შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლების პრინცესა (პირველი თავი)


16-12-2019, 22:17
ავტორი ფუტკარა
ნანახია 7 783

ცხოვრებაში ყველას არ უმართლებს. ზოგს ძალიან რთული და მძიმე გზის გავლა უწევს.... ზოგს კი არა ალბათ ყველაზე მდიდარსაც კი თავისებური პრობლემა აწუხებს, თავისებური ტკივილი, დარდი, უიმედობა, სასოწარკვეთა. მაგრამ თითოეული მათგანის გვერდით დგას სხვა ადამიანი, რომელიც ანუგეშებს, რჩევა-დარიგებას მისცემს, ან სულაც ცრემლებს მოსწმენდს და ეტყვის - ,,ნუ გეშინია, შენ მარტო არ ხარ”… ,,ნუ გეშინია, ესეც გაივლის.” ან ,,ამას ჩვენ ერთად დავძლევთო.” აი ასეთი ადამიანის არსებობაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს... და ბედნიერია ის ადამიანი, ვისავ ყავს გვერდით მდგომი...
თათიამ საათს დახედა. ჯერ მხოლოდ ცხრის ნახევარი იყო. - ლექციის დაწყებამდე ნახევარი საათა დარჩენილი. - გაიფიქრა და მოგონებებში გადაეშვა. გაახსენდა ბავშვთა სახლი და იქ გატარებული 18 წელი... ტკივილით, ცრემლებით და უიმედობით სავსე 18 წელი. თეთრად გათენებული ღამეებით და მაინც... ბედნიერი მომავლის იმედით. არაერთი ღამე გაუტარებია იმაზე ოცნებაში, როდის დატოვებდა ბავშვთა სახლს და როდის დაიწყებდა ახალ ცხოვრებას. მართალია არ იცოდა, როგორ უნდა ეცხოვრა, როგორ უნდა ეარსება, როგორ უნდა აეწყო ფეხი ცხოვრების დინებისთვის, მაგრამ უნდა ეცადა. სხვა გზა არ ჰქონდა... ალბათ ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო მაშინ, როდესაც ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. 100% გრანტი მოიპოვა და სტუდენტი გახდა. პრობლემად მისი საცხოვრებელი ადგილი რჩებოდა. გარკვეული პერიოდი ბავშვთა სახლის მოხუცმა დამლაგებელმა შეიფარა. შემდეგ თანაკურსელ ნინის და ლიზას დაუმეგობრდა და საბოლოოდ ლიზასთან გადავიდა საცხოვრებლად. ქირას შუზაე იყოფდნენ და ისე იხდიდნენ. ლიზას მშობლები უგზავნიდნენ. თათია კი ლექციების შემდეგ მუშაობდა. სახლებს ალაგებდა. შემოსავალი იმდენი ჰქინდა, რომ ქირა გადაეხადა და გაჭირვებით ყოველდღიური ხარჯებისთვისაც გამოეყენებინა. ხშირად ფეხით მიდიოდა უნივერსიტეტამდე. მაგრამ მსგავს რაღაცეებზე არ დარდობდა. ოცნება აისრულა - საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩაირიცხა და ერთერთ წარმატებულ სტუდენტად იქცა. შემდეგ რამდენიმე დაწყებითი კლასის მოსწავლე აიყვანა, გაკვეთილების მომზადებაში ეხმარებოდა. თანხას ბევრს არ იღებდა, მაგრამ კმაყოფილი იყო მაინც... უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრა. უნივერსიტეტის რექტორის დახმარებით თავისივე უნივერსიტეტის ლექტორი გახდა და უკვე მესამე წელია ერთ-ერთ ძლიერ პერსონად ითვლება. არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს სტუდენტებთან, თბილი, მეგობრული და ალბათ ამიტომაა, რომ მათგანაც უსაზღვრი პატივისცემას და სიყვარულს იღებს საპასუხოდ. ახლაც ერთ-ერთ მისთვის საყვარელ ჯგუფთან უნდა შესულიყო ლექციაზე. ამიტომ საათს წარა-მარა დაჰყურებდა. და აი შესრულდა 9 საათი და თათიამაც შეაღო აუდიტორიის კარი. მის ლექციას იშვიათად აცდენდა ვინმე. ამჯერადაც ყველა სტუდენტი ადგილზე იყო. სტუდენტენს მიესალმა და მივიდა მაგიდასათან.
- ქალბატონო თათია, ახალი სტუდენტი გვყავს ჯგუფში. - ღიმილით უთხრა მაღალმა, მწვანეათვალებიანმა ბიჭმა.
- მართლაა? და მე რატომ არ ვიცი? - გაუკვირდა თათიას.
- ახლა ხომ იცით! - გამოეპასუხა სწორედ ის ,ახალი" სტუდენტი.
გაუკვირდა თათიას მისი უხეშობა. თუმცა მშვიდად უპასუხა:
- ჯობდა მანამდე მცოდნოდა, სანამ ლექციას დავიწყებით, მაგრამ არაუშავს. გაგვეცანით და დავიწყოთ მერე.
- და თქვენით რომ დავიწყოთ? - კითხვა შეუბრუნა ბიჭმა.
- მე აქ ყველა მიცნობს, აი თქვენ არა და ამიტომ ჯობს, თქვენ დაიწყოთ. გისმენთ! - ხმა გაიმკაცრა თათიამ.
- ყველა შეიძლებ გიცნობთ, მაგრამ მე არა! - არ ჩერდებოდა ბიჭი. გვერდით მჯდომმა გოგონამ ხელზე დაქაჩა - რას აკეთებო. - ბიჭს გაეცინა.
- რადგან ასე ძალიან დაინტერესდით ჩემით, გეტყვით: გუგა ვარ, ნაკაშიძე. დანარჩენი რა გაინტერესებთ, მკითხეთ!
- რომელი უნივერსიტეტიდან გადმოხვედით და რა მიზეზით. - კითხვა დასვა თათიამ.
- ამბობდნენ იქ ძალიან ლამაზი და მკაცრი ლექტორი ყავთო და დამაინტერესდა.
- თუ მხოლოდ ესაა მიზეზე, ისეც შეგეძლოთ მოსულიყავით და გენახეთ უნივერსიტეტის გამოცვლა არ იყო საჭირო.
- ხო, მაგრამ იმასაც ამბობენ სტუდენტები მისი ხათრით სწავლობენ საგნებსო და მაინტერესებს, მართალია თუარაა?
- მგონი ზედმეტად უხვევთ თემას. საუბარი შესვენების დროს გააგრძელეთ, ახლა ლექციას მივხედოთ.
თათიამ დაიწყო ლექციის კითხვა. გუგა იჯდა თვალს არ აშორებდა. ერთადერთი აზრი, რაც თავში უტრიალებდა, ის იყო, რომ ეს პატარა, თვიდდაჯერებული ლექტორი მდგომარეობიდან გამოეყვანა და გაებრაზებინა. ლექცია დასრულდა. შესვენება დაიწყო და თათიამ თავის კაბინეტს მიაშურა. სავარძელში მოკალათდა და ისევ ფიქრებმა წაიღო. კარზე კაკუნმა შეაწყვეტინა ფიქრი.
- შემოდით! - გასძახა თათიამ.
კარი გაიღი და გუგას დანახვამ თათია გააოცა.
- რამ შეგაწუხათ?
- მე ე? შეწუხების რამე მეტყობაა? - უპასუხა უტიფრად გუგამ.
- ღმერთო ჩემო, რა დავაშავე. - ჩაილაპარაკა თათიამ. - აქ რამ მიგიყვანათქო ის ვიგულისხმე.
- ააა, გასაგებია. ლიკამ მომასწავლა თქვენი კაბინეტი. - ისევ თემას უხვევდა გუგა.
- ხოდა აქ რამ მოგიყვანათთქო, მაგას გეკითხებით.
- თქვენ არ მითხარიით შესვენებაზე გავაგრძელოთო გაცნობაო? - შავი თვალები შეანათა გუგამ..
- და თქვენი აზრით ახლა ჩემთან უნდა იდგეთ და მესაუბრებოდეთ თუ სტუდენტებთან? ისინი უნდა გაიცნოთ და იმათმა უნდა გაგიცნონ, თორემ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა გურამი ხართ თუ ერეკლე. და არც ის, რომელი უნივერსიტეტიდან მოხვედით. მთავარია აქაური წესები მიიღოთ.
- ანუ თქვენ ჩემი გაცნობა არ გინდათ? - ჰკითხა ისევ ბიჭმა.
- მე საკმარისი გავიგე თქვენზე, დანარჩენს თქვენი პირადი საქმე მეტყვის.
ამ დროს კაბინეტის კარი უნივერსიტეტის რექტორმა შეაღო. გუგას მიესალმა და თათიას მიმართა:
- თათია შვილო, როგორც ვატყობ გაგიცვნიათ ჩვენი ახალი სტუდენტი. ჩემი ძველი მეგობრის შვილია. იმედია შევძლებთ და მივახვედრებთ ამ ბიჭს, რომ აქ მთავაროა სწავლა და არ აქვს მნიშვნელიბა ვისი შვილი ხარ, ან საზოგადოებაში რა ადგილი გიკავია. იმედი მაქვს, შენი დახმარებით გუგაც აქტიურად ჩაერთვება სასწავლო პროცესში და ისიც ერთერთი წარმატებული სტუდენტი გახდება, ისევე როგორც შენი ჯგუფის სხვა სტუდენტები.
თათია უსმენდა და შიგადაშიგ გუგას შეავლებდა მზერას. თან ფიქრობდა: ,,მამაიკოს გათამამებული ბიჭი. ისევ იმ უნივერსიტეტში ყოფნა ერჩია. როგორც ჩანს იქ ნაცნობობა და ფულით ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა. ალბათ იმდენს ვერ ხვდება, რომ დაუმსახურებლად ქულას არცერთ შემთხვევაში არ დავწერ.“

შემდეგ გუგას მიუბრუნდა ბატონი გურამი და ახლა მას მიმართა:
- იმედი მაქვს, გაამართლებ ჩემს იმედებს და მართლაც ერთ ერთი წარმატებული სტუდენტი გახდები. ყველამ კარგად ვიცით შენს უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობა. მაგრამ აქ სულ სხვა სიტუაციაა. აქ არავინ იჭრება სხვა ადამიანის კომპეტენციაში და ყველა სტუდენტი იმ ქულას იღებს, რასაც იმსახურებს. ამიტომ შენც გაითვალისწინე გუგა.
- რა თქმა უნდა ბატონო გურამ, აქ იმდენად მშვენიერი საზოგადოებაა, რომ შეუძლებელია სხვაგავარად იყოს. თქვენ არ იდარდოთ, მე შევძლებ ჩემი ადგილის დამკვიდრებას ამ უნივერსიტეტში. არც თქვენ დაგაღალატებთ. ახლი კი, დაგტოვებთ, უკეთ გავეცნობი აქაურობას. კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო თათია, აღფრთოვანებული ვარ თქვენი გაცნობით. - ეშმაკური თვალებით შესცინა გუგამ და კაბინეტი დატოვა.
- თათია, შვილო, - მიმართა რექტორმა - არ იფიქრო რახან ჩემი მეგობრის შვილია, რამე პრივილეგიით ისარგებლოს, ის აქ ჩემთვის ერთი რიგითი სტუდენტია.
- ვიცი თქვენი პოზიცია მსგავს შემთხვევებში ბატონო გურამ. მე მის მიმართაც ისეთი ვიქნები, როგორიც ნებისმიერ სტუდენთან.
- კარგი შვილო, დაგტოვებ. აღარ მოგაცდენ.
- კარგად ბრძანდებოდეთ.
კარებამდე მიაცილა თათიამ. უზომოდ მადლიერი იყო ამ კაცის. ის რომ არა, ალბათ დღეს ასეთი წარმატებული ადამიანი არ იქნებოდა. მაქსიმალურად მხარში დაუდგა ბატონი გურამი თავის ნიჭიერ სტუდენტს. მეტ ყურადღებას ალბათ უფრო იმის გამო იჩენდა, რომ იცოდა არავინ ჰყავდა თათიას, არავის იმედი არ ჰქონდა. ამიტომ ამოუდგა ბოლომდე მხარში და ამიტომ დაეხმარა გზის გაკაფვაში. ნამდვილად არ შემცდარა. ბოლომდე გაუმართლა იმედები თათიამ, ასაკის მიუხედავად ძალიან ძლიერი ლექტორი დადგა მისგან. კოლეგებშიც და სტუდენტებშიც დიდი პატივისცემით სარგებლობდა. დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა და მაქსიმუმს აკეთებდა, რომ თავისი ყველა სტუდენტისთვის სათანადო განათლება მიეცა.
გუგა ეზოში ჩავიდა და ჯგუფის წევრებს შეუერთდა. ყველამ თბილად მიიღო ახალი სტუდენტი. განსაკუთრებით მაგდას უხაროდა - რატომღაც მგონია რომ ზუსტად ჩემნაირი ხარო. ამის თქმაზე ლუკამ მხარი გაჰკრა გუგას და ხმამაღლა თვქა: მეორე შენნაირი უკვე ძაან ზედმეტია ჩვენთვისო.
ადვილად გაუგეს ერთმანეთს. ძალიან შეკრული, თბილი და მეგობრული ჯგუფი იყო. გუგასაც ასე მეგობრულად შეხვდენენ. დაათვალიერებინეს უნივერსიტეტი, მეტ - ნაკლებად გააცნეს იქაური სიტუაცია.
სანამ ბოლო ლექცია დაიწყებოდა, თათია აუდიტორიაში დახვდა სტუდენტებს და სთხოვა ლექციის შემდეგ არ წახვიდეთ, დალაპარაკება მინდაო.
დასრულდა ლექცია და თათიაც მათთან სალაპარაკოდ ჩავიდა.
- ხო მშვიდობაა ქალბატონო თათია? - იკითხა ლუკამ.
- კი ლუკა, მშვიდობაა. თქვენი დახმარება მჭირდება.
- თქვენ ოღონდ გვთხოვეთ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. - წამოიძახა დათამ.
- ვიცი დათა, ვიცი. ამიტომ მოვედი თამამად თქვენთან. დახმარებას მე გთხოვთ, ოღონდ ჩემთვის არა. სამთავროს დედათა მონასტერში მინდა რომ წავიდეთ. ზამთარი მოდის და დედაოებს ზამთრისთვის შეშა აქვთ მოსამარაგებელი. ვინც შეძლებთ და ვისაც სურვილი გექნებათ, რა თქმა უნდა.
- რას ამბობთ ქალბატონო თათია, ვინც შეძლებთ კიარა, ყველა წამოვალთ! - წამოიძახა ლიკამ.
- ოჰ, შენც არ მყავდე ყარამან ყანთელი, შენ რისი გამკეთებელი ხარ ნეტა. - შეეპასუხა თორინკე.
- შენ თუ შეშას დაჩეხავ, ჩვენც გამოვძებნით საქმეს. -საუბარში ჩაერთო სალომე. - იმ დაჩეხილ შეშას ხო უნდა დაბინავება. თან თქვენ უჩვენოდ სად ხართ გასაშვები.
- წამოდით გოგოებო წამოდით. მუშაობისას გაგვახალისებთ მაინც.
- მართალია სალო, - თქვა ლუკამ, - ხო იცი გოგოების გარეშე არსად ვვარგივართ.
- ამათ კიდე მაგის თქმა უნდაათ ლუკაა? თავში აუვარდებათ. - ჩაერთო საუბარში ლაშაც.
- კარგით, მაგაზე საუბარში დრის ნუ ვკარგავთ, ანუ მოდის ყველა, ვინც შეძლებს. ეხლა ტრანსპორტზე ვიფიქროთ.
- ტრანსპორტი ჩათვალეთ მოგვარებულია. - თქვა ლუკამ - მამას გამოვართმევ მარშუტკას. როდის მივდივართ?
- უი ხოო, მთავარი გამოვტოვეთ. სამუშაო დღეს ხო იცით, გამორიცხულია. ამიტომ შაბათს წავიდეთ, ნუ თუ რომელიმე თქვენგანს არ ეცლება, არც ეგაა პრობლემა.
- სადაც თქვენ, იქაც ჩვენ - გამოეპასუხა ლიკა.- არამგონია რომელიმე ჩვენგანს გადაუდებელი საქმე ჰქონდეს.
- კარგით მაშინ, 9 საათზე გავიდეთ აქედან. აქ შევიკრიბოთ ყველა. დავურეკავ დედაოებს, გავახარებ. - თქვა თათიამ და აუდიტორია დატოვა.
- გუგა შენც ხო წამიხვალ? - ჰკითხა თორნიკემ.
- რა თქმა უნდა წამოვალ. სადაც თქვენ , მეც იქ.

შაბათს დილით ყველა უნივერსიტეტთან შეიკრიბა. მხიარულად იმგზავრეს მცხეთამდე. დედაოები გაახარეს. სწრაფად და ხარისხიანად მუშაობდნენ ბიჭები. გოგონებმა დალაგებაში მიიღეს მონაწილეობა. დღე მხიარულად და ნაყოფიერად გაატარეს. თბილად დალოცეს დედაოებმა და ისე გამოუშვეს. ემოციებით ბრუნდებოდნენ უკან, იმხელა სიმშვიდე და დადებითი აურა ტრიალებდა მონასტრის ეზოში. ხელმეორედ სტუმრობის სურვილი გაუჩნდათ.

ისევ ისეთი ხალისიანები დაბრუნდნენ უნივერსიტეტთან. თათიამ მადლობა გადაუხადა ყველას.
- ყველაფრისთვის მადლიბა ბავშვებო. როდესაც დედაოებს დავპირდი დახმარებას, ეჭვიც არ შემპარვია, რომ ყველა ჩემს გვერდით იქნებოდით. განსაკუთრებული მდლობა გუგას...
- რატომ მე? - არ დააცადა დასრულება გუგამ.
- მიუხედავად იმისა, რომ ეხლა შემოუერთდი ამ ჯგუფს, მათ გვერდით დადექით დღეს.
- სამადლობელი არაფერია. მე უკვე მათ გვერდით ვარ ყველანაირი გაგებით.
- გასაგებია და მიხარული ვარ! ახლა დავიშალოთ, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას. ვამაყობ თქვენით. ახლა კი, წავედი მე.
- მოითმინეეთ. - შეაჩერა თორნიკემ - ჩემ ძმას დავურეკე და 20 წუთში აქ იქნება და თქვენც გაგიყვანთ სახლამდე, რატომ უნდა იწვალოთ.
- რა საჭიროა თორნიკ... - სიტყვა არ ჰქონდა თათიას დამთავრებული, გუგამ წამოიძახა:
- მე გავიყვანთ. აქ დგას ავტოსადგომზე ჩემი მანქანა.
- მასე ჯობია, ლოდინი აღარ დასჭირდება. - დაეთანხმა თორნიკე
- არ არის საჭიროთქო, ჩემითაც გავალ. რატომ უნდა შეგაწუხოთ. - არ ცხრებოდა თათია.
- საერთოდ არ შევწუხდები. პირიქით, სიამოვნებით მოგემსახურებით.
- ნუ რახან არ იშლით, კარგით, თანახმა ვარ. აბა კარგად ბავშვებო.
ავტოსადგომამდე ორმაცდაათიოდე მეტრი ფეხით გაიარეს. გუგამ ჯენლტმენურად გაუღო კარი და ეშმაკური ღიმილით მიმართა: - დაბრძანდით. საით მივდივართ?
- ცინცაძეზე, სპორტის აკადემიის გვერდით.
თათია თავს უხერხულად გრძნობდა. გარკვეული პერიოდი გუგაც დუმდა. როდესაც სიჩქარის მაჩვენებებელი 200 კმ/სთ-ს მიუახლოვდა, თათიამ ვეღარ მოითმინა და შესძახა:
- იქნებ ცოტა დაუკლოთ სიჩქარეს. სახიფათოა.
- უკაცრავად. დამავიწყდა რომ მარტო არ ვარ.
- თუნდაც მარტო იყოთ, არაა კარგი ასე სწრაფად სიარული.
- არც ისაა კარგი, როდესაც უნივერსიტეტში ასეთი მომხიბლავი ლექტორი ჰყავთ, ცოტა რთულია ამ დროს ლექციაზე კონცენტრაცია. - ღიმილით აღნიშნა გუგამ.
თათია დაიბნა. ასე არცერთ სტუდენტს არ უსაუბრია მასთან. მხოლოდ იმის თქმა მოახერხა-
- მსგავსი პრობლემა აქამდე არავის ჰქონია.
- რას ვიზამთ, სხვებისგან განსხვავებით მე სუსტი გული მაქვს. - არ დააყოვნა გუგას პასუხმაც.
- მაშინ კარგად უნდა დაფიქრებულიყავით სანამ ჩვენთან გადმოხვიდოდით.
გუგამ ჯერ სვლა შეანელა, მერე კი სულ გაჩერდა. თათიასკენ შემობრუნდა, თვალებში ჩააშტერდა და უთხრა:
- ვერ წარმოვიდგენდი ასეთი ლამაზი თვალები თუ გექნებოდა.
თათია დამუნჯდა. ამდენი მისთვის ჯერ არავის გაებედა. სახე აელეწა და აკანკალებული ხმით მიმართა:
- როგორ ბედავ...
გუგას ეშმაკურად ჩაეცინა.
- ნუ ცხარობთ, მე უბრალოდ სიმართლე ვთქვი. კარგით, ჩუმად ვიქნები.
გუგამ დაძრა მანქანა და ორივე ფიქრებში ჩაიძირა. გუგა ფიქრობდა - ,,როგორი მკაცრი და შეუვალუ ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ჰგონია ვერავინ მოერევა. ვნახოთ პატარა ქალბატონო, როგორ შეძლებ ჩენზე უარის თქმას.“
თათია კი ჯერ ისევ დაბნეულობასა და გაურკვევლიბაში იყო. ვერ ხვდებოდა, ასეთი უტიფარი რატომ უნდა ყოფილიყო სტუდენტი. ოდნავ გადამეტებულიც კი არავის არაფერი უთქვამს მისთვის, ამან კიდევ უკვე ფლირტაობა დაუწყო. დანიშნულების ადგილამდე ხმა არცერთს აღარ ამოუღია.



№1  offline წევრი ფუტკარა

ნამდვილაად

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

მომეწონა ძალიან საინფერრაოდ წერ,ისტორიაც კარგია.

საინტერესოდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent