შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ალ-ფრედი 1


27-12-2019, 03:17
ავტორი Jpesvullas
ნანახია 801

ოთახში მდგარი ყავისფერი ტყავის დივნიდან ალფრედი ცდილობდა მის წინ შავ მაგიდაზე დაყრილი თეთრი ფხვნილი, ცხვირის ნესტოთი შეესუნთქა, თავი გადაეგდო და სასწრაფოდ მოშორებოდა არა ფიზიკურად არამედ გონებრივად იქაურობას. იმ დროს რომცა მის გადასწვრივ კერძო ბინის მისაღებში შეკრებილი ხალხს მომაკვდავი მოხუცი საბოლოოდ მკაფიოდ აკვირდებოდა რათა სამუდამოდ დარჩენილიყვნენ მის გონებაში. დივნის გვერდით მდგარ კომოდზე აკვარიუმში მოყავისფრო თევზები, რომ ტივტივებდნენ მარტივი შესამჩნევი არ იყო, წყალიც ზუსტად ისეთივე ფერის გახლდათ რა ფერისაც ალფრედის მფლობელობაში არსებული თევზები, რომლებიც მაღაზიაში 5 დოლარად შეიძინა. ოთახში შესულს გაგაკვირვებდათ ალფრედის ცივი არააქაური სხეული რომელიც დროს გასვლასთან ერთად უფრო მეტად შორდებოდა მის ფიზიკურ სამყოფელს, სხეულის ტემპერატურა ეცემოდა, წნევა იკლებდა, თითქოსდა ის თვალსადა ხელს შუა კვდებოდა.

მარტივად გადმოსაცემი სიტყვების ძებნაში დაღლილმა, გადავწყვიტე რთულად გადმომეცა, მორიგი მომაბეზრებელი და დამღლელი არც თუ საინტერესო თუმცა საჭირო ისტორია, ამბავი, ან ჯობს თქვენ გადაწყვეტთ თუ რას დაარქმევთ ამას თუმცა ამისათვის საჭიროა გაიაზროთ, რომ ეს მხოლოდ ჩემი ნააზრევია და თქვენ უფლება გაქვთ არ გაიზიაროთ ან საერთოდაც არ წაიკითხოთ ის. მე არ ვიქნები ჩემს თავთან მართალი და თავის გამართლებასაც ვერ მოვახერხებ თუ ამის შესახებ არ გაგაფრთხილებთ. მე მორიგი უცხოელი ვარ უაზრო პროვოკაცია ადამიანის გარეგნობით რომელიც მაღალფარდოვანი სიტყვებითა და ლამაზად გაწყობილი წინადადებებით ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას. შესაძლოა ყურადღება უკვე მივიქციე ან უკვე პროცესში ვარ ამისი თუმცა თქვენ მიხვდებით საბოლოოდ, რომ მე თქვენ არაფერი დაგიტოვეთ იმედგაცრუებისა და ცხოვრებაში ინტერესის დაკმაყოფილების უშედეგო მორიგი მცდელობისა. წარმოგიდგენია რამდენად შორს ვარ? მე ვცდილობ ამ სისულელებით გაგაბრუო, შეგაყვარო, დამოკიდებული გაგხადო უცხოელის ნაბოდვარზე ისე თითქოსდა ეს ყველაფერი აზარტი ან წამლის ლომკა იყოს რომელის წინაც ყველა დაყველაფერი უძლურია.

ერთფეროვნებით გაჯერებული კედლები მწუხარებით განაგრძობდნენ, მყარად დგომას და საცხოვრებლის სახის შენარჩუნებას ბინისთვის სადაც ვიჯექი და ვისკის ჭიქით ხელში, თამბაქოს კვამლში გახვეული ამ ფურცლების შევსებას ვცდილობდი. შესანიშნავი სიმყუდროვე, არანაორი გვერდითა ბინიდან პატარა ბავშვის ჩხავილი არ ისმის. ზედაბინიდან ჩმოსული ვირთხების და წრუწუნების სირბილის შემაწუხებელი ხმის არარსებობაზე საერთოდაც აღარაფერს ვამბობ ღამი სამ საათზე მტკივნეულად რომ გაწუხებენ და რთულად შეგროვილ ნააზრევს რომ გიფანტავს. დასაფიქრებელია საერთოდ ვარსებობ თუ არა, იქნებ საკუთარი თავი გამოვიგონე ან სულაც ეგოისტი ვარ რომელიც ყველაზეა გაბოროტებული და ცდილობს მათთან ახლოს თითქმის მათ გვერდით თუმცა მათგან დაფარულად იყოს. ან იქნებ მე ახლა შენს გვერდით ვარ შეამოწმე კარგად. თუმცა შესაძლოა ახლაც გატყუებდე ისევე როგორც ამის წაკითხვის წამიდან დავიწყე შენი მოტყუება.

თითები რომლებიც სიგარეტის ჭერისგან გამყვითლებოდა, ბაგეების შუაში კვლავინდებურად ცდილობდნენ სიგარეტი მოეთავსებინათ და ღრმა ნაპასების დარტყმა ეიძულებინათ, თითქოს ისინი ჩემზე ძალადობდნენ რადგან მე წინააღმდეგობის გაწევა აღარც კი შემეძლო. ფილტვებზე გაბატონებული კვამლი მძმედ გამოიჭრებოდა შემდგომ უკვე მტვრისგან დამძიმებულ ჰაერში და ირგვლივ მდგარ საგნებს ნელ-ნელა უარესად აბუნდებდა და შეუმჩნეველს ხდიდა. შეგრძნებები მეკარგებოდა ისე თითქოს თმა მცვიოდა ქიმიის გაკეთების შემდგომ, ის ნელ-ნელა ცოტავდებოდა ხოლო საბოლოოდ გაქრებოდა, ისე თითქოს არც არასოდეს ყოფილა შენი ნაწილი.

წერამ ზედმეტად შემიყოლია, მხიბლავს ის ფაქტი რომ შენს გონებაში შეიძება ნებისმიერი შენთვის მისაღები გარეგნობის
ადამიანი ვიყო, შესაძოა შენი უახლოესი მეგობარი, შენს გვერდით მჯდომი, ჟღალ ან შავთმიანი ზოგადად ნებისმიერი ადამიანი ვიყო რომელსაც შესაძლოა მთელიდღის განმავლობაშიც ხედავდე ყოველდღე.

-ტირიფიც დაღონებულა ალფრედ.
-გინდა გითხრა რას გრძნობს ახლა ის?
-სიამოვნებით.
-ეშინია
-რატომ?
-ალბათ ჩემი აქ ყოფნის გამო.

მიტოვებული სახლის წინ მდგარ ტირიფს ტოტები მწუხარედ რომ დაეყარა მიწაზე და მობეზრებული ცხოვრების გაგრძელების მიზეზ რომ ეძებდა, ორი ახალგაზრა აფარებდა თავს. დროს ვეღარ ამჩნევდნენ და დიალოგის შეწყვეტაზე ფიქრსაც კი არიდებდნენ თვს. მიტოვებული სახლის ღობის უკან თუ ჩიმალებოდით ჩემსავით თქვენთვისაც ისევე გაჩერდებოდა დრო როგორც სამი ადამიანისთვის რომელიც იქ ვიმყოფებოდით. ეს ყველაფერი მიმზიდველად დაიწყო, შუა ეტაპზე საინტერესოდ დაიძაბა ვითარება, მაგრამ კულმინაცია აღოჩნდა ყველაზე გასაოცარი. დიალოგი საბოლოოდ ხელჩართულ ბრძოლაშ გადაიზარდა. რაც შეეხება კულმინაცია ალფრედის ჯიბიდან ამოღებულმა რევულვერმა დაასრულა რომელის გავარდნის შემდგომ სამი ადამიანის ნაცლვად ორი ადამიანიღა განაგრძობდა დროის შეგრძნებას. ვინანე რომ ომის წინა ხაზზე თავდადებული ჯარისკაცივით არ გავიქეცი ტირიფისკენ რევულვერის დანახვის შემდგომ და ეს ყველაფერი თავიდან არ ავიცილე მაგრამ ამას აღარაფერი ეშველებოდა.

დისკო ბარში ჯაზი ალფრედის ყურს საამოედ ეხამუშებოდა, ბაგეებით ცდილობდა ვისკი დაეგემოვნებინა, ხოლო თვალებით მორიგი საინტერესო პერსონა ეპოვა რომელთან ერთადაც განაგრძბდა ღამის გატარებას. აკვირდებოდა ხალხს, რათა მარტივად მიეგნო ისეთი ადამიანისთვის ვინც მას დააინტერესებდა და ვინც მის ყურადღებას ჩვეულებრივზე მეტად მიიქცევდა. თუმცა მას არ ჰქონია რაიმე კრიტერიუმები პარტნიორის შესარჩევად, ყოველთვის განსხვავებულობა მოსწონდა რაც მას უფრო მეტად საინტერესოს და მეტად გაუგებარსაც ხდიდა. მოსწონდა მხატვრები, მუსიკოსები, ექიმები, ძიძები, დამლაგებლები და კიდევ სხვადასხვა კატეგორიის ხალხი რომლებიც ერთმენეთისგან საგრძნობლად განსხვავდებოდნენ. წითელ ფერშ გაწყობილ დისკოს მოელვარე ბურთი ამშვენებდა რომელიც სცენის ზევით დაეკიდათ სადაც შავკანიანი მომღერალი იდგაა და ხალხს ანცვიფრებდა მისი გასაოცარი ხმით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent