შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილით მოპოვებული ბედნიერება. სრულად


24-12-2019, 20:44
ავტორი katiusha
ნანახია 29 491

ვინ იქნება ჩვენი მეორე ნახევარი? ის ვისთან ერთადაც მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარებას მოვინდომებთ. ის ვისთვისაც ჩვენი გული დაიწყებს ძგერას.ვისაც თავს მივუძღვნით და გვეყვარება იქამდე,სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს?მას მერე გვიჩნდება ეს კითხვა,რაც უკვე ვიგებთ სიყვარულის შესახებ.როცა ვაანალიზებთ რომ არსებობს ისეთი გრძნობა, რომლებზეც პოეტები ლექსებს ქმნიან,მწერლები რომანებს, რეჟისორები ფილმებს, თვითონ ადამიანები კი ინდივიდუალურ სასიყვარულო ისტორიებს…
მჯერა რომ დაბადებიდანვე ადამიანს დაჰყვება ბედი და ბედისწერა იმ გზას დაუხატავს,რომელზე სიარულის დროს მას გადააწყდებიან.
და ასევე თითოეული ადამიანის დაბადებისას სადღაც მისი მეორე ნახევარიც იბადება ან უკვე არის დაბადებული და ელიან ერთმანეთთან შეხვედრას.
ის შეიძლება მოულოდნელად გაიცნო, დაინახო და მოგეწონოს,მერე შეგიყვარდეს.ან იცნობდე დიდხანს, მაგრამ მოულოდნელად რაღაც გეტაკოს და სხვა თვალით დაინახო. მიხვდე რომ სხვა მოწონებები ამაო იყო,ვითომ სხვა სიყვარულიც სხვა იყო და რეალურად ამას ელოდი, ისეთს, რომელიც აგაღელვებს და გულს სხვანაირად აგიძგერებს.
*******
სარკის წინ უკანასკნელად დატრიალდა.გრძელი,შავი თმა ხელით უკან გადაიყარა,ხელჩანთა და მობილური აიღო,კარი გასაღებით გადაკეტა და ლიფტი გამოიძახა. სადარბაზოდან რომ გავიდა,მისი მობილური აწკრიალდა.
-სად ხარ გოგო ამდენ ხანს?-მოესმა მეგობრის საყვედურიანი ხმა.-მორჩა ნათლობა.
-უკვე?-ჩაილაპარაკა გულდაწყვეტილმა,-როგორ ვერ მოვასწარი.
-უკვე,ხო უკვე,შენი პუნქტუალობის ამბავი რომ ვიცი,კიდევ კარგად მოასწარი.ახლა პირდაპირ ჩვენთან წამოდი სახლში.მოვემზადებით და ქალაქგარეთ გავალთ ბუნებაში. გავერიდოთ თბილისის სიცხეს. -მიაყარა და ისე სწრაფად გაუთიშა ტელეფონი,რომ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო.საკუთარ თავზე გაბრაზებული უკან აბრუნდა,ის კაბა გამოიცვალა,ნათლობისთვის რომ იყიდა და ნახევარი დღე მოანდომა მომზადებას.კიდევ კარგი რომ ის არ იყო ნათლია,თორემ ხომ დატოვებდა ბავშვს მოუნათლავს?
სპორტულად გამოეწყო.დახეული ჯინსები,მისი შესაფერისი ღია ფერის მაისური და კეტები ამოიცვა,პატარა ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ისევ გავიდა სახლიდან.არასოდეს უყვარდა უკან მობრუნება,მაგრამ ამჯერად სხვა გზა არ იყო.ყოველთვის თვლიდა,რომ თუ სახლიდან გავიდოდა და უკან შემობრუნდებოდა,ის დღე კარგად არ დასრულდებოდა.ამჯერად ამ ცრურწმენას ყურადღება აღარ მიაქცია.მზე ძალიან აჭერდა,ქალაქი დუღდა.მზის სათვალე ცხვირზე დაიკოსა და ტაქსს გაუქნია ხელი, მისამართი უკარნახა.
თხუთმეტ წუთში უკვე მეგობრის სახლთან ჩაუხვია,ანგარიში გაასწორა და მანქანიდან გადავიდა.
კერძო სახლში ცხოვრობდა ლელუკა, თბილისის გარეუბანში მშობლებთან, ქმართან და ორ შვილთან ერთად. დღეს მისი რვა თვის პატარას ნათლობა იყო და მეორე მეგობარმა ხატიამ მონათლა.ამას აღნიშნავდა ეს უზარმაზარი სამეგობრო.
ბევრნი იყვნენ,უმეტესობა უკვე დაწყვილებული და დაწვრილშვილებული.
საერთოდ ცხოვრება მართალია არც ისე გრძელია,მაგრამ მაინც ამ დროის მანძილზე უამრავ ადამიანს ვხვდებით, ვიცნობთ და ვუახლოვდებით.მერე ზოგი მიდის,ვერ უძლებენ იმ სიძნელეებს რასაც ურთიერთობაში ვაწყდებით,იჭრებიან ან ხვდებიან რომ მათი ადგილი აქ არაა და მიდიან. მხოლოდ ერთეულები ახერხებენ ცხოვრების ბოლომდე მეგობრობას და ურთიერთობის შენარჩუნებას…
თავიდან ოთხნი იყვნენ სალი,ლელუკა, ქეთა და ლევანი.ეს ერთი ბიჭი ამ გადარეულ სამეულს შეკლული ჰყავდა ხელში პირველი კლასიდანვე.ერთ უბანში გაზრდილები ერთად მოდიოდნენ აგერ უკვე ამდენი წელია.მერე ერთმანეთის მიყოლებით შემოვიდნენ მათ სამეგობროში ხატია,ნინო….
მერე ქეთა გათხოვდა.ამბობდა თავდავიწყებით მიყვარს და მისგან შორს ყოფნა არ მინდაო. დიდხანს ვერ მოითმინეს და პირველი კურსი რომ დაამთავრეს გაიპარნენ. დღეს მას და დიმას ექვსი წლის ვაჟი ჰყავთ-ნიკუშა.
მერე ლელუკამ გაიცნო მისი მომავალი ქმარი საახალწლო წვეულებაზე სამსახურში,გიორგიც არაჩვეულებრივი ადამიანი გამოდგა და სამწლიანი შეყვარებულობის პერიოდი ქორწინებით დაასრულეს. დღეს მათ ოთხი წლის ვაჟი ჰყავთ გაბრიელი და უმცროსის რვა თვის დაჩი,რომლის გაქრიასტინების დღე იყო დღეს.
მერე იყო ხატია და ნინო, ერთდროულად გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა და თავის ბედი პირველმა მიშას, მეორემ კი რეზის დაუკავშირა. ახლა ხატია ექვსი თვის ორსული იყო,გოგოს ელოდებოდნენ, ნინო და რეზი კი თავს იკავებდნენ ჯერ ახალგაზრდები ვართ,რა გვეჩქარებაო.
ასე მიყოლებით შემოეცალნენ მეგობრები სალის,ერთადერთი იმედი ლევანი იყო.ის ეხმარებოდა მათგან თავის დაღწევაში და ყოველი შეხვედრის ან დარეკვის მერე კითხვაზე შენ როდის თხოვდები ან ვინმე ხომ არ გამოჩენილაო თავის არიდებაში….
ნორმალურად არ აცალეს მანქანიდან გადასვლა.ყველა ეზოში გამოსულიყო და მანქანებში ნაწილდებოდნენ.
წინ რეზის მანქანა იდგა.ის და დიმა უკვე მანქანაში ისხდნენ.ნინოს გაბრიელი აეყვანა ხელში და მასთან ერთად იდგა.რომ დაინახა,მოდი ჩვენთან დაჯექიო დაუძახა და ბავშვი უკანა სავარძელზე შესვა.
-რას დამდგარხარ მანდ?-ფანჯრიდან გადმოყო თავი დიმამ,-შენ ჩვენთან ჯდები.
უკან მიუჯდა ნინოს,გადაკოცნა, მერე ბიჭებიც მოიკითხა,გაბრიელი კი გემრიელად ჩაჭმუჭნა და ჩაბურჯგნა. ბავშვმა იუცხოვა დეიდა თავიდან და ნათლიას აეტუზა.მაგრამ მერე ისე გაერთო თამაშში მასთან ერთად რომ აღარ ჩერდებოდა.მერე დაიღალა და მიეძინა,თავი ნინოს კალთაში ედო, ფეხები სალის და ტანი სავარძელზე. ეცინებოდათ გოგოებს.
თან ჩუმად საუბრობდნენ.
რეზი ქალაქიდან გავიდა და ტყისკენ გადაუხვია,რაც უფრო ღრმად შედიოდნენ,მით უფრო მეტი სიგრილე შემოდიოდა ფანჯრებიდან.
მეგობრებთან ერთად გართობაზე, ყოველთვის ჭკუას კარგავდა,მაგრამ ამჯერად ამის ხასიათზე ნამდვილად არ იყო.არც თავის თავს ეკუთვნოდა. ბოლოს ყველაფერი იმას დააბრალა რომ საღამოს სამსახურში უნდა წასულიყო და დამშვიდებას შეეცადა. მითუმეტეს რომ დიმამ თქვა მოვედითო.რეზიმ მანქანა გააჩერა და გადავიდა.უკან მიჰყვა დიმაც. გაბრიელი შეაფხიზლეს და ისინიც გადავიდნენ.უკან დანარჩენები მიადგნენ მანქანებით თავის
პატარებთან ერთად და იმდენი იყვნენ,რომ იქაურობას ხმაურით იკლებდნენ.იყო ერთი მხიარულება და ამბავი. მამაკაცების ნაწილმა ცეცხლის დანთება ითავა მწვადის შესაწვავად, ნაწილმა მანქანებიდან ბარგის გადმოლაგება და სპეციალურად გამზადებულ ხის გრძელ მაგიდაზე აწყობდნენ.გოგოები ერთად შეგროვდნენ და ჭორაობა დაიწყეს.ბოლო პერიოდში ისე ხშირად ვეღარ ახერხებდნენ შეხვედრებს, როგორც ბავშვების გაჩენამდე,ამიტომ სალაპარაკოც ბევრი უგროვდებოდათ.თან სუფრას შლიდნენ და თან საუბრობდნენ. ხატიას მალევე მოშივდა და პირდაპირ დასწვდა ხაჭაპურის ნაჭერს.
-ჩემს პატარას მოშივდა?-უკნიდან წამოეპარა ქმარი და კისერში აკოცა.
-ვეღარ ვითმენ,-სიყვარულით სავსე თვალები შეანათა მანაც.
-ცოლები ჩვენც გვიყვარს,მაგრამ სამუშაოს თავს არ ვარიდებთ,მოდი აქ, -დაუძახა დიმამ და გაეცინა.მიშაც ბუზღუნით გაშორდა ცოლს.გოგომ ისევ სიყვარულით სავსე თვალები გააყოლა.
-არ შემიძლია,ასეთებს ვერ გიყურებთ, -მსახიობობა დაიწყო სალიმ.
-ასეთებს როგორებს?რა მოხდა? -თეფშების დალაგება შეწყვიტა ლელუკამ და მეგობარს მიაჩერდა.
-ყველა შეყვარებული თვალებით მიყურებთ,ალყაში მომაქციეთ და მტანჯავთ მე საცოდავს,რა მეშველება? - არასებული ცრემლი მოიწმინდა გოგომ.
-მსახიობი.-ჩაილაპარაკა ლელუკამ და საქმიანობა გააგრძელა.
-მორჩი მასხარაობას,-არ ჩამორჩა ქეთა,-რაღას ელოდები მერე?
-რას და თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს,-დაასწრო ნინომ პასუხი.
-ნუ,თეთრ რაშზე ამხედრებულს თუ არა,თეთრ მერსედესზე ამხედრებულს მაინც,-გახედა იმ წუთას მოსულ მანქანას და გაეცინა.რადგან მაშინვე იცნო სტუმარი.
-აი მოვიდა ასეთი პრინცი,-უთხრა ხატიამ და ხაჭაპურის მორიგი ნაჭერი გადაუშვა პირში.
-ჩემი ლევანჩო მოვიდა,-იყვირა გოგომ,მისკენ წავიდა,ხელები გაშალა და იმ წუთას მანქანიდან გადმოსულ ბიჭს კისერზე ჩამოეკიდა.- ხო იქნები ჩემი პრინცი?-დააფახულა თვალები საყვარლად.
-ამან უკვე ამდენი დალია,რომ ვერ მცნობს?თუ ვინმეში ვეშლები?-იკითხა გაოცებულმა ბიჭმა.გოგოებს სიცილი აუტყდათ.
-თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ელოდა და შენ მოხვედი.-განუმარტა ლელუკამ.
-ჩემო სულელო გოგო.ადრე თუ გვიან მოგაკითხავს,ხომ იცი არა?ან შეიძლება აქაც არის უკვე?მიმოიხედე, ნახე რამდენი ხალხია.
-ეე,კარგი რაა,მე ხომ იცი აქეთ-იქით არ ვიხედები.მითუმეტეს უცხო ხალხს არ ვათვალიერებ,-უპასუხა სალიმ და ხელი გაუშვა გაბრაზებულმა.
-არ უყურებ და იარე ეგრე.ოცდაექვსი წლის ხარ უკვე.ყველას ეღირსა მეჯვარეობა და ნათლული,ჩემს გარდა,-უპასუხა გაგულისებულმა ქეთამ.
-მოთმინებითა შენითაო,ხომ გაგიგია,- არ ჩამორჩა ვალში სალი.
-მაგრამ,როდემდე ადამიანო? როდემდე?-არ დააკლო ლელუკამ.
-მიშველე ლევან,-საცოდავი თვალებით შეხედა სალიმ.
-მე რა გიშველო?საკუთარ თავს ვერ ვშველი,შენზე ბებერი ვარ.-არ დააკლო მანაც.
გაბრაზებული ბურტყუნ-ბურტყუნით გაშორდა მოკისკისე გოგოებს. ბავშვებს შეუერთდა და მათთან ერთად დაიწყო ბურთის თამაში.
-ძალიან მეცოდება,ჩვენი შვილები როგორ უყვარს.ალბათ თავისები რომ ეყვარება ისე,-დანანებით გააქნია თავი ქეთამ.
-ისინიც გიჟდებიან მასზე.-აჰყვა ლელუკა.
-რატომ ხდება სულ ასე,რომ როცა კარიერა წარმატებული აქვს ადამიანს, პირად ცხოვრებაში არ უმართლებს?-
-არ ვიცი ნინო,ჩვენ ყველამ ასე თუ ისე ავიწყვეთ ცხოვრება,მეორე ნახევრები გვერდით გვყავს,ზოგს შვილებიც,ზოგი მალე გავხდებით დედა,ის კი… -სევდიანად ჩაილაპარაკა ხატიამ და მუცელზე მოისვა ხელი.
უყურებდნენ როგორ ერთობოდა სალი მათ პატარებთან ერთად,როგორ თამაშობდა ფეხბურთს,მერე სხვა თამაშებზე გადავიდნენ.თან ერთმანეთში საუბრებოდნენ ძირითადად მაინც ბავშვების ირგვლის იყო მათი საუბრები. ბოლოს სალიც დაიღალა და მეგობრებს დაუძახა.
-კიდევ დიდხანს გელოდოთ? მოგვშივდა, ხომ ასეა ბავშვებო? -მიუბრუნდა მათ.
-გვშიაა. იყვირა ყველამ ერთხმად და დარაზმულები წავიდნენ მათკენ.
-ჩვენ თითქმის მზად ვართ.დავსხდეთ და მწვადიც მოვა,-პასუხი გასცა გიორგიმ.-სადაცაა ჩემი და და დანარჩენებიც მოვლენ.
დამთავრებული არ ჰქონდა წინადადება,რომ კიდევ ერთი მანქანა გაჩერდა და იქიდან მისი და ნანა ქმართან და მაზლთან ერთად გადმოვიდა.მათი ორი გოგონა ირინკა და ანკა გიორგიმ წამოიყვანა და ბიძაშვილებთან ერთად თამაშობდნენ მინდორში.დედა რომ დაინახეს მაშინვე მისკენ გაიქცნენ და ჩაეხუტნენ.
-მოგენატრეთ დეე?-მორიგეობით დაუკოცნა ლოყები მან.
-ძალიან,-უპასუხა უფროსმა ანკამ.
-ბიძიაც აქაა.რა მაგარია,-ირაკლის დანახვაზე სულ დაავიწყდათ დედაც და მამაც და მას შემოეხვივნენ. ნანამ მას დაუტოვა და ქმართან ერთად დანარჩენებს შეუერთდა.თბილად მოიკითხა ყველა.
სალი ამ დროს სალათების თეფშებზე განაწილებით იყო დაკავებული და სულ არ მიუქცევია ყურადღება ვინ მოვიდა მანქანით.უფრო სწორად მიხვდა რომ ნანა მოვიდა და დანარჩენი აღარ გაუხედავს იქით.
მხოლოდ მაშინ მიაქცია სტუმრებს ყურადღება როცა სუფრას მიუსხდნენ. რატომღაც სუფრის ერთ თავში ის მოხვდა ნინოსთან და რეზისთან ერთად ადგილის სიმცირის გამო, მეორე ბოლოში კი გიორგი იჯდა და მის გვერდით ირაკლი.აქამდეც იცნობდა მას,ოღონდ არა ახლოს. უბრალოდ ასეთ დროს თუ ხვდებოდნენ ერთმანეთს,ისიც იშვიათად.არც ისეთი ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. მხოლოდ ზედაპირული მოკითხვებით შემოიფარგლებოდნენ.სალი სადაც იყო,იქ დიდი ალიაქოთი და მხიარულება იყო.მის ირგვლივ ტრიალებდა სამყარო.არც ირაკლი იყო მორიდებული.ხშირად მას უწევდა ასეთ სუფრაზე თამადობა და უნდა ითქვას რომ შესანიშნავად გამოსდიოდა ეს.ლექსებით და იუმორით განთქმული იყო.არასოდეს შეუხედავთ ერთმანეთისთვის სხვა თვალით,ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ ერთმანეთისთვის საერთოდ არ შეუხედავთ…
ხანდახან ასე ერთი შეხედვით უბრალო ნაცნობი მოულოდნელად შეიძლება იქცეს მთელ სამყაროდ და იმდენად შენი გახდეს რომ მის გარეშე არსებობა უბრალოდ ვეღარ შეძლო…
როგორც ყველაზე აქტიური და ყველაზე მსმელი,თამადის მოადგილედ გაამწესა გიორგიმ.
-დღეს ჩემი იმედი არ გქონდეს, ამაღამ მორიგე ვარ,ასე რომ ხელები ამიწევია.-გასცა პასუხი ბიჭს.
-მოიცა,შენ რაა უნდა წახვიდე და დაგვტოვო?-გაკვირვებულმა ჰკითხა ლელუკამ და მასთან ერთად თითქმის ყველას გაუკვირდა.
-რა ვქნა,სამსახური სამსახურია.
-და რითი უნდა წახვიდე?ახლა ყველა დალევს და საჭესთან ვერავინ დაჯდება.ამ ტყიდან კი ფეხით ხომ არ წახვალ?-მეორე მხრიდან ქეთა გამოხტა.
-ჩვენთან ერთად წამოვა,ჩვენც ადრე უნდა გავიდეთ.-მის მაგივრად უპასუხა ნინომ.
-მოღალატეებო,-სიცილით უპასუხა გიორგიმ და ირაკლის მიუბრუნდა .-ჩვენ დავიწყოთ.
-არ ვარ მოღალატე.
-აბა რომ არ სვავ?
-არც სხვები სვავენ.
-მე საჭესთან ვარ,-თქვა ქეთამ.
-მეც,-ჩაერთო ლელუკა.
-მე ორსულად ვარ…
-მე ცოტას დავლევ.
-აი შენ გენაცვალე ნინო.
-მეც,-დაამატა ნანამ.
-ბავშვები გყავს მისახედი,- გადაულაპარკა ქმარმა.
-ხოდა დღეს მე დავლევ და შენ მიხედავ,საჭესთანაც შენ დაჯდები.- უპასუხა სიცილით ქმარს.
-მომესწრო ცოლი,როგორც იქნა,- იხუმრა ზურამ და ყველას გაეცინა.
-რა მეშველება,რატომ შემომიჩნდით?- თქვა სალიმ და ამ დროს რატომღაც თვალი ირაკლისკენ გაექცა.ბიჭი იღიმოდა.
-ჰაა,რა ვქნა?-ხელში შეათამაშა ჭიქა გიორგიმ.
-დაასხი,ჯანდაბას თქვენი თავი.
-ეგრე რაა,-თქვა და ცივი,ოქროსფერი სითხით სავსე ჭიქა მომაწოდა.
დიდი დრო არ დასჭირდა იმას,რომ მალე ტრადიციული ქართული ქეიფი გაეჩაღებინათ,სადაც ძირითადად მამაკაცები სჭარბობდნენ და სადაც ძირითადად სადღეგრძელოები და სმა იყო წამყვანი.მითუმეტეს რომ მალე გიორგის რამდენიმე ნათესავი და ერთი-ორი თანამშრომელი შეუერთდათ.გოგოების უმეტესობა მათ არ იცნობდა,ამიტომ ერთ მხარეს მოთავსდნენ და ქალური თემების განხილვა დაიწყეს.
რამდენჯერაც საპირისპირო მხარეს გაიხედა სალიმ,იმდენჯერ ირაკლის მზერა დაიჭირა და ისედაც დაბნეული კიდევ უფრო დაიბნა,სულ აღარ იღებდა ხმას.მითუმეტეს რომ ბიჭიც ჯიუტად არ აცილებდა თვალს.
-რა გჭირს გოგო?-ხელი მიჰკრა ნინომ.
-არაფერი ისეთი.ალბათ სასმელის ბრალია,ცოტა თავი ამტკივდა.- უპასუხა, არადა შინაგანად იმდენად იყო აფორიაქებული ამ მზერით,რომ ცეცხლიც კი ეკიდებოდა. ვერ ხვდებოდა ამის მიზეზს,არადა პირველად ხომ არ ხედავდა მას? პირველად ხომ არ იყვნენ მსგვავს სიტუაციაში?მაგრამ ასეთი მზერა ნამდვილად პირველი იყო.
რომ ვერ შეძლო თავის დამორჩილება, ადგა,სიცხე მოიმიზეზა და პატარა ტბისკენ წავიდა.გაბრიელი აეკიდა და ეს კიდევ უფრო კარგი მიზეზი იყო ბავშვს გავართობო. ნელ-ნელა მისეირნობდნენ სიგრილეში და ცდილობდა დაწყნარებულიყო. იქნებ ეჩვენებოდა და ეს ყველაფერი მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო?იქნებ ამდენი წლის მერე მოჩვენებები დაეწყო?ამდენი ბედნიერი და შეყვარებული წყვილის დანახვისას მასაც მოუნდა ვინმეს ჰყვარებოდა?
გაბრიელმა ტიტინი დაიწყო და მასთან საუბარში განიტვირთა,დაავიწყდა ყველაფერი..ცოტა რომ დაბრუნდა რეალობაში,ბავშვმა დაიწუწუნა დედასთან მინდაო და უკან წამოვიდნენ.რაც უფრო უახლოვდებოდნენ მათ,მით უფრო ნათლად ამჩნევდა შემაღლებულ ადგილზე მდგარ ირაკლის,სიგარეტს ეწეოდა და მათ უყურებდა.ხელახლა აფორიაქდა დამშვიდებული.წინ ჩაუარა ბიჭს და გოგოებს ჩაუჯდა შუაში.ბავშვი კი დანარჩენ პატარებთან გაიქცა.
-კიდევ კარგი მოხვედი,საზამთრო და ხილია დასაჭრელი,და ჭურჭელი დასარეცხი.-მიუცუცქდა ლელუკა.
-კარგი ერთი.ამდენი გათხოვილი ქალი ხართ და მაინცდამაინც ჩემს იმედზე ხართ?-გაეცინა სალის.
-შენზე კარგად არავის გამოსდის.
-აფერისტო.კარგი ხოო.-დაეთანხმა და გასარეცხ თეფშებს წამოავლო ხელი.
სანამ ის იქვე წყაროსთან საქმიანობდა, გოგოებმა მინდორში პლედი გაშალეს და წამოგორდნენ. შვილებიც მიუცუცქდნენ მშობლებს გასართობად.ფოტოების გადაღება დაიწყეს.პოზიორობდნენ და უამრავ სამახსოვრო ფოტოს იღებდნენ.
-ესენი ნახე რაა,მე იქ მარტო გამიშვეს და თვითონ ერთობიან,-დარეცხილი ჭურჭელი მაგიდის მეორე ბოლოში დააწყო და თავზე წამოადგა სალი დოინჯშემორტყმული.
-მიდი რა,გთხოვ მამაკაცებს თეფშები შეუცვალე და მერე შენც შემოგვიერთდი.
-დღეს შენ მომეკვლევინები გეფიცები.- შეუღრინა მეგობარს. უჩალიჩებდა თუ რა იყო?ძლივს დამშვიდებულს ახლა ეს უნდოდა?
სუფთა თეფშებს ხელი წამოავლო და მათკენ წავიდა.პირველი გიორგის მიმართა.
-სიძევ ბატონო თეფშის შეცვლას ხომ არ ინებებთ?-გაეხუმრა.
-რას მენაზები გოგო?-გაეხუმრა ისიც.
-რაღაც ძალიან დასერიოზულებული ჩანხარ?შენ და საოჯახო საქმე ცოტა შორი შორს იყავით?-აჰყვა ლევანი
-გამომიყვანეს უსაქმური და ზარმაცი.
-თავს არ იკლავდი და…
-ასაკმა იცის,ასაკმა,დაბერდა, -გამოსძახა ქმარს ლელუკამ.
მკვლელი მზერა სტყორცნა დაქალს და დასვრილ თეფშებს წამოავლო ხელი.სწრაფად აიღო ირაკლის თეფშიც,ერთმანეთზე დაალაგა და გაშორდა.ისევ იმის მოლოდინით,რომ მათი გარეცხვა არ მოუწევდა. გოგოებიც გვერდით მიუსხდნენ სუფრასთან ისევ.
-რადგან ქალებიც შემოგვიერთდნენ, მოდით ახალი სადღეგრძელო ვთქვათ. ირაკლი გისმენთ,სალი შენი ჭიქა დამანახე…
-დღეს შენ და შენი ცოლი რას გადამეკიდეთ?-შეუბღვირა გიორგის და სავსე ჭიქა ჰაერში ასწია.
-ვახ,შენ გენაცვალე,ძმა ხარ,ძმაა, ბედნიერი იქნება შენი მომავალი ქმარი,-ცერა თითი ჰაერში შემართა მოწონების ნიშნად გიორგიმ. სათქმელი რომ დაასრულა,ირაკლი წამოდგა და მორიგი სადღეგრძელო დაიწყო.
-მოდით ამ ჭიქით ჩვენი სუფრის მშვენებას ქალებს გაუმარჯოს,ჩვენს მანდილოსნებს,რომ გვილამაზებენ და გვიმხიარულებენ აქაურობას.მათ გარეშე არაფრად რომ არ გვიღირს სიცოცხლე..
-ერთი ის ქალი დამანახა,ვისზეც შენ მაგას იტყვი და ხმას არ ამოვიღებ,- გააწყვეტინა ძმამ და წაჰკბინა კიდეც.
-ერთადერთს და განსაკუთრებულს რომ ველოდები,იმიტომ ვარ ასე. ალბათ ჯერ არ შევხვდერილვარ,- არ დაუთმო მანაც.
-ან იქნებ შეხვდით და ჯერ ვერ ხვდებით რომ ის ისაა,ვისაც ელოდი?- თვითონაც ვერ მიხვდა რატომ წამოისროლა ეს,მაგრამ როცა გაანალიზა უკვე გვიანი იყო.
-სალი მართალია,ჩვენი ცოლებით ერთადერთები და განსაკუთრებულები არიან ჩვენთვის.თავიდან ჩვენც ვერ მიხვდით ამას,ეს მერე მოდის და მერე ხვდები,როცა ახლოს იცნობ მას რომ ის განსაკუთრებულია.-უთხრა გიომ და მანაც გამოცალა სასმისი. ცოტა სალიმაც მოსვა და ჭიქა რომ ადგილზე დააბრუნა,ისევ ირაკლის მზერას გადააწყდა და ისევ აიჭრა,აშკარად არ აცდიდა ეს ბიჭი დამშვიდებას.
სიტუაციიდან გაბრიელმა უშველა და პირდაპირ კალთაში ჩაუხტა მომშივდაო,-უთხრა ბავშვმა.
-ჩემო გოჭუნია,მითხარი აბა რა გაჭამო?-მიიხუტა გულზე და სუფრას გადახედა.
-ხაჭაპური მინდა,-დაიტიტინა ბავშვმა და ხელი გაიშვირა.სალიმ მიაწოდა და მანაც მადიანად მოკბიჩა პირველივე ლუკმა.ისე გაერთო მასთან ერთად, ვერც კი ამჩნევდა როგორ უყურებდა ირაკლი და არავინ იცის რას ფიქრობდა იმ წუთას ის.
ჭამა რომ დაამთავრა გაბრიელმა, ტუჩები გაილოკა და სალის მუხლებიდან ჩამოხტა.ისევ ბავშვებისკენ გაიქცა სათამაშოდ. ღიმილით გააყოლა თვალი და გაეცინა.მერე ნინომ წაჰკრა ხელი და უჩურჩულა წასვლის დროაო. საათს დახედა.წამოსვლა არ უნდოდა, მაგრამ სამსახური სამსახური იყო და გაცვლითაც ვერ გაცვლიდა ვერავისთან. ახალი დაწყებული ჰქონდა იქ მუშაობა და ჯერ კიდევ კარგად არ იცნობდა თანამშრომლებს რომ ვინმესთვის ეთხოვა მის მაგივრად ემუშავა. წამოდგა და ნინოს ამოუდგა გვერდით.
-უკვე მიდიხართ?-წყენით უთხრა გიორგიმ და ისიც წამოდგა.
-მოიცადეთ,ასე წასვლა არ შეიძლება, -თქვა ირაკლიმ და ისიც ფეხზე წამოდგა.სასმელი უკვე მოჰკიდებოდა. -ნინო გასაგებია დავლოცეთ უკვე, როგორც ამ ოჯახის ნათლია,მაგრამ შენი სადღეგრძელო ჯერ არ გვითქვამს,-თქვა მან და თავისთან იხმო.ქვემოდან ახედა მასზე ერთი თავით მაღალ ბიჭს.
„-ღმერთო ჩემო,ეს სულ ამხელა იყო თუ ახლა გაიზარდა?“-გაიფიქრა და ჩაეღიმა თავისივე ფიქრზე.
-მოკლედ,ჩემო მეგობრებო და მაგიდის წევრებო,ვინც არ იცით, გეტყვით რომ სალი არის ლელუკას ბავშვობის მეგობარი.აი, ახლა აქ რომ დარბიან ჩვენი პატარები, დაახლოებით ამ ასაკში გაიცნეს ერთმანეთი და მას მერე ერთად მოდიან.წარმოდგენა მაინც გაქვთ რამდენ რამეს გაუძლო ამ მეგობრობამ?რამდენ გამოცდას? რამდენი ადამიანის ბოროტ ენას? რაც მთავარია დროს გაუძლეს და აქამდე მოვიდნენ.ეს კი იმას ნიშნავს,რომ ისინი ახლა ოჯახის წევრები არიან და მომავალშიც ასე იქნება.ასე რომ ჩემო კარგო,მინდა გისურვო ყველაფერი კარგი მომავალში და რაც მთავარია ბედნიერების პოვნა.იმ ბედნიერების რაც ყველაზე მთავარია ცხოვრებაში და შენს ქორწილშიც მალე გვექეიფოს.
-კარგი რაა გიო,-დაიმორცხვა სალიმ,- ეგ როდის იქნება?ან იქნება საერთოდ რომ?-ჩაილაპარაკა და ირაკლისკენ გააპარა თვალი.
მერე ირაკლიმ შესვა მისი სადღეგრძელო,მას ლევანი მიჰყვა, ასევე მისი ბავშვობის მეგობარი.
-ხომ იცი როგორ მიყვარხარ და ვინ ხარ ჩემთვის?როგორ პატივს გცემ და როგორ გაფასებ?მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვო ცხოვრებაში და სულ გქონდეს ჩემი იმედი.შენს გვერდით მიგულე,როცა დაგჭირდები.
მხარზე მოხვია ხელი და მიიხუტა. მერე სალის მოუწია სამადლობელის მოხდა,ყველას დაემშვიდობა და წამოვიდნენ.წამოვიდნენ,მაგრამ იქ დარჩა მისი სული და გული, მეგობრებთან,რომელთა არსებობა უზომოდ ახარებდა და აბედნიერებდა..
სამსახურში მთელი ღამე ფხიზლობდა. დაძინება არ შეიძლებოდა.შუაღამემდე ხალხი მოძრაობდა და მათ ემსახურებოდა, მერე ისინიც შეწყდნენ და უსაქმოდ დარჩა.ხან ფილმებს უყურებდა,ხან სოციალურ ქსელებში დაძრომიალობდა.ვერაფრით მოიშორა ირაკლიზე ფიქრები.მთელი ღამე მისი მზერა ედგა თვალწინ და რაც არ უნდა გაეკეთებინა მაინც არ შორდებოდა.
რამდენჯერმე აკრიფა ფეისბუქზე მისი სახელი და გვარი და რამდენჯერმე წაშალა,ბოლოს არ მოუთმინა გულმა და მაინც შევიდა მის პროფილზე.დიდს ვერაფერ გეტყოდათ,ალბათ დაბლოკილი ჰქონდა ან ნაკლებად იყენებდა.ძირითადად ძმისშვილების და ოჯახის წევრების ფოტოები ჰქონდა ატვირთული.ინფორმაციაშიც ისეთი არაფერი იყო,რაც აქამდე არ იცოდა.კიდევ რომ ჩამოჰყვა,სადღაც ახალგაზრდა გოგოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს წააწყდა, რომელიც სხეულზე ეკრობოდა და იღიმოდა.ნერვები მოეშალა და ტელეფონი გვერდით გადადო.საქმე გააგრძელა და ეცადა ცოტა გადართულიყო..
ნელ-ნელა დრო გავიდა და ქალაქს ნათელი შეერია,გათენება დაიწყო და თბილისის ქუჩებმაც ახმაურება იწყო. გამოჩნდნენ მეეზოვეები,სამარშუტო ავტობუსების მძღოლები.სამსახურში მიმავალი ადამიანები.ერთი გაიფიქრა ნეტავ ირაკლი რას შვება ან როგორ მივიდა სახლშიო,მაგრამ მეტი აღარ დასცალდა,მაღაზიაში პირველმა მომხმარებლებმა შემოჰყვეს თავი…
*****
სახლში თორმეტისკენ მივიდა, საკმაოდ ბევრი დალია და მოეკიდა კიდეც.ტანსაცმელიც კი არ გაუხდია, ეგრევე მიწვა საწოლზე და ასე მიეძინა.ისე ეძინა გვერდი არ უცვლია,არც ის გაუგია,გიორგი რომ ურეკავდა,აინტერესებდა როგორ მივიდა სახლში.
მხოლოდ გამთენიისას იცვალა გვერდი და მაშინვე მიხვდა რომ რაღაც რიგზე არ იყო.მძიმედ გაახილა თვალები, თითქოს ლოდები დაჰკიდებოდა ქუთუთოებზე,თავში კი უროს ურტყავდნენ,ნაბახუსევზე იყო,რაც საკმაოდ მძიმედ უნდა გადაეტანა.ტანსაცმელი გამოიცვალა, მოკლე შორტი ამოიცვა და მაცივრიდან ცივი ბორჯომო გამოიღო. ესიამოვნა,მეორე ჭიქა დაისხა და მაგიდასთან ჩამოჯდა.ფიქრებმა გუშინდელი დღე გაახსენა.სალის სახე წარმოუდგა თვალწინ.რაღაც უცნაური დღე იყო გუშინ,დალევასაც არ აპირებდა.იმიტომ მოინდომა,რომ გოგო ნაადრევად წავიდა,არადა უნდოდა დარჩენილიყო,იქნებ მასთან ლაპარაკიც მოეხერებინა.ნეტავ ახლა სადაა,რას აკეთებსო გაიფიქრა და აღმოაჩინა,რომ იმის მიუხედავად რომ დიდი ხანია ერთმანეთს იცნობდნენ, მასზე მაინც არაფერი არ იცოდა.არც ის სად ცხოვრობდა,სად მუშაობდა,რას საქმიანობდა.იქნებ შეყვარებულიც ჰყავდა?ამის გაფიქრებამ უარესად მოუშხამა გონება და კიდევ უფრო აატკივა თავი.რადაც არ უნდა დამიჯდეს, ყველაფერს გავარკვევო გადაწყვეტილება მიიღო.ლეპტოპი მოიმარჯვა და ლელუკა მოძებნა მეგობრებში.ზუსტად იცოდა მას ეყოლებოდა.ბევრი ვერაფერი გაიგო, გვერდი დაბლოკილი ჰქონდა და მხოლოდ მეგობრებისთვის იყო გახსნილი.ვერ გაბედა მეგობრობა გაეგზავნა,გადაწყვიტა დროს მივანდობ ყველაფერს და თუ არაფერი შეიცვლება მერე ვიმოქმედებო.ლეპტოპი დახურა და ისევ საწოლს მიაშურა,ცოტა გამოძინება აშკარად სჭირდებოდა..
მან რომ ისევ ძილს მისცა თავი, სალიმ მაშინ დაასრულა მუშაობა. სმენა გადააბარა და პირდაპირ სახლში წავიდა.გამოიცვალა,წყალი გადაივლო და ძილს მისცა თავი .ღრმად ეძინა.არ ახსოვს რამდენ ხანს,მაგრამ ტელეფონის ზარმა გააღვიძა.ეკრანს ცალი თვალით დახედა და უხალისოდ უპასუხა.
-რას აკეთებ?-მოესმა მეგობრის მხიარული ხმა.
-მძინავს…
-ადექი,რა დროს ძილია?მოემზადე და სადმე გავიდეთ.
-სად უნდა გავიდეთ ამ სიცხეში?იწვის ქვეყანა.ორმოცი გრადუსია გარეთ.-ისე უპასუხა,თვალებიც არ გაუხელია.
-ხოდა,სწორედ ამიტომ.საცურაო კოსტუმი წამოიღე,აუზზე მივდივართ.
-მივდივართ?
-ხო,მივდივართ,მე,შენ,გიო და ბავშვები,ქეთა,დიმა,ლევანი…
-კარგი,ხო,ვდგები.-ტელეფონი გათიშა და საწოლში გადაბრუნდა, ძილის გაგრძელებას შეეცადა.ხუთ წუთში ისევ დარეკა.
-ახლა რაღა გინდა?-შევუღრინე.
-აჰაა,ასეც ვიცოდი,რომ ისევ გააგრძელებდი ძილს და ამიტომ დაგირეკე.ადექი,თორემ არ ვიცი რას გიზავ.
-კარგი,აი ვდგები უკვე,საბოლოოდ გამოვფხიზლდი და ავდექი.სხვა გზა არ დაუტოვა.საშინლად ჯიუტი იყო ლელუკა.
პირველ რიგში ყავა მოიდუღა,რომ აზრზე მოსულიყო.მერე კი ტანსაცმლის არჩევას შეუდგა,ან რა ჰქონდა ასარჩევი?საცურაო კოსტუმზე მოკლე შორტი და მაისური ჩაიცვა, პირადი ნივთები ზურგჩანთაში ჩადო და მათ მოსვლას დაელოდა.
ნახევარ საათში მის კორპუსთან ორი მანქანა გაჩერდა.ლელუკას ზარმაც არ დააყოვნა,მაშინვე გავარდა ქვემოთ.კარი რომ გამოაღო,ადგილზე გაქვავდა.საჭესთან ირაკლი იჯდა, როგორც ყოველთვის სერიოზული სახით.დინჯად მიესალმა.სამაგიეროდ გიორგიმ ომახიანად მოიკითხა და უკან დაჯექიო უთხრა.დაქალის გვერდით დაიკავა ადგილი.გაბრიელი მაშინვე კალთაში ჩაუხტა და მოეხვია.
-ჩემი თბილი ბიჭი.-მოეხვია სალი.
-დეიდა,იცი დიდ წყალში მივდივართ.
-ვიცი ჩემო პატარა.იქ მე და შენ ერთად ვიცურავებთ.-გახარებულმა ბავშვმა ხელი ხელს შემოჰკრა და ფანჯარაში დაიწყო ყურება.
დიდი გზა არ იყო,მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში გრძნობდა, როგორ უყურებდა სარკიდან ირაკლი. ცდილობდა არ შეემჩნია ეს ყველაფერი და საერთო მხიარულებაში ჩაება.
მანქანიდან პირველი გადავიდა და ბავშვიც გაიყოლა.ხელში შეათამაშა და შეუღუტუნა.მანაც სიცილი დაიწყო.
-ნელა თქვე გადარეულებო.-მიაძახა ლელუკამ,-ერთი ჭკუისები.
პასუხად სალიმ ენა გამოუყო და დაეჯღანა.
ჯინო ფერედაისი ხალხის ნაკლებობას არ უჩიოდა,თუმცა მათმა მისვლამ მაინც სხვანაირი აჟიოტაჟი გამოიწვია.
მაშინვე განმარტოვდნენ და თავისუფალი ადგილები აითვისეს. სალიმ ტანსაცმელი გაიხადა,აუზის კიდესთან მივიდა,მოემზადა და წყალში გადაეშვა.დანარჩენებიც ნელ- ნელა მიჰყვნენ. მხოლოდ ირაკლი დარჩა ზემოთ და თვალს ადევნებდა მათ.უფრო ზუსტად კი სალის. გოგო აუზის კიდესთან გაჩერდა რომ დაესვენა.ხელებით დაეყრდნო. უცებ უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და რაღაც უთხრა.მან ვერ გაიგო,თუმცა დაიძაბა და სკამიდან წამოიწია რომ სიტუაცია გაეკონტროლებინა.
სალიმ ზრდილობიანი ღიმილით მოიშორა ბიჭი,ზურგი შეაქცია და აუზის მეორე კიდისკენ გაცურდა. შემოსასვლელში მეგობრები დაინახა და ხელი დაუქნია.ნიკუშა წინ გამოიქცა.
-შენ არ გიშვებენ წყალში თუ რა ხდება ძმაო?-გაეცინა ლევანის და ირაკლის მხარზე დაარტყა მეგობრულად ხელი.
-ჯერ ადრეა,რა მეჩქარება,წინ მთელი დღე გვაქვს..
-ადე ადე,წამო ჩავიდეთ.-ლევანიმ მაისური გაიძრო და წყალში გადაეშვა. ირაკლიც ნელა წამოდგა და აუზისკენ წავიდა…
სალიც იქ რომ იქნებოდა, მაშინვე მიხვდა როგორც კი გიორგიმ დაურეკა და უთხრა აუზზე მივდივართო.ყველა საქმე გადადო და დასთანხმდა მისი მანქანით წასულიყვნენ.არადა ასეთ დროს ძალიან არ უყვარდა როცა მძღოლი ის იყო,ვერ სვავდა და ვერც ისე ერთობოდა როგორც მაშინ როცა საჭესთან არ იჯდა. გული უცნაურად შეუფრთხიალდა.აქამდე ეს არასოდეს დამართნია,არადა გოგოს დიდი ხანია იცნობდა.იქნებ იმიტომ რომ იცოდა სალის შეყვარებული ჰყავდა და ერთხელ შეხვდა კიდეც მას. მაგრამ მერე რატომღაც სულ მარტო ხედავდა გოგოს და ძალიან უკვირდა. სად წავიდა ის ბიჭი.მერე აღიდგინა გონებაში რომ ბოლო პერიოდში მარტო მოდიოდა ყველგან სადაც სამეგობრო იკრიბებოდა.
სადარბაზოდან გამოსული სალი რომ დაინახა,დაიბნა და თვალი ააყოლა მის ჩამოსხმულ სხეულს.ტანი არ დაეწუნებოდა,თუმცა ვერ იტყოდი ლამაზიაო,მასზე ბევრად ლამაზები და მოხდენილები იყვნენ,მაგრამ რაღაც შარმი და მიმზიდველობა მაინც ჰქონდა, ისეთი რომელიც მიგიზიდავდა და დაგატყვევებდა.
თავი გაიმხნევა და სალონში თავი რომ შემოყო ბედნიერი ღიმილით გოგომ, მანაც ასეთივე ღიმილით უპასუხა, რომ არ შეემჩნიათ მისი დაბნეულობა.
მთელი გზა სარკეში ათვალიერებდა და მის თითოეულ ქცევას და სიტყვას აფიქსირებდა,რამდენჯერმე მათი მზერა ერთმანეთს გადააწყდა.ნეტავ რას ფიქრობს ან თუ გრძნობს რომ მისით დავინტერესდიო,-ფიქრობდა გონებაში.
არც აუზზე მისვლის მერე მოუცილებია მისთვის თვალი.სულ სხვანაირი სალი აღმოაჩინა მხიარული,ლაღი, მეგობრული. ერთდროულად ბავშვურიც და დიდიც.
მაისური რომ გაიხადა და საცურაო კოსტუმში დაინახა,ძლივს გადაყლაპა მომდგარი ნერწყვი და ხარბად დაუწყო თვალიერება მისი სხეულის თითოეულ დეტალს.კიდევ კარგი ყველა დაკავებული იყო და მისი ეს დაინტერესება არავის შეუმჩნევია.
გაბრიელი ატირდა და სალისთან მოინდომა.გოგომ აუზში ჩაიყვანა და მასთან ერთად დაიწყო ცურვა.ბავშვი პატარა ხელებს კისერზე ხვევდა და გულიანად იცინოდა.
-მიდი პატარა,მიდი,აი ასე,ხელები გააქნიე,ფეხები..ერთდროულად..კარგია ჩემო დელფინო..მიდი ცურვა უნდა ისწავლო,თორემ დედაშენს და მამაშენს შენთვის არ სცალიათ..
-სამაგიეროდ სალი დეიდა ჰყავს და მის იმედზე ვართ.-უპასუხა ლელუკამ და ქმარს ჩაეხუტა.
-მომკლა თქვენმა სიყვარულმა.- გაეცინა გოგოს,-ნუ მიყურებთ ასეთი თვალებით.
-კაცი გჭირდება შენ რომ მოგარჯულოს,-ენა გამოუყო ლელუკამ.
-თქვენ საუკეთესო დაქალს მიჩაგრავთ?-აუზის კიდესთან ქეთა იდგა და ზემოდან დაჰყურებდა.
-მხოლოდ შენ თუ მიშველი მეგობარო,- აფერისტულად გაუღიმა სალიმ.
-ამდენ ხანს სად იყავით?-ჰკითხა გიორგიმ დიმას.
-ლუდი და მისაყოლებელი ხომ გვინდოდა?ისე როგორ გადავატაროთ ეს დღე?-უპასუხა იმანაც და ყველაფერი მაგიდაზე ამოალაგა.
-ძმა ხარ,ძმა.-ცერა თითი ჰაერში შემართა მოწონების ნიშნად.
დიმამ საქმიანობა დაამთავრა,ცოლს ხელი მოჰკიდა და მასთან ერთად გადაეშვა წყალში.
-გადარეულო,გაგეფრთხილებინე მაინც,-შეუღრინა ცოლმა და აუზის კიდისკენ გაცურა,სადაც მისი შვილი იდგა და ატირებას აპირებდა.
-რა გჭირს დეე?მოდი ჩემთან
-შენთან არ მინდა,სალი დეიდასთან მინდა.-უპასუხა მანაც და უკან დაიხია.
-რა უქენი გოგო ჩვენს შვილებს?ჩვენი თავიც კი დაავიწყე.-დეე,დეიდას გაბრიელი ჰყავს.
-მეც მინდაა,-აღრიალდა ბავშვი.
-კარგი,კარგი,არ იტირო,ახლავე მოვალ შენთან,-უპასუხა სალიმ და გაბრიელთან ერთად აუზის კიდისკენ გაცურდა.
იმაზე რთული აღმოჩნდა გაბრიელის დატოვება და ნიკუშას აყვანა,ვიდრე წარმოუდგენდნენ,ამას ერთის აღრიალება და მეორის დამშვიდება მოჰყვა.
-ჩემია,მე მინდა დეიდასთან.-ტიროდა გაბრიელი.
-არა,ჩემია,-უკვე ბედნიერი პასუხობდა ნიკუშა.
მათი ჩხუბის შემყურე ყველას ეღიმებოდა.საბოლოოდ გაბრიელიც აიყვანა,პატარა აუზში მათთან ერთად ჩაჯდა და იქ ერთობოდა.ისინიც კმაყოფილები იყვნენ ამით და იცინოდნენ.ირაკლი კი იქვე იწვა შეზლონგზე და სალის აკვირდებოდა.
ლევანი წამოადგა თავზე, წამოაყენა და აუზისკენ წაიყვანა. ფეხზე რომ წამოდგა,სალის მზერა გაექცა მისკენ და თვალები შუბლზე აუვიდა.კიდევ კარგი ბავშვებმა წყლიდან მოინდომეს ამოსვლა.
-მოდი დაგეხმარები,-უთხრა და გაბრიელი გამოართვა.მერე ნიკუშაც. ბავშვები სათამაშოდ გაიქცნენ,აღარ გახსენებიათ დეიდა.
-კარგად ცურავ,-უთხრა ირაკლიმ და გვერდით მიუჯდა.
-ჰო,ბავშვობაში ვისწავლე,ჩემებს ცურვაზე დავყავდი.
-ბავშვების სიყვარულიც ბავშვობიდანვე მოგყვება?
-რავიცი აბა რა გითხრა?ერთი ის ვიცი რომ ამ ორს ჭკუიდან გადავყავარ,ისე მიყვარს ორივე.
-და შევამჩნიე რომ ისინიც გიჟდებიან შენზე.ასეთი რა იცი მითხარი მეც, თორემ ჩემი ძმის შვილები არ მეკარებიან.
-წარმოუდგენელია,მაგას ვერ დავიჯერებ.იმ დღეს ირინკამ მითხრა რომ ყველაზე კარგი ბიძია ჰყავს.
-ეგ მაშინ,როცა რაღაცას ელოდებიან ჩემგან,-უპასუხა და გაეცინა,-მალე მისი დაბადების დღეა და საჩუქარი უკვე მთხოვა,დავპირდი რომ მივუტან და ამიტომ ამბობს ასე.
-უცნაურები არიან პატარები, უცნაურები და საყვარლები,-უპასუხა სალიმ.-ალბათ,ოდესმე ჩემებიც თუ მეყოლებიან,ისინიც მათი მსგავსები იქნებიან…
-ალბათ?რატომ ალბათ? -გაკვირვებულმა შეხედა ბიჭმა.
-რავიცი,-მხრები აიჩეჩა გოგომ.
-ამას უმიზეზოდ არ იტყოდი.მიდი მომიყევი,მოგისმენ,-ირაკლი მოსასმენად მოემზადა.
-მართლა არაფერია ისეთი, უბრალოდ… უბრალოდ ცხოვრების ამ ეტაპზე ის პიროვნება საერთოდ არ ჩანს ჰორიზონტზე,რომ ოჯახზე ვიფიქრო,მითუმეტეს ბავშვებზე.
-ცხოვრებაში ყველაფერი კარგი მოულოდნელად ხდება ,-გასამხნევებლად უპასუხა ბიჭმა, ხმაში სევდა რომ შეატყო.
-ალბათ,მე ყოველშემთხვევაში არ მჯერა მსგავსი რაღაცეების,ცაში გაფრენის მითუმეტეს.
-ეგ რა შუაში იყო ეხლა?
-ვიფიქრე რომ შენ ეგ იგულისხმე…
-მე არაფერი არ მითქვამს ხმამაღლა, ეს შენ დაასკვენი ასე..-ირაკლი მიხვდა რომ საუბარი სულ სხვა მიმართულებას იძენდა და ეს კარგად არ დასრულდებოდა.გოგოს ფეთქებადი ხასიათის შესახებ იცოდა და უკან დახევა ამჯობინა.სულაც არ უნდოდა პირველი სერიოზული დიალოგის დროს ეჩხუბათ. წამოდგა, მხრებში გაიმართა და აუზში თავით გადაეშვა…
არც სალის დასცალდა იქ დიდხანს ყოფნა,ლევანი ეტაკა მოულოდნლად, ხელში აიტაცა და წყალში აღმოჩნდა.
-მოგკლავ,-დაემუქრა მეგობარს.
-ვერ ეღირსები,მაგისთვის ჯერ უნდა დამიჭირო,-სასაცილოდ დაემანჭა ბიჭი და ენა გამოუყო.
-მასხარა ხარ ამხელა ბიჭი,-აბუზღუნდა და ხელი მარჯვედ მოუსვა.სასიამოვნო იყო წყალი და რამდენჯერმე ერთი კიდიდან მეორისკენ გაცურა.
მერე წყალბურთი ითამაშეს,რა თქმა უნდა გოგოებმა წააგეს,არადა მათი აჩემება იყო ქალები კაცების წინააღმდეგო.ბავშვები იქვე თამაშობდნენ,სულ არ მიუქცევიათ ყურადღება უფროსების სიგიჟეებისთვის.იყო ჟრიამული და ერთი ამბავი.თავზე დაიმხეს იქაურობა.ერთი ბიჭი ზედმეტი იყო და ირაკლი მსაჯად დანიშნეს,ჯერ კი იბუზღუნა,მაგრამ კენჭისყრით მას შეხვდა და ბოლოს დასთანხმდა,თუმცა არაკომპეტენტური ხარო პასუხობდნენ ბიჭები,გოგოების მხარეს იყო უფრო. მათ კი მაინც წააგეს. ამის მიუხედავად.
გაბრაზებულები ამოვიდნენ აუზიდან და სკამებზე ჩამოსხდნენ.ქმრები დასცინოდნენ და სანაძლეოს ჩაბარებას ითხოვდნენ.
-ერთი წუთით,მე რომ ქმარი არ მყავს?- ჩაერთო სალი.
-შენ მე ჩამაბარებ სანაძლეოს,-თმა აუჩეჩა ლევანიმ.
-ღმერთო მიშველე,ამას რა გაუძლებს ახლა,-მაღლა აიხედა ცაში გოგომ.
გვიანობამდე დარჩნენ აუზზე. ცურვა და წყალი რომ მობეზრდათ,იქვე ბარში გადაინაცვლეს და იქ გააგრძელეს გართობა.ცდილობდნენ სასიამოვნოდ გაეტარებინათ დრო, სასიამოვნო მოგონებები ისედაც ბევრი ჰქონდათ ერთმანეთთან დაკავშირებული და ეს დღეც შეუერთდებოდა ამ დღეებს…
სახლში გვიან წამოვიდნენ ისიც იმიტომ რომ ბავშვებმა მოიწყინეს. ირაკლის მოუწია მათი სახლებში დარიგება.ოღონდ ისე მოახერხა რომ ბოლოს სალი დაეტოვებინა.
-სახლში მშვიდობით მიიყვანეო, -გააფრთხილა გიორგიმ და კარი მოიუხურა.
-არ მენდობი შეჩ...ა?-გაუბრაზდა ისიც და შეუბღვირა.
-დამშვიდდი კახელო და წყნარად იარე,-მოაძახა ბიჭმა და სახლში შევიდა.
ნელა მიჰყავდა მანქანა,უნდოდა რაც შეიძლებოდა დიდხანს ყოფილიყო მის გვერდით,მერე რა თუ ხმას არ იღებდა გოგო და საუბარი არ გამოუვიდათ. არ დააძალა,ნელ-ნელა ალბათ ყველაფერი თავისით მოვიდოდა..
-მოვედით,-გააჩერა მანქანა და საჭეზე ხელები დააწყო.
-ხო,მოვედით,-დაეთანხმა გოგო და სახლს ახედა.
-ხომ არ გაგიბრაზდებიან,რომ დააგვიანე?
-ვინ?
-ოჯახის წევრები..
სალის გაეცინა.
-ისინი სოფელში ცხოვრობენ…
-გასაგებია,მარტო ცხოვრობ, მარტოობას მიჩვეული ხარ…
-კარგი წავედი,-თავი აარიდა პასუხს, ნაჩქარევად დაემშვიდობა და მანქანიდან გადავიდა.
-ღამე მშვიდობისა,-დაადევნა ირაკლიმ,მაგრამ გოგოს აღარ გაუგია, უკვე სადარბაზოში იყო გაუჩინარებული..
******
მშვიდობიანი და მოწყენილი რამდენიმე დღე გავიდა.ეს სალის სამსახურის გრაფიკიდან გამომდინარე უფრო.გადაბმულად მოუწია მუშაობა,მეგობრებს ძირითადად სოციალურ ქსელებში ან ტელეფონით ეხმიანებოდა. ყოველდღიურმა ერთფეროვნებამ ისე ჩაითრია,რომ ირაკლიც დაავიწყდა და ის დღეებიც,თუმცა მოულოდნელად ერთ ღამეს,როცა ტელფონმა დაიწკაპუნა და ფეისბუქის გვერდი გახსნა,ირაკლის მეგობრობა ჰქონდა მისთვის გამოგზავნილი.თვალებს ვერ დაუჯერა და კარგა ხანს ფიქრობდა დასთანხმებოდა თუ არა..
სადღაც ქალაქის მეორე ბოლოში კი ბიჭი გულისცემით და ინტერესით ელოდა დასტურს,როცა სალიმ თანხმობა გამოუგზავნა,ვერ მოითმინა და მისწერა.
-აქ ხარ?
ჩატი რომ აენთო დაბნეული გოგო უარესად დაიბნა.თანამედროვე ცხოვრება და სოციალური ქსელები თავისას შვებოდა.ადამიანური ურთიერთობები მთლიანად მასზე დამოკიდებული გახდა.
-კი,-უპასუხა მოკლედ.
-არ გძინავს?ღამის ორი საათია.
-ვმუშაობ.
-ასეთ დროს?-გაუკვირდა ბიჭს
-დიახ,ღამის მორიგეობებიც მიწევს ხანდახან.
-ძნელი არ არის?
-არც ისე,უფრო სწორად მარტივი არც არაფერია.
-ხომ არ გაწუხებ?
-არა,ჯერ მცალია,როცა დაკავებული ვიქნები გეტყვი..
-უცნაურია…
-რა?
-ვირტუალურად უფრო გამოგვიდა საუბარი,ვიდრე პირადში.
-ნამდვილად,ამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და ამდენი ხანი არასოდეს გვისაუბრია.-სიცილის სმაილები გაუგზავნა სალიმ
-ახლა ისეთი ხარ,როგორც ლელუკას ქორწილში.მაშინ ისეთი ბავშვური და მხიარული იყავი,შენი სითამამე ნორმალური იყო,სულაც არ იყო ზედმეტი არაფერი..ერთდროულად თინეიჯერიც იყავი და ზრდასრული ქალიც.
-ახლა მაწითლებ…
-რომ გაწითლდე,მე მაინც ვერ დაგინახავ….მერე რაღაც მოხდა და შენ შეიცვალე…
-არ მინდა იმ რაღაცაზე საუბარი.. წარსულის გახსენებაზე სალი დასევდიანდა და აღარაფერი მიუწერია.
-ჰეი,აქ ხარ?-დაიწკაპუნა ისევ ჩატმა.
-კი…
-თავი ხომ არ მოგაბეზრე?
-არა,არა,პირიქით,კარგად გამართე..
-წინააღმდეგი ხომ არ ხარ ამ დღეებში რომ შევხვდეთ?
-არ ვიცი…
-აბა ვინ იცის?მითხარი და მისგან ავიღებ ნებართვას…
გაეცინა და თანხმობა მისწერა.
-როცა მეცლება გეტყვი.
მერე ერთმანეთს დაემშვიდობნენ, სალის საქმე ჰქონდა,ირაკლის ძილი მოერია.
უჩვეულოდ ბედნიერი იყო გოგო.დიდი ხანია ასე არ უგრძვნია თავი.იმ ამბების და მძიმე დეპრესიის მერე ახლა სიმშვიდეს მიაღწია,ახალი ურთიერთობა კი საუკეთესო გზა იყო იმის გასაგებად,ბოლოდმე გადალახა თუ არა ყველაფერი.ახლა შანსი ჰქონდა გაეგო ისევ ეშინოდა თუ არა ბედნიერების,ახალი ბედნიერების…
ყველაფერს აქვს თავისი დრო და აქვს დასასრული და დასაწყისი.და ის რაც მაშინ ასე ცუდად დასრულდა, დასაწყისი იყო იმ რაღაცა ახალის და კარგის,რასაც ასე ელის ყველა-ესაა ის,რომ იპოვო ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას აზრს დაუბრუნებს ან მისცემს. მაგრამ ამ აზრს ბოლომდე არ იზიარებდა სალი და ამბობდა რომ სამყაროს მამოძრავებელი ძალა არა მხოლოდ მეორე ნახევრის პოვნა,არამედ კარგი მეგობრებიც არიან,ისეთები, რომლებიც მას ჰყავდა და ნებისმიერ მომენტში დაეყრდნობოდი მათ.მათი იმედი სულ რომ ჰქონდა და ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოედგინათ ცხოვრება…
არ გაჰკვირვებია,როცა კვირის ბოლოს ლელუკამ დაურეკა,ახალი ჩაძინებული იყო და გვიან გაიგო ზარის ხმა.ჯერ მეგობრის საყვედურები ისმინა,მერე კი მშვიდად ჰკითხა:-რა ხდება?შენ ისე არ დამირეკავდი..
-საღამოს ბაკურიანში მივდივართ და წასვლის წინ გნახავ,დაგემშვიდობები. უნდა დავრწმუნდე რომ საღ-სალამათს გტოვებ.
-არანორმალური ხარ რაა,-გაეცინა სალის.
-ისე შენც ხომ არ წამოხვიდოდი?
-აბა როგორ?სამსახური?
-მოკლედ,შენ და შენი სამსახური,რას მორბოდი იქიდან?დარჩენილიყავი იქ და გექნებოდა ნორმალური სამსახური და ნორმალური ხელფასი…
-ხომ იცი რომ იქ დარჩენა არ ღირდა, არ შეიძლებოდა?რატომ მახსენებ სულ ერთსა და იმავეს?
-არ იყო ღირსი ის იდიოტი იქ დარჩენილიყო და შენ ასე გეწვალა, ისევ თავიდან უნდა დაიწყო ყველაფერი და ისევ თავიდან შექმნა.
-ლელუ მორჩი რაა,ნუღარ მახსენებ.. მოკლედ ვემზადები უკვე და შენთან მოვდივარ.ოღონდაც აღარ ილაპარაკო.
-ვაუ,მაგარია,კარგი,მიდი გელოდები მაშინ,-ბედნიერი დაემშვიდობა დაქალი.ცოტა ხანს ისევ წაუძინა,მერე ადგა,ყავა მიირთვა,წყალი გადაივლო, უბრალოდ გამოეწყო და სახლიდან გავიდა.
ნახევარ საათში მეგობრის სახლში იყო,როგორც კი დაინახა გაბრიელმა, ყველაფერს დაანება თავი,მისკენ გამოიქცა და მუხლებზე მოეხვია. ხელში აიყვანა და მორიგეობით დაუკოცნა ლოყები.მერე უმცროსი გამოართვა ლელუკას,მკერდზე მიიხუტა,ეზოში სარწეველა სკამში ჩაჯდა და პატარასთან ერთად დაიწყო თამაში..

სამსახურიდან გასვლას აპირებდა, გიორგის ზარი რომ დაფიქსირდა მის ტელეფონზე.
-რა ხდება აბა?დღეს რა გეგმები გვაქვს?
-ბაკურიანში მივდივართ,ლელუკა და ბავშვები მიმყავს.შენც წამოდი.
-მარტო ჩვენ?-უცნაურად შეუფრთხიალდა გული.
-კი,ჩვენ,ყველა.-
რატომღაც ეგონა რომ სალისაც დასახელებდა,მაგრამ მისმა ნათქვამმა ხასიათი მოუშხამა.არადა გიორგიმ „ჩვენ“-ში ყველა იგულისხმა, მათ შორის სალიც.უარის თქმა აღარ გამოდიოდა უკვე დათანხმებული იყო.
-კარგი,სახლში გავივლი,ნივთებს ავიღებ და შენთან მოვალ.- წამში წაუხდა ხასიათი.სალისთან მოსალოდნელი შეხვედრა დღეს არ შედგებოდა და უხალისოდ ჩაჯდა მანქანაში.ასევე უგულოდ ჩაალაგა ყველაფერი ჩანთაში და სწრაფად დატოვა სახლი.გიორგისთან ახლოს ცხოვრობდა,დიდი დრო არ დასჭირვებია იქამდე მისვლას. მოურიდებლად შეაღო ეზოს კარი და ადგილზევე გაშეშდა.მის წინ იჯდა ქალი,რომელიც საოცრად მოსწონდა და სასწაულად უხდებოდა ბავშვი. წამში გაუელვა იმ აზრმა გონებაში, რომ ეს შეიძლებოდა მათი შვილი ყოფილიყო და სამსახურიდან დაბრუნებულს ასე დაელოდებოდა. დაღლილობა კი მაშინვე მოეხსნებოდა.
სულ დაავიწყდა ყველაფერი. ფეხაკრეფით გაიარა ეზო და სახლში შევიდა,სადაც დიდი აურზაური იყო
-რა ხდება ხალხნო?-მაშინვე იკითხა და ყველას მიესალმა.
-რა და ვცდილობთ სალი დავითანხმოთ წამოსვლაზე.ის კი გარეთ გაიქცა და ახლა ჩემ შვილს იყენებს მიზეზად,რომ არ შემოვიდეს აქ და არ დავითანხმოთ.-უპასუხა ლელუკამ.
-ასე ადვილად დანებდით?-გაეცინა ირაკლის.
-არა,არ დავნებებულვართ.
-რატომ არ მოდის?
-სამსახურის გამო,-გასცა პასუხი ქეთამ.
-დაიცადე,როგორ თუ სამსახურის გამო?
-აი ასე,ჩვეულებრივ როგორც ხდება ესენი დალევენ და ორშაბათს საჭესთან ვერც ერთი დაჯდება.-კარში სალი იდგა,უკვე გაღვიძებულ ბავშვთან ერთად.
-შენთვის ჩემო კარგი,თუ დამჭირდა ვერტმფრენს გამოვიძახებ და გადმოგაფრენ სპეციალური რეისით თბილისში.-გაეცინა გიორგის და წასაღებად გამზადებულ ჩანთებს დასწვდა.
-აჰაა,უყურე ამას რაა.არასერიოზული, შენი იმედი უნდა მქონდეს?-შეუღრინა სალიმ.
-გოგო შენ ჩემს მეუღლეს როგორ უყურებ?მე მაქვს მისი იმედი მთელი ცხოვრება და შენ ერთი დღე ვერ უნდა ენდო?-ეწყინა ლელუკას.
-მოიცადე ესაა მიზეზი?მე ხომ წამოვალ? მეც ორშაბათს აქ უნდა ვიყო და მე შემიძლია წამოგიყვანო, -მიზეზი მიეცა მის დასათანხმებლად ირაკლის.
ახლა შეამჩნია სალიმ ბიჭი და საშინლად დაიბნა.
-ესეც მოდის?
-მე ესეც ვარ?-მიუტრიალდა ნაწყენი ბიჭი.
-ბოდიში,ბოდიში.არასწორად ვთქვი. უხეშად მომივიდა.უბრალოდ ასე დაუგეგმავად არ მიყვარს წასვლა.
-დაუგეგმავად რატომ?ორი საათია გეხვეწები.ნერვებს მიშლი უკვე. მორჩა,ყველაფერი გადაწყვეტილია, მოდიხარ.მომეცი ბავშვი,-ლელუკამ შვილი გამოართვა და გამოსაცვლელად წაიყვანა.
-მოკლედ ახლა შენ ირაკლი სახლში გაგიყვანს,ტანსაცმელს და ნივთებს აიღებ და მერე ერთად წამოხვალთ. დაგვეწევით გზაში.-უცებ გადაწყვიტა გიომ და უკვე საბოლოოდ დაასრულეს გამგზავრების პროცესი….
*****
ირაკლიმ მანქანა სალის სადარბაზოსთან გააჩერა.
-მალე ჩამოვალ,დიდხანს არ გალოდინებ,-უთხრა გოგომ და სწრაფად გადავიდა. ბიჭს გაეცინა და თვალი გააყოლა სწრაფი ნაბიჯებით მიმავალს.
დაახლოებით ათი წუთი დასჭირდა სასურველი ნივთების ასაღებად. პატარა ზურგჩანთაში ჩაუძახა და სახლიდან გავიდა.ძმას ლიფტიდან მისწერა გოგოებთან ერთად ბაკურიანში მივდივარ ორი დღით,არ ინერვიულოო.მერე ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და სადარბაზოდან გამოვიდა.
-წავედით?
-წავედით..-გაუცინა გოგომ და ღვედი გადაიჭირა.-იმედია დიდხანს არ გალოდინე.
-არა,იმაზე მალე მოხვედი,ვიდრე მეგონა.-გაეცინა ბიჭს.-როგორც ჩანს ტყუილად ამბობენ ქალებზე,ყველგან აგვიანებენო.
-გააჩნია ვინ მელოდება.-თქვა სალიმ და ბიჭს შეხედა.უცებ მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა.
-ხო გააჩნია,-მისკენ შებრუნდა ბიჭი და თვალი ჩაუკრა.
-ისე ყველა ქალი ერთნაირი არ არის.
-საბედნიეროდ გამონაკისი ხარ და ეს ძალიან მახარებს,შენ სხვანაირი ხარ.
სალი უსიამოვნოდ შეიშმუშნა ამის მოსმენაზე.არ ესიამოვნა,თუმცა არ უნდოდა ირაკლის შეემჩნია და ნაძალადევად გაიღიმა.
-მეც ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ. არაფრით ვარ გამორჩეული არავისგან.
-ხარ.მაგას შენ ვერ მიხვდები,ამას სხვები უკეთ ხვდებიან..
დაბნეულმა სალიმ ფანჯარაში გაიხედა და გაჩუმდა.
-მეგონა სულ სხვანაირი საუბარი გვექნებოდა,მაგრამ პირიქით დავიწყეთ.ისიც ვერ გკითხე ნორმალურად როგორ ხარ.
-არამიშავს,როგორც ხედავ ჩვეულებრივად.
-აჰაა,და არაჩეულებრივად ყოფნა როგორია?-ღიმილით გადახედა ბიჭმა.
-როცა ვიქნები გეტყვი….
-კარგი..იმ დღეს თავი ძალიან ხომ არ მოგაბეზრე?
-არა,რატომ?
-რა ვიცი,თითქმის მთელი ღამე გავათენეთ შეტყობინებების წერაში.
-მე შენ მეცოდებოდი,თორემ იმ ღამეს მე ისედაც ვმუშაობდი.
-მეც მიჩვეული ვარ ღამის გათენებას, არაუშავს.
-აჰაა,ესეგი მიჩვეული ხარ გოგოებთან მიმოწერაში ღამეების გათენებას?- ეჭვნარევი მზერით შეხედა ბიჭს,რასაც მაშინვე მიხვდა ის და გაეცინა.
-რატომ ფიქრობ ასე?მაიმცდამაინც ეს მიზეზი უნდა იყოს?
-სხვა რა მიზეზი უნდა იყოს?
-შენ რა მიზეზი გაქვს ღამის გასათევად?-დაუბრუნა უკან კითხვა და მაშინვე ჩაჭრა.პასუხი რომ ვერ დაუბრუნა,ისევ თვითონ უპასუხა.
-აი ხომ ხედავ?პასუხი ვერ გამეცი. იმიტომ რომ ქალების გარდა სხვა მიზეზებიც არსებობს და ერთ-ერთი მიზეზი სამსახურია.
-კარგი,ვაღიარებ რომ ამჯერად მართალი ხარ,-ასწია ხელები სალიმ.
- პატარები არც ერთი არ ვართ,რომ ვერ გავიგოთ ერთმანეთისგან რა გვინდა და რას ველით.უბრალოდ ერთ რამეს გთხოვ როცა შენთან საუბარი მომინდება დღის ან ღამის ნებისმიერ მონაკვეთში,თუ შეგეძლება უარი არ მითხრა.
-კარგი,-გაეცინა სალის…
ამასობაში მისი ძმის სახლში მივიდნენ.ისინიც მზად დახვდნენ. ბავშვებმა ბიძა როგორც კი დაინახეს ,მაშინვე მისკენ გამოიქცნენ და ფეხებზე შემოეხვივნენ.ირაკლიმ ხელები გაშალა და ორივე ერთდროულად ჩაიხუტა.
-წავედით ძმაო,ამის დრო არაა,ისედაც დავაგვიანებთ,საღამოა უკვე.წინ დიდი გზა გვაქვს.
სალის უკანა სავარძელზე მოუწია გადაჯდომა. ბავშვებთან და მის დასთან ერთად მოთავსდა,ოღონდ ისე მოხდა რომ პირდაპირ სარკეში
უყურებდა.ბავშვები ცელქობდნენ და ვერ ისვენებდნენ.მალევე გამონახეს საერთო ენა სალისთან, თამაშობდნენ და მაიმუნობდნენ.მერე საბავშვო სიმღერები ჩაართვევინეს ბიძას და სიმღერა დაიწყეს.სალიც აჰყვა და ასე მაიმუნობაში გაიყვანეს ნახევარზე მეტი გზა.მოულოდნელად ერთი სიმღერა ჩაირთო,რომელიც გოგოს ძალიან უყვარდა და მომღერალს აჰყვა.
„-სიყვარულს ვეძებდი მთელი ცხოვრება.
მე შენ გიპოვე,ხარ საოცრება.“
მაშინვე წააწყდა სარკეში ირაკლის გაფართოებულ თვალებს.დაბნეულმა ბიჭმა საჭეს ხელები ძლიერად მოჰკიდა და კონტროლი რომ არ დაეკარგა გზას დაძაბულმა გახედა.
ბავშვები კისკისებდნენ,
ზურა ტელეფონში იყო ჩართული და გიორგის რაღაცეებს უთანხმებდა. ნანა ფოტოებს და ვიდეოებს იღებდა და მასაც ეღიმებოდა.სულ გადაირია ბიჭი როცა სალიმ ლუქში ამოყო თავი და ისე გააგრძელა სიმღერა.ამაზე უარესად აკისკისდნენ ბავშვები.ბიჭმა კი სიჩქარე დააგდო რომ გოგოს არაფერი დაშავებოდა. მას კი სულ არაფერი ადარდებდა, ხელები გაეშალა და მღეროდა.
-ღმერთო ჩემო,ამან რომ ხშირად გაატაროს დრო ჩემს შვილებთან,მერე ვეღარ დავიმორჩილებ.სულ წავლენ ხელიდან,-კომენტარი გააკეთა ზურამ და გაეცინა.
სიმღერა რომ დასრულდა,სალი სკამზე დაეშვა და ღრმად ჩაისუნთქა.
-ოჰ,როგორ დავიღალე.
-რამდენიმე წამის უკან არ გეტყობოდა,-პასუხი გასცა ირაკლიმ და სიჩქარეს ისევ მოუმატა.
-უჰ,კარგი იყო,ახალგაზრდობა გავიხსენე.რამდენ სიგიჟეს ჩავდიოდით ერთად…
-და ეხლა ბებერი ხარ?-წარბების აწევით გადახედა ნანამ.
-არც ისე,სულ რაღაც ოცდაექვსი წლის ვარ,მაგრამ…
-მაგრამ მშვენივრად გამოიყურები. -გააწყვეტინა ისევ ქალმა.
-მთავარია გული იყოს ახალგაზრდა გული,-ჩაერთო ირაკლი.
-შენ გული იმას არ გეუბნება,რომ იმ გოგოს ყურადღება მიაქციო და მისი სიყვარული დააფასო?
-როცა არ გიყვარს მის სიყვარულს ვერ მიიღებ.-უხეშად უპასუხა ირაკლიმ და რძალი გააჩუმა.
უცხო ქალის ხსენებაზე დაიძაბა და წამში მომეშხამა ხასიათი.ჯერ ხომ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ და მხოლოდ ჩანასახი იყო ეს, მაგრამ მაინც არ ესიამოვნა.პირველად აღმოაჩინა თავის ცხოვრებაში რომ ეჭვიანი და ცოტა ეგოისტიც ყოფილა. მისი სხვასთან გაყოფის პერსპექტივა ძალიან არ იყო მისთვის მისაღები.
ჩუმად დაჯდა და ხმა არ ამოუღია ბაკურიანამდე.ირაკლიც რომ არანაკლებ დაძაბული იყო ესეც კარგად შეამჩნია.
მობინდებული იყო რომ ჩავიდნენ. როგორც კი ბავშვებმა ნაცნობი სახლი დაინახეს და ბიძამაც მანქანა გააჩერა,მაშინვე ჭიშკრისკენ გაიქცნენ.უკან მიჰყვა ნანა და ზურა.ის იყო სალიც გადასვლას აპირებდა,რომ ირაკლიმ მკლავში ჩაჰკიდა ხელი და შეაჩერა.
-ასე უხასიათოდ თუ უნდა იყო,წავალ იცოდე.
-მშვენივრად ვარ და არც უხასიათობას ვუჩივი.-ხელი გაინთავისუფლა და მანქანიდან გადავიდა.
-ჩვეულებრივი ეჭვიანი ქალივით არ მოიქცე გთხოვ.-მიაძახა ბიჭმა.
-ჩვეულებრივი ეჭვიანი,ეგოისტი ქალი ვარ,და სულაც არ მაქვს პრეტენზია იმაზე,ვიყო არაჩვეულებრივი და განსხვავებული,-გასცა პასუხი და ჭიშკარში შევიდა.
ბავშვებს უკვე აეთვისებინათ ეზო და ბურთს დასდევდნენ.მამაკაცები მრგვალ მაგიდასთან ისხდნენ და რაღაცაზე გაცხარებით ბჭობდნენ. ქალები ალბათ სამზარეულოში არიანო,ივარაუდა და იქით წავიდა…
თითქმის მზად ჰქონდათ ყველაფერი ვახშმისთვის.წუთები დასჭირდათ სუფრის გასაშლელად და ტრადიციული ქართული ლხინის გასამართად.სალიც ეხმარებოდა და თან მთელი ეს დრო გრძნობდა დაძაბულ მზერას ირაკლისგან..
-მოკლედ ასე,ჩვენ ოჯახებით ქვედა სართულზე განვთავსდებით ბავშვებთან ერთად.სალი შენ ზემოთ ბოლო ოთახში,ირაკლი კიბესთან რომ ოთახია და შუაში ნანა,რომ ამათმა არ დაჭამონ ერთმანეთი.-ჩაარაკრაკა ლელუკამ შუა ვახშმის დროს.
-მოიცადე,ერთმანეთი რატომ უნდა დავჭამოთ?-იკითხა გაკვირვებულმა სალიმ და ჭამა შეწყვიტა.
-რავიცი მე,ეგ თქვენ უნდა იცოდეთ. რაც ჩამოხვედით ერთმანეთს უბღვერთ.
-გეჩვენება,-გააწყვეტინა გოგომ.- საჩხუბარი რა გვაქვს,ასე არაა?
-რა თქმა უნდა,საჩხუბარი არაფერია.- მხრები აიჩეჩა ბიჭმაც.
-აბა,გვეტყობა რამე?-გადაჯდა ორი სკამით იქით და ირაკლის გვერდით აღმოჩნდა,ლუდის ჭიქას დასწვდა და შემივსეო უთხრა.
-მოდი ჩემო ირაკლი,ჩვენს ჩამოსვლას გაუმარჯოს.-მხარზე ხელი დაჰკრა მეგობრულად ბიჭს და ჭიქაც გამოცალა ნახევრამდე.
-ღმერთო რა გადარეული ხარ.-გაეცინა ლელუკას და წამოდგა,-ბავშვების ძილის დროა.დავაძინებთ და ისევ შემოგიერთდებით.
როგორც კი გოგოები გავიდნენ,სალი თავის ადგილას გადაჯდა და ისევ დასერიოზულდა.
-შენ თამადობის ჩამორთმევას ხომ არ აპირებ?-ჰკითხა გიორგიმ.
-არა სიძე,განაგრძე შენ.-გასცა პასუხი და ისევ ირაკლის მზერას გადააწყდა. ისევ დაიბნა.ტელეფონი ამოიღო იქნებ გადავიტანო ფიქრებიო.არ გაუგია როგორ მიირთვეს რამდენიმე სადღეგრძელო.მოულოდნად მისმა მესენჯერმა დაიწკაპუნა და ძლივს დაიმორჩილა ისევ თავი.
„-ასე მოწყენილი ნუ ხარ,თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.“
ბიჭს გახედა ჩუმად და რაღაცნაირ სევდანარევ მზერას წააწყდა. თავის დასაღწევად წამოდგა და დასაძინებლად წასვლა დააპირა,რომ მანქანის ფარებმა მოსჭრა თვალი.
-ჩემი ლევანიკო მოვიდა,-იყვირა და მისკენ წავიდა.
-გეფიცებით ეს გოგო ყოველ შეხვედრაზე მაოცებს.ყოველთვის ისე მხვდება,თითქოს პირველად მხედავს. ხომ გითხარით ამდენს ნუ ასმევთ თქო.
სალი ჩაეხუტა და ყურში ჩასჩურჩულა.
-არ შეიმჩნიო და ამყევი.
-არადა ერთი ჭიქის მეტი არ დაულევია.-უპასუხა გიორგიმ.
-რა ხდება?-მკითხა მანაც.-უცხო აქ არავინაა.
-მერე გეტყვი-თქო.-უთხრა და გაიფიქრა.„-ახლა ნახავ როგორ უნდა ეჭვიანობა ბატონო ირაკლი.“ უნდოდა მასაც ეგრძნო ის,რაც მან იგრძნო ცოტა ხნის უკან.უნდოდა მასაც ისევე ეეჭვიანა,როგორც სალი გადავიდა კინაღამ ჭკუიდან.ხო ვითომ არაფერი, ხომ უარობდა რომ არაფერს გრძნობდა,მაგრამ მაინც არასასიამოვნო იყო მისთვის ის ფაქტი რომ ირაკლის ცხოვრებაში სხვა ქალი იყო ან შეიძლებოდა ახლაც ყოფილიყო.
გოგოების დაბრუნებას არ დალოდებია,ძილი მოიმიზეზა და დასაძინებლად წავიდა. ფიქრებ მოწოლილს და არეულს ძილი არ მიეკარა,ისევ ფეისბუქში დაიწყო ძრომიალი. მოულოდნელად ისევ განათდა ეკრანი და ირაკლის შეტყობინებამ შეახსენა თავი.
„-გძინავს?“
-არა.-უპასუხა სწრაფად.არც კი დაფიქრებულა ისე.
-მაპატიე კარგი.ბოდიშს გიხდი.
-რისთვის?
-დღევანდელისთვის.
-ვერ მივხვდი..
-იმ საუბარს ვგულისხმობ,რისი მომსწრეც უნებლიედ გახდი.
-ეს მე არ მეხება,შენი პირადია.
-გეხება.იმიტომ რომ მას მერე ხასიათზე არ ხარ და ცდილობ თავი მომაჩვენო რომ არ გადარდებს ეს.
-არ მიაქციო ყურადღება,გამივლის.
-უბრალოდ არ მინდა ფიქრობდე,რომ ვიღაც მყავს და პარალელურად შენ გწერ.
-თავს ნუ იმართლებ..
-მე არ მინდა მოწყენილი იყო..
-არ ვარ…
-ხარ და ნუ მატყუებ.
-შენ მგონი ბევრი დალიე დღეს.
-მერე ნასვამი ადამიანი რომ ყოველთვის სიმართლეს ამბობს ეს ხომ იცი?
-და რა არის ეს სიმართლე?
-ის რომ ჩვენი ურთიერთობა სხვა ფაზაში შედის.
-მოდი დავიძინოთ.-თავის არიდება სცადა გოგომ.
-გამირბიხარ?-გამოიწვია ბიჭმა.
-არა.
-ნუ გეშინია,არ ვარ ისეთი უგონო მთვრალი,რომ არ მახსოვდეს ხვალ ეს ყველაფერი.
-და მაინც აჯობენს დავიძინოთ.
-იყოს ისე,როგორც შენ გინდა. მაგრამ ერთ რამეს გეტყვი კარგი?
-მითხარი.
-დღეს რომ მღეროდი სიმღერას გახსოვს?ხოდა მაგის საპირისპიროს გეტყვი.სიყვარულს ძებნა არ სჭირდება.ის თვითონ გიპოვის.
სალის გაეცინა მის შეტყობინებაზე.ეს ბიჭი ნუთუ ასეთი რომანტიკული იყო სულ და არ ვიცოდიო.დაემშვიდობა და ტელეფონი გვერდით გადადო.მაგრამ აღფრთოვანებულს და ემოციებით დატვირთულს ძილი არ მიეკარა. ამაოდ წრიალებდა საწოლში. წამოდგა და გარეთ გავიდა.სასიამოვნოდ გრილოდა.ქვემოთ ჩავიდა,ეზოში ჩამოჯდა.
-რას შვები?-თავზე წამოადგა ლევანი
-არაფერს,ვზივარ და ამ ლამაზი ღამით ვტკბები
-მეც დავჯდები მაშინ.-მიუჯდა გვერდით.
-მოდი.
-რაზე ფიქრობ?
-არაფერზე.
-მაშინ სხვანაირად გეტყვი.ვისზე ფიქრობ?
-არავისზე.
-ახლა სასმელი რომ მქონდეს აქ სწორედ მაგ „არავის“ და „ არავინ“-ს ვადღეგრძელებდი.
-მოიტანე,ხელს რა გიშლის?
-დალევ?
-სიმართლე გითხრა კი,ახლა ნამდვილად მჭირდება ერთი-ორი ჭიქა.
-მოიცადე მაშინ.-რამდენიმე წუთით გაუჩინარდა ლევანი.უკან კონიაკის ბოთლით და ორი ჭიქით დაბრუნდა. შავი შოკოლადიც არ დავიწყებია. იცოდა როგორ უყვარდა.კარგი მეგობარი იყო ლევანი.იმაზე უკეთ ესმოდა სალის და იცნობდა მას,ვიდრე თვითონ გოგო საკუთარ თავს.დაუსხა და ჭიქა მიაწოდა.მანაც მაშინვე გამოცალა,დაიჯღანა.
-აბა მიდი ეხლა მოყევი რა ხდება შენს თავს.
-არც კი ვიცი საიდან დავიწყო.ან საერთოდ ღირს თუ არა მოყოლა.
-იქიდან დაიწყე რაც დღეს გააკეთე და რაც დღეს მოხდა.უცხო არავინ იყო იქ. უცოლო მხოლოდ ირაკლია.რამე ხდება თქვენს შორის?
-არ ვიცი რამე ხდება თუ არა.მარტო ის
ვიცი რომ ნათლობის მერე სხვანაირად მიყურებს.ერთმანეთს ვწერთ,მირეკავს..მოკლედ ისე ვიწყებთ ყველაფერს,რომ წესით ეს ურთიერთობა სხვა ფაზაში უნდა გადავიდეს.
-და ეს შენ გინდა?თუ ისევ გეშინია?
-მინდა,მაგრამ მეშინია..ყველაფერს რომ გაიგებს,ხელი რომ მკრას ვერ გადავიტან.
-ჯერ არაფერი უთხრა.დრო რომ გავა, მიხვდები ღირს თუ არა ამის მოყოლა. მე კი ხომ იცი სამარე ვარ,ხმას არ ამოვიღებ.ეს შენი ცხოვრებაა და როგორც გინდოდა ისე მოიქეცი მაშინ.
-მაგრამ როგორც კაცი დღესაც თვლი რომ არასწორად მოვიქეცი.
-დღესაც ამ აზრზე ვარ რომ ამაზე არ უნდა დათანხმებულიყავი.მაგრამ რაც მოხდა მოხდა.ალბათ ასე იყო საჭირო. მაგრამ მე შენი მეგობარი ვარ და გვერდში უნდა დაგიდგე.უნდა დაგეხმარო ფეხზე წამოდგომაში.
-კიდევ შეავსო ლევანიმ და ისევ დალიეს მორიგი ჭიქა სადღეგრძელოს გარეშე.
-მართალი ხარ.შენ ნამდვილად ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და ლელუკაც.მაგრამ ისე მცხვენია თქვენი.თვალებში ნორმალურად ვერ გიყურებთ.იმედები გაგიცრუეთ…
-დაიკიდე…-გაეცინა ბიჭს და მისი გაღიმება სცადა.-ყველა და ყველაფერი დაიკიდე და ბედნიერი იყავი.უბრალოდ ბედნიერი იყავი.
-ეჰ რა რთული ყოფილა ეგ..
-ხო,გეთანხმები,მაგრამ არა შეუძლებელი.
-რატომ არ მეუბნები იმ ღამეს რომ წახვედი მასთან რა მოხდა?
-არაა საჭირო იცოდე.
-ლევანი...ახლა მაინც მითხარი გთხოვ..
-კარგი,ოღონდ არ მითხრა რატომო. მაგრად ვცემე.ისე მაგრად რომ ფეხზე ვერ დგებოდა.ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან.იმ ღამეს ცხოველი ვიყავი.ადამიანის არაფერი მეტყობოდა.ვბღაოდი როგორ შეეხე და ხელი როგორ დააკარე, არაკაცურად როგორ მოიქეცი-თქო. კიდევ ბევრს ვყვიროდი. არ მახსოვს ზუსტად.მერე მისმა ძმაკაცებმა გამომგლიჯეს ხელიდან.პატრული გამოიძახეს…
-ამიტომ დაგიჭირეს?შენ ნორმალური ხარ?რატომ არ მითხარი რომ ერთი წელი ციხეში ამის გამო იჯექი. -გაუბრაზდა სალი.
-ხომ გითხარი დაიკიდე-თქო.-გაეცინა ბიჭს.-რა არის ერთი წელი?არაფერი. უცებ გაირბინა.სამაგიეროდ იქიდან როგორი გამოვედი ხომ მხედავ?
-როგორი?ამას შენ სახეს ეძახი? სულ სხვა ლევანი ხარ.ახლა არ ვიცი სად ხარ და რას აკეთებ.მარტო ის ვიცით რომ როცა გვჭირდები ჩვენს გვერდით ხარ.-მოეხვია სალი.
-იძულებული გავხდი რომ შავი სამყაროს კარი შემეღო.
-ჩემს გამო.ღმერთო შენც დაგინგრიე ცხოვრება ჩემი ერთი შეცდომით..
-ხომ გითხარი დაიკიდე-თქო? -გაეცინა ბიჭს.
-არ მეცინება..
-ცხოვრებას რომ თავიდან ვიწყებდე, მაინც იგივეს გავაკეთებდი.მარტო შენთვის და ჩემი მეგობრებისთვის კი არა,ყველა ქალისთვის,ვისაც ასე არაკაცურად მოექცეოდნენ.
-ჩემო ლევანჩო,-ხელები მოხვია გოგომ.-ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ.
-მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო კუდრაჭა.ჩემთვის მაინც ის პატარა გოგო იქნები პირველ კლასში ჩემს წინ რომ წაიქცა და მუხლები იტკინა.
-შენ კი ჩემი დიდი ძამიკო,რომელმაც მაშინ წამომაყენა და სახლში წამიყვანა დედასთან უშველე რამეო.-გაეცინათ წარსულის გახსენებაზე..
-ადექი ახლა და წადი დაიძინე.გვიანია.
-შენ?
-მეც დავწვები მალე.მიდი,მიდი.- თითქმის ძალით გაუშვა გოგო,თვითონ ცოტა ხანს დარჩა,მერე კი ისიც სახლში შევიდა დასაძინებლად.
********
დილა აღარ იყო.თორმეტი ხდებოდა. თავზე ნიკუშა და გაბრიელი რომ დაახტნენ,მაშინ გაახილა თვალი.
-სალი გაიღვიძე,რაა, გაიღვიძე. -ხტუნავდნენ საწოლზე ბავშვები. გაიზმორა და მერე ორივე ერთად დაითრია,საწოლზე დააწვინა და გვერდებში შეუღიტინა. ორივემ კისკისი დაიწყო და გველებივით იკლაკნებოდნენ,რომ თავი დაეღწიათ.
-გეყოფა,გეყოფა,გაუძვრა ნიკუშა. გაბრიელს ხელი გაუშვა,მას გაეკიდა და უკან დააბრუნა.ახლა გაბრიელი გაიქცა და მას გაეკიდა.
-გეხვეწები გვეყო,ახლა ვიხტუნაოთ.-საწოლზე დადგა გაბრიელი და ხტუნაობა დაიწყო.
-არა,ხტუნაობის დრო არაა, ირინკასთან და ანკასთან უნდა წავიდეთ,ისინი ხომ ირაკლი ბიძიას გასაღვიძებლად წავიდნენ.-უთხრა ნიკუშამ.
-წამოდი,წამოდი,-აქეთ-იქიდან ჩაჰკიდეს ხელი და გაიყოლეს.არ ესიამოვნა,მაგრამ ბავშვები ისე ეხვეწებოდნენ,უარი ვერ უთხრა. გოგოები შესასვლელთან იდგნენ და მათ ელოდნენ.რომ დაინახეს, მოღრუბლული სახეები გახსნეს და ოთხივემ ერთად ოთახის კარი შეგლიჯა.ირაკლის თავზე დაახტნენ და გაღვიძება დაიწყეს,მერე იგივე გაიმეორეს რაც სალისთან, საწოლზე ხტუნავდნენ.კართან იდგა გოგო და ეცინებოდა.ირაკლი მაისურით იწვა, კიდევ კარგი,თორემ სირცხვილით ალბათ გული წაუვიდოდა.
-რა ხდება?მეორედ მოსვლაა?- დაიზმუვლა ბიჭმა, გადმობრუნდა და თვალები გაახილა. მაშინვე გამოერკვა და ირინკას ხელი სტაცა.-აი თქვე ონავრებო.არ მაძინებთ ხო? დამაცადეთ.-წამოდგა და ოთახის მეორე ბოლოში გაქცეულ ბავშვებს დაედევნა.სალის თავისი დაემართა ბიჭის სხეულს და აბურდულ თმას რომ შეავლო თვალი.აუზზეც ხომ იყვნენ ერთად,მაგრამ ახლა ნამეტანი სხვანაირი რეაქცია ჰქონდა.
ბიჭმა ახლა ანკა დაიჭირა,ხელში აიყვანა და ბუთქუნა ლოყები და კისერი დაუკოცნა.უკნიდან დანარჩენები წამოადგნენ გაუშვი,გაუშვის ძახილით.
-სალი გვიშველე.-დაუძახა ნიკუშამ.
-შენ აქ ხარ?-დაიბნა ირაკლი და ბავშვი იატაკზე დასვა.
-ჯერ ჩემთან იყვნენ და იგივენაირად გამაღვიძეს,-გაეცინა გოგოს.
ბავშვებმა დრო იხელთეს,საწოლზე აძვრნენ და მათკენ ბალიშები გამოისროლეს.პირველი ირაკლის მოხვდა თავში.
-ასე ხომ?აბა დამაცადეთ,მოვიდე მანდ.-სალის სიცილი აუტყდა,მაგრამ დიდხანს არ დასცალდა,ნიკუშას ნასროლი ბალიში მას მოხვდა სახეში.
რამდენიმე წამში ყველა საწოლზე იდგა,ხტუნავდა და ერთმანეთს ბალიშებს ესროდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ.ისეთი ხმები გამოდიოდა,გაგიჟდნენ ქვემოთ მყოფები. მერე სალიმ გაქცევა გადაწყვიტა და საწოლიდან ჩამოხტა..
-მიდის,ძია,ჩვენი გემიდან მიდის,- იყვირა ირინკამ.ირაკლი უკან გაეკიდა,ფეხებში სტაცა ხელი,ზურგზე მოიგდო და საწოლზე ახტა მასთან ერთად.
-ვერავინ გაიქცევა.-დაიძახა ბიჭმა და გოგო ჩამოსვა.
კიდევ რამდენიმე წამში კი ოთახი ბუმბულებით იყო სავსე.ისევ გაქცევა დააპირა სალიმ,ირაკლიმ წელზე მოხვია ხელი და სხეულზე აიკრა,ვერ წახვალო.სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყვნენ,როცა კარი შეაღეს გოგოებმა.
-რა ხდება აქ?-ლელუკას ცივმა ხმამ გააპო გარემო და მათ ყურამდე მიაღწია.ირაკლიმ ხელი უშვა სალის და საწოლიდა ჩამოვიდა.
-რა დღეში ხართ?-მკაცრად იკითხა ნანამ
ბავშვები საწოლზე ჩამწკრივდნენ თავჩაღუნულები.
-შენ რას ჩახუტებიხარ მაგას?-ჰკითხა ქეთამ სალის.ირაკლიმ ხელი უშვა გოგოს და იატაკზე ჩამოვიდა.
-მგონი ვიკითხე რა ხდება თქო?რა ამბავია?ასეთ დღეში როგორ ჩააგდეთ აქაურობა?-ცეცხლს აფრქვევდა ლელუკა.
-ვთამაშობდით,-დუმილი დაარღვია ირაკლიმ.-რა სცენებია?ჩვენს ოთახში რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ.
-ხოდა დარჩებით აქ და დაალაგებთ.მე თითს არ გავანძრევ.-გავიდა ნანა, უკან ქეთა მიჰყვა.
-შენს ოთახსაც მიაყოლებ ქალბატონო, დავიღალე ამდენი ხალხის მომსახურებით.ახლა ჩვენ წავალთ და რომ დავბრუნდებით ყველაფერი წესრიგში იყოს.
-რა?მოიცა თქვენ სად მიდიხართ?
-გასართობად.ბავშვებს გიტოვებთ
ეს იქნება თქვენი დასჯა.-კარი გაიჯახუნა ლელუკამ და კინაღამ ანჯამებიდან ამოაგდო.
-ძალა ერჩის,-ჩაილაპარაკა ირაკლიმ და ბავშვებს გადახედა.მერე ყველას ჩუმი სიცილი აუტყდა.
-ესენი მართლა წავიდნენ და ძიძებად დაგვტოვეს?-იკითხა გულუბრყვილოდ ირაკლიმ,როცა მანქანების ხმა გაიგო. -მართლა პატარა ბავშვები ხომ არ ვგონივართ?
-ასე გამოდის.
-რა ვქნათ?
-სხვა გზა არაა,უნდა დავალაგოთ.
-მერე სადმე წავიდეთ და მაგრად გავერთოთ,აბა ვნახოთ ვინ ვის დასჯის.-გაიცინა ეშმაკურად ირაკლიმ და სალის მიუბრუნდა
-თანახმა ვარ,-გაუცინა სალიმ და ქვემოთ ჩავიდა საჭირო ნივთების მოსატანად.
უცებ მიალაგეს ყველაფერი. ბუმბულების მოგროვება კი გაუჭირდათ,მაგრამ ესეც მოახერხეს. მხიარულად მოხტუნავე ბავშვების დანახვაზე,კიდევ უფრო მეტად ეღიმებოდათ. პატარებიც ერთობოდნენ და თვითონაც. ხელს არ უშლიდნენ.იცოდნენ წინ მაგარი რაღაც ელოდათ.შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა ირაკლი,როგორც შეეძლო,ისე რომ შენიშვნაც არ მიუღია გოგოსგან.
ყველაფერს რომ მორჩნენ, ტანსაცმელი ყველას გამოუცვალა გოგომ,თვითონაც მოემზადნენ, მანქანაში ჩასხდნენ და გეზი ბორჯომისკენ აიღეს.
გზაშიც გააგრძელეს მხიარულება. საბავშვო სიმღერები ჩართეს და სალი მათთან ერთად მღეროდა.ფოტოებს იღებდნენ.ამხელა კაციც კი აიყოლიეს.
ბორჯომის ცენტრალურ პარკთან ხალხმრავლობა იყო.ირაკლიმ მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა,ბილეთები შეიძინა და შიგნით შევიდნენ. ხელჩაკიდებული მიყვებოდნენ ბავშვები,მერე გათამამდნენ,ხელი გაუშვეს უფროსებს და მინდორზე გაიქცნენ.
-სალი ბურთი გვიყიდე რაა, ვითამაშოთ.-სთხოვა მორიდებით ნიკუშამ.
-ახლავე მოვალ,-დაასწრო ირაკლიმ
რამდენიმე წუთში კი მათთან ერთად მხიარულად მოთამაშე წყვილს დაინახავდით.რომ გეკითხათ როგორი იყო ის დღე,ორივე აუცილებლად გიპასუხებდათ რომ საოცარი. პირველად შეამჩნია სალიმ როგორი მოსიყვარულე,მზრუნველი და თბილი იყო.გულში იმას ფიქრობდა აქამდე როგორ დამრჩა შეუმჩნეველიო.
-მიდი,მიდი დაარტყი, გაიტანე, -ამხნევებდა ირაკლი გაბრიელს და უკან მიჰყვებოდა.
-მიდი ანკა,არ გაატანინო იცოდე, -გოგოს უკან სალი იდგა და ამხნევებდა.
საბოლოოდ თამაში ბიჭებმა მოიგეს. მერე ატრაქციონზებზე ავიდნენ,რომ დაიღალნენ სირბილით და მიყოლებით იცვლიდნენ.ბავშვები კივილით იკლებდნენ იქაურობას..
იქაც რომ მოილიეს ყველაფერი, უკან დაეშვნენ სეირნობით.ამჯერად ლიკანისკენ გაუყვნენ გზას.ახალი გაკეთებული ცენტრალური ბორჯომის და ლიკანის ტერიტორია სასიამოვნო სანახავი იყო.ახალი გარემონტებული შენობები საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა და ევროპულ შენობა-ნაგებობებს ჰგავდა.ბავშვები ხელჩაკიდებული მოჰყვებოდნენ და დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ ყველაფერს.თითქოს ხვდებოდნენ ამ სილამაზის ნამდვილ აზრს. უკან მიჰყვებდონენ სალი და ირაკლი და ეცინებოდათ მათზე.
მერე საჭმელად დასხდნენ.ძალიან მოშივდათ და პირველივე კაფეში შევიდნენ.ირაკლიმ შეკვეთა მისცა,ამასობაში სალიმ ბავშვებს ხელები სათითაოდ დაბანა და საჭმელად დაასვა.ყველას თავისი ულუფა დაუდო წინ და ირაკლის მიაჩერდა.
-ნეტავ ისინი რას აკეთებენ? ტელეფონებიც გამორთული გვაქვს.
-ჩვენი ბრალი არაფერია.სახლი დალაგებულია,როგორც უნდოდათ.იქ ხომ არ დავჯდებოდით და დაველოდებოდით?თან მგონი რეპეტიციას გავდივართ.
-ანუ ოჯახობანას ვთამაშობთ?-გაეცინა სალის.
-ჯერ ვითამაშოთ.წინააღმდეგი არ ვარ თუ მომავალში რეალობაში გადავა.
-გეყოს კარგი?ჯერ ადრეა ამაზე საუბარი.საერთოდ არ მინდა მომავალზე ვიფიქრო.აღარ მინდა არაფრის დაგეგმვა.
-არც ვგეგმავ,უბრალოდ ვამბობ.- უპასუხა ირაკლიმ.-კარგი დღე გამოვიდა.
-კი ძალიან.-უპასუხა სალიმ.-დიდი ხანია ასე არ მიმხიარულია და ყველაფერი ამ მაიმუნების დამსახურებაა.-გადახედა სალიმ ბავშვებს,რომლებიც ჭამას რჩებდნენ და მოუსვენრად იყვნენ.
-მე კიდევ ორმაგად მიხარია.ჯერ ის რომ ამათთან ერთად ვარ და შენც რომ ჩემს გვერდით ხარ.ეს ძალიან მახარებს.
-ჩემს გვერდით ყოფნა?- გაკვირვებულმა შეხედა.
-კარგი რაა,-გაეცინა ბიჭს.-ასე ნუ მიყურებ,თვითონაც ხომ ხვდები რომ რაღაც შეიცვალა?-გადაიხარა მისკენ. მაგრამ სალიმ უკან დაიხია
-გაიხარეთ შვილებო,რა კარგი წყვილი ხართ და რა ლამაზი ბავშვები გყავთ.- ჩაიარა მათ გვერდით მოხუცმა ქალმა და დანაოჭებული ხელებით პირჯვარი გადასახა.
-ჩვენ არ ..
-დიდი მადლობა ბებო,-დაასწრო ირაკლიმ და გაუღიმა ქალს. -დახმარება ხომ არ გჭირდებათ?
-არა ბებო,არ არის მძიმე,ჩემით წავიღებ.თქვენ დარჩით და კარგად გაერთეთ.-უპასუხა ქალმა და ნელი ნაბიჯებით დაიძრა გასასვლელისკენ.
თვალი გააყოლეს და რაღაცნაირი სიჩუმე ჩამოწვა.
-ჩვენც დავბერდებით,-გაეღიმა სალის სიბერის წარმოდგენაზე.
-გააჩნია ვისთან ერთად ისურვებ დაბერებას,-არ დააკლო ირაკლიმ.
-გამოჩნდება ვინმე…
-ვინმეს გამოჩენამდე ჯერ მე მომაქციე ყურადღება.-თვალი თვალში გაუყარა ბიჭმა.
-წავიდეთ,თორემ ბავშვებიც ვეღარ ისვენებენ,თან უკვე გვიანია.-თავი აარიდა სალიმ და წამოდგა.
სანამ ირაკლიმ ანგარიში გაასწორა, მანამდე ბავშვები მოამზადა. მერე ისევ ერთად დაიძრნენ მანქანისკენ ხელჩაკიდებულები.
გზაში გაბრიელს და ირინკას ჩაეძინათ.ისინი იყვნენ ყველაზე პატარები და ვეღარ გაძლეს. გოგოს უკან მოუწია დაჯდომა,ერთი მხრიდან ერთმა ჩაუდო თავი კალთაში,მეორე მხრიდან მეორემ და ასე იმგზავრეს სახლამდე.
როგორც კი ირაკლიმ მათ ქუჩაზე შეუხვია,მაშინვე მიხვდნენ რომ ისინი სახლში დაბრუნებულიყვნენ და უცნაური სიჩუმე იდგა.
გაბრიელი ბიჭმა აიყვანა ხელში, ირინკა სალიმ და ასე შეაღეს რკინის ჭიშკარი.
ეზოში შეკრებილიყო ყველა.მკაცრი სახეებით ისხდნენ და ალბათ იმაზე ბჭობდნენ სად იყვნენ დანარჩენები. როგორც კი შეამჩნიეს მაშინვე გამოცოცხლდნენ და წყვილს შეუტიეს.
-კარგად გაერთეთ?-წინ გადაუდგა დოინჯშემოყრილი ლელუკა
-ძალიან.-უპასუხა სალიმ
-დედიკო იცი რა მაგარი დრო გავატარეთ?-მუხლებზე შემოეხვია ნიკუშა ქეთას.
-რა გჭირთ ხალხნო?რა სახეები გაქვთ?-იკითხა გაოცებულმა ირაკლიმ.
-ამას როგორ კითხულობთ?როგორ ვერ ხვდებით რაც დააშავეთ? ვერ ხვდებით როგორ ვინერვიულეთ? სახლში არ იყავით და ტელეფონებიც გამორთული გქონდათ.მთელი დღეა უშედეგოდ ვცდილობთ თქვენთან დაკავშირებას.-ახლა ნანამ დაამატა.
-ჩვენ გვამტყუნებ?
-აბა რა უნდა გვეფიქრა კარგი?-გასცა პასუხი გიორგიმ ირაკლის.
-სხვათაშორის თქვენს შვილებს სძინავთ და როდემდე ვიდგეთ ასე?-იკითხა სალიმ
- ახლა გაწყენინებ.რა ჭკუაზე იყავი ამათ რომ აყევი?
-ბავშვებს დავაწვენთ და მერე რაც გინდა მითხარი მეგობარო.-მიხვდა ყველა რომ სალიც ჩაერთო უკვე კამათში და ის და ლელუკა სერიოზულად იკამათებდნენ,თუ რამეს არ მოიმოქმედებდნენ.ზურამ და გიორგიმ შვილები საძინებელ ოთახში წაიყვანეს,დანარჩენები იქ დარჩნენ ეზოში.
-დაანებეთ სალის თავი,ჩემი იდეა იყო. თქვენ მართლა ისე მოგვექეცით თითქოს პატარა ბავშვები ვიყავით.რა გეგონათ რომ მართლა სახლში დაგხვდებოდით?რა მოხდა ვის არ უხტუნავია საწოლზე და ვის არ აურევია ოთახი?რაც გინდოდათ ის გავაკეთეთ.მაპატიეთ,მაგრამ ვერ დაგელოდებოდით სახლში. როდის დაასრულებდით გართობას და როდის ინებებდით ჩვენთან დაბრუნებას.- ხმას აუწია ირაკლიმ
-კარგი რა გჭირთ ხალხნო?-ჩაერია დიმა.-ბავშვები არ ყოფილხართ?
-საქმე იმაში კი არაა საწოლები რომ აურიეს?საქმე იმაშია რომ ძალიან ათამამებენ და ჩვენი აღარ ეშინიათ.
-ლელუ რატომ უნდა ეშინოდეთ?- ვეღარ მოითმინა სალიმ
-დამშვიდდით,ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.მორჩით ახლა.და თუ მაინც ჩხუბი გინდათ მე მეჩხუბეთ.-გაიჭიმა ისევ ირაკლი.
-არ გინდა ირაკლი,ნუ მიცავ.მითხარი სათქმელი,დაასრულე საბოლოოდ და წავალ მერე.
-სად ჯანდაბაში წახვალ ამ შუაღამისას?-ახლა ამაზე ატყდა ლელუკა.
-არ დავიკარგები,გზას გავიგნებ.
-ნეტავ ახლა თქვენი სულელი თავები დაგანახათ.-ჩაეღიმა ქეთას.
-შენი შვილი არ ჰყავდათ წაყვანილი? არ ინერვიულე?ახლა მასზე მიიტანა იერიში ლელუკამ.
-მე ის უფრო მადარდებს ეს ორი ასე თავგამოდებით რატომ იცავს ერთმანეთს?იქნებ ოჯახობანას თამაში მოეწონათ.
სიჩუმე ჩამოვარდა და მერე უცებ ყველას სიცილო აუტყდა.
-არა გაფიცებთ როგორ გაუძელით ამ ოთხ არანორმალურს ერთად?-სულს ძლივს ითქვამდა ლელუკა.
-ძალიან კარგი შვილები გყავთ.თქვენი ბრალია რომ არ გიჯერებენ,თორემ ჩვენ მშვენივრად ვიყავით.
-საკითხავია ვინ უფროა გადარეული ესენი თუ ისინი?-დაამატა ნანამ
-იქნებ გვევახშმა?-
-ჩემ ქმარს ყველა სიტუაციაში მხოლოდ საჭმელი ადარდებს,-გაიცინა ქეთამ.
-შენ ჩემთან წამოხვალ,მომეხმარები. თქვენ კი დასხედით და დაგველოდეთ.- ბრძანებასავით ჟღერდა ლელუკას სიტყვები.ხელი ჩაჰკიდა სალის და სამზარეულოში წაიყვანა.კარი მიხურა, რომ არავის გაეგო მათი საუბარი.
-რამე ხდება თქვენს შორის?
-პარანოიკი ხარ გეფიცები.-გაეცინა გოგოს.
-სერიოზულად გეკითხები.
-მეც სერიოზულად გპასუხობ არაფერი არ ხდება და გეჩვენება.
-არ მინდა რომ ის განმეორდეს რაც ერთხელ უკვე მოხდა.აღარ მინდა ჩემი უახლოესი მეგობარი ისევ დეპრესიაში ვიხილო იმის გამო რომ გრძნობები არ დაუფასდა.
-ჰმ.გრძნობები არ დამიფასდა?რა სასაცილო ნათქვამია.მარტო გრძნობები?რატომ იმას არ ამბობ რასაც რეალურად ფიქრობ? რატომ არმეუბნები რომ ირაკლი ვერ გაიგებს და ვერ შეეგუება იმას რომ ჩემთვის პირველი მამაკაცი არ იქნება.
-გაჩუმდი.-პირზე ხელი ააფარა ლელუკამ.-
-შენ როგორ გგონია ამდენი წლის განმავლობაში არავინ იყო ჩემს ცხოვრებაში?არავის მოვწონებივარ? რატომ ვეუბნებოდი უარს ყველას და რატომ ვარ დღემდე მარტო? იმიტომ რომ არავინ მიმიღო ისეთი როგორიც ვარ.ყველა გაიქცა.ამიტომ კარგად ვიცი რომ ჩემთვის პირადი ცხოვრების კარი იმ დღეს დაიხურა და გეყოს შეგონებები იმის შესახებ თითქოს ირაკლის გამოყენებას ვაპირებდე.
-შენ ნერვოზი გჭირს.თავის კონტროლი გიჭირს.-გაოცებულმა შეხედა ლელუკამ.
-ახალი ამბავი,-ჩაეცინა სალის.
-კარგი,მოკლედ შენ იცი შენი ამბის. მაგრამ აღარ მოგცემ უფლებას რაღაცეები ისევ დამიმალო როგორც მაშინ.რომ გეთქვა იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო.არ მოგცემდი უფლებას რომ ასე ადვილად დამორჩილებოდი მას.
-ადამიანები განგებ ვუშვებთ იმ შეცდომებს,რაც ვიცით რომ გვაზარალებს.რაც ვიცით რომ არასწორია.წესები ხომ იმისთვისაა რომ დავარღვიოთ.ეს ხომ დიდ სიამოვნებას გვანიჭებს.
-მაგრამ ტვინი იმიტომ მოგვცა უფალმა რომ განვსაზღვროთ რომელი შეცდომაა მარტივი და რომელი საბედისწერო.
-მე ყოველთვის საბედისწეროს ვირჩევ,ხომ იცი არა?-გაეცინა სალის.
-ხოდა თუ ტვინს არ გაანძრევ არ ვიცი რას გიზავ,-დაემუქრა ლელუკა.
კარზე ქეთამ მიუკაკაუნა და საუბარი შეეწყვიტეს.
-გადაბუგეთ სამზარეულო თუ გააკეთეთ საჭმელი?-
-მზად გვაქვს ყველაფერი.-გასცა პასუხი სალიმ და კარი გააღო.
-რა ხდება?რა სახეები გაქვთ?-ეჭვით იკითხა გოგომ და მორიგეობით გადახედა ორივეს.
-რაღაცაზე ვსაუბრობდით..
-მოგვარდით?
-კი..
-მაშინ თქვენის ნებართვით თეფშებს წავიღებ.
-ჩვენც მოვდივართ…-უკან გაჰყვა სალი.
როგორც წესი ვახშამმა მხიარულებაში და სიმშვიდეში ჩაიარა. დღევანდელზე დასცინოდნენ ერთმანეთს თან მეორე დღის გეგმებს ადგენდნენ…
კვირა დილა შედარებით მშვიდად დაიწყო,წინა დღისგან განსხვავებით.
ქვემოთ რომ ჩავიდა ეზოში მაგიდა უკვე გაშლილი იყო და სადილობას აპირებდნენ…
ბავშვებმა რომ გაიღვიძეს აიბარგნენ და ბუნებაში წავიდნენ პიკნიკზე. მწვადი შეწვეს,იმხიარულეს,კარგად გაერთნენ,განსაკუთრებით სალისთან ერთად.
დრო ისე გაეპარათ ვერ გაიგეს. აი საღამოს კი წამოსასვლელად რომ ემზადებოდნენ,გული დასწყდა. ისევ მათთან ერთად უნდოდა.
მთელი გზა ხმა არ ამოუღია.უხმოდ იჯდა მანქანაში,გზას გაჰყურებდა და დუმდა.მერე ჩაეძინა.უკვე თბილისს უახლკვდებოდნენ,ირაკლიმ მსუბუქი ხელისკვრით რომ შეაღვიძა.
-ბოდიში რომ გაგაღვიძე,მაგრამ მალე ჩავალთ.
-არა უშავს,-შეიშმუშნა სავარძელში და კომფორტულად მოთავსდა.
-ასე არ შეიძლება.
-როგორ?
-როგორ და შენ გძინავს და მე საჭესთან ვარ. თან ღამეა და ფხიზლად მიწევს ყოფნა.
-ანუ როგორც შენ იტანჯები,მეც ისევე უნდა დავიტანჯო?-გაეცინა სალის.
-არა,მე ეგ არ მითხოვია.ეგ ყველაზე ნაკლებად მინდა რომ დაიტანჯო.ამას არ იმსახურებ.
-შენ ხომ კარგად არ მიცნობ,რა იცი რას ვიმსახურებ და რას არა?იქნებ ზუსტადაც რომ ვიმსახურებ და იმაზე მეტად ვიდრე შენ წარმოგიდგენია?
ირაკლი დაიბნა და პასუხი ვერ გასცა. საუბარმა მისთვის მოულოდნელი მიმართულება მიიღო.სიჩუმე ჩამოვარდა,რომელიც ისევ ბიჭმა დაარღვია.
-არ შეიძლება რაღაცის ან ვიღაცის გამო ადამიანი მთელი ცხოვრება იტანჯებოდეს.ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული- სიხარულსაც,ტკივილსაც და დარდსაც. თუ ვიტანჯებით ესეგი ეს იმიტომ ხდება რომ დავიმსახურეთ. უმიზეზოდ არაფერი ხდება და ცხოვრებაც ბუმერანგის პრინციპით გვიბრუნებს იმას,რაც გავეცით.მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ყველაფერი დროებითია.რამდენიც არ უნდა ვიდარდოთ და ვიწუწუნოთ,დამიჯერე ადამიანებს არ შეეცოდები ადამიანები არ დაგეხმარებიან და ვერც გიშველიან.თვითგვემას უნდა შეეშვა.რამე შეცოდე?მოინანიე და დაიწყე ახალი ცხოვრება არა ხვალიდან,არა დილიდან,არა ორშაბათიდან ან არა მომდევნო კვირიდან,არამედ იმ წამიდან როცა ამისთვის მზად იქნები.
-გისმენ,ვფიქრობ,ვაანალიზებ და ვხვდები რომ ასე საოცრად მოლაპარაკე ადამიანი არ შემხვედრია ცხოვრებაში.მაგრამ იმას ვერ ვხვდები, რომ გამაღვიძე ეს რისთვის დავიმსახურე.
-თუ გინდა დაიძინე,მაგრამ ხომ არ აჯობებს ვისაუბროთ,იქნებ გულზე მოგეშვას.
-შვება არ არის,არსაიდან არ არის.
-მოიწყინე?
-არა,უფრო დავიღალე.-უპასუხა უხალისოდ.
-ძალიან დაიღალე?
-რა ხდება?
-ისე დაიღალე ახლა რომ გთხოვო ცოტა ხანს გავისეირნოთ-თქო უარს მეტყვი?
-არა,ასე არა,მაგრამ სახლში მისვლა მირჩევნია.
-ჩემთან ყოფნას?
-ოჰ ირაკლი.როგორ მაბნევ.
-არც მიფიქრია.უბრალოდ მომშივდა და რაღაცნაირად მომინდა სადმე დავსხდეთ,მშვიდ გარემოში ვივახშმოთ და ვისაუბროთ.
-დღეს მთელი დღე პირი არ გაგიჩერებია და ახლა მოგინდა ჭამა?-გაეცინა სალის.
-საერთოდ როცა ვმგზავრობ, ყოველთვის მშივდება.მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ხნის უკან ვჭამე.
-კარგი,მოდი წავიდეთ სადმე,შენ სადაც გადაწყვიტავ,უბრალოდ ძალიან დიდხანსაც არ დავრჩეთ კარგი?
-როგორც მიბრძანებ,-გაეცინა ირაკლის და სანაპიროსკენ ჩაუხვია…
ჩვეულებრივ ადგილას რომ არ მიიყვანდა ზუსტად იცოდა.ადგილიც შესანიშნავი იყო და გარემოც.მერე რა თუ ტრადიციული ქართული რესტორანი იყო,სადაც წამყვანი ქართული კერძები იყო.კერძებიც სალისთან შეთანხმების გარეშე შეარჩია.
-ამდენი რამე ჩვენ უნდა ვჭამოთ? იმდენია მთელ ბატალიონს გამოკვებავს.
-სულაც არაა ბევრი.შენ როგორც მთიულს,ხინკალი და მე როგორც კახელს მწვადი.სხვა დანარჩენიც საჭიროა,ასე რომ ნუ მეწინააღმდეგები ყველაფერში და უბრალოდ მივირთვათ..
-რა იცი რომ ხინკალი მიყვარს?
-არ ვიცი,ვივარაუდე..
-ასე თბილად ნუ მექცევი კარგი?თორემ...
-თორემ რაა?-ინტერესით მიაჩერდა ბიჭი.
-არა,არაფერი..
-რატომ არასდროს ამთავრებ სათქმელს?
-რავიცი.მეშინია…
-რისი?
-მომავლის..
-ჩემთან ერთად?
-არა,საერთოდ.ბედნიერების მეშინია. აღარ მინდა ისევ დამენგრეს ოცნების კოშკები.აღარ მინდა გავფრინდე ცაში და მერე ისევ ფრთამოტეხილი ფრინველივით დავენარცხო.ვიცი რომ მწარე იქნება და ძალიან გამიჭირდება. მეტს ვეღარ გადავიტან და ვეღარ გავუძლებ.-უნებურად წამოსცდა სალის და ბიჭის გაფართოებულ თვალებს წაწყდა.
-მდაა..საინტერესოა ეს შენი აზრები.. მაგრამ იცი რას გეტყვი?დაივიწყე წარსული,დაივიწყე ყველა,ვინც ტკივილი მოგაყენა და იცხოვრე იმედით.თუნდაც პაწაწინა იყოს ეს იმედი.მე არ გისახავ იმ მომავალს, სადაც აუცილებლად ერთად ვიქნებით. უბრალოდ ვცადოთ და თუ არ გამოვა ისე ვიყოთ როგორც აქამდე მეგობრებად დავრჩეთ.კარგი?
გოგომ თავი დაუქნია და გაუღიმა.
-ისე ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ჩვენ ასე ვიქნებოდით.
-ვერც მე..
-იცი საიდან მახსოვხარ?ადრეც გითხარი ეს.პირველად ლელუკას და გიორგის ქორწილში დაგინახე.მაშინ ისეთი ლაღი,ისეთი ბავშვური იყავი..ქალობა გინდოდა,მაგრამ მაინც ბავშვი იყავი..
-არ გამახსენო ეგ დღე.ახლაც მცხვენია რომ ვიხსნებ.ნამდვილი ცანცარა ვიყავი.იმდენი დავლიეთ და ვიცეკვეთ მთელი სტუმრები ჩვენ გვიყურებდნენ.
-მათ შორის მეც..მაგრამ რატომღაც ვერ გავბედე მაშინ.ვერ მოვედი და ვერ გაგიცანი..ჩვენი გაცნობა რომ შედგა მაშინაც უკან დავიხიე.ახლაც არ ვიცი რისი მომერიდა.
-ნეტავ არ მოგრიდებოდა..ნეტავ ისე გეაქტიურა,როგორც ახლა. -რაღაცნაირად სევდიანად ჩაილაპარაკა სალიმ.
-დავაგვიანე?
-არ ვიცი.მაგრამ ის ნადვილად ვიცი რომ სხვის მაგივრად შენ იქნებოდი და ამდენ რამეს არ გადავიტანდი.
-თუ გინდა წავიდეთ,გავისეირნოთ, მომიყევი..
-მინდა,თორემ აქ სული მეხუთება.
ირაკლიმ ანგარიში გაასწორა და გარეთ გამოვიდნენ.მანქანა ავტოსადგომზე დატოვა.ფეხით დაუყვნენ რიყის პარკისკენ დაღმართს, თან ისევ საუბრობდმენ.
-მე მახსოვს რომ შენ საქმრო გყავდა..
-მყავდა..ნამდვილად მყავდა.
-სად წავიდა?
-შენ მართლა არაფერი იცი? -რაღაცნაირად ეჭვით შეხედა სალიმ
-არა,მე ხომ ცოტა ხნით წასული ვიყავი ქვეყნიდან,რომ დავბრუნდი ბევრი რამე დამხვდა შეცვლილი.შენც თითქმის არ მოდიოდი ლელუკასთან. აღარც ლევანი იყო და საერთოდ რაღაცნაირები იყვნენ ყველა..
-ხო,სწორად შეგიმჩნევია.- გულახდილობის ხასიათზე დადგა გოგო.-უბრალოდ წავიდა და მიმატოვა.
-უბრალოდ?
-რა მნიშვნელობა აქვს მიზეზებს? მთავარია რომ დავშორდით.მისი ძმაკაცის ცოლთან წავასწარი იმ სახლში სადაც ჩვენ უნდა გვეცხოვრა. შემთხვევით აღმოვჩნდი იქ.ასე დასრულდა ეს ისტორია.უბედურება იცი რა არის?არც თავი უმართლებია არც შერიგება უცდია. მასთან ერთად დაიწყო ცხოვრება და ცოლადაც ის მოიყვანა..აი ამიტომ აღარ ვენდობი მამაკაცებს და აღარ მჯერა მათი.
-არ დაგიწყებ იმაზე ლაპარაკს რომ ყველა კაცი ერთნაირი არ არის. ჩემი საქციელით დაგიმტკიცებ ამას. შენ უბრალოდ უნდა მენდო და მომცე საშუალება.
-კარგი..
-მე არ მაინტერესებს შენი წარსული. არ მაინტერესებს რა ან ვინ იყო ჩემამდე.მე მაინტერესებს აწმყო, სადაც დავგეგმავთ მომავალს…
-დავგეგმავთ?რა საინტერესო ნათქვამია.
-რატომ?
-იმიტომ რომ უკვე წლებია მარტო ვარ და იმდენად მივეჩვიე მარტოობას და თავისუფლებას,მიჭირს ვინმე შემოვუშვა ჩემს დალაგებულ ცხოვრებაში.
-თავს იტყუებ თუ გგონია რომ ყველაფერი კარგად გაქვს.იმიტომ რომ ადამიანს როგორც არ უნდა უყვარდეს მარტოობა,ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც მიხვდება რომ საჭიროა გვერდით ისეთი ადამიანი ჰყავდეს, რომელსაც დაეყრდნობა,ყველაფერს მოუყვება, გაუზიარებს თავის დარდებს, სიხარულს,ტკივილს…
-ანუ უბრალოდ მეორე ნახევარი.
-კი,ზუსტად ამას ვგულისხმობ.
-რა საოცრად ლაპარაკობ.ახლა მართლა მომანდომე ასეთი ადამიანის პოვნა.-გაეცინა სალის.
-არ ეძებო,თვითონ გიპოვის სიყვარული..
სულ გადაავიწყდა დაპირება რომ სახლში ადრე დაბრუნებულიყვნენ. იმდენად მოეწონა მის გვერდით ყოფნა და საუბარი.გვიანი იყო ირაკლიმ მისი სახლის სადარბაზოსთან რომ გააჩერა მანქანა.
-ხომ არ გეჩხუბებიან?
-ვინ?
-მშობლები.
სალის გაეცინა.
-ისინი სოფელში ცხოვრობენ.ვერ გაუძლეს ქალაქის ქაოსს და კარჩაკეტილობას და იქ დაბრუნდნენ. აქ მე და ჩემი ძმა ვცხოვრობთ.
-ესეც კიდევ ერთი სიახლე.არ ვიცოდი..
გოგოს გაეცინა და ღვედი შეიხსნა.
-ახლა მართლა წავედი.დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის.
-კიდევ შევხვდებით?
-რა თქმა უნდა,-მიაძახა სალიმ და სადარბაზოში გაუჩინარდა.ლიფტს არ დალოდებია,იმდენად იყო აღფრთოვანებული,ფეხით აუყვას კიბეებს მეშვიდე სართულისკენ.
არც ირაკლი იყო ჩვეულებრივარ.ისიც სხვანაირად გრძნობდა თავს. მსუბუქად,თითქოს გაფრინდებოდა და დედამიწას შემოუფრენდა..
ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი როცა უკვე მზად ხარ შეცვალო ყველაფერი ძველი ახლით და ახალი ცხოვრება დაიწყო.ახლა სწორედ ის პერიოდი იყო,როცა საბოლოოდ მიხვდა რომ გაუთავებელი ქეიფები და დროსტარება,ქალებში გართობა მობეზრდა და რაღაც უნდა შეეეცვალა...ეს რაღაც კი ძალიან კარგი უნდა ყოფილიყო..
******
ორშაბათი საშინლად სძულდა.დილაც ქაოტური ჰქონდა ყოველთვის,გზაც და სამსახურიც.ყოველთვის ბევრი ხალხი იყო,თავგზაარეულები მოძრაობდნენ, დაბნეულები.ტრანსპორტიც ყოველთვის გადაჭედილი იყო სხვა დღეებისგან განსხვავებით..
ძლივს აიჭედა ავტობუსში და კარის მინაზე ცხვირმიჭეჭყილმა იმგზავრა სამსახურამდე.კიდევ კარგი ახლოს ჰქონდა და მალე ჩავიდა.ამ სიცხეში სუნთქვა რომ ჭირდა ოფლის, დაუბანლობის და სხვადასხვა სუნამოების სურნელი ერთმანეთში არეულიყო და საშინლად ყარდა იქაურობა.თითქოს ისიც ამ სურნელით გაიჟღინთა და მთელი დღე ვერაფრით მოიშორა..
მალე იმდენი ხალხი მოაწყდა,რომ თავი სად ჰქონდა რომ გეკითხათ ალბათ ვერ გიპასუხებდათ.მის ბედზე დამხმარეც ცუდად იყო,ვერ მოვიდა და უარესად მოეშხამა ხასიათი.
საღამომდე ვერც ჭამისთვის მოიცალა, ვერც ტელეფონისთვის და ვერც ხუთი წუთით დასაჯდომად...გულში ილანძღებოდა,ხმამაღლა კი ღიმილით უშვებდა თითოეულ მომხმარებელს…
როგორც იქნა მოვიდა შემცვლელი და სახლში წასვლის დრო.ახლა სახლში მისვლას,გრილ შხაპს და ძილს არაფერი ერჩივნა..ან იქნებ პირიქით იყო?რადგან სამსახურის წინ მანქანის ძარაზე მიყრდნობილი ირაკლი დაინახა,სიგარეტით ხელში. მანაც რომ შეამჩნია გოგო,თითქმის დამწვარი სიგარეტი ძირს ურნაში ჩააგდო და მისკენ წამოვიდა.
-აქ რას აკეთებ?-დაბნეული იყო გოგო
-მთელი დღეა გირეკავ და გწერ და რომ არ მიპასუხე გადავწყვიტე მე მოვსულიყავი.რამე გაწყენინე?
-არა,საიდან მოიტანე?
-აბა რატომ არ მიპასუხე.
-მაპატიე,მთელი დღე იმდენი ხალხი იყო დასაჯდომად და საჭმელადაც ვერ მოვიცალე,არათუ ტელეფონისთვის.- თავი იმართლა და ჩანთიდან მობილური ამიღო,ჩართო და მაშინვე ახმაურდა დადუმებული აპარატი
-ხოდა რადგან დარწმუნებული ვარ რომ გშია,ახლა წავიდეთ და სადმე ვივახშმოთ.
-ახლა სახლში უფრო მინდა.
-გეგმების შეცვლა მოგიწევს,-მისი უარისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯექიო ანიშნა.თავი აღარ გამოუდია,მისი ბრძანება შეასრულა და მანქანაში ჩაჯდა..
-სად მივდივართ?-ჰკითა როგორც კი საჭეს მიუჯდა.
-საჭმელად..
-ასე თუ გააგრძელე შენ,მალე გავსუქდები..-გაეცინა სალის.
-მაინც მშვენიერი იქნები..
-ეჰ ირაკლი,ირაკლი,-ჩაეცინა გოგოს.
-რა?-შეხედა ბიჭმა.
-არაფერი,გზას უყურე,-თავი აარიდა სათქმელს.
-კარგი,რადგან არ მეკითხები,მე გკითხავ.ოღონდ არ გაბრაზდე.
-არა,მკითხე.
-მე ვიცოდი რომ შენ სხვა პროფესია გქონდა და იქ მუშაობდი.ახლა რატომ ხარ აქ?მაღაზიაში?
-ეს სამარცხვინოა?
-არა,მაგას არ ვამბობ.უბრალოდ მაინტერესებს რატომ ხარ აქ.
-ისევ იმ წარსულიდან გამომდიმარე რაც უკვე მოგიყევი.
-ანუ…
-ანუ ისიც იქ მუშაობდა სადაც მე.იმ ამბების მერე მეგონა რომ იქ არ გაჩერდებოდა.რაღაც პერიოდი სამსახურში არ დავდიოდი,როცა დავბრუნდი ისევ იქ დამხვდა.მეტიც მშვიდად მუშაობდა,ისე თითქოს არაფერი მომდარიყო.
-და შენც ვერ გაუძელი ამ ყველაფერს და წამოხვედი?-დაასრულა ირაკლიმ.
-დიახ.არ შემეძლო იქ გაჩერება,სადაც ის იყო.ეს უბრალოდ თავის მოტყუება იქნებოდა.ასე უბრალოდ დავთმე ისიც,სამსახურიც,კარგი ხელფასიც და თანამდებობაც,რომელზეც დღემდე მუშაობს ვაჟბატონი..
-არ გეწყინოს მაგრამ უნდა გითხრა. დიდი შეცდომა დაგიშვია,ყველაფერი მიატოვე იმის გამო რომ აქ ჩვეულებრივ მაღაზიაში გემუშავა?
-აქ ბევრად კარგია,აქ არავინ იცის ვინ ვარ,თან ამდენ ხალხთან ურთიერთობა ყველაფერს მავიწყებს..
-თუ შენ არ მოინდომე,სხვა ვერაფერს იზავს.
-ვცდილობ…
-გამოგდის?
-ჯერ არ ვიცი.
-როდის გაიგებ?
-როცა ისევ შემიყვარდება…
ირაკლი გაჩუმდა,აღარაფერი უთქვამს სანამ დანიშნულების ადგილზე არ მივიდნენ.
პატარა კაფე იყო,მყუდრო და ცოტა ხალხით.ინტერიერი ამჯერად განსხვავებული ევროპულ სტილში იყო გაკეთებული.
-რაღაც უნდა ვაღიარო.-თქვა სალიმ და დესერტის პირველი ნაჭერი გადაიღო.
-გისმენ..-ინტერესით მიაჩერდა ბიჭი.
-ასეთი ვერ წარმომედგინე.
-როგორი?
-რომანტიკული და ორიგინალური.
-სასიამოვნოა ამის მოსმენა შენგან.
-იშვიათად მაგრამ მევ ვიძახი რაღაცეებს.-გაეცინა გოგოს.
-იცი კიდევ რა მაინტერესებს.
-რა?
-უკანასკნელი კითხვა იქნება შენი წარსულიდან.გპირდები მეტს აღარ გკითხავ.
-გისმენ?
-ის ბიჭი,ყველაფრის მიუხედავად დღესაც ხომ არ ცდილობს შენთან რამე ურთიერთობას?გულწრფელად მითხარი.
-არა,ის ჩემთვის აღარ არსებობს და არც მას უცდია დაკავშირება.
-გასაგებია.ხოდა ამ საუბრით და ახლა სამუდამოდ დაიხურა ჩემთვის შენი წარსული და წარსულში მომხდარი. არასოდეს გავიხსენებთ,რადგან ამისთვის უბრალოდ დრო არ დაგვრჩება.-გოგოს ხელები თავის ხელებში მოიქცია და იმედიანად შეხედა.სალის გაეცინა.
-ნეტავ ახლა შენი თავი დაგანახა რა ბედნიერი თვალები გაქვს და როგორ აენთნენ იქ ვარსკვლავები.უბრალოდ მათ მიღმა სევდა იმალება და ამ სევდასაც გავაქრობთ..
-შენ დაგიგეგმავს უკვე ყველაფერი,- გაეცინა სალის.-ეტყობა ვერ ვარ კარგო მსახიობი და ვერ ვმალავ ამ სევდას.
-არ გჭირდება თამაში,ის იყავი ვინც ხარ.ადამიანი ხარ და სევდასაც იგრძნობ და სიხარულსაც,ხომ გითხარი ერთხელ უკვე.უბედურება ის იქნება გრძნობები საერთოდ რომ არ გაგაჩნდეს.
-შენი ასეთი ფსიქოლოგიური შეგონებები ძალიან მშველის.
-მიხარია. კიდევ რამე ხომ არ გინდა? ყავა?ჩაი?ნამცხვარი?
-არა,მადლობა.ამდენს ნუ მაძალებ თორემ გავსუქდები და სპილოს დავემსგავსები.
-სამაგიეროდ ყველაზე ლამაზი, საყვარელი და ფუმფულა სპილო იქნები.
ორივეს გაეცინა.
-წავიდეთ თუ არ გეწყინება.
-კარგი,წავიდეთ.
ბიჭმა ანგარიში გაასწორა და კაფიდან გამოვიდნენ.როგორც ყოველთვის სახლში მიიყვანა.გოგოს დამშვიდობება ცოტა გაუჭირდა,იმ ღამით კი გვიანობამდე ფიქრობდა ირაკლიზე და მის თითოეულ ნათქვამ სიტყვაზე.
*******
მომდევნო რამდენიმე დღე ისე გავიდა ირაკლის სალისთვის არც სამსახურში მიუკითხავს და არც უნახავს.სოციალური ქსელებისთვისაც ნაკლებად იცლიდა რომ მიეწერა. მხოლოდ რამდენიმე წუთიანი მიმოწერით შემოიფარგლებოდნენ. არც სალის შეუწუხებია.ყოველთვის ელოდა პირველი ის როდის მოსწერდა.მითუმეტეს რომ სამსახურში გადარბენები ჰქონდა და სასწაულად იღლებოდა.დაღლილი ძლივს მიდიოდა საწოლამდე და ღრმად ეძინებოდა.თუმცა აღმოაჩინა რომ ის რამდენიმე წუთი,რაც დაძი ნებამდე სჭირდებოდა,ირაკლიზე ფიქრებით იყო დაკავებული…
სამუშაო კვირის ბოლოს კი პირდაპირ სამსახურთან დახვდა. ისე გაუხარდა მისი ნახვა,ნაბიჯს აუჩქარა, თითქმის ყელზე ჩამოეკიდა და ლოყაზე აკოცა.
-როგორც იქნა გამოჩნდი და გნახე.-უსაყვდურა.
-მელოდი?
-არა,-მაინც დაიხია უკან.-უბრალოდ გამიკვირდა სად იყავი.
-ქალებში დავგულაობდი.-გაეხუმრა ბიჭი,მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,რომ სალი მოღრუბლულიყო და მოეწყინა.
-ჰოდა გყავდეს ეგ ქალები,მე წავედი სახლში.-ზურგი შეაქცია და გაჩერებისკენ დაიძრა.უკან გაეკიდა გაოცებული,მკლავში ჩაჰკიდა ხელი და მისკენ მიაბრუნა.
-მოიცადე.გაგეხუმრე.ნუ ბრაზდები. სამსახურიდან საქმეებზე ვიყავი სხვა ქალაქში წასული.ნორმალურად არ მძინებია ეს დღეები,იმდენი პრობლემა იყო.
-ძალიან დაიღალე?-ჰკითხა მზრუნველურად.ახლა შეამჩნია მისი ჩაშავებული უპეები და დასიებული თვალები.
-სიმართლე გითხრა კი.ხო რაც შეეხება შენს ეჭვიანობას,ეს ნამდვილად უსაფუძვლოა.მე თუ ქალებში წასვლა მომინდება წავალ,ოღონდ ისე რომ შენ ვერ გაიგებ.იმასაც უნდა ხვდებოდე ეს როგორი კატეგორიის ქალი იქნება.
-ერთი და იგივე სიტყვები და ნაცნობი სიტუაცია.-
-ეჭვიანობ?ეს კარგია,მაგამ საეჭვიანოდ ნამდვილად არ გაქვს საქმე.
-არ ვეჭვიანობ..
-კი,მაგრამ ახლა სხვა რაღაც უნდა გითხრა შენთვის სიუპრიზი მაქვს.
-ისედაც მივიღე უკვე ეს სიუპრიზი, საკმარისია.
-რა უცნაური ხარ.იმის მაგივრად რომ მეკითხებოდე რა სიუპრიზი გაქვსო, მეჩხუბები.არც დაინტერესდი.
-არ მინდა ისეთი სიუპრიზები თავბრუ რომ დამახვიოს და მერე სანანებელი გამიხდეს.
-რა უნდა გაგიხდეს სანანებელი?ის რომ გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად მაინც შენზე ვფიქრობდი და იმაზე როგორ გაგვეტარებინა ერთად დრო.ტურისტულ სააგენტოში დავრეკე და ორ დღიანი ტური ვიყიდე.კახეთში მივდივართ.
-ყველაფერს ვნახავთ?-წამში შეიცვალა გოგო და სახე გახსნა.
-კი,-თავი დაუქნია ბიჭმა.
-სულ,სულ ყველაფერს?-ჰკითხა წარბების აწევით.
-რასაც შევძლებთ კი ყველაფერს.
-რა მაგარია.-ტაში შემოჰკრა სალიმ, აღფრთოვანებულმა თითის წვერებზე აიწია,კისერზე შემოხვია ხელები და ლოყაზე აკოცა.გაოცებულმა შეხედა ბიჭმა და გაუღიმა
-ხოდა მოემზადე,დილით ადრე გავდივართ.-კისერზე მოხვია ხელი და მკერზე მიიხუტა ღიმილით.-ყველაზე მაგარი დღეები იქნება..
*********
ბორჯომიდან დაბრუნების შემდეგ ირაკლის გონება მთლიანად სალიზე ფიქრებმა მოიცვა.უნდოდა კიდევ შეხვედროდა მას,უკეთ გაეცნო.ისეთი რამე გაეკეთებინა რომ გაეხარებინა და თან ერთად ყოფილიყვნე.რაღაც განსხვავებული უნდოდა და არა უბრალოდ რესტორანში დაპატიჟება და მასთან ერთად გასეირნება.
გეგმების დროებით შეცვა მოუწია ,როცა მოულოდნელად სამსახურში პრობლემა გაჩნდა და გამგზავრება მოუწია.საქმეების გადამკიდე ცოტა ყურადღება მოაკლო, მაგრამ როგორც კი თავისუფალ დროს ნახავდა მაშინვე სწერდა და ურეკავდა.
შემთხვევით წამოსცდა ერთ-ერთ საუბარში კახეთში არასოდეს ვყოფილვარო და იდეაც მაშინ გაჩნდა.ყველაფერი მოაგვარა და სალის გაანდო იდეა.ეგონა უარს ეტყოდა,მაგრამ გოგო დასთამხმდა და უფრო მეტიც ძალიან გაუხარდა.
შაბათს ადრიან დილით კი გზას დაადგნენ…
ისეთი ბედნიერი იყო სალი,ვერ იჯერებდა რომ ეს მის თავს ხდებოდა. ფიქრებმა იმდენად გაიტაცა რომ გვიან ჩაეძინა.არადა დილით ადრე იყო ასადგომი.ხვდებოდა რომ მის მიმართ უბრალო მოწონებაზე მეტს გრძნობდა და თან უხაროდა,თან ეშინოდა.უსიამოვნო მოგონებებს ბოლო თვის განმავლობაში დაგროვილმა ბედნიერმა დღეებმა აჯობა და მიეძინა…
დილით ადგომა გაუჭირდა,მაგრამ მოსალოდნელი სიუპრიზი რომ გაახსენდა,უცებ წამოხტა.ყველაფერი მზად ჰქონდა.უცებ მოწესრიგდა,ყავის დალევაც მოასწრო.ირაკლის ნომერი რომ დაფიქსირდა მის ტელეფონზე, მიხვდა ბიჭი მოსულიყო და კიბეებზე დაეშვა..
საათი დილის ექვსს აჩვენებდა,როცა ტურისტული კომპანიის კომფორტულ მიკრო ავტობუსში გადასხდნენ..
მათ გარდა კიდევ თხუტმეტი თუ თექვსმეტნი იყვნენ.წყვილებად მოდიოდა ყველა.კიდევ მძღოლი და გიდი.თავიდანვე მიხვდნენ რომ შესანიშნავ დროს გაატარებდნენ, რადგან კონტაქტური ახალგაზრდები არმოჩნდნენ და ადვილად გაუგეს ერთმანეთს.მხიარულება გზაშივე დაიწყო.ერთმანეთი გაიცნეს და სხვადასხვა გასართობი იდეები წამოაყენეს.გიდიც არაჩვეულებრივი, მხიარული გოგონა იყო და ისიც აჰყვა მსგავს საქმეებში გამოცდილი. სასაუბრო თემები არ გამოლევიათ. არც სასაცილო ამბები,იხსნებდნენ და იცინოდნენ.ანეგდოტებსაც ჰყვებოდნენ.
მერე კადრებივით გაიელვა თითოეულმა მონახულებულმა ადგილმა.იმდენად ბედნიერი იყო და გაოცებული რომ ნორმალურად ვერც იმახსოვრებდა.
პირველი გაჩერება სიღნაღი იყო.. მას ბოდბე და ნინოწმინდა მიჰყვა..დღის ბოლოს ბუნებაში დაბანაკდნენ. კარვები გაშალეს.სახელდახელოდ წამოღებული საჭმელები ამოალაგეს და მინდორშივე გაშალეს. მამაკაცებმა მწვადის შეწვა ითავეს. შესანიშნავი დღე გამოვიდა.ცოტაც დალიეს.მერე ვიღაცას გიტარა აღმოაჩნდა და სიმღერაც არ დავიწყებიათ.ირაკლის გვერდით მჯდარს მის მხარზე ჩამოედო თავი და სიმღერას უსმენდა. თვალები დაეხუჭა და ოცნებებში გადაეშვა,იმ ოცნებაში სადაც მარტო ის და ირაკლი იყო,არავინ და არაფერი სხვა..კარავში როგორ აღმოჩნდა არ ახსოვს.სამაგიეროდ დილას რომ გაიღვიძა კარვის მეორე მხარეს ბიჭს ეძინა საყვარლად ტანსაცმლიანს.სიცივისგან მოკუნტულიყო.სალის შეეცოდა, რადგან ყველაფერი მას ეფარა. ფრთხილად შეახო ხელი მხარზე და შეანჯღრია. ირაკლიმ ნელა გაახილა თვალები.
-დილა მშვიდობისა.
-ყველაზე ლამაზი დილა მაქვს,რადგან შენს სახეს ვხედავ გაღვიძებული.
-არ მახსოვს როგორ ჩამეძინა.
-არაუშავს.
-როგორ მცხვენია,შენ ალბათ გციოდა, მე კიდევ ყველაფერი წაგართვი.
-მთავარია შენ იყო კარგად.-უპასუხა ბიჭმა და წამოდგა.-წავიდეთ,სხვა ადგილები გველოდება..
გზა ისევე მხიარულად გააგრძელეს როგორც წინა დღეს-ალავერდი,გრემი, ნეკრესი..
იმდენად სხვანაირი და განსხვავებული ირაკლი დაინახა,რომ თვითონაც გაუკვირდა როგორ აქამდე ვერ შევამჩნიე ეს ბიჭიო.
თავის მხრივ არც ირაკლი იშურებდა ძალ-ღონეს რომ სალის გაეღიმა და ყველაფერი დავიწყებოდა.მეორე დღეს ნამდვილად აღმოაჩინა რომ სალის თვალები ბედნიერებისგან ბრწყინავდა.
მნიშვნელობა არ აქვს იმას რამდენად დიდი ხნის განმავლობაში იცნობ ადამიანს.მნიშვნელოვანია ის,თუ რამდენად გესმით ერთმანეთის და რამდენად კარგად გრძნობთ ერთად თავს.მთავარი კარგი კამპანიაა,სადაც იცინი,მხიარულობ და ის ხარ ვინც ხარ სინამდვილეში…
დრო ისე გავიდა ვერ გაიგეს.გიდი უყვებოდა თითოეული ადგილის ისტორიას,წირვასაც დაესწრნენ. მოილოცეს ყველა წმინდა ადგილი. უამრავი ფოტო გადაიღეს.მთელი ამ დროის განმავლობაში ირაკლის მისთვის ხელი ჰქონდა ჩაკიდებული და არ გაუშვია.პირველად რომ მოჰკიდა ბიჭმა ხელი იუხერხულა და დანარჩენებს გადახედა გაწითლებულმა. მათთვის არავის ეცალა.სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა და მანაც მსუბუქად მიუჭირა ხელებზე თითები.მოუნდა რომ სულ ასე ევლოთ და არასოდეს გაეშვა. ორივე ტკბებოდა ერთმანეთის გვერდით ყოფნით და ცდილობდა მაქსიმალურად დამტკბარიყვნენ ერთად ყოფნით და თითოეული წამით
უკვე ყველაფერი მონახულებული ჰქონდათ რაც ტურში შედიოდა და უკან ბრუნდებოდნენ.დაღლილი ძილმა წაიღო და ირაკლის მხარზე ჩამოეძინა.როცა გაეღვიძა,მის თვალებს წააწყდა,რომელიც დაჟინებით უმზერდა.
-მაპატიე,ძალიან ხომ არ დაგღალე?
-არაფერია,შენს გამო ღირს რომ გავუძლო.-გაეღიმა ბიჭს.
-უკვე მოვედით.
-რამდენიმე წუთიც და მივალთ.
-დიდი მადლობა ამ ორი ულამაზესი დღისთვის,მართლა არ მყოფნის სიტყვები..
-სულ ყველაფერზე მადლობას ნუ მიხდი.
-აბა რა ვქნა?
-არაფერი,უბრალოდ შემდეგი ადგილი შეარჩიე,სადაც შეიძლება წავიდეთ.
-ასე გავთამამდები.
-მერე რაა.ქალი,რომელიც მოგწონს და რომლის მიმართაც სერიოზული გრძნობები გაქვს,უნდა გაათამამო და ხელის გულზე ატარო.
-აქამდე რატომ ვერ შეგამჩნიე? -სევდიანად ჰკითხა სალიმ.
-არ ვიცი..ან მე რატომ ვერ შეგამჩნიე..
-ნუთუ ამდენი რამე უნდა გადამეტანა? ამდენი წელი გასულიყო,რომ დღევანდლამდე მოვსულიყავით?რომ გამეგო როგორი კარგი ხარ.-ცრემლი მოადგა თვალზე და კინაღამ ატირდა, ძლივს შეიკავა თავი.
-წარსული წარსულში დარჩა,ახლა ერთად დავიწყოთ ახალი.რაღაც განსხვავებული და განსაკუთრებული.
-განსაკუთრებული შენ ხარ,-გაუღიმა გოგომ.ბიჭმა მისი ხელი აიღო, ხელში მოიქცია და ხელის ზურგზე აკოცა..
დანიშნულების ადგილზე ჩამოვიდნენ. ირაკლის მანქანაში გადასხდნენ და სახლში წაიყვანა გოგო.გზად ცოტა კიდევ ისაუბრეს,კიდევ დატკბნენ ერთმანეთის გვერდით ყოფნით.მერე დაემშვიდობნენ.გაუჭირდათ,მაგრამ სხვა გზა არ იყო.უყურებდა როგორ მიდიოდა გოგო სადარბაზოსკენ და თვალები უკან რჩებოდა.
*****
ახალი კვირა როგორც ყოველთვის ჩვეულებრივად დაიწყო ორივესთან. დილით ადრიანად ადგომა, მოწესრიგება და სახლიდან გასვლა. რაღაც ორივესთან შეიცვალა.ალბათ ის რომ ორივემ პირველ რიგში ერთმანეთზე გაიფიქრეს გაღვიძებისთანავე,ტელეფონს დასწვდნენ და შეტყობინებები გაგზავნეს ერთმანეთთან.
ნახევრად მძინარე იყო სალი,მაგრამ მაინც ირაკლიზე ფიქრობდა სამსახურშიც კი. ამდენი ხალხის მიუხედავად მაინც არ შორდებოდა ბიჭის სახე თვალებიდან.უჩვეულოდ ბედნიერი იყო.
ხალხმრავლობამ საშუალება არ მისცა ამოესუნთქა.ალბათ იმიტომ რომ იცოდა ირაკლისაც არ ეცალა, ტელეფონს არ აქცევდა ყურადღებას. ბიჭმა გააფრთხილა საღამოს ვერ გამოგივლიო და მარტო მოუწია სახლში დაბრუნება.ცოტა მოიწყინა. ერთადერთი რაც ახლა უნდოდა ძილი იყო,რაც ბოლო პერიოდში ასე აკლდა.
მაგრამ ვინ აცალა.საწოლში კომფორტულად მოკალათებულს ტელეფონის ზარმა არ მისცა ამის საშუალება.ლელუკა იყო.მაშინვე მიხვდა მისგან საყვედურება ვერ ასცდებოდა.
-სად დაიკარგე ადამიანო?მთელი კვირაა არ დაგირეკია,არც მოგიწერია.
-მაპატიე,არ მეცალა. მორჩი საყვედურს და მომიკითხე მაინც.
-რომ გირეკავ,ესეგი გკითხულობ კიდეც.როგორ ხარ?
-კარგად,შენ?
-ჩვენც.ძალიან ცუდი გოგო გახდი ამ ბოლო დროს.
-გადავიღალე..
-გადაიღალე თუ ისევ იმ ამბის გამო გვარიდებ თავს?ისევ ხომ არ უბრუნდები დეპრესიობანას?
-არა,არა.მაგ მხრივ კარგად ვარ… მართლა სამსახურის გამო ვარ ასე.
-შეიძლება მე მომატყუო,მაგრამ საკუთარ თავს ვერ მოატყუებ.
-არც შენ გატყუებ და არც საკუთარ თავს.და საერთოდ მორჩით წარსულზე საუბარს.აღარასოდეს გამახსენოთ. ყველაფერი მორჩა.
-რადგან შენგან ეს სიტყვები მესმის…
-თქვენ როგორ ხართ?როგორ ისვენებთ?
-კარგად,ეს დასვენება ნამდვილად მჭირდებოდა.მოკლედ რატომ გირეკავ ხვალ გაბრიელის დაბადების დღეა და აიჩემა სალი დეიდა აქ უნდა იყოსო. გადადე ყველა საქმე და ხვალ გელოდები.
-ხვალ?როგორ დამავიწყდა.-შუბლზე ხელი შემოირტყა გოგომ.
-ხომ ჩამოხვალ?
-კი,რამეს მოვიფიქრებ-
-საერთოდაც შვებულება აიღე და დარჩი რამდენიმე დღე.დაისვენე, მოდუნდი,ძალები აღიდგინე…
-ყველანაირად ვეცდები რომ ჩამოვიდე…
-კარგი,მაშინ ხვალამდე.გთხოვ შენ მაინც ჩამოდი.
-მეც?კიდევ ვინმე არ მოდის.
-ლევანი.არ ვიცი რა სჭირს,მაგრამ ამ ბოლო დროს გაგვირბის და თითქმის ვერ იცლის ჩვენთვის..
-კარგი დავურეკავ და მასაც წამოვიყვან.
ახალი საფიქრალი გაუჩნდა როგორ წასულიყო ხვალ იქ და როგორ განთავისუფლებულიყო სამსახურიდან. სულზე მოუსწრო ირაკლის შეტყობინებამ.
-ხვალ გაენთავისუფლე სამსახურში, დაბადების დღეზე მივდივართ.
-უკვე გადაწყვიტე?
-წინააღმდეგი ხარ?
-არა,პირიქით..
-ახლა როცა ამ შეტყობინებას მწერ გეღიმება ხო?
-შენ რა იცი?-გაკვირვებუკმა მიმოიხედა, აქ ხომ არ არისო.
-არ ვიცი..ვივარაუდე.
-კი,მეღიმება.შენს მოწერილ თითოეულ შეტყობინებას ღიმილით ვხსნი.ვიცი იქ კარგი რამე ეწერება.
-მიხარია თუ ასეა..მოკლედ ხვალამდე..
-ირაკლი მადლობა.
-რისთვის?
-იმისთვის რომ ღიმილის სურვილი დამიბრუნე..
ბიჭს ჩაეღიმა და გულები გაუგზავმა. დაბნეულმა სალიმ უპასუხოდ დატოვა და ტელეფონი გვერდით გადადო. ახლა იმას ფიქრობდა ხვალ როგორ წასულიყო დაბადების დღეზე...
ნახევარი დღე ხვეწნა დასჭირდა თანამშრომელთან რომ ეს სმენა გაეცვალა და იმ ღამეს მის მაგივრად ემუშავა.როგორც კი მოაგვარა, პირველი ზარი ირაკლისთან აფრინა.
ბიჭს ძალიან გაუხარდა,საჩუქრების ყიდვა სწრაფად დაასრულა და გოგოს სახლისკენ აიღო გეზი.
არ რეკავდა ლელუკასთან.უნდოდა პირისპირ მიელოცა.დაე ჰგონებოდა რომ ვერ ჩადიოდა..
ირაკლის მოსვლამდე საჩუქრების ყიდვა მოასწრო.მერე ისიც მოვიდა, მოემზადა და ბორჯომის გზას დაადგნენ.
ამჯერად უფრო გახსნილები იყვნენ. უფრო თავისუფლად გამოსდიოდათ საუბრები.შესაბამისად დრო ისე გალიეს ვერ გაიგეს..
გაბმული სიგნალით მიადგა მასპინძლის სახლს.იქიდანაც ჩოჩქოლი ატყდა,მერე კარი გაიღო და გიორგი გამოჩნდა.მანქანა შიგნით შეაყვანინა.
ეზო საზეიმოდ იყო მორთული და განათებული.ბევრი არ იყვნენ, მხოლოდ ისინი,მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის რომ საღამო არაჩვეულებრივად გაეტარებინათ..
-თქვენ ამ ბოლო დროს ხშირად დადიხართ ერთად და რამე ხომ არ ხდება?-იკითხა მისალმებების შემდეგ გიორგიმ.

-რამე რომ ხდებოდეს,არაფერს გამოგაპარებთ.-უპასუხა ირაკლიმ
-ისე კარგი იქნებოდა, ბოლოსდაბოლოს მხოლოდ თქვენ დადიხართ ესე და ურიგო არ იქნებოდა.დიდი ხანია ქორწილი აღარ ყოფილა ჩვენს სამეგობროში.
-ამასაც დაეწყო მოჩვენებები.რამე გადასდე შენს ქმარს?-შეუბღვირა სალიმ ლელუკას.
-ერთხელ მაინც შეიძლება არ იკამათოთ?-ჩაერთო ქეთა.-შეიძლება მშვიდად ჩავატაროთ საღამო?
-შეიძლება..
-რა კარგია რომ ჩამოხვედით.-წინ გამოეჭიმა უკვე კარგად გაბერილი ხატია.
-მიხარია რომ თქვენც აქ ხართ .-მოიკითხა სალიმ,მერე ნინოს მიუბრუნდა.-შენ კიდევ იმ აზრზე ხარ რომ ახალგაზრდა ხარ დედობისთვის?
-ამან რომ არ წამკბინოს არ შეუძლია. შენ ჯერ იმას მიხედე რომ მეორე ნახევარი იპოვო,დანარჩენს ეშველება.-არ დაუთმო იმანაც.
-მოვიდა და მოიტანა ხმაური.
-ლელუ ნუ სისინებ,მესმის..
-მთელი ცხოვრება ამათ კამათს ვუსმენ და მაინც ყველაზე კარგად მაინც ესენი უგებენ ერთმანეთს.-გაეცინა ქეთას.
-ისე რომ დაფიქრდე ცუდი არაა,ჩემი მაზლისცოლი გახდები,-ჩაერთო ჩუმად მყოფი ნანა.
-დღეს რა გჭირთ ხალხნო?პირველად ჩამოვედით ერთად.-უკვე ბრაზდებოდა სალი.
-დედა ტორტს დავჭრით?-იკითხა მივიწყებულმა იუბილარმა და ლელუკას აეტუზა.
-რა თქმა უნდა ჩემო პრინცო.აი ხომ ხედავ მე სპეციალურად შენთვის ჩამოვედი აქ და ისე როგორ დაგტოვებ?-დაასწრო სალიმ, ხელში აიტაცა ბავშვი და მაგიდისკენ წაიყვანა.დანარჩენებიც უკან მიჰყვნენ
ზურამ და დიმამ მწვადი მოიტანეს და გაშლილ სუფრაზე მიუჩინეს ადგილი. მერე გაბრიელს ტორტი ჩააქრეს ერთად მუსიკის და ბავშვების ჟრიამულის თანხლებით და ქართული ტრადიციული ქეიფი გააჩაღეს.
თამადად როგორც ყოველთვის ირაკლი იყო.ისიც მრავალფარდოვანი სიტყვებით და იუმორის თანხლებით უზღვებოდა სუფრას.სიყვარულის სადღეგრძელო რომ შესვა,ისეთი მზერით შეხედა სალის,გოგო დაიბნა და იქვე დადნა.დაკვირვებული თვალი აშკარად შეამჩნევდა ამას.
როგორც კი დრო იხელთა ლელუკამ, სალი ჩუმად გაიყვანა იქიდან და დაკითხვა დაუწყო.
-არც კი გაბედო უარყოფა.
-რა ხდება?-აიჩეჩა გოგომ მხრები.
-ვიცი რომ რაღაცას მიმალავ და მატყუებ.შენც კარგად გიცნობ და მასაც.არ გაბედო და ისევ არ მომატყუო.
-რა გითხრა ადამიანო,როცა მეც არ ვიცი რა ხდება ან ჩემ თავს,ან ჩვენს შორის.
-მოგწონს?
-მგონი კი.მაგრამ მეშინია ლელუ, ძალიან მეშინია.-დასევდიანდა გოგო.
-მეც ამის მეშინოდა,ძალიან მეშინოდა.ყველაფერს რომ გაიგებს როგორი რეაქცია ექნება?გიფიქრია ამაზე?
-კი,მიფიქრია და სიმართლე გითხრა გამოსავალი ვერ ვიპოვე.
-ვერაფერს გეუბნები და ვერაფერს გირჩევ.ერთადერთი რაც თავში მომდის ისაა,რომ მანამდე დაშორდე,სანამ კიდევ უფრო შეგიტოპავთ...სანამ გული გიტკენია მისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც.
ორივე გაჩუმდა.გულის სიღრმეში ძალიან ეტკინა მეგობრის ასეთი დამოკიდებულება და ასეთი სიტყვები. ან იქნებ სიმართლეს ამბობდა და მის ადგილზე ისიც ასე მოქცეულოყო. რატომ ითხოვდა გაგებას და კარგად მოქცევას?განა ვალდებულები იყვნენ?
უცებ სიცილი აუტყდა.ხმამაღლა იცინოდა და თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა.გაოცებულმა შეხედა ლელუკამ
-რა გაცინებს?
-კუზანოვს რომ მივაკითხო?-ისეთი სერიოზული სახით ჰკითხა, შეუძლებელი იყო არ გაგცინებოდა და ლელუკამაც დასჭექა.
-არანორმალური ხარ.ეგ რამ მოგაფიქრა?მეორედ აღარ გაიმეორო.
-იქნებ ღირდეს?რატომაც არა? პირველი ვიქნები?რამდენს გაუკეთებია მსგავსი რამ და ბედნიერად ცხოვრობენ.
-შენს ირგვლივ ბევრია ასეთი?იცნობ ვინმეს?
-არა.
-აბა რა იცი რომ ბედნიერები არიან? დაიმახსოვრე სალი ბედნიერებას ტყუილით ვერ მოიპოვებ და ვერც შეინარჩუნებ.ადრე თუ გვიან მაინც მოგეკითხება ამისთვის პასუხი და ეს რა ფორმით იქნება წარმოდგენა არ მინდა.თანაც ტყუილით დაწყებული ცხოვრება მარტივი არ არის.
-მუდამ ფორმაში ხარ.ასეთ აზრებს საიდან აფრქვევ გოგო.
-საიდან და ამ საოცარი თავიდან,- შუბლზე საჩვენებელი თითი მიიდო გოგომ და რამდენჯერმე დააკაკუნა
-ამ თავში რატომ არ მებადება მსგავსი იდეები?-გაეციმა სალის.
-მანდ რომ ეს საოცარი იდეები არ დაგებადოს,ჩვენ როგორ გავერთობით?
-ესეგი თქვენი გასართობი ვარ? -ეწყინა სალის.მაგრამ ლელუკამ ხელები გაშალა.მხრებზე მოხვია და ჩაეხუტა.
-შენ მაინც ჩვენი საოცარი სალი იქნები სულ…
-ნუ ამატირე..-ცრემლი მოადგა გოგოს.
-წავედი ახლა,თორემ ისინი მთელი ღამე გააგრძელებენ დალევას..
სალი მარტო დარჩა
****
დილის დასაწყისი როგორც ყოველთვის ერთმანეთის მსგავსი იყო და არც ახლა წარმოადგენდა გამონაკლისს.
სალის რომ გაეღვიძა ყველა ფეხზე დახვდა.ლელუკა საჭმელს ამზადებდა ნაბახუსევზე მყოფი მამაკაცებისთვის, რომლებიც ეზოში ისხდნენ და ლუდს მიირთმევდნენ თან ნარდს თამაშობდნენ.მხოლოდ ირაკლი არ იყო იქ.
როგორც კი სალი დაინახეს,ქეთამ მაშინვე ბავშვები შეატოვა და თვითონ სამზარეულოში გაძვრა,ყავას მოვადუღებო.
-გეფიცები,ყავის მოდუღებას ამათთან თამაში მირჩევნია.-სიცილით მიაყოლა სალიმ.
-ხოდა გაერთეთ.თვითონაც ბავშვი ხარ.-ენა გამოუყო მეგობარმა.
პლედი გაშალა ბალახზე.ბავშვები შემოიკრიბა,სათამაშოები მოიმარაგეს და თამაში დაიწყეს.ერთადერთი იყო მათთან ყოფნა,რაც ამქვეყნად ყველანაირ დარდს ავიწყებდა…
-სალი დეიდა უნდა წახვიდე?-ჰკითხა ნიკუშამ.
-უნდა წავიდე,მაგრამ თქვენ არ მოიწყინოთ,გპირდებით მალე ჩამოვალ და ისევ ერთად ვითამაშებთ.
-მარტო შენ გვეთამაშები ხოლმე და ირაკლი ძია,დედა და ბიცოლა სულ გვეჩხუბებიან.-მოიწყინა ანკამ.
-იმიტომ რომ ცელქობთ.მაგრამ მაინც საყვარლები ხართ.-გაეციმა სალის და გვერდებში შეუღიტინა ბავშვებს…

აივანზე რომ გამოვიდა,გაიზმორა, წელში გაიჭიმა,მერე გასწორდა და ქვემოთ გაიხედა.პირველი თვალში ბავშვებთან მოთამაშე სალი მოხვდა და გაეღიმა.საოცრად ესმოდა გოგოს მათი და ბავშვებსაც არანაკლებად.
იდგა ასე და უყურებდა.ხვდებოდა რომ მისი ცხოვრება იცვლებოდა და ეს გოგო მასში მთავარ როლს თამაშობდა.
ვერ შეამჩნია როგორ ამოუდგა გვერდით რძალი.
-დილამშვიდობისა,-მოესალმა.
-როგორ გეძინა?
-კარგად.სასიამოვნოდ გრილოდა.
-ვის უყურებ?
-არავის.აქაურობით ვტკბები.
-აქაურობით თუ იმ გოგოს მიშტერებიხარ?
-არა.საიდან მოიტანე?-დაიბნა.
-ისე კარგი გოგოა,უკეთესს ვერც ვინატრებდი რძლად.-მისკენ მიიწია ნანა,ცერა თითი ჰაერში შემართა მოწონების ნიშნად და ხმადაბლა უთხრა.
-ოჰ.ნანა,რაზე მელაპარაკები? გაუბრაზდა ბიჭი და მისგან თავის დასაღწევად დანარჩენებთან გაიქცა,ლუდი მინდაო..
-არ ვცდები,ნამდვილად ასეა. მე შეიძლება მომატყუო,მაგრამ საკუთარ თავს ვერ მოატყუებ-ჩაილაპარაკა თავისთვის და აივნის დაგვა განაგრძო..
*******
მათი გამოშვება ბავშვებს არ უნდოდათ,მიუხედავად იმისა რომ შეგუებულები იყვნენ,მაინც მორთეს ღრიალი.განსაკუთრებით პატარებმა.
-ირაკლი შენ ისე ხშირად ატარებ ამ გოგოს თბილისი-ბორჯომის გზაზე,რომ მგონი მის პირად მძღოლად დაიწყებ მუშაობას.-იხუმრა გიორგიმ.
-წინააღმდეგი არ ვარ,შევითავსებ.- გაეცინა მას.
-კარგი ახლა,ნუღა აცდენთ,დაგვიანდა წასვლა და მერე სწრაფად ივლის.- ჩაერთო ნანა.სანამ კიდევ ვინმე რამეს იტყოდა და ბავშვებიც ისევ ატირდებოდნენ,ხელით ანიშნა მანქანაში ჩასხედით და წადითო.
საბოლოოდ დაემშვიდობნენ ყველას და თბილისის გზას დაადგნენ.იცოდა რომ ბავშვების სული და გული გამოიყოლა და პარასკევ საღამოს აუცილებლად დაელოდებოდნენ.არ დაიძინებდნენ სანამ არ ნახავდნენ მას.მათზე ფიქრებში უნებურად ჩაეღიმა.
-რატომ იღიმი ასე,თუ საიდუმლო არაა.
-რაღაც გამახსენდა..
-რაღაც თუ ვიღაც?-შეკრული შუბლით გადახედა ბიჭმა.
-ეს ეჭვიანობის ერთგვარი გამოვლინებაა?
-არა..
-კი.-გაეცინა სალია,მერე დაამატა. -ბავშვებზე ვფიქრობდი. იგრძნო როგორ მოეშვა ირაკლის დაჭიმული სხეული პასუხის მოლოდინში და როგორ დამშვიდდა.
-დაგინახე დილით როგორ ერთობოდი მათთან,ძალიან უყვარხარ ყველას. ჩემი ძმისშვილებიც გიჟდებიან შენზე.
-შენზეც…
-მეც რომ ვგიჟდები შენზე?
-ასეთი სითამამე უკვე?-გაეცინა გოგოს.
-ჰო,რა ვქნა,ვერ ვიკავებ თავს,არ გამომდის.
-ვერასოდეს წარმოვიდგენდი შენ თუ ასეთი იქნებოდი.
-ასეთი როგორი?
-სულ სხვანაირი,რომანტიკული, თბილი,მოსიყვარულე. კომპლიმენტების მოყვარული..
-ჩემი აზრით ეს ყველა ადამიანშია, უბრალოდ ზოგს ნაკლებად ეძლევა ამის გამომჟღავნების საშუალება.
-შენთვის აქამდე არ შემიმჩნევია ეს.
-არაუშავს,ახლა ხომ ხედავ როგორიც ვარ..და იმასაც ვხედავ შენ როგორი ხარ..
-როგორი ვარ?-ინტერესით მიაჩერდა სალი.
-ძალიან საყვარელი და მხიარული. კიდევ იმედიანი.
-ეგ როგორ გავიგო?
-აი ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრებაში გადატანილი ტკივილის მიუხედავად რომ ფეხზე მყარად დგახარ და ღიმილის უნარი არ დაგიკარგავს,აი ეს მომწონს შენში ყველაზე მეტად..
-ეს ძალიან განსხვავებული კომპლიმენტი იყო, რაც კი ჩემთვის ოდესმე უთქვამთ..
-ასეთ დროს ცოტა ვეჭვიანობ ხოლმე, -ჩაეღიმა ირაკლის.
-იქნებ მეც მაქვს საეჭვიანო?
-არააა..იმ ამბავს ვერ ივიწყებ ხო?-ატეხა ისევ ხმამაღალი სიცილი.
-მე სულაც არ მეცინება,-გაიბუსხა გოგო.მერე ბიჭი უცებ დასერიოზულდა და უთხრა.
-არ ვგავართ ჩვეულებრივ წყვილებს, არც ისეთი პატარები ვართ რომ რამეს ველოდოთ ან ვინმეს.უბრალოდ მინდა რომ ჩვენს ურთიერთობას რაღაც სახე მივცეთ.არ მინდა რომ რამე დაფარული მქონდეს.მინდა ყველამ იცოდეს რომ შენს მიმართ გულგრილი არ ვარ.
-იქნებ ვჩქარობთ?-დაიძაბა სალი.
-შენ ასე ფიქრობ?
-არა,არ ვფიქრობ,უბრალოდ მეშინია.
ირაკლიმ მისი ხელი ხელში მოიქცია და მსუბუქად მოუჭირა.
-შენი შიში უსაფუძვლოა. ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა გადალახო?მე მინდა რომ ჩემი გჯეროდეს.არ მინდა ჩუმად გხვდებოდე და ვიმალებოდეთ..თუ არ გინდა ვინმემ გაიგოს?იქნებ სწორედ ის არ გინდა რომ მის ყურამდე მივიდეს..
-ეჭვიანობ?შენ არ თქვი არასოდეს გაგახსენებო?ხომ მითხარი წარსული დავივიწყოთო?
-კი,გითხარი,მაგრამ ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ რაღაცას ბოლომდე არ მეუბნები ან მიმალავ..
-არაფერია,არაფერი...დავიღალე უკვე ამ ყველაფრისგან.-იყვირა მოულოდნელად და ყურებზე აიფარა ხელი,თვალები მაგრად დახუჭა, მაგრამ მაინც გაიგო დამუხრუჭების ხმა და პირდაპირ შუა გზაზე გააჩერა მანქანა.კიდევ კარგი გზა თავისუფალი იყო.გაოცებული მიაშტერდა გოგოს, რომელიც ისევ იმავე მდგომარეობაში იჯდა.მერე ხელები ჩამოაშვებინა, თავისკენ მიატრიალა და მიაჩერდა.
-მეშინია გესმის...მეშინია..შენი დაკარგვის მეშინია,-საცოდავად ამოისლუკუნა გოგომ.
-არასდროს,არასდროს მოხდება ეგ.ეს შიში უნდა გადალახო.ოდესღაც ყველაფერი მთავრდება.ან სხვანაირადაც შეიძლება ამის თქმა. რაღაც ყოველთვის მთავრდება და რაღაც ყოველთვის იწყება.ახლის დასაწყისის კი არასოდეს არ უნდა შეგეშინდეს.-უთხრა,მისკენ გადაიხარა და შუბლზე აკოცა.-გჯერა?
-მჯერა..
-მენდობი?
-ცოტა დრო მომეცი,სულ ცოტა და გპირდები ასე აღარ ვიქნები..
-კარგი,იყოს ისე როგორც შენ გინდა, მაგრამ არასოდეს დაივიწყო ერთი რამე შენ ჩემთვის ჩვეულებრივი უბრალო ქალი არ ხარ,ჩემთვის შენ ქალის ეტალონი ხარ შენი კდემამოსილებით და სისპეტაკით. ქალი ხარ, რომელიც ხელის გულზე უნდა გატაროს მამაკაცმა,ქალი, რომლისთვისაც სიცოცხლის დათმობაც ღირს..
დაიძაბა სალი.არ ელოდა ამ სიტყვებს და არც იმას,რომ ირაკლის ასეთი წარმოდგენა ჰქონდა მასზე.ერთ ხანს იფიქრა მოდი ახლა ვეტყვი ბოლომდე სიმართლეს,რაც არის არისო.მერე ისევ შეეშინდა.აღმოაჩინა,რომ მისთვის ძალიან ძვირფასი გამხდარიყო ბიჭი,დათმობა ეძნელებოდა.გაჩუმება არჩია, მხოლოდ ის უთხრა.
-მე შენი სიცოცხლის დათმობა არ მინდა,მე უბრალოდ მინდა ჩემს გვერდით იყო…
*******
მოულოდნელი გამგზავრება მოუწია სამსახურიდან რამდენიმე დღით და გადატვირთული გრაფიკის გამო ერთმანეთთან კონტაქტს ნაკლებად ახერხებდნენ,სამაგიეროდ იმას მიხვდნენ რომ ამ მოკლე დროში ერთმანეთზე იმდენად დამოკიდებულები გამხდარიყვნენ და იმდენად აკლდათ ეს შეხვედრები,
რომ ხასიათში გადასდიოდათ და მოწყენილები იყვნენ.გულს ვერ იდებდნენ ვერც საქმეს და ვერც სამსახურს..
სალი მიხვდა რომ იმაზე მეტს ნიშნავდა ირაკლი მისთვის,ვიდრე უბრალო მოწონება იყო და თავიდან თუ შეეძლო მის გარეშე გაძლება,ახლა პირიქით სულ მასთან უნდოდა…
რაც უფრო გადიოდა დღეები,მით უფრო ნაკლები დრო რჩებოდა ბავსვების დანაპირების ასასრულებლად…
პარასკევს სამსახურის მერე მაღაზიებს მიაკითხა,საჩუქრები შეიძინა მათთვის და შაბათს დილა ადრიანად დაადგა ბორჯომის გზას.. გზიდან ირაკლის მისწერა სადაც მიდიოდა,თუმცა ბიჭი საეჭვოდ სდუმდა.პასუხი არ მოუწერია...
ეზოში ფეხი შედგა თუ არა,მაშინვე დაეხვივნენ ბავშვები და ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს.ძლივს მოიცალა უფროსებისთვის.
როგორც იქნა მარტოც ჩამოხვედი, ირაკლის გარეშე.-არ დააყოვნა პირველივე კომენტარმა და ლელუკამ თვალი ჩაუკრა.
-აბა სულ ჩემთან ერთად ხომ არ ივლის?მასაც აქვს თავის ცხოვრება და პირადი საქმეები.
- სამსახური იქნება,რომ დატოვებს უცოლოს,-გაეცინა ნანას.
-ისე რანაირი დაქალები ხართ?გოგო სტუმრად მოვიდა და თქვენ ეზოში დააყენეთ,სახლშიც კი არ შეიპატიჟეთ. წამო ჩემო ცოლის არაბიოლოგიურო დავ,შიგნით შევიდეთ,ვიცი გეშიება და ერთი-ორი ჭიქა დავლიოთ.-ხელკავი გამოსდო გიორგიმ და სახლისკენ წაიყვანა.აგვისტოს შუა რიცხვები იყო და საღამოობით საგრძნობლად აცივებულიყო..
გაეცინა სალის,აღარ მიუქცევია ყურადღება ლელუკას ბუზღუნისთვოს, სიძეს გაჰყვა და სუფრის თავშიც დაიკავა ადგილი მის გვერდით. უნებურად ირაკლი გაახსენდა და ჩაეღიმა ახლა სწორედ მის ადგილზე იჯდა.
-ისე ამ ბოლო დროს ლევანი თავს ძალიან გვარიდებს და ვინმემ ხო არ იცით რა ხდება?
-რას კითხულობ ახლა?ახალგაზრდა ბიჭია გაძვრებოდა სადმე გასართობად.-უპასუხა ქეთამ.
-ვიცი მე მაგის გართობები,მაგრამ ჩვენ არასოდეს გვივიწყებდა, ნამდვილად რაღაც ხდება მის თავს.
-შენი ამბის მერე პარანოიკი გახდი გეფიცები.სულ ცუდი ამბები გელანდება.-
-სიძევ დააშოშმინე შენი ცოლი..
-ახლა ვერა,მაგრამ გპირდები ამაღამ
მივხედავ,-გაიხუმრა და დანარჩენებიხ აიყოლია სიცილში.
-კიდევ თუ დალევ,ამაღამ მისახედი შენ იქნები.-უპასუხა გაგულისებულმა ლელუკამ.
-ოჯახურ კონფლიქტებს ნუ გავყურებინებთ,-ჩაერთი დიმა
-შენც გეხება დალევაზე აკრძალვა,- გადახედა ქეთამ.
-ქვისლო ესენი დღეს შარზე არიან?- გადაუჩურჩულა მეორე გვერდზე მჯდომმა დიმამ.
-რა ვიცი,ეტყობა კრიტიკული დღეები აქვთ,-უპასუხა მან და ძლივს შეიკავა ღიმილი..
-გვესმის სხვათაშორის და კრიტიკულად მოგიწევთ ამაღან სხვა ოთახში დაძინება.-დაემუქრა ლელუკა.
-ეგეც თქვენ,-დაეჯღანა ზურა და ამაყად მოხვია ცოლს ხელი..
-როგორ მიხარია რომ მეუღლე არ მაწუხებს და მშვიდად შემიძლია დავიძინო როცა მინდა და სადაც მინდა.
-რა გიხარია ნეტავ ვიცოდე?იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როგორიც საყვარელ ადამიანთან ერთად დაძინება და დილით გაღვიძებაა.
-ნანა,ნელა შეაპარე,არ დასტრესო,- გაეხუმრა ზურა ცოლს.
-მგონი ჩემი წასვლის დროა,ალყაში მომაქციეთ უკვე და ამდენ შეყვარებულ წყვილს ვერ გიძლებთ.- წამოდგა სუფრიდან სალი,-ღამე მშვიდობისა,ბავშვებს მე დავაძინებ, თქვენ ისიყვარულეთ გვრიტებო.- გასძახა უკვე კიბეზე მიმავალმა და ბავშვებს მიუყვებოდა წინ…
*******
როგორც ყოველთვის სასწაული უიქენდი გამოუვიდათ. დილიდანვე გადაწყვიტეს ბუნებაში წასვლა და იქ განმარტოება.მდინარესთან გაჩერდნენ. დილით მსუბუქი საუზმისა და სხვადასხვა გასართობების მერე, შუადღეს მდინარეშიც შეცურეს. სასიამოვნო წყალი იყო.იცურავეს, გაირუჯნენ,ითამაშეს,მოშივდათ.მზე რომ ცოტა გადავიდა ცეცხლი დაანთეს, მწვადი შეწვეს,ცოტა სასმელიც წამოეღოთ და კარგად მოილხინეს.საღამოს სიმინდი შეწვეს, ზურამ კი გიტარაზე სხვადასხვა სიმღერები დაამღერა.ახლა ყველაზე მეტად იგრძნო ირაკლის მონატრება, ვერ მოითმინა და შეტყობინება მისწერა.
„-მომენტარე..“
პასუხი რომ არ დაუბრუნა ბიჭმა,გული ძალიან დასწყდა.მოიწყინა და სახლში დაბრუნება მოინდომა.დანარჩენებიც წამოვიდნენ,მითუმეტეს ბავშვებს ძილი მორეოდათ.
დილით თვალი რომ გაახილა,პირველ რიგში ტელეფონი შეამოწმა,მაგრამ ისევ არაფერი იყო,ხასიათი მოეშხამა და პირველივე რეისით გამოემგზავრა თბილისში.ახლა სახლში ყოფნა ყველაზე მეტად უნდოდა...ადრიანად დაწვა და თვალები დახუჭა.ძილმა გვიან მიაკითხა...
ხვალიდან კი ახალი კვირა იწყებოდა....
*******
უღიმღამო სამუშაო დღის შემდეგ, სამსახურიდან გამოსულს დიდი სიუპრიზი დახვდა.მანქანაზე მიყრდნობილი ირაკლი დაინახა უზარმაზარი წითელი ვარდებით ხელში.სულ დაავიწყდა გაბრაზებაც და წყენაც,როცა ბიჭმა ერთი გაუღიმა. მისკენ დაიძრა და პირდაპირ ხელში მიაჩეჩა ვარდები.
-ვიცი ბანალურია,მაგრამ რატომღაც მომინდა რომ მეჩუქებინა შენთვის..
-გაბრაზება მაინც არ გადამივლის..- გაიბუსხა გოგო.ღრმად ამოიოხრა ირაკლიმ,ხელი გაიშვირა მისკენ, მხრებში მოჰკიდა და ძლიერად ჩაიხუტა.მისი თმების სურნელი შეისუნთქა.

-ვისურვებდი შენთან ერთად სამუდამოდ ასე ყოფნას,მაგრამ მგონი აჯობებს სადმე წავიდეთ,სულაც არ მომწონს ამდენი ხალხი რომ გვიყურებს…
ლამაზი იყო მთაწმინდიდან თბილისი. სალის მის მხარზე ჩამოედო თავი, უყურებდა ამ სილამაზეს და დუმდა. უბრალოდ დროდადრო ჩაეღიმებოდა. ირაკლის მისი ხელი ეჭირა,თითები ერთმანეთში აეხლართათ და არც ის იღებდა ხმას.
-ზაფხული რომ გავა აქ ასე ვეღარ დავსხდებით,-დაარღვია სიჩუმე ბიჭმა.
-რატომაც არა?-ოდნავ შეაბრუნა გოგომ თავი.
-რომ გამიცივდე?
სული გაუთბო ამ ორმა სიტყვამ.გულში შეაღწია.
-არაუშავს,წამალს დავლევ და გამივლის.-გაეცინა სალის.
-იცი ყველაზე მეტად რატომ მიხარია შენს გვერდით ყოფნა?
-რატომ?
-შენთან ერთად ბავშვობაში ვბრუნდები..
-მეგონა მხოლოდ მე მქონდა ეს შეგრძნება.
-გამოდის ორივე ბავშვები ვყოფილვართ,დიდების სხეულში.
გაეღიმათ და ისევ დადუმდნენ.ღამის სიჩუმე,ჭრიჭინების ჭრიჭინი და ნელი სიო საოცარ ატმოსფეროს ქმნიდა..
-იცი რა მინდა?
-რა?
-შენთან ერთად ვიჯდე ისევ აქ სიბერეშიც..
-რა სულელი ხარ ირაკლი. -გადაიკისკისა გოგომ.-რა დროს სიბერეა,ჯერ ახალგაზრდები ვართ..
-რამდენიმე კვირია უკან იგივეს არ იძახდი.თავი ბებრად მიგაჩნდა..
-ნუთუ ყველაფერი გახსოვს რაც ოდესმე მითქვამს?
-მახსოვს,ყველაფერი,ყველა სიტყვა, ყველა წინადადება..
-შენ მართლა არანორმალური ხარ..
-შენ გამხადე ასეთი…
-შენ კიდევ მე დამიბრუნე ყველაფრის ხალისი და იმედი..
-იცი რას ვნანობ?დაკარგულ დროს. დროს,რომელიც უშენოდ გავატარე. აქამდეც შეგვეძლო ერთად ყოფნა, მაგრამ მე დავიხიე უკან,მეგონა დაფრთხებოდი,მეგონა უარს მეტყოდი..
-იცი მე რას ვნანობ?ერთხელ,მხოლოდ ერთხელ ვიეჭვე რომ მოგწონდი და თავი დავაჯერე ეს სიმართლე არ იქნება მეთქი.მერე კი როცა ვიცოდი, შენ იქნებოდი ლელუკასთან არ მოვდიოდი.იმ შიშს ვნანობ,მაშინ რომ მქონდა..
-რატომ მივეცით უფლება დროს ასე მოგვქცეოდა სალი?-სევდიანად შეხედა ირაკლიმ გოგოს.
-არ ვიცი.მაგრამ დამპირდი რომ იგივეს აღარ ვიზავთ.
-გპირდები,-გაიღიმა ბიჭმა და ჩაიხუტა.
*******
ამ დღის მერე მხოლოდ რამდენიმე წუთიანი ნახვა მოახერხეს, სამაგიეროდ აქტიურად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს ტელეფონით.მთელი ეს დრო ცდილობდა ირაკლი კიდევ ერთი სიუპრიზის მოწყობას და აი შაბათ დილას ფშავის გზას დაადგნენ. ამჯერად მისი მანქანით.საჭირო ნივთები წინა დღეებში მოამზადა, საკვები პროდუქტები გზაში მოიმარაგეს. ან რა სჭირდებოდათ ბევრი?არაფერი,მთავარია ერთად იყვნენ….
კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქეს ერთმანეთს.სალიმ აღმოაჩინა რომ ირაკლის საჭმელების კეთებაც შეეძლო,ძალიან უყვარდა ბუნება, ბუნებაში გასეირნება და სიმარტოვე…
ისევე როგორც მას და ეს სასიამოვნო აღმოჩენა იყო.
რაც უფრო მეტ საერთოს პოულობდა მასთან მით უფრო მეტად ხვდებოდა რომ ბიჭი მის გულში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა…
რომ გეკითხათ ბედნიერი იყო თუ არა გიპასუხებდათ რომ უბედნიერესი იყო, მაგრამ გულში მაინც ხინჯად ჰქონდა ის ერთი შეხედვით უმნიშვნელო, სინამდვილეში კი ძალიან მნიშვნელოვანი საიდუმლო….
ირაკლის ახლოს გაცნობის შემდეგ მიხვდა,რომ ბიჭს რომ ეს გაეგო,მასზე აუცილებლდ უარს იტყოდა.წავიდოდა. მას კი იმდენად შეეშინდა რომ სრულიად აბსურდული ფიქრი აეკვიატა და აღარ მოშორდა….
სახლში იყო იმ დღეს,ლევანმა რომ მიაკითხა.გაუკვირდა მისი სტუმრობა. მაშინვე შეატყო რომ რაღაც პრობლემა ჰქონდა.მალე სამზარეულოს მაგიდას უსხდნენ, სალის ყავა ედგა წინ,ბიჭს სასმელი და საუბრობდნენ.
-რა მოხდა ადამიანო?ნუ მაშინებ დაიწყე მოყოლა.ხო მშვიდობაა?
-არა,არც კი ვიცი ამას მშვიდობა ჰქვია თუ არა.-ისევ სასმელს წაეტანა ბიჭი.
-ლევან მოთმინება მელევა…
-არაკაცურად მოვიქეცი..ისევე როგორც ის მოიქცა…
-ვინ ის?ვერ ვხვდები…
-შენი ყოფილი…
-არა ლევან,შენ მისნაირი არ ხარ…
-ვარ...ჩემო გოგო ვარ,ჩემს პრინციპებს ვუღალატე,კაცურ სიტყვას გადავედი..
-გეყოფა დალევა და ნორმალურად ამიხსენი.-სასმელი გამოსტაცა სალიმ.
-ბარში ვიყავით ბიჭები,დავლიეთ, მოსაწევიც იყო...მოკლედ მერე მახსოვს ვიღაც გოგო გავიცანი.. დილით ჩემს ბინაში გავიღვიძეთ…
-მერე რა მოხდა?თუ მასაც უნდოდა და შენც გინდოდა...მისთვის სულაც არ იქნებოდა ეს პირველი..
-უბედურებაც ესაა რომ პირველი ვიყავი.-ლევანს სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა..
-მდაა..კარგი დამშვიდდი,სასმელი არ გიშველის…მერე რა მოხდა?გაწუხებს? გირეკავს?გაშანტაჟებს?
-არა,არაფერი მსგავსი,მაგრამ ისიც რომ გამოფხიზლდა და გონს მოვიდა, დავინახე რა სახე ჰქონდა.არ მაგრძნობინა,ამაყად წავიდა,ისე რომ არაფერი უთქვამს,მაგრამ მივხვდი რომ ნანობდა..
-და შენც სინდისის ქეჯნა იგრძენი…
-ხო,იმ დღის მერე მოსვენება დავკარგე,თან პატარა ბავშვია,გესმის ალბათ ოცი-ოცდაერთი წლის იქნება. ამ ერთი არასწორი და დაუფიქრებელი ნაბიჯით ცხოვრებას ინგრევს..
სალის ბოლომდე ესმოდა იმ გოგოსი და უგებდა ლევანსაც.თუ მეგობარს კარგად იცნობდა,ამ ამბავს ასე არ დატოვებდა.
-კიდევ არის რამე?
-კი,არის..მას შემდეგ ერთი თვე გავიდა და სულ მასზე ვფიქრობ.მოსვენება დამიკარგა..ჩემს ფიქრებშია,ჩემს გონებაში…
სალის გაეცინა..
-ეს რაღაც ახალია..მოგწონს..
-ის ახლოს არ მიკარებს,საერთოდ თავს მარიდებს.ბიჭებს ვთხოვე და აკონტროლებენ მის თითოეულ ნაბიჯს. უკან დასდევენ სულ..
-ეს უკვე საინტერესოა.ვფიქრობ სამეგობროში მალე პირველი რძალი გვეყოლება…
ლევანმა ამოიოხრა და კიდევ ერთი ჭიქა დალია..
*******
ზაფხული მიიწურა.გზა შემოდგომას დაუთმო,თუმცა სულ არ ასახულა ეს მათ ურთიერთობაზე.ყველამ ამოწურა შვებულება,სამსახურებში ახალი სეზონი დაიწყო ახალი ენერგიით და ახალი იმედებით.ბავშვები საბავშვო ბაღებში წავიდნენ,დიასახლისები კვლავ სახლში,ქმრები და დასაქმებულები სამსახურებში, ისე ხშირად შეხვედრას ვეღარ ახერხებდნენ და ვერც სუფრების გაშლას,მაგრამ მაინც ერთად იყვნენ.
სექტემბრის შუაში სალი ლელუკას ზარმა გააღვიძა.
-ხატიას მშობიარობა დაეწყო, საავადმყოფოში მივდივართ.
-მეც ახლავე წამოვალ.მისამართი მომწერე.-მოუჭრა მოკლედ და ტელეფონი გათიშა.სწრაფად ამოიცვა ტანსაცმელი პირველი რაც მოხვდა ხელში და ტაქსი გამოიძახა.გზიდან ირაკლის დაურეკა.გააღვიძა. რა მოასვენებდა იმასაც სახლში,სანამ სალი საავადმყოფოში მივიდა ის იქ დახვდა.როგორც კი დაინახა,თვალი ჩაუკრა და დააბნია გოგო.
ერთად შეჯგუფულიყვნენ გოგოები და პატარას დაბადების მოლოდინში საუბრით ირთობდნენ თავს, მოშორებით კი ბიჭები იდგნენ და ანერვიულებულ მომავალ მამას აწყნარებდნენ..
მხოლოდ ირაკლი იდგა ჩუმად და საუბარში დროდადრო ჩაერთვებოდა.
-შენ რატომ არ იღებ ხმას?
-რა ვთქვა ძმაო?ამ ამბავშვი გამოუცდელი ვარ,-გაეცინა მას.
-დრო მოვა და შენც მოგიწევს იგივეს გადატანა.მინდა გითხრა ამაზე ბედნიერი მომენტი ცხოვრებაში შეიძლება არც გქონდეს.-უთხრა გიორგიმ.
-დაველოდები ჯერ იმ ქალს,ვინც ამ ბედნიერებას მარგუნებს.-უპასუხა და ჩუმად გააპარა სალისკენ თვალი.
პატარა ქალბატონი გამთენიისას მოევლინა ქვეყანას.ცოტა აწვალა დედიკო,მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ხატია ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი იყო იმ წუთას. ყველანაირი ტკივილი დაავიწყდა, როცა შვილი დაუწვინეს მკერდზე. ქმარი რომ შემოუყვანეს,მაშინ საერთოდ ცრემლი წამოუვიდა თვალიდან.
-რა გატირებს ჩემო ლამაზო?-თავზე გადაუსვა ხელი ქმარმა და შუბლზე აკოცა.
-მადლობა ამ ყველაფრისთვის, მადლობა ამ ბედნიერებისთვის. -უპასუხა გოგომ,-შენ მე უბედნიერეს ქალად მაქციე.
-შენ კი მე მაქციე ყველაზე ბედნიერ კაცად,-ქმარმა გაუღიმა და კიდევ ერთხელ აკოცა,მერე ორივემ ამაყად გადახედა რამდენიმე საათის დაბადებულ ქალბატონს და გული კიდევ ერთხელ აევსოთ სიხარულით..
რა თქმა უნდა ასე მარტივად არ ჩაივლიდა ამქვეყნად ახალი სიცოცხლის მოვლინება და აღსანიშნავი დღე იყო.ცოტა ხანს კიდევ დაჰყვეს საავადმყოფოში,მერე კი დაიშალნენ,სახლებში წავიდნენ. მოილაპარაკეს რომ დაისვენებდნენ, საქმეებს მოაგვარებდნენ და საღამოს რესტორანში აღნიშნავდნენ. ირაკლიმ წაიყვანა სახლში სალი,ისე რომ არავის შეემჩნია,ყველაზე ბოლოს გავიდნენ საავადმყოფოდან..
რა თქმა უნდა საღამოსაც მიაკითხა სახლში. რაღაცნაირად აფორიაქებული იყო და ვერაფრით აარჩია ტანსაცმელი.არც ის უნდოდა რომ ზედმეტად გადაპრანჭული წასულიყო და არც ის რომ ჩვეულებრივად ჩაეცვა. ბოლოს არჩევანი მაინც კლასიკურ ჩაცმულობაზე შეარჩია შავი შარვალი, თეთრი პერანგი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.შავი პიჯაკი მოიცვა, მაკიაჟიც არ დავიწყებია,თმა გაიშალა და სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი.
-ეს ყველაზე კარგია..
სადარბაზოდან გამოვიდა და მანქანისკენ აიღო გეზი.ირაკლის თვალები გაუფართოვდა მისი დანახვისას.შესანიშნავი იყო გოგო.
ლამაზი და ელეგანტური.ასეთი ბოლო პერიოდში არ ენახა.გვერდით მიუჯდა და გადაკოცნა ბიჭი.მისმა სუნამომ ცხვირის ნესტოებში შეუღიტინა.
-სიტყვები არ მყოფნის. არაჩვეულებრივად გამოიყურები.
-მადლობა,-გაუღიმა გოგომ.-შენც.- დაამატა მერე,რასაც ირაკლის გაღიმება მოჰყვა.
-აი ასეთი მახსოვდი სიმართლე რომ გითხრა.-მანქანა დაქოქა და ნელა დაძრა,გზაზე რომ გამოვიდა სიჩქარეს მოუმატა.
-ესეგი ასეთი უფრო მოგწონვარ?
-მე ყველანაირი მომწონხარ. ჩვეულებრივ,სპორტულ სტილშიც და კლასიკურშიც.კიდევ დარწმუნებული ვარ მაშინაც მომეწონები როცა ჩემს სახლში საშინაო ხალათით იტრიალებ ან პიჟამოებით..
სალი გაწითლდა.ირაკლიმ დასცინა.
-პატარა,მორცხვი გოგოსავით ხარ ახლა.
-სიმართლე რომ გითხრა,ვარ კიდეც.
-ეს ყველაზე მეტად მომწონს შენში..
-მე კიდევ იცი რა მომწონს?ასეთი საყვარელი რომ ხარ და ასეთი მხიარული.
-მადლობა კომპლიმენტისთვის..
-ისე რა მაინტერესებს ერთად უნდა შევიდეთ რესტორანში?
-როგორც გინდა..
-ახლა რომ გითხრა ცალ-ცალკე შევიდეთ-თქო გეწყინება.მეტყვი ისევ ვიმალებითო.არადა მინდა რომ ცოტა ხანს კიდევ ვიყოთ ასე,ცოტა ხანს მინდა მარტო ჩემი იყო.-მისი ხელი ხელში მოიქცია სალიმ და საყვარლად შეხედა ბიჭს.
-კარგი,ოღონდ მხოლოდ ცოტა ხანს. ვფიქრობ არ ღირს დიდხანს გავწელოთ ერთმანეთისგან შორს ყოფნა.
-მაგრამ არც ასე მალე არ მინდა.
-შენ ეჭვი გეპარება რამეში?
-არა.
-არც მე,ხოდა არ ღირს დიდხანს გადადება.ადამიანის უკეთ გაცნობა თუ გინდა იმისთვის,რომ დიდხანს იყოთ შეყვარებულები,არ გამოვა.ბოლომდე მაინც ვერ გაიცნობ მას,სანამ ერთად არ იცხოვრებთ.
-მაგრამ არც ასე მალე არ მინდა.მე მინდა ეს ბედნიერი პერიოდი კიდევ ცოტა ხანს გაგრძელდეს,თან ხომ უნდა მოვემზადო გოგოებისგან თავდასხმის მოსაგერიებლად.-გაეცინა სალის.
ამასობაში მივიდნენ.ირაკლიმ რესტორნის ავტოსადგომზე გააჩერა მანქანა.გადავიდნენ,უცებ გვერდით შავი იქს-5ამოუდგა.იქიდან ლევანი გადმოვიდა და წარბის აწევით გადახედა ორივეს.
-გვრიტებო როგორ ხართ?-გაუღიმა და მორიგეობით მოიკითხა.
-შენ როგორ ხარ?-უპასუხა ირაკლიმ და ხელი ჩამოართვა,სალიმ გადაკოცნა.
-მიხარია თქვენი ამბავი.
-იცი?
-ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება. უბრალოდ კარგად უნდა დაგაკვირდეთ ადამიანი.
-ირაკლი,შეიძლება ცოტა ხანს ლევანის რომ დაველაპარაკო? სამსახურთან დაკავშირებით უნდა ვკითხო რაღაც.-მიუბრუნდა სალი ბიჭს.
-რა თქმა უნდა,მე შევალ,მალე შემოდით თქვენც..
როგორც კი ირაკლი თვალს მიეფარა, მაშინვე ჰკითხა.
-რატომ აღარ გამოჩნდი?
-საქმეებს ვაგვარებდი.
-რომელ საქმეებს?მე რასაც ფიქრობ იმ თემასთან დაკავშირებით?
-კი,სწორად გამოიცანი.
-მოაგვარე?
-არა,ეს ბოლო დღეებია საერთოდ არ ჩანს,სახლიდან არ გამოდის.
-რატომ?
-არ ვიცი..
-ლევან მის თავს რაღაც ხდება,ვიცი ეს რასაც ნიშნვს და გამომიცდია,ამიტომ გთხოვ რადაც არ უნდა დაგიჯდეს,ნახე და დაელაპარაკე.ყურადღება არ მიაქციო იმას რომ მოგიცილებს,ან საუბარს არ მოინდომებს.
-კარგი,ასე ვიზავ,ახლა კი შევიდეთ, თორემ ვერ ისვენებს,უკვე მესამე სიგარეტს ეწევა შენს მოლოდინში,- ანიშნა ბიჭზე,რომელიც ნერვიულად სცემდა ბოლთას ვერანდაზე და მათ უყურებდა.
-ეჭვიანობს,
-რას იზავ ალბათ ვერ იჯერებს ერთად რომ ხართ.
-მეც ვერ ვიჯერებ..-ხელი გამოსდო ლევანს და შესასვლელისკენ დაიძრნენ..
საღამომ როგორც წესი მხიარულებაში ჩაიარა.კარგად გაერთნენ, იმხიარულეს,იცეკვეს.გოგოებმა ცოტა დალიეს.სალი ცდილობდა ისე მოქცეულიყო,რომ მისი დაინტერესება ირაკლის მიმართ ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო.ჯერჯერობით ორივეს კარგად გამოსდიოდა გრძნობების დამალვა.ქეიფის შუაში ლევანის ვიღაცამ დაურეკა,ბოდიში მოიხადა,დაემშვიდობა და წავიდა.
სალიმ გადაუჩურჩულა დამირეკე მერეო და გადაკოცნა.თვალი გააყოლა მის მანქანას და მერე შიგნით შევიდა..

*********
როცა უცხო ადამიანი შენს ცხოვრებაში შემოდის,მაშინვე სხვანაირი ხდები.ჯერ გონებაში გისახლდება,მასზე ფიქრს იწყებ,მერე ხვდები რომ მოწონებაზე მეტია და გულის კარს უღებ,მასთან ერთად უკვე სხვა ცხოვრებას იწყებ,იცვლები,მისი ცხოვრება შენი ხდება,შენ მისი პირადი ხარ და ის შენი.ერთმანეთს ეკუთვნით.უკვე ხვდები რომ ის შენია, შენ კი მისი..ყოველ სიტყვას აკონტროლებ და ყოველ საქციელს,რომ არ აწყენინო..
ასე უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს სალი და ირაკლი.ცდილობდნენ ერთად მეტი დრო გაეტარებინათ. უფრო ახლოს გაეცნოთ ერთმანეთი. ერთად იყვნენ კინოში,ბოულინგზე, კარტინგებზე.არც კაფე-ბარები და რესტორნები აკლდათ.აცივებასთან ერთად,სასეირნოდ ნაკლებად გადიოდნენ.ამას თან ახლდა დროდადრო ირაკლის მივლინებები, ამ დროს სალი ძალიან იწყენდა და უხასიათო იყო.გოგოები ვერ ხვდებოდნენ ამის მიზეზს და ამაოდ ცდილობდნენ მის გამხიარულებას. მხოლოდ ლევანმა იცოდა რა ხდებოდა მის თავს,მაგრამ პირადი პრობლემებიდან გამომდინარე ისიც ნაკლებად იცლიდა მისთვის.დიდი საზრუნავი გასჩენოდა იმ უცხო გოგოს სახით...
ამასობაში შემოდგომა გაიპარა.გზა ზამთარს და დეკემბერს დაუთმო.
შემთხვევით გაიგო ირაკლიმ რომ სალის დაბადების დღე მოდიოდა. მთელი დღეები ცდილობდა მოეფიქრებინა რა გაეკეთებინა ან რა ეჩუქებინა ისეთი რომ გოგოს სამუდამოდ დამახსოვრებოდა.რომ ვერ მოიფიქრა ლევანის მიადგა. მხოლოდ ის შეძლებდა მის დახმარებას.
-ირაკლის გაუმარჯოს,-მაშინვე შესძახა ომახიანად,როგორც კი კარი გააღო.- რამ შეგაწუხა?
-საქმე მაქვს.
-ვინმესთან ჩხუბი მოგივიდა?-მაშინვე დასერიოზულდა ბიჭი,რომ შეატყო უხასიათოდ იყო.
-არა,მაგ მხრივ ყველაფერი რიგზეა, ამჯერად მშვიდად ვარ.საქმე სალის ეხება.
-სასიყვარულო ამბებში დიდად ვერ ვარ მრჩეველი.-უპასუხა და მაცივარი გამოაღო.-დალევ რამეს?
-არა,მანქანით ვარ.
-მაშინ მე ლუდს დავლევ და მოგისმენ .-ლევანმა სახურავი მოხსნა და ცივი ლუდი მოიყუდა.
-გისნემ აბა მითხარი რა ხდება?
-სალის დაბადების დღე მოდის და მინდა სიუპრიზი გავუკეთო,მე კი ვერაფერი მოვიფიქრე.დამეხმარები?
-რომელი კუბიდონი მე მნახე შეჩ...ა?-გაეცინა მას.
-ოო,კარგი რაა,ცოტა დასერიოზულდი. მას ჩემზე უკეთ იცნობ,იცი რა უყვარს, რა არა.რაზე ოცნებობს..
-სალი მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობს დიდ და ბედნიერ ოჯახზე. ისეთ ადამიანზე,რომელსაც ძალიან ეყვარება..-შეაწყვეტინა ბიჭმა.
-გასაგებია..
-კიდევ თოვლი უყვარს ძალიან.თუ გინდა გაახარო სადმე წაიყვანე და შენი გული აჩუქე,-გაეცინა ლევანს.
-არა ნორმალური ხარ,მაგრამ მშვენიერი იდეაა.-გაიღიმა ირაკლიმ და წამოხტა.-დიდი მადლობა იდეისთვის.-ისეთი გახარებული გავარდა,სულ არ დამშვიდობებია ლევანს.მას გაეცინა.ჯანდაბას თქვენი თავი,სალი იყოს ბედნიერი და თუ გინდა სულ ნუ დამემშვიდობებითო.
******
დეკემბრის თხუთმეტი გათენდა.სალიმ დილიდანვე ბედნიერმა გაიღვიძა. დღეს მისი დაბადების დღე იყო. ყველაზე ძალიან უყვარდა ეს დღე. ყოველ წელს განსაკუთრებით აღნიშნავდა,მიუხედავად იმისა რომ წლები ემატებოდა..
წელს რატომღაც არაფერი დაგეგმა. ირაკლიმ გააფრთხილა სიუპრიზი მაქვს,მზად დამხვდი სადღაც მივდივართო.
ბიჭმა რომ მოაკითხა,უკვე მზად იყო.ბარგი წინა დღეს ჩაალაგა. დიდხანს არ ალოდინა,სწრაფად ჩავიდა ქვემოთ..
-აბა,სად მივდივართ?
-იქ სადაც სითეთრეა,-უპასუხა ბიჭმა და ხელზე აკოცა.
-არ მჯერა…
-გავიგე,რომ თოვლი გიყვარს, ბაკურიანში მივდივართ.
-არანორმალურო,საიდან გაიგე?- გაეცინა მას.
-აგენტურა მყავს.
-ლევანიმ გითხრა.
-არა..
-კი,ის გეტყოდა,აბა სხვამ არავინ იცის ჩვენი ამბავი.
-ხო,სხვათა შორის მაგაზეც სალაპარაკო გვაქვს,უკვე ამდენი ხანი გავიდა..
-რომ ჩამოვალთ,ვუთხრათ ყველას.
-მართლა?-ირაკლი არ ელოდა ამას თუ ეტყოდა და ძლივს დაიმორჩილა საჭე.
-ძალიან გთხოვ ფრთხილად.არ მინდა ბედნიერი მოვკვდე.-გაეცინა სალის
-ასეთი რაღაცეები უნდა შემაპარო ხოლმე,თორემ ჩემი გული ვერ გაუძლებს..-გაიცინა ბიჭმაც..
-კარგი.-თავი დაუქნია სალიმ.-შენ ის მითხარი რამდენი ხანი დავრჩებით?
-ხვალ წამოვალთ.გპირდები სამსახურს არ გააცდენ.
სალის რაღაც უნდა ეთქვა,მაგრამ ტელეფონმა დაურეკა
-გისმენ ქალბატონო ლელუკა?

„-რა ლამაზი დღეა,
რა ნათელი დღეა.
იმიტომ რომ დღეს სალის,
დაბადების დღეაააააა“.-მღეროდნენ გოგოები ტელეფონში.
-გადარეულებოოო..-აკისკისდა სალი.
-რას ვშვებით დღეს?ვქიფობთ?-ჰკითხა ქეთამ.
-სამწუხაროდ იმედები უნდა გაგიცრუოთ.არ ვარ თბილისში.
-აბა სად ხარ?-გაუკვირხა ლელუკას.
-საქმეებზე ვარ გასული ქალაქიდან .-იცრუა ოსტატურად
-მაინცდამინც დღეს?-
-ასე მოხდა.
-კარგი მაგრამ იცოდე რომ ჩამოხვალ მაინც ავღნიშნავთ ამ ამბავს.-უთხრა ქეთამ და გაუთიშეს.
-თქვენ ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებთ ხო?-გაეცინა ირაკლის.
-ვერა,ასეთ დღეებში სულ ერთად ვართ.
შუადღისთვის უკვე ბაკურიანში იყვნენ.სასტუმროში დაბინავდნენ. ერთი სული ჰქონდა სალის თხილამურებზე დამდგარიყო. გიჟდებოდა თოვლზე და ამ სეზონზე. ზაფხულზე მეტად უყვარდა.
სწრაფად გამოიცვალა და ირაკლის მიუკაკუნა ოთახის კარზე.
-მზად ვარ,წავიდეთ.-გაუღიმა ბიჭმა.
სეირნობით გაუყვნენ გზას და ასე მივიდნენ სათხილამურო ტრასაზე.
-მე აქ დაგელოდები,მიდი შენ გაერთე, -უთხრა ირაკლიმ.
-არ წამოხვალ?
-მე არ ვიცი და სიმართლე გითხრა ნაკლებად მიზიდავს ეს.
-აქ არ მოიწყენ?იქ რომ ავდივარ დროის შეგრძნებას ვკარგავ.
-იმდენი ხანი დაგელოდები რამდენიც საჭიროა.ეს დღე შენია,-გაუცინა ბიჭმა და ლოყაზე აკოცა.-მე აქ ვიჯდები, ცოტას დავლევ,რომ ამ სიცივეს გავუძლო.
-გპირდები დიდხანს არ ვიქნები,სულ ცოტა ხანს წავალ.
სიყვარულით სავსე თვალებით გააცილა ირაკლიმ გოგო საბაგირომდე, მერე კი უკან დაბრუნდა და კაფეში ისეთ ადგილზე დაჯდა, საიდანაც სათხილამურო ტრასა კარგად ჩანდა.ცხელი ჩაი შეუკვეთა და ტელეფონი ამოიღო.სადღაც დარეკა. მერე ოფიციანტს დახმარება სთხოვა პატარა საქმეში,ფული რომ დაინახა ბიჭი სიამოვნებით დასთანხმდა ამაზე.
სალისთვის ყველაფერმა დაკარგა აზრი,როცა ტრასაზე დაეშვა.სულის თავისუფლება იგრძნო.საოცარი იყო ეს ყველაფერი.ყოველ ახალ დაშვებაზე სულ სხვადასხვა შეგრძნება ეუფლებოდა ყოველთვის განსხვავებული. დროის შეგრძნებასაც კარგავდა და სულ სხვა განზომილებაში გადადიოდა…
რამდენჯერმე დაეშვა,მერე საათს დახედა, მიხვდა საკმაო დრო გასულიყო და თხილამურები ჩააბარა. ირაკლი უკვე ელოდა.
-აბა როგორია?
-საოცარი.სიტყვებით გადმოცემა რთულია იმ შეგრძნების,რასაც განვიცდი.-ისევ ფეხით გაუყვნენ გზას.
-მე მსგავსი რამ მაშინ მეუფლება, როცა ცხენზე ვჯდები.მხოლოდ მაშინ ვგრძნობ რომ ჩემი სული თავისუფალია…
-ირაკლი რაღაცაში უნდა გამოგიტყდე.. - შეჩერდა გოგო და მიაჩერდა.
-გისმენ.-გაღიმებულმა შეხედა ბიჭმა.
სალის დაწყება უჭირდა.გონებაში უკვე ყველა შესაძლო ვარიანტს უშვებდა. უკვე იცოდა რომ ამის თქმის შემდეგ ირაკლი მისგან წავიდოდა. გაფიქრებაზე გულში რაღაც ძლიერად ეტკინა,იმდენად ძლიერად რომ წამში უკუაგდო ეს აზრი,ძალა მოიკრიბა და გაიღიმა.
-მითხარი,რატომ გაჩუმდი..
-შენთან ასე ხელჩაკიდებული სიარული და საუბრები ძალიან მიყვარს.როცა შენთან ვარ,ჩემთვის დრო ჩერდება.-სალიმ ძლიერად მოუჭირა თითები მის ტორებს.ბიჭს გაეცინა,გული სიხარულით აევსო,ხელი მოხვია და მკერდზე მიიხუტა.
-წამოდი გავიაროთ,იქით წავიდეთ, ნახე რა სილამაზეა.-ანიშნა ჯერ კიდევ გაუკვალავ თოვლზე და თეთრად დათოვლილი ნაძვებისკენ..
-მაგრამ მალე წამოვიდეთ კარგი?უკვე ღამდება.
-აქ ძალიან ლამაზია საღამო.სითეთრე და ბინდი ერთმანეთს ერევა და იდეალურ თანაფარდობას ქმნის..
-ისევე როგორც ცხოვრებაში.თეთრი ყოველთვის ცდილობს დაფაროს შავი.
-ასეთია ცხოვრება,მხოლოდ მაშინ ვაფასებთ ბედნიერებას,როცა განსაცდელს გადავეყრებით.
ასე საუბარში საოცარ ადგილას აღმოჩნდნენ.ძალიან ლამაზი იყო ირგვლივ ყველაფერ.ირაკლიმ სთხოვა თვალები დახუჭე და მენდეო.მაშინვე მიხვდა აქ სპეციალურად წამოიყვანა. გაეცინა და თვალები დახუჭა.ბიჭის მითითებებს სრულად ასრულებდა.
დაახლოებით ხუთი წუთი იარეს. ენას არ აჩერებდა.
-მოიცადე ეს რა სუნია?საწვავის სუნი დგას ირაკლი.
-შენს მოკვლას არ ვაპირებ,-გაეცინა ბიჭს.-მოვედით,შეგიძლია თვალები გააახილო.-უთხრა და ხელები ჩაჰკიდა.
ნელა გაახილა თვალები სალი.უკუნეთ სიბნელეში ხეებზე გაბნეული საახალწლო ნათურები იყო გაჭიმული და საოცარ ფერებში ანათებდნენ.
-ეს რა არის?რა ლამაზია,-წამოიყვირა გოგომ.
-ეს ყველაფერი არაა.-სანთებელა ამოიღო ბიჭმა,აანთო,დაიხარა და თოვლზე დადო.უეცრად აგიზგიზდა ცეცხლი,ხაზად გაუყვა თოვლს და შიგნით მოექცა ორივე.ხმას ვერ იღებდა გოგო.ცეცლი გულის ფორმად შეიკრა.როცა ბოლო ნიშნულს მიაღწია, იქ კიდევ რაღაცას წაეკიდა და წამებში ფეიერვერკმა გაანათა ცა.
-დაბადების დღეს გილოცავ სალი.- უთხრა გაბრწყინებულმა სახით.
-ეს...ეს...არც კი ვიცი რა ვთქვა. -სიტყვებს ვერ პოულობდა გოგო.
-შენ არა,მე ვიტყვი.როცა დავასრულებ, შენ მხოლოდ ერთი სიტყვა გექნება სათქმელი. დიდი დრო დავკარგე იმაში,რომ აქამდე მოვსულიყავით. რამდენი წელი გავიდა?სამაგიეროდ მთავარია რომ მივხვდით იმას,რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილა ცხოვრებაში.ახლა ალბათ ფიქრობ რომ შევიშალე,მაგრამ სრულიად ჯანმრთელი ვარ,-ირაკლის გაეცინა და სალიც აჰყვა.
-ეს სულაც არ არაა სიჭკვიანის ნიშანი.-ანიშნა იქაურობაზე.
-თუ გინდა სიგიჟედ ჩათვალე,მაგრამ ერთი რამე იცოდე რომ შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიგიჟე ხარ.მიყვარხარ,იმდენად რამდენადაც ეს შესაძლებელია.მიყვარხარ იმაზე მეტად,ვიდრე შენ გგონია ან წარმოგიდგენია.ასაკის მიუხედავად თავს პატარა ბავშვად ვგრძნობ.შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე,აზრი მიეცი. სხვანაირი ვარ,სხვანაირად ვფიქრობ და ვაზროვნებ.მინდა ჩემს გვერდით იყო,ერთად ვიღვიძებდეთ და ერთად ვიძინებდეთ.მინდა ერთად დავბერდეთ ერთ საწოლში,გვყავდეს შვილები.. მერე მათი შვილები..
სალიმ ტუჩზე თითი ააფარა და გააჩუმა.აცრემლებული თვალებიდან სინათლის სხივმა გამოანათა და უთხრა:-თანახმა ვარ ყველაფერზე. თანახმა ვარ დამერქვას შენი ცოლი ვიყოთ ერთად სიკვდილამდე…
ირაკლიმ ყურებს არ დაუჯერა და ძლივს მოეგო გონს..დაბნეულმა ძლივს მოაბა თავი ბეჭდის ამოღებას.
თითზე წამოაცვა გოგოს,მერე დაიხარა,სახე დაუჭირა და ნაზად აკოცა ტუჩებში..
აქ უკვე საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული სალის. ახლა მთავარი იყო უკან დაბრუნებულიყვნენ თბილისში.
*****
რა თქმა უნდა ჩამოსვლა და ლელუკას მიპატიჟება ერთი იყო.არ უნდოდა წასვლა,ახლა დაკითხვებს დაუწყებდნენ,მითუმეტეს რომ ირაკლისთან ერთად მივიდოდა. ეშინოდა ხმამაღლა გაცხადების, თითქოს სიზმარში იყო და გამოფხიზლებულს სულ სხვა რეალობა დახვდებოდა..
კართან შეჩერდნენ.სალიმ კიდევ ერთხელ გადახედა ბიჭს
-ხომ არ გეშინია?მზად ხარ?
-კი,მზად ვარ..-გაუღიმა გოგომ და ხელი ჩაჰკიდა..
ლელუკამ კარი როგორც კი გააღო, მაშინვე თვალში მოხვდა ხელჩაკიდებული წყვილი და მოულოდნელობისგან შეჰკივლა.
-თქვენ..ერთად მოხვედით? -ამოიკნავლა რაღაცნაირად.
-ერთად მოვედით,-უპასუხა სალიმ.
-არ მჯერა..გამოდით ხალხნო.. გამოდით კი არა შემოდით,-სიტყვებს ვერ პოულობდა გოგო.
-დამშვიდდი,ყველაფერი კარგადაა.- გაუღიმა სალიმ.
ლელუკამ კარი მიხურა და წყვილი წინ გაუშვა,თან ქოთქოთებდა.
-რა ხდება?რა ამბავში ხართ?-შეეგება გიორგი.
-ვქორწინდებით.-მიახალა ირაკლიმ და ახლა დანარჩენები ჩააგდო შოკში
-ვაახ,რა მაგარი ამბავია.-ტაში შემოჰკრა დიმამ და წყვილს შუაში ჩაუდგა.-სუფრა გაშლილია,შეგვიძლია ავღნიშნოთ.
-ერთი წუთით მოიცადეთ,რა დროს ქეიფია,-გააწყვეტინა ქეთამ.
-მოკლედ გეტყვით.დეტალები არ იქნება, ახლა ყოველშემთხვევაში, უბრალოდ გეუბნებით რომ ერთად ვართ,ერთმანეთის მიმართ გულგრილები არ ვართ.უკვე ვილაპარაკეთ ყველაფერზე, უახლოეს მომავალში მისი ხელის სათხოვნელად მივდივარ,თან ქორწილის დღეს დავთქვავთ.- ჩაარაკრაკა ირაკლიმ.
-აი სიუპრიზი,არ მჯერა.ისე როგორ მიხვედით აქამდე რომ ვერაფერი შეგამჩნიეთ.
-ეტყობა დაბერდი ლელუ და რაღაცეები გამოგეპარა.-გაეცინა სალის.
-ისე რაც ამათმა თბილისი-ბორჯომოს გზაზე იარეს ამ ზაფხულს,კი დააგვიანეს ცოტა,-გაეცინა ზურას.- გილოცავ ძმაო,ასეთი კარგი ამბავი დიდი ხანია არ გამიგია.-მოეხვია და მიულოცა ძმამ.
-მე კი ვეჭვობდი,მაგრამ ამან ისე უარყო,აღარ ჩავეძიე,-თქვა ნანამ.
-ვერ გეტყოდი,სალიმ მთხოვა,თან სიმართლე გითხრათ სიყვარულს თურმე მართლა მალვა ჰყვარებია.
-მოკლედ შოკიდან გამოვიდეთ ახლა და ეს ამბავი ავღნიშნოთ.აბა ცოლო შენს მეგობრებთან ერთად მიხედავ ამ საქმეს?
-რა თქმა უნდა,-სიხარულით მგონი პირველად დაეთანხმა ლელუკა და გოგოებთან ერთად სამზარეულოში გაუჩინარდა.
იმ ღამეს გვიანობამდე ზეიმობდნენ ამ ამბავს,უხაროდათ და ბედნიერები იყვნენ.თუმცა ლელუკა მაინც ვერ ისვენებდა.მხოლოდ ორი წუთით დაიმარტოხელა სალი და პირდაპირ ჰკითხა;-ხვდები ხო რაც უნდა გკითხო?
-კი.
-უთხარი?
-ეს ამბავი და ეს თემა სამუდამოდ დაივიწყე,დახურე.ახლა მხოლოდ მე, ირაკლი და ჩვენი ბედნიერებაა მთავარი.
-ესეგი ილაპარაკეთ.მიხარია თუ მან გაიგო ყველაფერი.გულწრფელად გისურვებ ბედნიერებას.-უთხრა ლელუკამ და მეგობარს მოეხვია..
სალი გაჩუმდა,ალბათ გაჩუმება ყოველთვის არ ნიშნავდა თანხმობას. ეს ნამდვილად არ იყო ეს შემთხვევა…
ბედნიერების და ამ სიყვარულის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებდა.ყველაფერზე თანახმა იყო…
ქორწილი იანვრის ბოლოს დაინიშნა. ახლა ყველა ამ ქორწილისთვის ემზადებოდა..მთავარი საზრუნავი და საფიქრალი ეს იყო სამეგობროში…
უკვე ყველაფერი მზად იყო.. გოგოებმა აიტეხეს წინასაქორწილო წვეულება და ბარში ადგილი დაჯავშნეს.მანამდე კი ცოტა ხნით განმარტოება მოახერხა.საქმეები მოიმიზეზა…
ამაზე მას შემდეგ ფიქრობდა,რაც ირაკლი გრძნობებში გამოუტყდა და თვითონაც მიხვდა სერიოზულად იყო განწყობილი ბიჭის მიმართ.კარგად გაანალიზა რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა იმას თუ სიმართლეს გაიგებდნენ,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.ამას ვეღარ გადაიტანდა…
კლინიკის წინ იდგა და მაინც ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა. სინდისიც ქეჯნიდა და შინაგანი ხმა უკან დახევას სთხოვდა.საბოლოოდ მაინც მისმა სიჯიუტემ თავისი გაიტანა და კიბეები ნელა აიარა.
-უკაცრავად ჩაწერილი ვარ სამ საათზე.-უთხრა რეგისტრატურაში ახალგაზრდა მომღიმარ გოგონას.
მანაც გადაშალა განრიგი და ანიშნა რომელ ექიმთან და რომელ კაბინეტში უნდა შესულიყო..
დაახლოებით ერთ საათში ყველაფერი მორჩა.იქიდან უარესი დამძიმებული გამოვიდა.ვერაფერს გრძნობდა. ფიზიკურად კარგად იყო,უბრალოდ იმ წამიდან სული დაუმძიმდა.იმ წამიდანვე იცოდა რომ ამ ტვირთთან ერთად მთელი ცხოვრება მოუწევდა ცხოვრება,იცოდა ირაკლი ამას არ იმსახურებდა,ატყუებდა და მერედა როგორ?თანაც მთელი ცხოვრება ასე უნდა გაგრძელებულიყო..
უკანასკნელად მოიხედა უკან.აქ დატოვა ყველაფერი.იმედი ჰქონდა რომ მისი საიდუმლო ამ კედლებს არ გასცდებოდა…
ისევ ნელა ჩაიარა კიბეები და გზაზე გამოვიდა. არავინ იცოდა ეს გზა რამდენად სწორი იყო და საით წაიყვანდა. იცოდა მხოლოდ ის რომ უყვარდა,ძალიან უყვარდა. სიყვარულისთვის ყველა ხერხი შეიძლებოდა გამოგეყენებინა ადამიანს.ყველა ღონე უნდა გამოგეყენებინა რომ ბედნიერი ყოფილიყავი,თუნდაც ტყუილი.თავში უამრავი აზრი არეოდა.არ იცოდა სადამდე გასტანდა მისი ბედნიერება. მომავალზე არ ფიქრობდა.აწმყო უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ხვალინდელი დღე მისი ქორწილი იყო.ხვალიდან ახალი ცხოვრება იწყებოდა..
ხვალიდან ამ ტყუილთან ერთად მოუწევდა ცხოვრება და არავინ იცოდა როდის იხილავდა დღის სინათლეს,ან საერთოდ იქნებ არც არასოდეს გამომჟღავნებულიყო..
უფლის გარდა ეს არავინ იცოდა….
ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. ირაკლი იყო.
-მზად ხარ?
-მზად ვარ,-უპასუხა გოგომ.
-ხვალიდან ჩემი ცოლი გახდები..
-შენ კი ჩემი ქმარი,-ხელზე დაიხედა სალიმ.ნიშნობის ბეჭედი ამშვენებდა.
-ხვალიდანვე ვიზრუნებ რომ კიდევ ერთი შენნაირი მოევლინოს მალე ქვეყანას.
სალის გაეცინა.
-ან შენნაირი.-დაამატა მერე.
-ბედნიერი ვარ.მართალია გვიან, მაგრამ მაინც ხომ ერთად ვართ.
მართალია გვიან,მაგრამ მაინც გიპოვე.არასდროს აღარ გაგიშვებ,არ დაგტოვებ.-ირაკლი ლაპარაკობდა. სალი გაჩუმებული უსმენდა.
-მისმენ?
-ირაკლი…
-რაა?
-ძალიან მიყვარხარ.-უთხრა გოგომ და ცრემლი შეიკავა,რომ არაფერი შეემჩნია.
-მეც მიყვარხარ.
-ხვალამდე..
-ხვალამდე ჩემო დედოფალო.- დაემშვიდობა ბიჭი.
-ღმერთო დამეხმარე და ძალა მომეცი გავუძლო ამ ტვირთით ცხოვრებას, -დაიჩურჩულა და უკვე წამოსული ცრემლები მოიწმინდა.
მერე კი გზას დაადგა ფეხით ახალი ცხოვრებისაკენ.


პ.ს.ძალიან არ გასმსაჯოთ.რადგან ვფიქრობ არც ისე ადვილი თემაა და არც ისე უცნობი.ტქვენი აზრიც ძალიან მაინტერესებს.ველი შეფასებებს.

ხო დაელოდეთ მოავალ ისტორიას,რომელიც ლევანზე იქნება,დარწმუნებუკი ვარ დაგაინტერესებთ რა შეემთხვა მას და როგორ დასრულდა ყველაფერი



№1  offline წევრი ვიპნი

თავიდან როგორ ყველაფერი კარგად დაიწყო და ბოლოს :( რაღაცნაირად მე თვითონაც დავმძიმდი სალის ტყულის გამო :(

 


№2 სტუმარი სტუმარი gvantsa

ყველაზე დიდი საშინელება ტყუილით დაწყებული ვითომ ბედნიერების არ მჯერა,უსიამოვნების შეგრძნება დამიტოვა ბოლოს ,მთელი ცხოვრება უნდა გეშინოდეს სიმართლე არ გასკდეს და თავზე არ ჩამოგემხოს შენი ბედნიერი ოჯახი,არ ვიცი ,არ ვიცი :( ძალიან მაინტერესებს ლევანის ცხოვრება და დაველოდები სიამოვნებით ახალ ისტორიას :))

 


№3  offline წევრი katiusha

სტუმარი gvantsa
ყველაზე დიდი საშინელება ტყუილით დაწყებული ვითომ ბედნიერების არ მჯერა,უსიამოვნების შეგრძნება დამიტოვა ბოლოს ,მთელი ცხოვრება უნდა გეშინოდეს სიმართლე არ გასკდეს და თავზე არ ჩამოგემხოს შენი ბედნიერი ოჯახი,არ ვიცი ,არ ვიცი :( ძალიან მაინტერესებს ლევანის ცხოვრება და დაველოდები სიამოვნებით ახალ ისტორიას :))

ვფიქრობ სულაც არ არის მოგონილი და ასეთი იტორიები ხშირია

 


№4 სტუმარი ნანამია

საყვარლობააა..., თუმცა ბოლოს სალის ტყუილმა გამაღიზიანა.მე დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი მეორე ნაწილს, სადაც ავტორი ს აზრი მეტად იქნებოდა გადმოცემული.საერთოდ კი ყოჩაღ, საინტერესო თემაა...

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან მომეწონა, მაგრამ რატომღაც მინდოდა ირაკლისთვის ეთქვა და მასაც სწორად გაეგო ყველაფერიი... ბოლო წუთამდე მეგონა რომ ეტყოდა.
ისე კარგი ისტორია იყო... წარმატებები თქვენ.

 


№6 სტუმარი სტუმარი გვანცა

კარგი ისტორია იყო ძალიან ვისიამოვნე მაგრამ იმედია მეორე ნაწილსაც დაწერ

 


№7  offline წევრი katiusha

დიდი მადლობა ყველას შეფასებებისთვის.როცა ისტორიის დაწერა დავიწყე სიმართლე გიტხრათ ძალიან ვნერვიულობდი როგორ მიიღებდით და რამდენად სწორად გაიგებდითი მას რისი ტქმაც მინდოდა.
ანუ რაც არ უნდა იყოს დღეს ცვენში მაინც არსებობენ ისეთი ადმიანები რომლებიც ქალიშვილობას ყურადრებას აქცევენ.არც ვამტყუნებ და არც ვამარტლებ მთავარ გმირს.საერტოდ ადამიანები განსაზღვრავენ ჩვენი საქციელის თითოეულ ნაბიჯს და ალბატ სალისაც ამიტომ შეესინდა რომ იცოდაირაკლი ვერ გაუგებდა. ვინ იცის :)

 


№8 სტუმარი ana

კარგი ისტორია იყო, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. სალის ვერც ვამართლებ და ვერც ვამტყუნებ. სამწუხაროა რომ საქართველოში საქალწულე აპკის მიხედვით განსაწღვრავენ გოგოს პატიოსნებას. მაგრამ რატომღაც გულის სიღრმეში მჯერა რომ თუ გულახდილად დაელაპარაკებოდა ირაკლის მგონია მომ გაუგებდა. ბოლოსდაბოლოს ვიღაც უცნობთან ხომ არ იწვა. საქმრო იყო და არაფერია იმაში გასაკვირი სექსი რომ ქონოდათ. შეიძლება გარკვეული დრო დასჭირვებოდა, მაგრამ ასე მგონია რომ გაუგებდა და საყვარელ ქალს არ დაკარგავდა ამის გამო. დიდი იმედი მაქვს რომ ეს საიდუმლო ბოლომდე საიდუმლოდ დარჩება, თორე ასეტ ტყუილს დარწმუნებული ვარ არცერთი კაცი არ აპატიებს ქალს. რა ვიცი გენაცვალე ერთი და იგივე ხალხი ცხრაჯერ თხოვდება და იმ კაცებს რატომ არ აქვთ ამაზე პრეტენზია satisfied satisfied

ხო მართლა შენი პირველი ისტორიის "სადრაც შორს მთებში". პირველი ექვსი თავი წაშლილია და შეგიძლია ატვირთო? წაკითხვა მინდა და ვერ ვიწყებ ამის გამო.

 


№9  offline წევრი katiusha

ana
კარგი ისტორია იყო, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. სალის ვერც ვამართლებ და ვერც ვამტყუნებ. სამწუხაროა რომ საქართველოში საქალწულე აპკის მიხედვით განსაწღვრავენ გოგოს პატიოსნებას. მაგრამ რატომღაც გულის სიღრმეში მჯერა რომ თუ გულახდილად დაელაპარაკებოდა ირაკლის მგონია მომ გაუგებდა. ბოლოსდაბოლოს ვიღაც უცნობთან ხომ არ იწვა. საქმრო იყო და არაფერია იმაში გასაკვირი სექსი რომ ქონოდათ. შეიძლება გარკვეული დრო დასჭირვებოდა, მაგრამ ასე მგონია რომ გაუგებდა და საყვარელ ქალს არ დაკარგავდა ამის გამო. დიდი იმედი მაქვს რომ ეს საიდუმლო ბოლომდე საიდუმლოდ დარჩება, თორე ასეტ ტყუილს დარწმუნებული ვარ არცერთი კაცი არ აპატიებს ქალს. რა ვიცი გენაცვალე ერთი და იგივე ხალხი ცხრაჯერ თხოვდება და იმ კაცებს რატომ არ აქვთ ამაზე პრეტენზია satisfied satisfied

ხო მართლა შენი პირველი ისტორიის "სადრაც შორს მთებში". პირველი ექვსი თავი წაშლილია და შეგიძლია ატვირთო? წაკითხვა მინდა და ვერ ვიწყებ ამის გამო.

ეს ისტორია სხვა ნიკით მაქვს.გუგლში ჩაწერე და ნახავთ.სამწუხაროდ არ მაქვს პირველი ნაწილი შენახული :(

 


№10  offline წევრი katiusha

ana
კარგი ისტორია იყო, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. სალის ვერც ვამართლებ და ვერც ვამტყუნებ. სამწუხაროა რომ საქართველოში საქალწულე აპკის მიხედვით განსაწღვრავენ გოგოს პატიოსნებას. მაგრამ რატომღაც გულის სიღრმეში მჯერა რომ თუ გულახდილად დაელაპარაკებოდა ირაკლის მგონია მომ გაუგებდა. ბოლოსდაბოლოს ვიღაც უცნობთან ხომ არ იწვა. საქმრო იყო და არაფერია იმაში გასაკვირი სექსი რომ ქონოდათ. შეიძლება გარკვეული დრო დასჭირვებოდა, მაგრამ ასე მგონია რომ გაუგებდა და საყვარელ ქალს არ დაკარგავდა ამის გამო. დიდი იმედი მაქვს რომ ეს საიდუმლო ბოლომდე საიდუმლოდ დარჩება, თორე ასეტ ტყუილს დარწმუნებული ვარ არცერთი კაცი არ აპატიებს ქალს. რა ვიცი გენაცვალე ერთი და იგივე ხალხი ცხრაჯერ თხოვდება და იმ კაცებს რატომ არ აქვთ ამაზე პრეტენზია satisfied satisfied

ხო მართლა შენი პირველი ისტორიის "სადრაც შორს მთებში". პირველი ექვსი თავი წაშლილია და შეგიძლია ატვირთო? წაკითხვა მინდა და ვერ ვიწყებ ამის გამო.

katiusha
ana
კარგი ისტორია იყო, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. სალის ვერც ვამართლებ და ვერც ვამტყუნებ. სამწუხაროა რომ საქართველოში საქალწულე აპკის მიხედვით განსაწღვრავენ გოგოს პატიოსნებას. მაგრამ რატომღაც გულის სიღრმეში მჯერა რომ თუ გულახდილად დაელაპარაკებოდა ირაკლის მგონია მომ გაუგებდა. ბოლოსდაბოლოს ვიღაც უცნობთან ხომ არ იწვა. საქმრო იყო და არაფერია იმაში გასაკვირი სექსი რომ ქონოდათ. შეიძლება გარკვეული დრო დასჭირვებოდა, მაგრამ ასე მგონია რომ გაუგებდა და საყვარელ ქალს არ დაკარგავდა ამის გამო. დიდი იმედი მაქვს რომ ეს საიდუმლო ბოლომდე საიდუმლოდ დარჩება, თორე ასეტ ტყუილს დარწმუნებული ვარ არცერთი კაცი არ აპატიებს ქალს. რა ვიცი გენაცვალე ერთი და იგივე ხალხი ცხრაჯერ თხოვდება და იმ კაცებს რატომ არ აქვთ ამაზე პრეტენზია satisfied satisfied

ხო მართლა შენი პირველი ისტორიის "სადრაც შორს მთებში". პირველი ექვსი თავი წაშლილია და შეგიძლია ატვირთო? წაკითხვა მინდა და ვერ ვიწყებ ამის გამო.

ეს ისტორია სხვა ნიკით მაქვს.გუგლში ჩაწერე და ნახავთ.სამწუხაროდ არ მაქვს პირველი ნაწილი შენახული :(

შენივე კიჸხვას რო დავუფიქრდეთ თვითონ გაეცი პასუხი.ერთი და იგივე ქალი ცხრაჯერ რომ თხოვდება მიზეზი ერთ ერთი ისაა რომალბათ გარკვეული ეპლტაპის მერე ქალს მაინც წამოაძახებს რაღაცას

 


№11  offline აქტიური მკითხველი La-Na

ნამდვილად რთული თემაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ სიმართლე უნდა ეთქვა.არ არსებობს საიდუმლო რომელიც არ გამჟღავნება.ასე რომ ლევანის ისტორიასთან ერთად სალიც არ დაივიწყო და ათქმევინე რა სიმართლე.
--------------------
ლანა

 


№12 სტუმარი სტუმარი ელზა

La-Na
ნამდვილად რთული თემაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ სიმართლე უნდა ეთქვა.არ არსებობს საიდუმლო რომელიც არ გამჟღავნება.ასე რომ ლევანის ისტორიასთან ერთად სალიც არ დაივიწყო და ათქმევინე რა სიმართლე.

სრულიად გეთანხმები. ათქმევინეთ ამ გოგოს სიმართლე . დაიტანჯება ისე.

 


№13 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Kargi istoria iyo, magram salis gadawyvetileba ar momewona, mec megona ro bolos etyoda simartles, jobda etqva tu namdvili siyvaruli iyo ar dakargavda irakli da gaugebda, namdvili siyvaruli yvelafers udzlebs chemi azrit, tyuilze awyobili cxovreba ki didxans ver gaudzlebs rodesgac sadgac raxac gaskdeba da daengreva awyobili cxovrebac adamians.

 


№14 სტუმარი სტუმარი მეოცნებე

მადლობა საინტერესო ისტორიისთვის.ლევანის ისტორია მალე იქნება?

 


№15  offline წევრი katiusha

სავარაუდოდ კიი ძალიან ჩქარი ტემპით ვქერ

 


№16 სტუმარი nunuka

იგივე სათაურით იქნება ლევანის ისტორიაც?სალიზე და ირაკლიზე აგარაფერს დაწერთ?მე ვფიქრობ უნდა ეთქვა ირაკლისათვის და ირაკლი უპასუხებდა მე ხომ გიტხარი შენი წარსული არ მაინტერესებსო

 


№17  offline წევრი katiusha

nunuka
იგივე სათაურით იქნება ლევანის ისტორიაც?სალიზე და ირაკლიზე აგარაფერს დაწერთ?მე ვფიქრობ უნდა ეთქვა ირაკლისათვის და ირაკლი უპასუხებდა მე ხომ გიტხარი შენი წარსული არ მაინტერესებსო

ლევანის ისტორია საიტზე დევს სახელწოდებიტ კრიმინალის სყვარული
\

 


№18 სტუმარი Მირანდა

ვაიმე მე ორივე წავიკითხე ძალიან მომეწონა ორივე კრიმინალის სიყვარული მგონი იმდენჯრ წავიკითხე ეს კი სულ სხვა არის ისე სჯობდა სიმართლე ეთქვა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent