ჩემი სასჯელი ხარ (1თავი)
მინებ დაბურულმა შავმა იქს ექვსმა ტრასისან სიჩქარის შეუცვლელად გადაუხვია თითქმის მიუვალ გზაზე, აშკარად ეჩქარებოდათ დანიშნულების ადგილამდე მისვლა, წარბს არცერთი არ იხრიდა იმის გამო რომ ამ მიუვალ ადგილებში მიმავალი მანქანა ირწეოდა აქეთ-იქით და რამდენჯერმე ლამის ამოტრიალდა კიდეც -დარწმუნებული ხარ რომ სწორად მივდივართ?-დაიძაბა გვერდით მჯდომი ბოლოს -შენ შ.. ხოარ გაქ- უპასუხა საჭესთან მჯდომმა და მაშინვე გააჩუმა გვერდით მჯდომი, რომელსაც მეტი კითხვა აღარ გასჩენია, იჯდა გაღიზიანებული და თვალს არ აშორებდა საქარე მინას, უკვე ბინდდებოდა რომ დანიშნულების ადგილას მივიდნენ, მძღოლმა მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა -თუ შენი-ამოსცდა გვერდით მჯდომს რომელსაც ღვედმა ძალიან მოუჭირა წინ გადაქანების გამო, საჭესთან მჯდომმა ერთი შეხედა და ეს საკმარისი იყო რომ გაჩუმებულიყო, ღვედი მოიხსნა და გაბრაზებული გადავიდა მანქანიდან კარი კი უხეშად მიაჯახუნა -თრთხილად-ისეთი მშვიდი და დამცინავი ტონით უთხრა იქვე მდგარ მძღოლმა რომ ბრაზისგან კბილები გაახრჭიალა მან -ასე რომ იქცევი მინდა რომ მიგახრჩო - მოთმინების ძაფი გაუწყდა უკვე შავგურემანს -ვნახოთ წესივრად თუარ მოიქცევი ვინ ვის მიახრჩობს-დასცინა ისევ მწვანეთვალება მძღოლმა მეგობარს, თან ქამარში გარჭობილი იარაღი ამოიღო და პირდაპირ მიტოვებული ფარდულისაკენ წავიდა, რომელიც სიძველისა და ნესტისგან გვერძე იყო უვე გადაწოლილი და სადააცაა ჩამოიშლებოდა -რა საზიზღრობაა-დაიჯღანა შავგურემანი და კარი შეაღო ფრთხილად, შიგნით მყოფი ყველა ადამიანი გაიმართა მათ დანახვაზე და ხელები უკან დაიწყვეს, მხოლოდ ერთი იჯდა სკამზე საცოდავად, რადგამ მიბმული ყავდათ, თუმცა მანაც ამაყად აწია თავი მათი შემოსვლისას, მწვანეთვალება წინ დადგა, შავგურემანი კი მის უკან -დიდიხანია გელოდებოდი-უთხრა სკამზე მიბმულმა ბიჭმა მწვანეთვალებას -ხოდა მეც მოვედი-დამცინავი პასუხი მიუგდო და მზერა თავის ხალხზე გადაიტანა -მაჩვენეთ -ერთერთი გამოეყო მწკრივში მდგომ სამ ბიჭს და ტელეფონი მიუტანა, რაღაც ვიდეოს აყურებინა - მწვანე თვალება ძალიან გაბრაზდა, ტელეფონი ძირს დააგდო და იქამდე ირტყა ფეხი სანამ არ დაფშხვნა, სკამზე მჯდომი დაბმული და ნაწამები ბიჭი კი კმაყოფილი სახით იღიმოდა რის გამოც მწვანეთვალებამ სახეში იქამდე ურტყა სანამ ცხვირიდან და გახეთქილი ტუჩიდან წამოსულმა სისხლმა არ დაუფარა მთელი სახე, ხმას არავინ იღებდა, არც მისი შეჩერება უცდია ვინმეს რადგან აქ მყოფი ყველა ადამიანი მას ემორჩილებოდა უპირობით, და ვინც არ დაემორჩილა მას, ახლა აქ იჯდა სკამზე ნაცემი და ნაწამები სიკვდილის მოლოდინში -იცი ამისთვის რა გელოდება?-დაიხარა მწვანე თვალება მისავათებულ ბიჭთან, ნიკაპში ხელი წაავლო და თავი ააწევინა -ზუსტად ვიცი-ამოიხრიალა ღიმილნარევი სახით ბიჭმა -მაშინ რატომ მოიქეცი ასე? -მართლა დაინტერესდა მწვანეთვალება, რადგან აქამდე მისი ღალატი და გაცურება ვერავინ გაბედა, რადგან იცოდნენ რომ ამისთვის სასჯელი სიკვდილია -იმიტომ რომ შენნაირ ნაძირალას ვინმე უნდა დაუპირისპირდეს და გაანადგუროს -და გადაწყვიტე რომ შენ ხარ ის ვისაც შეუძლია ჩემი განადგურება? -მწვანე თვალებას გაეცინა გულწრფელად -ვიღაც ნამდვოლად შეძლებს ამას -შეიძლება-დაეთანხმა მწვანე თვალება, და ხელი უშვა მის მონგრეულ სახეს -მაგრამ შენ ნამდვილად ვერ მოესწრები ამ დღეს -ვიცი-თავი დახარა ბიჭმა -სამწუხაროა რომ ერთგულება არ გასწავლა დედამ, თორემ ჩემთან ძალიან ძვირად ფასობს და ახლა აქ არ იჯდებოდი -დედამ არ მასწავლა რომ შენნაირი ნაძირალებიც არსებობენ ამ ქვეყნად და მათ უნდა ერიდო, რადგან შენნაირი დაუნდობელი და სასტიკი ადამიანების არსებობაზე არაფერი იცოდა არც მან და არც მე... -მისმა სიტყვებმა მწვანე თვალება გააღიზიანა, სიმართლე მწარე მოსასმენია ყველასთვის როგორც ჩანს ამიტომ მოტრიალდა და ზურგი აქცია ბიჭს, ცდილობდა ბრაზის დაოკებას -შენ რომ ასეთი შეცდომა არ დაგეშვა, ცხვირი არ ჩაგეყო ჩვენ საქმეში, ფარულად ვიდეო არ გადაგეღო და არ გამოქცეულიყავი, ახლაც კართან იჯდებოდი თბილ ოთახში, ბრძანების შესაბამისად გააღებდი კარს, შეუშვებდი სატვირთოებს საწყობში, დაკეტავდი კარს შემდეგ გაღების ბრძანებამდე იჯდებოდი ისევ იმ თბილ ოთახში, მაგრამ ახლა შენი უსულო სხეული სიცივეში და სიბნელეში დაიდებს მარადიულ ბინას-მწვანე თვალება მოულოდნელად მიტრიალდა დაბმული ბიჭისკენ იარაღი დაუმიზნა და სანამ გაისროდა ბიჭმა მის მაჯაზე ჩინურად ამოსვირინგებული იეროგლიფები დაინახა ,, მე ვერავინ დამსჯის" ეს ამოიკითხა დაბმულმა ბიჭმა და გაიფიქრა რომ ოდესმე გამოჩნდებოდა ის ვინც პასუხს აგებინებდა მას ყველა დანაშაულისთვის და სანამ ფიქრს დაასრულებდა, მისი აზრები სივრცეში უმისამართოდ გაიფანტა... მწვანეთვალებამ გაიროლა და იქმდე ესროდა სანამ მჭიდი აარ დააცალა, სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა, ყველა მწვანე თვალებას მიაჩერდა -აქ ჩაფალით და ეს ქოხი დაწვით-შეხედა დაზაფრულ ბიჭებს და მოტრიალდა, მის თვალებში არანაირი სინანული, არანაირი სიბრალური არ იკითხებოდა, შავგურემანი გამოყვა უკან -საჭესთან დავჯდები-უფრო კითხა ვიდრე გადაწყვიტა -არა-მიახალა მან უხეშად და ისევ თავად მიუჯდა საჭეს... ..... ანა აეროპორტის შენობიდან გამოვიდა თუარა პირველივე გამვლელ ტაქს ხელი აუქნია, ისეთი გახარებული იყო რომ ბარგის ჩადებაში მიეხმარა მძღოლს და გერდითაც მიუჯდა -საით შვილო? -კითხა გოგონას ხნიერმა მძღოლმა -დიდ დიღომში-ანას ერთი სული ქონდ მანქანა დაძრულიყო -ეტყობა დიდი ხანია არ ყოფილხარ საქართველოში -დიახ ერთი წელია, ისე მომენატრა აქაურობა რომ ლამის გავგიჟდი... სუბარი შედგა და სახლამდე ისე მივიდნენ რომ ვერც გაიგო ანამ, ფული გადაუხადა მძღოლს, ბარგის გადატანაშიც დაეხმარა და გახარებული სამიჩანთით აკიდებული კიბეებზე ავარდა, არიცოდნენ შინ, რომ ჩამოსვლას აპირებდა საერთოდ და სიუპრიზის მოწყობას აპირებდა მათთვის, როცა მეოთხე სართულზე ავიდა და ღია კარი დაინახა თან დაღვრემილი მეზობლები დაუხვდა ხელიდან დაუცვივდა ჩანთები და ადგილზე გაქვავებული კარგახანს ცდილობდა ძალების მოკრებას რომ შენ შეედგა ფეხი და გაეგო რა უბედურება ხდებოდა მის სახლში , როცა აზრზე მოვიდა და ძალა დაიბრუნა ფეხებში ნაბიჯი წადგა წინ და სახლში შევიდა, ისეთი მძიმე და საშინელი სურათი დახვდა რომ მთელი სხეული აუთრთოლდა, დედამისი იჯდა დასიებული თვალებით გიგის სურათით ხელში სავარძელში გარშემო კი ნათესავები და მეზობლები ეხვივნენ თავს -დედა რა ხდება-უნებურად ამოხდა ანას და მოწოლილ ცრემლებს გასაქანი მისცა, ყველა გაეცალა ქეთის და მას მიაჩერდნენ -ანა -ამოიტირა ქალმა და ფეხზე წამოდგა -დედა რა მოხდა? გიგი სადაა? რამე დაემართა მას? -დაიკარგა შვილო შენი ძმა-ამოიხავლა ქალმა და ანას ჩაეხუტა, გოგონა თითქოს დამშვიდდა კოდეც -დედა რას ნიშნავს დაიკარგა, რას გლოვობ იქნებ უბრალოდ მეგობართანაა -არა დილით გამთენია მოვარდა, ჩაალაგა ნივთები და გაიქცა -დედა წესიერად ამოხსენი-ანამ ვერაფერი გაიგო ქეთის ტირილში -გუშინ გამთენია მოვარდა, სმენა არ ქონდა დამთავრებული, უნდა წავიდეო მითხრა, რაღაც მოხდა და სახლში ვერ დავრჩებიო, წავიდა და წავიდა -დედა რას ქვია წავიდა და წავიდა-ანა სულ აიბნა, როგორც იცოდა, საწყობში მუშაობდა გიგი, კმაყოფილი იყო ხელფასით და თან ამბობდა ფქვილის საწყობია და ყველაზე უსაფრთხო და კარგი სამსახური ავაგდეო -ვერც მე გავიგე დაღეს პოლიციაში მივედი და დაიწყეს მისი ძებნა, მაგრამ მის კვალსაც ვერ მიაგნეს შვილო... დავიღუპე... -დედა ნუ დასტირი ძალიან გთხოვ, იქნებ უბრალოდ გაერიდა სიტვაციას და იმიტომ არ გამოდის კონტაქტზე -ანა შვილო შენ ძმას ხო იცნობ ავადმყოფ დედას ერთხელ მაინც მოიკითხავდა... ისკი სულ დაიკარგა... რაღაც დამართეს ჩემ ბიჭს... დამღუპეს მგონი-ქეთი ისეთ ემოციებში იყო რომ მასთან საუბარს და რამის გარკვევას აზრი არ ქონდა, განადგურებული იყო და შეშინებული... ანამ გადაწყვიტა თავად მოეძებნა ძმა, ყველა იმ ადგილას ეძებნა სადაც შეიძლებოდა გიგი გაქცეულიყო და დამალულიყო, ისიც იფიქრა რომ შეიძლება პოლიციასაც ემალებოდა გიგი და მარტომ გადაწყვიტა მისი მოძებნა, რადგან მას არ დაემალებოდა მისი გადარეული ძმა, პოლიციას კიშეიძლება გაქცეოდა და ვერადა ვერ ეპოვათ... ჩანთა აიღო და წასვლა რომ დააპირა ქეთის ხმამშეაჩერა -ანა საით შვილო? მოდი წესიერად დამენახე, დაგელაპარაკო -გიგი უნდა მოვძებნო -სად უნდა მოძებნო გაგიჟდი? პოლიცია ეძებს უკვე, თან ღამდება უკვე -დედა სახლში ვერ ვიჯდები ასე -შენ ნუღა დამიმატებ სადარდებელს -ნუ ღელავ -ანა -დედა -ანა შვილო -კარგი დედა-ანამ ამოიოხრა და დედას დააცქერდა, ერთ ღამეში როგორ შეცვლილა მისი სახე, გაუფერულდა, გაფერმკრთალდა, გაიცრიცა, ციმციმა თვალები ჩაუქრა, თმასაც თეთრი ფერი შემოპარვია... არადა მის თვალებზე ცრემლი არ უნხია, მუდამ ამაყი ძლიერი და ურყევი ქალი იყო, მისგან ისწავლა პრობლემებთან დაჯახება და ბრძოლა შეუპოვრად, მისგან ისწავლა რომ საკუთარი თავის ფასის ცოდნა ყველაზე ღირებულია რადგან სხვამ გაიგოს მერე შენი ფასი... რამდენი რამ ასწავლა, და ახლა ამ სიტვაციაში რა უსუსურია, რა სხვანაირია, რა უმწეოა როცა შვილის სიცოცხლეს შეეხო დაუნდობელი ცხოვრება ... -დედა თიასთან წავალ... აქ ვერ ვჩერდები... -დამირეკე რო მიხვალ -კარგი. ანამ გიგის მანქანა გამოიყვანა მიწისქვეშა ავტო ფარეხიდან და თიას სახლის ნაცვლად გეზი დასავლეთისაკენ აიღო, ბებიამისის დის ანეტას აგარაკისაკენ რომელიც ჭიათურაში მდებარეობდა, დედას მალევე დაურეკა მივედიო, თიაც გააფრთხილა ვითომ მანდ ვარო და დანიშნულების ადგილისაკენ გასწია აფორიაქებულმა... ნატრობდა ნეტა იქ დამიხდესო და ვერც მიხვა როგორ შემოაღამდა, გზაც წესივრად არ ახსოვდა და ტელეფონში ჩართო საძიებო სისტემა, სანამ ამ საქმით იყო გართული საკმაოდ დააგდო სიჩქარე და ტასიდან გადაუხვია საკმაოდ ნელა, რომ გადასახვევი არ შეშლოდა, სწორედ ამ დროს ტელეფონმაც დააფიქსირა მისი ადგილმდებარეობა და გზის ჩვენებაც დაიწყო, ანას გაუხარდა და სანამ ისევ აწევდა სიჩქარეს, მანქანის წინ ვიღაც გადმოუხტა, ნამ მოასწრო დამუხრიჭება ისე რომ არ დაურტყია მისთვის,დაბნეული გოგონა გადასვლას და დახმარებას აპირებდა რომ უცნობმა იარაღი დაუმიზნა და ანიშნა ადგილზე დარჩიო , ანამ ისიც იფიქრა გაზს მივაჭირო და როგორმე ავცდე ამ შეშლილსო მაგრამ მისი სახის გამომეტყველებით მიხვდა რომ ესროდა ასე თუ მოიქცეოდა, უცნობი ანაზე დამიზნებული იარაღით მანქანას მიუახლოვდა და მძღოლის გვერდითა სავარძელში მოკალათდა -წავედით-ანას იარაღი დაუმიზნა ისევ, გოგონამ მანქნა ადგილიდან დაძრა, წარიც კიარ შეუხრია, ისე ამაყად იჯდა საჭესთან - აქ შეუხვიე-უბრძანა გვერდით მჯდომმა, ანამ ბრძანება შეასრულა -ეხლა მარცხნივ- და ასე დაუსრულებლად ატარა მისახვევ მოსახვევებში -გააჩერე -უბრძანა ბოლოს და ანიშნა გადასულიყო, ანა გადავიდა -ეს კარი გააღე-გასაღები ესროლა და კლიტე გააღებინა, შემდეგ დიდ კარი და უბრძანა შეეყვანა მანქანა ეზოში, ანა დაემორჩილა და შეაყენა მითითებულ ადგილას. -გადმოდი-იარაღი მიუკაკუნა მინაზე-ანა გადავიდა -წადი-იარაღიანი ხელით მიუთითა სახლის კარზე, ანა კიბეებზე ავიდა და სახლის კართან გაჩერდა -გააღე- ისევ მას მიაჩეჩა გასაღები და მოთმინებით დაელოდა კარის გაღებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.