შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მეკვლე


27-12-2019, 18:37
ნანახია 1 608

-არ მიყვარს ახალი-წელი,თითქოს რამე განსაკუთრებული იყოს,რატომ ვანიჭებთ ამხელა მნიშვნელობას?წლები წლებს ენაცვლება ეს ხომ ისედაც ცხადია,გავიდა ერთი წელი ახალი დადგა და მერე?უბრალოდ უნდა გაიგოთ ,რომ არ მესმის ეს ყველაფერი და ჰო არც ეს ნაძვის ხის მორთვის რიტუალი არ მესმის ამიტომაც მე პასს.
-თუ გეზარებოდა უბრალოდ გეთქვა ლიზა,რა საჭირო იყო ამხელა მონოლოგები-გაბრაზებას ვატყობ დედაჩემს
-დაანებე თავი ცუდ ფეხზეა ამდგარი-ჩემი და ნაძვის ხისკენ ტრიალდება და ზედ სათამაშოს კიდებს
მისაღებიდან გამოვდივარ და ჩემს ოთახში შევდივარ,კარებს ვხურავ და საწოლზე პირქვე ვეცემი,რაღაც მჭირს ძალიან შევიცვალე, ამას ჩემითაც ვხვდები სხვების თქმის გარეშე,მაგრამ რამ გამოიწვია ეს?! არ შემიძლია ძველებური ლიზა დავაბრუნო ,მაგრამ ძალიან კი მინდა,ის უფრო ბედნიერი და ლაღი იყო,მაგრამ ახლა ის სულ გაბრაზებულმა და ცუდ ხასიათზე მყომფმა ლიზამ ჩაანაცვლა,რომელსაც არც ახალი წლის,არც ბედობის და არც სასწაულების სჯერა.
ნაძვის ხის მორთვა ჩემს ოჯახის წევრებს დეკემბრის დასაწყისიდან უნდათ,განსაკუთრებით ანუკის ,მაგრამ მე მელოდებოდნენ მე კი მათ მაინც ზურგი ვაქციე და ოთახში შევიყუჟე,დღეს 31 დეკემბერია და ოდნავადაც კი არ მაქვს განწყობა. სამსახურში მუდამ საახალწლო სიმღერების ჩართვის გამო ვიჩხუბე,last Christmas, jingle bells, all I want for Christmas… მგონი საზეპიროდ მაქვს და არ ვიცი.ოთახში ჩემი და ანუკი შემოდის.
-მაპატიე,ვწუხვარ-ანუკის დამნაშავის სახით ვუყურებ,ვიცი ახალი-წელი მისთვის რამდენს ნიშნავს
-არ გინდა ლიზა,ვიცი რომ არ წუხხარ.მენატრები,ძველი ლიზა მენატრება, შეყვარებულთან დაშორება ვიცი რამდენად რთული შეიძლება იყოს,მაგრამ ამან არ უნდა გაგტეხოს ლიზ.შენ უფრო მეტს იმსახურებ ვიდრე იმ დეგენერატს.
-მადლობა ან ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს-ანუკის გვერდზე ვჯდები და მთელი ძალით ვეხუტები-იქნებ რამდენიმე სათამაშო დარჩა,რომელიც შემიძლია ნაძვის ხეს მივაკიდო.
და აი ასე აღმოვჩნდი ნაძვისხის წინ სათამაშოებით ხელში,ამის ხალისი არ მქონდა ,მაგრამ არ მინდოდა ანუკის წყენოდა,ამიტომ მე ჩემი დანაპირები შევასრულე.სამზარეულოში დედას ტოლმის,გოზინაყის და საცივის გაკეთებაში მივეხმარე.მანდარინების მარაგი თითქმის სულ შევჭამე,ანუკის მოტანილი საახალწლო ქუდი დავიფარე და სანტა კლაუსის მაიკაც კი ჩავიცვი,მაგრამ არ ნიშნავს რო განწყობა შემეცვალა,ისევ ისე ვიყავი.12საათზე დეიდაჩემს ველოდებოდით,დედა ამბობს კარგი ფეხი აქვს ჩვენი მეკვლე უნდა იყოსო,მე ,რა თქმა უნა, არც მეკვლეების არ მჯერა როგორც სხვა დანარჩენის,12 საათი გახდა,ერთმანეთს შამპანიურის ჭიქები მივუჭახუნეთ,ფეიერვერკები გავისროლეთ და მათი ყურებით დავტკბით,აი კარზე ზარი გაისმა.
-მე გავაღებ-კარისკენ წავედი,გავაღე და ჰოი საოცრებავ ჩემს წინ ნატო დეიდას ნაცვლად მაღალი და თვალწარმტაცი ბიჭი იდგა,კანფეტები შემოყარა,ზედმეტად მოხერხებულმა თავშიც კი გამარტყა,გილოცავთ ახალ წელსო იჭექა და უცებ ჩვენთან ერთად ისიც გაშრა
-მგონი სახლი შემეშალა-თქვა დარცხვენილმა
დედაჩემმა შემოიპატიჟა ბიჭი მაგიდასთან,ბედისწერა ყოფილა,შენ უნდა ყოფილიყავი თურმე ჩვენი მეკვლეო.ამის თქმა და ჩემი თვალების ატრიალება ერთი იყო.
-როგორც ჩანს ახალი წელი შენზე არცთუ ისე კარგ შთაბეჭდილებას ახდენს-ბიჭმა გამიღიმა
-არ მჯერა ამ ახალი წლების,თავის მეკვლიან,ბედობიან,სანტა კლაუსიან და სასწაულებიანად-ცალყბად გავიღიმე
-სამწუხაროა,მე კი ვთვლი რომ ამაზე კარგი დრო არ არსებობს,ჰო მე ანდრია მქვია,ვერ გაგეცანით
ყველა გაეცნო ანდრიას,ბიჭმა შემომხედა,ოჰ ჯანდაბას სხვა რა გზა მქონდა
-მე ლიზა ვარ
-სასიამოვნოა
ამ დროს კარზე ზარი გაისმა და ნატო დეიდა შემოვიდა თავისი გამოცხობილი ზებრით.
-რა სამწუხაროა ნატო დეიდა მაგრამ მოსვლა დაგასწრეს,იმედი მაქვს ანდრიას კარგი ფეხი აქვს-ანდრიას შევხედე და ძალით გავიღიმე,ანდრია მიმიხვდა ირონიას და ჩაეცინა.
ნატო დეიდა ქოთქოთს მოყვა მაგრამ ბოლოს დავამშვიდეთ,თითქმის დაგვათენდა,
ანდრიამაც დაგვტოვა, მადლობა გადაგვიხადა და დაგვემშვიდობა. საწოლისკენ ბედნიერი წავედი,რაღა მიჭირდა რადგანაც ძილის საშუალება მომეცა.
-თქვენ შორის ქიმია ვიგრძენი-ხითხითებდა ანუკი
-მგონი ბოლო ჭიქა არ უნდა დაგელია დაო.
-კიკი უნდა დამელია,გეუბნები ლინდრია მოხდება-გამარჯვებული იერით მიყურებდა,თან ხითხითს არ წყვეტდა
-დაიძინე ანუკი,გამოუძინებლობამ შენზე ცუდად იმოქმედა
ახალმა წელმა ჩვეულებრივად გაიარა და დადგა 2 იანვარი,ბედობა
-როგორ შეხვდებით ბედობას, ისეთი წელი დაგებედობათო,ამიტომ ბავშვებო ბედობას ხალისიანი განწყობით უნდა შევხვდეთ-გვარიგებდა დედა
-ჩემი დამოკიდებულება იცი შენ ბედობაზე-ავატრიალე თვალები და ყავის წრუპვა გავაგრძელე.
-ლიზა ხანდახან ძალიან ჭირვეული ხარ-შემომიტრიალდა მამა
-ნუ რას ვიზავთ,რაც ვარ ეს ვარ,წავალ წამოვწვები რამე ფილმს ვუყურებ
-იქნებ მარტო სახლში გვენახა ან გრინჩი-სიხარულისგან ცქმუტავდა ანუკი
-ეგ ფილმები ნუთუ ვერ დაიზეპირე-ბუზღუნით შევედი ოთახში
მოსაღამოვდა,მივხვდი რომ ბედობა უაზროდ გავატარე,ანუკი მეგობრებთან წავიდა,დედ-მამა ბებიასთან ,მე კი სახლში ვიჯექი უაზროდ.ტელეფონის ბზუილი და ტელეფონის აღება ერთი იყო,მესიჯი დამხვდა უცხო ნომრისგან“გარეთ გამო,ახალი წლის,სასწაულების და ბედობის უნდა დაგაჯერო შენი მეკვლე“ნერვიულობისგან ავწრიალდი ფანჯრიდან ჩუმად გავიხედე და ის დავინახე,წამებში გადავიცვი ტანსაცმელი,ქურთუკი შემოვიცვი,ქუდი და კაშნიც არ დამვიწყებია.ლიფტს ვერ დაველოდე,ფეხით ჩავირბინე კიბეები.
-აქ რას აკეთებ-ანდრიას წინ,ვიდექი,არემარე თოვლით იყო დაფარული,ზევიდანაც ფანტელები ცვიოდა და თმებზე თეთრად გვეფინებოდა მეც და ანდრიასაც.
-ბედობას ასე უჟმურად ვინ ხვდება
-ის ვისაც არ სჯერა,ანუ მე
ანდრია მომიახლოვდა,წინ ჩამოყრილი თმა გადამიწია და სახეზე თოვლის გუნდა შემაზილა,დიახ დიახ არ მოგესმათ ზუსტად ასე მოიქცა.
-ასეთი მეკვლისგან რა ფეხს უნდა ელოდო,იდიოტი ხარ-წამებში გუნდის გაკეთება დავიწყე და ანდრიასთვის სროლა
-მეგონა მეკვლის არ გჯეროდა-თან ჩემს ნასროლ გუნდებს იგერიებდა ანდრია
ჩემსკენ გამოიქცა,მივხვდი ,რომ კარგი დღე არ მელოდა გაქცევა ვცადე მაგრამ სად გავიქცეოდი,დამიჭირა,ხელში ამიტაცა,და იმდენი ვიქნიე ხელ-ფეხი ,რომ ანდრიასთან ერთად მეც თოვლში აღმოვჩნდი გაშოტილი.ვიცინოდით,ასე ალბათ დიდი ხანია აღარ მიცინია
ანდრიამ საათს დახედა-მალე ბედობა დამთავრდება-თავი დავუქნიე.ჩემსკენ წამოვიდა და მიმიხუტა,მესიამოვნა თოვლისაგან გაყინულს ანდრიას თბილ სხეულზე მიხუტება,შუბლზე მაკოცა,თვალებში ვუყურებდი და თითქოს ვიძირებოდი მის თაფლისფერ თვალებში
-ახალ წელს სასწაულები ხდება,ერთ-ერთი სასწაული კი შენი გაცნობა იყო ლიზა, სანტა კლაუსმა შენთან გამომგზავნა პირდაპირი რეისით.
სიცილი ამიტყდა
-მგონი მეც მჯერა უკვე ახალი წლის და სასწაულების,თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი გამომეცხადე კართან,რაშის გარეშე ოღონდ-ანდრიას გაეცინა და უფრო მეტად მიმიხუტა.
-გვრიტებო სახლში ამოდით თორე გაცივდებით,ხომ ვიძახდი ქიმია გაქვთ.ლინდრია მოხდებათქო?!-ანუკის ხმა გაისმა ავინიდან. ორივეს გაგვეცინა და სადარბაზოსკენ გავწიეთ.
იქნებ მართლა უნდა დამეჯერებინა ახალი წლის,სასწაულების,მეკვლის და ბედობის?!ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი,იმ დღეს ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა ჩემმა მეკვლემ,ჩემმა ანდრიამ.



ჩემი აზრით, ბანალურია, მაგრამ გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent