You saved my life ,შენ ჩემი ცხოვრება გადაარჩინე
არ ვიცი ამას რატომ ვწერ,დღიურების წერა ყოველთვის დიდ სისულელედ მიმაჩნდა,მაგრამ ჩემმა ფსიქოლოგმა გადაწყვიტა ასე,ჰო,ფსიქოლოგმა მე ანანო ვარ 16 წლის და დეპრესია 2 წელია თან მდევს,თავიდან მაცლის მიზნებს,ოცნებებსა და პოზიტიურ ფიქრებს. ფსიქოლოგთან სიარული დედას მეგობარმა მირჩია ფსიქოლოგმა კი თქვა რომ ჩემი გრძნობები და თავგადასავლები ფურცელზე უნდა გადამეტანა,ასე ჩემი თავი ხმაურს შეწყვეტდა და ის მახინჯი,საზარელი ხმებიც გაჩუმდებოდნენ. ორშაბათი დილის 8:00 საათია,მეღვიძება,დღესაც მაღვიძარას ვასწრებ გაღვიძებას:) 20 სექტემბერია და წელს პირველად მიწევს სკოლაში წასვლა,ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს,სრული სოციოპატი ვარ,ვიცვამ სადა ჯინსს ნაცრისფერ მაისურს,შავ ჟაკეტს,თეთრ კონვერსებს და სახლიდან გავდივარ. ახლა გამახსენდა რომ დღეს ინგლისურზე უნდა მივიდე (9 წელია დავდივარ,თეა,ჩემი მასწავლებელი მეორე დედასავით მიყვარს) ძალიან მეზარება,თან ვიცი რომ ისეთს ვერაფერს იტყვიან რაც მე არ ვიცი მაგრამ რაც არ უნდა იყოს მე ეს მჭირდება. სკოლა ბანძობაა იდიოტმა ახვლედიანმა ისევ მაგიდაზე ცეკვა დაიწყო,მაღლაკელიძე კვლავ გოგოებს “კერავს”,ამხელა ბიჭი მერვე კლასელებს დასდევს,თაბაგარი ბაჩა და ონიანი საბა,გულწრფელად რომ ვთვათ ისინი ერთადერთი მიზეზნი არიან რის გამოც სკოლაში წასვლა მიხარია 11 წელია “ვძმაკაცობთ” ყველა ზემოთხსენებული ჩემი კლასელია. იდიოტების სქუადი. 7:00 მშვენიერია,პირველივე დღეს დამაგვიანდა,მართალია თეა არაფერს მეტყვის,მიჩვეულია თანაც ძალიან ვუყვარვარ,პროსტა მაინც ტეხავს რა ინგლისურზე რომ შევდივარ გარეთ უკვე თითქმის ბნელდება,იგივე ჯგუფია რაც შარშან,ყველა გადავკოცნე.თვალში ცუდად მომხვდა ადგილი სადაც სხვა იჯდა,ის ბერაძე არ იყო... კოკა ბერაძე ჩემი ყოფილია,ერთად დავდიოდით ინგლისურზე და 4 წელი ვიყავით ერთად,ბოლოს უბრალოდ დავტოვე,წამოვედი... მიტოვებული ადამიანები იმ მივიწყებულ სასაფლაოებს გვანან,სადაც არასდროს აღარავინ მივა,ისინი ერთნაირად ნაცრისფერები,ცარიელები და სევდიანები არიან. არ ვიცი როგორ გადაიტანა,არც მაინტერესებდა. ჰო ცოტა სხვაგან წავედი...:)) მოკლედ იმ ადგილზე კოკა რომ აღარ იჯდა რატომღაც თვალში ცუდად მომხვდა. იჯდა ბიჭი,შავებში ჩაცმული,ოდნავ გრძელი თმით,წაბლისფერი თვალებით და ლამაზი ცხვირით. ლუკა ყიფიანი,ამას აქ რა უნდა? მიკვირს კიდეც,ბიჭი რომელიც სულ ქუჩაში დგას ახლა უნდა დაჯდეს და ინგლისურის მეცადინეობა დაიწყოს? არარეალურია და ვატყობ თეა მალე გააგდებს????. ლუკას გვერდით ვჯდები რადგან ადგილი აღარსადაა,ნეტავ ცოტა ადრე მოვსულიყავი და სხვაგან დავმჯდარიყავი,ნამდვილად არ მინდა ლუკას გვერდით დაჯდომა და მისი გადაკიდება. ვჯდები. ბოსის სუნამოს მკვეთრ სასიამოვნო სურნელს ვგრძნობ და სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავ. გაკვეთილი დამთავრდა,არც ისე ცუდი ბიჭი აღმოჩნდა ლუკა,2 საათის განმავლობაში რამდენჯერმე გამაცინა რაც ადვილი ნამდვილად არ არის დამთავრების შემდეგ გარეთ გავედით საშინელი წვიმა და ჭექა-ქუხილი იყო ძალიან მიყვარს წვიმა,გამიხარდა გასეირნება რომ მომიწევდა ასეთ ამინდში თან playlistი განვაახლე და ახალ მუსიკებს მოვუსმენდი,ფიქრებში გართულს ლუკას ხმამ გამომაფხიზლა. -ანუკ,ფეხით მიდიხარ?ჩაჯე მე გაგიყვან მითხრა და მაქანისკენ მიმანიშნა ანუკ-ით ამ წამს მართლა მომმართა????? მომეწონა,თბილმა ჟრუანტელმა დამიარა და თვალი გამიშტერდა. ღმერთმანი. მაფხიზლებს ისევ ლუკას ხმა. -ანუუკ მეც აზრზე მოვდივარ. -მადლობა ლუკა,მაგრამ ასეთ ამინდში ფეხით სიარული მირჩევნია-ვუთხარი და თავაზიანად გავუღიმე -კაი ტო რა ფეხით,გაიყინები თან ღამეა უკვე და არ შეიძლება ამ დროს შენნაირი ლამაზი გოგოს გარეთ ყოფნა,იქნებ ვინმე აგეკიდოს.-თქვა და ჩაიცინა,ლოყაზე ფოსოები გაუჩნდა. ვგიჟდები ფოსოებზე და მეც მაქვს ორივე ლოყაზე. -იქნებ უკვე ამეკიდა-ვთქვი და მეც გავუღიმე -კაი რაა ვგავარ მანიაკს? -სიმართლე გითხრა კი-ვუთხარი და სერიოზული სახე მივიღე მასაც რომ გონებოდა რომ ყველაფერი სერიოზულად ვთქვი -აი მაგის არ მჯერა -რატო? -მე რო მანიაკს ვგავდე შენნაირი ჭკვიანი გოგო ამდენიხნით არ დამელაპარაკებოდა-გაიცინა ისევ და ყველაზე თბილი მზერით შემომხედა-მიდი მიდი ჩაჯე თორე გავიყინე მეცდა შენც მთლიანად სველდები ხოხედავ. ჩავჯექი. არ ვიცი რატო,არადა...არადა დედა სულ მაფრთხილებდა უცხოებს მანქანაში არ ჩაუჯდეო,მაგრამ ლუკა ყიფიანი უცხო არ იყო,თითქოს არც ნაცნობი უნდა ყოფილიყო,2 საათიიყო რაც ვიცნობდი,მაგრამ ვგრძნობდი თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი,მანქანაში pink floyd-comfortably numb იყო ჩართული,ისეთი ბიჭისგან როგორიც ლუკა იყო გამიკვირდა კლასიკა. ჩემს სახლამდეც მივედით გადმოვედი და სადარბაზოში შევდიოდი როდესაც ფანჯარა ჩამოწია და დამიძახა -ანო! მეც გავხედე -რომ ახვალ დაგირეკავ. გამიკვირდა,საიდან უნდა ქონოდა ლუკა ყიფიანს ჩემი ნომერი, და ვკითხე ის ბუნებრივი შეკითხვა,რომელიც ალბათ ყველას გაუჩნდებოდა -ნომერი როგორ გაიგე? -გამიჭირდებოდა-თქვა ლუკამ სარკასტულად,გაიღიმა ისევ პატარა ბავშვივით,მეც გამეღიმა,ცოტა ხნის შემდეგ თითქოს ერთდროულად მივხვდით რომ ორი სულელი ერთმანეთს ვუყურებდით და დებილებივით ვიღიმოდით,სახე შეიცვალა,დაისერიოზულა -კაი მიდი ანუკა და ჭკვიანად რა როდესაც ჩემს სახელს ამბობს,გული თითქოს დნება,ასე ძალიან არასდროს მყვარებია საკუთარი სახელი. სახლში ავედი. სადაც მარტო ვცხოვრობ. სრულიად მარტო. დიდი ამბავია... ტელეფონი სატენზე შევაერთე,ეკრანი განათდა და სმს დავინახე გამეღიმა. ბევრი არ მიფიქრია ვინ იყო. ლუკა იყო,რა თქმა უნდა ლუკა ლუკა ყიფიანი იმ ღამით ვერ დავიძინე,ლუკაზე ვფიქრობდი გამთენიას მივხვდი თავი დიდ შარში გავყავი. ეს იყო დიდი ისტორიის დასაწყისი,და მე არ შემეძლო რამე შემეცვალა,წინ ვერ აღვუდგებოდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.