შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსტრასენსის დღიურები 18 +(2)


17-12-2019, 01:19
ავტორი Soow
ნანახია 1 068

დღეს საოცრად მშვიდი დღე იყო.საუზმეც და სადილიც ჩემით გავიმზადე, რადგან ვალერას და ლუდას შუადღემდე ეძინათ.სანამ აქ მოვხვდებოდი არ მეგონა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ასეთი რამ თუ შეიძლებოდა მომხდარიყო.ალბათ არც ხდება და ჩვენი საავადმყოფოა გამონაკლისი.სჩანს „ჩემებმა“ დიდი ხნის ძიების შემდეგ იპოვეს ეს ღმერთისგან მივიწყებული ადგილი.ჩვენთან სულ რვა ადამიანი მუშაობს ,პაციენტების რაოდენობა კი, თორმეტიდან ოცამდე მერყეობს.ამაზე მეტი ან ნაკლები არასდროს ყოფილა ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში.ზოგი კვდება,ზოგი სხვა საავადმყოფოში გადაყავთ,ანუ ზედმეტად ნორმალურები გადაყავთ არსებულ დარღვევებზე ყურადღება რომ არ გაამახვილონ.ბევრჯერ მიფიქრია მე რატომ არ მიშვებენ სხვა საავადმყოფოში მეთქი,მაგრამ ჩემივე შეკითხვაზე პასუხი მქონდა-“ ჩემებს „ასე აწყობთ!ჰოდა გუშინ სად გავჩერდი?

იმ ღამეს როცა ჩემმა მეგობარმა ალისამ ექსტრასენსორიკა დამაბრალა ბევრი არ მიფიქრია ამ თამაზე,სიტუაცია იმდენად გაუგებარი იყო ჩემი ტვინი მას ვერ დაძლევდა.უბრალოდ დინებას მივენდე და ვეცადე ეს შემთხვევა ნაკლებად გამეხსენებინა,ისევე როგორც მისი ავტორი ალისა.სამკვირიანი დუმილის შემდეგ ,ალისამ შეტყობინება გამომიგზავნა.
„-ნასტია , სოლიდურად ჩაიცვი, და ნახევარ საათში შენთან ვიქნები.“
ალისა ჩემთვის ერთადერთი კონტაქტი იყო იმ გარე ზესამყაროსთან,რომელსაც მე ვერასდროს მივწვდებოდი.მასთან ერთად დავდიოდი კლუბებში ,მისი საშუალებით შემეძლო როლი მომეპოვებინა თეატრში,მისი საშუალებით შეიძლებოდა გამეცნო საინტერესო ადამიანები.შეიძლება ვიყენებდი კიდევაც,ისევე როგორც ის მიყენებდა მე,ჩემს მოუწესრიგებელ ფონზე კიდევ უფრო ლამაზი რომ გამოჩენილიყო,ვიდრე იყო.სპეციალურად ვირჩევდით ხოლმე ჩემი გარდერობიდან ყველაზე საშინელ ტანსაცმელს ,ჩემს მწვანე თვალებს ყავისფერი ლინზებით ვმალავდით.თმებს ოლაგასავიდ ავიხვევდი ხოლმე ზემოდ ,ხასხასა წითლად შემიფერადებდა ლოყებს და აი მეც მზად ვიყავი.საშინლად სასაცილოდ გამოვიყურებოდი.მაგრამ მიღირდა. ჩემს ჩაცმულობას იმ ზესაზოგადოებაში ,იუმორით ვმალავდი.ვამბობდი რომ ბევრი გაცდენების გამო შინაბერა ქალის როლი მომცეს და როლში შევდივართქო.მერე მართლაც შევდიოდი როლში და ვიწყებდი ჩემივე დადგმულ,ჩემივე სცენარით სპექტაკლს.
ამ ყველაფრისგან გამომდინარე, მუხლს ქვემოთ კაბა,დეიდაჩემის ჯემპრი და მაღალ ყელიანი ფეხსაცმელები შევარჩიე.ვიცოდი რომ სულელურად გამოვიყურებოდი ,მაგრამ იდეაც სწორედ ამაში იყო.მალევე ალისამ დააკაკუნა კარზე.
-ღიაა
-გამარჯობ...ეს რა არის? რა ჩაგიცვამს!-აღშფოთებული სახით მიყურებდა და ხელით ცალ თვალს იფარავდა,ვითომ შეხედვაც კი არ შეეძლო ამ საშინელებისთვის.
-რა?ხომ მითხარი სოლიდურად ჩაიცვიო?
-ფუუ! კარგი ვიცოდი რომ ასეც მოხდებოდა.დამელოდე,ქვემოთ საბარგულში გოთიკურ სტილში ძალიან მაგარი „შმოტკები“ მაქვს.-თქვა თუ არა გაუჩინარდა,კარიც კი არ მიუხურავს.მალევე ცნობილი ბრენდების კარდონის ჩანთებით დაბრუნდა და სახე უბრწყინავდა.ჩანთები ტახტზე დაყარა ზურგჩანთა მოიხსნა რომლიდანაც ხარბად იყო ამოჩხერილი სავარცხელის,ტუჩსაცხის და სხვა ათასგვარი პარფიუმელური საშუალებების დეტალები.-ნამდვილ გოთიკურ ლამაზმანად გაგქევ!-ტაში შემოკრა და ჩანთების ამოლაგებას შეუდგა.
-მოიცა სად მივდივართ?
-ეგ სიურპრიზია.
ახალი ტანსაცმლით მოხიბლული ვიყავი მართალია არასდროს მსგავსი არაფერი მიტარებია,თუმცა თავი მასში თავდაჯერებულად ვიგრძენი.ჩემს გრძელ და თხელ აღნაგობას ალისას შერჩეული ტანსაცმელი ძალიან უხდებოდა,ხოლო შავი ფერი კი წითურ თმებს და მწვანე თვალებს უფრო მიკვეთდა.ყოველთვის მქონდა ეჭვი რომ ლამაზი ვიყავი მაგრამ ისეთი!?აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი გარეგნობის ღმოჩენით.ჰოდა ამ ბანალური მიზეზის გამო არაფერი შემიკითხავს ალისასთვის გზაში,ასეთი გარეგნობით სადაც უნდოდა იქ წავყვებოდი.ალისამ კი ამ დროს პრესტიჯულ უბანში დიდი თანამედროვე შენობის მიწისქვეშა სადგომზე გააჩერა მანქანა.ვიფიქრე რაიმე არაფორმალების წვეულებაზე მოვედითქო.ბოლოს მაინც შევეკითხე რა ხდება აქ მეთქი,მან კი გაუგებარი იგნორირება გაუკეთა ჩემს შეკითხვას.უკვე ვბრაზობდი კიდეც.ლიფტში შევედით,ამ დროს ჩემთან შემოტრიალდა და მითხრა
-ანასტასია! მე ხომ ყველაფერი ვიცი არა?ჩემთან დასამალი არაფერი გაქვს,მაგრამ აქ რაცშეიძლება თავდაჯერებული უნდა იყო და რისი გაკეთებაც სინამდვილეში არ შეგიძლია უნდა თქვა რომ შეგიძლია.წარმოიდგინე რომ ნაწილობრივ ეს შენი როლია!საქმე ტელევიზიაზეა გამიგე?აქ კონკურსია!
-კარგი კარგი! ანუ სერიალისთვის მსახიობების კასტინგზე მოვედით მაგრამ ტექსტი?-ერთდროულად სასიამოვნოდ გაკვირვებული და შეშინებული ვიყავი.
-არა! სერიალი არაა ,რეალითი შოუა.
-ჰოო? მანდაც მსახიობები აყავთ?მაგრამ ფული? ხომ იცი რომ ყველა რეალითი შოუში ფულია საჭირო?
-ნუ დარდობ! ზუსტად იქ მოგიყვანე სადაც დაგაფინანსებენ!ოღონდ გახსოვდეს რომ აქ ქასტინგია კარგი?
-კარგი რასაც შევძლებ ყველაფერს გავაკეთებ, და შენ? შენც გინდა მონაწილეობა?
-არა მე ვერ მივიღებ მონაწილეობას-მითხრა და ლიფტიც გაიღო.
დიდ დარბაზში აღმოვჩნდით სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა ასაკისა და გარეგნობის ადამიანები ბოლთას სცემდნენ.ძალიან უცნაურად იქცეოდნენ ზოგიერთი მათგანი შამანებს ჰგავდა.და ამ დროს მივხვდი რომ ექსტრასენსების ბრძოლაზე მოვედი,მაგრამ როგორც ვიცოდი ქასტინგები ფედერალური არხის შენობაში მიდიოდა .მეწყინა,გავბრაზდი ათასმა ფერმა გადამიარა სახეზე,და ათასმა გრძნობამ გულში,მაგრამ მივხვდი რომ მე ამას შევძლებდი მე შევძლებდი ამ როლის თამაშს,რათქმაუნდა თუ ეს მხოლოდ შოუ იყო.
-შენი ჯერია!-მითხრა ალისამ და სკამიდან წამომაგდო,ყველა კონკურსანტი დარბაზის ბოლოს მყოფ ერთ პატარა კარში ნერვიულად შედიოდა და გაქვავებული,არაფრისმთქმელი სახით გამოდიოდა.ჰოდა,მეც მოვემზადე იმ კარში შესასვლელად.
კარს მიღმა პატარა ბორდოსფერ ფერში შეღებილი კაბინეტი იყო,მუქი ავეჯით.აქა იქ ეზოთერიკული სკულპტურები და სუვენირები ამშვენებდნენ. ოთახის კუთხეში მყოფ მაგიდასთან კი შუა ხნის ექსტრავაგანტულად ჩაცმული ქალბატონი და მამაკაცი ისხლდნენ.არ ვიცი ეს ნერვიულობისგან მომივიდა,თუ ეგრევე შევედი როლში.
გაქვავებული სახით შევედი,ისე ვუყურებდი თითქოს გიპნოზის ხელოვნებას ვფლობდი.უხეშად მივედი მათ მაგიდასთან და მათ წინ დავჯექი.
-ეფექტურია-გვერდულად გამიღიმა მამაკაცმა,ქალი კი ფართო ღიმილით მიყურებდა.
-აბა,რისი გაკეთება შეგიძლია პატარა ჯადოქარო?-მითხრა ქალმა და მთელი ინტერესით დამიწყეს დათვალიერება.
-ჰმმ! მე? მე ყველაზე დიდი ზებუნებრივი ნიჭი მაქვს!შემიძლია ჩემს რეალობაში გადმოგიყვანოდ,რომელსაც მე თვითონ შევქმნი გზად და დაგაჯერებთ ყველაფერს რასაც მინდა-ამ ყველაფერს თვალის მრავალმნიშვნელოვანი ჩაკვრა მივაყოლე და ჩემი ძალიან ექსტრავაგანტული ბოტების სადემონსტრაციოდ ერთი ფეხის ტერფი,მეორეზე დავიდე.
-მოგვწონს!-თქვა მამაკაცმა.
-ახლა კი წითელ ყუთთან მიდი-მითხრა ქალმა და ოთახის შუაში მდგარ ვიწრო მაღალ მაგიდაზე მყოფ ყუთზე მიმანიშნა-ყუთში სამარილე დევს,მასში მარილი არ არის!მაიძულე დამავიწყდეს რომ ეს ინფორმაცია მე მოგეცი ,დამაჯერე რომ შენი მესამე თვალით-ირონიულად ჩამიცინა და მივხვდი რაშიც იყო საქმე-ხედავ რაც დევს ყუთში.
ყუთთან თავდაჯერებული მივედი გრაციით,თავში ათასი მისტიური ლამაზმანების სურათები მომდიოდა და მეც მათთვის მიბაძვას ვლამობდი.ხელები ყუთის ზემოთ რამდენიმე სანტიმეტრში გავაჩერე მერე თვალები დავხუჭე ყველა ჩემი სხეულის კუნთი მოვიყვანე მუშაობაში და სპონტანურად დავიწყე ტრანსში ჩავარდნილივით მონოლოგი.
-ვხედავ მამაკაცის ხელებს!-აქა იქ სექსუალურად ვქნეშდი და ისეთ სახეს ვიღებდი თითქოს კონცენტრირება მიჭირდა.-ისინი ამ მეტალისა და შუშის ნივთს ეხებიან,შესაძლოა ამ ყუთშიც მისივე ხელებით მოხვდა ეს ნივთი...ჰმმმმ...ძალიან მიჭირს ნივთზე კონცენტრირება რადგან მამაკაცს რაღაც ,რაღაც აქვს გულთან ...ისეთი რამ რაც მე მაქვს-თვალები გავახილე,ჟიურიში მჯდომ უკვე ნაცნობ მამაკაცს ვთხოვე რომ მოსულიყო თვალებით,მერე მისი ხელი ავიღე მეორეთი კი სკანირება დავუწყე მის სხეულს-მოიცა,მე მას ვგრძნობ!აი ეს! ეს ბროში ვინ მიაკრა თქვენს ატლასის ცხვირსახოცზე?-კაცი გვერდული ღიმილით მეუბნება „დედამ!“ ეს ბროში სინამდვილეში ამულეტია,კვალის დაფარვას ემსახურება.თქვენ ვინმეს ემალებით?-წარბი ავუწიე პასუხად უხერხულად ჩაიფხუკუნა და მისი სახიდან გვერდული ირონიული სიცილი გაქრა-ყუთში სათვალე დევს და თანაც თქვენი!-განვაცხადე და ისევ ჩემს ადგილას ჩამოვჯექი ვერდიქტის მოსასმენად.
-ო ღმერთო არ არსებობს!-ნერვული სიცილით იცინოდა ქალი კაცი კი ტაშს მიკრავდა,თან წითელი ყუთიდან სათვალე ამოჰქონდა.-ეს როგორ მოახერხე?
-მე ხომ ექსტრასენსი ვარ!-თავმომწონედ და უმნიშვნელოდ ვუთხარი-თუ ნამდვილად გაინტერესებთ,მაშინ სათვალე რომ იყო ყუთში დარბაზიდან გავიგე.მართალია ყველა მხოლოდ ჩურჩულებდა ამის შესახებ ,მაგრამ მახვილი სმენა მაქვს.თქვენს ბროშზე მეორე მხრიდან ისედაც ეწერა რომ ამულეტი იყო და თან მასზე პატარა რუკაა დატანილი.ეს მაშინ შევამჩნიე როცა თქვენს წინ სკამზე ჩამოვჯექი.
-განსაოცარია!-თქვა ქალმა-შენ სწორედ ის ხარ ვინც გვჭირდება ეფექტური ,სექსუალური ,გამჭრიახე და საშინლად ეშმაკი!-ამ სიტყვების შემდეგ შემრცხვა კიდეც ,ასე თეატრში ღამისთევებით მომზადებული გამოსვლებისთვისაც კი, არ შევუქივარ არავის.
დაახლობით საათ ნახევარში გამოვედი ოთახიდან,ქალბატონი ეკატერინა და ვასილი საოცრად სასიამოვნო ხალხი აღმოჩნდნენ.სამ დღეში მათთან დამიბარეს.ოთახიდან დარბაზში რომ გამოვედი ხალხი აღარ იყო მხოლოდ ერთი ,მგონი სრულ ჭკუაზე არ მყოფი შამანი და ალისა იყვნენ უზარმაზარ დარბაზში.სჩანს დანარჩენნი მიხვდნენ რომ ჩემი იქ შეყოვნება ,მათთვის კარგს არ ნიშნავდა და წავიდნენ.
-რაო!-თვალებ გაბრწყინებული შემეგება ალისა.
-კიო!
ერთმანეთს გადავეხვიეთ და სახლში ბედნიერები ვბრუნდებოდით.გზაში აღმოვაჩინე რომ,ალისას მართლა ჯეროდა რომ ექსტრასენსი ვიყავი.
-ალისა! ხომ გეუბნები, ყველაფერი საიდანაც ვიცოდი? ისედაც შოუა ყველაფერი, არ იცი?
-არა ის კატალენა გახსოვს ექსტრასენსების ომების გამარჯვებული?
-კი მერე?
-ის ნამდვილი ჯადოქარი იყო,იცი რეებს აკეთებდა? როგორ ზუსტად ამბობდა ყველაფერს?
-შოუუაა ! გეუბნებიან უკვე ისედაც ცნობილ ფაქტებს.
-ვიცი!ვხვდები რომ ამის საკუთარი თავისთვის აღიარება გიჭირს .
გადავწყვიტე რომ ალისა მართლა შტერი იყო,ამის გამოსწორება არაფრით შემეძლო მანქანიდან ჩასვლისას კი, სიცილით ხელები შემოვუტარე მაგიური მოძრაობებით თავზე და გზა „დავულოცე“.
-ძალიან დიდი მადლობა,მშვიდად ვიქნები-მითხრა საოცარი ღიმილით.
ღიმილი საოცარი იყო,მაგრამ სევდიანიც მომეჩვენა,არ ვიცი სევდიანი იყო თუ არა ალბათ მე დავსევდიანდი,როცა გავაცნობიერე რომ ჩემი ერთადერთი მეგობარი ძალიან მიმნდობი და მიამიტი იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent