გულისრევა. თავი 1
,,თუ ცხოვრება ყოველდღე ახალ ისტორიას ქმნის,თუ ჩემთვის ყოველდღე ახალი ტკივილი იწერება,მაშინ მეშინია. ამ ზამთარს თუ გავუძლებ გპირდები,რომ შემდეგ ზამთარს აუცილებლად მოვალ. შემთხვევით შეგხვდები სადმე,ჩემი უცნაური ქცევებით და მუდმივად აწითლებული ლოყებით. მშვიდი ღიმილით. მშვიდი მელოდიებით. თუ შემომხედავ და მიცნობ,თვალები გეტყვიან ყველაფერს. იმას,რაც მე ვერ გითხარი. ახლა ჩემთან ძალიან ბნელა. ხანდახან ი ისე ცივა,რომ ვეღარ ვუძლებ. ჭუჭრუტანებში აპარებს ჰაერი და ძვლებს მიყინავს. ვერ დაგიტოვებ,ჩემი მუქი და დამტვერილი ნაწილის ატანაც მიჭირს . ამ ზამთარს თუ გავუძელი,შემდეგ ზამთარს აუცილებლად მოვალ. ქუჩის ბოლოში შევვდებით სადმე ან იქნებ ჩემთან,სახლში. ვინ იცის?! ამ ზამთარს თუ გავუძელი... ცის ნამსხვრევებმა თუ არ დამანაკუწეს აუცილებლად მოვალ გპირდები. ჩვეული რიტმით. ჩვეული მშვიდი ხმით. ჩვეული ღიმილით. მოვალ და თვალები გეტყვის იმას,რაც მე ვერ გითხარი.'' ვინ იცის მერამდენედ წერდა თეთრ ფურცლებზე და მერამდენედ ჩამოუგორდა თვალებიდან ორიოდე ცრემლი. გონებაში იმეორებდა ირაკლის ნათქვამ სიტყვებს,რომლებიც წლების სვლასთან ერთად უფრო მივიწყებული ხდებოდა. ხან ერთი სიტყვა ამოუვარდებოდა თავიდან ხან ორი და ასე,უსასრულოდ. ხანდახან იძულებული ხდებოდა თვითონ ჩაემატებინა სიტყვები და თავს ძალას ატანდა ძველი დროიდან,რომ გახსენებოდა რამე. პატარ-პატარა მონაკვეთებად ჩანდა ყველაფერი. საბოლოო ჯამში კი,არაფერი იყო. აღარც ირაკლის სურნელი ტრიალებდა ოთაში. აღარც მოგონებები შერჩა თათას და აღარც სიტყვები,რომლებსაც ირაკლი უმეორებდა ხოლმე. სადღაც გადაიხვეწა ,სადღც შორს. მონატრებამ დროში გაყინა თათა. ვერც წინ მიდიოდა და ვერც უკან. ყველა დღე ერთმანეთს ჰგავდა და ამ ერთფეროვნებაში ჩაძირული ვერაფერს ამჩნევდა გარდა ირალის მონატრებისა. 27 თებერვალი 2017 ,,ამბობენ ცხოვრება გრძელდებაო,მაშინაც კი,თუ შენი საყვარელი ადამიანები დაიხოცებიან,მაგრამ მე ვერ ვაგრძელებ. სად ხარ? '' 2 მარტი. 2017 ,, მოწევა დავიწყე,მგონი შენი არ ყოფნის დაძლევაში მეხმარება. მომენტებში,როცა ძალიან ცუდად ვარ ერთ ღერს გავუკიდებ და მთელ ოთას კვამლში ვხვევ. შენ ყოველთვის აგდიოდა თამბაქოს სუნი. ვვოცნებობ,იდევვ ვიგრძნო. '' 7 მაისი.2017 ,,ჩვენი მეგობრები ბედნიერები არიან. თიკა და გიორგი მალე დაქორწინდებიან. გახსოვს? შენ უნდა ყოფილიყავი ბავშვის ნათლია. ყველას გვიხარია მატი ამბავი მაგრამ ყველას თვალები შენ გეძებს,ირაკლი. იქნებ დაბრუნდე? '' 18 აგვისტო. 2017 ,,გელოდნენ,მაგრამ მაინც არ გამოჩნდი. უკვე ვღელავთ. იმის გაფიქრებაც არ მინდა,რომ რამე ცუდი შეგემთვა. ირა,მოვკვდები. თუ გინდა არ დაბრუნდე,ოღონდ არ მოკვდე. არ გაპატიებ იცოდე. '' 31 დეკემბერი. 2017 ,,თორმეტს ,რომ გადასცდება ახალი წელი იწყება. გილოცავ და მიყვარხარ. ისევ გელოდები. '' 3 ივლისი. 2018 ,,გული მტკივა. რაც დრო გადის უფროდაუფრო მიმძიმდება სხეული. ასე მგონია,მხრებზე დიდი ლოდები მადევს და მიწაზე ვიშხლართები. მჭირდება ,რომ წამომაყენო. '' 15 იანვარი. 2019 ,,დიდი ხანია არაფერი დამიწერია შენს შესახებ. აღარც ვსაუბრობ. მგონი ჩვენი მეგობრებიც გადავღალე შენით. ყველას აწუხებს შენი არ ყოფნა. მე კი ძალიან მენატრები,თუმცა აღარ გელოდები. არ ვიცი სად ხარ,როგორ ან რატომ. ყვეა იმედი ამომეწურა. აღარ ვტირი,გეფიცები. ვიცი,რომ ვერ იტან ჩემს ცრემლებს. ხადახან მგონია,ძალიან ახლოს ხარ და მიყურებ. მართალია ჩემს გვერდით არ არ. ჩემს გვერდით არ იღვიძებ მაგრამ ჩემი სულიდან ვერავინ წაგშალა. ცხოვრება თუ კიდევ რამე სისასტიკეს ამზადებს ჩემთვის,მაშინ მეშინია.'' -------------- - თათაა .- ყვიროდა თიკა და თან პატარა ირაკლის ფესაცმელს აცმევდა. - გისმენ საყვარელო - ცვი ზამთრისგან გაყინული თათა შევიდა მისაღებში და ბავშვს წაეთამაშა -ხვალ ნათლობაა ხო არ დაგავიწყდა? რას აკეთებ? ყველაფერი მზად გაქვს? რას იცვამ ? გეხვეწები მითხარი რა ო იცი როგორ ვნერვიულობ - აყრიდა კითხვებს დაქალს - კარგი რა თიკა -თვალები აატრიალა თათამ და თიკას შეჭმუხნილ სახეზე გაეცინა -ყველაფერი მზად მაქვს და იმ კაბას ვიცვამ შენ რომ მირჩიე. - თავი დაუკრა და ირაკლი ელში აიყვანა -ისე ნათლობა ამდენი ხანი არ უნდა გაგეწელათ - ომ იცი რომ... -ვიცი რომ ირაკლის ვუცდიდით რადგან ნატლია უნდა ყოფილიყო მაგრამ არ გამოჩნდა უკვე რამდენი ხანი გავიდა -ნერვიულად გაიცინა თათამ - ყველაზე მყარად მოგაქვს თავი მაგრამ ირაკლის არ ყოფნა ყველაზე მეტად შენ გაწუხებს . გევეწებირა არგინდა ეს ნიღბები ჩემთან მაინც. - ყველაფერი კარგადაა თიკა. დავივიწყე. - ან უბრალოდ მინდა რომ დავივიწყოო გულში კი გაიფიქრა მაგრამ ვეღარ თქვა. ისედაც ყველაფერს ამბობდა მისი თვალები ირაკლის ხსენებისას და თიკაც მოეშვა ზედმეტი აღარაფერი უთქვამს თორემ თათას გაბრაზება კარგს არაფერს მოასწავებდა. მეორე დილით ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. ბავშვი მონათლეს და საღამოს რესტორანში გადაინაცვლეს. ერთი მხიარულება იყო მეგობრების ერთად შეკრება და ძველი ამბების გახსენება და ერთი დიდი წუხილი იყო იქ მყოფთათვის ირაკლის არ ყოფნა. მისთვის ერთი ადგილი ყოველთვის შემონახული ჰქონდათ. სულ ფიქრობდნენ,რომ ირაკლი ისეთი სიურპრიზების მოყვარული ბიჭია შეიძლება ნებისმიერ ადგილას დაგვადგესო მაგრამ რაც დრო გადიოდა ა აზრს მით უფრო მალე ივიწყებდნენ. და აი დღეს,ირაკლისთვის ადგილი შემონახული აღარ ჰქონდათ. - არასდროს დამავიწყდება -დაიწყო ნიკამ -თიკამ რომ აუხსნა გიორგის სოყვარული აი გეფიცებით ეგ რაღაც ძააან სასცილო იყო - ახარხარდა და მეგობრებიც აიყოლია,მხოლოდ თიკა იყო დაღვრემილი. -კაი რა თიკუშ რა დაგემართა გაიცინე. - გაიკრიჭა მიშო და თიკას მხარი გაკრა თუმცა გოოს წარბიც არ შეურხევია ერთ ადგილას ჰქონდა თვალები გაშტერებული და რაღაცაზე ფიქრობდა. შემდეგ კი უეცრად დაიწყო - მაგ დღეს ირაკლიმ რაღაც მითხრა ირგვლივ მყოფთა ხმა მიწყდა,აღარავინ იცინოდა და თათაც დაძაბული უყურებდა საუკეთესო მეგობარს - რა თქვა? - სიტყვა შეაშველა მარიამმა და თიკამაც ენის ბორძიით განაგრძო. -მითხრა,რომ წასვლა მოუნდებოდა ერთ დღეს ,მაგრმა მასინ გამეცინა პატარები ვიყავით საიდან უნდა მცოდნოდა რომ ადგებოდა და დაგვტოვებდა. ვერ ვიჯერებ აქამდე როგორ არ მომივიდა აზრად. -თავზე შემოიდო ხელი და გაეცინა - რა გითრა თიკა? - თათას გაბზარული ხმა გაისმა და ყველა სშეეკუმშა გული. - თქვა რომ თუშეთში იქნებოდა. თათა გახსოვს თედო ძია? მის სახლში წავალო,ყველაფერს მოვშორდები და წავალო. ასე თქვა რთული არ უნდა იყოსო -თავი დახარა თიკამ შემდეგ ი უეცრად წამოხტა - ღმერტო ახლაც იქ არის. ყველა გაკვირვებული უყურებდა ერთმანეთს.აჟიტირდნენ,სხვათუ არაფერი ერთი პროცენტი მაინც არსებობდა იმისა,რომ ირაკლის ამდენი წლის შემდეგ ნახავდნენ. მხოლოდ თათა იდგა დამუნჯებული. გამომშრალი. თითქოს ამ სამყაროში არ იყო და სხვაგან დაფრინავდა. არ სუნთქავდა,თვალებს არ ახამხამებდა. ტირილი უნდოდა და თვაებში დაგუბებული ცრემლები გზას ვერ იკვლევდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.