ბუმერანგი.მეორე ნაწილის 6 თავი.
-ჩემი გული? ვინ გკითხულობს გულო რა გტკივა და ან რა გახარებს,ვიცი ძველი მოგონებებით ხარ დამძიმებული,დამიჯერე მეც ძალიან მინდა გაგანთავისუფლო ზედმეტი მტვრისაგან.დღეს,წლების შემდეგ ჩემს ძველ ჭრილობაზე შეეცადა ჩამოჯდომას ის ადამიანი ვინც ძალიან მიყვარს.ალბად გაოცებული მიცქერ,შენ ხომ ასეთ გაგას იშვიათად ნახულობ და დროა შეეგუო.ნუ მიყურებ სევდით სავსე თვალებით,თითქოს არ იცოდე რა დარდი მაწევს გულზე მთელი ეს წლები.დიდი დარდით დაგტვირთე,ასე ნუ მიყურებთქო შენც მართალი ხარ მე დავბერდი,წლები მომემატა და არ ვნებდები,მაგრამ ვიცი რომ ჩემი დრო სრულდება.ია მართალია,ხმა არ უნდა ამოვიღო მე მას საუკეთესო წლები წავართვი,სიცოცხლე წავართვი,ცხოვრება წავართვი და თითქმის სუნთქვაც კი ავუკრძალე უჩემოდ.ალბად გინდა მკითხო,ახლა რა მინდა მისგან? ახლაც იგივე მინდა გულო და ახლაც მკაცრად ვითხოვ, უნამუსოდ ვითხოვ მისგან ისევ იგივეს, რას? თანადგომას და ერთად თანაცხოვრებას.ვიცი რომ მეტყვი იას ეს გაუჭირდებაო,განა არ ვიცი? ვიცი გულო, მაგრამ მას ვერ შეველევი ასე ადვილად,ასე უსიტყვოდ გავუშვა? არა, მე ხომ ის მიყვარს,მართალია ჩემებურად მიყვარს,მაგრამ მაინც ხომ მიყვარს.ბოროტი ხარ შენ დედამიწავ და გაუმაძღარი,ჭრილობებს არ უშუშებ ადამიანს, არამედ ისევ აახლებ ტკივილს და ისევ ახალ ჭრილობებს გვაყენებ. -ბატონო გაგა თქვენი ნახვა სურთ. -ვინ არის,დღეს სტუმრებს ვერ მივიღებ. -კომისარი არის ბატონო გაგა. -კარგი,შემოვიდეს.კომისარი დამწუხრებული სახით მიუახლოვდა გაგას და მიესალმა. -გამარჯობა ბატონო გაგა. -გამარჯობა კომისარო,მობრძანდით. -ბატონო გაგა ძალიან მიჭირს,მაგრამ რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ და პასუხი ამომწურავი უნდა იყოს.თქვენც იცით,რომ მალიბუ არჯევანიძის მკვლელობა უცნაურ ვითარებაში მოხდა,ამიტომ...................... -კომისარო ეს თქვენი სამსახურია და ვალდებულება,პირდაპირ თემაზე გადავიდეთ. -მადლობა რომ გამიგეთ.მაშ ასე, მალიბუ არჯევანიძე თქვენი მდივანი ანუ თქვენი მარჯვენა ხელი იყო და მას აქ ყოველ დღე ხედავდით,როგორც ვიცი თქვენ მასთან კარგი ურთიერთობა გქონდათ. -კი, ასე იყო მასთან ნამდვილად კარგი ურთიერთობა მქონდა,ამასთან ერთად საქმესაც კარგად ართმევდა თავს. -როდისმე მისთვის შეგიმჩნევიათ,რომ მას ჰქონდა შიში? ან თუ შეამჩნიეთ რაიმე უცნაური და უჩვეულო მის გარშემო. -არა,მალიბუ იყო ძალიან მოწესრიგებული და თავაზიანი თანამშრომელი,ასევე იყო ნიჭიერი.ვერ დავიჯერებ და არც მგონია,რომ მას მტრები ჰყავდა. -მაგრამ როგორც ჩანს ჰყავდა,მკვლელობა ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა,მაგრამ ფაქტი ხელთ გვაქვს.როდესმე დაინტერესებულხართ მისი ცხოვრებით,გისაუბრიათ მასთან პირადულ თემებზე? -არა,არასოდეს აურევია საქმიანი და პირადული საქმეები და არც შენიშვნა მიმიცია არასოდეს,მაგრამ ვხვდებოდი რომ ქართველიშვილის მიმართ ჰქონდა გრძნობები. -თქვენს შორის არ ყოფილა თანამშრომლობაზე მეტი არაფერი? -რას გულისხმობთ კომისარო.გაოცებულმა შეხედა გაგამ კომისარს. -ბატონო გაგა როცა მალიბუს ესროლეს,იმ წუთში მას ჯერ კიდევ ხელში ეჭირა თქვენგან გაგზავნილი ანდერძი.მას თქვენ თქვენივე სურვილით მიეცით კომპანიის აქციების სრული პაკეტი,აქედან გამომდინარე იბადება კითხვა, რატომ? ამ კითხვას კი ერთადერთი ახსნა აქვს,რომ აქედან გამომდინარე მალიბუ არ იყო თქვენთვის უბრალოდ თანამშრომელი. -მე თქვენ გარკვევით გითხარით და გასაგებ ენაზე აგიხსენით,მალიბუ იყო თავაზიანი თანამშრომელი ყველას მიმართ და მისი საქმის პასუხისმგებელი პიროვნება. -და თქვენ როგორ ახსნიდით სხვისგან რომ გაგეგოთ იგივე ეს დასაჯერებელი არგუმენტია, რომ მას უბრალოდ თავაზიანობისთვის და კარგი თანამშრომლობისთვის უტოვებდით თქვენს ქონებას ანდერძით? -ჩემთვის დასაჯერებელია და მისაღებია და თქვენ რაც გინმდათ ის იფიქრეთ. -ნუთუ არ გიფიქრიათ,რომ მკვლელობა სწორედ ამ ანდერძისდან არის გამომდინარე? -გეთანხმებით,ეს მეც ვიფიქრე. -ესე იგი ამ აზრს არ გამორიცხავთ და მეთანხმებით. -სამწუხაროდ მეც თქვენსავით ვფიქრობ. -გვაქვს ვინმეზე ეჭვი? -მალიბუს მკვლელში ოდნავადაც დაეჭვებული რომ ვიყო ვინმეზე,არ დავფიცავ და გამოძიებას დავეხმარებოდი,მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს ვიტყვი. -გასაგებია,შესაძლოა ჩემი ბოლო კითხვა არ მოგეწონოთ,მაგრამ ვალდებულება ასეთია რომ ეს კითხვა უნდა დაგისვათ. -გისმენთ კომისარო. -თქვენმა ოჯახის წევრებმა როგორ მიიღო ანდერძით სხვაზე გადაცემული ქონება,გიფიქრიათ რომ სიხარბის გამო ჩაედინა რომელიმეს მკვლელობა? -ჩემი ოჯახის წევრები ამას არ გააკეთებდნენ და გამორიცხეთ ეჭვმიტანილის სიიდან. -ვიცი რომ არავის გაუხარდებოდა 26 წლის გოგონას სიკვდილი,მაგრამ ისიც ლოგიკურია არც ის გაუხარდებოდათ თქვენი ქონენა სხვა უცხო გოგონასათვის ისე დაგეთმოთ რჩევა არცერთი მათგანისათვის არ გეკითხათ. -კომისარო შეწყვიტეთ დაკითხვა. -იმ ღამით მოკლეს გოგიტა გეგენავა რომლის მკვლელობაში თქვენს თანამშრომელს თორნიკე ქართველიშვილს ედება ბრალი,ისე როგორც ედება ბრალი თქვენს ძმას ზვიად რუხვაძეს დავით ბიბილურის მკვლელობაში,თქვენ რას იტყვით ამ ორი ადამიანის შესახებ ბატონო გაგა. -თორნიკე მკვლელი არ არის,ამაში დარწმუნებული ვარ.რაც შეეხება ჩემს ძმას ძალიან დამაინტერესდა კომისარო თქვენმა სიტყვებმა,ვინ გითხრათ ეს სისულელე,დავითის მკვლელობიდან 22 წელი გავიდა,არ გგონიათ რომ ეს ბრალდება სასაცილოა? მე თქვენ გთხოვთ საქმეს გულისყურით მოეკიდოთ და გეგენავას მკვლელი იპოვოთ,რადგან უნდა დაიღუპოს სრულიად უდანაშაულო ადამიანი და ნამდვილი მკვლელი დღემდე თავისუფლად დადის და კიდევ,თუ ყველაფერი ასე კარგად იცით,გახსენით თავიდან საქმე და იპოვეთ მკვლელობიდან 22 წლის შემდეგ დავით ბიბილურის მკვლელი,ეს მეც ძალიან მაინტერესებს. -დარწმუნებული იყავით ვიპოვით და თქვენს ძმას ამ ბრალდებისგან გავანთავისუფლებთ,მაგრამ კიდევ ერთი კითხვა,პირადად თქვენ სად იყავით იმ დროს როცა მალიბუ მოკლეს. -თქვენ გინდათ მითხრათ,რომ მე ეჭვმიტანილი ვარ ადამიანზე,ვისაც მთელ ჩემს ქონებას ანდერძით ვუტოვებდი? -იქნებ ეს ფარსია,იქნებ ეს ხალხის დასანახად გააკეთეთ,მე ვალდებული ვარ კითხვები დაგისვათ ბატონო გაგა. -მე კი არ ვარ ვალდებული ამ სულელურ კითხვაზე გიპასუხოთ. -ვალდებული ხართ ბატონო გაგა რადგან საქმე მკვლელობასთან გვაქვს და არა თვით მკვლელობასთან. -არ მახსოვს სად ვიყავი იმ დროს,მართლა არ მახსოვს.არც მიფიქრია რომ მალიბუს მოკლავდნენ და მე ალიბი უნდა მქონოდა და თავი მემართლებინა.კიდევ არის შეკითხვები კომისარო,ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა. -შეკითხვები? შეკითხვები ძალიან ბევრია ბატონო გაგა მაგრამ ამჯერად ასე დავკმაყოფილდეთ,თუმცა ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს მადლობა რომ დრო დამითმეთ.კომისარმა ხელი ჩამოართვა გაგას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მისი კაბინეტი დატოვა გაგამ ზიზღით სავსე მზერა გააყოლა კომისარს და მისი გასვლისას ჩაილაპარაკა. -იპოვის თურმე ეს დავითის მკვლელს და რა გგონია კომისარო,მე იქამდე მივიყვან ამ საქმეს რომ შენ ნამდვილი მკვლელი იპოვო? იდიოტი ვიქნები მაშინ მე შენ თუ ნამდვილი მკვლელს იპოვი. -მე მჯერა იმ თვალების რომლებსაც სიყვარული არ დავიწყებია,მაგრამ სიყვარულთან ერთად ინახავენ დიდ ტკივილს.ჩვენ ხომ გვიან,მაგრამ მაინც ერთად ვართ,არსებობს ადგილები სადაც ჩვენი ბედნიერი სუთქვა ახსოვს იქაურ ჰაერს და შენ დღეს იმ ადილებს ნახავ.თავი მოიწესრიგა,სარკეში კიდევ ერთხელ ჩაიხედა და იას უთხრა. -გავდივარ და ერთ საათში დავბრუნდები,მზად დამხვდი თავისუფლად ჩაიცვი რადგან მინდა ერთ ადგილზე წაგიყვანო.რატი გავიდა და სულ რაღაც ორ წუთში კარზე ზარი იყო,იფიქრა რატის რაღაც დარჩაო და კარი გააღო,იქ მართლა რატი დახვდა. -რა დაგრჩა,რა დაგავიწყდა. -კოცნა,კოცნა დამრჩა საგზლად უნდა წავიღო.იას აკოცა,თვალი ჩაუკრა და წავიდა.იამ ბედნიერმა დახურა კარი,მაგრამ კარზე ისევ ზარი იყო,ისევ ღიმილით გააღო კარი, მაგრამ ამჯერად ღიმილი ნელა-ნელა სახეზე შეაცივდა,მის წინ ნათია კამლაძე იდგა და გაოცებული უცქერდა იას. -თქვენ აქ? -დიახ,მე აქ ვარ და თქვენ ეს რატომ გიკვირთ? -არ ველოდი აქ თქვენს ნახვას,რატის ნახვა მინდა. -ეს წუთია გავიდა,მითხარით რა გნებავთ და გადავცემ რომ დაბრუნდება. -თქვენ გითხრათ და რატომ? საინტერესოა ვინ ხართ რატის და რა სტატუსით ხართ აქ მეგობარი? თუ საყვარელი? -თუ სათქმელი გაქვს გისმენ,სხვა შემთხვევაში მიბრძანდით თქვენთვის დრო ნამდვილად არ მაქვს. -გეტვით რისთვის მოვედი,მაგრამ რასაც გეტყვით სიტყვა-სიტყვით უნდა გადასცე ბატონ რატის. -შევეცდები. -მშვენიერია,გადაეცით რომ მას შემდეგ რაც ჩვენი გზები გაიყო სულ შეცდომებს უშვებს,ისიც უთხარით,რომ თქვენ მას ბედნიერებას ვერასოდეს ვერ მოუტანთ,იმიტომ რომ თქვენ ძალიან მალე წახვალთ მისი ცხოვრებიდან. -გინდათ გიპასუხოთ რატის ენით თუ ჩემი ენით. -პასუხი არ მინდა,რაც გითხარით გადაეცით. -მაშინ კარგად მომისმინეთ ქალბატონო ნათია და დაიმახსოვრე,რომ მე იმაზე მეტის მიცემა შემიძლია რატისთვის რასაც შენ ვერასოდეს ვერ მისცემ და იცით ეს რა არის? ეს სიყვარულია. -თქვენ შეძლებთ მას სიყვარული აჩუქოთ და თქვენი სიყვარულით გააბედნიეროთ? -მე ეს უკვე შევძელი,თავადაც ხომ ხედავთ ამას,რადგან უკვე აქ ვარ ეს კი უკვე ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული მის ცხოვრებაში.დიახ,თქვენ გაგიკვირდათ ჩემი აქ ნახვა,ალბად არ გეგონათ სასახლის დიდი კედლებიდან აქ ვერ შევძლებდი ცხოვრებას,მაგრამ მე იქ ვიქნები ყოველთვის სადაც ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია.ის რაც აქამდე მქონდა მე ვერ მომიტანა ბედნიერება,აქაა ჩემი ბედნირება და ესაა ნამდვილი ბედნიერება,როცა იქ ხარ სადაც ნამდვილად უნდა იყო,თავისუფლად სუნთქავ და არაფლით არ ხარ შეზღუდული.მშვიდობი ქალბატთონო ნათია. -ხატია? როგორ ხართ,როგორ არის ზვიადი. -ჯერ ისევ არაფერია საიმედო,ველოდებით.ნოდარი ხატიას უცქერდა და გაბრაზებულმა უთხრა. -შენ,შენ გამოაცარიელე ზვიადის ანგრიშები,ხომ სიმართლეს ვამბობ. -როგორ მეკითხები როგორც ადვოკატი თუ როგორც მეჯვარე და ჩემი მეუღლის მეგობარი?. -ჩათვალე როგორც მეჯვარე და ოჯახის მეგობარი. -მაშინ მომისმინე და მეც მეგობრულად გეტყვი,ზვიადის ანარიშებზე ჩემზე უფრო შენ მიგიწვდება ხელი და აქ მხოლოდ ამის გასაგებად მოდი რომ ეს გაგეგო, თუ მეგობრის ბედმა დაგაინტერესა და კიდევ არც მეგობარს, არც მეჯვარეს და არც არავის სხვას არ აქვს უფლება ჩვენს პირადულ ცხოვრებაში ჩაერიოს.თანდათან ხმას აუწია ხატიამ და ნოდარის გაბრაზებულმა შეხედა,ნოდარი შეცბა,რადგან ხატიასგან შეპასუხებას არ ელოდა და მშვიდად უთხრა. -კარგი,კარგი აქ საჩხუბრად არ მოვსულვარ.რას ამბობს ექიმები? -ჯერ კიდევ საფრთხეშია მისი სიცოცხლე,მაგრამ ზვიადი ძლიერია და დაძლევს ამ სირთულეებს. -შემიძლია ვნახო? -რა აზრი აქვს,ვერ გაიგებს. -რას ამბობს გამოძიება,იცით ვინ ესროლა? -ყოველ შემთხვევაში მე არ მისვრია. -შეიძლება არ გისვრია მისთვის,მაგრამ არც ისეთი სუფთა ხარ ზვიადის წინ. -ეს კი შენ არ გეხება,მოდი და იკითხე მეგობრის მდგომარეობა და როგორც მეგობარი მეც გიპასუხე,სხვას ნუ ჩაეძიები ეს პოლიციის საქმეა და არა შენი,დანაშაულს დამნაშავე სჩადის,პოლიცია კი დამნაშავეს დაიჭერს. -გასაგებია,როცა აზრზე მოვა უთხარი რომ მოვიკითხე. -გადავცემ შენს მოკითხვას.ნოდარი წავიდა,ხატიამ ზიზღით გააყოლა თვალი და იქვე სკამზე ჩამოჯდა,უკვე მერამდენე ღამე იყო ასე ფეხზე ათენებდა და აღამებდა. -ინდირა ნურასოდეს ნუ დაეჭვდები ნიკას სიტყვებში,ის რასაც ამბობს პირდაპირ ამბობს რადგან იცის შედეგები რაც და როგორც იქნება,შენ ისევ უნდა დაბრუნდე უკან. -თქვენ დადექით ჩემს ადგილზე,ის ვინც მოკლეს თუ არ არის ჩემი შვილი მე ჩემი შვილი უნდა ვიპოვო,უნდა მოვძებნო ალექსანდრე. -როგორ,როგორ მოვძებნოთ როცა ხელთ არ გვაქვს არაფერი და არც ის ვიცით ცოცხალია თუ მკვდარი. -ცოცხალია,ვგრძნობ რომ ცოცხალია და ის ჩემთან სულ ახლოს არის,მე მას ვიპოვი. -ნუ გაჯიუტდები ჩემო საყვარელო,ალექსანდრე და ჩვენ ყველა შენზე ვფიქრობთ.შენ კარგად იცი თუ რამხელა ომი გადავიტანე მალიბუს გამო,როგორ ვთხოვდი წასულიყო და პოლიციისთვის ყველაფერი ეთქვა,მაგრამ ყველაფერმა გაიარა საქმე იმაზე უფრო რთულად არის ვიდრე ჩვენ გვგონია.უნდა წახვიდე,ინდირა ისევ სხვამ რომ დაგვასწროს და ის ჯერ არ ნახული ბავშვი მოკლას? -არა,არა ნუ მთხოვ იზაბელა რომ ისევ უკან დავბრუნდე,მე გადაწყვეტილება მივიღე აქ უნდა დავრჩე და რუხვაძეები უნდა გავანადგურო.შენ,შენ რას იზამდი შენი შვილი რომ იყოს,დედის გული და დედის ინსტიქტები შენც ხომ გაქვს,ნიკას რომ რამე შეემთხვეს რას იზამ,მე დარწმუნებული ვარ გიჟს დაემსგავსები. -შენ მართალი ხარ,მაგრამ ჩვენ უნდა მოვერიდოთ მტერს რადგან ისინი არ მოგვერიდებიან ინდირა. -ცხოვრება არ ჰქვია ჩემს ცხოვრებას როგორც მე ვცხოვრობ ეს წლებია,ცხოვრებაა ეს ჩემი ოჯახი ერთ ღამეში დავკარგე? -1000%-ით მართალი ხარ,მაგრამ გაგამ იცის ჩვენ რომ მეგობრები ვართ და პირველად ის აქ მოვა. -აღარაფერი აღარ მაინტერესებს,მაგრამ ჩემს გამო არ მინდა თქვენც შიშში ცხოვრობდეთ.ხვალ ვნახავ რამეს სადაც მშვიდად ვიცხოვრებ და შემდეგ ანალიზის პასუხს მშვიდად დაველოდები. -მიყვარს,მიყვარს ოოო როგორ ძალიან მიყვარს მე ეს სურნელი რომელსაც უკვე გარეთ კართანაც კი ვგრძნობ და ვულკანივით აიმღვრა სისხლი ჩემს ძარღვებში.რა გჭირს,რა დაგემართა ერთი საათის წასული ვარ და ასე რატომ შეგეცვალა ხასიათი საყვარელო,ეს როგორ დამხვდი.გაოცებული უცქერდა რატი იას. -რამეს მიმალავ? -რას უნდა გიმალავდე,ან რატომ უნდა გიმალავდე. -კამლაძე იყო მოსული და შენ გიკითხა,არ ვიცოდი ასეთი ახლო ურთიერთობა თუ გქონდათ,თუ იცნობდი ისიც კი არ ვიცოდი. -რა უნდოდა,რა გითხრა. -ასე გაუფრთხილებლად მოდის ყოველთვის როცა მოეხასიათება? ან რატომ მოდის,რა ურთიერთობა გაკავშირებთ. -მე არ დამიპატიჟებია,მოვიდა? გნახა აქ რომ ხარ და წავიდა,ეს სანერვიულო სულაც არ არის. -ძალიან მაღალფარდოვანი სიტყვებით მოგიკითხა,სიმართლე გითხრა გამიკვირდა ასე თავისუფლად რომ საუბრობდა,არც ჩემს გალანძღვაზე და დამცირებაზე დაუხევია უკან. -რაააა,შენ შეგეხო? -რაც მითხრა აღარაა საჭირო გავიმეორო,მაგრამ მეორედ ეს არ განმეორდეს,მეც ჩემი თავმოყვარეობა მაქვს,მინდა ყველამ იცოდეს მისი ადგილი. -გპირდები,რომ ეს აღარ განმეორდება.რატიმ ისევ ქურთუქი აიღო და სიტყვის უთქმელად წავიდა,რამდენიმე წუთში ნათიას კაბინეტის კართან იდგა და კარი ფეხით შეანგრია რასაც ნათიას კივილი მოჰყვა. -როგორ ბედავ ჩემს კაბინეტში ასე შემოსვლას. -როგორც შენ ბედავ შემოსვლას ჩემს ბინაში. -უკვე გითხრა ნასრაძის ქალბატონმა? -რა გინდა,რატომ და რისთვის მოდიხარ,რას ითხოვ და რა უფლებით ერევი ჩემს პირად ცხოვრებაში. -შენს გამო მოვედი და არა ქალბატონის გამო,არც ვიცოდი იქ თუ იყო. -რა გინდოდა,რა გქონდა სათქმელი რომ ტელეფონით ვერ შეძელი,მაგრამ მიჩვეული ხარ ადამიანების დაშხამვას ამას ხომ ვერა და ვერ გადაეჩვიე. -დაჯექი და მომისმინე. -შენ მოგისმინო? -დიდ,ძალიან დიდ შეცდომას უშვებ საყვარელო. -რას მეუბნები მადამ,სიმართლეს ამბობ? ნებართვაც შენგან ხომ არ უნდა ამეღო ვისთან ვიცხოვრო და ვისთან არა. -მომისმინე. -რაც ჩემგან წადი მე ჩავერიე შენს პირადულში? შენ რა გგონია არ ვიცი რას საქმიანობ? არ ვიცი აქ რატომ ხარ? ყელამდე ნეხვში ხარ არ დაგავიწყდეს,შენ ჩემგან წადი ისე უსიტყვოდ რომ ერთი სიტყვაც არ მითხარი,ჰოდა შემეშვი და შეეშვი ჩემს ცხოვრებას მიხედე შენს ჩაბინძურებულ საქმეებს. -რატი მომისმინე,მე შეცდომა დავუშვი და ვაღიარებ,მაგრამ უშეცდომოდ ცხოვრებას ვერ გაივლი. -მართლა? -ის ახლა რთულ მდგომარეობაშია,შვებას ეძებს და მან შენთან იპოვა შვება,გაივლის ეს დარდი და დეპრესია და მიგატოვებს,გეტკინება და მე არ მინდა რომ გეტკინოს. -შეიძლება ასეც იყოს და მე მომწონს ეს რთული ცხოვრება,შენ ვინ ხარ მოხვიდე და ჩემს სახლში მყოფს შეურაცყოფა მიაყენო. -მე ვცდილობ შენ დაგიცვა. -შენ დამიცვა? მგონი გავიწყდება რომ მე სრულწლოვანი ვარ და როცა ადამიანი სრულწლოვანია ის თავად ირჩევს ცხოვრების გზას. -ნუთუ ასეთი ცუდია რომ მე შენზე ვფიქრობ? -ჩვენ საერთო აღარ გვაქვს,ჩვენ წლების წინ გავიყარეთ და შენ შენი გზა აირჩიე,შენ ვერ იცხოვრე ჩემს პატარა და მყუდრო ბინაში,დროა შეეგუო იმას რომ მე სხვა მიყვარს.ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს და ეს შეიგნე. -გვაქვს,ჩვენ წარსული გვაქვს. -წარსულის ერთი თვე რომელიც მე გულს მირევს.ნათიას ცრემლი მოერია რატის სიტყვებზე,მაგრამ რატიმ მას ყურადღებაც არ მიაქცია და წავიდა. -სად მიდიხარ,მე ჯერ არ დამისრულებია.რატი პირადაპირ სახლში მივიდა და ია სადაც დატოვა ისევ იქ დახვდა,მივიდა გვერდით მიუჯდა და ხელი მოხვია. -ნათიამ მიიღო ის რაც ყველაზე ძალიან არ უნდოდა მოესმინა ჩემგან,ჩვენ ერთი თვე,მხოლოდ ერთ თვიანი ურთიერთობა გვქონდა.თავად წავიდა,ერთ საღამოს სახლში რომ დავბრუნდი წასული დამხვდა. -რატომ ვერ შეეწყვეთ. -ნათია თავისებურია,ის ძალაუფლების და სიმდიდრის მოყვარული ქალია.მან ჩემი შეცვლაც კი მოინდომა. -როგორ შეცვლა. -უნდოდა ის რასაც იტყოდა ყველაფერი ისე ყოფილიყო,ეს კი მე არ მომწონდა.არ მსიამოვნებს როცა სახლში მამაკაცზე წინ ქალი დგას და ქალი უფროსობს.ამიტომ ის ერთ თვეში წავიდა,მეც არ დავაკავე,ახლა კი როცა აქ მოვიდა წლების შემდეგ და შენ დაგინახა ქალურმა ეჭვიანობამ სძლია და დაგგესლა კიდეც. -კამლაძეს სიმდიდრე უყვარს და შეუძლებელია ის აქ გაჩერებულიყო. -მართალი ხარ მას სიმდიდრე უყვარს,ძვირად ღირებული ბრენდები და სუნამოები,მე ამის საშუალება არ მქონდა,შემდეგ ცოტა ხანში საერთოდ წავედი აქედან და სულ ერთი წელია რაც დავბრუნდი. -კარგი,ამიერიდან მე ვუპასუხებ მას რადგან მასთან შეხვედრა ხშირად მომიწევს -კარგი,წავიდეთ იქ სადაც უნდა წამეყვანე? მოდი ნუ გავიფუჭებთ დღეს ნათიას გამო. -წავიდეთ,მაგრამ ჯერ ფატის დავურეკავ და გავიგებ როგორ არის,ხომ არაფერი ჭირდება. -კარგი,მიდი დაურეკე და მეც გავიგებ რამე ხომ არ ჭირდება.იამ ფატის ნომერი აკრიბა და ღიმილით მოიკითხა შვილი. -როგორ ხარ შვილო,ხომ არაფერი გჭირდება. -არა დედა,გარეთ გამოვედი დღეს თბილი ამინდია. -გინდა მოვიდეთ მე და რატიმ და ერთად ვისადილოთ? -არა,არა მეგობრებს უნდა შევხვდე,მაგრამ სხვა დროს უარს არ გეტყვი. -კარგი შვილო,სახლში რომ მიხვალ მომწერე ან დამირეკე.რატიმ ტელეფონი გამოართვა იას და ფატის დაელაპარაკა. -იცოდე სიტყვაზე გიჭერ და სხვა დროს უარის თქმა არ გამოგივა. -არა,არა არ ვიტყვი უარს ძია რატი. -კარგი შვილო,შეხვედრამდე.რატიმ ტელეფონი გათიშა და იას ნაღვლიანი თვალებით შეხედა. -რა მოხდა,რა გითხრა. -ის ჩემი შვილია და ძია რატიო,როდის უნდა დამიძახოს მამა. -მომისმინე,ფატიმ იცის რომ გაგა არ არის მისი მამა და მან იცის მამის საფლავი სად არის,მე მივიყვანე იქ და მე ვაჩვენე სად იყო ჩემი დიდი სიყვარული,ასე უცებ მას ვერ ვეტყვი რომ მამა ცოცხალია და მოდი ნახეთქო.რატის გული უფრიალებდა როცა ფატის ესაუბრებოდა,იმ წუთებზე ფიქრობდა როცა მას გულში ჩაიკრავდა როგორც მისი საკუთარი შვილი.ფატიმ გადაწყვეტილება მიიღო ნიკას დალაპარაკებოდა და მის სახლთან მისულმა გაბედულად მისცა კარზე ზარი,კარი ცისფერთვალება ძალიან ლამაზმა ქალბატონმა გააღო. -ვის ეძებ შვილო.მოესმა ხმა,მაგრამ ის სულ სხვა რამეზე ფიქრობდა,შემდეგ გაუღიმა და მშვიდი ხმით შეეკითხა. -ნიკოლოზ ახვლედიანთან მოვედი,აქ ცხოვრობს? -კი,კი აქ ცხოვრობს შვილო,მაგრამ გასულია სახლში არ არის.ფატი იდგა ღია კარში და გაოცებული უცქერდა ინდირას. -უკაცრავად,მგონი თქვენ გიცნობთ. -მე? საიდან შვილო,ალბად ვინმეს მიმამსგავსეთ. -კი,გიცნობთ.თქვენ ის ქალი ხართ,დიახ ის ქალი ინდირა ვერულაშვილი.თქვენი სახე ფოტოებიდან მახსოვს,თქვენ ხართ დავით ბიბილურის მეუღლე რომელიც სასტიკად მოკლეს და მის სიკვდილში თქვენ დაგადანაშაულეს. -შენ ვინ ხარ შვილო,ან საიდან იცი ეს ისტორია. -მე,მე ფატი რუხვაძე ვარ,გაგა რუხვაძის ქალიშვილი. -სახლში შემოდი,კარებში ნუ დავდგებით.ფატი სახლში შევიდა და ჯერ კიდევ გაოცებული უცქერდა ინდირას. -ვწუხვარ,მართლა ვწუხვარ თქვენი ქალიშვილის გამო,ის ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო. -მაგრამ მისი ახალგაზრდობა მკვლელმა არ დაინდო,არ შეიბრალა შვილო. -მე მითხრეს რომ თქვენ გარდაცვლილი იყავით,ყველა ასე ფიქრობდა.სულ ცოტა ხნის წინ გავიგე რომ ცოცხალი ხართ.მაპატიეთ,არ ვიცი ამ ყველაფერს რატომ ვამბობ,მე აქ სულ სხვა მიზნით მოვედი,ნიკოლოზთან მინდოდა საუბარი. -ნიკოლოზი გასულია და ზოგჯერ სახლშიდაც არ მოდის როცა ბევრი საქმე აქვს,მითხარი რა ვუთხრა და ვეტყვი. -მინდა თორნიკეზე ვესაუბრო,მხოლოდ მას შეუძლია თორნიკე გადაარჩინოს.ის დააკავეს ვიღაც გოგიტა გეგენავას მკვლელობის გამო,მაგრამ დარწმუნებული ვარ თორნიკე უდანაშაულოა. -გოგიტა გეგენავა თქვი? ეს ხომ არა ადამიანია,ის არა კაცია. -შეიძლება მან დაიმსახურა ის რაც მოხდა,მაგრამ ეს არ ჩაუდენია თორნიკეს.ის არ არის მკვლელი და სრულიად უდანაშაულოდ ზის. -მე მესმის შენი,ყველაზე მეტად მესმის რას ნიშნავს დაგადანაშაულონ დანაშაულისთვის როცა არ ხარ დამნაშავე.გაგასამართლონ იმ დანაშაულისათვის,რომელიც არ ჩაგიდენია.ჩემი შვილი გაიზარდა იმ შეგრძნებით,რომ მისმა დედამ მამა მოუკლა,ამ დროს კი მისი დედა სრულიად უდანაშაულოა.მესმის თორნიკე როგორ არის ამ წუთში,ვიცი როცა სიმართლე მის მხარეზეა და ვერ ამტკიცებს მის სიმართლეს.შენმა მამამ და შენმა ბიძამ მე ცხოვრება დამინგრიეს,შენმა ბიძამ ჩემი ქმარი მომიკლა,სახლი გადამიწვა და ჩემი მეუღლე ცოცხალ-მკვდარი დაწვა.ასეთი დანაშაულის შემდეგ ის ჯერ კიდეც თავისუფალია და მამაშენმა ეს ყველაფერი იცოდა და ერთი სიტყვაც არ თქვა ჩემს დასაცავად,იცი რატომ? არ უნდოდა მისი არაკაცი ძამიკო ციხეში გაეშვა და მე გამიმეტა. -ბოდიში,დეიდა ბოდიშს გიხდი მე არ ვიყავი დაბადებული და არ ვიცი რა გითხრათ,მე წვლილი არ მიმიძღვის ამ ისტორიაში. -შენ მართალი ხარ,შენ არ ხარ დამნაშავე.მეც ნერვებს ავყევი მაპატიე შვილო.,ნიკოლოზს რა შეუძლია გააკეთოს,როგორ უნდა დაეხმაროს თორნიკეს. -არ ვიცი,მართლა არ ვიცი.რამე გზაც რომ არსებობდეს,მოინდომებს თუ არა დახმარებას ესეც არ ვიცი,მას ხომ მალიბუ ძალიან უყვარდა.თორნიკემ და მალიბუმ როცა წასვლა გადაწყვიტეს,როგორც ვიცი ეს ნიკოლოზმა არ იცოდა,იდეა არ ჰქონდა.მას სიმართლე დაუმალეს,მაგრამ ვიცი რომ როცა მკვლელობა მოხდა ისინი ერთად იყვნენ და თორნიკე უდანაშაულოა. -ნიკა ჯერ კიდევ შოკშია,მალიბუს ნივთებს ეფერება და მის საწოლზე იძინებს,მართლა არ ვიცი რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა დაგეხმაროს,მაგრამ მეორე მხარეს არის უდანაშაულო ადამიანი რომელიც უნდა დაიღუპოს იმიტომ რომ ვერ ამტკიცებს მის უდანაშაულობას. მამაშენს უამრავი ნაცნობები ყავს,ამდენი მკვლელობები დაუფარავს და დავიჯერო არ შეუძლია დაეხმაროს, უშველოს და დაიხსნას ამ გაჭირვებიდან თორნიკე? -ჩემი ოჯახი აღარ არის,მას არ ჰქვია ოჯახი.ის რაც თქვენ იცოდით გაქრა და დაიშალა,ბოლო პერიოდში აღმოჩენილმა ცვლილებებმა ყველაფერი დაშალა და გაანადგურა.როცა გავიგეთ მალიბუ მამას ქალიშვილი იყო,არაფერი არ იყო ისე მტკივნეული როგორც სიცრუე და სიცრუეში ცხოვრება. -მე მოგცემ ნიკას ტელეფონის ნომერს,მაგრამ მინდა ჩემს გამოც გააკეთო რაღაც. -მითხარი,რა შემიძლია გავაკეთო თქვენთვის. -მინდა დედაშენს შევხვდე. -ვეტყვი და ვიცი რომ შეგხვდებათ. -რაც შეიძლება მალე,რადგან შესაძლებელია ქვეყნიდან გავიდე. -ხვალ,ხვალ შეგიძლიათ? -შევძლებ,თუ დღესაც მოახერხებ დღესაც შემიძლია. -თქვენი ნომერი მომეცით,რომ დროზე და ადგილზე შევთანხმდეთ. -ჩაიწერე ჯერ ნიკას ნომერი და შემდეგ ჩემს ნომერს მოგცემ. ნიკას დაურეკე და უკეთესია თავად აუხსნა რა გინდა,მეც დაველაპარაკები რომ მოვა საღამოს.ფატი ცოტა იმედ ჩასახული წამოვიდა,მაგრამ ინდირას სიტყვები მისი გონებიდან არ ამოდიოდა,ფატის წასვლის შემდეგ ალექსანდრე გაბრაზებული დაბრუნდა ინდირამ ყავა მოუდუღა და ორივე ჩუმად ისხდნენ რომ კარზე ზარი იყო,ალექსანდრემ მივიდა კართან და კართან მისვლამდე ფანჯრიდან გაგა დაინახა,ინდირას მიუბრუნდა და მკაცრად უთხრა. -მაღლა ადი და რაც არ უნდა გაიგონო არ გამოხვიდე. -ვინ არის. -ის ვინც აქ არ უნდა გნახოს,გთხოვ არ გამოხვიდე.კარი ალექსანდრემ გააღო,ინდირა კი თავის ოთახში შევიდა. -გისმეთ ბატონო გაგა რამ შეგაწუხათ,აქამდეც შეგეძლო მოსულიყავი და გეთქვა,რომ მალიბუ არ იყო შენი ქალიშვილი. -გავაფრთხილე,რომ არაფერი არ ეთქვა და მაინც გითხრა. -ვისთვის არ უნდა ეთქვა,ჩემთვის? ჩემთან აუკრძალე ინდირას საუბარი? ვინ უვლიდა იმ გოგონას მთელი ეს წლები ვინც გეგონა რომ შენი შვილი იყო და ნახვით ერთხელ არ გინახავს.რა გააკეთე მთელი ეს წლები თავად ინდირასთვის გაგა. -შეგახსენო რა გავაკეთე? მე,მე წავედი რისკზე და ციხიდან გამოვიყვანე,ქვეყანას გავარიდე,სიცოცხლე და თავისუფლება ვაჩუქე. -შეგახსენო რატომ,ვის გამო და რისთვის მოხვდა ციხეში? ის შენით მოხვდა ციხეში,შენ შენს არაკაც ძმას დააფარე ხელი და უდანაშაულო ქალი გაწირე.თავიდან გეთქვა სიმართლე და ციხესაც აირიდებდა,თავის შვილს თავად გაზრდიდა,მაგრამ შენ ხომ უძლეველი რუხვაძე ხარ როგორ შეგეძლო საკუთარი ძმა გაგეშვა ციხეში. -ის მშვენივრად ცხოვრობდა ეს წლები ევროპაში და არაფერი დამიკლია მისთვის. -შენ როდესმე თვალებში ჩახედე გაუბედურებულ ქალს და შეეკითხე უნდოდა თუ არა შენი მიცემული მშვენიერი ცხოვრება? -თავშესაფარში გოგონას ვპატრონობდი,უნივერსიტეტი დაასრულა და ჩემს გვერდით მოვაწყვე სამსახურში.ვაძლევდი მთელ ჩემს ქონებას,მეტი რა უნდა გამეკეთებინა ალექსანდრე. -მალიბუ ნიჭიერი იყო,უნივერსიტეტში მისი სწავლით მოეწყო და სტიპენტიააც ღებულობდა,შენ რა გააკეთე მისთვის.უკეთესი იყო დედა-შვილს გაჭირვებაში ეცხოვრა და ისინი ერთმანეთთან არ დაგეშორებინა,შენ ყველაფერი კარგად გქონდა წინასწარ გათვლილი,მაგრამ ბოლოში წაარტყი ფეხი ან თუ ყალბი დნმ-ის ანალიზი არ აჩვენე ინდირას. -ის არ იყო ჩემი ქალიშვილი,მან ჩვენ ყველა გაგვაცურა.ალექსანდრე მალიბუ ჩემთან ვიღაცამ შემოაგზავნა,მაგრამ ვინ ესაა გასარკვევი.შენ,შენ ხომ ხშირად ნახულობდი,რატომ ვერ იცანი მან მახეში გაგვაბა ყველა და ჩვენი გაოცებით ისარგებლა. -4 წლის ბავშვი თავშესაფარში მივიყვანე,მას შემდეგ 22 წელი გავიდა,მე მის აღმზრდელს ვნახულობდი.ჩემთან კი 20 წლის ასაკში მოვიდა უკვე სრულწლოვანი და მითხრა ვინც იყო,რას წარმოვიდგენდი მთელი 6 წელი ჩემს სახლში,ჩემს გვერდით სულ სხვა გოგონა თუ ცხოვრობდა და არა ის მალიბუ ვისაც ეს სახელი თავად მივეცი. -მეც ასე გავბრიყვდი,მისი ბიოგრაფია რომ წავიკითხე ვიფიქრე რომ ის იყო,იყო კიდევ ერთი რაღაც რამაც დამაფიქრა,მაგრამ შევცდი. -რა,რამ დაგაფიქრა. -უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა,ახლა რაც მნიშვნელოვანია კარგად მომისმინე,ინდირა აქედან რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს -გეშინია არ დაგაშანტაჟოს? -არა,არაფლის მეშინია,მაგრამ მეშინია ის არ მოკლან. -არ არის გამორიცხული და თუ ეს მოხდა,ესეც შენი ორგანიზაციით მოხდება გაგა. -მე რომ ინდირას მოკვლა მდომებოდა,მას ციხეშივე მოვკლავდი სხვებთან ერთად. -და რატომ არ გააკეთე? -შენ ყველაზე კარგად იცი რას ნიშნავს ეს ქალი დღემდე ჩემთვის. -არ ვიცი,მაგრამ ვიცი როგორ მიატოვე მაშინ როცა შენი შვილი მის სხეულში იზრდებოდა და გადაიკარგე,რამდენიმე წელიწადში დაბრუნდი და მდიდარ ნასრაძის ქალიშვილზე დაქორწინდი,ინდირა მიატოვე,მაგრამ გაბრაზდი ის რომ დავითის ცოლი გახდა და სიბრაზე გულში ჩაიდე. -გაჩუდი ალექსანდრე და დავტოვოთ წარსული უკან,ახლა მომავალზე ვილაპარაკოთ და ვიფიქროთ ვინ მოიყვანა მალიბუ ჩემამდე. -ყველგან სადაც კი გაგივლით მტერს ტოვებთ,ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას საიდან და რომელი მხრიდან მოგიდგა მტერმა,მაგრამ ყველაფერს მისი დრო აქვს და ყველაფერი გაირკვევა. -ალექსანდრე ინდირას უთხარი,რომ მასთან მინდა შეხვედრა. -მტრობა დაასრულეთ და შვილი ერთად მოძებნეთ,მე მხოლოდ ამას გეტყვით ორივეს. -ჯერ ინდირას სიცოცხლე არის დასაცავი,შემდეგ კი ჩვენი ყველასი,რადგან ყველას საშიშროება გველის.მე მივდივარ და გთხოვ უთხარი ინდირას შემხვდეს.გაგა წავიდა და მხრებში მოხრილი მიაბიჯებდა,ალექსანდრე კი ფანჯრიდან უყურებდა მის ძველ მეგობარს. -როგორ შეიცვალე და დაგეტყო წლები, გაგა შენ რაღაც გაშინებ ან ვიღაც თორემ ასე არ აფორიაქდებოდი. -მე არ ჩავერიე თქვენს საუბარში ალექსანდრე მაგრამ ის რაც გაგამ თქვა,მართალია.ინდირა უნდა გაერიდოს მტერს და წავიდეს ქვეყნიდან.უთხრა იზაბელამ ალექსანდრეს და მათკენ მომავალ ინდირას ორივემ შეხედა. -ყველაფერი გავიგონე რაც თქვით,მინდოდა გამოვსულიყავი მაგრამ გადავიფიქრე მივხვდი რომ ჩემი აქ ყოფნით თქვენც საფრთხეში ხართ,მე არ მინდა ზიანი მოგაყენოთ,ამიტომ დღესვე წავალ და სასტუმროში დავბინავდები. -სასტუმროში ადვილად რომ გიპოვოს მტერმა? ჩემთან წამოდი,მე ხომ მარტო ვარ და ხშირად სახლშიდაც არ ვარ.სახლში ნიკა შემოვიდა და ისიც საუბარში ჩაერია. -შენთან სად,შენ არ აპირებ სახლში დაბრუნებას? -არა,ჯერ კიდევ იქ ვიქნები.ნიკამ იზაბელას შეხედა და სამზარეულოში გავიდა. -გშია ნიკოლოზ? ღიმილით გაყვა იზაბელა ნიკოლოზს. -მგელივით,გუშინს მერე არაფერი მიჭამია. -არის კიდევ რამე ახალი? -ყოველ დღე მკვლელობებია,ყოველ დღე ქურდობა,ეს ხალხი სულ გაგიჟდა მგონი. -ლანა როგორ არის ნახე? -უჭირს ჯერ კიდევ,იქ დადის სადაც ერთად დადიოდნენ,სადაც ისხდნენ და ყავას სვამდნენ.გუშინ შუა გზაზე გაშტერდა და ნაბიჯი ვეღარ გადადგა,მოძრაობა დაიკეტა და მძღოლები აყვირდნენ,მაგრამ მას არაფერი არ ესმოდა იდგა და შუა გზაზე ფიქრობდა. -მერე? -მითხრა რომ შენთან მოვდიოდი და გზა დამავიწყდაო. -ძალიან გაუჭირდა ლანას შეეგუოს მალიბუს არ ყოფნას. -მოვედიიიიი და აბა გამოიცანი ხვალ რას ვაკეთებ? -რას აკეთებ? -ხვალინდელი დღე მხოლოდ შენ უნდა მოგიძღვნა. -ეს როგორ? ხვალ ხომ მორიგე ხარ. -ნიკოლოზმა მითხრა,მაინც ვერ ვიძინებ აქ უკეთესია ვიყო სახლში ყოფნასო. -დილით 11 სთ-ზე ექიმთან უნდა ვიყო. -რატომ? ხომ ყველაფერი კარგად აქვს ჩვენს პატარას.შეეშინდა ლაშას და ლანას შეხედა. -კარგადაა,კონტროლზე მივდივარ.მეც დაძაბული ვარ,რადგან ეს ბოლო თვეები დიდი სტრესი მივიღეთ და უკეთესია ექიმმა გვნახოს. -მარტო კონტროლზე? კარგი მეც თქვენთან ერთად წამოვალ და იქედან რომ გამოვალთ გავისეირნოთ. -იმ ადგილას წავიდეთ მალიბუს რომ უყვარდა მისვლა? -ლანა საყვარელო,უნდა დაივიწყო ის ადგილები და დროა რეალობას შეეგუო,ვიცი რომ გტკივა ის ხომ შენი საუკეთესო მეგობარი იყო და სულის ნაწილი,მაგრამ არც მე ვარ უსისხლო ადამიანი,კარგად ვიცით რომ დროის უკან დაბრუნება არავის არ შეუძლია,ამიტომ ვერც მალიბუს დავაბრუნებთ. -მე ვთვლიდი თავს მის მეგობრად,ის იყო კი ჩემი მეგობარი? ლაშა იყო ის ჩემი მეგობარი,თუ ის იყო სხვა პიროვნება,რას გულისხმობდა როცა მითხრა ,,ლანა ეს არ მქონდა გათვლილი,ამას არ მოველოდი''. მას რა უნდა გაეთვალა,რა ვერ გააკეთა სწორად.ტიროდა,ტირილში სიტყვებს ვერ ვარჩევდი და მე ტელეფონში ვამშვიდებდი.ლაშა იცი რას ვფიქრობ? ის მეგობრობდა ჩემთან როცა არაფერი არ ჰქონდა,მაგრამ ის რომ მდიდარი ყოფილიყო იმეგობრებდა ჩემთან? -ლანა დროა დამშვიდდე,გესმის? -ვინ იყო მალიბუ,ვინ იყო მალიბუ.იყო ის ვისაც მე ვიცნობდი თუ იყო სულ სხვა ვიღაც და მას იყენებდნენ,შემდეგ როცა აღარ უნდოდათ ის თავიდან მოიშორეს. -დამშვიდდი,მალიბუ შენი მეგობარი იყო და შენ მას უყვარდი. -ვუყვარდი? მართლა ვუყვარდი და შემეძლო მასზე დაყრდნობა გასაჭირში? გოგონას რომელსაც მე ვიცნობდი და თავშესაფარში გაიზარდა მშობლების გარეშე,გოგონა რომელმაც უზარმაზარი ბავშვობის ტრავმა მიიღო,საინტერესოა ვინ იყო ეს გოგონა ლაშა. -რას გულისხმობ ლანა ვერაფერი ვერ გავიგე. -ეს უბრალო გოგონა მოხვდა რუხვაძეების კომპანიაში,მაგრამ უცნაურად არ გეჩვენრება რომ მან ეს კომპანია გააკოტრა? -გავიგეთ რომ რუხვაძეებმა ბავშვობის ტრავმა მიაყენა მან იცოდა ისტორია თავიდან პირველი წუთიდან ბოლომდე და აქ გასაკვირი არაფერია საყვარელო,პირიქით ლოგიკურია რომ მათი განადგურება და გაკოტრება უნდოდა. -გეთანხმები,აქამდე ორივე კარგად მოვედით,მერე რა მოხდა.ზოგჯერ მისი სახე სულ სხვანაირი იყო,ის ამაყი იყო იმ კომპანიაში რომ მუშაობდა,როცა რუხვაძემ დაითხოვა სამსახურიდან ის შეიცვალა,ჩემს წინ სულ სხვა გოგონა დადგა,მან მითხრა რომ ის არ იყო ის ვისაც მე ვიცნობდი,მალიბუ არჯევანიძე გაქრა,მაგრამ მისი სიკვდილიდან რამდენიმე კვირაში მე მეცნობა სულ სხვა პიროვნება და მეცნობა როგორც მალიბუ არჯევანიძე მე რა გავაკეთო და ვის დავუჯეერო,ამ ორიდან რომელი ამბობს სიმართლეს.ლაშა ნუ ხარ ჩუმად ხმა ამოიღე. -მე პოლიციელი ვარ,მაგრამ ეს ისტორია ჩემგან შორს არის.მე მივდივარ იქ სადაც გამაგზავნიან და ვაკეთებ იმას რასაც დამავალებენ,ნიკა კი გამომძიებელია და თითოეული საქმე უნდა გამოიძიოს ძირფესვიანად,ის დაადგენს სიმართლეს.მას იზიდავს ასეთი ჩახლართული ისტორიები და თუ გვითხრა ჩვენ არ ჩავერიოთ,ესე იგი არ უნდა ჩავერიოთ და მოდი დაველოდოთ რა მოხდება. -წავალ იქ,ის ისევ მოვა და მინდა გავესაუბრო. -მასე ვერაფერს ვერ გაიგებ,დაჯექი ნუთუ არ შეგიძლია დაელოდო? -ლაშა რაღაც ხდება და ეს რაღაც რა არის უნდა გავიგო,ვერ მოვისვენებ. -მარტო არ გაგიშვებ,მეც წამოვალ შენთან ერთად.უთხრა ლანას ქურთულს დაავლო ხელი და ბუზღუნით ჩაკეტა ბინის კარი. -შარს გადამკიდებს ეს ქალი.ლანას მიუახლოვდა,გაბრაზებულმა შეხედა და უთხრა. -მინდოდა დღევანდელი დღე შენთან გამეტარებინა,მაგრამ შენ თუ რამე ჩაიდე მაგ თავში არ გადათქვამ. -ნიკამ თქვა არ ჩავერიოთ,მაგრამ მე ვერ მოვისვენებ. -დიახ კარგად გახსოვს რაც თქვა,მაგრამ შენ გესმის მისი ნათქვამი? ლაშა ბუზღუნებდა და ასე ბუზღუნით მივიდნენ იმ კაფეში სადაც ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს. -გვერდი აუარეს ზვიადის და ასევე მეც,ანდერძის გამოჩენის შემდეგ მალიბუ მოკლეს,გზიდან ჩამოიშორეს,მაგრამ საინტერესოა რა უნდოდათ შენთან. -გჯერათ რომ მე უდანაშაოლო ვარ? -დარწმუნებული ვარ,მაგრამ არ ვიცი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვის უნდა გაგაუბედუროს. -არ ვიცი,მართლა არ ვიცი. -ნუთუ ნიკოლოზი არის გარეული ამ მკვლელობაში? -არა,ნიკოლოზს ნუ გარევთ ამ სიბინძურეში,მას ძალიან უყვარდა მალიბუ.შეუძლებელია მალიბუს არ სცოდნოდა ვინ იყო კომპანიის ყველაზე დიდი მტერი. -ვფიქრობ მასზე ცოტა რამ იცოდე ისეთი რაც არ იცი,ის შენზე მეტი ჭკვიანი იყო თორნიკე.თვეების მანძილზე თხოვდი შეხვედრას,მერე სიყვარულს.მან კი რა გააკეთა? ის ყველა საინტერესო ინფორმაციას იღებდა შენი კომპიუტერიდან და კომპანიის მტერს აწვდიდა. -რას ამბობ,ვინ გითხრათ ეს დიდი სისულელე. -არასოდეს შეგიმჩნევია არაფერი? -ვერ დამაჯერებთ რომ მალიბუ ასეთი იყო. -შენგან აიღო იარაღი,ის იყო ყველა ჩვენთაგანზე ჭკვიანი და თან დაუნდობელი,ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება მიმეცა მისთვის კომპანიის აქციების სრული პაკეტი,რადგან ის მებრძოლი იყო და შეეძლო ყველა მტრის შემოგერიება. -ასეთი თუ იყო,როგორ მიეცი ანდერძით თქვენი ქონება და მეორე, ვერ შეძლებდა გამკლავებოდა კომპანიის მტრებს,ის სუსტი იყო. -ის ჩანდა სუსტი,მაგრამ ის ჩემზედაც და შენზედაც ძლიერი იყო.სხვაგვარად არც შემეძლო შემეჩერებინა და თან მინდოდა ცოდნოდა,რომ არაფერი არ ვიცოდი და ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა.მან შენ გამოგიყენა და ეს გამოსდიოდა. -მალიბუს ვუყვარდი. -შენ უბრალოდ იყავი მისი საკბილო. -მაშინ რატომ გადაწყვიტა ჩემთან ერთად წამოსვლა. -როცა კომპანიიდან დავითხოვე,მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა მანამ, სანამ მეორე დავალებას არ მისცემდნენ. -არ მჯერა,ვერ დავიჯერებ ეს ყველაფერი სისულელა. -თორნიკე მე არ მიკითხავს შენთვის რაც გითხარი ეს ყველაფერი გჯერა თუ არა,შენ დაჯექი და დაფიქრდი ამ ყველაფერზე რაც გითხარი,დაიჯერებ ამ ყველაფერს თუ არა,ეს შენი გადასაწყვეტია. -იცოდა რომ ის თქვენი შვილი იყო? -არა. -როგორ ხართ ასეთი დარწმუნებული. -ეს რომ სცოდნოდა,ის შენთან ერთად არსად არ იყო წამომსვლელი.როგორ ფიქრობ,წამოვიდოდა და დაკარგავდა ასეთ სიმდიდრეს შენს გამო? იმ დღეს მიიღო ანდერძი,ის ისე გარდაიცვალა ქაღალდი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა.ვერ მოასწრო გამოესწორებინა მისი დანაშაული და შენთვის უარი ეთქვა შენთან ერთად წასვლაზე,შენც დაგაკავეს არ ჩადენილი დანაშაულისთვის. -არ მჯერა,მართლა არ მჯერა.თქვა თორნიკემ და ბადრაგს შეხედა,ეს კი იმის ნიშანი იყო იქედან უნდა წასულიყო. -არ გჯერა მაგრამ შენ მაინც დაფიქრდი.უთხრა გაგამ და ისიც ფეხზე წამოდგა.ბადრაგმაც წაიყვანა თორნიკე და ისიც მიდიოდა დაფიქრებული. -ვინ იყავი მალიბუ არჯევანიძე,გოგონა დიდი შავი თვალებით და შავი თმებით,თხელი პატარა და ნაზი ტუჩებით რომლებიც სულ თავისკენ მიზიდავდნენ.ვინ ხარ,ვინ რა გიყო და როგორ გაგაბოროტა.რა ვიფიქრო,გარდა იმისა დრომ და სასტიკმა ადამიანებდა ურჩხულად გადაგაქცია.არადა ჩემს წინ ხომ ერთი უცოდველი გოგონა იდგა,მტკივნეული წარსულით,მაგრამ სინამდვილეში ვინ ხარ შენ მალიბუ არჯევანიძე ან ვინ იყავი. -გამარჯობა ბატონო ნიკოლოზ.ნიკამ დაღლილი და მთელი ღამის უძილო თვალები მიანათა მის წინ მდგომ გოგონას,იქვე მდგარ მეგობარს დაუძახა და შემდეგ ისევ გოგონას მიუბრუნდა.აქ ვისაუბროთ თუ ახლო მდებარე კაფეში შევიდეთ. -თუ დრო გაქვთ. -ტატო გავდივარ და მალე დავბრუნდები.ნიკა შორს არ წასულა,იქვე განყოფილებასთან ერთ ერთ კაფეში შევიდა და ფატის მიუბრუნდა.-დაბრძანდით და გისმენ. -ვიცი რომ ჩემი ნახვა არ გესიამოვნათ,მაგრამ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ჩემი დახმარება და გთხოვთ,ნუ შემომხედავთ ზიზღით. -პირველი,ჩემი სათხოვარია მოხსენით ბატონო და მე ყველასთვის უბრალოდ ნიკა ვარ ან ნიკოლოზი და შემდეგ გისმენთ. -კარგი, ნიკა ვფიქრობ ჩვენ ორნი ერთი და იგივე მდგომარეობაში ვართ. -არა,სცდები.თორნიკე ცოცხალია,მალიბუ კი არა. -ვიცი რომ დიდი განსხვავებაა,თორნიკე ციხეშია და ჯერ კიდევ იქ იქნება და მას მკვლელობაში ადანაშაულებენ, რომელიც არ ჩაუდენია. -მე რა უნდა გავაკეთო. -მინდა რომ დამეხმარო,თავადაც იცი და ამბობ კიდევაც რომ თორნიკე უდანაშაულოა.ნიკა ისიც კარგად ვიცი,რომ თუ მოინდომებ არც დაეხმარები რადგან მასზე გული გტკივა. -თორნიკეს შეეძლო მოსულიყო და ეთქვა თვიანთ ჩანაფიქრზე,როგორც ეს ადრე გააკეთა როცა მთხოვა მალიბუსთან შეხვედრისთვის უფლება მიმეცა.მალიბუს მკვლელობა შეკვეთილი იყო,თორნიკეს ამაში არც ვადანაშაულებ მაგრამ მე რომ მათი გეგმების შესახებ მცოდნოდა შესაძლებელი იყო არც მალიბუ მომკვდარიყო და თორნიკეც აიცილებდა თავიდან მკვლელობის ბრალდებას. -როგორ? -როგორც ხდება,ვიღაცამ დიდი ფული გასცა და ბრძანა მისი მოკვლა. -ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა. -ეს ყველას შეეძლო გაეკეთებინა,ვისაც კარგად გადაუხდიდნენ.დღეს როგორც ხედავ ყველას უჭირს და კარგ თანხაზე ვინ იტყოდა უარს. -მაგრამ..........................ნიკამ მოულოდნელად გარეთ გაიხედა და ჩაეცინა. -ერთი წუთით დაგტოვებ,არ წახვიდე.ნიკა ფეხზე წამოდგა,კაფედან გავიდა და აჩქარებული ნაბიჯით დაედევნა წინ წასულს,დაეწია კიდეც, მკლავში ხელი ჩაავლო და მისკენ შემოაბრუნა. -მე მითვალთვალებ? ჯერ კიდევ გგონია,თუ დარწმუნებული ხარ მე ვარ მალიბუს მკვლელი. -ვინც მის გარშემო იყავით ყველას შეგეძლოთ მისი მოკვლა,ვინ არის ის ქალი,მასთან ერთად შეადგინე გეგმა და ახლა აზრებს უზიარებთ ერთმანეთს? -გააგრძელე. -ჯერ გეგენავა მოკალით,თორნიკე ციხეში გაუშვით და შემდეგ მალიბუ მოიშორეთ თავიდან. -კარგად მიდიხარ,მერე რა მოხდა? საერთოდ აზროვნებ? წაგიყვანდი ჩემთან განყოფილებაში,მაგრამ შენი ტვინი ვერ ქაჩავს იმ დონემდე რომ ლოგიკურად იმსჯელო. -გინდა დავიჯერო,რომ თქვენ ორნი აქ შემთხვევბით შეხვდით ერთმანეთს? -ძალიან უაზროდ ლაპარაკობ ანამარია და უკეთესია თუ აღარაფერს იტყვი. -რატომ? იქნებ სწორედ ამიტომ შეხვდით ერთმანეთს რომ ორივეს ერთნაირი ალიბი გქონდეთ. -როგორც მივხვდი ძალიან ბევრ კინო-ფილმებს უყურებ მალიბუ ან ანამარია არ ვიცი რა სახელით მოგმართო. -გითხარი ორივე სახელზე ვრეაგირებ. -ჰოდა მეც დაგიჯერე,მოშორდი აქედან სანამ ჯერ კიდევ მშვიდ ხასიათზე ვარ.უთხრა ბოლოს გაბრაზებულმა,ზურგი შეაქცია და წავიდა. -ბოდიში აუცილებლად უნდა გავსულიყავი. -არა უშავს,ნიკა მომეხმარები? -მიკვირს დასახმარებლად ჩემთან რომ მოდი,რატომ არ თხოვ მამას მას ხომ მყარი და ძლიერი ზურგი აქვს. -არ მინდა მამას ვთხოვო მეორედ. -მეორედ? თხოვე და უარი გითხრა? -მითხრა შევეცდებიო,მაგრამ როგორც ვხედავ არ ფიქრობს დახმარებას და მეც მინდა დაინახოს რომ მის გარეშეც შემიძლია ცხოვრება.იცოდი რომ მალიბუ მამას შვილი იყო? -მეც ახლახანს გავიგე,არ ვიცოდი.ერთი რაღაც მინდა შეგეკითხო და იმედია სწორად გამიგებ. -არა მკითხე რაც გაინტერესებს,გისმენ ნიკა. -რატომ ცდილობ დაეხმარო თორნიკეს მან ხომ შენი სიყვარული არ მიიღო და მალიბუ აირჩია. -რაც არ უნდა გაგიკვირდეს,მე ის მაინც მიყვარს მისი პლიუსი და მინუსებით.თორნიკე იმ დღიდან შემიყვარდა როცა კომპანიაში მოვიდა მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი და არ მინდა დაიღუპოს უდანაშაულოდ,არ მინდა ცხოვრება გაუმრუდდეს.ნიკა გთხოვ,თუ რამე შეგიძლია მომეხმარე.შეუძლებელია რამე გზა არ არსებობდეს მის გადასარჩენად. -გამიჭირდება,მაგრამ ვნახოთ რას გავაკეთებ შენთვის და არა მისთვის. -მპირდები? -არ გპირდები,ვნახოთ რას შევძლებ. -მადლობა,მე ამ შეხვედრას წარმატებულად ჩავთვლი.ფატი კმაყოფილი დაშორდა ნიკას და ნიკა დაფიქრებული დატოვა კაფეში. ნელა ნელა მიუყვება ქუჩას და ნერვიულობს,ყელში თითქოს ვიღაც ხელს უჭერს და ახრჩობს.ვერ სუნთქავს,უნდა იცოცხლოს მაგრამ ჰაერი არ ყოფნის.ერთ დიდ გალავანს მიუახლოვდა და ზიზღით შეავლო თვალი შესასვლელ ჭიშკარს,უკან არ დაიხია ძალები მოიკრიბა და ზარი მისცა,კარი შიგნიდან გააღეს და ისიც აუჩქარებლად გაუყვა სახლამდე ქვაფენილ ბილიკს. -მობრძანდი გელოდებოდით. -მადლობა,რომ შეხვედრაზე დამთანხმდით. -არც დავფიქრებულვარ უარი მეთქვა თუ თანხმობა,რადგან ცოტა ხნის წინ გავიგე თქვენი მტკივნეული და ტრაგიკული ისტორია,ამიტომ ძალიან დამაინტერესდით და მინდოდა თავად გამეცნო ის ქალი,ვინც ამდენი ტკივილი გამოიარა და ჯერ კიდევ ფეხზე დგას. -მიუხედავად იმისა ამბობდნენ რომ მდიდარი ქალი არის,მიუკარებელი და ძვირად იცის კითხვაზე პასუხის გაცემაო,გიყურებთ და ვფიქრობ ასე არ უნდა იყოს. -ასე ამბობენ? ჩაეცინა იას და ინდირას -მე ასე არ ვფიქრობ,რადგან წლებია გიცნობთ შორიდან. -მიცნობთ? -თქვენ ძალიან მალე ქორწინების 21 წელი შეგისრულდებათ,მე კი მასთან განშორების 27 წელი.თავიდან შემზიზღდით,მაგრამ მივხვდი რომ ზიზღის მიზეზი არ მქონდა,რადგან მე არ დამტოვა უფალმა მარტო და დავქორწინდი ერთ არაჩვეულებრივ ადამიანზე,ვინც ჩემი და გაგას შვილი შვილად მიიღო და როგორც საკუთარი შვილი გულში ჩაიკრა.ძალიან კარგად მიდიოდა ყველაფერი, ოჯახი მქონდა,მყავდა საყვარელი ქმარი და ერთ ღამეს ჩემი მყუდრო ბუდე დაიშალა,რატომ? რა მოხდა? ყველაფერი განადგურდა და რომ დავფიქრდი მე თქვენ შემეცოდეთ. -შეგეცოდეთ,რატომ? -თქვენ ვერც კი მიხვდით როგორ გაებით მის მიერ დაგებულ მახეში. -თქვენ გინდათ მითხრათ,რომ მთელი ეს წლები ჩემს ცხოვრებას ადევნებდით თვალს? -არა,რა უფლება მქონდა ქალბატონო ია თქვენთი ცხოვრებისთვის თვალი მედევნებინა.გაგამ გაყიდა ჩემი მისდამი სიყვარული და თქვენ აგირჩიათ,წლების შემდეგ მივხვდი რომ მე უფრო ბედნიერი ვიყავი,მაგრამ ხშირად მესმოდა თქვენზე კარგი,ეს მას შემდეგ რაც თავშესაფარი გააკეთეთ და ხალხმა გაგიცნოთ,საზოგადოებამ დაგინახათ. -ასეა,გაგას არა მე ვუნდოდი,არამედ ჩემი ქონება და კომპანია. -როგორ მიყვარდა ის ადამიანი ვინც სიმდიდრეზე საკუთარი შვილი გაყიდა,ეს ყველაფერი გააკეთა იმ სკამის გამო სადაც დღემდე ზის.ის ჩემს წინაშე უზარმაზარი ვალით დგას ქალბატონო ია,ვფიქრობ დაგაინტერესებთ,მაგრამ არ ვიცი საიდან დავიწყო რომ თქვენამდე ჩემი ტკივილი გასაგები ენით მოვიტანო.იქედან ხომ არა,რომ ჩემი შვილის გაზრდაში არ მიმიძღვის არანაირი წვლილი? თუ იქედან ჩემს თვალწინ როგორ მოკლა თქვენმა მაზლმა ჩემი ქმარი,გაუპატიურება,ციხე,მარტოობა და ახლა ამ ყველაფერს დამატებული ჩემი შვილის მკვლელობა.აი ასეთია მამაკაცი ვისზედაც თქვენ დაქორწინდით. -რატომ მიყვებით ამ ყველაფერს. -კითხვა დაგებადათ,რატომ გიყვებით? ეს ყველაფერი თქვენ უნდა იცოდეთ,თქვენ სწორედ ახლა ხართ იმ მდგომარეობაში როგორშიც ვიყავი მე.მაგრამ განსხვავება ისაა თქვენ არ ხართ ორსული ქალი და მიტოვებული.რუხვაძემ მიიღო თქვენგან რაც უნდოდა და უკვე მოვიდა დრო თქვენც იგივენაირად გაგანადგუროთ,მაგრამ შეგიძლიათ თავი გადაირჩინოთ,თუ აპატიებთ მის ჩადენილ სიბინძურეებს და მასთან დაბრუნდებით,თქვენ მხოლოდ ასე გადაირჩენთ თავს. -თქვენ,თქვენ აპატიეთ? -არა,მე მას არასოდეს არ ვაპატიე და მე მან სწორედ არ პატიებისათვის გამანადგურა.ვიცი და დარწმუნებული ვარ რაც ახლა მოისმინეთ ეს არაფერი თქვენთვის ცნობილი არ იყო. -არა,პირველად მესმის,მაგრამ ახლა როცა ვიცი? -ახლა თქვენი გადასაწყვეტია რას იზამთ,თქვენ ჯერ კიდევ გაოცებული ხართ ჩემი გამბედაობით და აქ ყოფნით,მაგრამ არ მოვსულვარ იმიტომ რომ თქვენთვის თვალებში ჩამეხედა და თქვენი უმწეო მდგომარეობით გამეხარა.არა,მე მოვედი რომ გაგაფრთხილოთ.ქალბატონო ია ფრთხილად იყავით თქვენს საკუთარ ქმართან,მასთან საუბრის დროს კარგად დაუკვირდით იმ ქაღალდებს რაზედაც გთხოვოთ ხელის მოწერა,მე მან ის ცეცხლში დამწვარი და წლებისგან გაშავებული ნანგრევებიც კი წამართვა სადაც ჩემი სახლი იდგა და ჩემს ქმარს ესროლეს,ჯერ კიდევ ცოცხლი დაწვეს.იმ სახლში გავატარე ბედნიერების მხოლოდ 5 წელი,ახლა კი გზის პირზე პირქუშად დგას იმ ბედნიერი სახლის მხოლოდ შავი კედლები. -არ ვიცი რა გითხრათ,გარდა იმისა რომ მადლობა ასეთი გულწრფელი საუბრისთვის. -მე უბრალოდ ჩემი მოვალეობა შევასრულე,ფრთხილად იყავით თქვენს ქმართან,ძალიან ფრთხილად.ჯერ თუ არ გინახავთ,მისი ნამდვილ სახე სულ მალე დაინახავთ და თავად გაოცდებით.ინდირა წავიდა,ია სავარძელში ჩაჯდა ხელში ჩაის ფინჯანი ეჭირა და ისე შეაცივდა ეს ფინჯანი ხელში ნორმალურად ვერც კი დალია.ინდირას საუბრის და წასვლის შემდეგ ერთ ადგილზე გაიყინა,ის სულ მარტო იყო და იმ წუთებში არავინ იყო მის გვერდით,რომ სულის ტკივილი შეუმსუბუქოს,მისგან სიჩუმე და მარტოობა განდევნოს.ზის და ცრემლი სახეზე არ შრება,რადგან ტირის მის წარსულს და ტირის მომავალს,გარე სამყაროს გასცქერის და ხედავს როგორ ცარიელდება ხე უკანასკნელი ფოთლისგან და გაეღიმა,თვალებს მაგრად ხუჭავს რომ ისევ არ იტიროს.როცა დაბადებიდან უამრავი წლებია გასული და მთელი ეს წლები ფუფუნებაში ცხოვრობ,დგება მტკივნეული მომენტებიც რომ ეს ყველაფერი ნამსხვრევებად იქვცევა და ნადგურდება,ან ნანგრევებს თითქოს ისიც თან მიყვება უკან.ყველაფერი ქრება და ისეა რომ თითქოს არც არასოდეს არსებობდა.ხელის შეხება იგრძნო და ცრემლიანი თვალებით შეხედა მის გვერდით მდგარ შვილს,მისი ცხოვრების ერთადერთ ნათელ წერტილს. -დედა,რა მოხდა იმ ქალთან შეხვედრას ნანობ? -არა არ ვნანობ,მე მან სიმართლე მითხრა და გამომაფხიზლა,მან მითხრა ის რაც არასოდეს გამიგონია და არც დავიჯერებდი სხვისგან,მაგრამ ამ ქალისგან მჯერა,რადგან ეს ყველაფერი რაც მომიყვა თავად გაიარა ცხოვრების ძნელი და ურთულესი გზა ეკალბარდებით სავსე. -მაინც? მინდა მეც ვიცოდე,რომ მზად ვიყო ყველაფრისთვის.იამ ყველაფერი მოუყვა ფატის და ისიც გაოცებული უცქერდა დედას. -დედა ნუთუ უნდა დავიჯერო,რომ მამა ასეთი ტირანია? -შვილო უკვე რამდენიმე თვეა რაღაც მაწუხებს,რაღაც მინდა გითხრა მაგრამ ვერ გეუბნები,მაგრამ ეს რაღაც ძალიან,ძალიან მნიშვნელოვანია და შენ უნდა იცოდე. -რა ხდება,დედა ჯამრთელობით ვერ ხარ კარგად რამე სერიოზულია? -არა,არა ჯამრთელობას არ ეხება. -აბა რა არის ასე რომ გიჭირს თქმა, დედა ნუ მაშინებ. -ვეღარ ვუძლებ ამ სიჩუმეს,ვეღარ ვუძლებ უთქმელობას. -რა მოხდა, გადაწყვეტილება მიიღე? -მივიღე,მაგრამ არ ვიცი შენ როგორ შეხვდები ჩემს გადაწყვეტილებას ან როგორ გაიგებ ჩემს ნათქვამს. -დედა უკვე მაშინებ. -გახსოვს მამის საფლავი რომ გაჩვენე? -კი მახსოვს და მეც ხშირად დავდივარ მასთან. -შვილო სულ ცოტა ხნის წინ გავიგე,რომ შენი მამა ცოცხალია. -რაააააა,და სად არის,ან იქ ვინ წევს დედა,ვის დავტირით წლებია. -იქ მამას ახლო მეგობარი წევს,ეს საფლავი კი მის დასაცავად არის. -სად არის,ჯერ კიდევ შორსაა? -არა,ის სულ ახლოს არის და ეს გაგამ არ უნდა გაიგოს,დარწმუნებული ვარ ამჯერად ნამდვილად მოკლავს ისე რომ არც დაფიქრდება. -ეს როგორ,ჩემი მამა გაგამ მოკლა? იამ ყველაფერი რაც კი იცოდა თავიდან იმ დღემდე მოუყვა ფატის და ისიც გაოგნებული სახით უსმენდა დედას. -დედა,როგორ იცხოვრე ამ ადამიანთან ამდენი წლები. -არ ვიცი,მართლა არ ვიცი.ის ხომ კარგად მალავდა მის ნამდვილ სახეს,ახლა კი ვერ ვხვდები ვინ არის ჩემი მამაკაცი ვისზედაც მე დამაქორწინეს. -ახლა მე რა უნდა ვქნა,უნდა გაიგოს რომ ის ჩემი მამა არის? -უნდა იცოდეს,ის ოცნებობს იმ წუთებზე როცა მას მამას დაუძახებ,მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ ჩვენ სამმა უნდა ვიცოდეთ,რომ საფრთხე თავიდან ავირიდოთ. -ძალიან მიჭირს ამ აზრთან შეგუება,მაგრამ დაურეკე მოვიდეს. იამ რატის დაურეკა და ისიც სასწრაფოდ მოვიდა შეშინებული. -რა მოხდა,რა მოგივიდათ.ფატიმ ჯერ შორიდან უცქირა და შემდეგ ჯერ ნელი ნაბიჯი გადადგა რატისკენ შემდეგ გაიქცა და ორივე ხელებით ძალიან მჭიდროდ შემოხვია,რატი გაოგნებული იდგა და მონატრებული სიტყვაც გაიგონა. -მამა.დაიბნა,აირია და იას შეხედა,მან კი თვალებით უთხრა რომ ფატიმ ყველაფერი იცოდა,თავადაც შემოხვია ხელები შვილს და თავადაც ამოუშვა გულიდან ნანატრი სიტყვა. -შვილო,მე შენთან ვარ შენს გვერდით და ამიერიდან ვერავინ ვერ დაგვაშორებს ერთმანეთს.ფატიმ უეცრად მოშორდა რატის და თავის ოთახში გაიქცა,საწოლზე დაემხო და მთელი ხმით ატირდა. ია წამოდგა და უნდოდა შვილს უკან გაჰყოლოდა,მაგრამ რატიმ ანიშნა მე წავალო და თავად გაყვა უკან,ჯერ ადროვა თავად ფანჯარასთან იდგა და არ არსებულ საგნებს აკვირდებოდა,შემდეგ ყურადღება ჰაერში მოფარფატე ფანტელებზე გადაიტანა. -გიყვარს თოვა? ისე შეეკითხა შვილს მისკენ არც კი გაუხედია,ფატიმ თავი ასწია,ადგა და მამას გვერდით დაუდგა. -მიყვარს,ეს თეთრი ფანტელები ჩემი სუსტი წერტილია. -მეც მიყვარს თითქმის ეს უმნიშვნელო ფანტელები,რომლებიც ზოგჯერ ადამიანებისთვის საშინელებების მომტანია როცა ისინი წყლად გადაიქცევა. -გინდა მითხრა,რომ ეს მშვიდი ადამიანი ერთ დღეს საშინელი ადამიანად გადაიქცევა? -შენ და დედაშენს ვერავინ ვერ შეეხება,ვერავინ ვერ ავნებს ჩემს საკუთრებას.არ შეგეშინდეს,ჩვენ მშვიდი ცხოვრება გვექნება,მაგრამ ძალიან მინდა და დიდი სურვილი მაქვს დაისაჯოს დამნაშავე,პასუხი მის ჩადენილ დანაშაულზე ღარიბთან ერთად მდიდარმაც უნდა აგოს. -არ მჯერა,რომ გაგა ასეთი საშიშია. -გაგა მხოლოდ ბრძანებების გამცემია,საქმის დამკვეთი და ზვიადი მისი ბანდით კი შემსრულებელი,ისინი აუცილებლად უნდა დაისაჯოს,მათმა უნდა ნახოს რას ნიშნავს ტკივილი.დამიჯერე ეს ისე გაკეთდება,შენ და დედას არ გეტკინებათ. -ვიცი გაბრაზებული ხარ და სიმართლე შენს მხარეს არის,ამიტომ ვერ მოისვენებ სანამ დამნაშავე არ დაისჯება,მაგრამ გაგას ჩემთვის ბევრი კარგი აქვს გაკეთებული. -ეს მისი მეორე სახეა,ნიღაბს რომელსაც ის ატარებს სახლში მოსვლისას ის იცვლიდა ამ ნიღაბს,ამიტომ არ იცნობ მას.თქვენ მას აღარ ჭირდებით და მე რადგან მას კარგად ვიცნობ ყოველ დღე ველოდები მისგან მორიგ დარტყმას. -არ ვიცი რა გითხრა,დედამ რომ მიამბო ეს ყველაფერი პირველი კითხვა იცი რა დამებადა? როგორ.................... -როგორ შეძლო მასთან ცხოვრება მთელი ეს წლები,მაგრამ მას ის საფლავი აძლევდა ძალას სადაც იცოდა რომ მისი სიყვარული დაიმარხა,მეორე კი შენ შენი არსებობით მიეცი დედას ძალიან დიდი ძალა და ენერგია.ჩავიდეთ დედასთან ის მარტო ზის და ნერვიულობს,საკმარისია რაც ინერვიულა ეს წლები,მოდი ამიერიდან ვიცხოვროთ ბედნიერად. -ვიცხოვროთ,მაგრამ როგორ ეს საიდუმლო ხომ ჯერ ჯერობით არავინ არ უნდა გაიგოს,რადგან საშიშია. -მართალია საიდუმლო მხოლოდ ჩვენ სამმა უნდა ვიცოდეთ,მაგრამ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით,დრო და დრო ჩემს საქმიანობაზედაც მოგიყვები,დაიმახსოვრე ცუდს არაფერს არ ვაკეთებ და შენ არასოდეს შერცხვები შენი მამიკოთი. -მე მჯერა შენი მამა. -ჩემი შვილი,ჩემი ერთადერთი და შენ არ იცი როგორ ძალიან ვოცნებობდი ამ დღეზე.იცი რომ მეც არქიტექტორი ვარ და შენ მე დამემსგავსე? -მართლა? ძალიან კარგია,ახლა სამივე ერთად ვართ და მჯერა ერთ დღეს ვიტყვი,რომ მე მამას დავემსგავსე. -დიახ ჩვენ ერთად ვართ და ჩემი სიმდიდრეც სწორედ ესაა,სხვა სიმდიდრე ჩემთვის არ არსებობს.რატის ტელეფონმა დაურეკა და ღიმილით უპასუხა. -გისმენ ექიმო. -სად ხარ,რატომ დამეკარგე. -გამოგივლი ამ დღეებში და გნახავ. -კარგი,გელოდები.ექიმმა რატის გაუთიშა და შემდეგ სხვას დაურეკა. -სად ხარ, უნდა შეგხვდე. -სად და როდის. -ახლავეს, ნაცნობ ადგილზე. -გამოვდივარ,იქ დაგელოდებით.სულ მალე იჯდა ნაცნობ მაგიდასთან და ნერვიულად ელოდებოდა,ერთი საათის ლოდინის შემდეგ ექიმიც მივიდა და მის წინ დაჯდა მკაცრი და უმეტყველო სახით. -ბოდიშს არასოდეს ვიხდი,მეგობარს ვესაუბრე ამიტომ შევყოვნდი. -არ მეგონა აქ მეგობრებიც თუ გყავდათ. -ის ჩემი ერთადერთი მეგობარია,რატი დოგანაძე. -რატი? იცნობთ რატის?. -აააააა,გამახსენდა რატის ხომ შენც იცნობ,რაღაც პერიოდი ერთად იყავით. -ეს ადრე იყო,მაგრამ თქვენზე არასოდეს არ უთქვია თუ მეგობრობდით. -როდესმე დაგაინტერესდა მისი ცხოვრება როგორ ცხოვრობდა ან ვისთან მეგობრობდა? შენ რატის სილამაზემ მოგხიბლა და გეგონა მდიდარი იყო,მაგრამ ვერ შეეგუე მის პატარა ბინას.ის უბრალო ადამიანია,თუ შეუყვარდა ბოლომდე უყვარს და იცავს მის სიყვარულს,არც ბევრი ლაპარაკი უყვარს და ჩაკეტილი ადამიანია,ეს იმიტომ რომ მისმა განვლილმა ცხოვრებამ იმოქმედა და დღემდე ტკივა წარსულის ტკივილი,მე მას ძალიან ვაფასებ.კ -რა გადაიტანა,რა ტკივა ასეთი ძლიერი ტკივილით რომ დღემდე ვერ დაივიწყა. -ეს თავად გეკითხა როცა ერთად ცხოვრობდით,ვინ იცის იქნებ კი მოეყოლა შენიდან გულწრფელობა რომ დაენახა. -მაგრამ მე.................... -ომპანიაში რატომ იყო მოსული. -ჩემთან იყო მოსული,ჩემთან ისაუბარი. -დეტალები? თუ შეხვედრა დახურული კარს მიღმა შედგა. -არა,ჩვენ.................კარგი,კარგი მთავარი ისაა რომ წარსული გადალახა,თავს ძალიან კარგად გრძნობს და გვერდით საყვარელი ქალიც ყავს. -ვინ ყავს? რატის ვინმე ყავს? -ყავს,მას და გაგას მეუღლეს ურთიერთობა აქვს. -ეს ისედაც ვიცოდი,მაგრამ შენ მასზე გაბრაზებული საუბრობ,რატომ? ის ხომ შენ თავად მიატოვე,ახლა რატომ ბრაზდები. -არა,არ ვბრაზობ. -ბრაზობ და ეს ქალური ეჭვიანობაც სახეს გიწითლებს,გაგამ იცის მათ შესახებ? -ვფიქრობ რომ იცის,მაგრამ არ იმჩნევს რადგან არ უნდა პრესის ყურამდე მივიდეს. -შენც ცუდად ამიტომ ხარ,არ შემედავო სახეზე გაწერია როგორც ხარ. -ვაღიარებ რომ ძალიან ცუდად ვარ,გვიან მივხვდი რატი რას წარმოაგენდა ჩემთვის. -რატი,რატი უზარმაზარი ტვინის პატრონია და ამ ადამიანს ხელს არასოდეს არ გავუშვებ,ის მე მჭირდება. -რისთვის გჭირდება ვალერა რატი. -კარგი საქმის სახე უნდა გახდეს,ვაღიარებ რატი მე არ მგავს არც შენ,მას არ ეხერხება ადამიანის მოკვლა ის კანონით აგვარებს საქმეებს,მაგრამ მე და შენ ვგავართ ერთმანეთს,შენ დილით და დღისით კლავ ხალხს მე კი საღამოთი და ამით ფულს ვშოულობთ მეც და შენც.რატი? არასოდეს გააკეთებს იმას რასაც მე და შენ ვაკეთებთ,ის არასოდეს დათანხმდება მოკლას ადამიანი თუნდაც მას მისი სიცოცხლის უკვდავებისთვის გარანტია დაუდონ. -როცა მარტო დავრჩი შენ გაგიცანი და მივიღე შენი შემოთავაზება,ცხოვრებაში თავი რაღაცით უნდა გამეტანა. -მას შემდეგ ერთ მხარეზე დავდივართ მე და შენ,ჩვენ ერთ გზას ვტკეპნით ნათია. -ასეა,დღეს რატომ გინდოდა ჩემთან შეხვედრა. -მინდა ვიცოდე რას ამბობენ გაგას არაკაც ძმაზე. -ჩემზე უკეთესად იცი,რომ სამწუხაროდ ის ამჯერადაც გადარჩა. -ეს ვიცი და ეს მართლა სამწუხაროა.იმ არა ადამიანისათვის სიკვდილი შვებაა,მაგრამ ის ერთ ადამიანს ჭირდება ცოცხალი. -ვის,ვის ჭირდება ზვიადის სიცოცხლე. -არის ადამიანი რომელმაც უნდა აწამოს ისე,როგორც აწამა თავად ის და არანაირი თხოვნა და მუდარა არ გაითვალისწინა,ამიტობ ბა,ბა,ბა და სულ მალე ისიც ჩვენს ხელში იქნება ნათია. -მე მინდა მისი ბოლო ამოსუნთქვა მეკუთნოდეს,მაგრამ ჯერ უნდა იწამოს და მეც მინდა ამჯერად იცოცხლოს,ვაჩუქოთ სიცოცხლე. -ვაჩუქოთ და ვნახოთ რას იზამს როცა ფეხზე დადგება ვის ავნებს,ვის მოკლავს,ვის შეაშინებს,ბოლოს მაინც ჩვენ ავუგებთ წესს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.