გინდა რა? არანაირი ურთიერთობა არ მაქვს ზურასთან, არ ვკონტაკტობ იმის გამო რომ სცენები არ მოაწყო… -დავინახე როგორც არ კონტაქტობდი! -ცეკვა მთხოვა და ვეცეკვე! -ნუ ყვირიხარ გოგო! - თვალებ ანთებულმა დივანზე დააწვინა, თვითონ კი ზევიდან მოექცა და მთელი ტანით დააწვა. - შენ ჩემი ცოლი ხარ! ჩემი ხარ და არ გაქვს უფლება ისე მოიქცე როგორც დღეს მოიქეცი! ჩემი ფეხებზე დაკიდებაა ეგ გესმის?! შენს გამოქლიავებულ ყოფილს ეცეკვები ყველას წინაშე, უაზროდ დაატარებს შენს სხეულზე ხელებს და ეს მაგიჟებს! რომ მახსენდება მინდა წავიდე და სახე ავაცალო იმ ნაბი.ჭვარს! ის იქ ათას გარყვნილობას ფიქრობდა შენზე, მე კიდე სი.ივით ვიჯექი სახლში და არაფრის აზრზე არ ვიყავი! -შეწყვიტე! ნუ მაიძულებ ისეთი რაღაცეები გითხრა რაც ორივეს გვატკენს. -რა უნდა მითხრა? ის რომ ფიქტიური ცოლი ხარ? ეგ გაძლევს იმის საბაბს რომ შენს ნებაზე ‘გაერთო’? -მომშორდი! - ცრემლები გადმოსცვივდა და მისი ცრემლების დანახვაზე ლომიძეც მოლბა. -მარიამ… - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, შემდეგ თვალებში ჩახედა და საუბარი განაგრძნო. - შეიძლება ზედმეტიც მომდის, მაგრამ… მეორედ ზურასთან აღარ ფაგინახო… არ მსიამოვნებ და მორჩა, დამთავრდა აქ ყველაფერი. ისეთს არაფერს გეუბნები რომ ვერ გაიგო. არაფერს გიკრძალავ, ხომ იცი არ მევასება მსგავსი რაღაცები… მაგრამ ეს სხვა რამეა, ვერასდროს ვეგუებოდი და ვერც ახლა შევეგუები იმ ტიპის შენთან ახლოს ყოფნას. საბოლოოდ შეიგნე რომ ქმარი გყავს და შენი ქცევები შენი ქმრის სახელზეც იმოქმედებს. გაიგე?! - ბოლოს ხმა დაარბილა და ნაზად აკოცა ტუჩებზე. -მართლა უბრალოდ ვცეკვავდით, თავიდან უკან ამომიდგა ისე რომ არც ვიცოდი, გეფიცები. წესიერად არც გვისაუბრია. -ამის მერე არც ეცეკვები… ახლა მაკოცე რომ დამავიწყდეს როგორ გეხებოდა ის დედამოტ.ნული თორემ წავალ და ისე ვცემ დიდი ხანი ვეღარ გნახავს. -დეგენერატი ხარ. - ბურტყუნით მოხვია კისერზე მკლავები და თავისი ინიციატივით დაეწაფა კაცის ბაგეებს. - ხომ მაპატიე? -ამჯერად კი. -მართლა მომენატრე. - გვერდზე მიწოლილს სახეზე მოეფერა, მერე კი ნაზად აკოცა ტუჩებში. თორნიკეს დიდ ხელს გრძნობდა წელზე და ჟრუანტელი წამდაუწუმ ახსენებდა თავს. - ამის მერე შენც წაგიყვან სადაც წავალ, პირდაპირ რომ მიყურო და თავი არ იწვალო ინსტაგრამზე სურათების ძებნით. -გაჩუმდი და ნუ გამაბრაზებ უარესად. - მაისურის ქვეს შეუცურა ხელი, ზურგზე აატარა და ყელში აკოცა. - ძალიან მთვრალი ხარ. -დალევითაც აღარ დავლიო? -ამდენი არა… რათ გინდა საერთოდ დალევა, ისე ვერ ერთობი? არ მომწონს როცა ქალი ბევრს სვავს, რა პონტია? -სერიოზულად? -არასასიამოვნო საყურებელია. ქალი ქალია და უნდა იქცეოდეს ისე როგორც ქალს შეეფერება. მაქსიმუმ ოთხი ჭიქა, მერე უკვე თავს კარგავთ და შეუფერებლად იქცევით. -თორნიკე… -სერიოზულად გეუბნები მარიამ, ამდენი აღარ დალიო… პატარა აღარ ხარ და არ არის ლამაზი 21 წლის ქალი ფეხზე ძლივს რომ დგახარ. - ცხვირის წვერზე აკოცა სამუშიას. ისე მშვიდად და გარკვევით საუბრობდა მარიამს დალევის სურვილს უქრობდა. ალბათ ამის შემდეგ აღარც დალევდა. ხმა არ ამოუღია, ფეხები ახლართა თორნიკეს ფეხებში, თმაში შუცურა თითები და ტუჩებზე ნაზად შეეხო. ბიუსჰალტერის შესაკრავის შეუხსნა თორნიკემ, მარიამმაც მაშინვე შვება იგრძნო, შემდეგ კი სხეული დაეჭიმა ზურგიდან მკერდისკენ რომ წაიღო თითები და მუჭში მოქცეულ მკერდს მსუბუქად მოუჭირა. ტუჩები ყელზე გადაიტანა, ისევ შიშველ ზურგზე განაგრძო ფერება, მერე კი მისი ღრმა სუნთქვაც შემოესმა. გაღიმებულმა დახედა მძინარე მარიამს, შულზე აკოცა და მის თმაში ცხვირ ჩარგულმა თვალები დახუჭა. ყველა ბედნიერება მარიამს მოჰქონდა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო და როგორც არ უნდა მოქცეულიყო მაინც მარიამი იყო, ქალი რომელიც გაგიჟებით შეუყვარდა. მარიამი იყო ის ვის გამოც სამსახურიდან სახლში დაბრუნება ეჩქარებოდა, როგორ ხასიათზეც არ უნდა დახვედროდა თვალები წამსვე უბრწყინავდა თავის სახლში ცოლის სტატუსით მყოფ საყვარელ ქალს რომ ხედავდა. ცოტახანში ხელში აიყვანა ფრთხილად და საძინებელში შესულმა საწოლზე დააწვინა. უცებ გახადა ტანზე და საცვლის ამარა დარჩენილი მარიამიც კომფორტულად მოთავსდა კაცის მკლავებში. *** -ფრთხილად პატარა… - ხელს მაგრად უჭერდა თითებზე და ცდილობდა გადავარდნისგან გადაერჩინა. -ღმერთო მიშველე, მოვკვდები! - როგორც კი წაბარბაცდა წამოიკივლა, მაგრამ გუგამ უცებ მოხვია ხელი წელზე და გვერდზე მიისვა. სახლის სახურავზე ისხდნენ, გული გამალებით უცემდა აბაშიძეს და შეშინებული ხელს არ უშვებდა გუგას. -რისი გეშინია აქ არ ვარ? -პირველად ვარ სახურავზე. - ძლივს მოახერხა თავის აწევა და მთვარის შუქით განათებული მთები გაოცებულმა მოათვალიერა. - რა ლამაზია… -მოდი აქ. - წელზე მოხვია ხელი და ევას კივილის მიუხედავად წინ დაისვა. ზურგით აიკრო მკერდზე, ხელები მუცელზე მოხვია და კისერში აკოცა. - ნუ კივიხარ, აქ ვარ და არანაირად არ გადავარდები. - ისევ აკოცა, მერე ნიკაპი ჩამოადო მხარზე და ჰორიზონტს გახედა. - კანკალებ… გცივა? -ჰო, მაგრამ ვთბები. - გუგას მიხუტებული სხეული მთლიან ტანს უთბობდა. ზურგი უკვე ეწვოდა, მაგრამ მოშიშვლებულ ყელზე ცივი ჰაერი მაინც არასასიამოვნოდ ხვდებოდა. -აქ არასდროს ვყოფილვარ, ადრე არ ჰქონდა ეს სახლი გიორგის, ისედაც სულ სამჯერ ვიყავი აქ ბიჭებთან ერთად ზამთარში და სასტუმროს ერთ ნომერში გვეძინა. -ერთში რატომ? -აბა ცალ-ცალკე რა პონტია… მაგას აქვს მუღამი ერთ ოთახში რომ ხართ ყველა. -მე ხშირად დავდიოდი, ბებიაჩემი ცხოვრობს აქვე და როგორც კი სკოლა დამიმთავრებოდა აქ გამოვრბოდი. მამაჩემს ყველაზე მეტად აქ ყოფნა უყვარდა, დილით შვიდ საათზე იღვიძებდა, გარეთ ჯდებოდა და სუფთა ჰაერს სუნთქავდა. - ისეთი თბილი ხმა ჰქონდა ნიკოზე საუბრის დროს ღიმილი მოეფინა სახეზე ბურდულს. ნიკოლოზი გაახსენდა, ვორონსოვსკშიც ასე იცოდა, დილით ადრე დგებოდა და მზის სხივებს ხვდებოდა. სიცილით ამბობდა, “მზის ამოსვლის ყურება თვალებისთვის კარგია”-ო, მაგრამ რეალურ მიზეზს მაინც არასდროს ამბობდა. უნდოდა ნიკოზე ელაპარაკა, მოეყოლა ყველაფერი მის შესახებ, მაგრამ გაჩუმებული იჯდა და არაფერს ამბობდა. - ბოლოს ათი წლის წინ ვნახე, რუსეთში მიდიოდა, მითხრა მალე დავბრუნდებიო, მაგრამ აღარ დაბრუნებულა. არ ვიცი როგორ არის, სად არის, ან რას აკეთებს, მაგრამ არ ვბრაზობ იმის გამო რომ წავიდა. მამაჩემი არასდროს არაფერს აკეთებდა უმიზეზოდ, თან დედაჩემი ისე უყვარდა ასე უბრალოდ არ მიატოვებდა. -ისევ უყვარს დედაშენს? -ძალიან, ისევ უდევს კარადაში მამაჩემის ტანსაცმელი და ისევ აქვს თაროებზე შემოლაგებული ჩარჩოებში ჩასმული საერთო სურათები. -შენი აზრით რა არის სიყვარული ევა… - ყბის ძვალზე აკოცა, თან ყურჩი ჩუმათ ჩასჩურჩულა -“მარადიული მონატრება.” -მხოლოდ ეგ? -სიყვარული არის ის რასაც თორნიკე გრძნობს. თორნიკეს უყვარს მარიამი და ეს მისი ერთი გამოხედვით ჩანს. სიყვარული ის არის რასაც დედაჩემი გრძნობს, ათი წელია ელოდება ყველანაირი დაპირების გარეშე. მალე თერთმეტიც გახდება. -მოუსმინე… - ყურზე აკოცა ნაზად, ცხვირი ევას კისერში ჩარგო და თვალებ დახუჭულმა სიჩუმეს დაუგდო ყური. -გუგა… -ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ… - ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი, ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ევას სურნელს მოყოლილი ცივი ჰაერის გამო სხეულზე ეკალმა დააყარა. თვალდახუჭული მშვიდად სუნთქავდა, მთელი არსებით გრძნობდა რომ ევა მისი იყო და ისე სჭირდებოდა როგორც პატარა უსუსურ ბავშვს მშობელი დედა. ზუსტად პატარა ადამიანად გრძნობდა თავს ევასთა, თვითონაც ამჩნევდა ცვლილებას თავის თავში. თავიდან თუ მასთან ფიზიკური კონტაქტით ცდილობდა სიმშვიდის პოვნას, ახლა უბრალო სიახლოვით და მისგან წამოსული სითბოთი სიმშვიდესთან ერთად სხვა სასიამოვნო გრძნობებსაც პოულობდა. ახალი იყო ეს ყველაფერი გუგასთვის, ახალი და ბევრად სასიამოვნო. მოსწონდა ისეთი გუგა როგორიც ახლა იყო და ამ ქალის დახმარებით მომავალში გახდებოდა. ისევ მოიპარა საყვარელი ქალის ყელიდან სურნელი, ლოყაზე აკოცა მომღიმარს, შემდეგ მთვარეს ახედა. აღარც ის კაშკაშებდა როგორც იცოდა ხოლმე. თითქოს მთვარეც დაწყნარებულიყო და ახლა უბრალოდ სახურავზე მჯდომ წყვილს დაჰყურებდა. გაეღიმა თავის ფიქრებზე, ამის გამო ზოგჯერ გიჟადაც შეურაცხავს თავი. -გუგა. - მოულოდნელად თქვა კაცის სახელი და ბურდულმაც მაშინვე ყურები ცქვიტა. -რა იყო? - ცივი ტუჩებით განაგრძო ფერება კანზე. არ კოცნიდა, უბრალოს ყელზე ნაზად დააცოცებდა ტუჩებს და თვალების გახელას ვერ ახერხებდა. -მართლა შემცივდა. - ჩაიცინა და ბურდულის გაცინებაც შეძლო. -რომანტიკას მიშლი. -ზაფხულში ამოვიდეთ თუ გინდა და აქ დავიძინოთ, უბრალოდ ახლა ბუხრის სითბო რომ არ ვიგრძნო გავიყინები. -ჩავიდეთ და მე გაგათბობ. - გრძნობდა როგორ უკანკალებდა სხეული, თვითონაც სციოდა და ხვდებოდა იქიდან წასვლის დრო იყო. მკლავებზე მოხვეული ხელებით ჩასვლაში მიეხმარა აბაშიძეს, შემდეგ თვითონაც ჩავიდა და ევასთან ერთად პირველი სართულისკენ დაეშვა. -ხვალ ბებიაჩემი ვნახოთ? - ბუხრის წინ გაშლილ თხელ მატრასზე გუგასთან ერთად წამოწვა. -მერე როგორ გააცნობ ჩემს თავს? არ გკითხავს კაცთან ერთად რა გინდა მარტო სახლშიო? -ბებიაჩემი დაჩისაც ეჭვის თვალით უყურებდა ყოველთვის, საერთოდ ყველას ეჭვის თვალით უყურებს და მაგის გამო ვერავისთან ვიმეგობრო? -მე შენი მეგობარი არ ვარ. -ვეტყვი რომ შეყვარებული ხარ, ისედაც ეს ბოლო წელი იმას ჩამჩიჩინებს დარჩი შინაბერა და გათხოვდიო, გაუხარდება მაინც. - ბურდულისკენ გადაბრუნებულმა ლოყაზე მოკიდა ხელი, ნაზად ეფერებოდა, თან შავ თვალებში უყურებდა და იქვე იკარგებოდა. -გირეკავენ. - აწკრიალებულ ტელეფონზე ანიშნა, ევამაც უცებ აიღო მაგიდაზე დადებული მობილური და დაჩის ზარს მაშინვე უპასუხა. -ჰოუ… ბაკურიანში ვარ… მმ.. ხო ბებოსთან ჩამოვედი… კარგად არის კი… დაჩიი, ხომ იცი როგორ მიყვარხარ, უბრალოდ დასვენება და მარტო ყოფნა მინდა… კარგი, რამის თქმა გინდოდა?.. მაშინ რომ ჩამოვალ მერე ვისაუბროთ… გკოცნი. - მომღიმარმა უთხრა ბოლო სიტყვა, ტელეფონი გათიშა, გვერდზე გადადო და ისევ ბურდულისკენ გადაბრუნდა. -რატომ არ უთხარი? -რომ მეთქვა ახლავე ჩამოვიდოდა… არ იცის შენზე და რომ გაიგოს ამ ამბავს ნიტასავით გახარებული არ შეხვდება. დაჩი ჩემი ძმა არის, როგორი მეგობარიც არ უნდა იყოს ვერ ვეტყვი იმას რომ შენთან ვწევარ, ვიცი მაგის ხასიათი, მაშინვე აფეთქდება. - ნაზად აკოცა ტუჩებზე, შემდეგ ზევიდან მოექცა და მაისური სწრაფად გაიხადა. მაშინვე დალაშქრეს ბურდულის შავმა თვალებმა ევას სხეული, ხელებიც თვალებს მიჰყვნენ და თითის ბალიშებით შეიგრძნეს ქალის ნაზი კანი. მწვანეებით უყურებდა იმ შავებს ცეცხლის ალს რომ ირეკლავდნენ და ალთან ერთად ცეკვავდნენ. -ძალიან ლამაზი ხარ პატარა. - როგორც კი ბიუსჰალტერი მოიშორა ევამ, მაშინვე წამოიწია ბურდული და გავარვარებული ტუჩები მკერდზე მიაწება. ხელის მსუბუქი კვრით უკან დააბრუნა მომღიმარი ბურდული, რომელსაც მთლიან სახეზე დასთამაშებდა ირონიული ღიმილი. სწრაფად გახადა სვიტერი და საყვარელ ტუჩებს დაეწაფა. კოცნით ჩაუყვა ყელს, შემდეგ მკერდს და ოდნავ დამჩნეულ პრესზეც რომ აკოცა, ბურდულს გაუაზრებლად ოხვრა აღმოხდა. ქამრის შესაკრავი შეუხსნა, ღილი და ელვაც მიაყოლა და მალე სულ გააშიშვლა ზურგზე მწოლი კაცი, რომელიც მომღიმარი აკვირდებოდა ევას ყველა მოქმედებას. თითებს ევას სხეულზე დაატარებდა და სინქრონულად მოძრავ ქალს მტკივნეულად უჭერდა ხელს სხვადასხვა ადგილებში. ევას სახელს ოხრავდა, მის მოძრაობას ჰყვებოდა და წამომჯდარი ლამაზ კისერს უკოცნიდა აბაშიძეს. ბოლოს ბურდულის მკერდზე დამხობილს თვალები დაეხუჭა, მკერდზე მოთავსებული თავით მისი გახშირებული გულისცემა ესმოდა და სხვა დანარჩენზე ვეღარ ფიქრობდა. მოთარეშე თითებს გრძნობდა სხეულზე, შეუჩერებლად რომ ლაშქრავდნენ თითოეულ ადგილს და ჟრუანტელიც უნებურად უვლიდა ტანში. -გააჩერე ხელი… ზედმეტ სიამოვნებას ვგრძნობ, ზედმეტი კიდე არაფერია კარგი. -არ შემიძლია. - გვერდზე გადაწოლილი აბაშიძისკენ გადატრიალდა, თმაზე გადაუსვა ხელი, თან სახეზე აკვირდებოდა. ისევ დაუკოცნა შესიებული ტუჩები, მერე კი წელზე მოხვეული ხელით თავისკენ უფრო ახლოს მისწია, ცხვირი ევას თმაში ჩარგო და თვალები მინაბა. -აქ არ შეგვცივდება? -გათბობაა ჩართული, ბუხარიც ანთია ჯერჯერობით და არამგონია. -ანას პირადად უნდა მოვუხადო მადლობა. - მჭიდროდ მიეკრო მამაკაცის მკერდს და მისი სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. -გაგაცნობ მერე. - კმაყოფილს ჩაეღიმა, შემდეგ მალევე გადაეშვა სიზმრებში, სადაც კაცმა არ იცის რა დახვდებოდა. *** ლუკასთან ერთად დივანზე იწვა ზუსტად მამის მსგავს პოზაში. ტელევიზორი ჩაერთოთ, მაგრამ ყურების ნაცვლად სკოლის პირველ დღეს განიხილავდნენ. -ოო ვერ ვუგებ ჯერ გიოს, თავის ძმაკაცები ყავს და მე ხომ არ შევეტენები. თან მე უტა გავიცანი, ჩემი კლასელია და მეგობარი. ლიზაც და ანაც. სხვა არავინ მინდა. -ანუ მოგწონს ახალი სკოლა. -ძალიან. და მადლობა. -გიოს რაც შეეხება, თუ არ მოგწონს არ გაძალებ, გაგაცანი უბრალოდ რომ იცოდე ვინ არის. ისე ეცადე ყველასთან კარგი ურთიერთობა დაიჭირო თავიდანვე. Როგორც შევთანხმდით არ ამახვილებ ყურადღებას იმაზე რომ ამერიკელი ხარ. Მოგიწევს აქაურ წესებს შეეჩვიო, რაც შესამჩნევად განსხვავდება იქაურისგან. -არავინ მაბრაზებს, კარგად ვარ და მომწონს ყველა. თან I like my teacher, ლამაზია. -ვა მართლა? - წარბები ასწია მომღიმარმა. -yeap. ხვალ მალე ადექი ჰო? -მალე გავიღვიძოთ ჰო, მაღვიძარას დავაყენებ. -მამა… -მოვა ახლა დედაშენი. - შუბლზე აკოცა თვალებ განათებულ ბავშვს და კარზეც გაისმა ზარი. სწრაფად წამოხტა ანდრო და კარის გასაღებად გაიქცა. -ჩემო პატარა, მომენატრე დე. - მისაღებში ესმოდა ქალის ხმა, რომელიც მართლაც მონატრებით იყო გაჟღენთილი. -i miss you too… -ვერ გადაგაჩვია მამაშენმა ინგლისურ სიტყვებს? -ვცდილობთ. - იქვე გაჩენილმა ლუკამ გასცა პასუხი. მკერდზე დაეკრიფა ხელები და ქალის სხეულზე აკრულ შვილს უყურებდა. -გამარჯობა. -შემოდი. - თავით ანიშნა მისაღებისკენ, თვითონ კი სამზარეულოში გავიდა. ვეღარაფერს გრძნობდა, თითქოს უშველა გუგას საუბარმა და მთლიანად მოადუნა, ბრაზი ჩაუხშო და ახალი ცხოვრების დაწყებისკენ მიმართულ ბიძგს მიჰყვა. ჩაი გააკეთა ისეთი როგორიც ქეთას უყვარდა, სწრაფად დაბრუნდა ჭიქით ხელში და ზედმეტად მოშინაურებული ქეთა ეჭვით შეათვალიერა. -თუ ისევ ისეთს სვამ მიირთვი. - პატარა მაგიდაზე დაუდო ჭიქა, თვითონ დედა-შვილის პირდაპირ სავარძელში ჩაჯდა და ყური დაუგდო მათ საუბარს. ეცინებოდა ანდროს ლაპარაკზე, ინგლისურ სიტყვებს რომ ურევდა, თან დღის ამბებს უყვებოდა ქეთას. -მადლობა. -ცოტა ხნით დარჩები? - უცებ შეცვალა თემა ანდრომ, ქეთამ კი ლუკას შეხედა. -გავალ, თქვენ ისაუბრეთ. - ფეხზე წამომდგარმა არაფრის თქმა არ დააცადა არცერთს ისე შევიდა თავის საძინებელში. უბრალოდ ვერ ძლებდა დიდი ხანი ქეთას სიახლოვეს. ვერ უყურებდა მათ საერთო ნაყოფს როგორ თბილად ესაუბრებოდა და ნერვები ეშლებოდა იმაზე რომ დაუკითხავად წაართვა ის რაც მას ეკუთვნოდა. ალბათობით ფიქრობდა, რომ არ წასულიყო ახლა უფრო მეტი შვილი ეყოლებოდა, სიამოვნებით გაატარებდა მათთან ერთად დროს და შვილების გაზრდის ყურებასთან ერთად ქეთას სიყვარულითაც აივსებოდა. მაგრამ ახლა აღარაფერს ჰქონდა აზრი ანდროს გარდა. ყველაფერი წარსულში დარჩა, წარსულს კი ვერ შეცვლიდა. ალბათ სიხარულით დააბრუნებდა უკან დროს და ქეთას არაფრის დიდებით არ გაუშვებდა. ხმაური რომ მიწყდა ოთახიდან გავიდა, სავარძელში მჯდომმა ვისკის ჭიქა მოიმარჯვა ხელში და დაბალ ხმაზე ჩაწეულ ტელევიზორს შეხედა. -დაეძინა. - გვერდიდან მოესმა ქალის ხმა და ლუკამაც წამსვე შეხედა. -გვიანია უკვე. - საათს ახედა, თერთმეტს რომ უჩვენებდა. - მეც უნდა დავწვე, ხვალ ადრე ვარ ასადგომი. - ჩაიცინა და ქეთასაც მოჰგვარა ღიმილი. -ვერასდროს წარმოვიდგენდი ჩვენს შვილს სკოლაში თუ წაიყვანდი დილით. -ახლა წესით ერთს კი არა, სამს უნდა ვატარებდე სკოლაში, ერთს ბაღში. -ლუკა… -ცივილური ურთიერთობა შევინარჩუნოთ ქეთა, ბოდიში გუშინდელისთვის, გაბრაზებული ვიყავი… -გავატაროთ. -შენ ჩემი შვილის დედა ხარ და არ მინდა დაძაბული აურა იყოს იქ სადაც ანდრიას სიახლოვეს ერთად მოგვიწევს ყოფნა. ვერ და არ გაპატიებ განვლილ დროს… სხვა დროს შენს ახსნას და მიზეზსაც მოვისმენ ალბათ, ესეც მხოლოდ იმიტომ რომ დავლაგდეთ და ყოველ ნახვაზე შენთვის რამის დაშავების სურვილი გავიქრო. იყავი ის ვინც აქამდე იყავი, ანდროს დედა, სხვა დანარჩენი დაივიწყე და ოდნავადაც არ ეცადო ჩემს სივრცეში შემოჭრა, მეც ვეცდები არაფერი ვთქვა შენს ბოიფრენდზე თუ ვინც არის. ერთადერთი რაც დაგვაკავშირებს ცხოვრების ბოლომდე ჩვენი შვილი იქნება. როცა გინდა მოდი, წაიყვანე, ან შენთან დაიტოვე, როგორც თვითონ მოისურვებს ისე მოიქეცი. და კიდევ, დასჯა არ მომწონს, არანარიად, არცერთი წესით. თუ რამეს დააშავებს უბრალოდ აუხსენი რომ არ შეიძლება, უთხარი რა არის სწორი და რა არა. ცემა და ოთახში გამოკეტვები ზედმეტი მგონია, მითუმეტეს დიდი ბიჭია და არამგონია ამ ასაკში მოეწონოს მსგავსი რამეები. -დედობას მასწავლი? -არა ქეთა, ძალიან კარგი შვილი გამიზარდე, მადლობა. უბრალოდ ჩემს სურვილებს გეუბნები. -ბედნიერია, მოსწონს ახალი სკოლა… მე წავალ. -შევთახმდით ცივილურ ურთიერთობაზე? -ორივე უნდა ვეცადოთ. - მხრების ჩეჩვით დაიძრა გასასვლელისკენ და ლუკაც უკან აედევნა. -ქეთა. - ვეღარ გაუძლო მისი ზურგის ყურებას. მკლავზე მოკიდა ხელი და თავისკენ შეატრიალა. მაქსიმალურად ეცადა თავი შეეკავებინა და არ ეკოცნა, ეცადა, მაგრამ თავს ვერაფერი მოუხერხა. მეორე ხელი წელზე მოხვია და ვნებით წაეტანა მონატრებულ ტუჩებს. გაუაზრებლად შეუცურა თმაში თითები ქალმა, კოცნაში აჰყვა ძველ სიყვარულს. იგრძნო როგორ დაუარა ტანში ჟრუანტელმა გიორგაძეს, მაგრამ მალე მოშორდა ლუკა და ჭრელ თვალებში შეხედა. -მე… ეს… ეს არასწორია. -დაივიწყე და წადი. -კარი გაუღო ქეთას და იატაკს მიაშტერდა. -ლუკა… -ღამე მშვიდობის. -ნახვამდის. - მომღიმარმა მოავლო თვალი გიორგაძეს და ბინაც დატოვა. ნელა მიხურა კარი ლუკამ, კარებს ზურგით აეკრო და თვალები დახუჭა. -ცივილური ურთიერთობა არა? - თვალ დახუჭულმა კეფა კარს მიარტყა ოდნავ. - დედას შევე,ცი… რეები ვილაპარაკე. - თმები აიჩეჩა და საძინებლისკენ დაიძრა. - როგორ ვერ შევიკავე თავი ამის დედაც… დაივიწყე… ფუ ჩემი! - ისე ძლიერად მოუქნია კარადაზე შემოდებულ ხის უცნაურ სათამაშოს ხელი, პირდაპირ საწოლზე დავარდა. სწრაფად გაიხადა, საბნის ქვეშ შეძვრა და როგორც კი თვალები დახუჭა მაშინვე ქეთას ტუჩები ამოუტივტივდა გონებაში. -ამის დედაც. - კივევ ერთხელ ჩაიბურტყუნა, გვერდი იცვალა და შეეცადა სხვა რამეზე ეფიქრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.