შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ ითხოვ მოკვდავისგან სიყვარულს


21-11-2018, 11:54
ავტორი luana
ნანახია 1 799

უფერო ფერებას ვერ გაპატიებ,
უგულო კოცნას მე ვეღარ ვგუობ.
თუ წასვლა გინდა ჯობს ახლა ადგე,
ნუ შემოდიხარ გულში ასე შორს.

უშენოდ შენობამ დაკარგა ფერები,
ეს უფერობა მე არ მადარდებს,
მაინც ისა ჯობს, რომ მარტო ვიყო,
ვიდრე აქ იყო და მე ვერ გრძნობდე.

გული კი არა, დღეს სული მეწვის,
არა სევდისგან, სიყვარულისგან.
ისე მიყვარდი, რომ ვეღარ მივხვდი,
როდის დამთავრდა შენ გულში გძნობა.

როდის მერეა, რომ არ გაღელვებს,
ჩემი განცდა და ჩემი ფიქრები,
როდის მოხდა, რომ დავშორდით ერთურთს,
რატომ მოხდა რომ სხვაში გერევი.

მიყვარხარ, მაგრამ დღეს უკვე ღმერთს ვთხოვ,
რომ დამავიწყოს შენი სახელი.
ყველა შეხება, ყველა შეხვედრა,
შენი კოცნა და ჩემი ცრემლები.

ჩემი ბრალია, რომ დავიჯერე,
ფილმში ნანახი და წაკითხული,
ვერასდროს ისე ვერ შემიყვარებ,
რომ ჩემთვის იყოს ეს საკმარისი.

უნდა მცოდნოდა, რომ შენ ვერასდროს.
ვერ იგრძნობ იმას, რაც მე ვიგრძენი.
არ უნდა შეცდე და არ ითხოვო
მოკვდავისაგან დღეს სიყვარული.



№1 სტუმარი Bboo

ამ ლექსში სიმართლის გარდა არაფერი წერია
არასდროს არ უნდა მოითხოვო ნებისმიერი გრძნობა ისეთი საშინელი არსებისგან როგორიც ადამიანია, მითუმეტეს სიყვარული.
კითხვისას მეც მტკიოდა ის ტკივილი რომელიც შესაძლოა შენც გტკენდა ოდესმე ან გტკენს.

 


№2  offline წევრი luana

Bboo
ამ ლექსში სიმართლის გარდა არაფერი წერია
არასდროს არ უნდა მოითხოვო ნებისმიერი გრძნობა ისეთი საშინელი არსებისგან როგორიც ადამიანია, მითუმეტეს სიყვარული.
კითხვისას მეც მტკიოდა ის ტკივილი რომელიც შესაძლოა შენც გტკენდა ოდესმე ან გტკენს.


ცოტა ცუდი პერიოდი მაქვს ახლა, მაგრამ ადამიანს საშინელ არსებად ნამდვილად არ ვთვლი. მიხარია თუ ამ ლექსმა ამხელა ემოცია მოიტანა შენამდე ❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ძალიან ვწუხვარ.. არ ვიცი რა ვთქვა..
ამ სტროფთა ტანჯვაც აღარ თავდება,
ო.. რად არ შველის ტკივილის გათქმა,
ახლა.. ოდესღაც ესდენ თავნებას?!

ადუღდა გული.. ცრემლით სნეული..
და გადაღლილი, როგორც არასდროს,
მოთქვამს და ტირის.. მოთქვამს და ტირის..
იმ სატრფოს.. კარში თვით რომ გააგდო..

დამშვიდდი სულო.. სულო ობოლო!
გეყო, შეიშრე თვალზე ცრემლები,
აქ ხომ შენებრი გვერდით ვმეზობლობთ,
და ვერ უშველის წასულს ცრემლები...

ნეტავ მეპოვნა მე ის ხანჯალი,
დარდი ძაფივით რომ ზედ ამეგო,
ამენთო ყველას გული ჩამქრალი,
ჩემი გული კი ორად გამეპო..

მაგრამ ვერ დახსნის ტანჯვას სიკვდილი,
მხოლოდ იფარავს, სუნთქვას, აოკებს,
სველი ჭურჭელი სასომიხდილი,
ნუ გიცახცახებს.. დე, დააოკე..

გავა.. დრო გავა.. შენ არ მოკვდები..
კვლავ აყვავდები.. ასე მგონია..
გაგეფურჩქნება მზეზე ყლორტები,
კვლავ დაგმშვენდება როს ზღვას თოლია..

ამქვეყნად მხოლოდ ცერცვი არ ხარობს
მეორედ.. ცრემლს ვინც ღაწვზე გაცოცებს,
გწამდეს.. ცხოვრება კვლავ გაგახარებს,
იმით, ვინც ისევ გრძნობით გაკოცებს...

 


№4  offline წევრი luana

ლაზარე 13
ძალიან ვწუხვარ.. არ ვიცი რა ვთქვა..
ამ სტროფთა ტანჯვაც აღარ თავდება,
ო.. რად არ შველის ტკივილის გათქმა,
ახლა.. ოდესღაც ესდენ თავნებას?!

ადუღდა გული.. ცრემლით სნეული..
და გადაღლილი, როგორც არასდროს,
მოთქვამს და ტირის.. მოთქვამს და ტირის..
იმ სატრფოს.. კარში თვით რომ გააგდო..

დამშვიდდი სულო.. სულო ობოლო!
გეყო, შეიშრე თვალზე ცრემლები,
აქ ხომ შენებრი გვერდით ვმეზობლობთ,
და ვერ უშველის წასულს ცრემლები...

ნეტავ მეპოვნა მე ის ხანჯალი,
დარდი ძაფივით რომ ზედ ამეგო,
ამენთო ყველას გული ჩამქრალი,
ჩემი გული კი ორად გამეპო..

მაგრამ ვერ დახსნის ტანჯვას სიკვდილი,
მხოლოდ იფარავს, სუნთქვას, აოკებს,
სველი ჭურჭელი სასომიხდილი,
ნუ გიცახცახებს.. დე, დააოკე..

გავა.. დრო გავა.. შენ არ მოკვდები..
კვლავ აყვავდები.. ასე მგონია..
გაგეფურჩქნება მზეზე ყლორტები,
კვლავ დაგმშვენდება როს ზღვას თოლია..

ამქვეყნად მხოლოდ ცერცვი არ ხარობს
მეორედ.. ცრემლს ვინც ღაწვზე გაცოცებს,
გწამდეს.. ცხოვრება კვლავ გაგახარებს,
იმით, ვინც ისევ გრძნობით გაკოცებს...


ვაიმეე ვტირიი :((( მარტო ასეთი გამოხმაურებისთვის ღირს წერა ❤️ მადლობა ასეთი სილამაზისთვის ❤️❤️❤️

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

luana
ლაზარე 13
ძალიან ვწუხვარ.. არ ვიცი რა ვთქვა..
ამ სტროფთა ტანჯვაც აღარ თავდება,
ო.. რად არ შველის ტკივილის გათქმა,
ახლა.. ოდესღაც ესდენ თავნებას?!

ადუღდა გული.. ცრემლით სნეული..
და გადაღლილი, როგორც არასდროს,
მოთქვამს და ტირის.. მოთქვამს და ტირის..
იმ სატრფოს.. კარში თვით რომ გააგდო..

დამშვიდდი სულო.. სულო ობოლო!
გეყო, შეიშრე თვალზე ცრემლები,
აქ ხომ შენებრი გვერდით ვმეზობლობთ,
და ვერ უშველის წასულს ცრემლები...

ნეტავ მეპოვნა მე ის ხანჯალი,
დარდი ძაფივით რომ ზედ ამეგო,
ამენთო ყველას გული ჩამქრალი,
ჩემი გული კი ორად გამეპო..

მაგრამ ვერ დახსნის ტანჯვას სიკვდილი,
მხოლოდ იფარავს, სუნთქვას, აოკებს,
სველი ჭურჭელი სასომიხდილი,
ნუ გიცახცახებს.. დე, დააოკე..

გავა.. დრო გავა.. შენ არ მოკვდები..
კვლავ აყვავდები.. ასე მგონია..
გაგეფურჩქნება მზეზე ყლორტები,
კვლავ დაგმშვენდება როს ზღვას თოლია..

ამქვეყნად მხოლოდ ცერცვი არ ხარობს
მეორედ.. ცრემლს ვინც ღაწვზე გაცოცებს,
გწამდეს.. ცხოვრება კვლავ გაგახარებს,
იმით, ვინც ისევ გრძნობით გაკოცებს...


ვაიმეე ვტირიი :((( მარტო ასეთი გამოხმაურებისთვის ღირს წერა ❤️ მადლობა ასეთი სილამაზისთვის ❤️❤️❤️


ოღონდ ნუ იტირებ და ლექსები რა ბედენაა blush

 


№6  offline წევრი Variable Ocean

გაიღიმე ცხოვრება მშვენიერია და ვინც ვერ გაფასებს დაიკიდე რაა

ნამდვილად არ ღირს ეგეთებუსთვის ცრემლების ღვრა და "უწი წუწები"

 


№7  offline წევრი luana

Variable Ocean
გაიღიმე ცხოვრება მშვენიერია და ვინც ვერ გაფასებს დაიკიდე რაა

ნამდვილად არ ღირს ეგეთებუსთვის ცრემლების ღვრა და "უწი წუწები"


❤️❤️

 


№8  offline მოდერი bla.ell

შენც როგორ დამწუხრებულხარ...კარგი იყო წარმატებას გისურვებ❤❤

 


№9  offline წევრი luana

bla.ell
შენც როგორ დამწუხრებულხარ...კარგი იყო წარმატებას გისურვებ❤❤


მადლობაა ჩემო კარგო ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent