შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცრემლების პრინცესა ( თავი ორი)


17-12-2019, 20:52
ავტორი ფუტკარა
ნანახია 3 895

- გმადლობთ. - გაღიზიანებული ხმით ჩაიბურტყუნა თათიამ და კარის გაღება დააპირა. რომ არ გაიღო, გუგასკენ შებრუნდა. რამოდენიმე წამით შეხვდნენ მათი თვალები ერთმანეთ. თათიამ მის მზერას ვერ გაუძლო და თავი დახარა. ამაზე გუგას ჩაეღიმა.
- ბოდიშს გიხდით, დღეს თუ რამე გაწყენინეთ.
- ისეთი რამ არ უნდა გააკეთო, რომ მერე საბოდიშოდ გაგიხდეს საქმე. გამიღე კარი.
- როცა შეცდომას უშვებ, ბოდიშის მოხდაც უნდა შეგეძლოს. თქვენი გაბრაზება ნამდვილად არ მინდოდა. მაპატიეთ.
- რაც იყო, იყო. იმედია მსგავსი რამ არ განმეორდება. მადლობა, რომ სახლამდე მომიყვანეთ.
სანამ თათია წინადადებას დაასრულებდა, გუგამ კარი გააღო. თათია სწრაფად გადავიდა.
- ღამემშვიდობის, მშვენიერო. - თავისთვის ჩაილაპარაკა გუგამ.
მშვიდად ჩაიარა ორმა კვირამ. გუგა დანარჩენი სტუდენტებივით მშვიდად ესწრებოდა ლექციებს.
ერთერთი ლექციის შემდეგ, სანამ სტუდენტები დაიშლებოდნენ, მათთან სასაუბროდ ჩავიდა თათია.
- ბავშვებო, გამოცდები მოახლოვდა. მე ჩემი საგნის არ მეშინია. იმედი მაქვს არც სხვა საგნებთან გვაქვს სანერვიულო. ხომ იცით, წლის დასაწყისში რაც გადავწყვიტეთ - პირველი ჯგუფი ვხდებით ყველაზე მაღალი შეფასებებით. მე მაქვს თქვენი იმედი. ვიცი ამას შეძლებთ. თუ ვინმეს რომელიმე საგანო გიჭირთ, რამეში გაქვთ ჩამორჩენა, იცით რომ მზად ვარ ყველაფერში დაგეხმაროთ. ამიტომ ყველამ კარგად აწონ-დაწონეთ თქვენი შესაძლებლობები, გაჭირვების შემთხვევაში იცით სადაც უნდა მომაკითხოთ.
- ნუ ღელავთ ქალბატონო თათია, ჩვენ ჩვენ პირობას შევასრულებთ, გავხდებით N 1 ჯგუფი. არამგონია ვინმეს რამეში ჩამორჩენა ჰქონდეს.
- ღმერთმა ქნას ლიკა. მეც ეგ მინდა. ეხლა დაგტოვებთ და აბა თქვენ იცით, წარმატებები.
მალე დაბრუნდა კაბინეტში. ლექციები აღარ ჰქონდა ჩასატარებელი. ცოტახანს დავისვენებო იფიქრა და ლიზას დაურეკა.
- რა არის გოგო, სად დამეკარგე. რა იშოვე ასეთი?
- ვაიმე ლიზა, რა ვქნა, არ მეცალა. გუშინ დედათა მონასტერში ვიყავით. დავეხმარეთ დედაოებს. ისე გაუხარდათ.... ხოო....
ლიზასთან საუბრისას კარზე კაკუნის ხმა მოესმა.
- შემოდით. - გასძახა თათიამ.
გააოცა სტუმარმა. არ ელოდა. გუგა იყო.
- გცალიათ? - ჰკითხა გუგამ.
დაჯექიო ხელით ანიშნა. თავად ლიზასთან გააგრძელა საუბარი. - მოვიცლი ამ დღეებში გამოგივლი. მეც მომენატრეთ. მე თუ ვერ ვიცლი, თქვენ ხომ
გაქვთ დრო. თქვენ გამომიარეთ.
- ეხ თათული, სულ ჩვენ არ მოვდივაართ? ახლა შენი ჯერია.
- კარგი, კარგი. გამოგივლი მართლა. ახლა უნდა წავიდე, სტუმარი მყავს. გკოცნი.
- მეც ჩემი გემრიელო. - ჩასძახა ლიზამაც.
თათიამ ტელეფონი გათიშა.
- აბა, რამ შეგვაწუხა? - მიმართა გუგას.
- დღეს გვითხარით თუ საგანში ჩამორჩენა გაქვთ, მე დაგეხმარებითო.
- მერე?
- მე მჭირდება თქვენი დახმარება.
- რაში?
- მენეჯმენტის საფუძვლებში.
- და ლექციებს არ ესწრებოდით?
- კი, მაგრამ...
- მაგრამ?
- ვერ გავიგე რაღაცეები. ცოტა რთულია ქალბატონი თამარის ლექციის გაგება.
- დანარჩენებს თუარ უჭირთ, შენ რატომ გიძნელდება?
- ალბათ იმიტომ რომ ახალი გადმოსული ვარ. თან თქვენც ხომ მიმანიშნეთ, რომ ჩემი ყოფილი უნივერსიტეტი არცთუისე მნიშვნელოვან ცოდნას იძლეოდა და ალბათ მართალი ხართ. სათანადო საფუძველი მაკლია. არ შეგაწუხებდით, მაგრამ არ მინდა ჯგუფს ჩემს გამო პრობლემა ჰქონდეს და დამსახურებული ადგილი დაკარგონ. - სპეციალურად ახსენა ჯგუფი, იმიტომ რომ ზუსტად იცოდა გუგამ, ჯგუფის გამო თათია მაქსიმალურად დაეხმარებოდა.
- კარგი, დაგეხმარები. როდის დავიწყოთ?
- თუ შესაძლებელია დღსვე. - უპასუხა გუგამ და თვალებში მიაშტერდა.
გაოცდა თათია. რთული დასაჯერებელი იყო გუგას ასეთი მონდომება.
- კარგი, რახან ასეთი მონდომებული ხარ, პირველი საათისთვის თავისუფალი ვიქნები და ამოდი.
- კარგით. ამოვალ ერთ საათში.

***
თათიამ სტუდენტების ნაწერები შეასწორა. იფიქრა ცოტახნით შევისვენებო, რომ კარზე ისევ კარზე დააკაკუნეს.
- შემოდით.
გუგას დანახვამ დიდად არ აღაფრთოვანა იმ მომენტში, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
- დავიწყოთ? - ჰკითხა გუგამ.
- დავიწყოთ, დაჯექი. ამიხსენი რაში გიჭირს, რისი გაგება გიძნელდება.
თაროდან გადმოიღო მენეჯმენტის საფუძვლების მასალები და გუგას მიუჯდა. საათ ნახევარი შეუსვენებლად იმეცადინეს. არც ისეთი ,,შტერი“ ჩანდა გუგა. პირიქით, გააოცა კიდეც თათია მისმა ცოდნის დონემ და აღნიშნა კიდეც.
- იმაზე მეტი გცოდნია, ვიდრე ვიფიქრებდი. ეს კარგია.
- ეს კომპლიმენტად მივიღო? - ეშმაკური ღიმილით ჰკითა გუგამ.
- არა. მე უბრალოდ სიმართლე ავღნიშნე.
ძალიან დაიღალა თათია. ადგა და ფანჯარასთან მივიდა. თვალებს დავასვენებ 5 წუთიო.
- თუ დაიღალეთ, დღეს გვეყოფა. არ მინდა ძალიან შეგაწუხოთ. - უთხრა გუგამ.
თათია გააოცა მისმა სიტყვებმა. მუდმივად უხეში და უტიფარი გუგასგან ამას არ ელოდა.
- კარგი, დღს გვეყოფა. - უპასუხა თათიამ და ისევ ფანჯრისკენ მიბრუნდა.
გუგა წამოდგა და მიუახლოვდა ფრთხილად, ისე რომ თათიამ ვერც გაიგო. ყურთან რომ იგრძო სუნთქვა, მხოლოდ მაშინ შემოტრიალდა და გუგას პირისპირ აღმოჩნდა. გაცლა დააპირა, მაგრამ გუგამ არ დაანება. თვალებში ჩააშტერდა. თათიამ ვერ გაუძლო მის მზერას და თავი დახარა. ადგილზე მიაყინა მისმა მზერამ. გამოძრავებას ვერ ბედავდა. გუგამ თითები შეახო ნიკაპზე და თავი ააწევინა. თათია თითქოს ხვდებოდა, თუ რა უნდა მოემოქმედებინა გუგას, მაგრამ ვერაფერს ახერხება. მხოლოდ მაშინ მოეგო გონს გუგა ტუჩებზე რომ შეეხო.
- როგორ ბედავ!!! - უყვირა და ხელი მოუქნია. გუგას არც უცდია შეჩერება და მის ლოყაზე თათაის ხელმა ნაკვალევი დატოვა.
- პირველი ვიყავი, არაა? - სერუიზული სახით ჰკითხა გუგამ.
- რას ბოდავ! - შეუღრინა თათიამ, თუმცა გაცლას ვერ ახერხებდა.
- პირველი კოცნა იყო ეს შენთვის. - მომღიმარი სახით გაუმეორა გუგამ.
თათია გამწარდა, არ იცოდა რა ეთქვა.
- იოცნებე! - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა
- არ მჭირდება მაგაზე ოცნება. შენმა ტუჩებმა გაგცეს. ისე თრთოდნენ როცა შეგეხე.
გაშტერდა თათია. მსაგვსი თავხედობა თუ შესაძლებელი იყო ვერ წარმოედგინა. გუგამ მეტი დაფიქრების საშუალება არ მისცა. ისევ მისწვდა მის ბაგეებს და იმდენად ნაზად აკოცა, რომ იმ წამს თათია სამყაროს მოსწყდა, ფეხებში ძალა გამოეცალა, რომ არა გუგას ხელი მის წელზე, ალბათ დაეცემოდა. წამიერად მოსწყდა გუგა მის ბაგეს, თუმცა გონზე მისვლა არ აცადა, ისევ ფაქიზად შეეხო ტუჩებზე და უფრო ძლიერად მიიხუტა. თათიას ტვინში განგაშის ღილაკი ჩაერთო. ცრემლები მოაწვა, მოდუნებულს ხელი ჰკრა და ფანჯრისჯენ მიბრუნდა. არ უნდოდა გუგას მისი აცრემლებული თვალები დაენახა.
- გადი აქედან. - შეძლებისდაგვარად მკაცრი ხმით უთხრა.
- მაპატიე. - უპასუხა გუგამ.
- რამდენის უფლებას აძლევ თავს, ვინ გგონია შენი თავი. - გაცეცხლებული შემობრუნდა. მისი ცრემლების დანახვაზე მიხვდა გუგა, რომ ზედმეტი მოუვიდა.
- მაპატიე. - ისევ ჩაილაპარაკა. - იმდენად მომინდა შენ ტუჩებზე შეხება, თავი ვერ მოვთოკე. ბოდიშს გიხდი.
- არავის ჭირდება შენი ბოდიში, გადი აქედან. ამდენის უფლება როგორ მიეცი თავს. რას ქვია გინდოდა და თავი ვერ შეიკავე. ვისი კოცნაც გინდება, ყველას ასე ეტაკებიი?
- ასე არავისთან გამიკეთებია. - უპასუხა გუგამ.
- აბა რაღა ჩემთან მოგინდა. თავი ყველაზე დამცირებულად რომ მეგრძნო იმიტოომ? შენი ძალა რომ დაგემტკიცებინა იმიტომ? - ისევ ცრემლები წამოსცვივდა თათიას
- არა, მასე არაა გეფიცები. - მართლა შეწუხდა გუგა. - დაუფიქრებლად მომივიდა. მართლა ძალიან ვწუხვარ. მაპატიე.
- ასე ადვილიაა პატიებაა? ამის პატიება ადვილი გგონიაა? - ცხარობდა თათია. - დამიბრუნე ჩემი კოცნა, ჩემი პირველი კოცნა. - გაუაზრებლად უთხრა. სხვანაირი წარმოედგინა... ვინც პირველად შეეხებოდა, უნდოდა უზომოდ ჰყვარებებოდა, მისი სულის ნაწილი ყოფილიყო, მისი გულის მეპატრონე. მაგრამ არ დააცადა. ამ უტიფარმა ბიჭმა არ დააცადა.
გუგა გაოცებული უყურებდა. - კოცნა დაგიბრუნოო?
- ხო, დამიბრუნე. დამიბრუნე. - ჭირვეული ბავშვივით უაზროდ გაიმეორა თათიამ.
- კარგი. - ჩაილაპარაკა გუგამ. - მერე არ თქვა მე არ გამიგიწვიეო. - და ისევ თათიასთან მიახლოება სცადა. ამან სულ დააბნია.
- რას აკეთებ? - იყვირა გაოცებულმა.
- თვითონ მთხოვე კოცნის დაბრუნება და გიბრუნებ. - უპასუხა გუგამ და ისევ წელზე მოხვია ხელი, მიიზიდა და მიიხუტა. თათიას თავი არ აუწევია. ვერ აცნობიერებდა რა ხდებოდა.
- გეყოფა, გთხოვ. - სასოწარკვეთა იგრძნობოდა თათიას ხმაში.
- დამშვიდდი. - დამთბარი ხმით უთხრა გუგამ. - მე წავალ. ოღინდ ეხლა დამშვიდდი. - თავზე აკოცა და სწრაფად დატოვა კაბინეტი. დიდხანს იდგა თათია იმავე მდგომარეობაში, როგორც გუგამ დატოვა. დაჯდომასაც ვერ ახერხებდა. ვერ გაეცნობიერებინა ბოლომდე, რა მოხდა. ვერ იჯერებდა, რომ ამდენი გაუბედა. ინდენხან იდგა ასე, სანამ ფეხები არ დაუბუჟდა. მერე სავარძელში ჩაჯდა და გაირინდა.



№1  offline წევრი ფუტკარა

მადლობაა, მიხარია რომ კითხულობთ

 


№2 სტუმარი სტუმარი თათია

ძალიან დავინტრიგდი ველოდები ახალთავს იმედი მაქვს დღეს დადებ სასწაული წასაკითხია, თან ორმაგ ინტერესს იწვევს ჩემში მთავარ პერსონაჟსაც რომ ჩემი სახელი ქვია <3

 


№3  offline წევრი ფუტკარა

მიხარია რომ მოგწონთ. გუშინ ავტვირთე და იმედია დაამატებენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent