შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელო წერტილო...


25-12-2019, 17:42
ავტორი ამილია
ნანახია 748

როგორ მინდოდა!
მინდოდა,რომ ერთი დღით მაინც ყოფილიყო ის ჩემი.ყოფილიყო ჩემი ნაწილი,ყოფილიყო ისევ და ისევ ჩემი და მხოლოდ ჩემი!
მინდოდა შემეგრძნო მისი სუნი,მაგრამ არა!
მინდოდა მესაუბრა მასთან უსასრულოდ...
მაგრამ,არა!
ჩუმად ვარ! ჩაკეტილი,გაურკვეველი,დაბნეული,ნაწყენი...
და მე ჩუმად ვარ!
და ეს სიჩუმე ანგრევს საღვრებს! ეს სიჩუმე მანგრევს მეც,შენც,ჩვენც...
და რა დამრჩენია ფიქრის გარდა მე?!
ვზივარ და ვფიქრობ ყოველ წამს,ყოველ წუთს...
და მეზიზღება ისიც და ჩემი თავიც!
ნეტავ რა დამრჩენია ფიქრის გარდა?!
და მე ჩუმად ვარ ისევ და ისევ და ეს სიჩუმე ანგრევს საზღვრებს! ეს სიჩუმე მანგრევს მეც,შენც,ჩვენც...


***
იმ საღამოს,როდესაც ლადომ შემამჩნია,თვალი არ მოუშორებია ჩემთვის... მეც კეკლუცად და თავმომწონდეს ვიღიმოდი,დავდიოდი,ვსაუბრობდი... ვიცოდი,რომ მიყურებდა.
მიუხედავად იმისა,რომ არც კი ვიცოდი ვინ იყო,ჩემი ყურადღება წამის მეასედში მიიქცია! ისეთი ქარიზმატული,თბილი და ერთგული იყო,რომ საშინლად მოვიხიბლე...
არ ვიცნობდი,მაგრამ თვალებში ეტყობოდა,რომ ის ასეთი იყო! 12 წლის გოგო და 15 წლის ბიჭი... წარმოუდგენელია არა?!
მეორე დღესვე თბილისში წამოვედი,დავტოვე ის იმ ქალაქში და წამოვედი. მენანებოდა,არ მინდოდა წამოსვლა,მაგრამ წამოვედი.
მეგობრობის მოთხოვნა მომივიდა,შევედი და ვნახე "ლადო ავალიანი". უკვე ვიცოდი,რომ ამ ბიჭმა ჩემი გული მოიპარა,ჩემი პაწაწინა გული...
დავიმატე
მომწერა...
მწერს...
მწერს...
მწერს...
ბოლოს კი გულმა ვეღარ მომითმინა და მასთან,მის ქალაქში წავედი.ბებიაჩემი და ჩემი ბიძაშვილებიც თან გავიყოლე...ზაფხული იყო!
სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინა მისთვის,დეიდაჩემისთვის და ჩემი მეგობრებისთვის.არავინ იცოდა,რომმ მივდიოდი,მაგრამ ლადომ იცოდა...იცოდა,რომ მივდიოდი. რომ ჩავედი მაშინვე ჩემი სახლის წინ მოვიდა რამდენჯერმე,ვითომ გავლით იყო იქ,მაგრამ ჩუმად ვაკვირდებოდი... ვიღაცას ეძებდა! და ის ფაქტი,რომ ეს ვიღაც მე ვიყავი... მაგიჟებდა! ნელ-ნელა ჩემ თავს ვერ ვცნობდი,ვიცვლებოდი!
ყოველდღე ჩვენთან ერთად იყო...ყოველ დღე! ყ ო ვ ე ლ დ ღ ე !
ვაკვირდებოდი და მაკვირდებოდა!
3 კვირის მანძილზე საშინლად დავახლოვდით!
მე-4-ე კვირის თავზე მომწერა:
-დღეს, პარკში მოდი 7 საათზე რაღაც უნდა გითხრა-ო
2 აგვისტო!
15:26
ყველანაირი შესავალის გარეშე მწერს:
-მოგწონვარ?!
-ჯერ შენ მითხარი და შემდეგ მეც გეტყვი
-მე დღეს გეტყვი პასუხს თუ შენ მეტყვი...
-კი,მომწონხარ!
პასუხად არაფერი მიმიღია...გული დამწყდა,მაგრამ არაფერი მითქვამს
7 საათზე დათქმულ ადგილას ვიყავი! არ მოვიდა!
ჩემში ალიაქოთი იყო,სული მეწვოდა და არა გული! არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,პასუხები სად მეპოვნა, რომელიც იმ დღეს დამიგროვდა...
რატომ?!
იმ საღამოს ჩემთან გოგონა მოვიდა და მითხრა,რომ არ ეცალა,ბოდიშიც შემომითვალა და მთხოვა მეორე დღესაც მივსულიყავი ისევ 7 საათზე.
გულის სიღრმეში გამიხარდა და მეორე დღის იმედზე,სულის ტკივილი სულ დამავიწყდა.
იმ დღეს არ მივსულვარ,მხოლოდ იმ ტერიტოროაზე ვტრიალებდი.
მაინტერესებდა მოვიოდდა თუ არა!
არ მოვიდა!
სულთან ერთად გულის ტკივილიც ვიგრძენი...არ ვიცოდი რა მექნა,ცრემლებმაც დამისველეს სახე და თავის გზას გაუყვნენ... ჩემ თავთან იმდენი კითხვა დამიგროვდა,ვერ ავუდიოდი ამდენ შეკითხვებს!
დავიფიცე,რომ აღარასდროს გავეკარებოდი... და არ მივცემდი ჩემი ტანჯვის უფლებას!
არ შევეწირებოდი!
ვერაფერი ვქენი,მხოლოდ ის ვუთხარი
"ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ,ვისაც ვიცნობ"-თქო და წამოვედი,ვერ შევძელი მისთვის მეყურებინა.
მე კი კითხვებით სავსე,მარტო ვიყავი! არ ვიცოდი რატომ გააკეთა ეს დამტოვა და წავიდა,ყველანაირი კითხვების გარეშე!
ყოველ წელს იქ ჩასულს,ყოველთვის ჩვენთან იყო,ჩემს სამეგობროში!
გვიან ღამე თუ ვიქნებოდი უკან მომყვებოდა და ჩუმად სახლამდე მაცილებდა,ვინმე თუ რამე ზედმეტს მეტყოდა ის აგვარებდა,ვინმე თუ სიყვარულს მიხსნიდა მთელ ქალაქს ანგრევდა,ჩუმად,თვალებით მეკონტაქტებოდა,თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ ვერაფრით დაულაგებია სიტყვები,ცდილობდ აახლოს ყოფილიყო...
იარაღი დამიმიზნა ერთხელ...
არ შემშინებია,ერთი წამითაც არ მიფიქრია,რომ მესროდა...ეს ბრაზი იყო,ჩემს მიმართ წამოსული დაუოკებელი ბრაზი და სიყვარული. მეც,რომ მქონდოდა იარაღი მეც იგივეს ვიზამდი,დავუმიზნებდი,წარმოვიდგენდი როგორ ვკლავდი და შემდეგ წარმოვიდგენდი როგორი უბედური ვიქნებოდი მის გარეშე,მისი გრძნობების გარეშე და უფრო მინდებოდა მასთან ერთად ყოფნა,მისით არსებობა!
ვინ იცის რამდენი ხანი გაუტარებია ჩემს სახლთან,ვინ იცის რამდენჯერ ჩავუცილებივარ ჩუმად სახლამდე,ვინ იცის მასთან ახლოს მყოფი რამდენჯერ სდომებია ჩემი ჩახუტება და კოცნა...
3 წლის შემდეგ,როდესაც მეც ჩამოყალიბებული გოგო ვიყავი და ისიც ჩამოყალიბებული,ზრდასრული ბიჭი,მომწერა!
პატიება მთხოვა...
ვაპატიე!
საუკეთესო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა! და ზუსტად 3 წლის შემდეგ მივხვდი,რომ ლადო მიყვარდა! მთელი სიძლიერით,იმდენად,რომ ჩემი გული ვეღარ იტევდა! საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა,უახლოესი,ყველას ეგონა,რომ შეყვარებულები ვიყავით,მაგრამ ამ.ურთიერთობას სახელი არ ჰქონდა...
ერთხელ კი ვკითხე,რატომ მოიქცა წლების წინ ასე...
იცით რა მითხრა?!
რომ მის ძმას მოვწონდი,მასაც მოვწონდი,მაგრამ ვერ გაბედა მისი ძმის გულის ტკენა...ამიტომ დამივიწყა,რეალურად კი არასდროს დავვიწყებივარ,ყოველთვის ვახსოვდი!
იმ დღეს ბევრი ვიტირე!
ჩვენი ურთიერთობა იზრდებოდა,ყალიბდებოდა,ლამაზდებოდა...
ვჩხუბობდით,ვეჭვიანობდით,ვკამათობდით...
3 წლის შემდეგაც ასე იყო! მე უკვე სრულწლოვანი და ჩამოყალიბებული გოგო ვიყავი 18 წლის,ის კი 21 წლის ჩამოყალიბებული ბიჭი!
მიყვარდა!
ვსწავლობდი და გაცვლითი პროგრამით ამერიკაში გადავწყვიტე წასვლა 2 წლით...
არ მინდოდა წასვლა,იმ დროს ისევ ის პაატარა 12 წლის გოგონა ვიყავი,რომელსაც იმ ქალაქიდან არ უნდოდა წასვლა სადაც ლადო იყო... ახლა კი 2 წლით მისგან შორს,სხვა ქვეყანაში მივდიოდი...
გამოვემშვიდობე,მითხრა,რომ მოუთმელნად ელოდა როდის ჩამოვიდოდი,დიიდი განათლებული და გაზრდილი ქალი!
ხოლოდ ერთხელ მომწერა "ძალიან მომენატრეო" მას შემდეგ ბევრი მივწერე,ძააალიან ბევრი.საბოლოოდ კი სოციალური ქსელი გააუქმა. მასზე ვერაფერს ვიგებდი,არ ვიცოდი როგორ იყო,რას აკეთებდა! 2 წელი ისე გაიწელა საუკუნე მეგონა და ამ ორი წლის მანძილზე მონატრება,ბრაზი,ზიზღი და სიყვარული მახრჩობდა...
2 წლის შემდეგ მართლაც განათლებული,ჩამოყალიბებული და გაზრდილი ქალი ჩამოვედი...
თბილისში სახლში მისულს მეგობრებმა სიურპრიზი მომიწყვეს,საღამოს კი ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეზე ვაპირებდით წასვლას...
2 აგვისტო!
7 საათი!
ისევ და ისევ დაწყევლილი 2 აგვისტო...
დარბაზში შესულს ნაცნობი სილუიეტი და მზერა მომხვდა თვალში. 20 წლის მე და 23 წლის ლადო!
-როგორ ხარ?!
-არც კი ვიცი,რა გითხრა!
მასთან ვიღაც ქალი მოვიდა,აქამდე არსად მყავდა ნანახი,არც ვიცნობდი.
ჩვენთან მოვიდა,ლადოს ხელი ჩაჰკიდა და თბილად გამიღიმა,მომესალმა. ხმა ვერ ამოვიღე! გავშეშდი...
ყურადღება მის მუცელზე გადავიტანე,საკმაოდ წამოზრდილი მუცელი... მაშინვე ვკითხე :
-თქვენ...?!
-დიახ,მე მისი ცოლი ვარ!
ეს იყო სიტყვები რომელმაც,დამანგრია მე!
რომლის თქმაზეც ვოცნებობდი მე!
-გილოცავთ-თქო,უხერხულად გავუღიმე და იქაურობას გავეცალე!
ისევ მტკიოდა სული იმდენად,რომ გულის ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი! ცრემლებმა ისევ იპოვეს თავისი გზა...ცივი და მარტოსული იყო ჩემი ცრემლები,ჩემსავით!
არ მეგონა,რომ ასე გამწირავდა!
არ მეგონა,რომ ასე მიმატოვებდა!
არ მეგონა...!
როგორც შემდეგ გავიგე 2 შვილი ჰყოლია...
მოსე და ვაჩე,მესამეს გოგონას ელოდნენ!
ვერც კი ვიჯერებდი,ის სახელები დაარქვა ბავშვებს რომელიც მე მომწონდა! რომელიც მე უნდა დამერქმია ჩემი შვილებისთბის!
ჩვენი შვილებისთვის!
ახლაც ვზივარ როგორც გუშინ,გუშინ წინ,იმის წინ... და როგორც მაშინ,ვზივარ და ვფიქრობ,სხვა რა ვაკეთო.არ შემიძლია!
შენი დანახვა და ისე მოქცევა თითქოს არაფერი მომხდარა,ისე საუბარი თითქოს არაფერი ყოფილა! მე ძლიერი ვარ და ვფიცავ მეყვარები მრავალჟამიერ...
პატივს ვცემ მას ვინც მომატყუა,მიღალატა,გამიმეტა... შევძლებ ვიყო ფრთებმოტეხილი ანგელოზი,რომელსაც ჯერ სხვისი ხელით შეკერილი,ძვირფასი ფრთებით შეამკეს და შემდეგ მოტეხეს,ციდან ჩამოაგდეს... ატკინეს!
შევძლებ მიყვარდეს ის ვინც არაა ამის ღირსი,ვინც ბედნიერება მომიტანა და დრომ მასთან ერთად ისიც გააქრო...
შევძლებ დავივიწყო ყველაფერი,რომ ქუჩაში შეხვედრისას არ ვიფიქრო,რომ ეს "ის" არის, "ის" ვინც სიმარტოვისთბის,ტკივილისათვის და ტანჯვისთვის გამიმეტა...
შევძლებ ჩემი სიმართლის და მისი ტყუილის მიუხედავად ვაპატიო და იყოს ის, ჩემი ტკბილი მოგონება,რომელიც ტკბილად იქნება დალექილი ჩემს განვლილ ცხოვრებაში...

ის იყო გოგო...
გოგო, რომელსაც ეშინია ღამის!
გოგო,რომელსაც უყვარს ხმამაღლა კისკისი!
გოგო,რომელსაც უყვარდა დაუმთავრებელი საუბრები...
გოგო,რომელთანაც ურთიერთობა ერთი სიამოვნება იყო...
გოგო,რომელსაც ვუყვარდი!
დღეს შემხვდა...
ისეთი შეცვლილია!
ღამის 3 საათი იყო...
სიბნელის და ღამის აღარ ეშინია!
ვეღარც მისი ხმამაღალი კისკისი და გაბდრული სახე დავინახე...
აღარც საუბრობდა, წარმოგიდგენიათ?!
გოგოს რომელსაც ვერასდროს გააჩუმებდით
დუმდა!
მის მზერაში ამოიკითხავდით ჩემდამი ზიზღს და სიძულვილს!
გოგოს,რომელსაც, უზომოდ ვუყვარდი!
როგორ შეიძლება ადამიანი ასე შეიცვოს?!...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent