შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სასჯელი ხარ (3 თავი)


26-12-2019, 11:54
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 628

ალექსანდრემ მანქანის კარი ძლივს გააღო და წვალებით დააწვინა უკანა სავარძლებზე გნდაკარგული გოგონა, კარი გაბრაზებულმა მიახეთქა და მკლავზე წაივლო ხელი, მხოლოდ ახლა იგრძნო აუტანელი ტკივილი
-ამის დედასაც შვ..-იყვირა გაღიზიანებულმა და საჭეს მიუჯდა, მანქანა დაქოქა და წამში ადგილს მოწყვიტა, თან ტელეფონი მოძებნა მანქანის ბარდაჩოკში, სათადარიგოდ ყოველთვის ქონდა მანქანებში, ჩართო და ლაშას დაურეკა
-ჭრილობიდან სისხლი მომდის და ჩვენი ქირურგი მოიყვანე ჩემთან სახლში-მიახალა როგორცკი ლაშამ უპასუხა
-სულ ეგაა?-გაოცდა ლაშა მისი სიმშვიდით
-მეტი რა გინდა რომ იყოს?!-გაღიზიანდა ალექსანდრე და გაუთიშა რამე რომარ ამოცდენოდა, როცა თავის სახლს მიადგა სიგნალით აიკლო იქაურობა და რკინის ჭიშკარი დაფეთებულმა დაცვამ გაუღო
-ლაშას გარდა არავინ შემოუშვათ-მიაძახა ფანჯრიდან დამფრთხალ ბიჭებს და მანქანა სახლის კართან გააჩერა, გადავიდა და სახლაი შევარდა
-ვეკო-დაიღრიალა ბოლო ხმაზე
-რა გაღრიალებს არანორმალურო-თავი ძლივს აწია დივანზე ბალიშებში თავჩარგულმა ნახევრადმძინარე ბიჭმა
-ადექი დროზე დამეხმარე-გასასვლელი კარისკენ გაქანდა ალექსი
-ახლა რა შარი მოთხარე- ვეკო ზლაზვნით ადგა და გასასვლელისკენ წავიდა
-დროზე შე ჩემ..-დაუყვირა ალექსმა და უკანა სავარძლის კარი გააღო -მომეხმარე გადმოვიყვანოთ -ანა ოდნავ გადმოიყვანა მანქანიდან
-მოიცა შე ჩემ..-ვეკო მივიდა და ანა ხელში აიყვანა რადგან ალექსანდრეს ეტყობოდა რომ ცუდად იყო, ფერი სულ დაკარგვოდა და გამოჟონილი სისხლიც ეტყობოდა ცისფერ პერანგზე
-სად წავიყვანო?-ჩააცქერდა მეგობარს თვალებში
-დაბლა საწყობში
-აგრე ცუდადაა?
-ჯერ არვიცი-ალექსი წინ წავიდა, და ერთი სართულით ქვემოთ ჩავიდნენ საიდუმლო კარით რომელიც კარადის უკან იყო ჩატანებული. ალექსანდრეს ტელეფონმა დარეკა, მან უკმაყოფილო სახით დახედა ეკრანს და უპასუხა
-მოვედით სად ხარ?
-მოვდივარ-დაიღრინა ალექსანდრემ და კიბეებზე ავარდა
-დაბლა ჩადი და ანას მიხედე-მიმართა სათვალიან ქირურგს რომლისთვისაც ანაც ნაცნობი იყო და ეს სიტვუაცეუბიც, ამიტომ ზედმეტი კითხვა არ დაუსვია ისე ჩავიდა დაბლა
-რახდება? -ლაშა დაიძაბა
-ვცდილობ შენი არეული საქმეები დავალაგო-მაქსიმალურად მშვიდად პასუხობდა ალექსი
-ეგ ჩემი გადაწყვეტილება არ იყო ყველამ ერთად გადავწყვიტეთ-ლაშამ შავი თვალები მიაბჯინა ალექს
-მართლა? -ალექსანდრე სავარძელში დაეშვა, სიგარეტის კოლოფი ამოიღო ჯიბიდან, შემდეგ ზედმეტად მშვიდად ამოაძვრინა ერთი ღერი, კოლოფი მაგიდაზე მოისროლა, მოუკიდა, სანთებელაც მოისროლა -ჩანს უჩემოდაც ახერხებთ უკვე საქმეების მოგვარებას, მგონი ზედმეტი ვარ გუნდში-დაისისინა ალექსანდრემ და მწვანე მოელვარე თვალები შეანათა დაძაბულ ბიჭს
-უბრალოდ მივხვდი რომ მაგ გოგოს მიმართ რაღაც...
-ამიერიდან რაც მე მეხება მე გადავწყვეტ!თუ რომელიმე კიდევ ასე უხეშად ჩაერევით ჩემს საქმეში არ გაპატიებთ
-ალექსანდრე ხვდები რომ არაადეკვატური ხარ ამ გოგოს მიმართ?
-ეგ შენ არ გეხება და არც მათ
-გვეხება და თან ძალიან ზეხმეტად და მტკივნეულად, ვერ ხვდები რა მოხდება ეგ გოგო აქედან რომ წავა? ვერ ხვდები რა მოხდება როცა გაიგებს რომ იმ საწყობის მეწილე ხარ სადაც მისი ძმა მუშაობდა? ვერ ხვდები რა შეიძლება მოყვეს ამ ამბავს? და თუ მიხვდა რომ მისი ძმა ჩვენ...
-გაჩეუდი!-ალექსანდრე იმდენად გამოვიდა მწყობრიდან რომ ფეხზე წამოვარდა და ლაშას წამოადგა თავზე -აღარაფერი თქვა
-რატომ? არ ვაპირებ მაგ გოგოს გამო ციხეში წასვლას მითუმეტეს სიკვდილს, შენმა ძმამ არც იცის რომ გიგი ჩვენ ...
-დაახვიე-კარისკენ მიუთითა ლაშას
-წარმოიდგინე ჩვენებმა რომ გაიგონ რომ ეს ჩვენ ჩავიდინეთ რა მოხდება? ეგრევე გაგვწირავენ, ანასაც და დედამისაც მოკლავენ და ჩვენც ზედ მიგვაყოლებენ, რომ საწყობი დაიცვან...
-ამ საქმეს მე მოვაგვარებ
-იცოდე თუ სუფთად არ გამოვალთ პირობას გაძლევ რომ ანასაც და დედამისსაც მე გავუსწორდები პირადად
-მოკეტე-ლაშას საყელოში წვდა ალექსი -არ გაბედო და არ შეეხო მას და მის ოჯახს თორემ ჩემი ხელით მოგიღებ ბოლოს
-ველოდები შენს გადაწყვეტილებას-ლაშამ მისი ხელები უხეშად მოიშორა და გავიდა სახლიდან, კარი კი ისე გაიჯახუნა რომ კარგახანს ზრიალებდა ,,ამის დედაც, ნაბიჭ." დაიყვირა მწყობრიდან გამოსულმა და დაბლა ჩავიდა ამბის გასაგებად
-რახდება როგორაა?
-ნუ ღელავ ტვინის შერყევააქვს და ნეკნი აქვს გატეხილი, შინაგანი ორგანოები არააქ დაზიანებული, თავზე აქვს ტრამვა მიღებული და უნდა იწვეს ერთი კვირა მაინც რომ რამე გართულებას არ ქონდეს ადგილი,
-დარწმუნებული ხარ რომ რამე უფრო სერიოზული არაფერია?
-ნუ ღელავ, წამოდი ახლა შენ მოგხედო-ალექსი მიატრილა და მაღლა აიყვანა, ვეკო ანასთან დარჩა და დაყურებდა ფერმკრთალ, გათიშულ გოგონას.
ლაშა პირდაპირ საწყობში მივიდა სადაც დიდიხანია ელოდა რეზი, სანამ კაბინეტში შევიდოდა ღრმად ჩაისუნთქა და დააკაკუნა კარზე
-შემოდი-დაიღრინა კარსმიღმა რეზიმ, ლაშამ ფრთხილად გააღო კარი და შევიდა დაძაბული
-აბა რახდება?
-გადარჩა, ალექსს სახლში ყავს
-რა იდიოტია-თვალები მოიფშვნიტაა-არ გაამართლა შენმა მეთოდმა, ახლა რა უნდა ვქნათ? -ისეთი მშვიდი იყო რომ ამაზე უფრო დაფრთხა ლაშა
-სახლში ხომ გაუშვებს ადრე თუ გვიან და მერე მივხედავ მაგათ ორივეს
-გგონია ჩემი იდიოტი ძმა მანამდე ზომებს არ მიიღებს?
-ნუ ღელავ მივხედავ
-შენი გაკეთებული საქმის დედაც-ისეთი დაიღრიალა ლაშა ლამის შეხტა -ვერ ხვდები რა ხდება? ეგ გოგო ტვინს აურევს ჩემ ძმას, ალექს თუ დაენძ.. მერე ჩვენ უარესად დაგვ.. გესმის? ალექსანდრეს იმიტომ ვერ ვიშორებთ რომ ეგ აწარმოებს მოლაპარაკებებს, მარტო მაგას ენდობიან, თორემ აქამდე მოვიშორებდი... ყველა მე მიჭერს მხარს აქ, მაგრამ საქმეს ჭირდება ის და ამიტომაა ბოსი ის და არა მე! მაგრამ თუ არ მოჯდებით შენც და ისიც ხალხს აგიჯანყებთ და იცი მერე რაც მოგივა, სულ დავიკიდებ ფულს და საქმეს, უკვე მომბეზრდა თქვენი დაბინძურებულის გაწმენდა... დარწმუნებული ვარ გიგი შენ და მან ააორთქლეთ, იცოდე პოლიცია თუ ჩვენამდე მოვა ეგრევე გაგწირავთ
-არ გინდა ეს მუქარა, ჩვენ თუ ჭაობში ჩავეფლობით ხოიცი რომ შეც ჩვენთან ერთად ჩაიხრჩობი წუმპეში? რამის ტრაკ..რომ გქონდეთ აქამდეც აახევდი ადგილს ალექს, მაგრამ არ გაქვთ, მის გარეშე არაფერს არ წაემოადგენთ არც თქვენ და არც საწყობი, ახლა ცოტა გაიჭედა და გვაცადე, მე მივხედავ ამ საქმეს
-მაგ გოგოს მოკვლის უფლებას არ მოგცემს-რეზი დაცხრა ცოტა-რადგან გაჭედა ესეიგი გაჭედა და ვსო
-სხვგვარადაც შეიძლებ საქმის მოგვარება თუ ძაან გაჯიუტდება
-მერე ის გოგო გაჩერდება ან დედამისი?
-ართმანეთის გამო გაჩუმდებიან, და ამას თავად ალექსანდრე უზრუნველყოფს
-შეიძლება გავაჩუმოთ მაგრამ მგონია რომ ასე იოლად არაა საქმე, ალექსი როცა შეყვარებულია ხოიცი რომ უმართავია
-ამიტომ უნდა ვმართოთ ის გოგო რომ ალექსი გავაკონტროლოთ
-ლაშა ძაან შეიჭერი როლში, ხოიცი ალექსთან არ გაგივა ეგ თამაში
-მასთან არა მაგრამ ანასთან და მის დედიკოსთან გამივა თანაც როგორ.
რეზის ფაქტიურად დაბადებიდან სძულდა ძმა, რადგან ის ყოველთვის იღებდა იმას რაც სურდა ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე, თავად კი მუდამ ბრძოლა და მტკიცება უწევდა იმისა რომ იმის ნახევარს მაინც იმსახურებს რასაც ალექსი, ის მამიკოს რჩეული იყო, თავად კი მუდამ იმის მტკიცება უწევდა რო მამის ყურადღებას ხანდახან მაინც იმსახურებს. ამიტომ იყო რომ მისი ყოველთვის შურდა, სძულდა და ცდილობდა მუდამ მის დამცირებას მაგრამ ალექსანდრე იმდენად მაღლა იდგა რომ მისი ღალატი, ზიზღი და ფარისევლობა ვერაფერს აკლებდა...
ანამ თვალები გაახილა და უცნობის სახეს რომ გადააწყდა მისი ცისფერი უძირო თვალები დაფეთეული საწოლზე წამოჯდა და საბანი მიიხუტა გულზე
-ვინ ხარ რა გინდა-მიაჩერდა დამფრთხალი გოგონა ვეკოს
-დამშვიდდი-ვეკო დაიბნა ცოტა მის საქციელიდან გამომდინარე
-წადი თორემ ვიკივლებ-დაემუქრა ანა
-მისმინე-ვეკოს თან ეცინებოდა მის გაწეწილ და არეულ სახეზე - ავარიაში მოყევი გახსოვს? და აქ მოგიყვანეს - შორიდან მოუარა სათქმელს
-სად აქ? სად ვარ? -ანამ ოთახი შემოათვალიერა და მიხვდა რომ საავადმყოფოში არ იყო აშკარად
-ალექსის სახლში ხარ -უთხრა ფრთხილად ვეკომ და მის რეაქციას დაელოდა, ანამ თვალები დააჭყიტა, საწოლიდან წამოვარდა, წვეთოვანი მოიხსნა
-რას აკეთებ შენი ადგომა არ შეიძლება
-არ მომეკარო-იყვირა ანამ ისტერიულად როცა ვეკომ ნაბიჯი მისკენ წადგა
-დამშვიდდი და დაწექი, აქედან ვერსად ვერ წახვალ
-ნაბიჯი აღა გადმოდგა-ანამ ხელით ანიანა გაჩერდიო ვეკო კი ნელა მაინც მისკემ მიიწევდა -არ გაბედო-ანა მობრუნდა დ ტუმბოზე დალაგებული წამლის კოლოფები, წყლის ჭიქა და საათი ესროლა, ვეკოს უკვე გოჟივით ეცინებოდა ანას სიგიჟეებზე
-გთხოვ დაწყნარდი-ძლივს ამოღერღა და უკან დაიხია დანებების ნიშნად, ანამ სისუსტე იგრძნო ფეხებში და საწოლის კიდეს დაეყრდნო მაგრამ უცებ თვალთ დაუბნელდა და სრულიად რომ იგრძნო სისუსტე ვეკომ ხელში აიტაცა უკვე იატაკისკენ დაცურებული მისისტებული გოგონა, სწორედ ამდროს ალექსი ჩამოვიდა კიბეზე და მკვლელი მზერა ესეოლა ვეკოს
-აქ რა ხდება?
-გაქცევა სცადა-მიუთითა არეულობაზე ვეკომ და ანა საწოლში დააწვინა-მერე ლამის გონება დაკარგა -ალექსი ისე გააღიზიანა იმის დანახვამ რომ ანას ვიღაც სხვა შეეხო რომ ბრაზის დასაოკებლად ხელები მომუშტა
-დაგვტოვე-ამოიხრიალა როცა ბრაზი და მრისხანება დაძლია, ვეკო თვალებში ჩააცქერდ და მიხვდა რაც ხდებოდა ალექსის ალსულში, ამიტომ უსიტყვოდ დატოვა იქაურობა, ალექსანდრემ მკვლელი მზერა ანას მიაბჯინა, გოგონა თვალებ დახუჭული იწვა და ერთმანეთში ხლართავდა თითებს ნერვიულად
-რა გინდა ჩემგან-გაისმა მისი ნაზი და მშვიდი ხმა, სიჩუმე ჩამოწვა და კარგახნის მერე თვალები გაახილა და ალექს გაუსწორა მზერა, ალექსანდრე ხმას არ იღენდა, წარბებ შეჭმუხნული დასცქეროდა და პასუხს ეძებდა მის კითხვაზე -არაფერს მეტყვი? -ანა ისევ ისე ჯიქურ უყურებდა მწვანე მოელვარე თვალებში
-მგონი ხვდები რაც მინდა
-არა ვერ ვხვდები-ანამ თვალი აარიდა მის დაჟინებულ მზერას და თავის თითებს დააცქერდა
-არ გაგიშვებ-ძალიან მშვიდი და უემოციო ხმით უთხრა ანას, ისე რომ გოგონამ ვერ გაიაზრა იმავე წამს, ნათქვამი და როცა გადახარშა განრაზებულმა მიანათა ცისფერი თვალები თავზე წამომდგარ ბიჭს
-მე არ მინდა აქ, შენთან დარჩენა
-ვიცი-ისე მშვიდად უთხრა ანა წამოენთო და მკვლელი მზერა ესროლა
-ვერ მაიძულებ შენნთან ყოფნას
-არა არ გაიძულებ, შენთვითონ არ მოისურვებ წასვლას-მისი მზერა ისეთი გამაღიზიანებელი იყო რომ ანამ თვალი აარიდა
-უფლება არ გაქვს აქ გამომკეტო-ანა ხვდებოდა რომ ეს თამაში არ იყო, არც მისი ცინიკური დამოკიდებულება
-არ გამოგკეტავ თავად მოისურვებთქო დარჩენას-ისევ ისეთი უემოციოდ უთხრა ალექსანდრემ
-წადი აქედან -ანა სულ დააბნია მისმა ქმედებებმა და ლაპარაკმა, ამიტომ დაფიქრება და ცივი გონებით ფიქრი სჭირდებოდა, რომ გამოსავალი ეპოვა და თავი დაეხწია ამ შეშლილისგან, ალექსანდრემ მარტო დატოვა და მაღლა ავიდა



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

იქნებ თავები გაზარდო?. საინტერესო სიუჟეტია, თან მალ- მალე არ დებ და ლოდინში გული მეწურება:დდ
ყოველწუთს ვამოწმებ ხოლმე სიახლეებს. იმედია მკითხველის რჩწვას გაითვალისწინებ

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

სიმძაფრე და ბოლო წუთამდე დაძაბულობა რომ გიყვარს, ეგ წინა ისტორიიდანაც ვიცი, მაგრამ...ეს ლაშა რანაირი მეგობარია ამ ალექსისთვის?! ძაღლივით ექცევა ტიპს.

 


№3  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ქეთი
იქნებ თავები გაზარდო?. საინტერესო სიუჟეტია, თან მალ- მალე არ დებ და ლოდინში გული მეწურება:დდ
ყოველწუთს ვამოწმებ ხოლმე სიახლეებს. იმედია მკითხველის რჩწვას გაითვალისწინებ

მიხარია ძალიან რომ მოგწონთ ისტორია, თავებს გავზრდი, გპირდებით, მაგრამ უფრო ხშირად ვერ ვახერხებ სამწუხაროდ ატვირთვას, დროს თუ ვნახავ ხოლმე ვეცდები უფრო ხშირად ავტვირთო

grafo
სიმძაფრე და ბოლო წუთამდე დაძაბულობა რომ გიყვარს, ეგ წინა ისტორიიდანაც ვიცი, მაგრამ...ეს ლაშა რანაირი მეგობარია ამ ალექსისთვის?! ძაღლივით ექცევა ტიპს.

მიხარია ძალიან რომ კომენტარებით აფიქსირებთ თქვენს მოსაზრებებს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს

რაც შეეხება ალექსის და ლაშას მეგობრობას, ეს იმაზე მეტია ვიდრე მეგობარი და ძმაკაცი, ნელნელა გაირკვევა მათი ურთიერთობის ამგვარი მიზეზი და ალექსანდრეს პიროვნებას ჩამოვაყალიბებ შეძლებისდაგვარად

 


№4 სტუმარი სტუმარი ლია

საუკეთესოდ წერ.ძლიერი ისტორიაა.

 


№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ლია
საუკეთესოდ წერ.ძლიერი ისტორიაა.

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო, ვეცდები ყველანაირად რომ ბოლომდე ასეთი საინტერესო იყოს

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

Რატომ ანა. Რატომ მაინც და მაინც გიგის და და საწყობის უროსი. Საიდან მოხვდა იქ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent