შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესპანელი მაფიოზები 3


27-12-2019, 21:14
ავტორი წერო:)
ნანახია 1 473

ბნელ დერეფანში მივრბივარ და ძირს ვეცემი.ხელებს იმდენად ძლიერად ვურტყამ ბეტონის იატაკს რომ სისხლი იწყებს დენას გაფხაჭნილი კანიდან.
თითქოს შავი კედლებიც კი სარკაზმითა და დაუნდობლონითაა გაჟღენთილი და ყველა ჩემს ქცევას ირონიულად აკვირდება.
სიცილი მესმის და სიბნელეს კაცის სხეული გამოეყოფა
_გგონია სადმე გაიქცევი?_ამაზრზენად ირონიულად და ცივად ამბობს შეუდრეკელი ხმა.
_გთხოვთ..._ამოვიკრუსუნე მაგრამ მისმა ხმამ გამაწყვეტინა
_ნუ მთხოვ!_დანა ამოიღო ცივი თვალები მოატარა ჩემს სახეს და დანა გულში ნელა,აუღელვებლად გამიტარა.

თვალები გავახილე და საწოლზე მოკუნტული ნაცრისფერ კედელს მივაშტერდი.
კოშმარები.
თითქოს ჩემი გაჭივრება არ მეყოფოდა ახლა ესეც დამემატა.სიზმრის გახსენებისას ჟრუანტელმა დამიარა და პოზიტიურმა შინაგანმა მემ ბებიაჩემის ნათქვამი გამახსენა სიზმარში თუ კვდები ესეიგი დიდხანს იცოცხლებო.თვალები გადავატრიალე მუდამ უადგილო ადგილას ალოგიკური რაღაცები რატომ მახსენდება?
გონებით ჩემს გეგმას დავუბრუნდი.
ესეიგი ჩავიგდო ტელეფონი ხელში და დავრეკო პოლიციაში.
მაგრამ ისმის კითხვა.
სად ჯანდაბიდან მოვიტანო ტელეფონი?
ფაქტია წართმევა მომიწევს ვინმესთვის ვინც საჭმელს შემომიტანს.მაგრამ ვინღა შემომიტანს საჭმელს?მე ხომ აქ საწამებლად ვარ...ისე თუ აღარ მიშვებენ დავიჯერო ამდენად სადისტები იქნებიან რომ მაინც მაწამებენ?აბა უბრალოდ მომკლავენ?ტყვედ ვეყოლები?
კარგიი...ვინმე ოდესმე როგორ არ შემოვა..?
აქედან გაქცევას აზრი არ აქვს და ვერც მოვახერხებ.ფანჯარა არ არის და კართან როგორც მივხვდი დაცვა დგას.
თავი სპეციალურ ციხეში გამოკეტილი საშიში კრიმინალი მგონია.
ბრაზმა და შიშმა ამიტანა.რამე რომ მქონოდა მსხვერვადი ალბათ კედელს მივახეთქებდი დასამტვრევად.ეს უჯიშო ანომალიები!რა გატაცება მოუნდათ?!მეტი საქმე ვერ იპოვეს?ვითომ ჩემი გატაცების გარეშე ვერ მოაგვარებდნენ რამეს თუნდაც რომ პოლიციაში მეჩივლა!ბრაზისგან გამაკანლალა.იმდენად არ ეტყობოდა იმ ცივსისხლიან გადასაშენებელ დამპალ დეგენერატს აღელევება ეტყობა ასი კიარა ასიათასი პროცენტით იყო დარწმუნებული რომ მასთან თვით მამაზეციერიც ვერ მომაგნებდა.
ნერვების დასამშვიდებლად მისი ესპანური, შარმული, სახე წარმოვიდგინე და წამება დავუწყე.დანა ღაწვებზე ნელა და მტკინვეულად დავუსვი.მერე ტუჩები დავუსერე დანა თვალში ჩავთხარე და ბოლოს ყელში ისე გავუყარე მეორე მხარეს გამოვიდა.
თქვენ წარმოიდგინეთ და დიდი სიმშიდე მომგვარა.
სიამოვნებისგან სატანის ღიმილითაც კი გამეღიმა იმის წარმოდგენაზე როგორ მოესვრებოდა სისხლით სახე,ყელიდან ეს წითელი სითხე გამოხეთქავდა და ბოლოს იატაკზე დავარდნილს უაზრო მზერა გაუშტერდებოდა.
ახლა ისევ უმწეობის შეგრძნებბამ და შიშმა შემახსენა თავი.ეს სადისტები თუ არა ხასიათის ასეთი ცვლილება მომკლავს!თვალებზე ცრემლები მომადგა და აღარც შევეწინააღმდეგე ისე ჩამომედინა სახეზე.არ მინდა რაა...ნეტავ სიზმარი იყოს რაა...მიშველეთ ვინმემ გევედრებით...სანდრო მიშველე რა...
საწოლზე მოკუნტული ისევ ძილმა წამიღო.

***
სიგარეტი ამოიღო ღრმა ნაპასი დაარტყა და კვამლი ოდნავ გაღებული ბაგეებიდან გამოუშვა.ფანჯარასთან იდგა და ჰორიზონტს გაჰყურებდა
დიეგო ჰერნანდესი
ამ კაცმა ხომ მთელი ცხოვრება გაუმწარა.
რით დავიწყოთ?
ჯერ იყოდა შეყვარებული პირდაპირ მის წინ დაუცხრილა.მერე ბიზნესის ხელში ჩაგდებას ცდილობდა რომელიც მატიასს მემკვიდერობით ეკუთვნოდა.
და თავად რას წარმოედგენდა?
დიეგო მხოლოდდამხოლოდ მატიასის განგსტერული ჯგუფის ერთერთი რიგირთი წევრი იყო რომელც ბატონს მუდამ კუდს უქიცინებდა.
მაგრამ შემდეგ სიხარბე გამოავლინა და იმდენად ჩაითრია ასეთმა ცხოვრებამ რომ პირდაპირ განგსტერობა მოუნდა!
რა თქმა უნდა მატიასმა არ დაუთმო თავისი ბიზნესი.
მერე რა თუ ეს ბიზნესი შავი იყო?მატიასისთვის ამას მნიშნელობა არ ქონდა.თავისი იყო მემკვიდრეობით და არავისთვის დათმობას არ აპირებდა.ჰოდა დიეგოც საბოლოოდ განუდგა და მას მერე სულ მატიასის ჩაძირვას,შანტაჟს ან გამოაშკარავებას ცდილობს პოლიციის წინაშე რომ ის დაიჭირონ და თავად ბურთი და მოედანი დარჩეს. მატიასი ხელში კი ვერასოდეს იხელთებს რომ სიცოცხლეს გამოასლმოს.
განგსტერმა კბილები გააღრჭიალა და თავი გადააქნია.ერთი სული ქონდა მისთვის კისერი მოეგრიხა.ყველეფერი კარგი მაგრამ შეყვარებული?როგორ შეეძლო ახალგაზრდა,ახალგაფურჩქნული კოკორივით ქალი ასე უმოწყალოდ ჩაეცხრილა?ჩაეცხრილა...დიახ ჩაეცხრილა!ერთი ტყვია კი არ იკმარა ლამის საცერს დაამსგავსა საწყალი ბეკი.ჰო მართალია მატიასი განგსტერი იყო და ხალხის ხოცვა არ უკვირდა, მაგრამ ქალის მოკვლა არ შეეძლო, არც ბავშვებს ეხებოდა.მითუმეტეს ასე უმოწყალოდ.
გონებაში გოგო ამოუტივტივდა რომელიც ახლა ოთახში ყავდა გამოკეტილი და მუჭი კედელს მიარტყა.რატომ მოიტაცა თავადაც არ იცოდა.მაშინ გაცეცხლებულ გულზე საკუთარი საქციელი ვერ გააკონტროლა, ვეღარ მიხვდა რა ეყო გოგოსთვის რომელიც გონდაკარგულო ეგდო მის ფეხებთან,ლამის გაგიჟებამდე მისულმა კი გადაწყვიტა ამდგარიყო და მოეტაცებინა.
ახლა კი მისი ქმედების შედეგს იმკის.გაუშვას?არ არის ადვილი საქმე.თავისთან დაიტოვოს?არც ეს არის მარტივი.მისი მოკვლა კი არ უნდა.ახლა ეს გოგო მისთვის ტვირთია.საშიში ტვირთი რომელსაც პოლიცია ეძებს.არა დარწმუნებული იყო რომ ვერ მოაგნებდნენ მაგრამ ეჭვი ხანდახან მაინც გაჰკრავდა ხოლმე.
_რა გიყო?_სიგარეტი ტუჩებთან ისევ მიიტანა.თავი უკან გადასწია და კვამლი ჭერისკენ გაუშვა._რა გინდოდა რომ ეჩრებოდი?ჯანდაბა სახელიც კი არ ვიცი_საკუთარ თავს ელაპარაკებოდა მატიასი.
კარზე სწრაფი კაკუნი და ენდრიუს ხმა გაისმა
_შეიძლება ბატონო მატიას?_მატიასმა ფიქრების განსაქარვებლად თავი გააქნია და ენდრიუს გასძახა
_შემოდი
_ბატონო მატიას..._მაშინვე დაიწყო ენდრიუმ
_"ბატონო" არ გინდა თუ ღმერთი გწამს_შეაწყვეტინა მატიასმა.არა კი უყვარდა ასე რომ მიმართავდნენ მაგრამ ენდრიუ მისი მარჯვენა ხელი იყო და თანაც მისთვის არასდროს უღალატია.მოკლედ ყველაზე ახლოს მასთან იყო.ენდრიუმ თავი დაუქნია და გააგრძელა
_იარაღები საზღვარზე გადმოიტანეს უკვე მაგრამ ბიჭებმა შეამჩნიეს რომ დიეგო დაგვსდევს
_რა თქმა უნდა_გამოსცრა მატიასმა და სახე და თვალები ყინულისგან გამოქანდაკებულს დაემსგავსა
_იარაღების მიმართულებას მოყვება და ჩასაფრებას ცდილობს...ან მოპარვა უნდა ან პოლიციაში დაბეზღება...
_ამ წუთას სად არის ვიცით?_ხმაც ყინულოვანი გახდომოდა განგსტერს და ცივი დაუნდობელი მზერა ჰქონდა
_იარაღები პირველად რომელ ქალაქშიც უნდა დავტოვოთ ალბათ სადმე ახლომახლო იქნება.
_აბა,ენდრიუ! მოემზადე ბარსელონაში მივდივართ_ჩაიღიმა მატიასმა._მზის დამცავის წამოღება არ დაგავიწყდეს.
***
სანდროს თვალები უძილობისა და ნერვიულობისგან დასწითლებოდა და მერამდენე ღერს ეწეოდა კაცი ვერ მოსთვლიდა.მამიდა,ნანას ამდენი ტირილისგან წნევამ აუწია და ახლა დამამშვიდებლების ზემოქმედების ქვეშ მყოფს დივანზე მისძინებოდა.
პოლიციისთვის უკვე შეეტყობინებინათ ლიზას დაკარგვის ამბავი და ეძებდნენ თუმცა უშედეგოდ.
ტვინი უსკდებოდა სანდროს იმაზე ფიქრში ასე თვალსა და ხელს შუა ლიზა როგორ დაიკარგა.
კამერებიც რომ არაფერს ამბობდა?!
მოწმეც რომ არ არსებობდა?!
თვითონ რომ ვერ იპოვა?!
ეს აგიჟებდა სანდროს და დამნაშავე რომ წინ ყოლოდა ისე მიიყვანდა ცემით სიკვდილის პირას წამითაც რომ არ დაფიქრდებოდა.
ტელეფონი აწკრიალდა და ბიჭმა მაშინვე ოთახის ბოლოში დაგდებული ტელეფონს ხელი დაავლო და აღების ღილაკს თითი სწრაფად გადაუსვა როცა დაინახა რომ გამომძიებელი ურეკავდა
_გისმენთ..?_იმედის ნაპერწკალმა გაიბრწყინა სანდროში
_გამარჯობა ბატონო სანდრო.მოკლედ რადგან ხელჩასაჭიდი მასალა არ გვქონდა კლუბიდან ასი მეტრის რადიუსზე ყველა კამერის შემოწმება გადავწვიტეთ...თუმცა ეს საკმაოდ დიდხანს გასტანს...თანამშრომლები უკვე მუშაობენ.
_თუ არაფერი გიპოვიათ რატომ მირეკავთ?_დაიღრინა სანდრომ
_მაინტერესებდა უბრალოდ თქვენც ხომ არ მოინდომებდით შემოწმებას იქნებ რამე ან ვინმე ისეთი შენიშნოთ ჩვენ რომ არ ვიცით...
_ახლავე მოვიდე?
_დიახ თუ გნებავთ
_მოვდივარ._სანდრომ ტელეფონი გათიშა და თვალები დახუჭა.ღრმად ჩაისუნთქა და მერე მამიდას გახედა
_მამიდა მე მივდივარ რამე ხომ არ გინდა?_ფრთხილად შეაფხიზლა ნანა.ქალმა ქუთუთოები ნელა დააშორა და ძმიშვილს დაბნედილი მზერით ახედა
_სად მიდიხარ მამიდა?
_კამერის ჩანაწერებს უნდა გადავხედო.შენ მშვიდად იყავი და ნერვებს არ აყვე კარგი?
_ფრთხილად იყავი მამიდა...შენც რამე არ დაგემართოს_ხმა აუკანკალდა ქალს და მტევანი მკლავზე მოუთათუნა.სანდრო სახლიდან გამოვიდა და ავტობუსის გაჩერებისკენ აიღო გეზი."გიპოვი ლიზა...გიპოვი დაო...აუცილებლად გიშველი..."
ნიკაპი აუკანკალდა და ყბებს ერთმანეთზე მთელი ძალით აჭერდა რომ ემოციები შეეკავებინა მაგრამ არ გამოუვიდა.მხედველობა ნისლიანი გაუხდა და ლოყებზე სისველე იგრძნო.

***
წარმოდგენა არ მაქვს რა დროა მაგრამ მეჩვენება რომ საუკუნეა არავის შემოუხედავს ჩემს ოთახში.საწოლზე გადმოვბრუნდი და წელზე რაღაც მომეჭირა,გრილი იყო.დაფეთებულმა დავიხედე და იარაღი აღმოჩნდა.ვაიმე იარაღი მაქვს!აღარც კი მახსოვდა რომ იმ საწყალს ქამრიდან ამოვუღე.
აშკარად იმოქმედა იარაღის დანახვამ და უსაფრთხოების შეგრძნება დამეუფლა.შვება მომგვარა იმის გაფიქრებამ რომ მეც შემეძლო რაღაცის გაკეთება და მარტო პოლიციის იმედზე არ ვიქნებოდი ჰაერში გამოკიდებული.გონებაში კი არ ვაცლიდი იმ აზრს გაღვივებას რომ მე სროლას ვერ შევძლებდი.შიმშილმა შემახსენა თავი თითქმის ერთი დღე კუჭში ლუკმა არ ჩამსვლია და ამის გამო კუჭი ლამის ხერხემალზე მქონდა აკრული.
კარზე ჩხაკუნი გაისმა, იარაღი სასწრაფოდ დავმალე და თავი მოვიმძინარე.
_ვიცი რომ არ გძინავს_მატიასის ხმა გავიგონე და ცივმა ოფლმა დამასხა.თვალები ნელა გავახილე და ფეხზე წამოვდექი
_რა გინდა?_ვეცადე "მაგარი გოგოს" როლი მომერგო.მან კი უბრალოდ ამათვალიერა.
_რა გქვია?_გაოცებისგან პირი დავაღე."რა მქვია?" ეს კარგადაა?
_რა?
_რა გქვიამეთქი_უფრო გამკაცრდა
_ლიზა
_ლიზა...ლიზააა...ქართველი ხარ ხო?როგორც შენი ნათქვამიდან გავიგე "საქართვრლოს საელჩოც ჩაერთვება"_ბოლო ნათქვამზე ხმა დაიწვრილა და ნერვებმა ყელში მომიჭირა
_მერე რა გინდა?რას გადამეკიდე?
_არაფერი.გოგო მოვიტაცო და სახელიც არ ვიცოდე?ცოტა უცნაურია
_დეგრადირებული შტერი დამპალი იმბეცილი ხარ!ნამდვილი ფსიქოპათი_ქართულად მივალაძღე ესპანელი.მან კი თვალები დააწვრილა და ეცადა რამე გაეგო ჩემი ნათქვამიდან
_რა თქვი?
_არაფერი
_სხვათაშორის ბოლო სიტყვა გავიგე ფსიქოპათი რომ მიწოდე_დაიღრინა მან
_მერე რა?არ ხარ თუ?_მხრები ავიჩეჩე და რომ შევცბი არ შევიმჩნიე
_ასე თუ გააგრძელებ იცოდე კარგს ვერაფერს მოიმკი!
_კარგი არ შემაშინო.მეტი რაღა უნდა მოვიმკა?!დასასვენებლად ჩამოვედი და განგსტერმა მომიტაცა.ბედი არ გინდა?
_მადლობელი იყავი რომ მარტო მოგიტაცე და სხვა არაფერი_დამპლურად ჩაიღიმა მატიასმა
_დიდი მადლობა რომ მომიტაცე_კბილებში გამოვცერი მე და მთელი ძალებით ვცდილობდი თავბრუსხვევის დაიგნორებას რომლის გამოც ფეხზე ძლივს ვიდექი.
_რა ჯანდაბა გინდოდა მაშინ ხელი რომ შემიშალე
_დაიწყო კიდე _თვალები გადავატრიალე რამაც თავბრუსხვევის შეგრძნება კიდევ უფრო გამიმძაფრა და უკან წავბარბაცდი.მატიასმა ეჭვნარევი მზერა მესროლა
_კარგად ხარ?
_შენ რაში გადარდებს?საწამებლად მომიტაცე.გაგიხარდება თუ ცუდად ვიქნები
_შენს წამებას არ ვაპირებ.ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით
_აბა აქ მუზეუმის ექსპონატივით უნდა ვიჯდე და მიყურო?
_არ ვიცი.მაგაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ რა გიყო.
_რა გულახდილი ბრძანდებით ბატონო მატიას..._რას ვბუტბუტებდი მეთვითონაც არ ვიცოდი რადგსნ მიუხედავად იმისა რომ არაფრით არ ვიმჩნევდი შიშს გონება დაებინდა და თანაც შიმშილის გამო შეიძლოდ ვიყავი და თავბრუ მეხვეოდა.ვლოცულობდი ახლა ამ სადისტის წინ გული არ წამსვლოდა.ალბათ რა საშინლად ხმადაბლა ვბურტყუნებდი.
_მართლა კარგად ხარ?_სადღაც შორიდან ჩამესმა განგსტერის ხმა.თვალები უაზროდ მოვატარე ოთახს მაგრამ ვერაფერი გავარჩიე.
_არ..აა..._დავიჩურჩულე და მუხლები მომეკვეთა.
***
მატიასმა მაშინვე ხელი შეაშველა.ერთი მკალვი წელზე მოხვია მეორე კი მუხლების ქვეშ ამოდო და საწოლზე დააწვინა.
_ენდრიუ!_დაიძახა მშვიდად და ისიც ერთ წუთში ბატონთან გაჩნდა
_რა ხდება?
_წყალი მოიტანე.გული წაუვიდა_ენდრიუმ გაოცებულმა დახედა გულწასულ გოგოს მერე ბატონს გადახედა რომელიც მის მოსულიერებაზე ზრუნავდა თავი დაუქნია და წყლის მოსატანად წავიდა.მატიასი კი მის მოსვლამდე ლიზას გათეთრებულ სახეს აკვირდებოდა რომელსაც ქერა თმები ეყარა და ვარდისფერ ტუჩებზეც ფერი დაჰკარგვოდა.ახლა სულაც აღარ ჩანდა ისეთი "მაგარი გოგო" რომლის როლსაც თამაშობდა.
ძალიან უსუსურად და სუსტად გამოიყურებოდა.თმები გაუაზრებლად გადაუწია ლამაზი სახიდან და ცივი ხელები დაუსვა გამოსაფხიზლებლად.
ენდრიუც მოვიდა წყლით და მატიასმა ფრთხილად მიასხურა ცოტა წყალი და თვალებზე სველი თითები გადაუსვა.ლიზამ სახე შეჭმუხნა ქუთუთოები ხამხამით დააშორა ერთმანეთს.რომ აღიქვა მატიასი თავზე ადგა ,დაფეთებულმა წამოხტომა სცადა მაგრამ კაცის ძლიერმა ხელმა ისევ პირვანდელ პოზიციაში დააბრუნა
_იწექი!და რასაც მოგიტანენ გირჩევნია შეჭამო.მეორედ გონებადაკარგულს აღარ გიშველი.ეგღა მაკლია.და კიდევ დღეს ბარსელონაში მივდივარ და შენც უნდა წაგიყვანო აე მინდა ჩემი წასვლისთანავე გაიქცე.გეგმაში ნამდვილად არ მაქვს_ცივად უთხრა მაფიოზმა ოთახიდან გავიდა და ენდრიუც თან გაიყოლა.
ლიზამ ცისფერი თვალები დახარა და გამშრალი ტუჩები ენით გაილოკა.მუცელი აუბუყბუყდა საჭმლის ხსენებაზე და მოუთმენლად დაელოდა როდის შემოუტანდნენ.ერთი წამის მერე გაანალიზა რა თქვა მატიასმა და თვალები დააჭყიტა.
რა ბარსელონა ესენი კარგად არიან?_გავიფიქრე მე_რა ჯანდაბა მინდა ბარსელონაში?!თუმცა ისე უკეთესია გზაში გაქცევის უფრო მეტი შანსი მექნება.

ხაალხოოო რატომ პასიურობთ..?მითხარით რა მოგწონთ რა არ მოგწონთ...აზრი გამაგებინეთ...



№1 სტუმარი სტუმარი Nako

Gaagrzele momwoons I media ar shewyvitav

 


№2  offline წევრი წერო:)

სტუმარი Nako
Gaagrzele momwoons I media ar shewyvitav

მადლობა♡

 


მომწონს, ძალიან მომწონს, არ შეწყვიტო, რომც კვდებოდე დაამთავრე, თორემმმმ........(არ ვაბოლოვრბ) ^_^

 


№4 სტუმარი mari

კარგი ისტორიაა და იმედია არ გააბანალურებ. ველოდები შემდეგ თავს

 


№5  offline წევრი წერო:)

სიყვარული გულს გვტკენს
მომწონს, ძალიან მომწონს, არ შეწყვიტო, რომც კვდებოდე დაამთავრე, თორემმმმ........(არ ვაბოლოვრბ) ^_^

შენ გაიხარე ჩემი გახარებისთვის დდდ

cheryl blossom
ოოოჰჰჰ ვგიჟდები

[hide][/hide]
სასიამოვვნოაა დდ

mari
კარგი ისტორიაა და იმედია არ გააბანალურებ. ველოდები შემდეგ თავს

ჰო ვეცდები არც მემინდა ბანალური გამოვიდეს♡♡

 


№6  offline წევრი ნი ჯეი

ესეიგი,
1. იმდენად პროფესიონალურად და ლაკონურად წერ მინდა სულ ვიკითხო
2. ყველაფერი ძალიან რეალურადაა გადმოცემული
3. ყველაფერი დეტალურად და კარგადაა აღწერილი
მოკლედ ეს სია კიდევ შემიძ₾ია გავაგრძელო იმიტომრომ მართლა მომწონს რასაც წერ
წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent