და მაინც ყინულს საყინულეში დავადნობთ?! (თავი მეორე)
“05:45AM” 12.08.19 "ახლა დილის ექვსია, გამარჯობა დედამიწელებო. ჰო რაღაც ისე შემიპყრო თქვენთან საუბარმა, რომ დილის ექვზეც კი ძილი წამართვა. ჩემი დღის გეგმა?! ჰმ... დღეს დილით ბარში წავალ და იქაურობას შევათვალიერებ. ერთი-ორ ჭიქა ვისკსაც დავლევ და ჩემს "ბუდეში" დავბრუნდები. ჩემს მზარეულს ისე ეშინია ჩემი, რომ ვერც კი ვიგებ ისე ადრე მოდის და საუზმეს და სადილს მიმზადებს. არადა არ ვარ საშიში პიროვნება, ის რომ მუდამ სერიოზული დავდივარ და "მკაცრი" სტილით, სულ არ ნიშნავს იმას, რომ ბოროტი ან დედამიწელი "ეშმაკი" ვარ. ბარში, რომ შევდივარ ყველას შიშისგან აკანკალებთ. მომბეზრდა უკვე ეს სიტუაცია თუმცა ზედმეტად ეგოისტივარ იმისთვის, რომ ამ სიამოვნებაზე უარი ვთქვა და "მოვლბე". ახლა ჯობს ცოტა დავიძინო, მაგრამ მხოლოდ ჯობს, რადგან ახლა ძილის შებრუნება ჩემთვის წარმოუდგენლად შეუძლებელი, ამიტომ მთელი დღე უნდა მეძინებოდეს ახლა და ვერ ვიძინებდე. განწყობა: იმაზე ცინიზმით განწყობილი ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. კი, ეს რათქმაუნდა თვენთვის ცუდი, მაგრამ ჩემთვის იდეალური მდგომარეობაა. ჩემი ორსაწოლიანი ლოგინიდან წამოვდექი და თეთრი ხალათი შემოვიცვი. ჩემი ოთახიდან პირდაპირ დიდ აივანზეა შესაძლებელი გასვლა. ფარდები გადავწიე და პირდაპირე აივნის კარები გამოვხსენი. სავარძელში მოვკალათდი, ფეხები დაბალ მინის, მრგვალ მაგიდაზე შემოვალაგე და მზის ამოსვლას დავაკვირდი... არ მიყვარს მზე, არ მიყვარს რადგან სადაც მზეა იქ ყველა შავბნელ ადგილს ანათებს და ყველაფერი სააშკარაოზე გამოაქვს. მე კიდევ ვერ ვიტან, როდესაც ჩემს რაიმე ნაწილს ნათელს ხდიან და ამის შეჩერება არ შემიძლია, მზეს ხომ ვერ შეაჩერებ. აი, აი მთვარის სინათლე კი მაგიჟებს იმდენად მსიამოვნებს... ღამე, ღამე ეს ზუსტად ის დღის მონაკვეთია, როდესაც შემიძლია ყველასგან და ყვლაფრისგან დავისვენო, ჩემ თავთან იდეალურად მარტო დავრჩე. მხოლოდ მე და მთვარის „სხივი“. შემიძლია „ჩემს“ მთვარესთან იმდენად გავიხსნა, რომ ცრემლებიც კი დავანახო. მოვუყვე ჩემს გრძნობებზე და ამით სიამოვნების ზენიტს მივაღწიო... როდესაც საათს დავხედე უკვე შუადღის პირველი იყო. ფიქრებმა იმდენად წამიღო, რომ თავი ვეღარ გავაკონტროლე. ერთდროულად სიცივის და შიმშილის გრძნობამ მოიცვა ჩემი სხეული. სასწრაფოდ შხაპი მივიღე და სამზარეულოსკენ მივაშურე პირველ სართულზე. ცეზარის სალათი წამებში გადმოვიღე თეფშზე და ჩემი მზარეულის დაწურული ბროწეულის წვენიც ჩამოვასხი. შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მზარეული მყავს, იმდენად იდეალურად ამზადებს საჭმელებს და თან იმდენად ზუსტად აჯენს ჩემს გემოვნებაში, რომ უბრალოდ ჩემში დიდ აღფრთოვანებას იწვევს, როდესაც სიტყვაც არ დამცდენია ჩემს გემოვნებაზე. როგორც კი ვისაუზმე, მაშინვე შავი ატლასის, დახვეწილი კოჭებამდე სარაფანა გადავიცვი, რომელიც მკერდთან იდეალურად იყო ამოჭრილი და ჩემს ნაზ და გამოკვეთილ ლავიწებსაც მშვენივრად აჩენდა. ფეხზე შავი მაღლები მოვირგე. ჩემი მუხლამდე შავი და სწორი თმა გავიშალე და მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე. არ გეგონოთ, რომ შავები მხოლოდ ალექსის გამო ჩავიცვი. ღმერთო მას, რომ ვიხსენებ სუნთქვა იმდენად მეკვრის, რომ მგონია ახლა არადა აი ახლა გავიგუდები. უბრალოდ შავი ფერი ზუსტა ჩემს ხასიათებში ჯდება. ნუ ძველი ხასიათები არ ითვლება. ცისფერი თვალები მაქვს და ყველას უკვირს ასეთი ნახშირივით შავი თმა და უთეთრესი კანი საიდან მაქვს ამ ყველაფრის ფონზე. თუმცა ყველაფერი ბუნებრივია. პატარაობიდან ჩემი „სილამაზის“ გამო ბევრი ბიჭი მაწუხებდა, თუმცა დიდად ბიჭები არ მაინტერესებდა, მაგრამ მყავდა ორი ჩემთვის მნიშვნელოვანი მამაკაცი, თუმცა იმდენად ვიყავი და ვარ „სულით მახინჯი“ რომ დიდხანს ვერცერთი შევინარჩუნე. ჩემი თავი იმაზე მეტად მეზიზღება ვიდრე ეს თითოეულ თქვენგანს წარმოგიდგენიათ... მოკლედ, ამაზე აღარ ვისაუბრებ, ჰო’და ჩემს შავ „პრადო“-ში მოვთავსდი და ჩემი ბარისკენ ავიღე გეზი. 15წუთში უკვე ჩემს ბართან ვიყავი. მანქანა „დავაპარკინგე“ და შესასვლელს მივუახლოვდი, დაცვის ბიჭებს თავის დაკვრით მივესალმე და შავი მზის სათვალეები მოვიხსენი. შიგნით შესულს დიდი სიმოვნებით შევისუნთქე ალკოჰოლისა და სიგარეტი სუნი, რომლებიც რეალურად მეზიზღება, მაგრამ ტკივილს სასტიკად მარტივად მიმსუბუქებს. ბართან დავჯექი და ბარმენს შევხედე. -გამარჯობა ქალბატონო იზაბელა, სასიამოვნოა თქვენი აქ ხილვა.-თვალებში შემომხედა და თავი დამიკრა, მგონი ერთადერთი ადამიანია ვისაც ჩემი არ ეშინია ამ ბარში. მე კი ეს ყველაფერი ძალიან მომწონს. -გამარჯობა გიორგი-ოდნავი ღიმილით მივესალმე. -როგორც ყოველთვის? თუ დღეს ჩემს გემოვნებას ენდობით?-ირონიულად გამომხედა. -მე არავის გემოვნებას ვენდობი ჩემი მზარეულის გარდა,მაგრამ მოდი შანსს მოგცემ, იყოს ის რასაც შემომთავაზებ.-მეც ნაგლურად გავხედე. -ახლავე უბრალოდ ჯერ ერთ ჩემს კლიენტს გავუმზადებ იმედი მაქვს მოიცდით.-ჩემს რეაქციას დაელოდა, რათქმაუნდა იცოდა, რომ არ მიყვარს ლოდინი და ეს სპეციალურად გააკეთა. ამიტომ მოდი მეც ვეთამაშები. -მოვიცდი, ჯერ კლიენტს მიხედე.-ისე ვუთხარი თითქოს ეს ყოველთვის ასე იყო და მე სულ ვიცდიდი. არ დაიბნა, ირონიულად გამომხედა და თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა.-აბა შენი კლიენტი სად ბრძანდება?-ინტერესით გავხედე გიორგის. -აი იქეთ შავი ტყავის სავარძლში, ტელეფონში რომ იყურება.-მზერით მიმანიშნა და მეც მისკენ გავიხედე. ოჰო, სიმპატიური კი იყო ის ვაჟბატონი, თუმცა მისი გარეგნობით მოხიბლულმა არაფერი შევიმჩნიე და ისევ გიორგის გავხედე. -დღეს რაღაც ბევრი ხალხი არაა.-არაფერი შევიმჩნიე ისე ვკითხე. -ქალბატონო იზაბელა ჯერ მხოლოდ შუადღის ორი საათი გახლავთ, ახლა ყველა დაკავებულია.-ირონიული ღიმილით „დამაჯილდოვა“ და პროფესიონალივით გააგრძელა ბოთლების ტრიალი. -რაღაც ის მამაკაცი ჩემს უკან ნამდვილად არაა დაკავებული, გარდა იმისა, რომ ჩემს ბარში დასალევად მოვიდა.-ირონიულად „ავუფახუნე“ ჩემი დიდი და გრძელწამწამება თვალები და ტუჩის კუთხე ჩავტეხე. მომწონს ამ ბიჭთან ირონიულად კონტაქტი, რადგან გახსნილია და იდეალურად მაჯერებს, რომ ვაფშე არ ეშინია ჩემი და იმის, რომ ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო შეიძლება დავითხოვო. მაგრამ, როგორც ჩანს იმას მიმხვდარა, რომ რაც უფრო არ შეეშინდება ჩემი მით უფრო შეინარჩუნებს ბარმენის პოზიციას ჩემს ბარში. -ჰმ... ის მამაკაცი ყოველ დღე ამ დროს ჩვენი სტუმარია, სამსახურისგან ისვენებს, ერთ ჭიქა ჩემს მიერ შერჩეულ სასმელს სვავს და სამსახურის დამღლელ საათებს უბრუნდება. მდიდარია და „ჩაისაც“ ბევრს ტოვებს.-ეს სიტყვები ისე მითხრა არანაირი ემოცია არ აღბეჭდია სახეზე, ასეც ვიცოდი ახლა ასეთ ტაქტიკაზე გადავიდა. -როგორც ჩანს ჩემს მიერ მოცემული ხელფასით ვერ კმაყოფილდებით-ნაგლურად გავხედე. -რას ბრძანებთ ეს ერთადეთი ბარია სადაც ყველას ზედმეტად დამაკმაყოფილებელი ხელფასი აქვს-ირონიული ღიმილი აიკრა და ურცხვად ჩამაშტერდა თვალებში. -ასეც უნდა იყოს- მეც იგივე მზერით დავუბრუნე პასუხი. იმ მამაკაცის სასმელი უკვე გაამზადა და თვალებით ანიშნა ეს ყველაფერი. ისიც აუჩქარებლად წამოდგა, მე თვალი მოვაშორე, წამებში კი ჩემს გვერდით ერთი სკამის მოშორებით მოკალათდა. -მადლობა გიორგი-ისეთი ბოხი და მამაკაცური ხმით წარმოთქვა, რომ უცბათ გავხედე გაოგნებულმა, მაგრამ ეს არ შევიმჩნიე. -რას ბრძანბთ ბატონო დამიანე, გემრიელად მიირთვით-სტუმარ-მასპინძლური ღიმილით გაუღიმა და ეს ძალიან მომეწონა, რადგან მარტო ჩემთან ლაპარაკობს ნაგლურად და ურცხვათ. -კარგი რა გიორგი ისევ თ-ებით მელაპარაკები? თითქმის ერთი წელია გიცნობ.-სიცილით მიუგო. ნუთუ ეს არსება ჩემს ბარში უკვე ერთი წელია არსებობს და მე ახლა შევამჩნიე? თუმცა რა ეს ერთი თვეა რაც ბარს დავუბრუნდი, მანამდე ფსიქიატრიულ წამლებზე ვიჯექი და ვცდილობდი ალკოჰოლს არ გავკარებოდი, ეს ძალიან მიჭირდა მაგრამ შევძელი. -კარგი ხო დამიანე მაპატიე- სიცილით უთხრა გიორგიმ და დანებების ნიშნად ხელები მაღლა აწია. -გიორგი გთხოვ ჩემი სასმელი.-დაღლილმა ამოვილაპარაკე, რაზეც იმ „კეთილმა“ მამიკომ გამომხედა. -კარგით, კარგით ქალბატონო ახლავე.- ნაგლურად მითხრა და გამზადება დაიწყო. -ამდენი ხანია გელოდები გიორგი, ბოლობოლო ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი.-სპეციალურად დავიწყე ჩხუბი იმის რეაქია მაინტერესებდა. -უკაცრავად, მაგრამ თქვენ ვინ ხართ , რომ ასე უწევთ ტონს ბარმენთან მიმართებაში?-და აი ესეც, სასურველი შედეგი, ირონიულად გავუღიმე და გავიხსენე ის ფაქტი, რომ ჩემს ბარს ქვემოთ საკმაოდ შესამჩნევად ჩემი სახელი და გვარი აწერია, ამაზე კი უფრო გამეღიმა. -ერთ რამეს გკითხავთ და მერე გაგცემთ მაგაზე პასუხს კარგით?-ურცხვად გავხედე. გიორგის ეღიმებოდა, იცოდა რაც ჩავიფიქრე. -კარგით.-გაკვირვებულმა გამომხედა. -რახან თანახმა ხართ, ბოდიშით მაგრამ წეღან თქვენი საუბარი მოვისმინე და გავიგე ერთი წელია თითქმის ამ ბარს სტუმრობთ და მაინტერესებს როგორ შეაფასებდით.- ვითომ რიგითი კლიენტი ვიყო ისე ვკითხე. გაკვირვებულმა შემომხედა, მაგრამ არ შეიმჩნია. -რახან მკითხეთ გეტყვით, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ამ ბარის მეპატრონეს თავის თავთან აქვს პრობლემები, მძიმე ადამიანია და ყველას აშინებს. მომწონს მისი არჩეული დიზაინი და მომსახურე პერსონალი, ეტყობათ, რომ აქ იმაზე კარგი პირობები აქვთ ვიდრე ჩვეულებრივ ხდება. მაგრამ ამ ბარში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მეპატრონე ზედმეტად ამოუცნობია და ეს ბარსაც ეტყობა. მთელი მისი ხასიათები სავარაუდოდ აქ ისახება. მომწონს სასმელები და რაღათქმაუნდა ბარმენის გემოვნება.-არ გაშჭირვებია ისე წარმოთქვა ეს სიტყვები. ირონიულად გავიღიმე და -გამარჯობა! იზაბელა დადეშქელიანი!-ამაყად ჩავხედე თვალებში და ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად. გიორგი და დამიანე გაოგნებულები მიყურებდნენ თუმცა უცბათ არ დაიბნა დამიანე. -გამარჯობა! დამიანე დადიანი!-ირონიულად ჩამაშტერდა თვალებში და ხელი ჩამომართვა. -მადლობა ასე კარგად, რომ შეაფასეთ ჩემი ბარი.-სერიოზულად გავხედე, რაზეც გაეცინა.-ნახვამდის, ჩემი წასვლის დროა. გიორგი მადლობა ამიერიდან გენდობი გემოვნებაში.-მკრთალად გავუღიმე და გარეთ გავედი. ჩემს მანქანაში ჩავჯექი და სანამ მანქანის ძრავას ავამუშავებდი დავფიქრდი. ვერც კი ავღწერ რამდენად რთულია როდესაც სახლიდან გადიხარ და არ იცი ვისთან მიხვიდე. იღვიძებ და შენი თავის მეტი სხვა არავიზე ფიქრობ, არავიზე არა ვერავიზე უფრო, რადგან არ გყავს ადამიანები გვერდით ვისაც დააფასებ, ვინც გეყვარება. ღმერთმა ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი გააქრო ჩემი ცხოვრებიდან და ახლა მინდა ბოლო ხმაზე ვიკივლო, ვუყვირო ჩემ თავს, რომ ასეთი „სულით ბინძური“ არსება მომავლინა ღმერთმა. ღმერთო არაა საჭირო ფული იმისთვის, რომ ბედნიერი იყო, უბრალოდ ერთი ადამიანია საჭირო, რომელიც მუდამ გაგამხნევებს და გეტყვის, რომ უყვარხარ, მე კი ასეთი ჩემი თავის გარდა არავინ გამაჩნია, თუმცა ჩემი თავიც არ ასრულებს ამ მოვალეობას, ჩემი თავი იმაში უფრო მარწმუნებს, რომ ყველაზე საზიზღარი არსება ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ვისწავლე ცხოვრება მარტო, ეს იმას სულ არ ნიშნავს, რომ არ განვიცდი უდიდეს ტკივილს. ცხოვრება კი არ კურნავს ხალხნო, უბრალოდ გვაიძულებს შევეგუოთ... წამებში თვალები ამიწყლიანდა, ძლივს ვიყურებოდი, მაგრამ შევაჩერე, შევაჩერე ცრემლები. დიდი ხანია ვისწავლე ცრემლების შეკავება მაშინაც კი, როდესაც ეს სულის ტკივილამდე გინდა, ყელში ბურთი გეჩხირება, მაგრამ არ გინდა სიამაყეს გადააბიჯო და სიამაყე ამასაც გაკეთებინებს, მეზიზღება ის, რომ ადამიანებს სიამაყე გაგვაჩნია. მანქანა დავძარი და რაც შეიძლება მალე მივედი სახლში, გადავწყიტე ჩემ სიამაყეს გადავაბიჯო, გავთელო ყველა დანაშაულის გამო რაც გამაკეთებინა. მანქანიდან სწრაფად გადმოვედი და სირბილით გავიქეცი სახლისკენ უცბათ შევვარდი და კივილი დავიწყე, კივილი, კივილი არაამქვეყნიური ხმით, ვკიოდი და ცრემლებს ვაძლევდი ამდენი ხნის შემდეგ ჩემი სიამაყე დაეხრჩოთ. ვისკის ბოთლი მოვძებნე ძალიან მალე და მაშინვე მოვიყუდე... ერთი ყლუპი, ორი სამი.... ოცი, სხეულში ალკოჰოლს გამეფების უფლებას ყველანაირად ვაძლევდი. ჩემი თავისთვის „საგულდაგულოდ“ გადამალული სიგარეთი წამებში ვიპოვე და ფილტვები ჩავუშვი. ვერც კი ავღწერ რამდენად გიმსუბუქებს სულის ტკივილს ხორციელი „წამება“. როგორც კი ჩემი თავის „წამებას“ მოვრჩი, მაშინვე ერთი წლის წინანდელი დამამშვიდებლებს მივაგენი, ერთი ცალი გადავყლაპე და იქვე დივანზე მივწექი.... მეზიზღება ჩემი თავი, ბოლო დონემდე.... ნახვამდის დედამიწელებო, შეხვედრამდე ახალ პლანეტებამდე“..... “02:15PM” 12.08.19 „დედამიწელებო, არსებობს დრო, პერიოდი ან მომენტი, როდესაც ძლივს მოპოვებულ სიმშვიდეს არ გირღვევენ?! კარზე კაკუნია.... რამდენი ხანია ჩემს კარზე არავის დაუკაკუნებია და ახლა ვისღა გავახსენდი?! აბურდული თმით, დაგლეჯილი ნერვებით, ფეხშიველა, მთვრალი გამომეტყველებით, ხელში ვისკის ბოთლით, მეორე ხელში კი მოკიდებული სიგარეტით, გაუბედურებული და სიკვდილის მძაფრი სურვილით ვცდილობ ავდგე დივნიდა, როგორც იქნა ძალას ვიკრებ და კარებთან მივდივარ, მანამდე სარკეში ვიყურები, თუმცა ჩემი თავი არ მაშინებს, არც მინდა რამე შევცვალო, რადგან ეს ზუსტად აღწერს ჩემ შინაგან მდგომარეობას, ძლივს რეალური ვარ და არა სილამაზეს ამოფარებული სიბინძურე. კარებს გამწარებული ვხსნი და ვკივი. -რა ჭირი გინდაათ?- უკვე ისე ვარ გამწარებული მეთქი ახლა კარებს მივუხურავთქო, თუმცა ვინაა აბა გამოიცანით? კი, მართლები ხართ ის იდიოტი დამიანეა. -ტელეფონი დაგრჩათ დახლზე და დაცვის ბიჭებმა მითხრეს სადაც უნდა მომეძებნეთ.-ირონიული ღიმილით დავხედე ტელეფონს და ამავე სახით ავხედე. -რატო მომიტანე ტელეფონი? გთხოვეე? რატომ გამახსენე კიდევ ერთხელ, რომ ეს ბინძური ტელეფონი, რომელიც ახლობლებთან საკონტაქტოდაა საჭირო ჩემთვის სრულიად არაპროდუქტიულია, ტელეფონი, რომელშიც ერთი ნომერიც კი არ წერია ვისთანაც საუბარს შევძლებ, ერთი მესიჯიც კი არაა შინაარსით „როგორ ხარ?“ , მხოლოდ 112-ში დასარეკად თუ გამოვიყენებ და იმათაც მაგრად ვკიდივარ, ერთი ფოტოც კი არ არის მოგონებებით აღბეჭდილი და მაინც ამიხსენი რა ჭირად მინდა ეს 128 გეგაბაიტიანი ტელეფონი, როდესაც ერთი მეგაბაიტიც კი არ მაქვს გამოყენებული?-ვკიოდი, ვწიოდი, ხელებს ვიქნევდი და უმისამართოდ ვისვრიდი ცრემლებს. მისი სახე კი, მის სახეს კი ეტყობოდა, რომ ჩემი სიტყვები ესმოდა თუმცა ვერ იაზრებდა იმ გრძნობებს, რაც ამ სიტყვებით გადმოვცემდი. ვსუსტდებოდი, მეგონა ჭიანჭველასავით დავპატარავდი, გონებაში სრული ქაოსი მოხდა, ინფორმაციები აირიაო თითქოს ისეთი შეგრძნება მქონდა და თვალწინ სულ მოგონებებმა ჩამიქროლეს დაულაგებლად, წამში თვალებში დამიბნელდა და კიდურებიც ისე მომიდუნდა თითქოს ძვლები გამომაცალეს და მარტო კუნთებიაო, თუმცა ბოლოს რაც გავიგონე და ვიგრძენი იყო ჩემი სახელის ძახილი და წელზე შემოხვეული ძლიერი მკლავები.“ „04:17PM“ 12.08.19 „დედამიწელებო! თვალები, რომ გავახილე გავიაზრე, რომ ჩემს სახლში დივანზე ვიწექი, თუმცა როგორც კი გავმოძვრავდი ჩემი თვალთა ხედვის არე დამიანეს სიფათით დაიფარა. -აქ რას აკეთებ?-ეგრევე წამოვხტი გაოგნებული. -არა რაა ცივ მეტლახზე გაწოლას და თავის დარტყმას გადავარჩინე და კიდევ გაბრაზებული მესაუბრება.-ირონიულად მითხრა და წყალი მომაწოდა. -არც არავის უთხოვი დახმარება.-წყლის ჭიქა გამოვგლიჯე და წამებში დავაცარიელე. -როგორც ჩანს თავს კარგად გრძნობ და მოვლას არ საჭიროებ. -მოვლა ხუთი წლის შემდეგ აღარ დამჭირვებია.- არადა, როგორ არ მჭირდებოდა, ვკვდებოდი ფაქტიურად, თუმცა უცბათ შევნიღბე ჩემი თავი და ყველა ტკივილი უკუვაგდე. -იქნებ ჩაიზე ან ყავაზე დამპატიჟო, რავიცი სტუმარი ვარ. -უტაქტო. -გავიგე. -იმიტომ ვთქვი, რომ უნდა გაგეგო. ჩაის დალევ თუ ყავას? ან იქნებ წვენი გინდა?-ვეკითხებოდი და თან უზომოდ დიდი თავის ტკივილით მივაბიჯებდი სამზარეულოსკენ და ხელით ვანიშნებდი გამომყოლოდა.-აბა რა გინდა? -წვენს დავლევ.-მითხრა და იქვე მრგვალ თეთრ მაგიდას მიუჯდა. -ბროწეულის წვენი, ჩემი მზარეულის გამოწურული.-ვუხსნიდი და თან წვენს ვუსხავდი, მაცივრიდან ალუბლის ტორტიც გამოვიღე და ჩამოვჭერი. -მადლობა ძალიან დიდი.-თბილად გამიღიმა და წვენი მოსვა. -ბოდიში ამ ყველაფრის ნახვა, რომ მოგიწია, ეს... ეს... ეს შენ არ უნდა გენახა...-ფეხზე ვიდექი, ყველაფერი მიკანკალებდა და ცრემლები მომდიოდა. წამებში წამოდგა დამიანე და ჩამეხუტა. იმხელა მუხტი წამოვიდა მისგან, უბრალოდ აიი უბრალოდ, ალბათ ესე, რომ ჩამხუტებოდა ვინმე, ასე გულრწრფელად მაშინ, როცა ყველაფერი თავზე ჩამომექცა, ალბათ უფრო ძლიერი ვიქნებოდი და ადამიანების რწმენაც მექნებოდა, მაგრამ ახლა, ახლა უკვე გვიანია... -დამშიდდი, ყველაფერი კარგადაა, გპირდები ამას ვერავინ გაიგებს, უბრალოდ ერთი თხოვნა უნდა შემისრულო.-ჩვენს შორის დისტანცია დაიჭირა ისევ და მე ისევ სუსტად ვიგრძენი თავი, ღმერთო მართლაც ყველაფერი წამიერია... -გისმენ.-ვუთხარი და ცრემლები შევიმშრალე. -ხვალ ჩემ მეგობრებთან ერთად ორი დღით მივდივარ წყნეთში, აგარაკზე, წამოდი და შენც დამშვიდდები.-აი წესით ახლა ხომ უნდა დავიწყო, რომ არც კი გიცნობ, იქნებ მანიაკი ხარ, არ წამოვალ და ა.შ მართალია ადამიანებთან კონტაქტით არ გამოვირჩევი და ვერ ვარჩევ ვინ როგორი არი, მაგრამ აი ასი პროცენთით ვიყავი დარწმუნებული, რომ მისი ნდობა იმაზე მეტად შეიძლებოდა ვიდრე ეს თქვენ გგონიათ. ვიცი სულელური ნაბიჯია თუმცა მე კრიტიკის არ მეშინია, ამიტომ... -კარგი წამოვალ, თუმცა მაინც გახსოვდეს ყინულს საყინულეში ვერ დაადნობ...“ გამარჯობა ყველააას.... შევეცადე მთელი ჩემი ემოციები გადმომეტანა სიტყვებით და იმედია ეს შევძელი..... გაფასებთ.... გთხოვთ შემიფასეთ, ყველაფერს მივიღებ.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.