შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (დასასრული)


22-12-2019, 02:24
ავტორი Gimilis gogo
ნანახია 2 147

ქარბორბალასავით შემოვარდნილ ლუკას და მის სიტყვებს გონებში მილიონჯერ ვატრიალებდი იმის მიუხედავად, რომ ლუკამ ორი საათის წინ მომიყვა ყველაფერი, თორნიკე სამზარეულოდან ყავით სავსე ჭიქით გამოვიდა და გვერდზე მომიჯდა
-წარმოგიდგენია თორნიკე? არა, გჯერა შენ ლუკასი?
-ანნა შენ რატომ ვერ იჯერებ?
-იმიტომ რომ... იმიტომ რომ სისულელეაა, ეგ იყო მიზეზი?
-როცა მე გიპოვე, იმ ღამეს, როდესაც ლუკამ დაგტოვა ეს რომ ეთქვა მიზეზად მაშინ ხომ სისულელედ არ ჩათვლიდი? ახლა რატომ თვლი? იმიტომ რომ წავიდა და მიგატოვა?
-არა მაშინაც სისულელედ ჩავთვლიდი - სახე ხელებში ჩავრგე და თვალები დავხუჭე თითქოს ასე ვცდილობდი მომხდარის გადახარშვას
-კი შეიძლება - თორნიკე ფეხზე წამოდგა -თუმცა დაიჯერებდი მაინც, იმას დაიჯერებდი რომ ამის მიუხედავად ლუკას მაინც უყვარდი და ეგ წინაღობა ვერ შეგაჩერებდათ
-ნუმიყვირი თორნიკე - ფეხზე წამოვდექი და აქეთ-იქით სიარული დავიწყე
-მთელი 4 წელი იმას იმეორებდი, რომ ლუკას არ უყვარდი, იმას იმეორებდი და შთააგონებდი შენს თავს რომ იმის გამო მიგატოვა რომ მისგან ორსულად იყავი? იმიტომ გადაწყვიტე ასე, რომ პირველი ბავშვი აბორტს ემსხვერპლა?
თორნიკეს სიტყვებმა გამაშეშა, თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი როგორ ფეთქდებოდა, ასეთ თორნიკეს პირველად ვხედავდი
-თორნიკე რას ამბობ?
-რასაც ვამბობ ანნა. ყოველთვის მხარში გედექი, იმ დღეს როცა გიპოვე მას შემდეგ არ მიმიტოვებიხარ არც შენ და არც ანდრო, მთელი ორსულობის პერიოდში შენს დამშვიდებას ვცდილობდი, რომ არც შენი და არც ანდროსთვის რამე არ გევნო, მშობარობის დროს მე ვიყავი შენს გვერდით, მაგრამ აქამდე ამდენი ხნის მანძილზე არასოდეს მითქვამს შენთვის მსგავსი რამ, რადგან ჩაციკლული იყავი იმაზე რომ ლუკას არ უყვარდი, იმაზე, რომ არც არასდროს ჰყვარებიხარ. 3 წელი იყავით ანნა ერთად, სამი წელი გესმის? და შენს თავს აბსურდულ რაღაცეებს იმიტომ აჯერებდი, რომ თავი დაგეცვა და ვითომ გული არ გტკენოდა? სინამდვილეში არასოდეს გიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება ლუკას რაღაც სხვა აწუხებდა, ხომ შეიძლებოდა ლუკას შენზე მეტად ტკენოდა და სტკიოდა კიდევაც? შენ წარმოგიდგენია მაინც რას ნიშნავს იმ საყვარელი ქალისგან შორს ყოფნა ვინც შენგან ორსულადაა და ვინც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს? მართალია, კიი გეთანმხები იმაში, რომ ლუკა ასე მოულოდნელად არ უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ რატომ არასდროს დაინტერესებულხარ თუ რა მოხდა სინამდვიილეში?
-თორნიკე ყვირილს და ჩემს დადანაშაულებას მორჩი, 3 წელი ერთად ვიყავით და სინამვდილეში ბოლომდე არასოდეს ვიცოდი თუ ვინ და რა იყო
-ხო, მაგრამ სულ იმას არ გეუბნებოდა, რომ ყველაფერს თანდათანობით გაიგებდი? ამას ხომ დაგპირდა კიდევაც? მისი მშობლების პოზიციაც იცოდი, იცოდი და აღიარებდი, რომ ისინი თქვენს დაშორებას ეცდებოდნენ და როდესაც მიგატოვა რატომ ერთხელ მაინც არ გაგიჩნდა ეჭვი, რომ ლუკა იძულებული გახადეს?
-უნდა ეთქვა
-მაშინაც კი, როცა შენი და ანდროს სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაშინ როცა იცი რა ტირანი მამაც ჰყავს? ხომ იცოდი რომ მამამისი ამის გამკეთებელი იყო? საყვარელი ადამიანის სიკვდილით რომ დაგემუქრონ შენ არ მიატოვებდი რომ ამით მისი სიცოცხლე შეგენარჩუნებინა? მაგრამ იცი რა? მოდი არაფერი მითხრა რა, როცა აზრზე მოხვალ შემდეგ დამელაპარაკე. თუ გინდა ცუდი მეგობარიც მიწოდე, იმის გამო, რომ ჩემი აზრი აქამდე არ გითხარი, რომ მეთქვა ვიცოდი აზრი არ ექნებოდა, იფიქრებდი რომ ლუკას მხარს ვუჭერდი, როცა სინამდილეში შენი დახმარება მენდომებოდა, ხოდა ახლა გეუბნები და იცოდე რომ ეს 4 წელი საშინლად ეგოისტი ადამიანი იყავი, მის გამო შენს საყვარელ საქმიანობას დაანებე თავი და შურისძიების მიზნით ბიზნესს მოკიდე ხელი, ძალიან მაგარი და საუკეთესო ბიზნესმენიი ხარ, ძლიერ ადამიანად ჩამოყალიბდი, თუმცა თოჯინას და რობოტს დაემსგავსე და როცა ის შეყვარებული ოღონდ გულახდილი ანა დაბრუნდება მაშინ მიხვდები ყველაფერს.
თორნიკე წავიდა, კარი გაიხურა და წავიდა, არ ვაჯერებდი ჩემს თავს რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო და ის რაც ჩემს თავს ხდებოდა ჩემს მიერ აშენებული კედელი იყო, კედელი,რომელსაც მუდამ ვეფარებოდი და ჯავშნად მქონდა, სადაც ჩემს თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობის საყვარელ ადამიანებს ჩემთან ერთად ვამწყვდევდი, თუმცა არ არსებობს ისეთი კედელი, რომელიც არ ინგრევა და ეს ჩემი კედელი, რომელიც ჩემს ტკივილზე იყო აგებული თორნიკეს სიტყვებმა ჩამომინგრია და თითქოს რეალობას შემაჯახა, ვბრაზდებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ ლუკაში ეჭვი შევიტანე, ვხვდებოდი, რომ 4 წლის განმავლობაში სუიციდის მსხვერპლი ვიყავი ფიზიკური გარდაცვალების გარეშე. ამით მარტო ჩემი კი არა ანდროს ცხოვრებაც დავანგრიე, მამა დავუკარგე, ძალით მოვუკალი, აღარ ვიცოდი რა მეფიქრა, უბრალოდ აღარ მინდოდა ჩემი თავის განადგურება იმით, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ ლუკას ‘’ვუღალატე’’ მასში ეჭვის შეტანით.
მისაღებში დაივანზე ვიწექი, ჭერს გაშტერებული ვუყურებდი, როგორ გათენდა არ ვიცი, დილით ანდრო სახლში დაბრუნდა, ნასვამი იყო, არც კი შემოუხედავს ისე შევიდა ანდროსთან ოთახში. არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი, პირველად ‘’ვერ მივდიოდი’’ თორნიკესთან.
ოთახში შევედი და მათ გვერდით მივუწექი, ანდროს ჯერ კიდევ ეძინა
-მაპატიე -დავიჩურჩულე და თორნიკემ თვალები გაახილა
-მე არა ანნა, ლუკამ უნდა გაპატიოს, მას ატკინე და მასში შეიტანე ეჭვი, ჩემთვის არაფერი დაგიშავებია საწოლიდან წამოვდექი გასვლას ვაპირებდი, როცა თორნიკემ გამაჩერა
-ბოდიში,რომ გიყვირე
-თორნიკე შენ რომ არა მუდმივად ჩემს მიერ აშენებულ სიცრუეში ვიცხოვრებდი, აქამდეც უნდა გამოგეფხიზებლინე -გავუღიმე და ოთახიდან გამოვედი, სახლი დავტოვე და გარეთ გამოვედი.
ლუკას მონატრებას მუდმივად გულში ვიკლავდი და არასოდეს ვაძლევდი უფლებას, რომ გაღვივებულიყო. ახლა უკვე შემეძლო მისი მონატრება შემისისხლხორცებინა და მეგრძნო, რადგან ყველაფერი ნათელი გახდა, აქამდეც ნათელი იყო, მაგრამ არა ჩემთვის.

3 კვირა გავიდა მომხდარიდან, ჩემს თავს აღარ ვგავდი, ახლა უფრო ცუდად ვიყავი ვიდრე განშორების დროს. ძალიან ცუდად ვიქცეოდი, რადგან ანდროსაც ვეღარ ვაქცევდი ყურადღებას. იმის გამო, რომ ჩემი ასეთი მდგომარეობა არ ენახა დედაჩემმა წყნეთში წაიყვანა. ანდრო ძლიერი ბიჭია და ძალიან ჭკვიანი, ყოველთვის ხვდება და შესაბამის სიტუაციაში შესაბამისად იქცევა, ამისთის ძლიან პატარაა ვიცი.
ლუკას შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ვამჩნევდი, რომ თორნიკე მას ხვდებოდა, ალბათ ჩემ შესახებაც უყვებოდა და ახლა საშინლად მინდოდა რომ ჩემს შესახებ სცოდნოდა.

-ანნა როგორხარ? -თორნიკე სახლში შემოვუშვი და მისაღებში დავსხედით
-კარგად შენ? - ტელევიზროში საინტერესო რამეს ვეძებდი
-ლუკა წასვლას აპირებს
თორნიკეს სიტყვებზე გავშეშდი
-სად მიდის
-საფრანგეთში ბრუნდება
-არა - ტელევიზორი გამოვრთე და თორნიკეს შევხედე - აღარ უნდა წავიდეს, აღარ უნდა დამტოვოს თორნიკე - ცემლებმა მძლიეს დატირილ დავიწყე
-ანნა აქ შენს გამო ჩამოვიდა და როცა მიხვდა, რომ უარესად გატკინა გული წასვლა დააპირა
-არა, არაა ვერსად ვერ წავა
სრულიად გაუცნობიერებლად გავედი სახლიდან ჩავჯექი მანქანაში და აეროპორტისკენ დავიძარი, 4 წელი არ გასულა ისე ნელა როგორც ახლა ეს ნახევარსაათიანი გზა იწელებოდა. -გთხოვ აქ დამხვდი, გთხოვ წასული არ იყო - ვფიქრობდი და თან აეროპორტში ვეძებდი -გთხოვ აღარ დამტოვო, გთხოვ, მჭირდები ლუკა, მჭრდები
-ანნა? -უკნიდან ლუკას ხმა მომესმა
-მეორედ არ მოქგცემ ჩემი დატოვების უფლებას
ამდენი ხნის შემდეგ მისი ჩახუტება ნამდვილად სასწაული იყო, მის სუნთქვას კისერში ვგრძნობდი, მის სურნელს გრძნობდი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის ძვირფასი იყო
-გთხოვ ლუკა არ წახვიდე -ცრემლები წამომცვივდა
-ანნა ნუ ტირი, გთხოვ
-მაპატიე რა, გთხოვ მაპატიე რომ შენში ეჭვი შევიტანე მაპატიე რომ დავიჯერე,რომ არ გიყვარდი
ცრემლები მომწინდა და ძალიან დიდ ხანს ჩამეხუტა
-მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ და გთხოვ მაპატიე რომ ვერ დაგიცავით, მაპატიე რომ თქვენი მიტოვება მომიწია
-ლუკა აღარ დამტოვო კარგი?
-არასოდეს

სახლში, სადაც თორნიკე მელოდებოდა ლუკასთან ერთად დაბრუნებულმა, რომ დამინახა გაკვირვებულმა შემომხედა
-მეგონა უკვე წახვედი - უთხრა ლუკას და გადაეხვია
-იმაზე მეტად დამეგობრებულხართ ვიდრე მეგონა - სახლში შევედი და სამზარეულოში სკამზე ჩამოვჯექი
-აბა ახლა რას აპირებთ?
-ერთად დიდი დროის გატარებას ანდროსთან ერთად-თქვა ლუკამ, რომელსაც ძალიან ბედნიერი თვალებით ვუყურებდი
-ანნა მიხარია ასეთს რომ გხედავ - თორნიკემ ჩემი ბედნერი გამომეტყველება აღნიშნა
-თორნიკე ხომ იცი რომ ეს შენი დამსახურებაა -მასთან მივედი და ჩავეხუტე

წყენთში ავედით სადაც ანდრო მელოდებოდა,
-ანდროო - დავუძახე თუ არა მეორე სართულის კიბეებიდან დაეშვა, ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე -ვიცი აქამდეც გითხაარი რომ აღარ დაგტოვებდი,მაგრამ შეფგიძლია დედიკოს კიდევ ართეხლ პატიო და მეორე შანსი მისცე?
-შენ ხომ ჩემი დედიკო ხარ, მე შენ სულ გაპატიებ ყველაფერს
-ჩემი ბიჭი ხარ შენ... ანდროო გახსოვს მამიკოზე რომ მკითხე სად არისო? გინდა გაიცნო? -ძირს დავსვი
-მამიკო აქაა? - მის გაკვირვებულ სახეზე გამერიმა
-კი აქაა გინდა რომ გაიცნო?
-მინდა
ლუკა ოთახში შემოვიდა
-ლუკა ბიძია? -ანდრო კიდევ უფრო დაიბნა -შენ ჩემი მამიკო ხარ?
-კი მე შენი მამიკო ვარ
მეგონა ანდრო რაღაც საწინააღმდეგოს იტყოდა, თუმცა ამის ნაცვლად მასთან მივიდა ჩამუხლულ ლუკას კისერზე მოეხვია, ლუკას აკანკალებული და ნაღვლიანი თვალები შევამჩნიე, რომელიც შვილის მონატრებისგან იყო სავსე.
-მამიკოს ძალიან უყვარხარ ანდრო -მას კიდევ უფრო მეტად კოეხვია, მე შემომხედა და ბედნიერმა გავუღიმე, მივხვდი რომ ვერანაირი კედელი,ვერანაირი ნათამაშები თუ რეალური სიძმლიერე ისეთ ბედნიერებას ვერ მომიტანდა როგორც ლუკას და ანდროს ასე ნახვა. მათთან მივედი და ორივეს მოვეხვიე
-ძალიან მიყვარხართ -ორივეს ვაკოცე და კიდევ ერთხელ ძლიერად მოვეხვიე.

უკვე ძალიან გვაინი იყო ანდროს ჩაეძინა და ამიტომ მისოთახში წავიყვანეთ, დედაჩემმა ყოველთვის იცოდა ლუკას შესახებ რომ ისეთი დამნაშავე არ იყო როგორიც მე მეგონა, გნმარტოების საშუალება მოგვცა და ახლა მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, მისაღებ ოთახში ვისხედით მონატრებას ვივსებდით
-არასოდეს ვიჩხუბოთ რა,ეს4 წელიც მეყო უშენოდ
-ასე მგონია რომ ამ მონატრებას ვერასოდეს ამოვივსებ -ვუთხარი და თავი მხარზე დავადე
-ასე არ იქნება დამიჯერე -შუბლზე მაკოცა, შუბლიდან ლოყაზე, შემდეგ კი ტუჩებზე გადმოინაცვლა, რამდენიმე წუთში მის წინ ნახევრად შიშველი ვიყავი, სირცხვილის გრძნობა მაწუხებდა და ვცდილობდი მაქსიმალურად დამემალა მოშიშვლებული მკერდი
-ანნა არ შეგრცხვეს ჩემი არასოდეს -ხელები აფარებული მკერდიდან ჩამომაღებინა და ტუჩებით შემეხო, ყრუ კვნესა აღმომხდა, მისაღებიდან საძინებელში გადავინაცვლეთ, მისი სურნელით გაბრუებული ვიყავი, თვალებში მიყურებდა და მიღიმოდა
-მიყვარხარ -ყურში ჩამჩურჩულა და რამდენიმე წამში ჩვენი სხეულები ერთ მთლიანობად იქცა, სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე და ფრჩხილებით მის ზურგს შევეხე.
ვიცოდი ეს ღამე ახალი, ოღონდ ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი იქნებოდა...

საბოლოოდ, ერთად გადავედით საცხოვრებლად მხოლოდ მე, ლუკა და ანდრო.
დილით სამზარეულოში ჩავედი მინდოდა საუზმე მომემზადებინა, როდესაც ძალიან მალე მხოლოდ შარვლის ამარა მყოფი ლუკა უკნიდან მომეხვია
-ლუკა, შემაშინე
-ასე ადრე რატომ დგები? -მოშიშვლებულ მხარზე მაკოცა
-იმიტომ რომ ორი ჩემთვის უძვირფასესი ბიჭი დავანაყრო -ხელები კისერზე მოვხვიე
-დილით სხვანაირადაც შემიძლია დავნაყრდე -მითხრა და ტუჩებზე მაკოცა
რომ არა ანდროს შემოსვლა ალბათ ძალიან მალე სამზარეულო მაგიდაზე ვესვენებოდი აკვნესებული, რა ვქნა რომ ეს კაცი მაგიჟებდა
-ანდრო?-დავიძახე და სამზარეულოს მაგიდიდან ჩამოვხდი
-დედაა მშიაა - საბედნიეროდ არფერი დაუნახავს
ლუკამ გახსნილი ქამარი ჩუმად შეიკრა და ანდროსკენ შებრუნდა
-როგორ არის ჩემი ბიჭი?
-მშია -კიდევ ერთხელ წარმოთქვა საყვედური და ლუკას კისერზე მოეხვია
-მაშინ დედიკოს უთხარი რომ გვაჭამოს
-საუზმე ძალიან მალე იქნება-ვთქვი და თეფშები მაგიდაზე დავალაგე
-აბა ბაღში ხომ არავინ გაბრაზებს? - ვკითხე ანდროს და უარი თავის მოძრაობით მანიშნა
-ძალიან კარგი რამ მოვიფიქრე - თქვა ლუკამ და მეც და ანდრომაც მოლოდინით სავსე მზერით შევხედეთ - რამდენიმე დღით ყველაფერი დავტოვოთ და ერთად წავიდეთ სადმე, აქაც მარტო ვართ მაგრამ სადმე სხვაგან
-სამსახური? ბაღი? -ვიკითხე მე
-რამდენიმე დღით არაფერი დაშავდება -მხრები აიჩეჩა ლუკამ
ანდრო ისეთი აჟიტირებული იყო და ლუკა ისეთი თვალბით მიყურებდა უარი ვერც ერთს ვუთხარი, მაგრამ ვაღიარებ არც მინდოდა უარის თქმა, უკვე 2 კვირა იყო რაც ერთად ვიყავით და თითოეული დღე ერთამენთზე უკეთესი იყო, ამიტომ მათთან ყოფნის შანსს ხელიდან არ ვუშვებდი, უეცრად გულის რევა ვიგრძენი და სააბაზანოში გავქანდი
-არა რა, საჭმელების კეთება არასოდეს გამოგდიოდა, დღეს გემრიელი კი იყო, მაგრამ მაინც მოიწამლე ხომ ხედავ? - წუწუნით და თან მზრუნველობით სავსე ლუკამ საწოლამდე მიმიყვანა და თბილი პლედები დაფარა
-დედიკო - საწოლზე ანდრო ამოხტა და გვერდით მომიწვა -კარგად ხარ?
-დედიკო კარგადაა არ ინერვიულო კარგი? -ვუთხარი და მოვეხვიე

რამდენიმე დღის განმავლობაში გულის რევა და თავბრუს ხვევა არ ჩერდებოდა თორნიკეც კი მოიყვანეს რომ ექიმთან წასვლაზე დავეთანხმებინე, ბოლოს ჩემით გადავწყვიტე წასვლა და მომზადებული მისაღებ ოთახში გამოვეცხადე, მხოლდ იმ პირობით თუ მარტო წავიდოდი, ძნელად, მაგრამ მაინც დავითანხმე.

რამდენიმე ანალიზი ჩავიტარე და პასუხების დღესვე გაგების მიზნით რამდენიმე საათი მომიწია საავადმყოფოში ყოფნა. ბოლოს ექიმმა თავის კაბინეტში დამიბარა და მოკლედ, გარკვევით და ბედნიერებით აღსავსემ მითხრა,რომ ორსულად ვიყავი. საავადმყოფოდან გაბრუებული გამოვედი კიდე ერთი შვილი კიდევ ერთი ბავშვი ლუკასგან, სახლში დაბრუნებულს ისეთი სახეებით დამხვდნენ თითქოს საუკუნე არ ვენახე
-რა გითხრა ექიმმა? - მკითხა ლუკამ, მე კი ფეხაცმელი გავიხადე
-ანნა კაგად ხარ? - არანაკლებ შეშინებულმა თორნიკემ შემომხედა, სავარძელში მოთავსდი და პლედი მივიფარე
ცოტახნის შედმეგ ორივემ მოთმინება დაკარგა, ჩემს სერიოზულ გამომეტყველებას უყურებდნენ და ერაფერს ხვდებოდნენ
-ანნა, გთხოვ რამე თქვი თორემ ჭკუიდან გადავდივარ უკვე -ლუკა გვერდით მომიჯდა
-შენ არ იყავი ჩემს გვერდით, მაშინ, როდესაც ჩემს სხეულში ანდრო იზრდებოდა და ახლა მზად ხარ რომ ამის შანსი გამოიყენო? -ვკითხე და სერიოზულმა შევხედე, ლუკას თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი, რომ აქ არ იყო, გადახარშვას ცდილობდა, ამასობაში თორნიკე უკვე სიხარულისგან დახტოდა -მზად ხარ, რომ ცხრა თვის განმავლობაში წუწუნი მოისმინო, არ გამიბრაზდე და რაც მომინდება ყველაფერი შემისრულო და არმისაყვედურო არაფერზე?
-ჩემი ბედნიერება რომ ხარ იცი? -მოულოდნელად ხელში პატარა ბავშვივით ამიტაცა და მაკოცა
-ლუკაა ფრთხილად -მის ამ რეაქციაზე სიცილს ვერ ვიკავებდიი და მთელი ძალით ვეხვეოდი
-ღმერთო არ მჯერა, ნუთუ ამის შანსი მაქვს, ნუთუ შემიძლია ამ პერიოდის განმავლობაში შენს გვერდით ვიყო?
-კი ლუკა შეგიძლია და ეს ორივეეს შეგვიძლია. მიყვარხარ
მაკოცა, შემდეგ დიდ ხანს მეფერებოდა, თორნიკე ძალიან ბედნიერი იყო,ბედნიერი იყო ჩემს გამო, ანდროს გამო, მომავალ პატარაზე, რომელიც ჯერ არ ვიცით ვინ იქნება და ბედნიერი იყო, რომ შეყვარებული მას ცოლობაზე დათანმხდა... სწორედ ამიტომ რამდენიმე თვეში ჩემი არც ისე დიდი მუცლით თორნიკეს ჩემს მიერ დაგეგმილ ქორწილში ამოვყავი თავი, ლუკა ჩემს გვერდით იყო, ანდრო პატარა ბავშებთან ერთად ერთობოდა, დედაჩემი, რომელიც ჩუმად, მაგრამ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო აქ იყო და მხარს მიჭერდა.
-განსაკუთებული წყვილი ვართ იცი?-ლუკა ჩემსკენ მობრუნდა
-მართლა? რატომ?
-4 წლიანი განშორების შემდეგ, ერთად ვართ, არც შეყვარებულები ვართ და არც ცოლ-ქმარი, მაგრამ ერთი შვილი გვყავს და უკვე მეორეს ველოდებით, შეიძლება არც კი არის საჭირო, რომ ამ ყველაფერს სტატუსი მივცეთ, მაგრამ მაინც მინდა თეთრ, საპატარძლო კაბაში გნახო, როგორც ჩემი მომავალი ცოლი, ამიტომ ანნა თანახმა ხარ ჩემი ცოლი გახდე და მუდამ ჩემს გვერდში იყო? თანახმა ხარ, რომ ამის მერე თითოეული სიხარული თუ სევდა ჩემთან ერთად გაიზიარო? -ცალმუხლზე დაჩოქილ ლუკას ზემოდან ვუყურებდი, მეგონა ბავშვის კი არა ბედნიერებისგან ვიყავი გაბერილი მუცლით -თანახმა ვარ შენი ცოლი გავხდე და ვიყო მუდამ შენს გვერდით ჭირსა თუ ლხინში -ბეჭედი თითზე მომარგო...
და აი ასე...
სხვა არაფერი გვაინტერესებდა, მე და ლუკამ ყველაფერი რაც ტკივილს გვაყენებდა უკან ჩამოვიშორეთ, ოდესმე აუცილებლად მივტრიალდებოდით ამ ყველაფრისკენ მაგრამ ამჟამად ჩვენი მიზანი ბედნიერება იყო.

და შენ მკითხველო? გჯერა სასწაულის? ან ბედნიერების? ან ორივესი ერთად?



დასასრული...



პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ ვიცი დაახლოებით 2 თვეა არ დამიდია და ახლა დავბრუნდი და ისიც დასასრულით.
შემდეგ, არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ დარწმუნებული ვარ ბანალურად მიიჩნევთ და ცოტა ზედაპირულს, მაგრამ ისტორია უნდა დამესრულებინა..
მესამე, ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ შთაბეჭდილებებს მიზიარებდნენ, რადგან ჩემი პირველი ისტორია იყო, განსაკუთრებულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი კომენტარები ჩემთვის...

ახალი ისტორიით დაგიბრუნდებით მალე და ამჯერად, შემდეგი ისტორია აღარ იქნება "საცდელი" და მაქსიმალურად ვეცდები, რომ არ იყოს ისეთი როგორიც ეს ისტორია იყო და ამასთან შედარებით იყოს უკეთესი, უფრო დახვეწილი, ჩამოყალიბებული.

მიყვარხართ და დროებით ♥
ღიმილის გოგო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent