შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ მიყვარხარ რომ წვიმს კი არა , მთელ სამყაროზე მეტად


9-03-2018, 02:39
ავტორი T.L_-
ნანახია 1 774

საშინლად წვიმდა , მანქანა ნელა მიდიოდა თითქოს არ უნდოდა დანიშნულების ადგილამდე მალე მივსულიყავით , არც მე მინდოდა , თავი მინაზე მქონდა მიდებული და უაზროდ ვითვლიდი წვიმის წვეთებს , არმინდოდა დასრულებულიყო და ისევ შევჯახებოდი რეალობას რომელშიც ცხოვრება უკვე გაუსაძლისი იყო, გავხედე , გზას თვალს არ აშორებდა ,ხმაურიანად ჩავახველე მინდოდა ყურადღება მოექცია მაგრამ ამაოდ, გული მეტკინა მაგრამ რას ველოდი, ორივემ ვიცოდით რომ უბრალოდ უმამოვლო იყო ჩვენი ურთიერთობა , მტკიოდა ზუსტად ისე როგორც 5 წლის წინ როდესაც ბოლოს ვნახე. დაჟინებით ვუყურებდი მინდოდა ღრმად ჩამებეჭდა მისი სახე გონებაში , ისე რომ ვერასდროს წაშლილიყო, არც კი გამოუხედავს ისე მკითხა
გიო - ვეღარ გნახავ?
ნენე - არ ვიცი
- და როდემდე აპირებ ესე ცხოვრებას?
- როგორ?
- ადამიანთან რომელიც აღარ გიყვარს ? ან საერთოდ გყვარებია?
- ეგ ადამიანი ჩემი ქმარია რომელთანაც ორი შვილი მყავს .. შენ იცი ეს რამდენს ნიშნავს
- გყვარებია საერთოდ თქო? - ტონს აუწია
- არ ვიცი
- საერთოდ ნუ გამაგიჟებ
- გთხოვ მორჩი , ისედაც ცუდად ვარ
- და შენ ფიქრობ რომ მე კარგად ვარ?
- არ ვიცი
- არ იცი? - სიმწრით ჩაიცინა
- გიკვირს?
- არ წახვიდე რა - კითხვა დამიიგნორა და ისეთი სახით გამომხედა მისთვის კი არა ჩემთვის იყო უარის თქმა სიკვდილის ტოლფასი
- გთხოოვ მორჩი, გთხოვ აღარ შემიძლია - ვიგრძენი როგორ ჩამომიგორდა ცრემლი ჯერ ერთ მერე მეორე, რამდენიმე წამში კი ოლო ხმაზე ვღრიალებდი, მანქანა დააჩერა წამებში გააღო კარები მანქანიდან გადმომიყვანა და ისეთი სიძლიერით მომხვია ხელები ცოტაც და დამახრჩობდა ,
- არ იტირო , გთხოვ რა, ნუ ტირი რა - მეხუტებოდა , მეხუტებოდა ისე ძლიერად თითქოს ეშინოდა არ გავქცეულიყავი,
- ვსველდებით - დავიჩურჩულე ჩუმად
- მიყვარს წვიმა
- იტყუები , შენ არასდროს გყვარებია წვიმა
- კი შენ შემაყვარე შენი ბავშვური სულელური სიყვარულიტ იმდენად იყავი შეპყრობილი მეც გამაგიჟე, გახსოვს?
- რა?
- რომ მითხარი "რომ წვიმს იმაზე მეტად მიყვარხარ" -ო
- მახსოვს
- ახლა?
- ახლა წვიმს , ჩვენ კი ვსველდებით
- არმინდა რო წახვიდე , ნუთუ ვერ ხვდები რომ ყველანაირად ვწელავ დროს რომ არ გაგიშვა ?
- ბავშვები მელოდებიან გიო, თან გეგაც დარეკავს დედასთან.
- მოიფიქრებს რამეს დედაშენი არაუშავს
- მიხვდება რო არ ვარ სახლში და ერთი ამბავი ატყდება წამიყვანე რა
- 5 წლის მანძილზე პირველად მნახე დღეს, თავს იგიჟებ რო გენატრებოდი და მაინც მიდიხარ ?
- ვერ გამიგებ
- რას ვერ გაგიგე რას ? რა რას გააკეთებს რო გაიგოს რო არხარ სახლში ? გცემს ისევ ? სულელი ხარ ამდენი რო მოუთმინე და კიდე უთმენ. ჩაჯექი - მანქანაში ჩავჯექი ის ცოტახანი იდგა წვიმაში კიდევ მერე კი საჭეს მიუჯდა და ისეთი სიჩქარით გააქროლა მანქანა უკვე აღარ მჯეროდა რო გადავრჩებოდით
რამდენიმე წუთში უკვე სადარბაზოსთან შეაჩერა მანქანა ჩემსკენ გადმოიწია და ძლიერად ჩამეხუტა
- ნენ ეს ბოლო არ არის .. ვერც შენ გაძლებ რო არ მნახო - ნაზად მაკოცა ისე რომ თითქმის ვერ ვიგრძენი შეხება მაგრამ, გრძნობა ? აღუწერელი იყო , ღმეთო როგორ მომნატრებია ეს ტუჩები , ეს გრძნობა , ვიგრძენი როგორ ავკანკალდი, ისიც მიხვდა რომ ძალიან იმოქმედა ჩემზე ამიტომ ისე გააგრძელა ლაპარაკი თითქოს არც არაფერი მომხდარა
- ადი სახლში ტკბილო ადი გელოდებიან ბავშვები, დაგირეკავ
- კარგი წავედი - გაოგნებული გადმოვედი მანქანიდან ყველანაირი ფიქრის უნარი დაკარგული მქონდა , მივაიჯებდი ისე უაზროდ რომ ვერც კი მივხვდი როდის აღმოვჩნდი კარების წინ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent