შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულმა მიგიღო


18-12-2019, 13:58
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 3 160

《დეპრესია (ლათ. depressio — „დათრგუნული“) — ადამიანის ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ნეგატიური განწყობა, სევდა და დათრგუნულობა ახასიათებს; ასევე გუნებისა და თვითშეფასების გაუარესება, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა. დეპრესია მძიმე ფსიქიკური დაავადებაა, თუმცა პაციენტების 80% სრულად იკურნება.》
ჩავხურე ვიკიპედიის გვერდი, ლოგინის საზურგეს მივეყრდენი და თვალები დავხუჭე. ესეც ჩემი თვით-დიაგნოზი. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ მომასმენინა კურსელმა სიმღერა "Never Google your symptoms" და ბევრი სიცილისა, მაინც ჩავწერე საძიებო ველში "დათრგუნული, უინტერესო, სევდიანი" და ყველაზე უარესი - "სუიციდისკენ მიდრეკილი" და ყოვლისმცოდნემ (aka. His majesty Google) მაცნობა, რომ მე მაქვს დეპრესიის რთული ფორმა. მეც კარგად გამოცდილი იპოქონდრიკივით 《იპოქონდრია (ხშირად უწოდებენ ჯანმრთელობის ფობიას) — სომატოფორმული დარღვევა, რომლის დროს მავანს დაუსაბუთებელი რწმენა აქვს იმაში, რომ სერიოზული დაავადება სჭირს》 კიდევ ერთხელ ვკითხე საძიებო სისტემას მკურნალობის მეთოდებზე. ალბათ ყველაზე საშინელ ჰორორის ჟანრის წიგნშიც კი ვერ ამოიკითხავთ იმას, რაც მე იქ წავიკითხე.
-ნიონა...- გავიგე დედაჩემის ხმა და მაშინვე ჩავხურე გვერდი.
სახელი... წინასწარი შეთანხმებით ნინო უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მთვრალმა მამაჩემმა მოითხოვა დაბადების მოწმობაში თავისი ხელით ჩაეწერა ოთხი ბიჭის მერე პირველი გოგოს სახელი. რა თქმა უნდა, უბნის გამგებელს არავინ შეეწინააღმდეგა და ასე გავხდი ნიონა. სახელის შეცვლაზე თავი აღარ შეიწუხეს მშობლებმა და გამწირეს. სწორედ სახელის წყალობით გავიგე თუ რას ნიშნავდა დღეს ასე პოპულარული სიტყვა "ბულინგი". უკვე 17 წლის ასაკში მივხვდი, რომ ძალიან მომწონს ყველასგან განსხვავებული სახელი, იქამდე კი უბრალოდ ჯოჯოხეთი გამოვიარე. ვიღაცისთვის ეს უბრალოდ ხუმრობაა, ვიღაცისთვის კი - დაღი მთელი ცხოვრების მანძილზე. ტყუილს არ იძახიან, არ არსებობს ადამიანი უფრო ულმობელი, ვიდრე ბავშვი. ეს არის ასაკი, როდესაც ვერ აცნობიერებ თუ რამდენად სტკენ გულს სხვას და ვერც კი წარმოიდგენ, რომ შეიძლება იმ ადამიანს შენი სახელიც არ გაახსენდეს მომავალში, მაგრამ შენმა სიტყვებმა მოსვენება არ მისცეს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
-ჯერ კიდევ წევხარ?- შემოაღო ოთახის კარი დედამ და თბილად გამიღიმა.
-ახლა ვაპირებდი ადგომას, დე,- გავუღიმე მეც და წამოვიმართე.
-გელოდები სამზარეულოში,- მომაძახა და კარი გაიხურა. მე კი ისევ ლოგინზე გადავწექი.
რა ვუყო ჩემს შინაგან სიცარიელეს? როგორ შევინარჩუნო ღიმილი თუნდაც სხვებისთვის? ხალხის წინ თამაში არ მიჭირს, ჩემი "კარგად ვარ" არასოდეს იწვევს ეჭვს, მაგრამ საკმარისია მარტო დავრჩე და მორჩა... ჩემი შინაგანი დემონები ჩემს შთანთქმას ლამობენ. დეპრესია ეს არის მდგომარეობა, როდესაც ცხოვრება ტკივილია. არა მხოლოდ სულიერი, არამედ ფიზიკურიც. ხანდახან საჭმელსაც კი ვერ ვყლაპავდი ყელის სპაზმების გამო. არაფერს ვიძახი უძილობაზე, როდესაც მთელი დღე უენერგიოდ დაყიალობ, ღამე კი ჭერს არ აშორებ თვალს და ფიქრობ, რომ სამართებელი, ყულფი ან თუნდაც საწამლავი რომ მოგცა, ყველაფერი წამში დასრულდებოდა.
დამიჯერეთ, არ არის ასე მარტივი შენი ხელით მოსპო ის, რაც შენ არ გაგიკეთებია. რამდენჯერ მივიტანე სამართებელი მარცხენა ხელის ვენასთან... ვიდეოების მიხედვით, რამდენჯერ გავაკეთე იდეალური მარყუჟი... რამდენჯერ დავიხვავე ხელზე ძილის წამლები... იმდენჯერ სამართებელი აღმოჩნდა ნაგვის ურნაში, მარყუჟი უღმერთოდ დაჭრილი და წამლები უნიტაზში ჩარეცხილი. იმისათვის, რომ ეს ნაბიჯი გადადგა უნდა იყო ძალიან ძლიერი! ან პირიქით, ზედმეტად სუსტი, რომ გაექცე ყველა პრობლემას.
მორჩა, ასეთი ფიქრები ღამისთვის გადავდე და წამოვდექი. სწრაფად გადავივლე წყალი და აბაზანის ხალათითვე გავედი სამზარეულოში. ერბო კვერცხი, ლორი და გახუხული პური ჯემით დღის იდეალური დასაწყისი იყო ჩემთვის ბავშვობიდან. ჭამის შემდეგ რამდენიმე წუთში მზად ვიყავი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე წასასვლელად. არჩევანი კლასიკური სტილის ყავისფერ შარვალსა და კრემისფერ როლინგზე შევაჩერე. თმა უბრალოდ გავიშალე და თავს უფლება მივეცი მსუბუქად წამესვა ტუჩსაცხი. დედამ პირჯვარი გადამსახა და მეც ავტოფარეხისკენ ავიღე გეზი. ჩემს მდგომარეობაში ავტომობილის მართვა არც თუ ისე ჭკვიანური იდეაა, მაგრამ რადგან ვერავის ვუმხელდი თუ რამდენად მძიმე სიტუაცია მქონდა, მიწევდა თავის მაქსიმალურად ხელში აყვანა. ეს კიდევ უფრო მღლიდა და მფიტავდა, მაგრამ მეშინოდა... მეშინოდა, რომ თუკი ვიტყოდი, რომ ცუდად ვიყავი, ან დამცინებდნენ და მეტყოდნენ რომ თავი ხელში უნდა ამეყვანა, ან უარესი... ფსიქიატრიულში გამომკეტავდნენ.
მიუხედავად საცობებისა, დანიშნულების პუნქტს მალევე მივაღწიე, მანქანა სტუმრებისათვის განკუთვნილ ადგილას დავტოვე და ლობის მივაშურე.
მიმღებში სიმპათიური გარეგნობის გოგონამ საშვი გადმომცა და მისმა კოლეგამ ლიფტთან მიმაცილა. 24_ე სართულზე, კომპანიის პრეზიდენტთან მივდიოდი შეხვედრაზე.
გრაფიკული დიზაინი ჩემი ერთადერთი ხსნა იყო. სულის წამალი, რომელიც სხეულსაც ჰგვრიდა შვებას. ალბათ ამიტომ მოვახერხე 24 წლის ასაკში იმხელა გამოცდილების დაგროვება, რომ დღეისთვის ყველაზე სწრაფადგანვითარებად სამშენებლო კომპანიას ჩემი დახმარება დასჭირდა. "Construction Industry"_ს სახელი იცოდა ყველამ, იქ სტაჟირებასა და მუშაობაზე ოცნებობდა ყველა დამწყები თუ უკვე შემდგარი სპეციალისტი, რადგან ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ, კომპანია მალევე გახდა ნომერი პირველი ამიერკავკასიაში. იღებდნენ ყველაზე რთულ პროექტებსაც კი და დამკვეთს აბარებდნენ ობიექტს იმაზე უფრო ეფექტურს, ვიდრე მას წარმოედგინა. თან დედლაინებიც არასოდეს დაურღვევიათ.
თავისთავად ჩემს თვითშეფასებაზე დადებითად აისახა ასეთი კომპანიის ვიცე პრეზიდენტის ზარი და თანამშრომლობის შემოთავაზება.
პირველად მხოლოდ მე და ბ-ნი ზურა შევხვდით ერთმანეთს და პროექტის დეტალები გავიარეთ. პრეზიდენტი საიტზე იყო. როგორც ვიცე პრეზიდენტმა მითხრა, ახალგაზრდა პრეზიდენტი თავადაც ხშირად სტუმრობდა ობიექტებს და უბრალო მუშებისგან იღებდა ინფორმაციას ზედამხედველობის, უსაფრთხოებისა და სამშენებლო პრობლემების შესახებ. ამ სიტყვების მერე განსაკუთრებით დიდი სიმპათიით განვეწყვე მის მიმართ და სული ჩავდევი ამ პროექტის ესკიზების გაკეთებაში.
ლიფტის კართან ბ-ნი ზურა დამხვდა, ხელი ჩამომართვა და გამიძღვა პრეზიდენტის კაბინეტისკენ.
პრეზიდენტს სკამი პანორამული ფანჯრისკენ ჰქონდა შებრუნებული და ტელეფონზე საუბრობდა. ბ-ნმა ზურამ ჩაახველა და გავიგე ბუნდოვნად ნაცნობი ხმა:
-ლევან, ახლა მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს, გადმოგირეკავ როგორც კი გავთავისუფლდები,- უთხრა და ტელეფონი გათიშა.
სკამი ჩვენსკენ მოაბრუნა და თან წამოდგა. ნანახმა შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან პრეზიდენტი იმაზე უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე წარმომედგინა. მაღალი, შავგრემანი, ლურჯ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი.
-თაია, გაიცანით, ეს ჩვენი პრეზიდენტია,- ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა,- ვან ლინკაი.
და სამყარო შეიძრა. თითქოს ცამ იქუხა და ქვესკნელმა პირი ჰყო. ყველა ჩემი კოშმარი ერთად დამიდგა თვალწინ და ყველა მათგანს იმ ადამიანის თვალები ჰქონდა, ვინც ახლა ასეთი ინტერესით მათვალიერებდა. პირველად გავაცნობიერე, თუ რამდენად ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო ფსევდონიმის აღება.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, აღფრთოვანებული ვარ თქვენი ნიჭით,- გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. სწორედ აქ გამომადგა წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და მეც ვცადე გაღიმება. ხელიც ჩამოვართვი, მაგრამ ისე მიკანკალებდა, ჩემი თანამოსაუბრე დაიბნა კიდეც, თუმც როგორც სჩანს გასაუბრების ნერვიულობას მიაწერა ჩემი მდგომარეობა.
ეგოისტი სულით ხორცამდე... ისევე, როგორც სკოლაში...
არა, ოღონდ ახლა არა ნიონა.
-დაბრძანდით,- მანიშნა სავარძელზე,- რას მიირთმევთ?
-წყალს,- ვუპასუხე მაქსიმალურად მშვიდად და სავარძელში მოვკალათდი.
როგორც კი პროექტის განხილვა დავიწყეთ, იმდენად გადავეშვი შემოქმედებით მორევში, რომ არც ჩემი დეპრესია მახსოვდა, არც ჩემი ღამის კოშმარები და არც მათი მიზეზი. განხილვის შემდეგ ანთებული თვალებით მაცილებდა პრეზიდენტი. შეთანხმებას მივაღწიეთ, მომავალი თანამშრომლობის პირობებზე შევთანხმდით და შემდეგ კვირას დასაქმების ხელშეკრულებაზე უნდა მომწერა ხელი.
-თაია, ძალიან მიხარია რომ ჩვენი გუნდის წევრი ხდებით.
-მადლობა ბატონო ვან,- ოდნავ დავუკარი თავი. არ ვიცი რამ იმოქმედა იმ წუთს ჩემზე ან რამ მაიძულა შემდეგი სიტყვების წარმოთქმა,- ბატონო ვან, არ ვიცი იცით თუ არა, თაია ჩემი ფსევდონიმია. ნება მიბოძეთ გაგეცნოთ, მე ნიონა ამაშუკელი ვარ,- და თვალებში შევხედე.
სულ ერთი წამით შემეშინდა იმ ბობოქარი ემოციების რაც მის თვალებში წავიკითხე. გაოცება, უნდობლობა, შიში, ტკივილი, უიმედობა... განა შესაძლებელია ერთი ადამიანი ერთდროულად ამდენ რამეს გრძნობდეს? ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, მაგრამ მე უკან დავიხიე და ბიჭმა ღრმად ჩაისუნთქა.
-ნიონა...- ჩურჩულით წარმოთქვა და მივხვდი, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მარტო მე არ ვიხარშებოდი ტკივილისა და უიმედობის ქვაბში. ვიგრძენი ჩემი ლოდიდან როგორ ჩამოტყდა მსუყე ნატეხი და უეცრად თავისუფლად შევძელი და ჩასუნთქვა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ აშკარად სახეზეც დამეწერა. თურმე ჯალათის სინანული მსხვერპლისთვის კარგი ანტიდეპრესანტი ყოფილა.
-ბატონო ვან, თუკი თქვენი შემოთავაზება ჩემი ვინაობის გაგების შემდეგ ძალაში იქნება, გთხოვთ მაცნობეთ და მომავალ კვირას შეგვიძლია ხელშეკრულება გავაფორმოთ. ახლა კი, გემშვიდობებით,- ვუთხარი და მაქსიმალურად ამაყად თავაწეულმა დავტოვე მისი კაბინეტი.
იმ ოდნავ შესამჩნევი ღიმილით მივხვდი, რომ თურმე სინანულით სავსე ჯალათისთვისაც არანაკლები ანტიდეპრესანტია მისი მსხვერპლის კარგად ყოფნის გაგება.
შენობა დავტოვე, მანქანაში ჩავჯექი და მივხვდი, რომ ერთიანად ვკანკალებდი. იმდენად ძლიერად, რომ ვერ ამყავდა თავი ხელში. ტელეფონი ამოვიღე, მაგრამ ნომერი ვერ ავკრიფე, ამიტომ უბრალოდ გადმოვედი მანქანიდან და ლინკაის ოფისის გვერდით მდგარ ფეშენებელურ სასტუმროში შევედი. ძილი... ეს ერთადერთია რაც მდგომარეობიდან გამომიყვანს. ავიღე ნომერი, ასვლისთანავე ცხელი შხაპი მივიღე, ფარდები დავხურე და საწოლზე გადავწექი.
დაახლოებით 15 წუთი ინტერიერს ვსწავლობდი, მერე დახურული ფარდიდან შემოსული მკრთალი შუქის სინათლეზე - ფერთა გამას.
როგორც სჩანს, "სული" არც ისე აბსტრაქტულია, რადგან შეიძლება გტკიოდეს ისევე, როგორც თავი ან კომოდის კიდეზე მირტყმული ფეხის ნეკა თითი.
მალევე მივხვდი, რომ ვერ დავიძინებდი, მაგრამ რაც მთავარია აღარ მაკანკალებდა. დედას მივწერე მესიჯი, რომ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ და ღამე არ დამლოდებოდა და მშვიდი სინდისით შევყევი მოგონებებს.

Flashback

-ნიონა, არ გინდა ეზოში ჩავიდეთ?- მკითხა მანჩომ დიდ შესვენებაზე. მე ლიტერატურის გადამეორებას ვაპირებდი, მაგრამ კლასში ერთადერთ მეგობარს ხათრი ვერ გავუტეხე და ჩავყევი.
აპრილის მზიანი ამინდი იყო, გაზაფხული ძალას იკრებდა და ჩვენც ძალას გვაძლევდა. სულ რაღაც ერთ თვეში ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ვასრულებდით და შემდეგ ეტაპზე გადავდიოდით. სიტყვა სტრესის მნიშვნელობას აბიტურიენტები ალბათ ყველაზე კარგად ხვდებიან და ბუნება თითქოს გვამხნევებდა და გვიღიმოდა.
სკოლის ეზოში დიდი აურზაური იდგა, ბევრმა გადაწყვიტა მიჰფიცხებოდა მონატრებულ მზეს და ამიტომ ადგილის მოძებნა ძალიან გაგვიჭირდა. როგორც კი დავსხედით და საჭმელი ამოვიღეთ, მზე ვიღაცამ დაფარა. ავიხედე და ლამის ამოვიკვნესე იმედგაცრუებისგან. სკოლის პირველი მოსწავლე, ყველა მასწავლებლის დიდი იმედი და სიყვარული, გოგოების გულთამპყრობელი, ყინულის პრინცი და ჩემი პირადი კოშმარი, ვან ლინკაი ირონიულად დამყურებდა. რა დავუშავე ვიცოდი, მისი ერთადერთი კონკურენტი ვიყავი რეიტინგში პირველ ადგილზე. ხშირად ვცვლიდით ამ წოდებას ერთმანეთში და ამიტომაც ყველანაირად ცდილობდა ჩემს დამცირებას.
იმ დღეს უნდა გამოეცხადებინათ რეიტინგი. ჩვენთვის ბოლო გამოცხადება იყო და რა თქმა უნდა თავი არ დაგვიზოგავს ტესტირებისთვის მომზადების დროს.
-იმედია არ გგონია, რომ პირველი იქნები, ნიანგო,- კიდევ ერთი უაზრო ზედმეტსახელი. მისმა "ამალამ" გადაიხარხარა.
-ლინკაი, შენგან განსხვავებით, მე იმედებით არ ვცხოვრობ, ვიცი რომ პირველი ვარ და ის, რომ ხანდახან გიმართლებს, ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს,- ვუპასუხე გაღიზიანებულმა.
-ენა ამოიდგი? გგონია სკოლას დაამთავრებ და უნივერსიტეტში აღარ იქნები ასეთი "ლუზერი"? ცოტა რუჯი მაინც მიიღე, მოსიარულე გვამივით რომ დადიხარ და ხალხს აშინებ,- აი ამან გული მატკინა. რა გავაკეთო რომ ზედმეტად თეთრი ვარ? როგორ მოვიქცე, როდესაც არანაირი დამცავი არ მშველის და ვიწვები უბრალოდ თაკარა მზის ქვეშ ქალაქში სიარულის დროსაც კი? განა ჩემი ბრალია დედის მხრიდან ალბინოსის გენები მხოლოდ მე რომ გამომყვა?
-შენ ამაზე დიდად არ იდარდო, ლინკაი. ბოლო-ბოლო ჩინეთში წავალ, ალბათ გაგიგია, იქ თეთრკანიანები ძალიან მოსწონთ,- ოდესმე ალბათ დავისჯები ამ რასისტული გამონათქვამის გამო, იყო პირველი რაც გავიფიქრე. როდის ვისწავლი ჯერ ფიქრს და მერე ლაპარაკს?
ლინკაი ისე სწრაფად დაიხარა, რომ მე დამფრთხალი კნუტივით უკან გავიწიე. ჩაიცინა და ყურში ჩამჩურჩულა:
-მწარედ განანებ ამ სიტყვებს.
იმ დღეს რეიტინგში პირველი ადგილი მე დავიკავე, შემდეგი ერთი თვე კი ლინკაის ხმა არ გაუცია ჩემთვის. თავიდან მაინც ვფრთხილობდი, მაგრამ ისე გულგრილად მივლიდა გვერდს, რომ მოვტყუვდი, მოვდუნდი და ამით დავიღუპე თავი.
სკოლის ბოლო დღეს მე ამირჩიეს ორატორად და მადლობა გადავუხადე მასწავლებლებს ზრუნვისთვის და ცოდნის გადმოცემისთვის, გზა დავულოცე ყველა აბიტურიენტს და დავტოვე სცენა. დარბაზში მოსახვედრად ბნელი კორიდორის გავლა მიწევდა, მაგრამ ბედნიერებით მთვრალი უშიშრად შევედი და სწორედ ამით ისარგებლა მან.
კედელს მიმაკრა და ყელზე ხელი მომიჭირა.
-გახსოვს, გითხარი, განანებ იმ სიტყვებსთქო?- ვერ ვსუნთქავდი, ვხროტინებდი და მის ხელებს ვებღაუჭებოდი. ვცდილობდი თავის განთავისუფლებას, მაგრამ ის ჩემზე ძლიერი იყო. უფრო მაღალი, უფრო მრისხანე და უემოციო.
სანამ გონზე ვიყავი, მახსოვს როგორ გამხადა საცვალი და ხელით მეხებოდა. ვგრძნობდი ამ ყველაფერს და ვერაფერს ვაკეთებდი. თავს უმწეოდ და საშინლად ბინძურად ვგრძნობდი. ბევრი არაფერი მახსოვს, მხოლოდ ის, რომ რამდენჯერმე გონს მოვედი, როდესაც მაძლევდა ჩასუნთქვის საშუალებას. როგორც კი ყველაფერი დასრულდა და შარვალი შეიკრა, დამხედა და ზიზღით მითხრა:
-სიამოვნებით მივიყვანდი საქმეს ბოლომდე, მადლი იქნებოდა შენნაირისთვის, მაგრამ საშუალებას არ მოგცემ მიჩივლო. არ დავტოვე შენს ტანზე არანაირი ნიშანი და რადგან პენეტრაცია არ მომხდარა, ვერაფერს დამიმტკიცებ,- ხელები დაიფერთხა,- შენი ადგილი იცოდე, ტყუილად ნუ ცდილობ გამიტოლდე.

...

შეშინებული წამოვხტი და რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ სკოლის სააქტო დარბაზის სცენის უკან ბინძურ იატაკზე კი არა, სასტუმროს ნომერში ვიყავი. ტუმბოზე მდგარი ბოთლი მთლიანად გამოვცალე და თვალი სარკისკენ გავაპარე.
მდამ... თავად სილამაზე და სინაზე. ეს რა თქმა უნდა სარკაზმით ნათქვამი ანტონიმებია. აბაზანაში შევედი, თავი მოვიწესრიგე და ავტოსადგომისკენ გავემართე.
სამწუხაროდ მანქანა "Construction Industry"_ს სადგომზე მყავდა გაჩერებული და იძულებული გავხდი იქ დავბრუნებულიყავი. სადგომზე შესული კი, მერფის კანონის შესაბამისად, ლინკაის შევეჩეხე.
-ნიონა,- ამოთქვა და მზერა ამარიდა,- აქ... აქ როგორ აღმოჩნდი?
-გუშინ მანქანა დავტოვე და წასაყვანად დავბრუნდი.
-ნიონა... დავილაპარაკოთ?
-რაზე უნდა ვისაუბროთ, ლინკაი? რა გვაქვს გასარჩევი?- ვერ შევიკავე თავი და უხეშად ვკითხე.
-ნუ ამბობ ამას...- მითხრა და თვალებში ჩამხედა,- ბევრი რამ შეიცვალა... მე შევიცვალე...
-და შენი აზრით ეს მე მიშველის? ჩემს შიშებს, კომპლექსებს და შელახულ თვითმოყვარეობას დამავიწყებს? ან დეპრესიას შეწირულ 7 წელს დამიბრუნებს?
-ნიონა,- ბიჭის ხმაში ისეთი ტკივილი ისმოდა, რომ წამით შევკრთი.
-ლინკაი, მგონი ჩვენი ერთად მუშაობა არაა კარგი იდეა.
-არა!- გაბრაზდა მოულოდნელად ბიჭი,- პირადი და სამსახური ერთმანეთში არ აურიო. მე, როგორც კომპანიის პრეზიდენტს, შენ მჭირდები როგორც სპეციალისტი. ახლა იმდენი რამ დევს ფსონზე,- არ ველოდი ამხელა ტირადას,- შენ იცი რამდენი ადამიანი მუშაობს ჩვენს კომპანიაში? 2478 ადამიანი. წელს კომპანია წაგებაში თუ წავიდა, ინვესტორები აღარ დაგვაფინანსებენ და ამდენი ადამიანი გარეთ დარჩება.
-რაზე საუბრობ, ლინკაი? რატომ არ უნდა დაგაფინანსონ?
-წამოდი,- ხელი მომკიდა და თავის მანქანაში ჩამსვა. როდესაც გაპროტესტება დავაპირე, მუდარით ტონით მთხოვა 1 საათი დამეთმო მისთვის და უარი ვერ ვუთხარი. ჩემდა გასაკვირად, მცხეთისკენ წავედით და იქ პატარა, მყუდრო კაფეში შევედით. კაფე ერთი დიდი ესთეტიკა იყო, დაძველებული ავეჯით, ყვავილებით და ფერადი ფარდებით.
-რას დალევ?- მკითხა როგორც კი კუთხის მაგიდასთან ადგილები დავიკავეთ.
-კარამელიანი მაკიატო,- ვუთხარი და ინტერიერის თვალიერება განვაგრძე. ლინკაის გაეცინა. როგორც კი ოფიციანტმა ჩვენი შეკვეთა მიიღო, მაშინვე ბიჭისკენ დავაბრუნე ყურადღება.
-ლინკაი, შეგიძლია ამიხსნა რა ხდება?
-მე რომ უფროსი ძმა მყავს, იცი?- მკითხა უცებ.
-რა? მართლა? ყოველთვის მეგონა, რომ ერთადერთი ვაჟი იყავი.
-ჩემი უფროსი ძმა ჩემზე 18 წლით უფროსია.
-ვაუ,- გამიფართოვდა თვალები.
-მეტსაც გეტყვი, ახლა მგონია, რომ ის ჩემი ძმა კი არა, მამაა. ხოლო პრეზიდენტი ვანი, ბაბუაჩემი იყო.
-რას ამბობ, ლინკაი,- ესეც შენი სანტა ბარბარა.
-ნიო, თავიდან რომ დავიწყო, ჩემს ძმას ვან იანჩენი ჰქვია. ის 17 წლის იყო, როდესაც ცოლი მოიყვანა. ბავშვი რომ გაუჩნდათ, მის მეუღლეს დეპრესია დაეწყო და მალევე ქმარ-შვილი მიატოვა. ვიღაც ნარკომანს გაეკიდა ევროპაში. როგორც მამამ მითხრა, ბავშვი გარდაიცვალა, მაგრამ მისი საფლავი და გარდაცვალების მოწმობა ვერ ვნახე. ამიტომაც მგონია, რომ მე ვარ ის ბავშვი. რაც შეეხება ჩემს "ძმას",- მწარედ წარმოთქვა ბიჭმა,- სულ აიღო ხელი სწავლაზე და სამსახურზე. კლუბიდან კლუბში დადიოდა, სვამდა, ეწეოდა. ჩემი მშობლები მის მობრუნებას ცდილობდნენ. სახლში კეტავდნენ და გარბოდა, ბარათებს უბლოკავდნენ და ვალს იღებდა. ციხეში მოხვედრილს კი მაინც ათავისუფლებდნენ, გული არ უშვებდათ ვაჟის მიტოვებას. მერე კი, უცებ ეს ყველაფერი დასრულდა. ჩემი ძმა უნივერსიტეტში დაბრუნდა, სწავლა დაიწყო, სამსახურშიც ეხმარებოდა მამას. ისე იქცეოდა, რომ მალე მიხვდნენ, ახალმა სიყვარულმა შეცვალა ასე იანჩენი. იცი, ჩემი ძმა ძალიან მაღალია, მხარბეჭიანი და კარგად ნავარჯიშები. კარგად მახსოვს, ბავშვობაში მხრებზე რომ მისვამდა, სიმაღლის მეშინოდა,- ამ გადახვევით გაოგნებულ მზერაზე კი ბიჭმა შემომცინა,- გაიგებ რატომ გითხარი ეს ყველაფერი. ერთ დღესაც დედამ სთხოვა თავისი რჩეული მოეყვანა სახლში. იანჩენმა დიდხანს ითრია ფეხი, დიდხანს არ აჩენდა მის ახალ სიყვარულს, მაგრამ ერთხელ, როდესაც დედამ უთხრა, რომ უთვალოს და ცალხელასაც კი მიიღებდა, რადგან შვილი დაუბრუნა, მან გაბედა. დღესაც მახსოვს იანჩენის ზურგს ამოფარებული, სიფრიფანა არსება, მამაჩემის ყვირილი, დედაჩემის ისტერიკული ტირილი. ჩემმა ძმამ, ცოლზე გულგატეხილმა, სახლში გოგოსავით ნაზი ბიჭი მოიყვანა. იმ დღის მერე იანჩენი ტაილანდში გადავიდა საცხოვრებლად. მშობლებმა კი ყველას უთხრეს, რომ უფროსი ბიჭი გარდაეცვალათ. მამამისის დაკრძალვაზეც კი არ ყოფილა. ასე გავხდი მე ამ ჰოლდინგის პრეზიდენტი.
-ლინკაი...- რომ არ მოვიტყუო, საერთოდ ვერ ვპოულობდი სიტყვებს.
-მაგრამ ეს არ არის ყველაზე დიდი უბედურება. ბიძაჩემმა იცის ჩემი ძმის ამბავი და მაშანტაჟებს. ან ყველას ეტყვის მის ამბავს და გაამხელს მის ადგილმდებარეობას, ან პირველივე შეცდომისთანავე უარი უნდა ვთქვა პრეზიდენტობაზე მისი კანდიდატურის სასარგებლოდ.
-და სწორედ ამიტომ იკრებ გარშემო თავისი საქმის პროფესიონალებს,- მივხვდი უცებ და თავი საოცრად ბედნიერად ვიგრძენი. ჩემს ლოდს კიდევ ჩამოსტყდა ნაწილი.
-ყოველთვის ჭკვიანი გოგო იყავი, ნიო. როგორც არ უნდა გიბოდიშო, რაც არ უნდა გავაკეთო, ვიცი რომ ვერაფრით გამოვისყიდი ჩემს დანაშაულს. მაგრამ თუკი ნებას მომცემ, გაჩვენებ რომ შევიცვალე და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თავი უსაფრთხოდ გაგრძნობინო.
-ლინკაი, ლამაზი სიტყვები მათთვის შემოინახე, ვისაც შენი სჯერა.
-ნიო, ნუ ფიქრობ ჩემზე იმაზე უარსს, ვიდრე ვარ. ანგელოზად თავი არასოდეს მიმიჩნევია, მაგრამ დამიჯერე, არც ისეთი მონსტრი ვარ, როგორიც გგონივარ. ამიტომ, მომეცი შესაძლებლობა დაგანახო ჩემი დადებითი მხარე,- ცდილობდა ჩემს დაყოლიებას ბიჭი. აბსოლუტურად გულწრფელად რომ ვთქვა, უკვე გადაწყვეტილი მქონდა მასთან მუშაობა. არ ვაპირებდი უფლება მიმეცა კიდევ ერთხელ გაეფუჭებინა ჩემთვის ცხოვრება. ერთიც საკმარისი იყო.
-ლინკაი, რატომ გგონია რომ მინდა შენი უკეთესი მხარის დანახვა?- ვკითხე ირონიულად,- სამსახურზე უარს არ ვიტყვი. საკმარისად გაგაფუჭებინე ცხოვრება. მაგრამ ძალიან გთხოვ, არავითარი ერთმანეთის უკეთ გაცნობა და პატიების თხოვნები. ჩვენი კონტაქტი უნდა შედგებოდეს მხოლოდ პროექტების გარშემო. და კიდევ, ცოტა ხნის წინ რაც მოვისმინე... ეს ჩემთან ერთად მოკვდება, მაგრამ არ მინდა ამაზე მეტი ვიცოდე შენზე. გასაგებად ვსაუბრობ?- პირი გააღო პასუხის გასაცემად, მაგრამ არ ვაცადე,- ლინკაი, შენს ერთ-ერთ მშობლიურ ენაზე გეუბნები, მხოლოდ საქმე, არაფერი პირადული.
-გავიგე,- ჩაბურდღუნა თავისთვის.
ამ დიალოგიდან 2 კვირის თავზე გავედი ახალ სამსახურში. არ ვიცი იმიტომ, რომ საშინლად ვიღლებოდი, ან ახალი კოლექტივის, ან ლინკაის მუდმივი კომპლიმენტების ბრალი იყო თუ არა, მაგრამ ღამ-ღამობით გათიშულს მეძინა. ძილის წამალიც კი არ მჭირდებოდა. ოჯახის წევრებიც ამჩნევდნენ ჩემში ამ ცვლილებებს და ერთხელ დედას ნახევრად ხუმრობით-ნახევრად სერიოზულმა კითხვამ ისევ ჩამკეტა საკუთარი ემოციების ვაკუუმში:
-ნიო, შენ რა, შეყვარებული ხარ?- მკითხა ვახშმისას დედამ.
არ ვიცი როგორ მოვახერხე იმ დღეს ადრე გამოძრომა სამსახურიდან. უბრალოდ ძმიშვილის დაბადების დღე იყო და მე უცებ ძალიან ცოტა საქმე აღმომაჩნდა. მაშინ დავფიქრდი, რომ ლინკაიმ სამზარეულოში გაიგო ჩემი და მისი მდივანის საუბარი.
ღამე, საწოლში წრიალისას სიყვარულზე ვფიქრობდი. ხშირად გამიგია, რომ სიძულვილს, ტკივილსა და სასოწარკვეთას სიყვარული შველის, მაგრამ ხანდახან მასაც არ შეუძლია განდევნოს ადამიანის ქვეცნობიერიდან მთელი ნეგატივი და ტკივილი. როგორი ზუსტიც არ უნდა იყოს კუპიდონი, როგორი იდეალურად გამოთლილიც არ უნდა იყოს მისი ისრები, ადამიანი რთული არსებაა და შეუძლებელია მისი მარტივად გადართვა სხვა ტალღაზე.
კარგად ვიაზრებდი, რომ სიმპათიური, მამაკაცური, ყურადღებიანი ლინკაი ჩემში იმ ემოციებს აღძრავდა, რაზეც მეგონა რომ ვეღარასოდეს ვიგრძნობდი... უბრალოდ მეგონა, რომ არ შემეძლო. და მიუხედავად ამ ვარდისფერი ბურუსისა ჩემს ტვინში, ვერ ვივიწყებდი იმას, რამაც ცხოვრება დამიმახინჯა. ვერ ვივიწყებდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მუცელში პეპლები უფრო მკრთალს ხდიდნენ იმ ტკივილს. ამით კი, თითქოს ჩემს ტანჯვაში, დეპრესიასა და უძილობაში განვლილ წლებს ვაუფასურებდი.
ყველაზე უცნაური იყო იმის გააზრება, რომ მას ყველაფერი ვაპატიე. არა, მისთვის ამის შესახებ არაფერი მითქვამს, უბრალოდ ერთ დღეს მივხვდი, რომ აღარ მტკივა ის დღე, აღარ მესიზმრება კოშმარები და რაც მთავარია, შევიცვალე. ყოველ დღე ვცდილობდი ლამაზად ჩამეცვა და არა კომფორტულად. ლინკაი კი უბრალოდ მაძლევდა მოქმედების თავისუფლებას, თავს ზედმეტის უფლებას არ აძლევდა, მაგრამ ფლირტს არ ერიდებოდა. ხან ყავას მიგზავნიდა, ხან კრუასანს, ან მძღოლს მაყოლებდა თუკი დაღლილი გვიან მივდიოდი სახლში. და თუკი თავიდან ყავას და კრუასანებს ვაჩუქებდი, მძღოლს კი ვაიგნორებდი, ახლა უკვე სიამოვნებით ვიღებდი ამ ყურადღების ნიშნებს.
პროექტის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად კომპანიის დირექტორატმა პროექტში ჩართულ ყველა თანამშრომელს 3 დღიანი საგზური გვაჩუქა ყაზბეგში კომფორტულ სასტუმროში. იქ ჩასულებს კი პატარა სიურპრიზი დაგვახვედრა თავისი სახით.
საღამო იყო და ვახშმის შემდეგ მისაღებში, ბუხართან დავსხედით და საუბარს შევყევით.
-ისე, რისი გეშინიათ?- იკითხა ტასომ, ქერა, თოჯინასავით ლამაზმა გოგომ.
-მოჩვენებებს.
-ვამპირების.
-ზომბების.
-ცეცხლის.
მათ პასუხებზე გამეცინა.
-შენ ნიო? ნუთუ არაფრის გეშინია?- მკითხა კახიმ, ჩვენმა პროექტის მენეჯერმა.
-მე... მე ადამიანების მეშინია. არ არსებობს უფრო დიდი ბოროტება ამ ქვეყნად, ვიდრე ადამიანია,- ვთქვი და ინსტინქტურად ლინკაის შევხედე. ბიჭმა მზერა ამარიდა და თვალები დახუჭა. ჩვენ ორმა ვიცოდით რაზე ვსაუბრობდი მე. და ზუსტად მაშინ, როდესაც მეც ვაპირებდი მზერის არიდებას, შევამჩნიე როგორ წარმოთქვა უხმოდ, მხოლოდ ბაგეების მოძრაობით "ბოდიში".
ორივე ვცდილობდით არ შეგვემჩნია, ვცდილობდით გვეთამაშა რომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ორივეს გვახსოვდა ის, რაც მოხდა. როგორც კი თვალებს ვხუჭავდით, ორივე ვბრუნდებოდით იმ მტვრიან, ბნელ კორიდორში. ჩვენი თითოეული შეხვედრა იყო გამოცდა. ლინკაი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ის იყო ადამიანი, მე კი ვცდილობდი გამერკვია მართლა ასე იყო თუ არა.
ამიტომ, როდესაც შუაღამისას კარზე კაკუნი გაისმა, უსიტყვოდ და უკითხავად გავაღე კარი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, იქ ლინკაი იყო. არც მაშინ მითქვამს არაფერი, როდესაც წელზე ხელი შემომხვია და პირდაპირ ღრმად მაკოცა. ემოციებისგან ფეხებში სისუსტე ვიგრძენი, მაგრამ ბიჭის ძლიერი ხელები მიჭერდნენ. როდესაც მივხვდი, რომ ჰაერი აღარ მყოფნიდა, ოდნავ მოვიშორე:
-კისერი მეტკინა, ძალიან მაღალი ხარ,- ვუთხარი სიცილით. ლინკაისაც გაეცინა და საწოლისკენ წამიყვანა. თვითონ დაჯდა, მე კი მის ფეხებს შუა დავდექი. ჯანდაბა, ასეც კი თითქმის ერთ დონეზე ვიყავით. ზედმეტად მაღალია ჩემთვის. ზედმეტად სიმპათიური... ზედმეტად არა ჩემი. მაშინ რატომ შემოვუშვი, რატომ გავუღე კარი? ან ახლა რატომ ვეთამაშები მის თმას? გული რატომ ფთქიალებს დამფრთხალი ჩიტივით?
-ნიო, ვიცი რომ შენს ზიზღს ვიმსახურებ, ვიცი რომ ახლა აქ არ უნდა ვიყო,- მზერას არ მარიდებდა,- მაგრამ არ შემიძლია. რატომ ხარ ასეთი ლამაზი? ასეთი მიმზიდველი? შენს ინტელექტს ხომ საერთოდ ჭკუიდან გადავყავარ,- ეს ალბათ საუკეთესო კომპლიმენტია რაც კი ოდესმე მომისმენია.
-ჩვენ ერთად არ უნდა ვიყოთ, ლინკაი,- ვუთხარი ხრინწიანი ხმით და ჩემი სიტყვების საპირისპიროდ თმაზე მოვქაჩე, თავი გადავაწევინე და მის ბაგეებს დავეწაფე,- ერთმანეთს მოვწამლავთ,- ამოვიკვნესე როგორც კი მოვშორდი.
-მაგრამ უერთმანეთოდაც ვეღარ გავძლებთ, ნიო,- მითხრა და მაისური გაიხადა. ტუჩზე ვიკბინე როგორც კი ჩვენი კანის ფერი შევადარე. მე თეთრი ვიყავი, თოვლივით. ის კი შავგრემანი, შავი შოკოლადისფერი. მისი მოქნილი მოძრაობით სულ რამდენიმე წუთში ორივე დედიშობილად დავრჩით. როგორც კი საწოლზე თავისი ძლიერი სხეულით გამაკრა, ნაზად მომეფერა ლოყაზე დიდი თითით:
-ჩვენი კანის ფერის სინთეზს ჭკუიდან გადავყავარ,- მითხრა ხრინწიანი ხმით. მე გამეცინა.
-მეც ამაზე ვფიქრობდი,- ვუთხარი და მთელი ტანით ავიზნიქე, რათა შემეგრძნო მისი სხეულის სითბო.
-ნიო, მაგიჟებ,- მითხრა და ისევ დაეწაფა ჩემს ბაგეებს.
-ლინკაი... ლინკაი...- რამოდენიმეჯერ უშედეგოდ ვცადე მისი მოშორება, მაგრამ როგორც კი გავაგებინე და მისმა მზერამაც ფოკუსი ჩემზე გაასწორა, ბოლო აღიარებაც აღმოვთქვი,- ეს ჩემი პირველი იქნება, ამიტომ ფრთხილად უნდა იყო.
ლინკაის ჯერ გაუკვირდა, მერე თვალები ტკივილით აევსო:
-ვერ იტანდი ხომ შეხებას?- მკითხა და საფეთქელზე მაკოცა.
-რომ არ მოგატყუო, ახლაც ასე ვარ. შეხება მაშინებს, სსიბნელეც და კორიდორებში მარტო ვერ დავდივარ,- ვუყურებდი თვალებში, ვხედავდი როგორ იწვოდა შინაგანად და პირველად მომინდა გამექარწ....ბინა ეს ტკივილი,- მაგრამ მინდა, რომ შენ მომცე ამის ძალა. არ ვიცი რამდენად შევძლებთ ერთად ყოფნას, არ ვიცი ეს შენთვის გართობაა თუ რაიმე უფრო მეტი, არ ვიცი მაშინ დაუმთავრებელ საქმეს ასრულებ თუ მართლა გაქვს გრძნობები, მაგრამ მე... მე გაპატიე. გაპატიე იმიტომ, რომ დავიღალე ამ ტკივილით და იმიტომ, რომ ნანობ...
-ნიო, არც კი გაიფიქრო, რომ ის ერთადერთი წმინდა რაც გამაჩნია თამაშია და მეტი არაფერი,- მითხრა და კიდევ ერთხელ დაეპატრონა ჩემს ბაგეებს,- ახლა კი, დამიმტკიცებ რამდენად ძლიერია ჩემი გრძნობები.
და მართლაც დამიმტკიცა. მთელი ღამე მიმტკიცებდა. თან ისე აქტიურად, რომ ხმაც კი ჩავიხლიჩე. მეორე დღეს კი, მის მკლავებში გაღვიძებული მივხვდი თუ რას ნიშნავს სულიერი სიმშვიდე. ლინკაის კი ვუთხარი, რომ ვაპატიე, მაგრამ სხეულს ჯერ არ დავიწყებია, ტვინს არ გადაუხარშავს. მხოლოდ გულმა მიიღო ბიჭი და შესაძლოა, თუკი ასე გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა, შევძლო ბოლომდე მისი პატიება და იმ ბნელი კორიდორის დავიწყება.
-ნიო, პირველი საერთო დილა მშვიდობისა,- გავიგე ფიქრში გართულმა. ლინკაის გაღვიძებოდა და მაკვირდებოდა. როგორც კი ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, მაშინვე საფეთქელზე მაკოცა.
-პირველი საერთო დილა მშვიდობისა, ლინკაი,- ვუთხარი და კისერში ვაკოცე.
ამ დილას ჩვენი დანგრეული შინაგანი სამყაროს საფუძველი თავიდან ჩაიყარა და ვინ იცის, იქნებ შევძლოთ რუინებზე ახალი, უფრო ლამაზი გრძნობის აშენება. ან პირიქით, ამით საბოლოოდ გავანადგუროთ ის, რაც ჩვენგან დარჩა. ეს ჯერ არც ერთმა არ ვიცოდით, მაგრამ დიდი სურვილი გვქონდა, რომ ცხოვრება თავიდან დაგვეწყო.



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

მიყვარს შენი ისტორიები. რაღაცნაირად ცხოვრებისეულია და მეც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ შენს ყოველ ახალ სიახლებ. გამიხარდა რომ დავინახე შენი სიახლეე, წარმატებები.

 


№2  offline წევრი HeeChul-ah

სტუმარი დარინა
მიყვარს შენი ისტორიები. რაღაცნაირად ცხოვრებისეულია და მეც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ შენს ყოველ ახალ სიახლებ. გამიხარდა რომ დავინახე შენი სიახლეე, წარმატებები.


მადლობა, რომ ყოველთვის კითხულობთ ჩემს ისტორიებს და კომპლიმენტებს არ იშურებთ ♡♡♡
--------------------
Nico nico nii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent