შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსტრასენსის დღიურები 18 +


14-12-2019, 22:45
ავტორი Soow
ნანახია 1 021

დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩემმა ექიმმა მირჩია დღიური შემექმნა,ბევრი ვიყოყმანე სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი.არა იმიტომ არა რომ, დღიური რაღაც მოზარდებისთვის დამახასიათებელი თემაა,უბრალოდ საშინლად მეჯავრება ჩემი ექიმი.ფაქტია თავად ფსიქიატრია,მაგრამ შეუძლებელია მისი მსგავსება ვერ შეამჩნიო მისივე პაციენტებთან.
ექიმი ვალოდია პიოტრისძე ბუტრუდინოვი ,იგი დაბალია ალბათ სულ რაღაც 160 სანტიმეტრია ,ჭარბი წონა აქვს და თავისი 45 წლისთვის საგრძნობლად ხნიანი სჩანს.საერთოდ ჭარბ წონიან ადამიანებს სახეზე ნაოჭები არ ააქვთ ხოლმე ამ ასაკში,იმ ბანალური მიზეზის გამო რომ ცხიმი კანს ჭიმავს.ჩვენი ექიმი კი ვარდისფერი გაპრიალებული კანით ვერ დაიტრაბახებს.ყველაზე ახლო პალატა მის კაბინეტთან,ჩემი მყუდრო და საძულველი ციხეა,ასე რომ მასზე ბევრი რამ ვიცი:ვიცი რომ ვალი აქვს,ვიცი რომ თავისი ზრდასრული ქალიშვილი არ ელაპარაკება,სასადილოში მომუშავე ლუდას ტ*ნავს-ნუ როგორც შეუძლიათ,ვიცი რომ ერთად მთელი ღამე ლოთობენ,ვიცი რომ მთელს ტანზე საშინელი მუწუკები აქვს .ალბათ რაიმე სქესობრივი გზით გადამავალი დაავადება შეიძინა,თავის დაკმაყოფილების საცოდავ მცდელობაბში.მოკლედ არ მინდა დღიური სიძულვილის დღიურად გადაიქცეს ამიტომ მირჩევნია მოვყვე ის რაც აქამდე იყო.
მე ვიყავი ანასტასია გონჩეროვა.უბრალო გოგონა უბრალო ოჯახიდან.მხოლოდ ის იყო განსხვავება ,რომ საკუთარ თავში ჩაკეტილი ვიყავი მშობლების გარდაცვალების შემდეგ.მე ისინი ავტო ავარიამ წამართვა ,როდესაც რვის ვიყავი.ბედს არ ვუჩივი დეიდაჩემი ოლგა საოცარი ქალი იყო ,ვფიქრობ მან ყველაფერი გააკეთა რისი გაკეთებაც შეეძლო.ახლაც მახსოვს მისი გამომცხვარი ფუნთუშების გემო,მისი რბილი ხელები და იაფასიანი,მაგრამ სასიამოვნო პარფიუმის სურნელი ,რომელიც ამყრალებულ საერთო საცხოვრებელს უცნაურ ელფერს სძენდა.ღარიბულად ვცხოვრობდით,მაგრამ ეს კატასტროფა როდი იყო ჩვენთვის.ორივე ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი მომავლისთვის.უქმეებში თეატრში მივყავდი ხოლმე , ოლგა იქ დამლაგებელი იყო,ასე რომ მშვიდად და უფასოდ შემეძლო მეყურებინა იმ დღეს შემოთავაზებული პროგრამისთვის.ჯადოსნურმა უქმეებმა მოგვიანებით ჩემში ტალანტი გააჩინეს.მთელი ჩემი გონება დაიბყრო სამსახიობო კარიერას .სურვილი ისე დიდი იყო,გამოცდილება ,საშუალება და სახელი კი ისეთი პატარა.ამან ხელი ვერ შემიშალა საბავშვო სპექტაკლებში მეორე ხარისხოვანი როლები შემესრულებინა.სკოლის შემდეგ კი იმავე თეატრის სკოლაში სამსახიობოზე ჩავაბარე.არაფრით გამორჩეული მსახიობი არ ვიყავი,ისეთი ლამაზიც არ ვყოფილვარ რეჟისორებისთვის და დირექტორებისთვის თავბრუ რომ დამეხვია,არც ისეთი ნიჭიერი ჩემზე ლეგენდები რომ დაწერილიყო.ვცხოვრობდი ჩემიმინიმალური ჰონორარით სტუდენტურ- მსახიობური ცხოვრებით. ისევ იმ თეატრში,ისევ იმ საერთო საცხოვრებელში,ისევ დეიდაჩემ ოლგასთან ერთად.
ერთ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა და ეს სპონტალურად მოხდა.ჩემი ახლად გაცნობილი მეგობრის მანქანაში ვისხედით,მას ალისა ერქვა ჩვენი რეჟისორის ახალი „მუზა“ იყო,ეს მანქანაც მან უყიდა.ჩურჩუტა გოგო იყო გულიბრყვილო ,მაგრამ კეთილი . ვერ ხვდებოდა ის შავებში ჩაცმული ქალი ყოველ საღამოს ბატონ დავიდთან რომ მოდიოდა მისი ცოლი რომ იყო და არა ასისტენტი. ვისხედით მანქანაში და თეატრიდან საყიდლებზე მივდიოდით,საჭეს ალისა მართავდა და გამწარებული ლაქლაქებდა.
-წარმოგიდგენია ! მხოლოდ 30 000 რუბლი მომცა ! როგორ უნდა მეყოს ეს კაპიკები!?-გულრწფელ გაოგნებაში იყო რომ მისმა საყვარელმა,საშუალო სტატიკური ადამინანის ერთი თვის ხელფასი მისცა საცვლების საყიდლად.
თავი საშინლად მტკიოდა ამ ყველაფრის მოსმენით,თავს ვუქნევდი და საქარე მინაში ერთ წერტილს მივშტერებოდი. პარკის წინ იყავით ,მასში იშვიათი ხეები და დაბალი ღობე იყო,მის ბოლოს რომ მივუახლოვდით ,გვრედითი გზიდან მანქანა მოჰქროდა დიდი სიჩქარით ,ჩვენს გზაზე გადმოსვლამდე შუქნიშანთან უნდა გაეჩერებინა,გავაანალიზე რომ გაჩერებას არ აპირებდა, და ჩვენ რომ არ გავჩერებულიყავით შეგვეჯახებოდა. ყველაფერი წამებში მოხდა ალისას ვუყვირე შეანელე ! გააჩერე! მეთქი.პარკის გვერდითა მოსახვევიდან მოქრიალე მანქანა ჩვენი მანქანიდან სულ რაღაც სანტიმეტრებში გაქროლდა და გზის საპირისპირო მხარეს შენობას შეეჯახა.ადრენალინის მოზღვავების და წუთიერი გაშეშების შემდეგ მანქანიდან გადავედით,ავტომობილის მძღოლი ადგილზევე გარდაცვლილიყო,ჩვენ ვერაფერი შევძელით პოლიციისა და სასწრაფო დაგმარების გამოძახების გარდა.მანქანაში ჩავსხედით ,სახლში წავიდოდით მეგონა,მაგრამ ალისამ გადაწყვიტა რომ ,ისეთი არაფერი მომხდარა ახალი საცვლების ყიდვა რომ გადაედო.შევეწინააღმდეგე,მაგრამ ლოგიკურად მართალი იყო,იმის სემდეგ რაც მოხდა ნამდვილად ვიმსახურებდით ერთ ჭიქა ყავას,თანაც სავაჭრო ცენტრი ძალიან ახლოს იყო.გზაში დუმილი ჩამოვარდა ორივემ მოვკვარით თვალი იმ სისხლიან მასას,რომელიც მანქანაში იყო.დუმილი ალისამ დაარღვია:
-საიდან იცოდი რომ მანქანა გამოვარდებოდა იქედან?-თვალებ მოჭუტულმა შემეკითხა.
-მე ის დავინხე პარკის მიღმა.
-ხუმრობ არა! ხეებს მიღმა დაინახე?შენ რა რაიმე ექსტრასენსოლური შესაძლებლობები გაქვს?
თავი უხერხულად ვიგრძენი ჩემი მეგობარი რომ ასეთ უდროულ დროს ხუმრობდა,პასუხად ირონიულად ჩავუცინე,და ისიც ვიფიქრე ასეთი შტერი ნამდვილად ვერ იქნება მეთქი.სავაჭრო ცენტრიდან რომ წამოვედით თავს საშინლად ვგრძნობდი მომხდარის შემდეგ.მინდოდა სადმე განვმარტოვებულიყავი და მეტირა,იმისთვის თუ რამდენად უსამართლო იყო ცხოვრება.მანქანის მძღოლი იმ წამებში როდესაც ჩვენს მანქანასთან იყო მისი გვერდითა მინა ჩამოწეული იყო ნახევრად,სურათად მქონდა ჩაბეჭდილი ახალგაზრდა მამაკაცის შეშფოთებული სახე გონებაში.როგორ იქნებოდა ახლა მისი დედა? მისი შვილი? ცოლი?ალისამ კი ისევ დავიდზე დაიწყო ლაპარაკი .
-იცი ეს ახალი საცვლებიც მალე დაიხევა.ლოგინში დავიდი საოცრებაა.ეი ნასტია? რარომ არ მისმენ? ალო?-თავის მომაბეზრებლად მითათუნებდა ხელებს.
საშინლად გაღიზიანებული ვიყავი,ვიცოდი ჩემი საქმე რომ არ იყო ,მაგრამ მაინც ვუთხარი
-იცი რა? ეგ შენი დავიდი ცოლიანი კაცია და არ მსიამოვნებს და საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი ურთიერთობის დეტალები.ახლა კი გააჩერე ეს წყეული მანქანა!
ვუყვირე და ჯერ კიდევ მოძრაობაში მყოფი მანქანის კარი გამოვაღე.
ალისამ უხეშად დაარტყა მუხრუჭს ფეხი,იმწამსვე გადავხტი და უკანმოუხედავად გავაგრძელე გზა სახლისკენ.
შემდეგი ერთი კვირა ალისა თეატრში არ მოსულა,რამდენიმეჯერმე დარეკვაც კი ვცადე მაგრამ უშედეგოდ,ტელეფონი გამორთული ჰქონდა.ჩემს თავზე ვბრაზობდი.
ერთხელ ღამით ალისა მოვიდა ჩვენს საერთო საცხოვრებელში,ოლგას ძინავდა,კარი გავაღე და მოვემზადე რომ წივილ კივილს დაიწყებდა.ალისას თვალის ქვეშ სილურჯე ჰქონდა ცრემლიანი ღიმილით უსიტყვოდ გადამეხვია და ყურში ჩამჩურჩულა „მადლობა!“
-რატომ? რა გჭირს?-თვალის ქვეშ სილურჯეს მივაშტერდი.
-შენ ნამდვილი წინასწარმეტყველი ხარ! მე სენი ისეთი მადლობევლი ვარ!იმ დღეს სიკვდილს გადამარჩინე და თვალებიც ამიხილე! საიდან გეცოდინებოდა შენ დავიდი რომ ცოლიანი იყო, მე თუ არ ვიცოდი?!-გულამოსკვნილი ტიროდა და წარამარა მეხვეოდა. მომერიდა იმის თქმა ეს შენ ხარ დებილი და ვერ ხვდებოდი თორე ისე ყველამ იცოდა მეთქი.
-მე უბრალოდ ...ლოგიკურად ისედაც ნათელი იყო.
-არა! შენ ნამდვილი ექსტრასენსი ხარ! შენ საოცრება ხარ! ვიცი რომ დამალვა გინდა მაგრამ ჩემგან არაფერი გაქვს დასამალი!
-მოიცა რეებს ამბობ! ეს სილურჯე? დევიდმა ჰქნა არა?
-ო ღმერთო! ნამდვილად ძლიერი ხარ მე არც მითქვამს შენთვის,შენ კი დაინახე ვინამაც მცემა!
-ალისა შენ ტვინის შერყევაც ხომ არ გაქვს?-ვუთხარი ირონიულად.
-არა!-ისტერიკებში ჩავარდა,ოლგას საძინებელში შუქი აინთო და კარებიც მალე გაიღო.-სასწრაფოდ მივალ ექიმთან დაურეკეთ სასწრაფოს!-კიოდა .
-რა ხდება?- შეშფოთდა ოლგა
-ის ნამდვილი ჯადოქარია-შეჩვენებულივით იმეორებდა ალისა.
-დეიდა მან უბრალოდ დალია,სახლამდე მივიყვან და დავბრუნდები კარგი?-თქმაც არ დამიმთავრებია ალისას მკლავში წავავლე ხელი და სადარბაზოსკენ გავაქანე.-რას აკეთებ?-შევუბღვირე ალისას.
-მაპატიე არ გინდა რომ ოლგამ იცოდეს არა?-ცრემლებს იწმენდდა.
-რა? შენ მართლა დალიე ხო?-უკვე სრულ გაუგებრობაში ვიყავი.
-არა! გთხოვ ნუღარ უარყობ,მე შენს გვერდით ვარ!-ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია .
-კი ექსტრასენსი ვარ თან ძალიან ძლიერი, მაგრამ ტვინის შერყევა არ გაქვს და შეგიძლია დედამიწაზე დაბრუნდე!-ვუთხარი ირონიულად
პასუხად ცრემლები გადმოუგორდა,მუჭი პირთან მიიტანა ცრემლებს მიღმა ღიმილით ხელი ჩამიქნია და უკუსვლით მანქანამდე მივიდა მასში ჩაჯდა და წავიდა.
თავი დამნაშავედ ვიგრძენი ისეთ არაადეგვატურ მდგომარეობაში,ირონიული პასუხით რომ გავუშვი და თან მანქანით წასვლის საშუალება რომ მივეცი,თუმცა ალკოჰოლის სუნი არ ასდიოდა არც ბანცალებდა და არაფერი,უბრალოდ სისულეებს ამბობდა,ეს ჩვეულებრივი იყო მისთვის მაგრამ ასეთი მასშტაბური სისულელე ჯერ არასდროს არავისგან გამიგონია.
ახლა კი იძულებული ვარ წერა შევწყვიტო,რადგან როგორც გიჟი ნატაშა ამბობს ექიმი ვალერა და ის სასადილოს ვირთხა ლუდა მათთვის დამახასიათებლად ხმაურობენ.ამის მოსმენა არ მინდა ასე რომ ჩემს პლეერში მუსიკას ჩავრთავ ,ყურსასმენებს გავიკეთებ და იმედია ჩამეძინება,ჰოდა კიდევ უკვე სამი კვირაა წამლებს აღარ ვსვამ,ჯიბეში ვაგროვებ,სასადილოში მიმაქვს წყალში ვხსნი და შემდეგ ფანჯრიდან ვაქცევ.პლეერიც კონტრაბანდაა , მხოლოდ მე მაქვს, ეს ჩემი მეორე საიდუმლოა!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent