ბუმერანგი.მეორე ნაწილი 10 თავი
-ძილში შემშრალ ცრემლებს მწმინდავ და გინდა ამით შენი საქციელი დამალო? არ გადანაშაულებ მამა,ვიცი რომ ცუდს არ გამიკეთებ შვილივით გამზარდე.ნუ შემეკითხები რა მოხდა და როგორ მოხდა,არაფერი ვიცი და ვერაფერს გეტყვი,მაგრამ ძნელია იმ წუთების გახსენება რაც გამოვიარე.უნდა გამოვტყდე რომ ძალიან შემეშინდა,სიკვდილს ჩავხედე თვალებში და საშინელი ტკივილი ვიგრძენი,შიში იმისა რომ ვეღარასოდეს გნახავდით.მეგონა სასიცოცხლო ძალები გამომელია და გულს ჰაერი თითქმის აღარ მიეწოდებოდა,ამიტომ სუნთქვაც ნელა-ნელა შევწყვიტე,მაგრამ თვალი გავახილე და შვება ვიგრძენი თქვენ რომ დაგინახეთ.ახლა კი ვცდილობ რეალობას დავუბრუნდე, რომ ცოცხალი ვარ და თქვენთან ვარ.დედა სანამ ვსუნთქავ,სანამ ვარსებობ,სანამ ჩემი გული მუშაობს მინდა ვიცოცხლო, მაგრამ გული და სული ზიზღით აივსო,ზიზღისგან სული მეკვრება რადგან ყველა ის ადამიანი მძულს ვინც უდანაშაულო ადამიანს ასე უმიზეზოდ აწამებს.ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი თავი ასე დამცირებულად და შეურაცყოფილად.მამა იცი რა ძნელია როცა გტკენენ და შენს სიახლოვეს არავინ არის რომ მოგეშველოს? რატომ ან რისთვის ამოდენა ტკივილი,ან ვის გამო.მამა ვინ დგას ამ ყველაფრის უკან,არ მინდა სიკვდილი,არ მინდა კიდევ ერთი ტრაგედია ვიყო შენი სულის ტაძარზე.გაჩერდი მამა,შეჩერდი სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის.იცი თითოეული ადამიანში რა ფასობს? არა,არ იცი რადგან სიკვდილისას არასოდეს ჩაგიხედავს მათ თვალებში.ესვრი მათ და კლავ,მაგრამ მათ უკან ხომ სხვები დგას.სწორედ ის სხვებია ახლა ასე რომ გტანჯავს,ხო იტანჯები რადგან არ იცი ვინ არის და ვისგან მოდის ეს ბოროტება,მაგრამ შენ დაიწყე და ისინი აგრძელებენ აი ესაა სიმართლე.დღეს რომ არა პოლიციელი ახვლედიანი ჩემს ცხოვრებასაც ფოთოლივით წაიღებდა ქარი.შემომხედე,თვალებში შემომხედე და ჩემი ნუ გრცხვენია, შეცდომის გამოსწორება არასოდეს არ არის გვიან და შეეცადე გამოასწორო შენი შეცდომები. -გაჩუმდი,ისედაც ვნანობ ყველაფერს. -ნანობ? არ ვარ დარწმუნებული,რადგან შენი თვალები არ გამოხატავს სინანულს მამა. -დილა მშვიდობის ანამარია. -დილა მშვიდობის ვალერა. -როგორ ხარ,როგორ გეძინა. -კარგად. -მიხარია რომ კარგად ხარ,გუშინ ვიყავი მოსული და არ მომეწონე,უხასიათოდ იყავი. -დაღლილი ვიყავი. -მხოლოდ დაღლილობა იყო შენი უხასიათობის მიზეზი? -სხვას რას უნდა გაეფუჭებინა ჩემთვის ხასიათი. -არ ვიცი,უცნაურად მომეჩვენე გუშინ.ანამარია მოხდა რამე? -მოხდა,გუშინ ვნახე. -მერე? -დარწმუნებულია ჩემს ვინაობაში,იცის ვინც ვარ. -ეს როგორ? -როგორც ვივარაუდე დნმ-ის ანალიზი მაჩვენა,მაგრამ როგორ გააკეთა ეს არ ვიცი. -საინტერესოა ეს როგორ შეძლო. -მითხრა შენ შეგეკითხო,ისიც მითხრა რომ მხოლოდ შენ გაქვს ამ კითხვაზე პასუხი. -მე? მე საიდან ან როგორ. -მეც ეს მიკვირს,მაგრამ მინდა მითხრა რა საერთო გაქვს ჩემს წარსულთან. -არანაირი,რა მოხდა ასე დაეჭვებით რატომ მიყურებ. -მომისმინე,მე თქვენთან ერთად გავიზარდე,თქვენ ხართ ის ორი ადამიანი ვინც ჩემს გვერდით იყავით ამ წლებში და ჩვენ ტყუილებს არ ვეუბნებოდით ერთმანეთს,ასე ხომ არის. -ასეა,ახლა რა მოგივიდა. -არ ვიცი...................... -დაწყნარდი,შენ პოლიციელმა აგირია თავგზა. -შეეშვი პოლიციელს და ყველას,ახლა აქ მე და შენ ვართ. -შევეშვა? ჩემს წინააღმდეგ განგაწყო,რომ მე თითქოს გატყუილებ და მეუბნები ყველაფერს შევეშვა,მისგან ეს ბრალდებაც უნდა ავიტანო? -მითხარი რომ არ იცნობდი ინდირა ვერულაშვილს. -არ ვიცნობ,მაგრამ დახმარება მთხოვა და უარი არ მითქვამს. -გაჩუმდი,ვალერა არ გაქვს კარგად გათვლილი რა უნდა მითხრა,რადგან როცა ცდილობ ტყუილი თქვა შენ ეს არასდროს გამოგდიოდა. -ანამარია მომისმინე,მე........................ -შენ მომისმინე,ვგრძნობ რომ რაღაც მნიშვნელოვანს მიმალავ და მე დაგელოდები,როცა მზად იქნები მოგისმენ.სიმართლის მოსასმენად ვარ მზად,მხოლოდ სიმართლის. -შენ პოლიციელის გჯერა და ჩემი არ გჯერა? -კითხვა დაგისვი და კითხვებითვე მეკამათები,ეს უფრო გაბნებს რადგან შენ ახლაც ცდილობ ახალი ტყუილი შეთხზა,რადგან კარგად იცი მე რისი გარკვევა მინდა,რა სიმართლის თქმას გთხოვ და შენ ამ ყველაფრის მაგივრად რას მპასუხობ.მე სიმართლე მინდა შენგან,კიდევ გიმეორებ მხოლოდ სიმართლე. გული უჰაერობისაგან დაღლილი გამოფიტულია, მოზომილი ნაბიჯებით და დამძიმებული სხეულით მიაბიჯებს, გზა კი ნიკას ბინამდე უსაშველოდ გაგრძელდა.მივიდა,ამოისუნთქა კართან და ზარი დარეკა,დაელოდა.ნიკამ ჯერ საათს შეხედა და შემდეგ წამოდგა,გაუკვირდა ასე ადრე ვინ იყო კართან და კარი გააღო. -დილა მშვიდობისა შვილო. -მამა? როგორ ხარ,ასე ადრე აქ რატომ მოდი. -შემომიშვებ სახლში? -შემოდი,შემოდი ყავას მოვადუღებ რომ გამოვფხიზლდე. -მოდი დაჯექი,ვიცი ადრე მოვედი მაგრამ უნდა მომისმინო. -მამა............ -ნიკა არ ვიცი დრო რამდენი მაქვს. -როგორ დრო,რას ნიშნას ეს ყველაფერი, ავად ხარ? -მე და იზაბელას შენს მეტი არავინ გვყავს,შენ ჩვენი შვილი ხარ ნიკოლოზ და მინდა სახლში დაბრუნდე.ეს კი საბუთებია, ჩვენ რაც გაგვაჩნია ორივემ ერთად გადავწყვიტეთ და შენს სახელზე დავწერეთ,მხოლოდ შენი ხელის მოწერაა საჭირო. -ეს რატომ გააკეთეთ მამა. -სხვა არავინ გაგვაჩნია შენს გარდა,ყველაფერი რაც გვაქვს შენია შვილო. -დავბრუნდები,მე იმ სახლში გავიზარდე და ჩემი ბუდე იქაა თქვენთან ერთად,მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს და ისინი უნდა მოვაგვარო. -მაშინ რომ მშვიდად ვიყოთ,ხელი მოაწერე ამ ქაღალდებზე.ნიკას გაეცინა,არ აწყენინა მოხუც მამას და სადაც საჭირო იყო ყველგან მოაწერა ხელი. -დამშვიდდი? -მშვიდად ვარ,მაგრამ სათხოვარი მაქვს. -გისმენ. -ნიკოლოზ ვიცი როგორც ხარ და გთხოვ ნუ დაგაბრმავებს შურისძიება,არანაირი სიტყვა თავის გასასამართლებად არ მოიძებნება ქართულ სიტყვათა კონაში როგორიცაა მკვლელობა,ან მკვლელობის მცდელობა. -არა,მე არ მოვკლავ მამა.მე მას დავიჭერ და იმ ადგილს მივუჩენ რომელიც ეკუთნის და იმედია იმ ადგილის ტკეპნა დიდი ხნით მოუწევს. -მთელი ჩემი ცხოვრება პატიოსანი კაცის სახელით ვიცხოვრე,მაგრამ ჩემივე სიმართლემ მე ვერ მომეხმარა გადამერჩინა ჩემი ბევრი საყვარელი ადამიანები.ძნელია სიმართლის პოვნა შვილო,განსაკუთრებით მაშინ,როცა რუხვაძეებისნაირი ბობოლები დაძრწიან და ყველა დანაშაულის თავში ისინი დგას. -არა,არა აქ ამ შემთხვევაში რუხვაძეებს არანაირი კავშირი არ აქვს,ამიტომ დავეძებ მკვლელს ყველგან.შემიძლია გენდო? -მენდე შვილო,რასაც მეტყვი სამარეში ჩავიტან ჩემი იმედი გქონდეს. -მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამ გითხრა. -გისმენ.გაოცებული უცქერდა ალექსანდრე ნიკას. -რამოდენიმე დღის წინ გოგონა რომ მოვიდა და მადლობა მოგიხადა გადარჩენისთვის,გახსოვს? -მახსოვს,მან მითხრა რომ ის არის ანამარია. -არ ტყუის მამა,ის არის ინდირას შვილი. -უკვე მოვიდა პასუხები? -მოვიდა პასუხი და მათი დედაშვილობაც დაადასტურა დნმ-ის ანალიზმა. -უცნაურია,ვინ იყო მალიბუ და რატომ მოვიდა ის ჩვენთან. -მეც ეს კითხვები მაწუხებს,მამა თქვენი საიდუმლო კიდევ ვინ იცოდა. -მეგონა,რომ მხოლოდ ჩვენ ვიცოდით. -გამოდის ვიღაც არის ვინც ყველაფერი იცის. -ასეა,ვიღაც არის ვინც ყველაფერი იცის.ახლა რას ვაკეთებთ,უნდა ვუთხრათ ინდირას? -ჯერ არა,თავისი დრო აქვს ყველაფერს. -ნიკა მას უნდა შვილი იპოვოს. -ეძებოს,სიმართლეს გაიგებს მაგრამ უნდა გავიგო,რა საერთო აქვთ მალიბუსთან. -კარგი,შენ უკეთ იცი რა და როგორ უკეთესია. -მამა,უნდა დაელაპარაკო ინდირას რომ მცირე დროით უნდა წავიდეს აქედან,რადგან შესაძლებელია მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. -მე და რობერტიმ ველაპარაკეთ აქედან წასვლაზე და სერიოზულად დაფიქრდა. -კარგი,საუბარში დრო გავიდა და უნდა მოვემზადო სამსახურში წასვლის დროა. -მეც მივდივარ და იმედად იყავი შვილო.გაუღიმა ალექსანდრემ და ბინიდან გავიდა,ნიკა კი ჩაფიქრდა, მალიბუს ფოტო ხელში აიღო და თქვა. -სამი თვე გავიდა შენი წასვლიდან მალიბუ მაგრამ შენს ნივთებს ვერ ვეხები,ტელეფონში შენი რამდენიმე ვიდეო მაქვს და აუტანელ ტანჯვას მაყენებს მათი მოსმენა.არ ვიცი ვინ და რატომ შემოგაგზავნა ჩვენს სახლში,მაგრამ გპირდები ძიებას ბოლომდე მივიყვან და შენს მკვლელს და მკვლელობის დამკვეთს ვიპოვი,ვიპოვი და მზის სინათლეს მოვანატრებ.სიბრაზეს ვერ იოკებდა,სიბრაზესთან ერთად ცრემლებიც კი ახრჩობდა.უკვე მზად იყო და წასვლასაც აპირებდა,რომ ტელეფონზე ნაცნობი ნომერი დაფიქსირდა. -გისმენ ანამარია. -უნდა შეგხვდე ნიკა. -სად და როდის. -თუ დრო გაქვს,ახლავეს. -კარგი,ჩვენს ადგილზე დამელოდე და მოვალ.ნიკამ საჩქაროდ დატოვა ბინა და გულის ფრიალით წავიდა ნაცნობი ადგილისაკენ,ვერ ხვდებოდა ასე რატომ უხაროდა იქ მისვლა ან რა უნდა უთხრას,რა არის ასეთი საჩქარო.ფიქრებში გართულმა ნაცნობ ადგილს მიუახლოვდა,მანქანა დააყენა და გადმოვიდა.ანამარია გზის მეორე მზარეს იდგა და ნიკას ელოდა,გზის გადასაკვეთათ ნიკამ მისკენ მომავალ მოტოციკლეტს დაელოდა რომ შემდეგ თავისუფლად გაევლო გზა,მაგრამ მასთან მიახლოვებულმა მოტოციკლეტმა რომელზედაც ორი უცნობი პირი იჯდა მოულოდმელად სვლა შეანელა და ნიკას რამოდენიმეჯერ ესროლა,ნიკა წაიქცა,ანამარიამ გაოცებულმა შეხედა ამ სურათს და ეს ისე სწრაფად მოხდა ვერ გაერკვა რა ხდებოდა,მოულოდნელად სროლის ხმა მიწყდა და სირბილით გაიქცა ნიკასთან. -ნიკააა,ნიკა თვალი გაახილე ჩემი გესმის? -მესმის,მესმის კარგად ვარ დამშვიდდი ჟილეტი ჩავიცვი დღეს.ანამარიას დახმარებით ფეხზე წამოდგა და უთხრა. -სწრაფად შენი მოტოციკლეტი მოიყვანე, უნდა დავედევნოთ. -ახლავეს.ანამარიამ მოტოციკლეტი მიიყვანა ნიკასთან და უთხრა. -დაჯექი,შორს ვერ წავიდოდნენ.ნიკა უკან დაჯდა და ანამარიას ხელები შემოხვია,რამდენიმე წუთში დაეწია ნაცნობ მოტოციკლეტს და ნიკამ ესროლა,ერთი დაჭრა მაგრამ სვლას უფრო მოუმატა და ანამარიამაც დიდი სისწრაფით გაჰყვა,წინ გადაუსწრო.გაქცეულმა სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა,ვეღარ გააკონტროლა შიშისგან სად მიდიოდა და გზიდან გადაუხვია,ხეს შეასკდა და უსულოდ დაეცა მიწაზე. -ყოჩაღ დღეს სასარგებლო იყო შენი ჩემს გვერდით ყოფნა. -ისევ ირონია? -არა,ახლა უკან დავბრუნდეთ.ნუ კანკალებ,დაიმახსოვრე ამ გზაზე არ გაგივლია, აქ არ ყოფილხარ და არც არაფერი დაგინახია. -კარგი,ახლა წავალთ მაგრამ ჩვენ სალაპარაკო გვაქვს.ნიკამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ანამარია გაუშვა,თავად კი თავის მანქანასთან გაჭირვებით მივიდა.ის იყო კარი გააღო,რომ თავისი სახელი მოესმა და უკან მიიხედა. -ნიკა აქ რას აკეთებ -რობაქიძე? შენ რა გინდა აქ. -მითხრეს რომ სროლა არისო და აქეთ გამომიშვეს. -მარტო გამოგიშვეს? -ყველა გასულია და მარტო წამოვედი. -მე აქ ვარ და სროლა არ ყოფილა,არ გამიგონია. -ნიკა................ -რობაქიძე წადი და შენ აქ სროლას არ შესწრებიხარ,გესმის? -მესმის,მივდივარ.ნიკამ შეკრული წარბებით გახედა რობაქიძეს,რომელიც გადამცემით იძლეოდა შეტყობინებას. -ვიმყოფები დანაშაულის ადგილზე,აქ სრული სიმშვიდე და სიწყნარეა.არანაირი სროლას და არეულობას არ ჰქონია ადგილი,ცრუ განგაშია. -გამოდის როგორც თქვი რობაქიძე ცრუ განგაში იყო.. -დიახ ასეა,ცრუ განგაშია.ნიკა წავიდა და გულზე იკიდებდა ხელს,ბინასთან მისულს ანამარია იქ დახვდა. -აქ რატომ მოდი,ხომ გითხარი წადითქო. -გგონია წასვლა შემეძლო,როცა ვიცი როგორ ხარ? -არ მაქვს შენთან კამათის თავი ანამარია და წადი. -ფერი არ გადევს,ახლა მაინც გაჩუმდი და მომეცი საშუალება მოგეშველო.ნიკა ანამარიას დახმარებით შევიდა ბინაში,წელს ზემოთ გაიხადა და სადაც ტყვია მოხვდა ის ადგილები დაწითლებულები ჰქონდა. -ხედავ სად მოგხვდა ტყვია? გულთან,გამოდის რომ არა გასაფრთხილებლად,არამედ სასიკვდილო უნდა ყოფილიყო ეს ტყვია და რომ არ ჩაგეცვა ეს ჟილეტი ხვდები რომ ახლა ცოცხალი არ იქნებოდი? -დღეს გაუმართლებდა რუხვაძეებს,რადგან თავიანთ გეგმას სისრულეში მოიყვანდა.ეს უკვე მეორე შემთხვევაა ჩემზე რომ გამოვიდნენ და ჩემი მოკვლა სცადეს. -სად გაქვს სამედიცინო სპირტი,კომპრესებს დაგადებ ამ სიწითლეებზე და გაგივლის ტკივილიც. ნიკა დაიბნა და ანამარიას ხელის შეხებაზე წუთიერად გაითიშა,შემდეგ გონს მოეგო და უთხრა. -აბანოში შედი და კომოდის ქვედა უჯრაში ნახე,იქაა ყველაფერი.ანამარია აბანოში შევიდა,იქვე ნიკას სუნამო ნახა ხელში აიღო და გაეღიმა,თვალები დახუჭა სუნამოს სუნი ღრმად შეისუნმთქა,შემდეგ ქვედა უჯრა გამოაღო საჭირო ნივთები აიღო და ნიკას ხმაც შემოესმა. -გადაიტანეს მეორე კორპუსში აბანო თუ რას აკეთებ მანდ აქამდე. -მოვდივარ.მოესმა ანამარიას ხმა,ის აკვირდებოდა მის აკანკალებულ ხელებს და ჩაეღიმა.ხელზე ხელით შეეხო და უთხრა. -დაწყნარდი,ხომ მხედავ რომ კარგად ვარ. -შემეშინდა.თქვა ანამარიამ და ნიკას თვალებში შეხედა. -შეგეშინდა? -შემეშინდა,მართლა ძალიან შევშინდი. -რატომ? მე ხომ შენთვის არავინ ვარ,თუ ჩემმა სუნამოს სურნელმა დაგაბნია. -იდიოტო პირველად შევხედე ჩემს წინ როგორ კლავენ ადამიანს,შენ ფიქრობ ასეთი სცენები ყოველ დღე ხდება ჩემს ცხოვრებაში? -დაწყნარდი,ყველაფერმა ჩაიარა და ორივე აქ ვართ. -ვფიქრობ სწორედ ისინი იყვნენ,ვინც მალიბუ მოკლეს.მათ უნდათ შენც გაგაჩუმოს და თავიდან მოგიშოროს,რადგან მხოლოდ სიკვდილით თუ გაგაჩუმებენ. -როგორც იქნა შენი ტვინი ამუშავდა,დღემდე მე მიგაჩნდი მკვლელად. -შენ კი შენი ავადმყოფური ტვინით შენთვის მე ვიყავი მკვლელი,არ თქვა რომ ტყუილს ვამბობ. -არა,არ ტყუი მაგრამ ჯერ კიდევ არის გასარკვევი რაღაცეები. -შენ მართლა ავადმყოფი ხარ,მივდივარ არ ხარ ღირსი აქ გავჩერდე და შენზე ვინერვიულო.ანამარია წამოდგა,ნიკამ კი ხელი წაავლო და ისევ მის გვერდით დასვა,თვალი შეავლო მის არეულ სახეს,წითელ ბაგეებს და ნაზად შეეხო. -რა,რას აკეთებ.გაუკვირდა ანამარიას. -პირველი შენ გამომიწვიე და დამაბნიე,ახლა კი მე ვცდილობ აგიშალო ვნებები,რომლებიც უზღვავად დაგიგროვდა და სადაცაა ვერ გააკონტროლებ. -კარგად შეგირჩიე სახელი,ავადმყოფი ხარ.მივდივარ,ხვალ მოვალ და მეტყვი ყოველგვარი დაფიქრების გარეშე ვინ არის ინდირა ვერულაშვილი. -დღევანდელი დღე დაივიწყე,არაფერი არ იცი. -კარგი,თუ გადარჩი ამ ღამეს ხვალ შევხვდებით.ნიკას თვალი ჩაუკრა და წავიდა,კარის დაკეტვის ხმა გაიგონა ნიკამ თუ არა,გაეცინა. დაგროვილი სიბრაზე,აგრესია და სულ მცირე რამეზე ღიზიანდება,რამდენჯერმე შეუცვალა მაგიდაზე ნივთებს ადგილი და მაინც ვერ დამშვიდდა. -დილა მშვიდობის,ადრე მოსულხარ ყავა მიირთვი? -დაჯექი.მკაცრი იყო ნოდარის ხმა რომელიც ნათიას საერთოდ არ მოეწონა და გაკვირვებულმა შეხედა მის წინ სახე არეულ ნოდარს. -რა მოხდა,რა გჭირს. -დიდი შეცდომა დავუშვით ნათია. -რა შეცდომა,რას ამბობ ნოდარ. -მალიბუ არჯევანიძე არ იყო გაგას ქალიშვილი. -რას ამბობ, ნოდარ მაშინ ვინ იყო მალიბუ და რატომ უტოვებდა გაგა მას კომპანიის აქციებს. -არ ვიცი,არ ვიცი და მეც მაგაზე ვფიქრობ. -იცოდა,გაგამ იცოდა სიმართლე და ეს განგებ გააკეთა, რადგან მტერი დაებნია. -ვინ იყო მალიბუ და რატომ მოვკალით ჩვენ ის. -დამშვიდდი, ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ. -სად ხარ აქამდე ანამარია.კარი დაკეტა თუ არა გაბრაზებული ხმა შემოესმა ანამარიას და შეხედა,ვალერა სიბრაზეს თვალებიდან აფრქვევდა. -აქ ხარ? არ ვიცოდი თუ მელოდებოდი ბოდიში დამაგვიანდა. -დიახ, დაგაგვიანდა. ამ დროს ქუჩაში ათასნაირი რჯულის ადამიანი არის,ნუთუ ვერ ხვდები,რამდენ ენერგიას გართმევს ეს პროექტი რომელიც აირჩიე და თავსაც საფრთხეში იგდებ? -მინდა ყველაფერი დავივიწყო და არაფერზე არ ვიფიქრო,მაგრამ რაც უფრო დრო გადის ყველაფერი თავად მედება ფეხებში. -გააკეთე რაც გინდა,მაგრამ არ მინდა რამე შეგემთხვეს. -დამშვიდდი არაფერი შემემთხვევა,ფრთხილად ვარ.პრობლემა სულ სხვა რამ არის. -რა არის პრობლემა. -არ ვიცი ვისგან და რისგან,ან რატომ შემემთხვევა ცუდი რამ.ვალერამ შეხედა ანამარიას და მისმა გამოხედვამ ჟრუანტელად დაუარა სხეულში. -რადგან სახლში მოდი მე წავალ და არ გაბედო სახლიდან გასვლა. -ვალერა დაღლილი ვარ,უნდა დავისვენო და მომცემ დასვენების საშუალებას? -კარგი,მივდივარ ცხელი აბაზანა მიიღე და დაღლილობას მოგიხსნის. -შეხვედრამდე. -შეხვედრამდე პატარავ.ვალერა წავიდა,ანამარიამ გაიხადა ტანისამოსი და შიშველი სხეულით ცივი წყლის ქვეშ დადგა. მიუხედავად იმისა,მის გარშემო რთული სიტუაციაა ის ფიქრობს და თავის თავში ის სისუსტეები აღმოაჩინა,რომლებიც არასოდეს არ მოსწონდა სხვაში. -ქართველიშვილო ადექი მოემზადე,თავისუფალი ხარ.თორნიკემ ზედამხედველს შეხედა და საკანში სხვებს გადახედა,ფეხზე რომ არავინი არ ადგა ზედამხედველს შეეკითხა. -მე? იქნებ შეგეშალათ ზედამხედველო გვარი და შეცდომით ამოიკითხეთ. -არ მეშლება თორნიკე ქართველიშვილო,თავისუფალი ხარ დამტკიცდა შენი უდანაშაულობა. -სიმართლეს ამბობთ? -სიმართლეს ვამბობ მეგობარო,თავისუფალი ხარ. -რობაქიძე სად ხარ,მომიყვანეთ რობაქიძე. -აქ ვარ კომისარო რა მოხდა. -სად გაგიშვი გუშინ და რა გააკეთე სადაც წადი. -იქ სადაც გამიშვი გუშინ ცრუ განგაში იყო კომისარო. -დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ,ვიყავი მისული და სრული სიმშვიდე იყო გარშემო. -მაგრამ ცოტა რომ გაგევლო,რამდენიმე მეტრში ორ გვამს ნახავდი. -მართლა? რობაქიძემ გაოცებულმა შეხედა კომისარს და შემდეგ ნიკას გადახედა. -თუ არ გაგყევით საქმეს არ აკეთებთ,თქვენი ნდობა შეუძლებელია. -რა მოხდა,ვინ იყო ისინი კომისარო ან რატომ შეაკლეს თავი ერთმანეთს. -როგორც ჩანს საქმის გარჩევისას ერთმანეთს დაეტაკნენ და ორივე დაიღუპა. -კომისარო ქართველიშვილზე გაიგეთ რამე? -გავიგე,სულ ცოტა ხნის წინ გაანთავისუფლეს და შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ ნიკა. -უდანაშაულო ადამიანს ვერ გავწირავდი კომისარო,ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა. -მართალი ხარ,მაგრამ კარგია რომ დაფიქრდი და შენი ეგოიზმობა გვერძე გადადე.აბა საქმეს მიხედეთ,გაჩერების დრო არ გვაქვს. ზოგიერთი ფიქრობს რაც შეიძლება მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეს,რომ უკეთესად იცხოვროს,მაგრამ ვერ აცნობიერებენ რამდენად ბედნიერი არის თვითეული მათგანი,როცა სუნთქვაც კი შეუძლიათ თავისუფლად და არა ის,რომ თავისუფლება ზოგიერთისათვის მახვილივით არის,რადგან სწორედ თავისუფლად ცხოვრება აბრმავებთ და უზღუდავთ თავისუფლების წუთებს,რომლებსაც უამრავი ადვოკატი და მოსამართლე სჭირდება,რომ ნამდვილად იმსახურებს ამ წუთებს.ციხის მძიმე კარი დაიხურა თუ არა თორნიკეს უკან,სწორედ მაშინ ამოისუნთქა ღრმად და ვასოს შეხედა,რომელმაც გაუღიმა და უთხრა. -აბა როგორ ხარ,წავედით? -შენ წადი,მე ერთ ადგილზე უნდა მივიდე ვასო. -კარგი,შევხვდებით ერთმანეთს მეგობარო. -შეხვედრამდე.უთხრა თორნიკემ და ისიც სულ სხვა მიმართულებით წავიდა,გზაში თეთრი ქრიზანტელების თაიგული იყიდა და მალიბუს საფლავზე მივიდა.ყვავილები დააწყო,მალიბუს ფოტოს შეხედა და უთხრა. -მოვედი მალიბუ,მოვედი მაგრამ შოკირებული ვარ და დღემდე ვერ ამოვხსენი თუ რა მოხდა იმ ნახევარ საათში.დღესაც მიჭირს აზრზე მოსვლა,ეს ოთხი თვე ფიქრისთვის დრო მქონდა,მაგრამ მაინც ვერ მივხვდი ვინ ხარ,ნუთუ ეს ყველაფერი ტყუილი იყო ისე როგორც სიზმარი და რაღაც წუთებში ყველაფერი გაქრა? მინდა ვიცოდე,ვინ ვიყავი მე შენთვის ან გიყვარდი კი? თუ ეს ყველაფერი გათვლილი გქონდა.საინტერესოა რას გრძნობდი მაშინ,როცა ჩემს მკლავებში იყავი და ჩემს მკერდზე გედო თავი,ჩემს სუნთქვა უსმენდი.მე ვიცი ვინ იყავი ჩემთვის,ერთადერთი ქალი ვინც მთელი გულით და გრძნობით შემიყვარდა,მინდოდა ჩემი ცხოვრება შენს გვერდით გამევლო,მაგრამ დავრწმუნდი რომ მე შენთვის არავინ არ ვყოფილვარ და აღარც შენ არსებობ ჩემთვის.რატომ? სიყვარული სიძულვილმა შეცვალა მალიბუ.ცრემლი მოიწმინდა ადგა და უკან ხევით დატოვა მალიბუს საფლავი,როცა შებრუნდა მის წინ ლანა იდგა. -თორნიკე უკვე გამოგიშვეს? თავისუფალი ხარ,გილოცავ. -კი თავისუფალი ვარ,სულ რამდენიმე საათია რაც გავნთავისუფლდი ლანა. -სიმართლე გითხრა აქ არ გელოდი,მაგრამ რადგან გნახე მინდა გითხრა რომ მალიბუს ძალიან უყვარდი. -არ ვარ დარწმუნებული ლანა. -იმ ღამეს წვიმაში რომ მოყევით გახსოვს? მაშინ მითხრა,რომ ძალიან უყვარდი. -ლანა შენ მისი ახლო მეგობარი იყავი და შენთან გულახდილად ამბობდა ყველაფერს. -ასეა,ჩვენ არაფერს არ ვუმალავდით ერთმანეთს,მაგრამ ეს იყო პირველ ხანებში,შემდეგ კი სულ სხვა რამ გავიგე,რომ ის იყო გაგა რუხვაძის ქალიშვილი და ის კომპანიაც მისი გახდებოდა სულ მალე. -სცდები ლანა. -ვცდები? -სცდები ლანა რადგან მალიბუს თავიდანვე ჰქონდა გათვლილი ყველაფერი,მან თავიდანვე იცოდა რომ არ იყო გაგას ქალიშვილი და ერთ დღეს მის საიდუმლოსაც ფარდა აეხდებოდა. -იცოდა? მალიბუმ ყველაფერი იცოდა? -იცოდა. -თორნიკე რას ამბობ,აქ რაღაც შეცდომაა. -ლანა მან ყველას გვეთამაშა თავისი შექმნილი თამაშით ან ასე დაავალეს და ის მხოლოდ მარიონეტი იყო. -თორნიკე გამოდის არც მე და არც შენ არ გვცნობია მალიბუ და შეგიძლია მითხრა ვინ იყო ის სინამდვილეში? -სამწუხაროდ ამას ვეღარ გავიგებთ,რადგან თავად ამ კითხვაზე ვერ გვიპასუხებს.ნახვამდის ლანა და თავს გაუფრთხილდი. -ნახვამდის თორნიკე.გაოცებული იდგა ლანა და უცქერდა მხრებში მოხრილ მიმვალ თორნიკეს რომელიც სულ მალე გაქრა მისი თვალთა ხედვიდან,შემდეგ მალიბუს ფოტოს შეხედა და უთხრა. -როგორ შეგეძლო ასეთი ტკივილის მიყენება იმ ადამიანისათვის ვისაც ასე ძალიან უყვარდი,შენ ის გაანადგურე და მეც არ ვარ უკეთეს დღეში.მართლა მაინტერესებს ვინ იყავი და რა გეგმები გამოძრავებდა,რა იყო შენი მიზანი.ალბად ოდესმე გაირკვევა შენი საიდუმლო და გავიგებთ ადრე თუ გვიან ამ სიმართლეს. -დილა მშვიდობის ძილის გუდა. -ვალერა აქ იყავი წუხელ? არ გამიგია შენი მოსვლა. -გვიან მოვედი,ისე ტკბილად გეძინა არ გაგაღვიძე და ჩემს ოთახში შევედი. -ალბად მიტომ მეძინა ასე მშვიდად აქ რომ იყავი. -მაგრამ შენ არ იცოდი აქ თუ ვიყავი. -არ გითქვამს რომ მოხვიდოდი,შემამოწმე? -რა სისულელეა ანამარია რატომ უნდა შეგამოწმო. -წუხელ რომ გამიბრაზდი,ალბად ამიტომ გადაწყვიტე ჩემი შენოწმება. -არანაირი შემოწმება არ ყოფილა,გასაგებია? -გასაგებია. -კარგი და რა გეგმები გაქვს დღეს? ვალერამ გაუღიმა ანამარიას და თავის ჩანთაში საჭირო ნივთები ჩაალაგა. -ჯერ არაფერი დამიგეგმავს,მოგვიანებით ალბად გავივლი. -კარგი, თუ დრო მექნა და ჩემმა დატვირთულმა გრაფიკმა გამიშვა დაგირეკავ და ყავა ერთად მივირთვათ ან ვისადილოთ შუადღეზე. -კარგი აზრია,დამირეკე და მოვალ სადაც მეტყვი. -კარგი მე წავედი. -უკვე მიდიხარ? ჯერ 8 საათია,ადრეა. -მერე საცობები იქნება. -არც ისაუზმებ? -შენ თუ გამიმზადებ,ვისაუზმებ. -კარგი,რა წაგისვა თაფლი თუ მურაბა? -თაფლი წამისვი თაფლივით ტკბილი დღე რომ მქონდეს.ანამარიამ თაფლი წაუსვა გახუხულ პურზე და ვალერას მიაწოდა,მაგრამ ვალერა ადგა და ანამარიამ გაოცებულმა შეხედა. -სად მიდიხარ,არ შეჭამ? -ჩემს ოთახში მივდივარ რაღაც მნიშვნელოვანი საბუთები დამრჩა,წუხელ ერთი პაციენტის ისტორიას გადავხედე და თან უნდა წავიღო,მჭირდება.ვალერა წავიდა და მის ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა,ხელის კანკალით აიღო ტელეფონი და წაიკითხა. -,,ერთ საათში უნდა შევხვდეთ,მნიშვნელოვანი რამ უნდა გითხრა''. ,,რატი''. -საინტერესოა რა უნდა გითხრას რატი ძიამ ასეთი მნიშვნელოვანი. თვალების ცეცებით მიუყვებოდა სახლისკენ მიმავალ გზას, მიდიოდა და ალაგ-ალაგ ამოყრილი საუკუნის დაგებული ქვაფენილი ღრჭიალით მიაცილებდა,გული უფრიალებს და ფიქრობს როგორ გაადნოს ფატის თვალებში მოგიზგიზე სიყვარუილის ზოდები,მაგრამ ოდესმე მის გულსაც ეღირება ბედნიერებაც რომელიც სხვისი სხეულის სისხლით არ იკვებება სარეველასავით.კართან მივიდა და ზარი დარეკა,ჯერ სიჩუმემ უპასუხა ზარზე და შემდეგ ხმაც გაიგონა. -მოვდივარ.ზედმეტად ჩქარი ნაბიჯით გადაკვეთა სახლის ის მონაკვეთი რომელმაც კარებამდე მიიყვანა და კარიც გააღო,მაგრამ სიტყვაც ვერ თქვა,რატომ? მან ხომ იბრძოლა მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად და დაამტკიცა კიდეც,მისი შეუპოვრობით თავისუფლება აჩუქა საყვარელ ადამიანს,ახლა კი რა ემართება? დგას და გაოცებული უცქერის მის წინ მდგარ მომღიმარ თორნიკეს. -თორნიკე? შენ უკვე თავისუფალი ხარ და აქ ხარ. -აქ ვარ,მოვედი რომ მადლობა გითხრა ფატი. -მადლობა? შენ კარგად იცოდი როგორ ძალიან მიყვარდი,მაგრამ არ გადანაშაულებ გულს ვერ უბრძანებ,შენმა გულმა მალიბუ აირჩია,მაგრამ მე ის გავაკეთე რაც საჭიროდ ჩავთვალე. -ვიცი,გვიან გავაანალიზე რა ჩავიდინე და ამ შეცდომისათვის დავისაჯე.ყველა შეცდომას გადახდა უნდა და ვფიქრობ მეც გადავიხადე ჩემი შეცდომებისთვის. -შემიყვარდი თორნიკე და ახლაც ისევ ისე მიყვარხარ,ჩემთვის ადვილი არ არის შენგან შორს ყოფნა,მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ერთად.წლები ვოცნებობდი თეთრი კაბით მხოლოდ შენს გვერდით დავმდგარიყავი საკურთხეველთან,მაგრამ ორივესთვის უკეთესია თუ შორი-შორს ვიქნებით. -გასაგებია,ყველა თავმომწონე ქალი იმას გააკეთებდა რასაც შენ აკეთებ ახლა,მაგრამ მე ვერ გადავიხდი ამ სიკეთეს რაც ჩემთვის გააკეთე და მუდამ ვალში ვარ.მშვიდობით ფატი. -მშვიდობით თორნიკე.კარი მიხურა ფატიმ და სხეულში თბილმა ჟრუანტელმა დაუარა, გრძნობდა როგორ ებერებოდა ძარღვები ყელში, სხეულმა და აფორიაქებულმა სულმა ვერ იპოვა შვება და სუნთქვა შეეკრა.თითქოს და უსასრულობიდან ჩაესმოდა უცნაური ხმები,თითქმის ერთი საათის უძრავად ყოფნის შემდეგ გაინძრა და განძრევის მცდელობისას იგრძენო სიცოცხლის ჯადოსნურმა სითბომ გაულღო ყინულის სქელი ფენა, სხეულმა ნელ-ნელა გაიღვიძა და ფატიც რეალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. -ღმერთო რა დამემართა,ნუთუ ასე იმოქმედა თორნიკეს ნახვამ? ვალერა გავიდა თუ არა,ანამარიას ტელეფონმაც დარეკა დახედა ნომერს და გაეღიმა,მაგრამ სერიოზული ხმით უპასუხა. -გამარჯობა პოლიციელო,გისმენ.. -განყოფილებასთან მოდი,გელოდები.უთხრა ნიკამ და გაუთიშა,გაოცებული უცქერდა გათიშულ ტელეფონს,მაგრამ დააინტერესდა რა უნდოდა ნიკას და მასთან შესახვედრად წავიდა,ნიკა ელოდა და საათზე იხედებოდა,მის ფეხებთან გააჩერა ანამარიამ მოტოციკლეტი და დააპირა თავზე მოეხადა ჩაფხუტი,მაგრამ ნიკამ გააჩერა. -არ მოიხადო,აიღე ეს გასაღები და ბინაში დამელოდე. -რატომ,შენს ბინაში რატომ უნდა წავიდე. -რომ გეუბნები აიღე ეს გასაღები და ჩემთან წადი,დამელოდე მეც მალე მოვალ. -რატომ,მარტო უნდა ვიყო იქ? -არა,საყვარელი თუ გყავს წაიყვანე,მაგრამ აუცილებლად უნდა მიხვიდე და დამელოდე. -ავადმყოფო,ამჯერად რა ჩაიფიქრე. -თავად ნახავ რისი თქმაც მინდა შენთვის.ნიკა წავიდა,ანამარიამ ვერ მიხვდა რა უნდა უთხრას ნიკამ და წავიდა,გაოცებულმა შევიდა ბინაში,დარწმუნდა თუ არა რომ მარტო იყო,მხოლოდ მაშინ გაბედა და დაათვალიერა ნიკას ნივთები რომლებსაც ხელითაც კი შეეხო ღიმილით. -არასოდეს შევუშინებივარ რამეს და ურთულეს საქმეებსაც შევჭიდებივარ რადგან მიზანს მიმეღწია,ახლაც ბოლომდე მინდა გავიდე.ფიქრობდა და საათს დასჩერებოდა,როგორც იქნა მისკენ მიმავალი ნოდარი დაინახა და მიუახლოვდა თუ არა მისი ლოდინისგან დაღლილი თვალებით შეხედა. -რა მოხდა,რატომ ხარ ასეთი აღშფოთებული. -გაგა,გაგაზე ვარ გაბრაზებული. -რატომ. -გაიგო თუ არა მალიბუ არ არის მისი ქალიშვილი აქციების გაყიდვა გადაიფიქრა. -ეს როგორ გაიგე ან ის ხომ მზად იყო გაეყიდა მისი აქციები, ახლა რა შეიცვალა. -არ ვიცი,არ ვიცი მაგრამ აშკარაა რაღაც ვერ გავთვალეთ სწორად ნოდარ და მდგომარეობა უარსობისკენ შეიცვალა. -საინტერესოა ვინ არის მისი ნამდვილი შვილი ან სად არის. -არ ვიცი, იდეა არ მაქვს. იცი რას ვფიქრობ? -გისმენ,რას ფიქრობ. -ვფიქრობ არ შემოგვიბრუნდეს და დანაშაულში არ წაგვიჭიროს, ფრთხილად უნდა ვიყოთ. -შენ არ იცი შენს წინ ვინ ზის,ეშმაკ მელიას მეძახიან ნათია. -დაბერებული მგელი ათასჯერ მეტად სჯობს ეშმაკ მელიას,რადგან მის კლანჭებს ვერ გაექცევა და მისი ბებერი კბილებით შეუძლია დაღეჭოს შეშინებული და აცახცახებული მელია. -ნუ გეშინია,ყველაფერი გათვლილი მაქვს. -შეეცადე,ყველაფერი გააკეთე რომ გაგას შვილი იპოვო ნოდარ. -როგორ შეიძლება იპოვო ადამიანი ვისი სახელიც კი არ იცი,მაგრამ ვიპოვით და ავღნიშნავთ კიდევაც გამარჯვებას.ჩვენს გეგმებს ვერავინ ვერ შეცვლის,ძალა არ ეყოფათ ჩვენთან საომრად. -აქ კი სრულიად გეთანხმები. -ნიკა შვილო, როგორ გამახარე.ყავას მივირთმევთ, შემოგვიერთდები? -მეჩქარება დედა,მაგრამ ამ ხელებით მოდუღებულ ყავს სიამოვნებით მივირთმევ თქვენთან ერთად,მეც ცოტა ხნით შემოვიარე. -დაღლილი ხარ შვილო და გამხდარიც,როდის დაბრუნდები სახლში შენი გემრიელი კერძებით რომ გაგახარო.იზაბელამ ყავა მიართვა ნიკას,ნიკამაც ჯერ სუნი შესუნთქა ყავის და შემდეგ მოსვა,რამდენიმე წამი ჩუმად იყო,მაგრამ შემდეგ სათითაოდ შეხედა ყველას და თქვა. -მომისმინეთ........... -რაღაც მოხდა,რადგან საუბარი გიჭირს.ასეა? -ადამიანები იბადებიან,იზრდებიან და კვდებიან.ასე არ არის? -ასეა,მაგრამ რა მოხდა ნიკოლოზ. -ადამიანებსაც და ჩვენს ირგვლივ ყველაფერს რასაც კი ვხედავთ დრო მოჰკლავს,არ არსებობს ადამიანი ვინც დროს გაუსწრო და დაამარცხა.ყოველთვის იყო დროში რაღაც რაც მუდამ ღლიდა მათ,რადგან ჩვენ ყველას ჩვენს რეალურ ცხოვრებაში დრო გრძელი და დაუსრულებელი გვეჩვენება.ბევრი ადამიანი ცოცხლობს წარსულის მოგონებებით,მხოლოდ ცხოვრების დინებას მიჰყვება,მაგრამ არ ფიქრობენ რომ წამები,წუთები და თუნდაც საათები დაილევიან და თავადაც დაიღლებიან წარსულის კადრების გახსენებით და წარსულის მოგონებებით. -ნიკა............ -არ დამისრულებია მამა,ყველა ადამიანი საკუთარი ბედის და ცხოვრების ბატონ-პატრონია,მაგრამ მე არ მინდა დრო დავკარგო და შემიძლია დღეს ორი ადამიანი გავახარო ან გავაუბედურო,მაგრამ მაინც მინდა დღევანდელი დღე და ეს დრო ამ ორ ადამიანს დავუთმო,ამიტომ ქალბატონო ინდირა უნდა წამომყვეთ და დღის ბოლოს თქვენ მეტყვით დღევანდელი დღის შედეგს,მე კი მივხვდები ჩემი ქმედებით კარგი გავაკეთე თუ ცუდი ან ჯერ კიდევ უნდა გავჩუმებულიყავი. -რა მოხდა ნიკა.შეშინებულმა შეხედა ინდირამ და შემდეგ ალექსანდრეს შეხედა. -შეგაშინე ვიცი და ბოდიშს გიხდი,მაგრამ როგორადაც არ უნდა გეტკინოს დღეს ვიცი რომ ჩემს დასახულ გეგმას დღეს და ხვალ თუ არა ზეგ მაინც ექნება ბოლო კეთილი. -უფრო მშვიდად ვიქნები თუ მეტყვი სად უნდა წამიყვანო. -ყველაფერს თავად მიხვდები. -წადი ინდირა,წადი და მოგვიანებით გნახავთ.უთხრა ალექსანდრემ და ანამარია კი დაიღალა ნიკას ლოდინში,ის იყო უნდა დაერეკა რომ კარი გაიღო და ნიკა ინდირასთან ერთად შემოვიდა.ორი გულის აჩქარებული ფეთქვა და აი სასტიკი სასჯელი რომელიც მას მოუვლინა უფალმა,მაგრამ რისთვის და რატომ დაისაჯა ასე მწარედ რომ ეს სასჯელი ერგო.მხრებზე ტვირთად არა ოჯახის სიმძიმე,არამედ ტკივილი ედო რომელიც მთელი ცხოვრება ატარებს. -დაგაგვიანდა ნიკა უკვე წასვლას ვაპირებდი. -ანამარია რამდენიმე დღის წინ მთხოვე მეთქვა შენთვის თუ ვინ იყო ქალი ვისი ნახვის შემდეგ აფორიაქებული ხარ,რადგან ნაცნობია შენთვის მისი თვალები,სახე,თმა და ხმაც კი.ინდირა ვერულაშვილი ანუ ინდირა ბიბილური. -ვიიინ? ინდირა ბიბილური? ბიბილური ხომ ჩემი გვარია, ნიკა ეს ქალი,ანუ ინდირა ვისი ფოტოც გაჩვენე ის დედაჩემია? -ამაში დავრწმუნდი ანამარია მას შემდეგ,რაც დნმ-ის ანალიზი გავაკეთე და ეს ქალი ახლა შენს წინ არის. -დედა? გამახსენდა,ყველაფერი გამახსენდა ნიკა. -დამშვიდდი, ანამარია თავი ხელში აიყვანე. -დედა,მისი სახე,მისი თვალები მას ყველაზე თბილი და სიყვარულით სავსე თვალები ჰქონდა. -შვილო,შვილო ნუთუ ეს სიმართლეა ნიკა. -სიმართლეა და თქვენს წინ თქვენი შვილი დგას ქალბატონო ინდირა. -ღმერთო რამდენი გეძებე. -ღმერთის შექმნილი საუკუნემდე ძლივს ძლებს, მაგრამ თქვენმა შობილმა შვილმა არასოდეს დაგაინტერესდათ რას გაუძლო? თუმცა დამავიწყდა ჩემმა საცოდავმა შემოქმედმა, ერთი ფასდაუდებელი რამ დააკლო მის ქმნილებას,სული და ახლა ჩემს წინ მდგარი მეუბნება რომ მეძებდა.მეძებდით? როდიდან დაიწყეთ ჩემი ძებნა,მას შემდეგ როცა მალიბუ მოკლეს? ამდენი წლები არ მოგენატრა შენი შვილი დედიკო? ინდირა იდგა და სახეზე ცრემლები თავისთანად იკვლევდნენ გზას,ხმას ვერ იღებდა. იდგა ორივე ხელებ ჩამოყრილი და როგორ უნდოდა ამ ხელებით მოხვეოდა და გულში ჩაეკრა 22 წლის მონატრებული შვილი.ძალა წაერთვა სხეულში,ბორძიკით გადადგა ნაბიჯი და ტირილნარევი ხმით უთხრა ანამარიას. -ყველაფერს აგიხსნი,უნდა წავსულიყავი და უნდა გავცლოდი ქვეყანას სადაც მკვლელის სახელით გამასამართლეს და ჩემს სიმართლეს არავინ მოუსმინა. -22 წელი,22 წელი გავიდა და ნუთუ დავიჯერო არ გქონდა დრო ამ წლებში შვილისათვის დაგეთმო სულ მცირე რამდენიმე საათი? -შოკირებული და შეშინებული გავეცალე ამ ადგილებს სადაც შენთან ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებული დავდიოდი. -მე,მე სად გყავდი დედა,თავშესაფარში სადაც არც კი ვიცოდი სად იყავი და როგორ იყავი ან თუ იყავი საერთოდ ცოცხალი? რატომ მიმატოვე დედა,გული არ გტკიოდა? -არა,არ მიგატოვე შვილო მე გაგერიდე რადგან მე შენი მეშინოდა. -ნუთუ ერთხელ მაინც არ დაგაინტერესდა სად ვარ,როგორ ვარ ან რა ადამიანი დავდექი,რას ვსაქმიანობ,ვინ ვარ. -მხოლოდ ერთი გზა მქონდა,შენ მკვდარი უნდა გგონებოდა შენი დედა რომ შენ გეცოცხლა.მეკითხები შენზე თუ ვფიქრობდი? მხოლოდ შენზე ვფიქრობდი მთელი ეს წლები და ის წუთები მაძლევდა ძალას,რომ ოდესღავ შევხვდებოდით ერთმანეთს. -არა,შენ არამე არამედ მალიბუს უფრთხილდებოდი. მის დასაფლავებაზე გნახე და ძალიან მწარე იყო თქვენი ამოთქმული თითოეული სიტყვა,რადგან იმ წუთში თქვენ თქვენს შვილს ტიროდით.დაე ასე იყოს,შვილის საფლავი იცით სადაც არის და მე არ ვარსებობ თქვენთვის ქალბატონო ინდირა. -სცდები შვილო,ძალიან სცდები.ანამარიამ ნიკას შეხედა და გაბრაზებულმა კარი გააღო,ნიკამ დააპირა ეთქვა მისი სათქმელიც მაგრამ არ მოუსმინა და უმისამართოდ იარა ქუჩებში და ცრემლებსაც მისცა გარეთ ამოსვლის საშუალება. -არ გაუშვა მარტო, ნიკა ის ახლა ძალიან ნერვიულობს.ნიკამ დაედევნა ანამარიას მაგრამ მისი კვალს ვერსად ვერ მიაგნო,მოულოდნელად გზაზე თორნიკეს შეხვდა. -თორნიკე? -გამარჯობა,გაქვს დრო ვისაუბროთ? მორიდებულად სთხოვა თორნიკემ და უჭირდა ნიკასთვის თვალებში შეეხედა. -გისმენ, აქ მითხრი რაც გინდა რომ მითხრა. -მადლობა მინდა გითხრა,რაც ჩემთვის გააკეთე. -ვალდებული ვიყავი ეს გამეკეთებინა. -რაც შეეხება მალიბუს მე ის მთელი გულით მიყვარდა,ორივემ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება აქედან წასვლაზე. -წასვლა რომ მოგესწროთ,შესაძლებელი იყო ეცოცხლა კიდეც.თქვა ნიკამ . -არა,ეს დიდი ხნის დაგეგმილი გეგმაა და ის სადაც არ უნდა წასულიყო ყველგან იპოვნიდნენ.ძალიან ცუდია,მაგრამ აღმოჩნდა მან ყველა ჩვენთაგანი გაგვამასხარა და მას სულ სხვა გეგმები ჰქონდა. -მალიბუ უბრალოდ სხვისი მარიონეტი აღმოჩნდა,მაგრამ ვისი ამას აუცილებლად გავიგებთ. -ნამდვილად უნდა გავიგოთ და პასუხი უნდა აგოს,მაგრამ მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდი ნიკა. -იმ ქალს უმადლოდე,ვინც იბრძოლა შენი უდანაშაულობის დასამტკიცებლად და შეძლო ჩემი დაჯერება,რომ შენთვის თავისუფლება მომეცა.თორნიკე ნუ კრავ ხელს მის სიყვარულს,მეორე შანსი გამოიყენე და მიიღე ქალი ვინც მზად არის შენს გამო სამყაროს დაუპირისპირდეს და მხოლოდ იმიტომ,რომ შენ არ გავნოს ვინმემ და არ გატკინოს. -არ ვიცი ამიერიდან როგორი იქნება ჩვენი ურთიერთობა,მაგრამ შესაძლოა თვით ცხოვრებამ დაგვაახლოვოს ერთმანეთს. -ფატი იშვიათი ქალია და სანამ სხვა დაადგამს თვალს,ხელი ჩაჭიდე. -შევეცდები ნიკა და მადლობა.ორივემ ხელი ძიერად ჩამოართვა ერთმანეთს და თავ-თავის გზაზე წავიდნენ. მშვიდად მიაბიჯებდი მტვრიანი ქვაფენილის გადაცვეთილ ზედაპირზე, უჩვეულო სიმშვიდეს მოეცვა ძველი შენობები და ირგვლივ იდუმალი სიჩუმე იყო,მოულოდნელად შეირხა თითქოს რეალობამ სახეში ძლერი სილა გააწნა და ელვასავით გაიკლაკნა თავის ტვინის უჯრედებში დამთრგუნველმა აზრმა.შეეშინდა,ნაბიჯს აუჩქარა და ჩქარი ნაბიჯით აუყვა აღმართს,გული უფრო დამშვიდდა როცა ბინასთან მივიდა,კიბეები აიარა და გასაღები მოარგო კარს. -ლაშა? ლაშა სახლში ხარ? -ჯერ-ჯერობით აქ ვარ,მაგრამ მალე გავალ. რა მოხდა? -ყოველთვის ამბობდი,რომ ჩემში გიყვარს ახალ-ახალი თვისებების აღმოჩენა,მაგრამ მე არასდროს გეთანხმებოდი. -რა არეულად ლაპარაკობ,რა გჭირს აღარ იტყვი? -მე აღმოვაჩინე ახალი რამ,მაგრამ არა რა ის იკითხე ვინ აღმოვაჩინე. -დამღალა უკვე შენმა გამოცანებით ლაპარაკმა და ამიტომ გავდივარ. -მე დაგღალე თუ ჩემში აღმოჩენილმა ნიჭმა. -ლანა ნუ ცდილობ ჩემს ჭკუიდან გადაყვანას და აყვირებას,ვიცი არ მოგეწონება და ტირილს დაიწყებ,მე კი არ მოგეფერები კარებს გავიხურავ და წავალ. -ნუ ბრაზდები ასე ადვილად,ნიკამ გვითხრა რომ მალიბუ გაგას ქალიშვილია. -ვიცი მეც აქ ვიყავი და კარგად მახსოვს რაც გვითხრა. -მაგრამ დღეს თორნიკეს შევხვდი და მან სულ სხვა რამ მითხრა,რამაც ძალიან დამაფიქრა და თან გამაოცა. -გისმენ და დააღირსე თქმა,თქვი რასაც ამბობ. -მალიბუ არ იყო რუხვაძის ქალიშვილი და მან ყველას გვეთამაშა მისივე დადგმული სცენარით. -და აქ უკვე იბადება კითხვა,მაშინ ვინ არის გაგას შვილი და სად არის ის. -მეც ამას ვფიქრობ,მაგრამ პასუხი ვერ ვიპოვე. -ის ქერა რომ გაგვეცნო,ნუთუ ის მართალია და ის არის სინამდვილეში გაგას შვილი? გამოდის მან სიმართლე თქვა,ჩვენ კი არ მოვუსმინეთ. -სიმართლე გითხრა,მეც მაგაზე ვფიქრობ უკვე. -კარგი,შენ იფიქრე და მე წავალ. დავაგვიანე და დარწმუნებული ვარ არ ამცდება დაკითხვა თუ რატომ დავავიანე. -წადი საყვარელო,მაგრამ ვახშმად რა დაგახვედრო არ მეტყვი? -არ ვიცი,რაც მოგესურვება ის მივირთვათ.ლაშამ ლანას აკოცა და წავიდა. თუ გინდა ბედნიერი იყო, ყოველთვის ის იყავი, რაც ხარ! იყავი მიმტევებელი და გქონდეს უნარი აღიარო საკუთარი დანაშაული თუ შეცდომა. საკუთარი თავი დაინახო ყოველთვის და იყო ადამიანი მართალი,რადგან ყველა ადამიანი მისი სიმართლით ამაყობს.თორნიკესაც არ დაუხრია თავი და ამაყად,თავაწეულად გაიარა ვიწრო კალიდორი,გაგას კაბინეტის კართან შეჩერდა და ფრთხილად დააკაკუნა კარზე. -შემოდი თორნიკე.თორნიკე შევიდა და გაოცებული იდგა გაგას წინ. -გილოცავ თავისუფლებას,აქ დაბრძანდი უნდა ვილაპარაკოთ. -ფეხზე ვიდგები და გისმენთ, რატომ დამიბარეთ. -შეგვიძლია საუბარი დავიწყოთ,რადგან ნოდარი და ზვიადიც აქ არიან.თორნიკემ სათითაოდ შეავლო თვალი სამივეს და ბოლოს ისევ გაგას შეხედა. -გისმენთ ბატონო გაგა. -ისე როგორც შენში,ყველა ჩვენთაგანის ტვინში მხოლოდ ერთი კითხვა ტრიალებს და ვიცით რომ იმედი არასდროს არ უნდა დავკარგოთ,თორნიკე პირდაპირ გეტყვი,რომ შენი კომპანიიდან წასვლა შეუძლებელია. -მე გადაწყვეტილება მივიღე და წინ ვერავინ ვერ დამიდგება. -მომისმინე თორნიკე,როგორც კომპანიის ადვოკატი მეც და სხვებიც დარწმუნებულები ვართ შენს უდანაშაულობაში და ეს დამტკიცდა კიდეც,ამიტომ ხარ თავისუფალი სანერვიულო კი აღარაფერია. -შენი ციხეში ყოფნის დროს ორჯერ შეეცადნენ ზვიადის მოკვლას,შენ დაგიახლოვდა მალიბუ და გაეხვიე ამ ბნელით მოცულ უსიამოვნებაში.ესეც მათი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია,მეც მოვტყუვდი,რომ ის ჩემი ქალიშვილი მეგონა. -დაიჯერე რომ ჩვენს წინააღმდეგ ვიღაც ბინძურ თამაშს თამაშობს.თქვა ზვიადიმ და თორნიკეს შეხედა,მაგრამ გაგამ გააგრძელა საუბარი ისე რომ თორნიკესათვის თვალი არ მოუშორებია. -ჩვენ უნდა ვამხილოთ მტერი,ვის უნდა კომპანიის გაკოტრება და ჩვენი ამოხოცვა.ჩვენ ვისაუბრეთ და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება,რომ დაუბრუნდე კომპანიას და დარჩე ჩვენთან ერთად. -გაქვთ ეჭვი ვინც შეიძლება გარეული იყოს ამ ბინძურ თამაშში და დაწერილი სცენარის გაგრძელება იცოდეს? -ყველას ეჭვის თვალით ვერ შევხედავთ,მაგრამ სისხლის სუნი გვიახლოვდება და ვერ მივხვდით საიდან მოდის ეს სუნი. -მე პირადად ახვლედიანს დავასახელებ მალიბუს მკვლელობაში,რადგან ის იყო მასთან ახლოს და მან იცოდა მალიბუს ყველა საიდუმლო.თქვა გაგამ და თორნიკეს შეხედა. -არა,არ გეთანხმებით. -რატომ? -მალიბუმ როგორც ჩემთან ისე ითამაშა ნიკას და მისი ოჯახის წინაშე,ნიკას შანსი ჰქონდა სიმართლე არ ეთქვა და მე სასჯელზე წავსულიყავი,მაგრამ სიმართლე აღიარა და დღეს მისი წყალობით ვარ გარეთ. -არ ვიცი,შესაძლებელია შენთან ითამაშა ახვლედიანმა კარგი როლი? უთხრა ნოდარიმ მაგრამ თორნიკემ მისკენ შებრუნდა, თვალებნში ჩახედა და უთხრა. -ცუდი გზა აირჩიე ადვოკატო სიმართლის დასადგენად,შესაძლებელია უკვე მიეჩვიეთ რომ დიდი და უზარმაზარი თანხის ნაცვლად ადანაშაულოთ უდანაშაულო ადამიანები,ამ დროს სიმართლე იცოდეთ და ჩუმად იყოთ.მე კი ვამბობ,რომ აზრი შეიცვალეთ და დამნაშავის სწორი გზით ძებნა ისწავლეთ,დარწმუნებული ვარ სწორი ძიება სულ სხვასთან მიგვიყვანს და არა ნიკასთან. -დამშვიდდი და მითხარი,თუ გაგას ქალიშვილი ცოცხალია სად უნდა იყოს,ან რატომ არ ჩნდება და რატომ გამოჩნდა მალიბუ არჯევანიძე მის მაგივრად.ყველამ უნდა გავიაზროთ რომ რაღაცის მოლოდინში უნდა ვიყოთ,შენ კი ძლიერი ხარ შენს სააქმეში და კარგად იცი კომპანიის შემოსავალი და გასავალი. -არ ვიცი,უნდა დავფიქრდე. -მაგრამ კომპანია არ იცდის,ფაქტიურად შენ ფიქრისთვის დროც არ გაქვს და შენი კაბინეტი შენ გელოდება. -დღესვე? -ახლავეს,თორნიკე ახლავეს ამ წუთიდან უნდა შეუდგე მუშაობას,საქმეები გელოდება შვილო. ყოველთვის უნდა იგრძნო რომ შენში დიდი ძალაა,ძალიან ადრეა ჩამოუშვა ხელები დანებდე და გული აიცრუო ყველაფერზე,ეს კი არასწორი გადაწყვეტილებაა.ძალას და ენერგიას უფალი გვაძლევს,დიდი ტკივილის შემდეგ რომ ცხოვრება გავაგრძელოთ და ცდილობ თავისუფალი დრო მაქსიმალურად გამოიყენოს და იმ ადგილებს სტუმრობს სადაც მალიბუსთან ერთად გაუვლია.დრო სამყაროს ერთ-ერთი ამოუცნობი და ამავდროულად ზუსტი მოვლენაა,ის ზოგჯერ ჩერდება და ზოგჯერ სწრაფად გარბის,მაგრამ იმ კაფესთან მისულს ჰგონია დრო სამუდამოდ გაჩერდა და ერთ ადგილზე გაიყინა.ჯერ გზიდან უყურებდა ერთ დროს მის საყვარელ ადგილს და შემდეგ ნაძალადევი ღიმილით შეაბიჯა კაფეში,იქ მყოფთ მიესალმა და თავის ადგილს დაასო თვალი სადაც ორი ახალგაზრდა გოგონა მიუახლოვდა და სკამები გამოსწიეს, მაგრამ ლანას ხმამ ისინი შეაჩერა. -გთხოვთ,ეს მაგიდა დამითმეთ. -რატომ? გაბედა და ერთ ერთმა კითხვა მედიდურად დაუსვა ლანას,ლანამ კი ცრემლიანი თვალებით შეხედა და ჩამწყდარი და აკანკალებული ხმით უთხრა. -უბრალოდ გთხოვთ,ეს ადგილი დამითმეთ.გოგოებმა ჯერ გაოცებულებმა ერთმანეთს შეხედეს და შემდეგ ისევ ლანას მიუბრუნდა ის ერთ ერთი მედიდური და ლანას უთხრა. -არ ვიცოდი, ადგილები დასაკუთრებული თუ ჰქონდა კლიენტებს.გოგონებს კაფის მენეჯერი მიუახლოვდა და აუხსნა თუ რატომ იყო ლანასთვის განსაკუთრებული ეს მაგიდა,გოგოებმა ლანას შეხედეს და უხმოდ გადაინაცლეს იქვე მდგომ მაგიდასთან,მაგრამ ლანას ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები ორივემ კარგად გაიგონა. -მადლობა და ხელი მაგრად ჩაჭიდეთ ერთმანეთს,ტკივილიც და სიხარულიც ერთმანეთს გაუზიარეთ.მე მას ყველგან ყველაში დავეძებ,მაგრამ ვერ ვიპოვე უკვე მეხუთე თვე დაიწყო.სკამი გამოსწია და მძიმედ დაჯდა მის ადგილზე,მალიბუს სკამი ახლოს მიიტანა და ზედ ჩანთა დადო. -ვიცოდი რომ აქ გნახავდი,გამარჯობა ლანა. -კარგია რომ მოდი. -მართლა? გაოცებულმა შეხედა ლანას ანამარიამ. -მართლა და ვფიქრობ რომ დადგა წუთები ერთმანეთს გულახდილად ვესაუბროთ და ერთმანეთის მიმართ გულწრფელები ვიყოთ. -მე ყოველთვის გულწრფელი ვიყავი თქვენთან,თქვენ არ გჯეროდათ ჩემი. -კარგი,ეს დავივიწყოთ და მინდა კიდევ ერთხელ მითხრა ვინ ხარ. -მალიბუ არჯევანიძე. -ვფიქრობ გაგვიჭირდება ერთმანეთში საერთო ენა გამოვნახოთ. -მაშინ მომისმინე,მალიბუს რომელსაც იცნობდი როგორც მისი საკუკეთესო მეგობარს იცნობდი მის დედას ან როდესმე შეხვედრიხარ მასთან? -არა,არასოდეს რადგან ის არ ცხოვრობს საქართველოში. -იცი ვინ არის? -არა,იდეა არ მაქვს. -ლანა უნდა წავიდე,მაგრამ ჩვენ ერთ დღეს ერთმანეთს შევხვდებით. -ერთ დღეს შევხვდებით ერთმანეთს აუცილებლად. -არასოდეს დავნებებულვარ და არც ახლა დავნებდები,როცა ძალიან მტკიოდა მაშინაც კი გავაგრძელე გზა და ყოველთვის იყო მომავლის რწმენა ჩემში.არ მინდოდა,არ მინდოდა ტკივილისგან მოკუნტული ვენახე ვინმეს,დღეს ეს წუთებიც დადგა და შენ მაიძულე ის ძნელი და ბინძური გზა გავიარო,რომელ გზასაც ყოველთვის გვერდს ვუვლიდი. -ვიცი რას გრძნობ,მაგრამ იქნებ რაღაც დროის მანძილზე გაერიდო აქაურობას. -უნდა წავიდე,ახლა გარეთ თუ არ გავედი სუნთქვა მიჭირს თითქოს ჰაერიც გამოილია და ვზოგავ, რომ ცოტა ცოტა ვისუნთქო. -გამოგყვები,მარტო ვერ გაგიშვებ. -არა,მარტო მინდა ყოფნა. -სად წახვალ. -ფეხით გავუყვები გზას და საღამომდე მივალ სახლში,არ ინერვიულო არსად არ წავალ. -კარგი,მაშინ რომ დაგირეკო მიპასუხე.ინდირამ ნიკას ხელი სახეზე ჩამოუსვა,მოეფერა და ბინა დატოვა.მიდიოდა გზაზე და კიდე-კიდე მიუყვებოდა გზას და ცრემლებს ვერ აკავებდა.ჩაიკეცა,მოიკუნტა და მის გარშემო ყველაფერი დაცარიელდა,არავინ და არაფერი არსებობდა მისთვის. -წლებია მკლავ და ვერ მომკალი,დღეს კიდევ ერთხელ დამასამარე ტყვიის გარეშე. -ცუდად ხართ? სასწრაფოს გამოვუძახებ. -არა,არა კარგად ვარ,მადლობა.ნელა-ნელა წამოდგა,ვიღაცამ ხელი შეაშველა და მკრთალი ღიმილით მადლობა მოუხადა,როგორც იქნა მიაღწია სახლს და ყველა ფეხზე დადგა მის არეულ სახეს და ნამტირალებ თვალებს რომ შეხედეს. -რა გჭირს, ინდირა რა მოხდა.შეეკითხა ალექსანდრემ და იზაბელამ შეაშველა ხელი. -ყოველთვის სხვაგვარად მქონდა წარმოდგენილი შვილთან შეხვედრის წუთები,მაგრამ დღეს რაც უფრო ვეცადე მასთან ახლოს მივსულიყავი,ის უკან დაიხია და უფრო დამშორდა. -დამშვიდდი,ძნელია ამ ყველაფრის გადატანა,მაგრამ ისიც დამშვიდდება და ერთ დღეს თავად მოვა შენთან.უთხრა იზაბელამ და ალექსანდრეს შეხედა,თითქოს მისგან შველას ითხოვდა. -იზაბელა მართალია,შოკი იყო დღეს იმის აღმოჩენა მისთვის,რომ დედა ცოცხალი ყავს.მას მთელი ეს წლები მკვდარი ეგონე,გაიგებს რომ არავის არ უნდა გაეგო რომ თქვენ ორივე ცოცხალი იყავით,სხვაგვარად თქვენც მოგკლავდნენ ინდირა.გაიგებს რომ დაფიქრდება რატომ დაუმალეთ შენი არსებობა,ყველაზე მთავარი ისაა რომ შვილი იპოვე და ის ცოცხალია,კი არ უნდა ტიროდე,უნდა იცინოდე და სიხარულისგან მეც ჩავთვლი ეს ცრემლები სიხარულისგან გდის ჩემო საყვარელო.უთხრა რობერტიმ თავისი მშვიდი ხმით და მოეხვია წლების მეგობარს. -არა,არ უნდა დავთანხმებულიყავი,არ უნდა წავსულიყავი და ჩემი შვილი ჩემს გვერდით გაიზრდებოდა. -იმ დროს სხვა გამოსავალი არ გქონდა,ინდირა შენი წასვლით შენ სწორი გადაწყვეტილება მიიღე. -თქვენ არ გესმით,არც არავის შეუძლია გამიგოს როგორი რთულია ჩემთვის ეს ყველაფერი.უამრავი წლები მხოლოდ იმედით ვცხოვრობდი და ვცოცხლობდი,ერთ დღეს ერთმა ტელეფონის ზარმა ჩემი იმედები და ოცნებები დაამსხვრია,მაგრამ ერთ დღეს ისევ გამოანათა მზემ და ისევ დადგა ჩემს წინ იმედი.ისევ დავიწყე ფიქრებში და ოცნებებში კოშკების აგება და რატომ ან რისთვის,ვისთვის? დღეს ჩემს შვილს არ უნდა გაიგოს ვინ არის მისი დედა,არ უნდა გაიგოს ვინ არის ქალი ვინც ეს წლები მის ნატვრაში ცხოვრობდა.ალექსანდრე მე დღეს მოვკვდი,ჩემთვის აღარაფერს არ აქვს მნიშვნელობა ჩემი შვილის გარეშე. -დამშვიდდი,მანაც ძალიან ბევრი გადაიტანა და ცხოვრებამ ტკბილი ბავშვობის ნაცვლად სიმწარე არგუნა.ვერ მიგიღო პირველ შეხვედრაზე,ვერ დაგიძახა დედა და ვერ მოგეხვია, შენ მშვიდად უნდა იყო,ერთ დღეს შვილს გულში ჩაიკრავ რადგან ის ყველაფერს გაიგებს. -არა,არა ეს საკმარისი არ არის,მე უნდა დავიბრუნო ჩემი შვილი.უნდა დავიბრუნო ჩემი ცხოვრება, რომელიც მე წამართვეს.წავალ,წავალ და მოვძებნი დაველაპარაკები და ავუხსნი,მე ვიპოვი მას. -სად უნდა იპოვო,საფრთხეში აგდებ რომ გაიგოს გაგამ და მისმა ხალხმა შესაძლებელია ცუდი რამ შეემთხვეს და მერე მთელი შენი დარჩენილი ცხოვრება შენს თავს დაადანაშაულებ მომხდარში. -ნუ აჩქარდები საყვარელო,ნიკას დაველოდოთ.ინდირასთან ერთად ტიროდა იზაბელაც. -ნიკა,ნიკამ იცის სადაც არის ჩემი შვილი,მას შეუძლია შემახვედროს. -შეგახვედრებს,ახლა დაისვენე დღეს ძალიან მძიმე დღე გქონდა.იზაბელამ ოთახში აიყვანა ინდირა და საწოლში ჩააწვინა,დაღლილს და ძალა გამომცლილს ძილი მალე მოერია და იზაბელამ ფრთხილი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. -ლაშა დამელოდე, შემოვლაზე მეც მოვდივარ. -შენ? შენი მორიგეობა არ არის დღეს,სახლში არ მიდიხარ? -ვერ გავჩერდები სახლში,მინდა გარეთ ვიყო რომ ღრმად ვისუნთქო. -რა მოგივიდა,გული ხომ არ გაწუხებს სუნთქვასთან რომ გაქვს პრობლემები. -წამოდი.ნიკა და ლაშა ერთად გავიდნენ შემოვლაზე,ნიკამ შეხედა ლაშას და უთხრა. -ის არის,დნმ-ი არ ტყუის და არც მას უთქვამს ტყუილი. -ვისზე ამბობ ან რას ამბობ,ვერაფერი ვერ გავიგე. -მაგრამ გთხოვ არ გაერიო რადგან ეს ძალიან რთული ისტორიაა და ბევრი ხალხი შეიწირა. -გასაგებია,უკვე მივხვდი ლანას ეჭვები გამართლდა.შენ როგორ ხარ,დროა შეეგუო რეალობას მეგობარო. -ცუდად ვარ,ძალიან ცუდად ვარ ლაშა.მალიბუ ჩუმად,ჩემთვის მიყვარდა, მაგრამ რა მოხდა? მან ყველა ჩვენ გამოგვიყენა. -მე სულ სხვაგვარად ვფიქრობ ნიკა. -მეც,სულ სხვა რაღაც მიტრიალებს თავში.ის ერთი გულუბრყვილო გოგო იყო და დარწმუნებული ვარ ვიღაცამ ის გამოიყენა ისე როგორც მას უნდოდა,შემდეგ კი თავიდან მოიშორეს.ნუ გაერევი და შორს დადექი ამ ისტორისთან,შესაძლებელია თქვენზედაც გამოვიდნენ როგორც მისი ახლობელი ადამიანები. -გასაგებია,ლანას იქნებ როგორმე ავუხსნა. -მე დაველაპარაკები მაგ გიჟს. -ისევ ღრუბლებში ვარ,ისევ ფრთები მაქვს, ისევ შენზე ვფიქრობ.საინტერესოა როდემდე უნდა ვიყო ასეთი მეოცნებე.ირგვლივ სიჩუმეა,დედამიწასა და ატმოსფეროს შორის შენ ისევ აქ ხარ,ჩემში დამკვიდრებულხარ ჩემს უკითხავად და უნებართვოდ.თორნიკე,თორნიკე შენ ჩემგან არასდროს არ გამიშვიხარ და ვცდილობ გითხრა, რომ შენით იწყება დილა,ფიქრი, ოცნება, სევდა და სიხარული.ფატიმ ჩანთა აიღო და კომპანიაში წავიდა,ყველას მისი მომაჯადოებელი ღიმილით მიესალმა და გაგას კაბინეტის კარი შეაღო. -ფატი? როგორ ხარ შვილო. -არ ვიცი რას მეტყვი და რას იფიქრებ,მაგრამ მინდა კომპანიაში დავბრუნდე. -შენი ადგილი ჯერ კიდევ შენ გელოდება,მაგრამ რაღაც მინდა გითხრა. -გისმენ. -მინდა შორს დაიჭირო თავი კამლაძისგან და არ მინდა მასთან სიახლოვე გქონდეს. -რა მოხდა ის ძალიან კეთილი ადამიანია. -სცდები ფატი ის ოცნებობს როდის გააგდებს დედაშენს კომპანიიდან და ცდილობს შეუზღუდოს ყველა ის უფლებები, რაც იას ამ კომპანიაში გააჩნია. -ეს როგორ,კამლაძეზე მეტი უფლებები დედას აქვს აქ ამ კომპანიაში. -ვიცი,და მინდა დედაშენიც დაარწმუნო დაბრუნდეს და მისი საქმეები გააგრძელოს.მტერი გვყავს ფატი და ისეთი ახლოს არის მან ჩვენზე ყველაფერი იცის. -კარგი,შევეცდები დაველაპარაკო. -კარგს იზამ,წადი მუშაობას შეუდექი.ფატი წავიდა და გაგამ უთხრა. -თორნიკეც დაბრუნდა კომპანიაში. -ვინ? თორნიკე ქრთველიშვილი? ის ხომ წავიდა კომპანიიდან. -წავიდა,მაგრამ მე დავაბრუნე,რადგან თორნიკესნაირი მუშაკი ჭირდება ჩვენს კომპანიას. -კარგია,თანახმა ვარ.ფატიმ მედიდურად ასწია თავი და კაბინეტი დატოვა. -თორნიკე მაშ ისევ აქ ხარ? ახლა შენ მიყურე შორიდან და იტანჯე ისე როგორც მე მტანჯავდა შენი სიშორე. -რამდენჯერ გითხარი აქ აღარ მოსულიყავი,რა ვერ გაიგე რომ ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდა,შენვე დაასრულე ყველაფერი ზვიადი მე ვერაფერს დამაბრალებ. -დამშვიდდი,შეიძლება ვისაუბროთ მშვიდად? -მშვიდად? შენთან შეიძლება მშვიდად საუბარი? მობრძანდი,მაგრამ დაიმახსოვრე რაც არ უნდა მითხრა მე იგივე პოზიციაზე ვრჩები.ზვიადიმ მშვიდად შეაბიჯა სახლში და ხატიას უცქერდა. -გისმენ სანამ მშვიდად ვარ,თორემ შენი ეს სიმშვიდე უფრო მაცოფებს. -შენ და არჯევანიძემ გატეხეთ ჩემი ანგარიში და ფული მოიპარეთ,რატომ გააკეთე ეს ხატია. -ძალიან დიდ ვალში იყავი ჩემთან,რა ადვილად დაგავიწყდა რაც გააკეთე.მშობლები და ოჯახი ამომიწყვიტე,ჩემი ძმა დაამუნჯე,ჩემი ჯერ კიდევ არასრულწლოვანი,სულ პატარა 16 წლის და აწამეს და შემდეგ არ დაინდეს მოკლეს,როგორ გგონია ეს რაც გააკეთეთ ცოტა არის და აქეთ მთხოვ ახსნას თუ რატომ გავაკეთე ეს? -შეგიძლია ხმის ტონი გააკონტროლო და ხმას დაუწიო? -არა,არ შემიძლია რადგან შენი შეხედვაც გულს მირევს,ვერ ხვდები რატომ არ მინდა შენთან ყოფნა,გაქრი ჩემი ცხოვრებიდან,შენ თუ არ გაქრები მე გავქრები და ვერასოდეს ვერ დაადგები ჩემს გზას. -ვერ გაქრები,ვერსად ვერ წახვალ რადგან არ იცი ვის გადაეყარე გზაზე. -ზვიადი წადი,წადი.ზვიადიმ თავი დახარა და უხმოდ გავიდა,წავიდა და ხატიამაც მის გულს შეასკდა,ვერ შეძლო თავის თავის დამშვიდება და მთელი ხმით მოთქვამდა,საშველად კი დედას უხმობდა,ზვიადი კი კართან იდგა და მის გულსაკლავ სიტყვებს ისმენდა.ინანა,პირველად ცხოვრებაში ინანა ის რაც გააკეთა,მაგრამ სინანული უკვე ძალიან გვიან იყო. -მომისმინე,რასაც ახლა გეტყვი კარგად უნდა გაიაზრო ჩემი ნათქვამი თითოეული სიტყვა. -გისმენ,ახალი გეგმა გაქვს? -უნდა შეძლო და დაარწმუნო რუხვაძე რომ სესხი აიღოს კომპანიამ,სულ მცირე 10,000 000$ -ბევრია,ვერ შევძლებთ. არცერთი ბანკი არ მოგვცემს ამხელა თანხას,რადგან ყველამ იცის კომპანია გაკოტრების გზაზე არის.. -შეძლებ სესხის აღებას,მაგრამ გაგა ვერ შეძლებს სესხის დაფარვას და იძულებული გახდება გაყიდოს თავისი აქციების სრული პაკეტი. -ნოდარ როგორ ფიქრობ,შევძლებთ ამ გზით რუხვაძეების განდევნას კომპანიიდან? -შევძლებთ ნათია და გაგას სკამს შენ დაისაკუთრებ,შენც ხომ ეს გინდოდა. -მინდოდა,მაგრამ მე ჩემი თავიც მიყვარს.ვიცი ჩვენი ეს გეგმა და ჩვენი ეს შეთქმულება უსისხლოდ არ ჩაივლის,მხოლოდ არ ვიცი რომელი შევეწირებით ამ ბინძურ გეგმას მე თუ შენ. -არცერთი,ჩვენ გავაკეთებთ იმას რაც დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა. -ტანჯვისთვის გამიმეტეს და თითქოს მაიძულეს, უკურნებელი და ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ტკივილით ვიცხოვრო,არადა არ იციან რომ შესაძლებელია ტკივილის მართვა.ტელეფონი ამოიღო და მშვიდად დაელაპარაკა. -ნიკა სად ხარ,შენი ნახვა მინდა.მოწყენილი ხმით და მისი სიმშვიდით ნიკა მიხვდა,რომ ანამარია ჯერ კიდევ მომხდარზე ფიქრობდა. -სახლში ვარ,ჩემთან მოდი აქ უფრო მშვიდად ვისაუბრებთ.რამდენიმე წუთში ანამარია ნიკას ბინის კართან იდგა და რადგან კარი ღიად დახვდა,იარაღ შემართული შევიდა ფრთხილად ბინაში.ძალიან ფრთხილად მიაბიჯებდა,მაგრამ მოულოდნელად ნიკას ხმა გაიგონა. -ყავა მოვამზადე,შენს ხმაზე მივხვდი რომ ჯერ ისევ ცუდად ხარ. -ნიკა კარგად ხარ? კარი რატომ დატოვე ღიად. -იმიტომ რომ თავისუფლად შემოსულიყავი. -მე კი რა არ ვიფიქრე. -შენ რა იფიქრე,გეგონა თავს დამესხნენ? უთხრა ნიკამ და გულიანად გაიცინა. -რა გაცინებს,სასაცილო რა ვთქვი.შეუბღვირა ანამარიამ. -შეგეშინდა? -მადლობა,ყავა ძალიან მჭირდებოდა.უთხრა და ფინჯანი ხელიდან აართვა.ნიკას გაეცინა,მაგრამ მოულოდნელად სახე სერიოზული გაუხდა და ანამარიას შეხედა. -მე ვიცი ეს ისტორია,ისიც ვიცი რაც შენ არ იცი.მან შენი სიცოცხლისთვის დაგთმო და დატოვა სამშობლო,წავიდა და უნდა წასულიყო,რადგან აქ ვერ გაჩერდებოდა.აქ მისი გაჩერება ორივეს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა,ამიტომ დაშორდით ერთმანეთს. -მესმის უნდა წასულიყო,მაგრამ აღარც დაბრუნდა. -მან თავი მარტოობას მიუძღვნა,რომ შენი სიცოცხლე დაეცვა. -ნიკა არ მინდა ამ თემაზე ვისაუბროთ,გთხოვ.დედაჩემი დაიწვა და გარდაიცვალა ციხეში,მე ასე მითხრეს და ასე ვიცი. -მესმის შენი,შენ ნაწყენი ხარ და გული გტკივა,მაგრამ ნუ ამბობ ისეთს შემდეგში თავად რომ გეტკინოს. -შენ არ შეგიძლია მე გამიგო,რომელი დედა ტოვებს შვილს. -ანამარია სცდები, მე დედა არ მახსოვს,მაგრამ მახსოვს მამამ როგორ მიმატოვა და წავიდა,მაშინ 6 წლის ვიყავი.ჩემს ცხოივრებაში ალექსანდრე გამოჩნდა და ის არის დღემდე ჩემი მამა,ვის როგორ უნდა ისე ხედავს ისტორიას,მაგრამ არ ცდილობენ ჩაუღრმავდნენ ისტორიის შინაარსს ისე როგორც შენ. -შენ უნდა იამაყო შენი აღმზრდელებით,მათმა ძალიან ბევრი გადაიტანეს და დღემდე შენს გვერდით არიან.მე კი გუშინ ვიდექი ერთი უცნობი ქალბატონის წინ და მის მიმართ ვერაფერი ვერ ვიგრძენი,ის სრულიად უცხო ქალი იყო ჩემთვის. -ნუ ამბობ იმას რაც არ იცი,შენ მამაჩემმა გადაგარჩინა და ინდირას კი არ მისცა უკან დაბრუნების საშუალება,რადგან მისი დაბრუნებით ჩვენ ყველას ამოგვხოცავდნენ. -ეს მხოლოდ თავის გამართლებაა ნიკა და მეტი არაფერი.ყველაფერი ცუდად არის ჩემს ცხოვრებაში,თავად კი ცუდი არასოდეს არავისთვის არ გამიკეთებია და მომწყინდა,მომბეზრდა ეს თავის მართლებები.მე 4 წლის ვიყავი,იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო,მოგვიანებით კი ყველა და ყველაფერი დავკარგე.მინდოდა ყველაფერი დამევიწყებინა და ჩემი სვლით გამეგრძელებინა გზა, მაგრამ მალიბუ,მალიბუ მოკლეს რადგან ეგონათ მე ვიყავი მალიბუ.გეფიცები არაფერი არ მაქვს ცუდი გაკეთებული,მაგრამ ახლა არ მინდა უკან დავიხიო და არავის არ დავტოვებ ფეხზე ვინც ჩემი ოჯახი გაანადგურა,მკვლელს ვიპოვი და პასუხს მოვთხოვ. -დამშვდდი,დამშვიდდი,მოდი ჩემთან.უთხრა ნიკამ და აცახცახებული ანამარია მის ძლიერ მკლავებში ჩამალა. ტკივილის ყველა დეტალმა თვალწინ გაურბინა,ამოუცნობი სამყაროს კარიბჭესთან დადგა.სუნთქვას უმძიმებს მიწიდან აფრენილი მტვერი,ნანობს და წუხს,მის გარშემო კი დუმილია.ვერაფერს ვერ გრძნობს გარდა სრული სიჩუმისა,სრული სიჩუმე და მხოლოდ ერთი არითმულად აძგერებული გულის ცემა. წამი საუკუნოდ ქცეული და ცრემლი თვალსა ზედა,რომელიც ნელა და მწველად მოგორავს მის ფერდაკარგულ ყვრიმალზე.ხუჭავს თვალს და ფიქრობ რომ მორჩა,სინამდვილეში კი ყველაფერი ახლა იწყება.ისევ ახელს თვალს და მზერას უსწორებ სინათლეს,რაღაც უცნაურს სველი,შიშველი,მშიერი.ფიქრობს რისთვის დაიბადა,რისთვის გაჩნდა,რომ ცხოვრება ჯოჯოხეთული სიცოცხლით განვლოს? მაგრამ არც სიკვდილზე ფიქრობს, ჯერ უამრავი რამ აქვს გასარკვევი და ამიტომ უნდა იცოცხლოს.უზარმაზარი სახლის უზარმაზარ კართან იდგა და ფრთხილად კი არ დააკაკუნა,დააბრახუნა კარზე,კარი კი რამოდენიმე წუთში გაოცებულმა გაგამ გააღო. -ინდირა? რა მოხდა,ასეთ დროს აქ რატომ მოდი. -მოვედი რომ გითხრა. -რა,რა უნდა მითხრა. -,მან თავად მოვიდა და მნახა. -როდის,როგორ,სად ნახე ან სად არის.ესე იგი ის ცოცხალია? -ცოცხალია. -ასეთი დარწმუნებული როგორ ხარ,იქნებ ის ტყუის. -არა,არ ტყუის რადგან ჩემს ხელთ არის დნმ-ის ანალიზი. -სად არის,სად ცხოვრობს. -გინდა გაიგო სად ცხოვრობს,რომ იპოვო? ან რას ეტყვი რომ იპოვი,მან არ იცის რომ შენ მისი ბიოლოგიური მამა ხარ. -გთხოვ, მითხარი ინდირა სად შევძლებ მის ნახვას. -ხუმრობ ალბად ხომ? გოგონა რომელიც გაიგეს შენი შვილი იყო,ის მოკლეს და გინდა გითხრა სად არის ჩვენი ნამდვილი შვილი? -მხოლოდ მე შემიძლია ის დავიცვა. -რას ეტყვი,რატომ გაგიჩნდა დაცვის სურვილი,იმიტომ რომ შენ ხარ მისი მამა? და სად იყავი აქამდე,ან რა გააკეთე მისთვის. -არ ვიცი რას ვეტყვი,მაგრამ მინდა ვნახო. -წადი და ნახე,რა გგონია ხელებს გაგიშლის ჩაგეხუტება და მიგიღებს? მე არ მიმიღო,მე მისი დედა არ მიმიღო ზედაც არ შემომხედა და შენ ღიმილით შეგხვდება? გგონია ასე ადვილია მასთან მისვლა და მისი ნახვა? რას ეტყვი გაგა მას,რომ მამა ვინც მის მახსოვრობაში დარჩა შენ მოუკალი? -არ ვიცი,არ ვიცი ინდირა.მას ჰგონია,რომ დავითი მე მოვკალი? -არ ჰგონია, მან სიმართლე იცის. -მითხარი სად ვნახო და დაველაპარაკები............... -ეს არც იოცნებო გაგა და არც გაბედო მითვალთვალო,რადგან მაინც ვერ გაიგებ სად ცხოვრობს,მე მას აღარ შევხვდები,ჩვენი შეხვედრა გუშინ პირველი და უკანასკნელი იყო. -მან თავად გითხრა,რომ არ უნდა შეხვდე? -მას არ უნდა რომ შევხვდე,მან იცის რომ დავითი მოკლეს,დედა დაიწვა და ჩვენ მისთვის აღარ ვარსებობთ.მე მას ვერ ვამტყუნებ,რადგან მე არ დავბრუნდი მის წასაყვანად,მაგრამ ახლა შემიძლია გავაკეთო ის რაც ვერ გავაკეთე მაშინ. -რას გულისხმობ. -დაღლილი მხრებით მოვათრიე ჩემი დღევანდელობა ამ დრომდე და ღონე'გამოცლილი თითებით ვებღაუჭებოდი ყველა იმედს,რაც კი გზადაგზა შემხვედრია.უკანაც მოვიხედე და მივხვდი მეც ჩემს დაშვებულ შეცდომებს,ვერ მოვერიე ამოხეთქილ ემოციებს და დავდუმდი.სხვებისგან გაქცეულმა,ვერც სხვაგან მივაგენი იმას,რაც ყოველთვის მაკლდა,მაგრამ არასდროს არის გვიან გააკეთო ის რაც ძალიან გინდა.ნუ მიყურებ შიშით იარაღი არ მაქვს და შენს მოკვლას არ ვაპირებ,მაგრამ გაწამებ და ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ ისე როგორც მე გამიკეთე. -რას ამბობ გესმის თავად? გაოცებული უცქერდა გაგა მის წინ მდგარ ინდირას,რომელსაც თვალები ზიზღი და სიძულვილით ჰქონდა სავსე. -ვეღარასოდეს ვეღარ მნახავ,მაგრამ რასაც გეტყვი დაიმახსოვრე........ -ინდირა მე შევეცადე უსაფრთხოდ ყოფილიყავი შენც და ჩვენი შვილიც,შენ კარგად იცი რას ნიშნავდი ჩემთვის და რას ნიშნავ ახლაც,ის სიყვარული და ის გრძნობები ისევ ისე მაქვს შენს მიმართ. -არა,ტყუი რადგან შენ სიყვარული არ იცი.დაგიჯერე,მოგენდე და შეგიყვარე და რა მივიღე? მწარედ ვიმკი შენი სიყვარულის კვალს,მაგრამ გპირდები შენც გადაიხდი შენს წილ სიმწარეს.მე მივდივარ,მაგრამ რომ არ მელოდები მაშინ დავბრუნდები.ინდირა წავიდა და პირველად დააფიქრა და შეაშინა გაგა მისმა სიტყვებმა. -ისევ მარტო ხართ და ისევ გაუშვით ინდირა? რამდენჯერ უნდა გითხრათ არ გაუშვათ სახლიდან,რადგან ეს მისთვის სახიფათოა. -ვერ გავაჩერეთ და თან პატარა ხომ არ არის დავტუქსო და კუთხეში დავაყენო. -არ მითხრა რომ გაგასთან წავიდა,რადგან გაგამ არ უნდა გაიგოს ანამარიას შესახებ,ეს ისევ მისი შვილის საკეთილდღეოდ. -ნიკოლოზ შვილო მართლია ანალიზის პასუხი? შეეკითხა რობერტიმ ნიკას და სუნთქვა შეეკრა პასუხის მოლოდინში. -მართალია ძია რობერტი და თუ ვერ მიიღო და ვერ აღიარა დედად,ვერ ჩაეხუტა პირველივე შეხვედრაზე ვერც გავამტყუნებთ.მან არ იცის დედსის სითბო და დედის სიყვარული,თავის მხრივ ის მართალია. -არ არის მართალი შვილო,ინდირა მისთვის ყოველთვის ცოცხალი იყო,თავისი თავი და ცხოვრება მხოლოდ შვილს მიუძღვნა მას რომ ეცოცხლა და ეს ჩვენ ვაიძულეთ. -ჰოდა ისევ აიძულეთ,რომ ანამარიას შესახებ არავის უთხრას. -მოვედი,აქ ვარ გაქცევა მომინდა ამდენი ტკივილიანი ამბის მერე .... ხო, ნუ მიყურებთ ასე გაქცევა მინდოდა სადმე შორს, მაგრამ ვერ შევძელი. -სად უნდა წახვიდე შვილო.რობერტიმ გვერდით დაუჯდა ინდირას და მოეფერა. -იქ,მინდა წასვლა,სადაც ვერავინ მოწვდება გრძნობებს,მაგრამ გული,ჩემი გული ტკივილით სავსე სად დავტოვო ან ვის მივაბარო.ყველაფერი გაჩერდა ჩემს ირგვლივ და მეც დროში გავიჭედე.ტიროდა ინდირა და ტიროდა ყველა,ნიკა კი ფანჯარასთან დამდგარიყო და გარეთ იხედებოდა უსასრულობაში. -რატომ არ გძინავს ამ დროს შვილო,რამე გტკივა? -არა,უბრალოდ არ მეძინება. -ისევ თორნიკეზე ფიქრობ? -ვფიქრობ არა მარტო მასზე,ყველაფერზე. -შეეცადე დაიძინო,ხვალ თვალებზე დაგეტყობა უძილობა.იგივე მდგომარეობაში იყო თორნიკე სიბნელეში იჯდა და სვამდა,ნიკას სიტყვები კი ჩახვეული კასეტასავით უტრიალებდა თავში. -,,შეეცადე არ აწყენინო იმ ქალს, ვინც იბრძოლა შენი უდანაშაულობის დასამტკიცებლად''.შემდეგ ფატის სიტყვები გაახსენდა. -,,მიყვარდი და ისევ მიყვარხარ,მაგრამ აქ წყდება ჩვენი გზები''. -არა,ჩვენი გზები არ გაწყდება და ვაღიარებ,რომ მე ბრმა ვიყავი,ვერ ვხედავდი ვერაფერს და ვერავის ვამჩნევდი ჩემს გარშემო მალიბუს გარდა,ამიტომ მე არ შემიძლია ხელი ვკრა ამ გრძნობას რომელიც ჩემს მიმართ გაქვს დღემდე ფატი.ადგა ტელეფონი აიღო და დაურეკა. -გისმენ თორნიკე. -ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ელოდებოდი ჩემს ზარს. -არა,არ მეძინა და ამიტომ გიპასუხე პირველივე ზარზე. -რას მეტყვი,რომ მოვიდე და გაგიტაცო. -გამიტაცო? -ხო გაგიტაცო იქ სადაც ვერავინ ვერ მოგვაგნებს. -თორნიკე კარგად ხარ? -კარგად ვარ და დარწმუნებული ვარ რასაც ვამბობ. -მაშინ ნასვამი ხარ და ამიტომ ხარ გაბედული. -არა,სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში ვარ და ფხიზელი გთავაზობ ჩემს გულს და სულს თუ დამთანხმდები რა თქმა უნდა. -აღარასოდეს მატკენ? -აღარასოდეს აღარ გატკენ და აღარასოდეს გაგიშვებ ხელს,ფატი თანახმა ხარ? -თანახმა ვარ ერთი პირობით. -რა პირობით,გისმენ. -ეს სიურპრიზი უნდა იყოს ყველასთვის. -თანახმა ვარ,ყველასთვის მოულოდნელი იქნება ჩვენი ამბავი. -და კიდევ ერთი. -გისმენ. -ხვალ ხელს მოვაწერთ და ოფიციალურ სახეს მივცემთ ჩვენს ურთიერთობას. -თანახმა ვარ და უკვე მოვედი,მე გარეთ ვარ გელოდები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.