შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნაური პოეტები


3-03-2016, 21:51
ავტორი სევდაგარი
ნანახია 3 513

ოჰ, ეს პოეტები, ხალხი უცნაური,
ყოველ შეხედვამდე წამებს დაითვლიან,
ჩანთა სევდით სავსე, უცხო მოგზაური,
მანძილს უსასრულოს, სტროფად გაივლიან.

ოჰ, ეს პოეტები, მართლაც უცნაური,
ნამდვილ სილამაზეს გვერდს ვერ აუვლიან,
მათთვის მერე ყველა ხდება უსახური,
მხოლოდ იმ ერთადერთს ცრემლებს დაუღვრიან.

ოჰ, ეს პოეტები, თითქოს უცნაური,
გრძნობის მონუმენტებს ლექსად აუგებენ,
ოჰ, ეს პოეტები, რაღა უცნაური,
გულს რომ იატაკზე წითლად დაუფენენ.

ადრე გული იყო, ახლა ხალიჩაა,
სხვა რა გავაკეთო გულზე დამიარე,
როცა ლექსებს დავწერ ზოგი ხალხისაა,
მაგრამ მე ეს ტანჯვა შენთვის გავიარე.

ოჰ! ეს პოეტები! ყველა უცნაური.
ჰო! ჩვენ, პოეტები, ცოტა უცნაურნი...



№1  offline წევრი თამუნა

უცხოა თემა და ლამაზია, მომეწონა. წარმატებები... smile
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent