შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

you saved my life,შენ ჩემი ცხოვრება გადაარჩინე (3)


16-12-2019, 14:19
ნანახია 1 315

იმ ღამით ვერ დავიძინე... ოღონდ ამ ჯერად ბედნიერების გამო არა,რაღაც მჭამდა შიგნიდან,ლუკაზე ვნერვიულობდი არ ვიცოდი რა მოხდებოდა,რას გააკეთებდა.მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. მეშინოდა სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის რამე არ დაეშავებინა,ვერ ვიძინებდი რადგან მჭამდა შეგრძნება, რომ ლუკა კარგად არ იყო,ვერ ვისვენებდი,ვერც კი მივხვდი როგორ დამათენდა.

ავდექი,დრეს სკოლაში წასვლას არ ვაპირებდი,ერთადერთი რამ რაზეც ფიქრი შემეძლო ლუკა იყო. ნეტავ ელაპარაკა თუ არა დათუნას? რა მოხდა? ხომ არ დამერეკა? არა დარეკვას მაინც არ ვაპირებდი,არ ვიცი რატომ.

მალე თვითონ დამირეკა,ოღონდ ლუკამ არა. მისი ძმაკაცი იყო,აჩი.
"ანუკა,გამარჯობა"
"გამარჯობა?"
"მე აჩი ვარ,ლუკას მეგობარი,მთხოვა შენთვის მეთქვა რომ რამდენიმე ხანი არ გამოჩნდებოდა,ბევრი საქმე მაქვს და არ მცალიაო"
"კარგი გასაგებია აჩი,მადლობა"
გავთიშე.
ვიცი რომ არაფერია ლუკასთვის ისეთი საქმე,მის გამო რომ ვერ შემეხმიანოს. რა თქმა უნდა სრულიად სხვა რაღაც ხდება,არც ისე კარგი მატყუარაა ლუკა.

დავიწყე ფიქრი,თუ რა უნდა მომხდარიყო დარწმუნებული ვარ ყველაფერი არ იყო ასე ადვილად.უცბად კარზე გაბმული,ხმამაღალი კაკუნი გავიგონე,რამაც ფიქრებიდან უცბად გამომარკვია,ცოტა შემაშინა კიდეც,კარი გავაღე და ატირებული,შეშინებული ნუცა დამხვდა,სანამ ვკითხავდი თუ რა მოხდა გულში მაგრად ჩავიკარი მერე კი...
"ნუცა ახლავე მითხარი რა მოხდა"
ნუცა ცოტა ხნით ვერ ლაპარაკობდა,ისიც ვიფიქრე რამე სტრესული დაინახა და ვეღარ ლაპარაკობსთქო,მაგრამ მაინც არ შევეშვი,დამამშვიდებელი დავალევინე და დაახლოებით ნახევარი სააათი ვუყურებდი როგორ მიშტერებოდა კედელს,ბოლოს ჩუმად,უემოციოდ თქვა
"ნადრიკუჩა დაჭრეს"
"ვინაა ნადრიკუჩა???"
"ლუკა,ყიფიანი,მგონი იცნობ"
კი ვიცნობ ნუცა და თან როგორ
"რაა?? როგორ,რატო?"
"მაშინ,რესტორანში,ის ბიჭი მისი ძმაკაცი ყოფილა და დათუნას და მაგბიჭის საძმაკაცოები სალაპარაკოდ შეიკრიბნენ,ნადრიკუჩამ ეგ ეგრე არააო როცა გინდა,სადაც გინდა შენ ჭკუაზე სცემოო,ვის უბედავო და დათუნა დაჭრა,მაგრამ ვიღაც მაგისიანმა ზურგიდან ნადრიკუჩა დაჭრა ფეხზე,შეიძლება ვაბშე ვეღარ გაიაროსო"
ვერც ვიაზრებდი ნუცა რას ლაპარაკობდა
"საიდან იცი ეს ყველაფერი ან შენ ლუკაზე რატო ნერვიულობ და არა დათუნაზე?"
"ჩემმა ძმამ მომიყვა,დათუნას დავშორდი ,მისი პათოლოგიური ეჭვიანობის გამო ვინმე რომ ზიანდება ესეიგი მეც დამნაშავე ვარ არა? ტყუილად რატომ უნდა დაიჭრას ვინმე ჩემს გამო ამიხსენი"
ნუცა იწყებს ტირილს, მე კი,მე ვერც ვაზროვნებ,კედლის ერთ წერტილს მივშტერებივარ,არაფერი მესმის,ვერაფერს ვფიქრობ,ვერაფერს ვგრძნობ...
ასე ვიყავით დაახლოებით ნახევარი საათი.
"ნუცა უნდა გავიგო რა რომელ სავაადმყოფოში არის ლუკა"
"კი დემეს(მის ძმას) მივწერ ახლავე და მოგვწერს"

"Deme,Nadrikucha romel savaadmkoposhi cevss?"
"Rasshi gainteresebs?!"
"Anukas ainteresebs"
"Xoda anukas mivcer"

"ალბათ მანამდეც ქონდათ რამე თემა და მაგიტო აღარ ევასებათ ერთმანეთი" მეუბნება ნუცა
და მე არც კი მაინტერესებს რას ამბობს,ველოდები დემეს მესიჯს,და აი ისიც. მომწერა სავაადმყოფოს მისამართი და მეც რათქმაუნდა მაშინვე დაუფიქრებლად ჩავიცვი,ნუცას ვუთხარი რომ გავდიოდი და გარეთ გავედი,არც კი მახსოვს სავაადმყოფომდე როგორ მივედი,თავში უამრავი აზრი მიტრიალებდა,იქნებ არ უნდა რომ მივიდე? რომ დამინახოს და ჩემი ნახვა არ მოინდომოს? იქნებ ცოცხალიც აღარ დამხვდეს
კარგი,ვაღიარებ ბოლო ზედმეტად აფსურდული იყო,თუმცა დეპრესიასთან ერთად ნევროზიც მქონდა,ასე რომ ასეთი ფიქრები მახასიათებდა.
სავაადმყოფოს კარებს ვაღებ და შევრბივარ,არ ვიცი რატომ მაგრამ შევრბივარ
"ლუკა ყიფიანის ნახვა მინდა"
"თქვენ ვინ ბრძანდებით?"
"მე მისი და ვარ"
მოვიტყუე,ალბათ ისე არ შემიშვებდნენ,პალატის ნომერი მითხრეს,მეც იქეთ გავიქეცი
ლუკას პალატის წინ რამდენიმე ბიჭი იყო,ხელებში თავჩარგული,ზოგი გადიგამოდიოდა,ნერვიულობდა და იძახდა ეგ როგორ გაბედა იმ ახვარმაო,როგორც კი მივედი ყველა გაჩუმდა,მეც უმეტყველო სახით ვიდექი,ერთმა ბიჭმა ჩუმად,მაგრამ მაინც გასაგებად იკითხა
"ეს გოგო დაა ლუკასი?"
როგორც ჩანს ლუკას მართლაც ყავდა და,რომელსაც ლუკას ძმაკაცებიც კი არ იცნობდნენ,ალბათ ის გოგო შორს ცხოვრობდა
"არაა ესისგოგოოა" თქვა კიდევ უცნობმა ბიჭმა.
ჩემკენ აჩი მოდის
"ანუკაა???"
"აჩი მაპატიე თუ არ უნდა მოვსულიყავი,უბრალოდ ვერ გავძლებდი რომ არ მცოდნოდა კარგად იყო თუ ცუდად"
"რა გაპატიო გოგო,ყველაზე მაგარი გოგო ხარ ვაფშე მთელ სამყაროში,როგორ გაიგე?"
"გრძელი ისტორიაა,შეიძლება რომ შევიდე?"
"მიდი შედი,ნახევარ საათზე მეტი არ შეიძლებაო,მაგრამ მოვაგვარებთ მაგსაკითხს ჩვენ"
ნეტავ ლუკას მშობლები სად არიან,ან ნათესავები მაინც არ ყავს? რა დროს ეს იყო
პალატაში შევედი,ლუკას ეძინა მე სკამზე დავჯექი,ლუკას ხელი ჩავკიდე და ვუყურებდი,ძალიან ლამაზი იყო როდესაც ეძინა,უფრო მშვიდი იყო,იფიქრებდით ამან ვინ უნდა დაჭრასო,იმდენად ბავშვური და მარტივი სილამაზე ქონდა.კარებისკენ გავიხედე,აჩი კარებს მიყრდნობოდა ექიმს რაღაცას ელაპარაკებოდა,როდესაც ექიმი წავიდა მე გადმომხედა და გაეღიმა ჩვენს დანახვაზე,მეც გავუღიმე
დაღამდა.
დერეფანში გავედი,ბიჭები ისევ იქ იყვნენ.
"ბიჭებო,წადით დაისვენეთ მე ვიქნები აქ,გვერდიდან არ მოვშორდები მართლა.
"არაა სად უნდა წავიდეთ,პირიქით შენ წადი,გამოიძინე და მოდიისევ დილას" მეუბნება რომელიღაც ლუკას ძმაკაცი
"არა იყოს ვიქნები აქ"
"კაი მაშინ,მაღაზიაში მივდივარ და ყავა ხოარ გაგისწორდება,ან რამე. მითხარი რაცგინდა ყველაფერს მოგიტან არაფერი გაგიტყდეს ჩვენ შენი ძმები ვართ დღეიდან"
გამეღიმა.
"არა არაფერი მინდა მადლობა ძალიან დიდი"
თვალი ჩამიკრა და გარეთ გავიდა
ისევ პალატაში დავბრუნდი ბიჭებმა ნადრიკუჩაოო დამამშვიდებლებით გაჟღენთესო და ალბათ მაგიტომ ეძინა მთელი დღე. ისევ სკამზე დავჯექი ხელი ჩავკიდე,თავი მის საწოლზე დავდე და დამეძინა.როდესაც გავიღვიძე მისი ხელი ჩემსას ეფერებოდა,მერე ხელზე მაკოცა.
გაიღვიძა.
"სახლში მაინც ვერ მოისვენე ხო?" მკითხა და გამიღიმა
"შენ აქ და მე სახლშიი?" დავუბრუნე ღიმილი
"სულელი გოგო" მეუბნება თვალებგაბრწყინებული.
"შენზე სულელი მაინც არ ვარ" ვპასუხობ და თვალს ვუკრავ
"ახლოს მოდი რაღაც უნდა გითხრა"
"სერიოზულად? მარტო ვართ პალატაში,შეგიძლია მითხრა მაინც ვერავინ გაიგებს"
"არა ყურში უნდა გითხრა,ჩუმად"
გამეღიმა,ახლოს მივიწე ჯერ ლოყაზე აათამაშა თითები(რომლებზეც მისი გაცნობის დღიდან ვგიჟდებოდი) შემდეგ ჩემი ლოყები მის ხელებში მოიქცია და მისი თბილი ტუჩები ძლიერად მოაკრო ჩემსას,ეს იყო ჩემი პირველი კოცნა და ალბათ ჩემი პირველი სიყვარულიც,მიუხედავად იმისა,რომ შეყვარებული მანამდეც მყოლია,ასეთი გრძნობა არასდროს,არავის მიმართ არ განმიცდია.
როდესაც მისი ტუჩები ჩემსას დააშორა ყურთან ახლოს მოვიდა და ჩამჩურჩულა
"მიყვარხარ"
არ ველოდი,როგორ?
"ჩვენ ერთი თვეც კი არაა რაც ვიცნობთ ერთმანეთს"
"შენი აზრით დრო რამეს ნიშნავს? თუ ასე ფიქრობ გეტყვი,რომ შენ მიცნობ ერთ თვეზე ნაკლები,მე დიდი ხანია რაც გიცნობ და დიდი ხანია რაც სხვანაირ გრძნობას განვიცდი შენს მიმართ,მეტი ვიდრე თვეები. შენი აზრით ძალიან მაინტერესებს ინგლისური?"-მეუბნება და იცინის
მე ვეღარც ვიცინი,ვერ ვხვდები რა ხდება
აგრძელებს.
"დიდი ხნის ფიქრის შემდეგ,გადავწყვიტე,რომ ეგრე შეიძლებოდა შენი გაცნობა და ჩემსასაც მივაღწიე,ყოველთვის იმას ვიღებ რასაც მინდა,შენ არ იქნები გამონაკლისი,შენ მითუმეტეს არა,რადგან შენ ერთადერთი ხარ რაც ასე ძალიან მინდა და არასდროს არავის გამო დავთმობ,გესმის?"
რას დავაბრალო ეს ბოდვა? იქნებ სიცხე აქვს? ან წამლებმა იმოქმედა.
"შეიძლება სასაცილოც იყოს შენთვის,მაგრამ ასეა პატარავ,და რადგანაც ერთხელ უკვე გითხარი,იცოდე აღარ მოგეშვები"
საერთოდ არ მინდოდა თავი დაენებებინა,პირიქით,ყველასთან საუბარს მერჩივნა მასთან საუბარი
"არც მომეშვა"
მხოლოდ ამ ორ სიტყვას ვაბამ თავს,ნეტავ საკმარისია? ნეტავ მიხვდა რისი თქმაც მინდოდა? მაგრამ ლუკა ლუკაა,ყველაფერი ესმის,ჩემსას მითუმეტეს გაიგებს
მიღიმის.
ვიცი რომ ყველაფერი გაიგო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent